ჩვენ (თავი მეოთხე)
მოგესალმებით მეგობრებო,ბოდიში დაგვიანებისთვის , უნივერსიტეტი დაიწყო , ამიტომ მომიწია დაგვიანება, თუ ბევრი მკითხველი ხართ გავაგრძელებ, შემიფასეთ. —————————— იმ ღამის შემდეგ დადიანი არ გამოჩენილა, დიახ , სწორად გესმით , არ მინახავს ერთი თვე , არვიცი როგორ ახერხებდა მაგრამ საქმეებს ისე აგვარებდა მე რომ ვერ ვხედავდი,მის სილუეტსაც ვერ ვხედავდი, თითქოს გაქრა , არც ბიჭებთან გამოჩენილა , არავის არაფერი გაუგია მასზე. ვინც კი გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ყველას აქრობს, ვინ ჰგონია თავი? არ მესმის ადამიანების,უეცრად შემოიჭრებიან შენს ცხოვრებაში,გირღვევენ პირად სივრცეს , იკავებენ ადგილს შენს ცხოვრებაში და წამებში ქრებიან, ისე თითქოს ისინი საერთოდ არც კი გამოჩენილან .. კაბინეტში ვიყავი,როცა თამთამ დამირეკა - ანი რას შვრები? მომესმა მისი მხიარული ხმა - ვმუშაობ თამთ , შენ ? - რომ მთხოვე დავგეგმე ყველაფერი, საღამოს ყველაფერი მზად იქნება - საღამოს აეროპორტში წავალ და დავხვდები , მერე მანდ გამოვალთ პირდაპირ - ხასიათზე ვერ ხარ ხო? - ყველაფერს ადვილად ხვდები - გამეღიმა - ნუ მოიწყინე რა დაიკიდე ვაფშე ეგ ტიპი - არ გესმის შენ და ადვილია შენთვის მაგის თქმა - ვუთხარი თუ არა კამერა ჩართო და წარბებშეკრული გამომხედა დაქალმა - გამეცინა მის რეაქციაზე - აფრენ ხო? მე არ მესმის შენი? - მაშინ ნუ ლაპარაკობ ეგრე , არც არავინ არაა ჩემთვის ეგ დადიანი , ადვილი არაა უბრალოდ რაც ჩემ თავს ხდება , იმ ღამეს მაკოცა და გაქრა ისე რო გააზრებაც ვერ მოვასწარი, უფროსი დადიანი წასულია როცა ყველა პრობლემაზე მასთან მივრბოდი სამსახურში რამე თუ ვერ წავიდოდა საქმე, ვისთანაც ურთიერთობას ვცდილობ აშკარააა რო ირაკლი აქრობს ყველას აბა ვინ იქნება? ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე და უსიტყვოდ უნდა გაიგო ჩემი თამთა , მილიონჯერ ვლაპარაკობთ ამაზე - ამოვისუნთქე და ერთი ყლუპით დავცალე წყლით სავსე ჭიქა - კაი ხო კაი ნუ გწყინს მინდა რომ დაივიწყო და კარგად იყო უბრალოდ - როგორ უნდა დავივიწყო, როცა ვგრძნობ რო არ მანებებს თავს ? ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემთან ტრიალებს , შენ რას იზავდი? - კაი დამშვიდდი , დღეს ძალიან კარგად უნდა იყო ზურას და გვანცას გამო ანუშკი რა გთხოვ - ეგ მაბედნიერებს მარტო,რომ ვიცი ახლოს მეყოლებიან მშობლები - კაი თამთ წავედი სამუშაო მაქვს თავზე საყრელად , გკოცნი. საღამოს ჩემი მშობლები ჩამოდიან როგორც იქნა,სიურპრიზსს ვუკეთებ და მათი ყველაზე საყვარელი ხალხი უნდა დავახვედრო და ფართი მოვაწყო,იმედია ეს მაინც ჩაივლის ყველანაირი მასკარადის გარეშე. 6 საათი იყო აეროპორტში რომ ვიყავი , მათ დანახვაზე თვალები ცრემლებით ამევსო და სისწრაფით მოვეხვიე მამაჩემს კისერზე,დავუკოცნე სახე დედაჩემს - ჩემი გიჟი გოგო - მომეალერსა გვანცა - როგორ მომენატრა ჩემი ანუკა - შუბლზე მაკოცა ზურამ და ძლიერ მომხვია ხელები - მეც მომენატრეთ და არსად აღარ გაგიშვებთ - მიდით ჩასხედით წავედით - მანქანის გასაღები ავიფრიალე და ადგილი დავიკავე საჭესთან - სად მივდივართ მა? - გამომხედა ზურამ - სიურპრიზიიაა - თვალი ჩავუკარი - გიჟი ხარ - ლოყაზე მიჩქმიტა გვანცამ - მომიყევით აბა რა ხდებოდა ? თემურს ელაპარაკეთ? მოგიყვათ ალბათ ყველაფერი - კი,კი ველაპარაკეთ, მაგრამ არ გვეუბნება რამდენად მძიმე ავადმყოფობა აქვს რომ დაგვტოვა და წავიდა , მაგრამ კარგია რომ მისი შვილი იქნება შენს გვერდით ასე თუ ისე იცის ეს საქმე და მარტო არ იქნები , ჩვენც სანამ აქ ვართ გვერდით გეყოლებით - ხელი მომისვა ზურამ და ღიმილით გამომხედა მაღიზიანებდა ყველას რატო მოსწონდა უმცროსი დადიანი ასე, ნუთუ ვერ ხედავდნენ რა დონის გარეწარია,გავბრაზდი მაგრამ არ შევიმჩნიე. დუმილი ისევ ზურამ დაარღვია - უი ხო მართლა სად არის ირაკლი? მეგონა დაგვხვდებოდა - ხელები აიჩეჩა ზურამ - არვიცი მამა,ბევრი სამუშაო გვაქვს და თითქმის ვერ ვხედავ , ხვალ თათბირი გვაქვს , თქვენც უნდა დაესწროთ - კი დე აბა რას ვიზავთ - ხელი მომისვა მკლავზე გვანცამ მივედით 20 წუთში დანიშნულების ადგილას , ზურას და გვანცას ღიმილი ერთი წუთითაც კი არ მოშორებია სახეებიდან , ისე გაუხარდათ ჩემი სიურპრიზი, საყვარელი ადამიანებით სავსე დარბაზი, ძალიან კარგი დრო გავატარეთ, მოუსვენრად ვიყავი , ვგრძნობდი ყველგან ნაცნობ მზერას თუმცა ვერ ვიჭერდი მომენტს საიდან შეიძლებოდა ეს ყოფილიყო , თვალებით ვეძებდი,თამთას ეს არ გამოპარვია. - რაიყო? იდაყვი მომარტყა ხელზე თამთამ და შამპანიურით სავსე ჭიქა გამომიწოდა - არაფერი - ხელები ავიჩეჩე - კინაღამ დავიჯერე - გაეცინა - კაი რა თამთა - კაი ხო არაფერს გეტყვი ვსიო - დამიბღვირა - გიო სადაა? თამთას ვკითხე თუ არა ჩემს გვერდით აღმოჩდნა ავალიანი - ოჰ ჯოხი ხელში დაიკავე - სიცილი დაიწყო თამთამ - ენას აგაცლი - კბილებში გასცრა - ნელა ქენი - სიცილს არ წყვეტდა თამთა - ეს რა დღეშია? დათვერი გოგო? - და შენ რა ? მოსვა შამპანიური , მკლავზე ხელი მოუჭირა ავალიანმა და ჭიქა წაართვა ხელიდან - რამდენს ბედავ - დაუყვირა და თვალებში ცეცხლი ენთო - აუ კარგით მორჩით რა - ხელი ავიქნიე და გავეცალე - წამოდი - ხელი ჩაკიდა თამთას და ადგილი დატოვეს - შემეშვი ცხოველო - ჩაჯექი მანქანაში - მშვიდი ტონით მიმართა თამთას - არა ! - დაჯექი და ნუ მამეორებინებ - თითი აუქნია - არა! ხელები გადაიჯვარედინა და ნაგლად შეხედა ავალიანს - ელვის სისწრაფით მოუახლოვდა გიორგი და მანქანაში ჩასვა, თამთას ყვირილი არ წყდებოდა მაგრამ ამაოდ - მეზიზღები გესმის? არასდროს არ შეგიყვარებ , მძულხარ - ყვიროდა თამთა - ჩემს მოთმინებას საზღვარი აქვს , გაჩუმდი გირჩევნია - რა გინდა რა? ჩემთვის დროს ვატარებდი რატო წამომიყვანე? - თავს ნუ ისულელებ - სიმშვიდეს ინარჩუნებდა ავალიანი - შენთვის ყველაფერი შეიძლება და ჩემთვის არა ხო? - შენ ქალი ხარ და ღირსეულად უნდა იქცეოდე, თვრები და ტრა*ს უშვერ კაცებს - იყვირა და მანქანა დაამუხრუჭა - თამთასგან ძლიერი სილაც მიიღო - კიდევ ერთხელ , კიდევ ერთხელ გაბედავ და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ იცოდე - საჩვენებელი თითი აუქნია ცხვირთან და კბილებში გასცრა - რას იზავ? რააას? ღრიალებდა ბენდუქიძე , თვალებში ცეცხლი ენთო და ცრემლებმა თავისი გზა იპოვეს - ჩემი შენდამი კარგი დამოკიდებულებით ნუ სარგებლობ თამთა , გაფრთხილებ - ესაა შენი კარგი დამოკიდებულება? ჩემი ცხოვრება მაქვს,ვისთანაც მომინდება იმასთან ვიქნები, არმინდა შენთან ყოფნა არა გაიგე - ხელები უკანკალებდა, ცდილობდა ემოციებისგან დაცლილიყო - ჩემთან იქნები ან არავისთან - მანქანა დაქოქა და გზა განაგრძო ავალიანმა - მეზიზღები გიორგი - ტირილს არ წყვეტდა - ჩემთან ლაპარაკს რომ ისწავლი მერე ვილაპარაკოთ - სიგარეტს მოუკიდა და ძლიერი ნაფაზი გაუშვა ფილტვებში - შენნაირ მხეცთან არასდროს არ ვიქნები - ვნახოთ - თვალი ჩაუკრა ბენდუქიძეს - სად მიგყავარ? ჩემს ქუჩას გაცდი უკვე რას აკეთებ? - ნუ მივარდები ისტერიკებში რა - გიორგი გამიჩერე მანქანა - ღვედი შეიხსნა - ბოდიში მომიხადე სილისთვის ჯერ - იმსახურებდი - გელოდები - ცინიკური ღიმილი მიაპყრო ქალს - კარგი ბოდიში, ახლა გამიჩერე გთხოვ - რა ? ვერ გავიგე? - გაეღიმა - გთხოვ გამიჩერე მანქანა - არა - გაიკრიჭა და სიჩქარეს უმატა - მატყუარა! ვირო!! - ხელების რტყმა დაიწყო თამთამ , ავალიანს მარტო ეღიმებოდა მის საქციელებზე , მისი სიგიჟეც კი უყვარდა , ბოლოს დანებდა ბენდუქიძე , თავი მიაბჯინა ფანჯარას და ჩაეძინა. თავის სახლთან გააჩერა მანქანა ავალიანმა,თითები აუსვა საყვარელ ქალს ლოყაზე , ხელში აიყვანა საყვარელი ქალი და სახლში შეიყვანა. ცალმხრივ სიყვარულზე უარესი შეიძლება რამე იყოს?! საათი აჩვენებდა 10;29 თამთას რომ გამოეღვიძა , თვალები გაახილა თუ არა ავალიანის სახე დაინახა , წამოხტა და ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო,სახლი ისე დატოვა , გიორგის რომ არ გაეგო. უამრავი ფიქრი უტრიალებდა ბენდუქიძეს თავში , არ იცოდა რა უნდოდა , ვერ ერკვეოდა გრძნობებში, რაც პირველი მოაფქირდა ეს დაქალთან დარეკვა იყო. - ხო თამთა - - რა ხო თამთა? იქნებ მოვკვდი არ გაინტერესებდა სად ვიყავი რას ვაკეთე… სიტყვა არ დავამთვრებინე დაქალს - ვიცი გიოსთან იყავი - ავხარხარდი - ყოჩაღ , იცოდი ესეიგი? - ხო აბა , კაი რა თამთ დანებდი უკვე სხვა არჩევანი არ გაქვს ხო ხედავ , ტიპი გიჟდება შენზე - მადლობა - გაისმა თამთას ნაწყენი ხმა და ტელეფონი გამითიშა გიოსთან ვცადე დარეკვა მაგრამ ამაოდ,რას გააღვიძებდი ამ დროს.. თათბირზე მაგვიანდებოდა , სწრაფად შევედი სათათბიროში , ზურას და გვანცას თვალი ჩავუკარი , ყველა ადგილზე იყო დადიანის გარდა. - მოგესალმებით მეგობრებო! არავის აღარ დაველოდებით მეტს , ჯობია დავიწყოთ - უჩემოდ იწყებთ? - კარი გაიღო და გაისმა დადიანის ხმა,სათვალე მოიხსნა და ცალყბად მომაპყრო მზერა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.