შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რას ელი ჩენგან ? დასასრული


17-09-2023, 00:58
ავტორი მირცა
ნანახია 1 911

მე და გიგა გავიპარეთ. ყველაფერი ის რაც მაბრკოლებდა უკან მოვიტოვე და ცხოვრებაში პირველად ოცნება ავიხდინე. გიგა ის ადამიანი იყო ვინც ამდენ ხანს მჭირდებოდა ჰაერივით და თურმე ვერ ვამჩნევდი. მხოლოდ მისმა დაკარგვამ მიმახვედრა რომ უმისოდ მე არაფერი ვიყავი. ახლა გავიგე ნამდვილი სიყვარულის ფასი, ნამდვილი ადამიანის გვერდში დგომა, ნამდვილი გრძნობების გამოხატვა და ნამდვილი ცხოვრების რიტმს ავუწყე ფეხი ჩემს მამაკაცთან ერთად.
იმ ღამით გიგას მამიდაშვილთან დავრჩით იგოეთში. სიხარულით მიგვიღო და გაგვიმასპინძლდა, მოგვილოცეს, დაგვლოცეს, ბედნიერება გვისურვეს. დილას ვისაუზმეთ და ჩვენს სოფელში დავბრუნდით, ჯერ ბებოსთან მივედით. ფერდაკარგული იჯდა სავარძელში და მიშტერებოდა ერთ წერტილს. როგორ ვანერვიულე ალბათ. დამინახა თუ არა წამოდგა მომეხვია და ატირდა, მეც ვერ შევიკავე ემოციები მასთან ერთად ავტირდი. ყველაფერი ავუხსენით, შეიცხადა, გააპროტესტა, გვირჩია, გაგვიწყრა მაგრამ ბოლოს დაგვლოცა და ერთად, ტკბილად დაბერება გვისურვა.
და დადგა ჯერი გიგას ოჯახში ჩემი შესვლისა რძლის სტატუსით. ფეხები მეკვეთებოდა მათი რეაქციის წარმოდგენაზე, რისი გადატანა მოგვიწევდა ღმერთმა იცოდა. ჭიშკარი შეხსნა ჯერ მე შემატარა მერე კი უკან შემომყვა, თან ძაღლს მიესიყვარულა
-დედა... დედა... მოვედით.- ეზოს ბოლოდანვე გასძახა თამროს და ხელი გადამხვია მეტი მხნეობისთვის
-გიგა ძალიან მეშინია.- ამოვიწრიპინე სადღაც გამქრალი ხმით
-ნურავის და ნურაფრის როცა შენს გვერდით ვარ.- თითები მხარზე მომიჭირა, ამასობაში თამროც გამოვიდა სამზარეულოდან
-გიგა? უი ელენე შენც მოხვედი.- აშკარად დაიბნა სიტუაციის შემყურე
-დედა მამა სადაა?
-სამზარეულოში, რა ხდება გიგა?
-შევიდეთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ.- ისევ წინ გამატარა და უკან მომყვა. მთლიანი სხეული დამეჭიმა ნერვიულობისაგან, უკვე გიგას შეხებაც კი აღარ მამშვიდებდა. ჰაერი დამძიმდა, ხელები ერთიანად გამიოფლიანდა და შარვალზე გავისვი...
-დედა და მამა, მშობლებო ელენას მთელი ცხოვრებაა იცნობთ, მეც ჩემი განვლილი ცხოვრება მას ვნატრობ, მიყვარს და სულ ველოდი. ახლა კი გასავლელი ყველა საათი, წუთი და წამი მასთან ერთად მინდა გავლიო. დიდი თხოვნა მაქვს მეცით პტივი და მიიღეთ თქვენს რძლად და შვილად.
-არავითარ შემთხვევაში!- გიგას სიტყვის დასრულება არ აცადა, ისე წამოიჭრა ფეხზე თამრო და აყვირდა
-დედა დამშვიდდი და ხმას დაუწიე.-ეცადა თვითონაც არ აეწია ტონისთვის, მე გაქვავებული ვიჯექი და დავყურებდი ჩემ ხელებს. ნეტა რას ველოდი აქ რომ მოვდიოდი სიხარულით მიმიღებდნენ ?
-გიგა მე ჩემი ვთქვი, ამ ქალის წინააღმდეგ ვარ! ჯერ რა წარსული და ახლა რა მომავალს გპირდება მიპასუხე?
-მომავალს სადაც სიყვარულია. მე ვთქვი ჩემი სათქმელი ან მიიღებთ ან მეც დამკარგავთ!- ფეხზე წამოდგა და მეც წამომაყენა
-გიგა დარწმუნებული ხარ რომ ელენე არის ის ვინც გაგაბედნიეებს?- როგორც იქნა მამამისმაც იკითხა რაღაც
-სრულებით. სხვა არც წარმომიდგენია
-მაშინ ნება შენია.მე ელენე შვილივით მიყვარს.- ამ კაცის სიტყვებმა ცოტა სააქაოს მომაბრუნა და დაძაბულობა სულ ცოტათი მომიხსნა. თამრო კი არ ნებდებოდა, იყვირა, იჩხუბა, გამლანძღა, რამის ხელითაც კი შემეხო, გიგას დაემუქრა შვილი რომ მყავს დავივიწყებო, თუმცა ამაო აღმოჩნდა მისი ჩხუბი.
მე და გიგა ჯვარი დავიწერეთ. ვცხოვრობდით ზამთრის სიცივისგან მობუზული ბეღურებივით. ერთნამეთი გვჭირდებოდა და ერთმანეთით ვხარობდით. შვილის ყოლაზე ერთხელაც არ დაუწუწუნია, ერთხელაც არ შემოუხედავს საყვედურიანი ან ნაწყენი თვალებით, ერთხელაც კი არ მაიგვრძნია რომ მე უშვილო ქალი ვიყავი.
ზამთრის არდადეგებზე ბაკურიანში წავდით დასასვენებლად. უზომოდ ბევი ვისეირნეთ თოვლში, უამრავი სურათი გადავიღეთდა უამრავჯერ ვუთხარი უფალს მადლობა მისი ყოლისთვის. შინ რომ დავბრუნდით თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნოდი, მაციებდა, თავბრუ მეხვეოდა და მაკანკალებდა
-ჩაის გაგიკეებ ახლავე, არ ადგე იწექი.- პლედი მომაფარა და სამზარეულოში გავიდა. მაინც ვერ მოვისვენე წამოვდექი და უკან გაყოლა ვცადე, ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა და ყველაფერი გაშავდა ირგვლივ. გონს რომ მოვედი გიგა შეშინებული თვალებით მიყურებდა და ხელში ნიშადურის ბოთლი ეჭირა
-ელენა, გესმის ჩემი? როგორ ხარ ?
-კარგად, ცოტა თავბრუ მეხვევა
-როგორ შემაშინე, გული გამისკდა ხომ გითხარი არ ადგე მანდედან-თქო.- მისაყვედურა თან მეფერებოდა და თმაზე მკოცნიდა.
-ბოდიში, ძალიან შეგაშინე.- მკერდზე ავეკარი და მის ყელში ჩავრგე ცხვირი. მისი სიახლოვე და სურნელი ყოველთვის მყოფნიდა ბედნიერებისთვის.
ბაკურიანიდან დაბრუნების მერეც ჩემს თავბრუს ხვევებს დაერთო ღებინების შეგრძნებაც და გადაცდენილი ციკ*იც. ვერ დავუშვი რომ რამე მსგავსი შეიძლება მოხდენილიყო. აკანკალებული წავედი საავადმყოფოში ისე რომ სახლში არც გადამიმოწმებია. არ ვიცოდი რა პასუხს მეტყოდნენ მაგრამ ეს დამთხვევები და სიმპტომები მაგიჟებდა.
ანალიზები ჩავაბარე და ექიმის კაბინეტთან დავჯექი პასუხების მოლოდინში. ცოტახანში ექთანმა დამიძახა ექიმი გელოდებათო. წამოვდექი მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა, არ ვიცი რას მეტყოდა მაგრამ ყველაზემეტად მაინც არ მსურდა უარყოფითი პასუხის მოსმენა, მერჩივნა მოვმკვდარიყავი მაგრამ ეს იმედც არ გამქრალიყო ჩემ გულში.
-ელენე გილოცავთ, ბედნიერ დედობას გისურვებთ.- ამ სიტყვების მერე იყო, ცრელები სიხარულისა, ბედნიერებისგან აცახცახებული ტანი, გაოგნება, ასჯერ ერთი და იმავე კითხვის დასმა "ხომ არაფერი გეშლებათ?" და ასჯერვე ხელახალი ბედნიერი ემოციები სიტყვებზე "ბედნიერ დედობას გისურვებთ".
სახლში როგორ დავბრუნდი არ მახსოვს, ან როგორ უნდა მეთქვა ეს ყველაფერი ისე რომ სიხარულით გული არ გამხეთქვოდა. შინ მხოლოდ გიგა დამხვდა, როგორც სჩვევია ბევრი მაკოცა და მომეფერა მის მკლავებში მომწყვდეულს
-გიგა, არ ვიცი როგორ ვთქვა ან გითხრა.- ვიგრძენი ნიკაპი ისევ ამიკანკალდა და ცრემლები წამომივიდა
-ხო მშვიდობაა ელენა? რა გჭირს? ისევ დედამ გაწყენინა?- ერთად მომაყარა კითხვები თან ცრემლები მომწმინდა
-არა გიგა. ვაიმე გული გამისკდება.- რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე
-მმითხარი თორემ მე უკვე გამისკდა.- მოუთმენლობა დაეტყო ხმაში
-გიგა მე და შენ, ანუ ჩვენ ძალიან მალე მშობლები გავხდებით.- მისი ხელები მუცელზე დავიწყე და მის ამღვრეულ თვალებს მზერა გავუსწორე.
-გაიმეორე რა თქვი?- ხლები მუცლიდან მომაშორა და სახეზე მომკიდა, მაკოცა მერე ისევ მუცელზე მომეფერა
-ორსულად ვარ. ვერ ვიჯერებ გიგა სანამ ხელში არ ავიყვან ვერ ვიჯერებ.
-გახსოვს რომ მკითხე რას ელი ჩემგანო ?
-კი მახსოვს.- თან თავი დავუქნიე. ჩაიმუხლა მუცელზე მომაწება ტუჩები, რამდენიმე პატარა კოცნა დამიტოვა და ამომხედა
-აი ამ სასწაულს ველოდი შენგან!



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი დასასრული ქონდა მომეწონა მართლა სასწაული იყო ამათი სიყვარული და ამათი შვილი ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წინასწარ ♥️

 


№2  offline წევრი მირცა

სტუმარი ნესტანი
კარგი დასასრული ქონდა მომეწონა მართლა სასწაული იყო ამათი სიყვარული და ამათი შვილი ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წინასწარ ♥️

მადლობა დიდი რომ კითხულობ ❤️ ვეცდები მალე შემოგთავაზოთ ახალი ისტორია ❤️

 


№3 სტუმარი Ana-maria

გამიხარდა ელენას და გიგას სიყვარულმა ყველა განსაცდელს რომ გაუძლო. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

სიამოვნებით წავიკითხე
წარმატებები❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent