შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Garden of four seasons (თავი 4)


1-10-2023, 12:34
ავტორი Lilly__Lillies
ნანახია 671

თავი 4


11 წლის შემდეგ...

ჩემს კაბინეტში ვიჯექი,შეხვედრაზე წასასვლელად ვემზადებოდი, როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა.

-შემოდით-ფურცლებიდან თავაუწევლად გავძახე.

-ქალბატონო, თქვენთან შეხვედრას ითხოვენ.–ოთახში ექოდ გაისმა ახლად შემოსული ჟღალთმიანის მკაფიო ხმა.

-ვინ? უთხარი,რომ შეხვედრაზე ჩაეწერონ.ახლა არ მცალია.–მონოტორული ხმით მივუგე.

-მ–მაგრამ...
უკვე გაღიზიანებულმა წამოვწიე თავი დოკუმენტებიდან და ჟღალთმიანს მკაცრი მზერა ვესროლე.

–მართლა?შენ თვითონ არ გვითხარი,რომ როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყავი ჩვენთვის მაინც გამონახავდი თავისუფალ დროს?–საწყალი ტონით წარმოთქვა კარებში მდგომმა ქერათმიანმა გოგომ.

–მატყუარა.–იგივე ტონით წარმოთქვა მის გვერდძე მდგარმა ვერცხლისფერთმიანმა.

გამეცინა.

სავარძლიდან წამოვდექი და ჟღალთმიანს,რომლის სახელიც არაფრით არ მახსენდება ოთახის
დატოვება ვუბრძანე და როგორც კი კარები გაიხურა ჩემ წინ მდგარ სამ ახალგარზრდას უზომოდ ბედნიერი სათითაოდ გადავეხვიე და გადავკოცნე.

–რატომ არ მითხარით,რომ ჩამოსვლას აპირებდით?–ვითომ ნაწყენი ტონით მივუგე და ტუჩები საყვარლად გამოვბურცე.

–სიურპრიზის გაკეთება გვინდოდა,მაგრამ ჩვენი ნახვით როგორცჩანს ისეთი აღფრთოვანებული არ ხარ როგორსაც მოველოდით.–მთელი ათი წუთის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა გოგონებს უკან ჩუმად მდგარმა ძალზედ სიმპატიურმა მამაკაცმა.

-ნუ ხარ ასეთი საზიზღარი ლუი.რა თქმა უნდა მომენატრეთ.–მხარზე მუშტი დავარტყი მამაკაცის ქვასავით მაგარ კუნთებს და მაშინვე ვინანე ეს ჩემი ქმედება.–ჩამოსხედით და აბა
მომიყევით რა ხდება თქვენკენ.–გამხიარულებულმა სავარძლებისკენ ვუბიძგე და ჩემი მომუშტული ხელი ფრთხილად გავშალე. კარგია,ყოველშემთხვევაში მოტეხილი არც ერთი თითი არ მქონდა. მგონი?...

☕☕☕


ჯესიკა როგორიც მახსოვდა ზუსტად ისეთი იყო მხიარული და ლაღი.საერთოდ არ შეცვლილიყო ამდენი წლის შემდეგ,მხოლოდ ქალურობა და სინაზე თუ შემატვოდა.ლამაზი გრძელი ქერა თმა მხრებამდე წვდებოდა, სახეს კიდევ უფრო ჭორფლები ულამაზებდა,ხოლო როდესაც იღიმოდა ფოსოები უჩნდებოდა ტუჩების გარშემო.

ლუი კი ისე შეცვლილიყო ქუჩაში შემთხვევით,რომ გადავყროდი ვერც კი ვიცნობდი. ჯენტლმენური ლაპარაკის მანერა,მიხრა-მოხრა,ქცევა.რაც გარეგნობას შეეხება მაღალი,განიერი მხრები,ბრინჯაოსფერი კანი,მთელი სხეული კი დაკუნთული და სახე,ღმერთო..... ისეთი ლამაზი, არ ვიცი რა ვთქვა ალბათ უფრო ღვთაებრივი ეთქმოდა.რომელიმე ბერძენი მოქანდაკის ნამუშევარს მოგაგონებდათ.

ეშლიც შეცვლილიყო, თმები მოკლედ შეეჭრა,თმები ვერცხლისფრად შეეღება,ყურებიც გაეხვრიტა,მაგრამ მისი ტანსაცმელი და თმის სტილი უფრო ბიჭს მოგაგონებდათ ვიდრე გოგოს.მარა ასეც კი არჩვეულებრივად გამოიყურებოდა,მის ხასიათსა და ბუნებას შეესაბამებოდა ასეთი გარეგნობა.

-ასე, რომ რისთვის ჩამოხვედით?–როგორციქნა სიცილისგან სული მოვითქვი.

-მონატრებული მეგობრის სანახავად რა თქმა უნდა.–მიპასუხა ჯესიკამ.

-და...-მივანიშნე, რომ გაეგრძელებინა საუბარი.

-ეშლის მშობლებმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გამოაცხადონ და უნდათ, რომ ჩვენც იქ ვიყოთ.–თქვა და მაჯის საათს დახედა დროის შესამოწმებლად.

-მარტო ჩვენ?–ეშლის გადავხედე,რომელიც ჯესიკას გვერძე რაღაცნაირად მოკუნტული იჯდა.

-არა, ჩვენი სხვა ნათესავებიც იქნებიან.–ჩურჩულით დაამატა ეშლიმ და ნერვულად გააგრძელა ტუჩების კვნეტა.

გამიკვირდა.ეშლი და ლუი გაყურსულები იჯდნენ თავიაანთ სამყაროში გადაკარგულები.არადა ძირითად შემთხვევებში ისინი არიან ხოლმე საუბრის ინიციატორები
და გაუჩერებელი მოლაყბეები.

ჩემს მარჯვენა მხარეს მჯდომ ჯესიკასკენ ფრთხილად გადავიხარე და შეძლებისდაგვარად ჩუმათ დავუწყე საუბარი,ისე რომ მაღლა ხსენებულ ორ ადამიანს არაფერი გაეგო,მაგრამ სიჩუმეში ჩაძირულ უზარმაზარ ოფისში როგორ ჩუმადაც არ უნდა გელაპარაკა ყველას ყველაფერი მაინც გარკვევით ესმოდა.

-შენს ბიჭს რა სჭირს?–აუჩქარებლად გადავუჩურჩულე, შემდეგ კი ეშლის და ლუის მოვალვლე თვალი.

ჯესიკამ მოაცილა საკმაოდ ძვირიან მაჯის საათს თვალი და მშვიდი და უდრტვინველი ჯესიკა
უცბათ სხვა განრისხებული და შეურაცხადი ჯესიკათი ჩაანაცვლა.

-არ ვიცი!სულ რაღაც რამოდენიმე თვეა არ გვინახავს ერთმანეთი ეს კი ჩვენი შეხვედრის დროს ერთი ძლივს შესამჩნევად გამიღიმა და მაგის მერე ასე ცხვირჩამოშვებული დადის.–მაშინვე იფეთქა.

-განა რა მოხდა იმ დროის განმავლობაში რაც ერთმანეთი არ გვინახავს.-ამოვიხვნეშე.

-შეიძლება მათი განწყობა,,ძალიან მნიშვნელოვან სათქმელთან"არის დაკავშირებული.

-ფიქრობ?

-ალბათ.–მხრები აიჩეჩა.

-იცი რა უნდა თქვან ეშლის მშობლებმა?-ჩავეკითხე.

-არ ვიცი შარლოტა, ჩემთვის არც ერთს არაფერი არ უთქვამს.

-რას ჩურჩულებთ მანდ გოგოებო, უკვე წასვლის დროა.-მოულოდნელად ჩაერია ჩვენს საუბარში ლუი.

-one minute, ერთ საქმეს მოვაგვარებ და წავიდეთ.-სახეზე ღიმილ გადაკრულმა ვუთხარი და მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს დავწვდი.

☕☕☕


სადღაც ოც წუთში ეშლის მშობლების უზარმაზარი საგვარეულო სახლის კიბეებს ავუყვებოდით.

წინ ჯესიკა და ლუი ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ, მე და ეშლი კი უკან მივყვებოდით.

-ჩვენი გვრიტები რა საყვარლები არიან, არაა?-გადავუჩურჩულე ეშლის.

-ახხხხ,ჯერ კიდევ წლების წინ ვუწინასწარმეტყველეთ მათ ეს მომავალი, მარა მათ სიცილადაც არ ჰყოფნიდათ ხოლმე.ახლა კი შეხედე.-გახიარულად მითხრა.

შემდგომ კი ისევ დადუმდა,მაგრამ გამიხარდა, რომ ცოტათი მაინც გავახალისე და ისეთი სევდიანი აღარ დადიოდა.

????????????


მისაღები ოთახის ფართოდ გაღებულ კარებში შვაბიჯე თუ არა მაშინვე შევამჩნიე ოთახის შუაგულში მდგარი დეიდა მერიენი მხრებზე ჩამოშლილი,დახვეული ჟღალი თმით.
თავიდან ვიფიქრე მივალ და მონატრებულ დეიდაჩემს მოვიკითხავ მეთქი,მაგრამ როდესაც დავინახე,რომ ვიღაც სასიამოვნო გარეგნობის ჯენტლმენებს ესაუბრებოდა...მოცდა გადავწყვიტე და მის მაგივრად გეზი ეშლის მშობლებისკენ ავიღე.

ქალბატონმა კარლა თბილი ღმილით შემომეგება რაზეც მეც იგივეთი ვუპასუხე.ხოლო იმის
მერე რაც მთელი ჩემი სანათესაო მოიკითხა, ცოტახანი მოცდა მთხოვა,რადგანაც
დანარჩენები აგვიანებდნენ.

-დანარჩენები?-კითხვის თვალებით შევხედე ეშლის.

-გთხოვ ნურაფერს ნუ მკითხავ,მალე ყველაფერს შენი თვალით ნახავ.-ეს მითხრა და სავარძელში მოკალათდა.

ძალიან, ძალიან ცუდი წინათგრძნობა დამეუფლა.


????????????



თითქმის შუა ღამე იყო როდესაც ოთახში ჯერ ხანდაზმულმა წყვილმა შემოაბიჯა უკან კი მათ ორი ახალგაზრდა,მაღალი და სიმპატიური ბიჭები მოჰყვნენ.

ხო,აქაც გამიკვირდა.
ესენი მგონი ჩვენ სანათესაოში არ ითვლებოდნენ,არა?

ეშლის მშობლები მიესალმნენ მათ, მოიკითხეს გადაეხვივნენ ერთმანეთს როგორც ძველმა კარგად ნაცნობმა მეგობრებმა იციან ხოლმე,შემდგომ კი სავახშმოდ სუფრასთან მიგვიწვიეს.მოვკალათდი თუ არა სკამზე დაინტერესებულმა უცნაური წყვილი მზერით მოვძებნე და უფრო კარგად შევათვალიერე.

მაღალ,გამხდარ მამაკაცს წვერი ახალი გაპარსული ჰქონდა,თვალის უპეები ჩაშავებოდა,თმები აკურატულად ჰქონდა დაყენებული.მის თითოეულ ნაბიჯში სიმტკიცე იგრძნობოდა.მარჯვენა ნაირფრად მოციალე ბეჭდებით დახუნძლული ხელით ხელჯოხს ეყრდნობოდა,მაგრამ მაინც წელში გამართული დინჯად მოაბიჯებდა.შეკრული წარბები,ჩაფიქრებული სახე და დიდი ხნის წინ ჩამქრალი წითელი თვალები მას გარკვეულ იდუმალ და საშიშ იერს ანიჭებდა.

ცოლი მისგან სრულიად განსხვავდებოდა.

უკვე დანაოჭებული სახის თითოეული ნაკვთიდან სითბო და სიყვარული გამოსჭვიოდა,მოტმასნული კლასიკური ტანსაცმელი მის უნაკლო ფიგურას ხაზს უსვამდა.ქმრისგან განსხვავებით უხმაუროდ,მსუბუქად დაფარფატებდა.ქერა თმა უკან წაეღო და მაღალი კოსო შეეკრა.ქმრის მსგავსად მასაც არ აკლდა სამკაულები.პირველივე დანახვაზე ჩემი კეთილგანწყობა დაიმსახურა.

როდესაც ცოლ–ქმრის თვალიერებას მოვრჩი ახალგაზრდა მამაკაცებზე გადავიტანე მზერა,რომლებსაც უკვე ვიცნობდი.უფროს ვაჟს,რომელიც ჯესიკას მოპირდაპირედ იჯდა ლეო ერქვა,ხოლო მეორეს შედარებით უმცროს ანდრეა. ,,რა შეიძლება მათზე,რომ თქვა?" ეს,რომ ჩემთვის მაშინ გეკითხათ გეყოდით:"მაღლები,სიმპატიურები,არჩვეულებრივი სხეულით,მდიდრები,მამის ნაირი მეწამულისფერი თვალებით და მოკლედ,რომ ვთქვათ ტიპიური ქალთა გულთამპყრობლები."(ვფიქრობ ჯერ–ჯერობით ესეც
გეყოფა მკითხველო,რადგანაც მერე შეიძლება ამ ძმების ხოტბის სხმითა და დიდებით გვერდები გავავსო.)

მთელი ღამის განმავლობაში არაფერი არ მიჭამია.ხან ჩემს გვერდძე მჯდომ ჯესიკას ველაპარაკებოდი,ხან დაძაბული გრეისონს(ეშლის მამას) ვუსმენდი.და ზუსტად იმ დროს როდესაც ეშლის მამა მთავარ სათქმელზე უნდა გადასულიყო...შემთხვევით ანდრეას მზერას წავაწყდი.რაღაცნაირი მწველი და ამავდროულად შეფიქრიანებული მზერა ჰქონდა.

,,–კარგი,რა!გთხოვ წამიკითხე ზღაპარი!"–მოულოდნელად თვალებში დამიბნელდა და ყურებში არსაიდან ექოდ ჩამესმა.

წამიერად სუნთქვა შევწყვიტე,გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა. ვეღარ ვსუნთქავდი,
ფილტვებს ჰაერი აღარ მიეწოდებოდა. ჩემს გვერდძე მჯდომ ჯესიკას ხელი მაჯაზე თითქმის გონებადაკარგულმა ძლივს მოვუჭირე და მხოლოდ იმის მერე მოვედი აზრზე რაც ორი ჭიქა
წყალი მთლიანად გამოვცალე.

-შარლი რა მოგივიდა? კარგად ხარ?–ჩემი ცოტათი მოსულიერებული და გაფითრებული სახის დაინახვისთანავე მზრუნველად მკითხა.

საპასუხად მხოლოდ უაზროდ დავუქნიე თავი.
როდესაც თვალებიდან გამოვიხედე,გულაჩქარებულმა ისევ ანდრეას შევხედე,მაგრამ მას უკვე ეშლის მამაზე გადაეტანა მზერა.ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე და ჩემი თავი იმით დავამშვიდე,რომ უბრალოდ მომესმა, ,,უბრალოდ მომესმა" გავიმეორე,ხელი ხელზე მოვიჭდე და აფორიაქებულმა გრეისონზე გადავიტანე მთელი ჩემი ყურადღება,რომელიც როგორც ჩანს
მთავარ სათქმელზე გადადიოდა.

-მაშ ასე მეგობრებო ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო-დაიწყო გრეისონმა-ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ გამოვაცხადოთ...ჩემი ქალიშვილის ეშლის და ლეონარდოს ქორწილის ამბავი!

ატყდა ტაშის კვრა, მხიარული შეძახილები და მილოცვები.

მე და ჯესიკა კი განცვიფრებულები ხან ეშლის შევყურებდით,ხან ლეოს, რომლებიც გვერდი-გვერდ იდგნენ და მილოცვებს ღიმილით, გულთბილად იღებდნენ.ხანაც ლუის, რომელიც ასევე გულწრფელად ულოცავდა მათ.ჩვენ კი ვიჯექით სკამებზე გახევებულები და შოკირებული სახეებით ერთმანეთს შვცქეროდით.

Love Charlotte




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent