შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Garden of four seasons (თავი 2)


27-09-2023, 11:19
ავტორი Lilly__Lillies
ნანახია 762

თავი 2

–შარლოტა გაიღვიძე, თორემ სკოლაში დაგაგვიანდება!

–მმმმმმმმმმმ!

–შარლოტა!

–ხო.......... ვდგები.

ხელები მოვაფათურე ტელეფონი რომ მეპოვა, ზანტად წამოვიწიე საწოლიდან და საათს დავხედე, 08:43.

–არა!

სწრაფად წამოვხტი საწოლიდან რის გამოც თავბრუ დამეხვა და რამის დავეცი, აბანოში შევედი კი არა შევვარდი ხელ–პირი დავიბანე, თმები დავივარცხნე და სინათლის სისწრაფით ჩავიცვი ტანსაცმელი.ფანჯარა გამოვაღე და გარეთ გავიხედე, მზე ანათებდა და თბილოდა, მაგრამ ცივი ნიავიც დაჰკრავდა.

,,დღეს არც ისე ცივა, პიჯაკს არ ჩავიცმევ, მაგრამ მაინც ჩანთაში ჩავდებ."

ჩანთა მარჯვენა მხარზე გადავიკიდე და სამზარეულოში შევედი სადაც დეიდა მერიენი ფუსფუსებდა.

– ჩაი და ტოსტერი მაგიდაზეა. – მითხრა მშვიდად ისე, რომ თავისი საქმიდან თავი არც აუწევია.

სკამი გამოვწიე, მაგიდას მივუჯექი და ცხელი ჩაი მოვიყუდე. რა თქმა უნდა მაშინვე პირი დამეწვა და წამოვიკივლე. დეიდა მაშინვე შემოტრიალდა და დაბნეულმა შემომხედა.

–რა მოხდა?!–გაკვირვებულს აღმოხდა.

–არაფერი,უბრალოდ პირი დავიწვი.–სიმწრისგან ცრემლებ მოდგმულმა მივუგე.

–რაღა ყოველი სემესტრი ასე უნდა დაიწყოს–თავი გააქნია და ამოიხვნეშა.

–რას ვიზამთ. დიდი ხნით, როდესაც ვისვენებ, შემდეგ სულ

მიჭირს რეჟიმში ჩადგომა.

–ვიცი. ამიტომაც გეუბნებოდი, რომ დროულად დაწოლილიყავი.

–მმმ.–დავეთანხმე.

ცოტახანი სიჩუმე ჩამოწვა.ჩაის შეძლებისდაგვარად სწრაფად ვსვამდი და თან მერიენისკენ ვაპარებდი თვალს.უჩვეულოდ აღელვებული ჩანდა.

–შარლოტა–მოულოდნელად წამოიწყო და სველი ხელები იქვე ჩამოკიდულ ტილოზე შეიმშრალა.–რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. ამიტომაც დამპირდი, რომ ახლა რაც არ უნდა გითხრა, ჩემს სიტყვებს მაინც გაგებით მოეკიდები.

–რა თქმა უნდა, გისმენ.–გამამხნევებელი ღიმილით მივუგე.

პირი გააღო საუბრის ისევ დასაწყებად,მაგრამ არ ვაცალე.

–ჯანდაბა, ძალიან ვაგვ.......–და ვერ მოვასწარი წინადადების დასრულება,რომ პირში ჩადებული ლუკმა გადამცდა და რამის დავიხრჩე.დეიდამ სწრაფად მომიტანა წყალი. ერთ მოყუდებაზე დავცალე. მაშინვე წამოვხტი, ფეხზე სწრაფად ჩავიცვი და უკვე კარებში მდგომმა მივაძახე:

–დეი, როცა მოვალ მერე ვილაპარაკოთ.

–კარგი. ფრთხილად იყავი გზაში!

სანამ ამას მეუბნებოდა უკვე შორს ვიყავი. ამიტომაც უბრალოდ დავიყვირე: აუცილებლაააად!

შემდეგ კი თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სკოლისკენ.

☕☕☕

შევედი თუ არა შენობაში მაშინვე ზარი დაირეკა.სწრაფად ავირბინე კიბეები და კლასში შევედი. მასწავლებელი ჯერ არ მოსულიყო,ამიტომაც საკლასო ოთახიდან გამომავალი ხმაური მთელ სართულზე ისმოდა. ყველა ისე იყო ზაფხულს გადამხდარ ისტორიების მოყოლაში გართული,რომ ჩემი მისვლა ზოგიერთებმა ძლივს შეამჩნიეს.

–როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურები.

–აბა სხვანაირად შემეფერება?–,,შევიცხადე"მე.

–რას ამბობთ! რათქმაუნდა არა, თქვენო აღმატებულებავ.-სიცილით მითხრა ჩემს გვერდძე მჯდარმა ჭორფლიანმა გოგონამ.

–ჯეს ვინმე ახალი გვყავს კლასში?-ვიკითხე და კლას რამოდენიმეჯერ მოვავლე თვალი.

–არა ამ წელს ცვლილებები არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ,ეს წინა წელს გადმოყვანილი გოგო უკვე ნერვებზე მოქმედებს.-თქვა და რამოდენიმე რიგის მოშორებით მჯდარ ბეჭებში მოხრილ გოგოზე მიმითითა.

–მესმის შენი, მაგრამ არ შეიძლება ასე ლაპარაკი ახალ გადმოსულზე,მისთვის....–ლაპარაკში იქვე მჯდარი ლუიც ჩაერთო.

,,ისევ დაიწყეს"

,,დაუჯერებელია ჯერ მხოლოდ და მხოლოდ პირველი დღეა ისინი კი უკვე ჩხუბობენ."


სანამ ლუი და ჯესიკა სულელურად კინკლაობენ, ნება მომეცით გაგაცნოთ ისინი.

მე და ლუი ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს.ის ჩემი ნათესავია და ასევე ეშლის ძმაც.მხიარულია,მაგრამ მწარე ენაც აქვს...რის გამოც ბევრჯერ დაგვიხოცია ერთმანეთი ბავშვობაში.

ეშლი, ძალიან მხიარული, სასაცილო და ჭკვიანი გოგოა.ცოტა გიჟიც გარკვეული გაგებით(მაგრამ აღიარეთ,რომ თითოეული ჩვენგანი, ცოტათი მაინც გიჟები ვართ).როდესაც სკოლაში ვსწავლობდით,სადღაც 3–4 კლასში მაშინ გავიცანი...მახსოვს ზამთარი იყო,გარეთ მსხვილ–მსხვილი თოვლის ფანტელები ცვიოდა და საშინლად ციოდა.დიდი დასვენება იყო,რის გამოც ყველა გარეთ გამოსულიყო და გუნდაობდა.მეც დანარჩნებდთან ერთად დავრბოდი და ვერთობოდი. ვიღაცას გუნდას ვესვროდი,შემდეგ გავიქცეოდი,მაგრამ მე მოუქნელს ფეხი ყინულზე ამისრიალდებოდა და გავსრიალდებოდი,შემდეგ ვიღაც მოვიდოდა უკვე ატალახებულ თოვლში მაკოტრიალებდა...მერე მეც მთლიანად სველი წამოვდგებოდი,ვიღაცას თოვლს ვაჭმევდი და ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა.

მეგობრებთან ერთად თოვლის ბაბუას ვაკეთებდი,როდესაც ბავშვების მხიარული კისკისი და ძაღლის საწყალი წკმუტუნი მომესმა სკოლის შენობებს შორის მდგარ პატარა ფარდულის უკანა მხრიდან.ცნობისმოყვარეობამ წამსძლია ამიტომაც ხმას გავყევი.
ქარი სულ უფრო და უფრო ძლიერად უბერავდა რის გამოც თვალებში თოვლი მეყრებოდა და მზერა მებინდებოდა,თან საშინლად მციოდა.უკვე იმაზე ვიწყებდი ფიქრს, შენობაში,რომ ავტრიალებულიყვი,მაგრამ როდესაც საწყლად მოკუნტული თეთრი ლეკვი და მასზე მოძალადე მხიარული ბავშვები დავინახე ადგილზე გავშეშდი და ფეხის მოცვლა ვეღარ გავბედე.ბავშვები ძაღლს წიხლებს ურტყამდნენ და ფეხბურთის ბურთივით ათამაშებდნენ.ხან ხელებით აწვალებდნენ,ხანაც გუნდებს უშენდნენ.
ერთ ადგილზე ვიდქი და ვერ გადამეწყვიტა ახლოს მივსულიყავი თუ არა.

ზოგადად პატარა, ძალიან მშიშარა და გაუბედავი ვიყავი ხოლმე. სადღაც ცხრა წლის ვიქნებოდი დეიდამ,რომ სოფელში წამიყვანა არდადეგებზე დასასვენებლად.ფიქრობდა,რომ ასე დამეხმარებოდა შიშის დაძლევაში და სულ იმას მეუბნებოდა,რომ ცხოველები თუ ფრინველები არაფერს დამიშავებდნენ და არ უნდა შემშინებოდა მათი.მარა როდის იყო,რომ ერთ თქმაზე შიში ქრებოდა?
ქათამს როცა დავინახავდი ორ მეტრზე ვხტებოდი,კატას კი აქშა!აქშას! დავძახოდი.

(ვაიმე მე უბედურს ის დღეები,რომ მახსენდება სირაქლემასავით მიწაში თავის ჩაყოფა მინდება!)

ერთხელ კამეჩი დავინახე და დეიდას ვუთხარი რა დიდი აფრიკული ძროხაა მეთქი.ბატები დავინახე და აღფრთოვანებულმა წამოვიყვირე რა ლამაზი გედებია მეთქი და ასე შემდეგ.მოკლედ...ბევრი,რომ აღარ გავაგრძელო მგონი ისედაც მიხვდით როგორი მხდალი და სულელი ბავშვი ვიყავი ახლა კი ჩვენ ისტორიას დავუბრუნდეთ.

დიდი ყოყმანის შემდეგ მაინც გადავწყვიტე ჩარევა და გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი წინ,მაგრამ მოულოდნელად ვიღაცამ გვერძე ჩამიქროლა და მაშინვე იმ ბიჭს წვდა თმებში რომელიც ლეკვს მუჯლუგუნს ურტყამდა.უბრალოდ გასაოცარი სანახაობა იყო!პატარა გოგომ ისე სცემა სამი ბიჭი თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი.დანარჩენები თავიდან იდგნენ და უყურებდნენ,მაგრამ როდესაც მიხვდნენ,რომ მათი საქმეც მალე კარგად ვერ იქნებოდა შეშინებულები აქეთ-იქით გაიფანტნენ.აი ასეთი იყო ჩემი და ეშლის პირველი შეხვედრა.

ჯესიკა კი მეშვიდე კლასში გავიცანი.

არა სხვა სკოლიდან გადმოსული არ არის, პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ, უბრალოდ ადრე არც ისე კარგი ურთიერთობები გვქონდა. ყველაფერი კი მეშვიდე კლასში შეიცვალა. ჩემი სიმაღლის გამო დამრიგებელი ყოველთვის ბოლო რიგში მსვამდა ფანჯარასთან. მე კი არც ისე მიყვარდა თავის შეწუხება, წიგნიდან თავის აწევა და ვინმესთან გამოლაპარაკება.ამიტომაც სულ მარტო ვიყავი. დიდად არც არავინ მჭირდებოდა მე ხომ ჩემი წიგნები მქონდა, დეიდაც ყოველთვის ჩემთან იყო....

ახალიწლისთვის ნაძვისხე უნდა დაედგათ იმ ადგილზე სადაც მე ვიჯექი.ამიტომაც ჩემს მერხიანად გადმომასახლეს წინა რიგში სადაც ჩემს გვერდზე ჯესიკა აღმოჩნდა უკან კი ლუი.

ისინი უკეთ გავიცანი და მათი სხვა მხარეები დავინახე.მათთან ურთიერთობის შემდეგ მარტოობა აღარ მიგვრძვნია.ამისთვის მათ უღრმესი მადლობა.

სანამ ისინი კინკლაობდნენ მასწავლებელიც შემოვიდა და გაკვეთილებიც დაიწყო.

☕☕☕


გაკვეთილებმა ჩვეულებრივად,მხიარულად და აუღელვებლად ჩაიარეს.ბოლოს და ბოლოს პირველი სასწავლო დღე იყო...ხოლო რაც იმ დღის შესახებ დაგაინტერესებთ,ვფიქრობ ეს ჩემი უცნაური სიზმარია.

თავიდან შენობის ნანგრევებში ვიდექი და ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას შევყურებდი, მთვარეს ღრუბლები ამოჰფარებოდა თოვლი მოდიოდა და საშინლად ციოდა. მე ტანზე შემომხეოდა ტანსაცმელი გაჭუჭყიანებული,დასისხლიანებული და დალურჯებული ძლივსღა ვიდექი ფეხზე, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა.

გარშემო მიმოვიხედე. რამოდენიმე ადამიანი უგონოდ იწვა ნანგრევებზე(შეიძლება მკვდარიც) ზოგი ერთმანეთთან მიკრობილი ზოგი მარტოც,ყველა საშინელ მდგომარეობაში იყო,ზოგი ჩემზე უარესშიც. დატანჯული და გაწამებული სახეები ჰქონდათ.
მათ შემხედვარე უფრო გულამოსკვნილი ვტიროდი და ღმერთს რაღაცას ვევედრებოდი.
უცბად ზურგსუნკნიდან ვიღაცის ფეხის ნაბიჯების ხმა შემომესმა.გავიქეცი მაგრამ ჩემი მცდელობა ამაო აღმოჩნდა, ფეხი მოტეხილი მქონდა. სიმწრისგან ვკვნესოდი, მაგრამ მაინც მივდიოდი და თოვლზე ჩემს ნაფეხურებს ვტოვებდი.ვიღაც უკნიდან ნელა და აუჩქარებლად მომყვებოდა. იცოდა, რომ ასე დიდხანს ვერ გავძლებდი.

ფეხი რაღაცას წამოვკარი და დავეცი ცივ, ქათქათა თოვლზე.
უკანსკნელი ძალები მოვიკრიბე, ცოტათი წამოვიწიე და მის მეწამულისფერ თვალებში ჩავიხედე, ვარსკვლეავებით გადაჭედილი ცისა და თოვლის ფონზე მომაჯადოებლად გამოიყურებოდა.
მის შემხედვარე ისედაც აჩქარებულმა გულმა, კიდევ უფრო გამალებით დაიწყო ცემა. როგორც ერთ დროს, როდესაც ერთად უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით. იმის მერე რაც გააკეთა მეგონა, რომ ვეღარასდროს ვეღარ ვნახავდი და ასე იქნებოდა კარგი ორივე ჩვენგანისთვის...მაგრამ, როდესაც ახლა ჩემს თვალწინ ის ნამდვილი იდგა, უსაზღვრო სურვილმა მომიცვა, რომ გულში ჩამეკრა და აღარასდროს, აღარასდროს აღარ გამეშვა.

------------------------------
ეს მხოლოდ შესავალია,მაგრამ ვიმედოვნებ,რომ მაინც მოგეწონათ

love Charlotte????????????




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent