შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შხამიანი ყვავილი/თავი მეორე


15-09-2023, 03:39
ავტორი lashausafrtx
ნანახია 924

დილის 7საათია, სამსონმა მტრედები გამოკვება და ახლა ყვავილებს რწყავს,.. სრულიად შემთხვევით გაუვარდა ერთ ერთი ყვავილის ქოთანი და შეკრთა ხმაურზე არ უნდოდა სანდრო გაეღვიძებინა და გადაწყვიტა მის ოთახში შეეხედა,... კარი რომ შეაღო წამიერად შეკრთა,.. რადგან სანდრო იქ არ იყო.... რაღა ვქნა ახლა?.. ბიჭი რომელ საათზე გავიდა სახლიდან ნეტავ, ანდა სად წავიდა? ესღა მაკლდა ახლა. აღელვებულმა სამსონმა სამეზობლო ააწრიალა ყველას ეკითხება სანდროსთვის თვალი ხომ არ მოუკრასვ ვინმეს,.,.. მაგრამ არავის არ დაუნახავს. უცბად ბათო გამოვიდა სახლიდან,.. ნუ ღელავ ძია სამსონ, მე ვიცი სადაც იქნება, ახლავე წავალ და მოვიყვან,.. თქვენ აქ დაგველოდეთ მშივიდად. მანამ სანამ ბათო სანდროს მოსაყვანად ანას სახლისკენ გაემართა,.. სამსონი ხმა მაღალი ხმით მოთქვამს.
:ვახ კაცო,.. სისხლი გამიშრო ამ ბიჭმა, რა მოვუხერხო არ ვიცი... როგორია მარტო ხელამ გავზარდე ეს ვირი და ახლა მომსპო კაცი. მეზობლები მოხუცის დამშვიდებას ცდილობენ,.. ამასობაში კი ბათო ანას სახლს მიადგა და როგორც ივარაუდა, სანდრო შორი ახლოს ხეებს ეფარება და ფანჯრებს მიშტერებია. ბათო ჩუმად მიუახლოვდა სანდროს და ხმა დაბლა ესაუბრება.
:რას აკეთებ ბიჭო აქ, ამ დილა ადრიან?
სანდრო:შენ რაღა ჯანდაბას აკეთებ აქ? ერთი ჯერ ეს მითხარი!
:რას ვაკეთებ კიარა ბიჭო... მამაშენი ისეთ დღეშია რომ მეშინია რაიმე არ მოიწიოს.
სანდრო:რა სჭირს კი მაგრამ?
:ბიჭო როგორ თჲ რა სჭირს?.. რო ვერ დაგინახა ამ დილა ადრიან ოთახში, შეეშინდა ალბათ.
სანდრო:ოხ... ხო გამიჭირა მაგ კაცმა... რით ვერ გაიგო უკვე 32წლის ვარ როდის უნდა მოეშვას ჩემს დევნას.
:კარგი ბიჭო მოხუცია უკვე და ღელავს შენზე რა მოგივიდა რა გულ ქვა ხარ?.. კარგი ეგ იქით იყოს რას აკეთებ აქ ამ დილა ადრიან?
სანდრო:არაფერს კაცო.. გამოვისეირნე ისე რა არ მაქვს უფლება?
:ჰმმ დილიდან?.. რაღაც არ ჯდება ეს შენს ქცევაში.
სადნრო: მოდი იცი რას გეტყვი?.. მიდი რა დაწყექი დაიძინე თუ ასე გეძინება,.. მე კი მაცადეთ დილის სუფთა ჰაერი შევისუნთქო.
:ჰომ... სუფთა ჰაერი აბა რა, აცადე მაგ სუფთა ჰაერს... გამოიძინოს ადამიანურად მანიაკი არ ეგონო. ამის მოსმენისას სანდრომ საყელოში სტაცა ბათოს ხელები და მუქარის ტონით მიმართავს.
სანდრო: ნუ ერევი ჩემს საქმეში!.. და ენას ნუ ატლიკინებ!
:გამიშვი კაცო ხელი! შენ არ ხარ სრულ ჩკუაზე. ის არის სანდროს მოთმინების ფიალა ეწურება რომ ბათოს მზერას მიჰყვა და შენიშნა როგორ გამოაღო ნიტამ, ფანჯრები მისი ოთახიდან. სანდრო კი, კვლავ გაშეშებული უმზერს მას და არ არსებობს ირგვლივ მათ გარდა არაფერი. ბათო ცინიკურად უმზერს სანდროს, თავი გააქნია და ხელი ჩაიქნია.
:ეეჰ დავიღუპეთ, დავიღუპეთ.
რამოდენიმე საათში სანდრო და ბათო დაბრუნდნენ მათ უბანში. სანდრომ ისე ჩაუარა მეზობლებს და ეზოში მჯდომ მამამის, ვითომ არაფერი მომხდარა და აირბინა რკინის კიბეზე... სამსონი კი აჰყვა მას.
:რა იყო ბიჭო?! იმის ზრდილობაც არ გაგაჩნია რომ თვალი გამისწორო და ამიხსნა სად იყავი?
სანდრო:კარგი რა მამა,.. ბავშვი ხომ აღარ ვარ არა? მაცადე რა, შეიძლება სულაც არ მოვიდე სახლში, გაიგონე რომ უკვე აღარ ვარ იმ ასაკში რომ მამიკომ მსდიოს!, სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხალხი მიცნობს უბანში კაცად მივაჩნივარ,.. და ამდროს მამიკო ეძებს ბიჭს.. კარგი რა!
:რაო?.. ანუ მამამ შვილს რომ ძებნა დაუწყოს, რომელიც ხან მთვარი მოდის ხან ნაჩხუბარი და ხანაც საერთოდ არ მოდის არ მოიკითხოს შვილის ამბავი?.. ეს არის კაცობა?.. შემირცხვენია მაშინ შენისთანა კაცები,. თუკი.....
სანდრო:მამა... რა მოგივიდა?..
:არაფერია, ოდნავ თაბრუ დამეხვა.
სანდრო:აი წყალი დალიე, და დამშვიდდი.
:არ მეტყვი სად იყავი?... თუმცა კარგი შენ როგორც გინდა.
უჩვეულო იყო სანდროს საქციელები ყოველდღიურად,.. ამას არამარტო სამსონი, არამედ მთლიანი სამეზობლო ამჩნევდა მაგრამ ამრტო სანდრო როდი იყო ასე უცნაური?.. თუკი წინად ლადო მაცხოვრებელს ასიამოვნებდა ზოგსაც აწუხებდა მისი დაკვრით, ახლა სიჩუმემ დაისადგურა მის სახლში თითქმის აღარც გამოდის არავისთან კონტაქტობს,.. ბიჭებმა ააკითხეს რამოდენიმეჯერ სახლში მაგრამ ან ეძინა ან შეუძლოდ გრძნობდა თავს.
ამასობაში კი სანდრო დღის მეორე ნახევარში უკვე ანას სალხთან დგას და ნიტას გამოჩენას ელოდება,.. რადგან იცის რომ რესტორანში უნდა წავიდეს, დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ ნიტაც გამოჩნდა, სანდრო კი სწრაფად მიუახლოვდა მას.
სანდრო:ნიტა... როგორ ხარ?, ვრ მიცანი?.
:კი როგორ არა, კარგად შენ როგორ ხარ?.
სანდრო:მეც კარგად,. აქვე ვიყავი და უეცრად შეგნიშნე, თუ წინაღმდეგი არ იქნები მიგაცილებ.
:კი რა თქმა უნდა. ნელი ნაბიჯებით მისეირნობენ სანდრო და ნიტა რესტორნისაკენ,.. სანდრო ისე დახვეწილად ესაუბრება ნიტას რომ აღტაცებას ვერ მალავს.... ამასობაში ადგილზე მივიდნენ ნიტამ კი სანდროს შესტავაზა შემოსულიყო და მისთვის მოესმინა.
მაგრამ სანდრომ რატომღაც უარი განუცხადა, მოიმიზეზა საქმე და ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა. საღამო ხანია, სამსონი ჩაის მიირთმევს სამზარეულოში მშვიდად როდესაც უცბად შემოვარდა სახლში სანდრო და მის ოთაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
:რას აკეთებ თუ იცი?..
სანდრო:მამა... შენთან სათხოვარი მაქვს.
:რა სათხოვარი?
სანდრო:ძალიან გთხოვ 100ლარი მასესხე და ერთ თვეში დაგიბრუნებ.
:კი მაგრამ არ მეტყვი რაში გჭირდება?
სანდრო:ერთი კარგი ქურთუკი ვნახე ახლა და თუ არ ვიყიდე გაიყიდება.
სამსონმა მისი ოთახიდან გამოუტანა თანხა და გადასცა,.. სანდრომ კი მადლოერების ნიშნად გადაეხვია და დაპირდა რომ მალე დაუბრუნებდა, სამსონმა კი ხუმრობით თავში წმოარტყა და უტხრა რო მარაფერი უნდოდა მისგან.
გულ ამოგდებული მირბის სანდრო, ყვავილების მაღაზიას დაესხა თავს, თითქოს და გაძრცვას უპირებდეს, გამყიდველ ქალს თავიდან შეეშინდა მაგრამ შემდეგ გაოცებული სახით მიყიდა სანდროს ყვავილები. სწრაფად მირბის სანდრო რესტორნისკენ, ვერცერთი მორბენალი ვერ დაეწეოდა მას ისე მიიჩქაროდა ნიტასკენ,.. როგორც იქნა მიუაღლოვდა ადგილს და შევიდა ღია რესტორანში,.. მაგრამ ნიტა იქ არ დახვდა. ისე ღრმად სუნთქავს და სწრაფად სანდრო რომ მეტყველება უჭირს და რესტორნის დაცვას ძლივს აგებინებს, და ეკითხება ნიტას ამბავს,. დაცვამ უპასუხა რომ ნიტამ ეს წუთია დაარულა სამუშაო საღამო. დამწუხრებული თაიგულით ხელში გამოდის რესტორნიდან სანდრო და უეცრადშენიშნა როგორ გაუღო მანქანის კარები ვინმე მაღალმა ცოტათი ასაკიანმა მამაკაცმა და სახლისკენ წაიყვანა. ამის დანახვისას სანდრომ იქვე დაყარა თაიგული და ბარში შევიდა.
სღეები ისე გადიოდა, სანდროს ფხიზელ მდობარეობაში ხილვა სამსონსა და ბიჭებს სანატრელი გაუხდთ. მისი ოთახი ბოთელიბ იყო სავსე, არავისთან აღარ კონტაქტობდა სულ დაივიწყა მეგობრები, ხან სახლთან, ხანაც ბარში თუ შეხვდებოდა ვინმეს შემთხვევით, ისიც გალეშილ მდგომარეობაში. ამასობაში სანდროსგან გასხვავებით ლადომ დაიწყო გარედ გამოსვლა,.. ნიტას ძებნაში ატარებდა მთელ დღეებს,.. და ეს ოცნებაც აისრულა მას შეხვდა. სეირნობდენ ერთად ლადომ ნიტა იმ ადგილას მიიყვანა უკვე არაერთხელ რომელიც ძალიან უყვარდა.
ნიტა:ლადო შენ რომ გხედავ ასე მგონია ჩემს წინ ადამიანი კიარა სილამაზის აღქმის განსახიერება დგას,..
ლადო:მე კი რომ გიყურებ, ასე მგონია რომ შენ ყვავილის პატარა ფურცელი ხარ, რომელიც ნიავს მოჰყვებოდა და ჩემთან მოგიყვანა.... ახლა მიდა რომ ითოვოს ღრუბელი ღრმად ჩამოწვეს და შენი თვალებიდან დავინახო ეს.
ნიტა: ლადრო შენისთანა მგძნობიარე ადამიანს არასდროს შევხვედრილვარ,.. თანაც რომ გიყურებ თვალები სულ სველი და სევდიანი გაქვს... ასე მგონია რომ გული გატკინეს.
ლადო:არა.. არავის უტკენია ჩემთვის გული,.. ასე მოხოლდ იმ დროს ვარ, როდესაც შენ გიყურებ.
ნიტა:ანუ ჩემი დანახვისას,... სევდას გრძნობ?
ლადო:პირიქით,.. შენ გასაოცარი ხარ.
ნიტა: ნეტავ სანდრო სად გაქრა?... კარგა ხანია არ მინხავს.
ლადო:ნეტავი რად გინდა მისი ნახვა?.. მაგისთანა ლოთ და არეულ კაცს ვერსად ნახავ,.. სულ შარში ეხვევა სულ ჩხუბობს სულ არავინ ეცოდება.
მამაკაცები ხშირად ვფიქრობთ რომ საყვარელ ქალს თუკი ჩვენს ოპონენტზე რაიმე ცუდს მოვუყვებით ან მას საშინელ ადამიანად გავაცნობთ,.. ამით მათ შევაძულებთ ანდა შევაშინებთ და აღარ გაუჩნდებათ სურვილი მის სიახლოვეს იყვნენ. ამ დროს კი პირიქით, თითქოს და კეთილი და წესიერი მამაკაცები უყვართ ქალებს მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მათ თმაში ჭაღარა ჩნდება და წლებია უმზერს იმ ერთადერთ მამრს რომელსაც ცხოვრება დაუკავშირა,.. მაგრამ სხვა შემთხვევაში ქალებს უინტერესოდ მიაჩნიათ, ყველა ერგრედ წოდებული წესიერი და კეთუილი მამაკაცი,.. მათ უფრო მეტად ხიბლავთ თავხედი და დავგადაავლებით სავსე მამაკაცები, თუნდც კრიმინალი იყოს, რადგან ასეთი მამაკაცები მათში დიდ ინტერეს და ხიბლს იწვევენ,.. ასე რომ მცდარია ის მეთოდი რომ საყვარელ ქალს სხვა მამაკაცის ლანძღვით აუცრუებ გულს პირიქით შეიძლება ამით პატარა ნაპერწკალი უზარმაზარ ხანძრად აქციო. გავიდა ხანი,.. უვკე ბიჭები ბჭობენ რომ ნიტა და ლადო ერტად არიან რადგან თითმის ყოველ საღამოს ლადო მასთან მიდის და ქუჩაში ამჩნევენ ერთად,... ეს სანდროს ყურამდეც მივიდა და სიბრაზე სურს რომ სახმელში ჩაახშოს. ერთ დღესაც ბიჭებმა სანდროს დაუძახეს ერთ ერთ ბარში.
:ვახ სანი... როგორ მოგვენარა ბიჭო შენთან ერთად დალევა.
ბათო:ძლივს არ დავიბრუნეთ ძმაკაცი?... მოდი რა თუ დალევა გინდა მარტო ლოთივით ნუ სვამ,. ჩვენთან ერთად იყავი... ლხინი იქნება ერთად ვიქნებით,.. შარი იქნება ერთად ვიქნებით.
სანდრო:მეც მიხარია ბიჭებო თქვენთან ერთად ყოფნა,.. ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეთ.
დიმიტრი:ვაახ შეხედეთ ვინ მოდის,.. ლადო მოდი დავუძახებ მანაც დალიოს ჩვენთან.
ბათომ და გაგამ ერთმანეთს გადახედეს და შემდეგ სანდროს შეხედეს,.. ამასობაში დიმამ ლადო შემოიპტიჟა ბარში.
:შეხედეთ, კიდევ ერთჳ დაკარგულ იჩვენი ძმაკაცი.
ბათო:ლადრო როგორ ხარ ბიჭო?... სად დაგვეკარგე?
ლადო:კარგად ვარ ბიჭებო გმადლობთ,.. თავად როგორ გიკითხოთ?
ამ დროს სანდრო მიტრიალდა ლადოსკენ და მისი ინტონაციიტ ესაუბრება.
სანდრო:სალამი გეთაყვა,.. დაბრძანდი თითი ჭიქა შევსვათ,..
ბათო: სანდრო!.. გეყოფა!
სანდრო:უი... სამწუხაროდ პიანინო არ გვაქვს თორემ სრულ ჰარმონიაში გამყოფებდით გეთაყვა.
:სადროო!!!
ლადო: აცადეთ, აცადეთ... გაუნათლებელი არსებისგან მე არაფერი მწყინს,.. იცით რა ქენით?!, აი ეს ბოთლი მიართვით, თორემ ფეხებში ძალა ერთმევა, ერთი რომ არ მოსვას.
სანდრო ლადოსკენ გაიწია განრისხებულმა და ბიჭებმაც მალევე შეაკავეს,.. ლადრო კი მომღიმარი და სიძულვილით აღსავსე თვალებით უმზერს.
სადნდრო: წადი რა ბიჭო კლავიშებს ურტყი თავი,.. შენი გაჩეცილი თები სანამ დაგაცალე ღერა ღერა მოუსვი აქდან!..
ლადო: ლექსიკონი მაინც დახვეწე!.. თორემ ასეთ ხეპრე, თავს დაიღუპავა.
სანდრო კვლავ იწევს ლადოსკლენ მაგრამ ბიჭები ამის საშუალებას არ აძლევენ,.. საბოლოოდ დიმამ ლადო მოარიდა იქაურობას და სანდროც დაამშვიდეს.
ამასობაში ნიტას,.. სხვა თაყვანისმცემლებიც გამოუჩნდა.. ერთი შეხედვიტ დახვეწილი რესტორანი ნამდვილ ბარდაგს დაემსგავსა, დაცვა ვეღარ აუდიოდა სტუმრების დაშოშმინებას, თითქმის ყოველ საღამოს იმართებოდა, ლეწვა და მუშტიკრივი სტუმრებს შორის ნიტას გულისთვის. ასევე ნიტას მთხოვნელი ანას მეზობელიც გამოჩნდა ტან დაბალი ახალგაზრდა ბიჭი, მეტ სახელად ტობი.. რომელიც ცდილობდა ნიტა გვედრით მყოფები დაემცირებინა,.. ერთ დღესაც ლადო მ მიაკითხა ნიტას სახლთან და სრულიად შემთხვევიტ შეესწრო როგორ მოსეირნობდა ნიტა ვინმე კარგად ჩცმულ ოდნავ ხნიერ მამაკაცთან ერთად და მშვიდად ესუბრებოდა მას,.. პერიოდულად ნიტას ხელზე ეფერებოდა და სიყვარულით აღსავსე თვალებით აცქერდებოდა. ლადო გაუნძრევლად უყურებდა მათ და სიბრაზე ყელში ახრჩობდა, ამ დროს ტობი მიუახლოვდა ნიტას და მამაკაცის დამცირება სცადა როგორც სჩვევია.
:ეი ბიძა... რა გინდა ამ გოგოსთან?!, წადი რაა ტოლი ნახე!
:როგორ იქცევი შენ?.. ვინ ხარ ვის დაკარგვიხარ?
ნიტა შიაში ჩაუდგა მათ და ცდილობს შეაჩეროს ორთავე.
:წადი ბიძა!... სანამ პანღურით არ გამიგდიხარ ჩემი უბნიდან.
:წადი შენ თვიდ თონ,.. შე ლაწირაკო.
ნიტა:გეყოფათ გთხოვთ,.. რამაზ ძალიან გთხოვ შეიკავე თავი.
:მხოლოდ შენი ხათრით ჩემო პატარა ანგელოზო,.. თორემ ამას ვუჩვენებდი სეირს.
ამაზე ტობი რამაზისკენ გაიწია და რამაზიც ააღელვა,.. ნიტა შუაში დგას და ცდილობს შეაჩეროს ისინი,.. მაგრამ ვერ ახერხებს, რამაზი და ტობი მაღალი ხმით მიმართავენ ერტმანეთს და თან ჭიდილი აქვვშთ გამართული.
ტობი:ამას უყურე რა დღეშია,...
რამაზი: მიყურეე!!!
ნიტა:ძალიან გთხოვთ შეჩერდით!.
რამაზი:გამიშვი ხელი!..
ამასობაში რამაზი და ტობი ერთმანეთს დაეჭიდნენ,.. ჭიდაობის დროს რამაზის მისი ქურთუკი სახეზე ჩამოეფხატა და ვერაფერს ხედავს,.. ტობიმ დრო იხელთა და წიხლები უთავაზა რამზის. ამასობაში ლადო მიუახლოვდა მათ და შეჩერებას ცდილობს,.. ტობის ხელი გააშვებიან და რამაზი ძირს დაეცა... ტობი ახლა ლადოს ეჭიდავება,.. ლადო კი უხეშად იშორებს მისგან და ნიტას დახმარებით მოახერხა განზე გაწევა. ნიტა რამაზის წამოდგომაში ეხმარება ლადო კი ტობის ეკამათება და მიუთიტებს რომ დატოვოს ისინი,..
დიდ ხნიანი კამათის შემდეგ ტობიმ დატოვა ადგილი, ნიტამ კი რამაზის ქურთუკის გასწორებაში დაეხმარა, რამაზიმ ტანზე დაიფერთხა ხელი ნიტას და ლადოს უმზერდა რამოდენიმე წამი და დატოვა ადგილი.
ლადო:ვინ იყვნენ ეს კაცები?
ნიტა:რთული ასახსნელია.
ლადო:მარტივად ამიხსენი.
ნიტა:ამ ტობის მოვწონვარ როგორც ჩანს და არ მეშვება... რამაზი კი რესტორნის
მეპატრონეა.
ლადო:მასაც მოსწონხარ?
ნიტა:არ ვიცი მაგრამ ძალიან კარგი კაცია, ძალიან მეხმარება.
ლადო:ნიტა..... დაშენ ვინ მოგწონს?
ნიტა:კარგი რა ლადო...
ლადო:მითხარი გთხოვ.
ნიტა:გვიანია ლადო, სახლში უნდა ავიდე, ძალიან გთხოვ ახლა წადი, ცუდ ხასიათზე ვარ.
ლადომ გადაეხვია ნიტას და მანამ იდგა სახლთან სანამ არ დარწმუდა როპმ ნიტამ შინ შეაღწია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent