შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Garden of four seasons (თავი 7)


5-10-2023, 16:27
ავტორი Lilly__Lillies
ნანახია 502

თავი 7

–ლუი, რას ფიქრობ ეშლის ქორწილის შესახებ?–მოულოდნელად წამოვიწყე.

მე და ლუი თვითმფრინავში ვიჯექით.(პარიზში მივფრინავდით).ყოველ წელს (ბოლო სამ წელს თუ არ ჩავთვლით)ასე ხდებოდა ჯესიკა ლონდონში მიდიოდა შობის აღსანიშნავად,ეშლი ვაშინგტონში,მე და ლუი კი პარიზში.ახლა ლუი ჩემს პირისპირ იჯდა და მასთან დაკავშირებულ ყველა ჩემს შეკითხვას უნდა გასცემოდა პასუხი.

–რა უნდა ვიფიქრო?არ ვიცი მიიღებს თუ არა ეშლი სიყვარულს

ლე–აქ გაჩერდა და შედარებით ხმადაბლა წარმოთქვა–ლეოსგან.

მაგრამ ,,ის" მას უბედურად არ აგრძნობინებს თავს.დარწმუნებული ვარ.

მცირე პაუზის შემდეგ განვაგრძე:

–ჯესიკა გიყვარს?

–რა?–გაკვირვებულმა შემომხედა,აშკარად არ მოელოდა ამ კითხვას.

–ლუი გეკითხები,ჯესიკას მიმართ განსაკუთრებული გრძნობები გაქვს თუ,მის მიმართ იმავეს გრძნობ რასაც მაგალითად ჩემსა და ეშლის მიმართ.–ნელა განვუმარტე.

–მე.....არ ვიცი.

–ლუი, შენ სხვა გიყვარს?–შევიცხადე მე.

–არა, რა თქმა უნდა არა.–მალევე უარყო ჩემი ნათქვამი.

მაგრამ, იმ ღამეს მოსმენილი დიალოგი მე სხვა რამეს მეუბნებოდა.

–ლეო.

–?

–ის ადამიანი ლეოა,ხომ?

ყურები აუწითლდა.არც ,,კი" უთქვამს და არც ,,არა"მაგრამ ჩემთვის უკვე ყველაფერი გასაგები იყო.

–ოღონდაც ეგ არა ლუი–სიმწრით ჩავილაპარაკე და ხელები ავიფარე სახეზე.ერთ წუთში ავწიე თავი და გავაგრძელე–წინ კიდევ რამოდენიმე საათია სანამ პარიზში ჩავალთ,ამიტომაც გისმენ.ყველაფერი მომიყევი სულ თავიდან. როდის?როგორ?

და რამდენი ხანია?

ლუი თავიდან ყოყმანობდა,მაგრამ შემდეგ მიხვდა,რომ ვერსად

ვერ გამექცეოდა,ერთი შემომხედა და თხრობა დაიწყო.

აღსარება

ყველაფერი რამოდენიმე თვის წინ დაიწყო.ხომ იცი,რომ ჯერ

მხოლოდ ბავშვობაში სამჯერ მაინც გავუტაცებივარ ვინმეს.მოკლედ,რომ ვთქვათ ამჯერადაც ასეთი შემთხვევა იყო. საათზე მეტი მაინც იქნებოდა რაც უგონოდ ვიწექი, დალურჯებული, ცივ იატაკზე.ნელა წამოვიწიე და რის ვაი-ვაგლახით ჩამოვჯექი იქვე მდგარ ხის სკამზე. ცოტა, რომ სული მოვითქვი ოთახს თვალი შევავლე, დიდად არფრით არ განსხვავდებოდა იმ ოთახებისგან რაც ადრე მქონდა ნანახი.კედლებს შავი ფერის საღებავი გადასვლოდა,ისეთ კუთხე–კუნჭულს ვერ იპოვიდი აბლაბუდა,რომ ა

რ ყოფილიყო.რაც ცოცხალ არსებებს შეეხება, მთელი დღე იყო კაციშვილი არ მენახა,მაგრამ გამოსასაუბრებლად მწერები და ვირთხები მყავდა.ასე ჩაიარა დაახლოებით ორმა დღემ,ერთი საჭმლისა და წყლის მოსატანად(უფრო სწორად მოსაგდებლად)თუ შეიწუხებდა ვიღაცა თავს.

გავიდა კიდევ რამოდენიმე საათი და რადგანც არავინ არ აპირებდა ჩემს მონახულებას,სპეკტაკლი გავითამაშე რომლის მეშვეობითაც გამოვაღწიე იქიდან.

–მაინც რა სპეკტაკლი?–შევაწყვეტინე მე–არა მოიცადე,არ მითხრა,თორემ ალბათ სიცილისგან ცუდად გავხდები.

სახეზე მქრქალმა ღიმილმა გადაურბინა და გააგრძელა.

რა თქმა უნდა ჩემმა საქციელმა აჟიოტაჟი გამოიწვია.კარგი ათ–თხუთმეტ კაცს ერთდროულად გავუმკლავდებოდი,მაგრამ ოცი და ოცდაათი! ჩემთვისაც კი არ იყო მარტივი მათი მოგერიება.

(მეც მქონდა იმის ბედნიერება,რომ მენახა ლუი ბრძოლაში.ვიცოდი,რომ ის ბავშვობიდან იწვრთნებოდა და საკმაოდ ძლიერი იყო,მაგრამ მაინც რატომღაც ვერ წარმომედგინა,რომ მას ასე ბრძოლა შეეძლო.ჩხუბის დროს თვალები შემზარავათ უელავდა,ცხოველს გავდა,რომელიც მოწყურებული იყო,მაგრამ წყურვილს მაინც ვერფრით ვერ იკლავადა.)

შუაგულ ტყეში აღმოვჩნდი ამიტომაც სანამ გზას მივაღწიე საკმაოდ დიდი მანძილის გარბენა მომიწია,ამას ისიც დაამატე,რომ მდევრებიც კუდში მყავდნეენ.როდესაც ტყიდან გავაღწიე,მაშინვე თვალში მეცა დიდი, შავი, სპორტული მანქანა.ბევრი აღარ მიფიქრია,გეზი ეგრევე მანქანისკენ ავიღე.მხოლოდ იმას ვნატრობდი ოღონდაც ვიღაც საცოდავს გასაღები შიგ დარჩენოდა და კარები ღია ყოფილიყო.ღმერთს ჩემი ვედრება შეესმინა,კარები ღია აღმოჩნდა,შიგ ჩავხტი და გასაღებს ძებნა დავუწყე,როდესაც ვიღაცამ გამომიწოდა ის.

–ამას ეძებ?–მკითხა და გასაღები მომაწოდა.

ბნელოდა ამიტომაც მის სახეს ვერ ვხედავდი.თავიდან გაკვირვებული შევყურებდი და ვცდილობდი მისი სახე როგორმე დამენახა,მაგრამ ჩემმა მდევრებმა თავი მალევე შემახსენეს.გასაღები ხელიდან გამოვტაცე, მანქანა სასწრაფოდ დავქოქე და გზაზე გიჟივით გავვარდი.მალევე მდევრები მანქანებით აგვედევნენ.

–სროლა იცი?–პისტოლეტი ისე მივაჩეჩე ხელში გზისთვის თვალი არ მომიშორებია.(პისტოლეტი ერთ დარაჯს ავაცალე,როდესაც შენობიდან გამოვდიოდი).

მან უყოყმანოდ გამომართვა იარაღი,ფანჯარა ჩაწია და სროლა დაიწყო.სარკეში გავიხედე, რამოდენიმე მანქანა უკვე ჩამოეცილებინა, ორიღა იყო დარჩენილი.გარკვეული მანძილი კიდევ გავიარეთ და კუდი საბოლოოდ ჩამოვიშორეთ.

დანარჩენი გზა ხმა არ ამოუღია. როდესაც ცივილიზებურ სამყაროს მივაღწიეთ,(აღარ მახსოვს ზუსტად სად)მითხრა აქ ჩამოვალო.რა თქმა უნდა გავუჩერე,შემდეგ კი სახლისკენ გავემართე.

ჩემი ცხოვრება საერთო ჯამში არასოდეს არ ყოფილა მოსაწყენი,პირიქით იმაზე მეტ თავგადასავლებს ვპოულობდი ვიდრე მე თავად მსურდა.მაგრამ იმ დღეს რაც შემემთხვა რაღაც ამაღელვებელი და სრულიად ახალი იყო.

ამ ინციდენტიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ გაიმართა დღესასწაული მამაჩემის დაბადების დღის აღსანიშნავად.აბა გამოიცანი ვინ იყო იქ? ის ადამიანი ვინც იმ ღამეს ვნახე(როდესაც მანქანიდან გადადიოდა, მის სახეს მოვკარი თვალი).შემდგომში გავიგე,რომ მას ლეო ერქვა და რაც არ უნდა ირონიული იყოს თავად ჯესიკამ გამაცნო ის იმ წვეულებაზე.გაკვირვებული და ამავდროულად გახარებულიც ვიყავი იმით,რომ ის ადამიანი ვიპოვე და გავიცანი ვის მიმართაც არა მარტო მადლიერების გრძნობა მაკავშირებდა. თავი,რომ აღარ მოგაბეზრო უმნიშვნელო დეტალებით მოკლედ გეტყვი,რომ ჩვენ ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს,დიდ დროს ვატარებდით ერთად,დღე ისე არ გადიოდა, რომ ერთმანეთი არ გვენახა,ძალიან მივეჩვიეთ ერთმანეთს, ბოლოს თითქოს მის გარეშე სუნთქვაც კი არ შემეძლო.ახლა,რომ ვუფიქრდები ლეოს უფრო ხშირად ვესაუბრებოდი ტელეფონზე ვიდრე ჯესიკას.

გავიდა ხანი და მან მოულოდნელად გამომიცხადა,რომ ეშლიზე ქორწინდებოდა.თავიდან ვიფიქრე,რომ მეხუმრებოდა და თუ ხუმრობა იყო საერთოდ არ იყო სასაცილო.მერე რაც მოხდა შენც მშვენივრად მოგეხსენება.

–კი...სიმართლე,რომ გითხრა შოკში ვიყავი იმ ღამეს შენი და ლეოს საუბარი,რომ მოვისმინე.

–რა საუბარი?–მოგონებებიდან გამოერკვა და გაკვირვებულმა მომაპყრო თვალები.

–ნუთუ იმდენად ნასვამი იყავი,რომ ყველაფერი დაგავიწყდა?

–არა, რაღაცეები ნაგლეჯ–ნაგლეჯ მახსოვს, მაგრამ რამე ეგეთი არ მახსენდება.

სხვა რა გზა იყო,კარგად მოვკალათდი და დავიწყე მოყოლა ჩემს

,,ღამის თავგადასავლებზე"

როდესაც თხრობას მოვრჩი მის რეაქციას დავაკვირდი,არც ისეთი გაოგნებული ჩანდა როგორიც მეგონა,რომ იქნებოდა,მაგრამ არც გულგრილად მიუღია ჩემი ამბავი.სანამ თვითმფრინავი დაეშვებოდა ლუი თავის ფიქრებში იყო გართული და კრინტიც არ დაუძრავს.უკვე როდესაც წასვლას აპირებდა, მივაძახე:

–თუ არ გინდა,რომ გული ან შენ, ან ვინმე შენთვის ძვირფას ადამიანს ეტკინოს,გირჩევ, რომ რაც შიძლება მალე დაშორდე ჯესიკას.თორემ რაც უფრო მეტი დრო გავა მით უფრო ძნელი იქნება განშორება.

ზედმეტად ბევრი რამე მოხდა სულ რაღაც 4–5 დღეში!

არ ვიცოდი რა მოხდებოდა მომავალში,მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი.კარგად დამესვენა და მხიარულად გამეტარებინა შობის დღესასწაული ჩემ ახლობლებთან ერთად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent