შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ ( სრულად )


1-10-2023, 16:21
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 6 760

ვიწრო უფარდო სარკმლიდან შემომავალი მთვარის შუქი ბუნდოვნად ანთებდა ძველისძველი ავეჯით გაწყობილ ოთახს, ფართო რკინის საწოლზე მწოლი ერთმანეთზე გადახლართული ახალგაზრდა წყვილი აშკარა იყო რომ ამქვეყნად არ იმყოფებოდნენ, ქალის კვნესა და მამაკაცის ვერ შეკავებული ოხვრა აწყდებოდა დანესტილ, ობმოკიდებულ კედლებს და გარეთ გაჭრას ლამობდა, იქვე ხის ზურგიან სკამზე მიფენილიულ სამხედრო ფორმის გულისპირზე ამაყად გაეშალა ფრთები არწივს...
როდის-როდის ჩაცხრა ვნებები და ისევ მოუწიათ დედამიწაზე დაბრუნება, მწარე რეალობისთვის თვალის გასწორება, საწოლზე წამოჯდა გოგო და თავი ჩაღუნა, უღმერთოდ ლამაზი იყო, პრიალა შავი კანი, მაღალი კისერი, მკვრივი მკერდი, ვიწრო წელი და ლამაზად მომრგვალებული თეძოები ჰქონდა, ახლა როცა უკვე ვნების ვარდისფერმა ბურუსმა გადაიარა და გონება დაეწმინდა შეეშინდა, ძალიან შეეშინდა, არამარტო საკუთარი თავის გამო...
- ანა, ანიტა შემომხედე, შემომხედე გთხოვ, -ნაზად მოკიდა ნიკაპში ხელი ბიჭმა და თავი ააწევინა, იარაღის ჭერისგან გაუხეშებული თითებით გადაუწია სახიდან ურჩი ხვეული კულულები და აწყლიანებულ შავ თვალებში სიყვარულით სავსე მზერით ჩახედა, მზემოკიდებული ხორბლისფერი კანი ჰქონდა იოჰანს, ზომიერად დაკუნთული ნავარჯიშები სხეული, გერმანელისთვის უჩვეულოდ მუქი თითქმის შავი თმა, განსხვავებული იერი და დიდი ლურჯი თვალები...
- ასე არ უნდა მოვქცეულიყავით იო, ამას არ მაპატიებენ, რომ გაიგონ... ეს რომ მამაშენმა გაიგოს ორივეს მოგვკლავს, მე ამის უფლება არ მაქვს, -ხმა უკანკალებდა ანიტას, მთლად მობუზული ნაცრისფერი დაჭმუჭნილი ზეწრით ცდილობდა შიშველი მკერდის დამალვას.
- ჩვენ გვაქვს იმის უფლება რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, მიყვარხარ ანა, -იოჰანის ხმას სიმტკიცე აკლდა, ანიტაზე მეტად ღელავდა თუმცა როგორღაც ახერხებდა ამის დამალვას, -მისკენ დაიხარა, ზეწარი მოაშორა და საწოლზე გადააწვინა, ბალიშზე აზვირთებულ ტალღებად დაეფინა შავი თმა, მსხვილ ვნებიან ტუჩებზე გადაუსვა თითები, აღფრთოვანებული დაჰყურებდა გოგონას რომელიც მისი ყოველი შეხებისას ციებიანივით თრთოდა და მისკენ იწევდა.
- ეს არასწორია იო, -კვნესასა და კვნესას შორის კიდევ ერთხელ დასცდა ანიტას.
- რატომ? -უკვე მის ფეხებს შორის მოქცეულმა და მისი სიახლოვისგან მთლად გონებადაბინდულმა უაზროდ დასვა კითხვა იოჰანმა.
- შენ გერმანიის არმიის ოფიცერი ხარ.
- ეს არაფერს ნიშნავს.
- როგორ თუ არაფერს ნიშნავს? ებრაელი ვარ, -სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე ანიტას, -შავკანიანი ებრაელი ვარ იო...
- ასე რატომ გეშინია? -იოჰანი შეჩერდა, მის თავთან დაეყრდნო ხელებით და ზემოდან დახედა, ერთხანს ღიმილით უყურებდა, მერე დაიხარა და კოცნით შეუშრო ერთადერთი ცრემლი, -ნუ შიშობ, მე შევძლებ შენს დაცვას, თანაც ომი ყოველთვის ხომ არ გაგრძელდება.
- მაგრამ მამაშენი...
- მამაჩემს ახლა ჩემთვის არ სცალია, მოდუნდი და იმაზე იფიქრე რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ...
-
- გაიღვიძე ანა, გაიღვიძე, მასწავლებელთან გაგვიანდება, გაიღვიძე თორემ ცივ წყალს გადაგასხავ თავზე, -ნაცნობი ხმა ჩამესმოდა თუმცა ტკბილ-მწარე ბურანიდან გამოღვიძებას არ ვჩაქარობდი, ჯერ ისევ იქ ვიყავი, იმ პატარა ნესტიან ოთახში, რკინის რიკულებიან საწოლში, იოჰანის გვერდით, სრულიად შიშველი, ვნებისგან და ჯერ არგანუცდელი უამრავი სხვადასხვა გრძნობის ნაზავისგან შეშლილი.
- ვდგები, ვდგები, ნუ ყვირიხარ რა, -ჩავიბურტყუნე საცოდავად როცა აღარ მომეშვა, გაჭირვებით გავახილე თვალები და საწოლზე მჯდარი დედაჩემი ავათვალიერე, ადრიანი დილის მიუხედავად როგორც ყოველთვის მშვენივრად გამოიყურებოდა, კეფაზე მჭიდროდ შეკრული წაბლისფერი თმა, მსუბუქი მაკიაჟი, თეთრი პერანგი და შავი შარვალი, მიუხედავად იმისა რომ ოცდათხუთმეტი წლის იყო ოცდახუთ წელზე მეტს ვერ მიცემდი, ხშირად უკვირდათ როცა იგებდნენ რომ ჩემი სახით თექვსმეტი წლის ქალიშვილი ჰყავდა.
- კიდევ დიდხანს გააჭიანურებ? -სიმკაცრე გაურია ხმაში.
- კარგი რა დედა, შეხედე რომელი საათია, -საწოლის მოპირდაპირე კედელზე დამაგრებული საათისკენ გავიშვირე ხელი, -რვის ნახევარია, ასე ადრე რატომ მაღვიძებ, მასწავლებელთან ათზე უნდა ვიყო.
- მანამდე ხომ უნდა მოემზადო, ივარჯიშო, ჩაიცვა, ჩქარა, ჩქარა ადექი, -საწოლიდან წამოდგა ხელი ხელს შემოჰკრა და ზურგი მაქცია.
- რა ხდება, ყაზარმაში ვართ? თავი ჯარისკაცი მგონია, -ჩავილაპარაკე და წამში თვალწინ წარმომიდგა სკამზე მიფენილი სამხედრო ფორმა, შავი დატალღული თმა, ლურჯი თვალები...
- ხუმრობის დრო არ გვაქვს ანა, გეყოფა, -ხმას აუწია და მივხვდი რომ გაჩუმების დრო იყო, -შენ ის მითხარი იოჰანი ვინ არის? -არ შემობრუნებულა ისე მკითხა.
- იოჰანი? -რაა? მე... -დავიბენი, პირი გამიშრა, ვერ მივხვდი რა უნდა მეპასუხა.
- ძილში ახსენებდი.
შვებით ამოვისუნთქე ეს სიტუაცია არაფერი იყო იმ სხვა სიტუაციებთან შედარებით რომლებიდანაც მშრალად გამოვსულვარ.
- რაღაც ფილმს ვუყურებდი და ეტყობა მერე დამესიზმრა, -უდარდელი ხმით მივუგე, დაეჭვებულმა გადააქნია თავი.
- დარწმუნებული ხარ?
- რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ, აბა შენი აზრით საიდან უნდა ვიცნობდე ვიღაც იოჰანს, -აქეთ გადავედი შეტევაზე, აღარაფერი უთქვამს ისე გავიდა ოთახიდან.

საუზმის დროს გამომცდელ მზერას არ მაშორებდა, ცდილობდა ჩემს ქცევებში ან გამოხედვაში რაღაც ისეთი დაეჭირა რაც შიშის და ნერვიულობის საფუძველს მისცემდა თუმცა სულ ტყუილად, ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში კარგად დავოსტატდი და თავისუფლად შემეძლო მისთვის ნამდვილი გრძნობები და განცდები დამემალა, ეს მეამაყებოდა? არა, სულაც არა, უბრალოდ ასე იყო საჭირო...
- კარგად ხარ ანა? -იმ სითბოთი სავსე ხმით მკითხა ხანდახან ასე ძალიან რომ მენატრებოდა, გავუღიმე და თავი დავუქნიე, კარგად არ ვიყავი თუმცა ვისწავლე რომ ეს სხვებისთვის არ უნდა მეჩვენებინა, ვისწავლე როგორ უნდა გამეღიმა მაშინ როცა არ მეღიმებოდა, ვისწავლე როგორ უნად შემეკავებინა ჩემს შიგნით სევდა და ტკივილი.
ცამეტი წლის ვიყავი როცა პირველად დამესიზმრა წარსული, არა ჩემი არამედ ვიღაც ძალიან შორეულის და თან ძალიან ახლობლის, სიზმრები ნელ-ნელა გახშირდა, თითქმის ყოველ ღამე მესიზმრებოდა ვიღაც ულამაზესი გოგონა, ებრაელი მამის და შავკანიანი დედის შვილი, თითქოს მათ ოჯახზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი, თავიდან მსიამოვნებდა მაგრამ ცოტა ხანში ფერადი და ოჯახური სითბოთი გაჯერებული სიზმრები შეიცვალა და მათი ადგილი ომმა სისხლმა და ქაოსმა დაიკავა, იმდენად ცხადად ვხედავდი ამ ყველაფერს ხანდახან ყვირილით და ტირილით მეღვიძებოდა, დიდხანს არ იმჩნევდნენ საკუთარ საქმეებში ჩაფლული დედაჩემი და მამაჩემი ჩემს მდგომარეობას მანამ სანამ დედა დამრიგებელმა სკოლაში არ დაიბარა და არ მოახსენა რომ სწავლას მოვუკელი და აგრესიული გავხდი, ხშირად მქონდა კომფლიქტი თანაკლასელებთან და ერთი სიტყვით სულაც არ ვიქცეოდი ისე როგორც კარგად აღზრდილ და კულტურულ გოგონას შეეფერება.
მაშინ დედა საშინლად გაბრაზდა, მდიდარი და საკმაოდ ცნობილი ოჯახი გვაქვს, კერძო სკოლაში ვსწავლობ, პირადი მძღოლი მემსახურება და ზოგადად დედა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას თუ ვინ რას ამბობს ჩვენზე, თავიდანვე იმას მასწავლიდა რომ ყოველთვის საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე კარგი, ყველაზე ჭკვიანი, სწორედ ამიტომ გაბრაზდა ჩემზე, ვერ აიტანა საყვედური დამრიგებლისგან, სახლში რომ მოვედით და საშინლად მეჩხუბა სწორედ მაშინ მოვუყევი ყველაფერი, ჩემი ბრალი არ არის, სიზმრების ბრალია ყველაფერითქო ვუთხარი, რათქმაუნდა არ დამიჯერა, არ დამიჯერა და ყველაფერი უფრო და უფრო ცუდად წავიდა, ფაქტიურად ორი ცხოვრებით ვცხოვრობდი, დღე და ღამე, დღისით ანა ვიყავი, მდიდარი მშობლების შვილი, პატარა განებივრებული გოგონა ღია წაბლისფერი თმით და მუქი თაფლისფერი თვალებით, რძესავით თეთრი კანით, პატარა ცხვირით და მსხვილი ვარდისფერი ტუჩებით, როგორც ამბობდნენ უნაზესი და ულამაზესი, ღამით კი ანიტა ვხდებოდი, შავკანიანი, იდუმალი ვნებიანი, ბედუკუღმართი გოგონა, ცხადზე ცხადი იყო ჩემი სიზმრები, საკუთარივით ვგრძნობდი მის გრძნობებს, მის შიშს, ტკივილს, გაჭირვებას, მის ოცნებებს ვხედავდი, მისი ცხოვრებით ვცხოვრობდი, შფოთვები და უცნაური ქცევები დამჩემდა, ხანდახან დილით გაღვიძებულს და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მიკვირდა თუ რატომ ალაგებდა ჩვენი დამხმარე მანანა დეიდა ჩემს ოთახს და რატომ მიღიმოდა თბილად, მე ხომ ერთი უბრალო შავკანიანი ებრაელი ვიყავი, რომელსაც ყველა კეთროვანივით ერიდებოდა...
ხანდახან ჯერ კიდევ სიზმარში ჩარჩენილს და ვერ გამოფხიზლებულს მაშინებდა მამის ხელი მხარზე და თბილი კოცნა ლოყაზე, მაშინებდა და მაკვირვებდა დედის იშვიათი მოფერება, ხანდახან ქუჩაში სეირნობისას ფიქრებში გართულს მაოცებდა გამვლელთა კეთილგანწყობილი ღიმილი, ფრთხილი გავხდი, მშიშარა, დეპრესიული, რატომღაც მეგონა რომ არ ვიმსახურებდი იმ სითბოს და სიყვარულს რასაც გარშემომყოფთაგან ვიღებდი, მეგონა რომ ყველა მატყუებდა, ყველას რაღაც სურდა ჩემგან, ასე რომ არ ყოფილიყო რატომ გამიღიმებდნენ, რატომ მომექცეოდნენ თანასწორივით...
ხშირად შევსწრებივარ მშობლების კამათს იმის შესახებ რომ ჩემი მკურნალობა იყო საჭირო, ფსიქოლოგთან მიყვანა ან რამე სხვა გზის გამონახვა იმისთვის რომ ისევ ძველი ანა გავმხდარიყავი, დედა ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო, ხალხს ვერ ვალაპარაკებო იძახდა, იტყვიან შვილი გაუგიჟდათო, ყველასთან მიკრძალავდა ჩემს სიზმრებზე საუბარს, კაცმა რომ თქვას მართალიც იყო, მიდი და ვინმე დააჯერე ცამეტი წლის გოგონას ფსიქიკურ ჯანმრთელობაში რომელსაც თითქმის ყოველ ღამე წარსულის საშინელი მოგონებები ესიზმრება, რომელსაც შეუძლია დაწვრილებით ისე თითქოს საკუთარი თვალით ნახა აღწეროს მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი საშინელებები.
საბოლოოდ როცა ერთხელ კიდევ მოვისმინე მათი საუბარი იმის შესახებ რომ საზღვარგარეთ მგზავნიდნენ სამკურნალოდ გადავწყვიტე როგორმე ყველაფერი შემეცვალა, რამდენიმე თვე დავხარჯე მცდელობებში რომ მშობლები ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში დამერწმუნებინა, მერე კი თითქმის ორი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად რომ ანიტა მე ვიყავი, ის მოგონებები მე მეკუთვნოდა, თავიდან მეგონა რომ მართლა გავგიჟდი, მერე ნელ-ნელა გავითავისე ყველაფერი, უამრავი ინფორმაცია მოვიძიე ამ საკითხთან დაკავშირებით და ახლა უკვე მოუთმენლად ველოდი დაღამებას რომ უფრო და უფრო მეტი რამ გამეგო ჩემი წარსული ცხოვრების შესახებ, ბოლო ერთი თვეა რაც იოჰანი გამოჩნდა ჩემს სიზმრებში და ახლა უკვე ცხადშიც დავიწყე რაღაც-რაღაცების გახსენება, ხანდახან ეს ყველაფერი საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში მაგდებდა ხოლმე, ყველგან მას ვხედავდი, ყველა მამაკაცში მას ვეძებდი, დაუჯერებლად მოგეჩვენებათ მაგრამ სიგიჟემდე მენატრებოდა, ხანდახან ქუჩაში უნცობ ადამიანსაც კი გავკიდებივარ მისთვის რომ მიმიმსგავსებია, ვგრძნობდი, ვიცოდი რომ სადღაც აქვე იყო, ჩემთან ახლოს მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი როგორ უნდა მომეხერხებინა მისი მოძებნა, საიდან უნდა დამეწყო, ხშირად მიფიქრია იმაზე თუ როგორ გამოიყურება, ვის სხეულში გამომწყვდეული დააბიჯებს ჩემს სიახლოვეს...
- რაზე ჩაფიქრდი? -დედამ ცხვირწინ გამიქნია ხელი, -მალე მორჩი დაგაგვიანდება, -წამოვდექი, დავიხარე და ხმაურით ვაკოცე ლოყაზე, გაოცებულმა მომიშორა და ისეთი სახით შემომხედა სხვა დროს ალბათ დავფრთხებოდი მაგრამ ახლა უბრალოდ გამეღიმა, მიუხედავად იმისა რომ ჩემს მიმართ დიდი სითბოთი არ გამოირჩეოდა მაინც ვაფასებდი იმას რასაც ჩემთვის აკეთებდა, განსაკუთრებით იმის მერე დავიწყე ჩემი იღბლიანობის გააზრება რაც მეტად ჩავუღრმავდი ანიტას უიღბლო ცხოვრებას, არაფერი მქონდა საწუწუნო, ოჯახი მყავდა, უსაფრთხო მშვიდი, ბედნიერი მომავალი მქონდა გარანტირებული, ჩემი ბედი ჩემს ხელში იყო მთავარია მომენდომებინა და...
- მე წავალ დე, დღეს მძღოლი არ მჭირდება თვითონ მივხედავ საკუთარ თავს, მასწავლებლიდან ნუკისთან მივდივარ და ერთად უნდა გავიდეთ რუსთაველზე აღლუმს უნდა დავესწროთ, -ერთბაშად მივაყარე და სანამ იმის გამო პროტესტს გამოთქვამდა რომ მძღოლზე უარი ვთქვი სირბილით წავედი საძინებლისკენ, ჩემს ერთადერთ მეგობარს ნუკის დავურეკე და შევუთანხმდი თუ სად უნდა შევხვედროდით, რამდენიმე წუთში უკვე მზად ვიყავი, კიდევ ერთხელ შევათვალიერე საკუთარი თავი, სარკიდან თექვსმეტი წლის ულამაზესი გოგონა შემომცქეროდა მხარზე გადმოგდებული გრძელი ნაწნავით.
-
- კარგი რა ნუკი ეს ველურები რომ არ წამოგეყვანა არ შეგეძლო? -დავიხარე და ქერათმიან ტყუპებს თმა ავუჩეჩე, -იმედია დღეს მაინც არ იტირებთ, -მუქარით დავუქნიე თითი, ეშმაკურად ჩაიცინეს და მერე ორივემ ერთდროულად გამომიყო ენა.
- ჩემმა დამ შემომაჩეჩა, ხომ იცი როგორია, ვუთხარი მე როგორ მანდობ ოთხი წლის ბავშვებსთქო და ერთს შენ მიხედე და მეორეს ანამო გამომიცხადა, -ამოიხვნეშა და ბიჭებს საქართველოს დროშის ფერებში მოხატული ერთნაირი მაისურები შეუსწორა.
- ლუკა რატომ ხარ ასეთი ფეთხუმი, ეს ნაყინი რომ არ ჩამოგესხა მაისურზე არ შეგეძლო? -მაშინვე აწუწუნდა როცა ერთერთს ნაყინით დასვრილი მაისური დაუნახა.
- შენ რა ბავშვებს ნაყინი აჭამე? -მაშინვე შევიცხადე და მანაც გაოცებულმა ამომხედა ქვემოდან.
- ჰო, ვაჭამე, რა მოხდა?
- ბევრი აჭამე?
- ორ-ორი ცალი, -მასაც შეშფოთება დაეტყო ხმაში და გამწარებულმა შემოირტყა თავში ხელი, -როგორ დამავიწყდა, ამათთვის ამდენი ნაყინი არ შეიძლება, ლუკა მაშინვე ცუდად ხდება როგორც კი ჭამს.
ამის თქმა იყო და პატარა ყაჩაღმა მუცელზე მიიჭირა ხელი.
- ნუკი მუცელი მტკივა.
- ვაიმე რა ვქნა? -მე მომიბრუნდა შეშინებული ნუკი.
- რა უნდა ქნა, წამოდი ქვედა ქუჩაზე ჩავიდეთ და ტაქსი გავაჩეროთ, სახლში მიიყვან და მიხედავს დედამისი.
- მერე შენ?
- ჩემზე ნუ იფიქრებ, პატარა ხომ არა ვარ, ცოტას გავივლი გამოვივლი და წავალ მერე სახლში, -განმამხნევებლად გავუღიმე და ერთ-ერთი ტყუპი ხელში ავიტაცე.
-
ჩაფიქრებული მივუყვებოდი სადღესასწაულოდ მორთულ გამზირს, ხალხმრავლობის გამო გავლა ჭირდა, ჩანთა გავხსენი რომ ტელეფონი ამომეღო, თავი დავხარე და სწორედ ამ დროს შევასკდი ვიღაცას.
- მაპატიეთ ხომ არაფერი დაგიშავდათ? -საოცრად ნაცნობი ხმა მომესმა, გაოგნებულმა ავწიე თავი, გულმა თავისთავად შეწყვიტა ფეთქვა, მინდოდა ჰაერი ჩამესუნთქა მაგრამ ვერ ვახერხებდი, ის იყო, ჯანდაბა, ნამდვილად ის იყო, ჩემს წინ იოჰანი იდგა, ზუსტად ისეთი როგორიც მახსოვდა, მაღალი, ფართო მხარ ბეჭით, მუქი თმით, მზედაკრული სახით, იდგა ჩემს წინ ქართული არმიის ფორმაში გამოწყობილი და იმ საოცარი ლურჯი თვალებით დამყურებდა ზემოდან.
- კარგად ხართ? -გაოცება და მცირეოდენი შეშფოთება ჩაუდგა თვალებში, ალბათ საშინლად გამოვიყურებოდი, მკლავებზე მომკიდა ხელები, შემეხო თუ არა ჩემს თვალწინ კადრებივით გაირბინა მასთან ერთად გატარებულმა დრომ, პირველი კოცნა, პირველი მოფერება და უამრავი ცეცხლოვანი ღამე, სიგიჟემდე მომინდა ჩავხუტებოდი, ვიგრძენი როგორ მომიდუნდა სხეული...
- იო, -საცოდავად ამოვიკნავლე და გონდაკარგული ჩავესვენე მის მკლავებში...



- მამაჩემმა ყველაფერი გაიგო, -იოჰანი თავდახრილი იდგა თვალცრემლიანი ანიტას წინაშე და სიკვდილმისჯილივით ელოდა მის რეაქციას, მხრები უცახცახებდა ანიტას ენას ვერ აბრუნებდა პირში რომ რამე ეთქვა ყოვლის წამლეკავი შიში იღვრებოდა მთელი მისი არსებიდან.
- მეშინია იო, -ორად ორი სიტყვა დასცდა მის ბაგეებს.
- ნუ გეშინია ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ უსაფრთხოდ იყო, -სიყალბე იგრძნობოდა იოჰანის ხმაში თვითონაც არ ჯეროდა იმის რაშიც ანიტას დარწმუნებას ცდილობდა, მამამისი ვერასდროს შეეგუებოდა მათ კავშირს, კიდეც რომ შეგუებოდა მასზეც არ იყო დამოკიდებული ყველაფერი, აუცილებლად უნდა ეპოვა რამე გზა მის გადასარჩენად.
- ჩემს გამო არ ვშიშობ, შენზე ვფიქრობ ამას არ გაპატიებენ, არ მინდა რამე დაგემართოს, -მბზინავი ცრემლების ჯაჭვი ნელ-ნელა ჩამოუყვა ანიტას ლოყებს და ნიკაპთან ყულფივით გაიკვანძა, -მის გამოც მეშინია, -მუცელზე შემოიჭდო გამხდარი თითები და ნაზად მოეფერა, -არ აცოცხლებენ...
სახე შეეცვალა იოჰანს, თვალებში კითხვანარევი სიხარული ჩაუდგა, ერთი წამის წინ სხეულმომჩვარული და უბედური მხრებში გაიშალა, თითქოს კიდევ უფრო გამაღლდა, ძალის მოზღვავება იგრძნო...
- ორსულად ხარ? -ისეთი ხმით აღმოხდა ანიტა მიხვდა ახლა მისთვის დადებით პასუხს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, გაღიმებულმა დაუქნია თავი, შვების ოხვრა აღმოხდა იოჰანს, მერე წინ გადადგა ნაბიჯი ანიტას წინ მუხლებზე დაეცა, წელზე მოხვია მკლავები და შუბლი მუცელზე მიადო, მის თმაში შეაცურა თითები ანამ...
-
ძილბურანში ვიყავი და ვერაფრით ვახერხებდი გამოფხიზლებას, თავი საშინლად მტკიოდა, წამლების სუნი უსიამოვნოდ მიღიტინებდა ცხვირში, ამ ყველაფრის მიუხედავად სახეზე ბედნიერი ღიმილი გადამეფინა როცა ჩემი ახალი მოგონება გამახსენდა, ინსტიქტურად მუცელზე დავიდე ხელი...
- გამოფხიზლდი? კარგად ხარ? -ნაცნობი მონატრებული ხმა რომ მომესმა მაშინვე გავახილე თვალები, საავადმყოფოს პალატაში ვიწექი, ჩემს თავთან კი იოჰანი იყო დახრილი, ჩემი იოჰანი ზუსტად ისეთი როგორიც მახსოვდა, ისევ სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი მიყურებდა თვალებგაფართოებული და ალბათ იმაზე ფიქრობდა თუ ვინ ვიყავი და როგორ ვიყავი, ვუყურებდი და ხმას ვერ ვიღებდი, ისე მენატრებოდა, ისე ძალიან მენატრებოდა... მის გარეშე სუნთქვა მიჭირდა, აშკარა იყო რომ არ ვახსოვდი, მე კი ამ თექვსმეტი წლის გოგონას სხეულში პატიმარივით გამომწყვდეულს როგორ უნდა მოეხერხებინა მასთან მიახლოვება, არანაირი შანსი არ მქონდა უკვე მშვენივრად ვხვდებოდი ამას, ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა ჩემს ღაწვებზე...
- რატომ ტირი, რა გჭირს, რამე ხომ არ გტკივა? -ერთბაშად მომაყარა შეშფოთებულმა, -თუ გინდა ექიმს დავუძახებ.
- შეიძლება რომ ჩაგეხუტო? -სლუკუნ სლუკუნით ამოვთქვი და პასუხს არ დავლოდებივარ ისე ავზიდე სხეული და ისე შემოვხვიე მკლავები, გაშრა, გაშეშდა, ვერაფერი თქვა მე კი მის ყელში ჩავრგე სახე და ის საოცარი სურნელი შევისუნთქე თუ არა აგრერიგად რომ მენატრებოდა ჩემს გარშემო ყველაფერი გაქრა და დავრჩით მხოლოდ მე და ის, ანიტა და იოჰანი... როგორც იქნა იქ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი, მის გვერდით, ის იყო ჩემი ბედნიერება, ჩემი სახლი, ჩემი თავშესაფარი, ჩემი ნავსაყუდელი და მე იშვიათად იღბლიანი ადამიანი ვიყავი რომ მისი პოვნა შევძელი.
- რა კარგი სურნელი გაქვს, როგორ მენატრებოდა, -ვჩურჩულებდი და მსუბუქად ვეხებოდი ტუჩებით, არ გამჭირვებია შემემჩნია მისი დაძაბულობა და დახორკლილი კანი, აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი გამბედაობით და იმით რომ ასე ვმოქმედებდი მასზე.
- რას აკეთებ, -ხრინწგარეული ხმით მკითხა, ფრთხილად ჩამავლო ხელები მხრებში და მომიშორა, ამღვრეული მზერით ჩამხედა ჯერ კიდევ ცრემლიან თვალებში, ხელი ავწიე და თითები ნაზად შევახე ლოყაზე, ამჯერად არ მოვუშორებივარ და მეც უფრო გათამამებულმა ვაიძულე ჩემკენ დახრილიყო და სახე სახესთან მივუტანე.
- თურმე როგორ საშინლად მაკლდი იო, -ზედ მის ტუჩებზე დავიჩურჩულე და მერე ძალიან დიდი ხნის ნატვრა ავიხდინე ვაკოცე... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მანაც კოცნით მიპასუხა და პირველად ვიგრძენი რომ არსებობდა იმედი იმისა გავეხსენებინე, ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორე თმებში შემიცურა და საერთოდ მომწყვიტა დედამიწას, ეს იყო ჩემი პირველი კოცნა ამ სხეულში, პირველი კოცნა რომელსაც საფუძვლად უამრავი ცეცხლოვანი ღამე ედო...
გახელებული მიკოცნიდა ბაგეებს, ყელს, მოშიშვლებულ მხრებს, მთელ ვნებას გრძნობას, სურვილს აქსოვდა თითოეულ შეხებაში, ვნეტარებდი მის მკლავებში და არ მინდოდა დასრულებულიყო, არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი პირველი ისევ თვითონ მოვიდა გონს, ცივად მომიშორა, ერთხანს შეშლილი თვალებით დამყურებდა მერე წამოხტა, ზურგი შემაქცია და კეფაზე შემოიჭდო ხელები.
- რა ჯანდაბას ვაკეთებ, არ ვიცი ვინ ხარ, არ გიცნობ, ალბათ სრულწლოვანიც კი არ ხარ და მე წარმოდგენაც კი არ მაქვს ასე რატომ მოვიქეცი, რატომ ვერ შევძელი თავის შეკავება, ასეთს რას მმართებ, -ხმამაღლა ლაპარაკობდა, მძიმედ სუნთქავდა, მესმოდა მისი, ვიცოდი ახლა რასაც გრძნობდა, არ ვახსოვდი მაგრამ ქვეცნობიერად ვიზიდავდი, ამის შემდეგ კიდეც რომ მოენდომებინა ჩემს დავიწყებას ვერ შეძლებდა, დღეიდან ვეღარასოდეს შეძლებდა ისე ეცხოვრა როგორც ადრე, არ მინდოდა ის კოშმარული პერიოდი გამოეარა რაც მე გამოვიარე სანამ ყველაფერს გავიხსენებდი, მაგრამ ვერაფრით შევძლებდი მის დახმარებას, ერთადერთი რაც შემეძლო მის გვერდით ყოფნა იყო თუკი რათქმაუნდა ამის საშუალებას მომცემდა, ფრთხილად წამოვდექი მივუახლოვდი და ჩავეხუტე, უხეშად მომიშორა და უკან დაიხია.
- ვინ ხარ? გიცნობ? -ძალიან ეცადა რომ მკაცრად გამოსვლოდა მაგრამ მისი თვალები სულ სხვა რამეს მეუბნებოდა.
- არ გიცნობ, ჯერჯერობით, -მშვიდად ვუპასუხე.
- თუ არ მიცნობ ჩემი სახელი საიდან იცი?
- შენი სახელი? -გავიკვირვე.
- იოანე მქვია, მხოლოდ ახლო მეგობრები მეძახიან იოს შენ კი რამდენჯერმე მომმართე ასე.
გამეღიმა, დამთხვევაც ასეთი უნდა, იოჰანი, იოანე, საბოლოო ჯამში მაინც იო გამოდიოდა.
- სასაცილო ვთქვი რამე? -მოიღუშა და წარბები შეკრა, -რამდენი წლის ხარ?
- თექვსმეტის, -პირდაპირ ვუპასუხე, არ მიფიქრია ასაკის დამალვა, რა აზრი ჰქონდა, წარბი მაღლა ასწია და სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგე, ღრმად ამოისუნთქა.
- ბოდიში უნდა მოგიხადო, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა... რაც მოხდა...
- არ იცი რატომ გააკეთე და აღარასდროს განმეორდება, ამის თქმა გინდოდა? -წავეშველე და მანაც ტანჯული სახით დამიქნია თავი.
- თავი ვიღაც გარყვნილი პედოფილი მგონია, ოცდაექვსი წლის ვარ შენ კი... შენ...
- თექვსმეტი წლის ვარ, ანა მქვია და სიგიჟემდე მიყვარხარ, -პირდაპირ მივახალე და თითქოს ტონობით ტვირთისგან გავთავისუფლდი აქამდე მხრებზე და გულზე რომ მეწვა, გაოგნებულმა შემომხედა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, ხელი ასწია უნდოდა შემხებოდა, მერე თითქოს გადაიფიქრა, წარბშეჭმუხნილმა გადააქნია თავი, ზურგი შემაქცია და უკან მოუხედავად გავარდა პალატიდან, არ გავკიდებივარ, დარწმუნებული ვიყავი დღეის იქით ჩვენი გზები სამუდამოდ იყო გადაჯაჭვული...
პალატიდან რამდენიმე წუთის გასული იქნებოდა როცა კარი სასიამოვნო გარეგნობის, გამხდარმა ოციოდე წლის გოგონამ შემოაღო, ექთნის ფორმა ეცვა.
- გამარჯობა მე კესო ვარ, აბა როგორ გრძნობს თავს ჩვენი პაციენტი? -თავაზიანად მომიკითხა.
- კარგად ვარ, ხომ ვერ მეტყვით ჩემი ნივთები სად არის, ტელეფონი მჭირდება რომ დედას დავურეკო, ალბათ ნერვიულობს, დიდი ხანია რაც აქ ვარ?
- ორიოდე საათის წინ მოგიყვანა იომ, ჩემი ბიძაშვილია, -დაამატა როცა შეატყო როგორი ინტერესით შევხედე, -ყველა ანალიზი ნორმაში გაქვს, დიდი ალბათობით დაღლილობის ან სტრესის გამო დაკარგე გონება, საიდან იცნობ იოანეს?
- მე... მე არ ვიცნობ, -დავიბენი, მასთან ნამდვილად არ ვაპირებდი ჩემი და იოანეს ნაცნობობაზე საუბარს, -დღეს პირველად ვნახე, აღლუმზე ვიყავი და...
- ისე დაგფოფინებდა ვიფიქრე რომ ნაცნობი იყავი, ახლაც გასვლისას მე ჩამაბარა შენი თავი, მგონი თხუთმეტჯერ მითხრა კარგად მიხედეო, რაღაც ძალინ ზედმეტად ზრუნავს შენზე, -მხიარულად გადაიკისკისა, -სასიამოვნო ადამიანი ჩანდა.
- ანუ ჩემზე ზრუნავს, -ხმამაღლა წამომცდა და კესოს ეშმაკური ღიმილი რომ შევამჩნიე ერთიანად ამიწითლდა სახე...





- მდევარი ჩამოვიტოვეთ, ნუ გეშინია კარგად იქნები, -ხმა უცახცახებდა იოჰანს, საჭეს იყო ჩაფრენილი გათეთრებული თითებით, მტვრიანი, სისხლით დასვრილი სამხედრო ფორმა ეცვა, დროდადრო მის გვერდით მჯდარ ფერდაკარგულ ანას უყურებდა რომელსაც უკვე საკმაოდ წამოზრდილი მუცლისთვის შემოეხვია გასისხლიანებული ხელები.
- პატარას ვეღარ ვგრძნობ, აღარ მოძრაობს, -სასოწარკვეთილი ხმით ჩაიჩურჩულა ანამ და ისედაც სიგიჟემდე მისულ იოჰანს ცრემლიანი თვალები მიაპყრო, -ცუდად ვარ...
- ცოტაც, სულ ცოტაც უკვე თითქმის მოვედით, ცოტაც მოითმინე, -გზიდან გადაუხვია და ტყის პირას ხშირი ბუჩქნარის უკან გააჩერა ავტომობილი, გადმოვიდა, კარი გააღო და ხელში აყვანილი გადმოიყვანა ანიტა.
- აქედან ფეხით უნდა ვიაროთ სულ რამდენიმე წუთის სავალი გზაა, მოვასწრებთ აუცილებლად გადაგარჩენთ შენც და პატარასაც, -თითქოს თავისთვის საუბრობდა, საკუთარ თავს არწმუნებდა იმაში რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, დაძარღვული მკლავებით ძლიერ მკერდზე ახუტებული მიყავდა სანუკვარი ტვირთი ტყის სიღმეში მდებარე თითქმის შეუმჩნეველ ბილიკზე.
- სად მივდივართ იო? -ანიტას ხმა უკვე ძლივს ისმოდა, მთელი ძალით ებრძოდა ძილის სურვილს, უკვე ძლივს ახელდა თვალებს.
- ელასთან მიმყავხარ, მალე მივალთ, გაუძელი, თვალები არ დახუჭო გთხოვ, -სასოწარკვეთილი ემუდარებოდა, დაჰყურებდა გაფითრებულ ტუჩებზე და მის ყველა ამოსუნთქვას ითვლიდა.
- ელა? მასზე ამბობენ რომ ჯადოქარია, ამბობენ რომ ბოროტ ძალებთან აქვს კავშირი, -უკვე ძილ-ღვიძილის გზაგასაყარზე მყოფი ლაპარაკობდა, მკრთალად გაეღიმა იოჰანს, დაიხარა და შუბლზე ნაზად შეახო ტუჩები, -მთავარი შენი კარგად ყოფნაა, შენი გულისთვის თუ საჭირო იქნება ეშმაკსაც კი მივყიდი სულს...
-
- გაიღვიძე ანა რა გჭირს, გაიღვიძე, -მთელი ძალით მანჯღრევდა ვიღაც, გაჭირვებით გავახილე თვალები და გულამოვარდნილმა მივიტანე ხელები სახესთან, მერე მუცელზე დავიხედე, არც სისხლი იყო არსად და არც ბავშვი, ნუკის პაწაწუნა ავტომობილში ვიჯექით რომელიც მშობლებმა რამდენიმე თვის წინ უყიდეს, თექვსმეტი წლის გახდა თუ არა მაშინვე, ნუკი შეშფოთებული შემომცქეროდა.
- მაპატიე, ჩამეძინა, -მოვუბოდიშე.
- ბოდავდი, სისხლს ახსენებდა, ბავშვს, სიკვდილს, ვიღაც კუდიანს თუ ჯადოქარს, რა ხდება ანა?
- არაფერი არ ხდება, უბრალოდ კოშმარი დამესიზმრა.
- ჰოდა სანამ შენ კოშმარი გესიზმრებოდა იოანე მოვიდა და ახლა სახლშია.
- მართლა? -იმწამსვე გამოვფხიზლდი როგორც კი მისი სახელი გავიგონე, ყურადღებით შევათვალიერე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სიმწვანეში ჩაფლული უზარმაზარი სახლი რომელსაც გარს მაღალი გალავანი ერტყა.
- რა უბედურებაა სახლია თუ სახელმწიფო დაწესებულება, -დავიწუწუნე როცა შესასვლელთან მდგარ დაცვას შევავლე თვალი.
- კიდევ დიდხანს უნდა ვუთვალთვალოთ? -არც ნუკი ჩამომრჩა წუწუნში, კაცმა რომ თქვას არც ვამტყუნებდი, თავიდან რატომღაც მეგონა რომ იოანე ჩემს მოძებნას შეეცდებოდა, მაგრამ ზუსტად ერთი კვირა რომ გავიდა და არსად გამოჩნდა გადავწყვიტე რომ მომეძებნა, სამი დღე ვუთვალთვალეთ მის ბიძაშვილ კესოს და საბოლოოდ იოანეს სახლსაც მივაგენით, უკვე ორი დღე იყო რაც აჩრდილივით დავყვებოდი კუდში იოს, მაკვირვებდა მისი საქციელი, ნუთუ საერთოდ არ ვახსოვდი, ნუთუ საერთოდ ვერაფერი იგრძნო...
- მაინც არ მესმის ამას რატომ აკეთებ, -ისევ ნუკის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
- ხომ აგიხსენი, მომწონს ის ბიჭი და იმიტომ.
- ბიჭი კი არა კაცია, შენთან შედარებით მოხუციც კი ეთქმის, -სასაცილოდ დამანჭა სახე და მეც გამაღიმა.
- რა მნიშვნელობა აქვს, -მხრები ავიჩეჩე.
- როგორ თუ არ აქვს, სიცოცხლის ბოლომდე ასე უნდა სდიო უკან? ბოლოს და ბოლოს მიდი და უთხარი ყველაფერი...
- აქ რა ხდება? -სახლთან გაჩერებულ ავტომობილზე გადავიტანე მისი ყურადღება საიდანაც რამდენიმე ერთნაირად ჩაცმული გოგონა გადმოვიდა.
- ვერ ხედავ როგორ აცვიათ? ალბათ მიმტანები არიან წვეულებისთვის, -ნუკიმ ხელი აიქნია და ტელეფონს მიუბრუნდა.
- რა წვეულება, რამე გამომრჩა? -იმხელა ხმაზე ვიყვირე შეშინებული შეხტა.
- ეგ როგორ დაგავიწყდა, იმ დღეს კესოს რომ ვუთვალთვალებდით, საავადმყოფოდან გამოსული ტელეფონზე რას საუბრობდა აღარ გახსოვს?
- დაბადების დღე.
- ჰო დაბადების დღე აქვს დღეს შენს იოანეს.
- იმ წვეულებაზე უნდა მოვხვდე, -წამში მივიღე გადაწყვეტილება.
- ასე? -ნუკიმ ჩემს ჩაცმულობაზე მანიშნა, შავი შორტი, უბრალო თეთრი მაისური და დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელი მეცვა, თმა ჩვეულებისამებრ ერთ ნაწნავად მქონდა დაწნული.
- ღობეზე მაღალი ქუსლებით ვერ გადავხტები ასე რომ... -ღიმილით გავშალე ხელები.
- ღობეზე აპირებ გადახტომას?
- სწორად გაიგე, მოდი ასე მოვიქცეთ მალე დაღამდება, მშობლებს დავურეკავ და ვეტყვი რომ შენთან ვჩები, მერე შენ სახლში წახვალ მე კი ჩემს საქმეს მივხედავ.
- არ გეშინია? რამე რომ დაგიშაოს?
გამეცინა, ერთადერთი რაშიც ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული იყო ის რომ იოანე არასდროს არაფერს დამიშავებდა..






სახლს გარშემო შემოვუარე და თან ყველანაირად ვცდილობდი რომ დაცვას არ შევემჩნიე ან კამერების ხედვის არეალში არ მოვხვედრილიყავი, სახლიდან საკმაოდ მოშორებით ბაღის განაპირას ქუჩის მხრიდან ღობესთან ახლოს მდგარი ხე შევამჩნიე, ბევრი არ მიყოყმანია, ხეზე აცოცება არ გამჭირვებია, ავცოცდი და გადავხტი, მარტივად გადავძვერი საკმაოდ განიერ ღობეზე და ბაღში ჩავხტი, ჩავხტი და ძლივს შევიკავე თავი რომ სიმწრისგან არ მეყვირა, შიშველი მკლავით გამოვედე ვარდის ბუჩქს რომელსაც უზარმაზარი ეკლები ჰქონდა, ძლივს გავინთავისუფლე თავი და ფეხაკრეფით წავედი ბაღის იმ მხარეს საიდანაც მუსიკის ხმა მოდიოდა და ფერადი სინათლეები ჩანდა...
როგორც ეტყობოდა ჩემი იო საკმაოდ დიდ წვეულებას მართავდა, ალბათ უყვარდა დაბადების დღეების პომპეზურად აღნიშვნა, ჩემდა სასიხარულოდ ეს უზარმაზარი ბაღი ბუჩქებით, ხეებით და სხვადასხვა მცენარეებით იყო სავსე ასე რომ იმ ადგილამდე შეუმჩნევლად მივედი სადაც სტუმრები იყვნენ შეგროვილნი, ერთ-ერთ სქელტანიან ხეს საიმედოდ ამოვეფარე და იქაურობა მოვათვალიერე, წვეულება უზარმაზარი და სხვადასხვა ფერის განათებების გამო ათასფრად მოციმციმე წყლით სავსე აუზის გარშემო ტარდებოდა, მაღალი, ლამაზი გადასაფარებლებით მორთული მრგვალი მაგიდების გარშემო იდგნენ სტუმრები, სასმელს შეექცეოდნენ და დროდადრო ალბათ ამ წვეულებისთვის სპეციალურად დაქირავებული მომსახურე პერსონალის მიერ ჩამოტარებულ დელიკატესებს მიირთმევდნენ, ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდათ თუ როგორი ძვირფასი ტანსაცმელი ეცვათ და როგორი ძვირადღირებული სამკაულები ეკეთათ, ერთი სიტყვით მეტად ნაღებ საზოგადოებას მოეყარა თავი და შეძლებისდაგვარად ერთობოდნენ თუ ამას გართობა ერქვა, ასეთ სიტუაციას ნამდვილად არ ველოდი, მერჩივნა იო ერთი უბრალო ბიჭი ყოფილიყო და არა ასეთი ჩემნაირი უბრალო გოგონასთვის ხელშეუხებელი და მიუწვდომელი.
- დღეს გამოვაცხადებ ჩვენი ნიშნობის შესახებ, -სასიამოვნო ხმით ნათქვამი სიტყვები მომესმა და უფრო საიმედოდ ავეკარი ხეს რომ არავის შევემჩნიე, ორი ულამაზესი ოცდახუთიოდე წლის სადღესასწაულოდ გამოწყობილი გოგონა ჩემგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით შეჩერდნენ, მშვენივრად ვხედავდი და მშვენივრად მესმოდა მათი.
- გაგიჟდი? იოანე გაცოფდება მასთან შეუთანხმებლად ასეთ რამეს თუ გააკეთებ, ჟღალთმიანმა ტუჩებზე მიიდო თითები შეშფოთების გამოსახატავად და აქეთ-იქით მიმოიხედა ხომ არავინ გვისმენსო, მის გვერდით მდგარ ქერათმიან ტუჩებდაბერილ, ღრმად დეკოლტირებულ წითელ კაბაში გამოწყობილ გოგონას გულიანად გაეცინა და თავმობეზრებულივით აუქნია ხელი.
- მშვენივრად იცი რომ ჩვენი მშობლები ბავშვობიდან გეგმავენ ჩვენს ქორწილს, იოანე კი ვერაფრით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
- იმიტომ ხომ არა რომ არ უყვარხარ, -პირდაპირ მიახალა ჟღალთმიანმა.
- ასე გგონია? -ირონიულმა ღიმილმა აუპრიხა ტუჩის კუთხე ქერას, -ასეც რომ იყოს მნიშვნელობა არ აქვს, მას თუ არ ვუყვარვარ მე მიყვარს.
- არ გიყვარს ლელა, უბრალოდ აკვიატებული გყავს და ეგოისტურად იქცევი, ვერ ვხვდები რაში გჭირდება ისეთი ქმარი რომელსაც არ ეყვარები.
- ხანდახან მგონია რომ ჩემი გშურს, -სახე მოეღუშა ლელას, -თუმცა არა უშავს ცოტა ხანში ყველას განახებთ როგორ სამაგალითო ოჯახს შევქმნით მე და იოანე, ცოლად რომ მომიყვანს მერე შევუყვარდები კიდეც, აი ნახავ გამოვაცხადებ ნიშნობის შესახებ ისიც ამდენი სტუმრის წინაშე უარს ვერ იტყვის და დათანხმდება მერე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თავი შევაყვარო.
- შენთან ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს, -ხელი ჩაიქნია წითურმა, -უკვე ძალიან დამღალე, ისღა მაკლდა ჩემთვის შურიანობა დაგებრალებინა.
- რა გჭირს თამთა? შენ ჩემსკენ ხარ თუ ეშმაკებისკენ ვერ ვხვდები.
- მაგასაც ვერ ხვდები?

ასე კამათ-კამათით მოშორდნენ ჩემს სამალავს, გაშეშებული ვიდექი და მოსმენილის გააზრებას ვცდილობდი, ესე იგი ჩემს იოანეს შეყვარებული ყავს რომელიც სრულიად შესაძლებელია რომ დღეს საცოლედ გამოაცხადოს, ჯანდაბა, ამას არ ველოდი.
- აბა რას ელოდი, -უნებურად ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს, -იმაზეც მადლობა თქვი რომ ცოლი და სამი შვილი არ ჰყავს, ხომ არ გავიწყდება მისი ასაკი, ის ოცდაექვსი წლისაა, ოცდაექვსის შენ კი ჯერ სრულწლოვანიც კი არ ხარ.
ოოოჰ, გამწარებულმა დავიღმუვლე და შუბლით მივეყრდენი ხეს, არ ვიცოდი რისი იმედი მქონდა როცა აქ მოვდიოდი, კიდეც რომ მომეხერხებინა მისი ნახვა რა უნდა მეთქვა, ალბათ ერთადერთი რასაც მივაღწევდი ის იქნებოდა რომ ჩემს მშობლებთან დარეკავდა ისინი კი სახლში გამომკეტავდნენ და ფსიქოლოგს მომიყვანდნენ რომ ამ აკვიატებისგან გავეთავისულებინე, არასდროს, აქამდე არასდროს არ მდომებია უფრო მეტად ვმგვანებოდი ზრდასრულს, ახლა რომ ანიტას მაგვარი ფორმები მქონოდა ან თუნდა ლელასნაირი, სხვა თუ არაფერი ფეხები კისრიდან ეწყება, მერე რა მკერდი აქვს, რა წელი, როგორი საჯდომი... მისნაირ ქალს თუ ზედაც არ უყურებს იო მე რატომ უნდა შემომხედოს, ჩემში რამ უნდა დააინტერესოს, ანიტა კიდეც რომ გაიხსენოს, კიდეც რომ დავაჯერო ჩვენი ერთიანობა, ისე მაინც არ შემომხედავს როგორც ზრდასრულ ქალს, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წელი მაინც...
- შარში ვარ, -ჩავილაპარაკე და ხეს ოდნავ მოვშორდი რომ უფრო კარგად მედევნებინა თვალი წვეულებისთვის, სუნთქვა შემეკრა როცა ერთად შეჯგუფებული სტუმრებისკენ მიმავალი იოანე დავინახე, ამჯერად უბრალოდ, ჩვეულებრივად და თავისუფლად ეცვა, თეთრი მაისური, შავი ჯინსი, სპორტული ფეხსაცმელი...
- გილოცავ ჩემო ბიჭო, -ხელგაშლილი გაემართა მისკენ მაღალი, გამხდარი ორმოცდაათიოდე წლის ქალბატონი, ღიმილით გაშალა მკლავები იომ და გულში ჩაიკრა, სათითაოდ მიდიოდნენ, ეხვეოდნენ, კოცნიდნენ და ულოცავდნენ, ლელა რომ მიეახლა, მკერდით მკერდზე მიეკრა, ორივე ხელით დაუჭირა სახე და მის ტუჩებს მისწვდა, ენით გამოუთქმელი სიბრაზე ადუღებული კუპრივით ჩამეღვარა სხეულში, წყალსაც წაუღია ყველაფერი, იოანე ჩემი იყო ის კი ჩემს ბიჭს ეხებოდა და დამშეულივით უკოცნიდა იმ ტუჩებს მხოლოდ ჩემი სითბო და ალერსი რომ უნდა სცოდნოდათ...
- გეყოფა ლელა, ვერ ვხვდები რის გაკეთებას ცდილობ, -უხეშად მოიშორა იომ და ნაძალადევი ღიმილით მიუბრუნდა დანარჩენ სტუმრებს, სწორედ ამ დროს გამოაცხადეს მიკროფონში რომ ლელას და იოანეს სტუმრებისთვის რაღაც სასიხარულო ამბავი ჰქონდათ სათქმელი, იოანე გაკვირვებული შესცქეროდა ლელას რომელმაც ამაყად გამოაცხადა რომ სულ რაღაც ერთ თვეში დაქორწინებას აპირებდნენ, იო აშკარად არ იყო ამ ყველაფრისთვის მზად, გაოცებული და ბრაზ მორეული იყურებოდა აქეთ-იქით, სწორედ ამ დროს შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს, თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან, წარბები შეჭმუხნა და ჩემდა გასაკვირად ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში, როგორც იქნა გონს მოვედი და ირგვლივ მიმოვიხედე, არ მახსოვდა როდის გამოვედი სამალავიდან, შეშინებულმა დავიხიე უკან, დავინახე როგორ უხეშად მოიშორა იომ ლელა და როგორ წამოვიდა ჩემსკენ, შევბრუნდი და სიბნელეში ჩაფლული ბაღის კიდისკენ გავიქეცი, კედელთან წამომეწია...
ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა და შევდექი თუმცა მისკენ არ შევბრუნებულვარ, ისიც შედგა თუმცა აშკარად არ ჩქარობდა ჩემთან უფრო ახლოს მოსვლას, ძლივსღა ვსუნთქავდი, ისიც ძლივს ითქვამდა სულს, მერე მხარზე ვიგრძენი შეხება, ნაზად, ფრთხილად...
- აქ რას აკეთებ? შენ რა ღობეზე გადმოძვერი? -თბილი ხმა ჰქონდა, ხრინწგარეული, მხარზე ოდნავ მომიჭირა და მაიძულა რომ მისკენ შევბრუნებულიყავი, თავდახრილი ვიდექი და მისი სიახლოვისგან მოღვრილი მღელვარებისგან მთელი სხეული მითრთოდა, ნაზად მომკიდა ნიკაპზე თითები და თავი ამაწევინა, სავსე მთვარის შუქზე ზღაპრულად უელავდა თვალები, ძალუმად აუდ-ჩაუდიოდა მკერდი.
- მე... მე უბრალოდ მინდოდა შენთვის დაბადების დღე მომელოცა, -ძლივს ამოვღერღე და ნაძალადევი ღიმილიც დავამატე.
- შეგეძლო კარიდან შემოსულიყავი, -ზურგს უკან მანიშნა ხელით.
- რომ მოვსულიყავი შემომიშვებდი? -ქვემოდან ავხედე უცნაურად მომღიმარს, თავი გააქნია უარის ნიშნად.
- ჰოდა ამიტომაც გადმოვძვერი ღობეზე, -ხელები გავშალე და მხრები ავიჩეჩე.
- სიმართლე რომ გითხრა მაინტერესებდა როდის გაბედავდი და მოხვიდოდი, -გაიცინა და ლოყაზე ფრთხილად ჩამომისვა თითები.
- რას გულისხმობ?
- გეგონა ვერ ვხვდებოდი რომ შენ და შენი მეგობარი მითვალთვალებდით? სალაპარაკო გვაქვს პატარა ალქაჯო არ მეთანხმები?
სიტუაციის ასე შემობრუნებას ნამდვილად არ ველოდი, ერთი მხრივ სირცხვილი და უხერხულობა მკლავდა იმის გამო რომ ასე სულელურად გამომიჭირა მეორე მხრივ კი მიხაროდა მასთან საუბრის შესაძლებლობა რომ მეძლეოდა, აქ იყო, ჩემს წინ, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, საყვარლად მიღიმოდა და ნამდვილად არ მიდოდა ეს შანსი ხელიდან გამეშვა.
- რაზე უნდა ვისაუბროთ?
- თუნდაც იმაზე რომ მიცნობ, მე კი წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ.
- საიდან მოიტანე რომ გიცნობ?
- იქიდან რომ პირველივე შეხვედრისას სახელით მომმართე, თანაც უცნობებს მხოლოდ მანიაკები უთვალთვალებენ მხოლოდ იმიტომ რომ მერე მათ სახლში შეიპარონ დაბადების დღის მისალოცად, შემთხვევით მანიაკი ხომ არ ხარ?
- მანიაკი არ ვარ, -ნერვიულად გამეცინა და ხელი მაღლა ავწიე რომ თმა შემესწორებინა, დავინახე როგორ შეეცვალა სახე, მკლავში მტაცა ხელი.
- ეს სისხლია? სად დაიზიანე? როგორ...
- ისეთი არაფერია კედელზე გადმოხტომისას ვარდის ბუჩქებში ჩავვარდი, -უხერხულად გავიღიმე და შევეცადე ხელი გამომერთმია თუმცა არ დამანება, შებრუნდ,ა სახლისკენ წავიდა და მეც თან გამიყოლა.
- რას აკეთებ? სად მიგყავარ? -ცოტა არ იყოს ხმამაღლა მომივიდა და მოღუშულმა გადმომხედა.
- ნუ კივი, არ ვაპირებ რამე დაგიშავო, უბრალოდ ხელს დაგიმუშავებ მერე კი დაიძინებ, შენხელა ბავშვებს ახლა უკვე უნდა ეძინოთ, -ისე სერიოზულად მითხრა გაბრაზებაც კი ვერ მოვახერხე.
- მე ბავშვი არ ვარ, -მხოლოდ ეს ჩავიბურტყუნე.
- კი როგორ არა, -ჩაეცინა და უკანა კარი უხმაუროდ შეაღო, სახლში რომ შევედით მაშინღა მივხვდი თუ რა მითხრა ცოტა ხნის წინ.
- მოიცადე იოანე, -მთელი ძალით დავქაჩე და ვაიძულე რომ გაჩერებულიყო, -წეღან როცა თქვი რომ უნდა დავიძინო რა იგულისხმე.
- ის რომ უკვე შენი ძილის დროა, დღეს აქ რჩები, -გამომიცხადა, მეორე სართულზე ამავალ კიბეს აუყვა და მეც თან გამიყოლა, რატომღაც არც თუ ისე სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, იქნებ იოანე სულაც არ იყო ის ვისაც ვეძებდი, იქნებ შევცდი და ვიღაც არანორმალურს გადავეყარე, აშკარად იგრძნო ჩემი მღელვარება და შეჩერდა.
- ჩემი არ შეგეშინდეს, არასდროს, -ღიმილნარევი ხმით მითხრა, ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემი სახე ხელებს შორის მოიქცია, სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ მაგრამ ამაღამ თუ ჩემთან არ დარჩები გავგიჟდები, შეიძლება შევიშალო, ვერ ვხვდები რას მმართებ, ერთადერთი რაც დაზუსტებით ვიცი ისაა რომ არასდროს არაფერს დაგიშავებ, გულს არასოდეს გატკენ, ჩემი ხომ გჯერა?
მის მზერაში იმხელა მუდარა გამოსჭვიოდა უბრალოდ არ შემეძლო ეჭვი შემეტანა მის სიტყვებში, მოვეხვიე და მკერდზე მივადე თავი.
- აქ ვერ დავრჩები იო, ჩემი მშობლები...
- დარწმუნებული ვარ მშობლებისთვის რამე ლეგენდა გექნება მოფიქრებული ამაღამ სახლში არ ყოფნის გასამართლებლად თუ ვცდები?
- არ ცდები, -ამოვიხვნეშე და ერთი ნაბიჯით მოვშორდი, -მაჩვენებ შენი საძინებელი რომელია?
- ასეც ვიცოდი პატარა ცუღლუტო, შემოდი, -ერთ-ერთი ოთახის კარი შეაღო და შემიძღვა.
-
- სტუმრები გაგიბრაზდებიან ამდენ ხანს რომ მიატოვე, -ხელშეხვეული ვიჯექი საწოლზე და ჩემს წინ სავარძელში მჯდარ საზურგეზე თავგადაგდებულ და თვალდახუჭულ იოს თვალს ვერ ვაშორებდი, გრძელი თხელი თითები ჰქონდა, ძლიერი მკლავები, სახის დახვეწილი ნაკვთები, გამოკვეთილი ყბები, კისერზე ისე მაცდურად უფეთქავდა არტერია...
- აა, ჰო სტუმრები, -ფეხზე წამოდგა და კეფაზე შემოიჭდო თითები, ერთხანს ასე იდგა მერე კარადა გამოაღო საკუთარი მაისური და შორტი ამოარჩია და საწოლზე დამიდო.
- გამოიცვალე და დაწექი, არ დამელოდო დაიძინე, ხვალ დილით ყველაფერზე ვისაუბრებთ, -ნელი ნაბიჯით დაიძრა კარისკენ, გასვლამდე შემობრუნდა მზერა გამისწორა, სახეზე ყოყმანი გამოესახა თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებსო, მერე შებრუნდა და უხმაუროდ გაიხურა კარი.
პირველი რაც მისი გასვლის შემდეგ გავაკეთე იყო ის რომ ნუკის დავურეკე, გაგიჟდა როცა ვუთხარი რომ იოანესთან ვრჩებოდი, მისი ხანგრძლივი შეგონება მოვისმინე თუ არა ტანთ გავიხადე და იოს ტანსაცმელი ჩავიცვი, თავს მშვიდად ვგრძნობდი, ერთი წამითაც კი არ მიქმნიდა უხერხულობას ის რომ მის საძინებელში უნდა დამეძინა, გადასაფარებელი გადავწიე და დავწექი, მისი სურნელით გაჟღენთილ ბალიშზე დავდე თუ არა თავი მაშინვე გავითიშე...
საშინლად ციოდა, უზრმაზარი ხეების ვარჯებქვეშ აქა იქ თუ ატანდა მზის სხივები, ცეცხლი ენთო ხის ტოტებქვეშ საიმედოდ შეფარებული ქოხის კუთხეში ამოშენებულ გამურულ ბუხარში, მხიარულად ტკაცუნებდა შეშა, სხვადასხვა უცნაური მცენარის გამხმარი კონები ეკიდა ჭერზე და აქა-იქ ცეცხლის ალზე ბზინავდა აბლაბუდები, რამდენიმე ნახევრად ჩამოღვენთილი სანთელი მკრთალად ანათებდა უფანჯრო ოთახს, ხისგან უხეშად გამოჩორკნილ მაგიდაზე უცნაური ორნამენტებით მოხატული თიხის თასი იდო, შიგ მხრჩოლავი ნაცრისფერი ბურთულებისგან წამოსული ტკბილი, სასიამოვნო სურნელი დაუკითხავად უძვრებოდა ნესტოებში იოჰანს და დაძაბული სიტუაციის მიუხედავად მოდუნებას აიძულებდა...
- გადარჩებიან, -თივით გატენილ ლეიბზე უგონოდ მისვენებულ ანიტას დახედა ქალმა და მერე იოჰანს მიაპყრო ცივი წყლისფერი თვალები, გაფითრებული იდგა იოჰანი სისხლით მოსვრილი, გაფართოებულ თვალებს არც კი ახამხამებდა, მძიმედ სუნთქავდა, თავი გადააქნია და მხრები შეათამაშა რომ როგორმე ბურანისგან გამორკვეულიყო.
- დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნება? მითხარი ელა, მართლა ორივე გადარჩა? -ტანჯვით დასცდა გამშრალი ტუჩებიდან ორიოდე სიტყვა.
- რათქმაუნდა ისეა როგორც ვთქვი, როგორც შევთანხმდით, მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ, -ხელები გაშალა ქალმა და მხრები აიჩეჩა.
- მადლობა ღმერთს, -მუხლებზე დაეცა იოჰანი და ანიტას ხელი ხელში მოიქცია, -მადლობა ღმერთს.
- ღმერთი აქ არაფერ შუაშია, შენი ცოლ-შვილი მე გადავარჩინე და არა ღმერთმა, -შემზარავად ჩაიქირქილა, კედლიდან მეწამული ფერის მოსასხამი ჩამოხსნა, საიმედოდ გაეხვია შიგ და ქოხის კარი გამოაღო, -რომ მოვალ აქ აღარ დამხვდეთ, ოღონდ იცოდე იოჰან ჩვენი შეთანხმება არ დაივიწყო, თუ გინდა რომ ორივემ იცოცხლოს მაშინვე აქ უნდა დაბრუნდე როგორც კი სამშვიდობოს გაიყვან, ეგ გული ახლა რომ ასე ძალუმად გიფეთქავს მკერდში უკვე ჩემია, -მისკენ გაიშვირა გაძვალტყავებული თითი და მუქარის ნიშნად დაუქნია, მერე გაწეწილი ჭაღარა თმა საგულდაგულოდ შემალა ქუდქვეშ და ოდნავ გამოღებულ კარში გასხლტა.
მაგრად დახუჭა თვალები იოჰანმა და ერთ ამოოხვრას ამოატანა მთელი დაძაბულობა, ფრთხილად შეეხო მუცელზე ანიტას და მკვეთრად შესამჩნევი მოძრაობა რომ იგრძნო სიხარულმა და შვებამ გაუბრწყინა სახე, ბავშვი ცოცხალი იყო, ანიტას სხეულში აგრძელებდა არსებობას...
- ჩემი ცოლშვილი, ჩემი, ჩემი... -ძლივსგასაგონად ჩურჩულებდა და ნელ-ნელა იწყებდა იმის გააზრებას თუ რისი გაღება მოუხდა მათ გადასარჩენად, არანორმალურად მფეთქავ გულზე მიიდო ხელი და კბილი კბილს მაგრად დააჭირა რომ ყელში მომდგარი ღრიალი როგორმე უკან ჩაებრუნებინა, თავის თავს არ დარდობდა, იმაზე ფიქრობდა რომ იმ პატარას რომელსაც ახლა მშვიდად ეძინა მისი საყვარელი ქალის მუცელში ვერასდროს ნახავდა, ვერ შეეხებოდა, მის სურნელს ვერ შეიგრძნობდა, მის ღიმილს, მის პირველ ნაბიჯებს ვერ დაინახავდა, ვერ გაიგებდა როგორ დაუძახებდა მამას...
უზარმაზარი, ვერცხლისფრად მოელვარე კრისტალი მოსწყდა იოჰანის თვალს და ანიტას ღაწვზე ჩამოეღვარა, შეიშმუშნა ანიტა ამოიკვნესა და ნელა, ძალიან ნელა გაახილა თვალები, მუცელზე შემოიჭდო ორივე ხელი შფოთვით და ტკივილით სავზე მზერით შეხედა მის თავთან დახრილ მომღიმარ მამაკაცს ვისაც მხოლოდ ღმერთმა უწყის თუ რად უჯდებოდა ახლა ეს ღიმილი.
- ბავშვი? ჩვენი პატარა... -გულზე თითქოს მარწუხივით მოუჭირა იოჰანს როცა მისი შიშნარევი თუმცა მაინც იმედით სავსე ხმა მოესმა.
- კარგად არის, შენც კარგად იქნები, სულ ცოტაც და შევძლებ აქედან უსაფრთხო ადგილზე წაგიყვანოთ, იქ სადაც თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, იქ სადაც არავისთვის ექნება მნიშვნელობა იმას თუ რა ფერის კანი გაქვს ან რა გწამს, -თვალები გაუბრწყინდა ანიტას, წამოიწია, მკლავები კისერზე შემოხვია და სახე მის ყელში ჩარგო.
- მაინც მოახერხე, მაინც შეძელი და ჩვენი პატარა გადაარჩინე, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ, -გრძნობამორეული ჩურჩულებდა და უფრო და უფრო ძლიერად ხვევდა ხელებს, არაფერს ამბობდა იოჰანი, თვალდახუჭული ისუნთქავდა სანატრელ სურნელს, თბილი მოგონებების და შეგრძნებების შეგროვებას ცდილობდა...
-
- ჩუ ნუ ტირი, გამოფხიზლდი, ეს მხოლოდ სიზმარია, ანა გთხოვ გაახილე თვალები, -ნაცნობი ხმა ჩამესმოდა და გამოფხიზლებას ვცდილობდი, როდის-როდის გავახილე თვალები, გარემო რომ არ მეცნო შეშინებული წამოვხტი და საწოლის საზურგეს ავეკარი.
- ნუ გეშინია, მე ვარ, ჩემთან ხარ, -ჩემს წინ მჯდარი იოანე აღელვებული მიყურებდა არ მეხებოდა თუმცა ყველანაირად ცდილობდა როგორმე დავემშვიდებინე, ვუყურებდი და ჩემს შიგნით ჩაბუდებულ ტკივილს ვერაფერს ვუხერხებდი, არ იყო ადვილი, ნამდვილად არ იყო ადვილი ამ ყველაფრის გააზრება თუმცა როგორც იქნა მივხვდი რომ სიზმარში აღარ ვიყავი და ჩემს წინ მჯდარ მამაკაცს საერთოდ არ ვახსოვდი, შეიძლება მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არც კი იყო, მიუხედავად იმისა რომ ვაღელვებდი და ჩემს მიმართ აუხსნელი გრძნობები ჰქონდა, ის იოჰანი ვერასდროს გახდებოდა...
- უბრალოდ ცუდი სიზმარი ნახე, ეს იყო და ეს, -თბილად გამიღიმა, ზუსტად ისე როგორც...
- შეიძლება რომ ჩაგეხუტო? -აღმომხდა სასოწარკვეთილს, ახლა რომ მისი სითბო და სიახლოვე არ მეგრძნო ნამდვილად გავგიჟდებოდი, არ უყოყმანია ისე გაშალა მკლავები...
მის სითბოში საიმედოდ გახვეულს ჩამეძინა, ჩემს გვერდით იწვა, სანამ ღრმად ჩამეძინებოდა ვგრძნობდი როგორ მივარცხნიდა თმას თითებით და დროდადრო როგორ მწმენდდა ცრემლებს.

კოშმარების მიუხედავად მაინც კარგად დასვენებულს, კმაყოფილს და ბედნიერს გამეღვიძა, ალბათ ეს იმის გამო იყო რომ ღამე იოს საძინებელში, მის საწოლში გავატარე, თვალი რომ გავახილე მარტო ვიყავი არადა მთელი ღამე ვგრძნობდი მის სიახლოვეს, ერთხანს გაღიმებული ვიწექი გულაღმა და ჭერს შევცქეროდი, მშვენივრად მახსოვდა რომ იოანეს ჩემთან საუბარი უნდოდა თუმცა არ ვღელავდი...
- ვინ ხარ და აქ რა ჯანდაბას აკეთებ, -კივილი რომ მომესმა შიშისგან ერთ ადგილზე შევხტი და ყურებზე ავიფარე ხელი, წამოვჯექი, ჩემს წინ უმოკლეს კაბაში და გულამოღებულ მაისურში გამოწყობილი, ადრიანი დილის მიუხედავად ჰოლივუდის ვარსკვლავის შესაფერისი მაკიაჟით და ვარცხნილობით იდგა ლელა და გაცეცხლებული მიყურებდა, ფიქრებში გართულმა საერთოდ ვერ შევნიშნე მისი შემოსვლა და ახლა ვხვდებოდი ცოტაც და იფეთქებდა, უკვე ვიცოდი რაც წარმოიდგინა და ალბათ მზად იყო შუაზე გავეგლიჯე.
- ვერ გაიგე რა გითხარი? ყრუ ხარ თუ რა გჭირს? -კიდევ ერთხელ მიყვირა და საწოლისკენ წამოვიდა, სასწრაფოდ წამოვხტი და მეორე მხარეს დავდექი სხვა თუ არაფერი ოთახი იმხელა იყო თავისუფლად შეგვეძლო კატა-თაგვობანა გვეთამაშა ისე რომ ჩემი დაჭერა ვერ მოეხერხებინა, ნეტავ სწრაფად სირბილი თუ შეეძლო, არა მგონია ამხელა ქუსლიანი ფეხსაცმლით მოეხერხებინა, უნებურად გამეცინა.
- რა გაცინებს, სასაცილოდ გაქვს საქმე? ჩემი საქმროს საწოლში გძინავს, -მიყვირა და ჩემსკენ გამოიწია, მეც გავზარდე დისტანცია.
- დამშვიდდი, მე იოანეს მეგობარი ვარ და რაღაც არა მგონია შენი საქმრო იყოს, -არც თუ ისე მტკიცე ხმით ვუპასუხე და გულითადი ღიმილიც არ დამვიწყებია.
- მეგობარი? სულელს ვგავარ? მის საწოლში წევხარ და მისი ტანსაცმელი გაცვია, რამდენი წლის ხარ, არ ვიცოდი ჩემს იოს შენნაირი ლაწირაკები თუ ხიბლავდა, ახლავე გაეთრიე აქედან გესმის? იო ჩემი საქმროა და მალე ჩემი ქმარი და ჩემი შვილების მამა გახდება.
ვუყურებდი როგორ იდგა ჩემს წინ ქალღმერთივით ყელმოღერებული, უნაკლო იყო, ვუყურებდი მის სავსე მკერდს რომელიც მადისაღმძვრელად ჩანდა ღრმად მოღეღილი გულისპირიდან, ვუყურებდი მის წვრილ წელს, გრძელ ფეხებს და ლამის იყო ეჭვიანობისგან და სიბრაზისგან შუაზე გავმსკდარიყავი.






- აქ რა ხდება? -სახიფათოდ დამუხტული ატმოსფერო იოანეს ხმამ რომ გაჰკვეთა ერთდროულად შევბრუნდით მისკენ, ღია კარში იდგა, ფეხშიშველი, შორტში და ოფლისფან დასველებულ მაისურში გამოწყობილი, ნერვიულად გადაისვა თმაზე თითები, დაკვირვებით შემათვალიერა და მერე პატარა, ფუმფულა კატის კნუტივით დამტკბარ ლელას მიაპყრო მრისხანე მზერა რომელიც საცოდავად აწურული იდგა და უმწეო გოგოსავით ხლართავდა თითებს ერთმანეთში.
- ახლავე წამომყევი, -ცივი ხმით გასცა ბრძანება.
- კი მაგრამ იო, -საცოდავად ამოიკნავლა ლელამ
- ახლავე, -გაიმეორა და ზურგი შეაქცია, ლელამ მომაკვდინებელი მზერა მესროლა და მაღალი ქუსლების კაკუნით მიყვა უკან, შვებით ამოვისუნთქე, სასწრაფოდ გამოვიცვალე, ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი და ფეხმორთხმით დავჯექი უკვე გასწორებულ საწოლზე, დაახლოებით ათ წუთში დაბრუნდა იოანე, შემოვიდა და ზურგს უკან უხმაუროდ მიხურა კარი, შემომხედა და გაეღიმა.
- გამოგიცვლია არადა გიხდებოდა ჩემი შორტი და მაისური.
- მართლა? -წამომცდა და წამსვე ამიწითლდა ღაწვები სირცხვილისგან, მომიახლოვდა დაიხარა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია ორი ვე ლოყა დამიკოცნა.
- მართლა, -ჩამჩურჩულა და ერთიანად დამდნარს და მოდუნებულს მომშორდა.
- ლელა სად არის?
- ეგ შენ არ გეხება პატარა ხათაბალავ, ახლა წყალს გადავივლებ გამოვიცვლი და მერე ქვემოთ ჩავიდეთ სასაუზმოდ თან იმ ყველაფერზე ვილაპარაკებთ რაც ხდება.
- და მაინც რა ხდება? -თავის მოსულელება ვცადე და მხიარულად გავეკრიჭე, მუქარით დამიქნია თითი თუმცა თვალებზე ეტყობოდა რომ ახლა გაცინება ყველაფერს ერჩივნა, კარადიდან პირსახოცი გამოიღო და ჩემს თვალწინ გადაიძრო მაისური, თვალის არიდება ვცადე მაგრამ მის მკერდზე არსებული ნაიარევი შევამჩნიე და გაოგნებისგან პირდაღებული მივაშტერდი, წამოვდექი, მივუახლოვდი და ნაზად გადავუსვი თითები მარჯვენა მხრიდან თითქმის მუცლამდე გარდიგარდმო გადაჭიმულ ჩემთვის კარგად ნაცნობ ნიშანს, იქნებ შეეძლო და გავეხსენებინე, იქნებ ვცდებოდი და ყველაფერი სწორად ახლა იწყებოდა...
- რას აკეთებ ანა, -ხმა ჩაეხლიჩა და უხეშად ჩამავლო მაჯაში თითები, გამეღიმა თვალები დავხუჭე და თვალწინ იოჰანი დამიდგა იქ იმ პატარა ნესტიან ოთახში ჩემს უსახურ საწოლში, ნაცრისფერ, დაჭმუჭნულ თეთრეულში მწოლი ჩემი იოჰანი, მისი სიტყვები ჩამესმა ყურში... -თორმეტი წლის ვიქნებოდი, საადრეო ქლიავის ხეზე ვიყავი ასული ფეხი დამიცდა...
- ანა რას აკეთებ? -თითქოს შორიდან ჩამესმა იოანეს ხმა.
- ალბათ თორმეტი წლის იქნებოდი, ხეზე ახვედი საადრეო ქლიავისთვის, ფეხი დაგიცდა და პირდაპირ მკერდით დაეცი უზარმაზარ, გვერდ წამახულ ქვაზე...
- შეუძლებელია, ეს საიდან იცი, არ უნდა იცოდე, ვერ გეცოდინება, ვინ ხარ ანა? ვინ ხარ? -დაბნეული მიყურებდა, გაოცებული და უნდა ვთქვა რომ ოდნავ შეშინებულიც.
- მამამ გიპოვა არა? იქ ხის ქვეშ სისხლმდინარე ჭრილობით, ძვლებ დამტვრეული თითქმის გონდაკარგული იწექი, მაშინ პირველად და უკანასკნელად ნახე მამაშენი შენს გამო ასე სიკვდილამდე შეშინებული...

ბოლომდე მომისმინა, არაფერი უთქვამს, დაძაბული იყო, ერთმანეთზე აჭერდა ყბებს და მძიმედ სუნთქავდა, წარმოდგენაც არ მინდოდა ახლა რა ქაოსი ტრიალებდა მის გონებაში, უხეშად გამწია გვერდზე და აივანზე გასასვლელი კარისკენ წავიდა, მოაჯირს დაეყრდნო თავჩაღუნული, ვუყურებდი და მეცოდებოდა ამ ყველაფრისთვის, რა იქნებოდა რომ თავიდანვე მეცადა და თავი ამერიდებინა მისთვის, იქნებ ეგოისტურად მოვიქეცი როცა ვაიძულე ჩემს მიმართ რაღაც ეგრძნო, რომ არ მივახლოვებოდი მაშინ ხომ არ იფიქრებდა ჩემზე და არ დატანჯავდა ეს უცნაური შეგრძნებები, თუმცა აქამდე რაც არ უნდა ყოფილიყო ახლა უკვე გვიან იყო უკანდახევა...
მივუახლოვდი, წელზე მოვხვიე ხელები და შუბლით მივეყრდენი ზურგზე, არ განძრეულა არაფერი უთქვამს მაგრამ ვიგრძენი როგორ დაიძაბა.
- ახლა წავალ იო, წავალ იმიტომ რომ ვხვდები ჯერ მზად არ ხარ იმ ყველაფრის გასაგებად რაც უნდა მოგიყვე, წავალ და დაგელოდები თვითონ როდის მოხვალ ჩემთან და თუ მოხვალ გპირდები ყველაფერს მოგიყვები, მოგიყვები მიუხედავად იმისა რომ შეიძლება არ დამიჯერო და აღარასდროს მოისურვო ჩემი ნახვა, იმსახურებ რომ ყველაფერი იცოდე ასე რომ როცა მზად იქნები მოსასმენად მოდი, დაგელოდები...
არ შევუჩერებივარ, ისე გამოვედი საძინებლიდან უკან არ მიმიხედავს, უჩუმრად გავიარე დერეფანი, ფრთხილად ჩავიარე კიბე, ეზოში მიმავალი ვგრძნობდი როგორ მიყურებდა, მისი მზერა ზურგს მიწვავდა და ყველანაირად ვცდილობდი ფეხი არ ამრეოდა, ჭიშკართან მისულს დაცვა თავის დაკვრით მომესალმა და კარი გამიღო, ქუჩაში გასულს მეგონა რომ შვებით ამოვისუნთქავდი მაგრამ ასე არ მომხდარა, სიმძიმეს და ცუდ წინათგრძნობას გულზე ლოდად რომ მაწვა ვერაფერს ვუხერხებდი...



მხრებში გამართული იჯდა ტყავით გაწყობილ სავარძელში ვერნერ მიულერი, მოკლედ შეჭრილი, უკან საგულდაგულოდ გადავარცხნილი, საფეთქლებთან გვარიანად შევერცხლილი თმა ჰქონდა, სახის გამოკვეთილი ნაკვთები და მკაცრი, არწივისებური მზერა, უმეტყველოდ შესცქეროდა მის წინ მჯდარ ერთადერთ ვაჟს ზუსტად მისნაირი ლურჯი თვალებით რომ სადღაც მის მიღმა სივრცეში იყურებოდა...
- რა გააკეთე იოჰან? -მის ხმაშიც არანაირი ემოცია არ იგრძნობოდა.
- რა გავაკეთე? -ჩაეცინა იოჰანს, წვერწამოზრდილ სახეზე ჩამოისვა გრძელი გამხდარი თითები და მერე ინსტიქტურად გაისწორა საყელო, უბრალო ხაკისფერი პარანგი ეცვა და მუხლებთან გაცვეთილი შარვალი, გამხდარი იყო, ლოყებჩაცვენილი, უპეებჩაშავებული, უსაშველოდ დაღლილი...
- რა ჩაიდინე, ეს როგორ გააკეთე, ხომ იცი რომ შენი ასეთი საქციელით მხოლოდ საკუთარ თვს არ უქმნი საფრთხეს, ასეც რომ არ იყოს...
- ასეც რომ არ იყოს რა მამა, ასეც რომ არ იყოს რა, ახლა ლექცია უნდა ჩამიტარო იმაზე თუ რა სირცხვილია როცა ჩვენნაირი სხვებზე აღმატებული რასის წარმომადგენელი ფერადკანიან ებრაელთან წევს?
- გინდა ყველას სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანო? -წამოიწია და მაგიდას მთელი ძალით დასცხო ხელი, ყველანაირად ცდილობდა ხმისთვის არ აეწია რომ არავის არაფერი გაეგონა, -ასე როგორ მოგაჯადოვა იმ კახპამ, ასეთი რა გაგიკეთა, ასე როგორ...
- არ გაქვს უფლება მასზე ასე ილაპარაკო, -ფოლადი გაერია იოჰანს ხმაში, დაიძაბა, მთელი სხეული დაეჭიმა, მიხვდა ვერნერი ახლა უკან დახევა სჯობდა.
- აღარ ვაპირებ ამაზე კამათს, ახალგაზრდულ სისულელედ ჩაგითვლი და დავივიწყებ, სამაგიეროდ შენც უნდა გააკეთო რაღაც შენი ოჯახისთვის, ფიურერისთვის და შენი სამშობლოსთვის, ახლა როცა ის აღარ არის დროა უკან დაბრუნდე და არმიაში შენი ადგილი დაიკავო, -შემპარავი ხმით დაიწყო საუბარი.
- ჩემი ცოლი იყო, ჩემი შვილის დედა უნდა გამხდარიყო, ცოტაც და ჩვენი პატარა დაიბადებოდა, -სახეზე აიფარა ხელები და წამით თავს უფლება მისცა იმ კაცის თანდასწრებით სისუსტე გამოემჟღავნებინა რომელიც თავს მის მამას უწოდებდა და რომლისგანაც იოტისოდენა სითბოც კი არ ახსოვდა, -ჩემს სისხლსა და ხორცს, ჩემს მომავალს ატარებდა მუცლით და მიუხედავად იმისა რომ ამის შესახებ იცოდი მაინც გადაწყვიტე მისი მოშორება.
- არ უნდა ჩარეულიყავი და შეიძლებოდა არც მომკვდარიყო, ჯარისკაცები მის დასაპატიმრებლად გავაგზავნე და არა მოსაკლავად, იცი რად დამიჯდა იმ ყველაფრის ჩაფარცხვა რაც შენ იქ მოაწყვე, ჩემი ხალხი დაჭერი, გოგო გაიტაცე...
- ეს ყველაფერი ღირს ამად? -უკვე მშვიდად იყო იოჰანი, მიხვდა რომ სიმშვიდის მეტი აღარაფერი დარჩენოდა.
- რას გულისხმობ? -აშკარად ვერ უგებდა მის წინ მჯდარი.
- თქვენს ავადმყოფურ იდეოლოგიას ვგულისხმობ, -ღიმილით გაშალა ხელები და რომ დაინახა როგორ შეშფოთებულმა შეხედა ვერნერმა კარს ხომ არავინ გვისმენსო, თავი სინანულით გადააქნია, - ყველაფერი დასრულდა მამა, დღეს უკანასკნელად შევხვდით, აღარ დავბრუნდები, -ფეხზე წამოდგა და უკანმოუხედავად წავიდა კარისკენ, რაღაცას კიდევ ამბობდა ვერნერი, შეიძლება თხოვდა რამეს ან უბრძანებდა თუმცა არ მოუსმენია, შენობიდან ნელი ნაბიჯით გამოვიდა და ავად მოქუფრულ ზეცას ახედა, ანიტა წარმოუდგა თვალწინ, მისი ულამაზესი თვალები, ურჩი კულულები და საყვარლად წამოზრდილი მუცელი, გული შეეკუმშა იმაზე ფიქრისგან რომ საკუთარ პირმშოს ვერასდროს იხილავდა, მწარედ ამოიოხრა, ცოტა დრო რჩებოდა, ახლა იმაზე უნდა ეზრუნა რომ არასდროს არავის გაეგო მისი საყვარელი ქალი რომ აქაურობისგან შორს, უსაფრთხოდ იყო და სულ მალე მის პატარას მოავლენდა ამ დაწყევლილ დედამიწაზე...





განსხვავებულ სიზმარს ვხედავდი, ყველა იმ სიზმრისგან და მოგონებისგან განსხვავებულს რაც კი აქამდე მინახავს, მე მე ვიყავი და შორიდან ვუყურებდი იოჰანისა და ანიტას ცხოვრებას, უსხეულო, უწონო არსებასავით დავფარფატებდი ჰაერში და ერთდროულად ვაკვირდებოდი ყველაფერს, ორ სხვადასხვა ადგილს, ორ ერთმანეთზე უფრო დიდ სევდას და მწუხარებას, ანიტას საწოლთან ვიდექი და მის ტკივილისგან დამანჭულ სახეს შევყურებდი.
- ცოტაც, სულ ცოტაც გაუძელი ჩემო გოგო და დაიბადება, -ბებიაქალი მთელი გულით ცდილობდა მის დახმარებას, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე ანიტას, არა ტკივილისგან არამედ იმ სიცარიელის შეგრძნებისგან იოჰანის გარეშე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი რომ იყო.
ზუსტად ამ დროს ბნელ ტყეში გრძნეულის ქოხში, ხისგან გამოჩორკნილ მაგიდაზე მკერდგადახსნილი იწვა იოჰანი, მისი ჯერ კიდევ ცოცხალი გული ეჭირა ხელში გრძნეულს და ხარბი მზერით დაჰყურებდა, ელოდა, სულმოუთქმელად ელოდა ბოლო წამს, წამს როცა საბოლოოდ შეწყვეტდა ფეთქვას, ასეც მოხდა...
იოჰანის გულმა ფეთქვა შეწყვიტა და ზუსტად იმ წამს ბებიაქალის დანაოჭებულ და დაშაშრულ ხელებში მოქცეულმა ჩვილმა ხმამაღალი ტირილით ამცნო ქვეყნიერებას თავისი არსებობის შესახებ.
- ბიჭია, -გულზე დაუწვინა ფერმიხდილ ანიტას ახალი სიცოცხლე, საოცრად ლამაზი იყო ჩვილი, მუქი ხორბლისფერი კანით, დედასავით ურჩი შავი თმით და მამისმაგვარი დიდი ლურჯი თვალებით, ფრთხილად გადაუსვა თავზე ხელი ანიტამ, პირველად შეიგრძნო მისი კანის სინაზე, მისი განსხვავებულად ტკბილი სურნელი და სევდიანად გაეღიმა.
- კეთილი იყოს, ამქვეყნად შენი მოსვლა იო...

გამეღვიძა... ჯერ ისევ არ იყო გათენებული, საწოლში გულაღმა ვიწექი და ჭერს შევყურებდი, ახლა უკვე ყველაფერი მახსოვდა, ყველაფერი ვიცოდი, ვიცოდი ის რაც ანიტამაც არ იცოდა, ის მთელი ცხოვრება ელოდა იოჰანს, ჯეროდა რომ დაბრუნდებოდა, რომ საბოლოოდ ერთად იქნებოდნენ, ის ხომ დაპირდა, დაპირდა რომ აუცილებლად მოძებნიდა მათ...
- ჩემს გამო თავი გასწირა, -ცარიელ სივრცეს მივმართე აკანკალებული ხმით, -ჩემს გამო, ჩვენს გამო, -მუცელზე შემოვიჭდე ხელები, ისეთი რეალური იყო ის მოგონებები, ისეთი ცოცხალი, ახლა ვერავინ დამაჯერებდა რომ სადღაც შორს ჩემი შვილი, ჩემი და იოჰანის ნაწილი არ არსებობდა, სულიერად დაცლილი, განადგურებული და გონებაარეული გავედი ოთახიდან, ჩაი გავიკეთე და აივანზე ჩამოვჯექი თბილ პლედში გახვეული, ნეტავ ახლა სად იყო იოანე, უკვე ერთი კვირა იყო არაფერი მსმენოდა მასზე, მისი ნახვა არ მიცდია, მინდოდა დრო მიმეცა მისთვის, მინდოდა გაეხსენებინა, თუმცა მეშინოდა, იქნებ მისთვის სამუდამოდ პატარა არანორმალურ გოგოდ დავრჩენილიყავი რომელიც მანიაკალურად იყო მასზე შეყვარებული.
- აუცილებლად უნდა გნახო, ახლავე, გთხოვ უარს ნუ მეტყვი, -უცნობი ნომრიდან შემომავალმა შეტყობინებამ რომ გაანათა ჩემი ტელეფონის ეკრანი თავიდან გამიკვირდა მაგრამ მერე მივხვდი.
- სად ხარ? -ვუპასუხე მაშინვე.
- ქვემოთ გელოდები, -იმწამსვე მოვიდა პასუხი...
საღამურებით და სახლის ჩუსტებით ჩავირბინე კიბეები, გულამოვარდნილი გავედი ეზოში, იქვე იდგა, ჩემს წინ, დილის ბინდბუნდში გახვეული, თვალები უჩვეულო სევდით ჰქონდა სავსე, მთელი მისი გამომეტყველება და სხეული კი რაღაცის მომოდინს გამოხატავდა, მის წინ შევჩერდი, მინდოდა ჩავხუტებოდი, შევხებოდი, მისი სურნელი მეგრძნო მაგრამ ვარჩიე მომეცადა, არ ვიცოდი რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, ველოდი, ის კი უბრალოდ იდგა და მიყურებდა...
- თურმე როგორ მომნატრებიხარ, -ტკივილნარევი ხმა რომ აღმოხდა და აქამდე შეკავებულმა ცრემლებმაც რომ იპოვეს გზა მის ლოყებზე ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა, ხელები რომ გაშალა და სუნთქვისშემკვრელად რომ გამიღიმა, მაშინ მივხვდი რომ თუნდაც ამ წამისთვის კიდევ მრავალჯერ ღირდა დაბადება, აცახცახებული ჩავეკარი გულში, მაგრად მომხვია ძლიერი მკლავები, ჩემს აბურდულ თმებში ჩარგო სახე და ამოიოხრა.
- ანიტა, ჩემო სიყვარულო.
-
შემაღლებულ ფერდობზე ვისხედით ერთმანეთზე მიკრულები და უკვე გამოღვიძებულ და აფუსფუსებულ თბილისს გადავყურებდით, მის მკერდზე მიხუტებული, მის სითბოში და სურნელში გახვეული თავს ისე ვგრძნობდი როგორც ალბათ ხანგრძლივ მოგზაურობაში წასული, საკუთარ მიწას მოწყვეტილი და სადღაც უცხოეთში გადახვეწილი მოგზაური იგრძნობდა სახლში დაბრუნებისას, მთელი სხეულით ვეკვროდი და ვერ ვიჯერებდი რომ ასე მალე და შეიძლება ითქვას რომ უპრობლემოდ დადგა ყველაფერი თავის ადგილზე, ვახსოვდი, ჩემს გვერდით იყო, შეიძლებოდა რომ საერთო მომავალი გვქონოდა, გვექნებოდა კიდეც, ყველაფერს გავაკეთებდი ამისთვის.
- რაზე ფიქრობ? -ჩურჩულით მკითხა და გრილი თითებით ფრთხილად მომეფერა ლოყაზე, თავი ამაწევინა, ერთხანს მონატრებით სავსე მზერით დამყურებდა და მერე ნელა, ძალიან ნაზად შემეხო ტუჩებზე, მთლიანად მივენდე გრძნობებს, როდის როდის მოვწყდით ერთმანეთს.
- გამიჭირდება იმასთან შეჩვევა რომ ასეთი პატარა ხარ, ვიცი რომ ეს არასწორია და ყველა გამკიცხავს შენთან ურთიერთობის გამო მაგრამ არ შემიძლია თავის შეკავება, ახლა როცა ამდენი ხნის შემდეგ გიპოვე, ახლა როცა გამახსენდი და ჩემს გულში არსებულმა სიცარიელემ რომელიც მთელი ცხოვრება მაწუხებდა შევსება დაიწყო ვეღარ დაგკარგავ, უბრალოდ არ შემიძლია შენს გარეშე ვისუნთქო, გამიჭირდა იმის გააზრება და დაჯერება რაც ხდება, თუმცა ახლა მხოლოდ იმ მეორე შანსზე მინდა ვიფიქრო რომელიც მოგვეცა, მინდა ბოლომდე გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა...
- წინააღმდეგობას გაგვიწევენ, თანაც მე ჯერ სრულწლოვანი არ ვარ, -ჩემი შიში უნებურად ხმამაღლა გავახმოვანე, -ხომ იცი დედა და მამა შენთან ურთიერთობას თუ დამიშლიან ვერაფერს გავაწყობ.
- ამას მე მოვაგვარებ, უბრალოდ ცოტა დრო გვჭირდება, შენებს დაველაპარაკები.
- მართლა?
- მართლა, ვიცი რომ ყველაფერს გაიგებენ, დარწმუნებული ვარ.
- რაც მთავარია ბოლოს და ბოლოს ერთად ვართ, -გამეღიმა და მის მუხლებზე გადავცოცდი რომ უფრო უკეთ მოვკალათებულიყავი მის სიახლოვეს, -იო უკვე გითხარი რომ ძალიან სიმპათიური ხარ და ულამაზესი თვალები გაქვს?
- არ გითქვამს, -გულიანად გაეცინა და თმებში შემიცურა თითები, -თუმცა ამის შემდეგ შეგიძლია რომ ხშირად მითხრა.
- ყველაფერთან ერთად ნარცისიც ყოფილხარ, ესე იგი ყველაფრით მაინც არ გავხარ ძველ იოს, თუმცა ზუსტად ისეთი ღიმილი გაქვს, გამოხედვა, სურნელი, რომ არ მეპოვე ალბათ შენზე სიზმრები და შენი მონატრება გამაგიჟებდა.
- ძნელი იყო? -ჩურჩულით მკითხა, თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
- მთავარია რომ გიპოვე, ახლა უკვე ყველაფერი ძალიან, ძალიან ადვილი იქნება.
- აი მე კი გამიძნელდა, მას მერე რაც შენ ჩემი სახლიდან წახვედი ყოველ ღამე ვხედავდი უცნაურ სიზმრებს წუხელ კი, წუხელ საბოლოოდ მოვახერხე შენი და ანიტას ერთმანეთთან დაკავშირება, განსხვავებული სიზმარი ვნახე, მე მე ვიყავი და შორიდან ვუყურებდი მათ ცხოვრებას, იოჰანი გაჭრილი ვაშლივით მგავდა ანიტა კი...
- ჩემზე ბევრად ლამაზი და სექსუალური იყო, -გაბუტული ბავშვივით ტუჩებგაბუსხულმა ჩავილაპარაკე.
- საკუთარ თავზე ეჭვიანობ სულელო? -სიცილ-სიცილით დამიკოცნა ბაგეები და განაგრძო.
საკუთარი სიცოცხლის საფასურად გადაარჩინა ცოლ-შვილი, ღმერთო, ვუყურებდი ის ალქაჯი როგორ გლეჯდა მკერდიდან გულს და ისე მტკიოდა თითქოს ჩემთვის ამოეგლიჯოს.
- მგონი წუხელ ერთნაირი სიზმრები ვნახეთ, ალბათ ამასაც ექნება რაღაც ახსნა.
- ალბათ...
-
თორმეტი საათი იქნებოდა სახლში რომ დავბრუნდი, სირბილით შევვარდი სადარბაზოში და გულამოვარდნილმა ავიარე კიბეები, ფრთხილად შევაღე კარი, მინდოდა საძინებელში ისე შევპარულიყავი არავის შევემჩნიე, იქნებ გამიმართლა და არც გაუგიათ რომ გარეთ ვიყავი გასული.
- სად მიიპარები ქალბატონო? -მომესმა დედაჩემის სიმკაცრე შერეული ხმა უკვე საძინებელთან მისულს და ტანში უსიამოვნოდ გამცრა, მისკენ შევბრუნდი, ისეთი თვალებით მიყურებდა მივხვდი ცუდად მქონდა საქმე.
- გარეთ ვიყავი გასული, აქვე ეზოში სუფთა ჰაერზე მინდოდა გასეირნება, -ჩემდა უნებურად დავიწყე თავის მართლება.
- ასეთ ფორმაში სეირნობდი, -საღამურებზე მანიშნა წარბ აწეულმა.
- რა მოხდა მერე, -იხტიბარი არ გავიტეხე, -არაფერი უთქვამს, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ზურგი შემაქცია, -გამოიცვალე და მისაღებში შემოდი სერიოზული სალაპარაკო გვაქვს, -მომაძახა უკან მოუხედავად.
სასწრაფოდ გამოვიცვალე და ცოტა არ იყოს დაძაბული წავედი მისაღებისკენ, ნეტავ რა საქმე ჰქონდა, არა მგონია ჩემი დილის სეირნობის გამო ყოფილიყო ასეთი გაბრაზებული, ფრთხილად შევაღე კარი და ოთახი მოვათვალიერე, ოჰო, სიურპრიზიც ასეთი უნდა, მამაჩემის მოპირდაპირედ, დედას გვერდით, დივანზე ლელა იყო მოკალათებული და ირონიულად ტუჩაპრეხილი მიმზერდა...





სასწრაფოდ დავწერე შეტყობინება, იოანესთან გავგზავნე, მაშინვე წავშალე და ტელეფონი მანამ დავდე მაგიდაზე სანამ დედაჩემი ოთახში დაბრუნდებოდა, კარი რომ გაჯახუნდა მივხვდი რომ მამა წავიდა სახლიდან, საშინლად იყო გაბრაზებული, პირველად ვნახე ასეთი, პირველად შემეშინდა იმის რომ შეიძლებოდა თავი ვეღარ შეეკავებინა და დაერტყა, კაცმა რომ თქვას არც მიკვირდა, ბატკნის ტყავში გახვეული და საცოდავი, დაჩაგრული ქალის ნიღაბს ამოფარებული არსება რომ მოსულიყო თქვენთან ცრემლების ღვრით, თავი შეეცოდებინა და მოეთხრო თუ როგორ უნგრევდა ჯერ არშექმნილ ოჯახს თქვენი არასრულწლოვანი გოგონა ალბათ თქვენ მამაჩემზე უარესად მოიქცეოდით.
საშინელებებით გამოუჭედა ჩემს მშობლებს ტვინი, მოუყვა როგორ დავდევდი მანიაკივით უკან იოანეს, მისი სურვილის წინააღმდეგ როგორ ვცდილობდი მასთან დაახლოებას და როგორ ურცხვად ვთავაზობდი საკუთარ თავს, იმის თქმაც არ დავიწყებია რომ მაშინ ის ღამე მის სახლში, მის ოთახში, მის საწოლში გავატარე...

- საძინებელში შებრძანდი და ბარგი ჩაალაგე, -ოთახში შემოსულმა დედამ უხეშად წამკრა მხარზე ხელი, მერე ჩემი ტელეფონი აიღო და ჯიბეში ჩაიდო, უხმოდ წამოვდექი და ზურგი შევაქციე.
- ასე მშვიდად როგორ ხარ ანა, როგორ შეგიძლია ასე მოიქცე მას შემდეგ რაც მე და მამაშენი შეგვარცხვინე და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარე, -მის ხმაში ტკივილი და წყენა ჭარბობდა თანაგრძნობას და სიყვარულს, მეწყინა რომ იოტისოდენად მაინც არ სჯეროდა ჩემი, თუმცა როგორ დაიჯერებდა როცა იოანესთან დაახლოების ნამდვილი მიზეზი ვერ ვუთხარი, ვიცოდი არ დამიჯერებდა, არადა იმ ყველაფრის უარყოფაც არ შემეძლო რაც ლელამ მოყვა, მართალია გაზვიადებულად და გამძაფრებულად თუმცა მაინც ხომ ყველაფერი სიმართლე იყო...
- მაპატიე დედა მაგრამ ჯობია თუ ბარგს ჩავალაგებ, არ მინდა გეკამათო და უფრო მეტად გატკინო გული, -ყველანაირად ვეცადე მტკიცე ტონი შემენარჩუნებინა თუმცა რამდენად გამომივიდა არ ვიცი.
- მამიდაშენი უკვე გელის, ხვალ დილითვე მიფრინავ გერმანიაში, სწავლას იქ დაასრულებ, იქამდე ვერ დაადგამ საქართველოს მიწაზე ფეხს სანამ იმ კაცს არ ამოიგდებ თავიდან, გესმის ჩემი.
მხრები ავიჩეჩე პასუხის ნიშნად, ვერ მივხვდი რატომ თვლიდნენ სასჯელად გერმანიაში მამიდაჩემთან ცხოვრებას, მგონი გაბრაზებულ გულზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს თუმცა მე მაწყობდა, მარი მამიდა ძალიან მიყვარდა, ყოველთვის კარგად ვუგებდით ერთმანეთს, ოცდაშვიდი წლის იყო, გაუთხოვარი, სასწავლებლად წავიდა გერმანიაში, მერე უნივესიტეტშივე შესთავაზეს სამსახური და დარჩა, თუმცა ჩვენთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, ყოველ ზაფხულს მასთან ვატარებდი...

იმ ღამით ვერ დავიძინე, ერთი წამითაც კი ვერ მოვხუჭე თვალი, ერთდროულად ვფიქრობდი ყველასა და ყველაფერზე, იქნებ ჩემი გერმანიაში წასვლა ჩვენი შანსი იყო, ჩემი და იოანეს შანსი იმისთვის რომ ახალი ცხოვრება დაგვეწყო ერთად, უნებურად გამეღიმა როცა ლელას ნაძალადევად დამტკბარი სახე გამახსენდა, სულ ტყუილად ელაქუცებოდა ჩემს მშობლებს, რა ეგონა რომ ამ საცოდავი ინტრიგების დახლართვით დამაშორებდა იოსთან? ნამდვილად არ ვაპირებდი რომ პირველივე წინააღმდეგობას შევეშინებინე და მისთვის დამეთმო მამაკაცი რომელიც უხსოვარი დროიდან მე მეკუთვნოდა.
- მზად ხარ? გავდივართ, -დაუკაკუნებლად შემოაღო დედაჩემმა კარი, მამა არ მინახავს, არ ვიცი დილითვე გავიდა სახლიდან თუ საძინებელში იყო გამოკეტილი მაგრამ აშკარა იყო რომ ჩემი ნახვა არ უნდოდა, ვიცოდი დრო სჭირდებოდა, ცოტა ხანში გადაუვლიდა გაბრაზება და ისევ ძველებურად საყვარელი მამიკო გახდებოდა, ღიმილით მოვავლე თვალი ოთახს.
- რა გაცინებს? შენ მგონი წასვლა გიხარია, -ეჭვით შემომხედა დედაჩემმა.
- რატომ არ უნდა მიხაროდეს? -უდარდელად ავიჩეჩე მხრები, -ხომ იცი მარი მამიდა როგორ მიყვარს, თანაც წუხელ უკეთ დავფიქრდი ყველაფერზე და მივხვდი რომ ტყუილად გატკინეთ გული, არ ვიცი რა დამემართა და რატომ ამოვიჩემე ის ბიჭი, დარწმუნებული ვარ თუ გერმანიაში წავალ და მთელ ყურადღებას სწავლას დავუთმობ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
- მართლა ასე ფიქრობ შვილო?
- მართლა ასე ვფიქრობ დედა, არ გატყუებ, ბოდიშს გიხდი რომ გული გატკინე, მამასაც უთხარი რომ ძალიან ვწუხვარ, ხომ ეტყვი? -მთელი გულით ვცდილობდი ტყუილის თქმისგან გამოწვეულ სირცხვილის გრძნობას გავმკლავებოდი, და როცა დედამ მთელი ძალით ჩამიკრა გულში უფრო ცუდად ვიგრძენი თავი.
- შენ მაპატიე ჩემო პატარავ, ეტყობა საკმარის ყურადღებას ვერ გითმობდი და ბევრი რამ გამომრჩა თუმცა დღეიდან ყველაფერი კარგად იქნება, -ისე მეჩურჩულებოდა თითქოს რაღაც საიდუმლოს მანდობსო, ზოგადად არ უყვარდა სითბოს გამოხატვა თუმცა ახლა ისეთი სხვანაირი იყო, მინდოდა სამუდამოდ გამყოლოდა მისი ასეთი სითბო რომელიც ხანდახან მენატრებოდა კიდეც...
ისე გავფრინდი იო არ მინახავს თუმცა მის სიახლოვეს ვგრძნობდი, დარწმუნებული ვიყავი აეროპორტში იყო და თვალყურს მადევნებდა, ვკვდებოდი ისე მინდოდა მისი ნახვა, ჩახუტება, მისი სურნელის შეგრძნება თუმცა ვიცოდი ახლა ეს შეუძლებელი იყო, ცოტა უნდა მოგვეცადა, სულ ცოტა...
-
- გილოცავ მეთვრამეტე დაბადების დღეს, ახლა უკვე სრულწლოვანი ხარ, დიდი გოგო გაიზარდე, -ნუკიმ ისეთი ხმით დამკივლა კინაღამ დამაყრუა, დაღრეჯილმა მოვიშორე ტელეფონი და ამოვიოხრე.
- იცი რომელი საათია? -უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე და საათს შევხედე რომელიც დილის ცხრას აჩვენებდა.
- რაც გერმანიაში წახვედი ნამდვილი უჟმური გახდი, -მხიარულად გადაიკისკისა და ჩემი გაღიმებაც შეძლო.
- მანდ რა ხდება? როგორ მიდის საქმეები? -ვკითხე შემპარავი ხმით, მიმიხვდა, რამდენიმე წამს დუმდა, ვიცოდი რომ შესაფერის სიტყვებს არჩევდა.
- გუშინ ვიყავი შენებთან, ვეცადე მამაშენს დავლაპარაკებოდი მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდა, ვწუხვარ.
- ჰოო, დიდხანს გაუგრძელდა გაბუტვა, -უგემურად გავიცინე.

- შეიძლება შემოვიდე? -მარიმ მომიკაკუნა კარზე, ნუკის დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე, შემოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, გადამეხვია და დაბადების დღე მომილოცა, გერმანიაში ჩამოსვლის დღიდან მამიდაჩემი ჩემი ერთადერთი ოჯახი გახდა, დედას იშვიათად ვეკონტაქტებოდი, მამა არ მელაპარაკებოდა, ერთადერთი ის მყავდა და ნუკი...
- ძილისგუდავ, შენ აქ კოტრიალობ მისაღებში კი სტუმარი გელოდება, -ღიმილით მითხრა და ისედაც აჩეჩილი თმები უფრო მეტად ამიჩეჩა.
- ვინ არის? -დაბნეულმა ვკითხე და მხიარულად რომ ჩამიკრა თვალი და მანიშნა გადიო ელვისსსისწრაფით წამოვხტი და კისრისტეხით გავვარდი ოთახიდან ისე რომ არც გამოცვლა გამხსენებია და არც თმის დავარცხნა.

- რა ხდება პატარავ რა გჭირს, ომგამოვლილს გავხარ, -შუა ოთახში იდგა იოანე, მიყურებდა და გულიანად იცინოდა ჩემი ჭრელი საღამურების და არეული თმის შემხედვარე.
- კომპლიმენტები ნამდვილად შენი ძლიერი მხარეა, -უკმაყოფილოდ ავიბზუე ტუჩი თუმცა მკლავები რომ გაშალა და ჩამეხუტეო მითხრა გიჟივით შევაფრინდი, მხრებზე მოვეჭიდე, ფეხები წელზე შემოვხვიე და სახე მის უკვე საკმაოდ წამოზრდილ თმებში ჩავრგე.
- დაბადების დღეს გილოცავ, -თბილი ხმით ჩამჩურჩულა, -მომენატრე.
- მეც მომენატრე, ორი კვირაა არ მინახიხარ, არ მიყვარს როცა ასე იკარგები ხოლმე.
- ხომ იცი თბილისში საქმეები მქონდა და...

- სხვათაშორის მარტო არ ხართ მეც აქ ვარ, -მამიდამ შეგვაწყვეტინა საუბარი და მაშინ გამახსენდა რომ ჯერ კიდევ იოჰანის სხეულზე ვიყავი ზარმაცასავით მოხვეული, სიცილით ჩამომსვა, ტუჩები დამიკოცნა, გაბრუებული დამტოვა და მარის გაყვა უკან.
- მარიკო ყავას მომიდუღებ?
- მშვენივრად იცი სადაც არის და მოიდუღე.
- მე შენი მოდუღებული მიყვარს.
გაღიმებული ვუსმენდი მათ კინკლაობას და მიხაროდა რომ ასე კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს, აქ ჩამოსვლიდან მალევე მოვუყევი მარის ყველაფერი ჩემსა და იოანეს შესახებ, დამიჯერა, მიკვირს მაგრამ საკმაოდ ადვილად გაიგო და გაითავისა ყველაფერი, ზუსტად ორ კვირაში ჩამომაკითხა იომ, მამიდას მოეწონა, თავიდანვე თბილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, მასთან ერთად ყოფნას არ მიშლიდა, ხშირად შემიმჩნევია ხოლმე როგორ გვიყურებდა სიყვარულით სავსე მზერით, იშვიათია ასეთი გრძნობა თქვენ ორს შორის რომ არისო, მითხრა ერთხელ, საცოდაობა იქნება თქვენი უერთმანეთოდ ყოფნაო.

- შენთვის სიურპრიზი მაქვს, დარწმუნებული ვარ გაოცდები და აღფრთოვანებული დარჩები, -გამომიცხადა იომ როგორც კი საუზმობას მოვრჩით.
- ასეთი რა არის? -დაინტერესებულმა ვკითხე, თვალებში ჭინკებ აცეკვებულმა გამიქნია თავი უარის ნიშნად, -ჯერ არ გეტყვი, მიდი ჩაიცვი და წავიდეთ.
კარგა ხანს ვიარეთ მანქანით, ყურადღებით ვათვალიერებდი ქუჩებს და შენობებს, იო არაფერს ამბობდა, ხანდახან გადმომხედავდა ხოლმე გაღიმებული თუმცა ამ ღიმილის მიუხედავად მაინც ვგრძნობდი მის დაძაბულობას, საბოლოოდ ერთ-ერთ ქუჩაზე გავჩერდით რომლის ორივე მხარეს ძველისძველი შენობები იყო ჩარიგებული.
- სად ვართ? აქ რატომ მოვედით, -გაკვირვებულმა მოვათვალიერე იქაურობა, არაფერი უთქვამს, გადავიდა, მერე კარი გამიღო და ხელი გამომიწოდა.
- გთხოვთ ქალბატონო.
ტროტუარზე ფეხი დავდგი თუ არა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, პირდაპირ ჩვენს წინ აღმართული სამსართულიანი ძველისძველი შენობა მომხვდა თვალში, უცნაურად ნაცნობი იყო, თითქოს...
- არ გახსოვს? -უკნიდან მომეხვია და მხარზე დამეყრდნო ნიკაპით, -იმ ფანჯარას შეხედე, -ღია ფანჯარაზე მიმითითა რომლიდან გადმოფენილ თეთრ ქათქათა ფარდას ქარი თავის ნებაზე აფრიალებდა, სუნთქვა შემეკრა და ერთბაშად თავს დამტყდარმა მოგონებებმა ლამის წამლეკა...






- აქ რატომ მომიყვანე, რა საჭირო იყო, ხომ შევთანხმდით რომ მხოლოდ მომავალზე ვიფიქრებდით და წარსულს აღარ გავიხსენებდით... -მის მკლავებზე ჩაჭიდებული შევყურებდი მოფრიალე ფარდას და თვალწინ ის პატარა ნესტიანი და უსახური ოთახი მედგა, საწოლი რკინის რიკულებით, ნაცრისფერი დაჭმუჭნული თეთრეული...
დიდი ხანი იყო რაც სიზმრები აღარ გვესიზმრებოდა არც მე და არც იოანეს, კარგა ხნის წინ შევთანხმდით რომ წარსულზე აღარ ვისაუბრებდით, ისედაც უამრავი პრობლემა გვქონდა, ჩემი მშობლები რომლებმაც ჯერაც არ იცოდნენ რომ იოანე თვეში მინიმუმ ორ კვირას ჩემთან ერთად ატარებდა, იოანეს ოჯახი რომელიც მისი გადაწყვეტილებებით იყო უკმაყოფილო, იომ სამხედრო სამსახურს თავი დაანება რომ ჩემთვის უფრო მეტი დრო ჰქონოდა და ახლა მეგობრებთან ერთად ბიზნესის აწყობას ცდილობდა რაც არც თუ ისე ცუდად გამოსდიოდა, კიდევ ერთ პრობლემას ლელა წარმოადგენდა რომელიც არაფრით ისვენებდა და კუდში დასდევდა იოს, ჩვენს შესახებ ჯერჯერობით არაფერი იცოდა თუმცა აეჭვებდა მისი გამუდმებული ვიზიტები გერმანიაში...
- აქაურობა შენთვის მხოლოდ ცუდ მოგონებებთან არის დაკავშირებული? -შემპარავი ხმა ჰქონდა იოანეს, მაცდური, ზურგით მის მკერდს და აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობდი, მისი ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა კისერზე, თვალები დავხუჭე, თავი უკან გადავწიე და მხარზე მივეყრდენი, ანიტას სხეულზე მოსრიალე იოჰანის ხელები წარმომიდგა თვალწინ, მისი ცხელი ტუჩები, სურვილისგან დაბინდული თვალები, ორი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული არსების აჩქარებული სუნთქვა, ვნებიანი ხმები, სხეულთა სინქრონული მოძრაობა, დაუოკებელი სურვილით და გაურკვეველი მომავლის გამო შიშით პირთამდე სავსე ოთახი...
- ჯანდაბა, -ამოვიოხრე და ფართოდ შევხსენი ბაგეები, გამშრალი პირით ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, ჩემი და იოანეს ურთიერთობა კოცნის იქით არ წასულა, არ მაჩქარებდა, თვლიდა რომ ჯერ პატარა ვიყავი და უნდა მოეცადა მე კი გულის სიღრმეში იმის მეშინოდა რომ შეიძლებოდა იმედი გამცრუებოდა და სულაც ვერ მეგრძნო ის რასაც ანიტა გრძნობდა იოჰანის მიმართ, თუმცა ახლა... ახლა ისე მწყუროდა მასთან სიახლოვე... ახლა რომ არ შემხებოდა, არ მომფერებოდა, მოვკვდებოდი, ნამდვილად მოვკვდებოდი...
- შენთან მინდა, -ორად ორი სიტყვა დამცდა, არაფერი უთქვამს, ხელში ამიტაცა და სწრაფი ნაბიჯით გადამიყვანა ქუჩაზე, ხელში ატატებული ამიყვანა კიბეებზე, კარი ისე შეაღო ერთი წამითაც კი არ მოვშორებივარ მის სხეულს...

სრულიად შიშველს მის მკერდზე მედო თავი და სახეზე ვერაფრით ვიშორებდი სულელურ ღიმილს, ჩემს თმებში დაასრიალებდა თითებს იოანე და ვგრძნობდი ისიც იღიმოდა, უზარმაზარ საწოლში ვიწექით, ოთახში აღარაფერი იყო ნაცნობი, თუმცა სასიამოვნო გარემო დაგვხვდა, მინიმიმალური თანამედროვე ავეჯი, სასიამოვნო ღია ფერებში შეღებული კედლები, სუფთა სასიამოვნო სურნელი იდგა ირგვლივ, რბილზურგიან სკამზე იოანეს პერანგი იყო მიფენილი...
თურმე ტყუილად მეშინოდა, უკვე ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ ჩვენ ჩვენ ვიყავით და წარსული ჩვენთან არაფერ შუაში იყო, იოანე იოჰანი არ იყო და არც მე ვიყავი ანიტა, მათ საკუთარი ცხოვრებით იცხოვრეს და შემდეგ ერთმანეთის პოვნაში დაგვეხმარნენ, ახლა კი ჩვენი ჯერი იყო, ჩვენ უნდა გაგვევლო ჩვენი გზა და დღეიდან მათ ნაკვალევზე აღარ ვივლიდით, საკუთარი მომავალი უნდა შეგვექმნა.
- დასრულდა წარსულის კვალდაკვალ სიარული? -წამოვიწიე და ულამაზეს ლურჯ თვალებში ჩავხედე, გაეღიმა და ნაზად ჩამომისვა თითები ლოყაზე.
- აღარ მიბრაზდები იმის გამო რომ აქ მოგიყვანე?
- ხუმრობ? -გულიანად გამეცინა და გულაღმა დავვარდი მის გვერდით ფუმფულა ბალიშზე, -პირიქით, მადლობა უნდა გითხრა რომ მომიყვანე, ეს დამეხმარა იმის გააზრებაში რომ წარსული აღარ არსებობს და არც შენ ხარ იოჰანი, შენ სხვა ხარ, ჩემი იო ხარ და ყოველთვის ასე იქნება.
- მიყვარხარ, -ისეთი გრძნობით დამეწაფა ბაგეებზე ასე მეგონა სადაც იყო სულს განვუტევებდი, კიდევ ერთხელ გამხვია ვნების ცეცხლში და კიდევ ერთხელ შეერია ჩვენი ხმები, ღია ფანჯრიდან მოწმენდილი ცისკენ თავისუფლად მქროლავ ნიავს.
-
- მაინც არ მეუბნები როგორ მოახერხე და იმ ბინაში მოვხვდით, -უკვე ორი კვირა იყო ვეწუწუნებოდი და ჯიუტად არ მიმხელდა, -გთხოვ მითხარი რა.
- კარგი გნებდები, -სიცილით აწია ხელი ზემოთ, მერე აივანზე ტელეფონზე საუბარში გართულ მარის გახედა, ჩემკენ გადმოიხარა და ისეთი სახე მიიღო თითქოს უმნიშვნელოვანესი საიდუმლო უნდა გაემხილა ჩემთვის.
- ბინის მეპატრონეს ფრაუ ჰილდას შევხვდი, შევუთანხმდი და ერთი დღით დამითმო იქაურობა.
- ასე უბრალოდ? ალბათ ძალიან ბევრი გადაიხადე.
- სულაც არა, -ჩაიცინა იოანემ ეშმაკურად, -არაფერი აუღია, სიმართლე რომ გითხრა შევთავაზე მაგრამ არ გამომართვა.
- ეს როგორ?
- ჩვენი ისტორია მოვუყევი.
- გაგიჟდი? -გაოცებისგან ლამის შუბლზე ამივიდა თვალები, ეს როგორ გააკეთე?
- დამშვიდდი, საშიში არაფერია, მგონი არც დაიჯერა, უბრალოდ ეტყობა ზედმეტად რომანტიულად მიიჩნია ეს ყველაფერი.
- ასე ფიქრობ?
- ასე ვფიქრობ მაგრამ ახლა ის უფრო მაინტერესებს შენ რას ფიქრობ რა გადაწყვიტე?
- არ ვიცი, არ ვიცი იო...
- ხომ იცი ადრე თუ გვიან მაინც ჩემი ცოლი გახდები...

- რას ჩურჩულებთ, ისევ რაღაცას ხლართავთ? -დოინჯშემორტყმული დაგვადგა თავზე მარი სახეზე ყალბი გაბრაზებული გამომეტყველებით.
- შენი ძმისშვილის შეცდენას ვცდილობ მაგრამ არაფერი გამომდის, -ისეთი სასოწარკვეთილი სახით შესჩივლა იომ მარიკომ სიცილი ვერ შეიკავა.
- კიდევ ვერ დაითანხმე?
- ვერა, ჯიუტობს.
- არადა როგორ მეგონა რომ ადვილად მოსტეხდი რქებს, აღიარე ბოლოს და ბოლოს რომ ნიძლავი წააგე.
- არაფერიც არ წამიგია ჯერ კიდევ მაქვს დრო.
- შანსი არ გაქვს...
- გაგიჟდით? რა ნიძლავი, რა რქები რა შანსი? მგონი ვერ ამჩნევთ რომ მეც აქ ვართ, საერთოდ რაზე საუბრობთ ვერ ვხვდები, -გაბრაზებული შევყურებდი ჩემს წინააღმდეგ შეთქმულებს, დავინახე როგორ გადახედა მარიმ იოს და მანაც თანხმობის ნიშნად დაუკრა თავი.
- ერთი კვირის წინ იოანემ მითხრა რომ შენთვის ცოლობა უნდა ეთხოვა, -ღიმილით დაიწყო თხრობა, -მე ვუთხარი რომ ტყუილად არ ეთხოვა მაინც არ დაგთანხმდებათქო და დავნიძლავდით.
- და ამის მერე კიდევ მე მეძახით ბავშვს? -გაბუტულმა გადავიჯვარედინე გულზე ხელები და დამნაშავე სახეებით მომზირლებს თვალი ავარიდე.
- ნუ იბუტები პატარა ბავშვივით, -მარიმ თმაზე გადამისვა ხელი და მომეფერა, -რაღაც უნდა გითხრა, დედაშენმა და მამაშენმა დარეკეს.
- მართლა? -ერთდროულად ვიკითხეთ მე და იოანემ მარიმ კი სიცილი ვერ შეიკავა.
- მართლა ბავშვებო მართლა, იო ანას მშობლებმა გადმოგცეს, ჩამობრძანდი ბოლოს და ბოლოს მაგ გერმანიიდან ეგ ჯიუტი თხაც წამოიყვანე, მოდი ჩვენთან და ისე ითხოვე ჩვენი ერთადერთი ქალიშვილის ხელი როგორც წესი და რიგიაო.
კარგა ხანს პირდაღებულები ვისხედით და მამიდაჩემის სიტყვების გაანალიზებას ვცდილობდით, ესე იგი იცოდნენ და თანახმანი იყვნენ.
- როგორ გაიგეს? -ისევ ერთდროულად ვიკითხეთ.
- გეფიცებით მე არაფერ შუაში ვარ, -ხელები ასწია მარიმ, -არაფერი მითქვამს, მაგრამ მართლა გეგონა რომ დედაშენი და მამაშენი ასე უყურადღებოდ დაგტოვებდნენ? ბოლოს და ბოლოს მამაშენი ჩემი ძმაა და საკუთარი თავივით კარგად ვიცნობ, მართალია გარეგნულად ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ ძალიან მგრძნობიარეა, შენ მისი ერთადერთი შვილი ხარ ანა, გიჟდება შენზე, ალბათ ვერასდროს დავივიწყებ, როგორ ეჭირე თავისი უზარმაზარი ხელებით სულ რაღაც რამდენიმე საათის დაბადებული, როგორ ეშინოდა რომ შენთვის არაფერი დაეშავებინა, როგორ ტიროდა სიხარულისგან, გეფიცები ბავშვობაშიც კი არ მინახია ჩემი ძმა მტირალი, მართლა...
გრძნობებს ვეღარ მოვერიე, იოანეს ჩავეხუტე და მთელი ხმით ავღრიალდი, დიდხანს მეფერებოდა და მაშვიდებდა.
- ჩავალაგოთ ბარგი, რას იტყვი? -მკითხა როცა ოდნავ დავმშვიდდი, ღიმილით დავუქნიე თავი.
-
- მაპატიე იო მაგრამ საქართველოში დაბრუნებამდე ერთხელ მაინც უნდა მოვსულიყავით აქ რათა მათ საბოლოოდ გამოვმშვიდობებოდით, -შეწუხებულმა მოვუბოდიშე იოანეს რომელიც აშკარად ვერ გრძნობდა თავს კარგად.
- უცნაური გრძნობაა, ასე მგონია საკუთარ საფლავს ვუყურებ, -იოანე უხერხული ღიმილით დაჰყურებდა თეთრი მარმარილოსგან გამოთლილ საფლავის ქვას რომელზეც იოჰან მიულერის დაბადების და გარდაცვალების თარიღები იყო ამოტვიფრული.
- უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა რომ საკუთარ საფლავებს ვუყურებთ, -შევუსწორე და დამტვერილ ქვას ხელი გადავუსვი რომელზეც ანიტას სახელი და გვარი ეწერა, მისთვის მოტანილი ფერადი ყვავილები იქვე მდგარ წყლიან ვაზაში ჩავაწყვე და წელში გავსწორდი.
- ნეტავ როგორ მოხდა რომ ერთმანეთის გვერდით არიან დაკრძალულები.

- ჩემი დიდი ბებიის ნეშტი ორი წლის წინ გადმოვასვენეთ ამერიკიდან რომ ბოლოს და ბოლოს შეძლებოდათ ერთად ყოფნა, -სევდიანი ხმა რომ მოგვესმა, ერთად შევბრუნდით უკან, ჩვენს წინ ულამაზესი გოგონა იდგა, მუქი ფერის კანით, ჩალისფერი თმით და დიდი თაფლისფერი თვალებით, ყურადღებით შეგვათვალიერა და მერე საფლავზე გადაიტანა მზერა.
- ბებიას ყვავილები მოუტანეთ? ვინ ხართ?
მე და იომ ერთმანეთს გადავხედეთ, ჩვენს წინ ანიტას და იოჰანის შვილთაშვილი იდგა, თუმცა მის მიმართ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი, სულ მცირე ინტერესსაც კი, ეს კიდევ უფრო მეტად ამტკიცებდა იმას რომ ჩვენ ისინი არ ვიყავით უბრალოდ ჩვენში მათი მოგონებები ცოცხლობდა.
- ანიტას უყვარდა ფერადი მინდვრის ყვავილები, -იოანემ თბილად გაუღიმა გოგონას და მაგრად მომიჭირა თითები, მაჯაზე.
- კიდევ რა უყვარდა? -უჩვეულოდ მშვიდი და ცნობისმოყვარე ჩანდა ანიტას შვილთაშვილი, იომ მოწმენდილ ცას შეავლო მზერა და ღრმად ამოიოხრა.
- უყვარდა ყველაფერი უბრალო, მარტივი და იმ დროს ძალიან ძნელი და მიუღწეველი, ფერადი ყვავილები, მზე, სუფთა ჰაერი, ჩიტები, სიმწვანე და თავისუფლება.
- და ბაბუა? ბაბუა როგორი იყო? -თვალები აენთო და რატომღაც ახლა მე მომაპყრო მზერა.
- იოჰანი? იო მასზე უგონოდ შეყვარებული უბრალო კეთილი ბიჭი იყო, ჯეროდა რომ ომი მალე დასრულდებოდა და ერთად ყოფნას შეძლებდნენ, შეუძლებელი შეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ანიტა და მათი შვილი უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ, -ხმა ჩამეხლიჩა და ლოყებზე ჩამოღვრილი ცრემლები ხელისგულებით შევიმშრალე.
- ბებია სიცოცხლის ბოლომდე ელოდა იოჰანს, მე არ მახსოვს მაგრამ დედა ყვება რომ თურმე ყველას უკრძალავდა მასზე როგორც გარდაცვლილზე საუბარს, სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე გაიგო რომ ბაბუა გარდაცვლილი იყო, მანამდეც ვცდილობდით მის შესახებ ინფორმაციის მოძიებას მაგრამ გაგვიჭირდა, ბებიამ ანდერძით დაიბარა რომ აქ გადმოგვესვენებინა და მის გვერდით დაგვეკრძალა, სამწუხაროდ მხოლოდ ახლა მოვახერხეთ ამის გაკეთება.
- ჩვენ წავალთ კარგი? -იომ ხელი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად.
- მოიცადეთ, -გოგონამ სასწრაფოდ გახსნა ჩანთა, იქიდან ძველისძველი გაცრეცილი ფოტო ამოიღო და გამოგვიწოდა, -მინდა რომ ეს გაჩვენოთ.
ფოტოზე იოჰანი იყო გამოსახული, მართლაც რომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა იოანეს, სამხედრო ფორმა ეცვა, მკაცრი სახით იყურებოდა ობიექტივში, ათრთოლებული თითებით გამოართვა იომ, ერთხანს წარბებშეჭმუხნული დასცქეროდა და მერე უკან დაუბრუნა.
- არაფერს მეტყვით? -მუდარა გამოსჭვიოდა გოგონას ხმაში, -აშკარაა რომ თქვენ სრულიად უცხო ადამიანებმა ჩემზე მეტი იცით ჩემი დიდი ბებიისა და ბაბუის შესახებ, თანაც ბაბუა ძალიან ჰგავს...
- ხანდახან ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის, -სიტყვა შევაწყვეტინე და მხარზე გამამხნევებლად მოვუთათუნე ხელი, უმჯობესი იქნება თუ ამ ყველაფერზე არ იფიქრებ.
ერთხანს ჩაფიქრებული დაჰყურებდა ხელში შერჩენილ ფოტოს და მერე თავი დაგვიქნია თანხმობის ნიშნად, ზურგი შევაქციეთ და ხელიხელ ჩაკიდებული მოვშორდით იქაურობას.
- კიდევ გნახავთ? -შორიდან დაგვეწია მისი ხმა.
- არა მგონია, თუმცა ვინ იცის, -ჩაილაპარაკა იოანემ და მერე მე მომიბრუნდა ისე მხიარულად მომღიმარი თითქოს ცოტა ხნის წინ არაფერი მომხდარიყოს.
- მზად ხარ ახალი ცხოვრებისთვის და ახალი თავგადასავლებისთვის?
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი Annia

მომეწონა, ძალიან კარგად წერთ

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

Annia
მომეწონა, ძალიან კარგად წერთ


მადლობა heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან საინტერესო, განსხვავებული და ტკბილი იყო❤️

 


№4  offline წევრი GMG

არაჩვეულებრივი იყო,ძალიან მომეწონა❤️

 


№5 სტუმარი ნესტან

მომეწონა ეს რაღაც სრულიად უცხო ნაწარმოები იყო ცოტა სევდიანი მაგრამ. საინტერესო ამბებით კარგია სიყვარულმა გაიმარჯვა ამდენი ტანჯვის მერე ერთად დარჩნენ კარგი დასასრული ჰქონდა მადლობა წარმატებები ????????????♥️

 


№6 სტუმარი Maria

ძალიან,ძალიან მომეწონა.ვგიჟდები შენზეეეეე და შენს მოთხრობებზე

 


№7  offline წევრი TamoTi

ძალიან მომეწონა,უსაყვარლესი ისტორიაა♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent