რას ელი ჩემგან ? 6
საათს რომ დავხედე ათი შესრულებულიყო. ტირილისგან დასიებული სახე და გამომშრალი ყელი მქონდა, პირველ სართულზე ფეხაკრეფით ჩავირბინე რომ ბებოს არ დავენახე. სახეზე ცივი წყლის შესხმამ გამომაფხიზლა და ცოტათი შემაცია კიდეც. გიგას აღარ დაურეკავს ალბათ გაიგო რაც მოხდა და თავს იკავებდა საუბრისაგან, ან რა უნდა ეთქვა რომ? უკან აბრუნებას ვაპირებდი ეზოს ბოლოდან დაბალი ხმით ძახილი მომესმა და იქით გავიხედე მეც. გიგა მეძახდა თან ჩემკენ მოიწევდა -რა ხდება ელენა?- პირისპირ რომ გამისწორდა მკითხა -რასთან დაკავშირებით? -თავს ნუ ისულელებ, ვიცო რომ დედაჩემი იყო აქ და ვიცი რომ გული გატკინა -გიგა დედაშენი მართალია.- თავი დავხარე არ მინდოდა ცრემლები დაენახა -რაშია მართალი არ გამაგიჟოთ?- მეტად მომიახლოვდა და ხელებში მომიქცია -გიგა გთხოვ, ეს დღე ისედაც დადგებოდა აღარ გავწელოთ.- ამას კი ვამბობდი მაგრამ გული მეტს ითხოვდა და მეც ძლიერად ვხვევდი ხელებს -მაგას ნუ მთხოვ, ძლივს ჩემად დაგიგულე და ჩემი გახდი. გთხოვ ამას ნუ მთხოვ.- პირველად ვხედავდი გიგას თვალებზე ცრემლს და გაოგნებული შევცქეროდი. მისმა ცრემლმა დამამუნჯა, ნუთუ მამაკაცებიც ტირიან განშორების დროს? ნუთუ მხოლოდ ქალთა ხვედრი არა მსგავსი ტანჯვა? ცრემლი თითებით მოვწმინდე და ორივე თვალზე ვაკოცე, ახლა მას მეტად სჭირდებოდა დამშვიდება და დაჯერება იმის რომ დაშორეით ცხოვრება არ სრულდებოდა. -არა ვერ დაგთანხმდები, დედაჩემს დიდ პატივს ვცემ და უსაზღვროდ მიყვარს მაგრამ, შენ ვერ დაგთმობ. -გიგა დამიჯერე დრო გავა და მიხვდები რომ თამრო დეიდა მართალია.- ისევ ახსნა დავუწყე და იქვე სკამზე ჩამოვაჯინე -ქმარი გყავდა და მაშინ ვერ შევწყვტე შენი სიყვარული, როდესაც ვიცოდი რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. ახლა როგორ დავასრულო ყველაფერი? -ჯობდა ალბათ არ დავბრუნებულიყავი.- ხელები უღონოდ დავიწყე მუხლებზე და დავაჩერდ, უცებ ხელში რაღაც გაბრჭყვიალდა და ოდნავ სიცივე ვიგრძენი -ასე არ მინდოდა ელენა, თუმცა სხვა გზა არ დამიტოვეთ -ეს რა არის, თითებში პატარა თვლანი თუმცა უალამაზესი ბეჭედი მეჭირა -გამომყვები ცოლად?- გავშრი, თითქოს ლაპარაკი დამავიწყდა. მინდოდა ძალიან მინდოდა მეთქვა რომ დიახ გავხდები შენი ცოლი მაგრამ, შიგნიდან რაღაც უჩინარი მჭამდა და იმარჯვებდა ჩემს მინდაზე. ხელახლა წამომივიდა ბურთისოდენა ცრემლები, მისი ხელი ავიღე და ბეჭედი უკან დავუბრუნე. ხელები უკანკალებდა სავარაუდოდ მიხვდა ჩემს პასუხს, თავი სუსტად გამიქნია და ჩახარა -ოღონდ ის არ თქვა რაც მომკლავს.- ისევ ამომხედა -არა გიგა, ვერ გამოგყვები, ვერ გაგაუბედურებ. -შენ ახლა მაუბედურებ.- წამოდგა, მეც წამომაყენა და ისევ ჩამეხუტა, ცოტახანი ასე ვიდექით, სიცივის მიუხედავად მისი სხეულის ტემპერატურა მათბობდა. შემდეგ მაკოცა, არ შევეწინააღმდეგე განშორების კოცნად ჩავთვალე და მეც ჩემი ბოლო სურვილი ავისრულე მისი ბაგეების სახით. კოცნა მეტად მომთხოვნი გახადა ამასობაში, ხელებით უმისამართოდ მეფერებოდა და ყველა იმ ადგილს მიხურებდა სადაც მეხებოდა -გიგა გავჩერდეთ.- მის ბაგეებთან ძლივს ამოვიჩურჩულე -ეს ერთი ღამეც.- ხელში სუსტად ამწია და მეც ფეხები მის წელს მოვხვიე. ჩემს ოთახში როგორ აღმოვჩდით არ მახსოვს. მხოლოდ მის მოფერებას და ალერსს ვგრძნობდი, ნელ-ნელა რომ ამ სამყაროს მწყვეტდა და დამაქროლებდა... დილით მეგონა რომ წასული იქნებოდა, თუმცა ხელით მაინც მოვსინჯე ლოგინში. იქ იყო და ისევ ეძინა, წამოვჯექი. ჩემს მოძრაობაზე თვალები მძიმედ გაახილა და გამიღიმა -დილამშვიდობის. -გიგა წადი! არავინ უნდა გნახოს აქ, ადექი სასწრაფოდ.- ნერვიულობისგან მთელი სხეული მიცახცახებდა. რა სულელი ვარ როგორ დავუშვი წუხანდელი ღამე. -არ წავალ ელენა, არ დაგშორდები და შეიგნეთ ყველამ.- უდარდელად თქვა და ჭერს გაუსწორა თვალი -ვერ გავაგრძელებთ.- წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე, იმ იმედით რომ იგივეს გააკეთებდა -მიყვარხა გოგო და რას მეუბნევი, როგორ დაგთმო.- ფეხზე წამოხტა სულ დაავიწყდა ში*ველი რომ იყო, თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა, რომ გაიაზრა რა მდგომარეობაში იყო საცვ*ლს დაუწყო ძებნა. თავი მოვთოკე და ღიმილი შევიკავე, უცებ შეიმოსა და საუბარი განაგრძო -გთხოვ აიღე ბეჭედი, ხელი არ მკრა.- გვერდით მომიჯდა, ისევ იგივე მეორდებოდა და საბოლოო წერტილი უნდა დამესვა. გულს ვატკენდი მაგრამ მისთვის ასე სჯობდა. - გიგა დავიღალე უკვე, წადი არ მინდა შენი ცოლობა რატომ არ გესმის.- ჯერ გაოცდა, მერე ერთ წერტილს მიაშტერდა, გაეღიმა, ღიმილი ხარხარში გადაუვიდა -ანუ არ გინდა ჩემი ცოლობა? -მართალია არ მინდა, თავისუფლება მინდა, არ მჭირდება ქმარი და მითუმეტეს არც დედამთილი რომელსაც ვეზიზღები. მარტოობა მინდა, თუ სექ*ი მოგინდება აქ ვარ.- აი ახლა კი ნამდვილად დავსვი წერტილი, გიგას ნაცვლად მე მომეწურა გული შემდეგ კი ნაფლეთებად მექცა. მის თვალებში მხოლოდ ჩამქრალი და იმედ გამქრალი სხივები გაკრთა, მერე? მერე ადგა და წავიდა... *** ამ ამბიდან ერთი კვირა იყო გასული, მას მერე გიგაზე არაფერი მსმენია. სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი თაზო რომ შემხვდა გზად -სალამი მასწავლებელს.- ხელი ამიწია -სალამი. -როგორ ხარ?- აშკარად თან მაკვირდებოდა ისე მეკითხებოდა -ნელა-ნელა, შენ? -მეც... ისა და გიგასი რა ისმის?- ამას მე მეკითხება ნუთუ -არ ვიცი, რატომ მეკითხები?- ცოტა არ იყოს დავიძაბე, მონატრება მკლავდა. მინდოდა დამენახა მაინც და მცოდნოდა როგორ იყო, რას ფიქრობდა, რას განიცდიდა. იქნებ იმ სიტყვების მერე შემიძულა კიდეც? იქნებ შემიძულა... ყელში მახრჩობელა ბურთი მეზრდებოდა და ღრმად ამოვისუნთქე გასაქრობად. -ისე არ გამოჩენილა და მეთქი იცოდი შენ. -არა არ ვიცი.- ამ საუბარში ჭიშკარსაც მივუახლოვდი და დავემშვიდობე. შევედი თუ არა კარებში მოვიკეცე და ავტირდი. ამ ხნის მანძილზე პირველად დავუშვი ის რომ გიგას შევძულდებოდი. ადამიანები ფაქტის წინ როდესაც ვდგებით მაშინ ვართ ყველაზე სასოწარკვეთილები... უღონოები და სუსტები, ზოგიერთი ლაჩარი და მხდალიც. მაგალითად მე მშიშარა ვარ, ახლა რომ მითხრან მიდი გიგასთან და თვალებში ჩახედეო და მის თვალებში ვერაფერს დავინახავ, აი ეგ იქნება ყველზე დიდი უბედურება, მე მისთვის ცარიელი ადამიანი ვიქნები. მე მას სათანადო არ ვაფასებდი, ვერც გვერდში დავუდექი და კი მე გიგას და საკუთარ თავს გავექეცი. ჭიშკართან ჩამჯდარი ბებომ დამინახა და შეჰკივლა -რა მოგივიდა ბებია ცუდად ხარ?-ჩემკენ წამოვიდა -კარგად ვარ ბებო, ფეხი გადამიბრუნდა ჩავჯექი.- წამოვხტი და შარვალი გავისუფთავე. არ მინდოდა შეემჩნია რომ რამეს განვიცდიდი და ენერვიულა. -იტკინე ბებოო? -არაფერია, გავიზილე და გამივლის.- მეტი არაფერეი თქვა, ოთახში სპირტი ამომიტანა და თვითონ დამიწყო ფეხის დაზილვა, მეც ვითომ ცოტათი მტკიოდა მიმიკებს ვიცვლიდი -გაგივლის ბებია, თბილად მოგახვევ და -კი ბებო ვიცი, ოქროს ხელები გაქვს.- ლოყაზე ვაკცე -გიგა როგორაა ხომ არ იცი კაი ხანია არ მოსულა.- რა გამოცდას მიწყობ მზია -არ ვიცი ალბათ საქმეები აქვს.- მხრები ავიჩეჩე -აბა ერთად ვართო? -არა ბებო დაშორდით არ მინდა გავაუბედურო, თან უბრალოდ მონატრება უფრო იყო ამდენი წლის მერე.- ვიცრუე, მინდოდა დაეჯერებინა -თქვენ უკეთ იცით.- გამიხარდა მეტი რომ აღარ თქვა არაფერი. წამოვწექი, ვფიქრობდი მოგონებებზე, გიგაზე, სიყვარულზე, ჩემს აუხდენელ ოცნებაზე და ბოლოს ქალბატონ ლიასთან მიმიყვანა ფიქრებმა. ლიას დახმარება მინდოდა, მასთან საუბრაი და დამშვიდება. მისი სწორი აზრის მოსმენა, დავურეკე. -გამარჯობა ქალბატონო ლია, როგორ ხართ? -ჩემი გოგო, როგორ მომენატრე.- შემდეგ მოვუყევი ყველაფერი ჩემზე და გიგაზე პატარაობიდან დღემდე, დუმდა. მეც დავიძაბე ნეტა რას მირჩევდა ან მეტყოდა -ელენე ჩემო გოგო, ანუ ბიჭმა ხელი გთხოვა და უარი უთხარი? -კი, ასეა.- დავთანხმდი -რისთვის შვილო? -არ მინდა გავაუბედურო, იცით რომ მე უშვილო ვარ -უშვილო არ ხარ, მთელი ხუთი წელი სტრესში ცხოვრობდი, დამახინჯებული ფსიქიკა გქონდა, გცემდნენ და მხოლოდ შენსკენ იშვერდნენ თითს რომ შვილი არ გიჩნდებოდა, ერთს გკითხავ და მიპასუხე. შენი ყოფილი ქმარი ერთხელ მაინც გაესინჯა ექიმს? -მან მითხრა რომ იყო ექიმთან და არაფერი სჭირს.- თითქოს რაღაც გამინათდა ტვინში, ნუთუ მატყებდა -ერთად იყავთ ერთხელ მაინც? -არა მუდამ საქმეს იმიზეზებდა. -დიდი შეცდომა დაუშვი ხომ იცი -რატომ?- ვიცოდი მაგრამ მაინც ვიკითხე -წადი გიგასთან, ესაუბრე, მოაგვარე ეს პრობლემა და ეცადე არ იფიქრო იმაზე რომ უშვილო ხარ. მას შენ სჭირდები და ყველაფრი კარგად იქნება -გული ვატკინე -მანაც იცის რომ ეგ ყველაფერი სპეციალურად გააკეთე -არ მაპატიებს, მისი თვალები რომ მახსენდება.- როგორ მინდოდა ახლა მასთან ყოფნა ჩახუტება და მისი პატიება მჭირდებოდა. -ელაპარაკე, დღეს თუ არა ხვალ მაგრამ ელაპარაკე. ერთად ყველაფერს დაძლევთ.- დავემშვიდობე, დავფიქრდი და მიხვდი სიმართლეა. მე არასდროს გადამიმოწმებია დავითი, არასდროს მომითხოვია მისთვის ექიმის პასუხები, მუდამ ჩემ თავს ვტანჯავდი, ბოლოს სე*სიც კი განაყოფიერების გამო მქონდა ისიც დავითის ძალდატანებით. ლია მართალი იყო მე კიდევ სულელი, მასთან საუბარმა მე ძალა და ჩემი თავის იმედი დამიბრუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.