შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფორთოხლის ბაღი(თავი 5)


22-09-2023, 23:19
ავტორი ავრორა
ნანახია 722

***
სიჩუმეში მიუყვებოდნენ გზას ,თავი ფანჯარაზე ედო გონებაში კი უამრავი აზრი უტრიალებდა
-დაჩი რას იზამს ეხლა?-თვალები გაახილა და ისე დასვა შეკითხვა,თუმცა ბიჭი ისედაც გრძნობდა რომ არ ეძინა.
-ხალხს დაიქირავებს,მერე სადმე ბნელ კუნჭულში მიმიმწყვდევს და ფიზიკურად გამისწორდებაა..-გოგოს დაფეთებულ სახეს რომ შეხედა დაამატა-კარგი რა , ვხუმრობ ტასო,დაჩი გადახარშავს.დღეს და ხვალ თუ არა მალევე.
-ხო ბოლოსდაბოლოს კაცი ხო არ მოგვიკალავს არაა , სიყვარული კიდე დანაშაული არ არისო ხომ ამბობენ.
-ვისთვის როგორ.ტანჯვა მაინცაა...
-ხო როგორცაა...დემე ამას იმიტო დავთანხმდი რო ალბათ ხვდები არც ისე დალაგებული სიტუაცია არ არის
-ვიცი რატომაც დათანხმდი ...
-მაინც ,ეხლა მადლობა რო გადაგიხადო უაზროდ გამოჩნდება , წარმოიდგინე ვიღაც შენი შვილის მამობას იბრალებს და შენ მადლობას უხდი...შენ რატო დათანხმდი ეგ საერთოდ მაბნევს რაღაც მომენტში.
- მაგაზე მე ვიდარდებ.
-მე ვერ შევძლებდი...იმას ვგულისხმობ რომ რეალურად შენ არანაირი ვალდებულება ან პასუხისმგებლობა არ გაქვს .ეს ისედაც კი იცი.
-ერთი და იგივეს იმეორებ...
-როცა გამოჩნდება შენს ცხოვრებაში ვინმე ორმხრივად რომ შეგიყვარდება მაშინ ალბათ ინანებ ამ ზედმეტ დახმარებას ,მარა მანამდე დაჩისაც ავუხსნით სიტუაციას , ჯერ ჯერობით ასეა.... ერთი სიტყვით მაგარი არასწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რა თქმა უნდა ბოლომდე ასე არ იქნება და შევცვლით , უბრალოდ ცოტახანი..
ბიჭმა მანქანა გააჩერა -გადავიდეთ?-პასუხს არ დალოდებია ისე გააღო კარი და გადასვლის შემდეგ მიხურა, მალევე უკან მიყვა ტაისა.
-როცა ვინმე სხვა შემიყვარდება ,თანაც იღბლიანი აღმოვჩნდები იმ დონეზე რო ეს გრძნობა ორმხრივი იქნება, მივხვდები და ყველაფერს მოვაგვარებ ...
-ხო, რა თქმა უნდა. ვივისთან დამტოვე კაიი??
-რატო თავიდან ბოლომდე რო გაიაზროთ სიტუაციის ვითარება და შემდეგ ვივიმ გამოიტანოს დასკვნები შენი მონაყოლიდან თუ როგორ მოვიქეცი,რატომ მოვიქეცი და მსგავსები?!
-მეჩვენება თუ
-გეჩვენება ,ჩაჯექი ,დაგტოვებ.
-შუა ქუჩაში მიგდების უფლებას არც მოგცემ.
ირონიულია ,მაგრამ შუქნიშანთან მდგომებს უკნიდან ვიღაცამ დაარტყათ და ამჯერად მართლა ჩაძინების პირას მყოფი ტასო გამოაღვიძა.
-ვიღაცას წითელი და მწვანე აერია აშკარად -წაიდუდღუნა და გამოფხიზლებას შეეცადა ,თან გადაყვა დემეს,, იქ ჯდომით რაღა გავაკეთოო".
-ვაიმეეე...არ არსებობს , დემეე ...ეხლა არ მითხრა რო ვერ მცნობ , -მაღალ წაბლისფერთმიან გოგონას შეხედა ,საკმაოდ ლამაზი ტანით და სამოსით რომ იყო დაჯილდოვებული.
-სალი ხომ?გამახსენდი ...
-კიი ,კიი სალი, და აი ძალიან დიდი ბოდიში ,მართლა არ ვიცი უცებ როგორ დაგეჯახეე -საყვარლად გამობუსხა ტუჩები წინ .
- არაუშავრს ,ხდება ხოლმე
- როგორ გადაგიხადო ბოდიში არ ვიცი ,მართლა ....უი მე სალი ვარ - გაეცნო ტასოს და ხელი გაუწოდა ,თუმცა ყურადღება ისევ ბიჭზე გადაიტანა - ალბათ ესეც რამე ნიშანია,პრინციპში იმდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი, მემგონი ძლივს მიცანი.. -სიცილით დაამატა.
-ტასო ,სასიამოვნოა -ძლივს მოასწრო წალუღლუღება ,რადგან ახალგაცნობილი საუბარს არ წყვეტდა .
- ხო მე და დემე ერთ კურსზე ვიყავით და საკმაოდ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ,რაღაც მერე მოხდა რო ჩამოვშორდით ერთმანეთსავით არა დემე ?
-ნამდვილად -დაადასტურა ბიჭმაც.
-მაგრამ აი ხომ შევხვდით?ტასო ხო? აი დემეს თუ ესეთი ლამაზი და თუ ჰყავდა ნამდვილად არ ვიცოდი ...
- და არ ვარ -უფრო ბუტბუტს ჰგავდა ტაისას სიტყვები
- აბა ბიძაშვილი?!
-სალო ტასო დაჩის დაა -ფორმალურად შეასწორა შეცდომა და ტასოსთვის დაუმატა -მე და სალი როგორც თავად თქვა კურსელები ვიყავით .
-დაჩი?აა კი ,კი დაჩი გამახსენდა ,ისე ახლოს არ ვიცნობ როგორც შენ მაგრამ მახსოვს მაინც,შენიდან გამომდინარე რაა...აუ მანქანის თაობაზე მოხდა ყველაფერი და სულ დაგვავიწყდა , ხო ნუ დემე აი ძალიან ვწუხვარ და გაგიკეთებ მართლა...
-კაი რას გამიკეთებ,არაუშავრს ,არ არის საჭირო ,.
-კაი ეხლა ესე არ გამოვა ,უხერხულში ჩამაგდებ.
-არაფერი არ არის საუხერხულო , თან ნაცნობ ხელოსანთან მივიყვან და იმასთან გავაკეთებ , შენც მოგცემ ნომერს სალი ,არაა პრობლემა ...თუ ეს შემოთავაზება უხერხულში არ ჩაგაგდებს რა თქმა უნდა .-სიცილით დაუმატა ბოლო ფრაზა.
-ვაიმე ,აი ხო გთავაზობ გავაკეთებ ,გავაკეთებ თქო მარა თან მაგას ვფიქრობდი ზუსტად ვინ არის ისეთი ხელოსანი თქო ,ხოდა ჩემით გავაკეთებ ოღონდ ხელოსანი მართლა მინდა რო მირჩიო.
-მე გავაკეთებ მაგრამ ხელოსნის
ნომერსაც მოგცემ,ისევ იგივე ნომერი გაქვს ხომ?
-კი კი უცვლელია, ტასო სასიამოვნოა შენი გაცნობა, დაჩი ჩვენ კურსზე არ იყო მარა მაინც ...და შენ რაზე სწავლობ?
შეკითხვა რომელსაც უკვე ვერ იტანდა.
-ტასო ჩაიჭრა ეროვნულებში.
-უი რა სამწუხაროა...ყველა კი ვერ აბარებს -ყურადღება ისევ ბიჭზე გადაიტანა-დემე მომწერე ან დამირეკე ხელოსნის თაობაზე კაი?ეხლა უნდა გავიქცე და შეგეხმიანები მე თვითონ ,ესე დაკარგვის უფლებას აღარ მოგცემ იცოდე.გავრბივარ უკვე ნახვამდის.
-ენერგო ვამპირია რაა,რაც მაგას ენერგია აქვს გეფიცები -უთხრა როცა საჭესთან დაბრუნდა და მანქანის ძრავი ჩართო
-მაინცდამაინც აუცილებელი იყო ჩემი ეროვნულებში ჩაჭრის ამბავი გეთქვა?
- თვითონ იკითხა.
-რა იკითხა ეროვნულებში ჩაიჭერი თუ არაო?ხო აი ინტერესით კვდებოდა რა.
-მასე არ უკითხავს მაგრამ ხო ვერ მოატყუებოდი არაა ?
- და რატომ ვერა?
-ყველას დ ყველაფერში ნუ მოატყუებ ტასო.
- ვერ გავიგე?!
-მომისმინე, ეგ ტესტი არ განსაზღვრავს არაფერს.
-ჩემთვის განსაზღვრავდა და რა ეხლა სულელი და გაუნათლებელი უნდა ვეგონო იმიტომ რომ მათემატიკაში მიუხედავად ზღვარის გადალახვისა ვერსად ვერ მოვხვდი?
-რატო გგონია რო ეროვნულებით იზომება განათლებული ხარ თუ არა ?!
-იმიტო რო მასე ჩანს ყველას თვალში, და ჩემსაშიც იმიტო რო მერვე კლასიდან სამედიცინოზე ვოცნებობდი და უცებ საერთოდ ყველა ოცნება გაფრინდა .
-ხოდა არ არის მასე ...საერთოდ არ განსაზღვრავს რაღაც ქულა არაფერს შენ ხომ იცი როგორი ჭკვიანი და განათლებული ხარ არაა? არც არაფერი არ დამთავრებულა
-სამაგიეროდ სალის ვეგონები რო
-რატო არ გკ*დია სალის რა და როგორ ეგონება ?
-შენ არ გადარდებს?
-რატო უნდა მადარდებდეს სალის აზრი შენს ცოდნასთან დაკავშირებით? მე ჩემი აზრი არ მაქვს?! საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სალი თუ ვიღაც ნებისმიერი რას იფიქრებს ჩემთვის ,
-,,უიი რა სამწუხაროაა"-ხმას გაჯავრა -ყელში ამოვიდა ყველას წუხილი ჩემს მომავალზე... სახლში მინდა , ვივისთან აღარ.
-ხო მაგრამ ვივისთან მივდივართ უკვე
-მოაბრუნე დემე , სახლში მინდა , თუნდაც შენთან ,ნებისმიერში....
***
მერვე კლასში როცა გადაწყვიტა დერმატოლოგი უნდა გამოვიდეო , ვერ იაზრებდა რამხელა რამესთან უწევდა შეჭიდება,მერვე კლასშივე როცა ერთ ღამეს აბიტურიენტის ცნობარში უნივერსიტეტის ჩამონათვალს და ქულების პროცენტულ მაჩვენებელს გადახედა ,უკვე გაიაზრა რომ თითოეულ საგანში 60% -ზე ან 70%-ზე მეტიც კი სჭირდებოდა. შემდეგ იყო წინასწარ ნერვიულობები და სწავლაში გათენებული ღამეები , გადაღლილი გონება, უამრავი ტირილი ,იმედის გაქრობა და ა.შ
არანაირი ხელშეწყობა მე-11 და მე-12 კლასში მასწავლებლებისგან ,
საბოლოოდ როდესაც გამოცდები დაწერა და ეგონა სანატრელი პროფესიის დაუფლებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა აღმოაჩინა რომ ქიმიაში მიუხედავად ბარიერის გადალახვისა,მიღებული ქულა მაინც არ კმაროდა სამედიცინო უნივერსიტეტის მსურველ ბავშვებთათვის კონკურენციის გაწევისას , აი აქედან კი დაიწყო ამჯერად სხვა მიზეზით ტირილში გათენებული საათები,ახსნა-განმარტებების მიცემა მეზობლებისთვის,ნათესავებისთვის,
მათთვის ვისაც გული შესტკიოდა მასზე და რატომღაც შედეგების შემდეგ გამოჩნდა უმარავი ასეთი.
თითქოს კლასელების და მეგობრების უმრავლესობა ჩამოშორდა კიდეც რადგან მათ უნივერსიტეტის ცხოვრება დაიწყეს და როგორც თავად ამბობდნენ,,არ ეცალათ ", ან ,,დროს ვერ პოულობდნენ " ტაისასთვის .
ამ ყველაფრის გახსენებამ ცრემლებიც გაუჩინა თვალებში,რომლებსაც უხეშად იშორებდა სახიდან , თან კიბეებზე ადიოდა და ყურადღებას არ აქცევდა მის უკან მიმავალ ბიჭს.
-მეზიზღება ჩემი ცხოვრების ეგ პერიოდი.-თქვა როცა დემე კარის გაღებას ცდილობდა.-საერთოდ არ მინდა გახსენება.არასდროს.
- ჩუუ...ნუ ტირი...-როგორც ჩანს დემემ ვეღარ გაუძლო , ნიკაპზე ნაზად შეეხო და ცერა თითით ცრემლები მოწმინა -მე მინდა რო გახსოვდეს, ამით არაფერი არ დასრულებინა , გახსოვს რამდენჯერ წავიკითხეთ მე და შენ ერთად,, ჯაყოს ხიზნები", ,,ოთარაანთ ქვრივი",
,,ხევისბერი გოჩა" რადგან შენ გქონდა სასწავლად,რამდენი ხანი ვფიქროვდით ერთად რა უნდა მოგეყვანა ამა თუ იმ თეზისის დროს არგუმენტად ...კიდე იცი რა მახსოვს?!
-არა .... - მკერდზე მიადო თავი
-კარგი
-მაგრამ მაინტერესებს, აუუ დემეე მითხარი რაა რა გახსოვს -ბავშვივით მოლოდინით შეხედა.
-კიდევ მახსოვს როგორ მაბარებდი მიტოზს და მეიოზს მაგრამ მე ისე ვიბარებდი ამ გაკვეთილს დღემდე აზრზე არ ვარ რა განსხვავება მაგ ორ გამრავლების ფორმას შორის, მახსოვს როგორ არ გინდოდა აბოს წამება მოგსვლოდა,კიდე მახსოვს ნერვიულობისგან გამოცდების პერიოდში როგორ უცებ აგიტანდა
ხოლმე კანკალი და სწრაფად ლაპარაკობდი,ყველა სიტყვა მახსოვს რაც შენი ემოციების გამოსახატად გამოიყენე წინასაგამოცდოდ ჩემთან.კიდე მახსოვს ნერვიულობისგან მარცხენა ხელი როგორ გიკანკალდებოდა ხოლმე და შენ ნაწერს როგორ ეტყობოდა ,რადგან ცაცია ხარ ...
ეხლაც კი მახსოვს ის დღეები როდის გქონდა მთელი 2 წელი მომზადებები... მე მახსოვს და არ მინდა რომ შენ დაგავიწყდეს ....
აი ერთ დღისით თან ძალიან მალე სამედიცინოზე რომ ჩააბარებ მინდა გახსოვდეს რამდენს და როგორ წვალობდი.
და შენ რა გახსოვს ტასუნა?
-მე... მე მახსოვს რომ ყოველთვის ჩემთან იყავი .
-და ეხლაც ვიქნები ახლიდან რომ ცდი....



№1 სტუმარი სტუმარი მაო

"არაუშრავს" იმედია შემთხვევით შეგეშალა და არაუშავს უნდა დაგეწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent