წითური და პოლიციელი 2
დემეტრე ყიფიანი ბევრი იმუშავა, ეკატერინეს მეგობრები დაკითხა, ტელეფონები შეამოწმა და კატოს ტელეფონს ჩაუჯდა, ჯერ მესიჯები ნახა ბევრი ვერაფერი ხელ ჩასაჭიდი, შემდეგ ფოტოებს დაუყვა უამრავი ფოტო ჰქონდა წითურის, ღიმილით ათვალიერებდა ფოტოებს, სადაც კი თეკლას ხედავდა აახლოვებდა და უფრო აკვირდებოდა, გამოყვანილი სხეული, ხვეული წითური თმა, ლამაზი თხელი ტუჩები და პატარა ცხვირი, საოცრად შვი თვალები, რომლების ყურებაც დემეტრეს არ ბეზრდებოდა, იყო ამ გოგოში რაღაც განსაკუთრებული და ეს ყიფიანმა მასინ იგრძნო როცა ფორმალობაც დაივიწყა და ისე დაელაპარაკა გეგონება პატარა ბავშვი ყოფილიყოს და ტუქსავდა. გაეცინა რომ გაიხსენა როგორ ქოთ-ქოთებდა. ყველაფერი გაიზეპირა უკვე იმდენჯერ დაათვალიერა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო, ამიტომ ისევ კლინიკაში მისვლა ამჯობინა იქნებ როგორმე დალაპარაკებოდა კატოს, ან მდგომარეობას მაინც გაიგებდა და თეკლას ნახავდა, დამშვიდებული იქნებოდა შედარებით, იქნებ უკეთაც ესაუბრათ და მისგან მეტი გაეგო. იმედიანად იყო, ეს გეგმა მოსწონდა და მაშინვე კლინიკისკენ გაიქცა. არ გაკვირვებია თეკლა იქ რომ დაინახა, ექიმთან მოსაუბრე. ისე მიუახლოვდა ვერც ერთმა ვერ შენიშნა დემეტრე. - გამარჯობა.- მშვიდი ხმით მიესალმა ორივეს და მათაც უცებ შეათვალიერეს უცხო მამაკაცი, თეკლამ ოდნავ გაურიმა და ექიმს მიუბრუნდა. - ახლა რა იქნება ექიმო? - ახლა ჯერ ვცდილობთ შოკიდან გამოვიყვანოთ და როგორმე დავამშვიდოდ, ძალიან აგრესიულია. რამდენიმე დღე დავაკვირდეთ, მერე რეაბილიტაცია დაჭირდება. საკმაოდ დიდი და რთული გზა გაქვთ გასავლელი, ის რაც მან გადაიტანა ყველაფერს მართლაც რომ ართულებს! - ვიცი, მადლობა ექიმო! შეიძლება ხომ ღამით მასთან რომ დავრჩე? -თავიდან ყოყმანობდა ექიმი, მაგრამ თეკლას მუდარით სავსე თვალებს რომ გადაწყდა ვერაფერს გახდა და დრჩენაზე უარი აღარ უთხრა. ექიმი თავის დაკვრით დაემშვიდობა ორივეს, თეკლამ კი დემეტრეს გახედა რომელიც ჩაფიქრიანებული უყურებდა გოგონას. დადიანმა ჩაახველა და ყიფიანიც გამოერკვა ფიქრებიდან. - როგორ არის ეკატერინე? -თქვენი აზრით?- ამოიოხრა თეკლამ და განაგრძო.- ბოდიშს გიხდით უხეშობისთვის, უბრალოდ ძალიან დავიღალე, ხომ ხვდებით. მძიმე სიტუაციაა, ბევრი ჩალურჯებები აქვს, მაგრამ ეს ზედაპირული დაზიანებები არაფერია, მალე გამოჯანმრთელდებია, მთავარი ნარკოდამოკიდებულებაა. სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო ჩემმა კატუშამ. - გაუკვირდა ყიფიანს ფორმალურად რომ დაუწყო გოგონამ საუბარი, ჩაეღიმა კიდეც, მაგრამ არ ესიამოვნა თეკლას ასეთი შეცვლა. -თქვენობით მელაპარაკებით? როდიდან? თუ ნებას დამრთავ დავრჩები, იქნებ დალაპარაკება შევძლო? თქვენთანაც მინდა საუბარი.- მზერა გააპარა თეკლასკენ, რომელიც სერიოზულად უყურებდა და ათვალიერებდა მამაკაცს. ძალიან ესხვანაირა ახლა გოგონა დადიანს, ის ბობოქარი გოგო თითქოს დაკარგულიყო, დამალულიყო. -არ ვიცი კატოსთან საუბარს რამდენად შეძლებ, მაგრამ დარჩი! მეც მშვიდად ვიქნები ასეა თუ ისე, მართალია დიდად არ გენდობით ამ პოლიციელებს მაგრამ ჯანდაბას, კამათის თავი აღარ მაქვს ძალიან დავიღალე. რახან ფორმალობა არ მოგწონს მაშინ ასე დაგელაპარაკები.- გაუღიმა გოგონამ- შიგნით შევიდეთ, იქ ვისაუბროთ აქ ხომ არ ვიდგებით? -ყავას ხომ არ დალევდი თეკლა? -დიდი სიამოვნებით, ერთი კოვზი შაქრით. - კარგი, შედი შენ და მეც ახლავე მოვიტან ყავას.- თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი და გოგონა პალატაში შევიდა. დემეტრემ სწრაფად ჩამოასხმევინა ყავები აპარატიდან და პალატაში შევიდა. სავარძელში ჩამჯდარიყო თეკლა და სადღაც შორს წასულიყო ფიქრებში, ამ მომენტში მისგან იმხელა სევდა და ტკივილი მოდიოდა ენით ვერ აღწერდი. უყურებდა ყიფიანი წითურს და ვერ ხვდებოდა რატომ ეღიმებოდა. მის წინ ჩაიმუხლა ყავა მიაწოდა და თეკლამაც გაუღიმა. - მადლობა დემეტრე, დაჯექი და მკითხე რაც გინდა. -შენ ძმასთან საუბარს როდის შევძლებ? - ხვალ, აქ რომ მოვა შეგიძლია დაელაპარაკო. - და დედათქვენს?- შეაპარა მთავარი კითხვა, ძალიან აინტერესებდა დედამისზე რას ეტყოდა. თეკლას თვალები გაუფართოვდა უცებ ჩაუდგა ბრაზი ლამაზ შავ თვალებში და ბიჭს გაბრაზებული მზერა მიაპყრო. - დედასთან მისვლა არც იფიქრო, მან არაფერი იცის! იქ რომ დაგინახოს შეილება ცუდად გახდეს, გული გაუსკდება, არა დედას არ გაეკარო ახლოს გემუდარები. მას სჯერა რომ კატო ამერიკაშია სასწავლებლად გაცვლითი პროგრამით, იმ დღიით სწორედ გასამგზავრებლად წასაღებ ნივთებს ვყიდულობდით როცა გაიტაცეს. - აფორიაქებული წამოდგა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო. - კარგი დამშვიდდი, არსად არ მივალ გპირდები! დაჯექი ახლა ყავა დალიე. მე გავალ და დაისვენე. - სად მიდიხარ?- ამ კითხვაზე დემეტრე შეკრთა და გოგონას გაოცებული მზერა მიაპყრო, ვერ მიხვდა რატომ ეკითხებოდა. თეკლაც დაიბნა და ჩაიბურტყუნა, თეკლა დადიანი გრძელი ენა გაქო. -გარეთ გავალ, რამეს მოვიტან საჭმელად არ გშია?- მზრუნველი მშვიდი ხმით უთხრა ბიჭმა.- რა მოგიტანო? რას შეჭამ? -ბურგერი და ბარამბინოს პატარა შოკოლადი, საბავშვო რომაა.- პატარა ბავშვივით ააწკლაპუნა პირი რომ გაახსენდა გემოები, დემეტრეს კი გაეცინა მის ქმედებებზე. -კარგი მოგიტან. - მალე მოდი!- მიაძახა კარში ყიფიანს, ბიჭს გაეღიმა და გზა განაგრზო, ფიქრობდა საქმეზე, თეკლაზე და მის ცხოვრებაზე. რამდენი რამ ხდება ახლა ამ პატარა გოგოს ცხოვრებაში, დედას სიმსივნე აქვს, და გაიტაცეს და ნარკოტიკებზე შესმული დაუბრუნეს. დემეტრეს ძალიან აოცებდა თეკლას ეს მდგომარეობა, მიუხედავად იმისა რომ ამდენ რამესთან უწევდა გამკლავება და მაინც ინარჩუნებდა ცხოვრებისადმი სიყვარულს, ბედნიერი იყო მაინც და ენერგიული. იყიდა ბარამბინოები და მაკდონალდიდან ბურგერების მენიუ. მალევე დაბრუნდა პალატაში და თეკლას გაუწოდა საჭმელი, გვერდით მიუჯდა და მშვიდად დაიწყეს ჭამა. გოგონამ ბურგერი რომ შეჭამა მერე დემეტრეს ფრის დაუწყო ჭამა, ნახევარი შეუჭამა მერე თავისიც შეჭამა და ბოლოს ბარამბინო მიაყოლა. ამასობაში კატუშაც შეიშმუშნა, თეკლა მაშინვე წამოფრინდა და დასთან მივარდა. გაურკვევლად აცეცებდა თვალებს კატო. - სად ვარ? - კატუშა, ჩემო სიყვარულო, ჩემო ფერიავ, საავადმყოფოში ხარ, ყველაფერი დასრულდა უსაფრთხოდ ხარ, ჩემო ანგელოზო.- დაუკოცნა ხელები პატარა ეკატერინეს, თან თმაზე ეფერეობდა. დემეტრეც იქვე იდგა და უყურებდა ამ ყოველივეს, ისეთი თბილი იყო თეკლა მასაც მოუნდა ასე რომ ჩახუტებოდა და მოფერებოდა. მასაც უნდოდა ეგრძნო სითბო, სიყვარული და ზრუნვა. სევდა შემოაწვა ყიფიანს, რომ მიხვდა მასზე ასე არავინ ზრუნავდა, გული მასზე არავის შესტკიოდა. გული ბრაზისგან აევსო, რატოომ უნდა ყოფილიყო მარტო?ან რაღა ახლა გაახსენდა რომ სრულიად მარტოა? უცებ გაყარა აზრები და საქმეზე გადაერთო, თეკლას ამოუდგა უკან და კატოს ინტერესით ათვალიერებდა. - თეკლა ეს ვინაა?- უცებ მიტრიალდა თეკლაც, ზურგს უკან მდგარი დემეტრე რომ დაინახა, მხარზე მოუთათუნა ხელი და ეკატერინეს მიუტრიალდა. - ეს დემეტერე ყიფიანია, დეტექტივია კატ, რომ მოღონიერდები ჩვენებას ჩამოგართმევს კარგი? -არავისთან არ მინდა ლაპარაკი...- ცრემლიანი თვალები მიაპყრო დემეტრეს, ბიჭს ძარღვები დაებერა ყელზე სიბრაზისგან, ასეთ უმწეო გოგოებს როგორ იმეტებდნენ ის არაკაცები? ჭკუიდან გადაყავდა ამ საქმეს. კატოს მიუახლოვდა და მზრუნველი თვალები მიაპყრო. - არ ინერვიულო, სანამ შენ არ მოგინდება არავინ არაფერს დაგაძალებს კარგი? მე აქ ვარ არ შეგეშინდეს, უსაფრთხოდ იქნები!- თეკლამ ხელი ჩაკიდა დემეტრეს და ძლიერად მოუჭირა მადლობის ნიშნად, მიხვდა ყიფიანი და კატოდან მასზე გადაიტანა მზერა. ხელზე ხელი დაადო და თავი დაუკრა.- მე ექთანს დავუძახებ და მოვალ გოგოებო. დემეტრემ ოთახი დატოვა, თეკლა კი დას მიუჯდა და ეფერებოდა. მალე ექთანთან ერთა დაბრუნდა, გოგონას მდგომარეობა შეამოწმა და ექიმს შეატყობინა. თეთრხალათიანებმა კიდევ ერთხელ შეამოწმეს კატო, უთხრეს ყველაფერი რიგზეაო, გააფრთხილეს რომ არ ენერვიულა და ოთახი დატოვეს. ეკატერინეს კი უცებ დედა გაახსენდა. -თეკლა დედა? დედამ იცის?- თეკლას სახე შეეცვალა, გვერდით მიუჯდა დას და მისი სახე ხელებში მოიქცია. - მაპატიე კატ, ვერ ვუთხარი შემეშინდა, ძალიან შემეშინდა მისი რეაქციის და ვერ გავბედე თქმა, თორნიკემაც ვერ უთხრა, გვაპატიე....- ცრემლები ჩამოუგორდა გოგონას თვალებზე, ეკატერინემ კი სწრაფად მოწმინდა და გაუღიმა. - გაგიჟდი? რა გატირებს? როდიდან ხარ ასეთი სუსტი? კარგი გიქნიათ, რომ გეთქვათ ალბათ მართა ვეღარ ვნახავდი დედას, ნეტა როდის შევძლებ მის ნახვას? - ჩემო სიყვარულო, როგორც კი უკეთ იქნები წაგიყვან დედასთან! ახლა დაისვენე კარგი?- შუბლზე აკოცა, ზეწარი გაუსწორა და დემეტრეს გახედა, რომელიც შემოსასვლელის კედელთან მიყუდებული იდგა და უყურებდა დებს. კატოს მალე დაეძინა, დემეტრე და თეკლა კი გარეთ გავიდნენ. საავადმყოფოს ეზოში დასხდნენ, დადიანი ღრმად სუნთქავდა ემოციების კონტროლს ცდილობდა. საშინლად ნერვიულობდა დაზე, იცოდა ახლა რომ კარგად იყო, მაგრამ წინ იყო ყველაფერი... დემეტრე მის წინ ჩაიმუხლა და თვალებში შავ თვალებში ჩახედა. - ამდენს თუ ინერვიულებ ბოლოს შენ გახდები სამკურნალო!- ჩეცინა გოგონას მის სიტყვებზე. - უკვე სამკურნალო ვარ, რატომ არ მიდიხარ სახლში? სადაცაა გათენდება, დასვენება არ გჭირდება?- და მართლაც, რატომ ვერ მიდიოდა სახლში? ამ კითხვამ ჩააფიქრა ყიფიანი, მიზეზი ჰქონდა კი აქ დარჩენის? ალბათ არა, მაგრამ ამ მიზეზს ეძებდა, უნდოდა თეკლაას გვერდით ყოფნა. მისი სიახლოვე აგრძნობინებდა რაოდენ ცოცხალი იყო, ისეთი აურა ჰქონდა ამ გოგოს რომ დემეტრეს სიცარიელე აივსო...გაეღიმა დემეტრეს თავის ფიქრებზე და წითურს შეხედა, ცხვირი სიცივისგან გაწითლებოდა, ცივი შემოდგომა იყო. ქურთუკი გაიხადა და გოგონას მოახურა, შემდეგ გვერდით მიუჯდა. - სამუშაოს მეტი რა მაქვს, მაგრამ ვერ მივდივარ, ეკატერინეს ჩვენება ძალიან მნიშვნელოვაია, მისი საღი აზრი მჭირდება. შეგცივდება თუ გინდა შევიდეთ.-იცრუა რომ მხოლოდ ჩვენება იყო მნიშვნელოვანი, არა სამსახურეობრივი მოვალეობებიც ამოძრავებდა, მაგრამ ამაზე მეტად პირადი ინტერესები. - არა, აქ ვისხდეთ, მიყვარს შემოდგომა, განსაკუთრებით ახლა. ზუსტად ისეთია როგორიც მე.- გაუღიმა ბიჭს, დაიბნა დემეტრე ვერ მიხვდა რას გულისხმობდა ამ სიტყვებით. - ანუ? - ანუ, ჩემნაირი სევდიანია... ყოველთვის მიყვარდა შემოდგომა სულ ასეთი იყო, დრამატული...- ჩაეცინა და განაგრძო.- მასეთი გაკვირვებული ნუ მიყურებ, ხელოვან ადამიანებს ყოველთვის სხვანაირი ხედვა გვაქვს ყველაფერზე, შეიძლება სევდიანად არ გეცვენები, მაგრამ ამის დამტკიცება შენთვის არც მჭირდება, შეხედე სად ვარ და რა ხდება.... ისედაც იცი- ამოიოხრა და სკამიდან წამოდგა. -ხელოვანი ხარ? - კი, მუსიკა და მხატვრობა ჩემი გატაცებაა, პროფესიონალური კუთხით არა ოღონდ, პროფესიით ბიზნეს ადმინისტრირების დიპლომი მაქ. ბავშვობიდან მიყვადა ხატვა და მღერა, დედამ მასწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა და ვიოლინოზე კიდევ, მუსიკოსია დედაჩემი, მხატვრობა კი ერთ დღესაც აღმოვაჩინე რომ ხატვა ძალიან კარგად გამომდიოდა, ავდექი და კურსებზე ჩავეწერე, ვსწავლობ ისევაც სხვათაშორის, ახლა პორტრეტებს ვხატავთ....მალე გამოცდა მექნება, მე კი ჯერაც ვერ მოვიფიქრე ვინ დავხატო... ალბათ დედასს დავხატავ...- უცბად გაწვიმდა, დემეტრე წამოხტა საავადმყოფოსკენ უნდოდა გაგგქცევა, მაგრამ თეკლამ ხელი დაუჭირა და ისეთი ნათელი ღიმილით დაასაჩუქრა აქამდე რომ არ ენახა. - გაგიჟდი? დავსველდებით! გაცივდები!. - მერე რა!-გაბრაზდა დემეტრე გოგონას თავქარიანობაზე, უცებ მოიგდო ზურგზე და სუ ბუზღუნით შეიყვანა საავადმყოფოში.- ყიფიანი რა უღიმღამო ხარ! დამსვი ჩემითაც წამოვალ! -უღიმღამობა ჯობს ავადმყოფობას! მე უნდა წავიდე თეკლა, მაგრამ ისევ მოვალ.- ძირს დასვა და წასვლა დააპირა. -როდის?-ნეტავ რატომ ინტერესდებოდა ასე? ვერ ხვდებოდა დემეტრე რატო აინტერესებდა ასე გოგონას მისი ასავალ-დასავალი. - არ ვიცი ალბათ ხალ, ნომერს დაგიტოვებ ჩემსას მომწერე კატო როგორც კი შეძლებს ჩემთან საუბარს კარგი? - კარგი, მოიცადე ქურთუკი ჩაიცვი და ისე წადი, არ გაცივდე უღიმღამო.- გაუცინა, ქურთუკი გაიხადა და გაუწოდა, გაუღიმა დემეტრემაც.- ფრთხილად იარე ყიფიანი! - აუცილებლად დადიანი!- გაუცინა და წავიდა. მანქანაში მოთავსდა, უკვე გათენებული იყო. სახლში დაბრუნდა უცებ მოწესრიგდა და ჭიქა ყავას შეექცეოდა, თან ფიქრობდა. თეკლაზე ფიქრობდა კი, ძალიან დაინტერესდა ამ გოგონათი, მასზე ასე რომ იზრუნა. ესიამოვნა კიდეც რომ იგრძნო მისი ზრუნვა. ყავა დალია და მაშინვე პოლიციაში წავიდა.... თეკლა დადიანი დემეტრეს წასვლის შემდეგ ისევ დასევდიანდა, ისევ გაახსენდა რისი გამკლავება უწევდა. ოთახში იჯდა უყურებდა კატოს როგორ ეძინა, ყურსასმენები მოირგო და lana del rey- say yes to heaven ჩართო, ჩიძირა თავის ფიქრებში. ყველაზე ერთდროულად ფიქრობდა, რომელი ერთზე ენერვიულა? დაზე რომელსაც საშინელი ემოციური ფონი ექნებოდა თუ მომაკვდავ დედაზე? როგორ უნდა ყოფილიყო ძლიერი როცა ის ადამიანები,, რომლებიც აძლიერებდნენ ხელიდან ეცლებოდნენ? გაბრაზებაც არ შეეძლო ღმერთზე, რადგან რწმენა ეხმარებოდა. დიახ ყველაზე მეტად ღმერთის სწამდა, არ ეშინოდა არაფრის, მხოლოდ იმიტომ რომ სჯეროდა არაფერი ხდებოდა უმიზეზოდ ყველაფერს ჰქონდა თავისი მიზეზი და სწორედ ამ მიზეზების ძიებაში იყო ყოველთვის. ეკატერინეს გატაცებას რა მიზეზი ჰქონდა? ეს იცოდა, ადრე თორნიკეც მოიხმარდა ნარკოტიკებს და ეჭვის დონეზე ფიქრობდა თეკლა რომ, სწორედ ამან განაპირობა ეკატერინეს გატაცება. დედის დაავადებაზეც ბევრი იფიქრა რამ განაპირობა ანას ცუდად ყოფნა? ამით იქამდე მივიდა რომ ამან მათი ერთად შეკვრა შეძლო, უფრო მყარ ოჯახად იქცნენ. თორნიკეს ნარკოდამოკიდებულებამ რომ დაანგრია მათი ოჯახი, დედამისის ავადმყოფობამ გააერთიანა. მაშინ როდესაც და-ძმას შორის განხეთქილება იყო, ზუსტად მაშინ დაიწყო ყველაფერი.... 1 წლის წინ: - თეკლა, ნუ იქცევი ასე! ის შენი ძმააა როგორ შეგიძლია მასზე წყენა ამდენხანს ჩაიდო გულში? - მანჩო გთხოვ არ გინდა, განა არ იცი რა ქნა? რამის კომპანია დავკარგეთ, რამის თორნიკე დავკარგეთ! ასე რომ არ მოვქცეულიყავი მაშინ, მასზე რომ არ გავბრაზებულიყავი, არ მეჩხუბა როგორ ფიქრობ მივაღწევდით ამდენს? ახლა უკეთესადაა, ახლა კარგად არის მთავარი ეგაა! მეც ვაპატიებ, არა გატყუებ უკვე ვაპატიე, უბრალოდ ცოტა დრო მინდა. - ამდენი ხნის მერე ჩამოდის თეკ, როგორც იქნა განიკურნა, ახლა ძლიერები უნდა იყოთ და ურთიერთობა დაალაგოთ! - აუცილებლად!- ცქმუტავდა თეკლა აეროპორტში, გული გიჟივით უფრიალებდა, ერთი სული ჰქონდა თორნიკეს ჩახუტებოდა. არ ეჯერა მისი ძმა რომ ბრუნდებოდა, ტანაც ნარკოდამოკიდებულებას რომ სძლია. გამოჩნდა კიდეც მალე თორნიკე, ისეთი შეაფრინდა თეკლა და ჩაეხუტა, აღარც უფიქრია არაფერზე. - თეკლა, შემირიგდი?- ძლიერად ეხვეოდა დას და მის სურნელს ისუნთქავდა, ორი წელი დასთან არ ულაპარაკია, ორი წელი არ უნახავს და მისგან მესიჯიც კი არ მიუღია, განა შეეძლო ახლა იმის დაჯერება რომ ასე ადგა დ აპატია? -კი, ორი წელი მგონი საკმარისი სასჯელი იყო შენთვის არა?- თვალებში ცრემლი ჩასდგომოდა გოგონას. - წამო, დედა სახლში გველოდება, კატუშა გიჟს გავს ერთი სული აქ როდის გნახავს, ყველას ძალიან მოგვენატრე. მანჩოს დანახვაზე თორნიკეს გაეღიმა, მისკენაც წავიდა და გადეხვია. - როგორ შეცვლილხარ მანჩიკო!-ამ სახელის გაგონებაზე მანჩომ უცმიტა და თორნიკეც დაიმანჭა. - მასე ნუ მეძახი!- სწრაფად მოიცილა ბიჭი და თეკლას ამოუდგა გვერდით, სახლში წავიდნენ. რომ მივიდნენ კატუშა ძმას ისეთი შეაფრინდა არ აცადა ანას მოფერება, იმდენი იტირეს, რომ გუბეებს დააყენებდნენ ალბათ შესაძლებელი რომ ყოფილიყო. ანამ იმდენი ეფერა თორნიკეს, რომ რავიცი. დედდისთვის ალბათ ყველაზე რთული იყო თორნიკეს ყურება, მაშინ როდესაც ნარკოდამოკიდებული იყო. ძნელი იყო ყველაფერი ძალიან ძნელი, ყოველ ჯერზე იმაზე დარდი რომ გავიდოდა უკან აღარ მოვიდოდა, გულს უკლავდა, ახლა კი სახლში იყო სრულიად სახსალამათი და მომღიმარი, ძველი თორნიკე იყო, რომელიც ყველას უყვარდა და ახსოვდა. ყველაფერი კარგად იყო, ან ერთი შეხედვით ჩანდა ასე. მაშინ იმ ერთ საბედისწერო საღამოს გაიგო თორნიკემ რომ თეკლა სამხატვრო აკადემიაში კურსებს გადიოდა, არავინ იცის მიზეზი რატომ მაგრამ მაშინ საშინლად გაბრაზდა. ერთი ამბავი აწია. - რა მხატვრობა თეკლა?! ბიზნესის აყვავებისთვის ორი წელი გქონდა შეგეძლო გაგეზარდა შემოსავლები, შენ კი რას აკეთებდი? ვარდისფერი სათვალიტ უყურებდი ყველაფერს? - რა გაყვირებს თორნიკე? ხომ იცი რომ მიყვარს ხატვა? რა არ მოგწონს? ვალები გვაქ? მემგონი არა! შენი განადგურებული წამოვაყენე! შენი ყველა ვალი გავისტუმრე, ორი წელი მაგის მეტი არაფერი მიკეთებია! შენ გაფუჭებულს ვასწორებდი და ახლა აქ დგახარ და მეუბნები რა ვაკეთე? სერიოზულად? არ გაქ უფლება გამკიცხო! არაფერი დამიშავებია, მშვენიერი შემოსავლები გვაქ მიუხედავად იმისა რომ ამხელა კრიზისი გადავიტანეთ! - ანუ მე ვარ დამნაშავე? ყოჩაღ თეკლა! - რაო? რა შენ არ იცი ვინაა დამნაშავე? ან რაღა მნიშვნელობა აქ? ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, არ მაინტერესებს თორნიკე შენ რას ფიქრობ ჩემ მხატვრობაზე, მე მაქსიმუმს ვაკეთებ კომპანიისთვის და დროც მრჩება ხატვისთვის! დროის მენეჯმენტი არ მეშლება ნუ ნერვიულობ! - ხო მე ვარ დამნაშავე, კი თეკლა, მასეა, მე გავანადგურე ყველაფერი და რა მერე? ახლა აქ ვარ კარგაად ვარ! მივხედავ ყველაფერს რატო მაყვედრი? - ვინ გაყვედრის? იდიოტო, აქეთ მეჩხუბები რომ მხატვრობა მოვინდომე! კიდე მე გაყვედრი რამეს? ხვდები მაინც რა სისულელის გამო წამოიწყე ჩემთან კამათი? -ანუ დებილი ვარ? - თორნიკე გეყოფა! რა დაგემართა, მორჩი! პრობლემების შექმნას არაფრიდან ნუ ცდილობ!- ოთახში გაისმა ანას მკაცრი ხმა. - მგონი ჯობდა არ ჩამოვსულიყავი, მე ვქმნი პრობლემებს ყველგან როგორც ჩანს! - თორნიკე! - რა გინდა თეკლა! მასეა, წავედი მე ჰაერზე მალე მოვალ! - სად მიდიხარ? - არ ინერვიულო ანა, არაფერს ვაპირებ უბრალოდ გავისეირნებ. სახლი დატოვა გაბრაზებულმა და სწორედ მაშინ, ანას ნერვიულობამ ზენიტს რომ მიაღწია უეცრად ტკივილისგან იქვე ჩაიკეცა. სასოწარკვეთილმა თეკლამ სასწრაფო გამოიძახა, კატოც რომ დაბრუნდა სახლში და ეს ამბავი დახვდა გიჟს დაემსგავსა, თორნიკეს ურეკავდა, რომელიც არ პასუხობდა, იქით თეკლას ამშვიდებდა, თან ანკეტას ავსებინებდა ექთანს და ანა კლინიკაში გადაიყვანეს.უამრავი ანალიზი აუღეს, ყველაფერი შეუმოწმეს და ბოლოს ბიოფსიის გაკეთებაც გადაწყვიტეს. - თეკლა ხომ? -დიახ ექიმო, რა ხდება? - ჩვენ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ეჭვი გვაქვს.. - ყოყმანობდა ექიმი. - პირადპირ მითხარით, ზედმეტი შელამაზების გარეშე! - ვეჭვობთ რომ სიმსივნე აქვს დედათქვენს, ამიტომ გვინდა ბიოფსია გავაკეთოთ, პატარა მასალას ავიღებთ დავთესავთ და ზუსტად გავარკვევთ რა ხდება! - რაც საჭიოა ყველაფერი გააკეთეთ.- მაკაცრად უთხრა და იქაურობა დატოვა, სახლში გიჟივით გავარდა, იცოდა იქ დახვდებოდა თორნიკე. კარები შეგლიჯა და თონიკეც იქ დახვდა, ემზადებოდა გასასვლელად. - თეკლა? რა სახე გაქ? - რომ გირეკავთ უნდა გვიპასუხო ხოლმე და გეცოდინება რა სახე მაქ! - რა მოხდა? - დედა საავადმყოფოშია ჩემპიონო, ფიქრობენ რომ სიმსივნეა, ბიოფსია უნდა გაუკეთონ და ვნახოთ! სად მიდიხარ? - რა? მე წასვლა....დედას სიმსივნე აქ? - ახლა გახდა დედა? ნება იბოძე და წამოდი კლინიკაში დედას ყველა ვჭირდებით! არ ვიცი რა დაგემართა, არ მაინტერესებს! ახლა ერთად უნდა ვიყოთ გასაგეია? - კატო სადაა? - იქ დავტოვე და ეგრევე აქ წამოვედი, ვიცოდი რასაც იზამდი კარგად გიცნობ! არ გაბედო ახლა ჩვენი დატოვება, თორემ გეფიცები ჩემი ხელით მოგკლავ! - არსად არ წავალ, მაპატიე თეკლა, რეაბილიტაციის მერე მაფრთხილებდნენ ექიმები რომ აგრესიულობაც შეიძლება დამჩემდეს წამლებისგან! მეტი ეს არ განმეორება პირდები!- დას გადაეხვია და მალევე დაბრუნდნენ კლინიკაში. იქ კი სასოწარკვეთილი კატო დახვდათ, გიჟს გავდა არვინ არაფერს რომ არ ეუბნებოდა. იმ ღამეს ბიფსიაც აუღს,რამდენიმე კვირაში პასუხებიც იყო და ანას სისმსივნე დაუდასტურდა. ზუსტად მაშინ დაეცა თეკლა ზუსტად მაშინ მიხვდა რა უსუსური იყო, მაშინ მიხვდა რომ დედამისზე ძვირფასი არავინ იყო. მას მერე ყველაფერს ერთად აკეთებდნენ ოტივე, არ არსებობდა ეჩხუბათ, ანას დაავადებამ შეკრა ისინი და მათი ოჯახი ერთად გააძლიერა, ცალ-ცალკე კი ისევ ის უმწეო ბავშვები იყვნენ, მუდამ დედის კალთას რომ ეძებდნენ დასამშვიდებლად, სიყვარულისთვის, სითბოსთვის და თბილი ტკბილი სიტყვებისთვის..... დღევანდელობა: იხსენებდა წარსულს, იმდენად იყო გართული ფიქრებში ვერც კი მიხვდა როდის წამოადგა თავზე თორნიკე. -არ გეძინა?- ყურსასმენები მოიხსნა თეკლამ და ზმას გდაეხვია. - ვერ დავიძინე, წუხელ გაიღვიძა ცოტა მელაპარაკა, ის პოლიციელიც იყო მოსული და შეიძლება მოვიდეს კიდე დღეს, დაგკითხოს, კატო არ ვიცი რამდენად შეძლებს, მაგრამ თუ შეძლო გთხოვ უფლება მიეცი ილაპარაკოს. დედაზე გავაფრთხილე და იქ არ მივა.- უცებ მიაყარა ყველაფერი ძმას. - წადი ახლა სახლში დაისვენე, დაიძინე და მერე აკადემიაში მიდი, იქიდან კომპანიაში. დღეს დედას ქიმიო უწევს ამიტომ ვერ ვნახავთ, დღეს დაისვენე საავადმყოფოებისგან. -კარგი.- კატუშას აკოცა შუბლზე და იქაურობა დატოვა. შინ მალე მივიდა, მოწესრიგდა და აკადემიაში მივიდა. გზა მასწავლებელი შეხვდა და დერეფანში დააყოვნა. - თეკლა, ჩემო კარრგო როგორ ხარ? - მადლობთ, ქალბატონო დიანა კარგად, თქვენ? - არამიშავს რა, თეკლა ძვირფასო ხომ იცი ორ კვირაში გამოცდაა, პორტრეტი გაქვს დასახატი. იმედია გახსოვს.- რა მალე გასულა დრო.. მალე გამოცდა ჰქონდა, მას კი ჯერ კონტურებიც არ გამოეყვანა. - დიახ მახსოვს და დღეიდან დავიწყებ! თქვენთან მოვდიოდი სხვათაშორის, ვერ გესწრებოდით და რამე ხომ არ გამომრჩა? - არა, ვიცი რაც მოხდა თეკლა, მესმის ძალიან რთული პერიოდი გაქვს, ამიტომ არ გაჩქარებ უბრალოდ შენ არაჩვეუებრივად ხატავ შენსავით ვერავინ გადმოსცემს ემოციებს ტილოზე, მინდა რომ უბადლო შედევრი შექმნა. - ჩემი პირადი პრობლემები გავლენას ვერ იქონიებს ჩემს შემოქმედებაზე, უფრო მეტსაც გეტყვით მეტი ემოციის გამოხატვაში დამეხმარება. მაშინ თუ არაფერი გამიცდენია ისეთი, წავალ და საქმეს შევუდგები რას იტყვით? - მიდი თეკლა მიდი, ველოდები შენს ნამუშევარს, ორ კვირაში გელოდები.- თანაგრძნობის ნიშნად გადაეხვია გოგონას და გაეცალა, ისეთმა დამძიმებულმა დატოვა აკადემია ვერც კი წარმოიდგენთ, ვერ იტანდა სხვები რომ თანაუგრძნობდნენ. განა იცოდნენ რას განიცდიდა? ბრაზობდა, რომ ეუბნებოდნენ გვესმის რასაც განიცდიო, არაფერიც არ იცოდნენ განა ასეთი მარტივია იმ ემოციების გადმოცემა? საშინლად გრძნობდა თავს, ყურსასმენები მოირგო და დელ რეის ლისთი ჩართო. ფიქრებში გადაეშვა და კომპანიას მიაშურა, საბუთები უნდა მოეწესრიგებინა. იქაც მალე მოამთავრა საქმეები და მანჩოსკენ გასწია. სახლში გიჟივით შეუვარდა. - მანანააა მოვედი სად არ? - ერთხელაც იქნება მაგრად გცემ! მანანა არ მქვია მე.- გაებუსხა, სამზარეულოდან გამოსული მანჩო თეკლას. ამაზე ბევრი დასცინა. გადეხვია და ლოყები დაუკოცნა. - კარგი კარგი, მანანა მიდი ჩაი გამიკეთე, ძალიან ცივი შემოდგომა დაგვიდგა.- უცებ გააჟრიალა სიცივისგან და სკამზე მოკალათდა. მანჩომ უკიდევ ერთხელ უჩმიტა მანანას დაძახების გამო და ჩაი მოუმზადა. გათბობასთან მოკალათდნენ და გაყვითლებულ ხეებს გაუშტერეს თვალი. თეკლა საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა, ჩაის სვამდა, თბებოდა და ყველაფერზე ერთად ფიქრობდა თითქოს. მანჩომ სიჩუმე ვერ აიტანა და თავის თავზე აიღო დიალოგის წამოწყების ინიციატივა. -თეკლა, კატუშა როგორაა? - კატუშა თუ თორნიკე?- გაეცინა თეკლას და მუჯლუგუნიც მიიღო. - კარგო რა თეკლა, ეგ გვერდი დიდი ხანია დაიხურა ხომ იცი? მისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის დასრულებულია! კატო როგორაა? - ვიცი ვიცი.... ჩემო ლამაზო, კატუშა ცუდად არის მანჩ, როგორ უნდა იყოს? ჯერ შოკშია, ბოლომდე ვერ იხსენებს ალბათ რა გადაიტანა. ღმერთო როგორ უნდა გაუძლოს არ ვიცი, ის ხომ ასეთი პატარაა, ძალადობის ნიშნებიც აღენიშნება მანჩ. სრულად რომ მოვა გონს როგორ დავეხმარო? რით ვანუგეშო? არ ვიცი... განა გამომივა? ან დედა? ხომ იცი ეგრევე შეამჩნევს კატოს ცვლილებებს და რა ვუთხრა? გული მტკივა...- ცრემლები მოიწმინდა და დაქალს თავი კალთაში ჩაუდო. - ჩემო ფერიავ, ციმციმა გოგოვ! მე შენს გვერდით ვარ, ყველაფერს გავუმკლავდებით, კატო რეაბილიტაციას გაივლის და ნელ-ნელა უკეთ გახდება, ფსიქოლოგებსაც ჩავრევთ და ყველაფერს ეტაპობრივად მივხედავთ, მთავარია ძლიერი იყო, შენ რომ გნახოს ასეთი სუსტი ხო იცი ჭკუიდან გადავა და ისიც შეწყვეტს ბრძოლას საკუთარი თავის რწმენას დაკარგავს, შენ ხარ მისი მაგალითი ამიტომ არც იფიქრო დაცემა!- თეკლა კიდევ უფრო მეტად მოეხვია დაქალს, არაფერი უთხრა და ცრემლებიც მოიწმინდა. - კარგი ხარ მანანა, ორი კვირით უნდა დავიკარგო! სახლსი ვიქნები, უბრალოდ პორტერტი მაქსვ დასახატი. - გამოცდა? - კი, ამიტომ თუ რამე დამირეკე ხოლმე ოქეი? - კარგი ჩემო ლამაზო, მოვალ ხოლმე საჭმელს მოგიტან შიმშილით რომ არ მოკვდე.- ორივეს გაეცინათ და საუბარიც ჩვეულ რითმში განაგრძეს, დემეტრე არც უხსენებია, განა იმიტომ რომ საჭიროდ არ თვლიდა, უბრალოდ ახლა იმდენი პროლემა ჰქონდა დემეტრეზე ფიქრი ნამდვილად აღარ სურდა, ის საღამო საკმარისი იყო. გვიან დაბრუნდა შინ, ანას ექთანს დაურეკა ანა მოიკითხა, გააგებინა ორი კვირით დეფიციტში რომ იქნებოდა, ხელოვნებას რომ უძღვნიდა თავს და მალე დაემშვიდობა. თორნიკესაც შეეხმიანა უამბო ამბები, კატოს ამბავიც გაიგო და შემდეგ გამოეწყო თავის კომბინიზონში, წითური თმა აიკოსა ფანქრები გუნჯები, მოლბერტი მოიმარჯვა, დელ რეის სიმღერები ჩართო და შეუდგა საქმეს.... ესეც მეორე თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 ველოდები თქვენს შეფასებებს, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის თითოეულს, მაადლობა რომ კითხულობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.