Garden of four seasons (თავი 1)თავი 1 Hey sweeties! Charlotte here უპირველეს ყოვლისა მადლობა,რომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის წაკითხვა. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის. პირველი რამოდენიმე თავი შედარებით ძველია დანარჩენ თავებთან, ამიტომაც შეიძლება ისეთი კარგი არ იყოს როგორც დანარჩენები. მაგრამ გთხოვთ მაინც განაგრძოთ კითხვა რადგანაც გპირდებით, რომ ყოველი თავი უფრო და უფრო უკეთესი იქნება. ჩემს მკითხველებს ძალიან ვაფასებ. თითოეული თქვენგანი ძალიან მიყვარს. შევეცდები,რომ ყოველ კვირას ავტვირთო ხოლმე ახალი თავები. ასევე შეიძლება,რომ წიგნს მეორე ნაწილიც ჰქონდეს. ამჯერად ეს ყველაფერია რისი თქმაც მინდოდა. მეტს აღარ მოგაწყენთ თავს. ახლა შეგვიძლია,რომ დავიწყოთ? XOXO დიდი ხნის წინ იყო სამეფო, რომელსაც მართავდნენ მეფე და დედოფალი. მათი სამეფო ყვაოდა, ხალხი დღე და ღამე ილხენდა და ზეიმობდა.დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ბერი თუ ერისკაცი, ყველა ბედნიერი იყო. ეს კი მაგიური არტეფაქტის დამსახურებაა, რომლის მეშვეობითაც დედოფალი ოთხივე სეზონს განაგებდა. მაგრამ... ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი შეიცვალა, სხვა სამეფოებმაც მოინდომეს ამ არტეფაქტის ხელში ჩაგდება, მაგრამ მეფე და დედოფალი არ აპირებდნენ მის დათმობას. ამან რათქმაუნდა კონფლიქტი გამოიწვია სამეფოებს შორის, შემდეგ ბრძოლა, საბოლოოდ კი ომი. ამ ომმა ბევრი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა,ხოლო დედოფალი ამ ყველაფრის მიუხედავად არ აპირებდა არტეფაქტის დათმობას. ასე ომში და სისხლის ღვრაში გავიდა თითქმის ერთი თვე, საბოლოოდ ყველაფერი შეცვალა შემოდგომის ერთმა სუსხიანმა და საბედისწერო ღამემ. მეფე სამეფოს საზღვრების გასამაგრებლად იყო წასული, ამიტომაც დედოფლის და მოსამსახურეების გარდა სასახლეში აღარავინ აღარ იყო. შემოდგომის თბილი საღამო იდგა, მთვარე ღრუბლებს ამოფარებულიყო, გარეთ სამარისებური სიჩუმე სუფევდა, ყველა თავის სახლში შეყუჟულიყო.ქუჩებში კატა–ძაღლიც კი აღარ დარბოდა. დედოფალი ვერანდაზე გამოვიდა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპვად, ცოტა ხანს გაუნძრევლად იდგა, ხმასაც არ იღებდა თითქოს ჩამოწოლილი სიჩუმის დარღვევა არ სურდა, უბრალოდ ცას შეჰყურებდა. ღრუბლები გაიფანტა და მთვარეც გამოჩნდა, შემდგომ კი საათმაც თორმეტი ჩამოჰკრა, უკვე შუაღამე იყო. დიდი,თეთრი,მოჩუქურთმებული კარის მიღმა ჭურჭლის მსხვრევის ხმა გაისმა,შემდგომ კი ქალის სულისშემძვრელი კივილი.დედოფალი რომელიც ზურგშექცევით იდგა მთვარეს მზერა მოსწყვიტა და შემოტრიალდა.გული გამალებით უცემდა, ეშინოდა,გაქცევა უნდოდა,მაგრამ გასაქცევი არსად ჩანდა.ისღა დარჩენოდა სუნთქვაშეკრული,მორჩილად დალოდებოდა საკუთარ აღსასრულს.იცოდა,რომ ეს დღე დადგებოდა,იცოდა როგორ არ იცოდა!მაგრამ მაინც არ აღმოჩნდა მზად...მან ძლიერად მოუჭირა ხელი პატარა,სხვა და სხვა ფრად მოციალე ქვას.ასეთმა პატარა ნივთმა ამხელა სისხლის ღვრა და ომი გამოიწვია,საოცარია არა?!მისი ბრალია!თავის დროზე უნდა მოეშორებინა თავიდან ეს წყეული ქვა.მოიშორებდა კიდევაც, მისი საჩუქარი,რომ არ ყოფილიყო...ყველაფერი მის გამო მოხდა!იმ დღეს სასახლიდან,რომ არ გაქცეულიყო იქნებ ყველაფერი სხვაგვარად დატრიალებულიყო.მოულოდნელად კარები გაიღო და გამოჩნდა..... დედამ თხრობა შეწყვიტა,ჩემი საწოლიდან ნელა წამოდგა და წასვლა დააპირა. –და მერე რა მოხდა? კარში ვინ გამოჩნდა.–ვთქვი მთქნარებით. –შარლოტა უკვე ძალიან გვიანია.მოდი ახლა დაიძინე და ხვალ გავაგრძელოთ. კარგი?–მითხრა თბილად დედამ. –კარგი...–უყოყმანოდ დავეთანხმე,რადგან ძალიან მეძინებოდა და წამდაუწუმ მამთქნარებდა. დედა გატრიალდა და კარები ნელა მოიხურა. მალევე ძალიან ღრმად და ტკბილად ჩამეძინა. ეს ზღაპარი ძალიან მიყვარდა, როდესაც პატარა ვიყავი. ყოველ საღამოს დედა და მამა მიწვებოდნენ საწოლში, დედა სხვადასხვა ზღაპრებსა და ისტორიებს ყვებოდა,მე და მამა კი ერთნაირად განაბულები და ყურებდაცქვეტილები ვუსმენდით... მაგრამ მალე... ყველაფერი შეიცვალა. ჩვეულებრივი დღე იყო, დედა და მამა სამსახურში იყვნენ, მე კი ძიძასთან და დეიდასთან ერთად სახლში ვიყავი. დედაჩემი მოდელი და მსახიობი იყო, მამაჩემი კი დიდი და გავლენიანი ოჯახის შვილი, რომელიც საკუთარ კომპანიასაც მართავდა,მოკლედ რომ ვთქვათ საკმაოდ მდიდრები ვიყავით. ძიძა საჭმელს აკეთებდა, მე და დეიდა კი თოჯინებით ვთამაშობდით, შემდეგ სათამაშო ჭურჭლით ძიძასავით საჭმელს ვაკეთებდით, პლასტენილებით სხვადასხვა რამეს ვძერწავდით, დაჭერობანას ვთამაშობდით და ასე შემდეგ. როდესაც თამაშით გული ვიჯერე, დაღლილობა ვიგრძენი და ძილი მომერია, დივანზე დავწექი, ბალიშზე დავდე თავი და დამეძინა. შემდეგ რაც მოხდა ბუნდოვნად მახსოვს,ყელაფერს ისე ვხედავდი, როგორც ძილბურანში. ჩემს გარშემო ნისლი ჩამოწოლილიყო, უკუნეთ სიბნელეში მარტო ვიყავი. ერთადერთი რაც კარგად დამამახსოვრდა, იყო სიძულვილით სავსე, სისხლისფერი თვალები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.