შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Garden of four seasons (თავი 6)


3-10-2023, 19:17
ავტორი Lilly__Lillies
ნანახია 555

თავი 6

როდესაც თვალები გავახილე პირველი ვინც იყო,ჯესიკა დავინახე,რომელიც იატაკზე იჯდა,თავი ჩემს საწოლზე ედო და ხელზე მებღაუჭებოდა.ალბათ საწოლში ვერ ვისვენებდი და ვწრიალებდი.,,საწყალი ჯესიკა მთელი ღამე არ სძინებია."

ერთ ღამეში რამდენი რამე მოხდა, ეშლისა და ლეოს მოულოდნელი ქორწილი,შემდეგ ლუის უცნაური ქცევა,მისი და ლეოს საუბარი და ბოლოს ეშლი და ანდრეა.

ამოვიხვნეშე,ჩემს ტვინს არ შეეძლო ამდენი ინფორმაციის ერთდროულად გადახარშვა.

–გაიღვიძე?–მთქნარებით მითხრა ჯესიკამ.

–ჯეს დაიძინე, ჯერ ადრეა.თან ნორმალურად არც გძინებია.

–ნუ ნერვიულობ,პირველად ხომ არ ვარ ასეთ სიტუაციაში.

–გუშინ....–დავიწყე ლაპარაკი.

–ვფიქრობ ამ თემაზე ეშლის აუცილებლად უნდა დაელაპარაკო.–არ დამასრულებინა ჯესიკამ.

–რომელზე?

–ორივეზე.პირველი მისი მოულოდნელი ქორწილის შესახებ და

მეორე...–არ დაასრულა ლაპარაკი და მე შემომხედა.

–და მეორე ის თუ რა მოხდა იმ ღამეს,ანდრეასა და მას შორის.–ამჯერად მე დავასრულე მისი ნათქვამი–თქვი ჯესიკა, არ მწყინს.

ჯერ ვიღაცის სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა დერეფანში,შემდეგ კი ეშლიმ დაუკაკუნებლად შემოაღო კარები.მერე გატრიალდა დააკაკუნა და ამჯერად ფრთხილად შემოიჭყიტა.

–შეიძლება?–მორიდებულად იკითხა.

–შემოდი კი არ შეგჭამთ.–სიცილით უპასუხა ჯესიკამ.

–შენ არც გეკითხებოდი.–შეუბღვირა ჯესიკას–შარლი,შეიძლება?

–რა თქმა უნდა შეიძლება,შემოდი.–მეცინებოდა,მაგრამ არ ვიმჩნევდი. ,,დაე ეგონოს,რომ მასზე ძალიან გაბრაზებული ვარ."ანცი ბავშვივით ვფიქრობდი.

–შარლოტა გთხოვ ნუ მიყურებ ეგრე.ეს ის არ იყო რაც შენ იფიქრე!ყველაფერს აგიხსნი კარგი.ოღონდ ნუ გაბრზდები.–ტუჩები საწყლად გამობურცა.

აი აქ თავი ვერ შევიკავე და სიცილი წამსკდა.

–ვიცი,ვიცი,რომ უბრალოდ გაუგებრობა იყო.დაწყნარდი,შენზე არ ვბრაზობ.–სული ძლივს მოვითქვი.

როდესაც ეს ვთქვი,ისეთი სახე ჰქონდა იფიქრებდი, უდიდესი ტვირთი მოხსნეს მხრებიდანო.

გვერდზე მომიჯდა და მითხრა:

–მაგრამ მაინც ნება მომეცი,რომ აგიხსნა ყველაფერი.
ხომ იცი,რომ ანდრეა ჩემთვის ძმასავითაა,როგორც ლუი. გახსოვს, ის
ჩემს დაბადებისდღეზე არ გაიცანი?მე ისე არასოდეს არ მოვიქცეოდი,რომ შენ ან ჯესიკას გტკენოდათ გული.

ჯესიკა მოვიდა, ორივე საწოლზე გადაგვყარა და მოგვეხვია.

–აი ასე უკეთესი არაა.–მხიარულად თქვა მან და ახარხარდა და ჩვენც აგვიყოლია სიცილში.

–აბა ჩვენთვის რამის მოყოლას ხომ არ აპირებ?–მოულოდნელად ვკითხე ეშლის.

–მაგალითად შენი ქორწილის შესახებ.–დაამატა ჯესიკამ.

ეშლის მაშინვე მოეღუშა სახე, ეს ამბავი აშკარად დიდად არ ახარებდა.

–რა არის აქ მოსაყოლი,უბრალოდ ვქორწინდები რადგანაც ასეა საჭირო.

–რა თქმა უნდა, ახლა ხომ ყველა რადგანც საჭიროა,

იმიტომ ქორწინდება.–სარკაზმით თქვა ჯესიკამ.–მოგვიყევი სინამდვილეში რაც ხდება.

ერთი ამოისუნთქა ეშლიმ და დაიწყო:

–ჩვენი ქორწილი,ჯერ კიდევ წლების წინ ჩვენმა პაპებმა დაგეგმ

ეს.ამიტომაც ვალდებული ვარ ჩემი პაპის სურვილი ავასრულო.

–კარგი, მაგრამ...თქვენ ნორმალურად არც იცნობთ ერთმანეთს.

–შარლოტა მართალია.ეს უკვე ზედმეტია.–მცირე პაუზის შემდეგ დააყოლა– შენი მშობლები რას ფიქრობენ ამ თემაზე?

–რა თქმა უნდა პატივს სცემენ პაპას და მის სურვილს.ამიტომაც თანახმა არიან.

ეშლიმ მუხლებში ჩარგო თავი და ხელები გარშემო შემოიჭდო.მე და ჯესიკა შემოვეხვიეთ და რათქმაუნდა თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. უკვე თორმეტი ხდებოდა ამიტომაც,სწრაფად გამოვფხიზლდით,მოვწესრიგდით,საწოლები ავალაგეთ და სასაუზმოდ დაბლა ჩავედით.

–მოიცადეთ და ლუი სადღაა.–გაახსენდა ეშლის.

–ხო,ნეტავ ვიცოდე სადაა.გუშინ ველოდე, ველოდე,მაგრამ ოთახში არ შემოსულა.–

ნაწყენი ტონით უპასუხა ჯესიკამ.

–ხო მართლა შენ მოუყევი ლუის, ქორწილის ამბავი?–ფრთხილად ვკითხე ეშლის.

–არა. მარტო მე,ლეომ და ჩვენმა მშობლებმა იცოდნენ.

გუშინდელი ლუის და ლეოს საუბარი გამახსენდა.მოყოლა მინდოდა მათთვის...მაგრამ რას იფიქრებდა ჯესიკა,როდესაც გაიგებდა, რომ მისი საყვარელი ადამიანი, ასეთ რამეს ეუბნებოდა სხვას,მითუმეტეს კაცს.და რას იფიქრებდა ეშლი, თავის მომავალ ქმარზე,როდესაც მათი უცნაური დიალოგის შესახებ შეიტყობდა.
ამიტომაც ეს აზრი მაშინვე უკუვაგდე და პირი მაგრად მოვკუმე.

☕☕☕


საუზმობის დროს ისე მოხდა,რომ ჩემს მარჯვენა მხარეს ლუი და შემდეგ ჯესიკა,მარცხენა მხარეს კი ჯერ ლეო და მერე ეშლი დასხდნენ.რა იღბლიანი ვარ,არა?!
მაგრამ ყველაფერმა ზედმეტად კარგად ჩაიარა.ეშლი და ლეო არაჩვეულებრივად თამაშობდენენ წყვილის როლს,ჯესიკა და ლუიც ტკბილად და შეხმატკბილებულად იქცეოდნენ.ლუი და ლეო არაფერს არ იმჩნევდნენ,მაგრამ მათ შორის ძლივს შესამჩნეველ დაძაბულობას მაინც ვგრძნობდი.
☕☕☕

საუზმის მერე ჩემი ოთახისკენ გავემართე ნივთების ასაღებად,როდესაც გზაში ანდრეა შემეჩეხა.

–რა კარგია,რომ შეგხვდით–დაიწყო მან–გუშინ.....

–ვიცი რისი თქმაც გინდათ–შევაწყვეტინე მე–ნუ ნერვიულობთ ეშლიმ ყველაფერი ამიხსნა.

–მართლა?რა კარგია–ჩუმად ჩაიბურტყუნა ეს სიტყვები.

რა?! ნუთუ ის ჩემზე ღელავდა? თუ უბრალოდ გაუგებრობა არ უნდოდა,რომ ყოფილიყო ჩვენს შორის.

ნელა მივუახლოვდი და გადავეხვიე.მან სასიამოვნოდ გაკვირვებულმა შემომხედა.

–გუშინ მაინც წესით და რიგით ვერ გადაგიხადეთ მადლობა.–ვუთხარი და გავუღიმე.

–უკვე ახალი წელი ახლოვდება–თემა სხვა რამეზე გადაიტანა–სად აპირებთ აღნიშვნას?

–ჩემს ოჯახთან ვაპირებ წასვლას და დასვენებას.

თითქოს გული დასწყდაო ისეთი სახე მიიღო.

–მაშინ......–მომიახლოვდა და ნაზად მაკოცა ლოყაზე–ეს ჩათვალეთ ჩემს საახალწლო საჩუქრად.

მომნუსხველად გამიღიმა,გატრიალდა და წავიდა.

მე კიდევ ალეწილი სახით ძლივს მივაღწიე ოთახამდე,ყველას დავემშვიდობე და სახლისკენ, ბარგის ჩასალაგებლად გავემართე.

ეს უსამართლობა იყო! როგორ შეიძლება იყო ასეთი სიმპატიური და მომნუსხველი?!


Love Charlotte




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent