Garden of four seasonsთავი 9 დილით ძლივს წამოვდექი ფეხზე,ჯერ კიდევ ჯესიკაზე და ლუიზე ვფიქრობდი.გუშინ როგორც მივწექი საწოლზე ისევე ჩამეძინა,ამიტომაც სწრაფად გავიძრე ტანსაცმელი და შხაპის მისაღებად შევედი სააბაზანოში.ეშლიზე და ლეოზეც ვნერვიულობდი.ეშლისთან მაინც ისე ვერ დავილაპარაკე როგორც მინდოდა.მის მიმართაც დამნაშავედ ვგრძნობდი თავს,რომ არ ვეუბნებოდი ლეოს შესახებ.სააბაზანოდან მალევე გამოვედი,ჩავიცვი და მეორე სართულზე ჩავედი.ყველას უკვე მოეყარა თავი,მეც მათ შევუერთდი და საუზმობას შევუდექი. –წვეულება შობის აღსანიშნავად ხვალ საღამოს იმართება ხომ?–იკითხა ერთ–ერთმა ჩემმა ნათესავმა, რაზეც მე თითქმის ლუკმა გადამცდა.ნება მომეცით მოგიყვეთ ამ წვეულებაზე.ეს იყო ერთადერთი ღამე სადაც ყველა ჩემი ოჯახის წევრი,აბსოლიტურად ყველა, ერთად იკრიბებოდა და შობას აღნიშნავდა. სულ დამავიწყდა ეს დღესასწაული.მზად საერთოდ არ ვიყავი,წვეულება კი ხვალ საღამოს იყო. საუზმის შემდეგ ყავაც შემომთავაზეს, რაზეც დავთანხმდი.ფანჯარსთან, დიდ სავარძელში ჩამოვჯექი და ჯეინ ოსტინის ,,ემა" ავიღე, რომელიც ათასჯერ მაინც მქონდა წაკითხული. პირველი თავი არც კი მქონდა ჩამთავრებული, როდესაც სოფია მოვიდა და სავარძელზე ამობობღება სცადა,რამაც უშედეგოდ ჩაიარა.ხელი მოვკიდე და კალთაში ჩავისვი. –დეიდა ისევ ამ წიგნს კითხულობ?–გაკვირვებულმა შემომხედა მან. –კი,ძალიან მიყვარს ეს წიგნი. –ყავა მზადაა.–თქვა დეიდამ და ცხელი ყავით სავსე ფინჯანი გამომიწოდა. –მადლობააა–გამოვართვი და სული შევუბერე. –მეც მინდა.–ისე წამეპოტინა ხელზე სოფია,რომ რამის ზედ გადავისხი მთლიანად რაც შიგ იყო. –შენთვის ჯერ არ შიძლება–წაეჩხუბა დეიდა. სოფია უკმაყოფილო დარჩა იმით,რომ სასურველი ვერ მიიღო,მაგრამ მაინც გაჩერდა და თავი მკერდზე მომადო. ბებოც შემოგვიერთდა და ლაპარაკიც დაიწყო. –ბებო რამე გაწუხებს? –არა, უბრალოდ გადავიღალე.–ვუპასუხე ისე,რომ მათ თვალებში არც ჩამიხედავს.არ მიყვარდა როდესაც ჩემს ახლობლებს ან ძვირფას ადამიანებს ვატყუებდი, განსაკუთრებით კი ბებოს და დეიდას. ისინი ჩემთვის განსაკუთრებულები იყვნენ რადგან როდესაც მშობლები გარდამეცვალა, ისინი მედგნენ გვერდში და ფაქტიურად მათი გაზრდილიც ვარ.ამიტომაც თავისი ხუთი თითივით მიცნობდნენ. –კარგი თუ არ გინდა არ მოგვიყვე,მაგრამ თუ გულის გადაშლა მოგინდება გვერდით გვიგულე. –არა,მართლა არაფერი.–მათი ეჭვის გაფანტვა ვცადე,მაგრამ დიდი ალბათობით არ გამომივიდა. –კარგი. ასე,რომ მზად ხარ ხვალინდელი წვეულებისთვის.–თემა სხვა რამეზე გადაიტანა დეიდამ. –სიმართლე,რომ ვთქვა ისიც კი არ ვიცი რა ჩავიცვა. ასე,რომ არა. –მერე ერთად გავიდეთ საყიდლებზე–მითხრა დეიდამ და გამიღიმა. –ამ წელს ვინმე ახალი იქნება წვეულებაზე? –არა....–დაიწყო ბოლო სიტყვები კი ძლივსაგასაგონად წაიჩურჩულა–თავად ნახავ. კიდევ სხვა თემაზე გადახტნენ, მაგრამ ეს პასუხი ჩემთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. ნუთუ კიდევ რაღაც საშინელი უნდა მოხდარიყო?! საღამოთი ისევ ჯესიკამ დამირეკა,მაგრამ ამჯერად წინა საღამოსგან განსხვავებით ბედნიერიც კი მომეჩვენა. –შარლოტაააა,როგორ ხარ?–მხიარული ხმა ჰქონდა ჯესიკას. –არ ვიცი,თავად როგორ ხარ.–დაღლილი ხმით ვუპასუხე მე. –არაჩვეულებრივად.ხმაზე რა გჭირს?დარბოდი? –შეიძლება ეგრეც ითქვას.ხვალინდელი ღამის წვეულებისთვის ვემზადები,(რომელიც საერთოდ აღარ მახსოვდა). მე და დეიდა ატელიებში დავდიოდით და კაბას ვეძებდით.რასაც რამოდენიმე საათი დასჭირდა.შენ რაღა გჭირს, ძალიან მხიარული მეჩვენები. –მართლა?არ ვიცი, უბრალოდ დღეს ერთი ბიჭი გავიცანი..... თქვა თუ არა ,,ბიჭი" თვალები ვაჭყიტე.ნუთუ ასე მალე მოუძებნა ლუის შემცვლელი. –ხომ იცი ერთ წიგნს ყველგან,რომ დავეძებდი,მაგრამ ვერაფრით,რომ ვერ ვპოულობდი.მოკლედ წიგნების მაღაზიაში ვიყავი,როდესაც ერთ ბიჭი დავინახე,ზუსტად ის წიგნი ეჭირა და ყიდვას აპირებდა.გიჟივით ვეცი და ვეხვეწებოდი,რომ ჩემთვის მოეცა ეს წიგნი.თავიდან დაბნეული მიყურებდა,მაგრამ მალევე მოეგო გონს, წიგნის საფასური გადიხადა და მე გამომიწოდა.ისეთი ბედნიერი ვიყავი,რომ როგორც იქნა ვიპოვე ეს წიგნი,რამის ცეკვა დამეწყო.ცოტა ხანში ის ბიჭიც გამახსენდა, უღრმესი მადლობა გადავუხადე და შემდეგ გავიცანი კიდევაც. ლიამი ჰქვია, ძალინ საინტერესო,ჭკვიანი და მხიარული პიროვნებაა.აღმოჩნდა,რომ ერთნაირი გემოვნებაც გვქონია წიგნებთან დაკავშირებით და... ჯესიკა გაუჩერებლად ლაპარაკობდა თავის ახალ ,,მეგობარზე" ყოველ წუთში აქებდა და ხოტბას ასხამდა. –ჯეეს!ჯეეს!–ვეძახდი,მაგრამ ისე იყო საუბარით გართული,რომ ძლივს მივაწვდინე ჩემი ხმა. –უი,ბოდიში ზედმეტად ბევრს ვლაპარაკობ არა? მოიცადე შარლი მეძახიან–გაისმა მამაკაცის ხმა–მოდი მერე გად მოგირეკავ კარგი,ახლა არ მცალია.კარგად. დამემშვიდობა და ყურმილი დაკიდა,ისე,რომ ერთი სიტყვაც არ მათქმევინა. განა ყველაფერი ასე მარტივად იყო?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.