შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო საღამო (თავი 3)


26-09-2023, 14:57
ნანახია 1 685

, შენი სახელი შემახსენე - საბუთებს ქექავდა და თვალის მოუშორებლად ჰკითხა აკანკალებულ გოგონას , რომელზეც არც კი შეუხედავს
- მარიამი , მარიამ შაინიძე - გოგონამ ენის ბორძიკით ძლივს წარმოთქვა საკუთარი სახელი და საკუთარ ფეხებს დააშტერდა. ეკატერინეს მისი სახელის გაგონებაზე ტანშ ცივმა ტალღამ დაუარა.ღრმად ჩაისუნთქა და გოგონას მკაცრი მზერით ახედა.
-მარიამ, არ მეგონა რომ ბიძაჩემთან მუშაობდი - ოგოგნას ნერვიულობის შემჩნევისას, სიტუაციის განმუხტვა სცაადა
-დიახ, უკვე ორი წელია რაც მისი მდივანი ვარ
-მისმინე თქვენობით საუბარი საჭირო არ არის , თავი შუახნის ქალი მგონია . რაც შეეხება საბუთებს მადლობა ,თავისუფალი ხარ
-მიხარია თქვე..შენი დაბრუნება , ბატონმა გიამ განცხადება გააკეთა თქვენი წასვლის შესახებ - ამის გაგონებაზე სისხლი ვენებში მოაწვა
-რა განცხადება მარიამ ?
-თქვენ არ იცით?
-ჯერ ერთი ტქვენ არა , შენ! მეორეც კიდევ არანაირი განცხადების შესახებ არ მაქვს ცნობები
-მე ახლავე განახებთ - აკანკალებული ხელით პლანშეტში რაღაცას ეძებდა,რამდენიმე წამში ვიდეო ნახა და ეკატერინეს წინ დაუდო. გოგონამ ვიდეო გახსნა და ყბა ჩამოუვარდა:
-მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორც იცით რამდენიმე დღის წინ მოხდა ინციდენტი, ჩემს ძმიშვილს ორი გაუზრდელი ყმაწვილი თავს დაესხა, ჩემი მეორე ძმისშვილი, თქვენთვის კარგად ცნობილი ეკატერინე ერისთავი , საკუთარი დის დაცვას ცდილობდა ,ამ თავდაცვის დროს ის ორი მამაკაცი მძიმედ დაშავდა თუმცა საკადრისს მიიღებენ.ეკატერინეს გადაწყვეტილებით, დროებით ტოვებს ჩვენს კომპანიას გადატანილი ტრავმის გამო.მინდოდა ეს ყველაფერი გცოდნოდათ,რადგან ის უაზრო მითქმა-მოთქმები და ჭორები სამუდამოდ დაინახოს. ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელია ,როგორც ოდითგანვე გასწავლიან, ნაზი ,რბილი და მარტივად გატეხვადი ადამიანია. ჩემს ძმისშვილსაც ასე დაემართა , ამხელა ტრამვას ვერ გაუძლო და დასვენება სჭირდება. მადლობა ყურადღებისთვის .
-ეს ოთხი წელი ხალხს ფსიქიურად გაუწონასწორებელი ვეგონე და ფიქრობდნენ რომ ერთმა შემთხვევამ მაიძულა გაქცევა ? - გაოგნებულმა ახედა მარიამს
-ვერ მიგიხვდი
-ღმერთო ძალა მომეცი,რომ ეს კაცი არ შემომაკვდეს - სიბრაზით წარმოთქვა და სახე ორივე ხელიტ მოიფშვნიტა .
-ბოს კარგად ხარ? - მარიამი ეკატერინეს რეაქციაზე უფრო ანერვიულდა
-კი,კი. მადლობა ინფორმაციისთვის,თურმე ასეთი გაოგნებულები რატო მიყურებდნენ , ამ კაცმა გიჟად შემრაცხა. ოხ გია, შენ თუ სათითაოდ არ აოგადინო ეს ოთხი წელი ,მე არ ვიყო ეკატერინე ერისთავი - ჩუმად ლაპარაკობდა და ნერვიულად აკაკუნებდა თითებს მაგიდაზე
-წყალი ხომ არ გინდა ბოს ?
-ყინულებით რა ,თუ არ შეგაწუხებ
-კი ახლავე, რა შეწუხება რას ამბობ - გოგონა უცბად გავიდა კაბინეტიდან და რამდენიმე წამში ,ყინულით სავსე ჭიქით დაბრუნდა - აი ბოს, თქვენი წყალი
-მადლობა მარიამ, თავისუფალი ხარ
-თუ რამე დაგჭირდებათ,დამიძახეთ - გოგონამ თადახრით უთხრა და ოთახიდან გავიდა. ეკატერინე ცოფებს ყრიდა, აქამდე ვერ გაეგო რატომ არავინ მოიკითხა ამდენი წელი, რატომ არავის გაუჩნდა კითხვები მომხდარზე, ახლა კი ნათლად დალაგდა ყველაფერი ,ბიძამისმა მიჩქმალა სიტუაცია და ფსიქიურად გაუწონასწორებელ ქალად გამოაცხადა.კაბინეტში წინ და უკან დადიოდა, ცდილობდა საკუტარი ტავი დაეწყნარებინა, როცა მობილურზე ზარი გაისმა
-გისმენ ელის
-რას შვები კატუშ , რახდება მანდ
-მოვალ და ისე მოგიყვები ახლა არ მაქ ნერვები
-კაი , სანამ სახლს ნახავ ჩემთან დარჩი კარგი?
-დღეს დავრჩები ელის , ხვალ უკვე საკუთარ სახლში ვიქნები. ახლა გამოვალ კომპანიიდან მანქანის საყიდლად გავალ და თან ტელეფონსაც ვნახავ . მერე პირდაპირ სახლში წამოვალ
-კაი კატუშ, საღამომდე
მეგობარს ყურმილი დაუკიდა . მარიამ დაუძახა
-დიახ ბოს
-მისმინე, ჩემი ყველა საკრედიტო ბარათი გაახსნევინე ბანკს, ახლა გავდივარ . შენც თავისუფალი ხარ როცა ბარათების საქმეს მომიგვარებ რა .. სასწრაფოდ მჭირდება კარგი ?
-კარგი ბოს, ბანკში დავრეკავ არაა პრობლემა. დარწმუნებული ხარ რომ მეც უნდა გამათავისუფლო? ჯერ მხოლოდ ხუთი საათია
-ნახე რაღაცას გეტყვი - გოგონას წინ დაუდგა - როცა ვამბობ რომ ასეა , ესეიგი ასეა და განხილვას არ ექვემდებარება
-კარგი ბოს, გასაგებია. იმიტომ ვიკითხე რომ ათ საათამდე არცერთ თანამშრომელს წასვლის უფლებას არ გვაძლევდა ბიძათქვენი
-ხოდა გილოცავთ, მე ბიძაჩემი არ ვარ . თავისუფალი ხარ
- ბარათებს აღვადგენინებ და მოგწერთ
-კარგი, მე გავდივარ . ხვალ შევხვდებით
-ხვალამდე ბოს
ლეპტობი და რამდენიმე საბუთი აიღო და კომპანიიდან გავიდა. პირველი ვიზიტი აიტექნიკში ჰქონდა, ახალი მობილური შეარჩია , და მარიამისგან ესემესიც მიიღო,ბარათების განახლების შესახებ. მობილური შეიძინა , ყველა საჭირო ინფორმაცია ჩატვირთა და მანქანის შესარჩევად წავიდა. BMW-ზე შეაჩერა არჩევანი ,როგორც ყოველთვის .ბავშობიდან აფანატებდა ამ მოდელზე . საღამოს კი უკვე ელისაბედის კართან იყო
-გეშველა ? რა მანქანა იყიდე - სახლში არც იყო შესული ელისაბედმა კითხვები რომ დააყარა
-რა კითხვებს სვამ ელისო?
-ვიცი რომ BMW, მაგრამ რომელი მოდელი?
-M8 GTR
-გიჟი ხარ, მოსიარლე კუბო იყიდე
-შეგიძლია დედაბერივით ათასობით კითხვა არ დამაყარო ? რამე მაჭამე
-გიჟი ხარ რა, რა ხდებოდა დღეს აბა
-დავითი სად არი
-ირაკლი ჩამოვიდა და დასახვედრად წავიდა
-კარგია ,კარგი
-ჰა ახლა მოყევი, რა სიტუაცია დაგხვდა, ბიძაშენმა რაო
-რა და ჩემს სიტუაციას მხოლოდ სამი სიტყვა აღწერს ,ჩემო ელისო
-რა სამი სიტყვა , რას მენამიოკები კაცო
-ჩემს ბედს შევე*ი! _ ეს სამი სიტყვა - ხმამაღლა წარმოთქვა და პალტო სავარძელზე გადაკიდა
-ქალი ხარ , ქალი! რა სიტყვებია გოგო
-ახლა არ დამიწყო რა
დაქალს საჭმელი მოამზადებინა,პარალელურად ყველაფერი მოუყავ ჯერ ბიძამისის განცხადებაზე ,მერე კი მარიამზე . ელისაბედს ყბა ჩამოუვარდა,ნამდვილად არ იცოდა რომ მარიამი მის კომპანიაში მუშაობდა .რამდენიმე საათი საუბრობნენ შემდეგ კი სახლის ძებნა დაიწყო , რამდენიმე ვარიანტი ნახა და იქიდან საკმაოდ მყუდრო ბინაა შეარჩია, თანხა ონლაინ გადაიხადა .
მეორე დღეს ჯერ კომპანიაში წავიდა ,შემდეგ კი მარიამს სთხოვა რომ რამდენიმე ხელი ტანსაცმელი გაეგზავნა მის სახლში, რა თქმა უნდა მხოლოდ კლასიკური შარვალი და პალტო ან მანტო, შავი ან თეთრი პერანგები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი . ის დღეც გადააგორა, მისდა გასაკვირად ძალიან მალე დაამყარა საკუთარი წესრიგი კომპანიაში. ყველაზე მეტად ის გაუკვირდა რომ საკუტარმა ოჯახმა არც კი მოიკითხა, არ დაიჯერა რომ ბიძამისი მისი დაბრუნების შესახებ რამეს მაინც არ ეტყოდა , ყველაზე მეტად გული მამაისზე დასწყდა, არც პატიმრობის დროს მოუნახულებიდა არც ახლა ,როცა ამდენი წლის შემდეგ ,როგორც იქნა თავისუფალია . სახლში მისულს ელისაბედმა აუფეთქა ტელეფონი
-გოგო შენ სულ გადაირიე, ხვალ ქორწილი მაქვს და ჩემი დაქალი არც კი მპასუხობს
-ხო იცი რომ კომპანიაშ ვიყავი, რა ხდება აბა გისმენ
-რას იცვამ ხვალ
-მეკაიფები ხო?
-რას ბოდიალობ
-ამის გამო ამაწიოკე ,რომ გაგეგო რას ვიცვამ?
-დიახაც, ჯარისკაცის ფორმით რომ გამომეცხადო ჯოჯოხეთს მოგიწყობ!
-ნუ მემუქრები წრიპა! რამეს ჩავიცვამ რა გინდა
-რამეს კი არა ,ძააან სექსუალურად უნდა გეცვას
-ელისაბედ რას ხლართავ
-არაფერს, კაბა და ფეხსაცმელი გამოგიგზავნე და ნახე, ჩაიცმევ და დამენახები როგორ გაქვს
-აუ ძაან ატრა*ებ და გიხარია, ხო იცი რო ეს მატლაკვეცობები არ მიყვარს
-ჩუმად! ჩემი ქორწილია , ჩემი ქორწილი!
-ოხ შენ და შენი ქორწილი!
- კაბას რომ მოგიტანენ , ფეხსაცმელთან ერთად ჩაიცვამ და მანახებ როგორია
-ვსო?მარტო ეს გინდა?
-დიახაც!
-გამითიშე ,თორე გადმოგწვდი!
-გესლიანო ქალო!
-ელისაბედ!
-ქისიუ,ლავიუ,ჰაგიუ - მიახალა და გაუთიშა, ამასობაშ ზარის ხმაც გაისმა კარზე .
-როგორც ჩანს მოიტანეს ელისაბედის გამოგზავნილი სისულელეები - ჩაილაპარაკა და კარი გააღო, კურიერს გამოართვა ყუთი და სავარძელში მოათავსა
-აბა ვნახოთ , რა გამოაგზავნა ქალბატონმა - ყუთი გახსნა , ჯერ ფეხსაცმელი ამოიღო, წვრილ ქუსლზე , შავი ფეხსაცმელი ოქროსფერი ზამბარისებურად დახვეული შესაკრავით, როგორც გაარკვია გველის ფორმა ჰქონდა შესაკრავს, შემდგომ კაბა ამოიღო,რაღათქმა უნდა შავი, წვრილმკლავზე,გახსნილი გულმკერდით,წელზე თასმებით,ნახევარი მხარე მუხლამდე იყო დაგრძელებული,მეორე ნახევარი კი ბარძაყს საკმაოდ აცდენილი. ჭირის დღესავით ეზარებოდა ახლა ამ ტანსაცმლის მორგება ,მაგრამ ელისაბედის ყბიდან ვერ ამოვიდოდა რომმ არ ენახა . კაბა იდეალურად მოირგო, სავსე მკერდი, გამოკვეთილი საჯდომი და ვარჯიშის მიუხედავად ,მაინც წვრილი გამოყვანილი წელი. გრძელი ფეხები ელისაბედის მიერ გამოგზავნილმა ფეხსაცმელმა დაუმშვენა, ერთადერთი რაც არ მოეწონა მისი შრამი იყო ბარძაყზე, დანით მიყენებული ჭრილობის ვარი, რომელიც კაბის სიმოკლის გამო არ დაიმალა. მაგრამ ელისაბედის წყენინება არ უნდოდა, მაინც გადაწყვიტა ამ კაბის ჩაცმა. ელისაბედს ფოტო გაუგზავნა წარწერით „შენი ბრძანება შესრულებულია „. გოგონამ წამებში დაუბრუნა პასუხი,თითქოს ზუსტად იცოდა როდის მიწერდა დაქალი „კაცი ვიყო ,ოჯახს შენს გამო დავანგრევდი :D “ , ამ ესემესზე ეკატერინეს გაეღიმა, ტანსაცმელი გამოიცვალა და საწოლში მოტავსდა, ხვალ მძიმე დრე ელოდა, ფსიქოლოგიურად მძიმე, ოთხი წლის შემდეგ პირველად ნახავდა საყვარელ მამაკაცს, ათიათასი სცენა წარმოიდგინა, თუ რა რეაქცია ექნებოდა მას რომ დაინახავდა, ზიზღი,სიბრაზე, გაოცება, გაკვირვება ან საერთოდ არანაირი რეაქცია, იქნებ ის ე მოქცეულიყო თითქოს ეკატერინეს არც კი იცნობდა, ამ ფიქრებში გართულს ჩაეძინა.
დილით საკმაოდ ადრე გამოეღვიძა, საათი ექვსს უჩვენებდა, თავის ტკივილი აწუხებდა, ტელეფონს ხელი დაავლო და სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად. მესენჯერი გახსნა და ელისაბედის მოწერილი ესემესი ნახა
@ „აუ ისე ვნერვიულობ ქორწილის გამო ძილი არ მეკარება , რა ჯანდაბა გავაკეთო „
„შენც დილა მშვიდობის ჭირვეულო“ - იფიქრა ეძინებაო და პასუხს არც დაელოდა, წყალი აივსო ,წამალიც გადაყყლაპა იმ იმედით რომ მის თავის ტკივილს უშველის, უცბად კი ტელეფონი აწკრიალდა
@ - რას შვები ეკ
-ახლა ავდექი შენ რატო არ გძინავს?
-აუ გოგო ვერ დავიძნე, ღამეს მოგწერე საიტზე გაცვენებდა, მაგრამ როგორც ჩანს გეძინა , ვერ მოვისვენე , დათაც გუშინ ირაკლისთან და ბიჭებთან ერთად დარჩა, მთელი ღამე მარტო ვეგდე, ლამის შევიშალე
-კაი ჩავიცმევ და გამოვალ,დაწყნარდი
-აუ მალე გამო გთხოვს, სანამ ანანო მოვა ჩემი დამემართება
-ანანო ვინ არი
-ჩემი მეჯვარეა , გეცოდინება, სხვათაშორის შენს კომპანიაში მუშაობს
-მიმღებში?
-ხო , ეგ არის სამი წლის წინ გავიცანი , ისეთი საყვარელია ,რომ გაიცნობ მიხვდები
-ხო მე სისაყვარლე დიდად ვერ დავინახე ,გუშინწინ ,მარა კაი.
-ოო შენ სულ ეგრე ხარ, მალე მოდი გავგიჟდი
-ვიცმევ და მოვდივარ
ყურმილი დაკიდა , უცბად მოემზადა, ამჯერად შავი სპორტულის შარვალი, ამ ფერისვე მაისური და ჟაკეტი ჩაიცვა, ბოტასებში ჩაყო ფეხები, კაბას და ფეხსაცმელს დაავლო ხელი და სახლიდან გავიდა. 15 წუთში უკვე ელისაბედის კართან იყო
-მადლობა ღმერთს, ეს 15 წუთი საუკუნედ მომეჩვენა
-რა პანიკაში ხარ ვერ გავიგე
-ვაიმე შენნაირი უემოციო ვერ ვარ, ჯვრისწერისდროს ხესავით იდექი , ემოცია არ გესახებოდა სახეზე, გული კიდე მე ამომივარდა შენ მაგივარდ, ნამდვილი ხე ხარ !
-კაი გეხვეწები, ეს სენტიმენტები არ გვინდა.დაჯექი ყავას გაგიკეთებ და აზრზე მოხვალ
-შენ თუ მიშველი რა
ყავა მოუმზადა დაქალს, ცოტა ელაპარაკა ,დაამშვიდა . ამასობაში ტელეფონიც აწკრიალდა
-კაი რა ვინ გირეკავს, სამსახურიდან რომ დაგიძახონ გეფიცები მოგკლავ - ელისაბედი უცბად აბობოქრდა
-მარიამია , მაცადე
-სპიკერზე ჩართე რა ,გთხოვ - ყელზე კანი ორი თითით ჩამოიწელა ,როგორც პატარა ბავშვმა დდა დაქალს წყლიანი თვალები აუნთო
-გაკლია ხო ?
-გთხოვ - კიდევ გახედა დაქალმა და გაუღიმა, ეკატერინემ დანებბების ნიშნად თავი გააქნია და ზარს უპასუხა
@ - დილამშვიდობის ბოს
-დილამშვიდობის მარიამ, მშვიდობაა?
-არ მინდოდა ასე ადრე შემეწუხებინე, მაგრამ დროის გაწელვაც არ მინდოდა
-რა ხდება?
- დღეს შეიძლება რომ სამი საათისთვის გამათავისუფლოთ?
-პრობლემა არ არის , ყველაფერი გოგონებს გადააბარე და თავისუფალი ხარ
-მადლობა ბოს
-აბა შენ იცი .- ყურმილი დაკიდა და დაქალის პირდარებულ სახეზე შეუჩერდა თვალი
-რა იყო?
-ბოს?არ მინდოდა შემეწუხებინე?თავისუფალი ხარ?აბა შენ იცი? -კითხვითი ნიშნით იმეორებდა, მათ სიტყვებს და ეკატერინეს თვალს არ აშორებდა - როდის დაუდაქალდი?
-რას ბოდავ თუ იცი?
-მე ვბოდავ? შენი საყვარელი მამაკაცის ახალი საცოლე შენი მდივანია, შენ ისე იქცევი თითქოს რიგითი თანამშრომელი იყოს, სიხარულო -სიყვარულოებით გაკლია რომ ელაპარაკო და დადაქალებულლლ - ბოლო სიტყვა გაწელა და ხელები ჰაერში აატრიალა
-ძაან დიდი ბოდიშ მაგრამ , მოსისხლე მტერივით ვერ მოვექცევი, ის არაფერშუაშია , ყველაფერი რაც ხდება ჩემს კისერზეა, ასე რომ დამიწყნარდი და იმ შენს ანანოს დაურეკე , თორე დარჩები ხელმოწერის გარეშე
-უი დედა, ანანო დამავიწყდა - ელისაბედი წამოვარდ ა,ტელეფონს ეცა და მეჯვარეს დაურეკა, რამდენიმე წუთში ანანო მის კართან იყო
-ვიფიქრე დაგავიწყდი ?
-აუ ელი ბოდიშ რა , სალონში ვიყავი და ძლივს გამოვაღწიე
-ოხ, მოდი ,მოდი
-გამარჯობა ანანო - სამზარეულოს მაგიდასთან მიყრდნობილი ეკატერინე ,გოგონას მიესალმა
-უფროსო? თქვენც აქ ყოფილხართ - გოგონამ მორცხვად იკითხა და მიესალმა - დილამშვიდობის
-ჩემი დაქალის გარეშე , ეს ქორწილი არ გამოვა ჩემო ბარტყო - ელისაბედი ანანოს შემოეხვია და ამაყი სახით გახედა ეკატერინეს - ახლა ავდგეთ მოვემზადოტ
რამდენიმე საათში სამივენი მზად იყვნენ, ანანოს ნაზი ცისფერი კაბა ეცვა , თმა აწეული ჰქონდა ,მსუბუქი მაკიაში და სამკაულები ამშვენებდა, ელისაბედს დიდი ,გაშლილი სპილოს ძვლისფერი ,ბრდღვიალა კაბა ეცვა , თმა ზევით აწეული და მასში ჩამაგრებული გვირგვინიტ ამშვენებდა, გამოკვეთილი ტუჩები და სადა მაკიაჟი . ეკატერინემ თმა ჩამოიწორა, ახლაღა შეამჩნია როგორ გაზრდია კიდევ უფრო გრძელი თმა, თითქმის მუხლამდე ჰქონდა,გულმკერდს ნათლობის ხის ჯვარი და გრძელ ცეპზე წამოცმული ჯვრისწერის ბეჭედი უმშვენებდა, რომელიც მისი სავსე მკერდის გამო არც ჩანდა, ეს კარგიც იყო,ნამდვილად არ უნდოდა ირაკლის თვალში მოხვედროდა ბეჭედი. სახეზე დიდად არ უწვალია, ტუში,ლაინერი და ტუჩსაცხი
-მაკიაჟი არც კი დაგჭირვებიათ უფროსო - გაოცებულმა უთხრა ანანომ
-ისეთ ვიდზეა ჩემი დაქალი, რათ უნდა მაკიაჟი - არ დააყოვნა ელისაბედმა
-მლიქვნელობას აქვს ადგილი - ელისაბედს გახედა დაქალმა და გაუღიმა
-მართლა უზომოდ ლამაზი ხარ კატუშ
-ასევე წრიპ!
გვერდით ჩამოყრილი თმა მუჭში მოიქცია და ზურგს უკან გადაიყარა , მობილურს ხელი დაავლო და საათს დახედა, სადაც არის დავითი მოაკითხავდა ,ზუსტად ვიცოდი რომ ირაკლიც მათთან იქნებოდა ,ამიტომ გადაწყვიტა ანანო თავად მიეყვანა ქორწინების დარბაზში, ელისაბედი კი ირაკლის და დათას გაყვებოდა. რა წამსაც შეამჩნია მანქანა, ელისაბედს ანიშნა გავდივართო. სადარბაზოდან მაშნ გამოვიდნენ, როცა ირაკლი მანქანას აბრუნებდა. ერთადერთი რაც შეამჩნია მის თავით უკან მიბრუნებული ირაკლი და მის გვერდით მჯდომი მარიამი იყო, გული უზომოდ აუჩქარდა, სწაფად ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოსწყდა.
ირაკლიმ მანქანა მოაბრუნა და მარიამს მიმართა , რომ გადასულიყო. გოგონას ნაზი ვარდისფერი კაბა ეცვა, მის წვრილ და მოხდენილ ტანს უფრი ალამაზებდა, სადა მაკიაში და მხრებზე ჩამოყრილი ქერა თმა.დავითიც უცბად გადმოხტა მანქანიდან და სადარბაზოსკენ დაიძრა
-მოიცა, ჯერ ჩვენ შეგვიშვი - ირაკლიმ გააჩერა ძმაკაცი და ღიმილით გადაუდგა წინ
-კაი მიდი მალე . ცოლი მელოდება - აცქმუტდა და ძმაკაცს ხელი მხარზე შემოჰკრა
ირაკლიმ პირველმა დააკაკუნა კარზე და აკანკალებული ელისაბედიც გამოჩნდა
-ოჰ, ამ სილამაზეს შეხედეთ- აღფრთოვანება ვერ დამალა ირაკლიმ და პატარძალს გადაეხვია
-გეყოფა ჩემი ცოლი დამითმე - დაიგრგვინა ბიჭმა და ცოლი ხელიდან გამოაცალა ძმაკაცს
-ძალიან ლამაზი ხარ ელისაბედ - აღფრთოვანება ვერ დამალა მარიამმა
-შენც მარიამ - ნაზად გაუღიმა გოგონას
-აბა წავიდეთ ? - გამოაცხდა დათამ
-მარტო ხარ? შენი მეჯვარე ? - ირაკლიმ მოულოდნელად იკითხა, თითქოს კიდევ ვიღაცას ელოდებოდა
-ეკატერინემ წაიყვანა ანანო, ვუთხარი რომ ხუთივე ვერ დავეტეოდით მანქანაში , პირდაპირ დარბაზში მიიყვანს - ეკატერინეს სახელის გაგონებაზე ბიჭს ძარღვები დაეჭმა , გული აუჩქარდა
-წავედით წავედით - დათამ წამოძახა და ცოლს ხელი დაავლო
რამდენიმე წუთში დარბაზში იყვნენ, ეკატერინე მეორე სართულზე იყო და შემომავალ ხალხს შორიდან უყურებდა. აი ისინიც ნეფე-პატარძალი და მათ უკან ირაკლი და მარიამი, მამაკაცის დანახვისას სუნთქვა შეეკრა, სული გაეყინა, ვერ ხვდებოდა გაუხარდა მისი ხილვა თუ პირიქით. მაღალი მუქი თმებით, შავი თვალებიტ, მოზრდილი წვერითა და მკაცრი გამომეტყველებით. როგორც ყოველთვის შავი ფერის სამოსში გამოწყობილი. ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა მეორეთ კი მარიამის გაყრილ მკლავს იკავებდა . სახეზე არანაირი ემოცია არ ეკითხებოდა.
უყურებდა სხვა ქალის გვერდით მდგომ მის სიყვარულს და გული ნაწილებად ეშლებოდა, არ იცოდა საკუთარი ტავი უფრო მეტად უნდა დაედანაშაულებინა თუ მისი ოჯახი, ამ ყველაფრის გამო, თუ კიდევ დიდხანს უყურებდა მამაკაცს მისი თვალები ცრემლებით აივსებოდა , ძლიერად დახუჭა თვალები , ღრმად ჩაისუნთქა და ელისაბედის ძახილზე კიბეებს ნაზი მოძრაობით ჩაუყვა.
კიდევ ერთხელ გაიგონა საყვარელი ქალის სახელი ბატონმა ირაკლიმ და კიბისკენ გაიხედა. თვალებში უმალ მოხვდა სასურველი ქალის სილამაზე, მკაცრი გამომეტყველებით მოუყვებოდა საფეხურებს ეკატერინე,მამაკაცმა ფეხის ფრჩხილიდან დაიწყო საყვარელი ქალის სხეულის შესწავლა: გრძელი ,მოქნილი ფეხები,გვერდით ჩაჭრილი კაბა რომელიც მარცხენა ბარძაყს მადისაღმძვრელად კვეთდა, გამოყვანილი წელი, სავსე მკერდი ,რომელსაც ორივე მხარეს მკაცრად გამოკვეთილი ლავიწის ძვლები ამშვენებდა,გრძელი კისერი და ნახევრად მხარზე ჩამოყრილი გრძელი თმა, მამაკაცმა უშველებელი ნერწყვი ძლივს გადააგორა და საკუთარი ემოციების დამშვიდება სცადა, ძარღვებში სისხლი აწვებოდა, კუნთები დაეჭიმა, ვერ ხვდებოდა რას უკეთებდა ეს ქალი, ამდენი ხნის შემდეგაც პატარა ბიჭივით უფართხალებდა გული მის დანახვაზე
-ბოს, მშვენივრად გამოიყურები - სიჩუმე დაარღვია მარიამმ, რომლის კომპლიმენტი საკმაოდ გულწრფელი იყო
-მარიამ, მადლობა. ასევე - სამი სიტყვით შემოიფარგლა და სცადა ირაკლისთვის თავი აერიდებინა
-გამარჯობა ეკატერინე - ბოხმა ბარიტონმა ,აიძულა მამაკაცის თვის თვალები გაესწორებინა
-ირაკლი, - მძიმედ წარმოთქვა და მისალმების ნიშნად თავი დაუკრა , იქ გაჩერება აღარ შეეძლო ამიმო გადაწყვიტა იქაურობას გასცლოდა - თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ
იქაურობას უკანმოუხედავად გაეცალა . ქორწილმა იდეალურად ჩაიარა , ეკატერინე ირაკლის დაჟინებულ მზერას გრძნობდა და მტელი საღამო დაძაბულობაარ ასვენებდა . შემდგომ ვალსის მელოდია ჩაირთო , შეამჩნია ირაკლიმ მარიამ რომ სთხოვა საცეკვაოდ გასვლა და გული უარესად დაეფლითა, ამის ყურება არ შეეძლო, ვერ გაუძლებდა. ელისაბედისთვის არც უთქვამს ისე დატოვა დარბაზი. სახლში მისულმა ფეხსაცმელი უმისამართოდ მიყარა , კაბაც შემოგლეჯვიტ გაიძრო და , საწოლში მტელი ძალით დაეცა.ტირილი უნდოდა მაგრამ , ამისთვის ზედმეტად აძლიერებდა საკუტარ თავს. უცბად წამოვარდა საწოლიდან საცვლების ამარა გავიდა მისაღებში. მაგიდა მეორე მხარეს გადადგა, ადგილი გაათავისუფლა და ემოციებისგან დასაცლელად ვარჯიში დაიწყო. ალბათ ერთი საათი მაინც შეუჩერებლად ვარჯიშობდა. როცა კუნთებში სისუსტე იგრძნო აბაზანაში საათობით შეიკეტა და ცხელ შხაპს შეაფარა თავი.
მეორე დილით სამსახურში საკმაოდ დაღლილი მივიდა, ტანსაცმელი არც ჰქონდა ჩაცმული წესიერად. წინა დღით მარიამს სთხოვა რამდენიმე ხელი ტანსაცმელი კაბინეტშიც მოეტანათ, ყოველი შემთხვევისთვის , რომ ჩაეცვა ან გამოეცვალა ხოლმე. სპორტულ ფორმაში შევიდა შენობაშ, ანანო აღფრთოვანებიტ მიესალმა
-დილამშვიდობის უფროსო
-დილამშვიდობის - გაუღიმა და ლიფტში შევიდა . გამოსვლისთანავე გაკვირვებულებმა შეხედეს თანამშრომლებმა, პირველად ნახეს სპორტულ ფორმაში გამოცხადებული უფროსი, ეკატერინემ დააიგნორა მათი გამომეტყველება და კაბინეტში შევიდა . საკიდიდან შარვალი და პერანგი ჩამოხსნა. სწრაფად ამოიცვა შარვალი, ფეხსაცმელში ჩაყო ფეხები, შავი პერანგი მოისხა, რილებს იკრავდა როცა ირაკლი შეუვარდა კაბინეტში
-რას ნიშნავს შენი საქციელი ამიხსნი?!



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან დაინტერესო ისტორიაა. ერთი ამოსუნთქბით წასაკითხი. ველით გაგრძელებას

 


№2 სტუმარი სტუმარი მია15

ძალიან კარგი ისტორია.საინტერესო.ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო ისტორიაა ძალიან

 


№4 სტუმარი Nino

Au magari iyo madloba didi siamovneba mivige erti amosuntqvit wavikitxe cota gaadide ar myofnis xolme da droze dade raa❤❤❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიკო

ესე ინტრიგნულად ნუ ჩერდებიიი????ერთი ამოსუნთქვით მეკითხება????დიდი თავები მინდაა☺️????????ძალუაბ კარგია

 


სტუმარი ნანა
ძალიან დაინტერესო ისტორიაა. ერთი ამოსუნთქბით წასაკითხი. ველით გაგრძელებას

ვეცდები მალე დავდო

სტუმარი მია15
ძალიან კარგი ისტორია.საინტერესო.ველოდები შემდეგ თავს

ვეცდები,რომ მალე დავდოოოოოო

Daldoni Daldoni
საინტერესო ისტორიაა ძალიან

heart_eyes

Nino
Au magari iyo madloba didi siamovneba mivige erti amosuntqvit wavikitxe cota gaadide ar myofnis xolme da droze dade raa❤❤❤❤❤

რაც დავიწყე ისტორიის ატვირთვა,ალბათ მიყოლებით ვდებ,ვიმედოვნებ არ დამიგვიანდება და მალ-მალე შემოგთავაზებთ ❤❤❤❤

სტუმარი მარიკო
ესე ინტრიგნულად ნუ ჩერდებიიი????ერთი ამოსუნთქვით მეკითხება????დიდი თავები მინდაა☺️????????ძალუაბ კარგია

შევეცდები გავადიდო smile heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent