შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ქალში წყეულ დედაჩემს ვხედავ( 18+) სრულად


26-09-2023, 01:28
ნანახია 4 766

I თავი
შუა ღამე კარგა ხნის გადასული იყო , როცა ტელეფონის ზარმა ჩემი მოდუნებულ-გადაღლილი ყურადღება თვლემის რეჟიმიდან გამოახედა.
დედამთილი რეკავდა ფშავიდან:
-ლიკა, შვილო , სათხოვარი მაქვს შენთან: ძალიან კი მეუხერხულება , არც კი ვიცი როგორ გკადრო, ან შენ როგორ მიიღეებ, მაგრამ შენს იქით გზა არ მაქვს?!
ხვალ 10 საათზე ჯიქიაზე უნდა ვიყო, სახლია დასალაგებელი და ვერანაირად ვასწრებ აქედან დაბრუნებას, ისეთი თავსხმა, სეტყვა და გრიგალია მილეწ-მოლეწა ყველაფერი ირგვლივ, ჩაიხერგა მოძრობა. გთხოვ, ეს ერთი დღე რამენაირად გაიჭირვე და წადი, მისამართს გამოგიგზავნი. სახლის გასაღები ფეხსაწმენდის ქვეშ დაგხვდება. ძალიან კარგად იხდიან, ვერ დავკარგავ მაგ კლიენტს. სამძიმო არაფერია, წინა კვირას დავალაგე ძირფესვიანად. მხოლოდ მტვრები იქნება გადასაწმენდი და აბაზანა მისახედი, კიდევ 2 საძინებელი, თეთრეული გამოცვალე და სანამ დალაგებას დაიწყებ დასარეცხად შეყარე, 40 წუთიანი დრო მიუთითე, ვიდრე დალაგებას მორჩები გაფენას და გაშრობასაც მოასწრებს, დაუთოებას მე მივხედავ , 3 -4 საათის საქმეა. ანაზღაურება ტელევიზორთან იქნება დატოვებული, აიღე და მოიხმარე.
ჩემი დედამთილი , ლაურა ჯიქური , მართლაც რომ ჯიქივით ქალია, უდრეკი, მშრომელი, უღალატო , ღვთისნიერი, ამასთანავე დიდი პრაქტიკისა და გამოცდილების მქონე ექთანია, ამიტომ, ხან თუშეთშია გამოძახებით, ხან სვანეთში, ხან თბილისთან ახლოს გარეუბნებში, მოკლედ მისი მუხლის ჩახრა არაა. შიგადაშიგ ,,დალაგებებზე“ მუშაობს.
-ვინ დარეკა ამ შუა ღამეს? უძილო თვალები ამოჰყო ტელეფონიდან ქმარმა , თუმცა, ისედაც კარგად გაიგო ვის ვესაუბრებოდი, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაეწყო დაკითხვა , რომ სრულყოფილი დიალოგის შინაარსი გაეგო?!
-დედა იყო, მთხოვა ხვალ ჯიქიაზე სახლი დავალაგო მის ნაცვლად.
რაო? ეგ როგორ გავიგო? მე ვინ მომხედავს? ბავშვს ვინ წაიყვანს სკოლაში ან ვინ გამოიყვანს? აყვირდა და აზანზარდა მისი ბოხი ბარიტონი ღამის კედლებში. როცა სიტუაცია სრულად ავუხსენი ცოტა დაწყნარდა , თუმცა ჩემი სახლიდან ამდენი ხნით გასვლის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავდა. მაგრამ მიხვდა, სხვა გზა არ ჰქონდა: თავად, 30 წელს იყო გადაცილებული, 10 წელს ითვლიდა ჩვენი ქორწინება და ისევ დედამისის კმაყოფაზე ვცხოვრობდით . იმდენად ჰქონდა თავმოყვარეობა დაკარგული, სულ არ ანაღვლებდა დედის ნებიერას , 15 წლის თავზე გაჩენილ ერთადერთ გვარის გამგრძელებელს , როგორც ქალბატონი ლაურა იტყოდა მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა .
დროსტარებას, მეგობრებსა და ქალებს გადაყოლილი შინ ნახევარჯერ არ იყო, თუმცა მე და ჩემი გოგონა -თეკლე ,მის გარეშე უფრო მშვიდად ვიყავით ხოლმე , რადგან სახლში სულ უხასითოდ, ნასვამი, ბრუნდებოდა.მერე იყო უმიზეზო კამათი , ჩხუბი, შეურაწყოფა, დამცირება... მისმა ასეთმა საქციელმა არამხოლოდ მის მიმართ განმაწყო ანტიპათიით, არამედ თვითშეფასება გამინულა. ამქვეყნად ყველაზე უშნო, უგერგილო და გამოუსადეგარი მეგონა ჩემი თავი.
ჩემი ცხოვრების უფერულ დღეებში ერთადერთი მანათობელი სხივი თეკლეს დაბადებამ შემოიტანა . ადამიანი ვის გამოც ვიტანდი ამდენ გაკიცხვას, დამცირებას და შეურაწყოფას.
წელს , ზამთრის მიწურულს ისე ლამაზად მოათოვა თბილისს, გავიფიქრე, ბუნების შემოქმედმა სპეციალურად ჩემნაირი ადამიანებისთვის მოხატა არემარე, რომ ჩვენი უელფერო ცხოვრების უამინდობისთვის ემკურნალა თავისი ქათქათა ხელებით. ის იყო შვილთან ერთად ეზოში გასვლა დავაპირე რომ ტელეფონმა დარეკა:
-დემეტრეს მეუღლე ბრძანდებით?
-დიახ, ვუპასუხე.
მე საავადმყოფოდან გიკავშირდებით,მორიგე ექიმი ვარ, თქვენი მეუღლე, ხერხემლის და ფეხის დაზიანებით შემოიყვანეს. ოპერაციისთვის ვამზადებთ. გთხოვთ მობრძანდეთ, მდგომარეობა რთულია.
თურმე ნასვამს, სახლისკენ მომავალს კიბეზე ფეხი დაცურებია , თვითმხილველს სასწრაფო დახმარება გამოუძახებია და საავადმყოფოში გადაუყვანიათ.
დიდის ამბით და წივილ -კივილით შევცვივდით საავადმყოფოში მე და ლაურა, მაგრამ მალევე დაგვამშვიდა ექიმმა, უკვე ოპერაცია უკეთდება , საიმედო ხელშიაო.
ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა, ცრემლიც შეგვაშრა და ენერგიაც გამოგველია. რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ საოპერაციოს კარი გაიღო, იქიდან დაღლილი ექიმი გამოვიდა და დემეტრეს ახლობლები იკითხა:
- ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ, ხანგრძივ რეაბილიტაციას საჭიროებს- გვაუწყა ექიმმა. სწორედ , ამის გამო მეხუთე თვეა წევს, თუმცა , შეუძლია ყავარჯნებით სიარული მაგრამ , თავს არ იწუხებს, წევს და მბრძანებლობს!
მოსწყდა დროსტარებას , ბარებს, სამაგიეროდ მე დამაწყვიტა ისედაც ძაფზე დაკიდული ნერვები. ყველაფერზე გაღიზიანებულია , ღამით ხან ტკივილები არ აძინებს, ხან დეპრესია , ხან დღის განმავლობაში სძინავს და ღამით ვეღარ იძინებს, ამ ეშმაკის მანქანა,, ტელეფონს“ ლამისაა ყუნწი გავუკეთო და გულზე სამკაულად დავკიდო, მთელი ღამე ,,აჟღარუნებს“ და იძულებული ვარ დღის ცხოვრებით დაღლილმა ღამე ვუთიო.
უძილობა შევიჩვიე სხივჩამქრალ თვალებში.
დედამთილთან საუბრის შემდეგ აღარ დამძინებია, ფიქრებმა გამიყოლია, მომატარა ბედნიერი წარსული: სად გაქრა ჩემი სიამაყე, ჩემი ქალური ღირსება, სიკეკლუცე, სითამამე, თავდაჯერებულობა, ვუღრმავდებოდი ჩემს თავს და ვეღარაფერს ვპოულობდი ისეთს, რაც საკუთარი თავის მიმართ ცოტაოდენი პატივისცემის სურვილს დამიბრუნებდა, 29 წლის ქალი სულიერად და მორალურად 100 წლისას არაფრით ჩამოუვარდები , გულგატეხილი, სხივჩმქრალი, მოუვლელი, დემოტივირებული.. .
ფსიქოლოგიურის ბოლო კურსს ვამთავრებდი უნივერსიტეტში, რომ გავთხოვდი, დიპლომი დღემდე არ გამომატანინა , იმ მიზეზით, რომ შენ თუ დიპლომი გექნება ,, ზემოდან“ ყურებას დამიწყებ, მერე სამსახურს მომთხოვ, მე კი არ ვაპირებ ჩემმა ცოლმა იმუშაოს და სხვამ უჟუჟნის თვალებიო!
ღმერთო, რა ავხორცი აზრები აქვს, როგორიც თავადაა ასეთი ჰგონია სხვაც, ყველა ისე მსჯელობს როგორი სულიც აქვს ჭურჭელში!
ალბათ აღარ გაგიკვირდებათ ჩემი უსუსურობა, თუ გეტყვით , რომ არც გამიპროტესტებია, ან და რად მინდოდა დიპლომი, სახლის იქით ჩემი გზა არც არსად იწყებოდა არც არსად გრძელდებოდა. აღარაფერი მაინტერესებდა იმ წუთიდან რაც გათხოვილი ქალი დამერქვა და მეუღლე ჩემს სხეულს დაეუფლა. იმ წუთიდან დაიწყო ჩემი სხეულის , სულისა და გულის ჯიჯგვნა.არასოდეს იყო ჩვენს შორის ქიმია , ქორწინების პირველ ღამეს კი ზიზღის მეტი არაფერი მიგრძვნია მისი სხეულის მიმართ და ეს ზიზღი მახრჩობს, მანადგურებს, უკვე წლებია, ეს არის ქორწინებას ამოფარებული ძალადობა. მძულს ჩემი თავი ყველაზე მეტად სექსის მომენტში, ორმაგად მძულს ჩემი მოძალადე ქმარი, რომელსაც არც ერთხელ გასჩენია კითხვა განვიცდი თუ არა მასთან ურთიერთობის დროს სიამოვნებას?!
-რატომ არასდროს გსურს ჩემთან სექსი?- მკითხა ერთხელ გაღიზიანებულმა, როცა სახლში ნასვამი მოვიდა , მასთან დაწოლა შემომთავაზა , მე კი საქმეები მოვიმიზეზე:
დავიღალე ძალიან, დღეს ბევრი საქმე მქონდა, თეკლასაც მთელი დღეა სიცხე აქვს -ვპასუხობ და თვალს ვერ ვუსწორებ.
დღევანდელზე არ გეკითხები, საერთოდ, ყველა სხვა დღეზე.
იცი, მე კი შენზე ვფიქრობ მაშინაც კი, როცა სხვა ქალს ვეხები შენგან უარყოფილი სინანულნარევი, ტკივილიანი მომეჩვენა მისი ხმა... თავი ჩაჰკიდა, ჩაფიქრდა...
-შემეცოდა, შემრცხვა, ამიცრემლდა თვალის უპეები
უეცრად თავი ასწია, დამაკვირდა ეჭვით სავსე თვალებით₾- იქნებ სხვა გყავს?სხვაზე ფიქრობ? მაკვირდება გამომწვევად და თვალები ისეთი ბრაზით ენთება . ვგრძნობ, თავისივე სულელური შეკითხვა თვითონვე დაიჯერა და რომ შეეძლოს ამ წამს , ჩემს დახრჩობაზეც არ იტყოდა უარს.
-ისტერიული სიცილი ამიტყდა. ამან უფრო გააცოფა.
-კი, სამზარეულოს კარადაში ვმალავ! ვეუბნები ირონიულად და ცრემლებს ვმალავ.
შენ ავადმყოფ თავში თუ დაიბადება მხოლოდ მსგავსი სისულელე, სახლის გარდა არსად გავდივარ როგორ შეიძლება ვინმე მყავდეს?
ღმერთო, მომეცი გაძლება! თვალებზე ხელებს ვიფარებ და მთელი ძალით მოვთქვამ. სპაზმები მახრჩობს, გავრბივარ, დამამშვიდებელს ვეძებ, ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო...
ყუჩდება, მშვიდდება მისი ეგოისტური ,, მე“ . ღმერთო რა საძაგელი, რა მაზოხისტი უნდა იყო მამაკაცი , ქალის ტირილი გსიამოვნებდეს და გაწყნარებდეს! გული მერევა ... ღმერთო, მომეცი მოთმინება რომ ჭკუიიდან არ შევიშალო!
უკან წასასვლელი გზა მაინც მქონდეს! ძალა გამომაცალა ბედნიერი ქალის ,,ნიღბის “ტარებამ.
- იცი, რა, ჩემი ცოლი ხარ და ვადებული ხარ ცოლობა გამიწიო, როცა მომინდება მაშინ! უფლება არ გაქვს უარი მითხრა, გინდა თუ არა ეს?!
ფუ, უთავმოყვარეო ნაძირალა! როგორ შეიძლება ქალს არ უნდოდე და იძალადო? მერე კი ეს სიყვარულით გაამართლო!- ცრემლისგან ვიცლები...არც საშველია, არც მშველელი...ბრაზი და ტკივილი ყელში მიჭერს, მახრჩობს მგონია...
ხანდახან ისე ვბრაზობ, ვფიქრობ, რომ გამოჩნდეს ვინმე, ღირსია, მართლაც გავიჩინო მამაკაცი, რომელიც მეყვარება, ვეყვარები... იქნებ ასე ძალიან აღარ მეტკინოს, აღარ მეწყინოს ეს შეურაწყოფა და უნდობლობა? იქნებ გამიადვილდეს ცხოვრება იმის ფიქრით რომ არსებობს სადღაც , ვიღაც ვინც მსურს, ვისაც ვედარდები, ვუყვარვარ. დილა, რომელიც მასზე ფიქრით დაიწყება, ღამე რომელიც მასზე ოცნებებში ჩამაძინებს. სიცოცხლე რომელიც მისით იქნება სავსე.
არა, არა, , ისე მაქვს მამაკაცების მიმართ ნდობა დაკარგული , არა მგონია , არსებობდეს კაცი, ვისაც ქალი სუფთა სულით,სინდისით, მთელი სისავსით , უანგაროდ ეყვარება. აღარ მწამს აღარაფერი ლამაზი, წრფელი და წმინდა! მძულს წიგნები, თავისი სასიყვარულო ფანტაზიებით, რომანტიული თავგადასავლებით, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო.
ფიქრებიდან ვფიზლდები შეშინებული, ჩემს თავს ვუწყრები, მერე საძაგელი ფიქრებისთვის ღმერთს პატიებას ვთხოვ, პირჯვარს ვიწერ და ნეგატიურ ფიქრებს გულიდან ვიყრი .

II თავი
შემოდგომის არეული ამინდი იყო, ხან ციოდა, ხან ისეთ პაპანაქებას დაიჭედრა სიშიშვლეს განატრებინებდა.
დილის 6 საათზე უკვე ფეხზე ვიყავი. უშაქრო ყავას მივირთმევდი და საჭმელს ვამზადებდი ოჯახისთვის, რომ მეუღლეს უჩემობის 5 საათი არ ეგრძნო . ყველაფერი საწოლთან მივუმზადე. დრო უცებ შემომეფცქვნა ხელში, ამასობაში თეკლემ გაიღვიძა, სასკოლოდ გავამზადე, შემდეგ მეც შავი შლაქსი და თეთრი კეტები ამოვიცვი, კარადიდან რაც ხელში მომხვდა , თეთრი მაისური გამოვიღე , გადავიცვი, რომელიც თურმე მკერდს ისე მადიანად კვეთდა არც შემიმჩნევია, სანამ დემეტრეს აგრესიული ხმა არ მოსწვდა ყურთასმენას:
-ეგ გამომწვები მაისური გაიხადე სანამ შემოაგახიე ტანზე, ნახევარი მკერდი გიჩანს.
მერეღა ჩავიხედე სარკეში, მართალი იყო.ისე გამომწვევად იმზირებოდა თეთრ მაისურში ჩემი სიმდიდრეები , გულგრილს არავის დასტოვებდა .
- მაინც პიჯაკი უნდა ჩავიცვა და შარფი გავიკეთო. იქ კი სამუშაო ტანსაცმელი მიმაქვს გამოსაცვლელად, ვუთხარი წყნარად , პიჯაკი შემოვიცვი, შარფი მოვიხვიე და სკოლისაკენ გავწიეთ.
სკოლასთან როგორც ყოველთვის მშობლები იყვნენ შეკრებილნი, ათას რამეს განიხილავდნენ, ზოგი მასწავლებელს ჭორავდა, ზოგი მშობელს, ზოგი ვის და ზოგი ვის?
-მე კი, ჩუმად ვიდექი, ვაკვირდებოდი მათ ქცევას, ჩაცმულობას და ვგრძნობდი , თვალებში სიბრალული მეტად მიჩანდა ყველას მიმართ, ჩემი თავის უპირველეს ყოვლის, ვიდრე მხიარულება, რადგან, მე მათზე უარეს დღეში ვიყავი, მაგრამ მოვკვდებოდი და ჩემს ტკივილს სააშკარაოზე არ გამოვიტანდი საირონიოდ.
ამაყი მთის ქალია დედაჩემი და მთელი ბავშვობა მარიგებდა, მტირალი არავინ გნახოს! სისუსტე არავის აჩვენო! შენი არც ტკივილი არც ბედნიერება სააშკარაოზე არ გამოიტანო, გახსოვდეს, სიბრალული ყველას შეუძლია,ბედნიერების გაზიარება ცოტას! ამიტომ სიჩუმე ჩემი ყველაზე კომფორტული მდგომარეობა იყო სახლშიც და საზოგადეობაშიც. რომ არ შეემჩნიათ სათვალე მოვირგე, მზე მოვიმიზეზე.
მშობლების უმეტესობა ისეთი ჩაცმულ-გაპრანჭულ- ჩამაკიაჟებული დადის სკოლაში, იფიქრებ საღამოს წვეულებაზე მიდიან.
- მიკვირს, როგორ ასწრებენ ასე ადრე მაკიაჟის გაკეთებას? თითქოს ჩემს ფიქრს ჩასწვდაო , ერთერთმა მშობელმა ზუსტად მსგავსი შეკითხვა დაუსვა ჩემს გვერდით მდგომ ნათიას:
-გაფიცებ , როგორ ასწრებ ისეთ ფორმაში გამოცხადდე სკოლაში, თითქოს წვეულებაზე ან რესტორანში მიდიხარ?
ნათია გულუბრყვილოდ იცინის და ყველას სათქმელს ამბობს მხიარულად, თან იმერულად უქცევს :
-რა ვქნა გენაცვალე, სხვაგან მე არსად დავდივარ და ქალად როდის ვიგრძნო თავი სულ წინსაფარი , ცოცხლი და აქანდაზი მიჭირავს ხელში. როდის დავცვითო ,, ზმანები“,დამიძველდა მაკიაჟი, აღარა აქვს ხალხს რესტორნების და ქორწილების ფული, ასე, რომ ესაა ჩემი რესტორანიც და წვეულების ადგილიც! მის სიცილს დანარჩენი მშობლებიც უერთდებიან და საკუთარ თავზე ახალ- ახალ ღადაობებს ყვებიან.
ამასობაში დამრიგებელიც გამოჩნდა, თეკლა ჩავაბარე , თან დავუბარე რომ მოვაკითხავდი აუცილებლად . მშობლებს დროებით დავემშვიდობე და ავტობუსის გაჩერებაზე მივედი თუ არა ავტობუსიც ჩამოდგა. ფაქტობრივად ცარიელი იყო. ქალაქის თავიდან მივყვებოდი , ქალაქის ბოლომდე, ამიტომ მგზავრებით შევსება ვერ მოესწრო. ბოლოში, ფანჯრის მხარეს მოვძებნე ადგილი და დავჯექი. სკოლაში, სულ პირველი მერხისკენ ვისწრაფვოდი, სულ პირველობაზე მქონდა პრეტენზია, დღევანდელი ,, მე“ კი ისეთ ადგილებს არჩევდა ყველგან, რაც შეიძლებოდა უჩინარი ყოფილიყო, რომ შემძლებოდა გავქრებოდი კიდეც. ვიფიქრე , გამოძინებასაც მოვასწრებ სანამ ბოლო გაჩერებაზე მივალ, თავი ფანჯარას მივადე მეტი კომფორტისთვის, სათვალე შევისწორე , ცხელოდა ავტობუსში ამიტომ შარფი მოვიხსენი, ჩანთაზე შევბანტე, მკერდს პიჯაკი მივაფარე და თვალები დავხუჭე.
არ ვიცი ზუსტად რამდენ ხანს ვიყავი მთვლემარე მდგომარეობაში, უცებ ჩემს მხარზე შეხება ვიგრძენი, ამას მოჰყვა სიგარეტნარევი ალკოჰოლის სუნი, გრილი სუნამოს საუცხოო არომატით სავსე, რომელმაც ისე სასიამოვნოდ შემიღიტინა ცხვირში და გამაბრუა თვალის გახელას მერჩია მეფიქრა რომ სიზმარში ვიყავი.
დავიძაბე, თვალები ოდნავ შევაფხიზლე და ბუნდოვნად დავინახე შავი , გრუზა თმა, რომელიც ჩემი მხრიდან პირდაპირ ჩემს მკერდში ჩაერჭო ცხვირით. ღმერთო, სიზმარში ვარ თუ სამოთხეში? ორივე მაწყობს! ეს შავი თავი ისეთ ცხელ სუნთვას დაატარებს ჩემს მკერდში ,ჩემს ძუძუებს ოხშივარი ასდით, ვგრძნობ როგორ გამიმაგრდა ძუძუს თავები, ისეთ იმპულსებს მიგზავნის ,მთელს ტანში ჟრუანტელად დამიდის. ისევ დავხუჭე თვალები და თავი დავაჯერე რომ სიზმარში ვარ და სრულ ნეტარებას მივეცი.
ალბათ არ დაიჯერებთ თუ ვიტყვი რომ მსგავსი სიმხურვალე , მსგავსი სასიამოვნო სურნელი, მსგავსი ლტოლვა მამაკაცის სხეულის მიმართ არასდროს მქონია , როგორიც ახლა ამ წუთში ამ უცხო მამაკაცის მიმართ გამიჩნდა, რომლის მხოლოდ შავ ტალღოვან თმას ვხედავდი, ბუნდოვნად , . ცოტაც და ორგაზმს მივაღწევ, ღმერთო არ მჯერა, 10 წელია გათხოვილი ვარ და არც ვიცი ეს რა შეგრძნებაა? ახლა კი.... უცებ მკერდის შუაღარზე ცხელი ენის წვერის შეხება ვიგრძენი , ღმერთო ! გულს ვეღარ ვიმორჩილებ, სახეზე ალმური ამდის , ვგრძნობ როგორ გამიცხელდა ჯერ ქვედა მუცელი, შემდეგ ფეხებს შორის სიმხურვალემ პიკს მიაღწია და ...
-ლევან გაიღვიძე, ჩავდივართ , გაიღვიძე რა, ვიღაც ხელს ჰკიდებს და მკერდიდან ისე სწრაფად მაცლის ჩემს ერთადერთ სასურველ მამაკაცს , რომელსაც ალბათ რომ მოენდომებინა ყველას თვალწინ ავტობუსში დავნებდებოდი, მერე კი თუნდაც ლინჩის წესით გავესამართლებინე ჩემს ქმარს, დედამთილს , ჩემს და მის ნათესავებს, მეზობლებთან ერთად.
პირველად მიხარია რომ ჩემი ქმრის სათვალე წამოვიღე, შავი მინებით. ისე ვარ როგორც სირაქლემა ქვიშაში , ამან საშუალება მომცა ჩემი უცნობი ზურგიდან მაინც შემეთვალიერებინა.
ალბათ ელოდებით რომ გეტყვით ის იყო ნავარჯიშები, ზღვისფერი თვალებით, საოცარი აღნაგობის ,სქელი წითელი ტუჩებით... დაკუნთული... ათლეტური... არა, არა, მე ხომ ზღაპარს არ გიყვებით, არც გამოგონილ ამბავს. ეს მოხდა და ეს არის ჩემი ცხოვრების შეულამაზებელი ისტორია.
როგორი იყო ლევანი?
ძალიან ჩვეულებრივი, კეფაზე ოდნავ ჭაღარა შეპარული, შავი გრუზა თმით, საშუალოზე ოდნავ მაღალი, რუჯს იხდენდა მისი მამაკაცური პროფილი. კეხიანი ცხვირი მტკიცე იერს აძლევდა. 35-38 წელს მისცემდა ჩემი დაბნეული მზერა ,,სათვალთვალო“პუნქტიდან, მაგრამ ის ჩემთვის იმ წუთში ამ ქვეყნად ერთადერთი სიმპატიური, სექსუალური და სასურველი მამაკაცი იყო მთელს პლანეტაზე და სხვა არავინ და არაფერი მაინტერესებდა .
ის ჩავიდა. არა, ჩაიტანეს და ჩემი სული , გული, ოცნებებიც, მთელი დაგროვილი ვნება თან გაიყოლა...
დავცარიელდი...
სიმძიმე მომეხსნა ,
ვგრძნობ ბუმბული ვარ და ფრენა შემიძლია...
მეღიმება ბედნიერი ღიმილით... ახლაღა შევნიშნე მგზავრები ავტობუსში, არადა მეგონა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით აქამდე, ჰო, ის მესამეც იყო,ალბათ, ვინც წამართვა მისი თავი...
ზღაპრული ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამომათრია:
- გოგონა მოვედით, ბოლო გაჩერებაა, ჩახვალ თუ წაგიყვანო ჩემთან სახლში , მეკრიჭება წინიდან.
-უი, ბოდიშით. ჩამძინებია, წამოვხტი ფეხზე შერცხვენილი და სირბილით ჩავხტი ავტრობუსიდან, რომელშიც ამჯერად მართლა მარტო მე ვიჯექი .
მივუყვებოდი ჯიქიას ქუჩას და ისეთი ბედნიერი ვიყავი თითქოს ღრუბელზე ვიჯექი და მივფრინავდი. მგონი დღეს ყველამ ერთად შეკრა პირი რომ ჩემთვის ჯადოსნური დღე ეჩუქებინათ და გამოუვიდათ კიდეც.მართლაც, თავი ყველაზე ლამაზი, მსუბუქი და ბედნიერი მეგონა ამ ქვეყნად.
მე ქალი ვარ!
მე ქალი ვარ!
მე ცოცხალი ვარ!
სასურველიც ვარ!
ლამაზი ვარ!
2 ნაწილი. ლევანი
ჯერ კიდევ მერვე კლასელი, ამაყი, სიმპატიური, გოგონების ყურადღებისგან განებივრებული, თავმომწონე ბიჭი ვიყავი , მთელი ბავშვობა რომ თავზე დამემხო!
ბავშვობაზე დაჭრილი ფრთებიდან არც სისხლი , არც ცრემლი რომ არ გადმომდის, შუბლის ძარღვი და გულიც რომ აღარ მესინჯება ეს, ეგრეთწოდებული დედაჩემის, ჩემთვის ,, სამაგალითო“, ,,წმინდათაწმინდა’’ქალის დამსახურებაა .
ბავშვობის ფერად ცაზე შავი ღრუბლები მაშინ დაიძრა , როცა, ერთ წყეულ დღეს სკოლიდან გამოვიპარე. სოფლის მიყრუებულ ღელესთან , გაფუჭებულ ავტობუსში დასამალად ავედი. იქ რაც დავინახე ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე საზარელი ტრამვაა! დედაჩემი, ჩემთვის ,, ქალის იდეალი“, სათაყვანო არსება ვიღაც ღიპიან, მელოტ კაცთან,, თავდავიწყებას ‘ მისცემოდა. ისეთ საზარელ ხმებს გამოსცემდნენ ჯერ ვიფიქრე, ვიღაც მოძალადე იყო, როდესაც თვალებით მძიმე საგნის ძებნა დავიწყე რომ თავში ჩამერტყა უცნობისთვის და დედაჩემი მეხსნა , ჩემს ყურთასმენას ისეთი ავხორცული სიცილ -ხარხარი მოჰყვა უკანმოუხედავად გამოვიქეცი...
გავრბოდი მაგრამ არ ვიცოდი სად!
გავრბოდი, სანამ ქანცი არ გამძვრა , მერე თვალთ დამიბნელდა, ჩავიკეცე და ვგრძნობდი სამყაროს აღქმას როგორ ვკარგავდი ...
დილით ჩემს საძინებელში გავახილე თვალები. საწოლზე,, დედად წოდებული“ ქალი, ლინდა მეჯდა , ჩემი ხელი ხელში ეჭირა . უძილობისა და ტირილისგან თვალები დასიებოდა.
ღმერთო, როგორ ერთ წუთში გაუცხოვდა , გაუფასურდა.. ზიზღი, სიძულვილი, გულისრევა, სპაზმი ერთად მომაწვა გულზე და სუნთვა გამიძნელდა, გავლურჯდი...
მიშველეთ !-იკივლა ლინდა მ და მე ისევ გონება დავკარგე.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ამ მდგომარეობაში.
- გონს რომ მოვედი ისევ ლინდას ხმა ჩამესმა: რა მოხდა შვილო ასეთი, ნუ მანერვიულებ, მიამბე გთხოვ, მთელი დღე გეძებდით გუშინ, ბოლოს შენმა კლასელმა ლუკამ გიპოვა თავის სახლთან ახლოს,ჭუჭყიანი, უგონო მდგომარეობაში. ის ხომ ორი სოფლის იქით ცხოვრობს, რა გინდოდა იქ, რა? მუდარა და სასოწარკვეთა იკვეთებოდა ლინდას თვალებსა და ხმაში.
- ვდუმდი ყველაზე საზარელი დუმილით.
- ქალი ტონს უმატებდა, კანკალი იტანდა, უპასუხო კითხვებს სხვადასხვა ფორმით აბრუნებდა რომ რაიმე გაეგო მომხდარის შესახებ მაგრამ უშედეგოდ.
- კარგი, როცა მზად იქნები მოგისმენ, ალბათ სკოლაში მოხდა რამე, დაასკვნა და ოთახიდან გავიდა.
- ორი კვირა ლოგინიდან არ ავმდგარვარ. არც არავის ნახვა მსურდა. ექიმიც გამოიძახა სახლში,მაგრამ დიაგნოზი ვერ დასვა, ბოლოს გარდატეხის ასაკი მოიმიზეზა და დამამშვიდებელი აბები დამინიშნა. პირველად , მეოთხედი აბის ნაცვლად რომ მთლიანი გადავსანსლე, სამი დღე მეძინა თურმე . გაღვიძებულს უშინაარსო თვალებში სიმშვიდე მედგა.
- ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ლუკა მოდიოდა სანახავად,.
- ეს ის ლუკაა, რომელმაც უგონო მდგომარეობაში მიპოვა და როგორც მისი მეზობლები ჰყვებიან , მისმა ღრიალმა სოფელი შეძრა.
- აი, მეგობარიც ამას ჰქვია!
- როგორ ჰყვარებიხარ!
- რა ბიჭი ყოფილა ! მე კი სირცხვილით ვიწვოდი, იმის გამო რომ როცა ლინდამ ლუკას სახელი ახსენა ვერც კი გავიხსენე, ვინ იყო კლასელი ლუკა, ვინც გადამარჩინა.
- მართლაც, რა ბიჭი ყოფილა ლუკა, რომელიც მუდამ ბოლო მერხზე იჯდა , არავისთან არ მეგობრობდა , მათ შორის გამოგიტყდებით და მის არსებობას არც მე ვიმჩნევდი არც დანარჩენი კლასელები . მხოლოდ იმიტომ გადაჰყავდათ კლასიდან კლასში, რომ საგაკვეთილო პროცესს ხელს არა უშლიდა, თან ეცოდებოდათ, ობოლიაო. სულ ჭერში იყურებოდა როცა მასწავლებლები გაკვეთილს ჰკითხავდნენ ან ახალ მასალას ხსნიდნენ.
- სულ ცაში რომ იცქირები, შე საცოდავო, გახედე დაფასახ, ხანდახან, იქნებ რამე შეგივიდეს მაგ ცარიელ თავში !- უყვირა ერთხელ დამრიგებელმა. მას შემდეგ ,, ცასცქერია“ შევარქვით და მისი ნამდვილი სახელი ,, ლუკა“ აღარავის გვახსოვდა.
- მოდიოდა, ,, ცასცქერია“, სკოლის ამბებს მიყვებოდა, მევედრებოდა გული გადამეშალა, ან სკოლაში დავბრუნებულიყავი, რომ სკოლა უფრო გადამატანინებდა სტრესს.
- მე კვლავ ვდუმდი .ყელიდან ხმა არ ამომდიოდა არც სათქმელი მქონდა. მეგონა , ყველამ იცოდა ჩემი ოჯახის სამარცხვინო ამბავი და ყველა მე დამცინოდა.
- ამ პერიოდის განმავლობაში სახლიდან გაპარვის გეგმა შევიმუშავე. სულ ერთია სად, ოღონდ ამ სახლში ერთ წუთსაც აღარ გავჩერდები!- გადაწყვეტილებამ ოდნავ შვება მომგვარა .
- ორი კვირის თავზე , როცა ჩემი გეგმის სისრულეში მოყვანას ვგეგმავდი , მამა გერმანიიდან დაბრუნდა, მანქანების ყიდვა- გაყიდვის ბიზნესი ჰქონდა და ხშირად არ იყო შინ. იმ ღამეს , ჩხუბის და მსხვრევის ხმამ გამომაღვიძა. ყური მივუგდე, ვერაფერი გავიგე რაზე იჩხუბეს ჩემმა მშობლებმა. დილით მამამ მითხრა:
- -დედა სახლიდან წავიდა .
- რატომ?- გავიკვირვე , თუმცა შეკითხვით ჩემი სიხარულის გადაფარვა უფრო მინდოდა ვიდრე პასუხი მაინტერესებდა. თუმცა მამას ეს არ გამორჩენია , გაოცებულმა თვალი თვალში გამიყარა და დასძინა:
- -ჰო, რატომღაც შენგან მეტ რეაქციას ველოდი , მაგრამ , ბავშვი ხარ ჯერ, ვერ იაზრებ კარგად, არაუშავს, ვეცდები უდედობა არ გაგრძნობინო.
- არ დააბრუნებ მამა?- შევეკითხე შიშის კანკალით და პასუხის მოლოდინით სული დამელია.
დაიმახსოვრე შვილო: ვისაც წასვლა უნდა არასოდეს გაეკიდო. ხოლო ვისაც შენ არ უყვარხარ არც შენ უნდა გიყვარდეს იგი,არ ხარ ვალდებული, რადგან სიყვარული დამსახურებით მოდის, სხვა შემთხვევაში რატომ არ გვიყვარს ვიღაც ქუჩაში გამვლელი? არც ცალმხრივი სიყვარულის იწამო შვილო, ეგ ტანჯვაა მხოლოდ და სიყვარულითან საერთო არაფერი აქვს. სიყვარული, ორი სულის, ორი გულის ორი სხეულის ერთი მთლიანობაა! სიყვარული ერთი გულია ორ სხეულში. სხვა დანარჩენი ილუზიაა. ..
- მოდი პატივი ვცეთ მის არჩევანს და ვეცადოთ დავივიწყოთ იგი.
- აქ დასრულდა ლინდას სახელის ხსენება ჩვენს ოჯახში , თუმცა ჩემი მახინჯი ისტორია ამით არ დასრულებულა. იმ დღისით ნანახი კადრი, როგორ ხმარობდა დედაჩემს უცხო მამაკაცი მეხსიერებიდან ვერ ამოვშალე. ხან სმას მივეძალე, ხან ვიფხიზლე, ვერაფერს გავხდი.
- მამამ ყველაფერი გააკეთა ჩემთვის სრულყოფილი განათლების მისაღებად ისტორიის ფაკულტეტზე პირველივე წელს 100% დაფინანსებით მოვხვდი .მერე მაგისტრატურა, დოქტურანტურა წარმატებით დავასრულე , უნივერსიტეტში შემომთავაზეს ლექციების კითხვა და დღემდე იქ ვმუშაობ. მაგრამ არანაირი მიღწევა, ჩემში ემოციებს არ იწვევს. თითქოს ემოცია, გულთან ერთად გამიქვავდა.
- სასწაული გარეგნობით არ დავიკვეხნი მაგრამ, თინეიჯერობის ასაკიდან დიდი პოპულარობით ვსარგებლობ საპირისპირო სქესის ადამიანებში. სამწუხაროდ ბავშვობის ისტორიამ საშინელი დაღი დამასვა :სკოლა ისე დავასრულე ქალისკენ გახედვა არ შემეძლო, მერე ხმები ამიგორეს ,, ლევანი გეიაო“, მეგობრის დასხმარებით დავძლიე ეს სტრესი მაგრამ , ქალს თუ ამოვიჩემებ, მანამ არ მოვასვენებ, სანამ ჩემი არ გახდება. სექსის მერე კი ხდება წარმოუდგენელი რამ : ყველა ქალში ,, წყეულ“დედაჩემს ვხედავ, ის დაწყევლილი სცენა მიდგება თვალწინ , ტვინს მიმღვრევს, ზიზღი , ტკივილი და აუტანლობა ისადგურებს ჩემში. ამიტომ პირველივე ურთიერთობისთანავე ვტოვებ ყველა ქალს, როგორი ჭკვიანი, ლამაზი,სასურველი , შეძლებულიც არ უნდა იყოს იგი.
ვერაფრით ავიწყვე ცხოვრება.
- ტრამვამ განუკურნებელი დაღი დაასვა ჩემს რეალობას.
ნეტავ გულის გადაშლა შემძლებოდა ვინმესთან! „ ტკივილის გაზიარებით დარდი ნახევრდებაო, მაგრამ როგორი გასაზიარებელია ჩემი დარდი , როცა საკუთარ თავთან გახსენებაც კი სტრესს მიახლებს. მჭამს და ჯანსაღი ცხოვრების უფლებას მართმევს.
იმ დილით , ავტობუსში წინა ღამის ნაბახუსევი ავედი. ლუკას დაბადების დღე იყო და თითქმის გამთენიამდე ვსვამდით. ამიტომ მასთან დავრჩი. ცოტა გამოვიძინე. დილით კი ლუკას დაჟინებული თხოვნით , მანქანა მასთან დავტოვე. მოვილაპარაკეთ სამსახურში ავტობუსით წავიდოდით ორთავე, რადგან ჩვენი სამსახურები ერთმანეთთან ახლოს არის. გაჩერებაც ერთი გვაქვს.
ლუკას ავტონაწილების მაღაზია აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ ანგარიშიც ისწავლა, ცაში ყურებით არა, მაგრამ მოინდომა და საკუთარი პატარა ბიზნესიც აქვს, ლამაზი ოჯახიც ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლთან და ტყუპებთან.
ავტობუსში ასვლისთანავე ჩემი ყურადღება ფანჯრის კუთხეში მჯდარმა გოგონამ მიიქცია, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა, იფიქრებდი ქვეყნის ტვირთი ადევს ზურგზე და გასრესვას უპირებსო. სათვალეების მიღმა თვალებს ვერ ვხედავდი ,თუმცა ისე ჩანდა , უთუოდ ეძინა .მალულად ვაკვირდებოდი მის უნაკლო სახის ნაკვთებს, პატარა , მრგალ გაბუსხულ ტუჩებს, რომელიც თეთრ პირისახეზე ისე ანათებდა, თითქოს ტუჩები კი არა მარწყვები ელაგა ტუჩის მაგიერ.ნატიფი თითები პიჯაკის საყელოსთვის ჩაეჭიდა და ისე მაგრამ მიეფარეფინა გულმკერდზე, თითქოს უბეში ბეღურები ჰყავდა და გაფრენის ეშინიაო. უეცრად ავტობუსმა დაამუხრუჭა, გოგონას მოდუნებული ხელები პიჯაკს მოსცილდა, მუხლებზე უღონოდ ჩამოუცურდა, პიჯაკის საყელო გადაიშალა, და ჩემს წინ ისეთი მშვენება გადაიშალა, თითქოს ბადრმა მთვარემ ღამე გააპო და მზეს გაეჯიბრა ნათებაშიო. თვალის მოწყვეტა შეუძლებელი იყო ამ სურათისთვის. უცებ თავში ეშმაკურმა აზრმა გამიელვა და მის მოქმედებაში მოყვანამდე ლუკას გავანდე.
-ვერა ხარ შენ! რას ჰქვია თავს ,,მოიმთვრალებ“ , გვერდით მიუჯდები და მხარზე თავს დაადებ?! გაგიჟდი შენ. ჩაგქოლავს ხალხი. თუ დაგითრია ქოჩრით ვნახავ შენ სეირს ლექტორო ლევან!
-ქიმია, ლუკა, ქიმია, ახლა თუ იმ ქალის სურნელი არ შევიგრძენი ტვინში სისხლი ჩამექცევა.
-ტვინში სისხლი ნამდვილად ჩაგექცევა ოღონდ ახლა კი არა, თავში რომ მძიმე საგანი მოგხვდება აი ზუსტად მაგ ქალისგან!-იცინის ლუკა.
- ნუ გეშინია, ხალხს შეიძლება მეგობრები ვეგონოთ, აბა ვინ წარმოიდგენს სხვანაირად, ეგ მე მოანდე! ისე ვიყავი აღტაცებული ჩემი ჩანაფიქრით რომ იმ წამში შევუდექი სისრულეში მოყვანას და გოგონას მიმართულებით დავიძარი. ავტობუსი ჯერ ისევ არ იყო სავსე.
თავის მთვრალად გასაღება ახალი არ იყო ჩვენთვის, თინეიჯერობის ასაკში როცა გზის ფული არ გვქონდა, ხშირად გამოგვიყენებია ამ მეთოდით მგზავრობა. მაგარი რამე იყო: მძღოლი ფულს არ გვთხოვდა სულ თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთ, სად მიგიყვანოთო? - ავტობუსიდან ჩასულები კი სიცილით ვიხოცებოდით და კეთილ მძოლებს ვლოცავდით .
მივედი, გვერდით ადგილი ჯერ ისევ თავისუფალი იყო, დავუჯექი, თვალები დავხუჭე და ფრთხილად მხარზე ჩამოვდე. არ განძრეულა. მივხვდი ეძინა. ნუთუ რა შრომა გასწია ასეთი ამ ,, ფიფქივით“ ფაქიზმა ქალმა რომ ასეთ დღეშია? ვფიქრობდი და მისი კანის სისუფთავის სურნელს რომელსაც ოდნავ ერწყმოდა ვანილის არომატი, ღმად ვუშვებდი ფილტვებში. არც მაკიაჟი, არც მანიკური, არც შეღებილი თმა, არც სუნამო, ღმერთო, როგორი იშვიათი და ნამდვილი ქმნილება იყო!
არავის ჰგავდა ჩემს ნაცნობთაგან.ისეთი მშვიდი, თბილი, გადამდები აურა ტრიალებდა მის გარშემო ალბათ სამუდამოდ მასთან დარჩენაზე არ ვიტყოდი უარს. მსგავსი განცდა აქამდე არც ერთი ქალის მიმართ არ გამჩენია. თითქოს დაკარგული ნაწილი შევიერთე, შევივსე, გავმთლიანდი.
თვალი მკერდისკენ გავაპარე, დეკოლტედან ისე მადიანად იმზირებოდა ორი მარგალიტი, თითქოს მამაკაცის ავხორც ხელს ჯერ არ შეულახავს, არ შეურყვნია მისი სიფაქიზე. სუნთქვა გამიხშირდა, ო, ღმერთო ოღონდ ახლა გონება არ დავკარგო, ეს რა მემართება , თითქოს პირველად ვარ ასე ახლოს ქალის სხეულთან. ვიღგზნები...ვიშლები... უცებ ავტობულის მძროლმა არასწორი მანევრირება გააკეთა, ,,მთვრალი“ თავი ვეღარ დავიმორჩილე და პირდაპირ ცხვირით ჩავერჭე ,,ნეტარ“ ადგილას. ლოყა მივადე , გავირტუნე, შევისუნთქე, შევიგრძენი ...გულში ლუკას ათას მადლობას ვუხდი, რომ ამ დილით წვერიც ძალით , თავისი ხელით გამპარსა და მანქანის დატოვების იდეაც მისი იყო.
ამდენი წლის ვარ და ასეთი ლამაზი სასწაული ღმერთს ჩემთვის არ გაუმეტებია. პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი ღმერთის არებობა ასე ახლოს ჩემთან , გული ამიჩუყდა, ცრემლები ყელში მომებჯინადა, თვალებს მოაწვა. სახეზე დაგორდა, ახლა ყველაზე ნაკლებ იყო ტირილის დრო ოხ, გულო, შენ რა გითხარი? აკი გაქვავებული იყავი? როგორც მყინმარწვერმა გლობალული დათბობის შედეგად , ისე დაიწყე დნობა უდროოდ!
ის იყო ცრემლის მოშორება ენით ვცადე , ენა მკერდს შეეეხო, ღართან. ქალი შეირხა , შეიშმუშნა, გულისცემა გაუხშირდა... ვიგრძენი ცახცახი ორი სხეულის... ორი აღგზნებული, ვნებამორეული სხეულის...
მივხვდი გაეღვიძა . იქნებ აქამდეც ეღვიძა და თავს იმძინარებდა? იქნებ მთვრალი კაცების ეშინია? უცებ ვინანე ჩემი გადაწყვეტილება მაგრამ უკვე გვიანი იყო , საყვარელი მამაკაცივით ვიყავი შერწყმული ქალის მკერდს და იქიდან მოშორების არანაირი გეგმა თავში აღარ მიტრიალებდა.
ახლა რა უნდა ვქნა? ცოტაც და ახდება ლუკას სიტყვები, ჩამაფრინდება ქოჩორში და აქვე ავტობუსში საქვეყონოდ მათრევს.
ღირსი არ ვიქნები თუ?
კანკალს უმატებს. ღმერთოოო!-ოღონდ ახლა მიხსენი და მუხლის ჩოქით მივალ უნივერსიტეტამდე-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე სავედრებელი, ასე მონდომებით , ასე გულწრფელად არასდროს გამომიხმია ღმერთი. ამის გაფიქრება იყო და ვიგრძენი ლუკამ როგორ დამავლო მძიმე ხელი მხარში და ავტობუსიდან ელვის უსწრაფესად ჩამიტანა.
აი, თურმე ამაზე ამბობენ, ღმერთს რასაც რწმენით შესთხოვ უთუოდ აგიხდებაო.
-მადლობ უფალო, რომ ჩემთვისაც მოიცალე!-გავხედე ჩემს წინ აღმართულ პატარა ტაძარს და მგონი პირველად გადავიწერე პირჯვარი ცხოვრებაში.
-ბრავო, ბრავო, სამსახიობო ნომერში თქვენ უმაღლესი შეფასება აიღეთ! ტაშს უკრავდა და ჩემი ბრიყვი სახის შემხედვარე სიცილით იფხრიწებოდა ლუკა.
-ლუკა! გთხოვ გაჩუმდი- შევევედრე.
-აბა როგორი იყო მთვრალის როლი მეგობარო? მეც ხომ არ ვცადო? არ ჩუმდებოდა ლუკა.
-ლუკააააა, გეყოფა!-ტონს ავუწიე
-მაშინ შენ ილაპარაკე, გისმენ!
-ლუკა, შეყვარებული ვარ!
ლუკა გაოგნებული მიყურებდა და აღარ იცოდა უნდა ეღადავა თუ სერიოზული დაეჭირა. დაიბნა აშკარად.
-აუფ, დაგიჯერე- ისევ სცადა გახუმრება.
-ლუკა უნდა ვიპოვო ის გოგო, მე მას ვჭირდები, ვგრძნობ. გესმის ჩემი?!
რაო, რაო? აჰა, ანუ მას სჭირდები, შენ კი არა!, ეს რა მესმის?
-ღმერთო მიშველე, ეს რა მესმის, უსათუოდ ჯადოქართან გვაქვს საქმე?!-ხელები აღაპყრო ლუკამ. გააფრინე ხომ? ა, ბატონო თუ ჭირდები, შენმა მეგობარმა იზრუნა მაგ საკითხზე, აგერ შენ და შენს ,,სატრფოს“ ჩუმად ფოტოები გადაგიღეთ, სანამ ნეტარებდით, წადი მოატარე თბილისი და იპოვე. მაგრამ გაფრთხილებ, ახლა რასაც გეტყვი არ მოგეწონება: თითზე საქორწინო ბეჭედს ატარებს. ასე რომ მოგიწევს მისი დავიწყება.
-არ მაინტერესებს მისი ბეჭედი უნდა ვიპოვო და მორჩა!
კარგი კარგი ჰო, ვიპოვით,საეჭვოდ შემათვალიერა ლუკამ, მაგრამ არ გინდა ჯერ ფსიქოლოგი ვიპოვით შენთვის? -გაიკრიჭა, იფიქრე ამაზე. თვალი ჩამიკრა, გერე მხარზე ხელი დამარტყა დროებითო, მითხრა და ჩიხში შეუხვია. მე მარტო განვაგრძე გზა უნივერსიტეტამდე.

III თავი . ლიკა
დედამთილის გამოგზავნილი მისამართით ბინა ჯიქიაზე ადვილად ვიპოვე, გასაღებიც ვნახე. შევედი. სადად გაწობილ ოროთახიან ბინაში ზედმეტი არაფერი იდგა.ცოტა მუქი მეჩვენა. ალბათ აქ ქალი არ უნდა ცხოვრობდეს, არც ოთახის ყვავილი, არც სიფერადე, რაღაც უღიმღამო და სევდიანი იყო სახლი. ცოტა შემეცოდა მეპატრონე, ოჰ, ეს მდიდრები ვერ არიან რა. თუმცა რა ჩემი საქმეა. უცებ გამოვიცვალე. საშინაოდ ჩავიცვი და ყველა დედამილის დავალება პირნათლად შევასრულე. 3 საათიც არ დამიკარგავს, ისეთი მოზვავებული მქონდა ენარგია ვბზრიალებდი და ვღიღინებდი, ლამაზ ოცნებებში დრო ისე მალე გავიდა დაღლაც არ მიგრძვნია. ბოლოს გაფენილი სარეცხიც ჩამოვხსენი, დავკეცე . ის იყო გამოცვლა დავაპირე ტელეფონმა დარეკა, თეკლეს დამრიგებელი იყო.
-ლიკა, თეკლეს გაკვეთილები დაუმთავრდა და როდის მოხვალთ?
-ღმერთო ჩემო, თეკლა, ჩემო პატარა, ახლავე მოვალ, 15 წუთში მანდ ვარ-ვუთხარი სხაპა -სხუპით . სწრაფად ჩავიცვი, გავქანდი, ტაქსი გავაჩერე 20 წუთში უკვე გაბუტულ თეკლას ცრემლიან თვალებს ვუკოცნიდი და დაგვიანებისთვის პატიებას მეათასედ ვთხოვდი.
-მოდი დანაშაულს ნაყინით გამოვისყიდი , კარგი?-ვიწყებ მის მოქრთამვას თან რეაქციას ველოდები.
თეკლამ ზაფხულის წვიმასავით უცებ გამოიამინდა და თითის აბზეკით პირობა წამიყენა: .
- ოღონდ ჩამოსასხმელი.
არის უფროსო!- ჩ ა მ ო ს ა ს ხ მ ე ლ ი- დავმარცვლე და გავიჯგიმე ჯარისკაცივით.
ოღონდ ჩემთან ერთად შენც შეჭამ დედი, კარგი?
ამაზედაც თანახმა ვარ-ვუქნევ თავს და ორ ჩამოსასხმელ ნაყინს ვუკვეთავ. თეკლას შოკოლადის უყვარს, მე ვანილის.
მივაბიჯებდთ შემოდგომის სიმწიფეში ორი ბედნიერი ადამიანი, ნაყინებით ჭამით ცხვირპირ მოთხუპნილები და ირგვლივ ყველა ჩვენსავით ბედნიერი გვეჩვენებოდა.
IV თავი. ლევანი
იმ დღესაც ლუკასთან დავრჩი. არ მინდოდა სახლში მარტო ყოფნა. მთელი სოციალური სივრცე გავქექეთ , ხან რა სახელს ვარქმევდით ჩემს საოცნებო ქალს, ხან რას და ვეძებდით. სასაცილო იყო არა? ამხელა სივრცეში სად უნდა მეპოვა გოგონა, რომლის შესახებ არაფერი ვიცოდი.
მომდევნო დღეს ქუჩაში დავაღამე, ვეძებდი ყველა ქალში, ხან ვის ავედევნე, ხან ვის. ერთმა შემამჩნია, რომ მივყვებოდი, უცებ შემომიბრუნდა და ისეთი მითავაზა სახეში ლამის თვალთ დამიბნელდა. ქუჩა-ქუჩა ძებნის იდეამაც არ გაამართლა. ისღა დამრჩენოდა შევგუებოდი ჩემს უიღბლო ცხოვრებას კიდევ ერთხელ და შემეწყვიტა ამ ქალზე ფიქრი. სახლში წავედი, დაღლილ დაქანცულმა , წყალი გადავივლე , იქვე სავარძელზე წამოვწექი და მაშინვე ჩამეძინა.
სიზმარი ვნახე: ზღვის სანაპიროზე იდგა, ქარი ზღვისფერი კაბას , უფრიალებდა ის კი ზღვასავით ლურჯი თვალებით მიღიმოდა და ცისფერ შარფს მიქნევდა. მე მისკენ გავრბოდი , ის მშორდებოდა, უცებ მის შარფს მივწვდი, დავიჭირე და....
გამომეღვიძა. ოფლში ვცურავდი. გული ამოვარდნაზე მქონდა. თვალები მაგრად დავხუჭე იმ იმედით რომ მეხსიერებაში კვლავ აღმედგინა სიზმრის ყველა დეტალი და ბალიშში თავქვე ჩავემხე . ბალიშის სუნი მეცნო. მისი სუნი ჰქონდა, ვანილის.ღმერთო, ნუთუ ვგიჯდები, ისევ შევისუნთქე, ისევ იგივე სურნელი. თავი ავწიე, ბალიშს დავხედე და გავხევდი: ბალიშის გვერდით სავარძლის კუთხეში ის ცისფერი შარფი იდო , სიზმრიდან. მაგრამ კიდევ საიდანღაც მეცნობოდა . ჰო, გამახსენდა , ეს ის შარფი იყო, რომელიც იმ დღეს ჩანთაზე ეკეთა.
მაგრამ აქ რა უნდა? რამდენჯერმე დავხუჭე და გავახილე თვალი, ხომ არ მეჩვენებოდა. არა და არა. შარფი ნამდვილად ჩემს სახლში, ჩემს სავარძელზე იდო . სიზმარ- ცხადი ისე იყო აზელილი ერთმანეთში ,გამოსაფხიზლებლად და გონზე მოსაყვანად ცივი შხაპი თუ მიშველიდა.
იქ მანამ დავყავი, სანამ კანკალმა არ ამიტანა.
არც შხაპმა მიშველა. სამაგიეროდ გავცივდი და ერთი კვირა იზოლაციაში დავრჩი.
შარფი ხელზე შევიბი ,, თილისმად“ . არასდროს მინდა მივიხსნა.
- ახალი არაფერია შენს გოგოზე ?- ყოველდღე მირეკავს ლუკა მესენჯერში
- არა, შევეშვი, ვპასუხობ იმის იმედით რომ ისიც შეეშვება ჩემს დაცინვას და წამებას.
-ანუ, წაშალე ჩენი გადაღებული ღვთაებრივი ფოტოები?-მიცინის ეშმაკურად.
-მინდა სიზმარზე მოვუყვე მაგრამ ვიცი რომ არ დაიჯერებს და გიჟად შემრაცხავს, მე კი მაგის თავი არ მაქვს.
ხელზე რა გაქვს შებმული? ეეე, კიდევ ნაშა გყავდა სახლში ხო? აკი იზოლაციაში ვარო?ოხ, შე მუსუსო? თითს მიქნევს .
არ მაქვს შენი ღადაობის ნერვი, კარზე ზარია უნდა გავთიშო, ვეუბნები, თვალს ვუკრავ , თან კარს ვაღებ.
-მობრძანდით ლაურა დეიდა. ისეთი არეულობაა ჩემს სახლში დიდი შრომის გაწევა მოგიწევთ დღეს, ვირუსი მქონდა, გთხოვთ ნიღაბი გაიკეთეთ, ჯერ მთლად კარგად არ ვარ- ვეუბნები და ნიღაბს ვაწვდი.
დამლაგებელი ჩემს გაწვდილ ხელს აშტერდება, რომელზეც შარფი მაქვს შემოხვეული.
-ხელზე რა დაგემართათ , იღრძეთ?
არა, ქალბატონო, მეპატრონეს ვეძებ.
დააკვირდა, დააშტერდა, მერე საეჭვოდ შემომხედა.
-შენთან როგორ გაჩნდა?
- აი, მეც მაგის გარკვევას ვცდილობ უკვე ერთი კვირაა ქალბატონო. აქ ლოგინზე დამხვდა. არც ერთ ჩემს მეგობარ ქალს არ ეკუთვნის.
-ააა, გასაგებია .აქ დარჩა, ალბათ. ის კი სახლში ეძებდა . თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკაო და ოთახიდან გასვლა დააპირა.
-მოიცა, თქვენ იცით ვისია ეს შარფი?-წინ გადავეეღობე ერთადერთ იმედის ძაფს ჩაბღაუჭებული.
დიახ, ლევან, ჩემი რძლისაა, წინა კვირას ის გამოვგზავნე დალაგებაზე, მე ვერ მოვახერხე მოსვლა, თქვა სხვათაშორის და აბაზანაში შევიდა .
არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ოდნავ მაინც შეეძლოს იმის წარმოდგენა, რად დამიჯდა ემოციის შეკავება რომ ლაურას არაფერი ეგრძნო.
როგორც კი ლაურა თვალს მიეფარა :
-ვიპოვე!ვიპოვე! ვიპოვე! მადლობა ღმერთო!
-რა დაკარგე შვილო ასეთი? შეშფოთებული გამოვარდა აბაზანიდან ხელებდაკაპიწებული.
უცებ გამოვერკვიე, შევცბი. მივხვდი, რომ სიხარულისგან ფიქრი გავახმოვანე. არაფერი, ქალბატონო, მაისურს ვეძებდი და ვიპოვე, ტანზე დავიხედე.
იპოვე? რომ მოვედი გეცვა და ახლა იპოვე? კარგად ხარ შვილო?-თვალები მოწკურა .არ დაიჯერა, თავი გადააქნია და საქმე განაგრძო.
კარგად ვარ, კარგად ვარ, კარგად ვარ, ავღიღინდი ჩემთვის თან გულზე ხელი მივიჭირე რომელიც აშკარად გადმოვარდნას ლამობდა.
საქმე სასიამოვნო, იმედის ფაზაში შევიდა. ახლა ოპერაცია ნომერი ორი მჭირდებოდა:
საძინებელში შევედი, ჩემი სუნამო ხელებზე ვიპკურე, შემდეგ ისე რომ ლაურას არ შეემჩნია შარფზე გავიწმინდე და პარკში ჩავდე. იმ იმედით რომ ეს იქნებოდა ,, ჩვენი საიდუმლო მესიჯი“, რომ სუნამო ჩემს თავს გაახსენებდა, დარწმუნებული ვიყავი რომ იმდენად ძლიერი იყო ქიმია, შემდეგ სიზმარი,რომელშიც გამომიძახა , შეუძ₾ებელი იყო ეს უბრალოდ დამთხვევა ყოფილიყო.
- შარფს მაგიდაზე გიტოვებთ, არ დაგრჩეთ მე უნდა გავიდე ვუთხარი და სახლიდან გამოვედი.
ახლა მთავარი იყო ლაურას მისამართი გამეგო, რომელიც ჩემი საოცნებო ქალის კვალზე გამიყვანდა. სხვა არაფერი მაინტერესებდა.
V თავი
ჩემ სახლთან ახლოს პატარა სკვერია, საიდანაც ჩემი სადარბაზოს შესასვლელი კარგად სჩანს. აქედან უნდა მეთვალთვალა დამლაგებლისთვის და როგორც კი გამოჩნდებოდა ავდევნებოდი.
იქნებ , სულაც არ ცხოვრობს რძალთან? გამკენწლა უსიამოვნო აზრმა. ,,ცდა ბედის მონახევრეა’’, მოსინჯვად ნამდვილად ღირს. დავაიმედე ჩემი შინაგანი ხმა და სკვერში შევაბიჯე.
-ძია ლევანი მოსულა! აუ, გვეთამაშე რა,ძია, შემომეხვივნენ ფეხებზე თამთა და ანა. ეს ორი ჭრიჭინა ჩემს მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობს ,ბაღშიც ერთად დადიან და ეზოშიც სულ ერთად თამაშობენ.
-კი მაგრამ , თქვენ რომ არაფერს თამაშობთ?-გავიკვირვე.
- აი, საქანელაზე არ გვსვამენ დიდი ბიჭები, იქნებ მოგვიგვაროთ?
-მაშ, მოგიგვაროთ არა? ვინ გასწავლათ თქვენ ასეთი,, მამაკაცური“ საუბრები, თქვე ეშმაკუნები, თქვენ?მოგიგვაროთ კი არა , იქნებ დაგვეხმაროთო, - ასე უნდა გეთქვათ და დაგეხმარებოდით-გავებუტე მოჩვენებით და ზურგი ვაქციე.
იცით, ძია ლევან , მამა სულ ასე საუბრობს მეგობრებთან , მე კი მამას გოგო ვარ!--გაკვირვებულ სახეს პაჭუა ხელები ისე საყვარლად ააყოლა ანამ , მერე მხრები აიჩეჩა დიდი ადამიანივით. ვუცქერდი და ღიმილს ვერ ვიკავებდი. აშკარად, მამა მისი იდეალი იყო, მისი გმირი და მსგავსი ,,მანერებით“ ცდილობდა ამის გამოხატვას. ვფიქრობ ყველა გოგოს იდეალი მაინც მამაა, ამიტომ მამა უპირობო სიყვარულის გამტარებელი და საუკეთესო მცველიც უნდა იყოს. გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, ხომ შეიძლებოდა მეც მყოლოდა ბედნიერი ოჯახი, ასეთი ლამაზთვალება გოგონა, რომელიც ანას მსგავსად ,, მამას გოგო იქნებოდა?!“
გავირინდე,
ჩავფიქრდი,
დავნაღვლიანდი,
სინანული, ტკივილი, ბოღმა ერთად მომაწვა ,ისევ ლინდას აჩრდილი გადაეკრა ბინდად თვალებს.ფიქრებიდან ისევ გოგონებმა გამომარკვიეს, გეხვეწებით ძია ლევან, დაგვეხმარეთ რა!-მუდარა სჩანდა მათ სუფთა თვალებში.ორთავეს ხელი დავავლე, აქეთ იქით იღლიებში გამოვიბნიე და ისე დავაბზრიალე, მათმა ჟივილ-ხივილმა მხიარული ფერებით აავსო,, პარკი’’.
ასე გოგონებაკიდებული მივედი საქანელასთან:
-აბა ამ ლამაზ გოგონებს საქანელაზე ადგილს რომელი ვაჟკაცი დაუთმობს?
ორივე ბიჭი კისრისტეხვით გადმოცვივდა საქანელებიდან და გოგონები დასვეს.
-ჩვენი გმირი ხარ ძია ლევან, ჩვენი გმირი! - აჟღურტულდნენ. ასე უბრძოლველად გავხდი დღის გმირი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იკმარეს;
აბა ვის უფრო დიდზე გაგვაქანავებ, მე თუ ანას?
ქანაობით რომ გული იჯერეს,შემდეგ ,, აიწონა-დაიწონაზე ორი-ერთზე გავნაწილდით და სანამ ერთმანეთი დაქანცვამდე არ ,,ვწონეთ“ არ მომასვენეს...
მოკლეთ, ისე გავერთე ბავშვებთან თამაშით, ლაურაც დამავიწყდა და ჩემი გეგმაც. მომნატრებია ბავშვობა, რომ მეგონა, ბავშვობამ ჩემში ბავშვი მოკლა, ამ ახტაჯანა გოგონებმა თითქოს ჯადოსნური კვერთხი დაადეს და წამებში გააცოხლეს, მერე ნაყინებიც ვჭამეთ, ის ორი ბიჭიც დავპატიჟეთ , რომელთა დახმარებითაც ,,დღის გმირი“გავხდი. ბავშვების მადლიანი და ბედნიერი თვალების ყურებას არაფერი შეედრებოდა იმ წუთს.
დავიმუხტე ... მათი ენერგიით ავივსე პირამდე... უცებ თვალი შევავლე როგორ გამოვიდა სადარბაზოდან ლაურა , ტაქსი გააჩერა, სანამ გავიაზრე ტაქსიში ჩაჯდა და თვალს მიეფარა.
სასწრაფოდ დავემშვიდობე ბავშვებს , დავედევნე, მაგრამ უშედეგოდ.
ისევ ლოდინი.
ისევ თეთრი ღამეები...
ისევ ოცნება , აუხდენელი.
ისევ სიმარტოვე...
ახლა ერთი კვირა ისევ ლაურას ლოდინი მომიწევს, საჭეს გამწარებით ვურტყავ ხელებს და სასოწარკვეთილი შინ ვბრუნდები.
გაუხდელად ვწვები საწოლზე, ფიქრებში ვიძირები: არ მიყვარს ლოდინი, ლოდინს ყოველთვის ტკივილი მოაქვს , მაგრამ ახლანდელი ჩემი მოლოდინი იმედითაა სავსე და ეს იმედი მაძლებინებს. მაძლიერებს.
ოცნებებში ვიძინებ.
დილის რვის წუთები იყო ლუკას ზარმა გამომაღვიძა:
-გისმენ ლუკა.
-ლევან შენი დახმარება მჭირდება, ერთი კლიენტია, ვალი აქვს დიდი ხანია, სულ მატყუებს, შეგიძლია გამყვე რომ დაელაპარაკო?
-რა პრობლემაა , ძმაო, ,, მეგობრობა გზად და ხიდად“, ნახევარ საათში მანდ ვარ.
ლუკას მივაკითხე და აღნიშნული მისამართი მოვძებნეთ GPS ნავიგაციაზე, დაახლოებით 800 მეტრი გვექნებოდა გავლილი, რომ ვერც კი შევნიშნეთ საიდან გაჩნდა, უცნობი ქალი, რომელიც პირდაპირ ჩემი ავტომობილის წინა პანელს შეასკდა.
დავამუხრუჭე , კიდევ კარგი უკან მომავალი მანქანა შორს იყო და გვერდის ავლა მოახერხა დროულად, ...მანქანიდან ელვის უსწრაფესად გადმოვცვივდით ორთავე. ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, მოვკალი?- ვეკითხები სასოწარკვეთი მეგობარს და პანიკაში ვვარდები.
დამშვიდდი ლევან , სუნთქავს, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანოთ- არ დაიბნა ლუკა, ქალის უსიცოცხლო სხეული ხელში აჰყავს, მანქანის უკანა სავარძელზე აწვენს, გვერდით უჯდება და ადგილს წამებში ვტოვებთ .
-საიდან გაჩდა ასე უცებ ტო!-ვეკითხებით ერთმნეთს გაოგნებულები და პასუხი არცერთს გვაქვს.
ვფიქრობ განგებ შემოგვივარდა, ქალი ან ფსიქიკურად ვერ არის ან სიკვდილს აპირებს, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ , დასკვნას აკეთებს ლუკა, მეც რა თქმა უნდა ვეთანხმები მის მოსაზრებას.
-ის , ის იყო სამასებზე შევუხვიეთ,რომ ჩვენს დაძაბულ ყურთასმენას ქალის მისუსტებული, სასოწარკვეთილი ხმა მოსწვდა:- არ მინდა სიცოცხლე! არ მინდა სიცოცხლე! არ მინდა სიცოცხლე!
დავიძაბეთ...ერთმანეთს წინა ხედვის სარკეში გავხედეთ და ერთდროულად აღმოგვხდა:
- გადავრჩით! გონს მოვიდა!
- იქნებ ჩემთან წავიყვანოთ, ხომ იცი, ჩემი ცოლი ფარმაცევტია. მიხედავს.თან დღეს არ მუშაობს, იცი, არ მგონია რამე ჰქონდეს დაზიანებული, სწრაფად არ მიდიოდი, დამუხრუჭებაც დროულად მოასწარი, საავადმყოფოში ათასი კითხვები და გამოძიება წავა. შარს არ გადაგვკიდონ- საუბრობს და აღარ ჩუმდება ლუკა,თავისსავე ვარაუდებს თვითონვე პასუხობს, მგონი ახლა ლუკაა პანიკაში სიხარულით.
რას ფიქრობ შენ?
-არც აზროვნების თავი მაქვს, არც გადაწყვეტილების მიღების, გემორჩილები. რომ ვიაზრებ ერთ წუთში შეიძლებოდა ქალის მკვლელი გავმხდარიყავი, შენ აზრზე ხარ, ეს ხომ ჩემი ისედაც დამპალი ცხოვრების დასასრული იქნებოდა?! -ვეუბნები ლუკას და ავტომობილს მიმართულებას ვუცვლი .
ამასობაში ლუკამ შინ დარეკა, მეუღლეს, ნანას არსებული ვითარება აუხსნა , ნანამ ,, ღმერთს მადლობა შესწირა “, რომ დაგვიფარე განსაცდელისგანო.
მალე მივედით.
-მე გადმოვიყვან შენ შედი , მიეხმარე ნანას-ვუთხარი მეგობარს . და ქალის მიმართულებით წავედი. ლუკა შინ შევიდა.
ახლაღა გავბედე, ქალისთვის დამეხედა. გავქვავდი .ნუთუ ეს შესაძლებელია ღმერთო!:~ ის იყო, ნამდვილად ის იყო. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე სადაც ლუკას მიერ გადაღებულ ფოტოებს ვინახავდი. არ ვცდებოდი. მიუხედავად გატანჯული, ჭუჭყიანი სახისა და ძაძისა, რომელშიც მისი უნაკლო სხეული იყო გახვეული, ვიცანი.
როგორ, საიდან, დამცინი ღმერთო?!
აშკარა იყო, რომ ქალი გონს მოსულიყო , რასაც თვალის კიდეებიდან მომდინარე ცრემლის ნაკადი ამხელდა, თუმცა თვალები კვლავ დახუჭული ჰქონდა.
დავიხარე, ნაცნობი სურნელი ღარბად შევისუნთქე -ჩემო , ჩემო, ჩემო, ვლუღლუღებდი და როგორც სანუკვარი განძი, გულზე სათუთად მიხუტებული მიმყავდა.მიმყავდა და ვგრძნობდი როგორ არ მეთმობოდა ეს სუსტი არსება არავისთვის.
მადლობა ღმერთო ამ საჩუქრისთვის. არასდროს დაგივიწყებ!- აღმომხდა ბედნიერს ...
ღმერთო, როგორი უსუსური , როგორი მიუსაფარი, როგორი მსუბუქი იყო და მაინც ყველაზე სასურველი ქალი იყო მთელს პლანეტაზე. იმ წამს მივხვდი რომ მისი კარგად ყოფნისთვის მთებს გადავდგავდი .
-აბა სად ვაწვენთ?- ვეკითხები ნანას.
-შენს საძინებელში, სხვაგან სად?- თვალს მიკრავს ლუკას მეუღლე.
ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რადგანაც, ნახევარჯერ ლუკასთან ვათენ- ვაღამებ, ერთი საძინებელი მე მომაკუთვნეს. სწორედ ამ საძინებელში შევიყვანე , ფრთხილად დავაწვინე . ნანამ თვალით გვანიშნა მარტო დაგვეტოვებინა .
სანამ ნანა ქალს პირველად დახმარებას უწევდა მე და ლუკა მისაღებში დავსხედით და ათასნაირი სავარაუდო აზრი და ფიქრები დავატრიალეთ გაფუჭებული ფირივით, დღეს გადამხდარ უცნაურ ამბავთან დაკავშირებით.
-აშკარაა ლუკამ ვერ იცნო. ძალიან კარგი არც მე ვეტყვი. ჯერ -ჯერობით ასე დავტოვებ ამ ამბავს-ვფიქრობ ჩემთვის
-ნუთუ მართლა ვერ იცნო? როგორ დავიჯერო, ქალს ამდენხანს ეძებდა და რომ იპოვა ვეღარ იცნო, ისე, გამართელებაც ამას ჰქვია-ფიქრობდა ლუკა და ისიც დუმდა.
ფიქრებიდან ნანას გამოჩენამ გამოგვარკვია. გვითხრა რომ დამამშვიდებელი მისცა და ჩაეძინა. იქნებ რომ გაიღვიძებს გვიამბოს რა დაემართა, რატომ გადაწყვიტა ?!
კაცო, მოეკლა თავი, ვინ უშლიდა მაგრამ ჩვენ რას გვაბოროტებდა, სხვა გზა ვერ ნახა?- ავწუწუნდი მოჩვენებითი გულგრილობით.
-კარგი, კარგი, თქვენ სამსახურში წადით, რადგან ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, თუ რამე სიახლე იქნება დაგირეკავთ,
- რომ გაიღვიძებს, შეეცადე გული გადაგიშალოს , იქნებ დახმარება შევძლოთ-ვუთხარი და სახლი დავტოვე.
სამსახურში ადგილს ვერ ვპოულობდი. ვერც ლექციები ჩავუტარე სტუდენტებს, ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე, რამდენჯერმე დავრეკე ამბის გასაგებად, მაგრამ სძინავსო ნანამ. ვერ მოვისვენე რატომღაც და მალევე დავბრუნდი შინ. სახლში ფეხაკრეფით შევედი, ნანა არსად სჩანდა და გეზი პირდაპირ ჩემი საძინებლისკენ ავიღე, საძინებლის კარი ღია დამხვდა. გულმა რეჩხი მიყო. ნუთუ გაიქცა? სასწრაფოდ ავკრიფე ნანას ნომერი, არ მიპაუხა, კიდევ დავრეკე, გვიან აიღო ყურმილი
-სად ხარ ?- ვკითხე სასოწარკვეთილმა,
რა,ხდება ლევან, სენი ხმა არ მომწონს, ბავშვებთან გამოვიქეცი სკოლაში, მოვალ თხუთმეტ წუთში, რა ხდება?
სახლი ცარიელია ნანა.
-არ არსებობს! რომ გამოვდიოდი დავხედე, ეძინა.წერილი დავუტოვე, რომ მალე დავბრუნდებოდი.
გაპარულა - აღმომხდა სასოწარკვეთილს და საწოლზე ჩამოჯექი სადაც რამდენიმე საათის უკან ჩემი ოცნების ქალი იწვა. იქვე ნანას წერილს მოვკარი თვალი , რომლის ქვეშ დიდი ასოებით ეწერა:
,, მომიტევეთ, მადლობა ყველაფრისთვის. გთხოვთ, თუ ჩემი გადარჩენა გსურთ ჩემი ამბავი საიდუმლოდ შეინახეთ“. არავისთან მოყვეთ. მით უმეტეს არც პოლიციასთან. თქვენს ჩუსტებს წავიღებ, მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნებთ, გპირდებით .
,, ლიკა.“
ლიკა ჰქვია! ლიკა, ლიკა-ვიმეორებდი და საოცარი სითბო მეღვრებოდა გულში


VI თავი/ ლიკა
იმ საღამოს , როცა ლაურა ჯიქიების ბინიდან დაბრუნდა, მახარა:- ნახე , ლიკა, შვილო, ჩემი ნაჩუქარი შარფი, შენ რომ დაკარგული გეგონა, იქ დაგრჩენია. თეკლას უჯრაში ჩავდებ, ახლა კი ძალიან გთხოვ, რამე მაჭამე, მგელივით მშია და უნდა გავიქცე, დღეს მორიგე ვარ საავადმყოფოში.
-რა საყვარელი და კარგი ადამიანია, ეს მაძლებინებს კიდევ ამ გაუსაძლეთში.
***
მზიანი ორშაბათი გათენდა ახალი იმედით და ახალი ოცნებებით სავსე.
მაგრამ ყველასთვის არ...
დედამ დარეკა სოფლიდან, ნამტირალევი იყო: თეკლა შვილო, მამას მდგომარეობა დამძიმდა, იქნებ ერთხელ მაინც ჩამოხვიდე, სიკვდილამდე , ინახულო, გკითხულობს სულ.
ცრემლები ყელში მომებჯინა, როგორ ავუხსნა დედას რომ სანამ მეუღლე კარგად არ გახდება და სიარულს ვერ შეძლებს მარტოს არ მიშვებს.
-კი დედი, აუცილებლად, მივეცი ყალბი დაპირება,უკვე მერამდენედ, ვინ იცის და ცრემლები წამსკდა!
-რა ზლუქუნებ, მამაშენს მშვენიერი მომვლელები ჰყავს, მიხედავენ შენს გარეშეც, აბა მე რა ვქნა, ეტლით რომ გამასეირნო იმის თავიც არ გაქვს , ჰო და, როცა დავდგები ფეხზე და მაშინ ვინახულებთ!
-ღმერთო, რა უგულო ეგოისტია, ვეღარ ვუძლებ, სიმსივნიან კაცს როგორ ედრება? კიდევ ერთხელ მახრჩობს უსუსურობის განცდა. ვუყურებ და მიკვირს, ნუთუ ოდესმე მართლა მიყვარდა ეს კაცი?
-დე, სკოლაში არ დაგვავიანდეს, ჩხუბობს მასწავლებელი, წიგნებს ჩავილაგებ და გავიდეთ, მაფრთხილებს თეკლე.
კი, შვილო, კაბას გადავიცვამ და გავიდეთ. კარადიდან განწყობის შესაფერისი შავი, უღიმღამო ბებიის ნაქონი გრძელი კაბა გამოვიღე, გადავიცვი, და ის იყო გასვლას ვაპირებდით, თეკლამ გამომძახა:
დე , ჩემს უჯრაში, რომ შენი ცისფერი შარფია, შეიძლება დღეს მე გავიკეთო?
-კი შვილო. ოღონდ არ დამიკარგო, ლაურა ბებიამ მაჩუქა.
კარგი და
დე, მამაკაცის სუნამოს სუნი რატომ აქვს? ფუფ, არ მომწონს, აღარ მინდა , ასეთი ჩემს გვერდით რომ საბა ზის იმას ასხია ხოლმე და გული მერევა. გეხვეწები მასწავლებელს სთხოვე რომ ან აღარ დაისხას, ან სხვაგან გადასვას.
ქმარმა ყურები ცქვიტა. რაო, მამა,რა თქვი? მოიტანე აბა ვნახოთ?
თეკლამ შარფი დემეტრეს მიურბენინა, მეც მათთთან მივედი გაკვირვებული, ვერ მივხდი შარფს რატომ უნდა ჰქონოდა მამაკაცის სუნამოს სუნი, დაყნოსა , მერე მე შემომხედა, თვალები ავის მომასწავლებლად ჩაუსისხლიანდა, გადმოკარკლა, წამოიწია და მთელი ძალით სილა გამაწნა.
-შე კახპა, შე ბ**ო! ამას გვიმალავდი არა?
-გავშრი, ლოყაზე ხელი ვიტაცე, თეკლას გავხედე, ბავშვის თვალებში საშინელი შიში იდგა. სანამ მე გაოგნებული ვიდექი მეორე სილაც დამაწია.
მა, რატომ ცემ დედას, აკივლდა , გადალურჯდა ბავშვი და აცახცახებული შემომეხვია.
ბ**ია ა დედაშენი შვილო, ბ**ზი, ღრიალებდა ბოლო ხმაზე მამაკაცი, რომელთა თანაცხოვრება გაუსაძლის 10 წელს ითვლიდა, მეტი არაფერი გამიგონია, გამოვიქეცი,გავრბოდი ფეხშიშველი ოღონდ არ ვიცი სად, დაიღვარა ჩემი იმედის ბოლო წვეთი, დავკარგე სიცოცხლის აზრი, მხოლოდ სიკვდილი მინდოდა.
ჩემი ხსნა სიკვდილშია! ჩემი ხსნა სიკვდილშია , სიკვდილშია...
როცა სუიციდის გადაწყვეტილებას იღებ თავისუფლდები ყველა ტკივილისგან, აღარ გეშინია, მეც ასე უშიშრად გავრბოდი სიკვდილტან შესახვედრად თვალებზე ლიბრგადაკრული.
უცებ მანქანის დამუხრუჭების ხმა მისწვდა ჩემს გონებას , მეტი აღარაფერი მახსოვს...
გონს რომ მოვედი, მანქანის უკანა სავარძელზე ვიწექი და გვერდით უცხო მამაკაცი მეჯდა. იმის გააზრებამ , რომ ისევ ცოცხალი ვიყავი ცრემლებით ამავსო.
მინდოდა გამეგო სად ვიყავი, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ ისინი არ საუბრობდნენ. ბოლოს გაჩერდნენ. ჩემს გვერდით მჯდომი გადავიდა . მძღოლმა გადმოსძახა შენ წადი, მე შემოვიყვანო .თვალებს ვერ ვახელდი, მტკიოდა , ყველა უჯრედი მტკიოდა გაუსაძლისად.
მომიახლოვდა. ვგრძნობ მაკვირდება, მერე დაიხარა, ფრთხილად ამიყვანა, მიმიხუტა , შემისუნთა და ჩამჩურჩულა: ჩემო, გოგო ჩემო, ჩემო, და ღმერთს მადლობა შესწირა . ოი, რამხელა სითბო, ზრუნვა, სიყვარული გამოსჭვიოდა მის ქმედებაში, მის ხმაში!
ვერაფერს მივხვდი , მანამ სანამ ოჯახის დიასახლისმა სახელით არ მიმართა: - ლევან, დააწვინე და გადი.
-ლევან? - უკვე მეორედ იკვეთებოდა ეს სახელი ჩემს ცხოვრებაში. ნუთუ დამთხვევაა?- თვალი შევავლე ზურგიდან, როცა კარში გადიოდა, ის იყო. მამაკაცი, ავტობუსიდან.
რატომ ღმერთო?განა ჩემი უბადრუკი ცხოვრება არ მეყოფოდა , ეს ფსიქოპატი რაღას გადამკიდე?
რატომ მსჯი ღმერთო? რატომ? სულ შენი მცნებებით ვცხოვრობდი, სად შევცდი უფალო? ვიმეორებდი ოთახში მარტოდ დარჩენილი და ამ სახლიდან გაპარვის იდეა ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნდა როგორ უმადურადაც არ უნდა ჩავეთვალე ოჯახს.

მიუხედავად იმისა რომ ჩემში არსებულ ქალს სიგიჟემდე სურდა ეს ,,შეშლილი“’, , გადარეული ‘’ მამაკაცი, რომელმაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაბედა, ის რაც გაბედა და დარწმუნებული ვარ არც პირველი ვიქნებოდი მისთვის , არც უკანასკნელი, ვაცნობიერებდი რომ მას ფსიქოლოგის დახმარება მეტად სჭირდებოდა . რატომო მკითხავს მავანი?ოცდამეერთე საუკუნეში,მაშინ როცა ზედმეტი დაკვირვებაც კი სექსუალურ შევიწროებად ითვლება, სექსუალურ შევიწროებას არ აქვს გამართლება, თავისთავად არის არასწორი ქმედება თავისი პოტენციური შედეგებიდან გამომდინარე, რაც თავის თავში მოიცავს შევიწროების მსხვერპლის ღირსების შელახვას მან კი გაბედა წარმოუდგენელი რამ . მას ფსიქოსექსუალური აშლილობა სჭირდა სავარაუდოდ.
მიუხედავად იმისა რომ მე პროფესიით ფსიოლოგი ვარ და ყველაზე კარგად მესმოდა ლევანის პრობლემა, ჯერ საკუთარი თავი მყავდა დასახმარებელი . მე, რომელიც მთელი 10 წელი ძალადობის , ბულინგის მსხვერპლი ვიყავი ქმრიგან, არანაკლებ მჭირდებოდა ფსიქოლოგი, ამიტომ ფეხზე მყარად უნდა დავდგარიყავი.
ახლა კი როგორმე თავი უნდა დამეღწია აქაურობისთვის . არავითარი ლევანი არ მჭირდებოდა ახლა. ჩემს ზღვარდაკარგულ გონებაში უბრალოდ არ იყო მამაკაცის ადგილი.
წამალი, რომელიც დამამშვიდებლის სახით მომაწოდა დიასახლისმა რა თქმა უნდა არ დავლიე, ძილის დრო არ მქონდა, რაც შეიძლება შორს უნდა წავსულიყავი , სანამ ოჯახის წევრები ძებნას დამიწყებდნენ.
უცებ კარი გაიღო დიასახლისი შემოვიდა, ფურცელზე რაღაც დაწერა და სკამზე დადო. როდესაც კარი მიხურა და ფეხის ხმა მიწყდა თვალი გავახილე, წერილი ავიღე, სადაც ეწერა რომ შვილების გამოსაყვანად მიდიდოდა სკოლაში და ნახევარ საათში დაბრუნდებოდა.
-ან ახლა ან არასოდეს!-ძლივს წამოვწიე დაჟეჟილი სხეული საწოლიდან , ძალა მოვიკრიბე, აკანკალებული ხელით საპასუხო წერილი დავუტოვე, გასასვლელ კართან მასპინძლის ჩუსტები შევნიშნე, ჩავიცვი და სახლი დავტოვე.




VII ლიკა***
მივდიოდი, არა, უფრო სწორად , მივლასლასებდი ქუჩა- ქუჩა, უბან -უბან, ჩიხებში, თმები სახეზე ჩამოვიყარე, თითოს ამით ვინმეს დავემალებოდი, ყველაგან ნაცნობი მეჩვენებოდა, ხან თითქოს მომდევდნენ , ნაბიჯს ვუმატებდი, ხან სვენებ სვენებით, ნელი ნაბიჯით მივუყვებოდი გზას.
მშიოდა...
მციოდა...
მეწვოდა..
მტკიოდა დამძიმებული სხეულის ყველა უჯრედი, ვტიროდი ჩემს ცარიელ ცხოვრებას და იმ წუთში ზურგს უკან დარჩენილი აღარც ერთი ადამიანი აღარ მენანებოდა დასაკარგად, აღარ მჭირდებოდა, აღარ მსურდა, შვილიც კი. როცა საკუთარი თავი გძულს, დამცირებული, შეურაწყოფილი, უარყოფილი, შენც თითითქოს ყველას წინააღმდეგ გინდა ამხედრდე და უარყო ყველა. მხოლოდ რაც შეიძლება შორს ამ ქალაქიდან გადასაკარგავში წავსულიყავი...
ფულიც არ მქონდა, არც საბუთები... მაგრამ მქონდა ხელზე -,,ქორწინების ბეჭედი“. დაუნანებლად მოვიხსენი , ჯერ გადაგდება მინდოდა, მერე გონება გამინათდა და ფულად ვაქციე. ახლა ადვილი გახდა გზის გაგრძელებაც, დაპურებაც, წყურვილის მოკვლაც.
ბნელოდა უკვე, როცა ტაქსი გავაჩერე და ჩემი სოფლის მისამართი ვუკარნახე. ჯერ გაოცდა, უნდობლად შემათვალიერა.
მივხვდი , სასწრაოდ მჭირდებოდა რამე ძლიერი არგუმენტი ეჭვის გასაქარწ....ბლად:
-მამა მყავს მძიმედ! და ცრემლები წამსკდა. აღარაფერი უკითხავს მეტი...
იმ ღამით ჩემი ბავშვობის მეგობრის, რეზის დახმარებით ჩუმად შევიპარე სახლში , დედა ვნახე, მამას ეძინა ნატანჯი ძილით. დაბნეულ დედას არსებული მდგომარეობა ავუხსენი, ბევრი იტირა, სიმწრით თითები დაიჭამა, , გულ-მკერდი დაიგლიჯა... ვიცოდი, ვიცოდი, დედის გულს რა გამოეპარება , მაგრამ შენ დუმდი და აბა მე რას გავხდებოდი , როგორ ჩავერეოდი, რა შემეძლო, მითხრა სასოწარკვეთილმა?! მერე მაგრად გულში ჩავეკარი, პატიება ვთხოვე , მამას უკანასკნელად შუბლზე ვეამბორე და სახლი დავტოვე. ვიცოდი დედასთან დამიწყებდა ძებნას ჩემი ქმარ-დედამთილი, რეზისტან მივედი.
10 თვით ვიყავი რეზიზე პატარა, მაგრამ ბავშვობიდან როგორც ძმა ისე ზრუნავდა ჩემზე, მიცავდა, მიგებდა, მენდობოდა, მშობლები ცეკვასა და მუსიკაზეც ერთად დაგვატარებდნენ . მოკლეთ ყველა კონცერტი და ღონისძიება ჩვენით იწყებოდა და სრულდებოდა სკოლაში. მერე უნივერსიტეტშიც ერთად ჩავაბარეთ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე .შემდეგ . რეზიმ ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი დააფუძნა, სადაც ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს, მოზარდებსა და მათი ოჯახის წევრებს ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარებოდა. ვიცოდი რომ, ვერ მაპატია მის უკითხავად გათხოვება, ახლა კი, როცა ასეთ უსუსურ მდგომარეობაში დამინახა ყველაზე მეტად მას აეწვა, მას ესმოდა ადამიანურადაც და პროფესიულად ჩემი .
იმ ღამითვე გადარეკა ბათუმში, მესმოდა ბინის საკითხზე საუბრობდა ვიღაცასთან, შემდეგ დაუფიქრებლად გამოაყენა ფარეხიდან ავტომობილი , შიგ ჩამსვა და ბათუმის მიმართულებით ისე დაიძრა, ჩემთვის აღარაფერი უკითხავს.
სწორედ რეზის გავლენებით წყალობით , მისი უანგარო მეგობრების დახმარებით , რომელთაც ჯერ განმკურნეს ,თავისი თანამედროვე სასწაულმოქმედი თერაპიით, შემდეგ კი იმავე ცენტრში დამტოვეს. .უკვე ორი წელია ფსიქოლოგად ვმუშაობ. ვის არ შეხვდები აქ, თუ აქამდე მხოლოდ ჩემი თავი მეგონა ყველაზე ძალადობის მსხვერპლი , მოდიან უარესებიც, ზოგს ძალადობისგან თვალი აქვს ამოვარდნილი, ზოგს მხარი, ზოგს ყბა . ასეთი ადამიანების დანახვისას თანაგრძნობა და სულიერი ტრამვა მიათმაგდება და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო მათი სრულფასოვან ადამიანად გარდასაქმნელად. ხანდახან ვფიქრობ, ისევ თავიდან დამჭირდება მკურნალობა მათი შემყურე,მოდიან მოძალადეებიც, სინანულში ჩავარდნილებიც, ბევრია ბულინგის ფაქტები რელიგიურ ან ქსენობოფიურ ნიადაგზე. პედოფილები...
იმ საღამოს რეზის დაბადების დღის აღსანიშნავად თანამშრომლებმა სიურპრიზის მოწყობა გადავწყვიტეთ .
რესტორანში უნდა შევკრებილიყავით. ჩემმა ასისტენტმა ხატიამ მთხოვა გავყოლოდი მაღაზიაში კაბის შესარჩევად.
-შენ რას იცვამ ?- მკითხა , სხვათაშორის ერთ-ერთ მაღაზიაში შესვლილსას.
- დავიბენი, გამახსენდა ბოლოს სკოლის ბანკეტისთვის შევიკერე კაბა, 15 წლის უკან, იმის შემდეგ ჩემს თავზე, განსაკუთრებულ ჩაცმულობაზე არც დავფიქრებულვარ . გადავეჩვიე. სახლშიც მხოლოდ პრაქტიკული სამოსი მქონდა.
-ჩვეულებრივ, რაც მაქვს -მივუგე უხალისოდ .
გაგიჟდა, გადაირია, მერე , უცებ მაცდურად, გადაიკისკისა, თითი ლოყაზე მიიდო, ჩაფიქრების იმიტაცია გააკეთა და წამოიძახა: -ლიკა მოდი ეს დღე ჩვენს თავს ვაჩუქოთ.
როგორ?-ვკითხე
დღეს ყველაზე ლამაზები ვიყოთ რესტორანში. ყველა მონაცემი გვაქვს ამისთვის, შენ მით უმეტეს, მოდი გამოვიყენოთ, გთხოვ!
კარგი, კარგი- ავყევი რატომღაც. ხატია ისეთი იყო, ყველაზე უბედურსაც კი მის ჭკუაზე მომართავდა და გააბედნიერებდა. საოცრად დადებითი აურა ჰქონდა.ძალიან მეკომფორტებოდა ეს სიფრიფანა, უბოროტო, კეთილშობილი გოგო, რომლის სახლშიც უკვე ორი წელია უსასყიდლოდ ვიყავი შეფარებული.
მე, მუქი იისფერი აბრეშუმის კაბა ვიყიდე, ღრმა დეკოლტეთი, რომელიც ჩემს ოდნავ მომატებულ ფორმებს უფრო მეტად მიმზიდველს და სექსუალურს ხდიდა. ხატიამ ცისფერი.
- მოდი დღევანდელი საღამო ჩვენს თავებს ვაჩუქოთ!- თვალი ჩავუკარით ჩვენს ორეულს სარკეში, რომელიც მაღაზიის გასასინჯში იდგა, სარკიდან ისეთი დახვეწილი, ბედნიერი ქალები გვიმზერდნენ თვალს ვერ ვწყვეტდით. შემდეგ სალონში გავიარეთ თმები მოვიწესრიგეთ. საკუთარ თავზე ასეთი ზრუნვის მერე თავისთავად მოვიდა სულში შესაფერისი განწყობაც. დაგვიანებულებს, გაბადრულ -გაბედნიერებულებს ყველა მისული დაგვხვდა რეზის ჩათვლით როცა ბუშტებით, შუშხუნებით და ტორტით ხელში სიცილ-კისკისით შევაბიჯეთ რესტორანში.
ეს იყო წარმოუდგენელად დიდი თავდაჯერების , კომფორტის, სულის ზეიმი, როცა ჩვენს გარშემო მაგიდებთან მჯდომი ყველა წყვილი თვალი ჩვენსკენ იყო მომართული. ჩვენი ათამდე თანამშრომელიც გაოგნებული იდგა აღფრთოვანებას ვერ მალავდა
ამ სილამაზეს გვიმალავდით გოგოებო?
- ამ საღამოს ერთ ერთს ვიტაცებ!
გოგონა თქვენი გაცნობა შეიძლება?- თანმშრომლებს გამოეყო რეზის მეგობარი ბაჩო და ხატიას მოწიწებით ხელზე ეამბორა. ხატიას ღაწვები ისე საყვარლად შეეფაკლა , უკვე გასაგები იყო რითვისაც გამოიპრანჭა ასე მონდომებით.
-არ ვიმჩნე!- ვჩურჩულე, თვალი ჩავუკარი და ერთმანეთს შავატოვე.
- ქალბატონო , ერთ ცეკვას აჩუქებთ,იუბილარს?- რამდენიმე ჭიქა შამპანური მქონდა დალეული როცა თავზე დამადგა კარგად შეზარხოშებული რეზი და საცეკვაოდ გამიწვია. ისეთი სიმპატიური იყო, ისე საყვარლად უციმციმებდა დიდრონი შავი თვალები საღამოს განათებაზე ვფიქრობ იმ წუთში ყველა ქალს შეშურდებოდა ჩემი.
უხმოდ გავყევი.
ჩართეთ ტანგო !- დაიძახა შეზარხოშებულმა იუბილარმა.
გავფითრდი, რა ტანგო, ბავშვობის მერე არ მიცეკვია?! ხელი გამოვტაცე და უკან მაგიდისკენ გავიქეცი.
გთხოვ, ჩვენი მონატრებული ბავშვობის ხათრით!- ისეთი მუდარა და სასოწარკვეთა გაისმა რეზის ხმაში წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე , თვალები ამემღვრა. რაც არის არის! - ვუთხარი ჩემს თავს და რეზის მივუახლოვდი.
- დავანთოთ ცეცხლი?
-დავანთოთ!- თავი დავუკარი და დავიწყეთ.
ვცეკვავდით თავდავიწყებით. უკვე გაზრდილი , ცეცხლმოდებული , დასრულებული სხეულებით, და ეს აღარ იყო მხოლოდ სამეჯლისო ცეკვის ილეთების სწორად შესრულება ორი შეშინებული ბავშვის, რომ არასწორი ნაბიჯით მასწავლებლის რისხვას დაიმსახურებდნენ.
ჩვენი სხეულები ისეთ სასიყვარულო გრძნობებსა და დაუოკებელ ვნებებს გადმოსცემდნენ ,ალბათ ნებისმიერი მაყურებელი იფიქრებდა , რომ ჩვენი წყვილისთვის საუკუნო სიყვარულის მადლი დაებერტყა განგებას.
ეს იყო, სევდით, ვნებებით, ენერგიით , ძალითა და სინაზით დატვირთული გრძნობების ცვალებადობის დინამიკური პროცესი, რომლის განცდაც დავიწყებული მეგონა და ერთიანად აფეთქდა ჩემში როგორც კი დარბაზში ტანგოს ჰანგები დაიღვარა.
მუსიკის ბოლო აკორდი რეზის ცხელმა სუნთქვამ გადაფარა ჩემს ყურთან:
-მიყვარხარ, !“- ჩამჩურჩულა და სველი კოცნა დამიტოვა. სანამ გონს მოვეგე ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და მის ხელში ულამაზესი ბეჭედი აბრჭყვიალდა.
-მომეცი უფლება ჩემი გულის დედოფლად გაღიარო და არასოდეს გაგიშვა ხელი, თანახმა ხარ?
ისე წამებში მოხდა ეს ყველაფერი გააზრება გაუჭირდა ჩემს აწიოკებულ სულს.
გავშეშდი, თრთოლვამ ამიტანა, ირგვლივ მიმოვიხედე, მთელი რესტორანი ფეხზე იდგა , ტაშს უკრავდა და ,, კიიი, დათანხმდის გაიძახოდა.
-ეს არაა რეალობა! ეს არაა რეალობა! შეუძლებელია! ვლუღლუღებდი თვალებზე ხელებაფარებული და ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა.
-შეუძლებელია!- დაიგრგვინა უეცრად სასოწარკვეთილი მამაკაცის აღელვებულმა ბარიტონმა რესტორანში.
სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. თვალებიდან ხელი ფრთხილად მოვიშორე . ახლა ყველა წყვილი თვალი ხან მე, ხან იმ უცხო მამაკაცს შემოგვცქეროდა ,რომელიც ბახუსმორეული და ფეხარეული ჩემი მიმართულებით მოემართებოდა. თმები მოზრდოდა, წვერი მოეშვა , ერთი შეხედვით ნამდვილ ლოთს ჰგავდა. და მაინც ის იყო, მამაკაცი ავტობუსიდან.
ლევან! -გამიელვა გონებაში და ვიგრძენი როგორ გადამეკრა თვალებზე ლიბრი, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და გონება დავკარგე.
ნანას ოჯახიდან გამოპარვის შემდეგ, ღამე არ გასულა ლევანზე ფიქრით არ ჩამძინებოდა და მასზე ოცნებით არ დამეწყო დილა. ვფიქრობდი , რა იქნებოდა რომ დავრჩენილიყავი , ურთიერთობის უფლება რომ მიმეცა ლევანისთვის? როგორ წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება? ნეტავ თუ ვახსოვდი, ან კიდევ, რატომ გადაიკვეთა ჩვენი გზები თუ კი ასე უნდა დასრულებულიყო? ვერ ვიგებდი მინიშნებებს, რომელსაც განგება მიგზავნიდა . ხშირად მესიზმრებოდა კიდეც. უამრავი ოცნება და კითხვები მქონდა რომელთა პასუხიც ერთი იყო: ეს გახლდათ ფუჭი ოცნება ქალისა, რომელსაც სხვა ლამაზი მოსაგონარი არაფერი გააჩნდა ცხოვრებაში და ამ თავგადასავალს იყო ჩაბღაუჭებული. ყოველ შემთხვევაში სხვა ახსნას ვერ ვუძებნიდი იმ ლტოლვას , იმ ჟრჟოლას, რაც ლევანმა შემოიტანა ჩემს გაცრეცილ , უიმედო ცხოვრებაში.
შვილის მონატრების უსაზღვროება ჭკუიდან მშლიდა, მანადგურებდა, მაგრამ მეგობრების თქმით ჯერ არ იყო სიტუაცია სათანადოდ მომწიფებული და არ ვიყავი მზად მის დასაბრუნებლად. რომ უსათუოდ დამეხმარებოდნენ როცა სრულად განვიკურნებულდი ფსიქოლოგიური ტრამვისგან და თავის მართვას შევძლებდი. ამიტომ ჩემი ცრემლების მოზიარე, ნუგეშისმცემელი, მხოლოდ ღამე იყო...
თვალი რომ გავახილე სასთუმალთან ხატია მეჯდა და თმაზე მეფერებოდა. ახლა რამეს მოგიმზადებ რომ მოძლიერდე, მითხრა და სამზარეულოში გავიდა ღიღინ -ღიღინით. მერე კი ყველაფერს დაწვრილებით მიამბობ.
ლევანი.
ძნელია გადმოცემა იმ ტკივილის , იმ სიცარიელის, რაც ლიკას გაუჩინარებამ გამოიწვია ჩემში. არ ვიცი რა გრძნობა იყო ეს, რატომ მსურდა ეს ფერმკრთალი ქალი ყველა უჯრედით ჩემი საკუთრება ყოფილიყო.
ჩავქრი ...გავუხეშდი... თვები დამჭირდა იმის გადასახარშად რომ ეს იყო ლამაზი სიზმარი და გაღვიძებას უნდა შევგუებოდი.
ერთ კვირა დილას ლაურა მოვიდა დასალაგებლად.გოგონა ახლდა. როცა ვკითხე თუ ვინ იყო ეს პატარა ანგელოზი, ყველაფერი დაწვრილებით მიამბო, მითხრა რომ თავის შვილიშვილი იყო რომელიც დედამ მიატოვა, სხვათაშორის საუბარში მივხვდი რომ არ ამტყუნებდა რძალს. პირიქით ამბობდა რომ ბევრს გაუძლო, რომ ამდენს არც ერთი თავმოყვარე ქალი არ გაუძლებდა. აქებდა, ისეთი სიყვარულით საუბრობდა რძალზე მივხვდი რომ ძალიან განიცდიდა , დიდი სიყვარული და პატივისცემა გააჩნდა რძლის მიმართ. ამან კიდევ უფრო გამიძიერა მონატრება. ასე გავიგე ლიკას ამბავი, ნაწილობრივ. ისიც გავიგე რომ ჩემიდან წაღებულმა შარფმა გამოიწვია უთანხმოება, რომელიც ლიკას გაუჩინარებით დასრულდა.
მიუხედავდ იმისა რომ თავი დამნაშავედ ვიგრძენი, არ დაგიმალავთ და გამიხარდა კიდეც. გავიგე რომ ყველგან ეძებნდნენ და ვერსად მიაგნეს, იმასაც კი ვარაუდობდნენ რომ თავი მოიკლა, მაგრამ ბავშვს არ უმხელდნენ.
მერე მორიდებით მითხრა: შვილო ლევან, დამტოვებელი არ მყავს და თუ შეიძლება კვირაობით მოვიყვანო?
რატომაც არა-სიხარული ვერ დავმალე.
რატომღაც მომინდა ამ გოგონასთან დაახლოება. ის ხომ ლიკას ნაწილი იყო. ოტია იოსელიანის არ იყოს , როცა ქალი გიყვარს მისი ძაღლიც კი გიყვარსო“ , ძაღლს ვერ შევადარებ ამ ანგელოზს მაგრამ ასეა, როცა გიყვარს, მისი ყველა ახალობელი გიყვარს თურმე.
შევეჩვიეთ ერთმანეთს. ერთ დღეს ინგლისურში დახმარება მთხოვა. გამომიტყდა მიჭირდსო. შევთანხმდით რომ ინგლისურში ვიმეცადინებდით კვირაობით. რაოდენ ბედნიერი ვიყავი ვერ აღგიწერთ როცა მომახარებდა ყველაზე ჩამორჩენილი ვიყავი და ახლა ყველას ვჯობივარო. კარგი ნიშნებით მინდა გაგახაროო- მითხრა ერთხელ. და მართლაც, ასრულებდა პირობას. მერე, სანამ ლაურა ალაგებდა დროს ვიხელთებდი ხან სასეირნოდ დამყავდა, ხან საქანელებზე, ხან ნაყინებზე, მოკლედ ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვძლებდით. ალბათ შვილი რომ მყოლოდა ამაზე მეტად არ მეყვარებოდა. ერთ დღეს მოწყენილი მოვიდა. გამომიტყდა , დედა მესიზმრაო, რომ დედა ძალიან ენატრებოდა. რომ სულ ესიზმრებოდა და ხშირად ატირებულს ეღვიძებოდა.
საიდუმლოდ დავპირდი რომ დედას აუცილებლად დავუბრუნებდი, ოღონდ ერთი პირობით, მისი სურათი უნდა მოეტანა , რომ მეცნო და მოეძებნა. ოღონდ ამის შესახებ არავისტან არაფერი ეთქვა.
ბევრი მხიარული ფოტო ჰქონდა ტელეფონში დედასთან გადაღებული. ჩუმად დავაბლუთუზე და როგორც განძს ისე ვუფრთხილდებოდი.
მერე ლაურაც დაიკარგა. შეუძლოდ გახდა, დალაგეგებს შეეშვა და თეკლასთან კონტაქტიც შეწყდა. მქონდა მისი უამრავი ფოტო, რომელსაც იმ იმედით ვინახავდი რომ დედამისს აუცილებლად ვნახავდი და დავაბრუნებდი, თან გავახარებდი.
მეორე წელი გადიოდა და მე, ისევ, ქალისკენ გახედვის არანაირი სურვილი არ მქონდა. სასმელში ნაპოვნი შვება არც ისე მომხიბვლელი ვარიანტი იყო ხოლმე მეორე დილისთვის .ამას დაემატა დეპრესია . ვერაფერი გააწყო ლუკამაც, რომელიც მემუდარებოდა რომ ასე თავს ვიღუპავდი. გავდავწყვიტე ცოტახნით საქართველოს გავცლოდი , მიჭირდა სუნთქვა იმ ქალაქში სადაც ყველა ქალში მას ვეძებდი,მას ვხედავდი.უნივერსიტეტიდან წამოსვლის განცხადება დავწერე, გადავწყვიტე პოლონეთში წასვლა სამუშაოდ. სადაც წლებია ჩემი კურსელი ცხოვრობდა და დასაქმებასაც მპირდებოდა.
ივნისი იწურებოდა.როგორც ყოველთვის ცეცხლი ეკიდა თბილისს.
-როდის მიფრინავ? მკითხა ლუკამ იმ საღამოს ცოტა ნაწყენი ხმით .
ერთ კვირაში- ვუპასუხე უემოციოდ.
- არ გინდა წასვლამდე სადმე წავიდეთ, ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა. ნანაც დედამისთან მიდის ხვალ.
- მაინც სად?-ვკითხე
-იწვის ქალაქი, ბათუმში წავლაზე რა აზრის ხარ, მზის აბაზანები მოგვიხდებოდა ,ზღვა, პლაჟი, ქალები,- თვალები აუჟუჟუნდა. ხომ იცი, ამ ჭუჭყიანი თბილისის ულტრაიისფერი სხივები არ ატანს სხეულში და სულ დამივარდა ,, D” ვიტამინი-აწუწუნდა.
- წავიდეთ , იდეას არ დაეწუნების- გამეცინა ლუკას წუწუნზე,
-როდის მერეა ,, D” ვიტამინს რომ იკონტროლებ ნეტავ?.
ამ დროს ნანა შემოვიდა ოთახში.
- ნანა , შენ არ გინდა ზღვაზე თუ ლუკას არ მოყავხარ?- თვალი ჩავუკარი მეგობარს.
-არ უყვარს ზღვა .მთის ქალია ეგ და დავტოვებ მთაში მგლებთან, თქვა ლუკამ , სიყვარულიანი თვალებით ცოლს შეხედა , მერე ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა.
-როგორი სამაგალითო წყვილია, როგორი სითბო , სიმშვიდე , გაგება და სიყვარული სუფევს მათ სახლში. ვგიჟდები მათზე.
ოჯახი- სიმშვიდის და სიყვარულის ნავსაყუდელი, ჩემთვის ვერ გაიმეტა განგებამ.
მეორე დღის ნაშუადღევს უკვე ბათუმის პლაჟზე ვიწექით და ლამაზმანების თვალიერებით ვირთობდით თავს.
საზღვაო არდადეგების, მესამე დღე იწურებოდა , როცა პლაჟზე სამი გოგონა შევნიშნეთ, ლუდის ბოთლებით ხელში როგორ მოემართებოდნენ ჩვენი მიმართულებით და გზადაგზა ნიჟარებს კრეფდნენ.
-ნახე რა ნაშებია!- მანიშნა ლუკამ.
მართლაც , უიშვიათესი ქმნილებაა , შუაში, რუსული გენეტიკა ეტყობა მის აღნაგობას.
-ჰო და მიდი, რას ელოდები.
რა იყო თავგადასავალი მოგენატრა და გინდა ჩემით გაერთო?- ვუთხარი ლუკას , თუმცა მისი იდეა ჭკუაში დამიჯდა. ავდექი , დილას მოგროვილი ნიჟრები , რომელიც გადაჭრილ პლასმასის ბოთლში მეყარა ხელი დავავლე , გოგონებს მივუახლოვდი და დავიწყე:
ნიჟარები წამოვკრიფე,
და მოგართვით სინჯარით,
გოგოებო, ხომ არ გინდათ
ყავა შევსვათ ფინჯანით?
ჩემი ექსპრომტი მალამო აღმოჩნდა მათი ადვილად დამყოლი ხასიათისთვის, და საღამო ყავით დავაგვირგვინეთ.

...თათა ერქვა. უცნაური მიზიდულობა , რომელიც დანახვისთანავე გამიჩნდა მის მიმართ, ასაღწერად რთულია, მაგრამ რატომღაც არ ვგრძნობდი მამაკაცურ ლტოლვას მის მიმართ. ეს მაკვირვებდა. მაბნევდა, მაღიზიანებდა. თითქოს ვიღაცას მახსენებდა წარსულიდან და ვერ ვაღწევდი თავს მოჯადოებულ წრეს.
თამამი იყო, ზედმეტადაც, არ მსიამოვნებდა ასეთი აღვირს გადასული გოგოები, მაგრამ გასართობად , რაც მეტად ადვილად მისაღწევია , ნაკლებად გიწევს ბრძოლა კაცს და აღარ დაეძებ, უკეთესიც კია...
როცა გოგოები და ლუკა წავიდნენ , ჩვენ დავრჩით, გასეირნება შემომთავაზა თათამ, ვისეირნეთ დაღლამდე, შემდეგ თავისთან დამპატიჟა ბინაში. უარი არ მითქვამს, ბინაში ასვლისთანავე ზედ ამეკრო, თავდავიწყებით დამიწყო კოცნა, ეტყობოდა მამაკაცების არც ნაკლებობას განიცდიდა, არც მოქცევის ზღვარგადასული წესები ეშლებოდა მათთან.
ხელიდან წასული ვინმე ხარ!- ვუთხარი როცა ხელი ჩემს სასქესო ორგანოს წაატანა და ისე მოუჭირა ლამის სული ამომხადა და კისრიდან მოვიხსენი.
უცნაური ზიზღის შეგრძნება არ მტოვებდა.
რატომ უარყოფდა ჩემი სხეული ასეთ ანგელოზს, ასეთ უნაკლოს, როცა ნებისმიერი მამაკაცი იოცნებებდა მასზე, ვერ ვხვდებოდი?! პასუხი არ მქონდა.
მოვიგლიჯე კისრიდან, უხეშად საწოლზე მივაგდე, თითქოს ამაზრზენი გველი დასრიალებდა ჩემს ტანზე.
არ ელოდა ასეთ რეაქციას, საწოლზე მოიკუნჭა ემბრიონის პოზიციაში, თვალეზე ზიზღი და სიძულვილი გადაეფარა. ჩემდა გასაკვირად მეტი აღარ უცდია მოახლოება. ტანაცმელი შევისწორე და ის იყო სახლიდან გამოსვლა დავაპირე მისმა მესენჯერმა დარეკა.
მომაწოდე!-, მითხრა და ტელეფონისკენ გაიშვირა ხელი, რომელიც ჩემს წინ კარადაზე იდო, თვითონ კი იქვე ტუმბოდან სიგარეტი აიღო და მოუკიდა.
ყურმილი ავიღე, ანაზდად ზარის წამოწყების ღილაკს დავაჭირე , იმის იმედით რომ კიდევ ერთი საყვარელი იქნებოდა, ვინმე ჩემნაირად გაბრიყვებული მამაკაცი, რომელიც აქედან წასვლის მიზეზს მაპოვნინებდა ეკრანს დავხედე და სუნთქვა გამიჩერდა, ყელში მარწუხებმა ისევ დაიწყო მოჭერა. არ ვიცი რა ძალად დამიჯდა თავის ხელში აყვანა იმ წამს...
ხელის კანკალით ტელეფონი მივაწოდე , მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვროდი.თითქოს იატაკს მივეწებე.
-რა გინდა ლინდა , რატომ მირეკავ, არ გრცხვენია, ხომ დამინგრიე ცხოვრება არ გეყო?- უყვიროდა განწირული ხმით ყურმილს მიღმა არსებულ ადამიანს თათა, , მერე ყურმილი გაუთიშა და ძირს დაახეთქა. ვუყურებდი და მიკვირდა როგორ ახერხებდა ეს პატარა გოგო ასეთ გარდაქმნას, ამდენი ზიზღი როგორ ან რატომ დაიგროვა სულში რაც მას ახლა სახეზე ეხატა ?!
ვინ იყო?- ვკითხე სხვათაშორის, უფრო დუმილის გასაფანტად.
დედაჩემი . ლინდა თვარაზე და ისიც ისევე არ მჭირდება როგორც შენ, და სხვა დანარჩენები, აქედან დამეკარგე! თქვა შენიღბული სიმშვიდით და სიმწრის ნაფაზი დაარტყა.
დედაჩემსაც ლინდა ერქვა, უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე ვიდრე მის გასაგონად, მერე გონს მოვეგე, არსებული მდგომარეობა გავაცნობიერე, მოვბრუნდი , არ მახსოვს კარებამდე როგორ მივაღწიე დ როგორ აღმოვჩნდი ქუჩაში.
გავრბოდი თავზარდაცემული და თათას სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმოდა, რომელიც დედამისს უყვიროდა.
ნუთუ თათა ჩემი დაა? რა ხდება ღმერთო? ეს როგორ დაუშვი ღმერთო? სადაა შენი სამართალი მითხარი სად? ვქვითინებდი ქალივით და გული გაგლეჯვაზე მქონდა.

მივუყვებოდი განადგურებული ბათუმის ქუჩებს და მივათრებდი დაჭრილ-დანაწევრებულ სხეულს , არც კი ვიცი მერადენედ ? უკვე ყველა კითხვაზე მქონდა პასუხი. მივხვდი ვის ვამსგავსებდი , მივხვდი რატომ გამიჩნდა ზიზღი ქვეცნობიერად. დედაჩემის ასლი იყო თათა დამეფიცება, საფიცარი რომ მყავდეს ვინმე, ის წყეული სცენაც კი არ მტკენია ისე მწარედ, როგორც ახლა ამ ამბავის გაცნობიერება მგლეჯდა უჯრედებად,
წყეულიმც იყავ! წყეულიმც იყავ!
სახლში მისულს ლუკა დაძინებული დამხვდა. აბაზანაში შევვარდი და ყველა ნაკოცნი სისხლის დენამდე ჩამოვიხეხე, მერე , წყლის ჭავლის ქვეშ ჩავიკეცე და მთელი ხმით ავღრიალდი.
რატომ მსჯი ღმერთო? რა დაგიშავე?
ჩემს ღრიალზე ლუკას გაეღვიძა , გაფითრებულმა შემოანგრია აბაზანა და ამ მდგომარეობაში რომ დამინახა გაოგნდა!
- რა მოხდა აღარ იტყვი ადამიანო?
- მომკალი ლუკა, აიღე დანა და მომკალი , გთხოვ!, ღმერთი არ გწამს? მომკალი, მე ზედმეტად ცუდი ვარ ამ სამყაროსთვის, გესმის ჩემი? ჩემნაირი დამპალი სისხლი არ უნდა გაგრძელდეს სხვაში ლუკა. არ შეიძლება გესმის? ჰქენი სიკეთე და მიმკალი, ვეღარ ვუძლებ ტკივილს, ვერაააა, მოვთქვამდი ლუკას მკლავებში ჩემს გაუფასურებულ , წაშლილ ცხოვრებას.
დილით გაღვიძებულს ერთი მიზანი მამოძრავებდა მხოლოდ, რადაც არ უნდა დამჯდომოდა დედაჩემი უნდა მენახა, თვალებში ჩამეხედა და პასუხი მომეთხოვა ბევრ კითხვაზე. მანამდე კი თათას უნდა დავლაპარაკებოდი, რომ როგორმე მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი გამეგო, ოღონდ ეჭვად არ უნდა აეღო რომ მისი ძმა ვიყავი.
თათას ნათქვამმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თურმე ოჯახის პირველი შვილი ყოფილა,( არა და რა იცოდა რომ პირველი მე ვიყავი) როცა დედამისი ლინდა გათხოვილა უკვე ფეხმძიმედ ყოფილა თათაზე , რაც მისმა ახლანდელმა მამამ არ იცოდა , ვერ აპატია ტუილი და მას შემდეგ ოჯახში უარყოფილი შვილი იყო, რომელიც არავის არ უყვარდა, არც მშობლებს, არც დებს. რომ ცოტახნის წინ გაიგო ნამდვილი მამის ვინაობა , დედამისისგან , მივიდა რომ მისგან მაინც ეგრძნო მშობლიური სიყვარული, რომელიც წლებია აკლდა, მან კი სახლიდან გამოაგდო და სულ კახპა და გამომძალველი ეძახა. მას შემდეგ ოჯახიდან წამოვიდა და სწორედაც რომ ,,გაამართლა“ ბიოლოგიური მამის იმედები, ნამდვილი კახპის ცხოვრებას მიჰყო ხელი.
ეს იყო შემაძრწუნებელი აღსარება ჩემი ნახევარდის, ჩემი სისხლის, რომლის საშინელმა აღსარებამ ბოლო მოუღო ჩემს სიმშვიდეს.
- მე მხოლოდ მშობლების სიყვარული მჭირდებოდა, ყოველთვის ვცდილობდი სანიმუშო მოსწავლე და შვილი ვყოფილიყავი რომ შევემჩნიე, მათი შექება დამემსახურებინა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. გოგო, რომელსაც შენ უყურებ ჯერ რაღაც 16 წლისაა და ხელიდან წასული ა , გესმის შენ!- აბა გაბედე და მორალი წამიკითხე. აბა გაბედე!- სლუკუნებდა ბალიშში თავქვე ჩამხობილი.
გული ამიდუღდა, ვაცნობიერებდი რომ ჩვენ ორი ღვთისგან მიტოვებული ერთი ბინზური ნიადაგის შვილები ვიყავით და ერთმანეთი უნდა გადაგვერჩინა. ო, ნეტავ შემძლებოდა მისი დამშვიდება , ნუგეში, დარდის შემსუბუქება იმ წუთში, მაგრამ სიტყას ვერ ვიბრუნებდი ტკივილჩახრაკულ ყელში.
აღელვების ნიადაგზე ისე გამოვტყუე მისამართი ვერც გაიაზრა. მაღალმთიანი აჭარის რომელიღაც სოფელში უცხოვრია,. ერთი საათის სავალი იყო.
კარგი დამშვიდდი, ხვალ გამოგივლი და სადღაც წაგიყვან- ვუთხარი და სახლი დავტოვე.
მთელი ღამე არ დამეძინა, უამრავი ვერსია დავავამუშავე გონებაში დედასთან შეხვედრის , მაგრამ არც ერთი არ იყო ჩემი სულიერი ტკივილის საპირწონე. მინდოდა მისთვისაც ისეთივე ტკივილი მიმეყენებინა , როგორც ჩემთვის მაგრამ არ ვიცოდი როგორ?
გათენება არ გამიგია, თვალებდაწითლებულმა მაგარი ყავა გავიკეთე, თათას მივაკითხე, მანქანაში ჩავისვი და აღნიშნული მისამართი დავაყენე ჯიპიესზე.
მის სახლამდე ისე მივედით არაფერი უკითხავს .შენ აქ დარჩი სანამ არ დაგიძახებ- ვუთხარი და ჭიშკართან მივედი.
გზის პირას მოთამაშე ბავშვი შევნიშნე, დავუძახე,
-ლინდა თვარაძე სად ცხოვრობს , ვკითხე.
ბავშვმა თითი გაიშვირა იმ სახისკენ რომლის წინაც ვიდექი.
-შეგიძლია დაუძახო?
ბიჭი მკვირცხლად გავარდა დასაძახებლად,
ცოტა ხანში სახლიდან წელში ოდნავ მოხრილი დაკონკილ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი გამოვიდა, რომელიც ბებიას უფრო ჰგავდა ვიდრე ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილ ქალს, რომელსაც ოდესღაც დედას ვეძახდი. რომ მომიახლოვდა ვიცანი , ის იყო. დაბერებულიყო, მოტეხილიყო, სილამაზის ნატამალიც კი აღარ შერჩენოდა, ერთ დაბეჩავებულ დედაბრად ქცეულიყო.
-ვინ გნებავთ?- მკითხა, თუმცა სახეზე გაოცებული მაკვირდებოდა. მერე გამომეტყველება შეეცვალა. მოვხვდი განერვიულდა.
ქალს ვეძებ, რომელმაც წლების წინ ,, კუროს“ გულისთვის ქმარი და 13 წლის შვილი უარყო .მოვედი რომ გავიგო რამ აიძულა ქალი, დედა , ერთადერთ შვილზე უარი ეთქვა ? ცხოველებიც კი არ სჩადიან ასეთ უგულობას!
ხმაურზე სახლიდან ერთმანეთის მიყოლებით სამი ანგელოზივით გოგონა გამოვიდა,რომლებიც თათას ძალიან ჰგავდნენ, მივხვდი რომ დები იყვნენ. მათ უკან არყის ბოთლით და ხელჯოხით მამაკაცი გამოჰყვა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ეს არ იყო ის მამაკაცი, რომლის გამოც დაგვთმო დედაჩემმა. ანუ კიდევ სხვა გაააბრიყვა?!
თათაც გადმოსულიყო მანქანიდან შორიახლოს იდგა და გაკვირვებული შესცქეროდა უცნაურ სანახაობას .
არ ვიცი ვის ეძებთ, რაღაც გეშლებათ, თქვა ათრთოლებული ხმით , თუმცა უკვე სახეზე ეტყობოდა რომ მისთვის ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო. - შიშისგან თვალები გადმოეკარკლა და აღარ იცოდა როგორ გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან.
ასევე ცხადი იყო რომ ამ ფარისეველი ქალის მეორე ოჯახს ჩემი არსებობის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.
- იცით ქალბატონო, მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ განგიკითოთ, არც იმისთვის რომ გაპატიოთ, მაგას ღმერთი უჩემოდ მიხედავს, თუ უკვე არ მიხედა, მე მოვედი იმისთვის რომ გკითხოთ :-ნუთუ, ღირდა ამ გადაწყვეტილებად თქვენი ცხოვრება?
- ბედნიერი ხართ დღეს?
ასევე მოვედი ჩემი ნახევარდების გასაცნობად, იმიტომ რომ საქართველო პატარაა, იქნებ და სადმე გადავეყარო ჩემს დებს , ვაი, რომ შემიყვარდეს და ცოლად შევირთო?
ეს რომ არ მოხდეს მინდა ვიცნობდე მათ სახეებს და სამუდამოდ აღვიბეჭდო გონებაში.
ესეც არ იყოს გუშინ კინაღამ ჩემი და გავჟიმე ქალბატონო, ნუთუ ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს? ხედავ სად მიგიყვანათ თქვენმა დაუოკებელმა ცხოველურმა ინსტიქტებმა ?
სულ ეს მინდოდა მეთქვა. მშვიდობით!
შვილოოოო ლევან, მაპატიე!-აღმოხდა ქალს და რომ შვილებს დროულად ხელი არ წაეშველებინათ გონებას დაკარგავდა.
- თქვენ შვილი არც გყოლიათ და არც გყავთ ლევანის სახით. ეს დაივიწყეთ!- გამოვცერი ზიზღით და გასასვლელისკენ წავედი.
- რაო? აქ კი იღრიალა მისმა ქმარმა , ხელჯოხი რომელსაც აქამდე ეყრდნობოდა, ასწია და რამდენიმეჯერ გვარიანად უთავაზა ცოლს. ამათ გოგონების კივილი მოჰყვა, მაგრამ აღარ მიმიხედავს, მანქანა დავქოქე, თათას არსებობაც არ გამხსენებია, კარგა შორს რომ გამოვცილდი სოფელს, მაშინღა შევნიშნე უკანა სავარძის კუთხეში მიკუნჭულიყო და ტირილისგან თვალები დასიებოდა.
- მანქანა გადავაყენე. უკანა კარი გავაღე, მივუჯექი, ხელი მოვხვიე და მაგრად ჩავიხუტე გულში მისი აცრემლებული სახე .
- -მაპატიე ჩემო გოგონა!- ჩვენ ორივე უარყოფილი შვილები ვართ და მხოლოდ ერთმანეთი გვყავს დღეიდან. სხვა ყველაფერი დავივიწყოთ. დღიდან მე ვიზრუნებ შენზე.
- -ალბათ მოკლავს ცემაში მამინაცვალი!- სიჩუმე დაარღვია თათამ. მთელი ბავშვობა მახსოვს სიკვდილამდე სცემდა დედას ეჭვიანობის ნიადაგზე. დედაჩემი ხომ არასდროს ყოფილა დედის იდეალი მაგრამ , კაცი რომელსაც წლები მამას ვეძახდი ნამდვილი არაკაცი და მოძალადე იყო, დათვერებოდა და ყველა გვცემდა უმიზეზოდ. დედაჩემი კი ითმენდა და მოთმინებას გვაიძულებდა. რაც ჩემი დები გაიზარდნენ და დედაც ასე დაბეჩავდა გაუსაძლისი შრომით და ცემით რამდენჯერმე ტვინის შერყევაც მიიღო ცოტა სიმშვიდე ჩამოწვა, მაგრამ შენი გამოჩენა შოკი იყო. ამ შოკიდან ვეღარავინ გამოიყვანთ აწი მათ.
- ძალიანაც კარგი- ყველა იმას იღებს ადრე თუ გვიან რაც დაიმსახურა.- ვთქვი და გზა განვაგრძე.
- ბათუმში გვიან დავბრუნდი. თათა სახლში დავტოვე. სახლში მისვლა არ მინდოდა, ლუკას ალბათ ეძინებოდა, ახლა ყველაზე მეტად დალევა მინდოდა, მარკეტში ვისკი ვიყიდე, სკვერში ჩამოვჯექი და ერთიანად ჩავცალე. მანქანაც იქვე დავტოვე და ფეხით გავუყევი ბათუმის ქუჩებს. იქვე რესტორანი შევნიშნე, გაუცნობიერებლად შევედი, უკვე კარგად მომკიდებოდა სასმელი . დარბაზში ტანგო უკრავდა , ყველა ფეხზე იდგა და მოცეკვევების ცეცხლოვან ცეკვას შესცქეროდა. მივუახლოვდი მოცეკვავე წყვილს და მოულოდნელობისგან ადგილზე გავვავდი. მაგიდას დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი.
- -კარგად ხართ ბატონო?- ხელი შემაშველა ვიღაც ხანში შესულმა ქალბატონმა რომელიც თან მე მიყურებდა თან მოცეკვავეეებს თვალს არ აშორებდა.
- მომდევნო სცენამ კი რომელიც ჩემს თვალწინ გაიმართა , აზროვნების უნარი დამაკარგვინა:
- -ვიღაც მამაკაცი მუხლზე იდგა და ქალს, რომელსაც კუთხე კუნჭულ დავეძებდი, აქ, სადღაც ბათუმის ერთ ერთ რესტორანში ცოლობას სთხოვდა.
- შეუძლებელია!- ისეთი ხმა ამომვარდა უსასოო ყელიდან მეც რომ პირველად მესმოდა .
მივუახლოვდი, ლიკამ ათრთოლებულმა შემომხედა, მიცნო სავარაუდოდ და გონება დაკარგა.
მოკლეთ ამ ქალის თვალგახელილ მდგომარეობაში ყურება არა და არ მეღირსა.
მერე, ბუნდოვნად მახსოვს რესტორნის ადმინისტრაციამ ხელი დამავლო , გარეთ გამათრია.
ვიდექი და ფეხს არ ვიცვლიდი იმის იმედით რომ ერთხელ კიდევ შემევლო თვალი ჩემი სასურველი ქალისთვის. ცოტახანში რესტორნის კარი გაიღო, ვიღაც ლამაზი ქალბატონი გამოვიდა, მიიხედ მოიხედა, თიტქოს ვინმეეს ემალებოდა, მომიახლოვდა: - მე ხატია ვარ, ლიკას მეგობარი, ეს ჩემი ნომერია, დილას დამირეკე. ახლა შინ წადი მთვრალი ხარ. მითხრა და გაუჩინარდა.
დილას რომ გავიღვიძე ლუკას ჯერ ისევ ეძინა. თავი გადაძრობაზე მქონდა .
საათს დავხედე. 7 სრულდებოდა. ვერ ვითმენ, დავრეკო თუ არა? იქნებ სძინავთ ? სურვილს ვერ გავუძელი, მაინც მოვსინჯე და დავრეკე:
- გისმენთ!- მიპასუხა ქალის მისუსტებულმა ხმამ.
- ხატია მინდოდა.
- უკაცრავად, მე ლიკა ვარ, ხატიას ნომერი შვიდით ბოლოვდება, თქვენ ექვსიანი გაქვთ აკრეფილი.
- ლიკა?- გული ამიჩქარდა. ყბა ამიკანკალდა...ხელიც, მე , მე მე... სათქმელს თავი ვეღარ მოვუყარე და ტელეფონი გავთიშე.
- არ შემიძლია ამ გრძნობის გადმოცემა რაც მისმა ხმის გაგონემამ გამოიწვია ჩემში.
- ვიპოვე, ლუკა, ვიპოვე! მადლობა ძმაო! ვღრიალებდი ოთახში და პატარა ბიჭივით ვხტოდი. მერე ლუკას დავაცხრი ლოგინში, გავაღვიძე ძალით :
- რა იპოვე ადამიანო ასეთი, რა, სულ შეიშალე შენ!- წამოყო ნამძინარევი თავი ლუკამ
- ლიკა. ლიკა ვიპოვე. მადლობა რომ აქ წამომიყვანე. სამუდამო ვალი მაქვს შენი.
- ადგილს ვერ ვპოულობდი. სარკეთან მივედი, თავი შევათვალიერე, გაბურძნული, მოუვლელი, სარკიდან მომზირალი კაცი ვეღარ ვიცანი. სასწრაფოდ სალონში მივდივარ!- წამოვხდი.
- სად მიდიხარ ამ შვიდ საათზე ,სულ გაგიჟდი ხომ? -დამაძინე რა, თავზე ბალიში დაიფარა ლუკამ, თან საბანიც მიაყოლა და ძილი შეიბრუნა, თუმცა მეეჭვება ახლა ძილი შეძლებოდა, უბრალოდ ჩემს ემოციებთან მარტო დამტოვა.
- ისევ ტელეფონს ვეცი.
- ხანძრივი პაუზის მერე აიღო,
ლიკა, უნდა გნახო, გთხოვ უარი არ მითხრა . მივაყარე სათქმელი ერთად ტელეფონში, სასოწარკვეთილმა , იმის შიშით რომ უარი არ ეთქვა
- კარგი ლევან, ხატია ვარ , ლიკას მეგობარი, მაგრამ არ ინერვიულოო, დავითანხმებ. ოღონდ გაფრთხილებ, სუსტადაა, წევს.
-
- სამ საათში მანდ ვარ. ლოკაცია ჩამიგდე.
- უნდა მოვწესრიგდე სასწრაფოდ, ჩავიცვი,მანქანა დავქოქე და სალონების ძებნას შევუდექი შუა ბათუმში.
თმა, წვერი მოვიწესრიგე. მერე ყვავილების მაღაზიასთან გავჩერდი,
- ,,დედას ყველაზე მეტად ,,ოქსალისი“ უყვარს, გამახსენდა თეკლეს სიტყვები“ .
- აბა რომელი ყვავილების თაიგული გსურთ?- მკითხა მეყვავილემ თავაზიანად.
- ,,ოქსალისი" გაქვთ? ყვავილი რომელსაც სინათლე და მზე უყვარს?
- რა თქმა უნდა გვაქვს შემომხედა გაოცებულმა მეყვავილემ, როგოც სჩანს კარგად ერკვევით ყვავილებში, ან თქვენი სატრფო იშვიათი გემოვნების ქალია. იცოდეთ, ამ ყვავილს ბედნიერება მოაქვს, ბედნიერების ყვავილს ეძახიან, მინდა რომ ბედნიერება გისურვოთ სიმპატიურო ყმაწვილო. ბედნიერია ალბათ ის ქალი, ვისაც თქვენი გული ეკუთვნის.
- გამეღიმა, არაფერი მითქვამს. თაიგული ჩამოვართვი და ხატიას სადარბაზოს მივადექი , ლიფტი არც გამხსენებია, ლამის კიბეებს ვახტებოდი სიხარულით, ისე მივედი მეექვსე სართულზე დაღლა არ მიგრძვნია , ზარი დავრეკე.
- ახლავე- გამომძახეს და კარის გაღების ხმაც მოჰყვა. მობრძანდით. მე ხატია ვარ , მაპატიეთ, გავდივარ, უნდა დაგტოვოთ. ლიკას თქვენთან ვტოვებ. იმედია საიმედო ხელში ვტოვებ, მაინც გაფრთხილებთ, არ აწყენინოთ! თვალი ჩამიკრა ხატიამ და კარი მომიხურა.
- მარტო დავრჩი გასასვლელ კარს შიგნით, არც კი ვიცი სადაა ლიკა, რა უცნაური გოგოა ეს ხატია?! გამეღიმა, ალბათ ყველაფერი იცის, სხვაგვარად ასე არ მოიქცეოდა- გავიფიქრე და სახლში ფრთხილი ნაბიჯით გავაგრძელე სვლა.
- ხმა არსაიდან იყო. დავიძაბე. გული სადაცაა გამიისკდებოდა, უფრო და უფრო უმატებდა ბაგა-ბუგს, პირველად უნდა წარმდგარიყავი პირისპირ საოცნებო ქალის წინაშე და არ ვიცოდი როგორ?
- რომ არ მიმიღოს ?
- რომ არ მოვეწონო?
- უცებ საძინებლის კარი გაიღო და კარში ცისფერ სარაფანში შიშველი ფეხებით დარცხვენილი ჩემი ოცნების ქალი გამოჩნდა . ოდგა და არ იძვროდა. მხოლოდ მიღიმოდა ყველაზე მომაჯადოებელი ღიმილით ამ ქვეყნად.
- ღმერთო რა ლამაზია, რა ნამდვილი?
- ჩემო, ჩემო სიყვარულო, ხელები გავშალე და გულში ისე ჩავიკარი მონატერული სხეული თითქოს წართმევას მიპირებდა ვინმე.
- არ გამძალიანებია, დამყვა, მოდუნდა, ვიგრძენი რომ მასაც ისევე ვენატრებოდი როგორც მე. ცრემლების ნაკადი არ წყდებოდა მისი სუფთა თვალებიდან. ღმერთო რა ლამაზი , რა სუფთა რა უბიწო იყო , რა სასურველი იყო . ვუკოცნიდი ცრემლიან თვალებს და ქვეყანაზე პირველად ვგრძნობდი რას ნიშნავს შენი ნაწილით სულის შევსება.
- ჩვენ არ ვიცნობით ერთმანეთს.
- არც ხასიათი, არც თვალის ფერი, არც ღიმილი,
- ჩვენ ერთმანეთის მოსახიბლად არასდროს დაგვიხარჯავს სიტყვები. ამბორი, მაგრამ მაინც ჩვენ ვიყავით ერთი მთლიანობა. და აქამდე ჩვენი ცალ ცალკე ნაწილები ლპობას განიცდიდნენ.
- არ ვიცი რამდენხარს ვიყავით ასე მდუმარედ ერთმანეთს ჩახუტებულნი.
- ნამდვილი სიყვარული მდუმარეა, თან უსასრულო!
- იცი მე შენთვის საჩუქარი მაქვს?- ვუთხარი ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.
- შემომხედა, მერე ხელის გულებში ჩემი ლოყები მოიქცია, თვალებში ჩამხედა , თვალებში რომელშიც უსაზღვრო ბედნიერება სითბო, სიმშვიდე და სიყვარული ედგა:
- ძვირფასო, მამაკაცო ავტობუსიდან- შენ ხარ ჩემი საჩუქარი და ბედნიერება-მითხრა ცრემლჩამდგარი თვალებით.
- და მაინც , ტელეფონი ამოვიღე , სადაც თეკლას ფოტოები მქონდა : თეკლა პარკში, საქანელაზე, ნაყინის ფესტივალზე და ასე შემდეგ.
- ლიკა უყურებდა და გულში იხუტებდა მონატრებული შვილის ფოტოებს, დროდადრო ათრთოლებულ ტუჩებს ადებდა ეკრანს და სახეს უკოცნიდა.
- ეს ყვავილები შენ, ჩვენი ბედნიერების სიმბოლოა, ამასაც შენებრ სითბო და სიყვარული სჭირდება, ჩემთან არასდროს შეგცივდება გპირდები, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად ჩემო ბედნიერებავ!

ეპილოგი:
ეს ამბავი ბათუმის ფსიქოლოგიის ცენტრში ერთმა წყვილმა მიამბო. მე სტაჟიანი ფსიქოლოგი ვარ. ისინი კი ჩემი ყველაზე რჩეული პაციენტები იყვნენ.
- დასასრული



№1 სტუმარი ნიტა სელა

ძლივს! პირველი ნაწილი რომ წავიკითხე მას შემდეგ სულმოუთქმენლად ველოდი ფინალს. მომწონს თქვენი წერის სტილი. ბევრი რამ დამაფიქრებელი და რეალურია. ისე ცხადად აღწერეთ ტანგო ,მომინდა ხელვა მესწავლა. აუცილებლად დავფიქრდები ამაზე. მადლობა ნაწარმოებისთვის

 


№2 სტუმარი Елка

Каргад церт да имедиа кидев шемогвтавазебт рамес. Мадлоба

 


№3  offline წევრი ლურჯი მუზები

Елка
Каргад церт да имедиа кидев шемогвтавазебт рамес. Мадлоба

მადლობა რომ დაინტერესდით.

ნიტა სელა
ძლივს! პირველი ნაწილი რომ წავიკითხე მას შემდეგ სულმოუთქმენლად ველოდი ფინალს. მომწონს თქვენი წერის სტილი. ბევრი რამ დამაფიქრებელი და რეალურია. ისე ცხადად აღწერეთ ტანგო ,მომინდა ხელვა მესწავლა. აუცილებლად დავფიქრდები ამაზე. მადლობა ნაწარმოებისთვის

მადლობა დიდი, ისწავლეთ, ჩემს ნაცვლადაც smile

 


№4 სტუმარი ნი-კე

ყველა სიტყვაში,წინადადებაში იგრძნობოდა,რომ არ ზართ უბრალო,,მოხალისე"ვისაც წერა უყვარს და ირთობს თავს..ძალიან კარგად მოიტანეთ ჩემამდე სათქმელი.კარგად გადმოეცით რამხელა ცოდვა შეიძლება ჩაგადენინოს ადამიანს არსწორი ცხოვრების წესმა და ეს შთამომავლობას,თუ შეეხო კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა დანაშაულთან ერთად..უამრავი რამის დაწერა მინდა,მაგრამ შორს წავალ ასე...დამაინტერესა შვილი დაიბრუნა,თუ არა ლიკამ??წარმატებები თქვენ,როგორც პროფესიაში,ასევე წერაში♥️♥️

 


№5 სტუმარი ლაზარე

ძალიან ფსიქოლოგიური ნაწარმოებია. ბევრ რამეზე შეიძლება დააფიქროს. ნმაწარმოები არ სჩანს მოხალისეს დაწერილი, რომელსაც მხოლოდ სიტყუყვრბის რახარუხი და ამრავი პერსონაჟი შემოყავს თხრობის გაწელვის მიზნით და საბილოო ჯამში საპნის ოპერასავითაა. არაფერი დადამახსოვრეველი ხდება. დარწმუნებული ვარ თქვენი ეს ნაწარმოები სულ დამამახსოვრდება. თქვენი ფეისბუქ გვედრდაც სიოამოვნებით გავეცნობოდი. აშკარად კარგად წერთ. წარმატებები მინდა გისურვოთ.

 


№6  offline წევრი ლურჯი მუზები

ნი-კე
ყველა სიტყვაში,წინადადებაში იგრძნობოდა,რომ არ ზართ უბრალო,,მოხალისე"ვისაც წერა უყვარს და ირთობს თავს..ძალიან კარგად მოიტანეთ ჩემამდე სათქმელი.კარგად გადმოეცით რამხელა ცოდვა შეიძლება ჩაგადენინოს ადამიანს არსწორი ცხოვრების წესმა და ეს შთამომავლობას,თუ შეეხო კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა დანაშაულთან ერთად..უამრავი რამის დაწერა მინდა,მაგრამ შორს წავალ ასე...დამაინტერესა შვილი დაიბრუნა,თუ არა ლიკამ??წარმატებები თქვენ,როგორც პროფესიაში,ასევე წერაში♥️♥️

ძალიან ძვირფასია თქვენი შეფასება, უღრმესი მადლობა რომ მოიცალეთ <3 ისე სწორად გაქვთ გაგებული სათქმელი, სწორად გაქვთ ყურადღება გამახვილებული ჩემს სათქმელზე, ცუდი ისაა რომ ეს ისტორია რეალურ ფაქტებზეა აგებული . ეს ტკივილიანი ამბავი ლევანის პროტოტიპმა მიამბო, რამდენიმე წლის წინ , წელს გავიგე რომ ფსიქოლოგიურში წევს. მიტოვებული მშობლებისგან და ახლობლებისგან. ტკივილი და ბრაზი მახრჩობს დღემდე. ეს დაედო საფუძვლად .

 


№7 სტუმარი ნი-კე

ლურჯი მუზები
ნი-კე
ყველა სიტყვაში,წინადადებაში იგრძნობოდა,რომ არ ზართ უბრალო,,მოხალისე"ვისაც წერა უყვარს და ირთობს თავს..ძალიან კარგად მოიტანეთ ჩემამდე სათქმელი.კარგად გადმოეცით რამხელა ცოდვა შეიძლება ჩაგადენინოს ადამიანს არსწორი ცხოვრების წესმა და ეს შთამომავლობას,თუ შეეხო კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა დანაშაულთან ერთად..უამრავი რამის დაწერა მინდა,მაგრამ შორს წავალ ასე...დამაინტერესა შვილი დაიბრუნა,თუ არა ლიკამ??წარმატებები თქვენ,როგორც პროფესიაში,ასევე წერაში♥️♥️

ძალიან ძვირფასია თქვენი შეფასება, უღრმესი მადლობა რომ მოიცალეთ <3 ისე სწორად გაქვთ გაგებული სათქმელი, სწორად გაქვთ ყურადღება გამახვილებული ჩემს სათქმელზე, ცუდი ისაა რომ ეს ისტორია რეალურ ფაქტებზეა აგებული . ეს ტკივილიანი ამბავი ლევანის პროტოტიპმა მიამბო, რამდენიმე წლის წინ , წელს გავიგე რომ ფსიქოლოგიურში წევს. მიტოვებული მშობლებისგან და ახლობლებისგან. ტკივილი და ბრაზი მახრჩობს დღემდე. ეს დაედო საფუძვლად .
შეუძლებელია ამდენი საშინელების გადამტანს ნორმალური ფსიკა შერჩეს,მითუმეტეს,რომ ბავშვობის ტრამვა აქვს..ჩემი აზრით,ან ძალიან ,,უნერვო"უნდა იყოს ადამიანი არ ძალიან ძლიერი სულის და რწმენის,რომ მსგავს რამეს გაძლოს და კიდევ ჯანსაღი აზროვნება შერჩეს..თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით და ალბათ უამრავი ასეთი და შეიძლება უარესიც გინახავთ და მოგისმენით.რაოდენ სამწუხაროა,რომ ბავშვებს,რომლებსაც უზომოდ ფაქიზი სული აქვთ, ამხელა დარტყმას აყენებს მშობელი და დასაწყისშივე უსპობს ცხოვრებას..ყველა ბავშვს გაბრწყინებულ და სიყვარულით სავსე ცხოვრებას ვუსურვებ,თქვენ კი უამრავ წარმატებას პროფესიაშიც და წერაშიც...დიდი ინტერესით წავიკითხავდი თქვენს დანარჩენ იტორიებსაც..♥️♥️♥️

 


№8 სტუმარი სტუმარი კრავაი

სიჟეტიც მომეწონა და წერის კულტურაც.

 


№9  offline წევრი ლურჯი მუზები

სტუმარი კრავაი
სიჟეტიც მომეწონა და წერის კულტურაც.

უდიდესი მადლობა

 


№10 სტუმარი მაკუსია

ისეთი რეალური , სევდიანი და ტკივილიანია თოთოეული სიუჟეტი არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი ემოცია. სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს ნაწარმოებებს სიამოვნებით

 


№11  offline წევრი ლურჯი მუზები

მაკუსია
ისეთი რეალური , სევდიანი და ტკივილიანია თოთოეული სიუჟეტი არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი ემოცია. სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს ნაწარმოებებს სიამოვნებით

მადლობა რომ წაიკითხეთ და შეაფასეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent