შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Garden of four seasons (თავი 5)


2-10-2023, 16:21
ავტორი Lilly__Lillies
ნანახია 607

თავი 5


–ქორწილი?!შენი და სულ გაგიჟდა?!–შეუტია ლუის ჯესიკამ როგორც კი დაიმარტოხელა.

ლუი ფანჯარასთან აყუდებულიყო და ხელებგადაჯვარედინებული სივრცეს გაჰყურებდა.

–ლუი შემომხედე!რა ჯანდაბა გჭირს?–სახე ძალით შემოატრია

ლებინა ჯესიკამ თავისკენ.

–არაფერი.რა უნდა მჭირდეს.–გაღიზიანებულმა მოიშორა ლუიმ

შეყვარებულის ხელები.

–არაფერი ხომ...კარგი.–თავისთვის ჩაიბურტყუნა და გაწიწმა

ტებული ჩემსკენ გამოემართა.

–რამე გაიგე?–ფრთხილად ვკითხე.

–არაფერი.–მოკლედ მომიჭრა და თმის წვალება გააგრძელა.

მეც მეტი აღარ შემიწუხებია კითხვებით და სუფრას დავუბრუნდი.ასეთ დროს ის იყო როგორც ბომბი,თუ რამით გააღიზიანებდი ან თუ ზედმეტად შაწუხებდი მაშინვე მთელ ბოღმას და ჯავრს შენზე ანთხევდა,ამიტომაც ზედმეტად ცხვირი აღარ ჩავყვე მათ საქმეში.

☕☕☕


სტუმრები იმაზე მალე დაიშალნენ ვიდრე ველოდი.ეშლის მშობლებმა ყველა მხურვალედ გააცილეს,არავისთვის არ დაუკლიათ ყურადღება.გარეთ კოკისპირული წვიმა ასხამდა.რის გამოც მათი დაჟინებული თხოვნით ნაწილი დარჩა(ჩვენს ჩათვლით),მაგრამ უმეტესობა მაინც წავიდა.

ყველა თავის ოთახამდე მიაცილეს და დაგვტოვეს.შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი(ამ სახლში ძალიან ხშირი სტუმარი ვიყავი,ამიტომაც ჩემი ოთახიც მქონდა სადაც ტანსაცმელი და სხვა აუცილებელი ნივთები იყო).მთელი ღამე ვწრიალებდი,მაგრამ მაინც ვერ ვიძინებდი.ეშლიზე ვფიქრობდი.სასწრაფოდ მესაჭიროებოდა მისგან ჩემს დასმულ კითხვებზე პასუხების მოსმენა.ამიტომაც ბოლოს გასეირნება გადავწყვიტე,ავდექი ტანსაცმელი ჩავიცვი და გარეთ გავედი.

Night adventures


რადგანც არ მეძინა გადვწყვიტე ეშლიც მენახა და დავლაპარაკებოდი.მასზე ძალიან ვღელავდი, ვიცოდი რა მეამბოხე სულიც ჰქონდა და არ მინდოდა,რომ რამე სისულელე ჩაედინა.

თავიდან ვიფიქრე,რომ ჯესიკასთვის დამეძახა და ისე წავსულიყავით მასთან,მაგრამ მერე ვიფიქრე,რომ ლუიც მასთან ერთად იქნებოდა,ამიტომაც გადავწყვიტე არ შემეწუხებინა ისინი.

–თქვენ რა, მართლა აპირებთ დაქორწინებას?!

კიბეზე უნდა ავსულიყავი როდესაც ლუის გამწარებული,ირონიით გაჟღენთილი სიტყვები შემომესმა.ნუთუ ჯესიკას ელაპარაკებოდა?!

–როგორც ხედავ–ირონიაა არ დააკლო თანამოსაუბრემაც.

მაგრამ ეს ჯესიკას კი არა მამაკაცის ხმა იყო.ლეო?!

–მე მეგონა მხოლოდ ჩემს გასაბრაზებლად მითხარი ეს,მაგრამ

ვინ იფიქრებდა,რომ მართლა აპირებდით დაქორწინებას?!–ისევ

იგივე ტონით ლაპარაკობდა ლუი.

მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო:

–და რამდენი ხანია.....–უცბად შეჩერდა

–რა?–ყინულივით ცივი იყო ლეოს ხმა.

–რამდენი ხანია.... ჩემს ზურგს უკან ხვდები.

–რა?–მწარეთ ჩაიცინა ლეომ–ისე ლაპარაკობ გეგონება შეყვარებ

ულები ვიყოთ.

მე კარებს უკან ვიდექი, მაგრამ იქაც კი გავიგონე, თუ როგორ ჩაუწყდა ლუის შიგნით რაღაც.

–მოკლედ, ნასვამი ხარ და საღად ვერ აზროვნებ,ამიტომაც ახლა

გამოიძინე და მერე ვილაპარაკოთ.–ვიგრძენი ხმა როგორი ნაზი,

მაგრამ ამავდროულად სევდიანი გაუხდა ლეოს.

მოულოდნელად სახელური დაიწია.შევხტი, არ ვიცოდი სად დავმალულიყავი,როდესაც ვიღაცამ ხელი პირზე ამაფარა და კიბისკენ წამათრია.

–არ წახვიდე–ჩახლეჩილი ხმით უთხრა ლუიმ.

–ლუი როგორც არ უნდა მინდოდეს...დარჩენა მაინც არ შემი

ძლია.–სიმწრით წარმოთქვა ლეომ ეს სიტყვები და კარი გამო

იხურა,ერთხანს შეჩერდა,რაღაცას აყურადებდა...შემდეგ კი მისი ნაბიჯების ხმა თანდათან მიწყდა.უკან მოვიხედე,რომ გამეგო ვინ გადამარჩინა.თავიდან სიბნელის გამო მისი სახის ნაკვთები ვერ გავარჩიე,მაგრამ შემდეგ ფანჯრიდან შემოსულმა მთვარის სინათლემ მისი სახე გაანათა და საშუალება მომეცა,რომ გამეგო ვინ იყო.

–ა–ა–ანდრეა–ენისბორძიკით წარმოვთქვი ასოები.

–კი, მე ვარ.–შემდეგ დაამატა–მისმინე, ხელს გამიშვებ?თორემ სადაცაა სისხლი წამ

ომივა.

ხელს დავხედე და მივხვდი, რომ გაუცნობიერებლად ფრჩხილები ჩამესვა მის კანში და მთელი ძალით ვებღაუჭებოდი.

–ბოდიში–სწრფად გავუშვი ხელი.

–არაფერია.

შემდგომ წამოდგა და წასვლა დააპირა,როდესაც...

–მადლობა–აწითლებულმა ვუთხარი.

–არაფრის–ეს თქვა და თვალისმომჭრელად გამიღიმა.
შემდეგ გატრიალდა და წავიდა.

გაწითლებული სახე კიდევ უფრო ამელეწა,მირჩევნოდა ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე ვიდრე ის ამ სცენის მომსწრე ყოფილიყო.მაგრამ ამავდროულად ისიც მახარებდა,რომ მან როგორციქნა პატივი დამდო და უგრძნობი სახით კი არ შემომხედა,არამედ გამიღიმა.ანდრეას ყოველთვის ყინულივით სახე ჰქონდა და ჩემს ყოფნას ხანდახან არც იმჩნევდა ხოლმე.ახლა კი უცბათ ასე დათბა ჩემს მიმართ.ისიც კი ვიფიქრე ხომ არ მძინავს და ეს ყველაფერი ხომ არ მესიზმება მეთქი.შემდეგ ლეოს და ლუის საუბარი გამახსენდა.რაც მოვისმინე უფრო შეყვარებული წყვილის საუბარს მოგაგონებდათ ვიდრე,უბრალოდ მეგობრების.ნუთუ ისინი...აი აქ შევჩერდი,არ ვიცი რატომ, ალბათ არ მინდოდა ლუისთან და ჯესიკასთან დაკავშირებული ფანტაზიების დამსხვრევა.

ბოლოს გამოვედი ჩემი სამალავიდან და ეშლის ოთახისკენ გავემართე. ამ სახლში მართალია ხშირი სტუმარი ვიყავი,მაგრამ ამ სიბნელეში გზის გაკვლევა მაინც გამიჭირდა.და ბოლოს, როდესაც როგორციქნა მივაღწიე მის ოთახამდე,(იმ ადგილას სინათლე ანთებული იყო ამიტომაც ყველაფერი გარკვერვით ჩანდა)ჩემს წინაშე შემდეგი სცენა წარსდგა:ეშლი და ანდრეა რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან,ეშლი ჩუმად სლიკუნებს და ანდრეას ეხვევა, ანდრეა კი მის დამშვიდებას ცდილობს,ასევე ჯესიკა,რომელიც ასევე ამ სცენის მომსწრე ხდება,მას პირზე აქვს აფარებული ხელები (ალბათ,რომ არ წამოიკივლოს).
ჯესიკამ შემამჩნია და იმ ადგილს სწრაფად მომაცილა.ანდრეამ შემომხედა, მე კი თვალი ავარიდე და ჯესიკას უკან გავყევი.

სანამ ოთახისკენ მიმათრევდა (მართლა მიმათრევდა,იმ დროს გეგონება გაქვავებული ვიყავი,ფეხებს ძლივს მივათრევდი)ვკითხე:

–შენ რაღატო არ გძინავს.

–ლუის ვეძებდი.

ესეგი არ შემცდარვარ იმ ოთახში,მართლა ლუი იყო.

იმ ღამეს ჯესიკამ მარტო არ დამტოვა (ჩემი ლაპრაკიც არ შეისმინა, რომ კარგად ვიყავი,ამიტომაც არ იყო აუცილებელი მისი დარჩენა,მაგრამ ვის ვატყუებდი ჯესიკაც ისევე კარგად მიცნობდა მე, როგორც მე მას)ბოლოს ოთახშივე დივანზე გაიშალა საწოლი.მე კი ღამის თავგადასავლებით დაღლილ-დაქანცულს ღრმად, ძალიან ღრმად ჩამეძინა.

Love Charlotte




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent