შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება არც ისე მშვენიერია 《 N°2 》


18-09-2023, 10:39
ავტორი მარიშა
ნანახია 826

- იმედი მაქვს აქ მხოლოდ ხედითვის ამოხვედი...
უეცრად მომესმა ხმა, რომელმაც ჩემი სიმშვიდე დაარღვია. არც კი მიფიქრია უკან მიბრუნება უბრალოდ ვიდექი ჰილტონის სახურავის კიდესთან და გავყურებდი ბულვარს სადაც ბედნიერი წყვილები დაიარებოდნენ, ბავშვები დარბოდნენ , ზოგიც ძაღლს მიასეირნებდა. ზღვა ისევ ბობოქრობდა მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა ხალხს, მაინც ბანაობდნენ. შორიდან მესმიდა ზღვის , მანქანის სიგნალის და ქარის ზუზუნის სასიამოვნო სინთეზის ხმა.
-უბრალოდ წადი ...
ვთქვი უემოციოდ ისე, რომ უკან არც კი მიმიხედავს. ან რატომ უნდა მიმეხედა?! არც შენძლო!
-მომისმინე. გამოსავალი არ არის. დაგეხმარები, არ არსებობს გადაულახავი პრობლემა. დედაჩემი ფსიქოლოგია დაგეხმარება, უსასყიდლოდ შენ ოღონდ მაქედან ჩამოდი გთხოვ...
- და რას იზამს დედაშენი? ჩემს დაკარგულ ბავშვობას , დედას უკან დააბრუნებს? დედაჩემს გააცოცხლებს? ჰა? მითხარი შეუძლია დედაჩემის გაცოცხლება?
ხმამაღლა დავიყვირე და მას შემდეგ რაც ამის ძალა ვიპოვე საკუთარ თავში უკან მივბრუნდი პასუხის მოლოდინში... ჩემს წინ ბიჭი იდგა, რომელიც დაახლოებით 20 წლის იქნებოდა . მარადმწვანე ნაძვივით დიდი, მწვანე თვალები ჰქონდა, მუქი ფერის კანი, დიდი მოვარდისფრო ტუჩემი სიცხისგან ოდნავ დახეთქვოდა, გამოყოფილი ყვრიმალები და დაბალი წვერი. თავზე კეპი ეფარა , წელს ზემოთ კი არაფერი ეცვა , ამიტომ არ იყო რთული შესანჩნევი მისი განიერი მხრები , ვიწრო წელი და რამოდენიმე კუბიც კი . მოკლედ შეიძლება ითქვას რომ საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის იყო მაგრამ მე ამ წამს ყველაზე ნაკლებად ეგ მანაღვლებდა.
-...
- გეკითხები, ხომ თქვი გამოსავალი არსებობსო მაინტერესებს როგორია გამოსავალი?
- შენ მაქედან ჩამოდი და ეგ ერთად მოვიფიქროთ

°°° ალექსანდრე

მეგონა დღესაც ჩვეულებრივი დღე მექნებოდა. დილით 8:00 ზე ავდექი შხაპი მივიღე და სამსახურში წავედი. მაშველად ვმუშაობ, სეზონურად რა თქმა უნდა. მივედი ბინოკლი ხელში დავიჭირე და ჩემი ადგილი დავიკავე. სათების განმავლობაში ტყუილად ვიჯექი სანაპიროს გავყურებდი რა თქმა უნდა არ მინდოდა ვინმე საფრთხეში ჩავარნილიყო მაგრამ არც ის მინდოდა ტყუილად ვყოფილიყავი, მოსაწყენია. ზოგჯერ ბინოკლს სანაპიროს მიდამოებში ლამაზი გოგონებს დასათვალიერებელი როლიც ჰქონდა ეს ყველაზე მეტად სასიამოვნო რამ იყო მთელი დღის მანდილზე . შეიძლება ითქვას, რომ ეს მაშველად ყოფნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობაა . შემიძლია საათობით მივაშტერდე ნახევრად შიშველ გოგონებს ბინოკლით და ამის წინააღმდეგი არავინ იყოს. უკვე შუადღე იყო, წუთიწუთზე ჩემი შემცვლელი უნდა მოსულიყო მე კიდევ სახლში წავსულიყავი გამომეძინა, რომ საღამოს კლუბისთვის მზად ვყოფილიყავი. ფიქრებში ვიყავი გართული, ამიტომ ვერ ვხდები როგორ
ავიღე ბინოკლი ხელში და ქალაქისკენ დავიწყე ყურება სრულიად შემთხვევით სასტუმროს სახურავზე გოგონა მოვლანდე. გამიკვირდა და შემეშინდა. თავიდან ვიფიქრე, რომ რაღაც მომეჩვენა თვალები მოვიწმინდე , ბინოკლის მინა გავწმინდე და თავიდან გავიხედე ჩემს წინ საშინელი კადრი გადაიშალა გოგონა სისხლიანი პერანგით, სასტუმრო ჰილტონის სახურავზე. ღმერთო...ცოტა დრო დამჭირდა გონს რომ მოვსულიყავი , როგორც კი სიტუაციის სირთულე გავიაზრე ეგრევე დავტოვე პოსტი და სანსტუმრო ჰორიზონტისკენ გავეშურე დაცვას ვუთხარი პოლიციაში დაერეკა (მე ტელეფონი არ მქონდა სამსახურიდან გამომდინარე) და სასწრაფოდ სახურავზე ავედი სიმაღლის ბავშვობიდან მეშინოდა მაგრამ ამ წამს თითქოს ეს შიში გაქრა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ გოგონას რამე არ ევნო.
-იმედი მაქვს აქ მხოლოდ ხედითვის ამოხვედი...
ვუთხარი გოგონას. ვიცოდი, რომ სისულელე იყო მაგრამ მართლა მქონდა იმედი
-უბრალოდ წადი...
ამ სიტყვებმა ყოველგვარი იმედი გადამიწურა
-მომისმინე. გამოსავალი არ არის. დაგეხმარები, არ არსებობს გადაულახავი პრობლემა. დედაჩემი ფსიქოლოგია დაგეხმარება, უსასყიდლოდ შენ ოღონდ მაქედან ჩამოდი გთხოვ...
-და რას იზამს დედაშენი? ჩემს დაკარგულ ბავშვობას , დედას უკან დააბრუნებს? დედაჩემს გააცოცხლებს? ჰა? მითხარი შეუძლია დედაჩემის გაცოცხლება?
ვინატრე რომ მიწა გამსკდომოდა და ღრმად ჩავეტანე. გოგონა შემობრუნდა , ღმერთო რა ლამაზია მიუხედაცად იმისა, რომ სისხლში არია ამოსვრილი მისი სილამაზისგან გავიყინე, საუბრის უნარიც კი დავკარგე. მისი ზღვის ფერი თვალების, ქერა კულულა თმის დანახვაზე...
" რაზე ფიქრობ სანდრო გონს მოეგე ეხლა ამის დრო არარის "
-გეკითხები, ხომ თქვი გამოსავალი არსებობსო მაინტერესებს როგორია გამოსავალი?
ძალა მოვიკრიბე და პასუხი ძლივს გასაგონად აკანკალებული ხმით გავეცი
-შენ მაქედან ჩამოდი და ეგ ერთად მოვიფიქროთ
- იცი ... პატარა, რომ ვიყავი ჯერ კიდევ მაშინ თოვლის ბაბუს არსებობის, რომ მჯეროდა შეიძლება ეგ სიტყვებიც დამეჯერებინა . მაგრამ ეხლა გავაცნობიერე, რომ ცხოვრება ნაგავია და ჩვენ უბრალოდ ხაფანგში გახვეული თაგვებივით ვცდილობთ ამ სანაგვიდან ამოსვლას. ჩემთვის ეგ სიტყვები უბრალოდ ასობგერათა რახარუხია და სხვა არაფერი...
- კარგი , მართალი ხარ ცხოვრება ნამდვილად არ არის მშვენიერი. მაგრამ შანს იმსახურებს ლამაზო, შენც იმსახურებ შანს ...
ჩემსკენ მოიწია , ისე ძალიან გამიხარდა მეგონა, რომ დავარწმუნე თავს გმირად ვგრძნობდი
- იცი ს არც ვაპირებდი ,
ვფიქრობ რომ ლაჩრული საქციელია და მე დედაჩემს არ ვგავარ. მაგრამ მიხარია რომ მაინც ეცადე . კარგი ადამიანი ხარ ... და ეს ძალიან იშვიათია.
ერთი სიტყვით გამოვშტერდი. გასასვლელისკენ მიდიოდა მე კი ვიდექი ადგილზე ქანდაკებასავეთ უეცრად კარები შემოეღო და იქედან ორი პოლიციელი გამოვიდა
- ხელები მაღლა .
დაიყვირა ერთ-ერთმა და იარაღი ჩვენსკენ გამოიშვირა ვერ ვხდები რა საჭირო იყო.
- დააგვიანეთ პოლიციელო 5 წლის წინ უნდა მოსულიყავით ... ეხლა დედაჩემი ციცხალი იქნებიდა...
თქვა გოგონამ ცინიკური ღიმილით. გავიყინე და მეტკინა წამით ვიგრძენი იმ ტკივილის მეასედი, რომელსაც ის გოგო ახლა განიცდიდა. თუ ეს შესაძლებელი იყო საერთოდ.
-განყოფილებაში უნდა წამოხვიდეთ. ორივე.
თქვა პოლიციელმა უემოციოთ და ჩვენც უკან გავყევით... " რად მინდოდა, რომ გამოვაძახებინე პოლიცია. რამდენჯერმე გავიფიქრე განყოფილებისკენ მიმავალ გზაზე. "
ჩვენების მიცემის შემდეგ ორივენი კორიდორში დავსხედით და პოლიციის ოფიცერს ველოდით. მინდოდა რამე მაინც მეთქვა, მაგრამ როგორც კი გოგოს შევხედე თვალებში. მისმა ტკივილმა დამამუნჯა . რამდენიმე საათი ვიჯექით ჩუმად, მხოლოდ ჩვენი მძიმე სუნთქვა ისმოდა, რომელიც ერთმანეთში სინქრონულად ირწყმოდა. შემდეგ ეს სიჩუმე პოლიციამ დაარღვია
- ელიზაბედ ბოლქვაძე. ალექსანდრე შავაძე . თავისუფლები ხართ... ელიზაბედ პირველ რიგში ვწუხვარ დედათქვენის გამო , ის რესპუბლიკურშია გადაყვანილი, მორგში. არ გყავს ვინმე უფროსი ვისაც შეიძლება დაკრძალვის დეტალებზე დაველაპარაკო?
- არა!
მოკლედ მოუჭრა ელიზაბედმა. რა ლამაზი სახელი აქვს
- მაშინ....
- მისი სურვილი იყო კრემაცია გამეკეთებინა და მე როგორც მისი ერთადერთი შვილი თავს ვალდებულად ვთვლი ბოლო სურვილი ავუსრულო.
- კარგი საავადმყოფოში მიგიყვანთ
თავაზიანად გაიღიმა პოლიციელმა
- არ მინდ ჩემით წავალ . ალექსანდრეც გამომყვება
თქვა და ორივემ მე შემომხედა გაოცების დამალვა მინდოდა მაგრამ ვერ შევძელი...
-მე? ხო! წავყვები რა თქმა უნდა
- კარგით მაშინ დაგემშვებით !
თქვა ხანში შესულმა პოლიციელმა ისევ თავაზიანი ღიმილით და კაბინეტში დაბრუნდა. მე და ელიზაბედი კი განყოფილებიდან გამოვედით.
- ალექსანდრე ვალდებული არ ხარ გამომყვე ხომ იცი?
მითხრა მშვიდად ელიმ . სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ესე მშვიდად მან დედა დაკარგა , ხატი, საყრდენი , ადამიანი ვინც სიცოცხლე აჩუქა ... მაგრამ მე ახლა თავს ვალდებულად ვთვლიდი მისი საყრდენი ვყოფილიყავი რამდენიმე საათი მაინც
- მე... მე მინდა, რომ გამოგყვე და თან დახმარებას დაგპირდი არ გახსოვს ?!
- მადლობა .
-ისე ერთმანეთი ოფიციალურად არ გაგვიცნია
ვთქვი ნიშნისმოგებით. გაიღიმა მივხვდი რომ ეს ცინიკური ღიმილი იყო მაგრამ არ მწყენი მისგან ნამდვულად არა. შემომხედა და მიპასუხა
- ვფიქრობ მორგის შენობა ამის არც დროა და არც ადგილი
-...
მიტრიალდა. პასუხს არც დალოდებია. ღმერთო რა სულელი ვარ მართალი იყო ეს გოგო ცამდე მათალი . გზას გავუდექით მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ საროჩკა სისხლით ჰქონდა დასვრილი და გადავწყვიტე შემეთავაზებინა
- კარგი სანამ საავადმყოფოში მივალთ ტანსაცმლის მაღაზიაში, რომ გავიაროთ, ხომ არ გინდა?
უხმოდ შემომხედა
- რა? სულ სისხლიანი ხარ გამოიცვალე ასე არ შეიძლება...
- სახლი ...
ვერ გავიგე რა მითხრა მაგრამ დავინახე როგორ წამოუვიდა ცრემლი თვალიდან . მომინდა ჩავხუტებოდი მაგრამ ამის არანაირი უფლება არ მქონდა.
- რა? გაწყენინე ... ბოდიში... თუ გინდა არ წავიდეთ შენი გადასაწყვეტია .
ინსტიქტურად მოვკიდე მხრებზე ხელი და ჩემსკენ შემოვაბრუნე. როცა გავიაზრე, რომ მისი პირადი სივრცე დავარღვიე რა თქმა უნდა ხელი გავუშვი. მაგრამ , რომ შემძლებოდა ისე ძლიერად მივიკრავდი გულში, რომ მცოდნოდა რომ ამით ტკივილის ცოტათი მაინც დავუამებდი. გოგონამ სასწრაფოდ მოიწმინდა ცრემლები თვალებზე
- სახლი სადაც მე ვცხოვრობ ... სისხლით არის მთლიანად მოსვრილი მხოლოდ ახალ გამახსენდა ეს , როხა სისხლი ახსენე. სხვა დრო, რომ ყოფილიყო მიუხედავად ყველაფრისა მივიდოდი, და შეიძლება ჩემი ხელით დამეწყო იატაკის მოწმენდა (როგორც ადრე გავაკეთა მაგრამ მაშინ დედამისი ცოცხალი იყო და ის სახლიც სწორედ მისთვის მოაწესრიგა. მაშინაც სისხლი იყო ყველგან, ცოტათი ნაკლები მაგრამ...) მერე ყველაფერს გადავხეხავდი , დავრეცხავდი . მაგრამ დღეს ... უკვე მეტისმეტია
გავიყინე . წამით მივხდი , ელიზაბედის ადგილას, რომ ვყოფილიყავი ალბათ დაუფიქრებლად გადავხტებოდი იმ შენობიდან . ის კი ისეთი ძლიერია , ცოტათი გულქვაც ... ღმერთო რა გადაიტანა ამ გოგომ, როგორ შეიხლება ესეთი განსაცდელი გაიმეტო ადამიანისთვის...



№1  offline წევრი Annia

პირველი თავი კარგია, მეორე მოიკოჭლებს, ზედმეტად მოთქვამს და გოდებს თითქოს ბიჭის პერსონაჟი, ცოტა ბავშვურადაც წერია და აი ის სერიოზული მომენტები რითიც მკითხველმა უნდა შევიგრძნოთ ამ გოგონას ტკივილი ძალიან უემოციოდ არის გადმოცემული და ვერ მოდის გულთან. დახვეწავ ვიცი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent