შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშერა (სრულად)


20-10-2023, 23:44
ავტორი პენელოპე
ნანახია 92 656

სანამ წაიკითხავთ, მანამ გეტყვით, რომ ისტორიაში შეხვდებით პერსონაჟებს "დიდი შერიგებიდან"... რა თქმა უნდა, მისი წაკითხვის გარეშეც გაიგებთ ყველაფერს, მაგრამ რომ არ გაგიკვირდეთ, რატომ არაა გაშლილი ზოგიერთი პერსონაჟი, ამიტომ გეუბნებით.
სასიამოვნო კითხვა, შევხვდებით ბოლოში <3 <3 <3


თავი პირველი –

მამის დაძაბული პროფილი რომ შეათვალიერა, პირველი ის გაიფიქრა, რომ ასეთი არასდროს უნახავს. კაცის სხეული მძვინვარებდა. დაღლილი მდევარივით ჩქარა სუნთქავდა და გულ-მკერდი ჩქარა უძგერდა. მამა-შვილს შორის სიჩუმეს მხოლოდ გარედან წამოსული ჩუმი ხმაური არღვევდა.
თემურ დანელიას თავი უსკდებოდა ფიქრისგან. აზრები ერეოდა ერთმანეთში, როცა საქმე ქალიშვილს ბედს ეხებოდა. საჭესთან იყო მთელი ძალით ჩაფრენილი, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ერთ ადგილას ეყენა.
დარიალის მონასტერს გაუშტერა თემურმა თვალი. თითქოს, ღმერთს მიაბარა დანარჩენი და გადაწყვეტილებაც სწორედ იმ წამს მიიღო. ისედაც დაგეგმილი, ისედაც უკვე მრავალჯერ ნაფიქრი გეგმა კიდევ ერთხელ გადაიმეორა თავში და ქალიშვილს გადმოხედა წაშლილი თვალებით.
-არაფერს მეტყვი, თამთა?-ხმა ჰქონდა დაშლილი, სინანულით აღსავსე.
-ხომ გადაწყვიტე უკვე.-იგრძნობოდა შიში და პატიების არ არსებობა მასში.
-სხვა გზა არ მაქვს, იცი ეს.
-ის მაინც თუ იცი, სად მგზავნი? დარწმუნებული ხარ, რომ უსაფრთხო იქნება?
-სანამ წამოვიდოდით, ყველაფერი აგიხსენი. შენ თუ არ გინდა, ახლავე შემიძლია უკან დავბრუნდეთ. უბრალოდ..
-უბრალოდ ნებისმიერ წამს შეიძლება ტყვია დამაჭედონ თავში, ვიცი! გავიგე! – ირონიულმა ღიმილმა გაუელვა თამთას.
-ასე უკეთესია.
-არა, ასე ყველაზე უარესია!-აღმოხდა გოგონას.-შენ რომ ადრე გეფიქრა ჩემზე და დაჩიზე.. მას რას უპირებ? მას სად გადახვეწავ? ან ამერიკაში რატომ არ მიშვებ მეც, მასთან? იციან, არა, ყველაფერი?
-გთხოვ, შეწყვიტე! დაჩის რამეს მოვუხერხებ.
-„რამეს მოვუხერხებ!“ რა მარტივია შენთვის შვილების გრძნობებით თამაში. მამა, რა გემართება?-ხმა გაუტყდა თამთას.-ასე როგორ დაეცი?
-გეყოფა, გევედრები! საფრთხისგან თავის არიდება მინდა, უნდა გესმოდეს ეს.
-საფრთხის, რომელიც შენ შექმენი. რით ვერ გაძეხი ამ ფულებით? რით ვერ დაკმაყოფილდი? ახლა რომ ნერვიულობ, მაშინ რატომ არ იფიქრე, რომ ჩვენი ოჯახი დაზარალდებოდა? ან რა ოჯახი, – გაეცინა კვლავ. – ოჯახი გვქვია ჩვენ საერთოდ?! დაჩი ამერიკაშია, დედა საფლავში, მე სადღაც გადაკარგულ სოფელში, ველური აფხაზების ხელში მიპირებ ჩაგდებას! – დაიგრგვინა და თემურმა პირველად შენიშნა მასში ასეთი ქალური ხმა.
-კარგ ხალხთან გგზავნი, შვილო. ნუ ღელავ ამაზე.
-როგორ შეიძლება შენ კარგ ხალხთან რამე გაკავშირებდეს, მამა? – გულწრფელმა ტონალობამ შინაგანად დაუსერა თემურს გული.
-ოდესღაც მეც კარგი ადამიანი ვიყავი.-გაუღიმა შვილს.-ცოლ-ქმარი, ვინც დაგხვდება, შენ გამო ტყვიას აღუდგება წინ. აფხაზებს არასდროს ეშლებათ ერთგულება, არ იციან მეგობრობის დავიწყდება. მით უმეტეს, სტუმარი იქნები მათი. მტერს შეაკვდებიან და შენ თავს არ დაუთმობენ არავის. ჩათვალე, ოჯახი გეყოლება.
-და ის? – ძალიან, ძალიან ფრთხილად იკითხა თამთამ.-ჩემი ქმარი.. – დაამატა ჩუმად.
-ლევანი?
-ხო, რაც ჰქვია.
-ის უბრალოდ ხელს მოგიწერს ქორწინებაზე. აფხაზური ქორწინების მოწმობა გვჭირდება, რომ დაიჯერონ ვისი ცოლი და რძალი ხარ. ლევანი არ ჩაერევა შენს ცხოვრებაში, შეიძლება არც კი ნახო არასდროს.
-შენ რას აპირებ? ისევ გააგრძელებ სხვისი ფულების მითვისებას, სხვისი ქალების თვალიერებას?!
-თამთა!
-მაინტერესებს, რა გეგმა გაქვს შენთვის შემონახული? დაჩის რა გავუკეთოთ? დაღესტნელი, ინგუში ან ჩეჩენი ხომ არ გავურიგოთ, რას იტყვი? პოლიტიკურ ვითარებასაც დაალაგებ და ხალხი გეყოლება ახლობელ ჩრდილოეთში!
-საკმარისია ეს ირონია!
-საკმარისია შენი შეცდომების გამო ჩემი დასჯა! – ცრემლი მოერია მაინც. მანქანის მინა სულ ოდნავ ჩამოსწია სუფთა ჰაერის სასუნთქად და მიუბრუნდა ისევ მამას.
-დროებითია.
-მაინც რამდენად დროებითი? სანამ არ ჩამოგაგდებენ პრემიერის სავარძლიდან? შენი ნებით წამსვლელს შენ არ გავხარ, ეს ხალხი კი ისეთი დაშტერებული გყავს, რომ შეუძლებელია აგიჯანყდეს.
-სანამ არ დალაგდება ურთიერთობა მათთან. უნდა მადროვო.
-დაჩის რას უპირებ?
-იცის და გზაშია. რამეს მოვიფიქრებთ.
-იცის, რომ მათხოვებ? – თვალი თვალში გაუყარა კაცს.
-იცის.-არ მოუცილებია მზერა კაცს.
-რა თქვა?
-როცა გაიგო ვითარება, მიხვდა, რომ სხვა გზა არ გვქონდა.
-ასე მარტივად? – იმედგაცრუების მწარე გემო ჩაეღვენთა მუცელში გოგონას.-რატომ არ დამირეკა?
-გზაშია, ვერ ახერხებს ალბათ. – თავის არიდების მიზნით მანქანის კარი გამოაღო კაცმა, შემდეგ გაანალიზა, რაც ქნა და უთქმელად მიხურა.
არავის უნდა დაენახა პრემიერი იმ ღამით დარიალთან.
არავის უნდოდა ცოდნოდა, რას უკეთებდა საკუთარ ქალიშვილს.
ავად შეხედა თამთამ. გესლიანი თვალები მიაპყრო მამის გამჭირვალე, სუსტ სახეს.
-წასვლის დროა. შენი ნივთები უკვე გაგზავნილია. საზღვართან დაგხვდებიან და მანქანაში ჩაუჯექი. პრობლემები არ შექმნა, თამთა. საქმე შენს სიცოცხლეს და ქვეყნის ბედს ეხება.
-ქვეყნის ბედს, – დასცინა გოგონამ.-რომელი ქვეყნის? შენ რომ ხარ პრემიერი, იმის? რაში გადარდებს შენ ქვეყანა, ან შვილები, მთავარი ხომ ის ფულებია, ანგარიშზე რომ გერიცხება და სხვისი ქალები..
-თამთა! ამას ვეღარ ავიტან!
-ისედაც ხომ მივდივარ! მინდა, ბოლომდე დავიხარჯო, იქნებ ცოცხალიც აღარ დავბრუნდე იქიდან.
-ნუ ამბობ!- ფერი გადაუვიდა კაცს და თვალები გადმოკარკლა. შეშინებული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
-სიკვდილი ისედაც ფეხდაფეხ მომყვება იმ დღიდან, რაც დედაზე უარი თქვი. ახლა მეც გშორდები. მარტო რჩები. არა მგონია, დაჩი დაგემორჩილოს. ის მე ხომ არ მგავს, შენი მარიონეტი არ იქნება. მე წავალ, მამა.-სიტყვებმა ტანი დაუხორკლა თემურს.-წავალ და ვიქნები იმ კაცის ცოლი, რომელიც შენი ძალაუფლების გარანტია იქნება. ამას გაგიკეთებ, იქნებ ერთხელ მაინც დარჩე ნასიამოვნები, ბოლომდე კმაყოფილი საკუთარი შვილების გამოყენებით. ისედაც არ მადარდებს, იქ რა დამხვდება, ველური აფხაზების ჯგრო თუ შენნაირი ოჯახი. ერთი რამ იცოდე მხოლოდ, – წამოიწია სავარძლიდან.-როცა ჩემს გვამს მოგიტანენ სახლში, შენი სინანული ძალიან გვიანი იქნება.
-ღმერთმა დაგიფაროს!-აღელდა თემური. საკუთარი სიმცირე მოერია.-გულს მიხეთქავ? რას მერჩი, შვილო, რას?
-კარგად იყავი. დაჩის მაინც გაუკეთე რამე ღირებული. მისი სურვილები მაინც იყოს შენთვის პრიორიტეტი. – დაუბარა და მანქანის კარი გამოაღო.
თითქოს დრო გაჩერდა მათი განშორების წამს. თემურმა ნელა ააყოლა თვალი შვილის სხეულს და ინატრა, მოტრიალებულიყო. უნდოდა, ბოლოჯერ შეეხედა მისთვის. თამთა მართლაც შემობრუნდა მამისკენ, სავარძლიდან აიღო ჩანთა და ქართული პასპორტი. თემური დაასაჩუქრა უარაფრო მზერით და კარი ხმაურიანად მიხურა.
თემურს არ მოუთმინა გულმა.
თვითონაც გამოაღო გიჟივით თავისი კარი და არ უფიქრია არაფერზე იმ წამს.
შვილს გადაუღობა გზა. მზერით აიღო ნებართვა და მტკივნეულად შემოხვია ხელები სახეზე.
-არ მინდოდა, ცუდი მამა ვყოფილიყავი.-დაიჩურჩულა გულახდილად და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა გოგონას. მის ოქროსფერ დალალებს მოეფერა ნაზად და თვალებიდან ცრემლები მოსწმინდა.-ფრთხილად იყავი. მამას უყვარხარ, ეს არასდროს დაივიწყო.
-შენც არ დაივიწყო, რომ არასდროს მეყვარები.-თვითონაც აკოცა ლოყაზე და მის ცრემლიან თვალებს თავისი უდრეკი მზერა დაუხვედრა.
აკვირდებოდა თემურ დანელია ქალიშვილის მიმავალ სილუეტს და ღრმად სტანჯავდა ის შეგრძნება, რომ თავის ცხოვრებას შეალია ოჯახის ბედნიერება.
უყურებდა მიმავალ თამთას და ელანდებოდა თავისი გარდაცვლილი ცოლი, რომლის აჩრდილებიც მოსვენებას არასდროს აძლევდა. თამთას ოქროსფერ თმას ყოველთვის მირანდას სუნი დაჰკვროდა ხოლმე და ეს ამ უკანასკნელ შეხებაზეც იგრძო. თვალები მილულა წამიერად. ეტკინა შვილის ყველა სიტყვა. ეტკინა ყველა ტყუილი, რაც კი მისთვის ოდესმე უთქვამს. ეტკინა ყველა ქალი, ვინც ცოლზე მეტად ერჩივნა და საკუთარი თავი იმდენად შეზიზღდა, ისიც კი დაავიწყდა, როგორი იყო ადრე.
თამთამ ლარსის გამშვები პუნქტი გადაკვეთა. კვლავ შეხედა თემურ დანელიამ დარიალის სამონასტრო კომპლექს, შემდეგ წმინდა გიორგის სალოცავს, მაღალ მთაზე რომ ანათებდა ჯვარი საიმედოდ, და ღმერთს მიაბარა შვილი, რადგან თვითონ ვერ იცავდა. არც ჰქონდა უფლება. ის ხომ სხვისი ცოლი, სხვისი რძალი ხდებოდა.
უსაფრთხოების მიზნით, ლარსის გამშვები პუნქტი გამოიყენა თემურმა. ენგურის ხიდი არ იყო ხელსაყრელი მისთვის, ამიტომ რუსეთიდან მოახვედრებდა თამთას აფხაზეთში. შორი გზა უფრო ნაკლებ კითხვებს გამოიწვევდა, მით უფრო ლარსა და სოჭზე ნაკლები გავლენები ჰქონდათ ქართველებს და ჟურნალისტებიც ვერაფერს გაიგებდნენ დიდად. თამთა ლარსიდან სოჭში უნდა მოხვედრილიყო, იქ კი მისი გადაყვანა აფხაზების მოვალეობად ითვლებოდა.
თამთას მართლაც დახვდა მანქანა საზღვრის გადაკვეთის შემდეგ. როგორც მამამ დააბარა, „მანქანაში ჩაუჯდა“ უცხო კაცს. ავტომობილის კარი უხმოდ გაუღო წვეროსანმა. ამაყი, მედიდური გარეგნობა ჰქონდა. საჭეს თავდაჯერებული მიუჯდა და მინიდან გადმოხედა თამთას.
შეამოწმა.
არც კი მისალმებია გოგონას. მზის სათვალეები ეკეთა თვალებზე, ხელზე – მაჯის საათი. სმოკინგი ეცვა, ტიპური დაცვის ბიჭი იყო, მაგრამ კარგად დაღვინებული, ზრდასრული და ჩამოყალიბებული. ორმოც წელს გადაცილებული იქნებოდა, სპორტული აღნაგობა ჰქონდა სამსახურის შესაბამისად. კაცი გზადაგზა ყველა დეტალს ამოწმებდა, რაც დისკომფორტს უქმნიდა თამთას. თვალებს აცეცებდა, აკვირდებოდა, ვინმე ხომ არ მოყვებოდა მანქანას. ყურზე ყურსასმენი ჰქონდა დამაგრებული და, თამთა დარწმუნებული იყო, რომ ვიღაც ელაპარაკებოდა.
ერთი საათში ვლადიკავკაზში იყვნენ. დაღლა იგრძნო ფეხებში. თვალებზე მოვარდნილი ცრემლების ნაკადული, თუმცა გაუმკლავდა. წვეროსანმა ავტოგასამართ სადგურზე გააჩერა მანქანა. თამთას გადმოხედა და რუსულად უთხრა:
-შეგიძლიათ, საპირფარეშოთი ისარგებლოთ. – პირველად გაიგო მისი მჟღერი ხმა. სათვალეც კი მოიხსნა კაცმა მეტი დამაჯერებლობისთვის. სანდო მზერა ჰქონდა. ეს გაიფიქრა პირველი თამთამ. უფრო თბილი მზერა ჰქონდა იმ წამს კაცს, ალბათ იგრძნო თამთას დაძაბულობა და მისი შეშინებული თვალებიც დალანდა.
დაეთანხმა გოგონა. გადმოვიდა თუ არა, წვეროსანიც უკან გამოყვა. არ გაუპროტესტებია, არ უნდოდა ამ კაცთან კამათი, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა მისი დაცვა.
ვიწრო ტუალეტში შევიდა. კარს მიღმა ელოდებოდა თავისი თანამგზავრი. კედლებზე ძველი მეტლახი იყო მიმაგრებული, ალაგ-ალაგ ამძვრალი იყო ფილები. ბინძური, სარეცხი საპნის სუნით ყარდა ისედაც ვიწრო ოთახი, სადაც ფანჯრის მოვალეობას პატარა ჭუჭრუტანა ასრულებდა.
გული მოეწურა თამთას.
-ეს სად მოვხვდი, ღმერთო? – აეწვა თვალები, დაეხორკლა კანი და კისერი ასტკივდა. ბინძურ უნიტაზზე კინაღამ დაარწყია. რუსეთში თუ ასეთი ამბავი იყო, იქ რა დახვდებოდა საერთოდ. ხელები გადაიბანა უბრალოდ. ყელზე მოისვა სველი თითები და სველივე გამოვიდა გარეთ.
წვეროსანმა ეჭვნარევად აათვალიერა ქალის სხეული. მიხვდა, რაშიც იყო საქმე და ხელსახოცი გამოუწოდა გოგონას. შემდეგ მანქანის კარი გამოუღო ტრადიციულად, თვითონ კი პარკებით ხელში დაბრუნდა რამდენიმე წუთში. თამთას წყლის ბოთლი მიაწოდა, ტკბილეულებიც დაულაგა სავარძელზე. სველი ხელსახოციც კი მოუტანა გოგონას, თამთას ძალიან სუსტად გაეღიმა.
წინ დიდი გზა ელოდათ. მსგავსი გაჩერებები ხშირად იყო მათი მგზავრობის თანმდევი. თორმეტ საათიანი შარა ჰქონდათ ავტომობილით გასავლელი თამთასა და უცნობს. მესამე გაჩერებისას წაიხემსეს ცოტა. თამთას არც მადა ჰქონდა, არც სურვილი, თუმცა გრძნობდა, როგორ მისდიოდა გული და უხალისოდ ჩაკბიჩა შოკოლადი. დროის დაზოგვას ცდილობდა წვეროსანი მაქსიმალურად. საჭმელს მანქანაში „აძლევდა“ თამთას.
ღამის თორმეტს კარგა ხნის გადაცილებული იყო, თამთა რომ წამოიწია სავარძლიდან და წვეროსანს ჰკითხა:
-რა გქვია? – გაღვიძებულს ხრინწიანი ხმა ჰქონდა. ჩაახველა.
-ალანი. ალან აგუხავა.
-მე თამთა.
-ვიცი. თამთა დანელია.- დაამატა რბილად ალანმა.
-რამდენ ხანში მივალთ, ალან? – დაამთქნარა და ისე ჰკითხა.
-გამთენიას უკვე სოჭში ვიქნებით. იქიდან მალე ჩავალთ სოხუმში. თქვენ დაიძინეთ, თამთა.
-მაშინ წამოვწვები, თუ არ იქნება პრობლემა.
-წამოწექით. გაგაღვიძებთ, რომ ჩავალთ. – შორიდან მოესმა ალანის ხმა. მკლავი თავზე ამოიდო და ჩასთვლიმა.
დაჩი დაესიზმრა.
დაჩი, რომელიც ათასობით კილომეტრის მოშორებიდან ამხნევებდა, იცავდა, უყვარდა. დაჩი ესიზმრა თავისი კულულებითა და ლამაზი ღიმილით.
გაღვიძებისას იმედგაცრუებისგან პირში ჩალა გამოვლებული დარჩა. დაჩის ნაცვლად ალანის მოღერღილ კეფას უყურებდა, რადიოში უგემოვნო მუსიკა ისმოდა.
ადლერში შეჩერდნენ, სოჭის რაიონში. ალანმა ამცნო ჩამოქვეითება. ახალ მანქანაში გადადიოდნენ. ნივთები გადმოალაგა ალანმა. იქვე მარტოდ მარტო მიტოვებული მანქანის კარი გამოხსნა და თამთას დაელოდა, როდის ჩაჯდებოდა. თამთამ პირველად იგრძნო გაღიმების მაგვარი რამ თავის სხეულზე. ალანი უჩვეულოდ სასიამოვნოდ ეპყრობოდა გოგონას და ეს სტუმართმოყვარეობა დადებითად მოქმედებდა მასზე. საბოლოოდ, არავის შეუწუხებია მანამ, სანამ სოხუმში არ ჩავიდნენ. არც არავის შეუმოწმებია პასპორტები სოჭის საზღვარზე გადასვლისას. უბრალოდ მანქანით გადაიარა გზა ალანმა და მორჩა. აქ აღარ დაფიქსირებულა ოფიციალურად თამთა დანელიას საზღვრის გადაკვეთა. აფხაზეთში მსგავსი უკანანო ქმედებები ხშირი იყო, ეს არ გაჰკვირვებია მას.
სოხუმამდე სამი საათის გზა ელოდებოდა. ადგილი, სადაც მიერეკებოდა თემური, სოხუმის ერთ-ერთი სოფელი, ეშერა იყო. ეშერა მდინარე გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, სოხუმიდან ცამეტი კილომეტრითაა დაშორებული.
მოულოდნელად ალანმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა.
-რა მოხდა? – უღიმღამოდ იკითხა თამთამ. ალანმა სმენა დაძაბა, ყურში გაჩხერილ ყურსასმენს წაეპოტინა და ყურიდან მოიგლიჯა. სწრაფად აკრიფა ტელეფონში ციფრები და სადღაც გადარეკა.
-მართალია? – ხმა ვერ იცნო თამთამ, იმდენად უცნაური ბგერები ამოუშვა კაცმა.-როდის? როგორ? ლევანმა იცის? – იკითხა ბოლოს, ამოიცნო ქმრის სახელი გოგონამ და დაიძაბა.-რატომ აქამდე არ მითხარი? მოვიყვანე უკვე!-აღმოხდა ალანს. შემდეგ იყო ალანის რამდენიმე წუთიანი დუმილი და ოდნავ, სულ ოდნავ შემჩნეული ცრემლები ლოყებზე.
თამთას გააცია. „მოვიყვანე უკვე“ ჩაესმოდა გამალებით, ესე იგი აღარ იყო სასიამოვნო სტუმარი აქაურებისთვის. რაღაც მოხდა.
-ალან, მშვიდობაა?-დაიჩურჩულა გაუბედავად.
-არაა მშვიდობა. – გამოხედა და შეცბუნდა გოგონა. ასეთი წითელი თვალები არასდროს ენახა.
-რა მოხდა? – თამთას კითხვა უყურადღებოდ დატოვა და გაუბედავად აკრიფა ტელეფონის ნომერი.
ალანი დაიძაბა და მასთან ერთად თამთაც.
-ლევან.-იყო პირველი სიტყვა ალანის მიერ. თამთას გააცია, ჟრუანტელმა დაუარა ამ კაცის სახელის გაგონებაზე.-არ ვიცი, რა გითხრა.-განაგრძო გაუბედავად კაცმა. რამდენიმე წუთი აფხაზურად გაილაპარაკეს, რომელიც თამთას აღარ ესმოდა. შემდეგ ჩვეული რუსულით განაგრძო ალანმა.
-კი, ჩემთანაა.-წამიერად გამოხედა თამთას.-სად? დარწმუნებული ხარ? ლევან, ამად არ ღირს.. კარგი.
-რა ხდება, ალან, გამაგებინე. – შეევედრა გოგონა და წინ გადმოიწია.
-ლევანის მშობლები დახოცეს.-ხმადაბლა თქვა კაცმა. თამთას წამით შავი ფერი გადაეფარა თვალებზე. შოკირებულმა ვერაფერი თქვა.
-რას ნიშნავს დახოცეს?
-მოკლეს. ამას ნიშნავს.
-კი, მაგრამ რატომ? ან ვინ? – დაეფანტა იოგები გოგონას.
-ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. მამაშენმა შენი თავი მათ ჩააბარა, ახლა შენზე პასუხისმგებელი შენი ქმარია. – ღელვის ფარული ნაპერწკალი შეიმჩნეოდა მასში.
-ჩემზე პასუხისმგებელი?-გაეღიმა და ცრემლიც გადმოუგორდა.-და რაო ჩემმა ქმარმა? იქ წაიყვანე, საიდანაც გამოგაყოლესო?
-ჩემთან მოიყვანეო.-აწეული ხმით ამცნო კაცმა. ვერ აიტანა ლევანის მიმართ ირონიული ბგერები. თამთას კვლავ დაუბრუნდა შიშის შეგრძნება კაცის სახელის ხსენებაზე.-ამ დილით მშობლები დაუხოცეს, მადლიერი იყავი, რომ ახლა შენს ბედზე ფიქრობს.
როგორც კი სოფლისკენ გადაუხვიეს, ქვა-ღორღიანი გზაზე წვალობდა მანქანა. გაღიზიანებული ალანი ოდნავ უხეშად ატარებდა და თამთაც თავს აკანტურებდა ხან ერთ მხარეს, ხანაც მეორეს. აღმართებისა და დაღმართების მოვლის შემდეგ, დიდ სახლსა და დიდ ჭიშკარს მიადგა ავტომობილი. ეზოში ხალხი უკვე შეკრებილიყო. მანქანებიც ბლომად ეყენა ჭიშკართან. ეს ლევან ტარბას ოჯახის სახლი იყო. ახლა უკვე თამთას ნაწილიც გახდებოდა.
რა ელოდებოდა? რა მოხდებოდა? ჯერ ჩამოსულიც არ იყო, ყველაფერი რომ შეიცვალა. ლევანი ისედაც არ აპირებდა ჩარევას, ხელმოწერას მიუგდებდა და მათი ურთიერთობაც იქ მორჩებოდა, ახლა კი „პასუხისმგებლობა“ მასზე გადმოდიოდა. მანქანიდან გაუბედავად გადმოადგა ფეხი. ღრმა ეზოს ალვის ხეების გალავანი ამშვენებდა. აბიბინებულ მინდორზე დაიარებოდა ხალხი, ალბათ უკვე ემზადებოდნენ პანაშვიდის გადასახდელად. თამთას მოეჩვენა, რომ წამით ყველას მზერა მასზე ჰქონდა მოპყრობილი და თითქოს ყველა გაირინდა.
ალანს ახედა მავედრებელი თვალებით. მან თავით ანიშნა წინ წასვლა. მიერეკებოდა თამთა ჩუმად, თავი ყველაზე დამცირებული და დაბეჩავებული ეგონა იმ წამს. ეზოს გალავანი უხმოდ, უსიტყვოდ გაიარა თავისი შრიალა, გრძელი კაბით და კიბეებთან შეჩერდა. სახლის კიბეებთან, რომელიც მეორე სართულის აივანზე ადიოდა და იქიდან იმ ოთახში, საიდანაც ცხედრების სუნი და ჭირისუფლის განგმირავი ხმა გამოდიოდა.
მიმოიხედა თამთამ. ათასი თვალი, ათასი ყური. ზევიდან დაჰყურებდნენ კაცები, რომლებიც სამძიმრის მისაღებად იდგნენ. თამთა ლევანს ეძებდა, ცდილობდა მის პოვნას მათ შორის, მაგრამ ამისიც კი ეშინოდა. ვინმეს ეძებდა, ვინც ეტყოდა, რა უნდა ექნა.
ალანიც კი მოსცილდა. დასაყრდენიც კი ვერ იპოვა ვერავინ. უკვე დაღლილს, უკვე დანებებულს მკლავზე შეუსრიალდა მსუბუქად ვიღაცის თითები.
ამოიხედა.
და მაშინვე დაიხედა ძირს.
იცნო. და იგრძნო კიდეც, რომ ეს იყო თავისი ქმარი.
დამძიმებული სხეული ცუდ ენერგეტიკას ასხივებდა. კაცის თითები თანდათან ჩამოსრიალდა და მსუბუქად მოთავსდა თამთას წელზე.
-ადი. – ეს მოისმინა მისგან პირველად. დაეხორკლა სხეული და დაებინდა გონებაც. ახლა რა იქნებოდა? უნდა დაეტირა დედამთილ-მამამთილი?
დაემორჩილა.
კიბეები მასთან ერთად გაიარა.
ლევანის გაყინულ სხეულს გამოემწყვდია თამთა, არ ეხებოდა, მაგრამ მაინც გრძნობდა დანელია მის ხელებს, მის სუნთქვას. თითქოს, ქორწილი ყოფილიყო, ის აიარეს კიბეები.
ორი ადამიანის ცხედარი ესვენა ოთახის შუაში. ქალისა და მამაკაცის, ლევანის მშობლების. დამტირებელმა, ბებიამ, ოჯახის უხუცესმა თამთა როგორც კი დალანდა, მოთქმა დაიწყო და პირველი ცრემლიც მაშინ ჩამოუგორდა გოგონას თვალებიდან.
-მოიყვანე, ლევან, რძალი? მშობლებს უნდა გააცნო? შემოიყვანე, შვილო, ანახე, როგორი ლამაზია, ანახე, რომ ცოლი მათი გაცილების დღეს შემოიყვანე სახლში! მოუყვანე, ლევან, შენი ცოლი შენს მშობლებს, მოდი, ანახე!-ამოიყვირა ქალმა, მთელი ხმა, ძალა და ენერგია ჩადო ამ სიტყვებში. თვალები მოარიდა ქალს თამთამ, მეტიც, შეტრიალებაც კი დააპირა, მაგრამ არ დაანება ლევანმა და შეაჩერა.
აიძულა, ბებიასთან მისვლა.
-მოდი, შვილო, შეხედე! ლევანის მშობლები არიან! შეხედე, როგორი საწ....ბი, როგორი საცოდავები წვანან.. ხედავ?! ხედავ, რას დაამსგავსეს? ხედავ, რა გაუკეთეს შენს ქმარს, ობლად დატოვეს.. ვერ დაგახვედრეთ.. შენი დედამთილ-მამამთილი სახლში ვერ დაგახვედრეთ, ჩემო ლამაზო.. მტრებს სალაპარაკო მივეცით! მტრებს სათქმელი მიეცათ, ამოუხოცეს ჩემს ბიჭს ოჯახი, სამარცხვინოდ მოუკლეს ორივე მშობელი ერთად, ხედავ, შვილო, რა ლამაზი ოჯახი უნდა დაგხვედროდა, შენ კი მხოლოდ მათ ცხედრებს უყურებ! ეს არის სამართალი? სად არის, ლევან, სამართალი, მითხარი შვილო! – ამოიყვირა ქალმა საბოლოოდ და სკამზე ჩამოესვენა.
ლევანს მზერა არ შერხევია. ნაკვთია არ გასტოკვია მის მოყინულ სახეს. არც კი ეტყობოდა, რომ ორივე მშობელი დილით დაუხოცეს. იდაყვზე ჩაავლო ხელი თამთას, ბებიამისსა და ორივე კუბოს მიუსვა გოგონას სხეული, თვითონ კი გავიდა ოთახიდან.
არ წყდებოდა ხალხის მოსვლა. ყველა ადამიანის შემოსვლაზე ფეხზე ადგომა უწევდა. საერთოდ რა ფუნქცია ჰქონდა იმასაც კი ვერ ხვდებოდა, მაგრამ რძალი იყო ამ ოჯახის და სხვანაირად ხომ ვერ გამოუვიდოდა? ცრემლები თავისით ჩამოსდიოდა ლოყაზე. როგორც კი ქალის ლამაზ სხეულს დააცქერდა კუბოში, დედა გაახსენდა. ამან უფრო ატკინა გული. ამან უფრო დაამძიმა სიტუაცია.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე მაცივარში განისვენებდნენ. ახლა თამთა ყველაზე ნაკლებად იყო მნიშვნელოვანი ტარბების ოჯახისთვის, ახლა ის უბრალოდ ერთ-ერთი პრობლემა იყო გრძელ სიაში, რომელსაც მაშინ მიუბრუნდებოდნენ, როცა თავისუფალი დრო გამოჩნებოდა.
მოხუცი ხელი იგრძნო ფეხზე. მსუბუქად დაადო ბებიამ ბარძაყზე ხელი და მოეფერა. სითბო იგრძნო, თანაგრძნობა და ტკივილი მის ძარღვებში.
-ვიცი, დაბნეული ხარ.-ჩუმად უჩურჩულა ქალმა. ამდენ მითქმა-მოთქმაში არავის ესმოდა მათი ისედაც.-კიდევ კარგი მოგვიანებით მოხვედი. უნდა გენახა რა ხდებოდა დილას, როცა აქ მოგვიგდეს მათი სხეულები.-თავით ანიშნა კუბოებისკენ ქალმა.- თემურის შვილი აქ ყველაზე დაცული იქნება, შვილო, ამაზე არ ინერვიულო. ამ ყველაფრის შემდეგ მით უმეტეს.-მკაცრად ჩაილაპარაკა.
-რა დაემართათ? – გაუბედავად გაუსწორა თვალი მოხუცს.
-ეჰ, ჩემო ლამაზო! – სინანულით წაიმღერა ქალმა.-ამ ქვეყანაზე კარგ ხალხზე მეტს არავის დევნის ბოროტი. ჩემი სანაქებო, სამაგალითო ოჯახის ბედნიერება არ ეპიტნავებოდა ზოგიერთ სისინას, აი ეს დაემართათ. – მუხლებზე დაიტყაპუნა ხელისგულები რამდენჯერმე ქალმა.-მაგრამ ლევანი არავის შეარჩენს ამას..-უკვე ხმამაღლა, ყველას გასაგონად დაიწყო დატირება მოხუცმა.-მისი თავშეკავება, მისი სიდინჯე ხომ სამაგალითო იყო ყველასთვის?! ახლა ასეთივე შურისძიებას ნახავს ყველა, ყველა, ვინც ასე მოექცა ჩემს ანგელოზივით რძალსა და შვილს.. – თამთა თითოეულ სიტყვას ყურადღებას აქცევდა. მიუხედავად იმისა, რომ დატირება აფხაზურ ენაზე იყო, რუსული მაინც დომინანტობდა. ბებია, თითქოს განზრახ აკეთებდა ამას, ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებს რუსულად ამბობდა და მალიმალ ამოწმებდა თამთა უსმენდა თუ არა.
-გოგოებს ვეტყვი და დაგასვენებენ. ისედაც შორი გზა გამოიარე. -მოუბრუნდა ისევ გოგონას, შემდეგ აფხაზურად დაილაპარაკა რაღაც და რომელიღაცამ ფეხზე წამოაყენა.
ოთახი, რომელიც დასასვენებლად მიუჩინეს, დერეფნის ბოლოში იყო. იქ ყველაზე ნაკლებად აღწევდა ხმაური. ტარბების ვილა გამორჩეულ ნაგებობად ითვლებოდა მთელს ეშერაში. სახლი სოფლის სტილში იყო მოწყობილი, ბევრი ოთახით და მოვლილი ინტერიერით. თამთამ ფარდა გადასწია, სანამ დაიძინებდა, სანამ დასვენების უფლებას მისცემდა თავის თავს.
ფანჯრის მიღმა უკანა ეზო იყო გადაშლილი. მანდარინისა და ლიმონის პლანტაციები მოჩანდა ლამაზად შემოკავებული ღობით. ფანჯარა გამოაღო.
სუნთქვა ეკვროდა. ფანჯრის რაფას დაეყრდნო და ოდნავ გადაიხარა. ხარბად ჩაისუნთქა სოფლის ჰაერი, აკაციებისა და გუმისთის გრილი სუნი.
როგორც კი შეარხია ოდნავ თვალები, დალანდა ქმარი.
ქმარი, რომელიც ქვევიდან უმზერდა. ლევანი რამდენიმე ადამიანთან ერთად იდგა, თუმცა მზერა თამთაზე შეჰყინვოდა და დაუფარავად აცქერდებოდა თვალებში.
თამთას ლოდი გაეჩხირა ყელში. ქმრის თვალებს გაუბედავად დაუკავშირა თავისი და მხოლოდ წამით შეათვალიერა ლევანის სხეული. შავებში გამოწყობილს მიმზიდველად ჰქონდა ორი ღილი გახსნილი პერანგის. ჯიბეებში ჩაეწყო ხელები.
ლევანმა ოდნავ გადმოიწია თამთასკენ. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა კიდევ, უფრო კარგად რომ დაენახა ქალის სხეული. იპოვა მასში შიშის ნაპერწკლები კაცმა, იპოვა მასში მოლოდინის შეგრძნება და დარწმუნებულმა აავლო მზერა კიდევ მრავალჯერ.
თამთა ფანჯარას მოშორდა.
მიხვდა, მისი ბედის მწერალი, თავისივე ქმარი იყო და მიყუჩდა.
იგრძნო, როგორ ელაგა ცხოვრების გაგრძელების შანსი ტარბებს ხელში და საკუთარი სიმცირის შეგრძნებისას ლოგინზე მიესვენა.
ისევ დაჩი დაესიზმრა. დაჭრილი, მომაკვდავი დაჩი.
და გამოეღვიძა.



თავი მეორე –
შუა ღამე კარგა ხნის გარდასული იყო, როცა გაეღვიძა. უცხო ოთახის მოხაზულობას მოავლო თვალი და ზლაზვნით წამოიწია ფეხზე. ტანსაცმლიანად გადაწოლილიყო ლოგინში და ვიღაცას მიეფარა მისთვის პლედი. ფეხშიშველმა გამოაღო კარი. ღამე იყო. ჩუმი და ყრუ. მიცვალებულთა მაცივრის ზუზუნის ხმა მოდიოდა შორიდან. კორიდორში გავიდა ფრთხილად, აინტერესებდა, სად იყვნენ სხვები.
დუდუნებდა მაცივარი შორიდან, გულაჩქარებულმა გაიარა რამდენიმე ნაბიჯი და იმ ოთახს მიაყურადა ჩუმად, სადაც ცხედრები ესვენა. შეეშინდა, მაგრამ მაინც გაიხედა.
გულში ცხელი ლავასავით ჩაეღვენთა რაღაც მტკივნეული, ამოუცნობი, როცა ცხედრებთან მდგარი ლევანი დალანდა.
მარტო იყო. ზევიდან დაჰყურებდა ხან დედას, ხან მამას.
ვერ გაარჩია სახე, მხოლოდ ზურგს, მის მოშიშვლებულ კეფასა და მხრებს ხედავდა. ჯიბეებში ჩაეწყო ხელები კაცს, თავდახრილი უცქერდა გარდაცვლილებს და ხმას არ იღებდა. რამდენიმე წამში მისი სხეული შეირხა და ხელის გულებით დაეყრდნო მამის კუბოს.
ტანში გაცრა თამთას. ოდნავ გადაიხარა კაცი, მაცივრის მინას ხელის ზურგით მიეფერა. თამთას ცრემლი ჩამოუგორდა თვალებიდან, ასეთი არაფერი ენახა.
მერე დედასაც გადაავლო თვალი კაცმა. დედას თითქოს გაუღიმა მან. მას უფრო დიდხანს დააშტერდა კაცი.
კარი გამოხსნა ვიღაცამ. ოთახში ალანი შემოვიდა. თამთა ცოტათი ჩაიჩოჩა, არ უნდოდა მათ მოთვალთვალე შეემჩნიათ. უხმოდ ამოუდგა ლევანს გვერდით, თვითონაც ცხედრებს დააშტერდა. ალანი ისევ ისეთი ოფიციალური იყო, ალბათ ძალიან ახლოსააო ამ ოჯახთან, დაასკვნა თამთამ.
-ბებიამ გამოგგზავნა? – ჩაახველა ლევანმა საუბრის წამოწყებისას.
-გეყოფა. თვითონ მოვედი.
-რაო, აინტერესებს შურს ვიძიებ თუ არა? – მოტრიალდა ლევანი კაცისკენ და გაუსწორდა.
-ლევან, ამისთვის არ მოვსულვარ.
-გადაეცი, არაფერს ვაპირებ. არაფერს.
-ასე დატოვებ?
-და რა წამოვიწყო? – ამოიყვირა მან.-ის, რაც კიდევ უფრო მეტ გვამს გამოიწვევს?!
-მინიმუმ უნდა გაიგო, ვინ ჩაიდინა ეს. – არ მოეშვა ალანი.
-გგონია, ვინმეს შევარჩენ ჩემი მშობლების სისხლს?-ჩაეღიმა ლევანს.-მაგრამ არა ისე, როგორც ეს ბებიას უნდა.
-რას გადაეკიდე ამ ბებიაშენს!
-ბებიამ დაიტიროს როგორც საჭიროა, სხვა დანარჩენი მას არ ეხება. ნუ ეგზავნები ჩემთან, ალან. ნუ მცდი.
-არ ვეგზავნები, რატომ არ გჯერა?-აღმოხდა კაცს.-შენი დახმარება მინდა. თამთა ნახე? – თვალები ჭყიტა გოგონამ საკუთარი სახელის გაგონებაზე. ლევანმა სახე მოისრისა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს იხსენებდა ვინ იყო თამთა.
-არა.
-დარეკა მამამისმა. სამძიმარი გადმოგცა. გადაკვრითაც იკითხა, პირობა იყო თუ არა ისევ ძალაში. რას უპირებ?
-რა უნდა დავუპირო?-თვალები მოჭუტა მან.-იქნება აქ. – ისე თქვა, თითქოს რაღაც ნივთზე საუბრობდა, რომელსაც მიაგდებდა სახლში და იდებოდა დიდხანს. თამთას ყელი ჩაეწვა.
-რამდენი ხანი? – ჩაეძია ალანი.
-შენ რა პრობლემა გაქვს?-წამოიწია კაცი და უფრო მეტად მიუახლოვდა.-რა იყო, არ მოგეწონათ ჩემი ცოლი? – გაეღიმა ლევანს და სახე აეწვა თამთას კედლის მიღმა ცოლის ხსენებაზე.
-ლევან.
-ალან.-მხარზე დაადო თავისი მარჯვენა კაცმა.
-არ მინდა, რამე დაგემართოს. მე ეს მადარდებს.-ამოიჩურჩულა კაცმა და თვითონაც დაადო მხარზე ხელი.-ის გოგო კარგს არაფერს გვიქადის. უფრო მეტ მტერს გაგიჩენს.
-ჩემი მტრები სწორედ მისით დაიწყებენ ჩემზე ნადირობას. უნდა დავიცვა. სიტყვა მივეცი.
-წარმატებები ამ სიტყვის შესრულებაში, ძმაო. თავს გაუფრთხილდი. – მსუბუქად დაატყაპუნა ხელი, ცხედრებს გადახედა და ოთახიდან გავიდა.
ლევანი ისევ კუბოებს მიუტრიალდა, სიგარეტს მოუკიდა ოთახშივე და შემოტრიალდა. შეცბუნდა თამთა, იმდენად მოულოდნელი იყო მისი სხვა მიმართულებით წასვლა, რომ გაქცევა ვეღარ მოახერხა და კორიდორში დაბნეულად მოსიარულე ცოლს შეეჩეხა ლევანი.
ფეხებზე დახედა პირველად. შიშველზე. ამოატარა თვალები ნელ-ნელა და თავი გაუქნია, რა ხდებაო.
-გავიღვიძე. – დემონსტრაციულად გამოაცხადა თამთამ. დაიბნა და მოროშა.
-სად გეძინა?-ღრმად მოქაჩა კაცმა სიგარეტის ღერი.
-იქ.-თითით ანიშნა თამთამ.
-შენი ნივთები ამ ოთახშია.-თქვა და გვერდითა კარი გამოაღო. თავით ანიშნა თამთას შემოსვლა, ისიც შევიდა. შუქი ჩართო კაცმა. თამთას ჩემოდნები ელაგა საწოლზე. ყველაფერი ადგილზე იყო, თავისი საყვარელი ნოუთბუქის ჩათვლით.-აქ დაიძინე.
-ვისი ოთახია?-უნებურად წასცდა გოგონას. ნელა ახედა ლევანს. თვალები მოჭუტა კაცმა.ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა თამთას. ერთით დაიწია მან.
-ჩემი ოთახია. ჩვენი.-აუჩქარდა გული გოგონას.
-გასაგებია. – თვალი თვალში გაუყარა კაცს. ანიშნა, რომ ვერ შეაშინებდა ასე მარტივად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი უცნაური და საშიში იყო, თამთას მაინც ვერ მოერეოდა ეს აფხაზი, მას ხომ არ ჰქონდა აღარაფერი დასაკარგი ამ ქვეყნად საკუთარი სიცოცხლის გარდა.
ფანჯარასთან მივიდა კაცი. გამოაღო და სუფთა ჰაერი შემოუშვა ოთახში.
-რამდენი წლის ხარ, თამთა?-არც კი გამოუხედავს, ისე ჰკითხა. კვამლი გარეთ გაუშვა.
-ოცდასამის. შენ?
-არ გიკითხავს ჩემი ასაკი?
-რატომ უნდა მეკითხა?-ცინიკურად გაეცინა გოგონას.
-ანუ, სამოცი წლის კაცსაც გაყვებოდი ცოლად? – ირონია არ დააკლო თვითონაც.
-სამოცი წლისას არც გამაყოლებდა მამაჩემი.
-მამაშენს საერთოდ არავისთვის უნდა გაეყოლებინე, წესით.-შეათვალიერა თამთას აღელვებული სხეული ამ სიტყვების მოსმენისას.
-რისი თქმა გინდა?!
-ნამდვილად გინდა ჩემი ცოლი გახდე?-სიგარეტი ფანჯრის რაფაზე დადებულ საფერფლეში ჩასრისა კაცმა. გამოიწია თამთასკენ.
-მნიშვნელოვანია ჩემი პასუხი? – არ შერხეულა გოგონა.
-რახან გკითხე, არის.
ჩააშტერდა ლევანის ლურჯ თვალებს. ვერ მიხვდა, რა ეპასუხა. ან რაში აწყობდა სიმართლის თქმა, საკუთარი ფეხით არ მოვიდა ამ სახლში?! არავის დაუძალებია, თემურსაც კი, უბრალოდ ხსნა არ არსებობდა სხვაგან.
თვალები მოარიდა კაცს. გვერდით გაიხედა.
-კარგი.-საკუთარ კითხვას თვითონვე უპასუხა კაცმა.-დაისვენე. ნუ გეშინია, ამაღამ აღარ შემოვალ.-დაუბარა და გაუჩინარდა.
„ამაღამ აღარ“ – თვალები მილულა გოგონამ.
ჩემოდნები სხვაგან გააგორა, საწოლს ლოგინი გადაფარა და ძილის შებრუნება სცადა.
გამუდმებით ზუზუნებდა მაცივარი.
ბაყაყების ყიყინიც მოისმოდა შორიდან. ძაღლების ყეფა და ტურების ტირილი ერთმანეთს ენაცვლებოდა.
ყველაზე ადრე თამთას გაეღვიძა. დილის ექვსი საათი იქნებოდა, თავის მოწესრიგების შემდეგ ოთახიდან რომ გამოვიდა. ცხედრებს შეავლო თვალი, ცარიელ ოთახზე მიმოატარა მზერა და გრძელ აივანზე გამოვიდა. ხელის გულზე ჩანდა ეზო და მთელი ეშერა. სახლის გვერდით აშენებული ფაცხიდან კვამლი გამოდიოდა, დილიდან დაეწყო ვიღაცას მზადება ქელეხისთვის. ბრეზენტიც გადაეფარებინათ უკვე სტუმრების დასახვედრად. შეშის ტკაცუნის, კვამლისა და ცხელი თევზის სუნი გამოდიოდა. რიკულზე დაალაგა ხელები თამთამ, მოათვალიერა ტარბების სამფლობელო, ხეხილის ბაღი, ლიმონისა და მანდარინების პლანტაცია.
მზის სხივები ათბობდა გარემოს. გარიჟრაჟის ყურება იყო საოცრად ლამაზი სანახაობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შავი ზღვაც მოსჩანდა ძალიან ახლოს. სანაპიროსაც კი ხედავდა თამთა აივნიდან.
ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა გასვენებაზე. ის ორი დღე იყო საშინლად დამღლელი, დამსტრესავი გოგონასთვის. ისედაც შეუჩვეველ გარემოს უცხო ხალხი, უცხო ადათ-წესი და კანონი ემატებოდა. უჩვეულო იყო ყველაფერი მისთვის, საჭმელსაც ძლივს ჭამდა, მხოლოდ მორიდების გამო. კუდში დაყვებოდა ბებია. მასთან ერთად ჭამდა, მასთან ერთად გადიოდა ოთახიდან. ქალი იმასაც კი ამოწმებდა, ნამდვილად გლოვობდა თუ არა თამთა უცნობ დედამთილ-მამამთილს. თუმცა თვალთმაქცობა არც დასჭირვებია მას, ისედაც გული შესტკიოდა, იმდენად ლამაზები იყვნენ კუბოში მწოლიარენი. მირანდა ახსენდებოდა, როცა ლევანის დედას დაჰყურებდა ზევიდან. ეს მცირე დეტალიც საკმარისი იყო მის ასატირებლად.
მესამე დღე რთულად გადასატანი იყო. შორეული ნათესავები, მეგობრები, მთელი აფხაზეთის საზოგადოება მოვიდა პანაშვიდზე. დილით როცა დადგა ფეხზე თამთა, საღამომდე აღარ დამჯდარა სკამზე. ფეხები ეკვეთებოდა ნელ-ნელა, საჭმელადაც კი არ გასულა ერთხელ.
ლევანი არც ერთხელ უნახავს ნორმალურად. ერთი ორჯერ შემოიხედა მარტო კაცმა, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, თამთას შესამოწმებლად შეავლო კუბოებთან ჩამომსხდარ ოჯახის წევრს თვალი და ოთახიდან გავიდა.
ლევანს არც იმ ღამეს და არც მეორე ღამით არ დაუძინია თამთასთან ერთად ერთ ოთახში. გულის სიღრმეში მაინც სჭამდა ჭია და შიშის გრძნობა გოგონას, რა მოხდება, როცა ის ერთხელაც შემოვიდოდა მასთან. თუმცა იცოდა, ლევანს ახლა ცოლ-ქმრული ურთიერთობების გარკვევისთვის არ ეცალა, ზედმეტად დაკავებული იყო საეჭვო კაცებთან სიარულით. ხშირად ბებიას ძებნაც კი უწევდა, როცა ხალხი მოდიოდა მისასამძიმრებლად.
იყო მათ შორის რიდის, პატივისცემის, დისტანციის ნიშნები. ბებიის გამკიცხავ, შეშინებულ მზერას ლევანი თავის თვითდაჯერებულ სახეს უხვედრებდა. არ დარჩენია თამთას შეუმჩნეველი, როგორ მოავლებდა თვალს ოთახს, როგორ დაათვალიერებდა გოგონას წამიერად და უკვე იცოდა ყველაფერი, რას აკეთებდა, სად იყო, ეს არ სიამოვნებდა. გრძნობა, როგორ „აკონტროლებდა“ ქმარი ბებიამისთან ერთად და იმასაც ხვდებოდა, ეს ყოველივე, როგორ იქნებოდა რაღაც უსიამოვნოს დასაწყისი.
გასვენების დღეს მთლიანად შავებში იყო შემოსილი. გრძელი, შავი კაბა ეცვა. მკლავები და ფეხები დაფარული ჰქონდა, მაგრამ იდეალურად მოუჩანდა თავისი წვრილი წელი და გრძელი ფეხები. ლევანს შავი პერანგი, კლასიკურ შარვალთან და პიჯაკთან ერთად უფრო მეტად სიმპათიურსა და მაღალს აჩენდა. იყო მასში ბევრი აფხაზური, განსაკუთრებით კი კავკასიური გარეგნობის ჩრდილები. სახესთან იდეალურად მორგებული ცხვირისა და მკაცრი ნაკვთებით მოსიარულეს, ხშირად გააყოლებდა ხოლმე თამთა თვალს. გამოუტყდა თავს, ვერ დაუწუნებდა გარეგნობას თავის ქმარს.
-დროა უკვე. – ოთახში ტარბების მეზობელი, პანაშვიდზე პასუხისმგებელი კაცი შემოვიდა. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ მიცვალებულებს მაცივრიდან კუბოებში გადაასვენებდნენ და შემდეგ ოჯახის წევრები დაემშვიდობებოდნენ. რის ვაი-ვაგლახით გაიყვანეს ბებია, ლევანის დეიდა, ბიცოლები და მამიდები. თამთა ბებიას ედგა გვერდით, თითქოს ვინმემ დაავალდებულა, მას არ სცილდებოდა. ხელი ამოსდო მკლავში და თვითონ გაიყვანა ოთახიდან მომკივანი მოხუცი.
როგორც კი აივანზე გამოიყვანა, მას გამოჰყვა სხვა დანარჩენიც. მაშინვე დალანდა ლევანის თვალები ქვევიდან მომზერალი. ჯერ თამთას შეჰხედა, შემდეგ მის მკლავებს, ბებიამისს რომ ეკრა მჭიდროდ. ხელი უშვა ქალს თამთამ.
ცოტა ხანში ისევ უკან შებრუნდნენ. ოჯახის წევრები ცალ-ცალკე ამოვიდნენ. ნათესავები, მეგობრები და მეზობლები გამოემშვიდობდნენ.
-ახლა ლევანი ამოვა და მორჩება, – თქვა ბებიამ და წაიმღერა თავისებურად. მიაშტერდა ცხედრებს, თამთამ სხვაგან გაიხედა.
ოთახში ლევანი შემოვიდა.
მარტო.
უნდა ექნა რამე, უნდა მისულიყო კუბოსთან. მხოლოდ შემოსასვლელში დადგა, ზღურბლი ვეღარ გადმოკვეთა.
რთული იყო მისთვის ამდენ ხალხში ემოციის გამოხატვა, ვეღარ გამოხატა, ვეღარ დაიტირა საკუთარი მშობლები კაცმა. სიჩუმეს მხოლოდ ბებიამისის დატირება არღვევდა.
-შემოდი, ლევან! დაემშვიდობე! – შესძახა ქალმა. მაინც არ იძვროდა ლევანი.-შემოდი, შეხედე შენს მშობლებს ბოლოჯერ! შეხედე და დაჰპირდი, რას უზამ მათ მკვლელებს! შეხედე და უთხარი, რომ არავის შეარჩენ! რომ შურს იძიებ, რომ ვერ მოგერევიან! შემოდი, ლევან! – აყვირდა ქალი, ზედ დასჩხავლა მკვდრებს.
თამთას სუნთქვა შეეკრა. გაქვავდა.
რომელიღაც ნათესავმა მოჰხვია ხელი. უჯიკეს ქმრისკენ. დაბნეულმა გადახედა ჯერ მოვარდნილ ქალს, შემდეგ ქმარს გაუსწორა ამღვრეული თვალები და მაინც მიუახლოვდა.
ალბათ წესი იყო ასეთი. ის ხომ ცოლი იყო უკვე, უნდა დაეტირა და დამშვიდობებოდა.
ლევანის სხეულის ენა ვერაფერს ეუბნებოდა. არ იცოდა, რა ექნა.. უბრალოდ გვერდით დაუდგა. იქ, სადაც იდგა ლევანი, თვითონაც შეუერთდა.
თითქოს, გამოფხიზლდა კაცი. წელზე იგრძო გოგონამ ხელები. თავის ცოლთან ერთად მიუახლოვდა კუბოებს, ისე რომ ხელი არ გაუშვია ქალისთვის. იდგა რამდენიმე წუთი, სანამ ბებიამისი ისევ აგრძელებდა გოდებს, სანამ მორჩებოდა ქალი საბოლოო სიტყვებს, მანამ უყურა თავის მშობლებს და თამთასაც აყურებინა.
შემდეგ ხელი შეუშვა ცოლს, ვიღაცას მიაბარა ისევ.
გამოასვენეს ცხედრები. თეთრი გადასაფარებელი ეფარა მაგიდას, იქ დაატრიალეს კუბოები რამდენჯერმე კაცებმა და ბოლოს ერთმანეთს მიუწვინეს კვლავ. სიტყვა უნდა ეთქვა ოჯახის უფროსს. ჯერ ლევანის ბიძამ თქვა რამდენიმე სიტყვა, შემდეგ აუცრემლიანდა თვალები და ჩაჩუმდა. ლევანს გადახედა კაცმა, მხარზე ხელის დადებით შეაგულიანა ძმისშვილი და უბიძგა. ლევანს ლურჯი თვალები უფრო მეტად გაუმუქდა. აწყლიანებული, აწითლებული ჰქონდა, თუმცა მაინც გმირულად იკავებდა ყველანაირ ემოციას.
-ჩემი მშობლების ღირსების შესახებ ლაპარაკს არ დავიწყებ, – ამოიღო ხმა და მიყუჩდა ხალხი.-ისედაც ყველამ კარგად იცის, ვინ იყვნენ და რა ფასიც ჰქონდა მამაჩემის სიტყვას. მათი მკვლელები არ გაიხარებენ, სანამ მე და ჩემი ოჯახის წევრები ცოცხლები ვართ. მეც რომ მოვკვდე,-ცივი გაუხდა თვალები და თამთას გახედა წამიერად.-ჩემი შვილი, მისი შვილი და ასე უსასრულოდ, ვინმე მაინც მიიყვანს ამ საქმეს ბოლომდე. – ჩაახველა და ყველას შეხედა აბსოლუტურად. მიუახლოვდა სასახლეებს. მიეფერა მამას მკერდზე, დედას მის შევერცხლილ თმაზე და მანდვე აკოცა მას. თამთას ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე. ბებიამ ისევ წამოიკივლა, ისევ დაიწყო თავისი ჩვეული დატირება. სოფელს შიშის ფერმა გადაურბინა სახეზე, იცოდა ყველამ, ის რომ არავის შეარჩენდა დაღვრილ სისხლს და შეაკანკალა.
დედის კუბოს მიათრევდა ლევანი სხვა დანარჩენებთან ერთად. სახლთან ახლოს იყო სასაფლაოები, მანამდე გზა ფეხით გაიარეს. წინ ბავშვები მიდიოდნენ ყვავილებით ხელში, გზად ღვინოს ასხამდნენ.
როგორც კი კუბოები ჩაუშვეს მიწაში, ბებიამ ზურგი აქცია სანახაობას და იქვე ჩაიკეცა. თამთა უკვე მოაცილეს მას, ის ცალკე იდგა განცალკევებით და აცქერდებოდა დასაფლავებას.
მიწა მიაყარეს. მიაბარეს უფალს გარდაცვლილები.
ლევანის ემოციას ვერ მიხვდა თამთა. არც ცრემლი, არც სიტყვები, არც არანაირი ემოცია.
მხოლოდ ფერები ეცვლებოდა სახეზე. მთლიანად გათეთრდა, როცა სასახლეს თავსახურები მიახურეს და შემდეგ მიწით დაფარეს ეს უკანასკნელიც.
.
მორიდებით იჯდა სამზარეულოში. თითქმის ყველა გასული იყო სახლიდან, გარეთ შეექცეოდნენ საჭმელს. წესი იყო ასეთი, დასაფლავების შემდეგ შინ ბრუნდებოდნენ და ჭამდნენ. თამთამ პირველად გაიკეთა ყავა ახალ სახლში რძლის სტატუსით. კმაყოფილმა მოსვა ცხელი სითხე და წამიერი სიამოვნებისგან თვალები დახუჭა.
უხერხულად ჩაახველა კართან მდგარმა ახალგაზრდა გოგონამ.
-გამარჯობა. – მორიდებით თქვა, ხელში დასვრილი ჭურჭელი ეჭირა. ნიჟარაში ჩააწყო და თამთას ამოხედა.
-გამარჯობა. აქ ცხოვრობ?
-მეზობლად ვცხოვრობ. სიდა მქვია, თქვენ? – უხერხულად გაუღიმა გოგონამ.
-თამთა და არანაირი თქვენ.-გაუცინა მანაც და ხელი ჩამოართვა. სკოლის მოსწავლე იქნებოდა, საყვარელი თვალები და ლამაზი ღიმილი ჰქონდა.
-ლევანის ცოლი ხართ, ვიცი.-გაცისკროვნებულმა შეხედა თამთას, აშკარად მოხიბლული იყო მისით.-ძალიან ლამაზი ხარ, თამთა.
-მადლობა.-პირველად გაეღიმა გოგონას გულწრფელად.-შენც ლამაზი ხარ, განსაკუთრებით შენი მწვანე თვალები მომწონს.-ლოყაზე წაეთამაშა მას. სიდა დაიმორცხვა, გაღიმებული აცეცებდა თვალებს.-არ გშია? ან ყავას არ სვამ?
-ყავას არ მასმევს დედა. არც მაშინ, მეზობელი ქალები რომ შემოდიან.
-ხოო? ახლოს ცხოვრობ?
-კი. თქვენს გვერდით. ლევანი ძალიან უყვარს დედას. ნათლიაჩემია თან, – დაამატა რბილად.
-მართლა?!-წარბები აზიდა თამთამ.-ასე ახლოს ხართ?
-მამა რომ გარდაიცვალა, მის მერე განსაკუთრებით დავახლოვდით.-დასევდიანდა და სხვაგან გაიხედა.
-რა ცუდია,-სკამზე ჩამოჯდა თამთა. სიდაც მიუჯდა გვერდით.-დიდი ხანია?
-სამი წელია. ისიც მოკლეს. ეშერაში თითქმის ყველა ყველას კლავს. – წამოსცა და ტუჩზე იკბინა კიდეც.
-ნუთუ?!-მიხვდა თამთა, შეეძლო ინფორმაციის გამოძალვა, თან ისეთი საყვარელი იყო, უარს ვერაფერზე ეტყოდა.-ვინ მოკლა მამაშენი, იცი რამე?
-მე არაფერს მეუბნება დედა. მაშინ პატარაც ვიყავი. ახლა რომ ვეკითხები, თავს მარიდებს. დედას არ უყვარს ამ თემაზე საუბარი.
-შენ რას ფიქრობ? – თავი ცოტათი უხერხულადაც იგრძნო გოგონამ, მაგრამ აინტერესებდა აქაური ამბები.
-გავიგონე გუშინ, ლევანს როგორ ეუბნებოდა..-ხმა დაადაბლა სიდამ.-ხომ იციო, ვისი ნამოქმედარიც იქნებაო ეს ყველაფერი. მგონი, მამაჩემიც და ლევანის მშობლებიც ერთმა ადამიანმა მოკლა.
-სიდა,-ახლოს მივიდა გოგონა და თმაზე მოეფერა.-რომელ კლასში ხარ?
-მეთერთმეტეში. თექვსმეტი წლის ვარ,-დაუმატა თვითონ. ორივეს გაეღიმა.
-ანუ, პატარა არ ყოფილხარ.
-პირველი ადამიანი ხარ, ვინც ეს მითხრა. დედას ჰგონია, რომ ისევ პატარა ბავშვი ვარ.
-მე კი მგონია, რომ ძალიან ჭკვიანი და ძლიერი ხარ.
-მართლა?-ისევ ძველებურად გაუნათდა სახე მას.-ეშერაში შეუძლებელია ქალი ძლიერიც იყოს და ჭკვიანიც.
-რატომ?
-ეშერაში თავისუფლებას ვერასდროს ვიპოვი, თამთა. მე სწავლა მინდა, მინდა, ბევრი ქვეყანა და ქალაქი ვნახო, აქ კი იარაღების, მოტაცების, სიკვდილისა და სისხლის მეტს ვერაფერს ვხედავ.
-არ მოგცემს დედა სწავლის უფლებას? – წინასწარ აღუდგა თამთას თვალწინ რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი და გული მიეწურა.
-დედა ყველაფრის უფლებას მომცემს, რაც სწავლას ეხება, მაგრამ მე ვერასდროს დავტოვებ მას აქ, ეშერაში. მამაჩემის დაღუპვის მერე, ყველას მასზე აქვს თვალი. ელოდებიან, როდის გადადგამს არასწორ ნაბიჯს, როდის ეყოლება საყვარელი,-ჩაეცინა სიდას. თამთასაც, ასე გახსნის გამო.-ახლა ყველა შენზეა გადმორთული.
-ხოო? რა აინტერესებთ? – ხელები გადაიჯვარედინა გოგონამ.
-ლევანის ცოლი ყოველთვის განხილვის თემა იქნება, მით უმეტეს, თუ ის ლამაზია.-აჭიკჭიკდა გოგონა.
-აქამდეც ყოლია ცოლი ლევანს? – ეჭვნარევად გახედა გოგონას და შენიშნა, როგორ დაეძაბა სხეული თვითონ.
-ცოლი არა.-მორიდებით თქვა. აღარ გაუგრძელებია თამთას ამ თემაზე, მიხვდა, წამოსცდა სიდას.
-რას ლაპარაკობენ ჩემზე, სიდა?
-დედამ თქვა, რომ კეთილი სახე გაქვს.
-დედას გავიცნობ ალბათ.
-რა თქმა უნდა. ხშირად შემოდის ხოლმე ბებიასთან. ლევანის ბებია სოფელში ყველაზე ჭკვიანია,-გადმოიწია თამთასკენ და ჩურჩულით უთხრა.-მე ვფიქრობ, რომ შენ უფრო ჭკვიანი ხარ.
-რისი თქმა გინდა, სიდა? – გაუღიმა თამთამ. იცოდა სიდამ ყველაფერი, თამთა პირველად რომ ხედავდა ლევანს და მის ოჯახს, ამიტომ გაშალა ფრთები და უყვებოდა ყველაფერს.
-ვიცი შენი ამბავი. ვიცი, რომ არავის იცნობ აქ.
-საიდან იცი? კიდევ ბევრმა იცის?
-მთელმა სოფელმა. ამიტომ გიყურებენ ეჭვის თვალით, აინტერესებთ ლევანის დამოკიდებულება შენზე.
„ეგ მეც მაინტერესებს“ უნდოდა ეთქვა თამთას. ესეც დაიჭირა საკუთარ თავში და უსიამოვნოდ გააჟრიალა ტანზე.
-ლევანი კარგი ქმარი იქნება.-ამღერდა გოგონა. გულღია სიდას გულწრფელი სიტყვები მალამოსავით ედებოდა გულზე თამთას. ეშერას მყარი ჩრდილები შეამჩნია მის ხასიათში გოგონამ.
-რატომ გგონია ასე? ან რას ნიშნავს შენთვის კარგი ქმარი?
-ის ერთადერთი ადამიანი ეშერაში, ვისი ნდობაც შეგიძლია, თამთა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ნათლიაჩემია. სიმართლე გითხრა, ის ხშირად არც მელაპარაკება ხოლმე, მაგრამ ვგრძნობ, როგორაა სულ ჩემ გვერდით და როგორ მიჭერს მხარს ყველა გადაწყვეტილებაში.-გაუღიმა თამთას. სიდას ლევანის პერსონაჟით აღფრთოვანების სხივები ეტყობოდა თვალებზე.-მე ვგრძნობ, როგორი კარგი ადამიანი ხარ შენც..
-არაჩვეულებრივი ბავშვი ხარ, სიდა. მადლობა, რომ ეს მითხარი და დამამშვიდე.
-განერვიულებს? – გაუღიმა გოგონამ.-განერვიულებს, არა, ნათლიაჩემი? ამას როგორ დათანხმდი საერთოდ?
-არ ვიცი.-სხვაგან გაიხედა თამთამ.-და დიახ, მანერვიულებს ნათლიაშენი. გათხოვებას მინიმუმ ხუთი წელი არ ვაპირებდი, ჯერ იმდენი რამე უნდა გამეკეთებინა.. სიის ნახევარიც არ შემისრულებია, მამამ რომ გამომიცხადა, არაჩვეულებრივი ინიციატივის შესახებ. არასდროს თქვა შენს ოცნებებზე უარი, სიდა, კარგი? – ლოყაზე მოუთათუნა ხელები გოგონას. სიდა მას არ უყურებდა. მის მზერას გააყოლა თვალი თამთამ, ადგილზე გაშეშდა თვითონაც.
კარის ჩარჩოს იყო მიყრდნობილი ლევანი. წყვილს უყურებდა წარბშეუხრელად. სიტყვა სიტყვით გაიგო თამთას მონოლოგი. ჟრუანტელმა დაუარა თამთას, სიდასაც არ ედო ფერი სახეზე. ფეხზე წამოდგა გოგონა, ნათლიას მიუახლოვდა მორიდებული თვალებით.
-სალამი, ნათლია. – გაუბედავი ხმით უთხრა და შეხედა მას.
-დედასთან წადი. გეძებს.-თავზე აკოცა ბავშვს და გაუშვა.
თამთამ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. ნელა წამოვიდა მისკენ თავისი ქმარი. წინ დაუჯდა, სიდას ადგილას.
მომთხოვნი თვალებით აათვალიერა ქალის სხეული. დაეხორკლა ტანი თამთას.
-რატომ განერვიულებ? – თვალებში შეხედა თამთას.-რა გავაკეთე?
-არაფერი. – გაუსწორა მზერა მან. პირველად შეხედა ქმარს ასე გაბედულად.
-მითხარი. – თამთას ყავის ჭიქა მოსწია თავისკენ. მოსვა.-გამიკეთე მეც თან და მითხარი. – ანიშნა ყავაზე, თამთას გაუშტერდა თვალი და ხელებიც, უკვე დაიწყო ცოლის მოვალეობების შეხსენება?!
-თან გაგიკეთო, არა? – სუსტად ჩაეღიმა თამთას.
-ჯერ მითხარი და მერე მოადუღე.
-კიდევ? მეტი რა გავაკეთო? სახლიც დავალაგო? – თავი გადახარა თამთამ. ლევანმა ისევ დაათვალიერა ცოლის სხეული, თამთამ შენიშნა მასში ვნების ნაპერწკალი.
-იქ ალბათ დამლაგებელი გყავდა, რა სამწუხაროა.
-არავინ მყავდა. მე თვითონ ვაკეთებდი.
-ანუ იცი სახლის საქმეები? კარგია.
-რისი თქმა გინდა? სახლის საქმეები უნდა მაკეთებინო? – გაეცია თამთას და ნერვიულობა დაეტყო სახეზე.
-შემეწინააღმდეგები?-ფეხზე წამოდგა კაცი. თვითონ დაიწყო ყავის გაკეთება.
-ამის იმედი გაქვს?-თამთაც ადგა ფეხზე. სამზარეულოს დახლს მიეყრდნო და თამამად აკვირდებოდა, როგორ იმზადებდა მისთვის ნათხოვნ ყავას ლევანი.
-შენი წინააღმდეგობის იმედი? არა.
თამთას ხმამაღლა გაეცინა.
ერთი კოვზი შაქარი ჩაიყარა ლევანმა ჭიქაში. მდუღარე წყალი დაასხა და მოურია.
-დალევ კიდევ?-შეხედა თამთას.-გაგიკეთებ, თუ გინდა.
-არ მინდა. დავლიე უკვე.
-მაინც არ მეუბნები? – მიუახლოვდა ქალს. კოვზი ნიჟარაში ჩადო და ყავა მოსვა.
-რა გინდა?
-რატომ განერვიულებ, თამთა?
-არ ვიცი.-ჩუმად თქვა მან.
-მე ვიცი.-თვითონაც ჩუმად უპასუხა.-არასდროს განიხილო შემდეგში ჩვენი ურთიერთობა არავისთან. არც სიდასთან, არც ბებიასთან, არავისთან. – თამთა სირცხვილისგან გაწითლდა.
-არც ვაპირებდი.
-არც მომატყუო ხოლმე.-უპასუხა მაშინვე.
-მეტი? მეტი რა უნდა დამავალო?
-მე არაფერს გავალებ. არც სახლის დალაგებას, ასე ძალიან რომ გეშინია.-სუსტად ჩაეღიმა კაცს. თამთაზე დადებითი გავლენა მოახდინა მისმა ღიმილმა.
-არაფრის მეშინია. არც შენი,-გაუსწორა მზერა გოგონამ.
-ხოო?-ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს. უკან ფაქტობრივად ვეღარ გაიწოდა გოგონა.
-გაიწიე.-მკერდზე მიადო გაშლილი ხელი. ნელა მოიშორა ცოლის თითები. მართლაც გადადგა უკან წეღან გადმოდგმული ნაბიჯი.
-ახლაც შეგეშინდა. მაშინაც, პირველად რომ დამინახე. იმ ღამითაც, როცა ოთახში შემოგიყვანე. არასდროს შეგეხები, თამთა.-ხმადაბლა დაამატა ბოლო წინადადება.-თუ ამის გეშინია ყველაზე მეტად.
თავი დაუქნია თამთამ უნებურად. გულიდან დიდი ლოდი ჩამოეხსნა თითქოს. დაიხატა მის წინ ლევანის ხასიათი და შიშის ეშმაკებიც მოსცილდა ქმრის ხატს.
-ტელეფონი უნდა გამოგიცვალო.-სხვა თემაზე გადავიდა ლევანი.-შენი ქართული პასპორტიც მჭირდება. სად გაქვს?
-ოთახში. რაში გჭირდება?
-უნდა გამოგიცვალო.
-გვარიც შემეცვლება? – მიახალა მაშინვე.
ლევანს კვლავ გადაუარა ღიმილის მაგვარმა რამ დაღლილ სახეზე.
-შევცვალოთ?-გამოხედა გოგონას. ფანჯარასთან მივიდა თან და სიგარეტს მოუკიდა.
-არა. არ მინდა.
-კარგი.
-მამამ დარეკა? – ყრუდ ჰკითხა და სკამზე ჩამოჯდა.
-დარეკა. გიკითხა, – კვამლი გაუშვა გარეთ.-ტელეფონს რომ გამოვცლით, დარეკვას შეძლებ.
-დაჩიმაც ხომ არ დარეკა?
-დაჩი რომელია? – მიხურა ფანჯარა.
-ჩემი ძმაა.
-ძმა გყავს? არ ვიცოდი. – იქვე ჩამოჯდა თვითონაც.-მიდი, ჩამომიტანე ტელეფონი და პასპორტი.
-ტელეფონს რად უნდა გამოცვლა, – ჩაილაპარაკა თავისთვის და წავიდა მოსატანად. დაულაგა ყველაფერი, რაც დააბარა. ტელეფონს ბოლოჯერ შეავლო ნაღვლიანი მზერა.
-ხელმოწერა დამჭირდება ქორწინების გასაფორმებლად. ოთახში დაგიდებ გვიან, მოაწერე და წავიღებ.
-კარგი.
აიღო ნივთები კაცმა. თამთას შემოუტრიალდა რაღაცის სათქმელად, სიდა რომ შემოვიდა გაგიჟებული სახითა და ჩქარი ნაბიჯებით ოთახში.
-ნათლია! – ამოიყვირა გოგონამ.-გარეთ გამოდი!
თქვა თუ არა, იარაღის გასროლის ხმა გაისმა. თამთას შეაკანკალა.
თვალები მილულა თამთამ, ეს ყველაფრის დასაწყისი იყო.


თავი მესამე
უნებურად მიყვა სიდას ნაბიჯებს. თვითონაც ისე აღელდა, როგორც სიდა. გარეთ იყო თითქმის ყველა – მეზობლების ჩათვლით, რომლებიც შემორჩნენ ნასუფრალის დასალაგებლად; ბებია მედიდურად იყურებოდა აივნიდან; ალანი ლევანს მისდევდა უკან და ლევანი, რბილად რომ ვთქვათ, განცვიფრებული სახით უყურებდა მოსულს.
ყველაზე უარესის მოლოდინში გაირინდა თამთა. ქმრის ზურგზე შერჩა თვალები და მისი სხეულის ყოველი გამოძრავებისას სიდას უჭერდა მკლავზე თითებს.
ეზოში თეთრი „ნოლ შესტი“ შემოხრიგინდა. ახალთახალი იყო, პრიალა თეთრი ფერის. ეზოს შუაგულში იდგა ერთი ბიჭი, რომელიც ლევანს არ აცილებდა თვალებს.
-ასე უნდა ძმის დახვედრა, ლევან? – ხელები ფართოდ გაშალა ბიჭმა და დატრიალდა.
-საკუთარ სახლში იარაღით მოხვედი? – ნაბიჯით მიუახლოვდა ძმას ლევანი.-შენი მშობლების დაკრძალვის დღეს.
-ეს სახლი კარგა ხანია ჩემი არ არის, არც მშობლები.-წარბიც არ შერხევია ბიჭს.-მაგრამ მაინც მოვედი, მინდა უკანასკნელ გზაზე გავაცილო ისინი. უკვე დაასაფლავეთ?-ჯერ ლევანს შეხედა, შემდეგ ალანს დაასო მახვილი თვალი.-ოჰ, ალან! ერთგული ძაღლი ერთგულ პატრონებთანაა! სად დამარხეთ, წამიყვანე რა!
აგრძელებდა დამცინავ საუბარს ბიჭი. სახე მოისრისა ლევანმა. მეზობლებს ერთადერთხელ შეხედა და წამში დაცარიელდა ეზო. ყველა სახლში დაბრუნდა. ბებია მედიდურად იყურებოდა აივნიდან, თამთა და სიდა მიყუჟულიყვნენ ბაღის კარებთან, ალანი კი გვერდიდან არ შორდებოდა ლევანს.
-რა გინდა, ნეგა? – ლევანს საოცრად მშვიდი ხმა ჰქონდა.
-ჩემი სახლი, რომელიც ძვირფასმა მამაშენმა გადაწვა. ჩემი სახელი, რომელიც გაანადგურა. ჩემი ღირსება.. ეს ყველაფერი მინდა. შეძლებ, ამის დაბრუნებას?
-სახლში შემოდი, – ხელკავი გაუყარა ლევანმა. მაშინვე აიქნია ხელები ნეგამ, არ მისცა შეხების უფლება.
-ხელი გამიშვი!-დაიღრინა.-შენ.. შენ ყველაზე მეტად უნდა დაგეჯერებინა ჩემთვის, ლევან!
არ დაანება უფროსმა ძმამ, მაინც ჩაავლო ხელი და ძალით შეათრია სახლში. მაშინვე შეჰყვა თამთა, სიდაც გამოეკიდა ფეხდაფეხ.
ოთახს მოავლო თვალი ნეგამ. თვალები აერია, სუნთქვა შეეკრა სახლში ყოფნისგან. წასვლაც კი დააპირა, მაგრამ გააკავა ძმამ, დივანზე დააგდო მისი მოთენთილი სხეული.
-დედაშენი გარდაიცვალა, ბიჭო, დედაშენი!-მხარზე მიარტყა ხელი ლევანმა.-ნუთუ, ეს მაინც არაფერს ნიშნავს შენთვის?
ლევანის დაფანტული იოგები ექოსავით მოედო ოთახს. წამიერად დაყრუვდა ყველაფერი გარშემო. ოთახში მშვიდად შემოვიდა ბებია, თავისი მოხუცი ხელებით ხმაურიანად მიხურა კარი და სკამზე ჩამოჯდა. ნეგას ფერი ეცვალა სახეზე. დაეტყო, როგორ დაიძაბა ქალის დანახვაზე. არც კი განძრეულა მისი სხეული.
-რა პრეტენზიები გაქვს, ჩემო შვილიშვილო? – წამოიწყო ქალმა და ხელჯოხი მსუბუქად დააკაკუნა იატაკზე.-რაო, რა მინდაო, ლევან? ჩემი სახლიო? ჩემი სახელიო? ეს გინდა, ნეგა?!-დაიღრინა ქალმა კვლავ.-ეს არის ახლა შენთვის მნიშვნელოვანი.. ეს?! მამაშენი მიწაში ლპება, ბიჭო!
-ჩემო ძვირფასო ბებია,-ოდნავ წამოიწია ბიჭი.-წლები ვერაფერს გაკლებს. ყველა ბერდება, მაგრამ შენ მაინც ისევ ისეთი ბოროტი ხარ, როგორც ადრე. ვიცი, მამა რომ გარდამეცვალა, განა არ ვიცი? არ მადარდებს. გაიგე? შენი შვილი შენ გგავდა, სწორედ ამიტომ ვერ შევიყვარე ვერასდროს და მან ვერ შეიყვარა თავისი შვილები.
-რამდენს ბედავ!
-რამდენსაც მინდა! მეზიზღები შენც, შენი შვილიც და ჩემი ძმაც მასზედ დამატებული! – თვალი თვალში გაუყარა უფროს ძმას. ლევანს მზერა კვლავ არ შეცვლია.-რა გეგონა, ბებია? მოვიდოდი, მოვინანიებდი, მშობლების სიკვდილი აზრს შემაცვლევინებდა, ეს გეგონა?! – გაეცინა ბიჭს. – პირიქით! ახლა ასმაგად უფრო სავსე ვარ შურისძიების დაუოკებელი წყურვილით! გახსოვს, როგორ გამაბრძანა შენმა შვილმა სახლიდან? გახსოვს, როგორ გამხადა მთელი სოფლის დასაცინი?! გახსოვს, რა გამიკეთა? – ხმას უფრო და უფრო უმატა ნეგამ. – მაშინ არაფერი გითქვამს, არც შენ, – ლევანს მიუშვირა საჩვენებელი თითი.-შენ, ლევა.. შენ ხმაც არ ამოგიღია.. იცოდი.. შენ მაინც ხომ იცოდი, რომ არ ვიყავი გამკეთებელი, მაგრამ მაინც..
-რა სცენებს აწყობ? – დააბრახუნა იატაკზე ჯოხი ქალმა. – გავიწყდება, ვის სახლში ხარ?! გავიწყდება, ვინ ვარ? გონს მოეგე და აქედან გაეთრიე!
-არსად არ ვაპირებ წასვლას! სახლში ვბრუნდები!
-ამას დამიხედეთ! – აღრიალდა ქალი კვლავ.-ალან, გაიყვანე ეს და თავისი ჯაბარხანაც მოაშორეთ ეზოს!
ალანი ლევანს შეაციცინდა თვალებში.
-დარჩეს,-ჩუმად თქვა მან.
-რაა?! – ქალს ხმა წაერთვა.
-თუ უნდა, დარჩეს. მისი სახლიცაა, – დაამატა რბილად. ნეგას კმაყოფილმა ღიმილმა გადაუარა სახეზე.
-ჩემი ძმა ცოდვების გამოსყიდვას ცდილობს. – ფეხზე წამოდგა ბიჭი.-უფლებას მაძლევს სახლში დავრჩე, სუფრას მასთან ერთად მივუჯდე, რა პატივია!
-გეყოფა!
-არ მეყოფა! – თითი დაუქნია ქალს.-და იცოდე წინასწარ, სამშვიდობოდ არ ვარ მოსული აქ. ჩემს სახლში მინდა ყოფნა, ჩემს ოთახში.. ახლა მაინც. ახლა მაინც დავბრუნდები აქ.
-ლევან, ამ გიჟის შემოშვებას აპირებ სახლში? – ფეხზე წამოდგა ქალი. ხელჯოხის კაკუნით მიუახლოვდა ლევანს, რომელიც ძმას არ აცილებდა თვალებს. თითქოს მასში რაღაცას ეძებდა.
-რისი გეშინია შენ? – დაბალ ხმაზე ჰკითხა ბებიას. უბრალო კითხვა, უბრალო ტონალობით. ყველა მიყუჩდა ოთახში. ნეგამაც კი ჩაიგდო ხმა, იმდენად ეუცხოვა ძმის საქციელი.
-რას გულისხმობ? – ყელი მოიღერა ქალმა.
-გეშინია, მძინარე არ მოგკლას? -მთელი სხეულით მიტრიალდა მოხუცისკენ.-თუ სახლი გადაგიწვას? იქნებ, შენი ოქროულობაც მოიპაროს? – ჩაეღიმა ლევანს სუსტად. თამთას ჟრუანტელმა დაუარა.
-რას ბოდავ!
-ყველამ კარგად მომისმინეთ, – შეხედა შეკრებილებს სათითაოდ.-შენც სიდა.-განსხვავებული თვალებით გაჰხედა ნათლულს.-ამ სახლში.. და ამ სოფელში, ისე არაფერი ხდება, მე რომ არ ვიცოდე. თქვენი თითოეული ნაბიჯი ვიცი და მეცოდინება მომავალშიც, როგორც არ უნდა ეცადოთ მის დამალვას. ახლა შენი შავ-ბნელი საქმეებისთვის არ მცალია, ბებია.-მოხუცს გაჰხედა მკაცრი თვალებით.-არც შენი შურისძიების თავი მაქვს, ნეგა.-ამჯერად ძმას მიუახლოვდა.-შენ თვითონაც ხვდები, რომ მტრები გვყავს. თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია, მათ შორის შენი.. და ჩემი ცოლის. -დაამატა რბილად.
-ცოლის? – ნეგამ ყურები დაცქვიტა.-ცოლი გყავს?
-მყავს. – თამთას შეხედა ქმარმა, ნეგამაც მოატარა თვალები გოგონას.
-ღმერთმანი, – გაეცინა ნეგას. რძალს მიუახლოვდა მაშინვე.-ძალიან ლამაზი ხარ. ნეგა,-ხელი გაუწოდა გოგონას.
-თამთა..
-რა საუცხოო სახელი გაქვს. – ნაზად მიეფერა გოგონას თითებზე.-რამდენი ხანია დაოჯახებული ხარ? აქამდე რატომ არ ვიცოდი? – შეაციცინდა თვალებში ძმას, მაგრამ ლევანმა არაფერი უპასუხა. თავისებურად მიჩუმდა ნეგა, იცოდა არ ესაქმებოდა არაფერი ძმის ცხოვრებაში. მათ შორის აღმართული კედელი ძალიან მაღალი და მყარი იყო, ამიტომ ვეღარ გადაკვეთა ზღვარი და აღარც გაუგრძელებია არაფერი.
თავი ჩახარა წამიერად. ახლოს მდგარმა თამთამ შეისრუტა მისი უარყოფითი ენერგეტიკა და მთლიანად დაეხორკლა სხეული. მიხვდა გოგონა, როგორ ძალიან ეწყინა ნეგას, არაფერი რომ არ იცოდა უფროსი ძმის ცხოვრების შესახებ. ეს ხომ ასეთი მნიშვნელოვანი იყო? თუკი ეს არ იცოდა, სხვა დანარჩენი რა იქნებოდა საერთოდ.. ღრმად ჩაეღვენთა გულში ცხელი ლავა ნეგას. აეწვა შიგნეულობა. შეცვლილი თვალებით შეხედა ჯერ თამთას, გაუღიმა, შემდეგ კი ბებიამის გაუსწორა მწველი სახე.
-თამთას რას უპირებ? – ჩვეული ტონი დაიბრუნა ბიჭმა.-ისიც ისე უნდა გააწამო, როგორც დედა?
-ლევან, გააგდე ახლავე, თორემ ჩემი ხელით მოვკლავ! – ხელჯოხი ჰაერში ასწია კვლავ ნეგას მიმართულებით.
-თავი დაანებე, ილაპარაკოს.-უმნიშვნელოდ მიუგდო ბებიას ლევანმა სიტყვები. ტელეფონი ამოიღო შარვლის ჯიბიდან და მასში ჩაიკარგა. არც ადარდებდა ოჯახის კამათი. თამთა თვალს არ აშორებდა ლევანის არც ერთ მიმიკას.
-ამის მოსმენას აპირებ მთელი ცხოვრება? – არ მოეშვა ქალი შვილიშვილს.-არ იყო საკმარისი, ჩვენი ოჯახი რომ შეარცხვინე?-ნეგას მიუახლოვდა ნაბიჯით.-ეშერა რომ გადაიმტერა მამაშენმა შენ გამო, ეგ არ გეყო, ბიჭო? რა არ გასვენებს?
-უკვე დაგანახა ნამდვილი სახე?-თამთას მიუტრიალდა ნეგა. ბებიას ყურიც არ ათხოვა.-რაო, რა გითხრა? დაგანახა სითბო, კეთილი სახე? იცი, ეგ კეთილი სახე როგორ შეიცვლება, თან ძალიან მალე? – სასტიკი ღიმილი გადაეფინა მის სახეს. თამთას გააცია.
მხოლოდ ქმარს გადახედა წამიერად. არც ესმოდა ალბათ, არც კი იყურებოდა მათკენ.
-დედაჩემი მონასავით ჰყავდა.-ჩუმად თქვა ნეგამ.-როცა არ მოეწონებოდა მისი გაკეთებული საქმე, ბოროტი პატრონივით კარგად გაუტყლაშუნებდა ხოლმე. შენ გინდა ეს, თამთა? – ჩააშტერდა თვალებში რძალს.
ლევანმა თავი ამოსწია. მობილური თავის ადგილას დააბრუნა და ორივე ხელი ჯიბეში ჩაიწყო.
თამთამ არაფერი უპასუხა.
-უკვე დაზაფრე? უკვე კარგად დაამუშავე? – მიუტრიალდა ბებიას ისევ.-დედაც ხომ ასეთი ლამაზი იყო, გახსოვს, ბებია? გახსოვს, რას დაამსგავსეთ შენ და მამაჩემმა?
-გაჩუმდი, საძაგელო ბიჭო!
-შენს ცოლსაც ისე დაუთმობ, როგორც დედას, ლევა? – ამჯერად ძმას მიუტრიალდა ბიჭი.
ლევანმა უცნაურად გადააქნია თავი. სიდას წამიერად გააკანკალა. თამთამ დაიჭირა მისი ემოცია და მიეფერა წელზე. დასჯილი ბავშვებით იდგნენ თამთა და სიდა ერთმანეთის გვერდით და ამ აყალმაყალს უსმენდნენ სიტყვის უთქმელად. ალანი ლევანს არ აცილებდა თვალებს, თითქოს მზადყოფნაში იყო ყველაზე უარესის მოლოდინში.
-ჩემი ცოლი შენი დასაცავი არ არის, ნეგა.-ძმას მიუახლოვდა საკმარისად.-ყველაფრის მიუხედავად, სახლში დარჩენის უფლებას გაძლევ. იცხოვრე. რაც გინდა, ის გააკეთე. დაჭამეთ შენ და ბებიამ ერთმანეთი, არ მაინტერესებს. ჩემს ცოლს თავი დაანებე მხოლოდ.-უმნიშვნელოდ გამოხედა თამთას. შემდეგ ბებიას მიაშტერდა და ბოლოს ისევ ძმას დაუბრუნა თვალები.-ნუ გეშინია, ის არასდროს გაიზიარებს დედაჩვენის ბედს.
-მე არ მეშინია.. ეს შენ გეშინოდეს, ჯერ ბებიაშენის და მერე საკუთარი თავის, ლევა.
თავი დაუქნია ძმას.
კარგა ხანს უცქერდა მას თვალებში.
-გავდივარ. სახლამდე მიგაცილებ, სიდა. – ნათლულს მიუტრიალდა. ხელიც გაუწოდა.
-წამოვალ..-თავი დაუქნია და ხელიც ჩასჭიდა. მიმავალმა უკან გამოიხედა ფარულად, ნეგას გამოუგზავნა ჰაეროვანი კოცნა.-მომენატრე, ნეგა. – ანიშნა ტუჩების მოძრაობით. ნეგამ თვალი ჩაუკრა.
თამთამ კვლავ იგრძო რაღაც უცხო მის სხეულში. არ უნდოდა ლევანის წასვლა. არ უნდოდა ამ გიჟებთან მარტო დარჩენა. სიდაც კი წაართვეს. რა უნდა გაეკეთებინა?! ალანიც უხმოდ გავიდა ოთახიდან.
მტრული მზერით მაცქერალ ოჯახის წევრებს გადაავლო თვალი. აღელვებულმა აიარა კიბეები. იგრძნო, როგორ გამოჰყვა უკან ნეგა. ნაბიჯებს აუჩქარა თითქოს, შეეშინდა ამ გადარეული ბიჭის. ის იყო კარის სახელური უნდა ჩამოეხსნა, ბიჭმა რომ ჩასჭიდა მკლავზე ხელი და მოატრიალა.
-თამთა,- თბილი ხმა ჰქონდა ბიჭს.
-გისმენ.
-მაპატიე, ასე რომ გავიცანით ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, როგორი ურთიერთობა მაქვს ლევანთან, შენ მაინც ჩემი რძალი ხარ, ის კი ჩემი უფროსი ძმა. არ მინდა, ერთმანეთს პატივს არ ვცემდეთ, მით უმეტეს ერთ სახლში უნდა ვიცხოვროთ კიდევ მრავალი წელი. შეგიძლია, ჩემი იმედი სულ გქონდეს. კარგი? – ხელზე დაადო თავისი ხელი და ისევ მიეფერა გოგონას.
-კარგი. – თავი დაუქნია ბიჭს. – უნდა დავიძინო. დაღლილი ვარ.
-დაისვენე. ტკბილი ძილი.
-შენც.
კარი ფრთხილად მიხურა თამთამ. შუბლით მიეყრდნო მანდვე. რა რთული იყო ამ ოჯახში ყოფნა მისთვის. ერთი ძმა მშობლების სიკვდილის გამო შურისძიებას გეგმას, მეორე ბედნიერია და სახლში იარაღით ბრუნდება, ბებია კი საკუთარ შვილიშვილებს ერთმანეთში აქეზებს.. მეტი რა სჭირდებოდა თამთას სრული ბედნიერებისთვის?!
ლოგინში რომ ჩაწვა, თვალები თავისით მიეხუჭა. ძალიან დაღლილი იყო ამ დღეების გამო, გათიშულს ეძინა. მხოლოდ შუა ღამით იგრძნო კარის ჭრაჭუნი და საკეტის გადატრიალება. შიშისგან კინაღამ წამოფრინდა კიდეც, მაგრამ როგორც კი დალანდა სილუეტი მაშინვე მიყუჩდა. დაელოდა, რას იზამდა. ქმარი შემოუვიდა ოთახში, აქ უნდა დაეძინა?! გააკანკალა.
დახედა კაცმა. შეამოწმა, ეძინა თუ არა ცოლს. ფრთხილად გამოაღო კარადის კარი, ტანსაცმელი გამოიტანა. დაინახა თამთამ თითოეული დეტალი, როგორ იცვლიდა ლევანი ტანისამოს. დაინახა მისი გარუჯული, კარგად მოვლილი ტანი. მაისური და შორტი ამოიცვა კაცმა. გამოცვლილი ტანსაცმელი აბაზანაში გაიტანა და თამთას მიუწვა გვერდით.
ეს მათი პირველი სიახლოვე იყო.
თამთა ადგილზე გაიყინა. არც კი აუმოძრავებია სხეული. ლევანი კომფორტულად მოთავსდა. არც ერთი სანტიმეტრით არ შეჰხებია ცოლს, მაგრამ მაინც არ ჰქონდა უფლება ასე დაუკითხავად მიწოლილიყო ქალის გვერდით..
ცრემლი გადმოუგორდა თამთას. მიყინული სხეული მინიმალურად გაამოძრავა გოგონამ და ოდნავ ჩაიწია. ყველაზე უარესის მოლოდინში მოიხვია მჭიდროდ საბანი.
-მოეშვი. – ამოიჩურჩულა ლევანმა.
ვერაფერი უპასუხა თამთამ. მხოლოდ სხეული მოუდუნდა მაშინვე.
-მამას ელაპარაკე? – წამოიწყო მან. თამთაც ოდნავ გადმოტრიალდა მისკენ.
-არა.
-რატომ?
-ვერ მოვიცალე.
-რას აკეთებდი?-ჩაეღიმა ლევანს.
-სეირს ვუყურებდი. – არ შეარჩინა დამცინავი საუბარი ქმარს.
-ეგ დასაწყისია მხოლოდ.
-ხოო? შენთვის ნორმალურია, ძმასთან ასეთი ურთიერთობა? – ვერც კი გაიფიქრა, ისე ჩაერია უკვე ოჯახის ამბებში თამთა.
-შენ როგორი ურთიერთობა გაქვს შენს ძმასთან?
-ისეთი არა, როგორიც შენ. – თავი მიატრიალა მეორე მხარეს, არ უნდოდა საუბარი შუა ღამისას ამ თემაზე.
-ბევრად უარესი?
-არა. პირიქით.
-კარგია. – გადმოხედა გოგონას. აირეკლა მთვარის სინათლემ მისი თვალები. თამთა მაშინვე სხვა მხარეს გაიხედა და კიდევ უფრო მეტად ჩაიჩოჩა ქვევით.
-მოდუნდი, თამთა. ცოტა მომეჩვიე.
-რას გულისხმობ?
-თუ ასეთი უხერხულია შენთვის ჩემი აქ ყოფნა, შემიძლია დივანზე დავწვე.
სითბო ჩაეღვენთა მუცელში გოგონას. იშვიათი იყო მისგან მსგავსი გაგება.
-არაუშავს. იყავი.
აღარაფერი უთქვამს მეტი, გადატრიალდა და მშვიდად მიიძინა.
.
მარტოს გაეღვიძა. ოთახში ლევანის დუშის გელის სუნი ტრიალებდა. ბალიშსაც მისი სუნის ასდიოდა. სასიამოვნოდ გააკანკალა თამთას. თავს არ გამოუტყდა, თუმცა ძალიან ესიამოვნა ქმრის მსგავსი დამოკიდებულება მათი ცოლ-ქმრული ცხოვრების შესახებ. მოეწონა ლევანის საქციელი – თამთას გათვალისწინება.
ოთახის მილაგებისა და თავის მოწესრიგების შემდეგ, „ვოთსაფში“ შევიდა. ინტერნეტთან დაკავშირებისთანავე ამოვარდა გამოტოვებული ზარები. ბევრი იყო დაჩისგან, ნაკლები მამისგან, თუმცა იყო. მესიჯები ჰქონდა გამოგზავნილი დაჩის, მუქარის წერილები და ათასი სხვა უბედურება..
ღრმად ჩაისუნთქა თამთამ. ახლა ყველაზე რთული დიალოგი ელოდებოდა.
პირველივე ზარზე აიღო დაჩიმ.
-როგორ არ მითხარი? – აღმოხდა ბიჭს მაშინვე. ვერ გასცა პასუხი გოგონამ.-როგორ არ მითხარი, რომ თხოვდებოდი, თამთა?! მამასი როგორ დაიჯერე, რომ მე ვიცოდი და არაფერი მოვიმოქმედე, ეს დაიჯერე, გოგო? – ამოიყვირა ბიჭმა. – გამეცი პასუხი!
-არ ვიცი, რა გითხრა..
-ვის მიგათხოვა? მითხარი ვინაა, შენ მაინც გამიმხილე ვინაა, რომ უკან დავაბრუნებინო შენი თავი.
-აზრი არ აქვს, დაჩი. კარგი ბიჭია, არ იდარდო.
-გაჩუმდი, გოგო! გაჩუმდი! – არაადამიანური ხმა ჰქონდა დაჩის.-ჩემი იმედი საერთოდ არ გქონდა? საერთოდ არ იფიქრე, რომ მე გავგიჟდებოდი, ყველაფერს გავაკეთებდი და არ გაგიშვებდი სადღაც მიუსვლელში! მითხარი!
-რას იზამდი? – ხმა გაიმკაცრა თამთამ. – რა უნდა გექნა? ამერიკიდან გამოფრინდებოდი და საზღვარზე მომისწრებდი?! შენმა ძვირფასმა მამიკომ ყველაფერი ისე გათვალა, რომ ვერავის ვერ მოესწრო ჩემთვის. მის ხელში ვიყავი ყველანაირად. დასჭირდა და მომისროლა, მორჩა!
-გადავაფიქრებინებდი!
-ხოო? მიდი, თხოვე ახლაც. არ არის გვიანი. უთხარი და წამოვალ. მიდი! – აერია გონება გოგონას, ხმას აუწია.-დაჩი, არც შენ და არც მე არ შეგვიძლია მას შევეწინააღმდეგოთ. ხომ იცი, რომ ყველა მხრიდან მოგვადგება. ან რა იმედი უნდა მქონოდა შენი?-დაეშალა გული ნაწილებად, როცა ეს სიტყვები უთხრა ძმას.
დაჩის ზუსტად მოხვდა გამოსროლილი ცხელი ისარი.
-ისედაც მრავალი წელია იცი, რასაც მიკეთებს მამაშენი.. რისი გადატენა მიწევდა, ხომ იცოდი ისედაც.. მაინცდამაინც უნდა გავეთხოვებინე, შენ რომ გემოქმედა?! სიტყვები ყოველთვის საკმარისი არ არის, მით უმეტეს ჩვენს ოჯახში. ეს ხომ იცი შენც? – ცრემლები ჩამოუგორდა, თუმცა ხმა ისევ ისეთი მტკიცე და ურყევი ჰქონდა, როგორც არასდროს.
-მაპატიე.. – მოჰყვა რამდენიმე წამის შემდეგ. კამერაც ჩართო. თვალები ჰქონდა აწითლებული და ცრემლის ნაპერწკალიც შეიმჩნეოდა მასში. თამთა როგორც კი დაინახა, მაშინვე შეეცვალა სახე, მონატრებამ გადაუარა შეწუხებულს.-მაპატიე, ცუდი ძმობა. კაი?
-როგორ ხარ? – ჰკითხა თამთამ და გაეღიმა. დაჩისაც.
-ახლა უკვე კარგად. შენ?
-მეც. არ ინერვიულო, დაჩი. მართლა კარგად მექცევიან.
-შენ ცუდად ვინ უნდა მოგექცეს, თამთა, გიჟის გარდა. ისინი კი გიჟები არ არიან, არა?
-არა.-გაეცინა.-არა.
-მართლა კარგი ქმარი გყავს? – ბავშვივით გადაიქცა დაჩი. გული მოეწურა გოგონას.
-მართლა კარგი. მამა როგორაა?
-არის ეგ აქ. ეს დღეები ვერაფრით დაგიკავშირდი. ის შენს ქმარს ურეკავდა ჩემ მალულად.
-ხო. მისი მშობლები გარდაიცვალნენ. ვერ მოვიცალე დასარეკად.
-რა დაემართათ?
-არ ვიცი.
აღარ უთხრა მკვლელობის ამბები დაჩის, რაზე ენერვიულა ტყუილ-უბრალოდ.
-ანუ ყველაფერი რიგზეა და კარგად ხარ?
-დაჩი, თავს მიხედე. ჩემთვის ესეც საკმარისი იქნება კარგად ყოფნისთვის.
-მენატრები,-ეკრანს მიეფერა დაჩი ხელის ზურგით.-შენთან მინდა.. ან, შენ რომ იყო ჩემთან, ეგ.
-მეც მენატრები ძალიან.. – გაეღიმა თამთას. მოულოდნელად ოთახის კარი გაიღო და ლევანი შემოვიდა. ტელეფონთან მოლაპარაკე რომ დაინახა, ერთ ადგილას გაჩერდა და თავი გაუქნია გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე ცოლს.
-ჩემი ძმაა, – უთხრა ლევანს და დაანახა კიდეც გამოსახულება.
-გამარჯობა, – თავი ჩამოსწია და დაჩის მიესალმა. დაჩიმაც დაუბრუნდა რუსული სალამი. გული აუჩქარდა თამთას. კლასიკური გაცნობის სცენარი წარიმართა მათ შორის. ლევანს არც ერთი წამით არ დასძაბვია არც ხმა, არც სხეული, პირიქით ზედმეტად თავისუფლადაც კი იყო.
-შენს დაზე არ ინერვიულო. მოვუფრთხილდები. – ირიბად გადახედა ცოლს. შემდეგ დაემშვიდობა და თამთას გადასცა მობილური.
-არ ჩამოხვალ? საუზმე მზადაა. – ახედ-დახედა თამთას. თავი დაუქნია, ერთად გავიდნენ ოთახიდან. კოპლებიანი სარაფანი ეცვა თამთას. ყველაზე შავი ეს ჰქონდა კარადაში. არ უნდოდა ბებიის გაღიზიანება, ამიტომაც ჩაიცვა მსგავსად, თან არც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა.
სუფრას ალაგებდა ქალი. თამთამ უხერხულად მოავლო ოთახს თვალი. უნდა დახმარებოდა?! ლევანი მიუჯდა მაგიდას. ნეგა არ ჩანდა ჯერჯერობით. თავისი „ნოლ შესტი“ ეზოში ეყენა, დალანდა თამთამ. რაღა დროს ეს მანქანა იყო ან ამ ახალგაზრდა ბიჭს ეს ჯაბარხანა რაში სჭირდებოდა? ვერ იგებდა გოგონა. ისე, მოვლილი კი იყო ძალიან. პრიალა, რძისფერი და სუფთა იყო.
-დაგეხმარებით, – ამოღერღა ბევრი ფიქრის შემდეგ თამთამ და თეფშები გამოართვა ქალს. ლევანმა კვლავ დაასაჩუქრა ამოუხსნელი მზერით ცოლი. ვერ გაიგო გოგონამ, ესიამოვნა თუ არა ქმარს თავისი საქციელი.
სუფრას მიუსხდნენ. ქმრის გვერდით მოთავსდა თავისი ინიციატივით. ის იყო, ლუკმა უნდა ჩაედო პირში, ნეგა რომ შემოვიდა ხმაურით სამზარეულოში.
-დილა მშვიდობისა, საყვარელო ოჯახი! – დაიგრიხინა და ყავის სათავსოს დასწვდა მაშინვე.-არა, არ მშია მე, არ დავჯდები..- გააგრძელა თავისთვის მარტო ლაპარაკი.
-ვინ გეპატიჟება ერთი.. – დაიგესლა ბებია და გვერდულად გახედა შვილიშვილს.
-კი დაგიდიათ თეფში ჩემთვის, ჩემს რძალს გავახსენდებოდი ალბათ. არაუშავს, – ჩაეცინა ნეგას.-ისწავლის ეგეც მალე, რომ ჩემი ადგილი თქვენს სუფრასთან არაა.
-უნდა ჩაგვიშხამო დილიდან ყველაფერი? შენს საქმეს მიხედე. – თავშალი გაისწორა ქალმა შუბლთან, რომელსაც გლოვის ნიშნად ატარებდნენ აფხაზი ქალები.
ლევანი უხმოდ აგრძელებდა ჭამას. თამთას ლუკმა არ გადასდიოდა პირში. ბებია და შვილიშვილს პაექრობას უყურებდა.
-ჭამე შენ. – დაბალ ხმაზე უთხრა ლევანმა.
-თამთა! – შესძახა მოულოდნელად ნეგამ.-ყავას დალევ?
-მე გავაკეთებ.-ფეხზე წამოდგა გოგონა.
-არა, გაგიკეთებ მე. იჯექი შენ.
-არა, ჩემი გემოვნებით მინდა.-სუსტად გაუღიმა ნეგას. ბოდიში მოიხადა მაგიდის დატოვების გამო. ლევანმა თვალი გააყოლა მიმავალ ცოლს, ნეგას რომ მიუდგა გვერდით. შემოტრიალდა გოგონა. სუფრის წევრებს მორიდებით გახედა.
-თქვენ დალევთ ყავას? – განსაკუთრებით ლევანს შეაციცინდა თვალებში.
-რამე გეჭამა, შვილო. – ქალის სიტყვებზე თვალები აატრიალა ნეგამ.
-რა მზრუნველი ხარ, ქალბატონო ესმა.
-გამიკეთე. – გააწყვეტინა ლევანმა საუბარი. თამთას მიმართულებით დაიწვრილა თვალები.-იცი, როგორი მინდა?
-ვიცი. შენ როგორს დალევ, ნეგა?
-მწარეს.
-უშაქროს?
-ხო, ბევრი ყავა და არანაირი შაქარი. – შოკოლადი ჩაიდო პირში და პირგამოტენილმა შეაერთა მადუღარა.
-დაჯექი შენ, მე ვიზამ.
-არ მოგვაჩვიო მზრუნველობას. ვალდებულებად არ გექცეს, იცოდე. – ხმადაბლა დაუბარა და ეზოში გავიდა.-დამიძახე, რომ მოამზადებ.
ბებიამ ჭურჭელი ნიჟარაში ჩააწყო, სანამ თამთა ყავას ადუღებდა. ლევანი ღია კარში იდგა და სიგარეტს ეწეოდა. თავის მანქანასთან მოტრიალე ძმას აკვირდებოდა. ბებია ვერანაირ სიტყვას ვერ უბედავდა თამთას და ამას გრძნობდა თვითონაც გოგონა. ლევანი იყო ის დამაბრკოლებელი კედელი, რომელსაც არასდროს გადაახტებოდა ქალი.
ყავა მოადუღა.
ბებიამ სხვა ოთახში გადაინაცვლა. ნეგამ კანფეტებთან ერთად გავიდა ეზოში და მარტო გააგრძელა ყავის დალევა. მხოლოდ ლევანი დარჩა თამთასთან.
-კარგია, – უთხრა რამდენიმე წამის შემდეგ.-მადლობა.
-არაფრის.
ფინჯანი სავსე ნიჟარაში ჩადო თამთამ. ჯერ ერთმანეთზე დალაგებულ თეფშებს დახედა, მერე საკუთარ ყავის ჭიქას. ყველაფერი უნდა გაერეცხა, ალბათ. თავში ათასი აზრი, ათასი ფიქრი მოუვიდა. არ იყო ამისთვის მზად. ვერ შეეგუებოდა. ფარულად დაიჭირა ქმრის გამომცდელი მზერა.
გვერდით მიუდგა კაცი.
-არ დარეცხო, თუ არ გინდა.
-ასე დავტოვო? – ამოხედა და შეეჩეხა კიდეც მის სერიოზულ მზერას.
-არ გააკეთო. არავინ არაფერს გეტყვის.
-სირცხვილია. – სხვა ვერაფერი მოიფიქრა პასუხად.
-ვისი გრცხვენია? ბებიაჩემის? – რატომღაც ძალიან ახლოს იყო ცოლთან.-თუ ჩემი?
-შენი რატომ უნდა შემრცხვეს?
-ჰო, შენ უფრო გერიდება ხოლმე.
-არაა, – გააპროტესტა აწეული წარბებით. ინსტინქტურად მოუშვა ონკანში წყალი.
ლევანმა დაუკეტა.
-რას აკეთებ?
-არავინ გაიძულებს ამას.
-ვიცი. ვერც მაიძულებ ვერაფერს.- სერიოზული ხმა ჰქონდა გოგონას.-ვერ ვუყურებ, როგორ გააკეთებს ამას ამ ხნის ქალი. არაფერი დამიშავდება ჭურჭლის დარეცხვით.
-კარგი. როგორც გინდა. – თავისი ჭიქაც ჩადო ნიჟარაში და ოდნავ უკან გამოიწია.
მანამ არ მოშორებია, სანამ არ დაამთავრა საქმე თამთამ. ტელეფონში წერდა ვიღაცას, ბასრი მზერით გადახედა გოგონამ ერთი ორჯერ, მაგრამ ვერაფერი დაინახა და მიეშვა.
ონკანის გადაკეტვა და ლევანის გამოფხიზლებაც ერთი იყო. მობილური ჯიბეში ჩაიდო, წელში გასწორდა და ერთადერთი რამ უთხრა თამთას:
-მადლობა.
ჟრუანტელმა დაუარა გოგონას. საერთოდ არ ეპიტნავებოდა ის ფაქტი, რომ ის ასეთი ღირსეული იყო. მადლობა გადაუხადა იმისთვის, რაც ვალდებულებად ითვლებოდა აფხაზურ ოჯახში. არაფერი განსაკუთრებული ხომ არ გაუკეთებია?! ამის დაფასება რომ შეეძლო თავის ქმარს, ეს ამშვიდებდა, პატივისცემას ზრდიდა, აფასებდა.. და უკვე იმედიც უჩნდებოდა ნელ-ნელა.
სიგარეტის კოლოფი და სანთებელა მოიქცია ხელში, წასასვლელად გაემზადა.
-რამე ხომ არ გჭირდება?-ჰკითხა და თან აათვალიერა მისი აღელვებული სხეული.
-არა..
-თუ რამე დაგჭირდება, მითხარი. ფული და ბარათი უჯრაში დევს. გასვლა თუ მოგინდება სადმე, შემატყობინე.
-შენ სად მიდიხარ? – თავი გადახარა გვერდზე თამთამ. – მაგას შემატყობინებ ხოლმე?
-თუ მკითხავ, კი. – მიბაძა თვითონაც.
-სად მიდიხარ?
-სასაფლაოსთვის უნდა ვიყიდო რაღაცები.
-კარგი.
-კიდევ გაინტერესებს რამე? – რატომღაც გამობრუნდა უკან. მიუახლოვდა ცოლს. სურნელი ისევ იგრძნობოდა ოთახში. აუთრთოლდა ყველაფერი გოგონას.
-არა.
-არა?-და პირველად წაეთამაშა თამთას ოქროსფერ დალალებს. გააკანკალა.-ისიც არა, ვის ვწერდი წეღან?-ჩაეღიმა ლევანს. თამთა ვერ იძროდა ადგილიდან.
-რატომ უნდა მაინტერესებდეს?
-შენი ქმარი რომ ვარ, იმიტომ ხომ არა? მე დამაინტერესებს ყოველთვის, შენ თუ ვინმეს მიწერ. – მოაშორა თითები თმას, თვალები დახარა და ცოლის აცახცახებულ სხეულს ტკბობით შეაცქერდა.
-ვის უნდა მივწერო? – გაეცინა თამთას.-ასეთი გგონივარ?
-მეც მაგას გეუბნები. არავის უნდა მიწერო.-გაუცინა თვითონაც.
-ეგ მხოლოდ ჩემზე მოქმედებს?
-შენ გგონივარ თურმე „ეგეთი“.
-რა გინდა? – ვეღარ შეხედა მეტჯერ. ცოტა უკან დაიხია თამთამ.
-შენ რომ გჯეროდეს იმის, რასაც გეუბნები.-წამში დაუსერიოზულდა ხმა.-მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ცოლ-ქმრული ცხოვრება გვექნება მე და შენ. ყოველთვის იცოდე, რომ როცა სახლიდან გავდივარ, იქ არ მივდივარ, სადაც შენ იფიქრე ახლა.
-არაფერი მიფიქრია, მართლა..
-ტყუილები არ მიყვარს,-კვლავ მსგავსი ხმით განაგრძო.-მით უმეტეს, შენგან ვერ ავიტან..
-რამდენ პრეტენზიას მიყენებ ამ დილაუთენია? კიდევ რას დამიბარებ?
-არაფერს გიბარებ, შენს ცნობისმოყვარეობას ვაკმაყოფილებ. თუკი დაინტერესდები ხოლმე სად ვიქნები, რას ვაპირებ, ყოველთვის სიმართლეს გეტყვი. ანალოგიურად მოიქცევი შენც. შევთანხმდით?!
-აღარ მიდიხარ? – ამოხედა კაცს. თვალი გაუსწორა თამამად. ხანდახან იმდენად მაცდურად იქცეოდა, ნებისმიერ კაცს გადაიყვანდა ჭკუიდან.
-შევთანხმდით?!
-წადი. – გასვლა სცადა, თუმცა იდაყვზე ჩაავლო ხელი და თავისკენ მოიზიდა.
-ნუ გეშინია.. დადებითი პასუხი შენს მორჩილებას სულაც არ ნიშნავს.
თვალები დახუჭა თამთამ. მოდუნდა მის მკლავებში. წამში გაათავისუფლა ლევანმა. ცოტა ხანი უყურა მის დამშვიდებას და გავიდა.
აფორიაქებულმა აირბინა კიბეები და ოთახში შეიკეტა.
„მორჩილება“ – ეს აფრთხობდა ყველაზე მეტად. ლევანი მართალი იყო.
.
ეზოდან როგორც კი გაიყვანა მანქანა, მშობლების საფლავს შეავლო შორიდან თვალი. შემოკავებულ სასაფლაოზე ვიღაც ჩაკუზული იყო ცხედრებთან. ძმის მაღალი სხეული შეამჩნია და რაღაცამ გაიელვა ორგანიზმში. მანქანა შეაყენა, გადმოვიდა და ჭრიალით გააღო ახლად შეღებილი პატარა კარი.
დედის საფლავთან იჯდა ნეგა. ფერი არ ედო სახეზე, საფლავის ქვას უყურებდა პირდაპირ და უფროსი ძმის მოსვლას არანაირი ემოციით არ შეხვედრია.
ღვინო დაასხა ორივე მხარეს ლევანმა. შემდეგ თვითონაც ჩაიმუხლა დედის ფოტოსთან და ხელის ზურგით მიეფერა.
-ერთხელაც კი ვერ ვნახე. – ჩუმად თქვა ნეგამ.-შენმა ძვირფასმა მამიკომ არ მიმაკარა დედას, ისე გამომაცალეს ხელიდან. მაგ ყველაფრის შემდეგ ბებია მე მამტყუნებს, ამის როგორ გჯერა, ლევა?
-მე არაფრის მჯერა, ნეგა.-სიგარეტს მოუკიდა კაცმა.-მით უმეტეს, ბებიაჩვენის.
-ბებია ისე გაგიმწარებს ცოლს, როგორც არასდროს. დედას რასაც უკეთებდა, ეგ სანატრელი გაგიხდება, თუ ასე მარტო დატოვებ ხოლმე თამთას.
-არ დავტოვებ მარტო. შენ ხომ სახლში იქნები,-ჩაეღიმა ლევანს. ნეგასაც გადაჰკრა ღიმილმა, უხილავი ნდობის ძაფები გაჩნდა მათ შორის, მაგრამ მალევე ისიც გაუფერულდა.
-როცა არ ვიქნები?! – თავი გადახარა ბიჭმა.
-არ იდარდო, ბებია ვერ დაიყოლიებს. ფიცხი და ჯიუტია.
-ქართველია?!
-ხო. მამას ძველი მეგობრის შვილია. ქორწინება სჭირდება, რომ დაცული იყოს. სიყვარულით არ მომიყვანია, ძალიან რომ განიცადე. გეცოდინებოდა, ასე რომ ყოფილიყო..
-გავიგე, მთელი სოფელი ამაზე ლაპარაკობს. ახლა ჩემი მოსვლაც დაემატათ საჭორაოდ.
-არ მითხრა, რომ გადარდებს? – წარბი აუწია კაცმა.
-ფეხებზე . შენ იდარდე..
-ოხ, ნეგა! – ფეხზე წამოდგა ლევანი.-არ დაიწყო ჩემთან ომი, ვერ მომერევი. ყველაზე ნაკლებად უნდა იყო ჩემზე გაბრაზებული, შენც ძალიან კარგად იცი.
-შენ ჩემი უფროსი ძმა ხარ, ლევა.-წამოდგა თვითონაც. საფლავის ერთ მხარეს იდგა თვითონ, საპირისპიროდ – ლევანი. დედის ფოტო გაჩხერილიყო მათ შორის.-შენი იმედი მქონდა მაშინ, როცა მამამ სოფლიდან გამაგდო, სახლი გადამიწვა, დამნაშავედ გამომაცხადა. შენც კარგად იცი, თითი რომ არ დამიკარებია იმ გოგოსთვის.. და თვითონაც იცოდა, უბრალოდ ვერ დადგა შვილის მხარეს, მე ხომ ერთი გატუტუცებული ბავშვი ვიყავი მის თვალში, შენ ჰყავდი ყოველთვის სამაგალითოდ..
-და ამან შეგიშალა ხელი, დედა რომ გაგეცილებინა უკანასკნელ გზაზე? კუბოს შენს ნაცვლად მეზობლები მიათრევდნენ, ნეგა. უნდა მოსულიყავი.
-არ მოვედი.
-ვერ მოხვედი!-სიგარეტიანი ხელი აიქნია ლევანმა.-შეგეშინდა..
-არა!
-შეგეშინდა, რომ გული დაგწყდებოდა სადღაც გულის სიღრმეში. თუნდაც მამაზე. თუნდაც ჩემზე, ასეთ განადგურებულს რომ დამინახავდი. შეგეშინდა, რომ შენში დავიჭერდი მწუხარებას.. ეს ასეთი რთულია შენთვის? გიყვარდეს საკუთარი ოჯახი, მიუხედავად იმისა, როგორია ის? გგონია, მე მამა ოდესმე გამიმართლებია? – და მამისკენ გაიშვირა თითი.-ან არ მიცდია შენი დაცვა? გინდა, გითხრა, რას აკეთებდა, როცა წინააღმდეგობას ვუწევდი? -ნეგას მიუახლოვდა თანდათან.
ცოტ-ცოტათი დაპატარავდა ნეგა. სიმართლის გისოსები მოეხვია გარშემო. აღელდა.
-არ მინდა!
-კარგად იცი რაც ხდებოდა სახლში, როცა შენ გიცავდი. ხომ გახსოვს..
-არ მინდა, ლევა, წადი!
-არასდროს გაბედო ჩემი დადანაშაულება, – კეფაზე მოხვია ხელები.-და არასდროს ისაუბრო ჩემზე ცუდად ჩემი ცოლის თვალწინ.
-წადი! – ამოიჩურჩულა ხმადაბლა და მკლავზე ჩაეჭიდა უფროს ძმას.
ხელი შეუშვა კაცმა. სიგარეტი ჰაერში მოისროლა, მანქანას მიუჯდა და წავიდა.


თავი მეოთხე
სახლისკენ მიმავალი სიდა დალანდა ნეგამ. კარგად გადაკეტა სასაფლაოს კარი. დედას თბილად დაემშვიდობა. სიდას დაუძახა რამდენჯერმე. სკოლის ჩანთა გადმოეკიდებინა მხარზე და სიცხისგან გამოწვეულ ოფლს იწმენდდა შუბლიდან.
-სად ბრძანდებოდი, ქალბატონო? – ჩანთა გამოართვა ნეგამ და გადაკოცნა გოგონა.
-სკოლაში. შენ, ვაჟბატონო?
-სკოლას კიდევ ვერ მორჩი? – გაეცინა და უყურადღებოდ დატოვა მისი კითხვა.
-მოვრჩები წელს და დავისვენებთ ერი და ბერი!
-წამოდი სახლში. მიხსენი ბებიაჩემის ავი თვალებისგან.
-თამთა სახლშია? – თვალებში ჭინკები აუთამაშდა.
-ოჰ, მოიგო უკვე შენი გული? კი, არის. წამოდი.
-დედას გადავძახებ…
თამთა ეზოში ჰამაკზე დახვდათ. სიდას თბილად მიესალმა და ეჭვნარევად აათვალიერა ნეგა. აღარ იყო დილანდელივით ირონიული და ხისტი, რაღაცნაირად სევდიანი და მოწყენილიც კი ეჩვენა თამთას.
სიდა სკოლის ამბებს ყვებოდა. ასევე სოფლის ჭორებიც გადმოულაგა ნეგას. ყველაფერს ეკითხებოდა ბიჭი, მთელი ეშერას მაცხოვრებლები მოიკითხა ნეგამ. სიდაც დაუღალავად აწვდიდა ინფორმაციას. ძველი მასწავლებლების მოკითხვაც არ გასჭირვებია ბიჭს, თამთას ფარულად ეცინებოდა მათ დიალოგზე.
სამივემ გააჩუმა ენა, როგორც კი ქალბატონი ესმას ჩუმი დატირება მოესმათ. გლოვა გლოვით გადაიარა ჭიშკარი ქალმა, სასაფლაოებისკენ აიღო გეზი. თავშალი მოეხვია სახეზე, ალბათ მთელმა ეშერამ გაიგო მისი ჩუმი, მაგრამ მაინც ხმამაღალი ტირილი.
ნეგას სახე შეეცვალა მაშინვე. სიდაც უხერხულად დატრიალდა.
გუმისთა ნელა მინარნარებდა შავი ზღვისკენ. ქალბატონი ესმას ტირილის ფონზე გუმისთაც აღელდა თითქოს, ვეღარ ეტეოდა კალაპოტში და მისი ჩვეული, მშვიდი ტალღები მაშინვე შემაშინებლად ააჩქარა.
თამთას რაღაც ჩასწყდა ღრმად. ქალბატონი ესმა მთელი დღე ნასუფრალს ალაგებდა, ეზო დაასუფთავა, სახლი დააკრიალა და ამის ფონზე თავისი დილანდელი ორიოდე თეფშის დარეცხვა საწყლად მოეჩვენა. ლევანის მადლიერება იმდენად შემარცხვენელი ეჩვენა, სუნთქვა შეეკრა და თავი ასმაგად დამნაშავედ იგრძო.
დარწმუნებული იყო ბიჭებს არასდროს დასცდენიათ ალბათ არანაირი მადლიერი სიტყვა ბებიის მიმართ, ვინც დილიდან საღამომდე არ დამჯდარა. ამდენი ენერგიის დახარჯვის მერე ისევ სასაფლაოებისკენ გაიწია ქალმა, ისევ გააგრძელა თავისი გლოვა და შვილი და რძალი მოიკითხა იმიერ სამყაროში.
ნეგას არც უცდია ხმის ჩახშობა. მოესმა ქალის გოდება, მოესმა სიტყვა შურისძიება, მტერი, სიკვდილი, სამაგიერო.. თამთამაც კარგად გაიგონა ეს სიტყვები, ეშერასაც არ გაუჭირდებოდა მუქარის მიღება.
სიდა მორიდებით გავიდა თავის სახლში. ჰამაკიდან წამოდგა თამთა, ბაღის მაგიდას მიუჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
ნეგამ თვალები დახარა.
-რა მოხდა თქვენს შორის, ნეგა? – მისცა თავს უფლება, ეს ეკითხა მისთვის.
-არ გითხრა შენმა ქმარმა? – ცივი ხმა ჰქონდა.
-ჩვენ ისე არ დავქორწინებულვართ, როგორც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე.
-ვიცი. მამაშენმა გამოგათხოვა. ჩემი ძმაც ისეთი კეთილია, დახმარების ხელი გამოგიწოდა.-ჩაეცინა ნეგას ირონიულად.
-ჩვენი ქორწინება მაინც რაღატომ გადარდებს? ეს პრობლემაა შენთვის? – ვერ მიუხვდა ირონიას თამთა და ცოტა გაბრაზდა კიდეც.
-ნამდვილად ფიცხი ხარ. – კვლავ ჩაეცინა ბიჭს, ამჯერად თბილად. – მე არ მადარდებს თქვენი ქორწინება. პირიქით, შენ შეგიძლია მისი გახდე ყველანაირი გაგებით. მე ის მაწუხებს, რაც ამ სოფელში დაგემართება, თამთა. აქ არ არის შენნაირების ადგილი.
-რას ნიშნავს „ჩემნაირების?“
-სუფთას. – გაუღიმა კიდეც ბიჭმა. წამში ეცვლებოდა ხასიათები, თამთა გიჟდებოდა.
რამდენიმე წამი უყურა თვალებში რძალს თავისი სიტყვებში დასარწმუნებლად. თამთას ოქროსფერ თმას შეავლო თვალი, მისი სახის ნაკვთებიც შეისწავლა და ჩუმად უთხრა:
-დედას ჰგავხარ.
ისეთი ხმით ამოიოხრა ნეგამ, დენმა დაუარა სხეულზე გოგონას.
-არ მომიყვები? – ისევ დაუბრუნდა თავის კითხვას თამთა.
-დარწმუნებული არ ვარ შენს ქმარს უნდა თუ არა, ეს რომ იცოდე.
-ანუ შენთვის მნიშვნელოვანია შენი ძმა რას ფიქრობს?-პირველად გაეღიმა გულწრფელად გოგონას. ნეგასაც შეუტოკდა ბაგეები.-შენ ხომ არ გადარდებს? ხომ არ ხარ ამ ოჯახის ნაწილი?
-ასე მალე?-ღიმილი უფრო გააფართოვა ნეგამ.-რა გინდა, მშვიდობის მტრედი გინდა იყო ჩვენს შორის? წიგნის პერსონაჟობა მოგინდა, მშვენიერო თამთა?
-სიმართლის ცოდნა მინდა, მაგრამ რადგან არ მეუბნები, არ დაგაძალებ. ჩემი საქმე არ არის.
-თავად ლევანს რატომ არ ეკითხები? – შემოტრიალდა ქალისკენ. ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტს გაუკიდა.-თუ ლევანთან ჯერ ნორმალურად არც გილაპარაკია?
მიხვდა, რაც იგულისხმა ამ „ლაპარაკის“ ირგვლივ ნეგამ და უხერხულად აარიდა თვალები.
-ლევანი ვერ იტანს ჩემს მანქანას.-ჩუმად თქვა ნეგამ და თავის „ნოლ შესტს“ გაუსწორა თვალი.-ვერც ჩემს მეგობრებს იტანდა ვერასდროს, ადამიანებს, ვისთანაც ერთად ყოფნა მსიამოვნებდა. ამბობდა, რომ ისინი არაფრის მაქნისი, ლოთები და უსაქმურები იყვნენ. სკოლის ბოლო წლებიდან დაიწყო ჩემი გაფუჭება, – გაიცინა. – და იმ წელსვე დაიწყო ბედნიერი ოჯახის სტატუსის თანდათან გაუფასურება. მე რადგან პატარა ვიყავი ლევანზე, უფრო სხვა სტილით მზრდიდა მამა. უფრო სწორედ, არ მზრდიდა. ეს იყო განსხვავება. ლევანი მამაჩემის გაზრდილი რომაა, სწორედ მაგიტომ მეშინია, შენ არ გავნოს.-მიაგება თამთას შეშინებულ თვალებს თავისი დარწმუნებული ნეგამ.
-რატომ ხდებოდა ასე? მას რატომ ჰქონდა მამასთან უკეთესი ურთიერთობა?
-მამაჩემი ლევანს ბავშვობიდან ამზადებდა. თავისი ცხოვრების გზას უნდა გაჰყოლოდა ისიც, ეს იყო გეგმა.
-რა ცხოვრებას? ვერ ვხვდები?
-არ იცი?
-რაა?
-არ იცი, მამაჩემი ვინ იყო? – გაკვირვებულმა აზიდა წარბები ნეგამ.
-არა?!
-თამთა, რომ წამოხვედი, არაფერი გიკითხავს ჩვენს ოჯახზე? – იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო ნეგა და ქვევიდან ამოხედა გოგონას. თავი გააქნია თამთამ.
ნეგამ ისევ ამოიოხრა.
-აფხაზური სამყარო ბევრად განსხვავებულია, ვიდრე შენი სამშობლო. ნებისმიერ ტარბა ეშერაში კანონიერი ქურდია, თამთა. მათ შორის, შენი ქმარიც.
თამთას ისე შესამჩნევად გააკანკალა, ნეგამ ხელიც კი შეაშველა. თვალები მიხუჭა წამიერად გოგონამ, ეს მაინც რატომ არ იცოდა? ეს მაინც რატომ დაუმალა მამამ? ან ვის მიანდო შვილი საერთოდ? ვის მიაბარა?
-მერე?-დაიჩურჩულა გოგონამ.-რას ნიშნავს ეგ? რას აკეთებს?
-არ ვიცი. თავად მოიკითხე.
-შენ? შენც ხომ ტარბა ხარ?
-მე არაფერში მჭირდებოდა ეგ სტატუსი. არც სურვილი მქონდა და, როგორც მამა ამბობდა, შესაფერისიც არ ვიყავი მაგ ამბისთვის.-სარკაზმულად ჩაეცინა.
-ლევანს უნდოდა?
-ლევანის იდეოლოგია, შეხედულება, ფასეულობები ყველაფერი ამაზეა აგებული, თამთა. ის მამას ცხოვრებას გაჰყვება და სავარაუდოდ ისე დაასრულებს, როგორც მან დაასრულა. ამის მერე უფრო მეტი მტერი გაუჩნდება, უფრო მეტი პრობლემა გაუხდება მოსაგვარებელი. პირველ რიგში, მკვლელობის ამბავს დაუწყებს გამოჩხრეკვას. არ ვიცი, ეს სანამდე მიიყვანს.. არ ვიცი, ვინ არის მკვლელი, იმდენი მტერი ჰყავდა მამას. მეც კი მისი მტერი ვიყავი, თამთა, წარმოგიდგენია რამდენად ჩახლართულია?
-შენ რატომ ემტერებოდი?
-მე არ ვუყვარდი. – ფეხზე წამოდგა. ფეხზე დამდგარმა დააფერფლა საფერფლეზე სიგარეტი.
-კარგი რა.
-მართლა გეუბნები. არ ვუყვარდი, რადგან არასდროს მქონია სურვილი მის საქმის გარჩევებს დავსწრებოდი. ლევანს ყველგან დაატარებდა, ლევანს ასწავლიდა, როგორ დაესახიჩრებინა ადამიანი ისე, რომ ცოცხალი დარჩენილიყო. ასწავლიდა, როგორ ესროლა იარაღიდან. ქალის პატივისცემასაც კი ასწავლიდა, მაშინ როცა დედას.. – და მიჩუმდა. თამთას სულმა წასძლია, უნდოდა ეთქვა ყველაფერი.
-ცემდა დედაშენს?
-არა მარტო. – ძალიან ხმადაბლა, ძალიან შეუმჩნევლად თქვა ნეგამ.-ის ზოგადად არ სცემდა ქალის იდეას პატივს.
-და ამან გაართულა თქვენს შორის ურთიერთობა?
-ყველაფერმა. უნდობლობამ, არეულობამ, ჩემმა პრობლემებმა ცალკე.. ცუდი ბიჭი ვიყავი, – გაუღიმა გოგონას და გაახსენდა ყველაფერიც.-არ ვიყავი შესაფერისი ტარბა. არ ვიყავი შესაფერისი მისი კრიმინალური ცხოვრებისთვის, მე ჩემი ცხოვრება მქონდა. ეს არ მოსწონდა მამაჩემს.
-ლევანი რატომ დაჰყვა? ის.. ის ჰგავს მამაშენს? – ფრთხილად ჰკითხა. ნერვიულობისგან ფეხზეც კი წამოდგა.-მითხარი, ნეგა, უნდა ვიცოდე რისი გაკეთება შეუძლია ჩემთვის.. – ხელები გაუსვა ერთმანეთს აღელვებულმა.-ასეთი საშიშია აქაურობა? მართლა გიჟებითაა სავსე?
ნეგამ თავი გაუქნია დასამშვიდებლად, თუმცა მოსაფერებლად წაღებული ხელი უკანვე წაიღო და შემოსწრებულ ძმას დაუხვედრა უტეხი მზერა. ლევანმა ჯერ ნეგა განსჭვრიტა თავისი მახვილი თვალებით, დილანდელი გაფრთხილება უსიტყვოდ შეახსენა, შემდეგ ცოლის გაფითრებულ ტანს ააყოლა ხელები და სკამზე ჩამოსვა.
შეხება მთლიანად შეიგრძნო თამთამ. გაბრაზებულმა ხელებმა მაინც მშვიდად დასვა გოგონა სკამზე. მორჩილება, მორიდება, მოწიწება – ყველაფერი გაახსენდა თამთას დილანდელი საუბრიდან გამომდინარე და ცოტა აკლდა გასაქცევად რომ გამზადებულიყო.
ნეგამ უხმოდ დატოვა ცოლ-ქმარი ეზოში. წინ მიუჯდა კაცი. მტვრიანი ჰქონდა შავი შარვალი, ტალახიც ემჩნეოდა ფეხსაცმელს. სასაფლაოდან ახალ გამოსულს ჰგავდა. ხელები ჰქონდა სუფთა და სველი, როგორც ჩანს ახალი დაბანილი.
-გისმენ აბა. – მისწია სკამი ქალისკენ.
-რას მისმენ?
-შენს კითხვებს ვუსმენ. რას ეკითხებოდი წეღან ნეგას?
-ასე მალულად შემოსვლა რატომ იცი?
-მალულად არ შემოვდივარ. ეს უბრალოდ შენ ვერ გრძნობ, გვერდით რომ ვარ. რას ეკითხებოდი-მეთქი ნეგას, მკითხე აბა მეც.
-თავი დამანებე, უნდა წავიდე.-ფეხზე წამოდგა, მაგრამ ფეხითვე გააჩერა კაცმა. ხელი გაშალა და მიუთითა დაბრძანებისკენ.
თამთას კიდევ ერთი წითელი ნიშანი აენთო გონებაში.
-დაჯექი.
-არ დავჯდები.-ხელისგულებით დაეყრდნო მაგიდას.-რას იზამ? მცემ?
-ზღვარს ნუ გადადიხარ, თამთა.-ქვევიდან ამოხედა ცოლს. უფრო მეტად დაეტყო გაბრაზება მის მშვიდ სახეს.
-რომელ ზღვარს?
-ჩემდამი პატივისცემას.
თამთა უნებურად დაუბრუნდა თავის ადგილს.
-ნუ მეჯიბრები. შენ მაინც ნუ ცდილობ ჩემი მოთმინების შემოწმებას, როცა საბაბს არ გაძლევ. ასეთი რთულია ეს გააკეთო?
-შენთან ყველაფერი რთულია.-ჩუმად თქვა და სხვაგან გაიხედა.
-მაინც? რა არის რთული? – შეეხო მისი თითები ქალის სახეს. მზერა გაასწორებინა.
-არ ვიცი.. ყველაფერი..
-არ ვგავარ მე მამას, არ იდარდო. შენ არ იცნობდი მას, ნეგას ნაბოდვარს კი ყურადღებას ნუ აქცევ. ის ისე ამბობს ყველაფერს, როგორც თავად ჰგონია.
-უბრალოდ მაინტერესებდა..
-მერე უბრალოდ გეკითხა. ზურგსუკან ნუ არკვევ რაღაცებს, რაზეც პასუხს თვითონაც გაგცემ. ჩემი ცოლობა იცი რას ნიშნავს? – დაადაბლა ხმა. საკმაოდ ახლოს ჰქონდა სახე ცოლთან.
-რას?
-რომ ჩემი უნდა იყო. ჩემს გვერდით უნდა იდგე, შენს მხარდაჭერას კილომეტრებით შორსაც კი უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მაშინ თუკი არასწორი ვარ. შენთვის რას ნიშნავს, მე რომ შენი ქმარი ვარ?
ხმა ვერ ამოიღო გოგონამ.
-არ დამიმსახურებია ის სიტყვები, რაც ნეგას უთხარი წეღან.-თავად გააგრძელა ლევანმა.-რამე გაწყენინე?-გადაიხარა ისევ ცოლისკენ. მოუდუნდა ყველა კუნთი თამთას, ისეთი უხეში სითბო გადმოიღვარა ქმრის თვალებიდან.-რა გავაკეთე არასწორი შენთან?
-არაფერი.
-მაშინ რა გაწუხებს.. რა გედარდება ასე ძალიან?
-მართლა უნდა წავიდე.-ფეხზე წამოდგა კვლავ. ამჯერად ლევანიც შეუერთდა.
-გამირბიხარ?-პირველად გაუღიმა გოგონას.-დარჩი, არ გკითხავ არაფერს.
-არ გაგირბივარ.
-როგორ არა, – იდაყვზე მოკიდა ნელა ხელი, თავისკენ მოიზიდა.-არ ვგავარ მე მამას, თამთა.-შუბლი მიადო შუბლზე და ისე უჩურჩულა.-გეფიცები.
-მჯერა.-იქვე უპასუხა თამთამაც.
-ხო?
-კი.
-არაფრის გაკეთებას არ გიპირებ.. ეგ არასდროს გაიმეორო. არასდროს, იცოდე.
-კარგი..
ხელი შეუშვა ემოციებისგან გადაღლილ მეუღლეს და ნაბიჯით დაიწია უკან. არც კი შეუხედავს თამთას მისთვის, იმდენად ეუცხოვა მსგავსი სიახლოვე. შეხებამ, რომელიც საერთოდ არ იყო უსიამოვნო მისთვის, ცოტათი ააღელვა. სამზარეულოში შევიდა აჩქარებული გულით და გაფითრებული სახით. დაინახა, როგორ დაქოქა ნეგამ თავისი ძველმოდური მანქანა და როგორვე ჩააქრო, როცა უფროსი ძმა მიუახლოვდა.
ოდნავ ჩამოიწია ლევანი. ფანჯარაში გაიხედა და გადმოსვლისკენ უბიძგა ბიჭს. თამთამ ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა. სამზარეულოს ფანჯრიდან კარგად ისმოდა მათი ხმები.
წინ დაუდგა ძმას ნეგა.
-ასე მალე დაგავიწყდა დილანდელი საუბარი? – მხარზე ჩამოსდო მარჯვენა ხელი ლევანმა.
-და რა გავაკეთე ასეთი, დამნაშავესავით რომ მიყურებ? – ხმა აიმაღლა ბიჭმა.-არ უნდა იცოდეს შენმა ცოლმა რას წარმოადგენდა მამაჩვენი? ან არ უნდა აგეხსნა მისთვის, ვინ იყავი? რას წარმოადგენდი? ასე უარაფროდ რომ შემოიყვანე სახლში შენი მშობლების სიკვდილის დღეს, გეფიქრა მაინც რამდენი კითხვა ექნებოდა მას.. მკითხა და ვუპასუხე. როცა კიდევ მკითხავს, კიდევ ვუპასუხებ. შენ უნდა დაგეკითხო?
-რა მოტივი გაქვს, ნეგა?-თვალებში ჩახედა ბიჭს.-რა გინდა, ვერ ვხვდები.
-არაფერი არ მინდა. რაც მინდოდა, აღასრულა უფალმა უკვე. თუ არ გაქვს მეტი კითხვა, წავალ, დამრთავ ნებას?!
-სად მიდიხარ?
-არ არის შენი საქმე.
-ნეგა, – ხელმა ნელ-ნელა გადაინაცვლა კეფისკენ. მჭიდროდ მოხვია თითები ძმას. თავი ააწევინა.
-გავისეირნებ და მოვალ. შემეშვი, – გააწევინა ხელი. თვალი გააყოლა რძისფერ მანქანას და იმ ფანჯრისკენ შემოტრიალდა, საიდანაც უმზერდა თამთა.
-ჩაიცვი. სადმე წავიდეთ.
-სად?
-სოხუმში გავიდეთ. არ გაინტერესებს როგორია?
-მაინტერესებს. მეგონა, აქ უნდა ვყოფილიყავი გამომწყვდეული.
-რატომ გეგონა ასე?- მიუახლოვდა ფანჯარას და რაფაზეც ჩამოდო ხელი. ისევ ახლოს იყო მასთან.
-შენ არ თქვი, საფრთხე გვემუქრება ყველასო.
-მერე, ის არ მითქვამს, ჩემთან ერთად არანაირი საფრთხე რომ არ გემუქრება?!-მომთხოვნი მზერით ააყოლა ქვევიდან მაცქერალმა კაცმა მის ჯერ კიდევ აწითლებულ სახეს.
-თავდაჯერებაც ამას ჰქვია. – ჩაეცინა თამთას.
-გაემზადე. მეც მოვწესრიგდები, – დაიხედა ტანსაცმელზე.
ერთად ავიდნენ ოთახში. სანამ ლევანი იბანდა, მანამ მოასწრო ჩაცმა თამთამ. შავი ტანზე მომდგარი, მოკლე კაბა ჩაიცვა. სხვა ფერს უბრალოდ ვერ დაადო ხელი, ვერ შეჰბედა ოჯახის ტრადიციებს თამაში, ამიტომ მოიქცა ასე. არ სურდა პრობლემების შექმნა არაფრის გამო, ბებიასაც ვერ გააღიზიანებდა მეტად, ისედაც ართულებდა მისი არსებობა ყველაფერს.
ლევანი თმის მშრალებით გამოვიდა აბაზანიდან. შორტი ეცვა მხოლოდ, მიმზიდველად მოუჩანდა ზედატანი. თამთამ სხვაგან გაიხედა და სახეზე კრემის წასმა განაგრძო. კისერზეც დაიტანა ტანის ლოსიონი გოგონამ. ქოქოსის სურნელი მიმოაფრქვია ოთახს. ლევანმა თავი მოატრიალა და სასიამოვნო სურნელის წყაროს დაასო მახვილი თვალი.
უყურებდა, როგორ ისვამდა მხრებზე ლოსიონს თამთა. თავისი გრძელი თითებით გაინაწილა კისერზე და დაიმასაჟა. სულმა წასძლია კაცს. მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა იმ სავარძელზე, რომელიც სპეციალურად ცოლისთვის მოატანინა ალანს.
-დაგეხმარო? – პირსახოცი მიაგდო მაგიდაზე, არც დალოდებია პასუხს, ისე გადაუტარა ხელები მხარზე.
-მე თვითონ.. – ოდნავ გამოიწია გოგონამ, მაგრამ ისევ თავისკენ მოატრიალა.
-მეც თვითონ..-ჩაეღიმა ლევანს. თამთასაც.
შემოატრიალა მისი ტანი, გადაუწია კაბის სახელურები მხრებზე. ზურგზე წაუსვა დარჩენილი ნაწილი. თმა ერთ მხარეს გადაუწია. თავისკენ მოიზიდა მისი სიფრიფანა სხეული და შიშველ გულმკერდზე აიკრა ცოლი. მოღერღილ მკერდზე ზედაპირულად გადაუტარა თითები და როგორც კი მისი გულისცემა შეიგრძნო, სუსტად გაეღიმა.
-ღელავ? – ჩუმად უთხრა იქვე, ყურთან.
-რაზე?
-ამ შეხებაზე, ჩემზე.
-არა.
-ღელავ, თამთა? – კვლავ განმეორდა. თამთამ პროფილით მოიხედა ქმრისკენ, საკმაოდ ახლოს აღმოჩნდა მის ტუჩებთან, ისედაც მილიმეტრებით დაშორებული.
-ვღელავ. – დაიჩურჩულა თვითონაც და გააწევინა ხელი ყელიდან.-შენ სარგებლობ?
-შენით? არასდროს. – ჩაუცურა ხელები წელზე. გაქცეული უკან დაიბრუნდა. თამთა მიხვდა თამაშის წესებს. მიხვდა, როგორ ამოწმებდა ქმარი მოუშვებდა თუ არა მას ახლოს. აჰყვა თვითონაც. ლოსიონი დაისხა კვლავ თითებზე, ამჯერად თვითონ გადაუტარა ხელები მის განიერ მხრებს.
ლევანმა გაოცებით აწია წარბები. თამთას გაეღიმა. მერე თვითონაც ვერ შეიკავა ღიმილი. რენტგენში გაატარა გოგონას თითოეული მიმიკა, თითოეული მოძრაობა. ჩაუცურა თითები მკერდზე ქმარს.
-ნუ შეტოპავ. – ესღა უთხრა მხოლოდ. ამჯერად თამთამ იგრძნო ქმრის გულისცემა. კმაყოფილმა მომთხოვნი თვალებით შეხედა ვნებიან ქმარს და უფრო მეტად მიიწია მისკენ.
-შენც.. ჩემთან თამაშში. არ დარჩე დამარცხებული.
-როგორი ქალური ხარ ამ წამს..
-შენ კი ძალიან აღელვებული..
-უფრო სხვა სიტყვას ვიტყოდი, მაგრამ ეგეც ვარ, კი.
-მოვრჩი.-ხელები გაუსვა ერთმანეთს გოგონამ. კმაყოფილმა მაინც მორცხვად ახედა მომღიმარ ქმარს.
კაბა შეუსწორა ლევანმა საპასუხოდ და სერიოზული სახით უთხრა თამთას:
-მადლობა, რომ პატივს სცემ ჩემს ტრადიციებს. ეს მნიშვნელოვანია. – კაბაზე და მის ფერზე ანიშნა თვალებით. ფეხზე წამოდგა და თითქოს არაფერი ისე, განაგრძო თავისი საქმის კეთება.
თამთამ გახურებული სხეული დაიმშვიდა, სახეზე მსუბუქად წაისვა ტუჩსაცხი და გამზადებული დაელოდა ქმარს.


თავი მეხუთე –
ეშერას ქვაღორღიან გზაზე ორიოდე ცხენოსანი შეინიშნებოდა მარტო. დანარჩენები ძვირადღირებული მანქანებით დაიარებოდნენ, სავარაუდოდ ან ტარბები იყვნენ ან სხვა დიდი გვარის წარმომადგენლები. გლეხებს ისეთივე ჯაბარხანები ჰყავდათ, როგორსაც ნეგა ეტრფოდა მთელი ცხოვრება, თუმცა მათი ბევრად ძველი და დაბეჩავებული იყო. აი, ნეგა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა თავის ცქრიალას. ფეტიში ჰქონდა ერთგვარი.
როგორც კი სოხუმის გზას დაადგნენ, გუმისთაც მიჩუმდა. ამჯერად ზღვა წარუძღვა გიდად თამთას სოხუმის ქუჩებში. სოხუმის თვალწარმტაცი, შესანიშნავი ხედები გადაიშალა თვალწინ და მასაც აუძგერდა გული სხვანაირად. ფანჯარას ბოლომდე ჩამოუწია გოგონამ, შეიგრძნო თითოეული ჰაერი, რომელიც ორგანიზმში შეუშვა, თითოეული დეტალი დაიმახსოვრა და ჩაიბეჭდა გონებაში.
ამინდი იყო იდეალური. მცხუნვარე მზე, ლურჯი, საპნიანი ტალღები და წკრიალა ცა იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს. ლევანის ლურჯი თვალებიც კი განსხვავებულად ელავდნენ თამთას ნასიამოვნები სახის ფონზე.
სიტყვა არ დასცდენია გოგონას სოხუმზე, ქართულზე, ამ კონფლიქტზე. არ სურდა დაძაბული ურთიერთობის გართულება, არც პატრიოტული სულისკვეთების გამჟღავნება სურდა დიდად, მით უმეტეს მამამისი პრემიერ-მინისტრი იყო და ისედაც სახიფათო ქორწინებას ვეღარ ჩახლართავდა თავისი შეხედულებებით.
მანქანა მოხერხებულ ადგილას გააჩერა კაცმა. სოხუმის სანაპირო გადაიშალა თვალწინ. ყველასთვის ნაცნობი საბჭოთა დროიდან არსებული “Набережная Сухуми”. ყველაზე მშვიდი ადგილი სეირნობისთვის.
ფეხით გამოასეირნეს უხმოდ სანაპიროზე. თამთას ყელში გაეჩხირა პროტესტის გრძნობა, როცა დალანდა თითქმის ყველაფერი განადგურებული. მტკივნეული შთაბეჭდილებები დატოვა აფაზეთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ადგილმა. დაჟანგავებული, დამპალი, დაშლილი სანახაობა გარდაისახა თვალწინ. ახალი თითქმის არაფერი, ძველი – მოუვლელი და დაბეჩავებული. ყველა კუთხეში თითქმის ფულის გამოძალვაა. ბოშები გიჟებივით გტაცებენ ხელს მანამ, სანამ ფულს არ მისცემ.
სანაპირო ორი ნაწილისგან შედგება – ერთი ნაწილი უფრო ახლოს არის ცენტრთან, მეორე კი ცოტა მოშორებით. პირველი ნაწილი უფრო მეტად მოწესრიგებულია, სავსეა თურქული ტკბილეულებით, ტრადიციული რესტორნებითა თუ კაფეებით, არის ულამაზე სახელმწიფო თეატრი შადრევნებით, აქვეა პრეზიდენტის სასახლეც. ევკალიპტისა და სხვა წიწვოვანი ხეების სურნელი ლეიტმოტივად გასდევდა სანაპიროს..
ერთ-ერთ კაფესთან შეჩერდა ლევანი. ხელით ანიშნა მეუღლეს და მხოლოდ მის შემდეგ შევიდა შიგნით. ვინტაჟური, ძველი სურნელი ტრიალდება შიგნით. კედლებზე წინაპარი ხალხის ფოტოები ეკიდა, ტრადიციული საკრავებიც გადმოელაგებინათ იქვე. აფხაზური ჩოხა და ფაფახიც საკიდზე ამაყად ეკიდა. ორპირიანი თოფიც ჩამოეკიდებინათ მედიდურად თეთრი აგურის კედელზე.
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მიიღეს ლევან ტარბა. მოწიწებით დასვეს ყველაზე მოხერხებულ, მყუდრო ადგილს, არავინ რომ არ შეაწუხებდა წყვილს ისე. სამძიმარი და მილოცვა ერთად გადასცა თვითონ ამ ადგილის მეპატრონემ და „რძალიც“ შესაფერისად მოიკითხა.
-რატომ არ მითხარი აქამდე? – ჩუმად წამოიწყო თამთამ და მენიუ გადაშალა.
-რა არ გითხარი?
-ვინც იყავი სინამდვილეში.
-ამას ასეთი მნიშვნელობა აქვს შენთვის? – ხმით გამოხატა უკმაყოფილება კაცმა.
-რა თქმა უნდა, აქვს.
-არ უნდა ჰქონდეს. უაზრობაა ის სტატუსი, რაც მე მაქვს. ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს შენ არ უნდა გაბრკოლებდეს რამეში.
-ანუ შენთვის უმნიშვნელოა, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ხარ, ლევან? – დაბალ ხმაზე, მშვიდად მიმართ ქმარს და მედიდურად გაუსწორა თვალი. პირველად მიმართა სახელით მეუღლეს, მათ შორის კიდევ ერთი ახალი ძაფი გაჩნდა.
-ეს ცნებაა ზოგადად არაფრის მომცემი ჩემთვის. რას შეუკვეთავ? – თავის არიდების მიზნით მიმტანს დაუძახა კაცმა.
-კლასიკური ჩიზქეიქი.
-მშიერი არ ხარ?
-არა.
-კარგი. მეც იგივე მაშინ. – ხელში გადასცა მენიუ და ცოლს მიუბრუნდა.
-შენ ხარ მგონი მშიერი,-დასცინა თამთამ.-არ ჭამო, თორემ იფიქრებენ, რომ ცოლი საჭმელს არ გიკეთებს.
-მერე არასწორად იფიქრებენ? – ჩაეცინა.
-შენ ხომ თქვი, რომ ვალდებული არ ვარ.
-დიახ.. სანამ სურვილი არ გაგიჩნდება.
-რომ მოგიარო? – ეშმაკურად გადახარა თავი გოგონამ. განსაკუთრებით მკაფიოდ უელავდა თვალებში ჭინკები.
-რომ ერთად ვივახშმოთ ხოლმე. მაგრამ მე „ჩიზქეიქებით“ ვერ დამაკმაყოფილებ.
-აბა, რითი დაკმაყოფილდები? ღომზე და ხარჩოზე გადის შენი გულისკენ მიმავალი გზაც?
-ჩემი გულისკენ მიმავალი გზა შენ რატომ გაინტერესებს?-კვლავ გაეღიმა კაცს და მიმტანს უფლება მისცა დაელაგებინა მაგიდაზე შეკვეთა.
ნამცხვრებთან ერთად სხვა დანარჩენიც მოაყოლეს თავიანთი ინიციატივით პერსონალმა. პატივისცემის გამოხატულების მიზნით თითქმის ყველაფერი მაგიდაზე დაულაგეს წყვილს, რაც კი ჰქონდათ. შეწუხებულმა დახედა თამთამ გაშლილ სუფრას, შემდეგ ლევანის მშიერ სახეს შეხედა და გაუღიმა.
-არ მაინტერესებს. გამოთქმაა ასეთი. – გააგრძელა მაშინვე, როგორც კი მორჩნენ დალაგებას.
-გამიგია მეც, ქართველი კაცის გულისკენ გზა, კუჭზე რომ გადის. ეგ მე არ მეხება.
-ვიხუმრე, არ გააზვიადო.
დანებების ნიშნად თავი დაუქნია მეუღლეს. ფარულად აათვალიერა ქალის მოღერღილი ყელი, წამოსვლის წინ თავის განკარგულებაში რომ იყო, და არეული მზერით უთხრა ცოლს:
-ჭამე რამე, თამთა.
-არ მშია.
-თითქმის არაფერს ჭამ. ცუდად ხომ არ ხარ?
-მადა არ მაქვს უბრალოდ.
-მერე, რატომ? ექიმთან ხომ არ წავიდეთ?
-რისთვის?-გაეცინა ირონიულად.-კარგად ვარ, უბრალოდ ახლა არ მშია.
-აქ ყველაფერი გემრიელი აქვთ. შუა ხნის აფხაზი ქალები არიან სამზარეულოში, ძველი ტრადიციის მიხედვით აკეთებენ ყველაფერს.
-დედაშენიც აფხაზი იყო? – ფრთხილად დაუწყო დედაზე საუბარი. მორიდებით გაუსწორა თვალი. ლევანმა ჭამა შეწყვიტა წამიერად, შემდეგ თვალები ჩახარა და უპასუხა.
-კი. კარგი კულინარი იყო.
-კარგი ურთიერთობა გქონდათ შენ და დედას? – წვენი მოსვა და კვლავ ნელ-ნელა გააგრძელა გზა სასურველი კითხვისკენ.
-ნორმალური.
-ანუ?-გაეღიმა.-არც თუ ისე კარგი?
-კარგი ურთიერთობა მხოლოდ მამასთან მქონდა, თუ ამ კითხვასთან მიდიხარ საბოლოოდ.-დანა-ჩანგალი თეფშზე შემოდო და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.-არ არის საჭირო, არ მკითხო, პირდაპირ გიპასუხებ. ჩემი არჩევანი იყო ნამდვილად ის, რაც ახლა ვარ. არ ვიცი, შენ რა წარმოდგენა გაქვს ამ სფეროზე, ამ სტატუსზე, როგორ ხდება ეს შენს ქვეყანაში ნამდვილად არ მაინტერესებს.. მე არ აღვიქვამ ისე, როგორც წესია. არ იდარდო, მკვლელი ქმარი არ გყავს, თამთა.-დაამატა ჩუმად.-დედა ყველაზე მეტად მერიდებოდა ჩემს ოჯახში. ეშინოდა მომკარებოდა, მომფერებოდა, გაებედა ჩემთვის თბილი სიტყვების თქმა. მისთვის უკვე ჩამოყალიბებული, უკვე „მამასნაირი“ ვიყავი, ამიტომ მეც არ დამიძალებია არაფერი.. ის ნეგას უფრო მეტად უფრთხილდებოდა, რადგან იჩაგრებოდა.. დედა ყოველ დილით, ყოველ საღამოს საჭმელს მახვედრებდა. ყოველთვის იცოდა როდის რა მინდოდა, არ ეზარებოდა ჩემთვის არაფრის კეთება, მაგრამ ჩემი ეშინოდა რაღაცნაირად. იძაბებოდა ხოლმე. განსაკუთრებით იარაღით ხელში მოსიარულეს როცა მხედავდა. ეშერაში შეუძლებელია შეუიარაღებელი იყო, როცა ტარბა ხარ. ეს შენც გეხება, თამთა.-ჩაეცინა.
-რატომ გერიდებოდა დედა? – ამ კითხვისას ძალიან ლამაზი ეჩვენა ცოლი ლევანს.
-იმ სიმახინჯეების დაფარვა უნდოდა, რასაც მამაჩემი უტოვებდა ყოველი ურჩობისას.-კვლავ გაეცინა ლევანს.
-სცემდა?!
-ხომ იცი ამაზე პასუხი.-წარბი აზიდა კაცმა.
-და არაფერს აკეთებდი?
-ამ კითხვის დასმას მხოლოდ შენ „გაგიტარებ“.
-რა არის ჩემი კითხვის პასუხი მაშინ?! აძლევდი უფლებას შეჰხებოდა დედაშენს?
-ჩემს თვალწინ არასდროს გაუბედავს.-დაბალ ხმაზე წარმოთქვა. მზერა არ მოუცილებია ცოლისთვის.
-რას აკეთებდი დედის დასაცავად? მამაშენს ეწინააღმდეგებოდი? – უფრო და უფრო ჩაეძია თამთა. ძალიან უნდოდა ქმრის ხასიათის შტრიხების შესწავლა.
-როცა რამეს ვაკეთებდი.. კარგი, არ მინდა. თავს არ გავიმართლებ.
-მითხარი!
-როცა შევეწინააღმდეგე, ნეგას სახლი გადაუწვა, თამთა.-მთლიანად ჩახედა ცოლს.-იმდენად ვეიმედებოდი, ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ ვეწინააღმდეგებოდი. ერთხელ იმიტომ დასაჯა დედაჩემი, ცხენით რომ იჯირითა ეშერას ქუჩებში. შენ იცი ჯირითი? – უადგილოდ ჩაეკითხა ცოლს და მისკენ გადაიწია.
-რატომ მეკითხები? მე რა დამემართება, თუ გავისეირნებ ეშერას ქუჩებში ცხენით?
-შენ არაფერი.
-ნამდვილად? დარწმუნებული ხარ, რომ მსგავსი ფსიქიკის მქონე კაცმა შენში არ დატოვა რამე ძალადობის კვალი?
-ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, შესაძლებელია. შენ ხომ განათლებული გოგო ხარ, გეცოდინება.
-ლევან, კარგად გეცოდინება მამაჩემი ვინაა და რასაც აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად გადამალული ვყავდი, მე მაინც მქონდა ურთიერთობა ისეთ ხალხთან, როგორიც შენ ხარ. მათგან არც ერთი ყოფილა ნორმალური.
-იცი შენ ჯირითი? – მაინც უყურადღებოდ დატოვა ცოლის სიტყვები.
-ვიცი.
-საიდან? დადიოდი?
-დავდიოდი.-გაეღიმა თამთას.-ყველაფერზე დავდიოდი და აი, ხედავ, რაშიც მადგება.
-ოხ! – გულიანად გაეცინა ლევანს. – რითი ხარ უკმაყოფილო, მშვენიერო მეუღლევ?
-კარგი რა.
-მეტი? მეტი რას აკეთებდი თბილისში?
-ფორტეპიანოს გაკვეთილებით ვიყავი დაკავებული. ფრანგულზე მატარებდა მამაჩემი, თუმცა თითქმის დამავიწყდა. ჯირითი ძალიან მიყვარს. განტვირთვაა ერთგვარი. თქვენ გყავთ ცხენი?
-მყავდა. ახლა ეშერას ტყეებში დაიარება სავარაუდოდ, თუ ვინმემ თავისთვის არ დაიტოვა ან არ გადაიჩეხა სადმე.
-გაგექცა?! – წარბები აზიდა თამთამ.
-ნეგამ გაუშვა.-სხვაგან გაიხედა კაცმა.-ჩემზე გაბრაზებულმა ის გამიქცია, ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო.
თვალი თვალში გაუყარა ცოლს, ამით აგრძნობინა, რისი თქმა სურდა ირიბად.
-ძალიან უცნაური ოჯახი გყავს.-დაიჩურჩულა და ზღვას გახედა სასიამოვნოდ.-ასეთი მეც კი არ მქონია.-გაიცინა კვლავ ნერვიულად.
-რას გულისხმობ?!
-გულწრფელი ვიყო? – მაცდურად გახედა მეუღლეს.
გაშლილი ხელით ანიშნა ლევანმა, რომ ჰქონდა უფლება.
-თქვენს ურთიერთობებს ვგულისხმობ. ასეთი ტრაგედია გადაგხდათ თავს, თქვენ კი ერთმანეთს ჭამთ, როცა უნდა გააძლიეროთ ერთმანეთი. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს უარესი, რომ შენ და ნეგა შერიგდეთ? რომ ერთმანეთის მხარი დაუჭიროთ? იმდენად ჩახლართულია ყველაფერი.. ერთ სახლში ცხოვრობთ, ერთ სუფრასთან სხედხართ, ბებიას ვერც ერთი ვერ გუობთ.. ქალბატონ ესმას კი თავისი შვილიშვილი ეზიზღება. შენთვის ეს ნორმალურია?
-სავსებით.
-როგორ შეიძლება ეს ნორმალური იყოს? ეს თუ არაფერს ნიშნავს შენთვის, მაშინ ოჯახის მნიშვნელობა საერთოდ არ გცოდნია.
-და შენთვის რა არის ოჯახი? მამა, ვინც შვილს თავისი ინტერესების გამო უცხო კაცზე ათხოვებს, უცხო ქვეყანაში?! – თავი გადახარა და თამთას თვალებში საკუთარ ანარეკლს დააკვირდა მკაფიოდ.-თუ ძმა, რომელიც არაფერს აკეთებს ამის შესაჩერებლად? ქალიშვილი, ვინც უყოყმანოდ თანხმდება შემოთავაზებულს, მამიკოს ხომ არ აწყენინებს?! ან იქნებ, დედა, ვინც მოღალატე ქმარს ყველაფერს პატიობს, მხოლოდ იმის გამო, რომ უზრუნველყოფილი ცხოვრება არ მოაკლდეს და შვილები უდარდელად აცხოვროს? ეს არის შენთვის იდეალური ოჯახი, თამთა? ეს გგონია ნორმალური? ეს იცი ოჯახზე?
ერთ ადგილს გაქვავდა თამთა. ვერ დაუჯერა მოსმენილს, ვერც იმედგაცრუებული მზერა გააკონტროლა, ვერც ამღვრეული თვალები. მთელი ძალა მოიკრიბა გოგონამ, არ მისცემდა ამ კაცს ზღვარის გადაკვეთის უფლებას.
-მამაჩემს ჩემზე უკეთ არავინ იცნობს, ამაში ეჭვი არასდროს შეგეპაროს. ვიცი რა კაციცაა, შენი შეხსენება არაფერში მჭირდება. ჩემი ძმა ყველაზე ძვირფასი ადამიანია ამ ქვეყნად, ყველაზე სანდო. როგორც შენ ახსენე, როცა ნეგას იცავდი, კარგი ამბავი არ ტრიალებდა სახლშიო, სწორედ იგივე მდგომარეობა იყო ჩემთან. თუმცა მამაჩემი არ მცემდა, არც დედა, და არც მამა ურტყამდა დედაჩემს.-პირდაპირ დაასო მახვილი თვალი ქმარს და გულზე მოახვედრა ცხელი ისარი თავისი სიტყვებით.-იცი რატომ?! რადგან არავინ მისცემდა ამის უფლებას. შევაკვდებოდით მე და დაჩი და დედას თითსაც ვერ დააკარებდა.-ჩაეღიმა.-შენ რა შვილი ხარ ამის შემდეგ, დედას თვალწინ გიცემდა მამაშენი და არაფერს აკეთებდი..
-თამთა!
-თუ გინდა გაბრაზდი, თუ გინდა სახლში დამაბრუნე, მე არ მაინტერესებს, ლევან. დიდი ხანია, არაფერი მაინტერესებს, რადგან ყოველთვის ყველაფერი მქონდა, რასაც მოვისურვებდი, ოჯახის გარდა. ახლა ამის ყოლის იმედიც დამეკარგა. დავრწმუნდი, რომ ოჯახს ეშერაში და მითუმეტეს, შენს რეზიდენციაში, ვერასდროს ვიპოვი. შენს სიტყვებს ყურადღებას არ მივაქცევ. რაც ჩემზე თქვი შეიძლება მართალიცაა, მამაჩემს ვერ შევბედე უარი. გამოგიტყდები, ჩემი სიცოცხლეც მადარდებს. სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ ყველაფერს. ის, რაც დედაზე თქვი..-ოდნავ გადაიწია სკამზე.-ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. როცა ადამიანს არ იცნობდი, მასზე საერთოდ ხმაც არ უნდა ამოიღო. შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ? გეცოდინება. არასდროს გაბედო ჩემს ოჯახზე მსგავსი საუბარი, როცა შენი გიჟებითაა სავსვე.
-მორჩი?! – ძალიან ჩუმად იკითხა.
-შემიძლია გავაგრძელო. თუკი ასეთი პრობლემური ვიყავი შენთვის, რატომ დათანხმდი ჩემს ცოლად მოყვანს? თუკი, მსგავსი დამოკიდებულება გქონდა ყველაფერზე, რატომ მომიყვანე ცოლად, ლევან? სიკეთე და ადამიანობა გამოიჩინე? დახმარების ხელი გამოუწოდე იმ ადამიანს, ვისი ოჯახიც არაფრად ვარგა?
-შენ რომ ჩემი ცოლი არ იყო, იცი რა დაემართება მამაშენს, შენს ძმას, შენ? აფხაზები არავის დაინდობენ, მაშინ როცა საქმე ფულს, მაფიას, ქალებს ეხებათ.-რამდენიმე წამი არაფერი თქვა.-არ ვიცი, რა იცი შენს „სარფიან“ გათხოვებაზე, მაგრამ კარგად დაიმახსოვრე, რომ შენ ჩემი ცოლი და იმ გიჟი ოჯახის წევრი ხარ, რაც წეღან ახსენე.
-ეს არ არის ჩემს კითხვაზე პასუხი.
-და რა არის შენი კითხვა? რატომ მოგიყვანე ცოლად?
-დიახ!
-რადგან ლამაზი ხარ. – გამჭრიახი მზერა ესროლა მეუღლეს.-ჭკვიანი, განათლებული, სავსებით ჯდები ჩემს გემოვნებაში.
-და ასე მარტივად შეგიძლია ცოლად მოიყვანო ნებისმიერი გოგო, ვინც ლამაზი და ჭკვიანია?
-ნებისმიერი არა, მაგრამ შენ კი.
-საერთოდ მიცნობ?! ჩემზე რა გაგიგია?
-გეხუმრე. როცა მამამ მითხრა, რომ თავის მეგობარს დახმარება სჭირდებოდა, მივხვდი, რამდენად სერიოზული იყო ყველაფერი. თუ გინდა არ დაიჯერო, მაგრამ არასდროს მივატოვებ ადამიანს, ვისაც დახმარება სჭირდება, მით უმეტეს შენნაირ მშვენიერ ქალბატონს.-აათვალიერა ცოლის სხეული და აცახცახებული მხრებიც დალანდა ნათლად.
-აღარ შემიძლია.. – ფეხზე წამოდგა და სწრაფად გავიდა კაფედან. ფეხდაფეხ მიჰყვა ლევანიც, რომელმაც უცებ დაყარა რუბლები მაგიდაზე და ხელის აწევით დაემშვიდობა პერსონალს. თამთას ხელჩანთაც გამოაყოლა ხელს და ცოლს დაეწია.
-დამელოდე!
-თავი დამანაბე!
-სად გარბიხარ? – იდაყვში ჩაავლო ხელი და თავისკენ მოსწია.
-რა გინდა? ურჩობისთვის უნდა დამსაჯო?
-საიდან მოგაქვს ეს სიტყვები?-ჩაეცინა ლევანს. თავისკენ მოიზიდა ატირებული ცოლი.-როგორ დაგიშავებ რამეს, თამთა..
-არ გაგიჭირდება.. ისეთი ნაგიჟარი ხარ, არ მოგერიდება.. არ მინდა მეც დედაშენის..
-არ გინდა..-გააჩუმა თითებით. შუბლით მიეყრდნო ცოლის ნიკაპს და ფრთხილად აკოცა იქვე.-როგორ დაგაჯერო.. როგორ მოვიქცე?
-არ უნდა გეთქვა ჩემთვის ის სიტყვები. არ დამიმსახურებია.
-არც შენი პასუხი იყო აღმაფრთოვანებელი. პირდაპირ მითხარი, რომ არაკაცი ვარ.-გაეცინა. თამთასაც გაეღიმა უნებურად.
-მაპატიე. – დაიჩურჩულა გოგონამ.
-მხოლოდ შენ გაპატიებ. შენც მიიღებ ჩემს ბოდიშს? – თმა გადაუწია ზურგს უკან და ცრემლები მოაშორა მის უნაკლო სახეს.
-მივიღებ.
-კარგი გოგო ხარ. სახლში წავიდეთ.
-წავიდეთ. – თავი დაუქნია.
ხმა არ გაუღია არც ერთს, სანამ ეშერას გზას არ დაადგნენ. დაძაბული იჯდა თამთა, ჯერ კიდევ არ შეშრობოდა ცრემლები თვალებზე. ვერ გადახარშა ის სიტყვები, რაც ლევანმა უთხრა და ვერც თავისი პასუხი მოინელა დიდად. გაუკვირდა კიდეც, როგორ „მოუთმინა“ ლევანმა ის სიმართლე, რაც პირში მიახალა. ეგონა, გაგიჟდებოდა, რამეს ეტყოდა, ხელით შეეხებოდა.. ამაშიც გამოსცდა ქმარი – სიბრაზეში. ღრმად ჩარჩა გონებაში ნეგას სიტყვები, რომ ლევანი თანდათან მამას დაემსგავსებოდა.
სახლს როგორც კი მიუახლოვდნენ, სასწრაფო დახმარების მანქანა დალანდეს. გიჟივით გადმოვიდა ლევანი მანქანიდან, თამთაც მიჰყვა მაშინვე.
-რა ხდება? – ეზოში მოგებებულ სიდას ჰკითხა კაცმა.
-ბებიამ ფეხი მოიტეხა, – დამწუხრებულმა მხრები აიჩეჩა და მოსულს გაუძღვა წინ. ექთნები თავს დასტრიალებდნენ ქალს, რომელიც დივანზე მიეწევინებინათ და ჩუმად გმინავდა. სიდას დედა, აიდა დაცვარულ შუბლზე ეფერებოდა ქალს.
ლევანმა ნერვიულად დახედა ბებიამის, თავის გაქნევით მოიკითხა ქალი. ქალბატონმა ესმამ მსუბუქად დაიქნია ხელი და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. თამთა სიდას მიეფერა ზურგზე, შიგნიდან დაკაწრა ღრმად ქალის მდგომარეობამ. თვითონაც მიუახლოვდა ატირებულ ქალს, ტკივილისგან რომ კბილებს ერთმანეთს აჭერდა. სტკიოდა, მაგრამ თითქოს ამის გამჟღავნება არ უნდოდა.
-საავადმყოფოში უნდა წაიყვანო, ლევან.-აიდამ მხარზე მიადო კაცს ხელი. სიდა თურმე ძალიან ჰგავდა დედას.-წამოგყვები.
-როგორ მოიტეხა? სად იყავი? – დახედა ისევ ბებიას.
-ბეღლიდან ჩამოჰქონდა ქათმებისთვის სიმინდი. ორი კაცი ხართ სახლში, რომ ჩამოუტანო ხოლმე წინასწარ, რა დაგემართება?-ჩუმად დააყოლა ქალმა და გამკიცხავი მზერა სტყორცნა ლევანს.
-ჩაიცვი, წავიდეთ.
-ჭიშკართან დაგხვდები. სიდა, – შვილს მიუტრიალდა.-აქ დარჩი.. შეიძლება დღეს ბებიასთან მომიწიოს დარჩენა. თამთაც არ დატოვო მარტო.
-კარგი, დედა.
ექთნებს გამოელაპარაკა ლევანი. შემდეგ მანქანაში ჩასვეს ქალი, მათ მიეხმარა და ცოლს მოუტრიალდა.
-ნეგას დავურეკავ და დაბრუნდება. ვეცდები, ღამე მოვიდე.
-მის გვერდით უნდა იყო. არ მიატოვო.-ჩუმად უთხრა და სასწრაფოს მანქანიდან მაცქერალ სევდიან მოხუცს გახედა.
-არ მივატოვებ. დამირეკე, თუ რამე დაგჭირდა.-შემდეგ სიდას გახედა რამდენიმე წამი. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. ლოყაზე მიეფერა მსუბუქად და თავის მანქანას მიუჯდა. ეუცხოვა სიდას ნათლიის სითბო, გაურკვევლად გადახედა თამთას. შემდეგ გახურებულ ლოყაზე მიიდო ხელები, ლევანი თითქმის არასდროს იჩენდა სითბოს მის მიმართ. თამთას ენიშნა სიდას რეაქცია, თუმცა არაფერი უთქვამს.
ღრმად ამოისუნთქა თამთამ. სიდასთან ერთად გავიდა სამზარეულოში და ყავის გაკეთებას შეუდგა.
-შემეცოდა ძალიან ბებია. დედას რომ არ ენახა, ვერავინ გაიგებდა ალბათ თქვენს მოსვლამდე. ექიმებმა თქვეს, რომ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება.
-მეც შემეცოდა,-ამოიჩურჩულა.-ახლა ალბათ ყველაზე უსუსური ჰგონია თავი. საცოდაობაა, მოხუცი, რომელსაც არავინ ჰყავს მიმხედი.
-ლევანი ყოველთვის მიხედავს მას. არასდროს მიაგდებს.
-და ეგეთი დამადლებული ყურადღება ვის რაში სჭირდება? შენც ხომ ხედავ, როგორ ერჩიან ერთმანეთს.
-არავინ ერჩის ბებიას, თამთა. მით უმეტეს, ლევანი. ან თუნდაც, ნეგა. იცი, ნეგა რომ მისი გაზრდილია? – ცალი წარბი აზიდა სიდამ. თამთა მთელი სხეულით შემოტრიალდა.
-ნუთუ?
-დიახ.
-რა მოხდა მათ შორის, მომიყევი. – ყავის ჭიქა დაუდო სიდას.-დიდი გოგო ხარ, დალიე. თან დედა ვერაფერს გაიგებს.
-მაფუჭებ?-გაეცინა გოგონას.-მოგიყვები. მაგრამ ნათლიასთან არ შეიმჩნიო..
-შევთანხმდით.
-ლევანის და ნეგას მამა ყველაზე გავლენიანი კაცი იყო სოხუმში. განსაკუთრებით ეშერაში ჰქონდა კარგი სახელი. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მამაჩემი გარდაიცვალა. ისიც ბატონ დაურთან მეგობრობა, მსგავსი საქმით იყო დაკავებული. ბევრი მტერი ჰყავდა. როცა მამა მოკლეს, ლევანის მამამ მთელი ეშერა გადაკეტა. არავის შეეძლო სოფელში შემოსვლა, ან აქედან გასვლა. მხოლოდ თვითონ ან ლევანს, როცა რაღაც აუცილებელ საქმეზე მიდიოდა. გასვენებაც ისე ჩატარდა, არავინ შემოსულა სოფელში. ეს იყო რაღაც სერიოზული, რაშიც მამა იყო გახვეული.. სწორედ ამიტომ მოკლეს. მახსოვს, მაშინ როგორი უკონტროლო იყო ბიძია დაური. განსაკუთრებით აგრესიულად თავის ცოლს და ნეგას ეპყრობოდა. მე მაშინ პატარა ვიყავი, დაახლოებით მეშვიდე კლასში, ნეგა სკოლას ამთავრებდა.. – ჩაეცინა.-ნეგას ერთი გოგო უყვარდა. უფრო აინტერესებდა ძალიან,-კვლავ გადაუარა ღიმილმა.-ის გოგოც იმ წრიდან იყო..
-რა წრიდან, „შავი სამყაროს“ წარმომადგენლის ქალიშვილი იყო თუ და?-ირონიულად გაეცინა თამთას.
-დანიშნული იყო ერთზე. – მორიდებით გაჰხედა გოგონას.
-სკოლის მოსწავლე?! დანიშნული?!
-დიახ. ნეგას პარალელური კლასელი.
-და რატომ მაინცდამაინც დანიშნული გოგო?
-ბავშობიდან უყვარდა იმ გოგოს ნეგა. ნეგას არ აინტერესებდა დიდად თავიდან, მარა როცა წამოიზარდა, უფრო ქალური გახდა, მოუნდა ამასაც.-გაიცინა.-თუმცა იმ გოგოს მშობლებმა სხვას მიათხოვეს.
-და?
-ნეგამ გვიან გაიგო რა ხდებოდა. ნეგა თავისი ოჯახის პრობლემების სარკე იყო სკოლაში. არავინ არაფერს არასდროს არ ეუბნებოდა, სწორედ ამიტომ, რასაც უნდოდა მაგას აკეთებდა ყოველთვის. თავისი ეგონა სამყარო. ყეყეჩი იყო, მედიდური და მეამბოხე. ერთადერთი ლევანს ვერ უბედავდა ვერაფერს, როგორც ახლა. შეიძლება ბევრს ლაყბობს, მაგრამ თავისი ძმის ერთი მზერაც კი საკმარისია, რომ მიაჩუმოს ადამიანმა.
-რატომ ასე კატეგორიულად?
-რადგან პატივს სცემს თავის ძმას. ყოველთვის იგრძნობა დისტანცია მათ შორის, შენ ვერ ამჩნევ?-თავი გადახარა გოგონამ.-შენი ქმარი ყველასთან დისტანციურია, თამთა. საკუთარ დედასთანაც კი.
-ახსენა ეს ჩემთან..
-ხო?! ის არასდროს საუბრობს დედაზე.
-მერე? იმ გოგოსა და ნეგას შორის რა მოხდა?
-როცა გაიგო რომ სხვაზე იყო დანიშნული, თავის ძვირფას მანქანას შემოახტა და სადღაც წაიყვანა. რა თქმა უნდა, ყველა იცნობდა მის მანქანას, ვიღაცამ სადღაც რაღაც თქვა და დაედევნნენ სავარაუდოდ. ერთად ნახეს.. ეხუტებოდნენ, შეიძლებოდა კოცნიდნენ კიდეც.. ნეგამ ვერ აიტანა ის ფაქტი, რომ ქალს ართმევდნენ. რამდენად უყვარდა, ეგ არავინ იცის.. მე მგონია, რომ არ ჰყვარებია.
-რატომ?!
-ნეგას რაღაცების დამტკიცება უყვარს. უნდა, რომ ყველამ იცოდეს, რა მაგარი ტიპია, როცა სინამდვილეში ასე არ არის. შენ გგონია, უყვარდა ის გოგო?! მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაეშალა ეგ ყველაფერი.. მხოლოდ იმიტომ, რომ „თავისი“ იყო და ვერ დაუთმო სხვას.. ყველას უნდა ენახა, რომ არავის დაუთმო თავისი საკუთრება.. ეს იყო მიზეზი.
-მერე? რა მოხდა ბოლოს?
-როცა ნახეს, რა თქმა უნდა, არავის გაუთვალისწინებია ნეგას გვარი, ნეგას ოჯახი. აქედან დაიწყო მტრობა ტარბებსა და ლაკობებს შორის. გოგოს მამამ შეურაცხყოფისთვის მისი სიცოცხლე მოითხოვა.-სახე დაუმძიმდა სიდას.-ლევანმა არ დაანება.
-ასე უბრალოდ? კოცნის გამო სიცოცხლის მოსპობა?
-შეურაცხყოფის გამო. ეს მათი წესია, თამთა. დანიშნული ქალის წაყვანა, ისე რომ ყველა ხედავს და მასთან ფიზიკური სიახლოვე, აფხაზებისთვის კატასტროფაა, მით უფრო ისეთი იდეოლოგიის ხალხისთვის, როგორიც ლაკობები არიან.
-ლევანმა სახლის გადაწვა ახსენა დღეს.
-ნეგა სახლს აშენებდა. აი, ჩემ გვერდით რომ ნანგრევებია, მანდ. უმცროსი ძმა რომაა, ცალკე ხომ უნდა გადასულიყო ერთ დროს. ის სახლი დაუწვა მამამისმა. მანქანასაც უპირებდა გადაგდებას მდინარეში, ლევანმა იხსნა ისიც.
-გიჟი იყო ის კაცი?!
-ნეგა დაუმორჩილებელი იყო. უკონტროლო და ხისტი. უხეში იყო ყველასა და ყველაფრის მიმართ, სკოლაშიც გოგოებთან. ასეთი იყო მისი პროტესტი. ზოგჯერ ძალიან ზედმეტი მოსდიოდა.
-ალბათ მამამისის გამო..
-პატარა იყო. ბავშვური საქციელები ჰქონდა, – თბილად გაიღიმა სიდამ. – თუნდაც ახლა.. ახლაც პროტესტი გამოხატა ლევანის მიმართ, გასვენებაში რომ არ მოვიდა. ზიზღი ჩამოუყალიბდა ოჯახის მიმართ. ეგონა, რომ არ უყვარდათ, ეგონა, რომ ყველა მის წინააღმდეგ იყო.
-და ბებია?!
-ბებიამ გაზარდა ნეგა. და ერთ-ერთმა პირველმა გადააფარა ხელი, როცა ეს ამბავი მოხდა. მაგრამ ნელ-ნელა ნეგა მის მიმართაც ზიზღით განეწყო. არავინ უნდოდა, ვინც ეუბნებოდა, რომ არასწორი იყო.. არავინ, თავისი ძმის გარდა. ახლა მასაც გადაეკიდა.. მისი ხასიათი თავიდან ბოლომდე მშობლების ბრალია. აყალმაყალში იზრდებოდა, სწორედ ამიტომ გახდა ასეთი. ამ ყველაფრის შემდეგ სახლში თითქმის არ მოდიოდა, ეშერაში ყველა მისკენ იშვერდა თითს, ყველა ცილს სწამებდა.. ისეთი ხმები გავრცელდა, თითქოს მოძალადე იყო.. ეს ვერ აიტანა.. გადაბმულად სვამდა, ეწეოდა, სისულელეებს აკეთებდა. ბებიამისს თავისი ოქროულობაც კი მოპარა, სასმელი და მოსაწევი რომ ეყიდა.
-სერიოზულად?!
-დიახ. გაგიჟდა ფაქტობრივად.
-და მერე?
-მერე გააგდო მამიმისმა სოფლიდან. ყველას დაემუქრა, რომ არ შემოეშვათ. სოხუმში იყო აქამდე, ლევანი დაეხმარა სავარაუდოდ იქაც.
-ღმერთო ჩემო!-ყურებს ვერ დაუჯერა თამთამ.-სიგიჟეა.
-ნეგა ზოგადად ასეთია. ცუდი ნამდვილად არ არის, ღმერთო, არა.. არავის დაუშავებს რამეს, მით უმეტეს იმ გოგოს არ ახლებდა ხელს. უბრალოდ თავის დამკვიდრება უნდოდა. რადგან ლევანი მამამისის ხაზს უნდა გაჰყოლოდა, თვითონაც ხომ უნდა ყოფილიყო რამე? თვითონაც ხომ უნდა ეთქვა ხალხისთვის რამე? ეს იყო მიზეზი.
-არ ვიცი, რა ვთქვა..
-დედაჩემი მირეკავს! – ტელეფონს სტაცა ხელი სიდამ. ხმამაღალზე ჩართო.-რა ხდება, დედა?!
-აქ ვართ საავადმყოფოში. დილით გაუკეთებენ სავარაუდოდ ოპერაციას. საშიში არაფერიაო.. რეაბილიტაციას დასჭირდება დიდი ხანი.
-მაინც რამდენი?
-სამიდან ხუთ თვემდე. თუმცა კარგად იქნება, მთავარი ესაა.
-იქ დარჩები?
-ოპერაციას დაველოდები. ნეგა მოვიდა?
-არა.
-იდიოტი!-შეიცხადა ქალმა.-თავის ძველ ძმაკაცებთან გაბრძანებულა ვაჟბატონი. უთხრა ლევანმა, მარტო არიანო გოგოები, მაინც არ წამოვიდა?!
-არაუშავს. ვიქნებით აქ, რა არის საშიში.. -მხრები აიჩეჩა სიდამ.
-ალანიც არ არის ქალაქში! ლევანს გამოვუშვებ. ეშერაში ყველაფერი საშიშია, სიდა. ახლა განსაკუთრებით. – ტელეფონი დაკიდა ქალმა. სიდამ და თამთამ ერთმანეთს გადახედეს.
-აი, ასეთია ნეგა.-ნერვიულად გაიცინა სიდამ.-ახლა ლევანს ეჯიბრება, აქ არ მოსვლით. ვითომ არ ადარდებს, ბებია რომ საავადმყოფოშია და შენ მარტო სახლში. ამის გამო მიიღებს აუცილებლად..
-კარგი რა, მეცოდება!
-მეც! მაგრამ ახლა არა! როცა იცის, რა ხდება, აქ მარტო უნდა დაგვტოვოს?!
-ვერაფერს ვფიქრობ უკვე. საგიჟეთია. – სიდამ მხრები აიჩეჩა. სამზარეულოს მილაგებაში მიეხმარა თამთას. თავისთვის დასაძინებელიც გაიშალა და მშვიდობიანი ღამე უსურვა გოგონას. ოთახში შევიდა თამთა.
ქმრის სურნელმა მოუღიღინა ცხვირში. ლოგინზე მიგდებული პერანგი და საბუთების გროვას დალანდა. ქორწინების მოწმობა, თამთას აფხაზური პასპორტი და შარვლის ქამარი იდო. კარგად გადაავლო თვალი საბუთებზე. გვარი ადგილზე დარჩენილიყო, როგორც შეჰპირდა ლევანი.
ჩაეღიმა. „შევცვალოთ?!“ გაახსენდა და ესიამოვნა უხმო გათვალისწინება. პერანგის საყელოს გადაუტარა თითები. კარადაში შეულაგა ნივთები. თავი მოიწესრიგა და ჩაწვა ლოგინში.
„გეშინია?“-ხმამაღლა გაეცინა სიდას მესიჯის წაკითხვისას.
„შენ?“
„ძაღლია დაბმული უკანა ეზოში. რისი უნდა მეშინოდეს?“ სიცილის „სმაილები“ გამოაყოლა გოგონამ.
„დაიძინე! ხვალ სკოლაში არ მიდიხარ?!“
„გავაცდენ. მიზეზი მაქვს – შენ უნდა გიყარაულო.“
„მოგკლავ!“
სიცილით დადო ტელეფონი და თვალები მიხუჭა. მაგრამ ვერ დაიძინა. ცალკე ლევანის მონაყოლზე ფიქრობდა, ცალკე სიდას სიტყვებზე. თანდათან ყველაფერი დალაგდა გონებაში, მაგრამ მაინც ჰქონდა კითხვები. ნეგაზეც ფიქრებოდა, სად იყო ამ შუაღამისას, მოსალოდნელ დაძაბულობაზე ლევანთან..
ეხუჭებოდა თვალებიც ნელ-ნელა, კარი რომ შემოაღო ქმარმა. ფრთხილად მიხურა. ჩვეული სიმშვიდით, ნელა დადო მანქანის გასაღები. შორტი ამოიცვა და მიუწვა ცოლს გვერდით. ამოიოხრა ჩუმად.
-გძინავს?- დაფანტული ხმით იკითხა.
საპასუხოდ რამდენიმე წამში შემოტრიალდა ქმრისკენ თამთა.
-რატომ არ გძინავს? – ოდნავ მიუახლოვდა სახით.-მელოდებოდი?
-ვერ დავიძინე.
-მელოდებოდი?
-არ ვიცი. – მოარიდა თვალი. მაშინვე გაასწორებინა მზერა ხელით კაცმა.
-თქვი, რომ მელოდებოდი.. – ნიკაპიდან ლოყაზე გადაინაცვლა გრძელმა თითებმა.
-რაში გჭირდება?
-მსიამოვნებს.-ცერა თითით მიეფერა ტუჩზე.
-როგორაა ბებია?
-გეცოდინება. კითხვაზე მიპასუხე.
-არ გელოდებოდი. ვერ დავიძინე უბრალოდ.
-იმიტომ ვერ დაიძინე, რომ მელოდებოდი.
-შენ გინდა, რომ ასე იყოს.-ჩაეცინა და მიატრიალა სახე კვლავ, მაგრამ დაიჭირა თითებით ისევ და გააჩერა.
-რას აკეთებ..-დაიჩურჩულა კაცმა.-რატომ მერიდები.. რატომ გარბიხარ.. როდის მომეჩვევი, თამთა?!
-გეყოფა,-ხელზე მოკიდა ხელი და ჩამოაწევინა თითები სახიდან. თუმცა მაინც გადაუწია თმა.
-რა იყო? გგონია, შეგეხები? – და შეეხო თვალებზე, ცხვირზე, ლოყებზე.
-მეხები..
-ვიცი.. ახლა გაკოცებ კიდეც. – აკოცა ტუჩის კუთხესთან. სუნთქვა შეეკრა თამთას. აუჩქარდა გული.-გავაგრძელო?
-არა..
-კარგი.-ჩუმად უპასუხა.-კარგი.. ბოდიში, მარტო რომ დაგტოვე. ნეგას კი შენს უპატივცემულობას არ ვაპატიებ. ახლა მოდი ჩემთან და დაიძინე. – თავისკენ მოსწია მისი სხეული და გულ-მკერდზე აიკრა. ჩაესვენა თამთა იქვე. მოდუნდა. მიეჩვია. მიიღო თავისი ქმარი და მკლავებშივე შემოტრიალდა.
მილულა თვალები. ტუჩები მიაწება ცოლის შუბლს. ააწევინა კვლავ სახე.
აკოცა.
აკოცა ცოლის ვარდისფერ ტუჩებს, მიმზიდველსა და ძალიან სასურველს. შედგა მათი პირველი სიახლოვე, პირველი კოცნა, პირველი გრძნობის ძაფებიც გაჩნდა მათ შორის..
-გავაგრძელო? – ტრადიციულად იკითხა და ჩაეღიმა. ვნებიანად აკოცა ყურის ძირში, იქიდან კისერში, შემდეგ მაისურიც გადაუწია მხარზე და იქვე მიეალერსა.
-დაიძინე, თამთა. დაიძინე, ჯობია..
-შენთვისაც..
-ნამდვილად.. – მიიხუტა და მოხუტებულ ცოლს კეფაზე აკოცა თბილად.-ძილი ნებისა.
პირველად იგრძნო ცოლის არსებობა ლევანმა. და პირველად მიიკარა თამთამ მეუღლე.


თავი მეექვსე –
დივანს წამოწოლილ ნეგას არც მზის სხივები უგრძნია და არც მოურიდებლად შემოსულ სუფთა ჰაერს დაურღვევია მისთვის მშვიდი ძილი. მხოლოდ მაშინ გაახილა ცალი თვალი, როცა უფროსი ძმა დაადგა თავზე.
აათვალიერა ძმის სხეული, მისი სახის ნაკვთებიც მშვენივრად გაარჩია. გაახსენდა ყველა დეტალი გუშინდელი დღის და შინაგანად გააჟრიალა რაღაცამ. თვალები დახარა ნეგამ, არც განძრეულა, არც კი შეუხედავს მისთვის, მხოლოდ სიჩუმე არჩია საუკეთესო გამოსავლად.
იქვე ჩაიჩოჩა ლევანი. ჩაიმუხლა ძმის კალთასთან. თითები გადაიჯვარედინა და თავი დააქნია რამდენჯერმე სიბრაზის გასაკონტროლებლად. საოცრად დინჯი იყო, მშვიდი და აუღელვებელი, მაგრამ ახლა სახეზე დაეტყო ის მწარე იმედგაცრუება, რასაც, ყველაფრის მიუხედავად, არ მოელოდა ნეგასგან.
-შემომხედე. – დაიწყო ჩუმი, თუმცა მომთხოვნი ხმით.
ნეგამ არ შეხედა.
-შემომხედე!
-დამაძინე, რა! – ბალიში დაიფარა სახეზე ბიჭმა, მაგრამ ვეღარ მოიცილა, ისე ძლიერად დააჭირა ბალიშს ლევანმა ცალი ხელი. ცოტა ხანი აწვალა, აფრთხიალა და შეუშვა.
ფეხი მოიდრიკა ლევანმა. მუხლით დივანს დაეყრდნო და ზევიდან დააცქერდა ძმას. ფერშეცვლილი, რიდით აღსავსე თვალები ჰქონდა მას. ხელი წაიღო მოულოდნელად კაცმა, ნეგამ თავისი შემოაგება, თუმცა ვერ აირიდა და ფეხზე წამოდგა.
პირისპირ დაიყენა.
და ხელი დაარტყა.
ცხოვრებაში პირველად ასწია ძმაზე ხელი.
ნამთვრალევი ნეგა წამში გამოფხიზლდა. თვალები დაჭყიტა და გააანალიზა, რაც გააკეთა ძმამ. ნატკენ ლოყაზე ხელი მიიდო, სისხლიც წამოუვიდა ტუჩიდან, მაგრამ არ განძრეულა. ქვევიდან ამოხედა ძმას, მის დაწითლებულ და სიბრაზით სავსე თვალებს დაუწყო ცქერა.
თვალები აუწყლიანდა ნეგას. ერთადერთი იყო ლევანი ამ სახლში, ვისაც არასდროს უღალატია მისთვის, ახლა მანაც ვერ დაიმორჩილა ხელი. თითქოს იმედები ჩაუკვდა ნეგას. თითქოს, ძმის იდეალური ხატი თვალწინ დაიმსხვრა.
-რისთვის? – ჩუმად იკითხა. ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა ლევანს.
-ჩემი სიტყვის არ გათვალისწინებისთვის.-ნაბიჯით მიიწია მისკენ კაცმა.-ჩემი ცოლის ფეხებზე დაკიდებისთვის. ბებიაშენის არ შეცოდებისთვის. უპატივცემულობისთვის, ნეგა. გასაგებია ახლა რისთვის?!
-რით ვერ შეიგნე, რომ ბებიაშენი არ მადარდებს. ფეხი კი არა, თავიც რომ მოსცილდეს მხრებიდან, არ ვიდარდებ, არასდროს! – პირში მიახალა და გასვლა სცადა, მაგრამ დაიჭირა ლევანმა. ყბაში წვდა და მეორეჯერ დაარტყა უფრო ძლიერად.
გადაიწია ნეგა, ლევანის მკლავს დაეყრდნო გულ-მკერდით.
ამოახველა.
ცრემლიც ჩამოუგორდა წვეთად და იატაკზე დაენარცხა ხმაურიანად. გული ნაწილებად ეშლებოდა ძმის ხელების შეხებისას. დარტყმის მიუხედავად მაინც მკლავში რომ ჰყავდა მოქცეული და დაცემის უფლებას არ აძლევდა. ხვდებოდა, როგორი მხარდაჭერა და სასჯელი მოდიოდა მისგან ერთდროულად და თავი უფრო და უფრო მეტად სძულდა.
-ზედმეტი ხომ არ მოგდის? – ოდნავ ასწია ჰაერში და ხელი მაინც შეუშვა.
-ზედმეტი თქვენ მოგივიდათ ყველას ჩემთან. გავიწყდება?-ნელ-ნელა ამოიბურტყუნა.
-მე არაფერი. შენ გავიწყდება ჩემი არსებობა,-ხმას აუწია კაცმა.-რა მითხოვია შენთვის? როდის ყოფილხარ ჩემ გვერდით, როცა მჭირდებოდა შენი დახმარება? ორჯერ დამჭირდი ამ ცხოვრებაში, ნეგა, მხოლოდ ორჯერ! ჩვენი მშობლების სიკვდილის დღეს და გუშინ საღამოს, როცა გოგოები სახლში მარტო დავტოვე. რა იმედი უნდა მქონდეს შენი? – მხარზე მიარტყა ხელი ბიჭს.
იმედგაცრუებული მზერა ვერსად დამალა ლევანმა. ვერც ნეგამ გულნატკენი.
-შენ ხომ არასდროს გქონდა ჩემი იმედი. როგორმე ამასაც გადაიტან. – ჩუმად დააყოლა და სიგარეტს მოუკიდა. ნერვიულად მოიშორა სისხლი ტუჩიდან. მაინც უსწორებდა ლევანს თვალებს, მაინც არ ერიდებოდა მისთვის შეხედვა და მაინც იცოდა, რომ დამნაშავე იყო.
-ნებისმიერი ადამიანი ეშერაში იმაზე მეტს გააკეთებს ჩემთვის, ვიდრე შენ, ნეგა. – თვითონაც გაუკიდა სიგარეტის ღერს.-ამის უნდა გრცხვენოდეს წესით, მაგრამ უკვე დავრწმუნდი, რომ შენ არაფრის არ გრცხვენია, არაფრის მიმართ პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია.
-დიდი მადლობა, ლევა. შენი სიტყვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
-ნეგა. – ხმა შესცვლოდა კაცს, მზერაც.
-აქ დარჩა, – გულთან მიიდო თითი ნეგამ.-აქაც დამარტყი და წავალ. მაგრამ.. ჩათვალე, რომ ასეც მოხდა.-ჩახარა თვალები ნეგამ, ლევანს გაჰკრა რაღაცამ შიგნით.
-გამოფხიზლდი. ჩაიცვი და ბებიაშენის ოპერაციას დაესწარი. მან გაგზარდა, კარგად გაიხსენე.
-კარგი.
-გვერდით დამიდექი, ნეგა. – ხმადაბლა დააყოლა. ის ძაფი გააბა კვლავ, რამდენიმე წამის წინ რომ გაარღვია უნებურად. მაინც მოალბო ძმის გული, და ლევანმაც ვეღარ გაუძლო მის იმედგაცრუებას. ერთადერთი ჰყავდა ძმა ოჯახიდან, მისი დაკარგვა როგორ შეეძლო? ან მისი წყენინება? ან მისი ცრემლიანი თვალების ატანა?! ამან გაანადგურა. ნეგას ნატკენმა სახემ, დანაშაულით აღსავსე მზერამ ლევანიც კი მოალბო და მაშინვე აპატია. უსიტყვოდ, მაგრამ მაინც.
ირონიული და ტკივილიანი ღიმილი დაუტოვა უფროს ძმას ბიჭმა. გასვლა სცადა. მაგრამ ადგილზე შედგა. კიბეებზე თამთა ჩამოდიოდა შეშინებული, გაფითრებული სახით.
მაშინვე სხვაგან გაიხედა ნეგამ. ვერ გაუსწორა რძალს სახე, ვერც თვალები.
-თქვენ ხმაურობთ? – იკითხა უხერხულად და კიბის ბოლოში დადგა.
-ჩვენ სულ ვხმაურობთ. – დაბალ ხმაზე თქვა და ნელ-ნელა მიუახლოვდა თამთას.
-რა დაგემართა?-მაშინვე მივარდა თამთა. სახეზე მოკიდა ორივე ხელი.
-ავარიაში მოვყევი.
-შენ დაარტყი? – ლევანს გადახედა მკაცრად.
-არაფერია, თამთა.-მიეფერა რძალს ნეგა.-არ ვარ მე სანერვიულო კაცი. მით უმეტეს, შენ არ იდარდო ჩემზე.
-კარგი რა, ნეგა. მოდი, ყინული დაიდე.-ხელი მოხვია ორივე მკლავზე, მაგრამ გააშვებინა ნეგამ. ცოტა ხანი უყურა რძალს, თმაზე მიეფერა ნაზად და შუბლზე აკოცა.
ლევანს მზერა არ მოუცილებია თამთას აწყლიანებული თვალებისთვის.
-ბოდიშს გიხდი, მარტო რომ დაგტოვე. ნამდვილად არ მეკადრებოდა. შენთან მიმართებაში განსაკუთრებით.
-არაუშავს..
-როგორ არა.. – ჩაეცინა ნეგას.-მაპატიებ?
-რა თქმა უნდა.
-ეზოში ვიქნები. ყავას გამიკეთებ? – თავი გვერდზე გადახარა ბიჭმა, პატარა ბავშვს ჰგავდა, დედას რაღაცას რომ სთხოვს, ისეთს.
-გაგიკეთებ. – დაეთანხმა და უფლება მისცა, გასულიყო. ლევანისთვის არ მოუცილებელია მკაცრი თვალები ცოლს. როგორც კი ნეგა ეზოში დაიგულა, უხმოდ აურა გვერდი მეუღლეს და სამზარეულოში გავიდა.
-ბებიას ოპერაციას გაუკეთებენ მალე. – შემოჰყვა ლევანი, გვერდით დაუდგა.-უნდა წავიდე.
-წადი.
-შენ არ წამოხვალ? – ეს თქვა თუ არა, რეტიანივით გამოხედა გოგონამ. უნდა წასულიყო?!
-წამოვიდე?!
-არ ვიცი. არ უნდა იყო იქ? არ თვლი საჭიროდ?
-შენ თუ საჭიროდ თვლი, მაშინ ჩემს აზრს რაღა მნიშვნელობა აქვს, არა?-ჩაეცინა გოგონას და გაბრაზებულმა ჩაყარა ჭიქაში ყავა. ხმაურიანად დადო მეორეც.-გინდა შენ ყავა, დალევ?
-ყავას დავლევ, კი. და შენს აზრს მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მითხარი, გინდა წამოსვლა თუ არა.
-თუ გეტყვი, რომ არ მინდა, ნეგას მსგავსად დავისჯები ალბათ.
-თუ მეტყვი, რომ არ გინდა, მეცოდინება, რომ ჩემს ოჯახს პატივს არ სცემ. განსაკუთრებით იმ ერთადერთს, ვინც ამ ოჯახიდან დარჩა. შესაბამისად, მივიღებ ამ ფაქტს, რომ არ გინდა ჩემი ნაწილი იყო, ჩემი ოჯახი იყო. ასე რომ, დარჩი და ნეგას ყავა გაუკეთე. ნუგეში ნამდვილად სჭირდება.
მიახალა გოგონას. დაეტყო ხმაზე ბრაზი. თამთამ ღრმად ამოისუნთქა. ცოტა სხვანაირ დილას ელოდა, სხვანაირ დახვედრას. თავისი ჭიქა აიღო ლევანმა, თვითონ მოურია.
-წამოვალ. – დააწია კარებში ნახევრად გასულ ქმარს.
შემოტრიალდა.
-აღარ წამოხვალ.
-წამოვალ. იქ უნდა ვიყო.
-დარჩი, ნუ გეშინია, „არ დაისჯები“.
-ლევან!
-გისმენ.
-რა იყო, გამიბრაზდი?!-გაეცინა თამთას.-ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ჩემი ყოფნა შენთვის.
-შენთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
-არის. ამიტომაც მოვდივარ.
-აღარ მოდიხარ-მეთქი, ხომ გაიგონე კარგად.-დაუბარა გარკვევით და ოთახიდან გავიდა. ეტკინა თამთას მისი უხეში სიტყვები და ლოყაზე იკბინა შიგნიდან. ვერანაირად ვერ აუწყო ფეხი ქმრის ხასიათს.
ლანგარზე დაალაგა თავისი და ნეგას ყავა ტკბილეულთან ერთად. ეზოში ბაღის სკამთან ჩამოსკუპებულ ნეგას მიართვა და თვითონაც მიუჯდა კომფორტულად. მშვენიერი დილა იყო, ჩიტების ჭიკჭიკი და ფოთლების შრიალი არაჩვეულებრივ ატმოსფეროს ქმნიდა. ხედს ნეგას გახეთქილი ტუჩიც კი ვერ აუშნოებდა, იმდენად სასიამოვნო და მშვიდი დილა იყო.
-არ წახვალ? – საუბრის წამოწყება ასე სცადა თამთამ.
-წავალ, რახან ასე სურს თვითონ. შენ?
-მგონი არა.
-ეს რას ნიშნავს? – გადმოხედა უხერხულად აწურულ გოგონას.-აჰ, ასე ბრძანა ბატონმა?
-შენ იქ უნდა იყო.
-ბედნიერი ოჯახის როლი უნდა ვითამაშოთ? – ჩაეცინა. სიგარეტსა და ყავას ერთად ეტანებოდა.
-ამ როლის მორგება არასდროს მიჭირდა. იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა ჟურნალისტებთან მოვხვდებოდით მე და მამა, ყოველთვის ღიმილიანი და ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი.
-გენატრება შენი სახლი? – გამოხედა როგორც იქნა რძალს თბილი თვალებით.
-სახლთან მაინცდამაინც კარგი მოგონებები არ მაკავშირებს. ჩემი ძმა მენატრება ძალიან. ჰგავხარ მას შენ ძალიან, ნეგა.
-მართლა?
-ჰო. ისიც არასდროს მისმენდა ხოლმე, როგორც შენ არ უსმენ შენს ძმას.
-აჰა, – ხმამაღლა გაიცინა ბიჭმა.-ვუსმენ, როგორ არა! ხო ხედავ, როგორი დამჯერი ვარ დღეს.
-ზედმეტად!
-ხომ ნამდვილად მიიღე ჩემი ბოდიში? – მუჯლუგუნი გაჰკრა და ალმაცერად შეაციცინდა თვალებში გოგონას.
-კი, ნეგა. დაივიწყე, რა!
-რა დამავიწყებს! ჩემი მიმზიდველი ტუჩები შეიწირა, აწი ვინღა შემომხედავს?
-თავი რომ არ გაგიტეხა, მადლობელი იყავი!
-ოხ, შეხედე, როგორ იცავს! – გულწრფელმა ღიმილმა გაუნათა სახე და თავისი ქათქათა კბილები გამოაჩინა. ისეთი საყვარელი იყო, თამთას ჩახუტება მოუნდა.-დამსახურებულად მივიღე. უსამართლოდ რომ ყოფილიყო, მასაც კი არ ვაპატიებდი.
-სად იყავი გუშინ? – ვერაფრით შეაჩერა ტუჩები ღიმილისგან თამთამ, ისეთი სასაცილო იყო ტუჩგახეთქილი ნეგა, თან გაბრაზებული და დაბღვერილი.
-დამცინი, არა? რა გენაღვლება, შენ გამო მიტყლაშუნებს შენი ქმარი. კი ვიქეიფე ისე კარგად, მიღირდა თუ არა, ვერ გადავწყვიტე ჯერ.
-სად იქეიფე ერთი?
-კლასელები შემხვდნენ სოხუმში. „ნართაში“ წავედით და ბევრი დავლიეთ. არც მახსოვს, როდის დამირეკა ლევანმა. დღეს უკეთებენ ოპერაციას?! – გადაუხვია თემას და თითქოს არ აინტერესებდა, ისე სასხვათაშორისოდ იკითხა.
-დიახ. რამდენიმე თვე დასჭირდება რეაბილიტაციას.
-ჰოო? მერე ვინ მიხედავს აქაურობას? – ჩაიცინა ნეგამ და გარემოს მოავლო თვალი. თავით ანიშნა ეზოში მოხეტიალე ქათმებისკენ.
თამთამ ცოტა ხანი არაფერი თქვა. არც უფიქრია ამაზე. ახლა რა იქნებოდა?! ძროხის მოწველას ხომ არ დაავალებდნენ, გაჰკრა გულში წამიერად.
-დაგერხა, თამთა!-ხელიც კი გადახვია ნეგამ, ისე ძალიან გაახალისა რძლის რეაქციამ.
-დეგენერატი ხარ! – მოიშორა მისი ხელი და ფეხზე წამოდგა.-ადექი, მოემზადე.
-ჩემი მანქანით წავალ მე.
-იმ ჯაბარხანით ხეტიალს როდის მორჩები? რამ მოგაწონა? – იკითხა თუ არა, ფეხზე წამოფრინდა ნეგა. თვალები უელავდა გამწარებულს.
-ჩემს გოგოზე ნორმალურად ილაპარაკე! ჩაგსვამ ერთხელაც და შენს სიტყვებს უკან წაიღებ.
-არ მინდა, მადლობა.
-წამიგრძელე რაღაც ენა, საერთოდ არ მომწონს ეს ამბავი! – ლოყაზე უჩქმიტა გოგონას. ასე სიცილ-ხარხარით შევიდნენ სახლში, სადაც უკვე ჩაცმული იდგა ლევანი. ერთ ხელით სიგარეტს ეწეოდა, მეორეთი ტელეფონი მოემარჯვებინა და ვიღაცას ელაპარაკებოდა. გამჭოლი მზერა ესროლა შემოსულ წყვილს, თვალებით განსჭვრიტა ორივე და საქმეს მიუბრუნდა.
ერთმანეთს შეხედეს ნეგამ და თამთამ. ორივეს გაეღიმა.
რამდენიმე წუთში ეზოში ჩამოვიდა თამთა. შავი ჯინსის შარვალი ეცვა, შავ ზედასთან ერთად. შარვლით პირველად იხილა ლევანმა. თავისი გრძელი ფეხები ახლა უფრო მეტად მიმზიდველი მოუჩანდა. ყლორტივით ნაზი და მოქნილი ტანი ჰქონდა, თვალი ვერ მოაცილა ქმარმა.
ნეგა ტილოთ ხელში იდგა და თავის „ნოლ შესტს“ ასუფთავებდა. ჩაიფხუკუნა თამთამ. ახალისებდა ძალიან ნეგას ფეტიში მანქანისადმი. შეამჩნია ბიჭმა და ენა გამოუყო რძალს. ამ ბავშვურობაზე უფრო მეტად გაეცინა თამთას. რადგან თვითონ აღარ (ვეღარ) მიდიოდა, მათი გაცილება მაინც გადაწყვიტა. იქნებ ერთი სიტყვა მაინც გაემეტებინა ქმარს მისთვის, მაგრამ არაფერი.
ლევანისთვის არსებობდა რაღაცები, რაც შეიძლებოდა და რაც არა. ალბათ ესეც ერთ-ერთი შემთხვევა იყო. რა დიდი ჭკუა სჭირდებოდა, რომ ცოლი გვერდით უნდა ჰყოლოდა ყოველთვის? მას ასე გაეგებოდა ოჯახური ცხოვრების, მაგრამ მაინც ხანდახან ზედმეტი მოსდიოდა თვითონაც.
საჭეს მიუჯდა ლევანი. რამდენჯერმე სცადა დაქოქვა, მაგრამ არ გამოვიდა.
-გაფუჭდა?-გასძახა თამთამ გარედან. ძრავი შეათვალიერა კაცმა, რამდენიმე წუთი აწვალა ავტომობილი მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-გაფუჭდა, – ხელი ჩაიქნია ლევანმა.-ალანს დავურეკავ და მოვა.
-ჩემით წავიდეთ! – ნეგას წინადადებას ჩუმი ჩაცინება მოჰყვა ცოლ-ქმრისგან.
-რა გაცინებთ? – მიუახლოვდა წყვილს ნეგა.-რა იყო, გიტყდება?
-რა უნდა გამიტყდეს? – მთელი კორპუსით შეტრიალდა მისკენ ლევანი.
-მაშინ ჩაჯექი და წავიდეთ. სანამ ალანი მოვა, დავაგვიანებთ.
-დარწმუნებული ხარ, რომ მიგიყვანთ? – მაინც იკითხა თამთამ. ნეგამ დაუბღვირა და კარი ხმაურიანად მიხურა.
თამთა ძლივს იკავებდა ღიმილს, როცა ლევანისა და ნეგას პაექრობას უყურებდა. დაქოქვისას ისეთი გამაყრუებელი ხმა ჰქონდა ავტომობილს, ტუჩზე იკბინა, რომ არ გასცინებოდა. ლევანი წარბშეკრული უყურებდა ძმის თითოეულ მოქმედებას, თან ძლივს ჩაეტია ამ მანქანაშიც. ძველებური სარკის ჩამომწევით დასწია მინა, ჭრაჭუნით ჩაიწია სარკე.
პირველად იხილა მათი სიახლოვე, მშვიდი და აუღელვებელი. მინიდან უცქერდა ნეგას ამღვრეულ თვალებს, ლევანის სავსე მზერასაც ვერ გაურბოდა ვერსად. ხელი დაუქნია ბიჭებს და მანქანის გასვლისას თვითონ მიხურა ჭიშკარი.
ამოისუნთქა.
როგორც იქნა მარტო დარჩა. მხოლოდ დაჩისთან მოასწრო საუბარი. მოიკითხა მამა, რომელიც ერთ მესიჯსაც კი არ იმეტებდა კვირაში. როგორც დაჩი ამბობდა, სრცხვენოდა, თუმცა თამთას არ დაუჯერებია ეს ნაბოდვარი. ძმას თითქმის ყველა ნაცნობის ამბავი გამოჰკითხა და როგორც კი ყურმილი დაკიდა, ალანის მანქანაც შემოსრიალდა ეზოში.
.
-თამთა რატომ არ წამოიყვანე? – სოხუმს არ იყვნენ მიახლოებული, ნეგამ რომ იკითხა ხმადაბლა.
-არ უნდოდა და არც დამიძალებია.
-რატომ მოითხოვ მისგან ცოლის როლი შეგისრულოს?
-არ იცი და არ ჩაერიო. – წამიერად გადახედა ძმას.-არავისგან არაფერს მოვითხოვ. მით უმეტეს, ჩემი ცოლისგან, ვინც ისედაც უნდა ხვდებოდეს, როდის და სად არის მისი ადგილი.
-ერთი თვეც არ არის, რაც ამ სახლშია. განსხვავებული ღირებულებების მატარებელი ხალხი ვართ, ის უნდა შეეგუოს.
-ერთმანეთის დაცვა კარგად გამოგდით. – სასხვათაშორისოდ დაილაპარაკა კაცმა და სიგარეტს მოუკიდა. ისე საუბრობდნენ, თითქოს რამდენიმე საათის წინ ხელებს არ ურტყამდნენ ერთმანეთს.
-მართლა გეუბნები. ვერ ამჩნევ, რომ სულ შავები აცვია? სახლშიც კი ერიდება, რამე ფერადი ჩაიცვას, იმდენად პატივს სცემს თუნდაც ბებიაშენს. შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ძალიან შემაყვარა თავი.-ბევრჯერ დაფიქრდა, სანამ ამას იტყოდა ნეგა. მერე დაამატა:-დედას მაგონებს.
-არ გაბედო.-ჩუმად, მაგრამ მკაცრად თქვა ლევანმა. ნეგამ ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი.-შენ რომ აფასებდე მას, გუშინ მის გვერდით იქნებოდი.
-თავის გასამართლებლად შემიძლია ვთქვა, რომ ნასვამი ვიყავი და არც მახსოვს რა მელაპარაკე.
-ან უბრალოდ კიდევ ერთხელ სცადე იმის დამტკიცება, რომ მაგარი ბიჭი ხარ.
-კარგი, იყოს ეგრე. სახლს ვინ მოუვლის, ბებია თუ უნდა იწვეს ორი თვე?!
-მოუვლი შენ? – ცერად გადახედა ძმას ლევანმა. თან ჩაეღიმა კიდეც.
-მანდობ ტარბების მამულს?! არ გადავწვა შემთხვევით.
-არ გაგიჭირდება.
-მართლა რას აპირებ? თამთას ძალიან ადრე ხომ არ დააწვა საოჯახო ტვირთი მხრებზე?
-არ შევაწუხებ. ვიპოვი დამხმარე ქალს და ჩვენთან გადმოვიყვან. ბებიასაც ხომ სჭირდება მოვლა სახლთან ერთად.
-ახარე შენს ცოლს, ცოტათი შევაშინე მგონი დილას. ქათმების დაპურებისკენ მოვუწოდე.
არაფერი უთქვამს ლევანს, ეწეოდა მშვიდად. ნეგას რაში მაქსიმალური სიჩქარით მიდიოდა სოხუმის გზაზე. ქალაქში როგორც კი შევიდნენ, სიჩქარესაც უკლო და საავადმყოფოსთან გააჩერა მანქანა.
გადასვლას აპირებდა ლევანი, ნეგამ რომ ხმა ჩაიწმინდა და ახლა ის წამი იყო, აუცილებლად რაღაც უნდა ეთქვა. რაღაც გარდამტეხი, მათი ურთიერთობის გადამწყვეტი ეტაპი.
-ბოდიში, რომ შენი ცხენი გავაქციე მაშინ. – დაბალი ხმა მიმოიფანტა გარშემო.-და რომ არასდროს ვარ მადლიერი იმისთვის, რასაც აკეთებ ჩემთვის. შენი იმედგაცრუებული თვალების დანახვას ყველაფერი მირჩევნია, ლევა.
ისევ არაფერი უპასუხა ძმამ. მანქანის კარი გამოაღო, მაგრამ ნეგამ გააჩერა.
-მაპატიებ?!
უხმოდ გადავიდა მანქანიდან. ნეგამ ღრმად ამოისუნთქა.
„ნებისმიერი ადამიანი ეშერაში იმაზე მეტს გააკეთებს ჩემთვის, ვიდრე შენ, ნეგა.“ – გაახსენდა და შიგნეულობა აეწვა საშინლად.
.
ქალბატონი ესმას ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ლევანმა, რა თქმა უნდა, მთელი სამედიცინო პერსონალი ჩარია ამ ყველაფერში და მოსკოვიდან ჩამოსული ერთ-ერთი გამორჩეული ექიმი მიუჩინა ბებიას. სამი-ოთხი დღით დაიტოვებდნენ ავადმყოფს და შემდეგ შეძლებდნენ სახლში წამოყვანას.
როგორც ექიმმა თქვა, ორი ან მეტი თვე ფეხზე ვერ დადგებოდა. წამოწოლილი უნდა ყოფილიყო, ყურადღება უნდა მიექციათ, ნერვიულობა მისთვის არ შეიძლებოდა.
ყოველ დღე დადიოდა ლევანი საავადმყოფოში. სახლისთვის თითქმის ყველაფერი გამოზიდა სოხუმიდან. ბებიას ახალი საწოლიც კი უყიდა ექიმის რჩევით. პროდუქტებიც მოიმარაგა სახლისთვის.
თამთას დიდად ყურადღებას არ აქცევდა. ღამით გვიან მოდიოდა, როცა უკვე ეძინა ცოლს და დილით ადრე გადიოდა სახლიდან. ყავასაც კი არ სვამდა მასთან ერთად. სამაგიეროდ ნეგასთან და სიდასთან ატარებდა დიდ დროს თამთა. ფაქტობრივად, ყველა მეზობლის შავ-ბნელი წარსული იცოდა, თითოეული ოჯახის ისტორია მოისმინა, მათი სკოლის ამბებიც გაითავისა და ეშერას სრულფასოვან მაცხოვრებლად იქცა.
მეზობლები რიგ-რიგობით შემოდიოდნენ სახლში ქალის მდგომარეობის გასაგებად. ეტყობოდათ, როგორ ერიდებოდათ ახალ რძალთან მარტო შემოსვლის, როცა ქალბატონი ესმა სახლში არ იყო, მაგრამ თამთას გულთბილი მიღება დადებითად მოქმედებდა მათზე.
გამოწერის დღეს ოთახი დაულაგა ქალბატონ ესმას თამთამ. არაფერი იყო მისალაგებელი, ისედაც ყველაფერი ბრწყინავდა, თუმცა მაინც მოაწესრიგა რაღაც-რაღაცები. ახალი, გაპიწკინებული თეთრეული გაუშალა, კარადა თავიდან დაულაგა, ტანსაცმელის ქვეშ კი ნეგას და ლევანის პატარაობის ფოტო აღმოაჩინა. ხელი გადაუტარა ქმრის სახეს.. გაეღიმა და ესიამოვნა ეს დეტალი.
კმაყოფილი თვალები ვერსად დამალა ლევანმა, როცა ბებიას ოთახში მოფუსფუსე ცოლი დალანდა. საკაცედან როგორც კი გადმოაწვინეს ქალი, ეამა გრილ, გაუთოებულ ლოგინში დაწოლა. თამთა მოძებნა თვალებით და ქვევიდან ამოხედა რძალს.
-დიდი მადლობა. – ესღა უთხრა მხოლოდ. მეზობლების თვალშიც აიწია თამთას ავტორიტეტმა, ბებიამ კი თავი დამშვიდებულად იგრძო, თავისი სიამაყე ისევ იმავე დონეზე რომ დარჩა.
ასე და ამგვარად, ბებია სახლში დაბრუნდა, ალანმა კი მომვლელი შემოაცილა მისაღებ ოთახში. დაბალი, პუტკუნა ქალი დაუხვდა თამთას. კეთილშობილება სახეზე ეწერა დიდი ასოებით.
-მობრძანდით, ირმა.-მკლავზე მიეალერსა ლევანი. ახლობელი იყო ალბათ.
-როგორ ხარ, ლევან?-გაუღიმა ქალმა და ხელზე საკოცნელად გადმოწეულ ლევანს ფართოდ გაუღიმა.
-შენ რომ აქ ხარ მშვიდად, უკვე კარგად. გაიცანი, – ხელი გაშალა ცოლის მიმართულებით.-თამთა. ჩემი მეუღლე.
-ქართული სილამაზე იმედს არასდროს გაგიცრუებს, – მიუახლოვდა გოგონას ირმა.-საუცხოო გარეგნობა გაქვს. ჩემს ერთ ნაცნობს მაგონებ, ისიც შენი ქვეყნიდანაა. – თქვა თუ არა, ნიშნის მოგებით გადმოხედა ლევანს.
-მართლა?-გაუკვირდა გოგონას.-კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, ირმა.
-ლევანის ახლო მეგობრის მეუღლეა. იძულებით გაათხოვეს აფხაზ კაცზე, რომელიც არ უყვარდა და შემდეგ ლევანის მეგობარმა გადაარჩინა, შეიყვარა და ახლა ცოლადაც მოიყვანა თვითონ.
-რა საუცხოო ისტორიაა!-არსაიდან გაისმა ნეგას ხმა.-დემნაზე უყვები, ირმა? – თვალისმომჭრელად გაუღიმა ქალს და ლოყაზე აკოცა ძალიან ხმაურიანად.
-მომენატრე, საძაგელო ბიჭო!
-მეც ძალიან.
-დემნამ გიკითხა სხვათა შორის!
-როდის?!
-გასვენებისას.
უხერხულად ჩაახველა ნეგამ. აქეთ-იქით დაიწყო ყურება.
-იცის, რომ არ იყავი.
-დამერხა, არა? – უნებურად გაეცინა. ირმასაც გადაჰკრა ღიმილმა.
-თამთა, – ლევანმა ცოლს გაუსწორა თვალი.-ირმა ბებიაჩემის დიდი ხნის მეგობარია, ასევე ჩემი ახლო მეგობრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, ამიტომ თავი ისე აგრძნობინე, როგორც საკუთარ სახლში.-ორივე მხარზე ხელები დაადო ქალს, მიეფერა და თამთასაც კი გაუღიმა შეძლებისდაგვარად.
-რა თქმა უნდა. მობრძანდით.
სამზარეულოს კარიდან დალანდა ბაღში ჰამაკზე ჩამომჯდარი მეუღლე. იშვიათი სანახაობა იყო ლევანი სახლში, მით უმეტეს ბაღში და თან დასვენებული. არც ტელეფონზე ლაპარაკობდა და არც ვინმე ჰყავდა გვერდით.
თვითონ სკამზე ჩამოჯდა. ხეების შრიალი, აკაციების სურნელი და ფუტკრების ზუზუნი ერწყმოდა ერთმანეთს.
თვალები აატარა ცოლის ტანზე. ქვევიდან ამოხედა მოსულ ცოლს, დააკვირდა მის მიმიკას, მის ჯდომის მანერას, მის თითოეულ სანტიმეტრს ტანზე.
უხდებოდა ძალიან ტანზე მომდგარი, მოკლე ქვედაბოლო და უბრალო მაისური. გრძელი, გარუჯული ფეხები ისეთი მიმზიდველი იყო, თავის შეკავებას ალბათ მხოლოდ მისნაირი კაცი შეძლებდა.
-მოდი ჩემთან. – მომთხოვნი, თან ჩუმი იოგებით გაანდო სურვილი ქალს.
თამთა არ დაძრულა. მაშინ ხელი გაუწოდა ლევანმა ისედაც ახლოს მჯდომს, ზუსტად იცოდა არ შეატოვებდა ხელს და რომ შეეტოვებინა, არ დატრიალდებოდა კარგი ამბავი, სწორედ ამიტომ ჩასჭიდა მის გამოწვდილ მარჯვენას თავისი.
კალთაში ჩაისვა.
თავისი მოკლე ქვედაბოლო თანდათან ზევით ავიდა და გაწევა სცადა, თუმცა თავისივე ხელებით ჩამოუწია ცოლს კაბა. კომფორტულად დაისვა ფეხებზე და გულ-მკერდზე აიკრა.
-რა გრძელი ფეხები გაქვს, – თან აუსვა ხუთივე თითი მუხლებიდან ვიდრე ბოლომდე.
-ყველაზე მეტად ფეხები მომწონს ჩემს ტანში.
-ჰოო? კიდევ რა მოგწონს? – თმა გადაუყარა ერთ მხარეს, მერე ისევ ფეხზე დააბრუნა ხელები.
-თმა..
-მეც. – დაიჩურჩულა კაცმა.-ყველაფერი მომწონს შენში.
-ჰოო?
-შენ რა მოგწონს ჩემში?-ჩაეღიმა თამთას აწითლებულ ლოყებზე.
-არაფერი. – გაეცინა და მიიღო კიდეც ამ სიცილისთვის.-რას აკეთებ?!-ამოიყვირა, როცა ქმრის ხელები უმისამართოდ დაიარებოდნენ მის სხეულზე.
-გსჯი. შენ ხომ ასე ძალიან ელოდები ამას..
გაიფრთხიალა თამთას სხეულმა. ფეხები კომფორტულად მოათავსა სიგრძეზე, ლევანის მკერდსაც მოშორდა და მხოლოდ ქვედა ნაწილი დატოვა მასთან.
ეკეკლუცებოდა ქმარს. და ამას ლევანი მშვენივრად ხვდებოდა, მაგრამ უნდოდა ძალიან მასთან. უნდოდა, გახსნილი ყოფილიყო ლევანი და ერთი სიტყვა მაინც ეთქვა ამჟამინდელ მდგომარეობაზე. მაგრამ არაფერს ამბობდა.
-ლევან. – მიმართა და თან ფეხები პროვოკაციულად გადაიჯვარედინა ჰამაკზე.
-ხო, თამთა.
-ირმამ ვის შემადარა წეღან? ვინ არის დემნა და მისი ცოლი?
-ჩემი ძმაკაცია. გაგაცნობ აუცილებლად.
-ქართველია ის გოგო?
-და ის ბიჭიც.
-რაა? ქართველი ძმაკაცი გყავს?! – წარბები აზიდა გოგონამ.
-რა გაგიკვირდა?! – ოდნავ ამოიწია ლევანი. ისევ დააბრუნა ხელები, თამთას მუხლებზე ხატავდა წრიულად რაღაც ფიგურებს.
-რა ვიცი, მოსისხლე მტრები არ ვართ?!
-ვართ?!-გადმოხედა გოგონას და ოდნავ მოუჭირა ხელი ფეხებს შორის მუხლებთან.-შენს გადმოყვანაში ცოტა ისიც დაგვეხმარა. ფორმალური მხარე მოაგვარა თვითონ.
-და ის გოგო დათანხმდა აქ ცხოვრებას?
-დათანხმდა. მაგრამ დადის ხოლმე თბილისში. მას იქ არავინ ერჩის.
-ჩემგან განსხვავებით.
-შენ დათანხმდებოდი? – რაღაცნაირი სიეშმაკით ჰკითხა გოგონას, ამოწმებდა მასში გრძნობებს.
-შენთან ცხოვრებას თუ თბილისიდან-ეშერაში წარამარა სიარულს?
-ჩემთან ისედაც ცხოვრობ. იქ რომ არავინ გერჩოდეს.. იქნებოდი ჩემთან მაინც?
-შენთანაც ხომ მერჩის ვიღაც, ლევან.
-ვინ? ვინ გაწუხებს შენ?-ამოიწია და სიგარეტის კოლოფი აიღო მიწიდან.
-მილიონი მტერი გყავს.
-მაგრამ არც ერთს არ შეუწუხებიხარ.
-ჯერჯერობით.
-ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე.
-სისულელეს ამბობ. ვიღაც აუცილებლად გაგიბედავს რამეს, თავი მბრძანებელი რომ გგონია!
-აი, შენ მიბედავ ახლა მაგალითად.-გაეცინა და „გაუტარა“ ისევ ცოლს.-და მე ისევ გპატიობ. იცი, რატომ?
-ხო, რატომ მპატიობ? – წაიგრძელა კისერი გოგონამ. მაცდური და ცბიერი იყო ერთდროულად მისი მზერა, მაგრამ არ შეეძლო სხვანაირად ლევანის თვითდაჯერებულ მესთან შებრძოლება.
-რადგან ასე რეაგირებ, როცა გეხები..-და ფეხებს შუა აუტარა ხელის ზურგი. თამთას დაეხორკლა კანი და გააცახცახა.
ლევანს გაეღიმა.
დაიპატრონა მისი სხეული და ნიკაპზე აკოცა ფარულად.
-თავი მბრძანებელი მგონია, ხო?-გაუყვა ნიკაპს და ყელზე ეამბორა ხმაურიანად.
-დიახ.
-მერე, მემორჩილები?
-არასდროს..
-რატომ არ მეწინააღმდეგები მაშინ?-მაისურში შეუცურა ხელი და ზურგზე მიეალერსა.
-ეს მორჩილება სულაც არაა..-გაეღიმა თამთას და თვითონ აკოცა ყელთან მეუღლეს. პირველად თავისი ინიციატივით. „სიამოვნებაა“ – დაასრულა გონებაში.
წამიერად მიხუჭა თვალები ლევანმა. მერე ზევიდან დააცქერდა გოგონას ანთებულ, აგიზგიზებულ თვალებს და თვალებზევე აკოცა. ტუჩებს მხოლოდ თითი გადაუტარა ნაზად.
-ამ კაბით არ გახვიდე გარეთ. კარგი?
-რატომ? რა არ მოგწონს?
-სიგრძე.-ჩაეცინა კაცს.
-მე მომწონს.
-მეც.-სიგარეტის ნამწვი ჩასრისა მინდორზე.-მხოლოდ ჩემთვის თუ ჩაიცვამ..
-აფხაზური დრესკოდია?!
-თხოვნაა ქმრის. გაითვალისწინებ?!
-არ ვიცი.
-მოკლეა. და ტრაკსაც უზარმაზარს გიჩენს. ეს გინდა?
-რა პრობლემა გაქვს ვერ გავიგე? ან როდიდან მიკონტროლებ ჩაცმულობას?-დაბნეულმა და თან ვნებით აღსავსემ ახედა ქმარს.
-არ გაკონტროლებ – გთხოვ. ხედავ განსხვავებას?!
-არა. რასაც მინდა, იმას ჩავიცვამ. თუნდაც სახლში, თუნდაც გარეთ. მაგრამ რადგან გარეთ არასდროს გავდივარ.. მაგრამ რას გიხსნი! სიდა ფორმიანი რომ დადის სკოლაში და ამ სიცხეში გრძელმკლავიან პერანგს ატარებს, მაგით ყველაფერი ნათქვამია.
-შენთან რითი დადიან სკოლაში? – წარბი აუწია გოგონას.-ტრუსიკით?!
-ჩემს კაბას ადარებ ტრუსიკს? – ხმამაღალი სიცილი ვერაფრით შეიკავა თამთამ.
-რაც გინდა ის ჩაიცვი – ოღონდ სახლში.
-და გარეთ რა ბედი მელის? გამაუპატიურებს ვინმე? – არ მოეშვა მაინც ქმრის პროვოცირებას.-თუ შენ იმის გეშინია რომ თქვან, ლევანის ცოლი საშინლად მოკლე კაბით დაიარება სოფელშიო! მერე როგორ გამოვყოფთ თავს ეშერაში, არა?
შეუცვლელი სახე ჰქონდა კაცს. მშვიდი და მომთმენი. ჰამაკიდან წამოდგა და სკამზე ჩამოჯდა.
ასე უყურებდა ჰამაკში მწოლიარე ცოლს, ურცხვად და თამამად. მზერით გააბათილა თამთას ყველა სიტყვა, ყველა დასკვნა, რაც ილაპარაკა. აგრძნობინა თვალებით, როგორი მცდარი იყო. მოულოდნელად ფერი შეეცვალა ლევანს. ადგილზე გაიყინა. ერთ ადგილს გაუშტერა მზერა. თამთამ დაუძახა რამდენჯერმე, მაგრამ რეაქციაც კი არ ჰქონია.
რეტიანივით წამოდგა ფეხზე და ეზოში გავიდა. თამთაც მიჰყვა ფეხდაფეხ.
მინდორში ლამაზი, შავი ცხენი შემოვიდა. ლევანის დანახვაზე თავი გააკანტუნა რამდენჯერმე და დაიფრუტუნა. ნეგა მოერეკებოდა უკნიდან ღიმილიანი სახით. არეული, შელახული ფაფარი ჰქონდა ცხენს, მაგრამ მაინც ლამაზი იყო. პრიალა, ცხიმიანი კანი მზეზე უბრწყინავდა.
თავზე მოჰხვია ორივე ხელი ლევანმა. ცხვირზე აკოცა ცხენს.
თამთა გაშტერებული უყურებდა ქმრის საქციელს. პირველად დაინახა მის სახეზე ბედნიერება. ნეგას გადმოხედა გაკვირვებული მზერით.
-სად იპოვე? – ძმას ჰკითხა ლევანმა.
-გუმისთას გავუყევი და თითქმის კუტიშხამდე ვიყავი ასული. იქვე იყო.
-ამდენი ხანი სად იყავი, დინა? – მიეფერა ფაფარზე და ჩუმად უჩურჩულა.
-მთლად კარგად არ გამოიყურება. მოწესრიგება სჭირდება. – ზურგზე დაუტყაპუნა ხელი ბედაურს და კმაყოფილი მზერით გადახედა ძმას.
აფხაზურად დაუწყო საუბარი ცხენს ლევანმა. ამდენი არასდროს ულაპარაკია ალბათ, ცხენთან პირდაპირი დიალოგი გამართა. თან ეფერებოდა, თან ესაუბრებოდა, თან ვარცხნიდა მის ლამაზ, მაყვლისფერ თმას თითებით. აფხაზური ჩურჩული საოცრად სასიამოვნო მოსასმენი იყო. უცხო ენის უცხო ბგერები მალამოსავით ედებოდა გულზე თამთას. იდგა და უსმენდა ქმრის შეხვედრას, მისალმებას თავის ცხენთან. ნეგას გაქცეული ბედაური მანვე დააბრუნა.
-მდედრი ცხენები ენერგიულები, ლამაზები და მოდურები არიან. ზოგი მშვიდია, ზოგი მღელვარე. სიყვარულისა და ურთიერთობისთვის ძალიან გახსნილები არიან, სწრაფად უყვარდებათ.-ჩაეღიმა ნეგას და თამთასთვის ასწია თავისი ორივე წარბი.
-საიდან იცი?
-წამიკითხავს. როდესაც მდედრი თავის პარტნიორს ხედავს, ინსტინქტურად გრძნობს პლატონურ ან რომანტიკულ მიზიდულობას, იქნება ეს მხოლოდ ფიზიკური და სექსუალური თუ გონებრივი და ემოციური კავშირი. ცხენებს ეს სიამოვნებთ. -ალმაცერად გადახედა ჯერ რძალს, შემდეგ ძმას და ღიმილით განერიდა მათ.
-დინა?! – მიუახლოვდა ბედაურს დამტვერილ ზურგზე გადაუსვა ხელი.
– განკითხვა ან გამართლება. ასე იშიფრება.
-მაინც დაგიბრუნდა. თან თვით ნეგამ დააბრუნა..
-ყოველთვის ბრუნდება ჩემთან ის, რაც ჩემია.-თვალი თვალში გაუყარა ცოლს.-როგორადაც არ უნდა ეცადონ გაქცევა.
-მბრძანებლობაზე ისივე იგივე აზრის ვარ. – გაუღიმა თამთამ, მაგრამ ლევანს არ შესცვლია არც ერთი ნაკვთი სახეზე.
-ვიცი. იყავი, არ დაგიშლი.-თოკით მოიზიდა ცხენი თავისკენ.-საღამოს მნახველები მოვლენ, ეს ხომ იცი?
-და?!
-გამოიცვალე, თამთა.
-გადარდებს იმ ქალების..
-მადარდებს..- გააწყვეტინა.-არ გაქვს უფლება ასე იარო, თუნდაც ჩემი ძმის თვალწინ.
-რა არ მოგწონს? – დოინჯი შემოირტყა და კაბას დახედა. ნელ-ნელა ისედაც ზევით მიდიოდა ეს ქსოვილი, მაგრამ მაშინ მართლაც ზედმეტად გასრიალებულიყო შორს. უხერხულად ჩამოისწორა.
-მე არასდროს დაგიშლი არაფერს,-ჩუმად თქვა და გოგონას არეულ თვალებს თავისი გიშრისფერი დაუხვედრა.-ჩაცმას განსაკუთრებით არა. მიყვარს ლამაზად ჩაცმული ქალები, შენნაირები მით უმეტეს. მინდა, გესმოდეს, რატომაც არ მინდა.. ასეთ წვრილმან თხოვნაზე უარს მეუბნები? – მიიწია მისკენ, თუმცა თამთამ დაიწია უკან.
საქმე კაბაში არ იყო და ეს კარგად იცოდა თამთამ. თხოვნაში იყო. ამოწმებდა, რას დაუთმობდა, რას არა; სად შეეწინააღმდეგებოდა, სად არა;
-დასაბანია.-მიუთითა ცხენზე. არაფერი უპასუხა მის ნათქვამს.
ამოისუნთქა ლევანმა. თავი დაუქნია დასტურის ნიშნად და თოკით გაიყვანა უკანა ეზოში ბედაური.
უხდებოდა ცხენი მის კავკასიურ სხეულს, კავკასიურ ხასიათს. ვაჟკაცურად დაიყენა ულაყი გვერდით და შავი ცხენი, მისი შავი თმის ფონზე კიდევ უფრო მუქად გადაიქცა.
თამთას ნეგას ნათქვამი ჩაესმოდა ყურებში: „როდესაც მდედრი თავის პარტნიორს ხედავს, ინსტინქტურად გრძნობს პლატონურ ან რომანტიკულ მიზიდულობას“
ყველანაირი მიზიდულობა იგრძნო იმ წამს ქმრის მიმართ, რომელიც ულაყს ჰბანდა.


თავი მეშვიდე
მაისის მიწურულს სიდამ სკოლა დაამთავრა. აფაზეთის ყველა სკოლაში აღიმართა აფხაზური დროშა და ზარებიც ხმაურიანად დაირეკა. აფხაზეთში ბოლო ზარის აღნიშვნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბავშვები ზეიმით აღნიშნავენ ბოლო წუთებს სკოლაში და შესაფერისი კონცერტიც აქვთ წინასწარ მომზადებული.
სიდას მამა რომ არ ჰყავდა, ლევანი დაუდგა გვერდში. თითქმის ყველა ხარჯი თვითონ გაიღო, თან ისე, რომ სიდამ არაფერი იცოდა და დიდად არც დედამისმა. ლევანს არ უყვარდა მათი მადლიერი, მორიდებული თვალები, ეს თავს ცუდად აგრძნობინებდა. რა საჭირო იყო მადლიერება იმის გამო, რაშიც ვალდებული იყო და რაც ასეთი უბრალო იყო მისთვის?! განსაკუთრებით, სიდას არ უნდოდა გაეგო მისი „მოწყალება“.
ზეიმზე თამთას წაყვანა მოითხოვა გოგონამ.
ყველას გასაგონად მისაღებში დივანზე ჩამოსკუპებულმა ჯერ თამთას შეხედა მკაცრად, შემდეგ ნათლიას გადახედა ირიბად. ნათლიასთვის ნათქვამ სიტყვას უფრო ჰგავდა მისი წინადადება, ვიდრე უშუალოდ თამთასთვის.
ლევანმა არაფერი უპასუხა ბავშვს. მშვიდი სახით მიირთმევდა ყავას.
-სახიფათოა, – ნეგამ თქვა სიტუაციის განსამუხტად.
-თქვენც ხომ იქ იქნებით?!
-მე?!-გულზე ხელი მიიდო ნეგამ.-ჩემი მასწავლებლების ნახვა ნამდვილად არ მინდა, სიდა.
-დაიკიდე, რა! წამოდი! ძალიან ბევრი ვიშრომეთ, კარგი ნომრები გვაქვს. თქვენ მაინც ხომ უნდა ნახოთ.
-აიდა არ მოდის?!
-დედა მოდის, მაგრამ თქვენ.. შენ..-ლევანს გახედა ძალიან მოწიწებით.-ნათლია, შენ არ მოხვალ?
მხოლოდ ახლა შეხედა თვალებში სიდას.
-მოვალ.
-და თამთა? მოდი, გთხოვ!
-გინდა?-გადახედა ცოლს.
-მინდა.
სიდას გაეღიმა. ნეგასაც.
-ზეიმის მერე რას აპირებთ? – სიდას მიუბრუნდა ლევანი. მშვენივრად იცოდა ყველა დეტალი, მაგრამ მაინც უნდოდა მოეყოლა.
-ფოტოებს გადავიღებთ და რესტორანში წავალთ ბოლოს, სადაც თამთაც დაპატიჟებულია..
-რა მოთხოვნადია ჩემი რძალი!-გაეცინა ნეგას და ხელი გადახვია სიტყვით გამოსულ გოგონას.
-გაგიჟდებიან შენზე! ყველას მოეწონები!-გახარებულმა სიდამ ერთმანეთს მიაყარა სიტყვები. ნეგამ უხერხულად ჩაახველა, თამთამაც ფარულად გააპარა თვალი ქმრისკენ.
არანაირი ემოცია ეხატა სახეზე. მასზე არ ახდენდა გავლენას ეჭვიანობის ფარული ქვეტექსტები.
-ანუ კაბა დამჭირდება? – ყელი მოიღერა თამთამ.
-და მაღალი ქუსლები! უნდა ბრწყინავდე!
-ვის უნდა გავეპრანჭო?-გაეცინა თამთას.-ჩვეულებრივი ვიქნები.
-არაჩვეულებრივი უნდა იყო! ყველამ იცის, რომ ნათლიაჩემის ცოლი ხარ.. სხვანაირად არ გამოვა, – კისკისებდა სიდა. ძალიან ბედნიერი იყო.
-ყურადღების ცენტრში ვიქნები? რა პატივია.-ჩაიქირქილა მზაკვრულად და ფეხზე წამოდგა. ჯინსის მოკლე შორტი ეცვა, გრძელ თეთრ მაისურთან ერთად. გარუჯული, გრძელი ფეხებით მიმზიდველად გაიარ-გამოიარა ქმრის თვალწინ და სიდას თვალი ჩაუკრა.
ნეგა და სიდა ერთად გავიდნენ ეზოში. გაუჩერებლად უყვებოდა ბიჭს თავისი გრანდიოზული ბანკეტის შესახებ.
-გაქვს კაბა? – ტელეფონში იყურებოდა ლევანი, არც კი შეუხედავს მისთვის.
-მაქვს, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება თუ არა მისი ჩაცმა.
-ისეთია, როგორც ეს შორტი?-დამცინავად ჩაეღიმა.
-გააჩნია, რას გულისხმობ. მოკლე თუ სექსუალური?!
-მიმზიდველი, – თქვა თუ არა, მაშინვე გააპო მზერით თამთას სხეული.
-ჩამაცმევ მერე ეგეთს? მე ხომ ყველაფერი ქმარს უნდა დავეკითხო. თუ ეგეც სახლში უნდა მეცვას, მარტო შენთვის..
-არასდროს შეგეშალო იმ სირებში, ვინც ცოლებს ჩაცმას უკონტროლებს.-ფეხზე წამოდგა და მაგიდასთან მჯდარ თამთას ზევიდან დააცქერდა.-შენ თვითონ მიწვევ და მერე გიკვირს.. გინდა, გამომტყუო სიტყვები, გამომცადო.. გაინტერესებს, რას გიზამ. მენდე, არ გირჩევ ამით დაინტერესებას.
არაფერი უთქვამს. მხოლოდ უყურებდა ქვემოდან და ზღვასავით ლურჯ თვალებს აშტერდებოდა, რომელსაც უკვე დაჰკვროდა სიბნელის სხივები.
-ბევრი ადამიანი იქნება რესტორანში. მე ისედაც დაპატიჟებული ვარ, შენ კი სიდას სტუმარი იქნები. არავის გამოელაპარაკო, – მკაცრად აენთო თვალები.-არავის გააბედინო რამე, არავინ მოიკარო. თუნდაც სკოლის მოსწავლე.
-სუნთქვა შეიძლება?-ჩაეღიმა თამთას და ფეხზე წამოდგა.
-არ დაიწყო!
-დავიწყებ!-გააწყვეტინა ოდნავ ხმამაღლა.-ისე მაფრთხილებ, თითქოს შენს ღალატს ვაპირებ. გგონია, ვინმეს შევხედავ, როცა გათხოვილი მქვია. ამდენს ლაპარაკობ პატივისცემაზე და შენგან საერთოდ ვერ ვხედავ იგივეს რატომღაც.
-ღალატზე არც მიფიქრია,-გაეცინა კაცს და ცოტათი მიუახლოვდა. თამთას საჯდომი მაგიდის ზედაპირს მიენარცხა და ისიც ოდნავ ჩამოჯდა კიდეც მანდ.
-აბა, რაზე იფიქრე?
-უსაფრთხოებაზე. ამიტომ გითხარი. ეგ ისედაც ვიცი, რომ არავისკენ გაიხედავ.-თმაზე წაეთამაშა.-განსაკუთრებით მაშინ, როცა იქვე ვიქნები.
-და რა გგონია, მხოლოდ იმიტომ, რომ იქვე იქნები და შენი შემეშინდება?!
-მხოლოდ იმიტომ არა.-გაეღიმა ლევანს კვლავ.-იმიტომაც, რომ ჩემ გარდა არავინ დაგაინტერესებს.
-რა ამბიციებია!-თითი მიაჭირა გულ-მკერდზე. გაწევისკენ უბიძგა უცნაურად მომღიმარ მეუღლეს.
-საფუძვლიანი.
-და შენ? – თავი გვერდზე გადახარა გოგონამ. ლევანს ყველაფერი მოუნდა იმ წამს მასთან, ისეთი მიმზიდველი და მაცდური იყო მისი ეშმაკური თვალები.
-რა მე..
-შენ თუ გაიხედავ სადმე..
-ბავშვების ბანკეტზე?
-და დიდების რომ იყოს?
-არ ვიცი.. ქალები მიყვარს, შეიძლება ვინმეს გადავხედო.
-გადახედო?!-წარბები ისე დაქაჩა, ეტკინა კიდეც.-მეც „გადავხედავ“ კაცებს, არაა პრობლემაა..
-გადახედე. მაინც არც ერთი მოგეკარება.
-რატომ ვითომ? – ირონიულად გაეცინა.
-აი, მე მართლა შემიძლია მილიონ ქალს შევხედო იმ დღეს. ყველას აბსოლუტურად. რომ მოვინდომო, მაპატიე ამას რომ გეუბნები, მაგრამ ნებისმიერი მომიწვება გვერდით. აი, შენ.. შენ ვერავინ გახლებს ხელს.-მკლავზე აუსვა თავისი ცხელი თითები.-ჭკუიდანაც რომ გადავიდნენ, არც ერთი დაგაკარებს თითს, რადგან ჩემი ხარ. და ეს მათ იციან.
-მე შენი არ ვარ, ლევან.. – თვალებით უთხრა ყველა გრძნობა, რაც კი შეეძლო ეთქვა თამთას. იმედგაცრუება, შიში, ტკივილი, ალბათ ყველაფერი ამოიკითხა კაცმა მასში.
-აბა, ვისი ხარ, თამთა..
-შენ თუ ხარ ჩემი?!-თვითონაც გადაატარა ხელი მის შიშველ კისერზე და ლოყაზე მიეფერა ქმარს.-შენ მოგეკარება ვინმე, თუკი ეცოდინებათ, რომ ჩემი ქმარი ხარ?
-არ ვიცი. შენ უნდა აკონტროლო ეგ ყველაფერი..
-რა გავაკეთო.. ავტორიტეტი გავხდე?-თითის წვერებზე აიწია და მიუტანა ახლოს სახე. ფაქტობრივად, ჩურჩულით უთხრა.
-თუნდაც.-პირდაპირ ცოლის სახეზე გაეღიმა ლევანს. ნიკაპთან აკოცა.-და არ იეჭვიანო.. არასდროს.
-რატომ? იქნება მანდ ისეთი ვინმე, ვისზეც „არ უნდა ვიეჭვიანო?“
-ამდენს ფიქრობ?-კეფაში შეუსრიალა ხუთივე თითი.-არავინ იქნება მნიშვნელოვანი. მხოლოდ შენ და სიდა.
-კარგი.
თავი დაუქნია და დახარა. ლოყაზე აკოცა ცოლს, შეისრუტა მისი სურნელი.
-როცა ყველა საფრთხე გაივლის, არასდროს მოგიწევს ისეთი მომლოდინე თვალებით შემომხედო, როგორც წეღან, ჩემგან რომ ელოდით ყველა ნებართვას. იცოდე, არ მსიამოვნებს ეს ფაქტი.. არ მინდა, ჩემი გადასაწყვეტი იყოს შენი თითოეული ნაბიჯი.. და ვიცი, რომ გეშინია. ყველაფრის, მათ შორის ჩემიც, – აქ თამთას სველ თვალებს არ მისცა უფლება ცრემლები გადმოეღვარა.-არ იტირო..
-არ ვტირი..-მოისვა უნებურად ხელები თვალებზე.
-გაქვს კაბა?-ყურადღება გადაატანინა და თვითონ მოსწმინდა ცრემლები.
-მაქვს. გრძელია,-გაეღიმა.
-თუ გინდა, მოკლე იყოს.
-რა იყო? დამინახე ატირებული და გეცოდები?
-ოხ, თამთა!
-კარგი, ჰო! ვიცი. ვიცი ყველაფერი..-შეაციცინდა თვალებში ქმარს.-ვიცი, მაგრამ მიყვარს, რომ გაბრაზებ.
-რატომ არ გეყვარება, – ოდნავ ჩამოიწია ლევანი. კისერში ეამბორა ცოლს.
ფრთხილად მოიცილა ქმარი, გასხლტდა. კიბეებზე ჩამომავალ ირმას მორიდებით გადახედა. ქალს გაეღიმა. თავი გადააქნია, თითქოს ადრე ნანახი ჰქონდა ეს ყველაფერი და უხმოდ გავიდა სამზარეულოში.
.
ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული მისაღები იყო აფხაზების ღრიანცელის ფონზე ჩატარებული ღონისძიება. ძველებურ სტილში ჩატარდა ყველაფერი – ისე, როგორც ადრე – საბჭოთა კავშირის დროს. თეთრი ლენტები ჰქონდათ მხარზე გადაკიდებული ბავშვებს, სადაც დიდი რუსული ასოებით ეწერა „Выпускной”; ლექსები სამშობლოზე, მშვიდობაზე, ომზე.. კომედიაში გარეული პოლიტიკა, რუსეთის ხსენება, როგორც ნამდვილი მეგობრის, მტრების არ გახარება – ეს იყო სიდას სკოლის ზეიმი.
თამთა უხმოდ უყურებდა ამ მხიარულებას სკამზე მჯდომი. როგორი შეურაცხმყოფელი იყო ეს ყოველივე მისთვის! პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართველი იყო, მეორე რიგში კი – თავისი ვინაობის გამო.
ყურადღების ცენტრში მოექცა უდაოდ. ისეთი ლამაზი იყო, დაიმსახურა ინტერესიანი თვალებიც. შავი, ტანზე მომდგარი გრძელი კაბა ეცვა, მუხლთან გაღეღილი. ალანმა წამოიყვანა დილას. ნეგა ვერაფრით დაითანხმა წამოსვლაზე, თუმცა დაეხმარა რძალს მაკიაჟისა და ვარცხნილობის შერჩევაში.
ლევანი არ უნახავს. დილით დახვდა ტუმბოზე დადებული ნიშნობის ბეჭედი.
ლევანი დილიდან გავიდა სახლიდან. ჯერ სიდა მიიყვანა სკოლაში, შემდეგ კი თავის საქმეებზე წავიდა. სავარაუდოდ, უსაფრთხოების შესამოწმებლად. თამთა ალანს მიაბარა.
-როდის დასრულდება? – მარაო მოიქნია მაგრად თამთამ და გვერდით მჯდომ ალანს მომლოდინე თვალებით შეხედა.
-წესით მალე,-საათზე დაიხედა.-წყალი ხომ არ გინდა?
თავი გაუქნია გოგონამ. ალანმა იგივე ჰკითხა აიდასაც, თუმცა მაგისგანაც უარი მიიღო.
ვერაფრით მოიშორა ერთი ადამიანის დაჟინებული მზერა იმ დღეს. საითკენ არ უნდა გაეხედა, ის კაცი თვალს არ აშორებდა. ეგონა, ეჩვენებოდა, მაგრამ ალანსაც აშკარად შემჩნეული ჰყავდა ეს ადამიანი. სწორედ მაგიტომაც არ შორდებოდა გვერდიდან თამთას.
როგორც კი ღონისძიება დასრულდა, საბოლოო ცეკვაც შესრულდა, ფერების ფეიერვერკიც გაუშვეს ცაში და მანქანებშიც გადანაწილდნენ ბავშვები. ფოტოების გადაღება გაგრძელდა დიდ ხანს.
სიდას არაჩვეულებრივი ღია ფერის კაბა ეცვა. ნამდვილ ქალს ჰგავდა. განსხვავებული და უჩვეულო იყო. მაღალი კისერი, გაშლილი, ნაზი მხრები ხაზს უსვამდა მისი ტანის იდეალურობას. ჩატეხილი წელიც იდეალურად ეტყობოდა ამ კაბაში. აიდა ვერ მალავდა თვალცრემლიან თვალებს, ლოყაზე ეფერებოდა შვილს ყოველ წამს.
მათთან ერთად ბევრი ფოტო გადაიღო თამთამ. სიდას სურდა, რომ ყველგან გამოეჩინა თავისი რძალი. ისეთი აჟიტირებული იყო, ალანიც კი ამოიყენა გვერდით და გაცინება აიძულა. თავისი მუდამ სერიოზული, ჯმუხი სახე ძლივს დაიმორჩილა კაცმა გასაღიმებლად. თამთას ეცინებოდა სიდას ბავშვურობაზე, მაგრამ მასთან ალანიც კი ვერაფერს გახდა.
სოხუმის რესტორანში შესვლისას თამთას გული შეუტოკდა.
სევდა და მოსალოდნელი დაძაბულობა ერთდროულად შემოეტია.
გულს უღრღნიდა ლევანის სავარაუდო „ურთიერთობებთან“ პირისპირ შეჯახება და მიხვდა, აქედან რომ დაიწყო მისმა გრძნობებმა გამოჩენა. ვერ ხვდებოდა, რა რეაქცია უნდა ჰქონოდა, თუკი ვინმე გადაეჩეხებოდა ქმრის წარსულიდან. ან სკოლის ბანკეტზე ვის უნდა შეხვედროდა კაცი? მასწავლებლებს? იქნებ, რომელიმე მშობელს? ტვინი აუდუღდა. ეჭვიანობა სარეველასავით მოედო მთელ სხეულზე.
საერთოდ არ იყო ეჭვიანი, მხოლოდ მაშინ თუკი ენდობა. მან კი ვერ გადაწყვიტა ჯერ გონებაში სანდო იყო თუ არა აფხაზი ქმარი, ვისთვისაც ქართველი მტრად ითვლებოდა.
ალანთან და აიდასთან ერთად დაჯდა მაგიდასთან. გული ჩასწყდა, როცა თავისუფალი ადგილი არ დატოვა ალანმა ლევანისთვის. ესე იგი, სხვაგან დაჯდებოდა. თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით, ქმრის პოვნა სურდა, მაგრამ ჯერჯერობით არსად ჩანდა.
-ლევანს ეძებ? – აიდამ მინერალური დაისხა ჭიქაში, თან თამთასაც შესთავაზა.
-არ მოვა?!
-როგორ არა! აი, იქ დაჯდება, – მიუთითა ყველაზე განსაკუთრებულად გაწყობილი მაგიდისკენ, სადაც ჯერჯერობით არავინ იჯდა.
-რატომ იქ?
-იქ სხდებიან…
-ავტორიტეტები?-დაასრულა თვითონ.
-ხო.
-და მათ რა ხელი აქვთ ბავშვების ბანკეტზე? აუცილებლად უნდა დაესწრონ?
-რა თქმა უნდა. მათ გარეშე არც ერთი ღონისძიება არ ტარდება სოხუმში. არ იცოდი?! – ღიმილით დაეკითხა გოგონას ქალი. ისე ამბობდა, თითქოს აუცილებლად საჭირო ინფორმაცია იყო და როგორ არ უნდა სცოდნოდა.
-ჩემი აზრით, დიდი სისულელეა ეს ყველაფერი.-ჩაილაპარაკა თავისთვის და აიდას გაოგნებული მზერისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-რას ეძახი სისულელეს?!
-აი, ეს ბავშვები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. რატომ უნდა დაესწრონ სკოლის ბანკეტს ვიღაც იარაღიანი ავტორიტეტები? – კარგად ჩახედა თვალებში აიდას გოგონამ.
-და შენთვის ლევანი ვიღაც იარაღიანი ავტორიტეტია?
-რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ვინ არის.. ეს დარბაზი ხომ ბავშვებითაა სავსვე. ვინ იცის, რომელს რა დაემართება დალევისას, ერთი ტყვიაც საკმარისი იქნება ტრაგედიისთვის, აიდა, ამას მართლა ეგუები?!
-სიდას ვერავინ დააკარებს ხელს.
-რატომ ხარ დარწმუნებული?! რადგან ლევანი აფარებს ხელს? და სხვებს?-ჩაეცინა თამთას.-თუკი სიდას არ ემუქრება არაფერი, სხვები ჭირსაც წაუღია, არა?
-შენ თუ ასეთი დამოკიდებულება გაქვს ამ ყველაფერზე, თუ არ მოგწონს, რა გაკავებს აქ? შენც ხომ დაგჭირდა „ვიღაც იარაღიანი ავტორიტეტის“ მფარველობა?
-შენ ხომ კარგად იცი ჩემი ამბავი. – წყალი მოსვა თამთამ. ცოტათი აღელდა.
-ვიცი და ამიტომაც გეუბნები, რომ არანაირ პროტესტს აზრი არ აქვს. აქ და შენგან განსაკუთრებით.. არანაირი იმედი მოგცეს იმან, თუ ვინაა შენი ქმარი. მთავარია, ვინ ხარ შენ.
-არ აქვს მნიშვნელობა ჩემ ვინაობას, ეს თქვენც უნდა გაწუხებდეთ. – მაინც უთხრა გონება მოწამლულ ქალს და იქითკენ გაიხედა, საითკენაც ყველამ.
შემოვიდა თავისი ქმარი.
შვიდი ადამიანი შემოვიდა დარბაზში. შვიდივე კლასიკურად ჩაცმული. ლევანს შავი პერანგი ეცვა, კლასიკურ შავ შარვალთან ერთად. მათ შემოსვლას თან ახლდა დაძაბულობის ველი. თითქოს, ბავშვებმა მხიარული სახეების ნაცვლად სერიოზული, დინჯი გამომეტყველება დაიბრუნეს. ბიჭები წამშივე დაკაცდნენ და მოსულებს შესაფერისადაც მიესალმნენ. ეს მოწიწება, ეს რიდი, თამთაც კი ფეხზე წამოდგა.
დაშტერებული ხალხის ხილვამ თამთას არქიფო სეთური – აპოკალიფსური მხეცი გაახსენა. დარბაზში მსხდომი ხალხი მისთვის ჯოგს წარმოადგენდა, ბოროტებისა და სიცრუის კოლოფს. ეს ადამიანები, ლევანის თამადობით, ძერწავს მომავალ თაობას – როგორც მოძალადეს, როგორც კრიმინალს, როგორც სუსტის დამამცირებელს.
თამთას პირი გამოუშრა. დაენარცხა კიდეც სკამზე ხმაურიანად. ლევანს შეხედა, მაგრამ მან არ დაუბრუნა სალამი, არც კი მოიკითხა ცოლი ადგილზე იყო თუ არა.
მხოლოდ სიდას აკოცა ლოყაზე ხმაურიანად, რაღაც დააკავა ხელში – სავარაუდოდ რუსული რუბლები და ისევ თავის ადგილს მიუბრუნდა.
წაერთვა მადა, ღიმილიც ჩამოერეცხა სახიდან. ყველაფერთან ერთად ლევანის უყურადღებობამაც მოუშხამა ისედაც ნირწამხდარს ხასიათი. თანდათან გართობა დაიწყო. ჩვეულებრივი, ქართული ტრადიციული სუფრა იყო გაშლილი, ტრადიციული სადღეგრძელოებით, ენა იყო მხოლოდ განსხვავება. ძირითადად რუსული, მეტნაკლებად აფხაზური სადღეგრძელოები ამშვენებდა სუფრას.
სიდა ეხვეწებოდა გამოსვლას თამთას, თუმცა სკამიდან არ დაძრულა გოგონა. ცეცხლისფერი თვალები უფრო მეტად უგიზგიზებდა, როცა ქმარს უყურებდა. მის თითოეულ დეტალს სწავლობდა. როგორ იქცეოდა სუფრასთან, როგორ სწევდა ჭიქას ჰაერში, როგორ ამბობდა სადღეგრძელოს.. როგორი კავკასიური იყო, ეს თან წყევლა იყო მისთვის, თან სამოთხე.
ვიღაც მიუახლოვდა ლევანს. ყურში უჩურჩულა რაღაც და პირველად მაშინ გამოიხედა ცოლის მიმართულებით.
მათი თვალები გადაიკვეთა. თამთას აგიზგიზებული ცეცხლისფერი თვალები ლევანის ზღვასავით მშვიდ და ლურჯს შეხვდა. თავი დააქნია კაცმა, თითქოს ვიღაცას რაღაცაზე თანხმობა მისცა.
თამთას ჟრუანტელმა დაუარა ყველაზე უარესის მოლოდინში.
-მეგობრებო, ერთი წუთით თქვენს ყურადღებას ვითხოვ.-გამოაცხადა მიკროფონში კაცმა, ვინც წეღან ლევანთან მივიდა.-ყველამ იცის, რომ ლევან ტარბა სულ ახლახან დაქორწინა მშვენიერ ქართველ ასულზე.-და ყველამ თამთასკენ გამოიხედა. უხერხულად მოიღერა ყელი გოგონამ.-გვინდა, პატივისცემის მიზნით წყვილს ერთი ცეკვა ვაჩუქოთ.
თამთამ ლევანს გაუცვალა მზერა.
დარბაზში სატრფიალო, საარშიყო ცეკვა „ქართული“ გაჟღერდა.
ელდა ეცა გოგონას. გაფითრებულმა ჯერ აიდას უკმაყოფილო მზერას შეხედა, შემდეგ კი ლევანს გააყოლა თვალები, რომელიც მისკენ მოდიოდა.
შოკირებული ძლივს წამოდგა ფეხზე. ეს აუცილებელი იყო?! როგორ ეცეკვა ქართული დაგეშილი აფხაზების შუაში ან ვინ გაუწევდა პარტნიორობას – მოსისხლე აფხაზი?!
ნელა წამოაყენა ცოლი ლევანმა. ხელი ჩასჭიდა ნაზად და მისი გრძელი, მოხდენილი კაბით საცეკვაო მოედანზე დააყენა. ქართული მუსიკა ნარნარით ჩაესმა გოგონას ყურში. თითქოს, ყველა ილეთი ერთდროულად დაავიწყდა, ისეთი კულტურული შოკი მიიღო მუსიკის გაგონებისას.
ლევანმა ხელები გაშალა.
თამთას ჩაეღიმა ძალიან კმაყოფილს. უხდებოდა ამ კაცს ცეკვა, განსაკუთრებით ასეთი ვაჟკაცური და მედიდური. ეს ხომ მის ხასიათს აღწერდა ისედაც. ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული ცეკვის შესრულება დაიწყო წყვილმა. ჩაისახა მათი პირველი ურთიერთპატივისცემა ერთმანეთის კულტურის მიმართ, ერთმანეთის ცხოვრების მიმართ.
მიუახლოვდა ცოლს მხრებგაშლილი კაცი. ნარნარით წამოვიდა თამთა საცეკვაოდ და ლევანის სხეულიც კი გადაფარა, ისეთი შთამბეჭდავი იყო ქართველი ასულის ქართული ცეკვა. ნელი დავლით, ნარნარი მიხრა-მოხრით, დამახასიათებელი ქართული ცეკვა შეუსრულეს აფხაზებს ცოლ-ქმარმა.
არც ერთი მილიმეტრით არ შეჰხებია ცოლს ლევანი. მხოლოდ უმზერდა მთელი ცეკვის განმავლობაში და ასე გამოიცნო მისი ყველა „სურვილი“. ყველა მოძრაობაში გამოხატა მოკრძალება თამთას, როგორც ქალის მიმართ. აჩვენა ყველას, რას ნიშნავდა ნამდვილი ურთიერთგაგება, შეთანხმება. გედისებური სინარნარით მოტრიალდა თამთა, მეორე წრეზე წაიყვანა ქმარი, რომელიც პირდაპირ თვალებით აბამდა დიალოგს მეუღლესთან. მთელი ცეკვა ხომ ისედაც მის ხელში იყო. უთხრეს ერთმანეთს ყველა ემოცია, რაც აკავშირებდათ, ყველა შესაძლო სიტყვა გაცვალეს ერთმანეთში მზერებით, ყველაჯერ შეეხო ლევანი თავის ქალს თვალებით.
ტანის შეურყევლად მრავალნაირი გასმები შეასრულა ლევანმა. კლასიკურად დაიპატრონა ცოლის სხეული და დასასრულს კოცნა აჩუქა მის ლამაზ, გამოძერწილ თითებს. ლარივით დაჭიმული სხეული შეხებისთანავე მოუდუნდა თამთას. თავშეკავებულობის უმაღლესი გამოხატულება აჩვენა კაცმა ქალის მიმართ. სასიყვარულო ურთიერთობა, პატივისცემა, სინატიფე და ურთიერთგაგება დაანახეს დაგეშილ აფხაზებს, რომლებსაც ენა ჩავარდნოდათ მათ შემხედვარე.
დარბაზში ტაშის ხმა გაისმა.
მათ შორის კი იდეალური სიჩუმე ჩამოვარდა.
-მცოდნია?!-უჩურჩულა თამთას.
-მეტიც.
შუბლზე აკოცა კიდევ ერთხელ და თავისი მაგიდისკენ წაიყვანა.
ემოციებით დახუნძლული მივიდა მაგიდასთან. ყველა მიესალმა, ყველა გაეცნო, მაგრამ ერთი განსაკუთრებით დაინტერესდა მისით.
ფეხზე წამოდგა კაცი და ოდნავ მოსცილდა მაგიდას.
-გამარჯობა, მშვენიერო თამთა.-უთხრა ქართულად და ხელზე ეამბორა.
უაქცენტოდ ნათქვამი სალამის გამო განცვიფრებულმა შეხედა ჯერ ქმარს, შემდეგ კი უცნობს.
-გამარჯობა? – დაუბრუნა მშობლიური სალამი.
-დემნა, – გაუღიმა კაცმა.
-აჰა!-გაეცინა თამთასაც.-აი, თურმე რაშია საქმე..
-არაჩვეულებრივად შეასრულე ცეკვა. იდეალური პარტნიორიც გყავდა. – ხელი გადახვია ლევანს. -მაგრამ მაინც ქალზეა მთელი ცეკვა აგებული. ხომ მეთანხმები?-ლევანს გაჰკრა მხარი კაცმა.
-რა თქმა უნდა.
-ხომ არ მოიწყინე? – ღიმილს არ წყვეტდა დემნა. თამთა დაშტერებული უყურებდა მის შავ, ნახშირისფერ თვალებს და ახსნას ვერ უძებნიდა, რატომ ჰქონდა მსგავსი აურა კაცს.
თითქოს, უნებურად გიმორჩილებდა.
-არა. ამ მაგიდასთან დგომა შეიძლება? – წარბაწევით იკითხა თამთამ.-ვინმემ არ გამომიქანოს იარაღი.
-ვინ გაბედავს!-ხმამაღლა გაიცინა დემნამ. შემდეგ ლევანს გაჰხედა.-ფიცხია ნამდვილად!
-ასე გითხრა?
-თქმა რა საჭიროა?! ქართველი ქალი ცეკვაში შეიძლება გედივით ნაზია, მაგრამ კაცებთან..
-დამსახურებულია!
-გაგაბრაზა?!
თვალი თვალში გაუყარა ქმარს. აგრძნობინა, რომ კი, გააბრაზა.
დემნამ თავის დაკვრით დატოვა წყვილი მარტო.
-დაუბრუნდი შენს ადგილს,-მხარზე მოჰხვია ორივე ხელი ცოლს.-და მოგაქცევ ყურადღებას.
-არაფერში მჭირდება შენი ყურადღება,-დაიჩურჩულა და ფრთხილად გააშვებინა ხელები.
-ხოო? ამის გამო არ ხარ გაბრაზებული?
-არანაირად!
-აბა, რატომ მიყურებდი მთელი ეს დრო? რამე გაქვს სათქმელი?-მიაცილა ცოლი მაგიდასთან.-თუკი, არაფერი, ნუ მიყურებ ასე დაჟინებით, უხერხულია.
-ღმერთო ჩემო! ერთხელ შემოგხედე მარტო.
-იმდენჯერ შემომხედე, რამდენჯერაც მე.. ეს კი ძალიან ბევრია.
-საერთოდ დამინახე? მეგონა, არც შეგიმჩნევია ჩემი არსებობა.
-შენი არ შემჩნევა შესაძლებელია? – გაეღიმა და სკამზე დასვა მეუღლე.-ბრწყინავ ამ საღამოს.-და აკოცა ყელთან.
ალანს დაუტყაპუნა ზურგზე ხელი, ისევ თავის მაგიდას დაუბრუნდა.
ჰაერზე გასვლისას ძლივს დაითანხმა ალანი, მარტო რომ წასულიყო. ფარულად გააბა კომუნიკაცია ლევანთან კაცმა და ნებართვის შემდეგ გაუშვა თამთა თავის გზაზე. აივანზე გამოვიდა თუ არა, ხარბად შეისუნთქა ზღვის შხეფებით გაჟღენთილი ჰაერი. მზეც ჩავიდა, წყვდიადმა მოიცვა სოხუმის ქუჩები.
-გიჭირს შეგუება? – დემნა გამოვიდა შამპანურის ჭიქებით ხელში.
ერთი თამთამ გამოართვა.
ქართულად მოსაუბრე წყვილი იდგა აივანზე, უკან კი აფხაზების ხროვა ღრიალებდა დარბაზში.
-რასთან?
-სოხუმთან.-ჩუმად თქვა დემნამ.-იქნებ, შენს ქმართანაც?..
-შენ რამ მოგიყვანა აქ? – გაუშინაურდა თამთა ერთადერთ ქართველს.
-ო, ეგ გრძელი ამბავია. ცოტა მოსაწყენიც,-ჩაეცინა.-ახლა ალბათ ყველაზე მეტად მე ვიცი, რა ხდება შენში. ეს ადრეც მინახავს.
-შენს ცოლს გულისხმობ?
-არა მარტო. აქ ძალიან ბევრია შენნაირი, თამთა. მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს. ყველას არ ჰყავს ისეთი ქმარი, მფარველი, როგორიც შენ.
-„მფარველი“ – ირონიულად გაიღიმა თამთამ და მოსვა ერთი ყლუპი.-ყოველთვის თავისუფლება მინდოდა. მეცხოვრა ისე, როგორც მსურდა. აქ კი.. ისე ვცხოვრობ, როგორც შეეფერება აქაურობას – მორჩილივით.
-ეს ქართველი ქალები ძალიან მეამბოხეები ხართ,-სიგარეტს მოუკიდა დემნამ. ისიც ისეთივე მედიდური ეჩვენა გოგონას, როგორიც ლევანი იყო ხოლმე. ხელისგულებით დაეყრდნო აივნის რიკულს და გვერდულად შეხედა ქალს.-არადა, ხომ იცი სინამდვილეში ეს ყველაფერი ვის გამო დაგემართა, მისგან რატომ ელოდები გაგებას..
-მამაჩემის გამო.
თამთას პასუხს დემნას გაუგებარი რეაქცია მოჰყვა. თითქოს, არც გაჰკვირვებია, ან რაღაც გაახსენდა..
-სვამს ლევანი? – სასხვათაშორისოდ იკითხა თამთამ.
-ცოტას.
-არასდროს მინახავს ნასვამი.
-ხოო? – კვამლი გამოუშვა რგოლებად დემნამ.-ნუ გეშინია. – ეს სიტყვები უთხრა ძალიან ჩუმად.
-არ მეშინია. მისი არასდროს.-უპასუხა თამთამაც.-ხომ ასეა?!-შეაციცინდა დემნას თვალებში. უხილავი ნდობა გაჩნდა მათ შორის. ორი ქართველი, ორი სისხლი დაუკავშირდა ერთმანეთს იმ საღამოს და თამთას საერთოდ არ ადარდებდა ის ფაქტი, პირველად რომ ხედავდა კაცს.
იცოდა, სანდო იყო.
ეტყობოდა ისედაც.
სახეზე ეწერა, როგორ შეეძლო მთელი თავისი ცხოვრება ჩაებარებინა თამთას მისთვის.
-ასეა. და ბევრად მეტიც.
მიიწია მისკენ დემნამ. გაშლილი ხელით მიიხუტა გოგონა. პირველად ჩაეხუტა თამთა ვინმეს მთელი იქ ყოფნის განმავლობაში. მოუჭირა ხელები წელზე, გადასდო ემოციები და ნდობის პირობა აღუთქვა.
-თუკი რამე დაგჭირდება ოდესმე, თუკი რამის შეგეშინდება, იცოდე, რომ აქ ვარ. სადაც არ უნდა ვიყო, შენთვის ყოველთვის მოვიცლი. მეორეხარისხოვანია ვისი ცოლი ხარ.. შენ იმ ადგილიდან ხარ, რომელიც მე ასე ძალიან მენატრება. ეგ კი ყველაფრის გაკეთების უფლებას მაძლევს. გასაგებია?!-მოიცილა ნაზად გოგონას სხეული და ჩახედა თვალებში.
თამთამ ცეცხლისფერი თვალები მის ბნელ გუგებს გაუსწორა.
-გასაგებია. მადლობა, – მთელი გულით გაუღიმა კაცს. – მომენატრა ქართულით საუბარი. კარგია, რომ არ დაგავიწყდა.
-არც შენ დაგავიწყებთ.
გაეცინა დემნასაც. შემდეგ კი თამთა შემოსწრებულ ქმარს გადააბარა და წყვილი დატოვა სოხუმის განსაცვიფრებელი ხედის ფონზე.
ნამთვრალევი, ღვინისგან დაღლილი თვალებით აათვალიერა ცოლის ლარივით დაჭიმული ტანი. არ შეჰხებია არც ერთი მილიმეტრით, მხოლოდ თვალებით, როგორც ცეკვისას.
-დალიე?-მოიღერა ძველებურად ყელი თამთამ. რიკულს მიეყრდნო ტანით.
-დავლიე.
-ბევრი?
-ბევრი.-ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და შეამცირა ისედაც მცირე მანძილი. ოდნავ გადაიწია თამთა მოაჯირიდან.
-რატომ მაცეკვეს „ქართული?“ – ამოიჩურჩულა და მის თვალწინ მოსვა შამპანურის ბოლო წვეთები.
-დაგაფასეს. უკმაყოფილო ხარ?!
-არ ვიცოდი, თუ ცეკვავდი საერთოდ.
-მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, თამთა.
-და აფხაზები როდიდან ასრულებთ ქართულ ცეკვებს, თან ასეთი ემოციით?! – ალმაცერად შეაციცინდა კაცს.
-პარტნიორზეა დამოკიდებული.
-ნუთუ?!
-ნამდვილი დედოფალივით გეჭირა თავი,-ხელი აუსვა მკლავზე.-ანათებდი.
უპასუხოდ დატოვა მისი კომპლიმენტი.
-შენ ხომ ჯერ არ დაგიმთავრებია გლოვა, – დაბალი ტონით უთხრა თამთამ.-და ალბათ არც არასდროს ეცეკვებოდი ქართველს „ქართულს“. რატომ გააკეთე ეს?
-რატომ დავუშვი შენთან გამონაკლისი? – თამთას ჭიქიდან დალია შამპანური. ჩაეღიმა გოგონას.
-რატომ მიეცი უფლება ქართული მუსიკა ესმინა ყველას?
-უნდა იცოდნენ, რომ მე შენი კულტურის მიღება შემიძლია.
-შეგიძლია?-გასწორდა წელში და ყელმოღერებულმა ჰკითხა.
-ვგიჟდები, ასე რომ იმაღლებ კისერს. – და აკოცა კისერშივე.
ჟრუანტელმა დაუარა თამთას.
-შეგიძლია?!
-არ დაგიმტკიცე?-გაეღიმა.-ხომ გეცეკვე შენი ქართული.. მეტი რა გავაკეთო?!
-მადლობა.-ჩუმად დააყოლა ქალმა. თვალებში ჩახედა ლევანს.-რომ პატივი ეცი ამ ყველაფერს.
კმაყოფილმა მიადო შუბლი შუბლზე. ნამთვრალევი ტუჩებით შეეხო ქალის ბაგეებს. პირველი კოცნის მერე პირველად შეეხო ასე თამამად ტუჩებზე.
ღამის სოხუმი ერთიანად გამოცოცხლდა და ერთიანად ჩამუქდა. ზღვის საპნიანი ტალღები ნაპირს მიენარცხა ახლოს. სოხუმმა იგრძნო აფხაზისა და ქართველის სიახლოვე კიდევ ერთხელ და დაამტკიცა, რომ ამაზე ცეცხლოვანი, ამაზე სუფთა და გულწრფელი არანაირი კავშირი არსებობს სხვა.
მოსწყდა თამთას ბაგეებს, არეული მზერა დახვდა თვალწინ. შიშის ტალღები დაჰპატრონებოდა ქალის თვალებს. მიხვდა ორივე, როგორი ბრალიანი იყო მათთვის ეს კავშირი, როგორი სიახლე.
შუბლზე აკოცა მეუღლეს.
-ძალიან ლამაზი ხარ. ვიცი, რომ ჩემს კომპლიმენტს ელოდი მთელი დღე. მაპატიე, რომ ვერ მოვახერხე თქმა. უფრო თამამად რომ შემოგეხედა ჩემთვის, ისედაც დაინახავდი, მაგრამ არაუშავს.
ხმამაღლა გაიცინა თამთას. მიეხუტა ნამთვრალევ მეუღლეს, ძალიან უჩვეულოსა და გულღიას. შეაციცინდა თვალებში და თვითონ აკოცა ლოყაზე.
დააჯილდოვა კარგი საქციელისთვის.
-ლევან! – დაიძახა ვიღაცამ სასოწარკვეთილი, გიჟური ხმით.
რეტიანივით მოსცილდა წყვილი ერთმანეთს. აიდას გამეხებულ სახეს დაუწყეს ყურება.
-დავიღუპეთ!
ერთადერთი რამ თქვა ქალმა, ლევანმა მხეცივით გადაიარა რესტორანში შესასვლელი გზა.


თავი მერვე
ლევანს სიმთვრალის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა სახეზე. დარბაზში დაბრუნებულ თამთას შეშინებული სიდა დახვდა, რომელიც დედას უხსნიდა რაღაცას. ლევანი მაშინვე გამოიყვანეს გარეთ, დარბაზში კი გართობა გაგრძელდა.
თამთა ფეხდაფეხ მიჰყვა თავის ქმარს, აიდაც უკან დაედევნა გოგონას და კართან გააჩერა მკლავზე ხელით.
-არ წახვიდე! – აიდას ხმა ვედრებას უფრო ჰგავდა.
-რა ხდება? სად მიდის?
-თამთა, დაბრუნდი მაგიდასთან და შეეშვი ლევანს. მოაგვარებს და შემოვა.
-რომ მითხრა, სად მიდის, რა მოხდება?! სიდა! – ატირებულ სიდას ჩაავლო ხელი და თავისკენ დაქაჩა.
-ლაკობების ერთ-ერთი ოჯახის წევრი, მაქსიმი მოვიდა.
-ლაკობები? ის ლაკობები, ნეგას რომ ერჩიან?
-დიახ.
-და რა უნდათ?
-არ ვიცი. ნათლიაჩემის გაგიჟება ალბათ.
-და ახლა ლევანი მასთან გავიდა? – წარბები აზიდა თამთამ. აიდას ოფლი ასხამდა სახეზე, ფერიც აღარ ედო სახარბიელო.
-დედა, არ მისცე უფლება წამიყვანოს..-შეევედრა დედას სიდა. თამთამ თვალები დაჭყიტა და დაშტერებულმა შეხედა ბავშვს.
-რას ამბობ, სიდა?
-ის სიდასთვის მოვიდა, თამთა.-აღელვებულმა აიდამ შვილს დაუწყო მოფერება.-ნუ გეშინია, საყვარელო, ხომ იცი, ლევანი არ დაუშვებს.
-უთხარი ნათლიას, არ გამატანოს.. გთხოვ, დედა!
-სიდა, დამშვიდდი! ასეც იქნება!
-არ იქნება! – ხელი აიქნია გოგონამ.-ჩვენ ხომ მათი ერთი გოგო გვმართებს. ჩემ გარდა სხვა ვინ უნდა მისცეს ნათლიამ? სხვა რითი უნდა გამოისყიდოს?
-სიდა, რას ლაპარაკობ? – სიტყვები ვერ იპოვა თამთამ.-ლევანმა შენი თავი ვის უნდა დაუთმოს, არ გამაგიჟო!
მიეხუტა დედას გოგონა. თამთამ ირგვლივ მიმოიხედა. ყველაზე „ძვირფასი“ მაგიდა ცარიელი იყო. გასაგები გახდა მისთვის, რატომაც. ალანიც არ ჩანდა არსად. მხოლოდ ბავშები და სტუმრები იყვნენ რესტორნის შიგნით, ბანკეტი გრძელდებოდა.
დედა-შვილს გარეთ გასვლა დაუბარა. ნელა გაუყვა პირველ სართულზე ჩასასვლელ კიბეებს. კართან დადგა ცოტა ხანს. ვერ გადაწყვიტა ღირდა თუ არა გასვლა, უღირდა თუ არა მოესმინა, დაენახა, გაეგო, რა ხდებოდა.
ინტერესთან ერთად, ის უფრო ადარდებდა ლევანი რას იზამდა. სიდას დათმობდა?! ამის წარმოდგენაც კი შემზარავი იყო თამთასთვის. მოესმა ხმები რესტორნის უკანა მხარეს. გაარჩია აფხაზური ხმამაღალი საუბარი. ძლივს გადააბიჯა საკუთარ თავს და საკუთარ მეუღლეს.
მიაყურადა.
იცოდა, ამის გამო სერიოზული საუბარი მოელოდა, თუკი შეამჩნევდნენ, მაგრამ მაინც გარისკა. ვერაფერი გაიგო. საუბარი აფხაზურ ენაზე იყო, მაგრამ კარგად გაარჩია ქმრის საკმაოდ ხმამაღალი, მომთხოვნი ბგერები.
უკან დაიხია თამთამ. ვეღარ შეჰბედა მეტის გაკეთება, ვერ ჩაერია იმაში, რაშიც უფლება არ ჰქონდა. დაბრუნდა რესტორანში გულაჩქარებული. კარს მიეყრდნო ზურგით და დამშვიდება სცადა.
კარი გიჟივით შემოგლიჯა ვიღაცამ. წარბები შეჰკრა ლევანმა თამთას დანახვაზე.
-აქ რა გინდა? – ამოიყვირა თითქოს.
ვერაფერი უპასუხა.
-გამომყევი?!-მიუახლოვდა და ზევიდან დააცქერდა გოგონას. ამოიხედა თამთამ. დამშვიდებული წელში გასწორდა და თვალებში ჩახედა ლევანს.
-როგორ გავბედე?!-თვითონაც მსგავსი ტონით უპასუხა.
-გამომყევი? – განმეორდა ლევანი, უფრო მკაცრად.
-გამოგყევი. და დავბრუდი. არაფერი გამიგია, თუ ეს გადარდებს.
რამდენჯერმე დააქნია თავი ლევანმა. კარგად ეტყობოდა, როგორ არ ეცალა ახლა თამთასთვის. თუმცა მიხვდა გოგონა, ამ ქმედებას უპასუხოდ რომ არ დატოვებდა ლევანი. კარგად შეხედა ცოლს თვალებში. ამით უთხრა ყველა უსიტყვო საყვედური, შემდეგ კი იდაყვში ჩაავლო ხელი და ზევით აიყვანა.
სიდას შეშინებული, იმედგაცრუებული სახის დანახვისას სხვაგან გაიხედა თამთამ. ლევანის საოცრად აღელვებული სხეული ნათლულს მიუახლოვდა და მიეფერა.ძალიან იშვიათი იყო მისგან ეს საქციელი. ის ყოველთვის თავშეკავებული იყო სიდასთან რატომღაც, მაგრამ ბოლო დროს სითბოთი ანებივრებდა.
-ნათლია.. – ამოილუღლუღა ნამტირალევმა.
-გააგრძელე გართობა, არაფერი მომხდარა. – უთხრა მშვიდი, დაწყნარებული ხმით.-როცა სახლში მოგინდება, მითხარი და წავიდეთ.
-ახლავე წავიდეთ!
-უკვე დაიღალე?-გაუღიმა კაცმა. თითქოს არაფერი მომხდარა.
-არ მინდა რამე მოხდეს ჩემ გამო. წავიდეთ სახლში.
-არაფერი მოხდება, მით უმეტეს შენ გამო. წადი და იცეკვე, სიდა! არ მენდობი?-კვლავ გაუღიმა გოგონას.
-როგორ არა!
-აბა, რისი გეშინია? ვინ გაბედავს შენთან მოსვლას, როცა აქ ვარ?-ვარცხნილობა შეუსწორა ნათლულს.
თამთას თვალები აუცრემლიანდა უნებურად.
-კარგი. ცოტახანი დავრჩები.
თავი დაუქნია და შეატრიალა სცენისკენ გოგონა. თავით ანიშნა ცოლსა და აიდას მაგიდისკენ. თვითონაც თავის ადგილას დაბრუნდა ლევანი, თან ისე, თვალი არ მოუშორებია თამთას გაფითრებული სახისთვის.
თამთამ გაჭირვებით გადახარშა მომხდარი. ვერ აღიქვა ქმრის როლი ამ ყველაფერში. ვერც ის გაანალიზა, რატომ იყო სიდა „დასაბრუნებელი ხურდა“, ან სიდას რა ბრალი ჰქონდა ამ ყველაფერში.
ნეგას პერსონაჟი გაითავისა თამთამ. მისი დანაშაულის გამო სიდა რომ უნდა დასჯილიყო, ეს თავისთავად აღძრავდა აიდაში სიძულვილს. ამიტომ იყო ის დაუნდობელი ბიჭის მიმართ.
რესტორნიდან გამოსულს აიდა და სიდა ალანმა ჩაისვა მანქანაში. თამთა თავისთვის დაიტოვა ნასვამმა ლევანმა. ხელის აწევით ანიშნა ალანს, ყველაფერი რომ რიგზე იყო და თვითონ შეძლებდა სახლამდე მისვლას.
-მე დავჯდები,-უთხრა მაშინვე გოგონამ.
ლევანს არაფერი უთქვამს. თვალები დაიწვრილა ოდნავ და მანქანის კართან მდგარ ცოლს მიუახლოვდა.
-გენდო?
-ვიცი ტარება.
-ეჭვი არ მეპარება.
-მომცემ გასაღებს? ნასვამი ხარ.
-მიეცი ცოლს უფლება სახლამდე მიგიყვანოს, ლევან.-არსაიდან გაისმა უსიამოვნო, დაძალებული ხმა.
ლევანმა თავი მიატრიალა დაუპატიჟებელი სტუმრისკენ და მერე ისევ ცოლს შეხედა დახრილი თვალებით.
თამთა მიხვდა მინიშნებას, უსიტყვოდ აპირებდა მანქანაში ჩაჯდომას, თუმცა ისევ იგივე ხმამ შეაჩერა.
-რძალს არ გამაცნობ?
ერთი ნაბიჯით წაიწია ლევანი. თამთა ადგილიდან არ დაძრულა.
-ასე მალე მოგირჩა? – თითებით ანიშნა სახისკენ ლევანმა.
-აჰ, – გაიცინა ბიჭმა.-არაუშავს. შენგან ყველაფერს მივიღებ, მით უმეტეს დამსახურებულს. ახლა რძლის გასაცნობად მოვედი, იმედია ამას მაინც არ ჩამითვლი უღირს საქციელად. – თამთასკენ წამოვიდა ბიჭი. ხელი გამოუწოდა.-მაქსიმი. მაქსიმ ლაკობა.
-თამთა.-ხელი ჩამოართვა გოგონამ.
-არ ვარ საშიში, უფრო თამამად.-გაეცინა ბიჭს.-ცუდი სახელი მაქვს, მაგრამ ცუდი კაცი არ ვარ. სიდას ნათესავები ჩემთვის ძვირფასი ხალხია.
-კიდევ ახსენებ სიდას სახელს? – ხელები ჩაიწყო ჯიბეებში ლევანმა.
-დაგარწმუნებ, რომ ჩემი განზრახვა წმინდაა, ლევან. თუკი მიმიშვებ მასთან ოდესმე..
-მე რა გაგაფრთხილე?!
-რომ არასდროს მივეკარო მას. გავიგე! – ამოიოხრა. მერე ისევ თამთას მიუბრუნდა.-ჩვენს მამებს ადრე რაღაც გაუგებრობა ჰქონდათ, ამის გამო არ მენდობა შენი ქმარი. არადა, სიდას სკოლიდან ვეტრფი.. მას კი ჩემი არ სჯერა.
-მე იმის მჯერა, რასაც სიდა ამბობს. მას არ უნდიხარ, მაქსიმ.. ეს როდის უნდა გაიგო?!
-როცა პირისპირ მეტყვის.
-მოდი ხვალ სახლში. მოდი ჩემთან მისი ხელის სათხოვნელად. სიდასაც დაგახვედრებ.
-კარგი, რა! სიდა არასდროს მეტყვის თანხმობას, როცა შენ იქ იქნები.
-რას ითხოვ? მის დამარტოხელებას? – კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ლევანმა. თამთას სუნთქვა შეეკრა.
-მის გაცნობას. შენ როგორ მოიყვანე შენი ცოლი? – გაუსწორდა მაქსიმი ლევანს.-მოიტაცე? დარწმუნებული ვარ, რომ არ გეყვარებოდა. ხმებიც გავრცელდა ეშერაში, რომ მოგათხოვეს, სურვილის საწინააღმდეგოდ. თამთას თავისუფლებას ზღუდავ, სიდას არჩევანის საშუალებას არ აძლევ, შენს ძმასაც ხომ პირველი შენი შეეშინდა, ჩემი ბიძაშვილი რომ მოიტაცა.. – თვალი თვალში გაუყარა ლევანს.
სწორედ იმ თვალებში მოხვდა ორივე მუშტი კიდევ ბევრჯერ.
მწყობრიდან გამოიყვანა ნასვამი ლევანი – ის „არასაშიში“ დემნა რომ დაჰპირდა თამთას. გამეხებული, გადარეული დაერია მაქსიმის ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ბავშვურ სხეულს და მხეცივით დაესხა თავს.
თამთას ხელებმა, ხმამ – არაფერმა გაჭრა, სანამ თვითონ არ ჩათვალა, რომ საკმარისი იყო მისი ცემა, მისი დასჯა ასე სასტიკად.
დაასისხლიანა ბიჭი.
-შენი ბიძაშვილი ჩემს ძმაზე შეყვარებული იყო. შეყვარებული იყო და თქვენ მაინც სხვაზე დანიშნეთ, – წამოაყენა ბიჭი და წინ დაიყენა. ყბაში ამოსდო ცალი ხელი.-ხომ არაფერი გაითვალისწინეთ მაშინ, თქვენ ხომ წამოიწყეთ ეს მტრობა, ახლა რა გინდა? სიდა მოგათხოვო? ჩვიდმეტი წლის ბავშვი გინდა ჩემი ხელით ჩაგაბარო?! – ამოიყვირა და უფრო მეტად გამოიმწყვდია ხელებში.-ნეგა ძალიან კარგად დაისაჯა იმისთვის, რაც გააკეთა. მას რომ ნდომოდა მისთვის რამის დაშავება, ამას ძალიან ადრე და ძალიან ბევრჯერ გააკეთებდა. მაგრამ არ გაუკეთებია, იცი რატომ?!-კბილებში გამოსცა ლევანმა. ჭკუიდან იყო გადასული.-რადგან კაცია! მე გავზარდე ჩემი ძმა. და მასზე ერთი სიტყვის თქმის უფლებასაც არ მოგცემ. გასაგებია?!
-გასაგებია..- ამოილუღლუღა ბიჭმა. უშედეგოდ ეპოტინებოდა ლევანის მკლავებს.
-სიდას თავი დაანებე. თუკი მოუნდები ოდესმე, მე თვითონ შეგატყობინებ. თუ ასეთი შეყვარებული ხარ, იყავი კაცი და მოიქეცი ისე, როგორც კაცს შეეფერება. მოდიხარ მის ბანკეტზე, მისთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს და არეულობას იწვევ. გგონია, ამით დაიმსახურებ მის თავს? გგონია, ასეთი საქციელით მას თავს მოაწონებ? ეზიზღები სიდას, იცი? – უთხრა თუ არა, მაქსიმს სახე შეეცვალა.
გაკრთა მის მზერაში რაღაც წყენის, გულის გატეხვის ჩრდილები.
იქნებ, მართლა უყვარდა?!
-იცი, ნეგა როგორ უყვარს?-თავი გადახარა ლევანმა. ბევრად უფრო სასტიკი იყო მისი სიტყვები, ვიდრე ის მუშტები, რომელიც არ დაიშურა.-ნეგას გამო შეუძლია მეც კი დამკარგოს. ისინი ერთად გაიზარდნენ თითქმის. ყველაფერი რომ გვერდზე გადადოს, არასდროს გაპატიებს მის შეურაცხყოფას, თქვენს დანაშაულს ჩვენი გვარის წინაშე. ახლა გასაგებია შენთვის რატომაა შეუძლებელი, სიდა რომ გიყვარდეს?! ეგეც საკითხავია, გიყვარს თუ უბრალოდ ჟინის დაკმაყოფილება გინდა.
-მიყვარს!-ამოიჩურჩულა ბიჭმა.-როგორ დაგაჯერო, რომ მიყვარს, ლევან? რა გავაკეთო?-იარაღი ამოიღო უკანა ჯიბიდან. თამთას ხელი აუქნია ლევანმა, მაგრამ შეშინებული ერთ ადგილზე გაიყინა და ვერ დაიძრა.
იარაღი გულთან მიიდო მაქსიმმა.
-ნუ გეშინია, რძალო, – თამთას გაუღიმა აცრემლიანებული თვალებით.-არ ვაპირებ ქმარი მოგიკლა. მე ასეთი არ ვარ, – მოარიდა მზერა გოგონას, ისევ ლევანს დაუბრუნდა.-როგორ დაგიმტკიცო, ლევან, მითხარი?! თავი მოვიკლა? – შუბლთან მიიტანა იარაღი.-თუ ჩემი ოჯახი მივაბარო მიწას, ნეგა რომ გაიმეტა საქვეყნო სირცხვილისთვის?! რომელი გირჩევნია?
-ხომ გაგაგებინე უკვე რომელიც..
-ვერ დავანებებ თავს გოგოს, რომელიც მეხუთე კლასიდან მიყვარს..
-მეხუთე კლასიდან დღემდე ძალიან დიდი დროა, ამდენი ხანი მისი ყურადღება არ დაგიმსახურებია. ეს არ არის შენს კითხვებზე პასუხი?!
-როდის დამემსახურებინა?!-დაიყვირა ბიჭმა.-როდის? როცა ერთმანეთს ვემტერებოდით? როცა სიდას მილიონი კაცი დაყვებოდა სკოლაში? როცა მამამისი გამოასალმეს სიცოცხლეს ჩემებმა, მაშინ? – გიჟივით გააქნია იარაღი ჰაერში მაქსიმმა.
-წადი სახლში.-იარაღიანი ხელი ჩამოაწევინა ლევანმა. მშვიდად გამოართვა, ისევ დაუბრუნა იქ, სადაც ედო და მანქანისკენ უბიძგა.
-მომეცი უფლება ერთხელ დაველაპარაკო. გთხოვ, ლევან!
-ახლა ძალიან მთვრალი ვარ,-თავი დაახრევინა და ფაქტობრივად ჩასვა მანქანაში.-თავიდან ნუ დამაწყებინებ..
-მინდა, ვნახო!
-ასეთი სახით?! იქნებ, მოირჩინო ჯერ.
-მომცემ უფლებას? – შეევედრა ბიჭი.
-მერე დავილაპარაკოთ. – თვითონ დაუქოქა მანქანა. ხელებით დაეყრდნო მანქანის კარს.
დატოვა ავტომობილმა რესტორნის ეზო. როგორც კი მიეფერა ჰორიზონტს, მაშინ გამოხედა აღელვებულ თამთას.
მანქანის გასაღები დააკავა ხელში. თვითონ მგზავრის ადგილას მოთავსდა უხმოდ. ცოტა ხანი არ დაუქოქავს თამთას. დაიმშვიდა საკუთარი თავი. ნანახის გადახარშვა სცადა. ქმრის გადატყავებულ ხელებს შეავლო თვალი, თუმცა არაფერი უთქვამს.
მშვიდად მიაყენა სახლში მანქანა. პირველად იგრძნო, სახლში რომ იყო ნამდვილად. ისეთი დაღლილი, ისეთი ნაწვალები იყო თამთა, ძილის მეტი არაფერი უნდოდა ახლა.
პირდაპირ ოთახისკენ წავიდა, ლევანი ბებიისკენ გაეშურა. კარის გამოღებას აპირებდა, თუმცა ნეგა გამოვიდა ოთახიდან და მორიდებით შეხედა ძმას.
პირველად იყო ამდენი ხნის მანძილზე ბებიასთან. რაღაც იგრძო ლევანმა შიგნით, რაღაცის გამთელება.
-მოხვედით?-ჩურჩულით იკითხა ნეგამ და მეორე კართან მდგარ თამთას გაუღიმა შორიდან.
-მოვედით. ირმაა შიგნით?
-არა, სძინავს. ბებიასაც ჩასძინებია.
-მაშინ აღარ შევაწუხებ.-მიიხურა კარი უფროსმა.
ნეგა თავის ოთახში დაბრუნდა.
თამთამ მაკიაჟის მაგიდაზე დადო ხელჩანთა და მანქანის გასაღები. წარბშეკრული, დაძაბული იხედებოდა, თუმცა სიტყვა არ დასცდენია გაბრაზებულს.
ლევანი ტანსაცმლიანად წამოწვა ლოგინზე.
-აქ გამოიცვალე. – თქვა ჩუმად, არც კი შეუხედავს თამთასთვის.
-რაა?!
-გამოიცვალე. არ შემოგხედავ.
-აბაზანაშიც მშვენივრად გამოვიცვლი. – აკრიფა თავისი ტანსაცმელი და ნაბიჯიც გადადგა, თუმცა წამოიწია ლევანი. წამოჯდა ლოგინზე.
-და აქ რომ გამოიცვალო? ჩემ თვალწინ.. რა მოხდება?!
-ლევან, რა გჭირს? – გაეცინა ნერვიულად თამთას. ნასვამი ლევანი ნამდვილად არ მოეწონა.
-მოდი, დაგეხმარები.-ხელით ანიშნა მოსვლა.
-არ მინდა..
-გთხოვ,-ამოიჩურჩულა და წამოდგა ფეხზე.-მინდა, გიყურო.
კაბის ელვა გაუხსნა მხოლოდ. თვალებში შეხედა ცოლს. ვერ ამოიკითხა მასში ვერანაირი ემოცია, ვერც თანხმობა, ვერც უარყოფა. ჩამოუწია ბოლომდე ელვა და მხრებზე გადაუწია კაბის ზორტები.
თამთამ ამოიხვნეშა. მკერდზე მიიკრა გამოსაცვლელი ტანსაცმელი და თამამად შეხედა ქმარს.
-დაკმაყოფილდი?!
-რატომ მეუხეშები?-ჩაეღიმა ლევანს. მთლიანად გახადა კაბა. არეული, ნამთვრალევი ხელები გადაუტარა ყელზე. ძალიან მოუნდა მასთან.
დაეხორკლა კანი გოგონას.
-რა იყო? – ხელის ზურგით წაეფერა ამობურცულ ლავიწებზე.-ჩემი სიმთვრალე გაშინებს?
-არაა საშიში?
-შენთვის არასდროს.
-გამიშვი და ჩავიცვამ.
-აქ ჩაიცვი.
-კარგი. – მრისხანედ შეხედა მავნე, ლურჯ თვალებს და მის წინ ამოიცვა წითელი პენუარი.-მომცემ ნებას, სახე ჩამოვიბანო?
დაუთმო გზა. გააყოლა მის ნაზ ტანს თვალი. თვითონაც გაიხადა პერანგი. დაღლილი და გამოფიტული იყო ერთდროულად. როგორც კი დაბრუნდა თამთა ოთახში, გამჭოლი მზერა გააყოლა მის მოძრაობას. ლოგინში აპირებდა ჩაწოლას, თავისკენ რომ დაითრია და სახე დაუჭირა.
ნიკაპთან აკოცა ნელა.
-უკან რატომ გამომყევი დღეს? – ვნებიანი მზერა ახლა ცივი და მომთხოვნი გაუხდა.-რა გინდოდა?
-იმის გაგება, თუ რა ხდებოდა.
-მერე? რა გაიგე?
-ბოდიშის მოხდას ელოდები ჩემგან?
-რა ფიცხი ხარ.-გაეღიმა ლევანს.-გეკითხები და ეგრევე შეტევაზე გადმოდიხარ.
-ჩემი გაბრაზება გინდა და იმიტომ მეკითხები. შენც ხომ იცი, მე რატომ გამოგყევი უკან. ხომ იცი, რაც მინდოდა..
-არ ვიცი.
-სიდამ თქვა, რომ მისთვის მოვიდნენ. ძალიან ეშინოდა. არ უნდოდა, რომ შენ მისი წაყვანის უფლება მიგეცა ვინმესთვის.
-და შენ რა იფიქრე? – თმა გადაუწია ყურს უკან.-რომ ამას დავუშვებდი?!
-რა თქმა უნდა, არა.
-აბა, რატომ იყავი იქ? ჩემში ეჭვი შეგეპარა? – ჩაეღიმა ლევანს.
თამთას გააცია.
-არა.
-რატომ, არა? შენ რა იცი მე რისი გამკეთებელი ვარ და რისი არა? რატომ ხარ დარწმუნებული, რომ სიდას არ დავთმობდი?
-რას ლაპარაკობ?!
-მაინტერესებს, რას ელი ჩემგან. ხვალ რომ მოვიდეს ის ბიჭი სიდას ხელის სათხოვნელად, დათანხმების გარდა სხვა გზა არ იქნება. ეს სიდას დათმობაში ჩამეთვლება?! – მიუახლოვდა ცოლს. მის აცრემლიანებულ თვალებს თავისი უდარდელი დაუხვედრა.
-სიდას ხომ არ უნდა მისი ცოლობა?
-შენც ხომ არ გინდოდა ჩემთან..
-ეს სხვადასხვა რამეა, ლევან. მე რომ ისეთი ვინმე მყოლოდა გვერდით, როგორიც შენ ხარ სიდასთვის, არასდროს მომიწევდა აქ ყოფნა.
-სიდას ჩემი ერიდება. რომც უნდოდეს, არასდროს იტყვის თანხმობას.
-მერე ეს გახარებს? – ირონიულად გაუცინა ლევანს. – ბედნიერი ხარ, რომ ხალხს ასე ეშინია შენი, მით უმეტეს სიდას?!
-სიდას ჩემი სჯერა, არ ეშინია. მე რომ ვუთხრა, მაქსიმს ცოლად გაყვება. უბრალოდ რომ ვუთხრა… ის ჩათვლის, რომ ასეა მისთვის უკეთესი, რადგან მენდობა და იცის, ცუდისკენ არ წავიყვან. შენ მენდობი ასე, თამთა?
-მართლა აპირებ სიდას დათმობას?!
-შენ მენდობი ასე უპირობოდ, თამთა?!
-არ ვიცი.
-არ მენდობი. თუნდაც იმით, რომ ეჭვი შეგეპარა, თითქოს სიდას ვინმეს გავატანდი. სიდა ჩემ თვალწინ გაიზარდა, – ნაბიჯით მიუახლოვდა თამთას. – არ მინდა მსგავსი რამე ასახსნელი იყოს ჩემი ცოლისთვის. შენ ისედაც ხვდები ბევრ რამეს.. ხომ ასეა, თამთა?
-როგორ უნდა ვენდო ადამიანს, ვინც საკუთარ ძმას ხელს არტყამს?!-თვალი თვალში გაუყარა ლევანს. მოიღერა ყელი გოგონამ.-არაფრის გამო.. იმის გამო, რისი მოგვარებაც სიტყვითაც კი შეიძლება. როდემდე გააგრძელებ ადამიანების ცემას? სანამ არ დაგიჯერებენ? სანამ არ გააკეთებენ იმას, რაც გინდა?
-სანამ სწორად არ მოიქცევიან.
-და რა არის სწორად მოქცევა?! იყო ავტორიტეტი ამ კრიმინალურ სამყაროში? გქონდეს უსახელო ძალაუფლება?! შენი იარაღით მხოლოდ ლაჩრებს შეაშინებ.. მე არ მეშინია მაგალითად.
-რას გადაეკიდე ამ იარაღს.. საერთოდ არ ვატარებ.-ჩაიცინა ბიჭმა.-სხვა რაღაცას გეუბნები, შენ კი არ მისმენ. ჩვენი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ვცდილობ, – ორივე ხელი მოკიდა თამთას. მთლიანად გამოიმწყვდია მკლავებში.-არ მინდა, უკან გამომყვე ხოლმე, როცა სადღაც გავდივარ. ყოველთვის უნდა იცოდე, რომ მე იმას არ გავაკეთებ, რაც შენ არ მოგეწონება. გესმის?!
-შენი არასდროს მესმის, – დაიჩურჩულა თამთამ. – მე ვერასდროს მივიღებ უსიტყვოდ იმას, რასაც შენ აკეთებ. ჩემს თვალწინ ცემე დღეს ის საწყალი ბიჭი, ეს რა საქციელია? რა ადამიანობაა?
-რა ადამიანობაზე მელაპარაკები? შენი თვალით არ ნახე? – სახე შეეცვალა. – ჩემი მშობლების დაკრძალვის დღესაც კი არ გადმომვარდნია ცრემლი, თამთა! ეს არაფერს გეუბნება? ეს არ მახასიათებს მე, როგორც ადამიანს, კაცს, შვილს? რას ელოდები ჩემგან? სიყვარულს?-ჩაეღიმა-უკანასკნელია, რის დანახვასაც შეძლებ ჩემში.
-მაშინ რა ურთიერთობის ჩამოყალიბებას გულისხმობ? – წინ დაუდგა თამთა. ეს უკვე ქალის სიტყვები იყო, ასე ძალიან რომ უყვარდა ლევანს. ამაყად ასწია თავი.-რა შეიძლება იყოს ჩვენს შორის, შეთანხმებით დაქორწინებულ ცოლ-ქმარს შორის?
-მე ვარ და ვიქნები შენთვის კარგი ქმარი, პარტნიორი, მაგრამ საყვარელი მამაკაცი, მაპატიე, მაგრამ ვერასდროს. არ შემიყვარო, პატარავ, – თმაზე მიეფერა მეუღლეს.-არ დამართო ეს შენს თავს. ჩემი სიცოცხლე ნებისმიერ წამს შეიძლება დაასრულოს ვინმემ, შენ შეძლებ უჩემოდ ცხოვრებას?!
-ლევან..
-მე ვერ შევძლებ უშენობას, თუკი მეყვარები. ამიტომ არ შეგიყვარებ. მე ხომ უნდა გაგიშვა ერთ დღესაც,-გაეღიმა.-ვერასდროს შევიყვარებ იმას, ვინც მიმატოვებს, ვინც არ დარჩება ჩემთან სამუდამოდ, ყველაფრის მიუხედავად. შენ დარჩები? მიმიღებ? მე გიპასუხებ – ვერა. შენი ხასიათი ვერასდროს შეეგუება იმას, რასაც ვაკეთებ. შენ ვერ გამიგებ, როცა სახლში დაბრუნებულს არ გიპასუხებ კითხვაზე, თუ სად ვიყავი.. რატომ ვიქნები სისხლით მოსვრილი… რატომ ვიქნები დაღლილი და ნაჩხუბარი.. რატომ მენდომება სიჩუმეში ჯდომა, როცა შენ ათი ათასი კითხვა გექნება.. შენ ხომ სახლში ვერ დაჯდები ასე უარაფროდ, – ხელები წაიღო მისი სახისკენ. ისეთი მშვიდი იყო, ისეთი გულწრფელი, თამთას ცრემლები წასკდა.-შენნაირი ქალი აქ ვერ გაიხარებს. მაცდური ხარ, თამთა. სასურველი.. აკრძალული.. ჩემი რომ ხარ, ისიც კი ვერ დაფარავს სურვილს, რომ ვინმე დაგეპატრონოს. ეს კი წარმოუდგენელია.. შენ თავს რომ ვინმე შემეცილოს..-სხვაგან გაიხედა ლევანმა.-გამოგიტყდები.. ისეთი ხარ, ვიცი, ვინმე არ გამითვალისწინებს. განსაკუთრებით ისინი, ვინც ჩემს სისუსტეებს ეძებს. ეს ვიცი და მაგიჟებს.. არ ვიცი, რას ვიზამ.. არ ვიცი, თავი როგორ შევიკავე დღეს, მილიონმა თვალმა რომ შემოგხედა და ინატრა შენი თავი, ამ დროს კი შენს ქმარსაც კი არ აძლევ უფლებას მოგეკაროს. მათ რა იციან, რომ მეც კი ვფრთხილობ შენთან.. რომ მეც ვერ გეხები უნებართვოდ. თამთა,-სახეზე ამოსდო ორივე ხელი.-არ შეიყვარო კაცი, ვინც საკუთარი დედისთვისაც არ იმეტებს ერთ ცრემლს. კაცი, ვინც ძმაზე ხელს სწევს. და ცოლს ამ სიტყვებს ეუბნება. არ შემიყვარო, საყვარელო.-შუბლზე აკოცა თამთას.
-შენ ნორმალური არ ხარ.-ჩუმად თქვა თამთამ.-როგორ ამბობ ასეთ რაღაცებს?
-სიმართლეს გეუბნები. ხომ გაქვს მილიონი კითხვა რას, რატომ ვაკეთებ. ხომ გეპარება ჩემში ზოგჯერ ეჭვი. ასე იქნება მთელი ცხოვრება.
-რამდენი აქვს დრო ჩვენს ქორწინებას? – სხვანაირი ტონი გააჟღერა გოგონამ. ძალიან მომთხოვნი.-როდის უნდა გამაგზავნო „ჩემს ქვეყანაში?“
-სიმართლე გითხრა?!
-რა თქმა უნდა.
-სამუდამოა.
თვალი არ მოუშორებია ლევანს.
-ხომ თქვი, ერთ დღესაც უნდა გაგიშვაო..
-თუ შენი სურვილი იქნება, ახლაც გაგიშვებ. სანამ დროა..
-როდის არ იქნება დრო? როდის არ მომცემ უფლებას, წავიდე?
-ხომ გითხარი! როცა მეყვარები, თამთა.-მიიწია მისკენ.-ასეთი გაუგებარია ჩემი საუბარი შენთვის?!
-ასე ეგოისტურად? და მე თუ არ მეყვარები, მერე?
ლევანს გაეღიმა. ეს პასუხი იყო.
-რა გაცინებს? ასეთი მარტივია გადაწყვიტო ადამიანი შეგიყვარდება თუ არა?! რამდენ რამეს მოითხოვ ჩემგან, შენს გაგებას, რომელიც ძალიან რთულია. შენ გესმის ჩემი? – დააცქერდა სავარძელზე ჩამომჯდარ მეუღლეს და შეუდრეკლად შეხედა.
-კი. მესმის. ახლა აღელვებული ხარ, რადგან სიყვარული ვახსენე. ეს ხომ შენთვის ასეთი უცხოა.. – ჩამომჯდარმა ლევანმა ხელი გაიწვდინა და თავისკენ დაქაჩა ცოლი.
კალთაში ჩაისვა.
-შენ რა იცი?
-შეყვარებულიც კი არ გყოლია არასდროს.
-რა იცი?!
-ყველაფერი ვიცი. ისეთი უკარება ყოფილხარ, მე რატომ მაძლევ უფლებას ასე შეგეხო ხოლმე?-აუტარა მკლავზე თითები.
დაიკლაკნა თამთა, მაგრამ, რა საკვირველია, არსად გაუშვა.
-გამოვიცნო?-გააგრძელა მან.-შეუძლებელია არაფერი იგრძნო, როცა ასე მიყურებ. შეუძლებელია, შენში არაფერი იყოს, თამთა. როდის გამომიტყდები?!
-ნასვამზე მოლანდებები დაგეწყო! დაიძინე! – თავი დაიძვრინა მისი მკლავებისაგან და ზევიდან დააცქერდა.
-აქ რატომ გაქვს შრამი? – წელზე ჩაუსრიალა ხელი, ძალიან დაბლა შეახო ორი თითი.
-როდის შეამჩნიე?!
-წეღან, როცა გაიხადე. რატომ გაქვს?
-ცურვისას დავიზიანე.
-ცურვისას.. – გაიმეორა ხმადაბლა.-ცურვაზეც დადიოდი?
-კი.
-ამდენი რაღაცით იყავი დაკავებული და სად ჯოჯოხეთში მოხვდი, არა?! – ჩაეცინა ირონიულად.
არაფერი უპასუხა თამთამ. ისედაც უცნაურად მოსაუბრე მეუღლეს, კიდევ უფრო მეტად არ გამოიწვევდა. წამოდგა ლევანი დასაძინებლად. თუმცა „ხელს გააყოლა“ თავისი ცოლი. თვითონ შარვლიანად მიწვა ლოგინზე, თამთა კომფორტულად მოათავსა და მიიხუტა კიდეც.
-არც ნასვამზე, არც ფხიზელზე, არასდროს მოხდება ისეთი რამ, რაც შენ არ გენდომება. ეს ხომ იცი?
-ვიცი.
-ჩემში ძალიან გეპარება ეჭვი, თამთა?
-ძალიან არა.
-კარგია. თუ ძალიან არა, კარგია. – მიეფერა ცალი ხელით და დაღლილს თვალები მიეხუჭა.-აღარ გიყვარს ცურვა?
-მიყვარს. მაგრამ მეშინია..
-კარგი. ეგ ამბავი მე მომანდე.
თამთამ ღრმად ჩაისუნთქა, მერე შვებით ამოისუნთქა.
გიჟი იყო ეს კაცი და გააგიჟებდა მასაც.
სიყვარული – ეს უტრიალდება მთელი ღამე, სანამ თვალი არ მიეხუჭა თვითონაც. როგორ ებრძოლა იმ სურვილთან, რასაც მთელი თავისი ცხოვრება ელოდა. როგორ შეეძლო იმ ხელოვნების ნიმუშის არ შეყვარება, ახლა რომ გვერდით ეწვა. მისი ხასიათის ფერებით უფრო და უფრო იხიბლებოდა, მაგრამ უფრო და უფრო იხლართებოდა ერთმანეთში ყველა წინააღმდეგობა. შეძლებდა გამკლავებას?! შეძლებდა მოგერიებას?!
შეძლებდა მის მიღებას?!
პასუხს ვერ პოულობდა.
ვერ დაიძინა. თავი გაითავისუფლა ლევანის მკლავისგან და აივანზე გამოვიდა. მოაჯირს მიყრდნობილი ნეგა დაუხვდა სიგარეტით ხელში, ეშერას გადაჰყურებდა ფხიზელი თვალით. კანტიკუნტად განათებულ სოფელს მთვარის შუქი დანათოდა ზეციდან. ახლოს მოჩანდა განათებული სოხუმი, მანქანის ღმუილის ხმებიც სწორედ იქიდან მოდიოდა.
ეშერაში სიმშვიდე იყო. ძაღლის იშვიათი ყეფაც გაისმოდა.
-რატომ არ გძინავს? – გვერდით დაუდგა ბიჭს. გულმოდგინედ ეწეოდა სიგარეტს.
-როგორი დრო გაატარეთ?!
-არნახული.
ჩაეცინა ნეგას.
-მაგრად სცემა?! – გვერდულად გამოხედა რძალს. ნეგამ ყველაფერი იცოდა მომხდარის შესახებ.
-საკმაოდ.
-ჩემ გამო..
-არა მარტო.
-ისევ იცავ,-წელში გასწორდა ნეგა.-დარწმუნებული ვარ, თვითონ უსაყვედურე, მაგრამ ჩემთან მაინც იცავ. ნამდვილად მისი ცოლი ხარ!
-რა არ გაძინებს, ნეგა? – ყურადღება არ მიაქცია გაჟღერებულ სიმართლეს.
-არ მინდა, სიდა იყოს ის გამოსასყიდი, რითაც ლაკობებს დავაკმაყოფილებთ.
-მათ რამე კავშირი აქვთ თქვენი მშობლების გარდაცვალებასთან? – შეეხო ამ თემას საბოლოოდ თამთა.
-ვინ იცის.. შეიძლება კი, შეიძლება არა. შენი ჩამოსვლის დღეს, ყველა ერთად უნდა დაგხვედროდით ოჯახში. მშობლები სოხუმში მოდიოდნენ ჩემს ჩამოსაყვანად. თავიდან მიპატიჟებაზე არ დავთანხმდი, ლევანსაც კი უარი ვუთხარი. ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ლევანს ცოლი მოყავდა. მნიშვნელოვან სტუმრად აღწერეს შენი თავი, მე კი ძალიან ფეხებზე მეკიდა, ვინ იქნებოდა ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი სტუმარი. ამიტომაც, – სხვაგან გაიხედა ნეგამ.-მამაჩემმა თავისი ხელით მოიყვანა დედა ჩემთან. ის იყო ბოლო საუბარი ჩვენს შორის. მამას ხმაც კი არ ამოუღია, დედას მიანდო ჩემი დარწმუნება. ჩვენი მამები ძალიან ძვირფასები უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთისთვის, ასე რომ ახვეწნინა დედაჩემი სახლში დაბრუნებას.-ჩაიცინა მტკივნეულად.-უკან დაბრუნებულზე მოხდა ის, რაც მოხდა. შეიძლება ლაკობებს ეგონათ, რომ მეც მანქანაში ვიყავი და სამივეს ერთად მოგვისროლებდნენ საიქიოში.
-სისულელეა ეს მტრობა..
-დიდი ხნის წინ დაწყებულია. მაგრამ მე დავუმატე. თუმცა, მაინც ფეხებზე ლაკობები! მთავარია არავის არაფერი დაემართოს.-თვალებში ჩახედა რძალს.-განსაკუთრებით სიდას და შენ.
-არაფერი მოხდება. სიდას წაყვანის უფლებას არავინ მისცემს მაგათ!
-მაქსიმი მარტივად არ დანებდება. შეშლილია. – ძალიან ეტყობოდა ნერვიულობა ნეგას. თამთამ მსუბუქად დაადო მხარზე ხელი. უკნიდან ჩაეხუტა ბიჭს.
-არ ინერვიულო, ნეგა.
-თუ ასე ჩამეხუტები.. – გაიცინა და მიიხუტა რძალი. თავზე აკოცა ტრადიციულად.-შენ ხარ ის ერთადერთი მიზეზი, რატომაც მიხარია სახლში ყოფნა. აქაურობის ნათელი წერტილი ხარ, თამთა.
-აჭარბებ…
-არაფერიც! აბა, ლევანთან და ბებიაჩემმა მარტო მტერი გაჩერდა!
-იმ ბებიასთან, წეღან რომ იყავი შესული? – ალმაცერად ახედა ბიჭს. ნეგა დანაშაულზე წასწრებულივით გაწითლდა.
-ვიცოდი, რომ მეტყოდი.
-დიახაც!
-დავხედე უბრალოდ. ირმასთვის უკითხავს, სახლში ვიყავი ისევ თუ არა.
-როდის შეურიგდები?!
-წადი, დაიძინე! არ გაიღვიძოს მეფემ!
-ოხ, ნეგა! – გადაიკისკისა. ერთად გაიარეს ოთახამდე მისასვლელი გზა. ხელი დაუქნია ნეგამ ეშმაკურად და საძინებელში შევიდა.
თამთას გაეღიმა უნებურად.
დიდი იმედი ჰქონდა, ოდესმე გამთელდებოდა ნეგასა და ოჯახს შორის არსებული ჩატეხილობა.



თავი მეცხრე
მეორე დილით მართლაც მოადგა ტარბების ეზოს მაქსიმი. შეამჩნია სიდამ ნათლიის სახლთან გაჩერებული მანქანა. იცნო და მაშინვე ტანთ გააჟრიალა. ჭიშკრის კარი ხმაურიანად დააჭრიალა მაქსიმმა, ლევანის სახელიც კი დაიძახა თამამად.
დილაუთენია მხოლოდ ირმა შემოეგება ყმაწვილს. ვინაობა როგორც კი გაუმხილა ქალს, მაშინვე ფერი ეცვალა ირმას. ინატრა, ბიჭებს არ დაენახათ სტუმარი. მაშინვე ალანი იხმო და მას ჩააბარა სტუმრის თავი.
ალანმა უხმაუროდ გარეკა ეშერიდან დაუპატიჟებელი, ჩერჩეტი ბიჭი. კარგად დაინახა მაქსიმმა მეზობლის სახლიდან ფარულად მაცქერა სიდა, ვისაც ზიზღის გარდა არაფერი ემჩნეოდა სახეზე. გაიბრძოლა რამდენჯერმე ბიჭმა, მისი სახელიც კი დაიძახა სიყვარულით, მაგრამ მანქანაში ჩატენა ალანმა და გააძევა სოფლიდან.
ალანმა და სიდამ გაუგებარი მზერა გაცვალეს ერთმანეთში.
ორივემ შვებით ამოისუნთქა, როცა არც ერთ ტარბას არ გაუგია მისი მოსვლა. როგორც კი სოფლიდან გავიდა მაქსიმის მანქანა, მხოლოდ მაშინ გამოაღო ჭიშკარი გოგონამ და ალანთან შესახვედრად გამოვიდა.
-დიდი მადლობა, ალან!
-გულახდილად მითხარი სიდა, – ნაბიჯით წამოიწია ბავშვისკენ ზორბა ალანი. – მოგწონს ის დეგენერატი ბიჭი?!
-არა. – მტკიცე იყო სიდას ხმა. – როგორ შეიძლება მომწონდეს ადამიანი, ვისი ოჯახის გამოც დაიღუპა მამაჩემი? ხომ ასეა, ალან? – თვალებში ჩახედა კაცს. აგრძნობინა, როგორ გაიზარდა, როგორ შეეძლო ესაუბრა მსგავს თემებზე. სიდა ამ ყველაფრის ნაწილი იყო და ალანი ამას ვერსად გაექცეოდა.
-ასეა. შენ მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ. შედი სახლში, დედას ნუ გააგებინებ და მეტად ნუ შეაშინებ.
თავი დაუქნია მამობრივი, მოსიყვარულე თვალებით მაცქერალ ალანს და მისი დარიგება ზედმიწევნით შეასრულა.
მთელი ეშერა აალაპარაკა მაქსიმის სტუმრობამ. არავის გამორჩენია თვალთახედვიდან მისი წამიერი გაელვება ტარბების კართან. ზოგი რა ჭორს მოჩმახავდა, ზოგი – რას. სიდას სახელიც გაკრთებოდა შიგადაშიგ დიდი მორიდებით. ლევანს წარბიც არ შეურხევია, როცა მოახსენეს დილანდელი „ინცინდენტი“. მშვიდად განაგრძო საუზმობა. მხოლოდ თამთას დაეძაბა სხეული. ნეგას წაშლილი სახისთვის თვალი არ მოუცილებია.
-არაფერს იტყვი? – პირი არ დაუკარებია ნეგას საჭმლისთვის. ძმას მიაჩერდა.
-რა უნდა ვთქვა?
-პირდაპირ სახლში მოგვადგა ის გამოთაყვანებული! ეს უნდა შერჩეს? – ბრაზი ვერ მოთოკა ბიჭმა.
-მერე? მიდი და მოსთხოვე პასუხი. მე მელოდები? – ჩაეცინა ლევანს.
თამთას დენმა დაუარა მთელ სხეულში. არ შეეძლო მოესმინა ლევანის დამამცირებელი ირონია ძმის მიმართ.
-დამცინი? – საერთოდ ვერ იცნო ნეგას ბგერები თამთამ.
-მე დავპატიჟე მაქსიმი.-უთხრა ძალიან მშვიდად.-სიდას ხელის სათხოვნელად იყო მოსული.
-შენ დაპატიჟე?
-გავეხუმრე, მან კი ბრიყვივით დაიჯერა. ასე რომ, თავი დაანებე.
-რისი გაკეთება შემიძლია სიდასთვის? – თამთას ნაწილებად დაეფშვნა გული, ასეთი ნეგა რომ იხილა – დანაშაულით სავსე.
-ცოტა დაგაგვიანდა ამ კითხვისთვის. არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. იყავი მშვიდად და არაფერი აურიო. სულ ეს არის.
თვალებით მიეფერა პირისპირ მჯდარ ბიჭს თამთა. საუზმის დასრულების შემდეგ თვითონ აალაგა ყველაფერი, სამზარეულოც დაალაგა საგულდაგულოდ. ფანჯრიდან დალანდა, როგორ უვლიდა მის ოჯახს ირმა, როგორ დააპურა ქათმები, მოასუფთავა ეზო, როგორ შეეხვეწა ნეგას მინდორი მოეთიბა.
მეორე სართულზე ავიდა. კარზე მიაკაკუნა და მხოლოდ თანხმობის შემდეგ შევიდა ოთახში. ლოგინზე დაბეჩავებული ქალი იწვა, მაინც ამაყი და მკაცრი გამოხედვით. საწოლთან მიდგმულ სკამზე ჩამოჯდა თამთა. თბილად მოიკითხა ქალი და პატარა მაგიდაზე დალაგებული ნივთები შეასწორა.
მოხუცმა დიდი ხანი უყურა თამთას ოქროსფერ დალალებს. მის ღია ფერის თვალებში ჩაიძირა თითქოს, არაფერი უპასუხა მის მოკითხვებს.
-მართალია ნეგა. შენ ძალიან ჰგავხარ დედამისს.
-ჰო, ხშირად მეუბნება ამას.
-ალბათ ამიტომაც შეუყვარდი გამორჩეულად. შენ გარდა ყველა ვეზიზღებით. – სიმკაცრეს შეპარული სევდა აშკარა იყო მის ხმაში. თამთამ შეამჩნია, როგორ დაეხია მოხუცს შვილიშვილთან ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან.
-მე ასე არ მგონია..
-ნეგა გზააბნეული, ჩერჩეტი ბიჭია. სიდას უფრო მეტი გაეგება ამ ცხოვრებაში, ვიდრე მას.-ჩაიცინა ქალმა. ისე როგორც ლევანი იცინოდა ხოლმე, რამე მწარეს როცა იტყოდა.-მე ვაპურებდი სკოლიდან მოსულს. მე ვახვედრები იმ საჭმელებს, რაც უყვარდა. მთელი ბავშვობა ხომ ხელით დავატარებდი. ხომ ხედავ ახლა შენ თვითონ, როგორ დამიფასა?!
-მე დღემდე ვერ გამიგია, რა მოხდა თქვენ შორის, ქალბატონო ესმა. არ მესმის მიზეზი, რის გამო შეიძლება ასე მოიძულოს ბებიამ – შვილიშვილი, მამამ – ვაჟიშვილი.
-ტარბებსა და ლაკობებს შორის საუკუნის დავა არსებობს. ჩემი ქმარიც კი მათთან ბრძოლას შეელია. ჩემი შვილი კი, დარწმუნებული ვარ, რომ მათ მომიკლეს. ნეგამ იცოდა ჩვენი დაძაბული ურთიერთობების შესახებ და მაინცდამაინც მათი გვარის ქალიშვილს დაადო თვალი. სპეციალურად. – თვალებში ჩახედა გოგონას. – მამამისის გასაგიჟებლად.
-მისი გაგებაც შემიძლია.-ჩუმად უპასუხა გოგონამ.-დაჩაგრული უმცროსი ძმის კლასიკური მაგალითია. ყურადღების მიქცევის მცდელობა იყო ალბათ. რატომ იყო და არის ლევანი უფრო დაფასებული თქვენთვის, ვიდრე ნეგა? რადგან არ აინტერესებს იარაღის გამოყენება?! ქურდული მენტალიტეტი?! ვერ არის საკმარისად ძლიერი, მთელი აფხაზეთი ხელში ჩაიდოს?!
-მე პირველი ვიყავი, ვინც მის დასაცავად გაიწია, შვილო. – ოდნავ წამოიწია ქალი. თამთა მიეხმარა ბალიშის გასწორებაში. ტუჩები აუთრთოლდა უცნაურად, დაეტყო ნერვიულობა, მაგრამ თამთას ჟრუანტელმა დაუარა, როცა ნეგას სახელი ასე დამცინავად ახსენა საკუთარმა ბებიამ.
ნეგა უფრო მეტს ნიშნავდა მისთვის, ვიდრე გამოხატავდა.
-და მერე რა შეიცვალა?!
-ყველაფერი. სახლი საგიჟეთს დაემსგავსა. მამამისმა სახლი დაუწვა. ნერვებმა უმტყუნა.
-ამართლებთ თქვენს შვილს? – თვალი თვალში გაუყარა თამთამ. მოხუცმა არაფერი უპასუხა რატომღაც.-გასაგებია.
-ნეგამ დაიმსახურა. იმდენად იყო შეპყრობილი მამასთან დაპირისპირებით, რომ არავის ინდობდა. საკუთარ დედასაც კი. აქეზებდა მამამის… აგიჟებდა ლევანს. მთელი ცხოვრების ნაგროვები ოქროები მომპარა, – გაიცინა ქალმა. მისთვის უკვე არაფერს ნიშნავდა ეს ყველაფერი.
-მას დახმარება სჭირდებოდა თქვენგან, ქალბატონო ესმა. განსაკუთრებით დედამისისგან. ის ხომ ჩვეულებრივი, თინეიჯერი ბიჭი იყო. და ახლაც ასეა! ბიჭისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამასთან ურთიერთობაა. მან უნდა ჩამოაყალიბოს კაცად, მან უნდა ასწავლოს ყველაფერი. როგორც ჩანს, თქვენს შვილს არ ეცალა ნეგასთვის, ლევანის გაწვრთნით ყოფილა დაკავებული. – სიტყვებს საერთოდ არ აკონტროლებდა თამთა. რაც უნდოდა, იმას ამბობდა, აშკარად დაეტყო მის ლაპარაკს ქმრის ცხოვრებისადმი უკმაყოფილება.
მოხუცმა წარბები აზიდა მაღლა. თამამ რძალს უმნიშვნელოდ შეახო თავისი დანაოჭებული ხელი.
-იყავი მისთვის საუკეთესო მეგობარი, თამთა. შენ ვერ შეცვლი ლევანის ცხოვრებას. მხოლოდ შეეგუები.-აფხაზური სიამაყე გვერდზე გადადო მოხუცმა. მოეფერა გოგონას ხელებს. უკან დაიხია ფარულ ბრძოლაში.-მე ბევრი რამ დამიშავებია შვილიშვილების თვალში, სწორედ ამის გამო ვწევარ ახლა აქ, უღონოდ. ჩემი დღეები ისედაც დათვლილია, ჩემო მშვენიერო რძალო. გგონია, მე არ ვიცი რატომ მემდურიან შვილიშვილები?! ისინი არასდროს მაპატიებენ დედის არც ერთ სილურჯეს, ჩემი შვილი რომ უტოვებდა ღამე, ყველას მშვიდი ძილით რომ გვეძინა. ის მონსტრი მე გავაჩინე. მე გავზარდე მსგავსად.
-და გიკვირთ, რატომ არის ნეგა ისეთი, როგორიც არის?! მისთვის არც ჯანსაღი დედა არსებობდა, არც მამა.
-მე არ მიკვირს, შვილო. არაფერი არ მიკვირს. – სხვაგან გაიხედა ქალმა.-შენ ყოველთვის უნდა დაიცვა შენი შვილი. ვისგანაც არ უნდა იყო დასაცავი, თუნდაც საკუთარი მამისგან.-მაგრად მოუჭირა ხელი გოგონას.
თამთას ყელში გაეჩხირა რაღაც, სუნთქვა ვერ შეძლო კარგად.
წამიერად გაიფიქრა, რომ ლევანი მსგავსი მამა შეიძლება ყოფილიყო და ტანთ გასცრა საშინლად. მერე საკუთარ ფიქრებზე დაფიქრდა კვლავ. ნუთუ მასთან აპირებდა შვილების გაჩენას?! ამაზე უფრო მეტად გადაფითრდა სახეზე.
-მადლობა, რომ მომაკითხე. ირმა კარგად მივლის.
-თუკი რამე დაგჭირდათ..
-წადი შვილო. შენია ეს ყველაფერი. დროა ამაზე დაფიქრდე სათანადოდ.
თავი დაუქნია უღონოდ და კარი მიიხურა.
ისეთი მწველი მზე იდგა, ოფლად იღვრებოდა მთელი ეშერა. გუმისთაც კი დაშრა თითქოს, იმდენად მაღალი იყო ტემპერატურა. თამთა მარაოს ქნევით გამოვიდა ირმასთან და ნეგასთან ბაღში. სიდამაც მხიარულად შემოაღო ჭიშკარი. ლევანი თვალთ არავის უნახავს დილის მერე.
-ბოლი ამდის! – სახლიდან მოტანილი ტკბილეული დაალაგა ბაღის მაგიდაზე სიდამ და თამთას დაქნეულ მარაოს სახე შეუშვირა.
-ახლა თუ ზოგადად, ცხოვრებაში? – ნეგამ გაუსინჯა პირველი მოტანილი ნუგბარი.
-ცხოვრებაში ვულკანი ამოიფრქვა, ნეგარ!
-ამას ნუ მეძახი, რა!
-ასე არ გქვია?!
-სიდა! ჭკვიანად იყავი, თორემ დავრეკე შენი ხელის მთხოვნელთან.
-აუ, ზღვაზე წავიდეთ, რა! – მავედრებელი სახით გაჰხედა თამთას და ნეგას.
-რატომ არ მიდიხართ მართლა? – ჩაერია ირმა.
-იმ გიჟის გამო სახლიდან ვერ გავდივარ.-ჩაიფრუტუნა სიდამ.-მდინარეზე მაინც წავიდეთ, ჰა?
-ვერ იბანავებ გუმისთაში, სიდა. ყინულივით ცივია!
-აბა, ნაყინი მაინც ვჭამოთ, დავიწვი და დავიხრუკე!
-ახლოს მაღაზია არ არის? – თამთას მოეწონა ნაყინის იდეა.
-აუ, ახლა ლუდმილას „კიოსკი“ არ ახსენო, თორემ მოგკლავ, ნეგა, იცოდე!
-რას ერჩი? მანდ ვყიდულობდი მთელი ბავშვობა სიგარეტს „ნისიად.“
-ჰო, მაგიტომაც გაყვედრებდა ლევანთან.
-არ ვიხდიდი და რას იზამდა აბა! – გადაიხარხარა ბიჭმა.-მოგიტანთ მე ნაყინს, მეტი რა გინდათ?
-სოხუმში ჩადიხარ?! – ფეხზე წამოიჭრა მაშინვე სიდა.
-ხო, აბა მართლა ლუდმილასთან კი არ მივდივარ. თან მაგას მაცივარიც არ აქვს და იმ საშინელ „დასკოჩილ“ ყუთში ჩადებული, მე არ მინდა!
-წაგვიყვანე ჩვენც! – ფეხზე ადგა თამთაც.-მანქანაში ვიქნებით, რა დაშავდება?
-არც არაფერი, მაგრამ მაინც, თამთა.. იყავით და მოვალ უცებ.
-წამოვალთ, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ! – ხელები შეატყუპა სიდამ.
-წაიყვანე გოგოები, ნეგა. რას გაჯიუტებულხარ? – ირმამ თითიც კი დაუქნია ბიჭს.
-შენი ქმარი სადაა? – თამთას შეხედა და თვალები დააწვრილა.-უთხარი, რომ გადიხარ.
-ნებართვა მჭირდება, შენთან ერთად გასვლაზე?!
-ნებართვა არა. უბრალოდ შეატყობინე, სად ხარ.
-მე ხომ არ ვიცი თვითონ სადაა.
-შენ მე რაღაც სასწაულს დამმართებ, რძალო! – თითი დაუქნია გოგონას.-ჩაიცვით და წავიდეთ. იცოდეთ, მანქანიდან არ გადმოხვიდეთ და დამიჯერეთ!
-შენი „ტრიციტადინით“ მივდივართ? – შეწუხებულმა იკითხა სიდამ.
-„ტრიციტადინი“ არა ის.. ეს „ნოლ შესტია“! -სიამაყით გამოაცხადა და უკანა კარი გამოუღო სიდას.-წინ ჩვენი რძალი..
-რა თქმა უნდა!
-სად ხარ ამდენს ხანს, თამთა? ნაყინზე მივდივართ, ქორწილში ხომ არა!
-აუ, ეს რა ჭირიანია.-გაიცინა თამთამ და ჩანთა გადაიკიდა მხარზე, სადაც ლევანის მიერ მორთმეული ბარათი და რუსული რუბლები ეყარა. პირველად მიეცა საშუალება რამისთვის გამოეყენებინა.-ესე არ უყვირო გოგოსაც, პაემანზე რომ წაიყვან.
-აბა, გოგო? ნეტა მყავდეს და დავმუნჯდები.
-ეუფ! – გაიცინა სიდამ და თავი გამოყო უკანა სავარძლიდან.-იქოქება ეს მანქანა?
-დააცადე, გავახურო უნდა.
-ხომ არ დაგიჯიკავოთ? – ჩუმად ჩაიკისკისა.
-შენ თავი ჩაყავი მანდ, სადმე შენი პრინცი არ გადაგვეჩეხოს.
-ამდენჯერ მამამისი არ ახსენებს, რამდენჯერაც შენ, ნეგა.
-აუ, მამამისი არ მიხსენო.. რა საზიზღარი მამამთილი გეყოლება, დაჯერებაც არ მინდა!
-კაი, ნუ ლაპარაკობ ასე!-შეწუხდა თამთა.-ღმერთმა დაიფაროს!
-კინაღამ შენი ოჯახის წევრიც გახდა, არ დაგავიწყდეს.-დაიგესლა უკნიდან სიდა.-თან იმის მამა უფრო უარესიაო, გამიგია.
-შენ მე ნაყინის კი არა, ციანიდს მოგართმევ დღეს, პატარა ქალბატონო!
ენა გამოუყო სიდამ.
თამთამ პირველად იგრძნო ბედნიერების მაგვარი რამ სხეულში.
რამდენი ხანია ასე არასდროს გასულა მეგობრებთან ერთად არსად. თბილისში ყველაფერი სხვანაირი იყო. როცა მეგობრებთან ერთად იყო, ყველაფერს სხვა ფერი ედებოდა. ის სევდიანი თამთა, სახლში რომ იყო მამასთან, თითქოს არც არსებობდა ხოლმე, იმდენად სხვანაირი ხდებოდა.
ახლა ეს მოაგონდა. თავისი მეგობრების სიგიჟეები გაახსენდა და გააჟრიალა. აქ ყველაფერი სევდიანი, უფერული გახდა მისთვის. ის დღე კი იმდენად განსაკუთრებული იყო, სამუდამოდ დაიდო ბინა თავის მეხსიერებაში. წარმოიდგინა, როგორი სანახავი იქნებოდა „ნოლ შესტში“ მგზავრის ადგილას მჯდომი გარედან, ამაზე კისკისებდა სიდასთან ერთად მთელი გზა. ნეგას მანქანის გამასხარავების გარდა არაფერი უკეთებიათ, სანამ სოხუმში ჩავიდოდნენ.
იმ დღეს სხვანაირად მხიარული, ბედნიერი იყო. ნეგაც უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდა თამთას თვალში. ეტყობოდა სიტუაციით ტკბობა მის სახეს, ჯანსაღი ღიმილიც დასთამაშებდა ტუჩებზე.
-სახლისთვის რამე გვჭირდება, თამთა? – ღვედი შეიხსნა ნეგამ. ამ მანქანას ღვედიც კი სასაცილო ჰქონდა. ძალიან გრძელი და ძნელად გასაკეთებელი.
-კი, ირმამ მომცა სია.
-აუ, „სპისოკით“ სად შევიდე! – დაიწუწუნა ნეგამ.
-გამოგყვები.
-თუ ეს ქალბატონი მარტო დაიტოვება, წამოდი.
შეუბღვირა სიდამ.
გადაყვა ნეგას. გორგოლაჭებიანი კალათა გამოაგორა ნეგამ. ხმამაღლა კითხულობდა სიას, ნეგა ყრიდა კალათაში მითითებისამებრ. ნაყინები აიღეს უამრავი.
-შოკოლადის ყველა ჩემია! – თითი დაუქნია რძალს.
-მე გადავიხდი! – ყელი მოიღერა თამთამ. ნეგამ ჩაიცინა.
-და ხალხს ვაფიქრებინო, რძალს ახდევინებსო?!
-არ გკიდია?!-გაიცინა თამთამ.-აბა, რაში გამოვიყენო შენი ძმის მოცემული ფული? არსად არ დავდივარ და ტყუილად მიდევს ჩანთაში, ლევანი კი ყოველ დღე ამატებს მაინც.
-რაც არ გვიჭირს, ფულია! – გაიცინა ნეგამ.-ნუ სულელობ. შენ რატომ უნდა გადაიხადო, როცა აქ ვარ.
გაპიწკინებულ საბარგულში ჩაალაგა პარკები ნეგამ. ნაყინიანი კი პირდაპირ სიდას შეაჩეჩა ხელში და საჭეს მიუჯდა.
-კონდიციონერი არ გაქვს, ნეგა? შევიწვები ასე! – ეშმაკურად იკითხა სიდამ.
-როგორ არ მაქვს! ადრე გეთქვათ! – გაიცინა ბიჭმა და მართლაც ჩართო რაღაც კონდიციონერის მაგვარი. ისეთი ხმა გამოსცა თავიდან, ერთმანეთს შეხედეს გოგოებმა, მაგრამ გრილი ჰაერი გამოუშვა და შვებითაც ამოისუნთქეს.
-სერიოზულად? როგორ? – სიცილის ვერ იკავებდა სიდა.
-თქვენ დასცინიხართ ამას და ისე ავაწყვე, როგორც დაგიბარებია! ტურბო რეჟიმიც აქვს, გავიდე ტრასაზე, განახებთ!
-არ შეწუხდე, გვჯერა! – თამთამ დაამშვიდა როლებში შესული ბიჭი.
-ჰე, ახლა, გინდათ კიდევ რამე, თუ დავბრუნდეთ? მერე არ მომატრიალოთ შუა გზაზე!
-საზამთრო და ნესვი!
-აუფ! სახლში არ არის, გოგო, ეგ?! შემახსენე და ბოსტნიდან მოვიტან. ადრე გეთქვათ!
-შენ რა ყველაფერზე ეგრე იძახი, ადრე გეთქვა, ადრე გეთქვაო. – გაცხარდა სიდა და ნაყინიანი პირი ენით გაილოკა.
-მართლა გვაქვს ბოსტანში საზამთრო და ნესვი? – ყურებს ვერ დაუჯერა თამთამ.
-ესეც რძალია მერე! – საჭეს ხელი დაჰკრა ნეგამ.-აი, საბრალო ჩემი ძმა!
-მე რომ არ მაქვს ბოსტანში?! – თავი გამოყო ისევ სიდამ.-შენთან როგორ გაიხარა?
-დათესვა და მოვლა უნდა, გენაცვალე! ეგრე სადაა?
-ეს მაგარი მეოჯახე გვყავს, – მხარზე დაადო ხელი თამთას სიდამ.
-დამცინეთ, დამცინეთ. გამოგირთავთ ახლა კონდიციონერს.
-ეს უფრო ვენტილატორია, ვიდრე კონდიციონერი.-ვერაფრით შეიკავა თავი თამთამ.
-სახლში უნდა დამეტოვებინეთ!
-აუ, სიმღერები არ გაქვს, ნეგა? – უკვე მესამე ნაყინს აგემოვნებდა სიდა.
-რა თქმა უნდა, მაქვს!
-დისკი მიდის თუ კასეტა? – ჩაიცინა გოგონამ.
-ჩიპი და „ბლუთუზითაც“ დაუკავშირებ თუ გინდა!
-მგონი „მერსედესში“ ვსხედვართ და არ ვიცით, თამთა!
-რა ტყიურებივით იქცევით, რა არის? – ხარხარებდა ნეგა.
თამთა უბრალოდ ტკბებოდა მათთან ყოფნით.
-თქვენ ხშირად არ უნდა გამოგიყვანოთ სახლიდან კაცმა. გაგიჟდებით ასე.
-აუ, რა კარგია მართლა გარეთ! – ჩუმად თქვა თამთამ და ხელი გადაყო მანქანიდან.-ზღვაზე წავიდეთ ერთ დღეს.
-აუ, ხო! – აყვირდა უკნიდან სიდა.
-ამას წასვლა უხსენე და სად არ წავა! – მაგნიტოფონს მიაჭირა თითი ნეგამ. თავისი „აიფონი“ დაუკავშირა რაღაც მოწყობილობას, რომელსაც ნორმალური ეკრანიც კი არ ჰქონდა. ერთადერთი კლავიში ამშვენებდა და ის ასრულებდა ყველაფერის ფუნქციას.
-ეს მანქანა მართლა შენ ააწყვე? – ჰკითხა თამთამ ღიმილით.
წარბები აათამაშა ბიჭმა.-ჯერ დავშალე ოღონდ. სიგიჟეა უბრალოდ, შეხედე!-მაგრად ჩასჭიდა ხელები საჭეს.-ვინტაჟური, მიმზიდველი, სექსუალური! ჩემია, რა!
გამოდიოდნენ ნელ-ნელა სოხუმიდან, თამთას ტელეფონი რომ ამღერდა საეჭვოდ. სამივემ დაასო მზერა ეკრანს, სადაც დიდი ასოებით ეწერა „ლევანი“.
მუსიკას ოდნავ ჩაუწია ნეგამ. თამთამ აიღო ტელეფონი. არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის რამდენიმე წამს.
-გისმენ.-უთხრა თამთამ.
-მეც – შენ.
-შენ არ დარეკე? – ძალიან არ უნდოდა სხვების თანდასწრებით ეჩხუბა ქმართან.
-წესით შენ უნდა დაგერეკა.
-ვერ გავიგე?!
-სად ხარ?
-გზაში.
-ეშერაში?
-ჯერ არა.
-სიდა შენთა ერთად არის?
-კი. რა დაკითხვას მიწყობ, ლევან?
-მიეცი ერთი ტელეფონი.
თამთამ უხერხულად გადააწოდა ბავშვს მობილური. სიდამ ნაყინის ჭამა შეწყვიტა და ფერიც დაკარგა სახეზე.
-ნათლია?! – გაუბედავად მიესალმა ლევანს.
-დედას რატომ არ დაუბარე, რომ გადიოდი?
-დედას?-ნერვიულად მოისვა შუბლზე ხელი.-დამვიწყებია! ახლავე დავურეკავ..
-არაა საჭირო, მასთან ვარ.
-კარგი. მოვალთ ჩვენც მალე.-უთხრა და ისევ თამთას გადააბარა მობილური. გაუთიშა ლევანმა. მუსიკას აუწია თამთამ. არ აპირებდა არაფრის გამო განწყობის გაფუჭებას. ასეთი დღეები ხომ ხშირად არ ჰქონდა?! რას იფიქრებდა ასე თუ გააბედნიერებდა მაღაზიაში გასვლა, როცა თბილისში მეგობრებთან ერთად ბარში დალევაც არ შველოდა ზოგჯერ. ამის წართმევის უფლებას არ მისცემდა ლევანს, რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო!
როდემდე იქნებოდა შიშში?! როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ეს „ყველაფრის შეთანხმება?“ ან რა დაშავდა ასეთი, ის ხომ ნეგასთან ერთად იყო..
ეშერას ასახვევთან შეაცურა მანქანა ნეგამ. სანამ დასახლება გამოჩნდება, ქვაღორღიანი, დაუსახლებელი მანძილი უნდა გაიაროს მანქანამ. ვიწრო ქუჩაზე სიჩქარე შეანელა ნეგამ. რატომღაც მაგნიტოფონი გამორთო და საქარე მინაში გაიხედა უცნაურად. ოდნავ მოშორებით მოჰყვებოდა მანქანა.
-რა ხდება, ნეგა? – თამთამ იგრძნო მისი დაძაბული სხეულის ენერგეტიკა. სიდამ კვლავ გამოჰყო თავი შუაში და გაუგებრად გააქნია თავი.
-რაღაც ვერ არის.
-რატომ?!
-ეს მანქანა.. ლევანს დაურეკე, ჩქარა! – ამოიყვირა მოგუდული ხმით და სიჩქარეს მოუმატა მოულოდნელად.
ანერვიულებულმა გადაუსვა ეკრანს თითი, დააწვა ლევანის სახელს, თუმცა გაუვარდა ტელეფონი ხელიდან ძლიერი შეჯახების გამო. თავი მიარტყა რაღაცას ძალიან მტკივნეულად, სიდაც გადმოისროლა შეჯახებამ მათ მხარეს და სამივე შოკირებული შეაცქერდა ერთმანეთს.
-დაგვერხა!-დაიჩურჩულა ნეგამ და ფრთხილად ამოსწია თავი.
იარაღიანი ზორბა კაცები ედგნენ გარშემო. მთლიანად ალყაში იყვნენ, როგორც მანქანებით, ასევე ხალხის რაოდენობით. ეს ყველაფერი კი ეშერას შესასვლელში ხდებოდა. ტერიტორიაზე, რომელიც ლევანს ეკუთვნოდა.
ეს უკვე ომი იყო – თამთამ გააცნობიერა.
პირდაპირ უკანა კარი გააღეს. სიდა გადმოათრია უცნობმა მანქანიდან. ნეგა და თამთა მაშინვე მიყვნენ ნებით. ყვიროდა ნეგა და ექაჩებოდა სიდას თავისკენ.
-ხელი გამიშვით! – ყვიროდა სიდა.
-ხელი გაუშვით! – თავისთვის გაჰყვიროდა თამთაც.
ნეგამ გაიბრძოლა. უიარაღომ მუშტებით სცადა მათი შეკავება, მაგრამ ფეხ-ქვეშ გაიგდეს ბიჭი. თამთას წაატანა ხელი რომელიღაცამ. თმაზე მოქაჩა მტკივნეულად, თავისკენ დაითრია მისი აშოლტილი სხეული. წელზე მოჰხვია ხელები, გააკავა და აყურებინა, როგორც ურტყამდნენ ასფალტზე გაწვენილ ბიჭს მუშტებს, რომელიც არ სწყვეტდა გაძალიანებას.
აფხაზური შეძახილები, აფხაზური სისხლიანი გარჩევა იხილა თამთამ. მისი ყვირილი ალბათ ყველამ გაიგო ეშერაში, იმდენად უნდოდა თავის ხმას ეშველა ნეგასთვის.
სიდა მანქანაში ჩასვეს.
ნეგამ ამოახველა პირიდან სისხლი. თავის რძალს გაუსწორა სისხლიანი, სველი თვალები მწოლიარემ. აგრძნობინა, როგორ ედარდებოდა, როგორ ეძვირფასებოდა, როგორ უნდოდა ახლა მის გვერდით არ ყოფილიყო და სახლში დაეტოვებინა.
სიდამ დაიყვირა მათი სახელები მანქანიდან. მინას დაუშინა მუშტები და თამთას შეჰღაღადა მავედრებლად. ერთხელ გამოექცა მათ ხროვას, თუმცა მეორედ მანქანიდან გადმოსულმა მაქსიმმა დაიჭირა მისი სიფრიფანა სხეული.
თამთას ტვინში სისხლი ჩაექცა.
-შენ?!-ამოიჩურჩულა, მაგრამ კარგად გაიგო მაქსიმმა მისი სიტყვები.
სიდამ ზიზღით შეხედა გაგიჟებულ თაყვანისმცემელს და გაუძალიანდა ხელებში.
-ნათლიაჩემი ამის გამო დაგანაწევრებს! – დაიხრიალა ბავშვმა.-ძალიან მწარედ გაზღვევინებს იცოდე! ეს არ შეგრჩება, შე , პირუტყვო არარაობავ! – იმდენად გამწარდა სიდა, არ იშურებდა ლამაზ სიტყვებს ბიჭისთვის.
მაქსიმმა გადააბარა მისი თავი ისევ იმ ბიჭებს, თითქოს არც გაუგია გოგოს მუქარა, და თამთასკენ წამოვიდა.
მზერა ჰქონდა უცნაური – ბედნიერი იყო თუ სინანულით აღსავსე ვერავინ გაიგებდა. გზად მომავალმა დახედა ნეგას. ხელი შეაშვებინა თავის ბიჭებს.
მის სახეს ვეღარ ხედავდა თამთა. სისხლის ტომარას ჰგავდა ბიჭი.
-სიდას თითი არ დააკარო! ახლავე გამოუშვი! – ხელებში გაუძალიანდა ვიღაც უცნობს და შეეცადა ხელების მოშორებას თმიდან.
-ტყუილად იხარჯები.
-შენ რა გაგეგება სიყვარულის? – ამოიტირა თამთამ, თუმცა მტკიცედ და ზიზღით სავსემ შეხედა ბიჭს.-რა გგონია, ამ ყველაფერის მერე სიდა ოდესმე შეძლებს შენს შეყვარებას?! ის მცირედი შანსიც დაკარგე… რა გააკეთე!
-მე.ის.მიყვარს.-დამარცვლა ბიჭმა და ხელები ამოსდო ორივე მხარეს თამთას.-ეს ორივესთვის საკმარისი იქნება. შენს ქმარს გადაეცი, არ გადამეღობოს. ხომ კარგად დამცინა, სახლში რომ დამპატიჟა. ახლა მიუყვანე თავისი საყვარელი ძმა, თუ მიაღწევს ცოცხალი სახლამდე!
-შენ რა ადამიანი ხარ!
-ისიც უთხარი, თუკი მაინც მოისურვებს ჩემთვის ხელის შეშლას, შემდეგ ჯერზე ნეგათი არ შემოვიფარგლები. ხომ ხვდები, არა? – თმაზე წაეთამაშა. წამში შეეცვალა ზიზღიანი გამომეტყველება მშვიდით და თამთას შეხედა თავის ღია, ნაცრისფერ თვალებში.-მე არ მინდოდა ასე მოვქცეოდი ვინმეს, მით უმეტეს სიდას ნათესავებს. და რატომღაც, შენთვის არ მინდოდა გული მეტკინა.-დაიჩურჩულა ხმადაბლა.-ლევანიც კი არ გამითვალისწინებია, ისე ძალიან მიყვარს ის ბავშვი, ახლა მანქანაში რომ ჩავტენე ძალით. მე თუ არ გამეგება სიყვარულის.. მაშინ საერთოდ ვის?! – ჩაიცინა. – ბოდიში, რომ ასე მოხდა.
-შეშლილი და ავადმყოფი ხარ! გაორებული ფსიქოპათი! სიდა გამოუშვი და მე ლევანს დავარწმუნებ, რომ არაფერი მოიმოქმედოს. ხომ ნამდვილად არ გინდა მისი გაბრაზებული სახე ნახო? ის სიდას გამო.. ალბათ ცოცხლად დაგმარხავს. – ზიზღით დაიჩურჩულა თამთამ და ახლა ნამდვილად ჰგავდა ლევანის ცოლს.
-ოჰ, ახლა ნამდვილად ტარბების რძალი ხარ! – ისევ გაიცინა მაქსიმმა. ისეთი ლაღი და ბავშვური იყო როცა იცინოდა, წარმოუდგენელიც კია იმის დაჯერება, ასე მოქცევა რომ შეეძლო.-ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, თამთა. შენს ქვეყანაში ალბათ სხვანაირად ხდება. – მიუახლოვდა გოგონას და მის დამქაშს ხელი შეაშვებინა თავზე.-როცა სიდა ჩემი ცოლი გახდება, ვერანაირი ძალა, მათ შორის ვერც შენი ქმარი, მის წაყვანას ვერ შეძლებს. ეს აფხაზური ტრადიცია და კანონია. თუ რამე არ შეცვლილა, ლევანი ამ ტრადიციების მატარებელია.
-და უსიყვარულოდ გოგოს მოტაცებაც აფხაზური ტრადიციაა?-სახე გაუსწორა ბიჭს და დააშტერდა. უტეხი იყო მისი მზერა და მედიდური.
მაქსიმს გაეღიმა გულწრფელად.
-შენც ხომ ასე დაქორწინდი. შენც ამ ტრადიციის ნაწილი ხარ.
-მე არავის მოვუტაცებივარ. ჩემი ნებით დავთანხმდი. სიდას შეხედე, – თავით ანიშნა მანქანაში ჭიანჭველასავით დაკლაკნილ გოგოზე, ვინც კალიასავით დახტოდა აქეთ-იქით.-შენი აზრით, ოდესმე ცოლობას გაგიწევს? ერთადერთი გრძნობა ექნება შენ მიმართ ყოველთვის – სიძულვილი.
-ძალიან ბევრს ლაპარაკობ. – გაიღიმა ბიჭმა. – მომწონს მე შენი ტიპაჟი. საინტერესო და ჭკვიანი ხარ. ჩემი წასვლის დროა, – საათზე დაიხედა ბიჭმა.-სიდას არაფერი მოუვა. სანდო ხელში ტოვებ, დამიჯერე. რით შემიძლია შენი დახმარება? – დასერიოზულდა წამებში.-მანქანის ტარება შეგიძლია?
-შენ ნორმალური ხარ?!-წამში მიუახლოვდა თამთა ბიჭს.
-ანუ არ გჭირდება ჩემი დახმარება?!
-სად აპირებ მის წაყვანას? – მინივენისკენ ანიშნა თამთამ, საიდანაც სიდას განწირული მუქარები ისმოდა.
-მანქანაში მაინც ჩავსვამ ნეგას, შენ როგორ შეძლებ მის ათრევას.-არც გაუგია მაქსიმს, რას ეუბნებოდა თამთა. უდარდელად ამოსდო იღლიებში ხელები ნეგას და უკანა სავარძელზე მიაწვინა. თვალებს ვერ უჯერებდა თამთა. ჯერ კიდევ გაკავებული ჰყავდა მის ხალხს. დანანებით დახედა ნეგას სისხლით მოსვრილ, უგრძნობ სხეულს და კარი მიხურა.
-ხომ შეგიძლია ტარება?! – ჰკითხა კვლავ.-საავადმყოფოში წაიყვანე.
-შენ რა არ მისმენ?
-თამთა! – ფანჯრიდან გადმოყო სიდამ გაგიჟებული სახე.-თამთა, არ დამტოვო, გემუდარები!
-სიდა!
სწრაფად მივიდა თამთასთან მაქსიმი. თავის ლაქიას ხელი შეაშვებინა და ძალით ჩასვა თამთაც ნეგას მანქანაში მძღოლის მხარეს.
-ბოდიში, რომ ასე მოხდა. მე სხვა გზა არ დამიტოვა შენმა ქმარმა. თავს გაუფრთხილდი. – მიაყარა და სინათლის სიჩქარით ჩახტა სიდასთან მინივენში.
იდგა გაყინული თამთა. დაინახა, როგორ წავიდა მათი მანქანები, როგორ შემოხედა სიდან უკანასკნელად განწირული სახით.
-ნეგა?-არაამქვეყნიური ხმით მიტრიალდა ბიჭისკენ. ძლივს სუნთქავდა. მხოლოდ თვალები უჩანდა სახიდან.-გესმის ჩემი?
ვერაფერს ამბობდა ნეგა. ტელეფონს დაუწყო ძებნა თამთამ. იქვე მიგდებული ხელში აიღო და ლევანთან დარეკა სასწრაფოდ.
-ლევან?!
-თამთა?!
-ეშერას შესასვლელთან. სწრაფად. მოდი.
ზუსტად ორ წუთში უკვე იქ იყო. თამთას მუხლებზე ესვენა ნეგას თავი. სისხლის ახველებდა ყოველ წამს, თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცებს და თამთას ცრემლები უფრო და უფრო ცუდად ხდიდა.
-რა ჯანდაბაა…-ამოიხრიალა ლევანმა, როგორც კი უკანა კარი გამოაღო. თვალებაწითლებულმა დახედა ჯერ ძმას, მერე თამთას და ცოტა ხანი სუნთქვა შეიკავა. ხელით დაეყრდნო მანქანის ღია კარს, რამდენჯერმე მიარტყა შუბლი ავტომობილს და გონს მოსულმა სწრაფად მოიკიდა ზურგზე ძმის დაბეჩავებული სხეული.
თავის მანქანაში გადააწვინა უკანა სავარძელზე. აფხაზურად უთხრა რაღაც სიტყვები. თამთაც მიუჯდა ნეგას და ისევ მიიწვინა მისი გატანჯული ტანი.
-ყველაფერი სწრაფად მოხდა, – დაიწყო თამთამ. – მაქსიმი იყო. სიდა წაიყვანა.
ლევანი არაფერს ამბობდა. ლურჯი თვალები ახლა შავი გაუხდა. წაშლილი სახე ჰქონდა, მალ-მალე ამოწმებდა ნეგას უკანა სავარძელში და გზას თითქმის არ უყურებდა.
თამთას თავისი სიზმარი გაახსენდა. პირველ დღეს რომ ესიზმრა, დაჩი – სისხლიანი. იმ დღეს მიხვდა, ნეგა რომ არაფრად განსხვავდებოდა მისთვის დაჩისგან და ახლა კიდევ უფრო მეტად მოუნდა ის ცოცხალი ყოფილიყო.
ნეგა დაბეგვილი იყო. სასტიკად ნაცემს ადამიანის სახე არ ჰქონდა. შორიდან დახედა თამთამ პალატაში მყოფ ბიჭს, მშვიდად მძინარეს და შუბლი მიარტყა რამდენჯერმე კედელს. თავისი კოპიც გაულურჯა თამთას, მაგრამ ახლა ამისთვის ნამდვილად არ ეცალა. თავიც სასტიკად ტკიოდა, მაგრამ მაგასაც კი ვერ გრძნობდა.
ლევანს სიტყვაც კი არ უთქვამს. ტელეფონით საუბრობდა დერეფანში გამუდმებით. მერე თამთას შეამოწმებდა რამდენჯერმე. ნამტირალევი, დაშინებული და გულდაწყვეტილი იჯდა სკამზე. ვისზე ედარდა ვეღარ ხვდებოდა. სიდაზე, ნეგაზე თუ საკუთარ ქმარზე – ვინც ახლა ღმერთმა უწყის რას გეგმავდა.
-სახლში წადი.-ჩაიმუხლა მასთან ლევანი. თამთამ სხვაგან გაიხედა.
-არ მინდა.
-ვერაფერს უშველი, – ცრემლები მოსწმინდა.-წადი სახლში და მოვალ მეც.
-როდის მოხვალ?-დაიჩურჩულა.-რას აპირებ? სიდას რა ბედი ელის?
-თამთა, ნუ გამირთულებ ცხოვრებას კიდევ უფრო. გთხოვ, გაყევი ალანს და შენ მაინც დამხვდი სახლში, უსაფრთხოდ.
-ნეგასთან ვინ იქნება?!
-შენ დამშვიდდი, – თავზე მიეფერა მეუღლეს, მაგრამ თამთამ შეხებისგან წამოიკივლა. ძალიან ტკიოდა თავი.-რა იყო?
-არაფერი.
-თამთა, რა გჭირს?-წარბები აზიდა ლევანმა.-ჭრილობა ხომ არ გაქვს?-ფეხზე წამოდგა და პირდაპირ ჩაიხედა ცოლის თავში, ისე თითქოს ტილებს ამოწმებდა ჰყავდა თუ არა.
-არაფერია, დაანებე!
-ვინმე გეხებოდა?!-ისეთი ხმით ჰკითხა, ყველაფრის თქმის სურვილი გაუქრა გოგონას.
-არა.
-ნუ მატყუებ.
-არავინ მეხებოდა.
-არა?-მკლავზე მიადო ორი თითი. ისიც დალურჯებული ჰქონდა.-არა?!
-მაკავებდნენ უბრალოდ, სიდასთან მინდოდა.
-გაკავებდნენ?!-თვალებში ჩახედა.-რამდენი?
-ლევან, რა საჭიროა..
-ჩემი ძმა სასიკვდილოდ ცემეს ჩემივე სოფელში, ჩემი ცოლი თმებით ათრიეს და ჩემი ბავშვი გაიტაცეს, ამის თქმა არ არის საჭირო?!
-მე ახლა ყველაზე უმნიშვნელო ვარ. სიდა უნდა დაუბრუნო დედამისს.
-შენი თავი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამიტომ წადი სახლში.-შუბლი მიადო შუბლზე. ღრმად ამოისუნთქა.
-კარგი, წავალ.
-გტკივა აქ?-მიეფერა მკლავზე. გაუშავდა ფაქტობრივად, იმდენად ძლიერად ექაჩებოდნენ, მაგრამ ნეგას მდგომარეობასთან ეს რა მოსატანი იყო!
-არც ისე..
-კარგი, ირმას უთხარი და მოგხედავს. მიდი, – ოდნავ უბიძგა ალანისკენ.
-რასაც არ უნდა აპირებდე, ფრთხილად იყავი, ლევან.
თავი დაუქნია ცოლს და მიმავალი კარგად შეათვალიერა.
საავადმყოფოდან როგორც კი გამოვიდნენ ალანი და თამთა, სწორედ მაშინ შევიდნენ ის კარგად ნაცნობი სუფრის წევრები, სიდას ბანკეტზე ყველაზე განსაკუთრებულ მაგიდასთან რომ ისხდნენ. დემნაც დალანდა შორიდან თამთამ, ყველაზე შეშფოთებული სახე მას ჰქონდა. კიდევ იყო რამდენიმე უცნობი მამაკაცი. საავადმყოფო იმ წამიდან მათ ხელში იყო. ნეგას ყურადღება არ უნდა მოჰკლებოდა.
სავარძელს კარგად მიეყრდნო თამთა. ალანს გადახედა გვერდიდან. ამ წვეროსანი კაცის არსებობდა სიმშვიდეს ჰგვრიდა გოგონას. აურა ჰქონდა ნდობით აღსავსე.
-გახსოვს, პირველად რომ მომიყვანე, ალან?
-მახსოვს. იმ დღიდან დაიწყო ყველაფერი.
-მანამდეც არსებობდა თურმე. რა ვერ გაუყვიათ ამათ ერთმანეთში, ვერ გამიგია..
-ძალაუფლება. ეს იყო ყველაფერის მიზეზი და ესაა ახლაც.
-პოლიცია არ არსებობს ამ ქალაქში? ან რამე კანონი, რაც ამას შეაკავებს?
მწარედ ჩაეცინა ალანს.
-რომელი პოლიცია? ჩვეთან მაგას „მილიცია“ ჰქვია და იმის ოთხმოც პროცენტს შენი ქმარი აკონტროლებს.
-და ლაკობებს რატომ ვერ აკონტროლებს ჩემი ქმარი? – იკითხა თვითონაც მსგავსი ტონით.
-თემურ ლაკობა მაქსიმის ბიძაა. ეჭვი მაქვს მისი მოწყობილია ეს ყველაფერი. ეშერაზე დიდი ხანია თვალი უჭირავს.
-რა არის ამ ეშერაში ასეთი განსაკუთრებული?!
-ყველაფერი.-თვალი თვალში გაუყარა გოგონას.-ეშერაში ნებისმიერი ადამიანი თავს გაწირავს შენი ოჯახისთვის, თამთა. ნებისმიერი აღუდგება ტყვიას წინ, უბრალოდ რომ უთხრა. ყოყმანის გარეშე. თემურს ასეთი ხალხი სჭირდება თავისი ბიზნესების მშვიდად საწარმოოდ. ამაზე ჰქონდათ ყოველთვის დავა მას და ლევანის მამას. მერე ნეგას საქციელიც დაემატა, მისი ძმიშვილი რომ „მოიტაცა“ ასე ვთქვათ, არადა არაფერი ყოფილა დაძალებული.
-ეს მაქსიმი საიდანღა გაჩნდა!
-მაგას რა უნდა ვერ გამიგია, – დაიჩურჩულა ალანმა. თამთა გადმოხედა მყისვე.
-შენც ვერ გაიგე, არა? გგონია, უყვარს?
-უყვარს-მეთქი გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ.. არ ვიცი, თამთა!
-მეც. უნდა გენახა დღეს, ხან მშვიდი იყო, ხან აღელვებული. ხან სასტიკი, ხან მზრუნველი. არ მინდა, სიდას რამე დაუშავოს.
-ვერაფერს დაუშავებს. საღამოს ლევანი მიაკითხავს.
-და წამოიყვანს?!
-სიდამ უნდა გადაწყვიტოს.-დაამატა ჩუმად ალანმა.-აფხაზურ ტრადიციას ლევანიც კი ვერ აღუდგება წინ.
-მაგრამ სიდა ხომ წინააღმდეგია? ეს ხომ იცი, ალან?
-ვინ იცის, როგორ დააშინებს ის დეგენერატი ბიჭი! ასე მგონია, რომ დარჩება მანდ.
-რაა? – ამოიტირა თამთამ. – და თქვენ დაუშვებთ ამას?!
-ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვეძლება.
-სიგიჟეა!
ჭიშკართან მოატრიალა კაცმა მანქანა. ჩანდა, არ აპირებდა გადმოსვლას. თამთას შეხედა მოსიყვარულე თვალებით, ასეთი იშვიათი რომ იყო მისგან.
-აქ რომ მოგიყვანე პირველად, მაშინ შეშინებული თვალები გქონდა. უიმედოდ იყავი. გეგონა, რადგან მამაშენის მეგობრები აღარ იყვნენ, ლევანი უყურადღებოდ დაგტოვებდა. ახლა შენი თვალები ბრაზით, გულისტკივილით და იმედითაა სავსე, თამთა. შენ ამ ოჯახის ნაწილი გახდი,-ცივად გაუღიმა კაცმა.-ალბათ ვერც კი გაიაზრე ისე შეგიყვარდა ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სახლშია. მათ შორის შენი ქმარიც. იმ ადმიანების ნახევარს, წეღან რომ დაინახე საავადმყოფოს წინ, ცოლები მხოლოდ შვილების გასაჩენად უნდათ. მე თქვენს შორის უდიდეს პატივისცემას ვხედავ, რომელიც ისე გადაიზრდება სიყვარულში, ვერც ერთი იგრძნობთ. ის არასდროს ჩაკლავს შენში იმ იმედებს, ახლა რომ ვხედავ მე შენს თვალებში. ახლა წადი, დაისვენე. ყინული დაიდე შუბლზე და ბებიას არაფერი გააგებინო.
-დიდი მადლობა, ალან. – დაუფიქრებლად გადაეხვია კაცს თამთა. ზურგზე წაუთათუნა ხელი და მშვიდად გამოაცილა მზერით სახლამდე.
ირმამ შეჰკივლა მის დანახვაზე. აიდას ყურისწამღები ღაღადი სახლამდე აღწევდა.
.
სამზარეულოში იჯდა სკამზე. ძლივს დაარწმუნა ირმა დასაძინებლად წასულიყო. თვითონ ლევანს ელოდა. შუა ღამე გარდასული იყო, მანქანის ფარებმა რომ გაანათა ეზო. ლევანი ჯერ აიდასთან გავიდა, სადაც რამდენიმე ნათესავს უკვე მოეყარა თავი. ცოტა ხანი დაყოვნდა ქალთან, შემდეგ შემოაბიჯა სახლში.
დაღლილი, მოდუნებული იყო. სამზარეულოში შემჩნეულ შუქს გამოჰყვა და სკამზე მისვენებული ცოლის დანახვაზე, თვითონაც იქვე დაჯდა.
-მელოდებოდი? – თქვა და მინის დოქიდან დაისხა წყალი ჭიქაში.
-ამდენ ხანს სად იყავი?!
-საავადმყოფოში.
-გამოფხიზლდა?!
-არა.
-რას ამბობენ?
-იმას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
თამთასთვის დადებული პირველადი დახმარების ყუთი მოსწია თავისკენ ლევანმა. ორი თითით ანიშნა მეუღლეს მოსვლა. თვითონ მისწია მისი სკამი და ფეხებშუა მოიქცია. დაუმუშავა გალურჯებული, ცოტა გაწითლებული კოპი შუბლზე. მერე მკლავებზე დახედა უკმაყოფილოდ. ბოლოს თმაში შეუცურა ნაზად თითები.
-ხომ არ გტკივა?! – დაიჩურჩულა.
-არა, – მიიწია მისკენ თამთა. სასიამოვნოდ გააჟრიალა შეხებაზე და ნატკენი ადგილის მოფერება მალამოსავით ესიამოვნა. განაგრძო ლევანმა მოფერება.
-ნეგას მანქანას ყველა ცნობს სოხუმში. მისით წასვლა როგორ მოიფიქრეთ შენ და სიდამ? – თქვა უკმაყოფილო, მბრალდებლური კილოთი.-და მე მაინც არ შემატყობინე..
-არ ვიცოდი, მაღაზიაში გასვლას ნებართვა თუ უნდოდა შენგან.
-ახლა ხომ იცი ძალიან კარგად.
-ვიცი, რომ ჩემი ბრალია და ნუ დამიმატებ. მთავარია ნეგა ჯანმრთელი და სიდა ხელუხლებელი დაბრუნდეს სახლში, მეტი არაფერი მინდა. მერე მომთხოვე ამაზე პასუხი. აიდა ნახე? – ამოხედა ქვევიდან ქმარს. უკვე კალთაში ეჯდა. თამამად ეფერებოდა ლევანი გატრუნულ მეუღლეს. ამაში ეძებდა შვებას.
-ვნახე.
-ახლა უფრო მეტად შევზიზღდები.-წაიჩურჩულა და გაუტყდა კიდეც ხმა.
-ეს რას ნიშნავს?!
-არ მოვწონვარ აიდას. ხომ ასეა?!
-თვითონ გითხრა?
-არა, მაგრამ ვგრძნობ. სიდა ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ლევან.-წამოიწია და თვალებში შეხედა კაცს.-ისევე, როგორც ნეგა და..
-და? – ცალი წარბი აზიდა კაცმა.-როგორც მე?!
„შენ პირველ რიგში“ – გაიფიქრა გონებაში და ისე, მხოლოდ დუმილი შეძლო.
-დღეს სოხუმში რომ წავედით, ასე კარგად თავი არასდროს მიგვრძნია. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ოჯახთან ერთად ვიყავი. მინდა იცოდე, რომ ისინი ჩემთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენთვის.
-ვიცი. – ხელებზე აკოცა თამთას.
ცოტა ხანი არაფერი უთქვამს არც ერთს. ღია ფანჯრიდან გაჰყურებდნენ მიმზიდველ მთვარეს, რისი შუქიც ასე ურცხვად დაჰნათოდა მოალერსე წყვილს ოთახში. იმდენად დაღლილი იყო ლევანი, თვალები თავისით ეხუჭებოდა, თამთა კი მასზე მიყრდნობილი მთლიანად მოდუნებულიყო და ქმრის არეულ სუნთქვას უგდებდა ყურს.
-დავიძინოთ, ლევან. ადექი. – თქვა თამთამ დიდი ხნის მერე.
ფეხზე წამოდგა კაცი. ტელეფონი და სიგარეტის კოლოფი მოიმარჯვა ხელში და კიბეებს გაუყვა ცოლთან ერთად. ბებიას კართან შეჩერდა წამით.
-მისთვის ხომ არაფერი გითქვამს?!
-არა.
-კარგია.
შეაღო საძინებლის კარი. მაშინვე გაიხადა და შეწვა ლოგინში. თამთაც მიუწვა მოწესრიგების შემდეგ.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს თამთას.
შორიდან ესმოდა გუმისთის ჩქარი დინება. სიდას განწირული ყვირილი შიგნეულობას უწვავდა.
ნუთუ სიდა დარჩებოდა?!
.
აფხაზებისთვის ცოლ-ქმრული ურთიერთობების გარკვევა ყოველთვის გაუგებრობასთან, იარაღებთან ასოცირდება. სიდას თითსაც ვერავინ დააკარებდა, სანამ ლევანი და აიდა – თავისი ოჯახი – არ მიაკითხავდა. სიდას უნდა გადაეწყვიტა დარჩებოდა თუ არა, აიძულეს თუ არა. ლევანმა კარგად იცოდა წინასწარ, სიდას რომ დააშინებდნენ, ისიც იცოდა, დარჩენას რომ მოინდომებდა გოგონა, ამიტომ ყველაფრისთვის მზად იყო და აიდაც შესაბამისად გააფრთხილა.
ნეგას მდგომარეობა სტაბილური იყო. საავადმყოფოში სანდო ხალხი დატოვა, ამიტომ ნებისმიერ უმნიშვნელო ცვლილებასაც შეატყობინებდნენ. აიდა უკვე მანქანაში იჯდა გადათეთრებული სახით, სახლიდან თამთა რომ გამოვიდა.
ქმარს შეხედა მკაცრი თვალებით და უსიტყვოდ ჩაჯდა უკანა სავარძელზე.
ლევანმა თავი გააქნია და გადმოხედა მეუღლეს.
-მეც მოვდივარ. არაფერი მითხრა.
-გადადი, თამთა.
-არა!
-გადადი! – განმეორდა საკმაოდ მკაცრად.
-ისედაც ჩემი ბრალია, რაც მოხდა. მინდა იქ ვიყო და სიდას წამოყვანაში დაგეხმარო.
-კიდევ გავიმეორო?!-მთელი სხეულით მიტრიალდა ცოლისკენ და თვალებში იმდენად მკაცრად შეხედა, აიდამაც კი ახედა ვენებდაბერილ ლევანს.
თამთამ თავი ჩახარა, მაგრამ მაინც არ გადავიდა.
-წამოვიდეს, ლევა. შეეშვი.-აიდამ ჩააკერა სიტყვა მავედრებლად.
თითქოს, დაუჯერა ქალს. მანქანა დაქოქა და გიჟივით მოსწყდა ადგილს.
სიდა რიწის ხეობაში, აგარაკზე ჰყავდა მაქსიმს წაყვანილი – მშობლების ძველ სახლში. ლევანს არ გასჭირვებია მათი ადგილსამყოფელის გაგება, თან ლაკობები შუა ღამიდან უკვე ელოდებოდნენ ლევანის გამოჩენას.
ეშერიდან რიწის ხეობამდე საათ ნახევარში ჩავიდა ლევანი, როცა ბევრად მეტი დრო სჭირდებოდა ნორმალური სიჩქარით მოძრაობისას. აიდა ამოგმინავდა ხოლმე გზაში შვილის სახელს, თავისთვის მოთქვამდა და გარდაცვლილ ქმარს ახსენებდა ხშირად. თამთას არაფერი უთქვამს, სტანჯავდა ქალის ასე ხილვა და ის დღე ახსენდებოდა, ნაყინის გამო რომ გამოვიდნენ სოხუმის ქუჩებში.
განუკითხაობა და საგიჟეთი იყო აფხაზეთი – ეს გააცნობიერა.
მერე კარგად გააანალიზა, როგორი „იღბლიანი“ იყო თვითონ, მსგავსი ქმარი რომ არგუნა ბედმა. ქმარი, რომელიც თამთას თავისუფლად ნებას მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდა. მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, კარგად იცოდა გოგონამ, სხვანაირად მოქცევა რომ არ შეეძლო ლევანს.
სახლი ტბის პირად იყო აშენებული. გადაჰყურებდა რიწას. ნაძვებსა და აკაციებში იყო ჩაფლული ეზო. ჭიშკართან მიყენებულ რამდენიმე ავტომობილს თავისიც გვერდით მიუყენა ლევანმა. ძრავი ჩააქრო და მანქანიდან გადავიდა.
უნებურად მიყვნენ თამთა და აიდა. აიდას თეთრი ფერი ედო სახეზე, ნაბიჯსაც ძლივს ადგამდა. მიეშველა თამთა, მკლავში ამოსდო ხელი და გადაადგილებაში დაეხმარა. მადლიერმა აიდამ რაღაც ჩაიბურტყუნა და ლევანის გამოღებულ ჭიშკარში შეაბიჯა.
-ჩემი შვილის ბედი გადაწყდება დღეს.-დაიჩურჩულა ქალმა და ასე გაიარა ეზომდე მისასვლელი მანძილი.-ჩემი საბრალო შვილი..
თამთას გარდაცვლილი დედა და სისხლიანი დაჩის სიზმარი გაახსენდა.


თავი მეათე
გამაყრუებელ სიჩუმეს ტბის ნაზი, უწყინარი ხმა არღვევდა. ბზიფი გადმოჰყურებდა სამტროდ შეკრებილ ადამიანებს. გაგრის ქედი ამაყად დასცქეროდა აფხაზების ხახაში აღმოჩენილ გამორჩეულ შვილს და შორიდან უღიმოდა უიმედოდ. მდინარე ლაშიფსეს მდიდარი ხეობა და ბუნებით თვალწარმტაცი ხედები იკარგებოდა ორ გვარს შორის და თანდათან უფერულდებოდა უარაფროდ.
აგეფსთა, აცეტუკა და ფშეგშხაც ჩამოსულიყვნენ თითქოს თავიანთი დის – რიწის – დასაცავად…
ეზოში მაქსიმი გამოვიდა მამასთან ერთად. თამთას უსიამოვნოდ გააჟრიალა კაცის დანახვაზე. ჭაღარა წვერი ჰქონდა, ჭროღა თვალები და ალმაცერი გამოხედვა.
-მოსალოცად მოხვედით? – ხმა ამოიღო კაცმა და ხელები გაშალა.
-სად არის ჩემი შვილი?! – ამოიხრიალა აიდამ. უფრო მეტად ჩაეჭიდა თამთას.
-დედა!-კარიდან გიჟივით გამოვარდა სიდა, თუმცა გზად დაიჭირა მაქსიმმა და არ გამოუშვა.
ლევანმა წარბები აზიდა. თავით ანიშნა მაქსიმს ხელების გათავისუფლება და ისიც ფინია ძაღლივით მაშინვე დაემორჩილა. სიდა თამთას და დედას ერთდროულად მიეხუტა. ატირდა.
მაქსიმს კარგად ემჩნეოდა სახეზე ლევანის მიერ მიყენებული ჭრილობების კვალი. უიმედო, დანაშაულის გრძნობით სავსე სახე ჰქონდა, ეჩვენებოდა თამთას თუ მართლა ასე იყო, არავინ იცოდა.
-აბა, გისმენ, ლევან! თუკი მოსალოცად არ მოსულხარ, მაშინ სამტროდ მიგიღო? – გადმოიწია კაცი ერთი ნაბიჯით წინ.
ლევანმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და კაცს გაუსწორდა.
-შენ დაგელაპარაკო თუ შენს შვილს?-მკაცრი, ხმამაღალი ხმა გაჟღერდა ეზოში.-თუ იმდენად ლაჩარია, არ ეყოფა გამბედაობა წინ დამიდგეს და თვალებში შემომხედოს?
-რაზე გინდა საუბარი? – მაქსიმიც მიუერთდა დუეტს. მამის გვერდით დადგა და გაუბედავად შეაჩერდა ლევანს.
-პირველ რიგში, ჩემს ძმაზე.-მხარზე დაადო მაგრად ხელი ბიჭს. ნელ-ნელა წაიღო ყელისკენ და მამის თვალწინ მოუჭირა კისერში ხელები.-ჩემი ძმა სასიკვდილოდ აცემინე, ჩემი ნათლული მოიტაცე და ჩემი ცოლისთვის ვიღაცებს აფათურებინე ხელები. შენ თვითონ გინდა ამაზე საუბარი?!-მიახალა პირში და ძლიერად მოუჭირა ხელი.
მაქსიმმა რაღაც ამოიხრიალა და ჰაერზე ჩამოკიდებული თავმოკვეთილი ქათამივით აფრთხიალდა.
მამამისს არაფერი უთქვამს.
-იქნებ, შენ გინდა ამაზე საუბარი, ზურაბ? – კაცს მიუბრუნდა ლევანი და იქვე მიაგდო მაქსიმის დარცხვენილი სხეული.-მოსულიყავი სახლში, გეთხოვა ჩემი ნათლულის ხელი სათანადოდ. იქნებ, დავფიქრებულიყავი კიდეც.-ჩაეცინა ლევანს.
სიდას გააჟრიალა ტანზე.
-ჩემი შვილი მასხრად აიგდე! – დაიყვირა კაცმა.
-შენი შვილი.. შენი შვილი, – მხარზე მიადო ცერა თითი გახევებულ კაცს.-ჩემს სიტყვას გადავიდა. ლაჩრულად აცემინა ოთხ კაცს ნეგა. ჩემს ცოლს ხელით შეეხო ვიღაც სირები და შენ რა გინდა, რომ მე ეს მოვითმინო?!
-როდიდან არის შენთვის დანაშაული გოგოს მოტაცება, ლევან? რა მოხდა, როცა შენსას დაემართა იგივე, აღარ მოგეწონა?
-და მე როდის მიხსენებია, რომ სწორი იყო ის, რაც შენს ძმისშვილს შეემთხვა? – მაშინვე აუწია ლევანმაც ხმას.-რა, სამაგიეროს მიხდი? გგონია, შეგებრძოლები? – ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ისე დამცინავად შეხედა კაცს, მაქსიმს გაუსწორა უნებურად თვალი ზურაბმა.
-მე ბრძოლა არ მინდა. ჩემს შვილს ცოლი დაუტოვეთ და აქედან მშვიდად წადით.
-რომელი ცოლი? ძალით მოტაცებული?
-შენ სხვა გზა.. – წამოიწია მაქსიმი.
-გაჩუმდი! – უთხრა უბრალოდ და მიაჩუმა. ისევ ზურაბს მიუბრუნდა.-დედას ერთადერთი ქალიშვილი მოსტაცე. უმამო ბავშვს დაადგი თვალი და მისით გადაწყვიტე შური გეძია ჩემზე. შენი შვილი მაინც არ გეცოდება? – თვალები დაიწვრილა ლევანმა.
-ჩემი შვილი შეყვარებულია!
-ჩემი კი არა! – დაიგვირგვინა მან.-შესაბამისად, ხომ იცი, რასაც დავმართებ ამ საქციელის გამო. იცის, რა ემართება ადამიანს, ვინც ჩემს სიტყვას არ ასრულებს?
ზურაბმა ძალიან შორს გაიხედა, ლევანის სხეულის მიღმა. ცერა თითი აუკანკალდა ნერვიულად. თამთამ გამხეცებულ მეუღლეს ააყოლა მზერა და ინატრა, ხელი არ გაესვარა არაფერში.
-ახლა ერთ რაღაცას გკითხავ მხოლოდ. – განაგრძო ისევ თვითონ.-შენი ძმიშვილი ხელუხლებელი ჩაგაბარე იმავე საღამოს. არის სიდა ისეთივე უვნებელი? – თავი გვერდზე გადახარა ლევანმა.
სიდას სხეულზე დავლილი დენი თამთამაც კარგად შეამჩნია. თამთამ თვალები ძირს დახარა. საუკუნო დუმილმა ლევანის შუბლზე გალურჯებული ვენებიც კი გამოაჩინა. ნელა მოტრიალდა სიდასკენ ნათლია.
-სიდა,-ასეთი მოსიყვარულე ხმა არასდროს სმენია მისგან სიდას.-დაგიშავდა რამე?
-არა. – კანკალით უპასუხა.
-არ მომატყუო.
-ნათლია.. – აუწყლიანდა თვალები ბავშვს, ლევანს ხელები დაემუშტა. ვეღარ შეხედა სიდას სახეზე, ვეღარც აიდას ამოოხრებას გაუძლო ნერვებმა, მაქსიმს შეხედა საოცარი გაღიზიანებით.
-რა დაუშავე ჩემს გოგოს, მაქსიმ? – ხელი ჩაავლო კეფაზე და მარიონეტივით წაეტანა.
მამამისი კვლავ არაფერს ამბობდა. ძეგლივით იდგა ერთ ადგილას.
-ვეღარაფერს უშველი, ლევან! – ამოღერღა ზურაბმა. – ისინი ცოლ-ქმარი არიან. შემოდი სახლში, მიულოცე ბავშვებს დაოჯახება.
-რა გაუკეთეთ ჩემს შვილს, პირუტყვებო! – ამოიყვირა აიდამ. პირდაპირ ზურაბისკენ წავიდა, მაგრამ თამთამ დაიჭირა და ადგილზე გააჩერა ქალი.
-რა დაგემართათ, ვერ გავიგე? – ლევანს შეაჩერდა კაცი.-ასე არ მოვიყვანეთ ყველამ ცოლები? აიდა, ასე არ წამოგიყვანეს შენც? რითია ეს ბავშვი განსაკუთრებული?!
-ხმა ჩაიგდე! – დაიგრუხუნა ლევანმა, შემდეგ კი საოცრად მშვიდად მიტრიალდა ბავშვისკენ.
თვალი თვალში გაუყარა სიდას.
-სიდა.
ვერ შეხედა ბავშვმა.
-ნუ გრცხვენია, – მიუახლოვდა ლევანი.-და ნურც გეშინია.
-შენ რა კაცი ხარ, – აიდა გამოეცალა თამთას ხელებს და ზურაბს მივარდა.-ჩემი ობოლი შვილი მარტო გავზარდე ეს წლები! მისთვის ვაკეთებდი ყველაფერს! მისთვის ვაგრძელებდი ცხოვრებას! ჩემი საბრალო შვილი იმისთვის გავაჩინე, რომ შენნაირ არარაობებს ჩავარდნოდათ ხელში? – დაუყვირა კაცს და ხელები დაუშინა მკერდზე.
ლევანი არ დაძრულა ადგილად.
მაქსიმი თვალებს ხუჭავდა მალიმალ, არ სურდა ამის მოსმენა.
-თქვენ საერთოდ რა ხალხი ხართ?! შენი ძვირფასი ძმიშვილი! ნეგას რომ გამოსტაცე ხელებიდან, ისე თითქოს ვინმე ექაჩებოდა.. შენი ძვირფასი ძმიშვილი თვალებდასიებული რომ დადის სოხუმის ქუჩებში, მისთვისაც კი ვერ მიგიხედავთ! მთელმა ქვეყანამ იცის, როგორ აუბედურებს თავისი ქმარი, თქვენ როგორ უნდა დაგითმოთ მე ჩემი შვილი?!
-რას ბოდავ, ქალო! – წაიწია მისკენ ზურაბი და აწეული ხელი ლევანმა დაუშვა ძირს.
თამთას ტანზე გააჟრიალა. სიდა იქვე ჩაიკეცა და მიხვდა, ახლა რომ არ ექნებოდა ამ ამბავს კარგი დასასრული.
-რას აკეთებ?-შეშლილი სახით დახედა მამას მაქსიმმა და ლევანის დაძარღვულ ხელს თავისი დაადო.-გთხოვ..
-ჩასხედით მანქანაში, – არც კი მიტრიალებულა, ისე გასცა ბრძანება და აიდას თავით ანიშნა ყველაფერი.
-ლევან. – წამოიწია თამთა.
-ჩასხედით მანქანაში! – განმეორდა კაცი და მრისხანე თვალები დაასო ცოლს.-ვერ გაიგე?
-გავიგე! ყველაფერი გავიგე! – აუწია ხმას თამთამაც.-რა უნდა გააკეთო? ხელები უნდა მოამტვრიო ამ კაცს?
-და მერე შენ რა?-მთელი სხეულით მიტრიალდა ცოლისკენ. სახე ჰქონდა არაამქვეყნიურად არაადამიანური.
თამთას გასცრა.
-ჩაჯექი მანქანაში. სიდა წაიყვანე.
-ჩემი რძალი სად მიგყავს?! – დაიყვირა ზურაბმა.
და იმ პირით რომლითაც დაიყვირა, მიიღო კიდეც საკადრისი.
თამთამ აიფარა ხელები სახეზე. ლევანს თვალთ დაუბნელდა.
-რამდენი მოგითმინო? – ამოიყვირა ბიჭმა.-რამდენჯერ გავითვალისწინო, რომ მამაჩემის ასაკის ხარ? რამდენჯერ გაპატიო, რომ ვერ გაძეხი ტარბების ამოხოცვით? მითხარი, რამდენჯერ! – წაქცეული კაცს ფეხი ამოარტყა მუცელში და მოსაშორებლად მოსულ მაქსიმს თავი დაარტყა.
თამთა უბრალოდ გაქვავდა.
ეს რა ხდებოდა?! ადრეც ხომ უნახავს ასეთი ლევანი, მაგრამ მსგავსად გაგიჟებული – არასდროს.
-დედა ხომ მომიკალი, მამაჩემი ხომ დაამარცხე! – ისვრიდა სიტყვებს ბიჭი, თან წამოაყენა დასისხლული კაცი. მაქსიმი უბრალოდ ვერ ერეოდა ამ ყველაფერში.-ჩემი მშობლების მხეცებივით დახოცვაზეც კი არ გიპასუხე, მხოლოდ იმიტომ, რომ სიდასთვის არ დაგედგა თვალი. ახლა ასე უარაფროდ მოხვედი მასთან, შენი ჩერჩეტი შვილი აიძულე მოეტაცებინა და მასაც ცხოვრება დაუნგრიე. ნეგა ხომ დაშალე ნაწილებად? სიდაც ხომ გააუბედურე? მეტი რაღა გინდა? – წაუჭირა ყელში კაცს.
სიდა და აიდა მანქანისკენ გააქცია თამთამ, თვითონ იდგა და უყურებდა ქმარს, ვისი ნამოქმედარიც არ ჰგავდა ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანისას.
„ლევანი მამაჩემის გაზრდილი რომაა, სწორედ მაგიტომ მეშინია, შენ არ გავნოს“
„არ ვგავარ მე მამას, თამთა“
„აქ არ არის შენნაირების ადგილი“
-ლევან, შეეშვი, მოკვდება! – ჩაეჭიდა თამთა, მაგრამ არ მიიკარა.
-მოკვდეს! – დაიღრიალა. ზურაბმა იარაღი ამოაძვრინა შარვლიდან ბოლო ძალებით, მაგრამ ლევანმა ფეხი აუქნია.
გაეცინა ლევანს.
-იარაღი. იარაღი.. სხვა რა შეგიძლია შენ? – ჩაიცინა.-როგორ ურტყამდნენ ჩემს ძმას ესენი, თამთა? – წაიჩურჩულა სხვანაირი ხმით ლევანმა.-ასე?-და წაარტყა კაცს მკერდზე.
-ლევან, შეჩერდი.
-არა?! აბა, როგორ? იქნებ, ასე?-და მაქსიმს აუქნია მამამისის იარაღით დაკავებული ხელი.-და სიდას როგორ მიათრევდნენ მანქანაში, თამთა? ასე?-ყელზე ჩაავლო ხელი ბიჭს და სანამ ხმა არ გაუხრიწიანდა, არ შეუშვა.-და შენ, ჩემო მშვენიერო ცოლო? – მიუტრიალდა თამთას გადარეული კაცი.-თუმცა, ვიცი, შენ როგორც მოგექცნენ.
თმაზე წაავლო ხელი მაქსიმს.
თამთას ცრემლები ჩამოცვივდა თვალებიდან.
აღრიალა ბიჭი ლევანმა. ლამის თმის ღერები ამოცვივდა თავიდან.
-მაპატიე! – დაიღრიალა მაქსიმმა. ცრემლებს ღვრიდა ტკივილისგან.
-დაანებე თავი! – დაიყვირა თამთამ.
ხელი შეუშვა ბიჭს. სისხლიან მამას მიუწვინა გვერდით.
„შენ დარჩები? მიმიღებ? მე გიპასუხებ – ვერა. შენი ხასიათი ვერასდროს შეეგუება იმას, რასაც ვაკეთებ.“ – ლევანის სიტყვები ამოტივტივდა გონებაში.
-თქვენ რომ არ დაგემსგავსოთ და მკვლელი არ გავხდე, მხოლოდ ამიტომ წავალ ახლა.-წამოიწყო დადინჯებული ხმით, ისე თითქოს წამის წინ არ გადაუარა აქაურობას.-კიდევ იმიტომ დაგტოვებ ცოცხალს, რომ მოუყვე დანარჩენ ლაკობებს, რა დაემართებათ, როცა ჩემთან მოვლენ. მოუყევით მათ ამ დღის შესახებ. სიდას სახელი სამუდამოდ გადაივიწყე, – მაქსიმს მიუთათუნა ფეხსაცმლის წვერი.-ჩემი სახე დაიმახსოვრე კარგად მხოლოდ.
ჩაიმუხლა იქვე და ზურაბის ურეაქციო სხეული ოდნავ შეარხია.
-მადლობა მითხარი, აიდასთვის გაწვდილი ხელი ისევ თავის ადგილას რომ გაქვს. შემდეგ ჯერზე თავი არ შეგრჩება მხრებზე.
წამოდგა და თამთას მიყინულ სხეულს იდაყვში ჩაავლო ხელი.
წაათრია გაოგნებული გოგონა მანქანისკენ. უკან იხედებოდა თამთა, მაქსიმი ეცოდებოდა რატომღაც ყველაზე მეტად.
-ლევან,-დაიძახა უკნიდან მაქსიმმა. ორივე შეჩერდა ადგილზე.-სიდასთვის თითი არ დამიკარებია. ღმერთს ვფიცავარ.
მანქანაში ჩასვა ცოლი. აიდა და სიდას დახედა ერთადერთხელ. საჭეს მიუჯდა და ისე მშვიდად მოსცილდა რიწის სასაკლაოს, როგორც არასდროს თავის ცხოვრებაში.
„დარწმუნებული ხარ, რომ მსგავსი ფსიქიკის მქონე კაცმა შენში არ დატოვა რამე ძალადობის კვალი?“ თამთას თავისივე კითხვა გაახსენდა და ქმრის პროფილს მიაცქერდა.
სახიფათოდ მშვიდს არ ეტყობოდა როგორ გაატყავა ცოცხლად მაქსიმი და როგორ დაშალა მარტივ მამრავლებად მამამისი. მილულა თვალები თამთამ. ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, როგორ აყურებინა ქმარმა ძალადობას, დასჯას, განაჩენს. ასე შეეძლო მოქცეოდა ადამიანებს? ასეთი გაბრაზება იცოდა?
-არაფერი დაუშავებია ჩემთვის, ნათლია.-დაიჩურჩულა სიდამ როგორც კი რიწას გამოსცდნენ.-შემეშინდა ზურაბის თვალწინ თქმა, მაქსიმის გამო..
-შეგეცოდა ის ? – დაბალ ხმაზე ჰკითხა ლევანმა.
-ალანს თვითონ დააკავშირა თავისი ხალხი. მას უნდოდა, რომ შენ გცოდნოდა სად ვიყავი და წაგეყვანე.
-რატომ გადაიფიქრა?-წამით გამოხედა სარკიდან გოგონას.
-მართლა ვუყვარვარ და იმიტომ. ნახა, როგორი უბედურიც ვიყავი.
-ვის უყვარხარ მართლა? – ხმა აიმაღლა ლევანმა. სიდას თვალები აუცრემლიანდა მაღალ ნოტებზე.-ვის უყვარხარ, სიდა?! ეს აღარ გაიმეორო. მართლა უყვარხარ დედაშენს, მათ არა!
-კარგი..
-გაჩუმდი,-წასჩურჩულა აიდამ ბავშვს.
თამთას არაფრის თქმა უნდოდა. იცოდა, ნებისმიერი სიტყვა ლევანს კიდევ უფრო გამოიყვანდა მწყობრიდან.
ან კი რა უნდა ეთქვა მისთვის ან ახლა, ან მერე. როგორ არ გაითვალისწინა თამთას ყოფნა იმ ადგილას?! როგორ არ შეიბრალა გოგონა და ეს დაანახა?! კიდევ უფრო მეტად გაიცნო თავისი ქმარი. მან ვერ აიტანა ის დამოკიდებულება, რაც მტერს ჰქონდა. ვერ აიტანა ამდენი მოთმენილი დანაშაული, უპასუხოდ დატოვებული მკვლელობები და ეს კიდევ მცირედი იყო, რისი გაკეთებაც ლევანს შეეძლო მათთვის.
თავი მიადო მანქანის სარკეს. სახლში მისვლამდე ხმა არ გაუღია არავის.
.
ეშერის შესასვლელთან როგორც კი აღმოჩნდნენ, სიდას წამიერი ტირილი წასკდა. სახლში შეიყვანა მანქანა ლევანმა. გაგიჟებული ირმა შემოეგება მოსულებს და სიდას დანახვაზე გულთბილად ჩაიკრა გოგონა გულში.
ლევანის დაღლილ, გატყავებულ ხელებსა და მტვრიან შარვალს თვალი ააყოლა ირმამ. ამოიოხრა მძიმედ და სახლში შეუძღვა მათ.
-არ გშია, ჩემო საბრალო? – სიდას ლამაზ კულულებს მიეფერა ქალი.
-არა, ირმა. ბებია როგორაა?
-კარგადაა, ტელევიზორი აუტანა დღეს ალანმა და უყურებს. ერთხელ შევაკითხე მარტო, არ მინდოდა რამე დამტყობოდა. რატომ ხარ მოწყენილი, თამთა? – ახლა თამთას თმას მიეალერსა ქალი.
დივანზე მიუჯდა გოგონას. ფეხები აკეცა თამთამ. მუხლებზე დაადო თავი ქალს და თვალები დახუჭა. კარგად დაინახა ლევანმა როგორ ჩამოუგორდა დახუჭული თვალებიდან ცრემლები მეუღლეს და როგორ შეებრძოლა მათ.
არც მაშინ აუწევია თავი ირმას ფეხებიდან, როცა სახლში კარგად ნაცნობი დემნა შემოვიდა. ხმით იგრძნო მისი მოსვლა, მაგრამ ახლა არავინ და არაფერი სურდა.
-ყველაფერმა კარგად ჩაიარა? – სალამის შემდეგ იკითხა კაცმა და სიდას აკოცა შუბლზე. ლევანს ხელი ჩამოართვა მაგრად. ირმასაც დაუქნია თავი, თამთაზე გაუშტერდა წამით თვალი.-ცუდადაა?
-დაღლილია ალბათ.-ჩუმად თქვა ირმამ და შუბლზე დაუსვა ხელი გოგონას. დემნამ ირიბი მზერა გაუცვალა ქალს. მათ კარგად იცოდნენ რას ნიშნავდა მისი მდგომარეობა. ირმამ ქალები გაიყვანა ოთახიდან, მხოლოდ თამთა დატოვა დივანზე მიწვენილი. ბალიში დაუდო კომფორტულად და დანანებით დახედა გოგონას.
-რა იქნება ახლა? – დაბალი ხმით თქვა დემნამ.
-რა უნდა იყოს?! – შეეკითხა ლევანი და სიგარეტს მოუკიდა. დემნასაც გადააწოდა. მათი ერთ ოთახში ყოფნა კოცონს ჰგავდა, მოგიზგიზეს და მწველს. თამთას სწვავდა მათი სიახლოვე.
-რატომ არ მოკალი? – ჩუმად იკითხა დემნამ.
თამთას ჟრუანტელმა დაუარა ტანზე. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ასე ღიად როგორ საუბრობდნენ ადამიანის მოკვლაზე?!
-ისიც ზედმეტი იყო, რაც ჩემი ცოლის თვალწინ გავაკეთე. – უპასუხა და დააფერფლა სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე. თამთას გამოხედა ირიბად.
-ზურაბი მარტივად უკან არ დაიხევს. ისივ შეეცდება რამეს. ამჯერად სიდათი არ დაკმაყოფილდება, ლევან.
-ზურაბი და მისი ს.ირი შვილი ახლა ყველაზე ნაკლებად მადარდებს. სანამ ის ნაგიჟარი თემური ჩამოვიდა, მანამდე სიდა უნდა მყავდეს უსაფრთხოდ.
-რა ვარიანტები გაქვს?! – დემნა სკამზე ჩამოჯდა. ლევანი ოთახში დადიოდა თამამად. ცოლს დასტრიალებდა თავს და თითქოს დარწმუნებული იყო, რომ მას ეძინა.-კავკასიაში ყოფნა მისთვის სახიფათოა. თემურს ყველგან ჰყავს ხალხი. თავს შეგვაკლავს და გამოთხრის მაინც. არაფერს გაითვალისწინებს, როცა გაიგებს, მიწაზე რომ ახოხიალე თავისი ძმა.
– „ცოლიც“ წავართვი ძმისშვილს.. – ჩაეღიმა ლევანს.
-თან როგორ.. მაქსიმს ისევ აიძულებენ რამეს. ააგდებენ ნამუსზე, რომ ქალი გაუქციე.
-ამათი დედას შევეცი! – შეიკურთხა ოდნავ ხმადაბლა და თამთას შეავლო თვალი. მის მზერას თავისი გამოაყოლა დემნამ.
-თამთაც არ არის ბოლომდე დაცულად, ლევან. ეგ კი უკვე პოლიტიკა იქნება..
-არა მარტო. – დაამატა რბილად.
-მამამისი? იცის?
-თავისი შვილი იცი როგორ ჩამაბარა?-განსხვავებული, უჩვეულო ტონით თქვა ლევანმა. თამთამ შიგნიდან იკბინა ლოყაზე.-კინაღამ ატირდა იმ ხნის კაცი, როცა ვუთხარი, რომ მეც მყავდა მტრები, რომლებსაც მისთვის ზიანის მიყენება შეეძლო. მან ყველაფერი იცის, მაგრამ მაინც ურჩევნია, რომ თამთა აქ იყოს. იქ უფრო ერჩიან, თავის ქვეყანაში, ვიდრე ჩემთან. და ახლა აღარც ააქვს მნიშვნელობა, სად ურჩევნია მამამისს..
-რადგან შენ მის გაშვებას არსად აპირებ?!-გაეღიმა დემნას.
ლევანმა აფხაზურად უპასუხა. თამთამ ვერ გაიგო. ძალიან მოუნდა გაეხილა თვალები და ქმრისთვის შეეხედა, იქ ამოეკითხა პასუხი, მაგრამ კვლავ გააგრძელა ძილის იმიტაცია. ნეტავ, რა უთხრა?! და რატომ აფხაზურად?! რადგან თამთას არ გაეგო..?
-თემურს როდის უწევს ციხიდან გამოსვლა? – იკითხა ცოტა ხნის მერე ლევანმა.
-ჩათვალე, უკვე გამოსულიცაა და შენს საძებნად არის დაგეშილი მაძებარი ძაღლივით. თემურს არც ის დააინტერესებს, მაქსიმს მართლა უყვარს თუ არა სიდა და არც ის, ვისი შვილია შენი მეუღლე.
-ერთხელ და სამუდამოდ წერტილი ხომ უნდა დაესვას ამ ყველაფერს.
-მამაშენი რას ამბობდა?
-მამას არასდროს უნდოდა მათი თავიდან მოცილება. თითქოს, სიამოვნებდა კიდეც მათთან მტრობა. თან იცოდა, მათი სიკვდილი მეტ მტერს რომ გაუჩენდა. სტაბილური დაძაბულობა აწყობდა ყოველთვის და ხედავ, რაც დამართეს.
-და რომელმა ჩაიდინა ეს? ზურაბმა?!
-ზურაბს არ ეყოფოდა მაგის გამბედაობა. თან კარგად იცოდა, მე რომ მანქანაში არ ვიყავი და შესაბამისად.. თემური ვერ იტანდა მამას განსაკუთრებით, ნეგას ამბის შემდეგ.
-გგონია, ციხიდან..?!
-სავარაუდოდ. არ ვიცი, დემნა.
-იმ „მილიციელის“ ცოლი არ არის ის გოგო ახლა?
-ხოო. „მილიციაში“ შესაღწევად სხვა გზა ვერ იპოვეს, ქალიშვილი რომ არ მიეთხოვებინათ.
-რაღაცები შემიძლია შემოგთავაზო.-წამით ჩაფიქრდა დემნა.-სიდას ჩემთან წაყვანა შემიძლია, ან ირინასთან წავიყვან სოხუმში, თუკი მაინცდამაინც აფხაზეთში გინდა იყოს. მოსკოვში შემიძლია გავუშვა, ოჩამჩირეშიც ვიცი ერთი კარგი ოჯახი, სადაც მის დამალვას შევძლებთ, სანამ ჩაწყნარდება სიტუაცია.
-სანამ სიტუაცია ჩაწყნარდება რას ნიშნავს?! – გაახილა თვალები თამთამ და ორივე კაცს გამჭრიახი მზერა ესროლა. წამოიწია და ფეხები აიკეცა დივანზე.
-გეღვიძა? – გაეღიმა დემნას.-როგორ ხარ?
-რას ნიშნავს სიტუაცია ჩაწყნარდება?-განმეორდა გოგონა მომთხოვნი ხმით.-სანამ ლევანი ყველას არ ამოხოცავს?!
-უპასუხე იმას, რაც გკითხეს.-მიაჩერდა თამთას თვალებში ლევანი.
-კარგად ვარ, დემნა. ახლა მე მიპასუხეთ კითხვაზე.
-აფხაზეთში ვერ გაჩერდება. მახლობელი კავკასია ახლა ყველაზე სახიფათოა. – წაუყრუა ცოლის მაღალ ხმას ლევანმა და ჩვეულებრივად განაგრძო საუბარი.
მორიგ სიგარეტს მოუკიდა. თან თამთას ათვალიერებდა თამამად. მის დასიებულ, ნაცრისფერ თვალებს ვერ აშორებდა მზერას.
-მაშინ სად, ლევან? – ჩაეკითხა დემნა.
-მე შემიძლია სიდას დახმარება.-დაიჩურჩულა თამთამ და წყვილი მზერაც დაიმსახურა.-საქართველოში ჩემი ოჯახი მიიღებს.
გადმოიწია ლევანი ცოლისკენ.
-რომელი ოჯახი? რომელმაც საფრთხის გამო ჩემთან გამოგაგზავნა?
თამთამ უხერხულად შეათვალიერა დემნას აწკეპილი წარბები.
-და რა გგონია, არ ვიცი რას ვამბობ? – უტეხად შეხედა ლევანს.
-თბილისში ჩემებიც დახვდებიან,-ჩაერია დემნა.-მაგრამ სისულელეა. თბილისში მისი გაშვება ისეთივეა, როგორც სოხუმში ყოფნა.
-მე არც ვაპირებდი იმის თქმას, რომ სიდა თბილისში უნდა იყოს. მამაჩემს შეუძლია სახელმწიფო სტიპენდია დაუნიშნოს სიდას, სწავლას სრულიად დაუფინანსებს იმ ქვეყანაში, სადაც მოისურვებს. სიდას ოცნება ყოველთვის ის იყო, რომ ესწავლა.-ლევანს შეხედა პირდაპირ.-შეიძლება, შენ ამის შესახებ არასდროს გაგიგონია, რადგან არასდროს გეცალა შენი ნათლულისთვის, მაგრამ მე კარგად ვიცი, რომ ის ამაზე უარს არ იტყვის. აიდას რა დარჩენია აქ?! წაყვება ისიც და იქნებიან ერთად, ბედნიერები, იქ, სადაც სიმშვიდეა.
-არ არის ცუდი აზრი.-ჩუმად თქვა დემნამ.
-ჩემი ძმა მიდის რამდენიმე კვირაში ამერიკაში. ისიც სწავლობს. დარწმუნებული ვარ, არ იტყვის უარს სიდაზე იზრუნოს ცოტა ხანი, სანამ მიეჩვევა. სრული პასუხისმგებლობით გეუბნები, ლევან. გაუშვი ეს ბავშვი ამ ჯოჯოხეთიდან, თუ ცოცხალი გინდა გადარჩეს და მისი მომავალი ოდნავ მაინც გადარდებს.
-ხვდები, რას მთხოვ?-მიუახლოვდა ცოლს. სკამზე ჩამოჯდა და გაუთანაბრდა.-გავუშვა დედა-შვილი მსოფლიოს მეორე მხარეს, როცა აქ ერთის მამა და მეორის ქმარი მარხია?!
-იქნებ, მისცე უფლება თვითონ გადაწყვიტონ?!-მისწია სახე თამთამაც.
-და ახლა ამის დროა, თამთა? – უჩურჩულა ცოლს და მის თვალებში აკიაფებულ ცრემლის ნარჩენებს თვალი მოარიდა.
-ის რამდენიმე კვირა თბილისში იქნებიან. თუ მანამდე მოაგვარებ ყველაფერს, დანარჩენი მერე გადაწყვიტე. რატომ არ გინდა მისცე სიდას უფლება, იცხოვროს ისე, როგორც მისთვის უკეთესია?!
-ლევან, ღირს დაფიქრებად.. – თქვა დემნამ.
-ნათლია,-კარი შემოაღო სიდამ.-სადილი მზადაა, წამოდით.
-დარჩი, დემნა! – ფეხზე წამოდგა ლევანი.
-არა, წასასვლელი ვარ. მეც მელოდებიან,-გაეღიმა და თამთას შეხედა წამით.-ყველაფერი კარგად იქნება, თამთა. არ ინერვიულო. და ძალიან არ ჩააცივდე მას. ვიცი, რომ მართალი ხარ.-უთხრა ქართულად. თავი ბევრად დაიმედებულად იგრძნო თამთამ, როცა მშობლიური ენა მოესმა, თან მსგავსად ლამაზი და უაქცენტო.
ლევანი ტელეფონით საუბარში დაკავდა, ამიტომ მათი დანარჩენი ქართული დიალოგი არ მოუსმენია.
-დაელაპარაკე. დაარწმუნე როგორმე, – შეევედრა დემნას.
-მე ვერავის დავარწმუნებ. მით უმეტეს ლევანს.-სრული სერიოზულობით შეხედა ქალს.-ერთი რამ იცოდე მხოლოდ. შენ მისი სისუსტე ხარ. შენ გამო შეიძლება ისეთი რამ გააკეთებინონ, რაც არ უნდა. რაც სწორი არ იქნება. ნუ გაართულებ ამას.
-რას ნიშნავს ეს? წინასწარ მამზადებ იმისთვის, რომ შეიძლება ჩემმა ქმარმა ადამიანი მოკლას?!
-და ის მაინც შენი ქმარი იქნება. არსებობს რაღაცები, რასაც ვერ შეცვლი და რაც გარდაუვალია. შენ შეგიძლია შეცვალო აფხაზების მსგავსი ყოფა?! არა. შეგიძლია, აქ სამართლიანობა აღავლინო? არა. შეგიძლია, ქუჩაში მშვიდად გაიარო, როცა ტარბა ხარ?! არა. შეგიძლია არ შეიყვარო ლევანი, თუკი ის მკვლელი გახდება?!
სხვაგან გაიხედა თამთამ.
-რა?! გიყვარს, არა? – საოცრად თბილი ხმა ჰქონდა დემნას. ბგერებით მოეფერა დარცხვენილ გოგონას.
„გიყვარს?“ – ქართულად სხვანაირად ჟღერდა.
-თუ გინდა, არ მიპასუხო.
-კარგი.
-წავედი ახლა, ლევან.-გადასძახა ლევანს. მორჩა კაცი ტელეფონზე საუბარს და მათ მიუახლოვდა.
-დარჩენილიყავი, რანაირი კაცი ხარ!
-მელოდებიან! სამ დღეში რაინას ქორწილია გაგრაში. დაგპატიჟა. თამთას გაცნობა უნდა თან. ასე თქვა, ლეგენდები დადის მის სილამაზესა და ოქროსფერ თმაზეო, – ოდნავ გადახარა თავი თამთასკენ. გააღიმა გოგონა.
-აუცილებლად დავარწმუნებთ ლეგენდის სიმართლეში.-გაეღიმა ლევანსაც.
-ეჭვიც არ მეპარება. აბა შენ იცი, თამთა! – უთხრა ისევ ქართულად. ლევანმა საპასუხოდ აფხაზურად მიაძახა რაღაც დემნას. ხარხარით გამოაცილა. მზერა გააყოლა მის დინჯ ნაბიჯებს, რომელიც კარებში გაუჩინარდა.
ირმას გაწყობილ სუფრას არაფერი აკლდა. დამშეული ლევანი ძალიან ბევრს ჭამდა. ზოგადად, კარგი მადა ჰქონდა ყოველთვის და გემრიელად ჭამა უყვარდა. აიდა თითქმის არაფერს აკარებდა პირს, სიდაც მოღუშული და მოწყენილი შეჰყურებდა სახლის კედლებს. თამთას საერთოდ არაფრის სურვილი ჰქონდა და ძეგლივით იჯდა ქმრის გვერდით. ბოლოს ირმა ადგა ისევ, ყავის მოდუღება გადაწყვიტა.
-ნეგასთან როდის წავალთ? – ხმადაბლა ჰკითხა თამთამ ლევანს.
-მოვრჩები და წამოსაყვანად წავალ.
-ასე მალე?-რეტიანივით ამოიხედა სიდამ.
-მირჩევნია, სახლში იყოს. აქ ეყოლება ექიმიც.
-მართალია,-აიდამ თქვა ჩუმად.-რა დღეში ჩააგდეს არაკაცებმა!
ფარული დარდი ემჩნეოდა მის სიტყვებს.
-წეღან რა ქორწილი ახსენა დემნამ? – თამთამ ფრთხილად გამოართვა ირმას გამოწვდილი ფინჯანი და თან ლევანსაც დაუდო თავისი.
-რაინა გათხოვილა, ირმა, იცოდი?! – ლევანმა ღიმილით შეხედა ირმას. ასეთი იშვიათად იყო.
-რომ აპირებდა, ვიცოდი, კი. ქორწილიცაა, არა?
თავი დაუქნია ქალს. მერე თამთას მიუტრიალდა.-მამამისი და მამაჩემი ახლობლები იყვნენ.
-წახვალთ, მერე? – ირმა შეაციცინდა ორივეს თვალებში.
-წავალთ.
-არ მინდა მე წამოსვლა, – თქვა უმნიშვნელოდ თამთამ. ლევანმა ჭამა შეწყვიტა და დანარჩენებმა სუნთქვა ოთახში.
სამზარეულო ბურტყუნითა და არეული სიტყვებით დატოვეს სხვებმა. თამთაც წამოდგა და მაგიდის ალაგება დაიწყო.
-ჯერ არ დამიმთავრებია. – და შეწყვიტა მაშინვე. აღებული თეფში თავის ადგილას დადო და იქვე ჩამოჯდა.
-მითხარი, როცა მორჩები.-თვალი თვალში გაუყარა ქმარს.
-რატომ არ გინდა წამოსვლა?!
-ახლა ნამდვილად გექორწილება, ლევან?! შენ ხომ თქვი, სახიფათოაო ყველა ჩვენი ნაბიჯი.
-სახიფათოა მაშინ, როცა ჩემ გარეშე დადიხარ, როცა წარმოდგენა არ მაქვს, სად ხარ. ქორწილში არაფერი იქნება საშიში.
-როგორია მარტივია შენთვის,-თითები შემოჰხვია ცხელი ყავის ჭიქას.-ერთ დღეს ადამიანები ცოცხლად გაატყავო, მეორე დღეს ქორწილში მოილხინო. მაგარია, არა?!
ლევანმა ჩანგალი დადო თეფშზე. ხელები გადააჯვარედინა მაგიდაზე და ცოტა მიიწია მისკენ.
-რა პრეტენზიები გაქვს, ჩემო მეუღლევ?! – ურყევი ტონით თამამად ჰკითხა ქალს.
-რატომ გააკეთე ეს ყველაფერი? რატომ მაყურებინე, როგორ შეგიძლია მოექცე ადამიანს?! რატომ უნდა დამენახა მე შენი დასჯის მეთოდები.. რატომ არასდროს გამითვალისწინე, ლევან?
-არაფერის გაკეთებას ვაპირებდი. წავიდოდი და სიდას წამოვიყვანდი, მაგრამ ცუდად გამომიწვია. ჩემი უპასუხოდ დატოვებული საქციელების შედეგია ახლა, სიდას გასაშვები გზა რომ უნდა ვიპოვო.
-ეს არ ცვლის იმას, როგორი სასტიკი ხდები, როცა ბრაზდები.
-და როგორი?! ურჩხული? მონსტრი? შენ მითხარი, რა გავაკეთო და იმას გავაკეთებ. ცივილურად დაველაპარაკო ზურაბს? და თემურს რა ვუთხრა, როცა ციხიდან გამოვა? იცი, ეგ კაცი რას უკეთებს შენნაირ გოგოებს?-ისევ მიიწია სახით გააფთრებული ცოლისკენ.-შენ რატომღაც მაქსიმი გეცოდება ძალიან.-სკამზე გადაიწია კაცი.-შეიძლება ვიცოდე, რატომ?!
-მჯერა, რომ უყვარს სიდა.
-გჯერა, რომ უყვარს? -ხმას აუწია.-და რაში გამოიხატება მისი სიყვარული?
-არასდროს მიეცა საშუალება, რომ სიდას დალაპარაკებოდა. ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო. უბრალოდ შემეცოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თმა დააცალე ღერა-ღერა.
-და შენი თავი შეიცოდა ვინმემ?! ან ჩემი ძმა ვინ შეიბრალა, ჩვიდმეტი წლის ასაკიდან ცხოვრება რომ დაენგრა? რა გინდა, რომ გავაკეთო? შემწყნარებელი ვიყო? ვაპატიო მათ ნეგას დალურჯებული სახე და ტანი?
-როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი?! სანამ ერთმანეთს არ ამოხოცავთ?! ან.. შენ რომ დაგემართოს რამე, ლევან? – გაუტყდა ცოტათი ხმა. ლევანს მოულბა სახე. დაძაბული, შეჭმუხნილი წარბები ერთიანად მოუშვა.
-გული დაგწყდება? – ფეხზე წამოდგა და დამდგარმა ჩაუცურა ხელი ყელზე.-დამიტირებ?
-ნუ სულელობ!
-მოგენატრები?
-ლევან!-ფეხზე წამოდგა თამთა და მრისხანედ შეხედა.
-არა?!
-არ ხარ მონატრების ღირსი, ასეთებს რომ ამბობ!
-რეალობას გეუბნები. მე ხომ გითხარი, ნებისმიერ წამს შეიძლება რამე მოხდეს. შენ მზად უნდა იყო მარტოობისთვის.
-მარტოობისთვის რატომ?! გგონია, სამუდამოდ ქვრივი ვიქნები? – ცალი წარბი აზიდა თამთამ, ლევანმა ორივე. მრისხანედ დაჰხედა ცოლის გამარჯვებულ სახეს.
-მეორედ გათხოვდები?!
-მესამედ, თუ ეგეც არ გამართლდა.
-ანუ მესამედ? – მკლავზე რომ აუტარა ხელი, მაშინვე ინანა თამთამ წამოწყებული თამაში.
-ხო.
-ვის გაყვები?!
-მთხოვნელის მეტი ვინაა! ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი დავტოვე თბილისში, თუმცა აქაც არ იტყვიან ჩემზე უარს..
-და მე რომ მოვიყვანო სხვა ცოლი? – ჩაეღიმა ლევანს. თამთას გასცრა წარმოდგენაზე.
-მე თუ მოვკვდები, მოიყვანე, არაა პრობლემა.
-შენი სიკვდილი რა საჭიროა, – ლოყაზე მიეფერა ხელის ზურგით.-ასეთი ბოროტიც არ ვარ.
-მოიყვანე მერე!
-იქნებ, მაგან მაინც გამიკეთოს საჭმელი.
თამთამ განცვიფრებისგან ამოიხვნეშა. მკაცრად შეხედა ქმარს.
-და სად წაიყვან მერე შენს მეორე ცოლს?
-ჩემს სახლში, ჩვენს ოთახში. ისე შევეხები, როგორც მომინდება.-პროვოკაციულად გადაუწია მაისურის სახელო მხარზე.-ძალიან მეყვარება..
-გეყვარება?! – ამოიჩურჩულა თამთამ.
-ძალიან.
-არჩეული გყავს უკვე ვინ უნდა იყოს? – გაეღიმა გოგონას უნებურად.
-არჩეულიც და მოყვანილიც.-ლოყაზე აკოცა ფრთხილად.-სისულელეებს ნუ მეკითხები. არც შენი მესამედ გათხოვება და არც ჩემი მეორე ცოლის ამბავი აღარ გავიგო შენი პირიდან. შევთანხმდით?!
-ამაზე შევთანხმდით ნამდვილად.-თვითონაც მიიწია მისკენ და უფლება მისცა კიდევ ერთხელ ეკოცნა ლოყაზე.
და მაინც, როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი ახლო თამთასთვის სახლში და ასეთი შორი გაბრაზებისას..
.
ნეგას იღლიებში ამოსდო ხელი და მანქანიდან გადმოიყვანა. ორივე ყავარჯენი ხელში დაიჭირა ბიჭმა, თუმცა მაინც გაუჭირდა მარტივად გადაადგილება. დალურჯებული ტანი თეთრი მაისურიდან კარგად მოუჩანდა. თვალიც არ ჰქონდა დიდად სახარბიელო მდგომარეობაში. მოდუნებული, გადაღლილი და წაშლილი იყო.
პირველი სიდა მოეხვია ფრთხილად. აკოცა ბავშვს შუბლზე და ბოდიშები უხადა ყურში. აიდაც თბილად შეხვდა ნეგას. მისი ბოდიშიც გულთბილად მიიღო. შემდეგ იყვნენ სხვა დანარჩენები და თამთა.
თამთას ყველაზე მეტად გაუჭირდა მისი ნახვა. მისთვის მისალმება. არ იყო ძველებურად მომღიმარი და ლაღი. არ იყო ისეთი, როგორიც ბოლო შეხვედრისას. ნეგას სიმპათიური სახე და განიერი მხრები ძალიან დაენანა გასაფუჭებლად.
-ნუ მიყურებ ასე. ისევ სიმპათიური ვიქნები! – გაუცინა რძალს და მხარზე მიუთათუნა ხელი.
-რა თქმა უნდა! წამოდი, შევიდეთ სახლში.
-ავადმყოფებს კარგი მოვლა სჭირდებათ. გამიკეთებ იმ საჭმელებს, რომლებიც მიყვარს, ირმა?
-აბა, რას ვიზამ! რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ. მთავარია, შენ კარგად იყო.
-ერთხელ ჩემმა რძალმაც რომ გააკეთოს რამე, არ დაიქცევა ქვეყანა! – განაცხადა და ჩამოსვა დივანზე ლევანმა.
-როდის არ გამიკეთებია, როცა მთხოვე?! – ეწყინა თამთას.
-კარგ დიასახლის თხოვნა არ სჭირდება. თავისით უნდა აკეთებდეს!
-წადი, დაბრუნდი საავადმყოფოში! რატომ მოიყვანე? – ლევანს მიაჩერდა თამთა. ჩაეღიმა კაცს და ნეგას მიუტრიალდა:
-აქ გირჩევნია თუ ოთახში?!
-აქ დავიძინებ.. უკეთესია. მეზარება წინ და უკან სიარული.
აიდამ და სიდამ ტკბილი ძილი უსურვეს ოჯახს. ირმაც ნეგასთან საუბრით როცა გაძღა, დასაძინებლად ავიდა ოთახში. თამთამ გაუშალა ახალი თეთრეული ნეგას. ტანსაცმელიც კი თვითონ გახადა და ჩააცვა. ჭრილობებზე ექიმის დანიშნული მალამო წაუსვა, თან რაღაცებს ებურტყუნებოდა ბიჭს. ისიც უყვებოდა რა გადახდა საავადმყოფოში, რა მოხდა იმ დროის მანძილზე, რაც ერთმანეთი არ უნახავთ.
ლევანი იქვე იდგა და აკვირდებოდა მათ. ხანდახან ეღიმებოდა კიდეც, როცა თამთა ნეგას ისედაც შერყეულ თავში წამოარტყამდა. საბოლოოდ საბანი დააფარა ბიჭს, ზევიდან დააცქერდა და უთხრა:
-არ გადმოვარდე და კიდევ რამე არ დაიზიანო.
-მეტი რაღა გინდა, გოგო? ან რა დამეტყობა!
-რას შეჭამ დილით? რა გაგიკეთო, რომ დამაყვედრე წეღან სახალხოდ!
-გაგიტყდა?!-გაეცინა ნეგას. ბალიში აუქნია თამთამ და რა თქმა უნდა ააცილა განზრახ.-მიხედე, ლევა, ამას, მიხედე, თორემ მიეჩვევა და მერე წყალსაც არ დაგალევინებს!
-შენ მიგაბარებ. – თვალი ჩაუკრა ძმას და მსუბუქი შეხებით თამთას წელზე მეორე სართულისკენ დაიძრა.
-ღომი მინდა ხვალ! და ხარჩო! – მიაძახა თამთას.
-ვიფიქრებ ამ საღამოს.
-თქვენ ამ საღამოს მაგაზე არ იფიქროთ ნამდვილად… სხვა რამეზე იფიქრეთ.. მაგალითად ბავშვზე. – ხითხითებდა ნეგა და ასე ეუბნებოდა გამომწვევ ხუმრობებს კიბეებზე ამავალ წყვილს.
-ნეგა!
-კაი, რა იყო, მართლა არაა ცუდი იდეა. თან ასეთი ახალგაზრდა ბიძა ეყოლება?! მერე მე წავიყვან ქალებში! მოვუყვები, როგორ გამიგდეს ჩემს სოფელში კაცებმა და როგორ დამბეგვეს.. მერე დედამისმა რომ მომიარა, იმასაც ვეტყვი..
-რა ენერგიაზეა ეს? – გაეცინა თამთას და ოთახის კარი მიხურა.
-შენთან ყოფნა ახალისებს.
-უნდა დაიბანო? – ჰკითხა პირსახოცმომარჯვებულ ლევანს.
-რატო, შემომიერთდები?!
-ოხხ!
-თუ მესამე ქმართან გეგმავ ეგეთ რაღაცებს?!
-აკი არ ვილაპარაკოთო?! ასე ძალიან დაგამახსოვრდა ჩემი მესამე ქმარი?
-ცეცხლს ეთამაშები, თამთა.. არ დაგწვას, ფრთხილად იყავი.
სააბაზანოს კარი გაიხურა მომღიმარმა. თამთა ღამის პერანგზე გადაცმული ხალათით ჩამოჯდა დივანზე და ღია ფანჯარას ფარდა მოაშორა ოდნავ. მთვარის შუქი აღწევდა ოთახში ლამაზად. მშვიდი, უხმაურო საღამო იყო. ტელეფონი მოიმარჯვა და ნაცნობ ნომერს დაურეკა.
-თამთა?!
-მამა?!-უცნაურად ჟღერდა მისგან ეს სიტყვები.
ფორმალური მოკითხვების შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა გოგონა.
-ერთ რაღაცას გკითხავ მხოლოდ და მიპასუხე შეგიძლია ჩემთვის ამის გაკეთება თუ არა.
-მკითხე.
-ერთ კარგ გოგოს სჭირდება სწავლის დაფინანსება. მინდა, რომ სახელმწიფო სტიპენდია დაუნიშნო და ყველანაირი გადასახადისგან გაათავისუფლო. მისცე საქართველოს მოქალაქეობა და ამერიკაში გაუშვა დაჩისთან ერთად. შეგიძლია ამ ყველაფერის მოგვარება უმტკივნეულოდ?!
-და ვისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს?!
-ჩათვალე ჩემთვის.
-შემიძლია.
-დიდი მადლობა. – დამშვიდებულმა შეხედა ტელეფონის ეკრანს.
-ყველაფერი კარგად გაქვს მანდ? – უცნაურად გამოიყურებოდა კაცი.
-კი, მამა.
-მე არ დამვიწყებია, შენი ოცნებაც რომ ამერიკაში სწავლა იყო.-ჩუმად თქვა კაცმა.
-არაუშავს. ყველაფერი ვისწავლე, რაც მინდოდა. ამერიკას როგორმე მოვახერხებ ერთ დროს.
-დაჩის უთხარი?
-მივწერე, არაა მისთვის პრობლემა. დედასთან ერთად იქნება დიდი ალბათობით ეს ბავშვი.
-მამაც წამოვიდეს თუ გინდა, ყველაფერს გავაკეთებ, თუკი ეს შენ ბედნიერებას მოგანიჭებს.
-მადლობა. შენ როგორ ხარ?
-კარგად. – შემდეგ დადუმდა. -კარგი, თამთა. შემატყობინე მერე ვინ არიან და რა უნდა გავაკეთოთ.
-აუცილებლად.
ტელეფონი დაკიდა და კარგა ხანს გაუშტერდა თვალი ერთ წერტილზე.
-ვინმეს ელაპარაკებოდი? – შორტით ჩაცმული, წელზევით შიშველი ლევანი გამოვიდა აბაზანიდან. პირსახოცით თავს იმშრალებდა და სარკეში იყურებოდა.
-მამას.
-რაო?!
-არაფერი. სიდაზე ვუთხარი და არ არის პრობლემაო.
-ისევ შენსას გაიძახი? – მოტრიალდა თამთასკენ.
-შენ გაიძახი შენსას ყოველთვის! დაელაპარაკე სიდას, იქნებ, რა უნდა თვითონ.
-და ვინ უკეთ იცის?! მე თუ ჩვიდმეტი წლის ბავშვმა?
-ასე ამბობდა მამაჩემიც ყოველთვის ჩემზე. მე არავინ მეკითხებოდა მუსიკა მინდოდა თუ ხელოვნება, ფრანგული თუ ესპანური. ყოველთვის თვითონ უნდა გადაეწყვიტა.
-სხვადასხვა რამეა, თამთა!
-ერთია, ლევან! მისი აზრი მოისმინე, დედამისს ჰკითხე რას ისურვებენ. ვიცი, არ გინდა მათი გაშვება.-ჩუმად თქვა და სარკეში გახედა ქმარს. თმის შეშრობა შეწყვიტა ლევანმა.-ვერ შეძლებ მათ გარეშე, რადგან გიყვარს?!
გაეღიმა თამთას.
-სწორედ იმიტომ უნდა გაუშვა ისინი, რომ გიყვარს, ლევა. აჩუქე თავისუფალი ცხოვრება, ბედნიერებას სიდას გარდა ვინმე იმსახურებს აქ?!
-ისე მოხდება, როგორც უკეთესია. ახლა არ გინდა ამაზე მეტი საუბარი, დავიღალე.
-კარგი.
ფეხზე წამოდგა და გასვლას აპირებდა, თუმცა თავისკენ დაითრია მისი სხეული და წინ დაიყენა.
სარკეში უყურებდნენ ერთმანეთის თავებს. ხალათი შეუხსნა ნელა მეუღლეს. მხოლოდ ის ავბედითი წითელი პენუარი ეცვა თამთას.
-მაპატიე, რომ შენი თანდასწრებით მომიწია ასე მოქცევა.-ყელზე აკოცა.
-ასე არავის მოექცე, აღარასდროს. შენ ხომ მათთნაირი არ ხარ?!
-არ ვარ, პატარავ, არა..-აკოცა კიდევ ბევრჯერ. შემოტრიალდა მის ხელებში თამთა. ხელები მოხვია კეფაზე, ახლოს მოიზიდა მისი მიმზიდველი, განიერი ტანი. შეუცურა ხელი კაბის ქვეშ. თამამად ააყოლა თითები კანს და პენუარიც ასე აღმოჩნდა იატაკზე. მაკიაჟის მაგიდაზე შემოსვა ცოლი, თვითონ მისი ფეხებშუა აღმოჩდა.
აკოცა.
თამამად დაუკოცნა ტუჩები და თამთას ოქროსფერი დალალებიც შიშველ ზურგზე ჩამოიშალა. ჩამოუყვა ტუჩებით ცოლის სხეულს ლევანი. მკერდის ღართან აკოცა მაგრად, მკერდზეც შეახო თავისი ცხელი ტუჩები და ქვევიდან ამოხედა ცოლს.
-მშვენიერი ხარ, თამთა.
საპასუხოდ თმაში შეუცურა ხელი თამთამ.
-ნამდვილად გინდა? – თან ელაპარაკებოდა, თან უკოცნიდა ყველაფერს. წელზე მოისვა თავისი ცოლი და ლოგინზე გადააწვინა ნაზად.
-მხოლოდ შენთან მინდა.
-იმ მეორე და მესამე ქმრებთან არ გინდა? – მუცელზე აკოცა და თან გაეღიმა.
თამთას ჟრუანტელმა დაუარა მთელს ტანზე. ლევანმა კარგად შეამჩნია ეს „მოვლენა“ მის შიშველ სხეულზე და კიდევ უფრო მეტად მოუნდა ცოლთან. ტვინარეულმა აატარა ტუჩები მუცლიდან ვიდრე თავის საყვარელ ნაწილს – ცოლის ტუჩებს – არ შეეხო და თვალებში ჩახედა მიანც.
-გახსოვს, რომ გითხარი, არ შემიყვარო-მეთქი?! – ყურში ეჩურჩულებოდა ლევანი.
-მახსოვს..
-გადავიფიქრე..
თმაში შეუსრიალა აგიზგიზებული ხელები. ბევრჯერ აკოცა იმ საღამოს თავის ცოლს. როგორც იქნა დაიმსახურა ის ნდობა, მათ სხეულს რომ დასჭირდათ ერთმანეთის გასაცნობად.


თავი მეთერთმეტე
ახლად ამოსულ წვერზე დაუსვა ნელა თითები. დილის მზის სხივი პირდაპირ მის პრიალა კანზე ეცემოდა. თამთა მილიმეტრული სიზუსტით ათვალიერებდა ქმრის უნაკლო, მიმზიდველ სხეულს და ტკბებოდა იმ შესაძლებლობით, რასაც მძინარე ლევანის დაუფარავი დათვალიერება ჰგვრიდა.
სუნთქავდა ღრმად, თუმცა ნელა. დაბურდული თმა გადაუწია თამთამ, ნელა ჩამოატარა თავისი ნატიფი თითები მის კანს და მსუბუქად აკოცა ლოყაზე. გული უცემდა თვითონ აჩქარებით, მასთან ყველანაირი სიახლოვე ჭკუას აკარგვინებდა. გაიაზრა, რამდენი ნაბიჯი დასჭირდა ლევანს ამ ყველაფერის გასაკეთებლად. რამდენი დრო, რომ მოეთმინა ყოველ ღამე შიშველი ცოლი გვერდით.
ასე მოქცევა ყველას არ შეეძლო.
მან კი მანამ დაიცადა, სანამ ცოლის ნდობა არ მოიპოვა.
ამოიბურტყუნა ლევანმა რაღაც. ცალი თვალი გაახილა და მუცელზე გადაწვა. მოშიშვლებულ ზურგზე კარგად გამოუჩნდა ის ტატუ, თამთას აქამდე არასდროს რომ შეუმჩნევია.
-ტატუ გაქვს?! – ხელი გადაუსვა დრაკონის გამოსახულებას.
-რატომ არ გძინავს?- დაბოხებული ხმით ახედა ცოლს.
-გამეღვიძა. რა გახატია? – წამოიწია თამთა.
-აღმოსავლური დრაკონი.
-და რას ნიშნავს ეგ? – გაეღიმა და თითი გადაუსვა საშუალო ზომის სვირინგს, სადაც შავი დრაკონი იყო გამოსახული.
-თავისუფლების, სიბრძნისა და ძალაუფლების სიმბოლოა.
-რაც შენ გახასიათებს? – ისევ ჩამოსრიალდა ლოგინში და ლევანის გახელილ თვალებს თვითონაც ფართოდ შეხედა.
-არა?!
-არ ვიცი.-ამოილუღლუღა თამთამ.-ავდგები მე, ნეგას გავუკეთებ იმას, რასაც შევპირდი. – წამოიწია თამთამ, თუმცა დაიბრუნა ცოლი და ზევიდან შეხედა.
-სად მიდიხარ ასე? – მიუტანა სახე ახლოს, ტუჩებზე აკოცა ზედაპირულად.-და რა დროს ნეგას ღომი და ხარჩოა..
-დაიძინე შენ, აშკარად ვერ გამოიძინე წუხელ! – გაეღიმა თამთას და ისევ სცადა წამოდგომა.
-როგორ დავიძინებდი?-მუცელზე შემოჰხვია ხელი.-თვალი არ მოგიხუჭავს. რამე გაწუხებს, თამთა?
-ხომ იცი რაც.
ღრმად ამოისუნთქა კაცმა, ხელი შეუშვა ცოლს. ზურგზე გადაწვა და გვერდულად გადმოხედა თამთას.
-დამთანხმდი, რა იქნება, ლევან.. – დაიჩურჩულა და ხელი გადაუსვა მკლავზე.
-ასე ცდილობ ჩემს შებმას? – თვითონაც უპასუხა მსგავსი საქციელით, ოღონდ ფეხები იყო მისი ინტერესის ობიექტი.
-თუ სხვა გზა აღარაა..
-არა, თამთა. ქორწილისთვის მზად ხარ? – გადავიდა სხვა თემაზე და თამთამ თვალები ამოატრიალა.
საპასუხოდ მოუჭირა ხუთივე თითი ბარძაყზე.
-ხომ გითხარი, არ წამოვალ-მეთქი.
-წამოხვალ, თან ძალიან კარგად.
-ჯერ ერთი, არც კი გიკითხავს! მეორეც, არც ვიცი ვისი ქორწილია..
-ჩემი მეგობრის. არ თვლი საჭიროდ წამოსვლას?
-უნდა გეთხოვა.
-მსგავსი რაღაცები სათხოვარი რატომაა შენთვის?
-რადგან შენ შენებურად გადაწყვეტ ხოლმე! იქნებ, არ მინდა მართლა!
-არ გინდა?!-მკაცრად ჰკითხა და შეხედა კიდეც.
-არ მინდა!-მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა, მაინც შეეპასუხა იგივე ტონით.
-არც ახლა?-გადმოიწია მისკენ ლევანი, მკერდზე აკოცა უსირცხვილოდ.-არა?-საკუთარ მაისურში გამოწყობილ ცოლს გახადა ზედმეტი ტანსაცმელი და ნელ-ნელა მიუახლოვდა ტუჩებს.-კარგად დაფიქრდი..
-თავიდანვე უნდა გეთხოვა.. – დაიჩურჩულა და შეუერთდა მის პროვოკაციულ თამაშს.
-თავიდანვე ასე უნდა დამეწყო?-კისერში აკოცა და ჩაეღიმა ერთდროულად. დაეხორკლა ყველაფერი თამთას.
-ცუდი კაცი ხარ.
-წამოხვალ.
-წამოვალ.
-გაქვს ტანსაცმელი?
-რა თქმა უნდა, მაქვს.
-მომიტევეთ, პრემიერის ქალიშვილო.
-ასე ნუ მომმართავ!-მსუბუქად დაჰკრა ხელი მკერდზე.
-რა უნდა ჩაიცვა? – თან ეფერებოდა, თან ელაპარაკებოდა გაშიშვლებულ მეუღლეს.
-კაბა.
-ეგ ვიცი. როგორი?
-რა გაინტერესებს შენ? სიგრძე სანტიმეტრებით თუ მილიმეტრებით?
-გენდობი მაგ საკითხში. ფორმა მაინტერესებს, – წარბები აათამაშა.-მოღერღილია?!
-როგორი?!
-თამამია? – გაეცინა ლევანს.
-თუ ვულგარული?
-ერთიდაიგივეა!
-ლამაზია.
-მაგას მივხვდებოდი თვითონაც. რა ფერია?
-ხომ ნახავ, რას მარჩიელობ.
-გამოცვლა არ მოგიწიოს, თამთა, იცოდე.
-შენ არ მითხარი, ის კაცი არ ვარ, ცოლებს ჩაცმას უკონტროლებენო?
-არასაჭირო რაღაცებს უცბად იმახსოვრებ!
-სიდაზე რა მოიფიქრე? – ისევ იგივე თემას მიუბრუნდა თამთა. თავი აარიდა ლევანმა.
-ჯერ არაფერი.
-იქნებ, ცოტა მაინც დაფიქრდე, რაც გითხარი იმაზე.
-თამთა, არ გინდა დილაუთენია..
-არასდროს მისმენ, არასდროს!
-მე სიდას ვერავის ჩავაბარებ, ვერც მამაშენს. უფრო სწორედ, მით უმეტეს მამაშენს, თამთა. მან შენც კი აქეთ გამოგიშვა და სიდას ბედი როგორ უნდა ვანდო?!
ამ სიტყვებზე ნაწყენი ცივად წამოდგა ფეხზე. აბაზანის კარი ხმაურიანად მიიჯახუნა. თავისებურად შეიკურთხა ლევანმა, თამთას ბალიშში ჩარგო თავი და ცოლის დილანდელი სიახლოვისგან უკმაყოფილომ ისევ ღრმად ჩასთვლიმა.
.
ნეგას დაპირებული სადილი გაუმზადა თამთამ. რომ არ შეწუხებულიყო ბიჭი, ლანგარზე დაულაგა და მიართვა დივანზე მოკალათებულ ვაჟბატონს. საქებარი სიტყვების გარდა არაფერი დასცდენია ნეგას. ირმას ეუბნებოდა თამთას ყოველი გასვლა-გამოსვლისას, როგორი არაჩვეულებრივი რძალი ჰყავდა.
ნეგას ჩაუტარა საჭირო პროცედურები. განსაკუთრებით სახე დაუმუშავა კარგად. თან ეცინებოდა, ყოველი ბამბის შეხებისას კვნესოდა ბიჭი.
-რა ფაქიზი ხარ, ნეგა!
-მიდიხარ ქორწილში?-იმდენად ახლოს იყო თამთა, პირდაპირ ხედავდა ნეგას თვალებს ამ კითხვისას.
-მივდივარ.
-რა თქმა უნდა, მიდიხარ.
-იცნობ შენ იმ გოგოს, ვისი ქორწილიცაა? – ყურადღება არ მიაქცია იმ ქვეტექსტს, რასაც მისი სიტყვები იტევდა.
-ვიცნობ. მაგრამ ასე სად წამოვალ.-გამოართვა გოგონას დასვრილი ბამბა და თვითონ გადაუძახა ნაგვის პარკში. სახეც შეუშვირა ახლის მოლოდინში.
-ვინაა? რას საქმიანობს მამამისი? – ეშმაკურად შეაციცინდა ბიჭს.
-შენს ქმარს რატომ არ ეკითხები?
-არ მინდა გავაღიზიანო.
-როდის მერე ღიზიანდება უბრალო კითხვებზე? თუ პასუხის მოსმენისას საკუთარ თავს ვერ აკონტროლებ მასთან..
-ნეგა, მიპასუხე, ხომ შეგიძლია?-ნერვიულად გაეცინა თამთას და მაგრად დააჭირა ჩალურჯებულ უპეებზე ბამბის ნაგლეჯი.
მსუბუქად ამოიყვირა ნეგამ.
-რა შურისმაძიებელი გოგო ხარ! რაინას მამა იყო ყველაფრის თავი, სანამ გარდაიცვლებოდა.
-გარდაიცვალა?!
-დიახ. ქეთის გადაეფარა. დემნას მეუღლეს.
-რაა?! – ხელი შეუშვა ყველაფერს და მიაჩერდა ბიჭს.
-ოჰ, მაშინ მთელი აფხაზეთი ფეხზე იდგა. რიწაზე მიაკითხა ქეთის მოსაკლავად იმ კაცის ძმამ, ქეთი რომ მოიტაცა. მაგრამ დემნა ისედაც მომზადებული იყო ყოველთვის და.. მაშინ გადაეფარა ქეთის, სიკვდილისგან იხსნა.
-რას ნიშნავს დემნა მომზადებული იყო? რა გააკეთა?
-რას იზამდა, თამთა.. რასაც გააკეთებდა შენი ქმარი ის.
-მოვედი! – მოულოდნელად დაიყვირა სიდამ და დიდი საზამთრო შემოათრია ოთახში.
-ჩემს ბოსტანში ქურდი შეიპარა! – თითი დაუქნია ნეგამ და თან გაიკრიჭა.-რამ ამოგათრევინა, სიდა?
-იმ დღეს რომ შეგვპირდი, დაგავიწყდა? ვერ ვჭამეთ მაშინ, მაგრამ ახლა რა გვიშლის ხელს?
-ხოდა, დაჭერი და მომართვი!
-ამის პრეტენზიებმა ხომ შეგვიწირა! – გაეცინა თამთას.-იმედია წითელია და გემრიელი!
სიდას მიეხმარა სამზარეულოში გასატანად. ონკანს შეუშვირეს დასვრილი საზამთრო. კარგად მოასუფთავა თამთამ და აჟიტირებულ სიდას გადასცა დანა. თვითონ უნდოდა დაეჭრა.
-სიდა, სწავლის გაგრძელებას არ აპირებ? – ჩუმად ჰკითხა და დაჭრილი ნაჭრები თეფშზე გადაანაწილა.
-სად გავაგრძელო, თამთა? ან როგორ..
-სოხუმის უნივერსიტეტში ხომ აპირებდი.
-ვაპირებდი. ახლა სახლიდან ვერ გავდივარ.
-სექტემბრამდე შეიცვლება სიტუაცია, არა?
-სიტუაცია არ შეიცვლება, სანამ მათი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მაინც ცოცხალია. განსაკუთრებით კი მაქსიმი.
-ის ასეთი ბოროტი არ ჩანს.. – მიუშვირა მეორე თეფში სიდას.
-ბოროტი არც ნათლიაჩემი ჩანს.-ფრთხილად შეხედა თამთას.-მაგრამ ხომ ნახე საკუთარი თვალით..
-ვნახე, სიდა. ყველაფერი კარგად ვნახე.
-სისულელეა აქ სიკეთესა და ბოროტებაზე საუბარი. ყოველთვის ასე იყო და ასეც გაგრძელდება. გვარებს შორის დაპირისპირება არასდროს სრულდება კეთილი დასასრულით. ერთ-ერთი აქედან უნდა წავიდეს. ნათლიაჩემი არაფრის გამო დათმობს ეშერას. ის აქედან არასდროს წავა და არც არავის გაუშვებს.
-შენ.. შენ თუ გინდა წასვლა?!-მიუახლოვდა თამთა და გამოართვა სამზარეულოს დანა. თვითონ განაგრძო დაჭრა.
-სად შემიძლია წავიდე სხვაგან? დედა დავტოვო? მამაჩემის საფლავზე ვთქვა უარი?
-მგონი ხასიათი გაგიფუჭე. – გაიცინა თამთამ.
-კარგი რა, თამთა! შენ რომ არა, საერთოდ არ ვიცი ახლა სად ვიქნებოდი..
-ყველაფერი კარგად იქნება, სიდა.
-ვიცი. მეც ეგრე მგონია. – გაუღიმა და ნეგასთან გაიტანა თავისი შეკვეთა.
ღრმად ამოისუნთქა თამთამ.
სიდასთანაც კი უფრო და უფრო რთულდებოდა ამ ყველაფერზე საუბარი. ლევანიც რომ დათანხმებულიყო, სიდა როგორ შეძლებდა წასვლის გადაწყვეტილების მიღებას?!ან აიდა? შუბლი მოისრისა. სამზარეულოს ფანჯრიდან მანქანის ღმუილის ხმა შემოვიდა. გადაიჭყიტა და გაეღიმა მაშინვე.
ნეგას მანქანიდან გადმოდიოდა ლევანი. უკანა ეზოში შეიყვანა. შორტი და მაისური ეცვა. თავისი ძმის მანქანას რეცხავდა. პარკით ნაგავი გამოჰქონდა, თამთას და სიდას დატოვებული ნაყინის ნარჩენები. ის პროდუქტებიც გადმოალაგა ლევანმა, ნეგამ რომ იყიდა სახლისთვის. არადა, რამდენი ებრძოლა იმ დღეს თამთა გადახდაზე. ჯერ შიგნით გამოასუფთავა ლევანმა, მერე წყლის ჭავლი მიუშვირა ავტომობილს და გარეცხა.
უბრალოდ გაეღიმა თამთას.
დაბრუნდა ისევ მისაღებში და საზამთროს ნაჭრებით პირგამოტენილ ნეგას მიუჯდა.
-ჩემი მანქანის ხმა იყო თუ მომეჩვენა? – იკითხა მაშინვე ყურდაცქვეტილმა.
-ლევანი რეცხვას.
-რა დღე გამითენდა! – თავი გადააქნია რამდენჯერმე.-ვერ იტანს, არ გამიფუჭოს!
-ოხ, ნეგა! – გაეცინა სიდას.
-ერთხელ კი დამემუქრა გადავაგდებო გუმისთაში!
-შენც ხომ გაუქციე დინა, არ გახსოვს?! – ნიშნის მოგებით ჩაეკითხა სიდა.
-შენ აუცილებლად გამახსენე ჩემი ცოდვები. ჩაიწერე სადმე, არ გამოგრჩეს!
გადაიკისკისა მათ კინკლაობაზე თამთამ. ცოტა ხანში სველი ლევანი შემოვიდა ოთახში. მანქანის გასაღები აჩვენა ნეგას და თმა გადაიწია.
-გარეცხილია და შეკეთებული.
-საბურავებიც?
-კიი, – მიაძახა და ჯამიდან ხელით აიღო საზამთრო.
-მადლობა, ლევა.
-გტკივა რამე?-არ შეუხედავს ისე ჰკითხა. თამთას თეფშზე დაალაგა რამდენიმე ნაჭერი და ამჯერად, კულტურად მიირთვა ჩანგლით ხელში.
-არა. კარგად მივლის ჩემი რძალი.
-ეჭვი არ მეპარება. შენ.. სიდა? – ბავშვს შეხედა წამიერად. სიდამ უხერხულად მოავლო თვალი ოთახს.
-რა მე..?
-როგორ ხარ?
-კარგად. შენ, ნათლია? – უნებურად გაეღიმა სიდას. გიჟურად სიამოვნებდა ნათლიის ყურადღება.
-შესანიშნავად.-გაუღიმა ბავშვს და თამთას მიაწოდა დასვრილი თეფში.-სოხუმში მივდივარ, რაინას უნდა დავეხმაროთ რაღაცებში. გინდათ რამე?
თავი გააქნიეს სიდამ და ნეგამ. თამთას არაფერი უთქვამს. უკმაყოფილოდ დადო ლევანის თეფში მაგიდაზე.
-შენ, თამთა?-დახედა ცოლს ფეხზე წამომდგარმა.
-არაფერი მინდა. ასე აპირებ წასვლას? – მიუთითა მის ჩაცმულობაზე თამთამ.
გაეღიმა ლევანს. ნეგამ ჩუმად ჩაეცინა.
-რა პრობლემა გაქვს შენ? გამომწვევად მაცვია?-ნათლიის სიტყვებზე უნებურად გაეცინა სიდას.
-ბინძური გაცვია, ეს ვიგულისხმე.
-გამოვიცვლი, არ იდარდო. მართლა არაფერი გინდა?
-არა.
-კარგი.-დაიხარა და ლოყაზე აკოცა მსუბუქად. პირდაღებულ სიდას თვალი ჩაუკრა ლევანმა და ასე ავიდა კიბეებზე.
თამთას აეწვა ის ადგილი, სადაც მისი ტუჩები შეეხო. ვერავის გაუსწორა თვალი და უხერხულად დაიწყო სახლის კედლების დათვალიერება.
-კარგი, რა იყო, რას გაწითლდი! – ნეგა წამოდგა და მხარი გაჰკრა მიყინულ თამთას.-ვიცოდი, რომ ვეღარ გაუძლებდი ლევანის ქარიზმას.
-ოხ!
-და ვერც მისი ნერვები იყო საამისოდ მყარი..
-ნეგა, გაჩუმდი, თორემ იმ შენს მანქანას მე გადავაგორებ ხევში!
-ამ ჩემს მანქანას რატომ გადაეკიდეთ ყველა?!
-ჯართია, ჯართი, ნეგა! – სიდამ შეაშველა სიტყვა და ძველებურმა მხიარულებამ დაისადგურა მათ შორის.
მოკლე, ტანზე მომდგარი ვერცხლისფერი კაბა ეცვა თამთას, მხრებზე გადაწეული. იდეალურად მოუჩანდა ამოზნექილი ლავიწები და ხორბლისფერი, გარუჯული კანი კიდევ უფრო სასურველს ხდიდა.
გრძელი, ოქროსფერი თმა კულულებად ჩამოეშალა ზურგზე. კლასიკურ კაბას იდეალურად ერწყმოდა ტუჩებზე წასმული წითელი ფერი. ლევანს დაეხორკლა კანი. იგრძნო, როგორ გაუოფლიანდა ხელისგულები და ემოცია მაინც არ გამოხატა. თვალებით უთხრა ცოლს ყველა ის კომპლიმენტი, რაც პირზე მოადგა, მაგრამ ყველას თვალწინ მაინც არ გაიმეტა ის ერთადერთი სიტყვა, რაც ასე ძალიან უნდოდა ეთქვა მისთვის.
ლევანს კლასიკურად ეცვა. თეთრი პერანგი მოერგო პირველად მათი ერთად ყოფნისას. მჭიდროდ ადგა ტანზე, კარგად უჩანდა მისი იდეალური ტანი, ნავარჯიშევი სხეული. განიერი მხრებიც საკმაოდ შესამჩნევი იყო თამთასთვის.
არაჩვეულებრივად გამოიყურება.
გამოწვდილ ხელს თავისი თითები შეუერთა თამთამ. კოცონი აგიზგიზდა მათი სხეულების ასეთი უმნიშვნელო მიახლოებისას. ქორწინების ბეჭედს თავისებურად წაეთამაშა ლევანი, თვითონაც დახედა საკუთარ თითზე დამშვენებულს და ასე ჩასვა ცოლი მანქანაში.
დაჯდომისას კაბა რომ მაღლა აიწია და ლევანის თვალებიც ქსოვილის რეაქციას გაჰყვა, თამთამ მაშინ გაიფიქრა, რომ ქმრის მოთმინებას ნელ-ნელა ეცლებოდა დრო. გრძელი ფეხები უხერხულად გადასწია კარის მიმართულებით და თვითონაც ფანჯარაში გაიხედა დარცხვენილმა. ახლა რომ შეჰხებოდა… ახლა რომ რამე გაეკეთებინა, ალბათ მოკვდებოდა..
ნელა დაუსვა შიშველ ფეხზე თითები. გაუპო ფეხები შუაში სულ ოდნავ და პირდაპირ თვალებში შეხედა ცოლს.
-ჩემი გაგიჟება გინდა?-უჩურჩულა და ოდნავ წაიწია მისკენ.-თუ შენი გაგიჟება..-ჩაეღიმა და აუსვა ხელები ფეხებს. როგორც კი მიიტანა დანიშნულების ადგილას, მაშინვე აღმოხდა თამთას შესაბამისი რეაქცია.
-ოღონდ ახლა არა..
-ზუსტად ახლა.-გაეღიმა კვლავ ლევანს.-ცოტა გადაიწიე.
-არა, წავიდეთ, გეხვეწები.
-რაზე მეხვეწები?-თვითონ გადასწია მისი სავარძელი და თითქმის მუცლამდე აუწია კაბა.
არეული, დაბინდული თვალებით შეხედა ცოლის წითელ ტუჩებს, წითელ თვალებსა და საოცრად მოსიყვარულე მზერას თავისი ვნებით აღსავსე დაუკავშირა.
-გადადის შენი წითელი პომადა?
-გადადის.
-არაუშავს,-ყელზე აკოცა მაშინვე.-სხვაგან გაკოცებ.
-დაქოქე მანქანა, ლევან..
-გამაჩერე მაშინ.-ისე ვნებიანად დაიჩურჩულა, თვითონ შემოჰხვია კისერზე ხელები თამთამ.
ამან უფრო გადარია ისედაც აგიზგიზებული კაცი და ამჯერად მკერდზე ჩასრიალდა მისი ტუჩები.
-ულამაზესი ხარ,-აკოცა ლავიწებზე, მხრებზე, ლოყაზე, ტუჩზე – სულ ოდნავ.
-არ გადადის პომადა..-გაეღიმა თამთას და თვითონ აკოცა ქმარს კისერში.
ლევანმა მინაბა თვალები. საყვარელი ქალის შეხებამ სასიამოვნოდ დაუარა კანზე.
-წამეთამაშე?
-უფრო მოგანდომე ჩემთან.
-თამთა, ნუ… არ გინდა ასე.-შუბლზე მიადო შუბლი.-თორემ ქორწილში კი არა, საკუთარ ოთახში აღმოჩნდები უსასრულო დროით.
-საერთოდ არ ვიქნები წინააღმდეგი,-ოდნავ გასწორდა წელში და ქმრის სახეზე აატარა თითები. მის სწორ ცხვირს დაუსვა ზევიდან ქვემოთ ხელი და ტუჩის კუთხესთან აკოცა ხარბად.-რა იყო, აღარ ვაგრძელებთ? ეს არ გინდოდა?
-მოგკლავ.-გაეცინა ლევანს.-გეფიცები, მოგკლავ, თამთა!
-დაქოქე მანქანა.-დაიჩურჩულა.-და შენ ნუ მეთამაშები ცუდად. შენ თვითონაც ხედავ, როგორ ვიგებ ამ ბრძოლაში.
-ასე, არა?-გაეცინა ლევანს. ხელი გადასწია თამთას მხარეს, მანქანის კარი ჩაკეტა და სავარძელი კიდევ უფრო გადაუწია, ვიდრე იყო.
მასთან გადავიდა.
ცალი ფეხით ცოლის ფეხებშუა მოთავსდა და მის შეშფოთებულ მზერას თვითკმაყოფილმა შეხედა.
-ვნახოთ, ვინ დარჩება გამარჯვებული.
-დავაგვიანებთ!
-დავაგვიანოთ!
-ლევან, მომშორდი,-გაეცინა და ვერაფრით გამოუვიდა მკაცრი ყოფილიყო.
-მომიშორე და არაა პრობლემა. ეს კაბა სად იხსნება?-ორივე ხელით მოუსინჯა ყველა შესაძლო ადგილო, სადაც ელვა შეიძლება ეპოვა, მაგრამ ვერაფერს გახდა და ტრადიციული მეთოდით შეეცადა მისთვის გაეხადა ტანზე.
-არა.-ჩაეჭიდა ბოლოებს თამთა.
-რატომ გამომიწვიე? – დაიწვრილა თვალები.
-შენ წამოეგე.
-ხოდა, დამაცადე მაშინ,-წაეპოტინა ისევ კაბას, თამთაც წაეჯაჯგურა მის ხელებს სიცილით და ამასობაში..
-ვაიმეეე!-შეჰკივლა გოგონამ.-კაბა გამიხიე!
-თუ თვითონ გახიე? რას მეწინააღმდეგები, თითქოს აქეთ არ წამაქეზე.
-ანუ ჩემი ბრალია? რა ვქნათ ახლა?-შეხედა გარღვეულ ქსოვილს და მრისხანედ შეანათა თვალები ქმარს.
-არ გაქვს სხვა კაბა?
-სხვას ჩავიცვამდი, სხვა რომ მდომოდა! ცოტა ნაზად არ შეგიძლია?!
-გოგო, შენ გახიე და ნუ მაბრალებ ახლა!
-გადადი შენს ადგილას!
მართლაც მოშორდა ლევანი და გინებით მიუბრუნდა საჭეს.
-რა ვქნა ახლა?- ცოტაღა აკლდა ტირილს.
ლევანმა მანქანა დაქოქა.
-სად მიდიხარ? ასე წამოვიდე?
-გავაჩერებ სადმე და ვიყიდოთ.
-რა ვიყიდოთ? ისედაც ვაგვიანებთ! ან აქ რა კაბას ვიშოვი, ანაფორას?!
-თამთა!
-რა იყო?! იცი, რა ღირდა?! “ანუკის” კაბაა და ილოცე, შევაკეთო.
-ვინაა ანუკი? შენი დაქალია?
-ქართველი დიზაინერია!-მოიღერა ყელი თამთამ.-ესაა ახლა მნიშვნელოვანი?
-რა ვქნა? ვიტირო შენსავით? – დასცინა ცოლს და სიგარეტს მოუკიდა.
-ოხ, ლევან! ყველაფერი შენი ბრალია!
როგორც კი სოხუმში გავიდნენ, პირველივე მარკეტთან გააჩერა მანქანა. არაფერი დაუბარებია, ისე გადავიდა. რამდენიმე წამში დაბრუნდა ხელში ნემსითა და ძაფით მომარჯვებული. თამთამ შეშფოთებულმა შეხედა ქმარს, ვინც ნემსზე ძაფის გაყრას ცდილობდა მათემატიკური სიზუსტით.
-რას აპირებ? – ჰკითხა, როცა პირით დაასველა ძაფი და მაშინვე გაუყარა ყუნწში.
-გაიხადე, აბა.
-უფრო გაირღვევა.
-არ გაირღვევა, ფრთხილად გაიძრე, მოდი. – ორივე ხელით ანიშნა და პირში ჩაიდო ძაფგაყრილი ნემსი. ისეთი სექსუალური იყო, თამთას გაბრაზებაც და „ანუკის“ ძვირადღირებული კაბაც გადაავიწყდა.
როგორც კი ოდნავ ასწია ლევანმა კაბა, მაშინვე გამოსცა ხმა და ხელი შეუშვა.
-ტანზე მიგაკერავ. – ამოაბრუნა ქსოვილი თამთას სხეულზევე და პროფესიონალი მკერავივით კარგად შეათვალიერა .
-დაეტყობა, ლევან!
-არაფერი დაეტყობა.
მართლაც წამებში გაკერა ოდნავ გარღვეული ნაწილი. კბილებით გახია ძაფი და გადაიწია მისკენ, ისე რომ ფეხებზე შეეხო კიდეც ტუჩებით. თამთას უკვე სუნთქვაც კი უჭირდა მისი სიახლოვისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ასე თამამად ეხებოდა ყველგან, თუნდაც არ ყოფილიყო საჭირო.
სუნთქვა გაუხშირდა. იმის უფრო შეეშინდა არ შეემჩნია ლევანს, რა ხდებოდა იმ ფეხებშუა, ასე ურცხვად რომ ეპოტინებოდა კაცი.
-მშვიდობა გაქვს? – ამოხედა კაცმა, თან თავის ნახელავს ათვალიერებდა.
-კი.. რა იყო?
-მშვიდობაა.. მანდ? – თავით ანიშნა სადაც.
თამთას ალმური მოედო სახეზე და სხვაგან გაიხედა.
-რისი გრცხვენია, – მაშინვე ამოსდო ორივე ხელი სახეზე.-ჩემი?
-წავიდეთ ბოლობოლო თუ არა?
-წავიდეთ, თორემ დაადუღა დემნამ ტელეფონი!
გაგრის ხედებით ტკბებოდა თამთამ. განსხვავდებოდა ეს ქალაქი სოხუმისგან. ბევრად უფრო მოწესრიგებული იყო. ლამაზი, თეთრი რესტორნის წინ გააჩერა მანქანა და ცოლს კარიც კი გაუღო. მიიზიდა მისი სხეული, წელზე შემოჰხვია ხელი და ასე შევიდნენ რესტორანში, სადაც მალე დაიმსახურეს სხვების ყურადღება.
ბრწყინავდა თამთა ვერცხლისფერ, ბრჭყვიალა კაბაში. აფხაზებით გადატენილ დარბაზში ქართული კაბა ამშვენებდა მის ქართულ სხეულს. ერთიანად შეანათა. თითოეულმა მიაპყრო მათ მზერა. კარგად დაათვალიერეს თამთას უცხო გარეგნობა, მისი ოქროსფერი კულულები. უმშვენებდა გვერდს თავისი ქმარი. კავკასიური სიმკაცრე, აფხაზური მედიდურობა და სადღაც ძალიან ღრმად ქართული სისხლის ნარჩენები ემჩნეოდა ლევანს სახეზე.
მიიყვანა ცოლი იმ განსაკუთრებულ მაგიდასთან, სუნით რომ იგრძნობოდა ქართველების ყოფნა. დემნასგან მიიღო პირველი კომპლიმენტი თამთამ.
-გაიცანი, ჩემი მეუღლე – ქეთო. – წარადგინა ქალი დემნამ. მაღალი, ლამაზი, გრძელი შავი თმით, ნამდვილად ღირსეული – ისეთი, როგორც ეკადრებოდა.
-თამთა დანელია. – ხელი გაუწოდა თამთამ. პირველად თქვა თავისი გვარი ასე თამამად.
-ქეთი დადიანი. შენზე ბევრი გამიგია. ისეთი ხარ, როგორადაც აღგწერა დემნამ.
-და როგორი აღმწერა? – გაიღიმა თამთამ და თვალებში ჩააშტერდა ქეთის.
-განსხვავებული.-გაუღიმა. მათ შორის დამყარდა იდუმალი კავშირი, ერთი რამ რომ აერთიანებდათ ორივეს. ქეთიმ დაინახა მის თავში საკუთარი „მე“, ეს საკმარისი იყო მისაღებად.
-გამარჯობა, თამთა.-ქართული საუბარი მოესმა ზურგს უკან.-დავითი.
მაგრად ჩამოართვა ხელი ბიჭმა. თვალისმომჭრელად გაუღიმა თამთას, მერე ლევანს გადაეხვია თბილად.
-როგორ ხარ, დავით? – გაუღიმა ლევანმა.
-ძველებურად! გილოცავ დაოჯახებას! ნამდვილად კარგი არჩევანია!
-მადლობა!
-ქალბატონებო, – ფეხზე წამოდგა ერთ-ერთი სუფრის წევრი. შუბლზე ჩამოყრილი კულულები ოსტატურად გადაიწია თავზე და თამთას ეამბორა ნაზად ხელზე.
-ირაკლი..
უცნაურად უყურებდა თამთას. თითქოს, ცდიდა რაღაში ან რწმუნდებოდა მის სისუფთავეში. ლევანს ჩამოართვა ხელი, მასაც გაუცვალა კმაყოფილი, შემფასებელი მზერა და სუფრასთან მიიწვია ყველანი.
იყო მასში რაღაც მისტიკური.
სუფრასთან დაბრუნდა ანაც – დემნას და და, როგორც თამთამ გაანალიზა, ირაკლის შეყვარებული. ურცხვად უჟუჟუნებდა თვალებს გოგონას, თუნდაც დემნას თანდასწრებით. მის გვერდითაც იჯდა და ფარულად ეფერებოდა მოშიშვლებულ მხარზე. ქეთი უყურებდა თამთას დიდხანს გამომცდელი თვალებით. აკვირდებოდა მის ყველანაირ მიმიკას, სიტყვას, ხშირად თვალებითაც კი საუბრობდნენ ერთმანეთში.
ცოტა ხანში სიძე-პატარძალთან მიიყვანა ცოლი ლევანმა. გააცნო რაინას თავისი რჩეული. რაინამ გულთბილად მიიღო გოგონა, თვალცრემლიანმა შეხედა ლევანს და კისერზე ჩამოეკიდა მაშინვე, როგორც თავის ბავშვობაში.
ეს ლევანის ხალხი იყო – თამთამ კარგად გააცნობიერა. სანამ მაგიდასთან დაბრუნდებოდნენ, გზად გადაეყარა ერთ-ერთი სტუმარი წყვილს. ახალგაზრდა გოგომ დაუფარავად მიაწება ტუჩები ლევანის ლოყას და თამთასაც თამამად გაანდო თავისი არაგულწრფელი სალამი.
-ლევან! შეცვლილხარ, – გაუღიმა და მხარზე მიაწება თითები. ძალიან ლამაზი გოგო იყო, ქერა და ცისფერთვალება.
-შენ კი ისევ ისეთი ხარ. – თვითონაც გაუღიმა ლევანმა.-როგორ ხარ?
-არაჩვეულებრივად! ცოლი მოგიყვანია, არადა ბოლოს რომ გნახე, საერთოდ არ აპირებდი..
-ასე მოხდა.-მაშინვე დაიბრუნა მკაცრი, უხეში ხმა.-დაუბრუნდი შენს ადგილას, მოგვიანებით გნახავ ისევ.
-მოიცადე, – მკლავში ჩაეჭიდა კაცს.-ვიცეკვოთ ერთხელ. არ მოგენატრე მაინც? გაეღიმა მაცდურად.
-ჯერ ჩემს ცოლთანაც არ მიცეკვია, ალინა.-სიფრთხილე და სიმკაცრე ერთად დაანახა ქალს.-სხვას როგორ ვეცეკვო?!
თამთამ ვერაფრით შეძლო ღიმილის შეკავება. მაგრად მოუჭირა ლევანს ხელზე და მასთან ერთად დაუბრუნდა მაგიდას.
-„მოგვიანებით გნახავ ისევ“ – გაიმეორა თამთამ და მრისხანედ შეხედა ქმარს.
-ეჭვიანობ?!
-არა, მეტყობა რამე?
-არაფერი. მასზე არც უნდა იეჭვიანო.
-ვიცი. – დაჯდა ლევანის გამოწვდილ სკამზე და ღიმილით შეხედა დემნას გაუგებარ თვალებს.-დემნა!-შესძახა მოულოდნელად.-ქალისთვის დალევა მიღებულია აფხაზურ ადათში?-ჰკითხა ქართულად, ლევანს რომ არ გაეგო ისე.
აფხაზურად განაგრძო ლევანმა მაშინვე, არც სახე შესცვლია, არც მიმიკა. დემნას ძალიან გაეღიმა ლევანის სიტყვებზე.
-არ დაიწყო თამაში, თამთა.-შეეპასუხა ისევ ქართულად დემნა.-ის მზადაა. და მოგიგებს.
-არ გირჩევ!-ქართულად ჩააკერა სიტყვა დავითმა. ქეთიმ ჩაიცინა ეშმაკურად.
ამ საუბარის დროს დაადო შიშველ ფეხზე ხელი ლევანმა. სახე შეეცვალა თამთას, დემნას გამოწვდილი ჭიქა თავისთან დაიდო და ყალბი ღიმილით შეაციცინდა სტუმრებს. ნელა აუყვა მის ფეხს კაცი. თავის შეკერილ კაბას ზუსტად იმ ადგილას მიადო ხელი და გვერდულად გადახედა ცოლს.
-რას აკეთებ?-დაიჩურჩულა თამთამ.
-ახლა ნამდვილად დაგიშლი კაბას ნაწილებად, თუ ჭკვიანად არ იჯდები აქ.
-რას გულისხმობ?-ვნებიანად შეათვალიერა მისი მოღეღილი ყელი თამთამ და მიიწია ქმრისკენ.
-რა იყო? დაინახე შენი ქართველები და გამითამამდი?!
-და როდის მაკლდა სითამამე შენთან?-ხელი დაადო ქმრის ხელს და შეეცადა, მოეცილებინა.
-მაგალითად, გუშინ ღამე.-ჩაეღიმა კაცს.
თამთას ალმური მოედო სახეზე. თავი იგრძნო საშინლად შეურაცხყოფილად.
-ანუ? – ოდნავ აუკანკალდა ხმა და თითებიც გაუცივდა.
-რა იყო.. რა გგონია შენ? გგონია, არ მომეწონე? – საჩვენებელი თითით გამოსწია ტანზე მიკერილი კაბა და თითქმის საცვლამდეც მიაღწია.
-ლევან, სირცხვილია.. გამიშვი ხელი.
-რა არის სირცხვილი? შენი მოფერება?
-გთხოვ, გაიწიე და მომეცი მშვიდად სუნთქვის საშუალება.
-დალევას აპირებ?
-არაფერს არ ვიზამ, ოღონდ ახლა მომაშორე ხელი.-შეევედრა და შეანათა თავისი ნაწყენი თვალები.
-შესანიშნავი იყავი, თამთა. და შენი სითამამე.. მაგას მე მივხედავ. – ყელზე აკოცა ყველას თვალწინ და საბოლოოდ შეუშვა ხელი.
პირდაპირ გადაჰკრა სასმელი თამთამ და დემნას მიუშვირა შემდეგისთვის ჭიქა.
დალია, თუმცა მხოლოდ რამდენიმე. თავისთავად, ლევანმაც მიირთვა ცოტა. კარგად მოილხინეს სუფრასთან. იხსენებდნენ ერთად გატარებულ დროს, საერთო მეგობრებს, ლევანის მშობლებზეც ითქვა ერთი ორი სიტყვა. ქეთის არ აშორებდა თვალებს თამთა. ერთადერთი კითხვა სჭამდა მთელი საღამო – რატომ არჩია მან აქ დარჩენა?
ნუთუ ასეთი ძლიერი იყო ის სიყვარული, რასაც დემნას მიმართ გრძნობდა?! ნუთუ შეეძლო დაეთმო ყველა და ყველაფერი ამის გამო?
თამთა ვერ უყურებდა აფხაზების შეყრას ასე უემოციოდ.
-როგორ შეგიძლია? – როცა შემოეძარცვა მაგიდასთან ყველა, მხოლოდ მაშინ კითხა ქეთის მშობლიურ ენაზე.
-ამის მიღება?!
-აქ დარჩენა. აქ ყოფნა. ამ არაადამიანების გვერდით არსებობა. არაა რთული?!
-გიყვარს შენი ქმარი? – ჰკითხა ხმადაბლა, თუმცა გასაგებად ყველაფრის.
ვერაფერი უპასუხა ქალს.
-მე არ შევადარებ ჩემსა და შენს ამბავს ერთმანეთს. სრულიად სხვაა ის, რაც მე დამემართა.-ცივად გაიღიმა ქალმა.-მაგრამ შენ.. შენ უკვე მისი ცოლი ხარ, თამთა. თან როგორი ცოლი..
ორივემ ერთდროულად მიიხედა ბიჭებისკენ. აივანზე გასულიყვნენ მოსაწევად. თვალი გააყოლა ქმრის სხეულს. ბოდიშის მოხდით ადგა მაგიდიდან თამთა. ნელ-ნელა წავიდა სცენისკენ და მოსალოდნელი ხელებიც იგრძნო წელზე.
სიგარეტი პირში მოიქცია და ორივე ხელით შეეხო ცოლის თეძოებს. გზად მიმავალ დემნას გააყოლა ანთებული ღერი და თავისუფლად მიმოატარა თითები თამთას ზურგზე.
ნელი ვალსი. მათი სხეულების ნელი მიმოსვლა. ლევანის ზედაპირული შეხება ტუჩებზე…
-ლევან..
-თამთა..
-ქეთი ორსულადაა? – ჰკითხა და შორიდან შეხედა მის გამობერილ მუცელს.
-ორსულადაა. მე ვიქნები ნათლია!
-აქ აპირებს ბავშვის გაჩენას?
-არ ვიცი.. რატომ? – გადაუყარა თმა ერთ ნაწილად.
-აქ როგორ გააჩენს? აქ გაზრდის?
-არ ვიცი, თამთა. რა იყო?-გაეღიმა ლევანს.
-აქ როგორ შეიძლება ბავშვის გაჩენა?-შეანათა თვალები კაცს.-ამ სისასტიკეში?
-იცეკვე უბრალოდ.. და არაფერი მითხრა მეტი.
-და რომ დაიბადება ის ბავშვი? ბიჭი თუ იქნება, თქვენ გამოიზრდით და მამის გზას გაუყვება?!
-ბევრი დაგილევია.
-ძალიან ცოტა დავლიე.-მიადო მხარზე თავი.-როგორ შეიძლება აქ დაიბადოს ახალი სიცოცხლე.. როგორ..
-შენ სად აპირებ შვილის გაჩენას? – დაუსვა ზურგზე ხელი.
-მე არ ვაპირებ არასდროს..
-ხოო?! უშვილოდ მტოვებ?
-შენგან არ გავაჩენ.-ჩაეღიმა, ეს რომ თქვა.
-მესამე ქმრის ამბავია ისევ?
-რა ვერ მოინელე!
-და მე რომ ძალიან მინდა შვილი?..-დაიჩურჩულა და ყურის ძირას აკოცა ფარულად.-თან შენგან..
-აქაც შენ სასარგებლოდ გადაწყდება? მე არ მინდა..
-ჯერ არ გინდა..
გაუღიმა ცოლს. მუსიკაც შეწყდა.
ტრადიციულად გაგრძელდა ქორწილი. თამთა უფრო მეტად დაუახლოვდა ლევანის მეგობრებს. გააპარა თვალი ქმრისკენ, ვინც დემნასთან ერთად გავიდა გარეთ. თვალები დახუჭა ნერვიულად. იმოქმედა მასზე ქეთის ორსულობამ, ამდენმა ქართულმა სახემ – ამ უსამართლობასთან შეგუებულმა. ნუთუ, მალე თვითონაც ასე იქნებოდა? აღარ ექნებოდა რეაქცია არაფერზე?
ბოდიშის მოხდით დატოვა მაგიდა.
გარეთ გავიდა სუფთა ჰაერზე და არც კი გახსენებია, აქვე რომ იყვნენ ბიჭები. ნელა ჩავიდა კიბეებზე და ბოლო საფეხურთან შეჩერდა.
მოსაწევ ზონაში მარტონი იყვნენ ლევანი და დემნა. აფხაზურ სიტყვებს ურევდა შიგადაშიგ ლევანი, მაგრამ ძირითადად რუსულად საუბრობდა და თამთასთვის ყველაფერი გასაგები ხდებოდა.
-დამშვიდდა თბილისში საბოლოოდ სიტუაცია? – იკითხა დემნამ. – ამის გამო დაიწყო ეს ყველაფერი? ამის გამო დათმო თავისი ქალიშვილი?
-თავიდან, მამა რომ მითხრა, რაც უნდა გამეკეთებინა, წინააღმდეგი ვიყავი. არც მინდოდა ცოლი. მით უმეტეს, ისეთი, ვისზეც წარმოდგენა არ მქონდა.
-და მერე გადაწყვიტე, რომ შენთვისაც მომგებიანი იქნებოდა ეს ყველაფერი?
-ასე არა..- შეეცვალა ხმა ლევანს.-მე ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. სხვაგვარად, საზღვრებზე კონტროლს დავკარგავდით. სოხუმის პორტში რაც შემოდიოდა, მამა აკონტროლებდა ხომ იცი. თბილისიდან კი თემური აგვარებდა აჭარაში.
-ვიცი, რომ გაშიფრეს მისი შავ-ბნელი საქმეები, მან კი სკამის გამო ქალიშვილი გადმოგილოცა.
-და მამაც დათანხმდა. მისი ნდობა მარტივი არ იქნებოდა, ამიტომ სთხოვა მამამ ნდობის დასამტკიცებელი საბუთი. მან კი თამთა შემოგვთავაზა.. თამთას ისედაც საფრთხე ემუქრებოდა თბილისში. მისი ოპონენტები დაგეშილები არიან მასზე, თან მაგას ქალებიც ძალიან უყვარს და ეტყობა ჩაიწვინა რომელიმე პოლიტიკოსის ცოლი.
-ვერ ვხვდები! თამთამ იმიტომ მოგათხოვა, რომ იქაური სიტუაციისთვისაც მოერიდებინა და თქვენი ნდობაც დაემსახურებინა?!
-ასე გამოდის.
-იცის თვითონ? – ჩუმად იკითხა დემნამ.
თამთა მიეყინა ადგილს.
კი იცოდა მამის მტრების შესახებ, მაგრამ მისი შავ-ბნელი საქმეები სოხუმშიც თუ აღწევდა, წარმოდგენა არ ჰქონდა.
-არა.
-არ ეტყვი? რა იცის საერთოდ? რა ჰგონია?
-რომ საფრთხე ემუქრება და გამოარიდა სიტუაციას, რაც მართალია.
-მაგრამ ის არ იცის.. ყველაზე მთავარი, ლევან. თავისი კონტრაბანდის გამო შვილი დაგითმო. იმის გამო, რომ აჭარაში ჩვენი იარაღებით გადატენილი კონტეინერი ჩავიდეს და მერე ფულით გატენილი გადმოვიდეს, შვილი დაგითმო. ამის დამალვა როგორ შეიძლება?!
-მორჩება ეს ყველაფერი და ვეტყვი, რა თქმა უნდა. უბრალოდ ახლა არ შემიძლია..
ვეღარ შეძლო საუბრის მოსმენა. თვალები დააჭირა ერთმანეთს და მობილური ამოიღო. საპირფარეშოში გავიდა სასწრაფოდ. ჩამოცურებულ ცრემლებს არ მიაქცია ყურადღება. კამერას ჩააშტერდა თამამად.
-მართალია? – ჰკითხა მხოლოდ ეს.
-რა იყო, შვილო? – თემურს ფერი არ ედო სახეზე.
-მართალია?! მართლა ამის გამო გამომიშვი? აფხაზებთან ვაჭრობ, მამა?
-თამთა..
-გარიგების ნაწილი ვარ?! – ამოიტირა თამთამ.-ჩემი თავი შენ შესთავაზე?
-თამთა, დამშვიდდი..
-იცი, ახლა სად ვარ? აფხაზებით გადატენილ დარბაზში და აქ ვზეიმობ ქორწილს, რისი დასწრების სურვილიც ერთი პროცენტით არ მაქვს! იცი, აქ რა ხდება? იცი, რა გამიკეთეს შენმა აფხაზებმა, ასე ძალიან რომ გინდოდა მათი რძალი გავმხდარიყავი? იცი, თმებით რომ მათრიეს ვიღაცებმა? იცი, რომ ჩვიდმეტი წლის ბავშვი მოიტაცეს ჩემ თვალწინ? ნეგას ფეხებით ედგა ოთხი ადამიანი და მე ამ ყველაფერს ვუყურე, მხოლოდ იმიტომ რომ შენ აქ გამომიშვი. რატომ, მამა? – დაეშალა ხმა.-ასეთი ცუდი შვილი ვიყავი? ასე ძალიან არ გიყვარდი? არ გენატრები მაინც, სხვა თუ არაფერი?
რაღაცის თქმა დააპირა კაცმა, მაგრამ თვალები აევსო ცრემლებით.
-მე უკვე ჩაძირული ვარ ამ საქმეში, შვილო. სხვა გზა არ მქონდა. თუ არ გავაგრძელებდი საქმეს, ყველა ჩვენგანს დაგვხოცავდნენ.
-გაჩუმდი! – დაიყვირა და ონკანი გამოუშვა ხმაურის შესამცირებლად.-შენ რა ადამიანი, რა კაცი ხარ.. როგორი მამა ხარ საერთოდ?! შვილებზე ერთხელაც არ გიფიქრია შენი ცხოვრების მანძილზე. დაჩის.. დაჩისაც კი გინდა, ცხოვრება მოუსპო.. მე ხომ გამიმეტე.. სად გამომიშვი, ღმერთო, სად?! და რომ დავბრუნდე?-ხმა დაადაბლა გოგონამ.-რომ წამოვიდე, რას იზამ? რა დაგემართება? დაკარგავ თანამდებობას? ან რომ გაიგოს მთელმა ქვეყანამ, ვისზეც ვარ გათხოვილი, ხალხი რომ აგიჯანყდება, იცი?…
-არ გინდა!
-როგორ არ მინდა! ახლავე დავწერ ინტერნეტში ყველაფერს! ლევანმა ყელიც რომ გამომჭრას, შენ მაინც ჩამოგაგდებ მაგ შენი თბილი სავარძლიდან.
-თამთა, ნუ გაგიჟდი! საქმე მხოლოდ შენში არაა. ეს მთელი სისტემაა!
-ფეხებზე ! გაიგე? – ჩახედა კამერას კარგად.-მხედავ? ხედავ, როგორი ვარ? აქ რა მინდა.. ღმერთო, აქ რა მინდა..
-გეყოფა, შვილო! მომისმინე!
-დედაც ამიტომ არ მოიშორე თავიდან? ამიტომ არ გაუმწარე ბოლო დღეები? ამიტომ არ დაგვანგრიე ყველა ჩვენგანი! ფული! ფული! წყეული ფული და შენი დამპალი თანამდებობა!
-სადაა ლევანი, თამთა? სად ხარ?
-ლევანი.. ჩემი საუკეთესო ქმარი! – გაეცინა გოგონას. – როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი? როგორ დაუთმე ჩემი თავი? იქნებ, როგორი იყო? იქნებ, რას მიპირებდა? იქნებ, მცემს ყოველდღე, არ გიფიქრია ამაზე?
-ვიცი, რომ თითს არ დაგაკარებს არასდროს.
-რა იცი? რა იცი? – დაიყვირა.
-შემპირდა!
-რა უშლის ხელს პირობის დარღვევაში? შენ რომ შეუწყვიტო იქიდან საფასურის გადახდა, იქნებ ზღვაში გადამაგდოს საერთოდ. მე ხომ ნდობის დამამტკიცებელი საბუთი ვარ!
-ასე არ იქნება! შენც ხომ იცი ეს?
-დღეიდან შვილი არ გყავს. არც არასდროს გყოლია. ან შენი ნებით წამოხვალ იმ კაბინეტიდან, ან ძალიან ცუდი სახელით ჩაგწერ საქართველოს ისტორიაში. გაიგონე კარგად?
-ნუ სულელობ, თამთა! დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ.
-მე უკვე ვილაპარაკე! ხვალ. დილის თორმეტზე. ბრიფინგი დანიშნე და გადაბრძანდი. მიეცი ხალხს უფლება ჰყავდეს ღირსეული ადამიანი ქვეყნის სათავეში.
დაბლოკა მობილური. თვალებიდან მოიწმინდა ცრემლები და გარეთ გავიდა. ისევ დაბრუნდა ეზოში, თუმცა მანდ უკვე აღარ იყო არც დემნა და არც ლევანი.
„სად ხარ?“ – მოვიდა ტელეფონზე მესიჯიც ქმრისგან, მაგრამ დააიგნორა და რესტორნის ეზოს გაუყვა ფეხით.
გზაზე გამოვიდა.
ყველაფერზე დაფიქრდა.
იმედგაცრუებაზე – პირველ რიგში. ამდენს ლაპარაკობდა სიმართლესა და გულწრფელობაზე ლევანი და არაფერი უთხრა თამთას. როგორ იმართლებდა თავს? რას ეტყოდა ახლა? როცა რაღაც ძაფები გაჩნდა მათ შორის, იმ წამსვე მოეღო ბოლო.
დაბნელებულ ქუჩაზე მაღალ ქუსლებით მოსიარულეს რამდენიმე მანქანამ გაუჩერა. თავისი მოკლე კაბა და მოხდენილი სხეული მარტივად შესამჩნევი იყო. მოიშორა რამდენიმე მუქარით, თუმცა ერთი არ მოეშვა განსაკუთრებით. უკვე ინანა გარეთ გამოსვლაც და საერთოდ ეს ქორწილიც ჯანდაბაში გაისტუმრა, თუმცა ვიღაცის ხელი იგრძნო მკლავზე და შეშფოთებულმა შეხედა ჯერ მას, შემდეგ კი მანქანიდან მომზერალ მომაბეზრებელ მამაკაცს.
-მაქსიმ?-დაიჩურჩულა და ხელი შეაშვებინა ბიჭს.
-ჩაჯექი, წამოდი.-უბიძგა მანქანისკენ. ზემოთხსენებულ ბიჭს კი აფხაზურად მიახალა რაღაც. ისიც გაიძურწა იქიდან მაშინვე.
-აქ რა გინდა?- შიშით შეხედა თამთამ.
-ნუ გეშინია, არ მოვსულვარ რამის დასაშავებლად. ჩაჯექი, მიგიყვან, სადაც მიდიოდი.
-არსად მივდიოდი. არ მინდა.
-რა მოხდა? ცუდად ხარ?-მზრუნველი ხმით მიუახლოვდა. სახეზე კიდევ ემჩნეოდა ბევრი ლევანის ხელი.
-კარგად ვარ. დავბრუნდები, ჯობია.
-ჩაჯექი და მიგიყვან. საშიშია აქ. ასე გამოწყობილი სად აპირებდი წასვლას?
-ჯანდაბაში!
-რა მოხდა? ლევანი ქორწილში არაა?
-ქორწილშია. შენც აქ ხარ?
-არა. სიმართლე გითხრა, დაპატიჟებული ვარ, მაგრამ არ მოვედი. არ მინდა შენი ქმრის გაღიზიანება. მოდი, ჩაჯექი.-გამოუღო კარი.
ჩაჯდა თამთა.
უნდობლად შეხედა ბიჭს. ფეხები ერთ ადგილას მიატყუპა და მაქსიმალურად ჩამოსწია კაბა.
-სიდა როგორაა? – ჩუმად იკითხა ბიჭმა და რესტორნის გზას გაუყვა.
-მართლა გიყვარს სიდა? – მიაჩერა მანქანა ბიჭმა ეზოში. ისედაც სულ რამდენიმე ნაბიჯში იყვნენ.
-მართლა სიყვარული რას ნიშნავს? მიყვარს, სულ ესაა.
-ერთ რამეს გეტყვი მაშინ. შენ ხომ იცი, როგორც დასრულდება ეს ამბავი. ქვეყანა რომ დაიქცეს, სიდას არ შეუყვარდები და ლევანი არასდროს მოგცემს უფლებას მას მიეკარო. შენი ოჯახი მას თავს არ დაანებებს. ვინმეს შეიწირავს ჩვენგან. შენ გინდა, რომ ეს ადამიანი სიდა იყოს?
-რა თქმა უნდა, არა, თამთა!
-მაშინ სიდა უნდა წავიდეს აქედან.
-რაა?! – ამოიყვირა ბიჭმა.
-სიდას უნდა ჰქონდეს ბედნიერი ცხოვრება. უნდა ისწავლოს. იცი, რომ მისი ოცნება სწავლაა?
-მართლა?! – თვალები გაუნათდა ბიჭს.
-დიახ! მათემატიკა იცის ძალიან კარგად. ციფრებთან კომუნიკაცია გამოსდის არაჩვეულებრივად. აფხაზეთი ძალიან პატარაა მისი ნიჭისთვის.
-მათემატიკა ყოველთვის იცოდა სკოლაშიც. ერთხელ დამაწერინა კიდეც საკონტროლო.-ჩაეღიმა მაქსიმს.
უმნიშვნელოდ გაეღიმა თამთას.
-შენი ოჯახი შენს გრძნობებს არ გაითვალისწინებს, მაქსიმ. ლევანის დასამარცხებლად, სიდასაც კი მოუღებენ ბოლოს. ეს შეაჩერე, თუკი გინდა ის ბედნიერი იყოს. და იფიქრე, როგორ შეიძლება სიდა აქედან გავუშვათ.
-ლევანს რატომ არ ეუბნები ამას?
-რადგან არ გაუშვებს.
-და მე? მე როგორ შემიძლია გავუშვა ის, როცა თვეში ერთხელაც ნახვა მყოფნის ცხოვრების გასაგრძელებლად..
-რადგან შენ გიყვარს, მაქსიმ.. ასე სუფთად გიყვარს.. ამიტომ გეუბნები შენ.
-ეს იმას ნიშნავს, რომ მენდობი? – შეხედა გოგონას და ცრემლებით აევსო თვალები.
თამთამ ნერვიულად გამოაღო კარი.
-სიდასთან მიმართებაში – კი. მადლობა. და კარგად იყავი.
-მეგონა სიდა იქნებოდა აქ, ამიტომ მოვედი. სხვა არაფერი იფიქრო. მე არასდროს მინდოდა რამე მევნო შენთვის. არც ნეგას მდგომარეობას მოუნიჭებია ჩემთვის ბედნიერება. სხვა გზა ვერ ვიპოვე.. სულელურად მოვიქეცი.. და მივიღე კიდეც საკადრისი.
-კარგი, მაქსიმ. ჩვენს შორის დარჩეს ეს საუბარიც და ეს შეხვედრაც.
-რა თქმა უნდა.
ხელის აწევით დაემშვიდობა ბიჭი.
სწრაფად გაიარა რესტორნისკენ მისასვლელი გზა. შესული არ იყო შენობაში, ლევანის მახვილი მზერა რომ იგრძნო კანზე. ცივი თვალებით მიუახლოვდა კაცს. ქეთის გამობერილ მუცელი მოექცია ფეხებშუა და მას ეფერებოდა თბილად. თვალები აუცრემლიანდა თამთას ამ სცენის დანახვაზე. დარწმუნდა, აქ რომ არასდროს გააჩენდა შვილს.
ერთხელ დახედა თამთას ცივად და გააგრძელა ქეთისთან საუბარი.
-გოგო გენდომება შენ.-ხელის ზურგით მიეფერა მუცელზე ქალს.
-დიახაც! შენ რა გგონია, ვინ იქნება?-გაუღიმა გოგომ ლევანს.
-გოგო მინდა იყოს, თუმცა ბიჭი იქნება დიდი ალბათობით.
-ვითომ რატომ?-ჩაერია ანა და მრისხანედ შეხედა ლევანს.-ყველას გოგო გვინდა და ნუ აურევთ ახლა!
-კარგი, ვნებდები!-ცხვირზე დაჰკრა ხელი ანნას და საბოლოოდ მოუტრიალდა თამთას.
ასეთი თბილი იშვიათად იყო.
-სად იყავი?-მკლავზე მოხვია ხელი და ჩამოსვა სკამზე.
-საპირფარეშოში.
-ამდენი ხანი?
-დრო დაინიშნე?-ღიმილით შეხედა კაცს.
ერთი სული ჰქონდა პირში მიეხალა სიმართლე.
-რა ხდება? – წარბი აზიდა ლევანმა.-რას მეუხეშები?
-არ გეუხეშები. გავედი უბრალოდ, რა საჭიროა ეს დაკითხვა?
თავი დააქნია რამდენჯერმე ლევანმა. თვალს არ აცილებდა ცოლის ამღვრეულ თვალებს, მოკანკალე ფეხს, მოსვლის წამიდან რომ არ გაუჩერებია. შორი გზა მოიმიზეზა ლევანმა. ფეხზე წამოდგა და წამოაყენა თამთაც. ყველას დაემშვიდობა თამთა თბილი ჩახუტებით. ქეთოს მიეფერა მუცელზე და ბედნიერი დედობა უსურვა. მათი მომავალი შეხვედრის პირობაც დაიდო მაშინვე.
-რა გჭირს შენ?-ჩუმად ჩასჩურჩულა დემნამ, როცა ჩაიხუტა გულში გოგონა.
-არაფერი.-ამოისუნთქა და ამას ამოაყოლა ეს სიტყვებიც.
-გეტყობა.. ხომ იცი ვის უნდა დაურეკო, თუკი დამხარება გჭირდება.
-ვიცი. შენ.
-კარგი გოგო ხარ. მიდი ახლა, მიმიხედე ჩემს ძმაკაცს! ნეგას მოკითხვა გადაეცი, ვინახულებ აუცილებლად.
ხელი დაუქნია დემნას და ქმარს გაუყარა უხალისოდ ხელკავი.
ლევანს სიტყვა არ დაუძრავს გზაში. სანამ გაგრიდან არ გავიდნენ, არც თამთას გაუღია ხმა. როგორ დაეწყო? რა ეთქვა? საჭესთან მჯდომი ჭკუიდან რომ გადაეყვანა, ეგეც არ უნდოდა, მაგრამ ვეღარ ითმენდა. ცრემლები ახრჩობდა ყელში.
მოულოდნელად ჩამოუგორდა თვალებზე ცრემლები. მოიწმინდა მაშინვე და დაიმსახურა ლევანის ყურადღებაც.
-იტყვი? – ჩუმი, დახლეჩილი ბგერებით თქვა პირველმა.
-რა ვთქვა?
-არ ვიცი, აშკარად რაღაც გინდა რომ თქვა.
-შენ ხომ არ გაქვს სათქმელი რამე?-ცივად შეხედა ქმარს.-აი, მაგალითად, როგორ მიდის შენი საქმეები? – ჩუმად უპასუხა თამთამ.-უგზავნი მამას ბევრ საქონელს? გიხდის ფულს სათანადოდ?
მანქანა გააჩერა მაშინვე.
-საიდან მოიტანე?! -მკაცრად გამოსცა.
-და თუ შეწყვეტს თანხის გამოგზავნას, რას მიპირებ? იმ კონტეინერში ჩამტენი და ისე გამიშვებ მამასთან?-კანკალმა აიტანა თამთა.-როდის აპირებდი თქმას? როდის მეტყოდი, რომ მამამ თქვენი ნდობის მოსაპოვებლად გამომიშვა? როდის მეტყოდი, რომ ცოცხალი საბუთი ვიყავი შენთვის, ლევან!
-გაჩუმდი!-დაიჩურჩულა და შეხება სცადა მისი.
რასაკვირველია, არ მიიკარა და შეშინებული აეკრა კარს.
-მე შენ მთელი ჩემი ცხოვრება მოგანდე,-განაგრძო კანკალით, თუმცა მაინც მტკიცედ და მრისხანედ.-გენდე. ყველაფერი განდე, ლევან. ეს მივიღე პასუხად? ასეთი ტყუილი? ასეთი შეურაცხყოფა?
-არ მინდოდა, თამთა!
-რა არ გინდოდა? რა? სათამაშოსავით რომ შემისყიდე, ეგ? მაშინ რატომ ვარ აქ? შენ რომ მოისურვე, იმიტომ ხომ ვარ შენი ცოლი! ხომ მიიღე ის, რაც გინდოდა! ხომ გავხდი შენი, მეტი რაღა გინდა?
-გაჩუმდი.-თქვა მტკიცედ და თამთამ ცრემლიანი სახე სხვაგან მიატრიალა.-რას ნიშნავს მივიღე ის, რაც მინდოდა? რა მინდოდა? – წასტაცა ხელი ნიკაპზე და შემოახედა.-გგონია, გამოგიყენე?
-არა?-მისი ცრემლები დაეცა ნიკაპზე ჩამოკიდებულ კაცის თითებს.-მაშინ რა ჰქვია ამ ყველაფერს? მე ხომ გარანტია ვიყავი შენსა და მამაჩემს შორის.. სხვა რა შეიძლება დაერქვას შენს საქციელს?
-არასდროს მნდომებია შენთვის რამე მევნო. ის ყველაფერიც მამაჩემმა და მამაშენმა ერთად დაგეგმეს. მე მაშინ გავიგე, როცა უკვე გზაში იყავი ალანთან ერთად. მეგონა, მხოლოდ მამაშენის მტრებისგან თავის დაღწევაში გეხმარებოდი. როცა გავიგე, გვიანი იყო და აზრიც არ ჰქონდა არაფერს.
-საჭიროდ არ ჩათვალე სიმართლე მცოდნოდა! შენ გადაწყვიტე ყველაფერი და რა მნიშვნელობა ჰქონდა, მე რა მეცოდინებოდა. საკუთარმა მამამ თოჯინასავით მომისროლა და შენ ამის შესახებ არაფერი მითხარი, ლევან.-მიაშტერდა კაცს და მიიწია მისკენ.-ეს არის შენი ჩემდამი პატივისცემაა? ესაა ის ცოლ-ქმრული ურთიერთობა, რომლის ჩამოყალიბებაზეც საუბრობდი? ასე როგორ მომიახლოვდი.. ასე ახლოს რატომ მოხვედი ჩემთან..
-გული გაგიტყდებოდა, ამიტომ არ გითხარი.-წაიწია მისკენ და ყელზე შეასრიალა ხელი. ჩაეჭიდა თამთა მის ხელს, მოცილება სცადა, მაგრამ ამაოდ.
-და ახლა? გგონია, ახლა არ მეტკინა გული? ახლა უფრო მეტად!
-მაპატიე..
-არ გაპატიებ. არასდროს!-ამოიყვირა.-ცხოვრებაში პირველად მივეცი ვიღაცას უფლება შემხებოდა.. ცხოვრებაში პირველად მოვუშვი ადამიანი ასე ახლოს.. არავინ მომკარებია, არასდროს, შენ გარდა.. არავის სიახლოვე მნდომებია, ისე როგორც შენი, ლევან. მე ხომ ასე ძალიან გენდე.. – დაიჩურჩულა.-თურმე მატყუებდი.
-არ გატყუებდი. – დაიჩურჩულა და ღრმად ამოისუნთქა.-იმ დღეს, როცა მოგიყვანა ალანმა..-მოსწია მისი სახე ახლოს კაცმა.-იმ დღესვე დავურეკე მამაშენს. ვუთხარი, რომ უკან დაგაბრუნებდი და მე არაფერში მჭირდებოდა დასამტკიცებელი საბუთი შენი სახით. იმ კონტეინერებსაც შუა ზღვაში დავტოვებდი, რადგან არ მინდოდა მსგავს რაღაცებში მონაწილეობის მიღება. მე არასდროს გამისვრია ხელი ასეთ საქმეში, ყველაფერს მამა აგვარებდა. მამაშენმა უარი მითხრა.-თქვა ჩუმად და მოარიდა თვალები ქალს.-შენს დაბრუნებაზე.
-მიზეზი? – შიგნიდან რაღაც დაესერა ლევანს, ასეთი ხმა რომ მოისმინა ცოლისგან.
-საქმის გაგრძელება სურდა.-თქვა უცბად, თითქოს ასე არ ეტკინებოდა გული თამთას.
-და ჩემი დატოვება ნდობის სანაცვლოდ?
-შემევედრა, რომ თუ არ მიიღებდა საქონელს, მის ოჯახს ამოხოცავდნენ. მათ შორის, შენს ძმას.-მეორე ხელიც მოჰხვია სახეზე.-რა უნდა გამეკეთებინა? გამამეტებინა შენი ძმა? დამეთმო შენი თავი? – შუბლი მიადო შუბლზე.-გავუგზავნე ყველაფერი, რაც უნდოდა. რაც მამამ დატოვა. ახლაც მიუვა შემდეგი რეისი და ეს ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება, თუნდაც მისი სიცოცხლის ფასად.
-არ მჯერა.. ისევ მატყუებ! არ მჯერა შენი!
-როგორ იფიქრე, რომ შენი გამოყენება მინდოდა.. ეს როგორ იფიქრე,-გააქნია თავი და რამდენჯერმე მიარტყა შუბლზე შუბლი.
-და რა მოხდება, როცა ბოლო რეისს ჩაიბარებს?
-თანამდებობიდან გადაგდება და საუკეთესო შემთხვევაში, ციხეში გაატარებს ბოლო წლებს.
-მართლა გინდოდა ჩემი უკან გაშვება? – წყენა იგრძნობოდა მის ხმაში თუ აღდგენილი ბედნიერება ვერავინ გაარჩევდა.
-არ მინდოდა. მაგრამ გაგიშვებდი.
-რატომ?
-შენ ხომ არ მოგწონდა აქ. ძალით ხომ იყავი. ხოდა, გაგიშვებდი.
-და შენ? შენ რატომ გინდოდა ჩემი დარჩენა?
-ჩემი ცოლი იყავი უკვე, თამთა.
-და ახლა?-ცივად შეხედა კაცს.-ახლა გამიშვებ?
-სად?! – ხელი შეუშვა და ჩახედა პირდაპირ სახეში.
-შენგან.. გამიშვებ?
-წასვლა გინდა? – სუტად ჩაეღიმა.-ჩემგან გინდა წასვლა?
-გამიშვებ?
-სად, გოგო? სად გაგიშვა?-აერია გონება ლევანს. მიიწია მისკენ და კარგად დაუგდო ყური, რას ამბობდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი.
-ძალით დამტოვებ? თან არც მიყვარხარ, არც შენ გიყვარვარ.. რა შემაჩერებს? – მრისხანედ აზიდა წარბები ქალმა.
-რას აკეთებ ახლა? მცდი?
-მაინტერესებს შენი პასუხი. შენ ხომ შემპირდი, რომ არასდროს შეზღუდავ ჩემს თავისუფლებას!
-კონკრეტულად რაზე გაინტერესებს პასუხი? გაგიშვებ თუ არა ჩემგან?
-დიახ!
-არა! – აიმაღლა ხმა.-მაშინ შეიძლებოდა, მაგრამ ახლა არა!
-რატომ არა? რა შეიცვალა?
-არ ვიცი.. რა შეიცვალა? – ხელით შეეხო მოღერღილ მკერდზე.-მგონი აქ შეიცვალა შენთან რაღაც..
-ლევან!
-მითხარი, რომ აღარ გინდივარ.. და შეგეშვები.
-აღარ მინდიხარ.
-ეგრე არა,-ააწევინა სახე.-შემომხედე და ისე.
-აღარ… მინდიხარ..-დაიჩურჩულა და ჩამოცვივდა ცრემლებიც. მაშინვე აკოცა იმ ცრემლებზე ლევანმა.
-არც ასე, თამთა. უფრო თამამად.
-ღმერთი დაგწყევლის ამისთვის! – გაეტირა და მკერდზე მიარტყა ხელი გაგიჟებულმა.-არასდროს გაგიჩენ შვილებს.. არასდროს ვიქნები შენი შვილების დედა.-დაიჩურჩულა თამთამ. ლევანმა წარბები შეჰყარა ერთად და მოისრისა სახე.
-კარგი..
-აღარასდროს გექნება უფლება შემეხო ისევ. ჩემს გვერდითაც კი ვერ დაიძინებ თავისუფლად!
-კარგი..
-არ მინდა შენთან.. არ მინდა შენი სახის დანახვა.. არ მინდა მიყვარდებოდე.. გთხოვ შეაჩერე ეს!
თვალები მიხუჭა კაცმა. მარტივი მოძრაობით ჩაისვა ცოლი კალთაში და მიიხუტა მკერდზე. მისი აღელვებული გულისცემისგან გაგიჟებულ გულ-მკერდს მიადო ხელი და დაამშვიდა. მიეფერა არეულ თმას, ტირილისგან წაშლილ წითელ პომადასაც გადაუტარა თითები. ვერაფრით მოთოკა თავი ცოლის უმწეო სხეულის ხილვისას. ნაზად ააწევინა სახე და რბილად აკოცა ლოყაზე.
მაშინ მიხვდა პირველად, როგორი მტკიცე იყო თავისივე უარი ცოლის გაშვებაზე.
გაგრის ქედიდან წამოსულმა ცივმა ჰაერმა შეურხია თამთას თმა. ცერად მიეალერსა დამშვიდებულ ცოლს და საკუთარ თავს შეახსენა კარგად, რის ფასად დაუჯდებოდა მისი სიყვარული.


თავი მეთორმეტე
დასიებული ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს. აღდგა კადრები გონებაში. ცალი თვალით შეათვალიერა გარემო და საკუთარი ოთახი როგორც კი იცნო, მაშინვე დადო ბალიშზე კვლავ თავი.
მარტო იწვა ლოგინში. ლევანის სურნელი დარჩენოდა მხოლოდ ბალიშზე და მისი ქორწილის შავი კოსტუმი სკამზე გადაკიდებული. ტანზე გაეხადა მისთვის ლევანს. ქმრის მაისური ეცვა და მისივე წინდები. სახეც კი დაბანილი ჰქონდა. მანქანაში ჩაძინების მერე არაფერი არ ახსოვდა.
უნებურად გადმოეღვარა მარილიანი სითხე თვალის კუთხეებთან. უხეშად მოიწმინდა. არათითზე მორგებულ ოქროსფერ ბეჭედს დახედა ამრეზით და ბალიშში ჩარგო თავი.
ტელეფონი მოიმარჯვა ხელში. თორმეტს აკლდა რამდენიმე წუთი თბილისის დროით. მამამისი უნდა გამოსულიყო ბრიფინგზე. პირდაპირ ეთერს უყურებდა. როგორც კი გამოჩნდა ტელეფონის ეკრანზე პიჯაკში გამოწყობილი მამა, თვალები აეწვა და პირში ჩაიჩურთა თეთრი საბანი.
გაახსენდა ყველა დღე ერთად გატარებული. ყველა სიტყვა, რაც კი უთქვამთ ერთმანეთისთვის. ყველა „ყველაფერი კარგად იქნება“, ყველა „დედა მენატრება“, ყველა „დაჩის მივხედოთ, თამთა“.
ასე ეცვა სახლშიც, როგორც ბრიფინგზე. ასეთი ცარიელი თვალები ჰქონდა ხოლმე თამთასთან საუბრისას, ასეთი ოფიციალური იყო ყველგან და ყოველთვის.. თავისი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო დაჩისა და თამთას ისე აღზრდა, ბინძური ინტრიგები რომ არ მოეფრქვია მათზე. ერთმანეთის სიყვარულში გაატარებინა ბავშვებს ცხოვრება, მცირე განშორებების მიუხედავად.
გული მიეწურა თამთას მამის პირველივე სიტყვაზე.
მიესალმა ჟურნალისტებს, ტელე მაყურებლებს, ხალხს.
ტელეფონი გადმოატრიალა. მხოლოდ ხმას უსმენდა და ცრემლები უღმერთოდ მოსდიოდა სახეზე. სისუსტე იყო მამამისი დედის გარდაცვალების შემდეგ.
ლევანი შემოვიდა ოთახში მძიმე ნაბიჯებით. დახედა ცოლს. ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ასე მოუსმინა კაცის ქართულ საუბარს. რა თქმა უნდა, არც ერთი სიტყვა გაუგია, მაგრამ მიხვდა, რაშიც იქნებოდა საქმე, წინასწარ ისედაც იცოდა ყველაფერი..
დაასრულა სიტყვა თემურ დანელიამ. არც ერთ კითხვას აღარ უპასუხა, ჟურნალისტების შოკირებულ სახეებს ყურადღება არ მიაქცია და ხმაურის ფონზე დატოვა ოთახი. დაბლოკა ტელეფონი თამთამ. გადატრიალდა მეორე მხარეს და ზურგი აქცია ლევანს.
იმ მხარეს მივიდა, საითკენაც სახე ჰქონდა მიშვერილი ცოლს. ცოტა ხანი დააცქერდა, მერე ჩამოჯდა იქვე და ხელი წაიღო სახისკენ.
თუმცა აუქნია თამთამ. საბანი დაიფარა თავზე.
-მომშორდი.
ჩამოსწია საბანი.
-დასიებული ხარ. ადექი, ჩამოიბანე ცივი წყლით.
-თავი დამანებე!-დაიღრინა და მიტრიალდა.
-როდემდე იწვები აქ?
-და შენ რა?-წამოსწია.-არ შეიძლება ვიწვე და დავიძინო? წადი, რატომ ხარ სახლში? როდის ხარ შენ სახლში? წადი, სადაც დადიხარ ხოლმე.
-სად დავდივარ ხოლმე? – მიიწა მისკენ. ჩამოუწია მუცლამდე საბანი.-და როდის არ ვარ სახლში, როცა შენ გჭირდები.
-არ მჭირდები. არასდროს მჭირდებოდი.
-ნუთუ?-ჩუმად თქვა. თითქოს, არაფერი უგრძვნია თამთას ცივ სიტყვებზე.-კარგი წავალ. იქ, სადაც დავდიოდი ხოლმე.. – ჩაილაპარაკა თავისთვის.
-სად.. სად დადიოდი? – წამოსწია თავი თამთამ.
-რა ვიცი. შენ არ მითხარი?
-მიბრძანდი!
-მივდივარ. მაგრამ იქ არა, სადაც შენ ფიქრობ.
-არაფერს ვფიქრობ. არც მაინტერესებს.
-ვიცი. ვიცი, რომ არაფერს ფიქრობ.-მიიწია მისკენ და ორივე ხელით დაეყრდნო საბანს.-როდემდე გამებუტები?
-მართლა გგონია, რომ გაბუტული ვარ?-შეანათა თავისი ნაცრისფერი, ამღვრეული თვალები.
-არა?
-არა. გულგატეხილი ვარ. – ისე თქვა, ლევანმა მაშინვე ჩახარა თავი. ძალიან მოუნდა ახლა შეჰხებოდა, თუმცა იცოდა, არ ჰქონდა უფლება.-გაბრაზებული.. ნაწყენი.. მოტყუებული. გავაგრძელო?
-გააგრძელე, თუ შვებას იგრძნობ.
-დამცირებული..-აქ უკვე ცრემლები წამოუვიდა.-რატომ მომატყუე?-ხელით შეეხო ლევანის სახეს ზევიდან მაცქერალს.-მამაჩემის გამო ერთი წუთით არ ვიდარდები.. რადგან მისგან მიჩვეული ვარ. მარა შენ, ლევა.. შენ?!
-გთხოვ..
-ნუ მთხოვ. შენ რას იზამდი? მე რომ მომეტყუებინე, რას იზამდი?
-არ გინდა, თამთა..
-მე გეტყვი. გაგიჟდებოდი. ისეთ საშინელებებს მეტყოდი.. თავს დამნაშავედ მაგრძნობინებდი.. გამანადგურებდი..
-გთხოვ, შეწყვიტე ტირილი.-წაიღო თითები, მაგრამ მოიშორა თამთამ. მხოლოდ თვითონ დაადო მხარზე ხელი და ასე ამოიწია ლოგინიდან. ზურგით მიეყრდნო საწოლს და ჩამომჯდარ მეუღლეს თამამად შეხედა სასტიკად.
-მიპასუხე.. რას მიზამდი, რომ მომეტყუებინე.. როგორ მიიღებდი ამას?
-არ ვიცი.
-არ იცი?! – ჩაეცინა თამთას.-ახლავე გაიგებ, არაუშავს. გუშინ საპირფარეშოში არ ვყოფილვარ გასული, მაგიდასთან რომ დავბრუნდი.
ლევანის წარბები მაშინვე მოსწყდა ადგილს. მერე დაეშვა და მკაცრად შეერთდა ერთ ზოლად.
-სად იყავი? – ჩუმად, მაგრამ მკაფიოდ გააჟღერა კითხვა.
-გარეთ. ქუჩაში.
-ქუჩაში? იმ ტანსაცმლით?!
-დიახ.
-რა გინდოდა ქუჩაში?
-მივდიოდი. ისე გავბრაზდი, არც მახსოვს, სად მივდიოდი და რამდენმა მანქანამ გამიჩერა. ისიც, არ მახსოვს რას მეუბნებოდნენ. ზოგი რას მთავაზობდა, ზოგი რას. ერთმა საერთოდ..
-თამთა.-ხელი წაიღო მისი თმისკენ. კეფაზე მოჰკიდა ხუთივე თითი და მოაწევინა სახე.
-გისმენ.-შეხედა გამომწვევად.
-გააგრძელე. ერთმა საერთოდ.. რა?!
-არ მომეშვა.
-და?!-გადახარა თავი კაცმა. ახლა ყველა გაბრაზება იგრძნო, რაც არასდროს უგრძნია აქამდე ლევანს.
თამთამ კმაყოფილმა აატარა მზერა მის გადარეულ სახეზე და გაეღიმა.
-მას რომ ვიცილებდი ისე… კარგი, აღარაა მერე საინტერესო.
-გააგრძელე.-თითი გადაუტარა ლოყაზე.-თქვი ბოლომდე… ხომ გინდოდა გენახე, როგორი ვარ გაბრაზებისას.. მიდი.
-მერე არაფერი. ერთ-ერთმა მიმიყვანა რესტორნამდე და მეც შემოვედი.
-ერთ-ერთმა?-ჩაეღიმა ლევანს.
თამთამ სხვაგან გაიხედა.
-თურმე დრო მართლა ყოფილა შენთვის დასანიშნი.. აწი გავითვალისწინებ.
-ხო, აუცილებლად.. ჩემი სუნთქვის რიტმზეც შევთანხმდეთ.
-ნუ ცდილობ.-გაიღიმა ცივად.-ვიცი, რომ მაქსიმმა მოგიყვანა რესტორნამდე.
რეტიანივით შეჰხედა ქმარს.
-საიდან გაიგე?
-ირაკლიმ დაგინახა, როგორ გადმოდიოდი მისი მანქანიდან.
-ირაკლიმ.. და მაშინვე შეგატყობინა?
-ჩემი ცოლი ღამის პირველ საათზე უჯდება ვიღაცას მანქანაში. რა თქმა უნდა, შემატყობინა. და ახლა არ გაბედო იმის თქმა, რომ მაქსიმი ვიღაცა არაა..- უნებურად ასწია ხელი.-თორემ მართლა გავბრაზდები და მერე..
-ახლა რას იზამ? სხეულის რომელ ნაწილს მოგლეჯ იმ ბიჭს?
-რატომ ფიქრობ, რომ რამეს ვიზამ?-თავისი ლურჯი თვალები შავი იყო იმ წამს.
-შენ ხომ ასე ექცევი ადამიანებს..
-და რაზე მოვთხოვე პასუხი? რატომ ჩაუჯდა ჩემი ცოლი კაცს, ვის გამოც სიდა სახლიდან ვერ გამოდის? შენთვის ხომ არ არის პასუხი მოსათხოვი შემთხვევით..
-მაქსიმი რომ არ ყოფილიყო, იმ იდიოტს ვერ მოვიშორებდი.
-დაგერეკა ჩემთვის. აჰ, შენ ხომ გაბრაზებული იყავი ჩემზე?! სულ დამავიწყდა.
-დამცინი?-წამოენთო მაშინვე.-გიკვირს, რომ გაბრაზებული ვარ შენზე?
-ის მიკვირს, შუა ღამით რომ იწანწალე, თან სად და როგორ მდგომარეობაში!
-მეც მიკვირს.-ამოიყვირა.-რომ ასე ვიქცევი, იცი? შენ გამო მჭირს ყველა ეს უბედურება. შენ გამო ვარ ასეთი ემოციური და არასტაბილური. შენ გამო გამოვვარდი გუშინაც რესტორნიდან, რადგან ვერ ვსუნთქავდი. ვერ ვუყურებდი, როგორ გიღიმოდა ყველა. როგორ უყვარდი ყველას. როგორ ეფერებოდი ქეთოს მუცელზე.. – პირდაპირ შეხედეს ერთმანეთს. აქ სიტყვები აღარ იყო საჭირო სათქმელად. იგრძნო ლევანმა მისი შიშები და თავი დააქნია რამდენჯერმე.
-არაუშავს. შენ ხომ არ გინდა ჩემგან შვილი.-სუნთქვა ჰქონდა საოცრად მშვიდი. სწორად გაისროლა ცეცხლმოკიდებული ისარი თამთას გულისკენ.
-ხო, არ მინდა.. არ იმსახურებ. – თვითონაც ეტკინა თამთას საკუთარი სიტყვები.
-რას? – მიიწია მისკენ.-შვილს თუ იმას, რასაც ჩემ მიმართ განიცდი?
-არაფერს განვიცდი.
-მაგიტომაც გეტკინა ასე ძალიან გული?-ძალიან ახლოდან უყურებდა ცოლის დატბორილ თვალებს.-ამდენი იმიტომ იტირე, რომ არაფერს განიცდი?
არაფერი უთხრა. ახლა რომ პირი გაეღო, ალბათ სიტყვებს ვერ გადააბამდა ერთმანეთს.
-იმას ნუ იტყვი, რასაც არ ფიქრობ, მხოლოდ იმიტომ, რომ გამაბრაზო.
-საერთოდ არაფერი უნდა მეთქვა შენთვის!
-ნამდვილად. განსაკუთრებით ის სისულელეები!
-მეზიზღები!
-ნეტა, მართლა გეზიზღებოდე..-დაიჩურჩულა და წამოდგა ფეხზე.
-გადი! და აღარ შემოხვიდე!
-გავალ, გავალ.-ჯიბეებში ჩაიწყო კვლავ ხელები. ზევიდან უყურა ცოტა ხანს ცოლს, შემდეგ კი უხმაუროდ გაიხურა კარი.
თამთამ ბალიში დაიფარა თავზე და ამოიყვირა. ნეტა, მართლა ეზიზღებოდეს..
ოთახიდან არ გამოსულა იმ დღეს. რამდენჯერაც ირმა შემოვიდა, იმდენჯერ მოიმკვდარუნა თავი. სიდასაც არ გასცა პასუხი. მხოლოდ ნეგას ხმამ აიძულა გადმოტრიალებულიყო და შეეხედა მისთვის. ხელჯოხით მოსიარულე ბიჭს ხათრი ვერ გაუტეხა და ხელით ანიშნა ლოგინზე ჩამომჯდარიყო.
-ეს თუ თქვენი ნათრევი თეთრეულია, დივანზე დავჯდები!-თავისებურად დაიწყო ნეგამ. თამთას უბრალოდ გაეღიმა და დაატყაპუნა თითები ზეწარზე.
-დაჯექი თამამად.
-კარგი, ჰო.-ბალიში დაიმაგრა ზურგს უკან. მაშინვე მიიწია მისკენ თამთა. გულ-მკერდზე მიეხუტა ბიჭს და სუნთქვა დაიწყო თავისუფლად.
-რა გჭირს, თამთა? რატომ ხარ ცუდად?
-არ ვარ ცუდად.
-აბა, რატომ არ გამოდიხარ ოთახიდან? რაო? გაწყენინა ჩემმა ძმამ?
-მაწყენინა.-თქვა ჩუმად. გამწყდარი ხმით.
-ძალიან?
-ჰო.
-რატომ?
-მამაშენს მამაჩემმა ჩემი თავი გამოუგზავნა. სანამ მე აქ ვეყოლებოდი, მანამ ითანამშრომლებდნენ. თან იქაურ სიტუაციასაც გამომარიდა მამაჩემმა. ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად პოლიტიკოსია!
-მერე?
-გუშინ გავიგე შემთხვევით. ლევანს არ უხსენებია არასდროს. არ მითხრა.
-რატომ არ გითხარიო?! – ხელი დაუსვა თმაზე. თამთას ცრემლებმა დაუსველეს მაისური.
-გული გეტკინებოდაო.
-გჯერა შენ მაგის?-ჩუმად თქვა ნეგამ.
-არა!
-შეეშინდა, რომ წახვიდოდი. – ამოხედა ამ სიტყვებზე ბიჭს.-არ გისაუბრია მასთან სახლში დაბრუნებაზე? როგორი რეაქცია აქვს ხოლმე? არ გიჟდება?
-გიჟდება.
-მერე? არ გეუბნება ეს არაფერს?
-მატყუებდა მთელი ეს დრო! ამას, კი, ნამდვილად მეუბნება მისი საქციელი!
-გიფრთხილდება, თამთა.
-ვიცი.-თქვა და დახუჭა თვალები.-მაგიჟებს, რომ ვიცი ეს ფაქტი! რომ დარდობს ჩემზე! რომ უნდა ჩემთან რაღაც, რასაც ვერ ვუძებნი ახსნას, მაგრამ რატომ.. ხომ შეეძლო ეთქვა.. ხომ შეეძლო გველაპარაკა.. თუ მართლა ისეა, როგორც ამბობს, უბრალოდ ეთქვა..
-გეტყოდა.. აუცილებლად გეტყოდა შესაფერის მომენტში.
-რომელ მომენტში? როცა უკვე მეყვარებოდა?-ამოიტირა და წამოჯდა ლოგინზე.-როცა აღარ მექნებოდა სხვა გზა.. როცა ვერ გადაწონიდა მის სიყვარულს ეს საქციელი.. მაშინ?
-გადაწონა?-გაუღიმა ნეგამ.-სახეზე გეტყობა, რომ ვერა. ეს ნიშნავს იმას, რომ გიყვარს?!
-არ ვიცი.
თქვა უბრალოდ.
-იცი.
-არ ვიცი.
-იცი. გიყვარს.
-არ მიყვარს. არ შევიყვარებ!
-შენიც მესმის. მისიც გავიგე. როგორი სათქმელია ეს ყველაფერი მისთვის? როგორ ეთქვა ის, რაც მშობელმა მამამ გაგიკეთა? შენ არ გაგიჭირდებოდა?!
-ნეგა, ნუ ამართლებ!
-მე შენ გამართლებ. მაგრამ მისი მესმის.-დაამატა ჩუმად.-ჩემი ძმის არც ერთი ნაბიჯი ამ ცხოვრებაში არასწორი არ ყოფილა. არც ერთი. არც ჩემთან მიმართებაში. შენ იცი მას რის ფასად დაუჯდა ჩემი სახლში შემოშვება, როცა საკუთარი დედ-მამის სატირალში არ მოვსულვარ?! იცი, როგორ და რატომ გადააბიჯა სიამაყეს?! რადგან ვუყვარვარ. მისი ძმა ვარ და იმიტომ. არ შეუძლია, რომ შორს ჰყავდეს ის, ვინც უყვარს. მან მეც კი მაპატია ის, რაც გამიკეთებია ამ მცირე დროში და შენ.. შენ როგორ არ შეგიძლია აპატიო ის, რაც შენი ცრემლების ასარიდებლად დაგიმალა?
-ამართლებ..
-ვიცი. სხვანაირად არ შემიძლია.. – ამოიოხრა.-მაგრამ შენ ხარ მართალი.
ჩაწვა ისევ ლოგინში. ნეგამ ჩაიხუტა რძალი და თვითონ მიუწვა.
-მართლა ხომ არ გიმასიქნიათ აქ?-დაიჩურჩულა და საბანიც კი დაიხურა.
-ახალია, დამშვიდდი!
-ანუ, ძველში..?
-ნეგა! გაგაგდებ!
-კაი, ხო.. ცოტა გამიღიმე, ასეთი არ მიყვარხარ..
-სისულელეებს მეკითხები, როგორ გავიღიმო. ვინ გაგიწმინდა დღეს ჭრილობები?
-სიდამ და, ძალიან გთხოვ, ამ საღამოს შენ დამიბრუნდი!
-რატომ? – ახლა მართლა გაეღიმა გულწრფელად.
-არ გაგიგონია ჩემი ყვირილი?!
-მთლად ასე?
-ნუ მახსენებ! – თვალები გადაატრიალა ბიჭმა. – ადექი, რა.. სიდაც მოწყენილია.
-ავდგები, ხო! დავიბან ოღონდ ჯერ.
-კარგი, ჩემო გატანჯულო რძალო.-ფეხზე წამოდგა.-არ გიხდება ეს დაბღვერილი სახე. გაიღიმე, რა.
-გაბრძანდი და ჩამოვალ ცოტახანში.
-მაინც არ მჯერა, რომ ამ თეთრეულში არაფერი მომხდარა! – წაიმღერა და კარი გამოხსნა.-ღმერთი დაგსჯის, თუ მანდ ჩამაწვინე, თამთა!
-ნეგა!!!
-ხმა-კრინტი! წავედი!
ოდნავ სველი თმით ჩავიდა ქვევით. თან მიჰქონდა სავარცხელი და მხრებზე გადაეკიდა ხაკისფერი პირსახოცი. სამზარეულოში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა სუსტი ღიმილით. ირმას დანაღვლიანებულ სახეს თვალი მოარიდა და სიდას დაასო მახვილი მზერა.
მოკლე სარაფანი ეცვა, მკერდთან ამოღებული. საოცრად მოხდენილი მკერდი ჰქონდა, მაგრამ ეს კაბა უფრო მეტად აჩენდა მის წვრილ წელს და დაქალებულ ტანს. მწვანე თვალები უკაშკაშებდა ლამაზად. ნეგას აჩვენებდა მობილურში რაღაცას და შიგადაშიგ სიცილისგან ეხუტებოდა ხოლმე.
თამთას გაახსენდა მამის დაპირება სიდას ამბავზე. ახლა ვერაფერს იზამდა. დიდი ალბათობით მალე საქმეც აღიძვრებოდა ყოფილ პრემიერ მინისტზე, თან არჩევნებიც უწევდა საქართველოში. ახლა ვერაფრით შეძლებდა სიდას დახმარებას..
-გვიკადრე?-წარბი ასწია ნეგამ.
-ცუდად ხარ, თამთა? – სიდა მივიდა მასთან და თმა ჩამოვარცხნა. სიამოვნებისგან თავი გადასწია უკან თამთამ.
-არა. კარგად ვარ. გიხდება ეს კაბა ძალიან.
-მადლობა. – საყვარლად დაიმორცხვა და ნეგას ენა გამოუყო, როცა მან გაიმეორა სიდას სიტყვები.
დაღამებამდე ისმინა მათი კინკლაობა თამთამ. ხან რაზე წამოეგებოდა სიდა, ხან რაზე. ბოლოს მაინც ერთმანეთს ეხუტებოდნენ სიცილით. ირმა ვახშამს ამზადებდა. თამთა უხალისოდ ეხმარებოდა ქალს ყურადღების გადასატანად. იშვიათად ჩაერთვებოდა დიალოგში. შემდეგ ნეგას დაპირებული შეუსრულა და სიდას უგემური ხელებისგან დაიხსნა მისი სილურჯეები.
მაგიდაზე თეფშებს ალაგებდა, ლევანი რომ შემოვიდა სამზარეულოში. წარბები მაღლა აზიდა, როცა ცოლი დაინახა საქმიანობისას. ნეგამ ვერაფრით შეძლო ღიმილის შეკავება, იმდენად გაკვირვებული სახე ჰქონდა ლევანს. სიდა თუ მანამდე პირს არ აჩერებდა და ტვინი გაუბურღა ყველას, ახლა დადუმდა.
თავისებურად შემოიტანა ლევანმა სიჩუმის, რიდის შტრიხები. სიდას შეავლო მახვილი თვალი. მერე თამთას გააყოლა მზერა, თუ როგორ დაალაგა დანა-ჩანგლები მაგიდაზე. გაუცივდა თითები გოგონას. ირმას მიუახლოვდა ნერვიულად. ანიშნა, რომ რამე მიეცა მისთვის მაგიდაზე დასადებად.
-ქეთო როგორ იყო, ლევან? – სიტუაციის განმუხტვა სცადა ირმამ.
-კარგად იყო. მოუხდა ორსულობა. – თქვა და მოურიდებლად აატარა მზერა თამთას დაძაბულ სხეულზე.
-ყველას გოგო უნდა. დემნასაც კი. – ჩაიცინა ქალმა.-შენ ვინ გინდა პირველი, ლევან. გოგო თუ ბიჭი?
ირმამ სიტუაცია კი არ განმუხტა ამ კითხვით, კიდევ უფრო გააღვივა გაჩენილი ცეცხლი. თამთამ ხმაურიანად დადო ჭიქა მაგიდაზე და შეტრიალდა.
-არ აქვს მნიშვნელობა.-თქვა ჩუმად.
-კარგი, ახლა! როგორ არ აქვს მნიშვნელობა?! შენ, თამთა?
თამთას ძალიან მოუნდა იქიდან გამქრალიყო.
-არ ვიცი.-წყლის ჯამს დებდა მაგიდაზე, ხელი რომ გაუსრიალდა. ლევანმა დაუჭირა მაშინვე. თვითონ დადო მაგიდაზე.
ყველამ იგრძნო მათ შორის ჩამოწოლილი დაძაბულობა.
-ბავშვი რომ დაიბადება, მათთან უნდა წახვიდე, ირმა? – სიდა ჩაერია მაშინვე. თამთასაც მიუახლოვდა და ნათლიის პირისპირ მიუჯდა მაგიდას.
-რატომ უნდა წახვიდე?-მაშინვე იკითხა თამთამ.
-არ ვიცი, ბავშვებო. ბებია როგორც კი გამოკეთდება, არ ვიქნები ალბათ საჭირო.
-დაერხა აბა ჩემს რძალს!-ნეგამ გაიცინა ხმაურიანად.-ვის ხელში გვტოვებ, ირმა? გინდა მშივრებს ამოგვხადოს სული?
-გუშინ სხვანაირად კი ჭიკჭიკებდი, ჩემო ნეგარ!
-ეგეთი გამონათებები იშვიათია, ეგეც იმიტომ, რომ ძალიან ვთხოვე.
-აღარაფერს გაგიკეთებ აწი!-დაიმუქრა დანით ხელში თამთა.-ისიც ზედმეტი იყო.
-კაი, რას იბუტები.-ფეხზე წამოდგა ნეგა. არ მიიკარა და გაბრაზებულმა დაალაგა დანარჩენი თეფშები მაგიდაზე.
-დარჩი, ირმა. იმდენი ხანი, რამდენიც გინდა. – ამოიღო ხმა ლევანმაც და იშვიათი თბილი თვალებით შეხედა ქალს.-მაგრამ იცოდე, დემნასთან მომიწევს ამაზე სერიოზული საუბარი.. – რბილად გაეღიმა.
-ასეთი კონკურენცია გაქვს მთლად?-ნეგა მიეპარა უკნიდან და მაგრად აკოცა ლოყაზე.-დარჩი აქ. გემრიელი საჭმელები მინდა..
-ყველაფერს საჭმელს როგორ უკავშირებ შენ? – სიდამ ახედა ამრეზით. ცხვირზე დაჰკრა თითი ბიჭმა. მერე ლევანს შეხედა სიდამ მოულოდნელად..
ნათლიამაც დაუბრუნა იგივე მზერა.
-რა იყო, სიდა? – იდაყვით დაეყრდნო მაგიდას.
-რაღაც მინდოდა მეკითხა.
-მკითხე მერე.
-უნივერსიტეტში რომ ჩავაბარო, შეიძლება? – ეს რომ იკითხა, თამთამ თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
-ნებართვა გჭირდება ჩემგან?-გადაიწია მისკენ ლევანი.
-არ ვიცი. არ იქნება საშიში.. როგორ ვივლი?
-ივლი ჩვეულებრივად. როდის არის გამოცდები?
-ხვალ არის რეგისტრაციის ბოლო დღე.
-ეგ არაუშავს. მერეც მიგიღებენ რამენაირად.-გაუღიმა ბავშვს.-აქამდე რატომ არ მითხარი?!
-რა ვიცი. – მხრები აიჩეჩა უხერხულად.
-რაზე უნდა ჩააბარო?- დაინტერესდა ლევანი. თამთამ ყურები დაცქვიტა და ვახშამიც დაიწყო. ირმამ ლანგარზე დაალაგა ბებიისთვის განკუთვნილი ულუფა და მასთან ავიდა ოთახში.
-მათემატიკა გამომდის კარგად. ბიზნესს ვფიქრობ. მაგრამ აქ.. უმნიშვნელოა რას დავამთავრებ.
-რატომ? – წარბები აზიდა კაცმა.
-აქ ვერაფერს მიაღწევ ცოდნით. მხოლოდ ფულითა და ძალაუფლებით. მით უმეტეს, მე ხომ გოგო ვარ..
-სიდა.
-ასეა, ნათლია!
-სხვაგან გინდა სადმე სწავლა? – როცა ეს ჰკითხა, თამთას ლუკმა გაეჩხირა პირში.-თამთას აქვს შენთვის კარგი შემოთავაზება..
-რა შემოთავაზება? – სიდამ გაკვირვებით შეხედა თამთას.
ფერი წაუვიდა სახეზე. ახლა გახდა მისი შემოთავაზება განსახილველი, როცა ვერაფერს გახდებოდა? როცა ვეღარ დაეხმარებოდა.. როცა არ ჰქონდა აზრი.. რატომ გააკეთა ეს.
-არაფერი, სიდა. ნათლიაშენი რაღაცას ბოდავს.
-რატომ არ ეუბნები?-თვალი თვალში გაუყარა ცოლს.-გეგმა ხომ გქონდა წინასწარ. რა მოხდა? აღარ ვუშვებთ სიდას ამერიკაში?
-ამერიკაში?-ნეგამ ჩუმი დაყვირებით ამოიღო ხმა.
-თამთა, რა ხდება? – ხელით შეეხო გოგონას სიდა.-მე რატომ არ ვიცი არაფერი?
-დაივიწყე, სიდა. რაღაც კარგის გაკეთება მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა. იმედი რომ არ მომეცა შენთვის, იმიტომ აღარ გითხარი.. თან შენი ნათლია წინააღმდეგი იყო რატომღაც.-ახლა თვითონ დაასო გამჭრიახი მზერა კაცს.-და მეც თავი შევიკავე. მაპატიე.
-და არსებობს რამე შანსი.. რომ აქედან წავიდე?-გაუბედავად შეხედა კაცს სიდამ.
-სად გინდა, რომ წახვიდე?!
-სადაც არ იქნება არც მაქსიმი და არც სხვა, ვინც მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მაძლევს. სწავლა მინდა, – აემღვრა თვალები.-თუნდაც აქ. თუნდაც სხვაგან. მაგრამ მშვიდად. უსაფრთხოდ.
-არ იტირო.-ზურგზე მიეფერა ნეგა.
-როგორ არ ვიტირო?! როგორ?-წამოუვიდა ცრემლები და თამთამ უნებურად მოუჭირა ჩანგალს ხელი.-არ მინდა მე გათხოვება. არც სახლში გამოკეტვა. მეგობრებთან ერთად გასვლა მინდა. სეირნობა მინდა პლაჟზე. როდემდე ვიყო გამოკეტილი?
-დრო მომეცი, სიდა. მოვაგვარებ. როდის დამირღვევია შენთვის მოცემული პირობა?
-ამის მოგვარება შეუძლებელია. ჩვენი ერთ ქვეყანაში ცხოვრება წარმოუდგენელია ამ ყველაფრის მერე. აღარ მშია, -თეფში მისწია გვერდზე.
-კარგი, დამშვიდდი, პატარავ.-ნეგამ მოჰხვია მხარი.-სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ნუ დაძაბეთ ბავშვი. ან ამერიკაში წასვლა საიდან მოიფიქრე, თამთა?
-მოვიფიქრე უბრალოდ.-პირი არ დაუკარებია არაფრისთვის. მარტო ლევანი ჭამდა საჭმელს.-დაჩი მიდის და ვიფიქრე, რომ გავაყოლებდი. მამაც სახელმწიფო სტიპენდიას დაუნიშნავდა და იცხოვრებდა ცხოვრების ბოლომდე უზრუნველყოფილად. მაგრამ არ გამოვიდა. აღარც ღირდა თქმად, – ლევანს შეანათა ნაწყენი თვალები.-როცა იცოდი, რომ აღარ გამოვიდოდა.
-ეგ ამბავი არც თავიდანვე ღირდა თქმად. – უთხრა მაშინვე და ჭამე შეწყვიტა.
-ხო. მაშინ არ ვიცოდი, რომ მამაჩემი სანდო კაცი არ ყოფილა.-დაასო მკაცრი მზერა და აგრძნობინა ყველაფერი.
-რა ხდება, თამთა?-ჩუმად თქვა სიდამ.-ჩემ გამო ჩხუბობთ?
-არა.-მკლავზე ჩასჭიდა ხელი.-ჩვენ ყველაფრის გამო შეგვიძლია ვიჩხუბოთ. შენ არ ინერვიულო.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ.-მრისხანედ ჩაურთო ნეგამ.-წამოდი, სიდა. მიგაცილებ.-წამოაყენა გოგონა და მოპაექრე წყვილი მარტო დატოვა სამზარეულოში.
ჭამა განაგრძო ლევანმა.
თამთამ ძალების მოკრებას შეეცადა. იცოდა, რამეს თუ იტყოდა, პასუხსაც დაუბრუნებდა შესაბამისს. უნდა შებრძოლებოდა ახლა ძლიერად.
-სიდას თვალში.. სიდას წინაშე ჩემი დადანაშაულება რას ნიშნავს, ლევან? –ყველა ძალა დასჭირდა, რომ ეს წინადადება ეთქვა მისთვის, იმდენად გაეჩხირა უსამართლობა ყელში.
-სიდაზე ამდენს დარდობ.. ამდენს ცდილობ.. და მაქსიმს ელაპარაკები ჩემს მალულად. ის კი არა, ეს რას ნიშნავს, თამთა? – გადმოიწია ოდნავ მისკენ.
-ანუ ამის გამო? სამაგიეროს მიხდი? ასე, არა?! -გაეცინა ნერვიულად.-რა გინდა, ბოლო ბოლო.. რა გინდა, რომ ბავშვს იმედები გაუჩინო და მერე მე დამბრალდეს მისი გაცრუება? რა დავაშავე ასეთი იმით, რომ მისი კარგად ყოფნა მინდოდა?
-არაფერი. იცოდეს, რამდენს ფიქრობს მასზე მისი რძალი.
-კარგი. გაიმარჯვე. სიდა გაანაწყენე, მეც მაგრძნობინე, როგორ ვცდებოდი მამაჩემის იმედი რომ მქონდა. კმაყოფილი ხარ ახლა?
-არა.-პირი მოიწმინდა ხელსახოცით.-ჯერ კიდევ მაქვს კითხვები.
-რა კითხვები?
-მაგალითად, რაზე ისაუბრეთ შენ და იმ ავადმყოფმა გუშინ? შუაღამისას..
-არაფერზე გვისაუბრია. ქორწილში იყო დაპატიჟებული, მაგრამ შენ გამო არ შემოვიდა.
-მაშინ საერთოდ რისთვის მოვიდა?-თვალები დაიწვრილა როგორც სჩვეოდა ხოლმე.-თუ ვისთვის..?
-ეგონა, რომ იქ იქნებოდა.
-და შენც, რა თქმა უნდა, შეგეცოდა შეყვარებული ბიჭი! ხომ არ ანუგეშე კიდეც? – ისეთი ირონიული იყო ლევანი, თამთას ყელი ეწვოდა. ძალიან უნდოდა მწარე რაღაცები ეთქვა მისთვის.
-რა გინდა? – ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ქმარს.-რა გინდა ჩემგან, ლევან?
-შენგან რა მინდა? – გაეღიმა. – რაც მინდა მაგაზე ხომ უარი მითხარი.
-ბავშვზე?!
-თუნდაც.
-და ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს ასეთი, შვილზე რომ ვიფიქროთ? გვიყვარს ერთმანეთი? – წარბები აზიდა მაღლა.-თუ აფხაზებისთვის არაფერია უსიყვარულოდ მილიონი ბავშვის გაჩენა. ან მე რა დანიშნულება მაქვს შენს თვალში? ბავშვის გამჩენ და აღმზრდელ მექანიზმს ვგავარ?
-იმ დღეს ზოგადად გითხარი შვილზე. გეხუმრე მაშინ, ისევე როგორც ახლა.-ჩაეცინა ლევანს.-ეს შენ მიიღე სერიოზულად და მხოლოდ იმიტომ შემეწინააღმდეგე, რომ გეგონა მე მინდოდა. ზოგადად, კი, მინდა შვილი.-თვალი თვალში გაუყარა ცოლს.-არაუშავს თუ ის შენგან არ მეყოლება.
ლოყაზე შიგნიდან იკბინა თამთამ. არ მოუშორებია მისთვის მზერა. არც მას. არც ერთს შეუხრია წარბი. პირდაპირ განჭვრიტეს ერთმანეთი, თითქოს სარკეში იყურებოდნენ.
-შენ ხომ ახალი ცოლის მოყვანას აპირებ. მას გააჩენინე. – ცოტა ხნის მერე თქვა თამთამ.
-სულაც არაა მაგისთვის ცოლის მოყვანა საჭირო.-ხელებით დაეყრდნო მაგიდას და სიგარეტი ჩაიდო პირში.-სხვა გზებიც არსებობს.
-კარგი. წარმატებებს გისურვებ.
ფეხზე წამოდგა და მაგიდის ალაგება დაიწყო. ნერვიულად ჩაალაგა ჭურჭელი ნიჟარაში. მაცივარში შეაწყო საჭმელი და მაგიდას რომ წმენდდა ეგრე, თვალი მოჰკრა როგორ ემესიჯებოდა ლევანი ვიღაცას.
იცოდა, შეცდომას დაუშვებდა ახლა.
იცოდა, არაფერი რომ არ იყო საეჭვიანო, მაგრამ მაინც გულზე მოხვდა მისი უხეში სიტყვები.
თეფშების დარეცხვა დაიწყო. ონკანიდან წამოსული წყლის ჭავლის ხმაური ახშობდა შიგადაშიგ თამთას სრუტუნს. თავს გაყიდიდა, თუ არ დამშვიდდებოდა. სანამ დაამთავრა დარეცხვა, მანამ შეძლო წეღანდელი საუბრის გადაგორება.
ლევანი ისევ მაგიდასთან იჯდა ტელეფონით ხელში. ხელები შეიმშრალა თამთამ. უსიტყვოდ აპირებდა გასვლას, ის რომ წამოდგა ფეხზე და წინ დაუდგა.
-რა გინდა? – ჰკითხა მობეზრებით.
-მეორედ არ დაგინახო ულიფოდ მაგიდასთან და ნეგას თვალწინ.
მაშივე დაიხედა მაისურზე თამთამ. ძუძუსთავები მოუჩანდა საკმაოდ მიმზიდველად. ლევანთან საუბარმა რომ გააგიჟა, მაგიტომაც ჰქონდა ასე. მანამდე არ ეტყობოდა, თან უყვარდა სახლში ეგრე სიარული.
ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ხელი მიიდო მკერდზე.
-თორემ? – მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ეთანხმებოდა ამაში ქმარს, მაინც… მაინც ჰკითხა.
თავი გადახარა გვერდზე ლევანმა. თითები წამოიღო მაშინვე და თამთამ უსიტყვოდ დატოვა სამზარეულო ელვის სისწრაფით.
ძალიან ეტყობოდა მკერდი მაისურზე, თითქოს გამჭვირვალე ყოფილიყო. ხანდახან მართალი იყო თავისი ქმარი.
.
სიდა მიაცილა სახლში. აიდას ხაჭაპურებზე შეყოვნდა ცოტა ხანი და შემდეგ დაბრუნდა თავისთან ნეგა. რატომღაც ძალიან მოუნდა შეეხედა იმ ერთადერთ ოთახში, მარტო ირმა რომ შეაღებდა ხოლმე. ფრთხილად დააკრაჭუნა კარი. არ უნდოდა გაეღვიძებინა მოხუცი, მხოლოდ ის სურდა ერთადერთხელ შეეხედა მისთვის.
ორი ნაბიჯი გადადგა და მესამეზე ადგილს მიეყინა ნეგა. მოხუცს თვალები გაეხილა და ნეგას მდგომარეობის ხილვისას ჩუმი ამოგმინვა დასცდა პირზე.
-რა გჭირს, ბებო? – ისეთი თბილი და მზრუნველი ხმა ჰქონდა, როგორც ბავშვობაში.
უნებურად მოაწვა თვალზე ცრემლი ნეგას. შეტრიალდა ზურგით.
-არაფერი. ოთახი შემეშალა.
წასვლა სცადა, მაგრამ..
-მოდი, აქ. დაჯექი. – ძველებური, მკაცრი ხმით უთხრა ქალმა.
-არა, გავალ. გვიანია და დაიძინე!
-ბავშვობაში არ გერიდებოდა ჩემთვის შენი ჭრილობების ნახვა, ნეგა.-ჩუმი ხმით დაიწყო ქალმა და წამოჯდომას შეეცადა.
მის მწვალებელ ხმას ვერ გაუძლო ნეგამ. შეტრიალდა და თვალებდახრილმა გაუსწორა ბალიში ქალს ზურგსუკან. ეს მათი პირველი ფიზიკური სიახლოვე იყო იმ ყველაფრის მერე.
-ბავშვობაში ბავშვი ვიყავი.
-ახლა კაცი ხარ, მესმის.-თქვა საოცარი გულწრფელობით.-ირმა მიყვება ხოლმე, როგორ უფრთხილდები ჩვენს რძალს. როგორ ეხმარები ლევანს. როგორ გინდა, რომ სიდა კარგად იყოს.
-რა მოხდა? რამ დაგატკბო, ქალბატონო ესმა?
-დრომ. და დარჩენილი დღეების ფასის სწავლამ.-შეხედა ბიჭს და დამჭკნარი თითები ერთმანეთზე გადააჯვარედინა.
როგორ შეეძლო სიამაყე და დანაშაულით აღსავსე მზერა ერთიანად მოექცია ამ ქალს, ნეგა ვერ უჯერებდა თვალებს. ვერც ყურს.
-ხანდახან რომ მესმის თქვენი ხმაური ქვემოდან.. ყველაფერი მახსენდება. ძალიან ადრე როგორც ვიყავით ეგ დღეები მიდგება თვალწინ. სიდა, შენ და ცოტა დიდი ლევანი რომ იცინოდით ხოლმე რაღაცებზე, მამაშენი მოვიდოდა და ყველაფერს დაგაშხამებდა. ახლა ვეღარ მოვა. ვეღარ დაგიშლის სიცილის. ვერც სიდასთან თამაშს.-ჩუმად დაამატა ქალმა.-ვერც დედაშენს ავნებს ვეღარაფერს..
-დედას იქაც არ მოასვენებს.-აღმოხდა ნეგას.-შენი შვილი.
-ჩემი შვილი.. რა დაგემართა სახეზე, ნეგა?
-ისეთი არაფერი. ვიჩხუბე.
-ვისთან? ვინ გეჩხუბა? შენმა ძმამ იცის?
-ეცოდინება, ბებია. ვერ ხედავ რას ვგავარ?-გაეცინა ნეგას.
-მერე?
-მერე იძია შური, შენ ალბათ ეს გაინტერესებს! გასცა თუ არა ლევანმა პასუხი – გასცა, ბევრად უფრო მეტად!
ნერვიულად აუტოკდა ცერა თითი ქალს.
-ვინ ჩაგაგდო ასეთ დღეში? იმათმა?
-იმათმა. და ახლა წყევლა არ დაიწყო იცოდე, არ მინდა მაგის მოსმენა!
-სადღა მაქვს მაგის ენერგია.. ნუ გეშინია, მალე წავალ აქედან. ბიძაშენი ჩამოდის და თავისთან გავყვები.
-ჩამოდის? – წარბები აზიდა ბიჭმა.-იყო მაშინ აქ?
-იყო, რა თქმა უნდა. ბიცოლაშენიც ჩამოჰყავს. ოჩამჩირეში იქნებიან, იქ გავყვები.
-აქ ცუდად გივლიან? – გაეღიმა ნეგას. ალბათ პირველი ადამიანური საუბრის გამო მათ შორის.
-აქ ვაწუხებ ყველას. ახალგაზრდები არიან შენი ძმა და მისი ცოლი. ჩემი თავი არ აქვთ. თავიანთ ცხოვრებას უნდა მიხედონ. თან ჩემ შვილთან მივდივარ, სხვასთან ხომ არა! როცა მოვმჯობინდები, მოვალ.
-მოდი, მოდი, თორემ შენი რძალი წყალს გაატანს ამ სახლს!-მაინც გაიხუმრა ნეგამ და ფეხზე წამოდგა.
თითქოს ქალსაც გაეღიმა ფართედ. მოვლილი კბილები გამოაჩინა და ფეხზე წამომდგარ ნეგას გააყოლა დანანებით თვალი.
-ირმა ხომ დარჩება.
-ვიხუმრე. თამთა იდეალური გოგოა. ზედმეტად იდეალურიც ჩვენი რძალი რომ იყოს.
-დედაშენიც ასეთი იყო.
-და რას დაამსგავსეთ შენ და შენმა შვილმა. ვიცი. მახსოვს. როდის ჩამოდის ბიძია?
-უკვე გზაშია. გუშინ ჩამოფრინდა.
-კარგად იყავი მაშინ… – კარიც გამოაღო და მოიხედა.-მალე დადექი ფეხზე.-დაამატა კვლავ ჩურჩულით.
-შენც.-თქვა ორაზროვნად და ჭერს გაუშტერა ცრემლიანი თვალები.
ნეგასაც ჩამოუგორდა უმნიშვნელოდ ლოყაზე მარილიანი სითხე და თავის ოთახს მიაშურა გულაჩქარებულმა. დედის შემცვლელი იყო ბებია მისთვის ადრე.
ეს ღამე სამუდამოდ დარჩებოდა მის გონებაში..
.
ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში გაგრძელა. ნეგას მოურჩა იასამნისფერი სისხლჩაქცევები მუცელსა და ორივე თვალზე. ბებიასაც მოაკითხა თავისმა შვილმა. ბიძასთან შეხვედრა სხვანაირად გამორჩეული იყო ბიჭებისთვის. ლევანს პანაშვიდის მერე არ ჰყავდა ნანახი, მაგრამ ნეგამ ბოლოს წლების წინ ნახა. მაგის მერე რუსეთში ცხოვრობდა იური, აღარც ჩამოსულა, სანამ ძმა არ გარდაეცვალა.
სხვანაირი კაცი იყო. ჩუმი და მშვიდი. ლევანი მას ჰგავდა. თამთას მიესალმა განსხვავებული სალამით კაცი. ბიცოლამ საჩუქრებით დააჯილდოვა რძალი. სიდისთვისაც ჰქონდა რაღაცები ნაყიდი. არაფრის დიდებით არ დათანხმდნენ ვახშმად დარჩენას. ბებიას მოჰკიდეს ხელი და მანქანაში ჩასვეს. თვითონ დაპატიჟეს ისინი მათთან ოჩამჩირეში.
პირობა აღუთქვა ლევანმა, რომ აუცილებლად ინახულებდა. ბებიას უმნიშვნელოდ აკოცა ლოყაზე დამშვიდობების წინ და თვალებით უთხრა ყველაფერი, რისი მოსმენაც უნდოდა ქალს – რომ ეშერა ისევ მისი სახლი იყო.
თამთამ შეიჭყიტა მანქანაში, სანამ დანარჩენები ეზოში ცვლიდნენ სიტყვებს ერთმანეთში. დამჭკნარ ხელზე თავისი ქათქათა თითები დაადო და გაუღიმა მოხუცს.
-მალე დაგვიბრუნდით, ქალბატონო ესმა!
-შენ გიტოვებ იმ ორს, თამთა. მთავარია ერთმანეთი არ დახოცონ!
-ეგ არასდროს მოხდება. არა?-გაუღიმა მოხუცს ფართედ.
-ჩემს ოთახში პატარა კოლოფი რომ არის, ხომ იცი?
-დიახ. ხის.
-იმ ყუთში ჩაგიდე რაღაც. შენი რძლად შემოყვანა შესაფერისად არ მომხდარა ამ ოჯახში. ხომ გახსოვს, რაც მოხდა. მაგის მერე ვეღარ მოვაბი თავი გადმოცემას და ახლაც ასე სამარცხვინოდ გაძლევ საჩუქარს. იქ, რაც დევს შენია. მანამდე ლევანის დედის იყო. მის ნაცვლად მიწევს მოცემა. მეორე ყუთიც დაგხვდება. ის უკვე ჩემი საჩუქარია.
-რა საჭიროა, ქალბატონო ესმა!
-საჭიროა და სავალდებულოც. ლევანს გაუხარდება დედამისის ბეჭედი შენს თითებზე.
-დიდი მადლობა! – მიიწია გადასაკოცნელად თამთა. თუმცა არ მიიშვა ქალმა და თავზე აკოცა თავად.
-მადლობა შენ, ასეთი კარგი ცოლი რომ ხარ.
ჭიშკარი ხმაურიანად ჩაირაზა იმ დღეს. ნეგას უცნაურად უელავდა თვალები. ყველა მიხვდა, ვერასდროს რომ ვერ მორიგდებოდნენ და არასდროს აღდგებოდა მასსა და შვილიშვილებს შორის არსებული ჩატეხილი ხიდი.
ხომ არსებობს ისეთი რაღაცები, რისი პატიებაც შეუძლებელია? და რისი პატიებაც არ შეიძლება?
დედის გამწარება არავის ეპატიება. განსაკუთრებით იმ ქალს, ვინც თვითონაც დედაა.
იმ საღამოს უცნაურმა მოწყენილობამ დაისადგურა სახლში. სამზარეულოში შეკრებილ საზოგადოებას ძველებური მხიარულება აღარ ეტყობოდა. ირმა იყო უჩვეულოდ დასევდიანებული. სიდაც აღარ ჭიკჭიკებდა ტრადიციულად. თამთას მუდამ მომღიმარი სახე, ქმრის დანახვისთანავე გადაექცეოდა ხოლმე მოქუფრულად. არ უყვარდა ლევანის თვალწინ ღიმილი, მის თვალწინ ზედმეტი სიტყვების დახარჯვა. ისედაც იცოდა კაცმა, ცოლი რომ უბრაზდებოდა. ამაზე მეტყველებდა საწოლში უძრავად მწოლიარე მისი სხეული, ლევანის ნებისმიერი გამოძრავებისას რომ შეტოკდებოდა შიშით. სპეციალურად მიწვებოდა ხოლმე ახლოს, თამთას რომ არ შესძლებოდა უმიზნო გადმოტრიალება.
აწვალებდა.
თავისებურად თამთაც ცდიდა მის მოთმინებას.
ის ერთი კვირა პირსახოცშემოხვეული დადიოდა ოთახში. ასე დაჯდებოდა მაკიაჟის მაგიდასთან და იშრობდა თმას, ისვამდა სახეზე დამატენიანებელს. მის თვალწინაც იცვლიდა ზოგჯერ. ყველგან დაჰყვებოდა ქმრის თვალები.
იმ საღამოს ქალბატონი ესმას ოთახში ავიდა საჩუქრის ასაღებად. ირმა დაუხვდა ძველ საკერავ მანქანასთან მჯდომი. რაღაცას აკეთებდა. გამოაღო ხის ძველი ტუმბო და ორი ყუთი გადმოიტანა იქიდან.
ერთში შეპირებული ბეჭედი იყო – ლამაზი, მწვანე ქვით, ლევანის დედის ნაქონი. მეორეში კი მოხუცის საჩუქარი – ოქროს საათი. ჩაეღიმა თამთას.
ირმას დაანახა. საჩუქრებს ათვალიერებდა ქალი, თამთამ რომ დალანდა მოულოდნელად თავისი გახეული კაბა.
-ეს საიდან, ირმა? – აღმოხდა გაკვირვებულს.
-შენი არაა? – გვერდზე გადადო ნივთები ქალმა.
-კი, მარა შენთან როგორ აღმოჩნდა?
-ლევანმა მომცა რამდენიმე დღის წინ შესაკეთებლად. არ იცოდი? – არც კი გახსენებია ამ კაბის არსებობა. იმ ღამით ხომ თავად მან გახადა ტანზე, არც უკითხავს სად წაიღო მაშინ.
-არა.. რაო, რა თქვა? რა სჭირსო? – ჰკითხა და თან ხელი დაუსვა ბრჭყვიალებს.
-აბა, თამთამ გამომატანაო? – წარბები აზიდა ქალმა.
-უი, ხო. ვიწროდ მქონდა და ფეხი უცნაურად გადავდგი, გაირღვა ცოტა.
-აბა, მანქანის კარს გამოედოო?!-უფრო მაღლა აზიდა ირმამ წარბები.-რას მაიმუნობ, თამთა?
-ოო, შემეშვი!-გაეცინა უხერხულად.-გაირღვა რა ჩვეულებრივად!
-ეგ კი გავაკეთე, მარა აქ ისეა განასკვული.. ეს შენ გააკეთე თუ ასეთი შეიძინე? – დაუსვა ხელი ქალმა იმ ადგილს, რომელიც ლევანმა გაკერა თავისი ჭკუით.-ეს როგორ გავხსნა? უნდა გავჭრა ქსოვილი მაშინ!
-„ბრაკი“ ვიყიდე ეტყობა!
-არა, მაინც ვერ გავიგე ამდენ ვერცხლისფერ ძაფში, ის შავი როგორ გამოერია!
-დაანებე თავი, ირმა! მეორედ ხომ არ ჩავიცვამ მაინც არსად. იყოს ესე.
-არა, რატომ? მშვენიერი კაბაა. რატომ ვერ ჩაიცვამ მეორედ ვითომ?
„ნეტა რატომ“ გაიფიქრა თამთამ.
-აი, ჩაიბარე. რაც შემეძლო ამოვაცალე ის შავები, მარა ცოტა მაინც დარჩა. ეტყობა ვიღაცამ ძალიან მოინდომა, რომ აღარ გარღვეულიყო..
-მეტისმეტად.. – ჩაიქირქილა. კაბითა და საჩუქრებით დახუნძლული შევიდა საკუთარ ოთახში.
წელზევით შიშველი ქმარი რომ დაუხვდა, მაშინვე მოარიდა თვალები. ქალბატონი ესმას საჩუქრები დაალაგა მაგიდასთან, მხოლოდ მაშინ მიუახლოვდა ლევანს. დაასო მახვილი თვალები მის ხელებს კაცმა. იცნო კაბა. იცნო ყუთში მოთავსებული ბეჭედიც შორიდანვე. შემოტრიალდა თამთა კაბის კარადაში დასაკიდებლად, მაგრამ პირველად შეეხო მისი თბილი ხელები წელზე იმ ყველაფრის შემდეგ.
წაიყვანა თავისკენ. კაბიანად.
-შეაკეთა?
-კი.
-რაო? როგორ მოეწონა ჩემი ნახელავი?-ჩაეღიმა და გამოართვა ცოლს ქსოვილი. იმ ადგილს დახედა.
-ისე მოგინდომებია, ძლივს ამოაძვრინა ძაფი. ცოტა დარჩა კიდეც მანდ.
-აბა, რა მექნა? გინდოდა, ისევ გარღვეულიყო? შუა რესტორანში?
-კი გქონდა ეგ მიზნად იმ დღეს.
-იმ დღეს ბევრი მიზანი მქონდა. – კაბა გადადო მაგიდაზე. ორივე ხელით შეეხო წელზე ცოლს და დატკბა მისი ყურებით.-მაგრამ ერთი განსაკუთრებით..
თამთამ ღრმად ამოისუნთქა.
-მაგრამ გააფუჭე ყველაფერი.-დაიჩურჩულა გოგონამ.
-ხო, გავაფუჭე. გაწყენინე, მახსოვს.-მისწია სახე. თამთამ მიატრიალა სხვა მხარეს და ასე აღმოჩნდა ქმრის ტუჩები მის ლოყაზე.-მომენატრე.
-გამატარე..
-შენც. ვიცი.
-არა.
-ტყუილად მიბრაზდები, ესეც ვიცით ორივემ.-არ მიაქცია ყურადღება მის გაბრძოლებას, მოიქცა მკლავებში მონატრებული და იმ საღამოს უჩვეულოდ ულამაზესი ცოლი.
-ნუ ცდილობ ჩემ შემორიგებას.
-უკვე შერიგებულები ვართ მგონი, რახან აქ დგახარ..-გაეღიმა და მაშინვე დაიჭირა თამთას წამომხტარი სხეული. მის ყელზე ჰქონდა ტუჩები და ისე იცინოდა გემრიელად. თვალები დახუჭა თამთამ, როცა იგრძნო მისი ღიმილი კანზე და მისი სურნელი ასეთი გასაგიჟებელი.
-მანიპულატორი ხარ, ლევან!
-შენთან არ მჭირდება ვიყო..
-ჩემთან არც გამოგივა!
-შენთან არც მიცდია ჯერ.-გაეღიმა კვლავ.-წარმოგიდგენია რა მოხდება, როცა დავაპირებ?
-რა მოხდება?-ამოსწია თავი და მილიმეტრებით დაშორებულ მეუღლეს სულ ოდნავ შეეხო ტუჩზე შემთხვევით.
-ვცადო?
ჩაეჭიდა მაისურის ბოლოებს. წაეთამაშა. არ უპასუხა მის გამოწვევას თამთამ. ისევ თავად განაგრძო.
-შენ ხარ მანიპულატორი, თამთა. შენ მცდი ეს დღეები. – ხელი აუსვა მკლავზე.-შენ დადიხარ შიშველი ოთახში.. ლამისაა სახლშიც.-გაეღიმა.-ამ მკერდს რომ მიფრიალებ გამჭვირვალე მაისურებში, გგონია უპასუხოდ დაგტოვებ?
გარედან აკოცა მკერდზე.
უნებურად მოჰკიდა ორივე ხელი მის მკლავებს ქალმა და შეტრიალდა. თმა გადაუწია ზურგზე ლევანმა.
-ან როდიდან იცვლი ტანზე ჩემ თვალწინ.. რომ მახვეწნინე ერთხელ, არ დამვიწყებია.
-გეყოფა!-აღმოხდა.-შენ გარშემო არ ბრუნავს დედამიწა! შენი ყურადღების მისაქცევად არაფერი გამიკეთებია! საერთოდ არაფერი.
-ვიცი. მე გაქცევ უბრალოდ დიდ ყურადღებას და ეგრე გამოდის.
-ნუთუ?-აწკიპა წარბები.
-ვიცი, რომ არ გინდა ჩემი გამოწვევა ბოლომდე.-ღიმილს ვერ იშორებდა იმ საღამოს სახიდან.-განსაკუთრებით, გვერდით რომ ვწევარ მაშინ. რისი გეშინია ასე ძალიან?
-რისი უნდა მეშინოდეს? – მხეცივით აალდა მისი ცეცხლისფერი თვალები.
-რა ვიცი. სურვილების?
-არანაირი სურვილი აღარ მაქვს შენთან..
-საერთოდ.. არანაირი? – ისე მოულოდნელად გადააძრო მაისური, თამთამ ვერც კი გაიაზრა.
ისევ მიტრიალდა დარცხვენილი, მაგრამ მაშინვე დააბრუნეს უკან. ამჯერად თავისუფლად აკოცა მის შიშველ მკერდს ლევანმა. ყველანაირი ზედმეტი ქსოვილის გარეშე.
-მე რომ უამრავი სურვილი მაქვს?-ამოხედა ქვევიდან ვნებაარეულს.-და უმეტესი ნაწილი რომ საერთოა, იცი?
-მაინც არ გაპატიებ.. – წაიჩურჩულა და მხარზე მოჰხვია ხელი გასაწევად.
-ვიცი. მე მაინც ვცდი.. – ისევ ეს წყეული ღიმილი და გაცეცხლებული ტუჩები მუცელზე. ნელა ჩასწია მისი ჯინსის შორტის ელვა და თავად ჯინსიც კუს ნაბიჯებით დაუშვა დაბლა, ფეხებზე.-ეს რომ გაცვია ხოლმე.. ცოტა ფრთხილად იყავი.
-რატომ? ამჯერად ტრაკს ვუფრიალებ ნეგას თვალწინ? – გაახსენა მისი სიტყვები და მკაცრად დაჰხედა ქმარს.
-ნეგას შიშველიც რომ მიუჯდე, არაფერი მოხდება, მაგრამ..
-მაგრამ საქმე შენშია, ვიცი.
-აი, უკვე გესმის ჩემი..-ჩაეღიმა და შიშველ ფეხზე აკოცა, როცა შორტი მოაცილა კოჭებიდან. ამოიწია და მოშიშვლებულ ქალს კმაყოფილი მზერით შეხედა.
-მე ნამდვილად მესმის..
-მე ვერ გავიგე შენი ვერასდროს, არა? – დაუბრუნდა წელს მისი ხელები. ლავიწებს მისი ტუჩები და ასე ჩურჩულ-ჩურჩულით მიეფერე ყველგან, რაც კი ენატრებოდა.
-ხო..
-რა არ მესმის მაგალითად? რომ ვერ გითხარი, როგორ მითხრა მამაშენმა შენს დაბრუნებაზე უარი? მაშინ როცა წარმოდგენაც არ მქონდა შენზე.. არც გიცნობდი..
-უნდა გეთქვა!
-გეტყოდი, თამთა.-ყურთან უჩურჩულა ეს სიტყვები.-გეტყოდი მშვიდად.. როცა გააანალიზებდი, რას გეუბნებოდი, მაშინ გეტყოდი. ხომ ხედავ, რაც გააკეთე, როცა გაიგე?
-შენ მხოლოდ მაქსიმის მანქანაში ჩემი რამდენიმე წუთიანი ყოფნა გადარდებს!
-ახლა უკვე აღარ გესმის ისევ.. -გააქნია თავი.
-არაუშავს.. ის ხომ გაგიგებს, ვისგანაც აპირებ შვილის გაჩენას..
აქ ხმამაღლა გაეცინა ლევანს.
-ეჭვიანობისგან გაგიჟებულხარ ეს დღეები და მე ახლა ვგებულობ!
-ეს ეჭვიანობა კი არა..
-ვიცი.-შუბლი მიადო შუბლზე.-ვიმსახურებ ნამდვილად, რომ მეურჩები.. მაგრამ მოდუნდი ახლა. ვხედავ, რომ გინდა შენც.
აი, ახლა კი ნამდვილად აკოცა ტუჩზე. ვერ გატყდა ბოლომდე თამთა. შეუძლებელი იყო ახლა თავის შეკავება, მაგრამ ის სიამაყე არ აძლევდა საშუალებას ნაბიჯი გადადგა, ეს დღეები რომ აგროვებდა ამ მომენტისთვის. შიშველი იყო, სურვილით აღსავსე, მაგრამ მაინც უტეხი და მეამბოხე.
წვერზე მიეფერა კაცს. თვითონაც აკოცა ტუჩებზე. ლოყაზეც. სულ ოდნავ ყბის ძვალზე, მაგრამ..
-არა.
გაეღიმა ლევანს. იცოდა, ასე რომ იზამდა, მაგრამ იმდენად იყო სურვილით შეპყრობილი, ვერაფრით დააჯერა თავს.
მაისური გადაიცვა ტანზე თამთამ. ნიშნის მოგებით შეხედა მეუღლეს. ის დაწყევლილი კაბა მის თვალწინ შეაგდო უჯრაში და წასასვლელად შემოტრიალდა.
-გგონია, გაგიშვებ ასე? – დაბოხებული ხმით ჰკითხა ლევანმა. არეული ჰქონდა თვალებიც.
-აბა, მაიძულებ?
-რა თქმა უნდა, არა.-გაეცინა კაცს.-მე ნებით მთანხმდებიან ძირითადად..
-ჩემ გარდა.
-ხო, შენ გარდა. შენთან დამტკიცება მიწევს შენივე სურვილების.
-უკვე დაიწყე მანიპულირება? ესაა შენი ცდები?
-თამთა.. არ დაიწვა შემთხვევით.-სიცილ-სიცილით მიუახლოვდა და უკვე მეორედ აღმოჩნდა მისი მაისური იატაკზე.
ამჯერად სამუდამოდ.
თამთას ტუჩებზეც რომ სუსტი ღიმილი შენიშნა, უკვე აღარ აპირებდა გაჩერებას. ახლა ქვეყანაც რომ დაქცეულიყო, ის მისი იქნებოდა.
-მოდი ჩემთან.-ავად დაისისინა და მოსწია ცოლი.-და ნუ მახვეწნინებ. შეეშვი ჩემთან თამაშს.
ხელები შემოჰხვია კაცს კეფაზე. ცხვირით გაეხახუნა მის წვერს და შუბლი მიადო მერე.
-მეც მომენატრე.. – უთხრა საოცრად მოსიყვარულე ხმით. კოცნა-კოცნით წაიყვანა საწოლისკენ კაცმა.-და შენც არანაკლებ მცდიდი ეს დღეები. ვის ემესიჯები ხოლმე? – ამოხედა და თან კომფორტულად ჩაიწია ლოგინში.
აქ უკვე ნამდვილად ვეღარ ჩააწვენდა ნეგას. გაეღიმა გაფიქრებაზე, მაგრამ უფრო ლევანის იმ მზერაზე, მისმა კითხვამ რომ გამოიწვია.
-იმას, ვისთანაც ბავშვი უნდა გავაკეთო.
-ლევან!
-ვის უნდა ვემესიჯებოდე, თამთა?-აკოცა ყელზე მაგრად.-ვის?! არავის, ვისზეც შენ უნდა კითხულობდე ასეთ დროს.
-და სად დადიხარ ხოლმე, როცა სახლში არ ხარ? – გადმოტრიალდა და ამჯერად თვითონ მოექცე ზევიდან.
-დაკითხვას მიწყობ? ახლა? – კინაღამ შეიშალა.
-დიახ! მიპასუხე!
-ჩამოვთვალო?
-ჩამოთვალე!
-დილით ადრე მეღვიძება…-წამოიწყო და გაეცინა. თამთამაც ვერ შეძლო დიდხანს მკაცრი სახის შენარჩუნება.-შენ გეფერები.. მერე ვიცვამ.. მერე ისევ შენ გეფერები. შენ ვერაფერს გრძნობ ვერასდროს.-თმაში შეუცურა ხელი და სულ, სულ ოდნავ მოქაჩა თავისკენ.-მერე..
-ხო, მერე..
-მერე სოხუმში მივდივარ ხშირად.-ის უკანასკნელი ნაჭერიც მოაცილა მის ფეხებს, რაც აწუხებდა მისი ოთახის შემოსვლის წამიდან.
-რისთვის?
-თამთა, თუ ღმერთი გწამს..
-რისთვის დადიხარ..
-რაღაცების მოსაგვარებლად.
-მაინც რის მოსაგვარებლად?!
-დღეს მაგალითად შენ გამო ვიყავი წასული..- მუცელზე აკოცა ამ დროს. ამოიხვნეშა თამთამ და ცოტათი გვიან მივიდა მის გონებამდე რა უთხრა ქმარმა.
-ჩემ გამო? რატომ?
-დილით გეტყვი. ახლა მოკეტე!
-აუ, მითხარი! – წამოსწია თავი, მაგრამ ტუჩები დაუხვედრა და გააჩუმა უბრალოდ.
-შემშლი! გეფიცები!
-რატო.. იყავი… წასული..
-დემნასთან ვიყავი სახლში… დაკმაყოფილდი?! – დახედა ზევიდან გადარეული სახით.
-რა გინდ… – სანამ დაასრულებდა კითხვას, მანამ აკოცა ისეთ ადგილას, კითხვა შეაშრა პირზე თამთას.
-მოდუნდი.. უფრო თავისუფლად. – უკარნახა და შეასრულა კიდეც მისი მითითებები.
ახლა ვეღარაფერზე ფიქრობდა უკვე. არც აინტერესებდა სად დაიარებოდა მისი ქმარი. ან რას ნიშნავდა „შენ გამო“ წასვლა.. სიამოვნების ზენიტში მყოფი მხოლოდ მის ხელებს, მის ტუჩებს, მის ტანს ხედავდა. თვალები ეხუჭებოდა ნელ-ნელა. ტუჩებს ვერ იმორჩილებდა საერთოდ. ვერც ხელებს, უნებურად რომ ეხებოდა ყველგან, სადაც უნდოდა.
თმაში შეუცურა ხელი კაცს. ვნებისგან აგიზგიზებული თვალები გააყოლა მის მოქმედებას ლევანმა და იმ ხელებზევე აკოცა, რომლითაც ასე თამამად შეეხო თამთა. მოსწონდა მისი სითამამე, მხოლოდ მასთან რომ იჩენდა თავს.
ახლა ბევრად უკეთესი იყო.
ახლა იცოდნენ, როგორ მოქცეოდნენ ერთმანეთს. შესწავლილი ჰყავდა ქმრის სხეული და იმას – თავისი ცოლის. მილიმეტრული სიზუსტით დაუკოცნა ცოლს ტანი. წვრილ წელზე ჩაავლო ხელები და ჭიპიდან ვიდრე ტუჩებამდე კოცნა არ შეუწყვიტავს. შეეყარა მათი სხეულები ერთმანეთს. უფრო ლამაზად, ვიდრე წინაზე. უფრო სასიამოვნოდ, უფრო სიყვარულითა და გრძნობებით აღსავსედ.
დამშეული მონატრება დაიკმაყოფილა ორივემ. ცოლის თმაში ჩარგო თავი ლევანმა და ფრთხილად მიიხუტა მისი გავარვარებული სხეული.
-ასე იქცევი… და მერე ჩემგან ითხოვ შენს არ შეყვარებას.-დაიჩურჩულა თამთამ და მიაწვა გულ-მკერდზე კაცს. იმან თავისებურად დაუსვა ხელი მკლავებზე, მთლიანად გამოიმწყვდია აცახცახებული, გრძნობებით შეპყრობილი ცოლი.
-ასე როგორ? – აკოცა ლოყაზე და ზედვე გაეღიმა.
-შენ…შენ არ გეშინია, რომ შეგიყვარდე? – თითქოს ნამთვრალევი იყო თამთა, ძალიან უნდოდა გულახდილად ელაპარაკა ახლა თავიანთ ურთიერთობაზე.
-რატომ უნდა მეშინოდეს? ასეთი საშიშია შენი სიყვარული?
-მე მეშინია მაგალითად.-სახეზე აუსვა ხელი.
თვალები დახარა ლევანმა. ამოაწევინა სახე, კარგად შეხედა ამ სიტყვებისას.
-მეც. მარა შენი არა.-უთხრა ხმადაბლა.
-რა გინდოდა დღეს დემნასთან? – ჰკითხა ცოტა ხნის მერე.
სიცილი წასკდა ლევანს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
-რა ეჭვიანი ცოლი მყავს!
-არ ვარ ეჭვიანი! მაინტერესებს!
-რატომ ვიყავი დემნასთან თუ მართლა ვიყავი თუ არა დემნასთან?!
-ვიცი, რომ არ მომატყუებ.-ისე თქვა, თითქოს არ უნდოდა გაეგო ლევანს.
-ნუთუ?!-აზიდა წარბები კაცმა.
-აწი აღარ მომატყუებ.
-არც მანამდე მითქვამს ტყუილი, ერთი კვირით რომ დავისაჯე!
-დაიმსახურე ნამდვილად.
-ამად ღირდა.-ჩაეცინა და გაწითლებულ ცოლს წაეთამაშა ცხვირზე.
-არ მიპასუხებ?
-რაღაც მინდოდა მეჩუქებინა შენთვის. – ფრთხილად თქვა, ამოწმებდა თამთას რეაქციას.
-რა? ეს რა შუაშია?
-ქეთო დამეხმარა და მათთან იყო პარკიც. ეგ წამოვიღე.
-რას მჩუქნი? – გაეღიმა თამთას.-თითქმის ყველაფერი მაქვს, გაგიჭირდება კმაყოფილი რომ დავრჩე.
-მოგეწონება.. ნახე.
-სადაა? – აათამაშა წარბები.
გადმოიწია საწოლიდან ლევანი. თავის მხარეს ტუმბოზე მიდებული დიდი მუყაოს ყუთი მოაჩოჩა და საბანს დაადო ზევიდან. შეათამაშა ხელები თამთამ. ლევანი ღიმილს ვერ იკავებდა. იცოდა, მოეწონებოდა.
-გახსენი.
-ამით გინდოდა შემორიგება ჩემი? – სანამ გახსნიდა, მანამ ჰკითხა.
-ეგეთი კაცი ვარ?-გაუცინა ცოლს და პარკი მოაცილა ყუთს.
ყუთზე მიწერილი ბრენდირება რომ დაინახა თამთამ, პირი პირველად მაშინ დააღო. რეტიანივით ამოხედა ქმარს და მაშინვე მოხსნა თავსახური.
„ანუკის“ ის შინდსიფერი კაბა იდო შიგნით, თავის კოლექციას რომ აკლდა. თვალებს ვერ დაუჯერა. ვერც იმის გააზრება მოასწრო, როგორ მოიფიქრა ეს ყველაფერი ლევანმა. უსიტყვოდ ამოიტანა კაბა, ხელით წაეთამაშა მატერიას. სახეზე ეტყობოდა ყველაფერი.
-ამას უკვე ვიცი, სადაც აქვს გასახსნელი.. ასე რომ..
-ამასაც იგივე ბედი ელის?-გაეღიმა თამთას. ჩაეხუტა თბილად და მის ყელში თავჩარგულმა უთხრა უამრავი მადლობა.-ესეც შავი ძაფით არ შეკერო მერე!
-აწი თუ გავაფუჭებ, პირდაპირ მე შევკერავ ახალს.- საკუთარ ხუმრობაზე თვითონაც გაეცინა.
-როგორ მოიფიქრე?
-რამდენი კაბა გქონია? ფეტიში გაქვს?
-ცოტათი. დაჩიც მყიდულობდა ხშირად და მიგროვდებოდა ასე. ეს სად ჩავიცვა?-აათამაშა წარბები.-ან შენ რა იცი, რომ ბევრი კაბა მაქვს.. დაათვალიერე ჩემი კარადა?!
-დიახ. ყველაფერი დავათვალიერე.
-ყველაფერი?
-ამდენი ლამაზი ლიფი გქონია.. რატომ დადიხარ ესე მოღეღილი?
-მცხელა და იმიტომ!
-გცხელა?-აუსვა ხელი მკერდზე.-ახლაც?
-ახლა ყველაზე მეტად.
-როგორი გარყვნილი გოგო ხარ.-გაეცინა.-ჩემი ძმის თვალწინ არა, თამთა.. ესე არა..
-ვიცი.. მომიტევე როგორმე ის ერთადერთი შემთხვევა. და რას ათვალიერებდი ერთი ჩემს ნივთებს.. შენ ხარ გარყვნილი კაცი!
-სწორია!
-რაღაცაზე შევთანხმდით როგორც იქნა!
-ესეც სწორია!
-მადლობა საჩუქრისთვის.-დაიჩურჩულა და თვალებმიხუჭულმა აკოცა მკერდზე.
-დაგტოვა კმაყოფილი? – ხელი შემოჰხვია მუცელზე და თავი გაიმზადა ტკბილი ძილისთვის.
-თან ძალიან კმაყოფილი..
დილით პირველი ლევანს გაეღვიძა. ტელეფონზე მოუვიდა რამდენიმე მესიჯი და გადაბმულმა წრიპინმა გამოაფხიზლა. ფრთხილად შეუშვა ცალი ხელი ცოლს, მეორეთი კი მობილური აიღო ტუმბოდან.
დემნასგან იყო ყველა შეტყობინება. უცებ გადაიკითხა რაღაცები, მაგრამ ყველაზე ბოლომ მიიქცია მისი ყურადღება.
„თემური გამოვიდა.“
თვალებზე აიფარა მკლავი. მერე ცოლის მშვიდ სახეს გადახედა. ალბათ ბოლოჯერ იყო მისი სახე ასეთი დამშვიდებული.
ამოიხვნეშა ლევამ. გაითავისუფლა ცოლის თბილი სხეულისგან თავი და სწრაფად ჩაიცვა ტანზე. ახლა არ იქნებოდა ნამდვილად არაფერი ისე, როგორც უნდოდა..
გიჟივით გავიდა გარეთ და მონატრებული ცოლი საწოლში დატოვა მიძინებული.


თავი მეცამეტე
ზღვის სანაპიროსთან იდგა ორი მაღალი სხეული. განიერი, გაშლილი მხრებით წააგავდნენ ერთმანეთს. სიმაღლეც თითქმის იდენტური ჰქონდათ. ხასიათის შტრიხებიც და მკაცრი, გაუცინარი სახეც საერთო იყო მათთვის. ცხოვრების წესი ხომ ისედაც საზიარო იყო მათთვის.
მათი ურთიერთობა ძმაკაცობის მიუხედავად მაინც გარკვეულ დისტანციებში იყო მოქცეული. ერთმანეთის მიმართ მეგობრობის გარდა უდიდეს პატივისცემას განიცდიდნენ და ეს იყო ზუსტად იმის მიზეზი, ახლა რომ გვერდიგვერდ ედგნენ ერთმანეთს.
დემნას უყვარდა ლევას მოსმენა. მისი ხასიათის გათვალისწინება, მისი აფხაზობის პირველ ადგილზე დაყენება. მათ შორის არანაირი პოლიტიკური პრობლემა არ არსებობდა, აფხაზს დიდად არც უყვარდა ამაზე საუბარი და დემნაც არ ჩააცივდებოდა ხოლმე.
მშვიდ, ლურჯ ზღვას გადაჰყურებდა ორივე. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო ლევანს. იმ კორპუსს გადახედავდა ზოგჯერ, სადაც ახლა ორსული ქეთო იჯდა და, ეს უკანასკნელიც, ინტერესით კვდებოდა, რატომ გამოვიდნენ ბიჭები გარეთ.
დათოსა და ირაკლის სახლში იყვნენ, მათ დედასთან. ეშმაკურად იხედებოდა ქეთო ფანჯრიდან, ლევანს ეღიმებოდა ამის შემჩნევაზე, მაგრამ ისე იქცეოდა თითქოს ვერ ამჩნევდა და აკმაყოფილებდა მეტიჩარა ორსულის ოინებს.
-სიდას აქედან წასვლის გარდა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. – თქვა ცოტა ხნის მერე დემნამ.-მაგრამ ვერ ვხვდები, სად უნდა წავიდეს, რომ ვერ იპოვონ.
ჩუმად, შეფარვით შეხედა ლევანს თვალებში. მაშინვე თავი გააქნია კაცმა.
-არა!
-სხვა გზა არ არის, ლევა.
-არა! – განმეორდა უფრო მკაცრად.-იმ კაცს ბავშვს არ ჩავაბარებ.
-გულის სიღრმეში იცი, რომ გაგიკეთებს ამ საქმეს. ამიტომ კარგად დაფიქრდი, ლევან!
-თანამდებობიდან წამოვიდა. აწი ვეღარაფერს გახდება მაინც.
-ჯერ კიდევ არის თავის სკამზე. სანამ დაკარგა ყველა ძალაუფლება, მანამ გადაეცი სიდა და დაუსვი წერტილი ამ ყველაფერს.
-სიდას წასვლით არაფერი შეიცვლება..
-და მისი დარჩენით ის ან მათი რძალი გახდება, ან დედამისს მიუგდებენ მის გაუბედურებულ სხეულს. ბავშვის სიკვდილი გინდა? შენი სიამაყის გამო?!
-სიამაყე არაფერ შუაშია! – ზღვას გადახედა ისევ. უსასრულობაში წავიდა თითქოს.-ჯერ კიდევ არაფერი გამიკეთებია მისთვის.. ასე როგორ გავუშვა..
-გაუშვი თავის გზაზე. სიდას ადგილი აქ არ არის, ხომ ხვდები შენც.
-აქ ვისი ადგილია? ვისი?-სახე მიატრიალა მისკენ.-არც ჩვენი ცოლების, მაგრამ აქ არიან.
-ეს უკვე გავიარე!-გაეღიმა.-და გავდივარ ყოველ დღე ისედაც. შვილი მეყოლება, – წაიჩურჩულა და მხოლოდ ლევანმა გაიგო მისი სიტყვები.-რომ გაიზრდება და მკითხავს, რატომ ვარ აქ.. ან როდის უნდა მოვუყვე ის, რაც დამემართა საერთოდ.. მეც რომ მომიწიოს მისი გაშვება მსოფლიოს მეორე მხარეს, გავუშვებ, თუ მეცოდინება, რომ ამით ბედნიერი იქნება.
-ერთი ავადმყოფი თემურის გამო მეორე არაკაც თემურს უნდა გადავაბარო ბავშვი! მისი ბედი უნდა გადავწყვიტო.-დაამატა და ახლა გასაგები გახდა რა ედარდებოდა ასე ძალიან.-მე უნდა გადავწყვიტო ის სად იქნება, ვისთან იქნება. რომ ვუთხრა, აქ დარჩი-მეთქი, აქ დარჩება! რომ ვუთხრა, წადი-მეთქი, წავა! ყველაფერს ისე იზამს, როგორც ვეტყვი. ეს არ მინდა ყველაზე მეტად..
-უკვე დიდია. უთხარი და გადაწყვიტოს თვითონ!
-აი, ეგ უკვე მე არ შემიძლია…
-თამთას ძმამ ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება? კარგი ბიჭია, როგორც გავიგე.
-ბავშვია რა. ოცი წლისაა. სარისკოა მაინც.
-ისე როგორი ტიპია?
-კაცურია.-გაეღიმა ლევანს. გაახსენდა მათი ბოლო საუბარი.-მირეკავს ხოლმე. იკითხავს თავის დას. ბავშვია, მარა კაცივით ასერიოზულებს ზოგჯერ. ბევრი ესმის.
-ანუ გაიაზრებს, ვის და როგორ უნდა მიხედოს. კარგია, მამას რომ არ ჰგავს.
-ჰო!
-მოაკითხავს სავარაუდოდ. – ამოიოხრა დემნამ ცოტა ხნის მერე.
-ვიცი.
-რას აპირებ? თამთა მოვიყვანოთ აქეთ, გოგონებთან იქნება.
-იყოს სახლში. ნახოს ყველაფერი..
-ისედაც საკმარისი ნახა! წამოგყვები და წამოვიყვან.
-არა, დარჩეს.-დაამატა.-ისედაც გაიგებს და მერე კიდევ ორასი წელი გაბრაზდება!
-გიტრაკებს ცოლი, ლევა?-ჩაეღიმა დემნას. უნებურად გადაჰკრა ღიმილმა მეორესაც.
-თან როგორ.
-დარწმუნებული ვარ, შენც არ აკლებ.
-ეგ თავისთავად. ავიდეთ, თორემ მოსწყდა შენს ცოლს კისერი!
-არ ისვენებ, არა, ქეთო?! – ასძახა ქვევიდან ფარდაში ჩამალულ ქალს და გაეცინა მის დაბღვერილ სახეზე.
-რა გაქვთ ამდენი სალაპარაკო ერთი? – თითი დაუქნია ბიჭებს და გაბუტული დააშტერდა ზევიდან.
-ეჭვიანობ შენ? – თვალი ჩაუკრა ლევანმა გაგიჟებულ გოგოს.
-ნამდვილად მაქვს მიზეზი! ნუ წამართვი ქმარი, ლევან!
ხელები ასწია ლევანმა დანებების ნიშნად და ღიმილით აიარა კიბეები.
.
მანქანა შემოიყვანა ეზოში. ჯერ კიდევ დილა იყო. სახლში თითქმის ყველას ეძინა. მარტო ირმა ფუსფუსებდა ეზოში, ქათმებს აპურებდა. სიმინდით ავსებული ჯამი მიჰქონდა სახლთან ახლოს მდებარე წისქვილისკენ. ვაი-ვაგლახით მიათრევდა.
-შენ რატომ მიათრევ ამას, ირმა? – წამოეწია ლევანი და გამოართვა.
-ნეგა მეხმარება სულ, მაგრამ სძინავს ახლა.
-წაიღებს, როცა გაიღვიძებს.-ჩაერია დემნაც. ლევანთან ერთად იყო მოსული.-რას მიკეთებს სხვას მაინც!
-ო, დაანებეთ თქვენ ნეგას თავი.-თითი დაუქნია ირმამ კაცს.-ყველაფერში ეგ მეხმარება ხოლმე.
-და ეს ვაჟბატონი არა, ხო? – თავით ანიშნა ლევანისკენ.-ცუდად გივლიან, ირმა? დავადუღო ესენი?
-ოხ, დემნა!-გულიანად გაეცინა ქალს.
დემნაც მიეხმარე ლევანს. სიმინდი მოათავსეს წისქვილში.
-იცოდე, დამიძახე რომ მორჩება და მარტო არ წამოიღო!-კატეგორიულად გააფრთხილა ქალი ლევანმა და ხელები დაიფერთხა ერთმანეთზე.
-კარგი, ლევან. ქეთო რას შვრება, დემნა? ხარ მზად მამობისთვის? – წარბები აათამაშა ქალმა. თან თითი მიადო ჩამრთველს, ის-ის იყო უნდა დაეწყო წისქვილს ტრიალი.
-მზად ვიქნები, სანამ დაიბადება.-ჩაეცინა.-ხომ დაეხმარები მერე ქეთოს?
-დავეხმარები, აბა რას ვიზამ. თუ გამომიშვებს ეს ვაჟბატონი.-ლევანს გადახედა ეშმაკურად.
-თუ მანამდე ამან არ დამასწრო, გამოგიშვებს, კი.. – დემნაც წაეთამაშა ლევანის მკაცრ სახეს.
-გეყოფათ! – სუსტად გაეღიმა მაინც.
დინასთან ერთად შემოვიდა ეზოში ნეგა. წელზევით შიშველი იჯდა ცხენზე. პირში სიგარეტი გაეჩხირა და ცალი ხელით აღვირს ეჭიდებოდა.
-ვაა, ბიჭები! – დაიძახა ცხენიდან და ღიმილით ჩამოქვეითდა.
-სად დაიარები, ბატონო ნეგა? – დემნამ ჩამოართვა მაგრად ხელი და ორივე ხელში მოიქცია მისი სახე.-არ გეტყობა არაფერი!
-ისევ ისეთი სიმპათიური ვარ?
-კარგად დამუშავებული ხარ! კარგია!
-ვიცოდი, გაგიხარდებოდა! – გაეცინა ხმამაღლა და თავისი ხელი დაატყაპუნა მის ხელებზე.-ერთი არ მინახულე!
-ვიცი და ახლა ამიტომ ამოვყევი ლევანს. თან თურმე არაფერი გჭირს მოსანახულებელი..
-ისეთი რძალი მყავს.. მაგან მომარჩინა. მარა ვიღაცის გულს დაჭრის მალე.. მაგას რა მოარჩენს, აღარ ვიცი. – გადახედა ლევანს ირიბად. მის მზერაზე კი მაშინვე მოკუმა პირი და აღარც გაუღიმია.
დემნამ წარბაწევით გაუღიმა ბიჭს. უყვარდა მისი ხუმრობები, ყველა სიტუაციას რომ არგებდა. ცოტა ხანი ცალკეც გაიყვანა, ესაუბრა ბევრ რამეზე, რაზეც უნდოდა მასთან საუბარი. ნეგა ბევრჯერ უხსნია ხიფათისგან ბავშვობაში, ამიტომ მისთვის ლევანისგან დამოუკიდებლადაც ძალიან ძვირფასი იყო. აიდას მოკითხვაც არ დავიწყებია კაცს. მასთანაც გადავიდა და ასე წავიდა თავის ცოლთან ისევ.
-ლევა. -დაიძახა ნეგამ და ცხენთან მოსაფერებლად მისულ კაცს გვერდით დაუდგა.
-რა იყო?
-რანაირად მეკითხები!
-რა გინდა, ბიჭო?-შეჭმუხნა წარბები და ჩამოვარცხნა ფაფარი ულაყს.
-რაღაც უნდა გთხოვო.
-მთხოვე.
-ფული მინდა.-წამოროშა უცბად, თითქოს ერიდებოდა.
-ფული?-ხელი შეუშვა ცხენს.-ხომ გაძლევ სულ ისედაც.
-ის არ მეყოფა. სერიოზული ფული მჭირდება.
-სერიოზული ფული რამდენია?-თავი გადახარა გვერდზე კაცმა. შენიშნა ძმის სახეზე სირცხვილი და მორიდება.
-სამსახურის დაწყება მინდა. მაგისთვის მინდა.
-სამსახურის?-ჩაეცინა.-შენ?!
-ხო, რა იყო? გგონია, არ შემიძლია? იმის გაკეთება მინდა, რაც ყველაზე ძალიან გამომდის.-დაიდუდღუნა გულმოსულმა. ეწყინა, ასე არასერიოზულად რომ მოეკიდა უფროსი ძმა მის თხოვნას.
-და რისი გაკეთება გამოგდის ყველაზე კარგად? – გადაიწია მისკენ კაცი. მიუახლოვდა და წინ დაუდგა ძალიან ახლოს. გრძნობდა მის აღელვებულ სუნთქვას.
ნეგამ თავის მანქანას გახედა ეზოში დასვენებულს. მის თვალებს გააყოლა თავისი ლევამ. წარბები აზიდა მაღლა, თავიც დააქნია რამდენჯერმე.
-ისევ უნდა დაშალო?-დაიჩურჩულა.
-ჩემი არა. სხვების. ხომ იცი, რომ შემიძლია!-შეხედა პირდაპირ ძმას. უნდოდა მასში იმედი დაენახა, დარწმუნება, რომ ლევანს სჯეროდა მისი.-სოხუმში მინდა გავხსნა ჩემით. ჩემი რომ იყოს ისე. ამიტომ მჭირდება ფული. დაგიბრუნებ..
-დამიბრუნებ?-გაეცინა კაცს.-პირველი ხელფასით?
-დამცინი?! – კბილებში გამოსცა ნეგამ და უტეხად შეხედა ძმას.
-თუ ფულის დაბრუნებას აპირებ მართლა, დაგცინებ, კი.-ხელი წამოიღო მისი სახისკენ მოულოდნელად. ძველებურად ჩამოჰკიდა მხარზე ხელი.-მე თუ დამჭირდა მერე ფული, შენც ასე უნდა მასესხო ხოლმე? დაბრუნების პერსპექტივით?
-ეგ არ მითქვამს!-პატარა ბავშვით დაიწუწუნა. ფეხის დაბაკუნება აკლდა მხოლოდ.-ყოველთვის შენ მაძლევ და ერთხელ მაინც…
-ნუ სულელობ, ნეგა. მოგცემ საღამოს. სასწრაფოა?
-არა. არ არის სასწრაფო. მადლობა, ლევა.-თქვა დამშვიდებულმა და ცოტა ხანი უყურა სახეში. კინაღამ ჩაეხუტა კიდეც. მაგრამ ვერ შეჰბედა მაინც.. ვერ გადალახა. უარყოფის შეეშინდა ყველაზე მეტად.
-ლევა.-წასულს ჩაეჭიდა მკლავზე მოულოდნელად. თავი გააქნია კაცმა, რა გინდაო, ჰკითხა მზერით.-მადლობა, რა! მართლა!
-გავიგე, ნეგა!
-ხო, ვიცი! – ნერვიულად დახარა თვალები.-უბრალოდ.. არასდროს ყოყმანობ, როცა რაღაც მჭირდება.-კარგად ამოისუნთქა ნეგამ. უჭირდა საუბარი.-იმედი ხარ ჩემთვის. მეც მინდა, რომ ასე ვიყო შენთვის.
-ხარ.-ჩუმად თქვა. განჭვრიტა მისი სხეული, სხეულს მიღმა გაიხედა, იმდენად დეტალურად შეხედა ბიჭს.-მხოლოდ მაშინ, როცა რაღაცის დამტკიცება არ გინდა ჩემთვის..
-მაგას კაი ხანია შევეშვი, ხომ იცი შენც! გავიზარდე უკვე! ის ბავშვი აღარ ვარ..
-ის ბავშვი ხარ ისევ!
-შეიძლება, მაგრამ მივხვდი მე ჩემსას.. როცა გიყურებ, როგორი ხარ ჩემთან, სხვებთან, თამთასთან.. – სხვაგან გაიხედა ნეგამ.-ისედაც ყოველთვის ის მინდოდა, შენნაირი ვყოფილიყავი..
აქ უკვე ხელი მოკიდა თავის ძმას სახეზე. კეფაზე შემოჰხვია ცივი ხელები და მოაწევინა თავი.
-ნუ ამბობ ამას!
-ასე იყო, ლევა!
-რას ხედავ ჩემში ასეთს? რატომ გინდოდა სულ ეს?
-შენში რას ვხედავ?-ჩაეცინა ბიჭს.-ღირსებას. იმას, რაც მე არ მქონდა არასდროს შენს თვალში.
-საკმარისია. შედი სახლში.
-რატომ გიჭირს იმის მოსმენა, რაც სიმართლეა? არასდროს გიყვარდა ჩემს ცუდ საქციელებზე საუბარი! ამიტომ ხარ ჩემთვის ასეთი მისაბაძი! მე კი მაინც საშინელებებს ვიძახდი შენზე, როცა კარგის გარდა არაფერი გიკეთებია..
-რატომ უნდა მიყვარდეს იმის მოსმენა, რომ ს.ირი იყავი?-ამოიღო საბოლოოდ ხმა და ცივად გამოსცა კბილებში.
ნეგას გააცია ტანზე. პირველად უთხრა ასე პირდაპირ. გამყინავი იყო უფრო ძმის მზერა.
-ან შენ როდემდე შემომხედავ ასეთი დანაშაულით აღსავსე მზერით? ისედაც უნდა ხვდებოდა, რომ მორჩა ეგ ყველაფერი! ახლა ფასი არაფერს აქვს.
-ჰო, მართალი ხარ.. მოკლედ, წავედი!
თავი დაუქნია და გააყოლა თვალები, როგორ შევიდა სახლში ნეგა, რომელიც უმნიშვნელოდ იყურება უკან. ძმის თვალებმა მიაცილეს მანამდე.
მიხვდა ნეგა, რასაც ნიშნავდა მისი სიტყვები.
მიხვდა, როგორ აპატია.
ღრმად ამოისუნთქა ლევანმა. ალმაცერად გადახედა თავის ცხენს. იშვიათად ლამაზს, შავსა და პრიალას. აღვირი შეამოწმა კარგად. დიდი ხანია არ უჯირითია მასზე. რაც ნეგამ ისევ მოიყვანა სახლში, პირველად შეჯდა ასე თამამად. ფაფარზე წაეთამაშა დინას, მერე მოქაჩა თოკი და ნელი სვლით გამოისეირნა ეზოში.
თამთა გამოსულიყო არეული თმითა და ნამძინარევი თვალებით ეზოში. ნეგას ელაპარაკებოდა რაღაცას. უფრო სწორედ, ცდილობდა, რომ რამე ეთქვა, სიტყვას ვერ აბამდა ერთმანეთში ძილის უკმარისობის გამო.
ცხენით მიუახლოვდა ლევანი. არც კი უგრძვნია თამთას, ისე ასწია მისი სხეული ზევიდან ქმარმა. წინ დაისვა უნაგირზე. შეისრუტა მისი ნაცნობი ქოქოსის სურნელი და მათი პირველი სიახლოვე გაახსენდა. მაშინვე აეკრა ქმრის გულ-მკერდს თამთა. ნაზად აკოცა კისერში მონატრებულ ქმარს და მერე გაახსენდა, როგორ დატოვა ამ დილით მარტო..
-სად წახვედი ამ დილით.. – ამოიჩურჩულა და ფეხები გაასწორა ერთ მხარეს.
-დემნასთან ვიყავი.
-გეფიცები, არ ვიცი უკვე მასზე ვიეჭვიანო თუ არა!
-ქეთოს ეჭვიანობა ისედაც საკმარისია!
-რა საქმე გაქვთ ამდენი თქვენ ორს?
-თამთა.-ყელში შეუძვრა და ძლიერად მოსწია თავისკენ.
-არ მეტყვი, არა? რა თქმა უნდა, არ მეტყვი..
-ცურვისას როგორ დაზიანდი? – გაახსენდა მოულოდნელად და თითი მიადო წელზე იმ ადგილას, სადაც შრამი ჰქონდა თამთას.
სხეულის ენით მიხვდა კაცი, როგორ მოქმედებდა მასზე და თამთასაც წეღანდელი კითხვა შარშანდელი თოვლივით გადაავიწყდა.
-გადმოხტომისას.. დიდ ქვაზე.
-მდინარეში?!
-დიახ. და არ მიყვარს მდინარეში ბანაობა.
-ახლა სწორედ მანდ მიმყავხარ. – ჩაეცინა და უფრო დააჩქარა ცხენი.
-ამხელა ზღვაა თვალწინ, რა მდინარე, ლევან! არ ჩავალ მე.
-მე ჩავალ და მიყურე.
-თუ გაიხდი.. – ჩაიხითხითა თამთამ. მაშინვე მოუჭირა ბარძაყზე ხელი ლევანმა.
-მეგონა მაგაზე თხოვნა არ მჭირდებოდა.. როგორც შენ.
პირველი თვითონ ჩამოქვეითდა. მერე ჩამოსვა თამთაც. ცხენი მიაყენა დიდი ხის ჩრდილში. ლამაზად იყო შეწეული და ჩაფლული მდინარე ხეებში. აკაციის ტკბილ-მწარე სუნი ტრიალებდა გარშემო. ტირიფის ხის გადმოშლილი ტოტებიც ჩრდილს იწვევდა და უფრო მყუდრო გარემოს ქმნიდა.
უკაცრიელი იყო. მარტო თვითონ იყვნენ. მდინარის ჩუმი, წყნარი დინება ისმოდა სასიამოვნოდ.
-რატომ მგონია, რომ რაღაც უნდა მითხრა.-ხელი შეაშველა მაისურის გახდაში ქმარს. თავზე გადაუსვა ხელი და მომთხოვნი მზერით დაასაჩუქრა.
-ეგრეა და იმიტომ. მოდი, – ხელებით ანიშნა, რომ თვითონაც უნდა გაეხადა.
-არ ჩავალ მე.. რა უნდა მითხრა?!
-აბა მარტო გაიხდი?
-გეყოფა! მითხარი, რა გაქვს სათქმელი.
არც კი დაუგდია ყური მისთვის, თავისუფლად გააძრო ზედა და მას მიაყოლა ის ჯინსის შორტი, ასე რომ ეჯავრებოდა.
-აი ამას, – ხელში დაატრიალა ქსოვილი კაცმა.-იქით გავიქროლებ.
-აუ, შენი მოსაწონი ხომ ვერაფერი ჩავიცვი!-წაგლიჯა ხელიდან გადასასროლად მომზადებული ჯინსი.-და იტყვი თუ არა?!
-ჩავიდეთ წყალში. მცხელა, თამთა.
-მეშინია.. არ მინდა.
-რისი გეშინია? გგონია, ისევ დაგიცდება ფეხი? არ არის მანდ დიდი ქვები.
-არ მინდა..
-მოდი ჩემთან.-ისე უთხრა, უნებურად ჩასჭიდა გამოწვდილ ხელებზე თითები.
გაცვალეს ერთმანეთში მზერა.
-გეხვეწები..
აღარც გაუგია რა თქვა თამთამ მერე, ხელში აიტაცა და გადახტა ცოლის სხეულთან ერთად. სუნთქვის შეკავება ძლივს მოასწრო თამთამ. ხელებით ჩაეჭიდა მის კისერს და მასთან ერთად ამოყვინთა გაგიჟებული სახით.
-შენ ნორმალური ხარ? – ამოიყვირა როგორც კი იპოვა თავში ამის უნარი.
-არა.
-ვიცი! ამიყვანე. სასწრაფოდ!
-მოეშვი,-ხელი შეუშვა და მისცა უფლება თავად შეენარჩუნებინა წონასწორობა წყალში. ცოტა ხანი იფრთხიალა წყალზე. მერე მოდუნდა და გაახსენდა, როგორ კარგად შეეძლო ცურვაც, წონასწორობის დაცვაც და ყველაფერიც. თვალები დახუჭა და გადაწვა წყალზე. ხელი შეაშველა კაცმა. ნელა დაუსვა მის მუცელს ხელი და მანამ უყურა, სანამ არ მორჩა თამთა წყალთან ჰარმონიას.
-რა უნდა მითხრა?-დაიჩურჩულა თვალებდახუჭულმა.
-დაჩის ნდობა თუ შემიძლია?-იკითხა დაბოხებული ხმით. მაშინვე გასწორდა თამთა და თვალებში შეხედა კაცს.
-ეს რას ნიშნავს?
-არის თუ არა სანდო კაცი შენი ძმა?
-არის.-თქვა დაუფიქრებლად.-რატომ?
-მაქსიმის ბიძა გამოვიდა ციხიდან. ის არ ჰგავს დანარჩენებს. ტყავიდან გამოძვრება, სანამ სიდას არ დააბრუნებს იმ სირთან. ამიტომ სიდა უნდა წავიდეს..
-აჰა.-წარბი აზიდა თამთამ.-და დაჩის რა შეუძლია გააკეთოს სიდასთვის?! როგორც მახსოვს, არც კი განიხილებოდა ეს ამბავი.
-დაჩის შეუძლია აქ ჩამოვიდეს და სიდა წაიყვანოს.
ეს როცა თქვა, თამთას გაუქვავდა სხეული.
-რას ამბობ?
-ერთადერთი გზა სიდას აქედან გასაშვებად ესაა. არავინ უნდა იცოდეს, რომ ის წავა. რომ ის ცოცხალია. რომ შენთან იქნება, თბილისში. ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ არავინ.. არავინ საერთოდ ამ ქვეყანაში არ უნდა იცოდეს სად იქნება სიდა.
-და ამხელა პასუხისმგებლობის აკიდება ჩემი ძმისთვის გინდა? – მაშინვე ის სიზმარი გაახსენდა თამთას და უსიამოვნოდ გასცრა ტანში.
-ამიტომაც ვიყავი უარზე თავიდან. ასე უბრალოდ ვერ გავუშვებდი სიდას. აქ არ მყავს ისეთი ვინმე, ვისაც ისინი არ იცნობენ და ვისზეც ეჭვს არ მიიტანენ. ყველა შემთხვევაში დაჩის უნდა წაეყვანა. ვერ მოვთხოვდი მას ამის გაკეთებას.
-და ახლა?
-მირეკავს ხოლმე. შენი ამბის გასაგებად.-დაიჭირა ცოლის სახეზე სიხარულის ნაპერწკალი ამ სიტყვებზე.-მითხრა, რომ ნერვიულობ ამ ამბავზე. იცოდა, რაც გინდოდა. ჩამოსვლაც უნდა აქ.
-აქ?!
-შენი ნახვა უნდა ძალიან. სიდას წაიყვანს წასვლისას.
-როგორ წაიყვანს დაჩი მას აქედან?
-მე შევუთვლი თემურს, რომ სიდასა და მაქსიმის დაქორწინებაზე თანახმა ვარ. – თქვა უგულოდ. თამთამ ტუჩები დაბრიცა გაოცებისგან.-თუმცა ჯერ თემური უნდა მოვიდეს აქ. ისინი იფიქრებენ, რომ ურთიერთობის გამწვავება არ მინდა თემურთან. დამთანხმდებიან. ქორწილის თარიღს მე ვეტყვი. მანამდე დაჩის ჩამოვიყვან. ქორწილის დღეს ყველა იქ უნდა ვიყოთ. ყველა, ვისზეც შეიძლება ეჭვი მიიტანონ, რომ სიდას გაქცევაში ჩვენ დავეხმარეთ. სიდას შენი ძმა წაიყვანს. ჩვენ კი ვიტყვით, რომ გათხოვების თავიდან ასარიდებლად ზღვაში დაიხრჩო თავი.
-შენ რა გაგიჟდი?! – ამოიყვირა თამთამ.-ესაა შენი გეგმა?
-სხვა გზა არ არის, თამთა. – წაიწია მისკენ.-თუ ასე არ მოვიქცევი, ნებისმიერ ჩვენგანზე ეჭვს მიიტანენ. ყველანი იქ უნდა ვიყოთ დარბაზში, როცა სიდა წავა. სანდო არავინ იქნება მაშინ, ვერავის გავატან მას..
-ჩემმა ძმამ იცის?-ცალი წარბი აზიდა თამთამ.-ასე რომ გადაუწყვიტე ყველაფერი.. იცის?
-იცის. და გზაშია ისედაც.
-რა?!
-მამაშენსაც გაუმზადებია ყველაფერი სიდასთვის. პასპორტიც, დაფინანსებაც. ყველაფერი აქვს. შენც ხომ ეს გინდოდა?
-მინდოდა, მაგრამ არა ასე სახიფათოდ. ქორწილში რომ არაფერი წავიდეს ისე, როგორც გინდა? ან საერთოდ რომ არ მოუნდეთ მაგათ სიდას წაყვანა?
-შენ ნუ მასწავლი მათ ხასიათს.
-სიგიჟეა!-სახეზე მოისვა ხელები.
-მზად ხარ ძმასთან შესახვედრად? – მოშიშვლებულ მხარზე დაუსვა ხელი და მის დამშვიდებას შეეცადა.
-არ ვიცი! როდის მოვა?
-ხვალ საღამოს აქ გეყოლება.
-შენ თუ ხარ მზად?-ალმაცერად ახედა ლევანს.-სიდას გასაშვებად..
ღრმად ამოისუნთქა ლევანმა. სახე შეეცვალა მაშინვე. წყალში ჩაყვინთა და რამდენიმე წუთი არ ამოსულა ზედაპირზე. არასდროს იქნებოდა მზად ამისთვის.
..
თავიდანვე იცოდა, რომ მოვიდოდა სიდას მოსანახულებლად. ყოველთვის ასე იწყებოდა შემდეგი ომისთვის მზადება. თემური ჯერ დიპლომატიურად შეეცდებოდა მოეგვარებინა საქმე ლევანთან, შემდეგ გადავიდოდა იმ საშინელ გზებზე, მთელ ეშერაში რომ დაიარებოდა ჩუმ-ჩუმად.
მელოტი თავი როგორც კი გადმოსწია მანქანიდან, სიდამ უნებურად შეხედა ნათლიას. მასში ეგულებოდა ერთადერთი გამოსავალი და ძალიან უნდოდა, იმედი არ გაეცრუებინა კაცს მისთვის.
ენდობოდა.
რაც არ უნდა გადაეწყვიტა, არც გადაახტებოდა და ვერც. მაგრამ მაინც თავის თავში ჩაბუდებულ იმ ერთ პროცენტს, ძალიან უნდოდა ყველაფერი თავის სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო.
ჭიშკარი ხმაურიანად გააღო მისმა ერთ-ერთმა ლაქიამ. სახეზე ეტყობა ციხის მწარე კვალი. ნაიარევი ემჩნეოდა ლოყაზე. საზიზღარი გამოხედვა და ნარკომანის თვალები ჰქონდა. შემოვიდა ეზოში. ლევანი ამაყად იდგა სიდას სახლში. თვითონ გოგონები ოთახში შეყუჟულიყვნენ, მიუხედავად უამრავი გაფრთხილებისა. ნეგას კატეგორიულად აეკრძალა გარეთ ცხვირის გამოყოფა, ლევანმა სუნთქვაც კი აუკრძალა თითქმის.
თემურს ყველაზე მეტად ნეგა ეჯავრებოდა ამ ოჯახიდან. მიუხედავად იმისა, რომ თავისი შვილი გიჟდებოდა მასზე, არასდროს მოსწონდა ეს ბიჭი. იცოდა, სკოლის ჭორები, ის დღეც კარგად დაამახსოვრდა, როცა „მოიტაცა“ გოგონა ნეგამ. იმის მერე საერთოდ შეიძულა და სასიკვდილოდ დასდევდა ხოლმე, თუმცა დაიჭირეს და ახლა ლევანის წინ იდგა ყველაფრით დამძიმებული, ყველაფერზე ნაფიქრი კაცი.
მზის სათვალე მოიხსნა თვალებიდან და ლევანს მიაჩერდა.
-ხელს არ ჩამომართმევ?-იკითხა და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები.
ლევანს ავმა ღიმილმა გადაუარა სახეზე. მიხვდა, ვერ დაინდობა.
-ეგრე იფიქრე?-უთხრა მშვიდი, გაწონასწორებული ხმით.
-გულ-თბილ დახვედრას ველოდი. შენ ხომ ასეთი სტუმართმოყვარე ხარ! ცოლიც კი სხვა ქვეყნისა მოგიყვანია…
თამთას ირიბი ხსენება ეხამუშა ლევანს. წარბი შეუთამაშდა უცნაურად. მიაჩერდა სახეში კაცს.
-რისთვის მოხვედი, ამოღერღე და წაეთრიე მერე.
-ზურაბისთვის კარგად დაგიმუშავებია სახე.-თქვა ჩუმი, მჭახე ხმით. წაუყრუა ლევანის მუქარას. -მეგონა, უფროსების პატივისცემა გიყვარდა, ლევან.
-მეც მეგონა, რომ ბავშვების გატაცება თქვენთვის მიუღებელი იყო.-თვალი თვალში გაუყარა კაცს.
მაშინვე საკუთარი ქალიშვილი გაახსენდა თემურს. დააკანტურა თავი.
-მაგის მერე, რომ ცოცხალია შენი ძმა, საერთოდ არ გიკვირს? – ნაბიჯი გადმოდგა კაცმა. ბაღის მაგიდას მიუჯდა თამამად.
ლევანს გაეღიმა უნებურად. რამდენის უფლება აძლევდა თავს?! თვითონაც მიუჯდა ხის მაგიდას. გადაუსვა ხელი რატომღაც, თითქოს მოსინჯა.
-სადაა? მემალება? – დამცინავი ტონი გააჟღერა კაცმა. ამ დროს კი ნეგა ალანს ჰყავდა გამოკეტილი ოთახში და არ უშვებდა.
-რა გინდა, თემურ?-გადაიწია ლევანი და ხელისგულებით დაეყრდნო მაგიდას.
-ჩემი რძალი.-მიიწია კაციც მისკენ.-ის, რომელიც წამოიყვანე. გათხოვილი ქალი მოაშორე ჩემს ძმისშვილის. გეგონა, არ მოგაკითხავდი?
-და გეგონა, იქ დაგიტოვებდი ბავშვს?-გამოსცა კბილებში ლევანმა.-თვითონ სადაა შენი ძმისშვილი?
-ბავშვი ასფალტზე ახოხიალე და ამით ამაყობ?!-ჩაეცინა თემურს.
-ასფალტზე შენი ძმა ვახოხიალე. მაგას სიფათი მოვუნგრიე დამსახურებულად.-უთხრა მშვიდად, ისე თითქოს ამბავს ყვებოდა ჩვეულებრივს. თამთამ თვალები დახუჭა, როცა შორიდან წამოსული ქმრის სიტყვები გაარჩია.
თემურს შეუტოკდა სახის ნაკვთები.
-საერთოდ არ ხარ შეცვლილი. ისევ ისეთი დამპალი ენა გაქვს!
-არც შენ შეუცვლილხარ ციხეს. გამახსენე, რატომ იჯექი? – წარბები შეჰყარა კაცმა. თითქოს მართლა იხსენებდა.-თხუთმეტი წლის ბავშვი გააუპატიურე.. მერე გუმისთაში გადააგდე მისი სხეული.. როგორ მიგიღეს ციხეში?-თვალებით დააშტერდა მის ნაიარევს სახეზე.
-რა გგონია, ახლა თავს დამნაშავედ მაგრძნობინებ?!
-ვიცი, რომ არაფერს ნანობ.-თავი გადააქნია ლევანმა.-რომ ნანობდე და რომ ხვდებოდა, ახლა არ მოხვიდოდი სიდას მოსათხოვად.
-სიდას აქედან გავიყვან!-აიმაღლა ხმა კაცმა.-და შენ ვერაფერს იზამ. შენ რატომ წყვეტ მის ბედს? მამა არ ჰყავს, დედა მაინც სადაა?!
-რატომ არ ჰყავს მამა? – გადახედა ლევანმა დაწვრილებული თვალებით.-არ დამვიწყებია რატომაც არ ჰყავს, ეგ.
-როდემდე დამაბრალებ მაგას?-ხელები გადაიჯვარედინა კაცმა მაგიდაზე. ალმაცერად დაჰყურებდა ამ მაგიდას ლევანი.-არ მიხლია ხელი მე მაგ კაცისთვის! ვისსაც გავეკარე, მაგის გამო მოვიხადე სასჯელი პატიოსნად.
უნებურად აღიარა ლევანის ბრალდება ბავშვის გაუპატიურებაზე. უდარდელად შეხედა ლევანს. მის ლაქიებს უმნიშვნელოდ გაებზარათ სახე. ლევანი დარწმუნდა კიდევ ერთხელ რა დონის არაკაცთან ჰქონდა საქმე.
-ამ სიტყვების მერე მოდიხარ და სიდას ითხოვ. თხუთმეტი წლის ბავშვი როგორ გაიმეტე, შე ?!-ამოიხრიალა, იმდენად გააღიზიანა მისმა აღიარებამ.
-ჩვეულებრივად. ყოველთვის ვიღებ იმას, რაც მინდა.-უდარდელი, ბოროტი თვალები მოავლო გარემოს.-სიდასაც წავიყვან. ძალიან უყვარს ჩემს ჩერჩეტ ძმისშვილს! გამოთაყვანებული შეყვარებულია! დარწმუნებული ვარ, შენი გოგოც არ იქნება უარზე.. შენი ხომ არ ეშინია, ლევან?
-ჩემი გოგო მამის მკვლელებს არასდროს შეიყვარებს. არც ბავშვებზე მოძალადეებს. ასე რომ, ადექი და დაახვიე აქედან!
-მოიცა, რა! მომენატრე! ცოტა ვისაუბროთ.-გახალისდა კაცი მოულოდნელად.-სად არის ნეგა? მისი ნახვა მინდა! ალისიამ მკითხა გუშინ მასზე.-დაადაბლა ხმა კაცმა. ლევანმა წარბები აზიდა მაღლა.-ორივემ კარგად ვიცით, რომ დღემდე შენი ძმა უყვარს. თავისი ქმარი ჯერ არ შეჰყვარებია. მინდა, მისი მოკითხვა გადავცე ნეგას. გამოვიდეს, რა!
-თემურ, წადი აქედან.
-აიდა, გამომიყვანე შენი გოგო! ბიძამ მოაკითხა! – ამოიყვირა კაცმა და იარაღი ამოიღო.
ერთხელ გაისროლა ჰაერში.
შიგნიდან შეირხა ქალების სხეული. ლევანი არც კი განძრეულა.
აიდა გამოვიდა სახლიდან. მხოლოდ მაშინ მიატრიალა სახე ლევანმა და ცხოვრებაში პირველად შეხედა ქალს ისე, როგორც ახლა. მიმიკით უბრძანა უკან დახევა, მაგრამ აიდა მაგიდასთან მოვიდა ახლოს და დამჯდარ თემურს ზევიდან დააცქერდა.
-რა გინდა? – გამყინავი, სუსხიანი ხმა ჰქონდა შავებში გამოწყობილ ქალს.-ჩემი ქმრის მერე, აქ რა გინდა? ჩემი შვილი?
-ჩემი რძალი.
-ჩემი შვილი!-დაიყვირა ქალმა.-რა პირით მოდიხარ? რა არ გასვენებს? მამამისი ხომ მოკალი ლაჩრულად!
-არ მომიკლავს მე!-დაიყვირა კაცმა.-მე რომ მომეკლა.. ახლა აქ ვიქნებოდი?-დაიჩურჩულა კაცმა, თითქოს ნათელი უნდა ყოფილიყო ყველაფერი.-ან ეს ცოცხალს დამტოვებდა?-ხელი გაიშვირა ლევანისკენ.-ვერ მიმტკიცებთ ბრალს და ნუ იძახით ჰაერზე! რაც გამიკეთებია, ეგ ვაღიარე კიდეც. ახლა ჩემთვის მთავარი ჩემი რძალია..
-ვინაა შენი რძალი, ვინ!-დაარტყა მაგიდაზე ხელი აიდამ. ლევანი არ ერეოდა რატომღაც. ძალიან უნდოდა რამე ეთქვა თემურს ისეთი, ბოლოს გაკეთებული ისევ რომ გაემეორებინა.
ხელები ექავებოდა საშინლად. იმდენად შეიპყრო ბრაზმა და მისი განადგურების სურვილმა, არავის გაითვალისწინებდა ახლა. მათ შორის არც იმ ქალს, შიგნით რომ იყო ახლა გულგახეთქილი.
-ლევან. გააჩუმე ეს ქალი.
ახედ-დახედა ლევანმა კაცს.
-მაგ სიტყვის გამო მოხვდა შენს ძმას. შენც გინდა გამოსცადო?-ჭექა-ქუხილის წინ ელვას ჰგავდა მისი სიტყვები.
ასეთი ცივი და სუსხიანი ბეგრები არასდროს სმენია მისგან თემურს. უკან დახევას მიანიშნებდა მისი გახსნილი წარბები და მოშორებული მზერა აიდას სახეზე.
-გაეთრიე! – დაიღრინა აიდამ. შეშლილი თვალები ჰქონდა. იმედდაკარგული დედისა და შეუპოვრის ერთდროულად.
-შედი სახლში, აიდა. ლევანთან მაქვს სალაპარაკო.
-გაეთრიე ჩემი სახლიდან!
-აიდა.-ხელზე შეეხო ქალს ლევანი.-მიდი.
მხოლოდ ამის შემდეგ დაიხია უკან აიდამ. თითი დაუქნია მრისხანედ თემურს. სახლში შევიდა და აქვითინებულ სიდას მიეფერა თმაზე.
თემურმა იარაღი შეათამაშა კვლავ.
-ნეგა!-დაიყვირა და ლევანს ჩააშტერდა თვალებში.-გამოდი, ბიჭო, რისი გეშინია?!
-ასე ძალიან გინდა ჩემი ძმის ნახვა? – თავი გადახარა გვერდზე ლევანმა.
მისი ლურჯი თვალები ისევ გაშავდა. თამთას რომ ენახა ახლა პირისპირ, ალბათ გული გაუსკდებოდა.
-ვერც კი წარმოიდგენ, როგორ.
ტელეფონი მოიმარჯვა ლევანმა. ალანს უთხრა ორი სიტყვა. სამ წუთში უკვე ჭიშკარი შემოაღო გაავებულმა ნეგამ. თვალებით უთხრა ყველაფერი უფროსმა ძმამ. ახლა თუ არასწორად მოიქცეოდა, სამუდამოდ დაკარგავდა თავის ძმას. ახლა თუ თავს გადააბიჯებდა, ვერასდროს იპოვიდა ლევანში იმ იმედს, წეღან რომ ებღაუჭებოდა.
ახლა სწორი უნდა ყოფილიყო.
-მოგენატრე?-მაგიდას დაეყრდნო ხელისგულებით. ფეხზე იდგა თვითონ. ქვევიდან ამოხედა იარაღიანმა თემურმა.
თამთამ შეშლილმა გამოიხედა ფანჯრიდან ნეგას დანახვაზე. ალანმა მზერით ანიშნა ფანჯარაზე ატუზულ გოგოს შიგნით შესვლა და დაძაბული დაელოდა მოვლენების განვითარებას.
-ძალიან. ალისიამ მოგიკითხა. ამის თქმა მინდოდა შენთვის.
-მეც მომიკითხე. ისევ ვერ შეიყვარა თავისი ქმარი? – ჩაეცინა ნეგას. თითქოს ლევანსაც კი გაეღიმა.
-მეც მიკვირს ეგ! შენ რა შესაყვარებელი იყავი!
-რა ვიცი. კი გადაირია შენი გოგო!
-არ შეტოპო!-წამოიწია თემური, მაგრამ ალანმა დასვა ძირს ისევ.
წამოიწია მისი ორი ლაქია, თუმცა როგორც კი ლევანს შეხედეს, მაშინვე გაეყინათ სხეულები. ვერ შეჰბედეს კაცს ვერაფერი.
-ჩემთვის რომ მოგეთხოვებინა, არ ექნებოდა ახლა თვალები დალურჯებული. როგორ დაუთმე იმ სირს შვილი?-ამრეზით შეხედა კაცს ნეგამ.
-შენ უკეთესი ვარიანტი იყავი?
-მე არ მიყვარდა. თორემ მოვიყვანდი.-უგულოდ თქვა ნეგამ. ლევანმა წარბები აზიდა მაღლა. ყოველთვის აინტერესებდა ამ კითხვის პასუხი.
-არ გიყვარდა? – ხმა შეეცვალა თემურს.-რას მოიტაცე აბა? ქვეყნის სალაპარაკო რომ გახადე, რა გინდოდა?
-შენ იცოდი, რომ ერთად ვიყავით და სხვაზე დანიშნე. ყველაფერი აურიე განზრახ. მამასთან გინდოდა წაგეკიდებინე. გამოგივიდა, იცი?-ჩუმად თქვა ნეგამ.-გეგონა, ლევანი არ დამინდობდა.. ამას ვერ მიაღწიე მხოლოდ, სხვას ყველაფერს.
-მაგიტომ გადაგიბუგეს სახლი? – გაიცინა კაცმა.
-მაგიტომ პატიობ შენს სიძეს ქალიშვილზე აწეულ ხელებს?-გადახარა გვერდით თავი ნეგამ.-იმიტომ, რომ „მილიციაში“ მოგიგვაროს საქმე და ციხეში არ ჩაგაკლან ბავშვის გაუპატიურების გამო! ამად გიღირს ალისიას ბედი?!
ძალიან გაზრდილი მოეჩვენა ლევანს. მისცა უფლება, თავად მოეთხოვა თემურისთვის პასუხი. მაზოხისტივით სიამოვნებდა ამ ყველაფერის ყურება უსიტყვოდ.
-ნუ შეტოპავ-მეთქი, ნეგა!
-თორემ რას მიზამ?-მიიწია მისკენ გაცეცხლებული ბიჭი.
-და მამაშენი? მას რატომ პატიობდით დედათქვენზე აწეულ ხელებს? – წინადადების დასასრულს მიხვდა მხოლოდ, ეს რომ არ უნდა ეთქვა.
წამებში გაცვალეს ძმებმა ერთმანეთში მზერა.
ხის მაგიდაზე დაასვენა ლევანმა მისი თავი. ხმაურიანად დაანარცხა ზედიზედ. ნეგამ მუცელში ამოარტყა მუხლი და ალანის გაკავებულ ხელებს ამჯერად თვითონ დაეპატრონა. ალანმა ლაქიებს მიუჩინა თავიანთი ადგილი. ისინი მალევე ჩამოაშორა.
-გაიმეორე!-დაიღრიალა ლევანმა და აღარ გაუთვალისწინებია არავინ ამ ქვეყნად.-მიდი, გაიმეორე!
-ოხ, მე თქვენი…
-უფრო ომახიანად!-დასძახა ნეგამ და სახეში ჩაარტყა ხელი.-ეს გინდოდა?
-ხომ გავაფრთხილე თქვენი გვარი სათითაოდ.-ყელში წაეტანა სკამზე დასვენებულ კაცს ლევანი. ნეგა იჭერდა მხრებზე.-შენთვის არ იყო ეგ ყველაფერი გასაგები? მაინცდამაინც უნდა მოგკლა, რომ დაისვენო?
-როდის მოასწარით ასე შერიგება!-დაიხრიალა კაცმა. მაინც აგრძელებდა ირონიულ საუბარს. სისხლი ჩამოსდიოდა შუბლიდან, გონებაც ებინდებოდა თითქოს. მხრებზე მოუჭირა ხელები კარგად ნეგამ.
-ახლა მხოლოდ იმიტომ გიშვებ ცოცხალს, რომ არ მინდა ეშერაში მოგკლა. მით უმეტეს, ამ სახლში. – ლევანმა ჩაამთავრა ბოლო სიტყვა და ხელი შეუშვა იმ არამზადას.
-გაათრიეთ ეს! – გადაულოცა დაჩაჩანაკებული სხეული ნეგამ მის ლაქიებს. ფეხებთან მიუგდო დამცირებული.
ლევანი არც კი ამდგარა სკამიდან. სულ იქ იჯდა. ნეგას ახედა მაშინვე, როგორც კი კარმა დაიჭრაჭუნა და მანქანა მოსწყდა ადგილს.
-დაკმაყოფილდი?-ჩუმად უთხრა ბიჭს.
-კი. ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება. მადლობა, ლევა!
ახლა რა იქნებოდა?!
ისევ იმ ხის მაგიდასთან იჯდა ლევანი. ნეგა წინ ეჯდა. მწვანე ვაზის ფოთლებით იყო გადახურული იქაურობა. ჩრდილი და სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. უგულოდ გადაწმინდა სისხლი აიდამ. წყლის დოქი და ხილით სავსე ჯამი დადგა, ვითომ არაფერი მომხდარა წეღან. ბიჭებს მიუჯდა გვერდით მერე. მორიდებით გამოვიდა სიდა ეზოში. თამთას ჰყავდა მოქცეული მკლავებში. არ შეუხედავს თამთას ქმრის მიყინული სხეულისთვის. ნეგას მიუჯდა გვერდით და სიდაც მანდ მოისვა.
-რა გატირებს, გოგო? – ალანმა ამოიღო პირველად ხმა და სიდას დაუსვა თავზე ხელი.-შენ რატომ ტირი მათ გამო, სიდა?
-როდის დამანებებენ თავს! – ამოიჩურჩულა და თავისი ხელი დაადო კაცის თბილ თითებს.
-დამშვიდდი შენ. ხომ ხედავ, არავინ აძლევს უფლებას არაფრისას!
-ასე სანამ გაგრძელდება? – ამოიტირა და ნეგას მიეხუტა ამჯერად.
-სიდა.-ნათლიის ამ სიტყვებზე, წელში გასწორდა სიდა. როგორ ძალიან ერიდებოდა მისი, ახლა უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. არ არსებობდა იმაზე უფრო ინტიმური რამ სიდასთვის, ვიდრე გათხოვების თემა, რომელიც ლევანს უნდა განეხილა.
რცხვენოდა მისი.
-გისმენ, ნათლია.
-აიდა, მომისმინე შენც.
-გისმენ, ლევან. რა ხდება?
-ხვალ საღამოს თამთას ძმა ჩამოდის ჩვენთან სტუმრად.-თვალი თვალში გაუყარა ბავშვს ამ სიტყვებზე. იგრძნო სიდამ ყველაფერი..
-მართლა? კარგია, მაგრამ ასეთ დროს არაფერი გიხარია ადამიანს! – თქვა აიდამ უგულოდ.
-რამდენიმე დღეში წავა. გაგიშვებ, თუ გინდა.-სიდას შეხედა პირდაპირ. კარგად იცოდა, რას ნიშნავდა „გაგიშვებ“ და არა „წადი“. გული მოეწურა სიდას. თამთა თვალს არ აცილებდა მეუღლეს.
-სად.. სად გაუშვებ? – ნაწილ-ნაწილ დაიხრიალა აიდამ.
-თბილისში. ყველაფერი წესრიგშია. ახალ ცხოვრებას დაიწყებს. უსაფრთხოდ იქნება. როცა მოგვარდება აქ ყველაფერი, დაბრუნდება.
-სად გავუშვა შვილი, ლევან?
-აღარ მინდა აქ ყოფნა, დედა!-დაიჩურჩულა სიდამ.-შენც წამოდი ჩემთან. არ შეიძლება, ნათლია? დედასაც წავიყვან!
-დედას ვერ წაიყვან.-ძალიან გაუჭირდა ამის თქმა.-და საერთოდ.. მოუყევი რა!-თამთას უთხრა ნაუცბათევად და ფეხზე წამოდგა სიგარეტით ხელში.
გული გაუსკდა თამთას. როგორ ეთქვა ის ყველაფერი დედა-შვილისთვის.
-თვითონ უთხარი, ლევან! – ფეხზე წამოდგა თამთაც და წინ დაუდგა.
-უთხარი შენ. თუ გიყვარვარ.-შუბლზე აკოცა მეუღლეს და ანთებული ღერით ხელში შეაღო ჭიშკარი. ჰორიზონტზე გაუჩინარდა.
უთხრა თამთამ.
და საკუთარ თავთან აღიარა რაღაც ამ „დაჯერებით“, რასაც ასე ძალიან გაურბოდა.
.
დაჩი დანელიამ როგორც კი დააბიჯა ფეხი აფხაზეთის მიწაზე, უცნაურად მოავლო თვალი არე-მარეს. განსაკუთრებით სიძის კარ-მიდამოთი დაინტერესდა. დამკვირვებლური სიზუსტით დაათვალიერა ყველაფერი და მანქანიდან დაძაბული სახით გადმოვიდა.
ენატრებოდა თამთა – მისი ნათელი, კეთილი სახე. გადმოსული არ იყო ნორმალურად, ყელზე რომ გაეღიტინა დის გამაგიჟებელი სურნელი. შეისრუტა მისი სხეული და ხმაურიანად აკოცა კისერში ყველას თვალწინ. ცოტა ხანი არ მოშორებია დის სხეულს. მოეფერა თმაზე და მის უჩვეულოდ დასევდიანებულ თვალებს თვითონაც გულდაწყვეტით შეხედა.
ხელი ჩამოართვა ლევანს.
გაიცნო სიძე. იმან ნდობის ბარიერი აღმართა მაშინვე. დაეტყო, სწორი არჩევანი ლევანს.
ნეგაც გაიცნო თავისთავად. ირმაც ეზოში გამოვიდა და თბილად მოიპატიჟა ბიჭი. სიდა არ ჩანდა არსად, არც შეუმჩნევია დაჩის მისი არარსებობა, იმდენად იყო გართული დის გარემოცვით.
გაიშალა სუფრა სტუმრის დასახვედრი. თამთა არ შორდებოდა გვერდიდან ბიჭს. ეჩურჩულებოდა ქართულად, ათას სისულელეს ეკითხებოდა. სანამ ღომს გადმოიტანდა თეფშებზე, მანამ გვერდით ედგა დაჩი.
ნეგას ღვინო მოჰქონდა მარნიდან.
თითქოს ოჯახი იყო. დაჩიმ შეამჩნია, როგორი ძვირფასი იყო ეს ხალხი თამთასთვის და ხმა არ გაუღია.
-ის რას შვრება? – იკითხა უღიმღამოდ თამთამ.
-ელოდება განაჩენს. დაიწყო უკვე გამოძიება.
-რამდენს მიუსჯიან?
-ბევრს.
-როგორ დათანხმდა ამ ყველაფერს?-ცხელი თეფში ლანგარზე გადაიტანა.
-არ ვიცი. რა უთხარი ასეთი? – თვალები დაიწვრილა ბიჭმა. ჰგავდა თამთას. ოქროსფერი სხივი დაჰკვროდა მის თმას, თვალებიც თამთასნაირად ნაცრისფერი ჰქონდა. უელავდნენ მონატრებისგან.
-ის, რასაც იმსახურებდა.
-მიუხედავად იმისა, რომ ლაჩარია, მაინც ვუყვარვართ ჩვენ. შენ გამო გადადგა ეგ ნაბიჯი.-ძალიან გაუჭირდა მამისთვის ამ სიტყვის დაძახება.
-ხო, ყველაფერი ჩემ გამო გააკეთა!
-როგორია აქ? – სხვა თემაზე გადავიდა დაჩი და თვითონ გამოართვა თეფში გოგონას.
-ჩვეულებრივი.
-კარგი კაცია შენი ქმარი. სიმპათიურიც ყოფილა.-დაამატა რბილად.-ისეთია, შენ რომ მოგწონს.
-დაჩი.. – გაეღიმა თამთას.
-როგორია აქ?-განმეორდა დაჩი კვლავ.-გყავს ოჯახი?
-მერე ვისაუბროთ.
-მაინც ვერავინ გაიგებს, რაზე ვსაუბრობთ. შეგიყვარდა უკვე? – მიიწია მისკენ და გამოურთო გაზი, კითხვისგან დაბნეულს სულ რომ დავიწყებოდა.
-რატომ გაინტერესებს?-ლანგარი მოიმარჯვა თამთამ.
-არ უნდა მაინტერესებდეს, უყვარს თუ არა ჩემს დას თავისი ქმარი?!
-წამოდი, დავსხდეთ.
-მაინც მოგიწევს მაგ კითხვაზე პასუხი.-წამოეწია სიცილით გაქცეულ დას. სიცილ-სიცილით შევიდნენ გაშლილ მაგიდასთან. ლევანმა უცნაურად გამოხედა მსგავსად გაღიმებულ ცოლს, სხვანაირად ბედნიერს.
ნეგამ მოიპატიჟა ბიჭი მაგიდასთან. პირისპირ დაისვა და თავად ითავა სუფრის გაძღოლა, რა თქმა უნდა, უფროსი ძმის მითითებით.
უყვარდა ეს უსიტყვო კავშირი ლევანთან – როცა იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო.
-ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს, დაჩი! – ასწია ჭიქა ნეგამ.-ალბათ სხვანაირად უკეთესი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ.. არაუშავს. კარგია, რომ მოხვედი! გადასარევი და გყავს, შენც ასეთი იქნები, დარწმუნებული ვარ!
გული მოულბა თამთას. ჩაეღვენთა მუცელში სითბო. გვერდით ეჯდა მეუღლე, ვინც თვალს არ აშორებდა ცოლს. როცა უკვე შეთვრნენ ნეგა და დაჩი, მხოლოდ მაშინ დაუთმო ყურადღება თამთას.
-ბედნიერი ხარ? – თმა გადაუწია ოდნავ ლევანმა. დაჩიმ ვითომ არ შეიმჩნია ეს საქციელი. ჟრუანტელმა დაუარა უნებურად. მის თვალწინ არასდროს შეხებია ვინმე თავის დას.
-მომენატრა ძალიან.-უჩურჩულა თამთამ და უხერხულად გასწია თავი.
-რას შვრები? გრცხვენია შენი ძმის? – სუსტად გაეღიმა ლევანს.
-მერიდება!-მოიღერა ყელი. თავი ძლივს შეიკავა კაცმა, იქვე რომ არ ეკოცნა მისთვის.
-ნუ აკეთებ ეგრე, თორემ..
-გეყოფა! მის თვალწინ ზედმეტად არც კი შემომხედო! – დაემუქრა. სასაცილოდ არ ეყო ცოლის სიტყვები ლევანს.
-და რას იზამ? – შეუმჩნევლად წაიღო ხელი ზურგსუკან. წაეთამაშა ლიფის სალტეს.-ისევ გამებუტები?
-გამიშვი ხელი,-შეშფოთებულმა დახედა ქმარს.
-გაცვია? – ჰკითხა ნამთვრალევი თვალებით და გამოჰკრა თითები ბიუსტჰალტერს.-დამიჯერე?
-გიჟი ხარ.-აღელვებული გულისცემის დამშვიდება სცადა წყლის დალევით.
-ვიცი.. – დაიჩურჩულა და ნეგას ყურისწამღებ სადღეგრძელოს წაუყრუა. ასე ახლოს ეჯდა დაჩი, არასდროს აკადრებდა მსგავს საქციელს, მაგრამ იცოდა, ვერ შეამჩნევდა, იმდენად ფარული იყო ეს კავშირი.
-ჩვენი საიდუმლო ენა რომ გვაქვს, შეამჩნიე? – განაგრძო მისმა თითებმა სეირნობა. ამჯერად შრამის ადგილას ჩასრიალდა.-და შენც რომ ასე ღელავ, როცა უბრალოდ გიყურებ.. და როცა გეხები?-არეული, მთვრალი იყო ის მზაკვრული მზერა.
-წავალ, დესერტს მოვიტან..
-მოიტანე ეგ წინაზე.-მიეალერსა ხერხემალზე და გაუღიმა.-დაგავიწყდა?
-ნეტავ, რატომ..
-ახლაც მე ვარ დამნაშავე?-გადაიწია ხილის ასაღებად. სურნელი გაეხახუნა ცხვირში თამთას, მიხუჭა თვალები უნებურად.-მსგავსად მოვინანიო, როგორც ბოლოს?
-მართლა დამპალი ენა გაქვს. სწორი გითხრა იმან.
-ნუ ახსენებ შენ იმას.-ავად შეხედა და ვაშლის ნაჭერი ჩაიდო პირში.
-ხო, მეშინია მეც ამ მაგიდაზე არ მარტყმევინო თავი. – გველივით წაისისინა თამთამ. წარბები აზიდა ლევანმა.
-არ თქვა, რომ არ იყო ღირსი. – გაიღიმა და წამიერად ჩაერთო ბიჭების საუბარში. დალია თვითონაც და მერე ისევ ცოლს მიუბრუნდა.
-ღირსი იყო.. მარა..
-მარა უნდა წამიკითხო ახლა ლექცია, როგორ არ შეიძლება მოექცე ადამიანს ასე! – თავი დააქნია კაცმა.-ის ადამიანი არ არის. პირუტყვია.
-ვიცი. მაგრამ შენ ხომ არ ხარ?-დაიჩურჩულა განსხვავებული ხმით და აერია ტემბრი.
-მაგიტომაც წავიდა ცოცხალი.-დაამატა კაცმა.
-დარჩება ასეთივე ცოცხალი? ქორწილში რომ თქვას ისეთი რამე, რაც მწყობრიდან გამოგიყვანს.. ისევ რომ თქვას რამე დედაშენზე..
-თამთა.-უთხრა და აგრძნობინა, ზღვართან რომ იყო ცოლი.
-მეც არ მაქვს ამაზე საუბრის უფლება?
-შენ ხომ ისაუბრე ერთხელ უკვე?!-თვალი თვალში გაუყარა და გაახსენდა ის სიტყვები, რაც მაშინ უთხრა საკუთარმა ცოლმა.-ხომ გაპატიე ეგ?!
ვერაფერი უპასუხა თამთამ. მრისხანედ დახედა ქმარს და ფეხზე წამოდგა. დაჩიმ ააყოლა თვალი დის მოძრაობას. მერე ნეგას დაუბრუნდა ისევ და მორიგი სადღეგრძელო შეაშველა ბიჭს.
წყლის დოქი რომ შემოჰქონდა თამთას მაგიდასთან, სწორედ მაშინ შემოაბიჯა სიდამ სახლში. ნეგა მიესალმა მხიარულად. მოიპატიჟა ბავშვი მაგიდასთან და დაჩი გააცნო.
-გამარჯობა.-უთხრა მორიდებით და მის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. ფეხზე წამოდგა ბიჭი.
-სასიამოვნოა.-უარაფროდ უთხრა დანელიამ და დაუბრუნდა თავის ადგილს. სიდას ემოციები მთლიანად გააცნობიერა ნათლიამ. გვერდით მოისვა ბავშვი და მის მორიდებულ, გადაღლილ თვალებს აკოცა.
გული ეტკინა სიდას საშინლად. ახლა რომ ეფერებოდა ასე ძალიან, როცა უკვე უნდა წასულიყო.. როცა უნდა გაშორებოდა, მხოლოდ ახლა..
-არ იტირო.-შეაშველა კაცმა და ხელი გადახვია სკამზე.
-არ ვიტირებ.-ჩუმად თქვა სიდამ.-თუ არ მომეფერები ხოლმე ასე, არ ვიტირებ, ნათლია.
-რატომ? – გაეღიმა ლევანს.
-შენ ხომ არასდროს იქცეოდა ასე. ახლა რომ მივდივარ, მაგიტომ?
-რომ მიყვარხარ მაგიტომ. – უთხრა საოცარი გულწრფელობით. თამთამ უღონოდ დახუჭა თვალები. პირველად გაიგონა მისგან სიტყვა „მიყვარხარ“. სიდას მაინც ჩამოუგორდა ცრემლები.
-ხომ იცი, რომ მალე დაბრუნდები.
-დედა როგორ დავტოვო?-დაიჩურჩულა.-შენ მიხედავ?!
-როგორ გგონია?-გაეღიმა კაცს.
-და იმას როგორ გავყვე ცოლად? -ამ კითხვაზე ნეგამ შეწყვიტა დალევა. დაჩიმაც მოავლო აღელვებულ ბავშვს თვალი. ქეიფი შეწყდა.-ისე რომ არ წავიდეს ყველაფერი, როგორც გვინდა? ან იმ თემურმა როგორ დაიჯერა, რომ თანახმა ხარ ჩემს მითხოვებაზე გუშინდელის მერე..
-რა მოხდა გუშინ?-უეცრად იკითხა დაჩიმ და მიაჩერდა სიდას. მერე თამთაზე გადმოიტანა დაჟინებული მზერა.
-ერთი ს.ირი ვცემეთ მე და ლევამ.-ამაყად ასწია ნეგამ თავი. ლევანმა აზიდა წარბები.
-საცემი იყო? – რაღაცნაირი ტონი ჰქონდა დაჩის.
-თან როგორი.-უპასუხა ნეგამ.-არ გავიფუჭოთ ახლა ხასიათი!
-უნდა წავიდე ნეგა.-ცივი ხმით თქვა სიდამ.-აქედან უნდა წავიდე და როგორ არ უნდა გავიფუჭო ხასიათი?
-ვიცი.-ხელები გადააჯვარედინა ბიჭმა მაგიდაზე.-მაგრამ შენი უსაფრთხოებისთვის, ასეა საჭირო. ესეც ხომ ვიცით? თან ისწავლი! – სასიამოვნოდ გაწელა სიტყვა ნეგამ.-შენს ოცნებებს აისრულებ.. ბევრ ახალ მეგობარს გაიჩენ.. მერე განათლებული და დაქალებული დაგვიბრუნდები! – მაინც გაეცინა ბიჭის სიტყვებზე.
-არ მოგენატრები? – სასაცილოდ დამანჭა სახე სიდამ.
-არ ვიცი.. მომენატრები? – ხელები უკვე გაშლილი ჰქონდა ნეგას, ბავშვი რომ მიეხუტა მკერდზე.
-მე ძალიან..
-მეც. არ იტირო, რა! – წაეთამაშა მის სქელ თმას.
სუფრა კვლავ გაგრძელდა. ლევანიც შეთვრა ოდნავ, თუმცა მაინც ნეგა იყო მაგიდასთან მთავარი. მოსაწევად გამოვიდა კაცი. თეფშებით დატვირთულ ცოლს ხელი შეაშველა და თვითონ ჩააწყო ნიჟარაში. თავით ანიშნა გარეთ გამოსვლა. ბაღში გაიყოლა მეუღლე და აგიზგიზებული მზერა მიმოატარა მის ტანზე.
-ნუ მექცევი ასე მის თვალწინ.-მაშინვე წამოიწყო თამთამ.
-ასე როგორ?
-ხელებს მიფათურებ!
-ხომ არ გავიწყდება ვინ ვარ?! – მიაჩერდა და დაქაჩა მისი სხეული.
-შენც არ უნდა დაგავიწყდეს ის ვინ არის. – ნიშნის მოგებით უთხრა თამთამ.
-არ დამვიწყებია. მაგიტომ ხარ ახლა აქ და არა ოთახში.
-დამპალი ხარ-მეთქი, ხომ ვთქვი უკვე?!
-მილიონჯერ. – მოწყვეტით აკოცა ტუჩზე.-ასე ძალიან გერიდება მისი?
-ჩემზე უმცროსია, მაგრამ.. რაღაცნაირად დიდივითაა!
-ხო, მაკვირდება.-გაიღიმა.-აინტერესებს, მიყვარხარ თუ არა..
-ხოო? – წარბები აზიდა თამთამ. დაიბნა და უხერხულად შეხედა ლევანს.
-შენც გაინტერესებს?-თავი გადახარა გვერდზე.
ცდიდა. ტკბებოდა ფერებით, თამთას სახეზე რომ იცვლებოდა პერიოდულად.
-არ ვიცი.. გაქვს საინტერესო პასუხი?
ხმამაღლა გაეცინა კაცს. არაფერი უთხრა და სიგარეტს მოუკიდა მაშინვე.
-ანუ პასუხი საერთოდ არ გაქვს.-დაამატა თამთამ და თავი გასწია კვამლისგან ასარიდებლად.
-ისევე როგორც შენ.
შეხედა თვალებში კაცს.
-თუმცა შენ ხომ დაგეგმე ეგ ამბავი.. – განაგრძო და ჩამოჯდა ბაღის სკამზე. მიუჯდა თამთაც.
-რა ამბავი?
-ჩემი არ შეყვარება. როგორ მიდის? არის ისე როგორც შენ გინდა?-მოქაჩა სიგარეტი. თამთას ნერვიულად გაეცინა. ის ხალისობდა ცოლის მზერაზე.
-ზუსტად ისეა, როგორც მე მინდა.
-ჰო.. ისიც ხომ თქვი, შენ გვერდით რომ ვერ დავიძინებდი თავისუფლად.-გაიხსენა და თავი გადახარა უკან.-ასე თავისუფლად არასდროს დამიძინია, როგორც ამ დღეებში..
-და მაინც არ გაქვს იმ კითხვის პასუხი.
-რას შეცვლის შენთვის მაგ კითხვაზე პასუხი? – გადმოიწია ცოლისკენ.-თუ გეტყვი, რომ კი.. რას მიპასუხებ შენ?!
-ჯერ მითხარი „კი“ და გაიგებ.
-და თუ გეტყვი, რომ არა?!-თვალი თვალში გაუყარა ცოლს.
შეეყინა მზერა თამთას.
-თუ არა, მაშინ.. შენც დაჩის გაყვები? – წამოიწია და უნებურად შეეხო თითებზე.
-ახლა შენ მეთამაშები?
-ახლა სიმართლეს გეუბნები.
-რა სიმართლეს? რომ არ გიყვარვარ?!-ამის თქმაც კი გაუჭირდა თამთას.-ან დაჩის როგორ გავყვები? შენ ხომ არსად არ მიშვებ!
-თამთა.-შემოჰხვია ხელები კეფაზე.-მერე მე რა კაცი ვიქნები, თუ მოგეცი აქედან წასვლის უფლება? განსაკუთრებით მაშინ, როცა შენ ჩემთან გინდა. მექნება ფასი შენს თვალში? მიპასუხე.
-ჩემს თვალში შენ ისედაც დიდი ფასი გაქვს.-გულწრფელად ამოიჩურჩულა.-და გამიხარდება, ჩემს აზრს თუ გაითვალისწინებ.
-და რა აზრი გაქვს შენ? გინდა, წასვლა? – თვალები აერია ლევანს.-ვიცი, გინდა.. მხოლოდ ჩემ გასაბრაზებლად. სიმართლე მითხარი და მოვიქცევი ისე, როგორც შენ გინდა.
-როგორ უნდა მინდოდეს შენგან წასვლა?-უნებურად დაიჩურჩულა თამთამ და ხელი შეახო სახეზე.-ასეთი ეგოისტი როგორ ვიყო?! ან ვისთან უნდა წავიდე.. ლაჩარ მამასთან?
-ნუ ეძახი ასე.-ეხამუშა ლევანს.
-სიმართლეა. მან ხომ შენ გადმოგილოცა ჩემი თავი. მან ხომ გადაწყვიტა ასე. ან შენ რა გგონია? მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გაგაბრაზო.. ასეთ რაღაცას ვიზამ?
-მაშინ ნუ მემუქრები წასვლით.. – დაუსვა ხელის ზურგი განერვიულებულ სახეზე.
-დარჩენის მიზეზი მინდა მომცე..
ფრთხილად აკოცა ტუჩებზე ლევანმა.
-ეს ჩაითვლება?!
-არ კმარა.
-ოხ, თამთა. – თავი გადაწია უკან კაცმა. ასე ამოუშვა კვამლი პირიდან. სკამის საზურგეზე დადო მკლავი თამთამ, მასვე დაეყრდნო სახით. ასე უყურებდა მთვრალ მეუღლეს.
-საერთოდ არ გაღელვებს ის ფაქტი, მე რომ ქართველი ვარ და შენ აფხაზი?! – დაბალი ხმით გააჟღერა კითხვა ქალმა.
-შენ?!-გადმოსწია თავი ლევანმა.
-ჩემთვის მტრად არ ითვლები და არა. შენთვის?
-რა გინდა ახლა? პოლიტიკური დაბრკოლებაც შევქმნათ ჩვენს ურთიერთობაში? რატომ ფიქრობ ასეთ უმნიშვნელო რაღაცებზე?
-მაინტერესებს შენი აზრი. მინდა ვიცოდე, რა დამოკიდებულება გაქვს.
-მაინც არ მოახდენს გავლენას შენზე ეს..
-შეიძლება. თუმცა, მეცოდინება.
-რისი გაგება გინდა?-გაუღიმა ცოლს.-იმის მოსმენა გინდა ჩემგან, რომ ქართველებთან ერთად ერთი მაგიდის გაზიარებაზე თანახმა ვარ?! ხომ ხარ ჩემი ცოლი. ეს ისედაც პასუხია უკვე ყველაფრის.
-მაგრამ..
-მაგრამ მაინც. და არ გვინდა ეს.
-შვილი რომ გინდა,-თამაში წამოიწყო თამთამ.-რა აზროვნებით უნდა გაიაზროს? რა ეცოდინება ამ კონფლიქტზე?!
-შვილი რომ მინდა?! – ოდნავ გასწორდა ლევანი. უცნაურად შეუტოკა ნაკვთები. ეტყობოდა, როგორ არ მოსწონდა ამ თემაზე ხუმრობა.-ფრთხილად, თამთა!
-ხო, რა იყო, მაინტერესებს! ან რა ენაზე იმეტყველებს?
-რა ენაზეც თავისი მშობლები.-მოუკიდა ახალ ღერს კაცმა.
-მათ შორის ჩემს ენაზეც?
-თავისთავად. თუმცა შენ ხომ არ იქნები დედამისი, ნუ დარდობ მაგაზე.
-ცეცხლს შენ ეთამაშები ახლა.-გაუღიმა ქმარს. მარტივი მოძრაობით ჩაისვა კალთაში თამთა და სიგარეტიანი თითებით მიეფერა ლოყაზე.-და სკოლაში აქ უნდა იაროს? იმ საცოდავი წიგნებით უნდა ისწავლოს? ის დამახინჯებული ისტორია უნდა დაიზეპიროს?
-რომელი დამახინჯებული ისტორია? – მკლავზე აუსვა ხელი ანთებულ ღერთან ერთად. თითქოს სპეციალურად უნდოდა დაეწვა მისი კანი.
-თქვენი ისტორია. გადაკეთებული.
-შენია სწორი? ისაა მართალი?
-თუკი ომი დაიწყება ჩვენს შორის, ვის მხარეს იბრძოლებს ჩვენი შვილი? – დააშტერდა თვალებში კაცს.
-თამთა..
-მიპასუხე. მე მადარდებს ასეთი რაღაცები.
-თვითონ გადაწყვეტს.
-ხოო?! მისცემ შენ თვითონ გადაწყვეტის უფლებას?
-შენ ვისკენ იბრძოლებ?-დაიჩურჩულა და ჩააქრო სიგარეტი. მობეზრდა ის თამაშიც და დაძაბულმა გადასვა თავის ადგილას ცოლი.
-რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნის მხარეს!
-თუ მე აქეთ ვიქნები.. მაინც?! – ეს რომ თქვა, თამთამ მოკუმა პირი.
-მაინც.
-სასიკვდილოდაც გამიმეტებ? – აქ უკვე აერია მზერა ორივეს.-ამდენად პატრიოტი ხარ, მეც რომ გემეტები?-გაეღიმა უნებურად.
რაღაცის თქმას აპირებდა ისევ, დაჩი რომ გამოვიდა ეზოში. ერთმანეთს მიწებებული ცოლ-ქმარი რომ დალანდა, უხერხულად მოარიდა თვალი. ადგილზე დარჩა.
-მიდი ძმასთან. – ხელით გააცილა ცოლი. უმნიშვნელოდ გაუღიმა დაჩის და სახლში შევიდა.
ღრმად ამოისუნთქა თამთამ. პირველად ილაპარაკა ასე ღიად იმ ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებაზეც და პასუხიც მიიღო შესაბამისი. წინასწარ განჭვრიტა ყველა შესაძლო „იქნებ“ და ის არარსებული შვილიც წამით ამ საზოგადოებაში აცხოვრა.
ვერ შეძლებდა. ალბათ ვერასდროს.
-ანუ გიყვარს.. კარგია. – მაშინვე თქვა დაჩიმ და ჩაიხუტა და. მასთან ერთად ჩაესვენა ჰამაკზე.
-რა მნიშვნელობა აქვს!
-დიდი!-აკოცა შუბლზე.-ის გოგო იქნება ჩემი მდგმური შემდეგი თვეები? – გაახსენდა სიდა დაჩის.
-ჰო. ნახე, როგორი საყვარელია? ლევანისთვის ძალიან ძვირფასია.
-რა საჭირო იყო ახლა ამის ხაზგასმა?-გაიცინა.-ვიცი, რომ ძვირფასია. ეტყობა.
-ხოდა, მიხედე მანდ!
-მივხედავ! ისედაც ცარიელია სახლი.
-იმას არ მოჰყავს თავისი ქალები?!
-თამთა!-ამოიოხრა და გაეცინა.-დაანებე მაგას თავი. ისედაც ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება.
-გწყდება გული?-მიეხუტა ბიჭს.
-ზუსტად ისე, როგორც შენ. რა იყო შენ, რატომ მოიწყინე?
-რა ვიცი. უბრალოდ!
-რა მოხდა?! წეღან რაც მოხდა, მაგაზე კომენტარს არ გავაკეთებ.. – დაისისინა ბიჭმა.
-რას გულისხმობ?
-ასე ვერ იმორჩილებს ხელებს შენი ქმარი სუფრასთან? – დახედა დას და გააწითლა კიდეც.
-მოგეჩვენა!
-ნეტავ!
-რას მიჭედავ, ვერ გავიგე! – გაიცინა და გაჰკრა მუჯლუგუნი. დიდი ხანია ამდენი ქართული არ დაუხარჯავს საუბრისას.
-კარგი, ხო! კაი ტიპია.-დაადაბლა ტემბრი.-რაღაცნაირად.. ღირსეულია!
-ვიცი.
-შენ რომ მოგერიოს კაცი, ძლიერი უნდა იყოს შინაგანად. გერევა ის?
ჩაეცინა თამთას.
-მერევა. მაგის მეშინია ზუსტად.
-არაუშავს. თვითონ თუ უყვარხარ?
-დაჩი, რას დაიჩემე ეს სიყვარული! თვითონ გავერკვევით როგორმე.
-თვითონ უნდა უყვარდე თამთა. ისე ვერ იქნები ბედნიერი. რომ გიფრთხილდება და პატივს გცემს ეგ სხვა ამბავია… თუმცა..
-რა თუმცა?!-დააშტერდა ძმას. აგიჟებდა მისი სურნელი.
-ისე გიყურებს.. ის უფრო საშიშია, შენ არ მოერიო. – თავზე აკოცა და მიიხუტა მჭიდროდ დის დაქანცული სხეული.
-ეს „დრანდულეტი“ ვისია? – თითი გაიშვირა მოულოდნელად ნეგას მანქანისკენ დაჩიმ. თამთას სიცილი წასკდა.
-ეგრე არ დაუძახო ნეგასთან, თორემ მოგკლავს.
-მისია? რა ჯანდაბად უნდა?
-ყველას ეგ გვაინტერესებს, ჩემო დაჩი!
ისაუბრეს ბევრი იმ საღამოს. შუა ღამე გადავიდა კიდეც, ჰამაკიდან რომ წამოიმართნენ. დაჩის მიუჩინა ოთახი თამთამ. დილიდან უკვე გამზადებული ჰქონდა. მასთან დაძინებაც კი დააპირა, შეშლილი სახით რომ მოიშორა ბიჭმა.
-პატარა ბავშვი ვეგონები შენ ქმარს! – დაუცაცხანა და გააგდო ოთახიდან და. ძალიან უნდოდა ლევანის თვალში კარგი გამოჩენილიყო.
თამთამ დარჩენილი თეფშების ალაგება დააპირა, თუმცა ირმას ისედაც დაეკრიალებინა ყველაფერი. ნეგაც მშვიდად ფშვინავდა თავის ოთახში – მისი შემოწმებაც არ დავიწყებია. საკუთარი ოთახის კარი რომ შეაღო, ბალიშში თავჩარგულ ქმარს შეხედა ცოტა ხანი. გამოიცვალა. შეწვა ლოგინში უცნაურად აღელვებული და ბედნიერი.
მისწიეს მისი სხეული. შეუსრიალდა მუცელზე ნაცნობი თითები და კისერშიც მიიღო დამსახურებული კოცნა ხმაურიანად.
-შენს კითხვაზე პასუხი მაქვს.. მაგრამ ჯერ არ გეტყვი.
უნებურად გაეღიმა თამთას.
შეტრიალდა მისკენ და თვითონ აკოცა თვალდახუჭულს.
-რაც არ უნდა იყოს პასუხი… იცოდე, რომ მეც, ლევა.
ორივეს ერთმანეთზე მიხუტებულს ჩაეძინა.
.
მოსაწევად გამოვიდა იმ ღამით დაჩი. სპორტულ ცხოვრებას მიჩვეულს არ უყვარდა მოწევა, თუმცა ვერ მოითმინა მაშინ. სხვაგანაც არ უყვარდა ღამის გათევა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი ცხოვრება სამშობლოსგან შორს გაატარა თითქმის, მაინც შემორჩა მსგავსი ჩვევები დაჩის.
ანთებული ღერით გაიარ-გამოიარა ეზოში. სიდას სახლს გაჰხედა ფარულად. ცოტა მიიწია კიდეც ღობესთან, როცა უმნიშვნელო ფაჩუნი და ჩუმი ხმები მოესმა.
-გერმანული ნაგაზია?-ხელები გადასდო ღობეს და ძაღლზე მიანიშნა სიდას. კარგად ვერ გაარჩია გამოსახულება.
-კავკასიური!-ჯაჭვს დაუწყო ჯაჯგური სიდამ. ძაღლის გაშვება დავიწყდებოდა საღამოს.
-ნუ ექაჩები ეგრე,-მიიწია დაჩი და კარის გაღება სცადა.
-არ მოხვიდე!-აღმოხდა შიშნარევად სიდას.-შეგჭამს.
-მისცემ მერე მაგის უფლებას?!-გაეღიმა ბიჭს და მაინც გადადგა ნაბიჯი.-რა გეშველება, მე თუ შემჭამს..
-როცა დაინახავს, რომ მეშინია..
-გეშინია? ჩემი?-წარბები აზიდა დაჩიმ.
-არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, მისთვის უცხო ხარ და შესაბამისად.. საფრთხედ აღგიქვამს.
-გაუშვი ხელი.-უმნიშვნელოდ შეეხო სიდას გადათეთრებულ თითებს და ჯაჭვს თვითონ ჩაავლო ხელი.
გაათავისუფლა ძაღლი ბორკილებისგან. ქოფაკმა კარგად დაყნოსა დაჩი ფეხებთან, მერე ენა გადმოაგდო და ეზოში მედიდურად გამოისეირნა.
-ასე არ ექცევა ხოლმე უცხოებს.-თქვა სიდამ და გაკვირვებულმა გააყოლა თვალი ლესის.
-მიყვარს ძაღლები. ალბათ იგრძნო თვითონაც.
-ჰოო.. – უხერხულად გახედა ბიჭს და ცალფეხზე დაიწყო ნერვიულად რწევა.
-მზად ხარ შენ?-უკან დაიხია დაჩიმ, როცა იგრძნო მისი დაძაბული სხეულის სიმხურვალე. ღობეს გადასდო ცალი ხელი.
-რისთვის უნდა ვიყო მზად?
-გათხოვებისთვის.-გაეღიმა ბიჭს.
-არ ვთხოვდები!
-ვიცი. მე უნდა მოგიტაცო.
-სახუმაროა?!-თვალი თვალში გაუყარა ბიჭს. უცნაურად უელავდნენ თამთასნაირი ნაცრისფერი თვალები. პრიალა კანიც საკმაოდ მიმზიდველი იყო მთვარის შუქზე. მოოქროვილი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა ოდნავ, თუმცა მაინც არ უშლიდა ხელს სიდა დაენახა მათ შორის.
-არა. ტრაგედიაა.
გაეღიმა სიდას. ძალიან ჰგავდა ის თავის დას.
-ჰოო. შენს ქვეყანაში ასე არ ხდება, ვიცი.
-არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება. არავინ ექცევა შენნაირ გოგონებს ასე.
-ჩემნაირს როგორს?!
-ჯერ კიდევ ბავშვს. საერთოდ არ ხარ მზად ქორწინებისთვის. არც არანაირი ურთიერთობისთვის,-სუსტად გაიღიმა დაჩიმ. სიდამ წარბები აზიდა.-ბავშვი ხარ..
-არ ვარ ბავშვი!-მოიღერა ყელი სიდამ და მრისხანედ შეხედა თავის თავში დარწმუნებულ ქართველს.-და შენი საქმე არაა მე რისთვის ვარ მზად.
-ასე აპირებ მეჩხუბო ხოლმე?-გადმოდგა ნაბიჯი მისკენ ბიჭმა. სიდამ ოდნავ დაიხია უკან. -ჩვენ ხომ ერთად უნდა ვიცხოვროთ..
-ძალიან ცოტა ხნით..
-მაგრამ რაღაც დროით მაინც.
-არაუშავს. როგორმე ავიტანთ ერთმანეთს.
-რატომ ფიქრობ, რომ უნდა ავიტანოთ? მე არ მაქვს არანაირი პრობლემა. არც შენ უნდა გქონდეს.. არც გექნება, ვიცი.
-რა იცი ასე დარწმუნებულმა?-თავი გადახარა გვერდზე სიდამ.
-ცოტა ხნით არ მოგვიწევს ერთად ცხოვრება. ძალიან დიდი ხნის პერიოდი იქნება ეგ ყველაფერი. ეს იცი, არა?
-არაფერი არ ვიცი.-თქვა ჩუმად.-არც მინდა ამაზე ფიქრი..
-მართლა ტარბა ხარ შენც?-ჰკითხა დაჩიმ. სიდას ჟრუანტელმა დაუარა.
ფარული ქვეტექსტი ზედაპირზე ამოტივტივდა.
-მართლა არა. მამას გარდაცვალების მერე, ლევანმა ასე ჩააწერინა. ფორმალურად ვარ ტარბა, ისე სხვა გვარი მაქვს.
-ხოო?! ანუ იმის გარდა, რომ ნათლიაშენია ლევანი..
-ხო, სისხლის კავშირი არ გვაქვს. მაგრამ მაინც ყველაფერია ის ჩემთვის.
-მესმის. კარგია,-უნებურად დაიჩურჩულა და კარგად დაათვალიერა სიდას ტანი.
-რა არის კარგი?
-რომ ტარბა არ ხარ.
-რატომ?
გაეღიმა დაჩის. არ უპასუხა.
-შედი სახლში. გცივა.
-ტკბილი ძილი.
„ოღონდ ის არა, დაჩი“ უთხრა თავის თავს. სუსტად გაეღიმა და ამჯერად მშვიდად ჩაეძინა ნასვამს.
.
ლევანის თანხმობით იმდენად იყო აჟიტირებული მაქსიმი, არც თემურის მუქარა და არც ზურაბის გაფრთხილებები უგდია ყურთ. ეჭვის თვალით შეჰყურებდნენ ერთმანეთს ძმები ლაკობები, თუმცა მაქსიმს არავის მოსმენა სურდა. ქორწილი შედგებოდა. ლევანმა იზრუნა მათი ნდობის მოპოვებაზე. მიუჩინა რამდენიმე შიკრიკი, ვინც აცნობებდა, რომ გადაწყვეტილება სერიოზული იყო და ზავიც – გასათვალისწინებელი, თემურის გატეხილი თავი კი – დამსახურებული. რა გაეწყობოდა, უნდა დაეჯერებინათ და მიეღოთ კიდეც ეს ამბავი, თუკი უნდოდათ მშვიდობიანი ცხოვრება ამ ქვეყანაში.
თეთრი კაბითა და ჩაცვენილი თვალებით გამოვიდა მისაღებში სიდა. ბავშვური სახე სადღაც გადაკარგულში წასულიყო, იმდენად დაქალებული და გაზრდილი ეჩვენა ნათლიას. მის ჩაცვენილ, თუმცა ჯერ კიდევ იმედით სავსე და მოკაშკაშე თვალებს გაუსწორა მზერა.
თეთრი კაბა, თეთრი ფატა და მოღეღილი მკერდი შთამბეჭდავად ერწყმოდა ერთმანეთს. გული ეტკინა ნეგას ბავშვის დანახვაზე. აიდამ აღარ იცოდა, სად გაეხარჯა ეს ცრემლები. თამთაც ამოუდგა გვერდით მეჯვარის სახით და მკლავში ჩაეჭიდა გოგოს.
დაჩი იდგა უბრალო ლურჯ მაისურსა და მწარე ჯინსის ფერი შარვლით გამოწყობილი. კედელს მიყრდნობოდა გულ-მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით და შორიდან უმზერდა სიდას. ის არ მიდიოდა ქორწილში.
მას უნდა წაეყვანა.
-ბარგი ჩალაგებულია?! – იკითხა დაჩიმ.
-მანქანაშია. იქვე გამოიცლის სიდა. არსად გააჩეროთ მანქანა.-დაარიგა ლევანმა.
-ყველაფერი ხომ კარგად იქნება, ნათლია?-აემღვრა თვალები სიდას.
-ნუ ნერვიულობ ამდენს!
-ჩამეხუტე, რა..
-მოდი.-დაუძახა თითებით და მიიხუტა თეთრ კაბაში გამოწყობილი თავისი გაზრდილი ბავშვი.-ცოტა გაიღიმე ოღონდ..
-რანაირი პატარძალი ხარ, რა არი!-ნეგამ მაშინვე გაამხიარულა სიტუაცია.
-ნუ მეძახი პატარძალს! – ნათლიის მკლავებში გამომწყვდეულმა დაუქნია თითი.
-ოხ, ეს მეჯვარეც როგორია რა! – დაატრიალა თამთა და ტუჩები გადმოაგდო მოწონების ნიშნად.
თამთას ლევანის ნაჩუქარი შინდისფერი კაბა ეცვა. მუხლს ოდნავ გადაცდენილი, ტანზე მომდგარი და სექსუალური. თუმცა ესეც კი არაფერს ნიშნავდა იმ დღეს. ყველა უჩვეულოდ სევდიანი და დაღვრემილი იყო.
ბოლოჯერ გამოვიდა სიდა თავისი სახლიდან. უკანასკნელად ახედა სახლს, დაემშვიდობა საკუთარ ოთახს, ლევანის ეზოს, სადაც ნეგასთან და თამთასთან ერთდ ათას სისულელეზე ულაპარაკია. დაათვალიერა მილიმეტრული სიზუსტით ყველა კუთხე და კუნჭული, სადაც თავისი ბავშვობის ნარჩენები ეგულებოდა და ასე ჩაჯდა მანქანაში.
ძლივს შეიკავა თავი ცრემლებისგან. უნდა ებრძოლა დღეს და უნდა მოეთმინა.
-მე მივდივარ. შენ რჩები.-ჩუმად უთხრა თამთას.-მეგონა, პირიქით იქნებოდა. არ ვიცი, რომელი უფრო უარესია..
-იმედია, ბოლოს ერთად აღმოვჩნდებით ან იქ ან აქ. – უჩურჩულა თამთამაც.
ხელი დაადო ბავშვის გაცივებულ კანს. თვითონაც მოავლო მანქანის სარკიდან ყველაფერს თვალი. თითქოს, თვითონაც მიდიოდა სადღაც.
საკუთარი ხელით მიიყვანა სიდა მამის მკვლელებთან ნათლიამ. გადმოიყვანა მანქანიდან. თვალებანთებულ მაქსიმს გადაულოცა ხელით და ძალიან მწარე თვალებით დაასაჩუქრა შორს გამდგარი თემური. გატეხილ თავზე გადაისვა ხელი კაცმა.
ანიშნა ლევანს, ეს საქციელი რომ არ დარჩებოდა უპასუხოდ და ეს ქორწინებაც არაფრის მანიშნებელი იყო მისთვის. თამამად შეავლო თვალი თამთას კაცმა. გააყოლა მის მოხდენილ მოძრაობას მზერა. მერე ლევანზე გადაიტანა ყურადღება. მთელი სხეულით აგრძნობინა, როგორ დაათვალიერა მისი ცოლი უტიფრად.
ზავის პირველი ბზარიც სწორედ მაშინ გაჩნდა.
თავთან ერთად თვალებიც აღარ შერჩებოდა სახეზე მხოლოდ იმ არასწორი მზერის გამო, რაც თამთასთვის გაიმეტა – ეს ყველამ გააცნობიერა.


თავი მეთოთხმეტე
„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა…“
მთებში ჩაფლულ რიწას, ლაშიფსესა და გეგას სიდას ბედი უნდა გადაეწყვიტა იმ ღამით. გაგრის ქედი უდრეკად იხედებოდა ახლოდან. ამაყად ითმენდა წაბილწულ ტრადიციებს, ტყუილებსა და იმ იმედგაცრუებას, რაც იმ საღამოს ელოდათ სტუმრებს.
აფხაზეთის კავკასიონი ბევრად უფრო გამყინავი და უტეხი იყო. ტბიდან გამოდენებულ მდირანე ლაშიფსეს შავი ზღვისკენ მიჰქონდა ქორწილის ამბავი თითქოს.
ქორწილი ლაკობების რეზიდენციაში – რიწაზე აღინიშნებოდა. თეთრ ფერებში გადაწყვეტილიყო ყველაფერი. მრგვალი მაგიდები უშველებელ ეზოში მიმოეფანტათ, პატარ-პატარა ნათურები დანათოდა ზევიდან სტუმრებს. საშუალო ხმაზე ჩართული კლასიკური მუსიკა ტბის შრიალთან ერთად არაჩვეულებრივ აკუსტიკას ქმნიდა.
საერთოდ არ ეტყობოდა იქაურობას რამდენიმე კვირის წინ მტრულად მოსული ლევანის ხელი.
სიდას თითზე წამოცმული მაქსიმის დედის ბეჭედი უღიმღამოდ პრიალებდა მზის შუქზე. ჩამკვდარი თვალებით შეაბიჯა კიდევ ერთხელ და, იმედია უკანასკნელად, ამ სახლის ეზოში. ეყრდნობოდა ქმრის ხელებს. მაქსიმი აციმციმებული თვალებით შეჰყურებდა გოგოს. იცოდა, არ უყვარდა სიდას. იცოდა, რომ უარყოფილი იყო, მაგრამ მაინც ვერაფერს შველოდა გაგიჟებულ გრძნობებს და უსიტყვოდ ითმენდა ყველა იმ ცივ მზერას, რომელსაც სიდა არ იშურებდა მისთვის. იძულება და ამ ქორწინების მალე დასასრული ეტყობოდა სიდას სახეზე.
მზე ნელ-ნელა ჩაიწია გაგრის ქედზე. ტბაში მიმოაბნია უკანასკნელად მისი მხურვალე სხივები და ზღვისკენ წავიდა, შორს. თითქოს ყველას დაწვავდა იმ საღამოს.
თამთა დაასაჩუქრა ირიბი მზერით სიძემ. უცნაურად შეხედა სიდას მეჯვარეს, მიიღო მისგან უგულო მილოცვა და ასე შეაცილა გოგონა მაგიდასთან. თვითონ მაქსიმის მეჯვარე არ შეუმჩნევია ჯერ თამთას, იგვიანებდა რატომღაც. როგორც კი მიუსხდნენ მაგიდას, მაშინ მოვიდა დაგვიანებულიც და რატომღაც თამთას მოშიშვლებულ მხრებზე დაცურდა მისი ხელი.
ინატრა, ლევანს არ შეემჩნია ეს ყველაფერი, მაგრამ მაშინვე შვებით ამოისუნთქა, როცა ამ ხელების პატრონი ამოიცნო.
-ირაკლი?! – აღმოხდა შვებისგან. გაუვალ სიბნელეში ნათელ წერტილის აღმოჩენას ჰგავდა მისი გვერდით ყოფნა. ერთ-ერთ იმედად აღიარა ის.
-გახლავარ.-გაუღიმა ბიჭმა ჩვეული ღიმილით და ხელზე აკოცა თამთას.-აქ ვარ და ნუ ნერვიულობ.
-მასთან რა გინდა? – ჩასჩურჩულა ყურში და თავით მაქსიმისკენ ანიშნა.
-ძველი ოჯახური მეგობრობა. მამაჩემიც მათი კლანის წევრია..
-იცი?!-შეანათა თვალები ბიჭს.
-გაიღიმე ცოტა. არაჩვეულებრივად გამოიყურები. – წაუყრუა მის კითხვას.
-შენც კარგი ხარ. -უთხრა თუ არა, შეიფერა და კულულები გადაიწია უკან. ქარიზმატული იყო ძალიან. მაცდური და მომღიმარი სულ.
სიდას დაუთმო ყურადღება შემდეგ ბიჭმა.-როგორი ნაზი ხარ, სიდა..
ლოყაზე აკოცა გოგოს. ხელზე დაადო თავისი თითები და თვალი ჩაუკრა ეშმაკურად. გოგოებმა ერთხმად ამოისუნთქეს. იმედივით იყო ირაკლი. დაუძახებდი და იქ გაჩნდებოდა.
სანამ შეზარხოშდებოდნენ სტუმრები და უშუალოდ დაიწყებოდა ქეიფი, მანამ მიდიოდა ჩუმ-ჩუმი ჭორაობა. ბევრი ხალხი არ ყოფილა, თუმცა დიდი ეზო იყო და ოჯახის ახლობლები საკმარისად ეტეოდნენ. მთელი აფხაზეთის „ნაღები საზოგადოება“ მოერეკათ ლაკობებს.
სიდასთვის ძვირფასი ხალხი ერთ მაგიდასთან ისხდა. მისი ყოველი გამოხედვა ლევანს ეკუთვნოდა. მორიდებასთან ერთად შველას თხოვდა ნათლიას, ამ ყველაფრის დროზე ადრე დასრულებას. თავის მხრივ, თვალები დახუჭა ლევანმა, როცა მაქსიმის ხელი სიდას წელზე დაესვენა. სხვაგან იხედებოდა, თუკი ბიჭის შეყვარებული მზერა სიდას სახეზე ეცემოდა. არ შეეძლო ამის უსიტყვოდ მოთმენა. ვერ უძლებდა გოგონას გაფითრებულ კანს და მის თვალებში აკიაფებულ შიშებს ასე შორიდან ებრძოდა.
შეასრულეს აფხაზური ტრადიციული ცეკვა სიძე-პატარძალმა. უღიმღამოდ აწია გრძელი მკლავები სიდამ. რიტმულ აფხაზურ მუსიკაზე ნაზად შეარხია ტანი. მაქსიმმა შეისრუტა სიდას სუფთა სურნელი, რომელიც ვერასდროს გახდებოდა მისი. მას არ ეკუთვნოდა. მოღრეცილი სახით დაუბრუნდა ადგილს პატარძალი. ნათლიამ თავი დაუქნია შორიდან. თავისთავად, ირაკლიმაც მოიხელთა თამთა.
ნელი ვალსი იცეკვეს მეჯვარეებმა. ხელი დაადო მხარზე, იმან წელზე შეუსრიალა ხელები. სანდო სხეულები ცეკვავდნენ ერთად, ლევანმა ერთადერთხელ შეხედა მხოლოდ ცოლის პარტნიორს.
-მაპატიე, მაშინ რომ ჩაგიშვი. – წამოიწყო ირაკლიმ.
-ჩემთვის გეკითხა პირდაპირ. მიიღებდი პასუხს.
-არ გენდობოდი თავიდან. ამიტომაც ვუთხარი მას.
-სხვანაირად ვერ მოიქცეოდი, არა?! – უთხრა და დატრიალდა მის ხელებში.
-რა გინდოდა მის მანქანაში? – გადახარა თავი. ჩამოეშალა კულულები. მაქსიმისკენ ანიშნა.-ან რა გინდოდა გარეთ..
-შენც არ დამიწყო.-პირველად გაეღიმა იმ საღამოს გულწრფელად.-საკმარისად მოვინანიე ეგ საქციელი..
-ჩემი დამსახურებით? – დაატრიალა კიდევ ერთხელ.
-არა მარტო. ყველგან გაქვთ თვალები და ყურები! თქვენ რომ ვერ გაიგოთ ისე, ვერაფერი გამიკეთებია.
-პატარაა ეს ქვეყანა, თამთა.-თვალისმომჭრელად გაუღიმა ქალს.-მით უმეტეს, შენ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნები ხოლმე..
-ჰოო?! ჩემი ქმრის გამო, არა?
-მაგის გამოც. კიდევ იმის გამო, რომ საოცრად ლამაზი ხარ.-აქ ორივეს ერთდროულად გაეცინათ.
ასეთი იყო ირაკლი – უყვარდა გაპრანჭვა, მაგიტომ უყვარდებოდა ყველას წამიერად. ცეკვის დასრულებისთანავე გადააბარა მეუღლე ლევანს. თვითონ სტუმრებში გაიხლართა. ყველას უღიმოდა და ესალმებოდა.
დაღლილი ჩამოჯდა სკამზე თამთა. მხოლოდ მაშინ შეხედა ქმარს, როცა ის თვითონ მოეფერა ზურგზე და მხარზე აკოცა.
-რატომ მოიწყინე?!
-მეცოდება.-თავით ანიშნა სიდასკენ და აევსო თვალები ცრემლებით.-უთხარი რამე.
ამოიოხრა კაცმა.
-ვეტყვი წასვლამდე.
-ხომ იცი, სამუდამოდ დაამახსოვრდება შენი სიტყვები მას. კარგად დაფიქრდი, რას გააყოლებ.
-ისე ნუ ამბობ, თითქოს აქ აღარ მოვა.-ცივი გაუხდა ხმა.
-არავინ იცის, რა მოხდება. როცა კარგი ცხოვრების ფასს გაიგებს, აღარც მოუნდება მობრუნება.
-კარგი ცხოვრების ფასს?!-გადაიხარა ცოლისკენ. სურვილი გაუქრო პასუხის, ისე შეხედა.-მაშინ შენ რატომ ირჩევ აქაურ ცხოვრებას? ის ხომ ნანახი გაქვს?
-აქ გინდა ამაზე ვისაუბროთ?! – თვითონაც არ ჰქონდა ნაკლებად მტრული მზერა.-მე არაფერი ამირჩევია.
-ხო, შენ ხომ მე გიწყვეტ ყველაფერს.-დაამატა ნიშნისმოგებით.-და რას იხილავს მანდ ასეთს, ჩვენთან მოსვლა რომ აღარ მოუნდება?
-ნუ გამომეკიდები ახლა. ისწავლის და თავისუფალი იქნება. ეს ვიგულისხმე.
-აქაც იქნება სიდა თავისუფალი.
-როგორ არა! – ხელით ანიშნა გარემოსკენ ლევანს.-მე რასაც ვუყურებ.. მხოლოდ შენ ზიხარ მშვიდად. შენ არ შეგეხება არავინ, ეს იცი. რა ძალას ფლობ ასეთს?! რა სტატუსი გაქვს ასეთი, თემურმაც რომ დაიხია უკან?
-რა გინდა, თამთა?-მისწია სკამი მისკენ ქმარმა.-რა გინდა?!
-რაც გკითხე, იმის პასუხი.
-მე არანაირად ძალას არ ვფლობ. ცდები უკვე, ამას რომ მეკითხები. თუ ძალიან სიღრმეები გაინტერესებს, მამა იყო იმ სტატუსის მატარებელი, მე რომ მაწერენ ახლა. მე ვთქვი ოდესმე, ეგ?! ჩემგან გაგიგია შენ რამე? სხვების ნათქვამს რატომ უჯერებ.
-შენ არაფერს მეუბნები და მაგიტომ.
-შენ უნდა მკითხო.-ჩაჰხედა თვალებში ქალს.-მაგრამ შენ ხომ ჩემი პასუხების გეშინია ასე ძალიან..
-არაფრის მეშინია.
-არაფრის?-წაიწია მისკენ.-ეს რომ სხვა რამეზე მეტყველებს?-ხელი დაუსვა მკერდის ღარზე. ჟრუანტელზე მიანიშნა. კარგად ახედ-დახედა ცოლს. უჩვეულოდ ცივი და სუსხიანი იყო მისი სახე.
-მანდილი ხომ არ ჩავაგდო! – არსაიდან გაისმა ნეგას ხმა და თამთას ჩამოუჯდა გვერდზე. ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო და მოწრუპა ვიღაცის ჭიქიდან შამპანური.
ნელი სიო და ცივი ჰაერი წამოვიდა ტბიდან. ყრუდ ისმოდა მდინარეების ხმაური. ცოლი შეატოვა ძმას. სიდასკენ დაიძრა მძიმე და დინჯი ნაბიჯებით. ახლა უნდა დაეწყო დამშვიდობებისთვის მზადება..
-როგორი… გაუტეხავია! – გაბრაზებულმა დაიღრინა. ჩაეცინა ნეგას.
-ლღვება ყინული. დააცადე!
-უფრო მკვრივდება! მომერევა.-დაამატა ცივად.-მაგრამ..
-გული არ ატკინოთ ერთმანეთს, თამთა.-სრულიად სხვა იყო ნეგას სიტყვები იმ წამს. ასეთი არასდროს უთქვამს არაფერი ადრე. მიატრიალა თავი ქმრისკენ. სიდა ააყენა მაგიდიდან. მაშინვე მოარიდა სახე, ზურგშექცევით დაჯდა ისევ და ძლივს შეძლო ცრემლების შეკავება მაშინ, როცა მილიონი თვალი უყურებდა.
-ვერ ხედავ რანაირია?!-დაამატა ნეგამ ისევ. აქ უკვე თვითონ ეტკინა გული.
-რანაირი? – იკითხა და ნეგამ დაუჭირა ლოყაზე ის ცრემლი, მარტო თავისი ქმრისთვის რომ გაიმეტა.
-აი ისეთი.. სიდას გაშვება რომ შეუძლია.
გული მოეკუმშა ქალს. მიხვდა, რასაც ნიშნავდა ეს ყველაფერი. გაჭირვებით შებრუნდა უკან. სიდას მზერაში ამოიკითხა გაღმერთება და მონატრება ერთდროულად. აიძულა საკუთარი თავი თამთამ ეყურებინა იმ ცეკვისთვის, ნათლიამ რომ აჩუქა ბოლო შეხვედრისას.
-ნათლია.. – აუკანკალდა ხმა სიდას.
-ჩშშ.. – თავზე აკოცა მაშინვე და მოიზიდა გოგონა. დაადებინა ხელი მხარზე, თვითონ წელზე მოეფერა. იმდენად გაზრდილი და დაქალებული იყო, ლევანსაც კი სწვდებოდა სიმაღლეში თამამად.
-როდის მორჩება?
-მალე. რას გეუბნება ის? – ისეთი ტონით თქვა, მაშინვე მიხვდა ვისაც გულისხმობდა.
-არაფერს. ხვდება, რომ არ მინდა. არ მაწუხებს.
-ვერც შეგაწუხებს.-თქვა კატეგორიულად.-არაფერი უთქვამს?
-არა. არ გადაიფიქროს.-გაეღიმა სიდას. ლევანსაც რაღაც ღიმილის მაგვარმა გადაურბინა სახეზე.
-ვის მიგათხოვო მერე? – აჰყვა თვითონაც.-დარჩები ისე..
-ვისთვის გამიმეტებ?-გადახარა თავი და თვალებში შეხედა კაცს. ასეთი ლურჯი თვალები არასდროს ჰქონია ლევანს – სიყვარულით სავსე.
-არავისთვის გაგიმეტებ. არასდროს. – სულ ოდნავ მიადო ტუჩები შუბლზე და დაატრიალა ბავშვი.-იქაც იქნება ჩემი თვალები.. ხომ იცი?!
-ვიცი.
-ისიც ხომ იცი, შენი სურვილების შესაბამისად რომ მოვიქცევით მე და დედაშენი.-მამასავით როგორც კი დაუწყო საუბარი, სიდას წასკდა ცრემლები და მიეხუტა ლევანს. ჩაიკრა გულში ბავშვი. არავის უნახავს არც მისი ცრემლები და არც ამ საუბრის სიმძიმე გაუგია უცხო ყურს.
-დედასთან მინდა ყოფნა, ნათლია.
-დედასაც შენთან უნდა. – დაუსვა ხელი თმაზე.-ცოტა მოითმინე.
-ცოტას მოვითმენ.-ამოიჩურჩულა და გაასწორა სახე. განაგრძო ცეკვა.-მერე მე იქ მარტო რომ ვიქნები, თქვენ აქ.. ეჭვიანობისგან გავსკდები ალბათ! ნეგას ვინ მოუშლის ნერვებს?!
-ის აქეთ მოგვიშლის ნერვებს, შენ რომ არ ეყოლები.-გაუღიმა ბავშვს.-მიეჩვევი. და მოგიყვან მერე ისევ, ამათ რომ დავაშოშმინებ.
-ამათ რა გააჩერებს, სამარეს გარდა!-ამოიღრინა ბავშვმა.-და იმედია შენ არ აპირებ..
-არა, სიდა.-ისე თბილად უთხრა, სიდამ მორიგი ცრემლების ტალღა შეაჩერა. რატომ იყო ეს კაცი მისთვის ასეთი სუსტი წერტილი?!
-ვიცი. მკვლელი რომ არ ხარ, ვიცი. იმანაც იცის, – წარბი აუწია კაცს. ახლა სულიერადაც გაზრდილი მოეჩვენა ლევანს.
წაუყრუა თამთას ირიბად ხსენებას. დაატრიალა კიდევ ერთხელ.
-ისეთ ვიღაცასთან გიშვებ, ეჭვი არ მეპარება არაფერში. შენი მჯერა განსაკუთრებით.-დაუბოხდა ხმა. სიდას დაეძაბა სხეული.-არ დაივიწყო ვინ ხარ. რომელი ქვეყნის შვილი ხარ, ისიც კარგად გახსოვდეს, სიდა. ყველაფერი გექნება, რაც გინდა. დანარჩენი შენ უნდა გადაწყვიტო.. ეშერაში სახლი და დედა გელოდება.
ორივე ხელი შემოხვია კეფაზე ნათლიას. ჩაეხუტა მუსიკის დასასრულს და ლოყაზე აკოცა მაგრად.
-და შენ. – დაამატა თვითონ სიდამ.-შენ სულ სხვა ხარ ჩემთვის. სხვა იყავი სულ. შენი სიტყვის გამო შემიძლია ამ ტბაშიც გადავხტე ახლა, ისეთი ძვირფასი ხარ. ვიცი, რომ ამჩნევ ამას.. და ვიცი, არ გიყვარს, როცა ასეთი მართვადი ვხვდები, საქმე შენ რომ გეხება. მამაჩემის მერე.. – გაუწყდა ხმა. თვალი მოარიდა კაცმა.-მამა თითქმის არც მყოლია. შენ.. მამა კი არა.. ყველაფერი ხარ, ნათლია. მადლობა ყველაფრისთვის.
-ჭკვიანად იყავი მანდ. – ლმობიერი ხმა უნებურად გადაუვიდა ძველებურში.-გენდობი.
-არ გავთხოვდები!
-სიდა!-აზიდა წარბები.-არც განიხილება.
-ქართველს რომ გავყვე?-წაეთამაშა ნათლიას. როდის ექნებოდა აწი ამის შანსი?-გაბრაზდები?
-რატომ? განიხილავ ვინმეს.. ქართველს?!
-ხომ შეიძლება, ვინმე შემიყვარდეს. აი, როგორც შენ შეგიყვარდა თამთა.. – თქვა თუ არა, იკბინა ტუჩზე, მაგრამ ვეღარ დააბრუნებდა სიტყვებს უკან.-ანუ.. მეც რომ.. – დაიბნა მთლად და დახარა თავი.
ვერ შეჰბედა საწინააღმდეგოს თქმა ლევანმა. ვერ უთხრა, არ მიყვარსო თამთა.
-შენც რომ გათხოვდე ქართველზე..? რა გგონია, გადავბუგავ ყველაფერს? – ჩაეღიმა. მიეშველა სიტყვაში ბავშვს.-რა იყო, ჩემი აზრი გაინტერესებს, სიდა?
დაიმორცხვა მაშინვე.
-ვიხუმრე უბრალოდ.
-გააჩნია ვის გაყვები. და რა დროს. რისთვის მიდიხარ მანდ, არ დაგავიწყდეს.
-საკუთარ ქორწილში ჩემს მომავალ გათხოვებაზე ვსაუბრობთ. სასაცილოა თუ სატირალი, ვეღარ გამიგია.-დანანებით დაილაპარაკა და გვერდზე გადგა მორიგი მუსიკის დასასრულს. თან ამ თემაზე საუბარსაც მოერიდა. საიდან მოიტანა საერთოდ!
-მიდი, დაჯექი. – არაფერი უთხრა ბავშვს. ხელით უბიძგა თავისი ადგილისკენ და თვითონ სტუმრებში გაერია. თემურს არ მოუცილებია დაჟინებული მზერა მათთვის. ყველაფერს ჭვრეტდა თითქოს. მაძებარი ძაღლივით დაყნოსა მოსალოდნელი უბედურება. ზურაბიც გვერდით ედგა ეჭვნარევად.
ხვდებოდნენ, უბრალოდ რომ არ დათმობდა სიდას ლევანი.
აიდას ერთხელაც კი არ გაუღიმია. უგულოდ მიყინულიყო მაგიდასთან და სიდას აშტერდებოდა მხოლოდ. თამთაც დაბრუნდა პატარძლის მაგიდასთან. სიდა რომელიღაც ნათესავს ესაუბრებოდა, მაქსიმი იყო მარტო.
აშკარად რამე უნდა ეთქვა თამთას. ბიჭის დაჟინებული მზერა უწვავდა სახეს. ვერ გადაეწყვიტა თვითონ წამოეწყო საუბარი თუ დალოდებოდა.
-იმ ორს ხედავ?! – ჩუმად, დახლეჩილი ხმით თქვა ბიჭმა. ბიძისკენ და მამისკენ ანიშნა თამთას.
-ვხედავ.
-რა გგონია, სჯერათ ახლა მაგათ ამ ყველაფრის?!
-რისი?
-შენი ქმრის თანხმობის. რა ჩაიფიქრა?-დაამატა რბილად. თამთამ მოარიდა მზერა. ლევანს გააყოლა თვალი, დემნას რომ ჩასჩურჩულა რაღაც ყურში. მერე ქეთოს ჩამოადო მხარზე ხელი.
-რა უნდა ჩაეფიქრებინა? შენ ხომ გინდოდა ეს?
-მე მინდოდა. მას არასდროს. რა ხდება, თამთა? – ხმა გაექცა ბიჭს. სიდაზე შეაჩერა მზერა.-ესეთი უბედური როგორ მოვიყვანო?
-ადრე გეფიქრა მაგაზე.
-რომ ვიფიქრე, მაგიტომ გავუშვი უვნებელი. რა უნდა ლევანს? ოჯახი უნდა ამომიხოცოს? – ჩაეცინა ბიჭს.
-ნუ სულელობ. ბოლო ხომ უნდა მოეღოს ამ მტრობას. დაქორწინდებით და შერიგდებით. მშვიდად ცხოვრება გვინდა ყველას.
-ეს საცოდავი ქორწილი შეაჩერებს იმას? – ბიძისკენ გადახარა თავი კვლავ.-რა გგონია, მას ეს ქორწილი რამედ მიაჩნია?!
გასცრა ტანში თამთას. კვლავ განაგრძო საუბარი მაქსიმმა.
-მაგას ლევანთან აქვს საქმე პირადად. შენს ოჯახთან. ლევანის მამა ვერ მოინელა ვერასდროს. ის რომ ატრიალებდა თავის ჭკუაზე, ციხეშიც მაგან ჩასვა, ყველა ბიზნესი ჩამოართვა.. იმ გამწარებულ მხეცს გგონია ეს ქორწილი ადარდებს? ან მე ვადარდებ?!-ეს რომ თქვა, თამთამ მიხუჭა თვალები. უნებურად აევსო ცრემლებით თვალები მისი გულახდილობისგან.
-რა უნდა მაშინ?! რა არ ასვენებს?
-იცი რატომ იჯდა ციხეში? – ცალყბად გაიღიმა ბიჭმა. თავი დაუქნია ქალმა.-მერე.. ჰგავს ახლა ის ძმისშვილის მომავალზე მოფიქრალ კაცს? საკუთარი ქალიშვილიც კი არ დაინდო..
-აქ არის ის გოგო? – თქვა და ნეგას გაჰხედა მაშინვე. როგორ აინტერესებდა, ვინ იყო! ანიშნა, სადაც იჯდა თავისი ბიძაშვილი მაქსიმმა. ყველაზე მოშორებით, თავის მეუღლესთან ჩამომჯდარიყო ქალი, ჯერ კიდევ გოგონა. შენიშნა თამთამ ასე შორი მანძილიდანაც კი თვალებს შორის განსხვავებულობა, მაკიაჟიც კი ვერ ფარავდა მისი ნაძირალა ქმრის ნაკვალევს.
ღრმად ჩასწყდა რაღაც. მერე ნეგას შეხედა. მათი ინტერესის ობიექტი რომ საერთო იყო, შეამჩნია. ისიც იმას უყურებდა, რასაც თამთა. მორიდებით გამოხედა ალისიამ ნეგას. ქმრისგან მალულად დაუკავშირდნენ მათი თვალები ერთმანეთს. ორივეს ერთდროულად გაახსენდათ ბავშვობა და შეყვარებულობის ის წლები, სამუდამოდ რომ დაიმახსოვრებდნენ.
ნეგამ სიგარეტს მოუკიდა. დაათვალიერა ალისია ტანზე. შემთვრალ ქმარს ამშვიდებდა გოგო, ის ხელებს იქნევდა უმისამართოდ. სახლში შეიყვანეს კაცებმა. ალისია მაგიდასთან დარჩა მარტო, თითქოს განზრახ..
-როგორი ლამაზი ყოფილა.- თქვა თამთამ. ტალღოვანი თმა გადაეწია ერთ მხარეს ალისიას. ახალგაზრდა და ზუსტად ნეგას გემოვნების იყო. თუმცა გათხოვილი.
-ახლა არ იქნებოდა ასეთი, მამამისი სი.რი რომ არ იყოს. – გალანძღა ბიძა დაუფიქრებლად. ყელში გაეჩხირა თამთას დიდი ლოდი. უცნაურად იქცეოდა მაქსიმი. გულახდილი იყო ყოველთვის, მაგრამ ასეთი დოზით?!
-შვილი მაინც რატომ არ ეცოდება?
-თხუთმეტი წლის ბავშვი არ დაუნდია. საქონელია! – ცივად გაიხედა შორს, ბიძისკენ.-გვერდით რომ უდგას ეგ კი.. – აღარ დაამთავრა. მამასთვის მაინც არ გაიმეტა ცუდი სიტყვა.
-მაინც არ მეტყვი, რა აქვს ჩაფიქრებული ლევანს?!-გადმოიწია თამთასკენ. პირი დაისველა წყლით.-აკი სიდა უნდა გავაქციოთო? – დაამატა შეფარვით.-გადავიფიქრეთ, თამთა?
დაუარა დენმა ქალს.
-გააქცევ შენ?-წარბი აზიდა თამთამ.-აგერაა. გაუშვი. გაიმეტებ?
-მითხარი, რა უნდა შენ ქმარს.
-არაფერი არ უნდა ჩემ ქმარს. მშვიდობა სურს.
-მშვიდობას ვერ მიიღებს, სანამ ბიძაჩემი ასე თავისუფლად დაიარება. არ მოადუნო ყურადღება. ვინ იცის, ვინ ჰყავს მიზანში ამოღებული. შენით დაინტერესდა ყველაზე მეტად ამ საღამოს.
-ეს რას ნიშნავს?!
-გითხარი უკვე. მისთვის ეს ქორწილი არაფერია. მისთვის ზავი არ არსებობს. მას მხოლოდ ტყვიების ენა ესმის. ამ ენაზე უნდა დაელაპარაკო, თუკი გინდა გაიგოს. ფრთხილად იყავი, – ფეხზე წამოდგა.-არ მოშორდე ლევანს. არც ახლა, არც მერე. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს ნაძირალა ვერ იპოვის.
ლოყაზე იკბინა შინაგანად თამთამ. მაქსიმს ჩასჭიდა უნებურად ხელი. ლევანმა შორიდან დაასო მახვილი მზერა ცოლის ამ საქციელს. მაგრამ არ ადარდებდა თამთას.
-კარგი ადამიანი ხარ. – თქვა საოცარი გულწრფელობით. მაქსიმს არ შერხევია სახის ნაკვთები.
-საკმარისად კარგი არ ვარ. დაგავიწყდა, რა გავაკეთე?
-არაუშავს. მე გაპატიე ეგ საქციელი.
-შენ მაპატიე. მე არ მიპატიებია ჩემი თავისთვის. სულელი ვარ, – გადააქნია თავი და ჩამოჯდა ისევ.-რამდენი წელი მყავდა სკოლაში სიდა. ოჯახის მეშინოდა, ლევანის მეშინოდა, რამე რომ მექნა. ვერ ვუახლოვდებოდი. ვერ ველაპარაკებოდი. ნეგა ალისიას დასდევდა მაშინ. ის ბედავდა, მე ვერ.-საკუთარ თავზე ჩაიქნია ხელი ბიჭმა.-ასეა. სანამ დროა, უნდა გაბედო რაღაცები. მერე აღმოჩნდები ჩემსავით ასეთ ნეხვში და ამოსვლის გზას ვეღარ იპოვი!
-კარგი, არ დაიბრალო ყველაფერი შენ თავზე!
-ვისი ბრალია, აბა? მეც რომ იმათ დავემსგავსე, ჩემი ბრალია, სხვისი არა. ან ჩემს ბიძაშვილს რომ თავის გემოზე ურახუნებს თავისი ს.ირი ქმარი, ეგეც არ ავიღო ჩემ თავზე?-სისხლი მოაწვა თვალებში.-შეგვადარე ჩვენ მაგათ.-ლევანისკენ და ნეგასკენ ანიშნა თამთას.
თავი ჩასწია. ვეღარ უძლებდა მის დაცვენილ თვალებსა და სასოწარკვეთილ, ნატკენ სიტყვებს.
-ჩვენ რომ მოგვთხოვა პასუხი იმ საქციელის გამო ლევანმა.. ეგრე ვერასდროს გავბედავ მე.-აღიარა და ეტკინა კიდეც საკუთარი სიტყვები.-ალისიას ამდენს რომ უბედავს ის ს.ირი, ჩემი ბრალია. აი, რატომ განსხვავდებით ჩვენ. აი, რატომ არ უნდა იყოს სიდა ახლა აქ. არ ვიცი, რა ჩაიფიქრა ლევანმა. უთხარი, რომ აზრი არ აქვს.
-კარგი. რამეს ვეტყვი. – ამოილუღლუღა და გაუსწორა თვალი ქმარს.
-უთხარი, წაიყვანოს.. გავუშვებ.
-კარგი. ნუ ნერვიულობ, დაჯექი, კარგი? – წამოდგა თვითონ. შემოსწრებული სიდა უემოციოდ დაჯდა სკამზე. მაქსიმის წარბები მაშინვე დაეშვა თავისუფლად. ფარულად შეისრუტა გოგონას სურნელი ხარბად.
თამთამ მარტო დატოვა ისინი. იცოდა, სჭირდებოდა ახლა.
-დამშვიდდი, სიდა. არ იქნები ჩემი ცოლი. – გაიღიმა და ისე უთხრა. სიდამ გადმოხარა თავი მისკენ.
-როდის შეგიყვარდი ასე ძალიან? – თვითონაც გაეღიმა, ისეთი უბრალო და წმინდა იყო ბიჭის მზერა.
-საკონტროლო რომ დამაწერინე, იმ დღეს.
-სულ ოროსანი რატომ იყავი?-აღნიშნა.
-ნეტავ რატომ! შენ გამო დამემართა ყველა უბედურება.
-მეც შენ გამო მემართება ყველაფერი, არაუშავს.-ნიშნის მოგებით მიუგო.
-ძალიან ლამაზი ხარ.-თქვა ჩუმად. არ იცოდა, ჰქონდა თუ არა ამის უფლება.
-მადლობა. – ჩუმადვე გასცეს პასუხი.-მე.. არ შემიძლია შეგიყვარო.-ძლივს მოაბა თავი. გასწორდა წელში.-უბრალოდ.. არ ვიცი.. ვერ ვაიძულებ თავს. მამაჩემი მისი დაკვეთით მოკლეს, ეს ყველამ იცის ეშერაში. ლევანის მშობლებიც მის სახელს აწერია. ვერ გადავაბიჯებდი ამ ყველაფერს.
-ზედმეტად ამაყი იყავი საამისოდ. ვიცი. არც უნდა გადაგებიჯებინა.
-ეს ქორწინებაც არაფერს ნიშნავს.. – დაამატა სიდამ.
-ვიცი. არც შედგება.- თქვა ნაუცბათევად და წამოდგა ფეხზე.-არ იდარდო, სიდა. მე რომ მიყვარხარ, ეგ ისედაც საკმარისია ჩემთვის. ულამაზესი ხარ. კიდევ ერთხელ გეტყვი.-ჩაამთავრა და შუბლზე აკოცა პატარძალს.
ლევანს შეხედა მაშინვე სიდამ. იმან მაქსიმს გააყოლა მზერა. რაღაცაში დარწმუნდა თითქოს.
განზრახ დარჩენილ ალისიას შორიდან აკვირდებოდა ნეგა. მეორე ღერს ეწეოდა უკვე, თვითონ რომ მოვიდა გოგონა მასთან. ოდნავ შორს, თუმცა მაინც ახლოს დაჯდა ქალი მაგიდასთან. შეათვალიერა მისი სახე ბიჭმა. მისი ყელი, წვრილი წელი და ის თმა, ძალიან ბევრჯერ რომ ჰქონდა დაკოცნილი.
-მაინც ლამაზი ხარ.-უთხრა ისე, სხვა რომ ვერ გაიგებდა ვერავინ.
გაეღიმა ალისას. ალისფერი, მკვდარი თვალები ერთიანად გამოუცოცხლდა.
-შენც ისეთივე სიმპათიური.
-ცოტა მცემეს შენიანებმა, მარა მაინც არამიშავს.. – სახეზე ჩამოისვა ხელი ნეგამ.-თურმე თავისიანებსაც არ ინდობენ.. – დაამატა ფრთხილად, მაგრამ უგულოდ. აუთამაშდა წარბი ქალს. გული ეტკინა, დაეტყო.
-არ გინდა.
-რატომ აძლევ უფლებას?!
-რა გავაკეთო?
-რა ვიცი. შეაშინე!
-როგორ?-ჩაეღიმა ალისიას.-ვისი სახელით?
-ალისია. წამოდი იმ სახლიდან. სადმე წადი.
-სად წავიდე? გგონია, ვერ მომაგნებს? ან რაღა დროს ეგაა.. როგორი ლამაზია სიდა!
-ჰო! – დაეთანხმა ბიჭი.
-სკოლაში ყველას ერჩოდი, ვისაც სიდა მოსწონდა. საიდან სად, ნეგა..
-ისევ გიყვარვარ? – ვერ დაიმორჩილა ტუჩები ნეგამ. იმან მზერა ამ სიტყვებზე.
-რა კითხვაა?!
-ისევ ისეთი თავხედი ვარ. ნუ გიყვარვარ.. და იმას მოშორდი.
-იმას ვერ მოვშორდები. ლევანმა გამაფრთხილა მაშინ.-გაახსენდა გოგოს.-რაც მელოდა, მას თუ გავყვებოდი. ვუთხარი თემურს, მაგრამ არ გაიგონა. ვერაფერს შევცვლი.
-მამაშენი გვიყურებს.-ჩაეცინა. ძალიან მონატრებოდა ალისიას ავი და თან სიყვარულით აღსავსე მზერა.
-იცის, რომ ვეღარ მომიტაცებ და დაიკიდე..
-რატომ ვერ მოგიტაცებ?-უკვე დაუფარავად გაიცინა.-ყველაფერს ვიზამ, თუ მოვინდომე. მაგრამ არ მინდა.
-ვიცი. არ გიყვარდი არასდროს და იმიტომ.
-ხოო. არ მეცალა სიყვარულისთვის.. კარგი, – ფეხზე წამოდგა ნეგა.-რაც გითხარი, მაგ ამბავს მიხედე. თუ რამით შემიძლია დაგეხმარო, დამიკავშირდი როგორმე. გაშორდი მაგას, ალისია.-სერიოზული იყო ნეგა.-და ცხოვრება გააგრძელე. ხომ ხატავ ესკიზებს ისევ?!
აქ დახარა თავი გოგონამ.
-არა?!-ჩააცივდა ნეგა.-რატომ შეწყვიტე?
-აღარ მინდა.
-ხელს ხომ არ გიშლით?-თავზე წაადგა თემური წყვილს. ალისიაც წამოდგა ფეხზე.
-მამა..
-შენს ქმარს მიხედე შენ!-შეუღრინა და თავით ანიშნა, აქედან დაიკარგეო. ნეგამ თვალი გააყოლა ქალს, მერე თემურს დაუბრუნდა.
-მოაშორე ეგ არაკაცი შენს გოგოს. იყავი ერთხელ მაინც მამა მისთვის.-სახეში უთხრა პირდაპირ და კიდევ ვიღაცის ნაპირალიდან გიჟივით მოსვა ღვინო.
მიატოვა თემური. სიდას მიუჯდა მაგიდასთან და ხმაურიანად აკოცა ყელზე პატარძალს.
.
„რას შვრები?“ – დაჩის მესიჯი მოუვიდა ტელეფონზე თამთას. ასე სწერდა სულ.
„ვქეიფობ. შენ? იცდი?“
„ხოდა მომბეზრდა. ამოვალ მეც, მშია თან.“
„ნუ მაიმუნობ. მორჩეს და..“
„წამომიღოს სიდამ ნასუფრალი“
„ნუ მაიმუნობ-მეთქი, დაჩი!“
„რა ვქნა, გოგო, აბა, ამ დილითაც არ მაჭამე არაფერი!“
„გეხვეწებოდა ირმა, გეჭამა“
„აუ, რა მეჭამა! ქორწილი კი არა, პანაშვიდზე მიდიოდით მგონი“ – არაფერი უპასუხა თამთამ. ცოტა ხანში მოაყოლა ისევ: „რას შვრება შენი ქმარი?“
„ასე რატომ ეძახი?“
„რას შვრება ლევა? ასე ეძახით ხო თქვენ?“ – იგრძნო ირონია მესიჯიდანაც. გაეღიმა.
„დგას ლოდივით“
„გაგაბრაზა უეჭველი“
„ცოტა“
„რაო? რატომ გააბრაზა ჩემი ულამაზესი დაიკო?“ იდიოტივით ეცინებოდა ამ სიტუაციაში დაჩიზე. იცოდა დაჩიმ, ცუდად იყო თამთა, ამიტომ წერდა ამდენს და ასეთი ტონით.
„არ ღირს გასახსენებლად. შენ არ გააბრაზო ხოლმე სიდა“
„ცოლ-ქმართან მე და სიდა რა მოსატანი ვართ“
„თქვენც ერთად იცხოვრებთ და იმიტომ“
„ხო მარა ცალ-ცალკე ოთახში დავიძინებთ.“ გაიკრიჭა, ეს რომ წაიკითხა. მოაყოლა დაჩიმ მაშინვე: „არა?“
„დაჩი. ცოტა მოუფრთხილდი ამ ამბავს.“
„რა ამბავს, თამთა?“
„სერიოზულია. ეგრე მოეკიდე“
„მაგიტომაც ვზივარ ახლა მანქანაში მარტო. და მაგიტომაც გადავდე ამერიკაში წასვლა. მეტი რა სერიოზულობა მმართებს, ქალბატონო დაო?“
„როცა გაიცნობ სიდას, მიხვდები, რომ ღირდა.“
„მე ახლაც ვიცი, რომ ღირს. თუნდაც იმიტომ, რომ შენ ბედნიერი ხარ“
„როგორ მინდა ახლა ჩაგეხუტო“ – მიწერა და აევსო თვალები ცრემლებით.
-ვის უცინი ამდენს?-ნელა ააწევინა სახე ცოლს ლევანმა. ტელეფონისკენ ანიშნა.
-არავის.- გასწია მობილური თამთამ.
-ვიეჭვიანო ეგ გინდა?!
-არ ჩაერიო, ეგ მინდა.
-გკითხე უბრალოდ. როგორც შენ მკითხე სექსის დროს!
-ლევან!-გამოსცა კბილებში შეშფოთებულმა.-მოსდე ბარემ მთელ ქვეყანას..
-ვინ არ იცის ახლა, რომ ცოლ-ქმარს..
-დაჩის ვწერ. იცდის.-გადაატანინა ყურადღება.
-იცადოს.
-რას შვრებიან ესენი?
-დაიშლებიან ნელ-ნელა.
-რატომ აქვს ჩვენს რძალს ასეთი სევდიანი თვალები? – ქართული საუბარი მალამოსავით მოელამუნა ყურზე თამთას. დემნას დანახვაზე სევდა გადაავიწყდა.
-შენი ცოლიც არ გამოიყურება მთლად ბედნიერი!-მეორე ქართული წინადადებაც გაჟღერდა თამამად. დავითს გაუღიმა და გადაკოცნა კეთილი სალამით.
-შენ აუცილებლად წააქეზე ჩემს წინააღმდეგ ჩემი ცოლი!
-არა, ეგ ირაკლის საქმეა.. – გაიცინა დათომ და თამთაზე გადავიდა მერე.-რაო იმან?! მოგიხადა ბოდიში?
-არ ღირს ფიქრადაც.
-მეც ვეტყოდი.-ჩამოჯდა სკამზე. დემნა და ლევანი ცალკე საუბრობდნენ ტრადიციულად, დათომ პირველად დაიხელთა თამთა.-მისგან გამიკვირდა, რომ უთხრა. ყოველთვის ქეთოს მხარეს იყო ხოლმე. ოღონდ დემნას წინააღმდეგ აემხედრებინა..- ავად დაისისინა, თუმცა გაეღიმა.
-და ის რომ ყოფილიყო ვიღაც ქალთან ერთად, მაგას მეტყოდით რომელიმე?-დაიწვრილა თვალები, გამომცდელად შეხედა ბიჭს.
-ის არ იქნება არასდროს ვიღაც ქალთან ერთად. ისევე, როგორც შენ არ უნდა იყო სხვასთან.
-და რომ ყოფილიყო?! მეტყოდა ირაკლი? ან შენ?
-კარგი, დამშვიდდი. – თავზე გადაისვა ხელი.-რა ფიცხი ყოფილხარ.
-საშინელი!-აზიდა წარბები და ლამაზმა ღიმილმა გაუნათა სახე. გაცვალეს ერთმანეთში სანდო მეგობრობის პირობა.
-თამთა, – გადმოიხარა და ხელზე დაადო თითები.-ეს ყველაფერი რომ ჩამთავრდება, გვეწვიეთ სახლში. დედას გაგაცნობ.
-აუცილებლად. უბრალოდ ჯერ დემნასთან ვართ დაპატიჟებულები.
-ხო, დემნა პირველ რიგში, რა თქმა უნდა! – გაიცინა და ასწია ხელები.
-დაგვასწრო იმან, არა?-ირაკლიც დაჯდა სკამზე.-ჩვენ მოვალთ შენთან სამაგიეროდ!
-მობრძანდით.-ღიმილით მოიპატიჟა ძმები.-დედაც მოიყვანეთ.
-არა, ირინა გაგიჟდება, იქით რომ არ ეწვიო. ელარჯი უნდა გაწელოს თბილისიდან სოხუმამდე..-გაახსენდა თამთას ირმას მონაყოლი ირინას ქართველობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის მარტო დავითის დედა იყო, ირაკლი მაინც ისე საუბრობდა, როგორც საკუთარ ღვიძლ მშობელზე.
-ოხ, რას ეჩურჩულებით ჩემს რძალს ამდენს?!-ნეგამ გადახვია მხარზე ხელი თამთას და შეუერთდა მათ. დაძაბულობის ჩახშობა უნდოდა ყველას, ისე იქცეოდნენ თითქოს მართლა უხაროდათ ეს ამბავი.
-ნეგა, შენ რომ ფართს ეძებდი საქირავებლად.. გაგიგე მაგაზე.-დათომ სერიოზული სახე დაიბრუნა.
-დაიკიდე დღეს ეგ. მერე ვისაუბროთ. – ხელი ჩაიქნია ნეგამ.
-რა ფართს?-წარბები აზიდა თამთამ.
-მერე ვისაუბროთ-მეთქი.-დაიჩურჩულა და ლოყაზე აკოცა თამთას.-გასაგებია?!-წარბები შეჰყარა და ლევანის პაროდია გააკეთა. სიცილის ტალღამ გადაუარა ყველას.
გული შეეკუმშა, როცა წამიერად გაიფიქრა, რომ ეს ხალხი იქცეოდა მის ოჯახად მალე. უფრო სწორედ – უკვე იქცა. მათი ტკივილი ტკიოდა, მათი ბედნიერი სახეები ახარებდა. მათთან ურთიერთობა ისეთი მარტივი და სასიამოვნო იყო, ყელში ეჩხირებოდა რაღაც დიდი და მწარე, რომ არ ეტირა. თბილისში ასე არ ყოფილა მისთვის..
თბილისში ყველა დაკავებული იყო თითქოს, არავის ეცალა ისეთი ღრმა ურთიერთობებისთვის, როგორიც ამ ხალხს ჰქონდა. ასე უჭირდა სიდას.. უმამოს, თითქმის უპატრონოს და დაუდგა ყველა გვერდში – საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებით. ეს იყო თამთასთვის ოჯახის მნიშვნელობა, რასაც ასე დაეძებდა ხოლმე.
ამაზე ოცნებობდა სულ.
ზრუნვაზე, პატივისცემაზე, მეგობრობასა და სიყვარულზე – ერთიანდებოდა ეს ფასეულობები ეშერაში. თანდათან პოულობდა იმ ღირებულებებს ამ ხალხში, რისი მატარებელიც თვითონ იყო.
მაინც როგორ შეეძლოთ ასე ერთმანეთის გვერდით დგომა?! ასე იცოდნენ სიყვარული?!
.
სტუმრებმა მართლაც დაიწყეს სახლებში წასვლა. შთამბეჭდავ ადგილას იყო აშენებული ეს სახლი. ნამდვილად რომ ღირსეული ქორწილი ყოფილიყო, კარგად მოილხენდა ხალხიც. უღიმღამოდ იცეკვეს სტუმრებმა. ყველამ იცოდა გვარებს შორის დაპირისპირების მიზეზიც და ხანგრძლივობაც. არავის აღუქვია ეს ღრიანცელი ამბის დასასრულად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახის უფროსები მხეცებივით იხედებოდნენ სუფრიდან.
სიდა და მაქსიმი მანქანაში ჩასვეს. გაგრაში უნდა ჩასულიყვნენ თანაცხოვრების პირველ ღამეს. საჭეს მიუჯდა ბიჭი უღიმღამოდ. არც კი უფიქრია იმ ღამითვე რომ წაართმევდნენ სიდას თავს, თუმცა იცოდა, მალე რომ იქნებოდა შეუღლების დასასრული.
სიდამ უკანასკნელად გამოიხედა ოჯახის მიმართულებით. აიდამ პირზე აიფარა შავი, ქმრის მგლოვიარე კაბა და კბილები დააჭირა ერთმანეთს.
მაგრად ჩაეხუტა დედას. ბოლოჯერ შეეხო მის კანს და შეისრუტა დედის თბილი სურნელი. ნათლიის თავზე კოცნაც მიიღო თვალცრემლიანმა. ნეგამ ნამთვრალევი თვალებით შეხედა ბავშვს. ბევრჯერ აკოცა ორივე ლოყაზე და ყურში ჩასჩურჩულა:
-თავი არ მომანატრო, სიდა.
ბოლოს იყო თამთა..
ყველაფერი უთხრა ერთი მზერით ქალმა. ყველა მადლობა გადაუხადა თითქოს ერთდროულად. მას ხომ სიდა ეხმარებოდა აქამდე მოსვლაში?! სიდა იყო მისი ერთადერთ მეგობარი ეშერაში.
-შენ იცი დაჩი.-უთხრა ჩუმად, ყურში.-ერთმანეთს მოუფრთხილდით.-დაამატა კვლავ და მის სქელ თმას ხელი ჩამოუსვა.
ჩაჯდა მანქანაში. ისინი რიწაზე დარჩნენ, ქმართან ერთად კი დაკლაკნილ გზას გაუყვა სიდა. თითქოს ასე შორიდან იგრძნო დაჩის სიახლოვე.. მისი ბოლო იმედი.
უცნაურად ცქმუტავდა სიდა მანქანაში. სიტყვას არ ეუბნებოდა დაძაბულ მაქსიმს, რომელიც უემოციოდ მართავდა ავტომობილს. ასე გააგრძელდა გზა სასტუმრომდე. სევდიანმა ააყოლა თვალი შენობას სიდამ. დაჩის თავისუფალი სურნელი უხალისოდ გაეღიტინა ცხვირში. მისი გარუჯული კანიც კი წარმოუდგა თვალწინ, ისე ძალიან უნდოდა ახლა მის მანქანაში ყოფნა. უსაფრთხოდ. მაქსიმის დასევდიანებულ თვალებს ჩახედა გოგონამ. მერე თეთრ კაბაზე დაიხედა უღიმღამოდ. გამორთო ძრავი ბიჭმა.
მათ შორის უსიტყვო შეთანხმება წარიმართა იმ წამს.
-არაფერი მოხდება, სიდა.
-ვიცი.-თქვა დაუფიქრებლად.-გენდობი.-დაამატა და ისე შეხედა, ერთი სიცოცხლე დაამთავრა ბიჭმა.
თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით. ეძებდა მის მშველელს, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ძალიან არ უნდოდა გული ეტკინა მაქსიმისთვის და ესეც იმ ადამიანობის გამო, რა ღირებულებებზეც გაზარდეს მთელი ბავშვობა. ნომერში შეჰყვა უსიტყვოდ.
ფატა დაუვარდა იატაკზე. უგულოდ გასრისა ფეხსაცმლით და დივანზე ჩამოჯდა დაღლილი.
-გამოიცვალე და დაიძინე. მე ცალკე ოთახს ავიღებ და იქ დავიძინებ.- მაშინვე დათმობაზე წამოვიდა მაქსიმი.
ცივმა ჟრუანტელმა დაუარა სიდას. ლევანმაც კარგად იცოდა, თითს რომ არ დააკარებდნენ მას, ამიტომ გამოაყოლა ის აქამდე.
-მადლობა.-ფეხზე წამოდგა სიდა.-რომ გაგება შეგიძლია ჩემი.
-ვეცდები, მალე დაგაბრუნო სახლში, სიდა.. უბრალოდ ცოტა მოითმინე ჩემთან ყოფნა.
-კარგი, მაქსიმ. მოვითმენ.-წამწამზე ჩამოეკიდა ცრემლები, ეს სიტყვები როცა თქვა. ის ასეთი კეთილშობილი იყო სიდას მიმართ, თვითონ კი ტყუილებს თქმა უწევდა. იქნებ, მართლა შეეძლო მოეგვარებინა?! იქნებ, მართლა დააბრუნებდა სახლში ამ ყველაფრის გარეშე?!
თავი დაუქნია ბიჭმა. კარი გამოაღო და სრული თავისუფლება მისცა სიდას თავისუფლად გასაქცევად. ასე მარტივად როგორ მიწყო ერთმანეთს ყველაფერი? ნუთუ, საერთოდ არ გაუჭირდებოდა წასვლა? ნუთუ, ასე უბრალოდ წავიდოდა..
მაგრამ წასვლის მერე? მერე რა იქნებოდა?
ტელეფონი მოიმარჯვა მაშინვე. იქ უკვე ელოდებოდა დაჩის წერილი პასუხს. მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო, სანამ თვითონ არ მიწერდა სიდა, არ გამოეყენებინა მობილური, მაინც ვერ გაუძლო მისმა თითებმა იმ წერილის შინაარს.
„მშვიდობა გაქვს?“
„კი“
„ის სადაა?“
„გავიდა“
„სად?!“
„სხვა ოთახში. გამოვიდე?“
„ჯერ არა. შუა ღამეს. ანუ მარტო ხარ მანდ?“
„ჰო..“
„კარგი. არ დარეკო ჯერ არსად. მე ვეტყვი ლევანს. საშიშია მაინც“
„ვიცი. წასვლა მინდა. ნახევარ საათში ჩამოვალ, გთხოვ.“- ცრემლები წამოუვიდა, ასე რომ მიწერა. დაჩიმ უნებურად აიხედა მაღალი შენობის თავზე.
„გაჩუმდეს ცოტა ქალაქი. იმანაც დაიძინოს. მარტო თუ ხარ, იყავი კიდევ ცოტა ხანს.“ – აკრიფა სწრაფად და მერე ისევ გააგრძელა: „თუ შემოვიდა, დამირეკე“
„არ შემოვა“
„არ ვენდობი“ – გაეღიმა დაჩის ამ ტექსტის წერისას.
„მე ვენდობი“ – დაუფიქრებლად უპასუხა სიდამ. არ დაუბრუნა პასუხი. ლევანთან დარეკა და აცნობა ვითარება. ლევანმა თითქოს წინასწარ იცოდა გაწერილი სცენარი. ძალიან დარწმუნებული იყო რატომღაც, მაქსიმი რომ ხელს არ ახლებდა ბავშვს..
სახლში იყო თვითონ. თამთა იბანდა აბაზანაში. მარტო ელაპარაკებოდა მის ძმას.
-დაჩი. – თქვა მოულოდნელად ლევანმა.
-ვიცი. – უპასუხა მაშინვე ბიჭმა.-ისეთივე სანდო ხელებში იქნება, როგორშიც თამთაა.
-ფატას და ფეხსაცმლის დატოვება არ დაგავიწყდეს. იცის სიდამ, სადაც.
-არ დაგვავიწყდება.
-ჩამოიყვანე უკვე.
-კარგი.
ერთმანეთს უყურებდნენ წამიერად. მიწერა სიდას, ჩამოდიო. მერე ლევანის გამკაცრებულ ნაკვთებს გაუშტერა თვალი. ისეთი იყო, უნებურად გერიდებოდა მისი. დაჩის ცივმა ჟრუანტელმა დაუარა, როცა ასე დაკვირვებით დაათვალიერა კაცმა მისი სახე.
-ლევან. – თქვა უნებურად. ვერ დაიმორჩილა ტუჩები. დაუმძიმდა სხეული.
-გისმენ. – სიგარეტს მოუკიდა კაცმა.
-მადლობა ჩემი დის გადარჩენისთვის.
-ჩემი ცოლის.-გამოკვეთა სიტყვები კაცმა. აგრძნობინა, რომ ვალდებული იყო ასე მოქცევისთვის.
-მაშინ არ ყოფილა შენი ცოლი. არც კი გიფიქრია, ისე დათანხმდი მის ცოლად მოყვანს. არ მიატოვე. ასე არავინ მოიქცეოდა შენ გარდა.
-არ ღირს გახსენებად, დაჩი. ჩათვალე, ახლა რასაც აკეთებ, ეგაა პასუხი.
-ვალდებული ვარ.-თვალი თვალში გაუყარა სიძეს.
-მეც ვალდებული ვიყავი.-თვითონაც მოავლო მახვილი მზერა.-შენ გაბარებ.
-მეც.. – აღარ დაასრულა. ისედაც ნათელი იყო ვისაც.
სიდა მიუჯდა გვერდით. ნათლიას როგორც კი მოავლო თვალი ეკრანზე, უნებურად დაუსველდა სახე. კარგად შეათვალიერა ორივე ბავშვი ლევანმა, ერთდროულად რომ იყურებოდნენ ტელეფონში.
სიგარეტი ჩააქრო. მერე თავი დაუქნია წყვილს. გაუთიშა. ეს უკვე ნებართვა იყო – დაჩიმ მანქანა დაქოქა.
წარმოდგენა არ ჰქონდათ სიდას და დაჩის, შორიდან რომ უთვალთვალებდათ ალანი. ყველა მათი მოქმედება განსჭვრიტა კაცმა. მარტო მაინც არ გაუშვა ისინი ლევანმა. გარისკა და მიუჩინა მეთვალყურე გასაცილებლად. მანქანითვე გამოაცილა კაცმა ბავშვები. კარგად დაინახა, როგორ გადმოვიდა სიდა მანქანიდან, როგორ დატოვა ზღვასთან ახლოს თავისი ნივთები და როგორ მოავლო უკანასკნელი მზერა სანაპიროს.
სიდა ქალაქს დაემშვიდობა.
არავინ იცოდა იმ საღამოს, დილით სიდას ფატას და თეთრ ფეხსაცმელებს რომ იპოვიდნენ ზღვის კიდესთან. დილაუთენია გაიგებდა მთელი აფხაზეთი, ლაკობების ახალი რძალი ზღვაში რომ გადაეშვა დაუფიქრებლად.
.
ოთახის კარიდან ზაფხულის ცხელი, თუმცა იმ ღამის სუსხიანი ჰაერი შემოდიოდა. სველი თმითა და მოკლე მაისურში გამოწყობილი გამოვიდა აბაზანიდან თამთა. ის იყო უნდა მოეკითხა ბავშვების ასავალ-დასავალი, ქმრის ზურგზე გაუშტერდა თვალები.
ეწეოდა კვლავ. ფანჯრის რაფას ეყრდნობოდა იდაყვებით. ცოლის მოსვლაც კი არ უგრძვნია, იმდენად გართული იყო ფიქრებში.
უკნიდან მიეხუტა თამთა. შეუსრიალა კეფაზე ხელები, შეისრუტა მაშინვე ცოლის სურნელი, თავისკენ მოსწია და დაათვალიერა.
-მე შენ გაშვებას არ ვაპირებ.-უთხრა დახლეჩილი ხმით. დაეხორკლა ტანი თამთას.-შენ თუ წახვალ, წადი. მე არ გაგიშვებ.
-საიდან მოიტანე?-მიეფერა წვერზე. წეღანდელი გაბრაზება გადაავიწყდა თითქოს. იცოდა, ახლა როგორ ძალიან სჭირდებოდა ქმარს.
-შენ არა, თამთა. შენ ვერა.
-რატომ ვერა?!-განზრახ დაუსვა ხელები მის მოშიშვლებულ კისერს. მოსწყდა ფანჯარას კაცი. ცოლთან ერთად ჩამოჯდა დივანზე.
მხოლოდ მთვარის შუქი და ეზოდან წამოსული ლამპიონის სინათლე ანათებდა ოთახს.
-შენი აზრით, რატომ?-თვითონაც შეუერთდა მის პროვოკაციულ ხელებს და ამჯერად თვითონ აიღო სადავეები ხელში.-რატომ შეიძლება არ მინდოდეს, რომ წახვიდე? ან რატომ უნდა წახვიდე? ან საიდან მოიტანე, რომ ოდესმე გაგიშვებდი აქედან.. ხომ გითხარი, სამუდამოა-მეთქი.
-შენ მითხარი, თუ მეყვარები, მხოლოდ მაშინო..
-თამთა..-სულ ოდნავ მოუჭირა ბარძაყზე ხელი. მზაკვრულად შეხედა ცოლს.-გამომტყუო გინდა?!
-არა. შენი სურვილით უნდა აღიარო.
-რა მაქვს საღიარებელი? მგონი შენ ხარ ის ერთადერთი, რომელმაც რაღაც უნდა აღიაროს.
-მაგალითად? – ალისფრად აუგიზგიზდა მაშინვე გუგები. ლევანს მძიმედ გაეღიმა. არ უპასუხა არაფერი, სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
-გზაში არიან ისინი. – თქვა ჩუმი, უარაფრო ბგერებით. თამთამ კარგად შეხედა ქმრის პროფილს, მის კავკასიურ, დაძაბულ სახეს. იმ ღამით განსაკუთრებით ცივსა და სუსხიანს.
-ისინი ვინ?
-დაჩი და სიდა.-თქვა და შეხედა ცოლს მაშინვე. სპეციალურად ჰკითხა თამთამ და იმანაც სპეციალურად შეხედა ასე.-რა ხდება, თამთა?!
-არაფერი. რა უნდა ხდებოდეს?
-რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის?
-რისი მაგალითად?
-არ დააგვიანო, თუ რამეა სათქმელი.
-არაფერია ამ ეტაპზე.
-ამ ეტაპზე?!-წარბები შეჰყარა მრისხანედ.-მაშინ არც სხვა ეტაპზე იქნება სალაპარაკო. ხელი არ შეუწყო არაფერს, გაფრთხილებ.
-რას უნდა შევუწყო ხელი?! და რატომ მაფრთხილებ?
-კარგად იცის რასაც გეუბნები, დარწმუნებული ვარ. არ წააქეზო სიდა, არც შენი ძმა. არ უთხრა, რომ არაუშავს.. ან რომ მე მაგას მივიღებ.
-მსგავსი არაფერი ხდება, ლევან!
-ხოო?! მაგიტომ მათქმევინე მათი სახელები წეღან ასე გარკვევით? – წამოიწია და ცივად დაუსვა ხელი ფეხზე.
-თუ მოხდება, რას იზამ?
-შენ ჩემი გაგიჟება რატომ გინდა?-გაეცინა კაცს.-სპეციალურად რატომ ამბობ იმას, რაც იცი არ მომეწონება.. მერე პრეტენზიები გაქვს, რატომ ვარ ასეთი.. -ოდნავ აიწია ტანით, შესაბამისად, თამთა დივანზე გადაწვენილი აღმოჩნდა. თვითონ ზევიდან დასცქეროდა მეუღლეს. თამამად შეასრიალა ცალი ფეხი მის ფეხებს შორის და მზერით გააშიშვლა თითქმის.
-არაფერი მითქვამს, არადა..
-ხო, საერთოდ არაფერი.. – უფრო მეტად მისწია ფეხი. იმას გააკანკალა. ძალიან ახლოს მიუტანა სახე. არ ეხებოდა, თუმცა სუნთქვას გრძნობდა თამთა.-როცა კარგად იცი ჩემი ხასიათი, არ გააკეთო ისეთი რამ, რაც ჩემთვის მიუღებელია. მე არასდროს მოვიქცევი ისე, შენ რომ გადაგაბიჯო.
-როგორ არ მოიქცევი არასდროს?! რას არ გააკეთებ?
-გულს არ გატკენ. რისიც გეშინია ასე ძალიან. – ეს როცა თქვა, უნებურად დახუჭა თვალები თამთამ.-არც დაგაძალებ რამეს ოდესმე.. მათ შორის, არც შვილის ყოლას. ყოველთვის ყველაფერი შენ სასარგებლოდ გადაწყდება. თუ შენ ამას ვერ ხვდები, გასაგებიცაა, რატომ მეუბნები იმ სისულელეებს.
მიეყინა დივანს თამთა. ისეთი გასაგები და მართალი იყო მისი სიტყვები, საკუთარ თამაშებზე თვითონაც გაბრაზდა. საშინლად უყვარდა მისი გაგიჟება და ამის შედეგიც იყო ის სიტყვები, რასაც ახლა უსმენდა. მხოლოდ ასე ამბობდა ეს კაცი სათქმელს. თუმცა თამთა თავისთავად ხვდებოდა უთქმელადაც.
ბოლოჯერ შეხედა გაქვავებულს და ამღერებული ტელეფონი მოიმარჯვა ყურზე. ორი სიტყვა თქვა მობილურში, თამთას შეხედა ცარიელი თვალებით:
-სოხუმიდან გავიდნენ.
.
სოხუმიც კი მოიტოვეს უკან, თუმცა სიდას ისევ თავისი საქორწილო კაბა ეცვა. შიშველი ფეხები მიჰყინვოდა ერთ ადგილს. გაუაზრებლად მოსდიოდა შიგადაშიგ ცრემლები, რის გამოც დაჩი დაძაბული იჯდა საჭესთან. ისედაც უჭირდა გაგნება,“ ჯიპიესს“ უყურებდა ცალი თვალით, ცალით – სიდას.
-გამოიცვალე. უკან არის ტანსაცმელი. – გზისთვის არ მოუცილებია თვალი. სიდამ უხერხულად გაიხედა უკან.-არ შემოგხედავ.-დაამატა დაჩიმ კვლავ.
-გამიჩერე და გამოვიცვლი თავისუფლად.
-ვერ გავაჩერებ. ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.
-ვერ გამოვიცვლი ისე..
-არ მენდობი?!-რიტორიკულად იკითხა.-მაშინ სად მომყვები საერთოდ..
-გამოვიცვლი, დამშვიდდი! – წაისისინა და გადაძვრა უკან. დაჩი მიაქროლებდა მანქანას, არც კი გაუხედავს სიდასკენ. შემთხვევითაც კი არ მოხვედრია თვალი მინაზე, იქიდან მაინც რომ დაენახა.
გადმოალაგა ტანსაცმელი სიდამ. ერთადერთხელ მიიხედა საჭის მიმართულებით და კაბის ელვას წაეჯაჯგურა. ბედი ხომ გინდა?! ვერც ხელი მიაწვდინა და ვერც ჩასწია ვერაფრის დიდებით. ასე იწვალა ცოტა ხანი.
-დახმარება გჭირდება? – თქვა დაჩიმ და თამამად გაჰხედა. სიდა ჩაიწია მაშინვე.
-ვერ ვხსნი.
-მოიწიე.
ცალი ხელი გადმოსწია უკან დაჩიმ. მიიწია სიდა. ზურგით დაუდგა ბიჭს. იმან უბრალოდ მოძრაობით ჩასწია ელვა. ბოლომდე. კარგად დაინახა სიდას შოკოლადისფერი ზურგი, მისი აცახცახებული სხეულის რეფლექსი და ალაგ-ალაგ მიმზიდველად მიმოფანტული ხალები.
ეს ყველაფერი წამის მეასედში შენიშნა ბიჭმა. გზას მიუბრუნდა ისევ. სიდამ გამოიცვალა. გადმოძვრა წინა სავარძელზე და უმნიშვნელოდ გაუსვა ფეხი დაჩის მკლავს.
-წერილი დატოვე? – ხმა გაიწმინდა დაჩიმ.
-ბალიშზე. ბეჭედიც დავუტოვე.-დაიჩურჩულა.-დაიჯერებენ, შენი აზრით?
-შენს ზღვაში გადახტომას? – ირიბად გამოხედა.-ისე არ გინდოდა, ალბათ დაიჯერებენ. რატომ არ მოგწონს ის ბიჭი?
-რა უნდა მომწონდეს? ლაჩარი და მხდალი რომაა?
-შენ ძლიერი ბიჭები მოგწონს? ნათლიაშენისნაირი?
-მე სამართლიანი და კეთილშობილი კაცები მომწონს. ნათლიაჩემისნაირი. – მიუგო ნიშნის მოგებით. გაეღიმა დაუფარავად ბიჭს.-და ეს რა ირონია იყო?!
-არანაირი. ვიცი, მის გამო ყელსაც კი გამომჭრი.
-დაუფიქრებლად. – დაიჩურჩულა. ინსტინქტურად ამოწმებდა საქარე მინებს გიჟივით სიდა. არ სჯეროდა, რომ აქედან მიდიოდა.
-ნუ გეშინია.-უთხრა ხმადაბლა დაჩიმ.-მივალთ მალე. არაფერი გემუქრება.
-ვიცი..
ენგური ეძახდა შორიდან ბავშვებს. ელოდა გაგიჟებით. ახალი ათვლის წერტილი იწყებოდა სიდას ცხოვრებაში. და იმის ცხოვრებაშიც, ახლა გვერდით რომ ეჯდა და საერთოდ არ ედარდებოდა, რა იქნებოდა შემდეგ.
უკვე გამთენიას ენგურის ხიდი გადაკვეთეს მანქანით. იქ დატოვა ავტომობილი, სადაც დააბარეს. ხიდი გადაიარა ჩქარი ნაბიჯებით სიდასთან ერთად. მეორე მანქანა ელოდა, უკვე ქართველების. ჩასვა სიდა, მიუჯდა თვითონაც და ღრმად ამოისუნთქა.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს ქვეყანაში. – გაუღიმა აწურულ გოგოს და სიდას სულ სხვანაირი მოეჩვა ის.
უფრო ლაღი და თავისუფალი. თითქოს ძალიან ბედნიერი.
„თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა…“
.
აფხაზეთში ტყვიასავით გავარდა ჩვიდმეტი წლის ბავშვის თვითმკვლელობის ამბავი. სუროსავით მოედო წერილის შინაარსი ქალაქს. ეშერაში ყველამ დაიზეპირა თითქმის ის ტექსტი, რაც სიდამ დაწერა ქორწილამდე. მამის მკვლელებთან.. უსიყვარულოდ.. იძულებით.. სიკვდილი ერჩივნა ამ ქორწინებას. ბოდიშებიც კი დაწერილი ჰქონდა დედის, ნათლიის, ყველას მიმართ. აიდა რომ უკითხავდა შეკრებილ მეზობლებს, უნებურად იღვრებოდა ცრემლებად.
ხომ იცოდა, ტყუილი იყო.. მაგრამ უნდა დაეტირა ცოცხალი შვილი. თამთა ვერ უძლებდა მის გოდებას, რომელიც ყალბი კი არა, ყველაზე გულწრფელი იყო. ვერ ჩერდებოდა იმ სახლში სიდას გარეშე. ვერც ლევანის წაშლილ სახეს უყურებდა დიდხანს. მხოლოდ ნეგას დასთამაშებდა სახეზე ავი ღიმილი და თამთას ხასიათზე მოყვანის მორიგი მცდელობა.
სიდას ახალი ოჯახიდან ზურაბი და მაქსიმი გამოცხადნენ მხოლოდ. თემური არ ჩანდა. ენიშნა ლევანს, რატომ გაუშვა შანსი ხელიდან კაცმა.. მაქსიმის თვალებს როგორც კი გადააწყდა თამთა, მაშინ დაამტკიცა, რომ ამ ქვეყნად მასზე უბედურ არსებას არ შეხვედრია არსად. დაეჯერებინა მაქსიმს სიდას გარდაცვალება. მოუტანა აიდას მისი ფეხსაცმელები, ფატა და ის ბეჭედი, თვითონ რომ გაუკეთა თითზე.
ბოდიში მოუხადა ქალს. დაიბრალა. მერე ლევანს ვერ გაუსწორა მზერა. ვერც ტუჩები და ცრემლები დაიმორჩილა. სული ელეოდა, თითქოს თვითონაც მოკვდებოდა იმ წამს.
-დამშვიდდი.-მხარზე მიადო ხელი თამთამ. ვერ გაუძლო. მის ხელებს ლევანმა გააყოლა თვალი. არ უყვარდა, როცა სხვას ეხებოდა ცოლის ხელი, მით უმეტეს კი იმ არარაობას..
ეზოში შეკრებილიყო ხალხი რიგ-რიგობით შედიოდა სახლში აიდასათან მისასამძიმრებლად.
ცხედარს უშედეგოდ ეძებდა მილიცია…
რამდენიმე დღე ასე გლოვა-გლოვაში გადაატარეს. არ წყდებოდა ხალხი. ყველა შეძრა ბავშვის თვითმკვლელობამ. ათას ჭორებს დააგორებდნენ ქალაქ-ქალაქ. მაგრამ საბოლოოდ ყველა თანხმებოდა, რომ გვარებს შორის გაწამაწიაში გაისრისა სიდა.
საკუთარ ოთახში ლოგინზე იჯდა თამთა. ხელში ტელეფონით პირდაპირ ეთერს უყურებდა. სასამართლო პროცესი იყო – მამის. დაჩის ხედავდა კადრში. ესწრებოდა. გული შეეკუმშა პირველი წამიდან, როცა თემურმა ხმა ამოიღო.
აღიარა.
ძალიან ბევრი ბრალი წაუყენეს, თუმცა ყველაზე მეტად ატკინა გული თამთას იმ აღიარებამ, აფხაზებთან ფარულ კავშირს რომ ადასტურებდა.
ლევანმა შემოაღო კარი. უჩვეულოდ სიმპათიური იყო. ღია მაისური თავისი თვალების ფერს მკაფიოს და ნათელს ხდიდა. მიუჯდა ცოლს. თვითონაც უყურა სასამართლო პროცეს. არც ერთი სიტყვა გაუგია, მაგრამ მაინც.
მოულოდნელად კადრში გამოჩნდა სიდა.
თამთას დენმა დაუარა, ლევანმა კი წარბები შეჰკრა და კარგად დააკვირდა ბავშვის მოქმედებას. დაჩის მიუჯდა. ლოყაზე შინაგანად იკბინა თამთამ. გამოხედა დაჩიმ ბავშვს . ასე მხოლოდ მაშინ უმზერდა ვინმეს, როცა გაბრაზებული იყო. ახედ-დახედა სიდას და თავი მიატრიალა. სიდამ მიაკითხა მამის სასამართლოზე.. გვერდით დაუდგა.. მარტო არ დატოვა.. უკვე ჩხუბიც კი მოუსწრიათ, მაშინვე დაასკვნა თამთამ.
ფრთხილად შეტრიალდა ქმრის მომართული სხეულისკენ.
-თუ დააშავებს.. არავის გავითვალისწინებ. მათ შორის, არც შენ. ეს იცი, არა?!
-რას იმუქრები?-აერია ხმა.-ან რატომაა ეს ტრაგედია..
-თამთა!
-გეყოფა, ლევან! მიუშვი, რა.. თავიანთ გზას იპოვნიან თვითონ..
არაფერი უთხრა. ბოლომდე მოუსმინეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გასამართლებას. მრავალი წელი მიუსაჯეს კაცს. უგულოდ უყურა თამთამ მამის ჩამომდნარ სახეს და იმ ბოლო მზერას, დაჩისკენ რომ გადაისროლა. ერთდროულად წამოდგნენ სიდა და დაჩი ფეხზე. თამთამ იფიქრა, რომ ახლა შეეხებოდა მკლავზე დაჩის… ახლა ანუგეშებდა.. თავი დაუქნია მამას დაჩიმ. იმან ბოლოჯერ აუწია ხელი მამაშვილურად და გაუჩინარდა.
ეთერი შეწყდა.
-არ იტირო.-ხელი შეაშველა სახეზე.-მის გამო, არა..
-ჩამეხუტე.-უთხრა და თვითონ მიეხუტა. გაეღიმა ლევანს. ტკბებოდა.. იცოდა, ელოდა მისი დაკარგვის წუთები. გრძნობდა ამას..
დემნასთან დაპატიჟების გადადება მეტი არ შეიძლებოდა. ისედაც ყოველ ნახვაზე ამას იძახდა კაცი. არავის ჰქონდა ახლა ღრიანცელის თავი, თუმცა ხათრი ვერ გაუტეხეს მას. უხალისოდ ჩაიცვა ტანზე თამთამ. სიდას გარეშე ისეთი მოწყენილობა იყო სახლში, ნეგაც კი ვერ უმკლავდებოდა. თუმცა ნეგა არასდროს იყო სახლში. საქმიან ბიჭად გადაიქცა მოულოდნელად. საქირავებლად ეძებდა ფართს, სადაც მანქანების დაშლას და აწყობას შეძლებდა. სოხუმში დაიარებოდა ყოველ დღე, ვერც ხედავდა თამთა წესიერად.
ლურჯი ჯინსი და ღია ფერის მაისური რომ ჩაიცვა ლევამ, ცოლმა გააყოლა აგიზგიზებული თვალები. გამოეკვეთა ლურჯი ფერი სახეზე ლევანს. ჩვეულებრივად ჩაიცვა თამთამ. ჯინსის შარვალი ეცვა თვითონაც, საოცრად უჩანდა გაბზეკილი საჯდომი.
-გიხდება.-ანიშნა, რაც უხდებოდა და სადაც. სპეციალურად ჩაიარა კიბეები ისე.. ტანის რხევით ჩაჯდა მანქანაში.
-მოდიხართ? – ტელეფონში ჩასძახა დემნამ.
-ახლა გამოვედით.
-აუ, ირინასთან გაიარე და ქეთო წამოიყვანე, რა..
-სახლში არ არის შენი ცოლი?!
-დამშვიდდი, ანამ გააკეთა უკვე ყველაფერი. არ დარჩები მშიერი.-გაეცინა დემნას.-რაღაცები გამოუცხო გუშინ ირინამ და შუა ღამე გაჰყვა ირაკლის. იქ დარჩა მერე.
-მივალ. ირინაც წამოვიყვანო?
-მისი ქმარი ჩამოდის დღეს. არ სცალია.
-ახ, მოდის ეგ?! – უკმაყოფილოდ თქვა ლევანმა.-თემურის მოსანახულებლად ხომ არ ჩამოდის?
-ჯანდაბაშიც წასულა! გელოდებით!
მალე მიაყენა სადარბაზოსთან მანქანა ლევანმა. თამთასთან ერთად აიარა ორი სართული და კარზე მიაკაკუნა. გამოჩნდა ქართველი ქალის სახე – სიყვარულით და კეთილშობილებით აღსავსე. კარი ამოავსო ირინამ, ლევანს გადაეხვია დაუფიქრებლად.
-ეს ვინ მომიყვანე, ლევა?! – თამთას მოეფერა თმაზე და ხელზე აკოცა მაგრად.-კეთილი იყოს შენი ფეხი.-უთხრა ქართულად.
-მადლობა.-დაიმორცხვა და შევიდა სახლში.
-რამდენს ჭამ, გოგო? – ქეთოს მიეხვია ლევანი. მუცელზე წაეთამაშა მაშინვე. ცუდად ხდიდა თამთას ეგ მომენტი, როცა ის ასე სათუთად ეპყრობოდა ორსულს. ქეთო საგრძნობლად ეტყობოდა მუცელი, უკვე მერვე თვეს ასრულებდა.
-აუ, გასინჯე უბრალოდ ირინას ორცხობილები!-პირგამოტენილმა უთხრა და ორცხობილებით სავსე პარკი შეაჩეჩა ლევანს ხელში.
-წამოდი ახლა, გიჟივით გელოდება შენი ქმარი. რატომ ტოვებ მარტოს სახლში?
-აბა, თვითონ არ რჩება აქ. მე კიდევ მშიოდა გუშინ..
-ეს ყველაფერი შენია?!-უკმაყოფილოდ დახედა პარკებს ლევანმა.
-ნუ წუწუნებ ახლა! – მხარზე გაჰკრა ხელი და მერე თამთას მიუბრუნდა.-ესეთია ეს შენთანაც?
წარბები აზიდა თანხმობის ნიშნად თამთამ. მხიარულად ჩაიარეს კიბეები. მისი ნივთები ჩაალაგა ლევანმა, თვითონაც კომფორტულად ჩასვა უკანა სავარძელზე. ყველა დეტალს ამოწმებდა, ძალიან ფრთხილად მიხურა კარიც.
-რას გაგიჟდი, ლევან! ორსულად ვარ, ავად კი არა.
-შენი მოსაწონი ვერაფერი გავაკეთე!-ფართოდ გაეღიმა ლევანს. თამთა უსიტყვოდ ათვალიერებდა მის ქცევებს, როგორი სხვანაირი იყო იმ წამს.. ახლობლური.. მეგობრული.. ისეთი, არასდროს რომ ენახა ადრე.
-ა, მირეკავს მეორე შენნაირი! – ტელეფონი დაანახა ქეთომ.
ტრასაზე გამოვიდნენ. ბევრ რამეზე ისაუბრეს გოგოებმა. ძირითადად ბავშვზე საუბრობდა ქეთო – გოგოს ელოდებოდა, ყველას რომ უნდოდა, იმას. ისე სიყვარულით გაჟღენთილი ხმით საუბრობდა მომავალ შვილზე, ვერაფერს უხერხებდა ჟრუანტელს თამთა. ლევანიც ერთვებოდა შიგადაშიგ, დემნას დასცინოდა ძირითადად.
ეშერას შესახვევს როგორც კი გასცდნენ, გამოჰყვა ლევანის მანქანას კარგად ნაცნობი ავტომობილი. შენიშნა კაცმა. დაეძაბა სხეული. ქეთოს გამობერილი მუცელი დაუდგა თვალწინ. ცოლის აცახცახებული ფეხებიც შენიშნა, მისი საუბარი რომ იწვევდა. ოღონდ ახლა არა.. ოღონდ დღეს არა..
გააჩერა მანქანა.
ხომ იცოდა, სიდას „სიკვდილი“ არ იყო დასასრული, არც რამდენიმე დღიანი დაპაუზება უშველიდა ამ ამბავს.
-არ გადმოხვიდეთ! – თქვა მკაცრად.-რაც არ უნდა მოხდეს. არ გადმოხვიდე, თამთა.-ცოლს უთხრა პირდაპირ სახეში. ქეთომ თავი გამოყო მათ შორის. ღრმად ამოისუნთქა.
მზე ჩადიოდა უკვე. უცნაურად ელავდნენ მისი სხივები. უკვე მზად იყო ყველას დასაწვავად.
-სად მიბრძანდები, ბატონო ლევან? – გადმოდგა იარაღიანი ხელი კაცმა. თითქოს, დიდი ხანი ელოდა მასთან შეხვედრას.
-ამჯერად რა გინდა? – უდარდელად მიუახლოვდა კაცს. გაუთანაბრდა.
-რაღაც არ გეტყობა გლოვა.. ასე მალე მოინელე შენი ნათლული? – გადახარა თავი. ლევანს ჩაეცინა.
-თავი მოგირჩა?!-მზერით გახვრიტა მისი შუბლი ლამის. ისე მარტივად საუბრობდა, მაგრამ თან ისე მძიმედ.. მანქანაში აღწევდა გაყინული ხმები. ორივე ქალი დაძაბული უსმენდა.
-სად არის შენი ცოლი? – დაუბრუნა ხურდა კითხვის სიმძიმით.-აქ გყავს?
-ფრთხილად!-დაისისინა ლევამ.
-ძალიან ლამაზია. მოხდენილი, მიმზიდველი..
-მეტი?-ყელზე ჩაავლო ხელი და მოიზიდა. მაშინვე გადმოცვივდნენ მანქანიდან მისი ძაღლები. ლევანმა ცალი თვალით მოათვალიერა საეჭვოდ ბევრი ხალხი, თუმცა თემურისთვის მაინც არ შეუშვია ხელი.
-მანქანაშია? – იკითხა კაცმა და ჩაეჭიდა მის ხელს.
-რა გინდა? სიკვდილი?!-დაიღრინა.
-შენი ლამაზი ცოლი მინდა ჩემს მანქანაში.-დაუფარავად გაანდო სურვილი და ის მოქნეული ხელიც დაიმსახურა.
გადმოაფურთხა სისხლი კაცმა. ხელი აუწია შეიარაღებულებს.
-როგორი არაპროგნოზირებადი ხდები, როცა შენს ცოლს ვახსენებ.-დაკვირვებით შეხედა კაცს.-რომ ვუყურებ… საერთოდ გიჟდები ხოლმე.
-თემურ, არ გინდა.. – მრისხანედ გადახარა თავი.
-ზუსტად ეგ მინდა. მინდა, გაგაგიჟო. იცი, მამაშენი როგორ ცოფდებოდა ხოლმე?! ზუსტად შენსავით. მასაც არ უყვარდა, დედაშენს კომპლიმენტებს რომ ვეუბნებოდი. მას ჰგავხარ.
წაიწია მისკენ ლევანი, თუმცა იარაღები აღიმართა საწინააღმდეგოდ.
-თუ კიდევ ერთ ნაბიჯს გადმოდგამს, ესროლეთ.-მშვიდად გასცა ბრძანება.-თამთა, გადმოდი მანქანიდან! – დაიძახა კაცმა.-გადმოიყვანეთ..
-არ გაბედო! – მისკენ წაიწია, ვინც თამთას გამოსაყვანად გავიდა. ტყვიამ გაარღვია სიჩუმე. ჰაერში გაისროლა თემურმა.
-გგონია, ვხუმრობ?! – კარგად შეხედა.-ან გგონია, სიდა რომ დაუთმე ჩემს იდიოტ ძმისშვილს, მაგით მორჩა ჩვენი მტრობა?! ან რა იფიქრე, ეგ მადარდებს მე? მე ერთადერთი რამ მაწუხებს მხოლოდ – შენ და შენი ოჯახი. ციხეში იმდენი ხანი მიფიქრია შენ განადგურებაზე.. იმ დღეს ნეგაც უნდა მჯდარიყო მანქანაში, ისიც უნდა ჩაეცხრილათ ჩემებს.. – უნებურად აღიარა მკვლელობა კაცმა.
ლევანს თვალთ დაუბნელდა წამით. არც კი უგრძნია, როგორ გადმოათრიეს თამთა მანქანიდან.
-რას ბოდავ?!-უკვე შავი იყო მისი თვალები.
-ხომ იცოდი შენც გულის სიღრმეში. სხვა ვინ იზამდა.. თუ არა მე.-ავად გაეცინა კაცს.
-აქ სხვაც არის!-დაიყვირა ბიჭმა და თამთასთან ერთად უკანა კარიც გამოაღო.
წამიერად გამოფხიზლდა კაცი. ქეთოს თვალცრემლიანი თვალები და მუცელი როგორც კი დალანდა, ტანზე დაუარა რაღაცამ.
-ოოხ! – უფრო ბედნიერი ჩანდა თემური.-ის იმის ცოლი არაა?! მოდი აქ, – ხელი დაუქნია ქეთოს. ლევანს საფეთქელთან მიადეს ორი ფისტოლეტი. წრეში მოექცია ოთხს კაცს, როგორც კი გაინძრეოდა დააჭედებდნენ შუბლში ტყვიას. გამკეთებელი იყო თემური ამის, ისედაც მისი გაგიჟება ჰქონდა მიზნად.
თამთას გული წაუვიდოდა ალბათ მალე.
-ორსულად ხარ? – იარაღი დაუსვა მუცელზე ქეთოს. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ქალმა.
-არც კი გაბედო.. – მრისხანედ დაიყვირა ლევანმა.
-აირჩიე.. ვის წავიყვან აქედან.-ჩურჩულით წამოიწყო თემურმა.-დამითმობ შენს ცოლს, თუ ორი სიცოცხლე გავანადგურო ერთად?! მეც არ მინდა ორსულის მოკვლა.. შენი ცოლი ჯობია ყველას, არ მეთანხმები?!
-შენ რა ადამიანი ხარ? – თამთამ წამოიყვირა.-რა გინდა? რა არ გასვენებს?
-როგორი… მიმზიდველი ქალი ხარ, თამთა! – მიუახლოვდა ქალს. ლევანმა ნაბიჯი გადადგა და გადაიტენა იარაღებიც.-აირჩიე, ლევან!-იარაღი მიადო მუცელს, ის ის იყო მართლაც გაისვრიდა.
გული მოეწურა ქეთოს. ხელები დაიდო მუცელზე და ამოიტირა.
-არ გინდა, გთხოვ.. -შეევედრა თემურს.
-იმან უნდა გადაწყვიტოს.-ლევანისკენ ანიშნა კაცმა.-მე რა შუაში ვარ?!
-არაფერი დაუშავო.-დაიჩურჩულა თამთამ.-მას არა..
-ოხ, ეს ქართველები!-გაიცინა კაცმა.-როგორი თავგანწირვაა.. მოდი ჩემთან.-ხელი წაიღო მისკენ.-თუ მანქანაში ჩაჯდები, არ ვესვრი ამ გოგოს. არც შენ ქმარს.. არ მოვიკლებ იმის სიამოვნებს, როგორ დაიტანჯება, ჩემთან რომ იქნები..
-რას ბოდავ?!
-სიტყვები შეარჩიე, პატარა ქალბატონო… ჩემი გაცურება ყველას კარგად გამოგივიდათ! არც ეს დამვიწყებია, – თავზე მიიდო ხელი, თითქოს ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.-შენმა საყვარელმა ოჯახმა ციხეში რომ ამომალპო, მაგის გამო არ მომითხოვია ჯერ პასუხი! ჩაჯდები თუ…
-არსად წახვიდე, თამთა.-ჩუმად თქვა ლევანმა.-არ გადადგა ნაბიჯი იცოდე.
შიშნარევად მოავლო ქმარს თვალი. ეშინოდა ამ კაცთან წასვლა, იმისიც ეშინოდა ქეთოსთვის არ ესროლა. როგორ დაუთმობდა ორსულ გოგოს ამ მხეცებს, მხოლოდ იმის გამო, რომ მანქანაში ჩამჯდარიყო. ო, როგორ არ უნდოდა ახლა წასვლა! როგორ არ უნდოდა თავი დამნაშავედ ეგრძნო თუნდაც ქეთოს, თუმცა ყველაზე მეტად მაინც თავის ქმარს.
სხვა რა გაეკეთებინა?! იარაღ მიბჯენილ მეუღლეს დათმობდა თუ ორსულ გოგოს? იცოდა, იპოვიდა ლევანი. ისე არ დატოვებდა, იხსნიდა, სჯეროდა..
დიდხანს გაგრძელდა თამთას გადაწყვეტილების მიღება. ქეთო მანქანაზე იყო მიყრდნობილი. მის ფეხებშუა გაიარა ტყვიამ. საბურავს მოახვედრა კაცმა ცეცხლსასროლი. ორსული გოგონა იქვე ჩაიკეცა, ისეთი მოულოდნელი და ახლო იყო ის გასროლა.
-გელოდები, თამთა! – დაიყვირა თემურმა.
ლევანს მილიონი სხეული აკავებდა. მილიონი ტყვია.
გადადგა ნაბიჯი თამთამ. ქეთისთვის გამეტებული საქციელი ბოლო წვეთი იყო მისთვის.
ქმრის ყვირილი დაეწია მის ყურს. არ მოუხედავს, ვერ შეძლო.
-თამთა.. – დაიძახა შორიდან ქეთომ. რა ეთქვა, ვერ გადაწყვიტა..
-არაუშავს.-დაიჩურჩულა ქართულად.-არაფერი მომივა.
-მე თვითონ დაგირეკავ. გეტყვი, რა მინდა შენი ცოლის სანაცვლოდ. ცოტა ხანი მეყოლება.. ერთმანეთს კარგად გავუგებთ.
მიუჯდა თემურიც გვერდით. ბოლოჯერ შეხედა ლევანს წაშლილი სახით და მანქანა როგორც კი დაიძრა, გულიც მოსწყდა თითქოს ადგილს. რისი იმედი ჰქონდა.. ალბათ მოკლავდა ეს კაცი.
შოკირებულ ლევანს ხელები მოაცილეს. დამიზნებული ავტომატებით ჩასხდნენ მეორე მანქანაში და იქიდან გაუჩინარდნენ.
-ლევან? – ჩუმად წამოიწყო ქეთომ.
ის უკვე ადამიანს არ ჰგავდა. მხეცის თვალებით გააყოლა მზერა მანქანას. მერე მძიმედ გადმოიტანა მზერა ქალისკენ.
-ადექი.
-ლევან, დემნას დაურეკე..
-ადექი-ქეთი! – ხმამაღლა მიმართა და თვითონ ტელეფონი მოიმარჯვა. ახალი მანქანა და გეგმა სჭირდებოდა ახლა სასწრაფოდ. გონებას თითქოს დიდი შავი ღრუბელი გადაეფინა, სიბნელე იყო მის შიგნით.
უკვე აღარავის დაინდობდა.
ალანს ახალი მანქანის მოყვანა სთხოვა. წვერზე ისვამდე ხელს გამოუდმებით. არც კი შეუნიშნავს როგორ ვერ დგებოდა ქეთო ადგილიდან. ჩუმი ოხვრა და კვნესა რომ მოისმინა, მხოლოდ მაშინ მიატრიალა სახე ქალისკენ.
-ქეთი?!
-ლევან… – დაიჩურჩულა და ჩაეჭიდა ასფალტს.
-რა ხდება? – გიჟივით მივიდა მასთან, ხელი შეაშველა. ახლა ნამდვილად გადავიდოდა ჭკუიდან.
ამოიტირა ტკივილისგან.
-მგონი.. მშობიარობა მეწყება..
-რაა?! – დაჭრილი მხეცივით დაიღრიალა კაცმა.-ჯერ ადრე არ არის?
-მეცხრე თვეში ვარ უკვე.. ალბათ რომ ვინერივულე.. მიშველე, ლევან..
-წამოდექი.. მოითმინე, მოვა ალანი მალე.
-მტკივა..
-მოდი ჩემთან.- ხელი ჩასჭიდა და გადაუწია თმა მკერდიდან.-ისუნთქე, კარგი?! არ იტირო..
-თამთას.. ალანი მომხედავს მე, თამთასთან წადი..
-არ ინერვიულო შენ! დამშვიდდი..
-მტკივა! – ამოიკვნესა უსაშველოდ. გიჟივით მიაჩერა მანქანა ალანმა. ხელში აიტაცა ქალის სხეული ლევანმა, უკანა სავარძელზე ჩასვა და მიუჯდა თვითონ. მკერდზე აიკრა აცახცახებული ქალი. თავი მიასვენა ლევანის მხარს. როგორ უფრთხილდებოდნენ მის ორსულობას, აქამდე უმტკივნეულოდ მოვიდა ქეთი, ახლა კი.. ასე სასტიკად.. ისევ ძველებურად. არადა, ეგონა მორჩა ეგ ყველაფერი.
ტელეფონი მოიმარჯვა ცალი ხელით ლევანმა. რაზე ეფიქრა, ვეღარ ხვდებოდა. ისეთი დაძაბული და განრისხებული იყო, ცეცხლს გადმოაფრქვევდა მალე პირიდან.
დემნას დაურეკა.
მიაყარა მაშინვე სათქმელი. რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია იმას. ისევ ლევანმა გააგრძელა.
-საავადმყოფოში მოდი და ქეთის მიხედე. მე თამთასთან უნდა წავიდე. – უთხრა და ქეთიმაც ამოიკვნესა ტკივილისგან. დემნამ რაღაც ამოღერღა იქიდან.
-დემნაა! – დაუძახა ქეთიმ თავის იმედს ყვირილით. მაშინვე მუცელზე მოჰხვია ხელი ლევანმა. თითქოს ასე იხსნიდა ბავშვს. გაუსაძლისი იყო ეს ტკივილები.
-გესმის რას გეუბნები? – ლევანმა ვერ გაიგო მისი გაუგებარი პასუხი.
-მიხედე ჩემს ცოლს.. მე შენსას მივხედავ.
-დემნა, მოდი აქ! აქ უნდა იყო!
-ვიცი. დარწმუნებული ვარ ახლა არ შეგიძლია სწორად მოქცევა. ამიტომ მე წავალ მასთან.. დაეხმარე ქეთის, შენ განდობ.
-არა.. არ შემიძლია, – დაიჩურჩულა კაცმა.-მოდი, დემნა! ვერ დავტოვებ ასე, ხომ იცი!
-მაგიტომაც არ მოვალ, რომ ვერ დატოვებ. იცოდე.. შენზეა. – კატეგორიული ბგერები გაჟღერა ტელეფონში. როგორი მძიმე იყო მისი გადაწყვეტილება. შვილის დაბადებას ვერ დაესწრებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თამთა ეპოვა.
იცოდა, პირველივე შემხვედრს მოკლავდა ლევანი და ისიც იცოდა, რა მძიმე ხვედრი იყო ყოფილიყავი მკვლელი. მით უმეტეს, ისეთი ადამიანისთვის იქნებოდა ეს სასტიკი სასჯელი, როგორიც ლევანი იყო. დემნამ ხომ იცოდა?! მას ხომ გამოეცადა?! არავითარ შემთხვევაში არ აზიარებდა იგივე ბედს ამ კაცს. ძმობასთან ერთად თამთა ებრალებოდა ყველაზე მეტად. ყოველთვის ქეთისთან აიგივებდა მის გრძნობებს, მის ხასიათს, მის დამოკიდებულებას აქაური ცხოვრების მიმართ.. ეტკინებოდა გული, მკვლელი როცა ერქმეოდა თავის ქმარს.
ამიტომ დათმო იმ დღეს საკუთარი ცოლი და არ დაბადებული შვილი, ვისთანაც უნდა ყოფილიყო დაბადებისას. ტელეფონი გათიშა. აღელვებისგან შუბლზე მოისვა ხელი და რატომღაც ირაკლისთან დარეკა პირველი..
-სად არის მამაშენი, ირა?!
.
დააწვინეს საკაცეზე. ფეხდაფეხ მიჰყვა ლევანი, ალანიც გვერდით მიჰყვებოდა. ყველას ყურადღება მიიპყრო მაშინვე მისმა ვინაობამ, შემდეგ ქალის კივილში ქეთის თავი რომ ამოიცნეს, ასმაგად დაეძაბათ სხეულები.
მიხვდნენ, ვისი ცოლი და შვილი უნდა ეხსნათ ახლა. და ისიც კარგად გაანალიზეს, ვინ მოიყვანა ეს გოგო საავადმყოფოში. ლევანმა ორი სიტყვა უთხრა მხოლოდ მათ დედის და ბავშვის გადარჩენის თაობაზე, და იქვე ჩამოჯდა.
უნდა გადარჩენილიყო. უნდა დაბადებულიყო. მისი ნათლული იქნებოდა.. ესეც გაახსენდა. აღარ იცოდა რაზე ეფიქრა იმ წამს. თავის ცოლზე თუ სხვისაზე. უნებურად წარმოუდგა თამთას ის სახე, მანქანიდან რომ დაასაჩუქრა ქმარი და ხმაურიანად მიანარცხა კედელს თავი.
დემნამ დაურეკა უცებ. ყურთან მიიდო უხალისოდ. პალატიდან ისმოდა ქეთის განწირული ყვირილი.
-სტკივა?-ჩუმად თქვა კაცმა. თავიდან სხვა რაღაცის თქმას აპირებდა თითქოს.
-გესმის როგორც.
-მივდივარ ახლა. მოვიყვან, ხომ იცი.
-ვიცი.-დაუფიქრებლად უპასუხა.-სად წაიყვანა?!
-სახლში. ალბათ.-დენმა დაუარა ტანზე, ეს რომ მოისმინა.
-დემნა..
-ხელს არ დავაკარებინებ..
-არ დაინდო.-თქმა დარწმუნებით.-უკვე ზედმეტი მოუვიდა. დამელოდე, როცა იპოვი.
-არ მოგაკვლევინებ შენ მაგას. მის ბინძურ სისხლში ხელს არ გაისვრი, ლევა!
-დამელოდე, როცა იპოვი! – ამოიღრინა.
-დამირეკე, როცა დაიბადება.-დაიჩურჩულა და გათიშა ტელეფონი. საჭესთან იყო, მიხვდა ლევანი.
ალანს გაუსწორა ცარიელი მზერა. ისეთი დაშავებული ჰქონდა ეს თვალები, ალანი პირველად ხედავდა ასეთს. არ ჰგავდა სულიერს, თითქოს სხვა არსებად გარდაიქმნა. თამთას დაკარგვის შიშები რომ შემოუხტა სხეულში, სულ სხვანაირად დაიწყო სუნთქვა. დაამტკიცა მაშინ ნამდვილად, რამდენს ნიშნავდა საკუთარი ცოცხალი და ხელუხლებელი ცოლი.
-ლევან, – თეთრ ხალათში გამოწყობილ გოგოში ალეინა ამოიცნო და უცნაურად შეჭმუხნა წარბები. რაინას ქორწილის მერე არ გადაყრია არსად.
-ალეინა?!
-იქნებ, შემოხვიდე. დასჭირდები.
-მე?-ფრთხილად შეიხედა კარებში.-ვერა.
-შემოდი. ვინმე სჭირდება გვერდით ახლა.
-შენ ხარ ექიმი?!-უცნაურად დახედა გოგოს. უნდობლად რატომღაც.
-ექთანი ვარ მე. შედი. – ხელით უბიძგა გოგონამ.
უსიამოვნოდ გასცრა ტანში, ამდენი წამლის სუნი როცა ეცა. გააჟრიალა გადაწვენილი ქეთოს დანახვაზე. მოარიდა მზერა მაშინვე მის გადაშლილ ფეხებს. ლამის ყურზეც კი აიფარა ხელი, ისეთი გამაღიზიანებელი და შემაწუხებელი იყო ის ხმა, პირიდან რომ უშვებდა მშობიარე ქალი.
-ლევან….-ისე იმედიანად დაიჩურჩულა ქეთომ, მაშინვე ჩაეჭიდა მის ხელებს კაცი. თავთან მიუჯდა. ერთი ხელი მის ხელს ჩაავლო, მეორეთი თმა გადაუწია მხარზე.
-მშვიდად.. აქ ვარ..
-ხომ გადარჩება?!-აეტირა და გაიჭინთა ერთდროულად. სხვაგან გაიხედა კაცმა. ვერ უძლებდა ამას.-მტკივა… აღარ შემიძლია!
უღონოდ გადასწია თავი უკან ქეთომ. შეაშველა მაშინვე ხელი ლევანმა. ლოყაზე ამოსდო ხელი.
-ცოტაც, ქეთი..
-სულ ცოტაც, საყვარელო.. – ალეინამ გადმოსძახა გოგოს და ლევანს დაასო მახვილი თვალი. თავი დაუქია კაცმა, ენდო. ამას ელოდა თითქოს იმ ოთახში ყველა, რამდენიმე წამში მოევლინა პატარა ჩვილი ქვეყნიერებას.
ღრმად ამოიოხრა კაცმა. ყველაფერი გადაავიწყდა, მათ შორის თამთას ადგილსამყოფელიც დაუძინებელ მტერთან. ქეთიმ შეწყვიტა მჭახე ღნავილი, მიჩუმდა და სუნთქვა დაიწყო თავისუფლად.
-სად არის? – დაიჩურჩულა და ბავშვის ყვირილმა ამოავსო ოთახიც. თავი მიადო უნებურად ლევანს ქალმა. ტირილი აუვარდა. ალეინამ შეფუთა ჩვილი უსაფრთხოდ, დედას მიუჩოჩა მკერდთან.
-გილოცავ. უსაყვარელესი ბიჭუნა გყავს. – მიაწვინა ქეთის. გაოგნებულმა დახედა ბავშვს ქეთომ, მერე ლევანმა შეჰყარა წარბები.
-ბიჭია?! – ისეთი ხმით იკითხა, ყველას შეაზანზარა გარშემო. დამნაშავეებად იგრძნეს თავი.
-გოგოს ველოდებოდი.. ასე მითხრეს, – აუცრემლიანდა თვალები ქეთის. მერე დაუბრუნდა შვილს.-ბიჭი ხარ, დე?!
გადაედო მისი ემოცია ოთახს. ლევანს უცნაურად შეუტოკდა გული.
-ბიჭია, ლევა.. ბიჭის ნათლია იქნები.-დაიჩურჩულა ქეთიმ. მხარი გაჰკრა მიყინულ კაცს, ვისი სხეულიც ვულკანივით მძვინვარებდა. სადაცაა ამოიფრქვეოდა სასიკვდილოდ. ბიჭის ნათლია?! დემნას ყველაზე მეტად ეშინოდა ბიჭის დაბადების, გაახსენდა. არანაკლებ ეშინოდა თვითონაც მისი გაზრდის.
დახედა ბავშვს. დედის მკერდთან მიწვენილს, თვალებდახუჭლსა და თეთრს. კაცი დადგებოდა – ეტყობოდა უკვე. გაიბა მათ შორის ის ძაფი, რაც სიდასთან ჰქონდა ახლა. მეორე მამა იქნებოდა მისთვის, ამას ვერსად გაექცეოდა.
-რას დაარქმევ? – ამოიჩურჩულა და სულ ოდნავ შეახო მის ფითქინა კანს საჩვენებლი თითი.
-არც მიფიქრია ბიჭზე.. – აეტირა ქეთოს. მაშინ აუმღერდა ლევანსაც ტელეფონი. აქეთ დარეკა დემნამ.
-გილოცავ! – ომახიანად შესძახა ლევამ.-კაცის მამა ხარ!
-ბიჭია?! – ისეთი ტონით თქვა, გასაგები იყო ყველაფერი.-მეღადავები?!
-ახლა მაგისთვის მცალია?
-დედას მოვუტყნავ იმ შენს ექიმებს, ლევან! – დაიმუქრა სასოწარკვეთილი.-გოგოსთვის ვიყავი მზად მარტო!
-ხოდა, დაიწყე აქედანვე მომზადება! სად ხარ?!
-ვიცი სადაცაა უკვე. ახლოს ვარ. ნუ ღელავ, ხომ შეგპირდი.. როგორაა ქეთო?!
-კარგად ვარ მე.. ფრთხილად იყავი, გეხვეწები! თამთას უშველეთ როგორმე!-გაახსენდა მივიწყებული გოგო და შეწუხებულმა ჩასძახა მობილურში.
-ვუშველი, ვუშველი.. ბავშვი რას შვრება?
მაშინ მოაცილეს ზუსტად მკერდიდან ბავშვი ქეთოს. ალეინამ აიყვანა ხელში. თვალებით უთხრა მადლობა ლევანმა, იმან სიყვარულით და პატივისცემით სავსე მზერა დაუბრუნა. სხვანაირად არც შეეძლო.
ერთხელ შეხედა ქეთის ლევანმა. ქალმა დაკვირვებით შეისწავლა მისი ყველა ნაკვთი.
-შენ დაარქვი სახელი.-თქვა ჩუმი, საოცრად დარწმუნებული ხმით.
გააჟრიალა ტანზე. დემნას გაეღიმა მობილურიდან. ორივემ გაიგონა ეგ.
-მამამისმა..
-შენც ხარ მისთვის. – უნებურად ჩაერია დემნა.-თქვი და გავთიშავ.
არ დააცადა მოსმენა ლევანმა. გაუთიშა ტელეფონი.
ბავშვზე უფრო ინტიმური თემა არ არსებობდა ლევანისთვის. ისეთი ფრთხილი, გამოზომილი და სათუთი იყო ეს საკითხი, ვერ გადააბიჯებდა მამას. ვერც თავს დააკისრებდა ამხელა ვალდებულებას. სიდას მერე ისე უმძიმდა ფიქრი ამ თემაზე, მხოლოდ ის ამშვიდებდა გოგო რომ უნდა ყოფილიყო წესით. ქალებთან ხომ მარტივი იყო მისთვის საუბარი?! მათი ენა უკეთ ესმოდა. აი, კაცთან.. და მით უმეტეს, ისეთი კაცის შვილთან.. მაშინვე რომ დაიმსგავსებდნენ ორივე, ეგ უკვე ძალიან საშიში ხდებოდა.
უნდა აღეზარდა – ასე ესმოდა მას ეს ურთიერთობა, ამიტომ იყო შეუძლებელი „სიდა და დაჩი“ მისთვის. სხვანაირად წმინდა, სხვანაირად ახლობელი ხდებოდა ეს ბავშვები მისთვის..
შუბლი მოისრისა. სულ ცოტათი დაფიქრდა.
-ლუკა აფხაზავა. ჟღერს ქართულად?! – ეკლებმა დაუარეს ქეთოს. თავი დაუქნია ღიმილით კაცს.
-ჟღერს. მადლობა ჩვენი გადარჩენისთვის, ლევა. ძალიან გაუმართლა ლუკას,-ნაზად წარმოსთქვა ბავშვის სახელი.-შენ რომ ეყოლები გვერდით.
დაიხარა მასთან კაცი. საფეთქელთან აკოცა ფრთხილად ქალს. ეს ყველაფერი ისეთი სასიამოვნო ტვირთი იყო მისთვის, მაშინ ვერ გაიაზრა.
წამიერად გამოწვეული ბედნიერი სხივები ჩაუქრო უხილავმა ძალამ თვალებში. როგორც კი პალატის კარი გამოიხურა, მაშინვე გარდაიქმნა მისი სახე მტაცებელ ცხოველად, თვალები კი ღამესავით ბნელი, საშიში გაუხდა.
დერეფანში მოდარაჯე ალანს, ახალ მოსულ ნეგას და ჭკუიდან შეშლილ დათოს შეატოვა ქეთოს თავი. არ გაიგონა ძმის ძახილი, უკან რომ დაედევნა შეშფოთებული.. არც არავისი ესმოდა იმ წამს. მხოლოდ თავისი ცოლის ცრემლიანი სახე, მისი უიმედო სილუეტი და მომლოდინე მზერა დაუდგა თვალწინ.
იქნებ, ახლა როგორ სტანჯავდა ის ადამიანი.. იქნებ, ეკარებოდა.. იქნებ, აწამებდა.. იქნებ, რამეს უშავებდა იმას, ვინც მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო.
ალანის მანქანას მიუჯდა დამძიმებული. არავინ გაიყოლა. იქ უკვე ელოდა ის ადამიანი, ვინც საკმარისი იყო დასასწრებად. ვინც იცოდა ისედაც, რისი გაკეთება შეეძლო იმისთვის, ვინც ასე ახლოს მოვიდოდა მასთან. საზღვართან.. ცოლთან – მისივე მამასაც რომ არ მისცა უფლება, შეშლოდა რამე. ის ვინმეს დაინდობა ახლა?! ალბათ არა.
დემნასგან მიიღო ერთი უბრალო მესიჯი ადგილის შესახებ და უკვე კარგად იცოდა, ვერავინ გამოგლეჯდა იმ კაცს ხელებიდან, მათ შორის ვერც საყვარელი ქალი, მუდმივად ადამიანობასა და კეთილშობილებაზე რომ ესაუბრებოდა.

თავი მეთხუთმეტე – დასასრული

„….მომენატრა ზღვა, რომელიც შორია….
…მომაგებე მშობლიური მიწა…“
ავტომობილი მიაყენა ნაძვებში ჩაფლულ შენობასთან. თავისუფლად გაიარა ჭიშკარი, ეზო, სახლის კართანაც დადგა მომლოდინედ და რამდენჯერმე ხმაურიანად დააბრახუნა. დაინახა, როგორ გამოიხედეს ჭუჭრუტანიდან. იგრძნო, რომ შეკრთა სხეული შიგნიდან ლევანმა.
კიდევ ერთხელ შეარხია კარის ზედაპირი, ორი თითით, ამჯერად მსუბუქად.
-გამიღე კარი, ალისა. – გაისმა ლევანის ოდნავ ბრაზიანი, ნდობით აღსავსე ხმა.
-ლევან, მე არაფერი ვიცი..
-ვიცი. – გააწყვეტინა მაშინვე.-გამოდი გარეთ.
ჩამოსწია ურდული ალისამ. შეშინებული თვალები მოავლო გაავებულ კაცს. მძვინვარებდა ლევანის სხეული, მზერა ავი და მზაკვრული ჰქონდა.
-ლევან, გთხოვ..
-რისი გეშინია?-წარბები შეჰკრა კაცმა.-გგონია, რამეს დაგიშავებ? მამაშენი გგონივარ?
-არა. გეფიცები, არაფერი არ ვიცი.-ნერვიულად იკბინა ტუჩზე.
-სადაა შენი ქმარი? – გაუსვა ხაზი ბოლო სიტყვას.
-სამსახურში.
-დარწმუნებული ხარ?!
-არ ვიცი. ალბათ იქაა.
-ვინმე არის სახლში? – მის ზურგს უკან გაიხედა კაცმა.
-რატომ?
-უნდა მოგიტაცო. ცოტა ხნით.-უმნიშვნელოდ გაუღიმა ქალს.
-რაა?!
-არის ვინმე სახლში?
-არა.
-წამოდი, – ხელი გაუწოდა კაცმა. ნაბიჯით დაიხია ალისამ.
-მამაჩემი ჩემ გამო არანაირ დათმობაზე არ წამოვა..
-შენი ქმრის გამო წამოვა ბევრ დათმობაზე. წამოდი, ალისა.-აამაღლა ხმაც და ხელიც ჩაავლო მკლავზე გოგოს.-ნუ მაიძულებ, ის გავაკეთო, რაც არ მინდა. შენც ხომ იცი, არაფერი დაგემართება ჩემთან.
-ვიცი.. გავიგე თამთაზე. ძალიან ვწუხვვარ, მაგრამ მე როგორ შემიძლია დაგეხმარო? – მიაჩერდა სახეში და გაუძალიანდა.
-გამომყევი და სულ ესაა. უკან დაბრუნდები უვნებელი, როგორც ადრე.-წამიერად შეავლო თვალი. მაშინვე თავი დახარა ალისამ. ნეგა გაახსენდა.
-კარგი. წამოვალ.-უთხრა დარწმუნებით და თვითონ ჩაჯდა მანქანაში დამოუკიდებლად.-ვალში ვარ შენთან..
-მაგის გამო არა. – დაქოქა მანქანა.-ვალის მოსათხოვად არ მოვსულვარ შენთან. დახმარება მჭირდება, – ჩაისუნთქა ჰაერი.-ძალიან შეტოპა მამაშენმა.. ძალიან..
-ნეგა სად არის? – იკითხა უმნიშვნელოდ.
-ჩემი ძმა თუ გიყვარს იმასთან რა გინდა, ალისა? – თავი გადააქნია კაცმა. უკმაყოფილოდ დააჩერდა გოგოს. მერე დაბალი ხმით განაგრძო საუბარი.-რაც არ უნდა მოხდეს დღეს, არ შეგეშინდეს ჩემი. კარგი?!
-რას აპირებ? – უნებურად აუწყლიანდა თვალები.
-ყველაფრისთვის მოვთხოვ მამაშენს პასუხს. მათ შორის, შენი ასეთი მდგომარეობისთვისაც.
-არ გინდა, ლევა, უკვე ძალიან გვიანია.. – ისე დანანებით დაიჩურჩულა კაცის სახელი, წამიერად იქცნენ ერთმანეთის ახლობლებად. მაშინაც ასეთი დაუცველი და უბრალო იყო ალისა, როცა წამოიყვანა ნეგასგან, როცა თავისუფლება საბოლოოდ ჩამოერთვა ქალს და იმ კაცის ცოლი გახდა, ვერავინ რომ ვერ იტანდა მთელს ქალაქში.
გაეტირა ალისიას. რთული იყო ცხოვრება ადგილას, სადაც უფლება არ ჰქონდა. ოჯახიც კი არ უჭერდა მხარს. ვიღაც უცნობი კაცი, ვისთანაც არაფერი აკავშირებდა, ასე აფარებდა ხელს და მამა ერთ სიტყვასაც კი არ იმეტებდა შვილის საკეთილდღეოდ.
ასეთი უმწეო არასდროს ყოფილა.
-თამთა ძალიან იღბლიანია.-თქვა ისევ თვითონ.-შენ რომ ჰყავხარ.
-შენც გყავს ისეთი ადამიანები, ვინც დარდობს შენზე, ალისა.
-ხოო? ვინ? მამაჩემი თუ ბებიაჩემი, ვინც ყოველთვის ჩემი ქმრის მხარესაა? არავინ მეგულება ამ ქვეყნად, ვინც ჩემს ბედზე ფიქრობს.
-ორივემ ვიცით ასეთი ადამიანი.-საოცრად დარწმუნებული ხმით თქვა კაცმა. იმან მაშინვე გაიხედა სხვა მიმართულებით, ძალიან ეუხერხულა ნეგას ირიბი ხსენება.-ერთ-ერთი მეც ხომ ვარ..
-შენ რომ არა.. მართლა ვალში ვარ შენთან.
-გეყოფა. არ ღირს სათქმელად..
.
რიწის ტბის დანახვაზე მწარედ გააქნია თავი თამთამ. ეს ადგილი იქნებოდა მისი სიკვდილის წერტილი. ვერაფრით ხომ ვერ მოშორდა ამ ტბას და იმ სახლს, ყველაფერი ერთად რომ ტრიალებდა ხოლმე. ათასი კითხვა დაუსვა საკუთარ თავს, რას აკეთებდა ამ მანქანაში, ამ ქვეყანაში, ამ ველურების ხელში.. მონოტონურად არწევდა სხეულს, მანქანის რხევა რომ იწვევდა. უარაფრო თვალებში აცქერდებოდა თემურს, სადაც არანაირ ადამიანურ ღირებულებას არ ჰქონდა ადგილი. ის ერთი გაბოროტებული, შეშლი და შურისმაძიებელი ცხოველი იყო, რომელსაც ციხემ საერთოდ მოუშალა საძირკველი. თხუთმეტი წლის ბავშვისა და ორსულის არ დანდობის მერე რას ელოდებოდა თამთა?! რატომ იყო აქამდე ცოცხალიც?
ალბათ აწამებდა. მისი მიზანიც ხომ ეს იყო – ლევანის განადგურება.
მოპირდაპირედ მჯდარი კაცი ისე საზიზღრად დააცოცებდა თამთას ტანზე თვალებს, გულის რევის შეგრძნება აწვებოდა. როგორ ძალიან უდოდა თვალები დაეთხარა მისთვის ან ის მილიონჯერ გატეხილი თავი კიდევ უფრო დაეშალა. მიხვდა, იმსახურებდა ყველა ხელს, რაც მიუღია ლევანისგან.
-მომწონს მე შენნაირი ქალები. – თქვა კაცმა და იარაღი დაუსვა თამთას ფეხზე. ამრეზით დახედა მის მოქმედებას თამთამ, ცივად დაუბრუნა მზერა.-შეუპოვარი.. მეამბოხე.. თავდადებული.. ისეთი ხარ, როგორიც შენი ქმარი.
-რა კარგად გცოდნია ჩემი ქმრის თვისებები.-უგულოდ უპასუხა. თითქოს არც უგრძნია გადატენილი ფისტოლეტი სხეულზე.-არ გეშინია მერე, ეგეთმა შეუპოვარმა.. მეამბოხემ.. თავდადებულმა.. დღეს ტვინი რომ გაგასხმევინოს?!
ხმამაღლა გაეცინა თემურს.
-უშიშარიც ყოფილხარ! – ფეხებშუა ჩაუცურა იარაღი კაცმა. გააპო ქალის ფეხები და ნელ-ნელა წაიღო მაღლა.
ჟრუანტელმა დაუარა თამთას. შეატყუპა ერთმანეთზე ფეხები და იარაღის მოძრაობა შეაჩერა.
-გეყოფა!
-არა.. ახლა იწყება ყველაზე საინტერესო.. – კვლავ შეარხია ცეცხლსასროლი.
-ცუდად დაამთავრებ… ძალიან თან..
-ნუ იმუქრები. ერთი გასროლა და უსულო სხეულად გაქცევ. მაგრამ ისე არ მოგკლავ, შენმა ქმარმა რომ ვერ იხილოს.-გაეცინა და თოფის ლულა მიადო ყველაზე მგრძნობიარე ადგილას.
რაღაც იგრძნო თამთამ, უჩვეულო თავის თავში. გამბედაობა, რომ მოკლავდა ამ კაცს, შანსი რომ ჰქონდეს. გადააბიჯებდა ყველა ადამიანურ ღირებულებას, ყველა ქრისტიანულ წესებს, რასაც გაიძახოდა ხოლმე, ახლა ნამდვილად მოკლავდა მას. არც კი დაფიქრებულა, ისე შეიპყრო მისი განადგურების სურვილმა და იქცა იმად, რასაც ეწინააღმდეგებოდა ხოლმე, იმდენად აუტანელი იყო მისი ყოველი გამოხედვა და დაუფარავი შეურაცხყოფა.
თვალებში შეხედა კაცმა. იარაღი გამოიტანა თამთას ფეხებიდან. ამჯერად ხელი შეახო მუხლზე. გამოსწია მაშინვე ხელები ქალმა. მის კანს არავინ შეხებია ლევანის გარდა, არც ერთი სხვა.
-ორსულად ვარ.. – ამოილუღლუღა და მოროშა უაზრო ტყუილი. იფიქრა, იქნებ ასე მაინც დამინდოსო. საკუთარმა სიტყვებმა დაუსერა გული, წარმოიდგინა, რომ მართლა ორსულად იყო და ბავშვთან ერთად მოკვდებოდა დღეს. მერე თავისი ქმარი გაახსენდა..
წარბები შეჰყარა თემურმა. დააშტერდა მუცელზე. ლულა მიადო მუცელთან, იარაღით აუწია მაისური და წაეთამაშა.
-იცის ლევანმა?!
-არა..
-ცოდვა არაა, ვერასდროს რომ ვერ გაიგებს? – ააკანტურა თავი.-თან ორი სიცოცხლე ერთდროულად… არ გეცოდება შენი ქმარი?
-საიდან მოხვედი ასეთი სადისტი? – ხელი მიიდო მუცელზე. იარაღს შეებრძოლა თითქოს. იმედი ჩაუკვდა, რომ ორსულობა რაიმე ეფექტს მოახდენდა ამ არარაობაზე.
-რამ მოგიყვანა აქ, ქართველო? – განაგრძო ქალის ფეხებზე სეირნობა.-მართლა გიყვარს შენი ქმარი?!
-შენ საერთოდ რა იცი რას ნიშნავს სიყვარული?-ისე სწრაფად შემოტრიალდა მისკენ, თემურმა ოდნავ უკან წაიწია. ხელიც აიღო გაავებული ქალის ფეხიდან. შეშალა თამთა.
-მშვიდად, ძვირფასო! – იარაღით ანიშნა.-იმას არ უყვარხარ, დარწმუნებული ვარ. ეგ ისე გაიზარდა, არასდროს უნახავს ჩახუტებული მშობლები ან მზრუნველი მამა. ახლაც იმიტომ გაგიჟდა, რომ მისი საკუთრება ხარ, არ უყვარს, როცა რამეს ართმევენ.
-გგონია, დავიჯერებ? – ცივად გაეღიმა თამთას.-რამდენიც გინდა იბოდიალე! შენ არ იდარდო მაგაზე..
-შენ რომ ასე ძალიან გიყვარს, წარმოდგენაც არ მინდა, რამდენ რამეს იზამ მისთვის.. – ამ სიტყვების მოსმენისას შეუტოკდა გული თამთას.
მიხვდა, საითკენ მიდიოდა საუბარი.
-არც კი გაბედო! – ავად დაუსისინა კაცს. დარწმუნებული იყო ჯერ არ მოკლავდა, ამიტომ ბედავდა ამდენს.
-მოდი, დამიჯექი აქ.-ხელი დაატყაპუნა მუხლებზე კაცმა. ცოტაც და აღებინებდა იქვე თამთა.
-თავი დამანებე! – წაიწია თამთა, თუმცა ხელი ჩაავლო და მოიზიდა. არაფრის დიდებით არ ჩაუჯდა კალთაში, გაუძალიანდა. თმაში ჩაავლო ხელი კაცმა, მსუბუქად მიარტყმევინა თავი მანქანის მინაზე და ბოლოს ფეხებშუა მოიქცა მისი სახე.
დაჩოქილი.
დაარტყა ხელი სახეზე მშვენიერ ქალს, ატირებულს.
-რასაც გეტყვი, ეგ გააკეთე. გაიგე?!
-მეზიზღები. ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ, ვისაც კი ვიცნობ..
-ანუ ვერ გაიგე? – ავად გაეღიმა თემურს. იარაღი მიადო შუბლზე თამთას. ცრემლები ჩამოცვივდა თვალებიდან, ამ კაცის ხელში არ მოკვდებოდა.. ასე არა..-კიდევ არ გესმის?-უფრო მეტად წაიწია მისკენ კაცი. დაჩოქილს ზევიდან დააშტერდა. სწორედ მაშინ გაჩერდა მანქანაც იმ სახლში, რამდენიმე კვირის წინ ქორწილი რომ ჩატარდა.
ლევანი აუცილებლად მოვიდოდა აქ, იმედი მიეცა თამთას. მაგრამ მერე შიშებმა შეიპყრო, რატომ მოიყვანა ყველასთვის ნაცნობ ადგილას, ანუ თავად უნდოდა ლევანს იპოვა ისინი.. რა გეგმა ჰქონდა?! რა უნდოდა?! როგორ გაუძლებდა ამას?!
გადმოათრია. მკლავში ჩაეჭიდა ნაზს, თვალსაჩინოს, ხელუხლებელ გოგოს და ეზოში შეაგდო.
-მოვა მალე შენი ქმარი, არ იდარდო! – დასცინა თამთას. ხის სკამებიდან ერთ-ერთზე ჩამოსვა. გაივსო ბაღი მისი ლაქიებით. ძალიან ბევრნი იყვნენ – საეჭვოდ დიდი რაოდენობით. რამდენიმე წამში ზურაბი გამოვიდა შეშლილი სახით. თამთას დახედა გაავებულმა, მერე ძმას დაუბრუნა შეშინებული თვალები.
-შენ რა გაგიჟდი? – მჭახე ხმით წამოიწყო კაცმა.
-რა იყო, ძმაო? ვერ ხედავ, რა ანგელოზი მოვიყვანე სახლში?
-მერე დაგავიწყდა ვინ არის ამ ანგელოზის ქმარი?! – შიში და სიკვდილი იკვეთებოდა კაცის სიტყვებში.
-ოხხხხ, ლევან! – წაიღიღინა თემურმა. ასეთი გაბოროტებული ალბათ არასდროს ყოფილა.-შენც კი გეშინია მისი? ვინ არის ასეთი?! – გაეღიმა და მხარზე ჩამოადო ძმას ხელი.-შენი შეურაცხყოფის გამოც მოეკითხება მაგას! ზუსტად ამ ადგილას.
-თავი დაანებე, თემურ! ნუ ეთამაშები ცეცხლს!
-თვითონ დაანთო ეგ ცეცხლი. დაგავიწყდა, რა გამიკეთა?
-რა გაგიკეთა? შენ რას აკეთებ? – შეშლილივით გამოხედა თამთას.-ეს მისი ცოლია, ცოლი! ვიღაც კახპა ხომ არ გგონია.
-რამ შეგაშინა ერთი შენ? – უცნაურად შეხედა ძმას.-ასე დაგაფრთხო მისმა მოქნეულმა ხელმა?
-საერთოდ თუ გესმის რას აკეთებ, თემურ? – დანანებით დაიქნია ხელი.-დაანებე ამ გოგოს თავი, ისიც გაუშვი თავის გზაზე. თავი მოიკლა იმ ბავშვმა ჩვენ გამო, საკმარისია ისედაც!
-როგორ მიყვარს ასეთი ანგელოზი რომ ხდები!-გაეცინა კაცს.-ხედავ, თამთა? რა გულჩვილი ძმა მყავს. შენი შვილი სადაა? ის ალბათ ტირილს დაიწყებს, რომ დაინახავს. ისედაც ვერ მოინელა თავისი ცოლი..
-ისე ნუ კითხულობ, ვითომ გადარდებდეს.-იმედგაცრუებულმა დაუბრუნა პასუხი.-მორჩი ამ მასკარადს. თითს არ გავანძრევ, როცა მოიაკითხავენ. იცოდე ეს.
-რაღაც იგვიანებენ… – წამოვიდა თამთას მიმართულებით და გვერდით მიუჯდა. სხარტი და მაცდური იყო მისი ქმედებები, იწვევდა თამთას.-ხომ არ დაავიწყდი შენ ქმარს?
-ილოცე, შენ დაავიწყდე როგორმე.
-რთულია ჩემი დავიწყება! – გაეცინა კაცს.-აი, მაგალითად ქალები ვერ მივიწყებენ ვერასდროს.. იცი, ლევანის დედაც მომწონდა ძალიან.
-არ გაბედო!-ისე დაისისინა თამთამ, წამიერად დაემსგავსა თავის ქმარს.
-აქ ბრძანებებს მე ვიძლევი.. – იარაღი გადადო მეორე მხარეს თემურმა. ჯიბიდან ამოაძვრინა პატარა დანა.
გული მოეწურა თამთას. უსიტყვოდ, უუფლებოდა მიეწება სკამს.
-რაღაცნაირი ქალი იყო.. ცივი და თან ძალიან მედიდური. ყოველთვის მიზიდავდა მსგავსი ქალები.-ხმა დაადაბლა და ყველას თვალწინ დაუსვა დანა მკლავზე. ოდნავ გაჭრა თამთას სათუთი კანი. ხელი იტაცა მაშინვე ჭრილობაზე, მაგრამ დანითვე მოაშორებინა თითები.
შეშლილი ფსიქოპათი ეჯდა გვერდით თამთას.
-რა გინდა? – დაიჩურჩულა თამთამ.
-ასეთი ნაზი კანი ჰქონდა მასაც..- განაგრძო სეირნობა თემურმა.-საშუალო ზომის მკერდი.. ამობურცული ლავიწები.. ოქროსფერი თმა,-მოაჭრა თმა ცოტათი. უგულოდ გააყოლა დაცვენილ ღერებს თვალი გოგონამ.-მოკლედ, იდეალური ქალი იყო, რა! მაგრამ სცემდა ის არამზადა.. გცემს შენ ლევანი? – იკითხა ჩვეულებრივად და დანის პირი გადაუტარა ყელზე. სადაცაა ჩაასობდა.
გადმოხარა თავი თამთამ. პირდაპირ სახეში შეხედა კაცს, აგრძნობინა ვის სცემდნენ საშინლად ძალიან მალე.
-როგორც შენს ქალიშვილს?! – ჰკითხა გამოკვეთილი ხმით. უგულოდ. ცივად გაეღიმა თემურს. დანის წვერი მიადო ამობურცულ მკერდზე და ჩაასო ოდნავ. მერე გადაატრიალა და გადმოიღვარა სისხლიც. ეტკინა თამთას, მაგრამ იმდენად სურდა ამ კაცის მოკვლა თუნდაც სიტყვებით, არ ჩერდებოდა. სიმწარემ უფრო მეტად მოანდომა მასთან ბრძოლა.
-შვილი მაინც როგორ არ გადარდებს? რანაირი მამა ხარ შენ? რა იყო, შენც ცუდი მშობლები გყავდა? – დაიჩურჩულა გოგონამ და თვითონ შეუშვირა სხეული დანას. რომც მოეკლა, აღარ ადარდებდა. თითქოს თვითონაც შეიშალა.. და უკვე გიჟდებოდა კიდეც. სად ხარ, ლევან?!
-ზუსტად მისი ანალოგი როგორ ხარ. – თვალებში შეხედა კაცმა.-ასე კარგად დაგამუშავა?!
-რა მოხდა? ჩემიც ისე შეგეშინდა, როგორც ლევანის გეშინია ხოლმე?
-რამდენს ლაპარაკობ? – გადადო დასვრილი, წითელი დანა. თითი გადაუტარა პირს და მოასუფთავა ხელებით.-თქვენ უნდა გეშინოდეთ ახლა ჩემი..
-მე არ მეშინია კაცის, ვინც ქალთან ასე იქცევა. – ჩაიცინა თამთამ და გაიხედა სხვაგან.-კარგად მახსოვს, როგორ დაგიშალა თავი ნაწილებად. როცა მოვა, ალბათ არც შეგრჩება ეგ საცოდავი სხეულის ნაწილი მხრებზე..
-გოგოო! – დააღრჭიალა კბილები. უფრო მეტად იზიდავდა ცუდისკენ მსგავსი საუბრები თემურს. თან ისეთი მაცდური იყო თამთა, მით უმეტეს ასეთი გაბრაზებული..-ასე მალე გინდა სიკვდილი?!
-რას აკეთებ? – გაისმა ეზოში მაქსიმის ყვირილი. პირდაპირ წამოვიდა მათი მიმართულებით და შეშლილივით დახედა თამთას.
-ოხ, ჩემი გმირიც მოვიდა!- ფეხზე წამოდგა ბიძამისი.
-რას აკეთებ?!-განმეორდა გიჟივით და თამთას მიადო ჭრილობაზე ხელი.-შენ რა შეიშალე?
-რა იყო, შენც იმის გეშინია?!
-შენ გეშინოდეს მისი. რა გინდა თამთასგან?- მთელი სხეულით გადაეფარა გოგონას. უნებურად მიეცა რაღაც იმედი თამთას.. წამოდგა ფეხზე და დაუდგა უკან ბიჭს.
-რას იცავ შენ? – ეჭვნარევად შეხედა ძმისშვილს.-მოგწონს ხო შენც?
-შენ სულ გაგიჟებულხარ!-დაასკვნა ბიჭმა. მიტრიალდა ქალისკენ და დამწუხრებულმა შეათვალიერა მისი ტანი. გახეთქილი ტუჩი როცა დალანდა, დამნაშავესავით ჩაქინდრა თავი.
-დაანებე ამ ხალხს თავი ერთხელ და სამუდამოდ. – უთხრა ბიძას.-როცა დამნაშავე ხარ მაშინ მაინც.
-სულ დაგავიწყდა, თმა რომ ღერა-ღერა დაგაცალეს?
-მიზეზი მახსოვს კარგად. ვიმსახურებდი და მივიღე! შენც მიიღებ მისი ასეთ დღეში ჩაგდების გამო.
-რას იცავ ერთი, რა გინდა შენ?
-შენ რას იცავ?! ოჯახის ღირსებას? იმას, რაც არ გაგვაჩნია? – მიაყარა პირში და მიიღო კიდეც იარაღიანი ხელი სახეზე. თამთამ შეაშველა ხელი. ახლა უკვე გული ეტკინა თამთას.. თუ აქამდე ბრაზობდა, ახლა დაეშალა ნაწილებად შიგნით ნაწილები.
არ იმსახურებდა ეს ბიჭი ასეთ მოპყრობას.
ჩამოჯდა სკამზე თამთასთან ერთად. არ შორდებოდა გვერდიდან. არ უნდოდა რამე ევნო თემურს. ეს უკანასკნელი მობილურში იხედებოდა რამდენიმე წუთი.
-დაგიშავა რამე? – მორიდებით დახედა სხეულზე. ერთი სიცოცხლე დაამთავრა, როცა მისი დასერილი მკერდი იხილა. მაისურზე ეტყობოდა სისხლის შეუჩერებელი კვალი.
-არ იდარდო.-დახარა თვალები.-აგებს პასუხს მალე.
-საიდან წამოგიყვანა?
-გზაში დაგხვდა.
-ლევანი შენთან ერთად იყო?!
-კი.
-დავურეკავ ახლავე და წაგიყვანს. – ამოიღო ტელეფონი მაქსიმმა. ბიძამისმა გამოართვა მაშინვე.
-რას აკეთებ, სულელო ბიჭო? – დაუდგა სისხლსა და ხორცს პირისპირ. მასაც კი არ დაინდობა მისი აბსურდული შურისძიების გამო.
-ლევანს ვურეკავ! – მტკიცე და ურყევი იყო მაქსიმის ტონი.
-თვითონ მოვა, არ შეწუხდე. არ დაგვიტოვებს მეუღლეს აქ.
-მომეცი ტელეფონი და წადი აქედან!
-ვისი სახლიდან მაგდებ, ძვირფასო ძმისშვილო?-ახედ-დახედა ბიჭს. მელიას ჰგავდა.
-დაიწვება ეს სახლი მალე. შიგნით ვიქნებით ჩვენ.. ყველა..
-რა მშიშარა კურდღელი ხარ, მაქსიმ! – დამცინავი ხმა ჰქონდა კაცს.-ასე განიცდი იმ ბავშვის სიკვდილს?
-გეყოფა! – წაიწია მისკენ, მაგრამ თამთამ მოჰხვია ხელი მკლავზე. უკან მოაბრუნა. ისეთი უჩვეულო იყო ეს შეხება, მისი მოქმედება, ააყოლა თვალი თემურმა.
მათთვის უცხო იყო მსგავსი ადამიანური გრძნობების გამოვლინება. თანადგომა, მეგობრობა, პატივისცემა – ამ ღირებულებებზე ხომ წარმოდგენა არ ჰქონდა თემურს. კახპასავით აავლო მზერა გოგონას. დასისხლიანებულ მკერდზე გაშტერებული თვალი წამში მოაშორა, როცა ჭიშკარი გაიღო ხმაურიანად.
ეზო ჩქარი ნაბიჯებით გამოიარა სხეულმა, ვის დანახვაზეც თამთას უკვე აღარაფრის ეშინოდა ამ ქვეყნად.
დემნა.
ეგოისტურად გაუხარდა მისი დანახვა. ლევანი ვეღარ გაისვრიდა სისხლში ხელებს, დემნა უფრო ცივი გონებით მოაგვარებდა. ასე ფიქრობდა იმ წამს, მაგრამ იქნებ უკეთესიც ყოფილიყო ადრე მოსულიყო ლევანი.. იქნებ, არ მომხდარიყო ის, რაც მერე მოხდა..
-დემნა! – დაიყვირა ისე, როგორც ქეთიმ მშობიარობისას.
-თამთა?!-ახედა გოგონას შეშფოთებული თვალებით.-თემურ?!-კბილები დააღრჭიალა და წაიწია მისკენ. მაშინვე აღიმართა ათასი იარაღი მის საწინააღმდეგოდ.-რა გაუკეთე?
-მობრძანდი, დემნა. როგორ არის შენი ცოლი?
-წადი შენი.-მიახალა პირში. წრე შეიკრა მის გარშემო, არავინ მიაკარა თამთას. მაქსიმმა გაუცვალა საწყალობელი მზერა კაცს, მილიონი ბოდიში მოუხადა თვალებით.
-ის სადაა? – გააგრძელა თემურმა თამაში. თამთას სკამთან დადგა და იარაღიანი ხელები ჩამოადო მხარზე. უსულოდ შეკრთა მისი სხეული.
-მოდის. შენს გასანადგურებლად.
-არადა, არ მინდოდა შენი ჩარევა.. – თან ელაპარაკებოდა კაცს, თან თამთას ეფერებოდა უსირცხვილოდ.
-ხელი გაუშვი! – წაიწია ისევ, მაგრამ გადაიტენა ყველა ცეცხლსასროლი.
-კიდევ ერთი ნაბიჯი და მას ვესვრი პირდაპირ.
-კიდევ ერთი სიტყვა და შენ გესვრი – პირდაპირ.-ამოიღო თვითონაც იარაღი. მის ერთ-ერთ ძაღლს ესროლა ფეხზე. თამთამ წამოიყვირა, მაქსიმმა თვალები დახუჭა – მიხვდა, არ მოხდება აქ კარგი არაფერი.
-როგორ ბედავ?! – მოიწია თემური მისკენ. გაუთანაბრდა.
-შენი მეშინია გგონია?-ყინულივით ცივი იყო დემნას მზერა.-ან ამ შენი სი.რი ძაღლებით მემუქრები? მიდი, მესროლეთ აბა.-მიტრიალდა მათკენ.-რომელი გაბედავს აქედან ჩემთვის სროლას? – თემურმა წარბები აზიდა მაღლა. იცოდა, რომ ვერც ერთი.
-შევამოწმოთ?
-უკვე რომ არც ერთმა, ეგ ისედაც პასუხია. მოდი თამთა, – ხელი გაუწოდა გოგონას დემნამ. მაშინვე წამოდგა სკამიდან, თუმცა მივარდნილმა თემურმა ჩამოსვა ისევ.
-მოიცა, მოიცა.. რა გგონია, რომ ასე გავუშვებ ამას?
-რა გინდა? – მობეზრებით ახედა კაცს.
-მისი ქმარი.
-თემურ.. – ავად დაისისინა ზურაბმა და თავით ანიშნა ჭიშკართან მიყენებულ მანქანაზე. ყველა მიხვდა, რომ უკვე მოვიდა „მისი ქმარი“. თამთამ უღონოდ შეხედა დემნას, შეევედრა ეხსნა ის სისხლიანი ხელებისგან.
რამდენიმე წუთი სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მანძილი, რომელიც გაიარა ჭიშკრიდან ეზომდე, უსაშველოდ გაიწელა. მიუახლოვდა შეკრებილ საზოგადოებას დინჯი, მძიმე ნაბიჯებით. საერთოდ არ ეტყობოდა გარეგნულად, როგორი განრისხებული და შურისმაძიებელი იყო იმ წამს. მაგრამ ყველა გრძნობა მისი სხეულიდან წამოსულ ენერგეტიკას, საშინელებას რომ უწინასწარმეტყველებდა შეკრებილებს.
ავტომატი ჰქონდა გადაკიდებული მხარზე. აფხაზებს უყვარდათ ავტომატიანად სიარული, ის ძალიან ჰგავდა მაშინ მათ. არასდროს სჩვეოდა იარაღიანს სიარული, მანქანაში ყოველი შემთხვევისთვის ეგდო მხოლოდ, არც კი იყენებდა. ახლა.. მხოლოდ ახლა არ დაინდობდა არავის.. სიარულიც ისეთი იცოდა, თავისთავად იგრძნობდა ადამიანი სამტროდ იყო მოსული თუ სამოყვროდ, ახლა ისეთი ჩუმი მრისხანება იკვეთებოდა მის მზერაში, ნებისმიერი ჭკუათმყოფელი გაარიდებდა თავს. ის ავტომატიც ასრულებდა ცალკე როლს, თითქოს ერთის მოსაკლავად კი არა, ყველას დასაცხრილად იყო მზად.
საკუთარ ოჯახს როგორც მოექცნენ, ისე.
ხომ ჰქონდა რაღაცას ბოლო? რაღაცას დასასრული? ეს იყო ის წერტილი, რასაც ვერ მოითმენდა ვერასდროს. იმის შეცილებას, რაც ასე უყვარდა.. „შენ თავს რომ ვინმე შემეცილოს… არ ვიცი რას ვიზამ მაშინ….“
პირველი ცოლი შეათვალიერა. იხილა მისი გახლეჩილი ტუჩი, ალაგ-ალაგ დანით დაკაწრული ყელი და მკლავები. თავი გადახარა გვერდზე. მზერა გადაიტანა თემურისკენ. იმან ფართოდ გაიღიმა და ხელები ასწია ჰაერში.
-ცოტა ხომ არ დაგაგვიანდა? – თან თამთას დაუდგა უკან. თამამად ჩამოდო ხელი სკამზე, რომელსაც ზურგით ეყრდნობოდა გოგონა.
-ადექი.-უთხრა თამთას. თითქოს არც გაჟღერებულა საძულველი კაცის სიტყვები.
არავის მიუცია თამთასთვის ადგომის უფლება.
-გგონია, ვხუმრობ?!-გამოკვეთა ბგერები თემურმა.-ან რა უფლებით მოდიხარ ავტომატით ჩემს სახლში?! გამოართვით! – დაუყვირა თავის ხალხს, ისინიც სიფრთხილე ნარევი სითამამით მიუახლოვდნენ ლევანს.
ჩაეცინა კაცს.
-მოდი ჩემთან.-ისევ ცოლს მიმართა. ისე იქცეოდა, თითქოს არავინ არსებობდა გარშემო. ფარული საუბარი გააბა მეუღლესთან, აგრძნობინა, რომ უსაფრთხო იქნებოდა მისი ყოველი ნაბიჯი.
წამოდგა ფეხზე თამთა, მაგრამ უხეშად ჩაავლეს ხელები მხრებზე. დააგდეს სკამზე. წამოწეულ ლევანს დაესია ხროვა, გამოარიდეს მისთვის საყვარელ, დაჩაგრულ მეუღლეს და გააკავეს. ერთი და ორი ვერასდროს ერეოდა მას, ისეთი გამძვინვარებული იყო, მილიონი სხეული გადაეფარა, ცოლთან რომ არ მიეშვათ.
დემნაც ანალოგიურად გამოიმწყვდიეს.
-შენ რა მეთამაშები?! – დაიწყო საუბარი თემურმა. თან თამთას მხრებზე გადაატარა იარაღი.
-მომიახლოვდი.-ბოხი ხმით უთხრა ლევანმა.-მოდი აქ!
-ნუ გაგიჟდი ასე შენი ცოლის გამო! ჯერ არაფერი გამიკეთებია.
-მოდი აქ!!! – დაუყვირა და გაუძალიანდა მილიონ ხელს.-ერთხელ მაინც დამიდექი კაცურად პირისპირ.
-თამთას ვუთხარი, ლევანის დედას მაგონებ-მეთქი.-როცა დაიწყო თემურმა მსგავსი წინადადებით ცეცხლთან თამაში, თამთამ თვალი მოარიდა ქმრის მზერას. ეს სიტყვები… ეს მზერა… აგიჟებდა.
-მოკეტე!-წაისისინა თამთამ.
-ლამაზია.. – იარაღი ჩაუსრიალა გაჭრილ მკერდზე თამთას. წამოიკივლა, თუმცა მრისხანედ ახედა საზიზღარ ცხოველს.-ანჩხლი და კაპასი, მაგრამ ძალიან ლამაზი. მათხოვებ?!
-გეყოფა! – ვერაფრით გაუძლო მაქსიმმა ამ სიტყვის სიმძიმეს.
-შენ ნუ ერევი! შენ კი მიპასუხე.. – ლევანს მიუბრუნდა ისევ.-მათხოვებ შენს ცოლს?
-იცი, რას გიზამ? – თავი გადახარა გვერდზე კაცმა. საშიში იყო მისი ლურჯი თვალები, ტბასავით უძირო, იდუმალი და დაუნდობელი.
-ვერაფერს მიზამ.
-მისი წყენინების გამო? ყველაფერს გიზამ.-თამთასკენ ანიშნა კაცს.-მისი თითოეული წვეთი სისხლის გამო.. იცი, რას დაგმართებ?!
-ნუ იმუქრები, რა, ლევან! – ხელი ჩაიქნია და თამთას მიუჯდა გვერდზე. გაინძრეოდა და მოხვდებოდა ტყვია შუბლზე ან მის ქმარს გაასვენებდნენ აქედან მკვდარს. ამიტომაც მიეყინა სკამს გაუნძრევლად.
ლევანის ყველა მზერა უსერავდა გულს. ჭრილობებზე მეტად უთქმელი გრძნობები იყო ახლა მტანჯველი და სასიკვდილო.
-ბიძია, გეყოფა!
-მომწყდი თავიდან ბოლოსდაბოლოს! – ხელი აუქნია მაქსიმს. დანებდა მაქსიმიც, აზრი არ ჰქონდა ლომების ბრძოლაში მის უმოწყალო გაელვებას.
-რატომ არ მითხარი, შვილს თუ ელოდებოდი?!-ლევანს მიმართა კაცმა, თან თამთას დაუსვა მუცელზე იარაღი.
გული მიეწურა გოგონას. უნებურად მიიდო ორივე ხელი, თითქოს მართლა ორსულად იყო. ლევანს სახე გაუჩერდა ერთ წამს, მერე ისევ დაუბრუნდა ძველი, ყინულივით მკვრივი და ცივი ნაკვთები.
-შენგანაა მართლა? – განაგრძო დამცინავი საუბარი.-თამთა, როგორი მამა იქნება შენი ქმარი? არ გეშინია, შენც რომ ისე არ მოგექცნენ..
-როგორც შენს ქალიშვილს.-ისევ იგივე გაუმეორა თამთამ. მკაცრი იყო მისი სიტყვები, თავი მიატრიალა კაცისკენ და იარაღ მიბჯენილმა პირდაპირ სახეში მიახალა.-შენ ყველაზე საშინელი და ცუდი მამა ხარ. შენზე უარესი ვერ იარსებებს.
-ოხ, ვგიჟდები შენზე! – გადაიხარხარა თემურმა.-მუქარა გიყვართ ორივეს. საქმე არის სხვაა.. აი, მე ვასრულებ სიტყვას.. მე მყავხარ ახლა აქ, უმოქმედოდ.. თქვენ სიტყვებს ისვრით უბრალოდ..
-ფუ, რა ს.ირი ხარ!-დემნამ ვერაფრით შეიკავა თავი.
-რას გადაეკიდე ამ ქართველს დემნა? – მიუტრიალდა მას.-ასეთი ძვირფასია მისი სიცოცხლე? ამან კაი, დაივიწყა ჩვენი ისტორია, – ლევანისკენ ანიშნა.-შენ რამ დაგავიწყა? ცოლმა..?
-ნუ ახსენებ!
-თქვენ ხართ სირცხვილი ჩვენი ერის! – ქადაგებდა ისე, თითქოს ეს იყო მისი მტრობის მიზეზი.-ჩვენი წინაპრების..
-თუ ღმერთი გწამს!-დემნას გაეცინა ავად.
-მამაშენს უყვარდა ვაჭრობა ქართველებთან.. – ლევანს არ აშორებდა მზერას.-არ ვიცოდი, ქალებით ვაჭრობითაც თუ იყო დაინტერესებული..
-შენი ცოლი სად არის, თემურ?!-უნებურად ხმა გაიწმინდა ლევანმა. აავლო კაცს მზერა.
-რა სისულელეს მეკითხები? გარდაცვლილია, არ იცოდე თითქოს!
-ის არა. – გაეღიმა ლევანს. თემურს მოეშალა ნაკვთები.
-ლევან… – მრისხანედ დაიგრუხუნა.
-ზუსტად ხუთ წუთში თუ არ დავრეკავ, სადაც არის იქვე.. აღარ იქნება.
-ლევან!!!
-მომაშორე ესენი!
-რა გააკეთე?!
-იგივე. ზუსტად. – ცივად გაიღიმა.
-შენ მე მეთამაშები?! მე?!-წამოხტა ფეხზე და შორიდან დაემუქრა ისედაც გაკავებულ კაცს. ლაჩრულად.
-გააკეთე, რაც გითხარი!
-ზუსტად იმას გავაკეთებ, რაც მინდა! – დაიწვრილა თვალები და ჩამოჯდა სკამზე. თამთას გადახედა.
ხელები დაიტყაპუნა ძველებურად მუხლებზე.
-დამიჯექი, თამთა.
თამთას გაჩერებული გული ალბათ ყველამ შეამჩნია. მაგრამ ლევანის ამოძახილი უფრო იყო იმ წამს გასაგები და აღსაქმელი. ეს უკვე ზედმეტი იყო.. ადგილად არ დაძრულა თამთა. მაშინვე მიადო იარაღი შუბლზე თემურმა.
-ჩამიჯექი კალთაში, რა მოხდა?-მოსიყვარულე ხმა დაიყენა კაცმა. იარაღი გააყოლა თამთას თავის მოძრაობას.-ადექი, თორემ, ხომ იცი..
-არ გაინძრე! – დაიჩურჩულა ლევანმა. ჩურჩული იყო, თუმცა ყველამ გაიგონა. თემურის ლაქიებს სახეებზე დაეტყოთ უკვე მისი არაადამიანური მოპყრობის საზღვრები.. საშინელი სცენა იყო იძულებით ამდგარი თამთა სკამიდან.
-არ ავდგები.. – უმწეოდ უპასუხა ცრემლიანმა.
-ხოო? თავში ესროლეთ რომელიმემ მის ქმარს!
-მოიცადე! – მაშინვე წამოხტა თამთა.
-თამთა!!! – და მაშინვე გააპროტესტა მისი ქმედება ლევანმა.
-რა გავაკეთო?! – ასე თამამად პირველად შეხედა ქმარს.
-არაფერი. იჯექი მანდ.
-გესვრიან!
-მესროლოს! შენ იჯექი.
-არ უსმინო იმას.. ამაყია! არ უნდა თავისი ცოლის ჩემთან გაყოფა.
-მეზიზღები.-სახეში წაატანა ხალები თამთამ, მისთვის თვალების ამოთხრას აპირებდა, რომ დაუჭირა კაცმა და ძალით დაისვა ფეხებზე.
გული აერეოდა მალე. გაძალიანებული გაიჩერა ორივე ხელით, მერე ერთით იარაღი მიადო მუცელზე… იმ არარსებულ ბავშვთან.. და ლევანს მიაჩერდა.
-მოგწონს ასე?! – თავისუფალი ხელი შეუცურა მაისურის ქვეშ თამთას. ჩაებღაუჭა მის ბებერ კანს ქალი, გამოგლეჯვა სცადა, ადგომა სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა.-რა სუფთა კანი ჰქონია, ლევან… მშურს შენი.
ლევანს უკვე ვეღარ აჩერებდნენ. შეუძლებელი ხდებოდა მისი მართვა თანდათან. ვერც თამთა გაიჩერა დიდხანს ფეხებზე, მოულოდნელად აღმოჩნდა მიწაზე. ზევიდან დასცქეროდა თემურის გადატენილი ფისტოლეტი, ახლოდან წვავდა ქმრის თვალები. სუნთქვასაც კი გრძნობდა მისას. ამას ვეღარ გაუძლებდა..
წამიერად შეწყდა აყალმაყალი, როცა შეკრებილ საზოგადებაში ნეგაც გამოერია. თან მარტოც არ ყოფილა და ყველასთვის ნაცნობი გოგონა ედგა გვერდით.
თემურმა მაშინვე იცნო ქალიშვილი. ადგილს მიყინულმა შურისმაძიებელი მზერა აჩუქა ლევანს, იმან თვითკმაყოფილმა ნიშნის მოგებით აუწია წარბები. ალისას შიშის გარდა არაფერი ეტყობოდა სახეზე. სადღაც მანდვე იდგა მისი ქმარიც. ლევანის გამკავებლებიდან ერთ-ერთი ლაჩარი იყო. გიჟივით წამოვიდა ცოლისკენ, მაგრამ ნეგა გადაეღობა წინ.
მასაც ავტომატი ჰქონდა მომარჯვებული.
-მოიცა, მოიცა, – ხელები აუწია კაცს.-ის ჩემია დღეს.
-რამდენს ბედავ, პატარა ბიჭო? – გაუთანაბრდა ალისას ქმარი.
-იმდენს ვერა, რომ ვცემო ხოლმე.-გააკანტურა თავი ნეგამ. საშინლად მაცდური და მეამბოხე იყო.-მაგრამ ახლა ჩემი ოჯახის შეწუხების გამო მასაც კი გადავაბიჯებ..
-თითს ვერ დააკარებ!
-იმაზე მეტს რას გავუკეთებ, რასაც შენ უკეთებ ხოლმე? – ავტომატის წვერით გასწია მისი სხეული. არარაობასავით ჩამოიშორა მოძალადე და თემურს მიუტრიალდა. თუმცა ჯერ მიწაზე დაგდებულ თამთაზე გაეყინა მზერა.
-თამთა.. – ისეთი ხმა ჰქონდა ნეგას, აეტირა გოგონას და მაშინვე წამოდგა ფეხზე. ძალა მისცა მისმა გამოჩენამ. გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა, ფეხზე წამოდგა და კისერზე მოჰხვია სისხლიანი, შეურაცხყოფილი ხელები.
დაჩის შემცვლელს ჩაეხუტა ყველას თვალწინ.
ძმის არსებობამ მთელ ტანზე დაუარა ლევანს. ის, რასაც ითხოვდა ყოველთვის მისგან, ახლა თვალწინ ხდებოდა. ამის მერე რისი შეეშინდებოდა მას?!
-დამშვიდდი, პატარავ.. – აკოცა თმაზე და ალისას მიუყენა გვერდით. გაუცნობიერებლად ჩასჭიდა ხელი ალისამ ქალს. ორივე ხელები შეასრიალა თამთას წელზე და დაცემის საშუალება არ მისცა. მყარად დააცვევინა წონასწორობა მამის თვალწინ. ის ასე ექცეოდა საკუთარ ქალიშვილს, სხვის ცოლს რას უზამდა საერთოდ?! თემურს მზერა არ მოუცილებია გოგონებისთვის.
-ჩემ ძმას რომელი შეუშვებს პირველი ხელს და რომელი გადამირჩება? – გაეცინა ნეგას. ავტომატი გააჩხარუნა ჰაერში.
-ძალიან ბევრს ხომ არ იღებ საკუთარ თავზე, ნეგა? – წამოიწყო თემურმა. ფეხი ფეხზე გადაიდო. არც კი უხსენებია ქალიშვილის უსაფრთოხება.
-რას გულისხმობ?!
-დღეს აუცილებლად რომ მოკვდები, იმას.
-დღეს შენ მოკვდები. თან იმ წამს, როცა ჩემ ძმას ხელები თავისუფალი ექნება. ხო, მართლა.. არ აპირებთ მოშორდეთ?! – დამცინავად გადახედა შეკრებილებს.
-ესროლეთ ამ ნაბიჭვარს, რას ელოდებით! – დაიყვირა თემურმა.
თუმცა არავინ გასცა პასუხი. არავის უნდოდა ესროლა ლევანისთვის. გულის სიღრმეში ყველამ იცოდა ვინ იყო მართალი, ვინ იყო პატივსაცემი, ვინ იყო იქ ნამდვილი კაცი, ვის სიტყვასაც უნდა დამორჩილებოდნენ. რომელიმე რომ გადარჩენილიყო იქიდან, ვინ შეარჩენდა ამას?! ვინ აპატიებდათ საზიზღარი თემურის გვერდით ყოფნას?! ყველამ იცოდა ისედაც, არც ერთი სოხუმელი არ შეარჩენდა მათ ამ ბიჭების ღალატს..
ვერც გაქცევას, ვერც თავის შველას ვერ მოასწრებდნენ, ტყვიასავით გავარდებოდა ამბავი ქალაქში, აი მაშინ კი ნამდვილად გამოასალმებდნენ სიცოცხლეს სათითაოდ. ვინ დადგებოდა თემურის მხარეს?! ვინ აპატიებდა მას თხუთმეტი წლის ბავშვის გაუბედურებას?! და მერე ამ ბიჭების?! ყველას რომ უყვარდა იმ ხალხის სისხლს. ვინ აპატიებდა...
ერთიანად გამოფხიზლებულმა ბრბომ, რომელმაც იმედიც დაკარგა და ლაჩარი ბოსიც, ხელები შეუშვეს დამწყვდეულებს. მხოლოდ ალისას ქმარი აქტიურობდა მხდალივით, იცოდა გასაქცევი გზა მოჭრილი ჰქონდა სამუდამოდ.
დემნამ ფართოდ გაშლილი ხელით დაათვალიერა თამთას ტანი და შუბლზე აკოცა მონგრეულს. დემნას სხვა არავინ ადარდებდა იმ წამს თამთას გარდა. სხვას ლევანი მიხედავდა ისედაც.
დემნა წინ დაუდგა რატომღაც თამთას. უფლება არ მისცა ენახა, სად მიდიოდა ლევანი. უფრო სწორედ, როგორ მიდიოდა ლევანი. თავი გააქნია შეშლილივით თამთამ.
-ლევა, არ გინდა!
-მიხედე.-დემნას გამოსძახა მაშინვე. გადაეღობა გაქცეულად მომზადებულ თამთას და წაიჭირა. ჩაიხუტა. არ მისცა უფლება, ენახა.
-არ მოკლას..
-სხვა რისი ღირსია.. ნუ დარდობ.
-დემნა..
-ჰო, თამთა, – გაეცინა დემნას. წინასწარ გაწერილი სცენარივით იყო ეს ყველაფერი. დაგეგმეს, რა თქმა უნდა.. ნეგაც არ აღმოჩენილა შემთხვევით მანდ. ლევანმა გადააბარა ალისას თავი.
მოუდუნდა თამთას სხეული. დემნას მკლავებში ჩაესვენა, ისევე როგორც ქეთი ლევანისაში რამდენიმე საათის წინ. თემურმა იარაღი აღმართა მაშინვე, მაგრამ ლევანმა აუქნია ხელი. ჰაერში გაისროლა, იარაღიც აღმოჩნდა მიწაზე.
ალისას ქმარი კი – ნეგას ავტომატის ქვეშ იყო მიყუჟული. სასაცილო იყო ის კაცი, ნეგა ძლივს იკავებდა თავს არ გასცინებოდა.
სკამს დაეყრდნო ხელებით. თემურის დაუნდობელი თვალები ახლა შიშის წერტილებს ამოევსო. გააყოლა მის ყველა მზერას თვალი ლევანმა. მისივე დანა აიღო სკამიდან. კარგად შეათვალიერა. ჯერ კიდევ ემჩნეოდა ცოლის სისხლი, ცოლის ცრემლები..
-სად უთხარი, დაჯექიო, ჩემს ცოლს? – არც კი შეუხრია წარბი, ისე ჩაასო ფეხზე დანა.
დაიღრიალა თემურმა.
-აქ?!-დაატრიალა დანა ფეხის შიგნით. ღნავილი მორთო კაცმა და ხელებით სცადა მისი შეჩერება, თუმცა იმ ხელზე მიიღო ავტომატის კონდახი.
გაირინდა გარშემო ყველა. თამთამ უგულოდ შეხედა სცენას. დემნაც კი აღარ ეცილებოდა თვალსაწიერზე, ისეთი შემზარავი სანახაობა იყო, რასაც აკეთებდა ლევანი. მაგრამ იყო კი იმაზე საშინელი, რაც თამთას გაუკეთა?! ამიტომ ეჩვენებოდა ყველას დამსახურებულად ეს ყველაფერი.
-როგორ გაბედე… როგორ გაბედე მისთვის ხელი გეხლო?! – ვერც იჯერებდა ლევანი, ვერც აკონტროლებდა თავს. მეორე ფეხზე მიიღო იგივე დანა, იმავე ტრაექტორიით.-რა იფიქრე, მომერეოდი?! რა გეგონა, შეგარჩენდი? ვის, ?! ჩემს ცოლს გაპატიებდი?! – სახეში ჩააცივდა და გამოსცრა კბილებში. ლოყაზე დაუსვა ფეხიდან ამოღებული დანის წვერი.
-შენი მშობლები ხომ შემარჩინე.-წაისისინა თემურმა. მისი გამწარება ჰქონდა გადაწყვეტილი.
მუშტი მიიღო სახეში. ბევრი. სანამ სისხლი არ გადმოანთხია.
-და სიდას მამაც გაპატიე, ხო? – ცივად გაეღიმა ლევანს.
-ეგ ზურაბს მოკითხე..
-რაა?!-არსაიდან დაიყვირა მაქსიმმა.-შენ მოკალი, მამა?!-მიაშტერდა მიყუჟულ ზურაბს, არაფრის ფუნქცია რომ არ ჰქონდა იმ დღეს. თავი დახარა კაცმა. ლევანს ტვინში სისხლი ჩაექცა.
-სიდას მამა როგორ მოკალი? – მაქსიმი ვერ უჯერებდა მოსმენილს.-როგორ მოუკალი მამა მას?! როგორ?
-გეყოფა.. – ხმადაბლა წაიჩურჩულა კაცმა.
-თქვენ რა ხალხი ხართ? – ამოიყვირა მაქსიმმა.-რა ჯიში ხართ? რა ადამიანები? რა დაგიშავათ იმ საცოდავმა ხალხმა? ან შენ რა დაგიშავა ამ საწყალმა გოგომ? – თამთასკენ ანიშნა ბიძას.
-შენ გაჩუმდი! – დანიანი ხელი გაიშვირა მისკენ ლევანმა.
ყველამ მოკუმა პირი. თამთამ სუნთქვაც კი შეწყვიტა.
-ის არა. – ხმადაბლა გააჟღერა სურვილი თამთამ. მსგავსი მტრული მზერით შეხედა ცოლსაც კი ლევანმა.
-შენც გაჩუმდი. – უთხრა მასაც.
-მას არაფერი დაუშავო, იცოდე!
თავით ანიშნა პირის გაჩერება მეუღლეს. მიუტრიალდა სიკვდილამდე ნაცემ თემურს.
-სად გავჩერდი? – დანა ამოსდო ნიკაპზე და ააწევინა სახე.
-ძვირად დაგიჯდება.. – მაინც დაიგესლა გველივით კაცი.
-გააღე პირი.. – ავტომატის წვერით გაუპო ტუჩები, პირში ჩაუდო იარაღი. მის გადმოვარდნილ თვალებს უგულოდ მიაშტერდა.-მიდი, თქვი რამე…
-ლევან.-უღონოდ გაისმა ალისას წამოკივლება.
იმ წამს დაატრიალა ავტომატი მის პირში.
-არ გინდა რამე უთხრა შენ ქალიშვილს? – განაგრძო ჩუმი ხმით.-უთხარი, როგორ იმსახურებ ასეთ მოქცევას..
გული აერია კაცს. გადაიწია გინებით ლევანი. უფლება მისცა თავი მოეწესრიგებინა. მერე.. მერე დაუსვა ფეხებზე, მუცელზე, ბოლოს მარცხენა თვალში მიაჭირა ლულა.
არც ის თვალები დავიწყებია, რომლითაც შეხედა თავის ცოლს. როგორ დაივიწყებდა მაგ მზერას?! მაგას როგორ აპატიებდა?!
-მე მიღირდა ეს ყველაფერი.. – ამოიხრიალა თემურმა. დაჭრილი მხეცივით მაინც არ ნებდებოდა ლევანს. არადა დამარცხდა უკვე.. თან ძალიან..
-რა გიღირდა.. – კარგად ჩაასო ყელზე წვერი, ისე როგორც თამთას გაუკეთეს. მხოლოდ რამდენიმე წამით ჰქონდა დათვალიერებული ცოლის ტანი, მაგრამ ზუსტად იცოდა, სად რა სჭირდა მის ხელუხლებელ სხეულს.
-შენი ცოლი.. ჩემს მუხლებზე.
მკერდზე რომ დაარტყა ფეხი, წაიქცა სკამიანად. მაშინვე წამოაყენა ლევანმა და კიდევ ერთხელ აპირებდა მისთვის მიეზღო საკადრისი, მაქსიმის უჩვეულო მოქმედება რომ დალანდა.
ბიძამისის იარაღი ეკავა ხელში. მათკენ მოშვერილი. ვის უმიზნებდა ვერავის გაეგო.
-დააგდე, სასწრაფოდ! – ნეგამ მიუშვირა თავისი ავტომატი, ცხოვრებაში პირველად რომ ეჭირა ხელთ.
-შენ მე მატყუებდი.. – გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი. გამოჰყვა ნეგაც. დემნა არც კი განძრეულა, არც ლევანი.
-არ დაიწყო ახლა! – ამოახველა თემურმა.
-ჩემი საყვარელი გოგოს ოჯახებს ანგრევდი.. არასდროს მითვალისწინებდი.. არასდროს ჰქონდა ჩემს სიტყვას თქვენთვის რამე მნიშვნელობა.. მიყენებდით..
-შვილო! – დაიყვირა ზურაბმა.
-შენ.. მამა! შენ!!! შენ როგორ მოკალი ის კაცი?! და მერე როგორ მომაყვანინეთ მისი შვილი ცოლად?! ისიც ხომ მოვკალით?!
-მაქს… – ალისამ პირველად ამოიღო ხმა.-დაუშვი იარაღი..
-ალისას ყოველი ცრემლი შენს კისერზეა, ბიძია.. – გადახედა ბიძამის.-ბოდიში, ალისა.. უნდა მოგიკლა მამა..
-მაქსიმ, გამოდი აქეთ! – ნეგამ ანიშნა ხელით.
-იმედია, ჯოჯოხეთში დაიწვები.. როგორც მე ვიწვი ახლა ამის გაკეთებისას.. – დაიჩურჩულა და იმ წამის მეასედში მოასწორა ლევანისთვის თვალის გასწორება თემურმა.
არაფერს ვნანობო, უთხრა მზერით. ყველაფერს განანებო, გაუცვალა თვითონაც უსიტყვოდ ფიქრები, ბოლოჯერ ამოარტყა ფეხებშორის ხმაურიანად და ამ მოქმედებასთან ერთად გასროლაც გაისმა.
ბიძას გაასხმევინა ტვინი მაქსიმმა. სისხლიანი შხეფები მოხვდა ლევანს ხელებზე, სახეზე, მაქსიმის მთელი სხეული ხომ საკუთარი სისხლის ფერმა შეღება.
უჩვეულო ამოგმინვა მოჰყვა ამ გასროლას. ალისამ ყრუდ წამოიკივლა, ზურაბმა უგულოდ დახედა ძმის სამარცხვინო ცხედარს. არავინ მისულა ახლოს, ლევანი უყურებდა ცივად როგორ იღვრებოდა მისივე გატეხილი თავიდან სისხლი. ჩაფიქრდა წამიერად და მერე იმ დასისხლიანებულ თავზე წაარტყა ფეხი. უგულოდ.
ფისტოლეტი მამისკენ შეატრიალა მაქსიმმა.
ახლა ძველებური იყო – შეშლილი და არაპროგნოზირებადი, როგორიც გაიცნო თამთამ. ბავშვური სიყვარულიც აღარ არსებობდა მის თვალებში, არც რაიმე ეშმაკური და ონავრული. ახლა ის ცარიელი ფიტული იყო, რომელიც არც ერთ ოჯახის წევრს არ დაინდობდა. მათ შორის, არც მშობელ მამას.
აღმართულ იარაღს უგულოდ შეხვდა ზურაბი. თითქოს, უფრო გამოიწვია შვილი მისი ხელიდან მომკვდარიყო. მხდალივით ეშინოდა, მაგრამ იცოდა, არ არსებობდა სხვა გზა. ან შვილის ხელიდან მოკვდებოდა უმტკივნეულოდ, ან ძალიან მწარედ ტარბებისგან. ეგოისტურად გაიმეტა უპატრონოდ დარჩენილი მაქსიმი და ანიშნა, მესროლეო.
აწეული ხელი ჩამოაწევინა ლევანმა.
-მამას არა. – უთხრა ჩუმი, უჩვეულო ხმით. მსგავსი ტონი არასდროს გაჟღერებულა მათ შორის. ეს იყო ის ხმა, ნეგასთან მიმართებაში რომ ჰქონდა ხოლმე ძალიან იშვიათად.
საოცრად მამაშვილური.
მამისთვის არ ასროლინა. ალბათ იმიტომ, რომ თავისი მამაც მრავალჯერ იყო ღირსი ტყვიის, მაგრამ არც ერთხელ გაუსვრია მისი მიმართულებით, რადგან მამას არა. ვერა. ვერასდროს.
ტირილით ჩამოსწია ფისტოლეტი მაქსიმმა. ცრემლები უგზოუკვლოდ ჩამოდიოდა მის სახეზე, ლევანს გახედა მადლიერი თვალებით და ამჯერად თვითონ მიიდო შუბლთან საზიზღარი ბიძის ნივთი.
წამით შეტოკდა ყველა. თამთას ცარიელი თვალები ახლა ცრემლად დაიღვარა. სცადა ბიჭის სახე ეპოვა, მაგრამ ის არ უყურებდა არავის საკუთარი სიცოცხლის ბოლო წამების გარდა. იმას გრძნობდა მხოლოდ.
-ბოდიში ალისა, – წამოიწყო ისევ.-რომ არასდროს ვყოფილვარ შენთვის ნამდვილი ოჯახის წევრი.
-არ გინდა, გთხოვ! – შეევედრა გოგო და წავიდა მისკენ, მაგრამ დაიჭირა ნეგამ.
-როგორ არ მინდა? ეს თუ არა, სხვა რა მინდა ახლა მე? რა მიზნით დავრჩე?! მამაც მოგიკალი!
-ჭირსაც წაუღია მამაჩემი! – დაიღრიალა გოგონამ.-შეჩერდი.. და წავიდეთ აქედან. ერთად ვიცხოვროთ.. დავივიწყოთ ეს ყველაფერი..
-ვერაფრის დავიწყებას ვერ შევძლებ.. არ მიყურო და გადი!
-დაუშვი იარაღი, გემუდარები!
-ბოდიში შენც, თამთა.. – გოგონა გამოძებნა მაშინვე.-შენ ხომ გჯერა, რომ მიყვარს სიდა?!
-რა თქმა უნდა, მჯერა.-გამოწია ერთი ნაბიჯით თამთამ.-შენ კარგი ადამიანი ხარ, მაქსიმ. არ ისროლო, გთხოვ.
-შენ ვერასდროს დაგაჯერე, ლევან.. – ჩაეღიმა და უფრო მჭიდროდ მიიდო იარაღი შუბლთან. საპასუხოდ მივიდა მასთან ლევანი. თოფის ლულას მიადო ცერა თითი. თითქოს კედელი იყო იარაღსა და მაქსიმის შუბლს შორის.
-არ ქნა.-უთხრა ჩუმად. დაშლილი ხმით.
-მიზეზი?…
-არ ღირს.
-სიკვდილი მინდა.-თვალებში შეხედა. ცრემლიანი თვალები გაუსწორა კაცის გაგიჟებულ ლურჯს.-აქ გაძლება აღარ შემიძლია.. გაიწიე.
-მჯერა, რომ გიყვარს.
-არ გჯერა, ხომ ვიცი! – გაეცინა. ისეთი სასიამოვნო იყო მაქსიმისთვის ლევანთან საუბარი საკუთარ გრძნობებზე, მსგავს სიკვდილზე ალბათ ვერც კი იოცნებებდა.
საუბრობდა ასე თამამად იმაზე, ვინც უყვარდა.. ვინც აკრძალული იყო სულ. ვისი სახელიც ხსენებას ვერ ბედავდა მასთან.
-მჯერა. თვითონაც სჯერა.
-მართლა მიყვარდა, ლევან.
-მომეცი, – ხელი წაიღო იარაღის გამოსართმევად. უკან დაიწია მაქსიმმა.
-ალისას შენ გიტოვებ. – ჩაატია ამ სიტყვაში ყველაფერი.
-ცოცხალია!- ბოლოჯერ გაიბრძოლა მის გადასარჩენად ლევანმა. სიტყვიერად გააქვავა მაქსიმი.-სიდა ცოცხალია.
-რაა?! – ამოიჩურჩულა. გადაუარა გაოცების ტალღამ ყველას. მაქსიმს რამდენიმე წამი დასჭირდა ყველაფერის დასალაგებლად გონებაში. თითქოს, მიხვდა კიდეც რაღაცებს, გააცნობიერა, მერე თამთას გაუშტერა ყველაზე დიდ ხანს თვალი.
თამთაში დატოვა დიდი კვალი იმ დღეს მან.
-შეგისრულე სიტყვა, თამთა. გავუშვი.-დაიჩურჩულა. რიწის ტბის ხმაური ბოლოჯერ შეუშვა ყურში და მაინც გაისროლა.
იცოდა, რომ ცოცხალი იყო თავისი „ცოლი“ და მაინც ისროლა. იცოდა, რომ ჰქონდა ცხოვრების გაგრძელების შანსი, მაგრამ ეს შანში ისეთივე წვრილი და დამძიმებული იყო, არ ჰქონდა აზრი არაფერს. ხანმოკლე სიცოცხლის დასასრულს თან გაიყოლა ყველაზე საშინელი პერსონაჟი თავისი ცხოვრების – ოჯახის დამანგრეველი, ალისას მომავლის წამშლელი, ტარბების მკვლელი გაუყენა საიქიოს თვითონ მისივე სისხლმა..
აღასრულა სამართალი მაქსიმმა. საკუთარი ბავშვური სიცოცხლის ფასად.
გაოცებული და შეშინებული ხალხი მილიციის სირენების ხმამ გამოაფხიზლა. ეზო მალევე გაივსო გახუნებული მწვანე ფერით გამოწყობილი მილიციელებისგან. მჭახე, უღიმღამო სახეებით მოათვალიერეს გარემო. თემურის სისხლისგან დაცლილი სხეული საკაცეზე დაასვენეს და სასწრაფოს მანქანაში გადაუძახეს მაშინვე. მას მიუწვინეს მაქსიმიც. სევდიანად გააყოლა თვალი თამთამ, როგორ ებრალებოდა ეს ბიჭი.
ლევანთან გაცვალეს რამდენიმე სიტყვა. არავინ იმჩნევდა მის ავტომატს მხარზე გადაკიდებულს. არც ნეგაზე გაუმახვილებიათ ყურადღება, თითქოს მათ ამის უფლება ჰქონდათ. შეშინებული ალისა თამთას არ შორდებოდა გვერდიდან. მისი ხელები ჰქონდა თავისაში მოქცეული და შიგადაშიგ ეფერებოდა, ამხნევებდა.
ნეგა მიუახლოვდა დემნას. ყურში უჩურჩულა რაღაცა. სულ ცოტათი გაეღიმა დემნას ბიჭის სიტყვებზე, თავი დაუქნია და რომელიღაც მილიციელს ჩაავლო ხელი. მერე იმას გაელაპარაკა ცოტა ხანი და ამის ფონზე თავისივე კოლეგას, ალისას ქმარს დაადეს ბორკილები მაჯებზე.
თვითკმაყოფილმა გაუღიმა კაცს ნეგამ.
-გაზღვევინებ ამის გამო! – დაუბარა ნეგას და გაძალიანებული გაჰყვა მილიციელებს. უკან იხედებოდა.
-დაგელოდები, თუკი გამოაღწევ მანდედან ოდესმე!
-მე თქვენ გაჩვენებთ! – დაიმუქრა და ალისას გაუსწორა მზერა.-შე კახპავ… არ გაგახარებ, სადაც არ უნდა ვიყო!
ჩასვეს მანქანაში გამძვინვარებული სხეული. ალისას მიეფერა მკლავზე ნეგა, მერე თამთას თმაზე. არაფერი ესმოდა თამთას. ვერ ამჩნევდა შეკრებილ ხალხს, ყველას სადღაც რომ მიერეკებოდა მილიცია.
ზურაბს მიუახლოვდა ლევანი. თამთამ თვალი გააყოლა ქმარს.
-ჩემი ნათლულის ობლობის მიზეზი ყოფილხარ. – შავი თვალებით შეხედა კაცის დაბეჩავებულ სხეულს.-ციხეში არ გაგახარებენ. მაგაზე მე ვიზრუნებ პირადად. ახლა უბრალოდ ხელს არ გავისვრი შენზე.
-ვნანობ ძალიან!-გადახარა თავი.-უაზრობა იყო ეს ყველაფერი. ჩემი საბრალოდ შვილიც შევიწირე.
-მამას ვერასდროს აპატიეთ, ხალხს რომ უყვარდა. ყოველთვის თვალი მის ფულზე გეჭირა. ამაზრზენი ხარ, მეტი არაფერი!
-შენ არ ჰგავხარ მას. – კარგად დაათვალიერა ლევანის სახე.-მხოლოდ ხანდახან ემსგავსები.
-არც ერთი ლაკობა არ დარჩეს აფხაზეთში. გადარეკე ყველასთან, რომ აქედან აორთქლდნენ. ჩემმა თვალებმა არავინ უნდა დაინახოს, თორემ არ დავინდობ. არც ერთს.
-ალისა.. – რატომღაც პირველად გაახსენდა საკუთარი ძმისშვილი ზურაბს.
-ნუ ახსენებ! – თითი დაუქნია კაცს.
-არ გაიმეტო..
-საკუთარ თავში არ შეგეშალო.-ცივად უპასუხა და ხელით ანიშნა მილიციელებს, მოეშორებინათ იქიდან.
წაათრიეს ზურაბიც იქ, საიდანაც ვერასდროს გამოვიდოდა.
გოგონებისკენ დაიძრა ლევანი, თუმცა ადგილზე შეჩერდა, როცა ეზოში ირაკლი და მამამისი შემოვიდნენ. ირაკლი დაძაბული სხეული წამებში შეამჩნია, მამამისის შეშლილ სახეს კი პირდაპირ დაუდგა. ირაკლის გადაუხადა მადლობა თვალებით ლევანმა. სწორედ მან გაიგო თამთას ადგილსამყოფელი მამამისის საშუალებით და დემნას შეატყობინა.
მადლობა – ეს სიტყვა არასდროს თქმულა მათ შორის. ისინი უბრალოდ ვალდებულები იყვნენ. მათ ასე უყვარდათ მოქცევა, თავის გადადება მეგობრის გამო. დამწუხრებით შეხედა თამთას ირაკლიმ, ძლივს იდგა ფეხზე. ვერავის ამჩნევდა ქალი, წასვლა უნდოდა და დასვენება. გათავისუფლება ემოციებისგან, სახლში უნდოდა..
-წამიყვანე აქედან. – ამოიჩურჩულა თამთამ. კონკრეტულად არავის მიმართულებით უთქვამს სიტყვები.
-წავიდეთ.-ნეგამ მოხვია ორივეს ხელი.-შენ არ წამოხვალ, ლევა?
-წავიდეთ! – დემნამ ჩაიწმინდა ხმა.-აღარ შემიძლია აქაურობა უკვე.
-ცოლთან წადი შენ.-ლევანმა დაადო მხარზე ხელი. რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა დაასწრო დემნამ.
-მადლობა მე მაქვს სათქმელი! – თვითონაც დაადო ხელი.-თან როგორი მადლობა!
-წადი მასთან.
-წავალ. შენი დამსახურებაა, რომ ორივე კარგად არის.
თამთას გაუგებარ თვალებს თავისი დაუკავშირა დემნამ. მიუახლოვდა და გაღიმებულმა უთხრა.
-მამა გავხდი, თამთა!
თვალები ცრემლებით აევსო თამთას. აეტირა. მაშინვე ხელი შეაშველა დემნამ, ჩაეხუტა.
-რა გატირებს, გოგო?! კარგად არიან!
-ჯერ ხომ ადრე იყო?
-ალბათ ასე იყო საჭირო. წამოდი.
დაეხმარა სიარულში თამთას. თვალი გააყოლა მიმავალ ცოლს ლევანმა. ვერც კი მიუახლოვდა, ვერ მოიკითხა, ვერ ჰკითხა როგორ ხარო. ახლა არ იყო მზად მასთან სასაუბროდ. ასე ვერა. ცივად უყურებდა, როგორ მიდიოდნენ წინ დემნა და თამთა. ახსენდებოდა ქეთი.. ახსენდებოდა ყველა შესაძლო ვარიანტი, რომ ახლა ასეთი ცოცხალი არ ყოფილიყო თავისი ცოლი.
რომ ვერ მოესწრო?! რომ მომკვდარიყო?! რას იზამდა მაშინ? მაშინ რა ფასი ექნებოდა დაღვრილ სისხლს, რა მიზნით მოკლავდა რომელიმეს, ეს ხომ ვერ დაუბრუნებდა ცოლს? ალბათ მოანგრევდა მისი სიკვდილი.
ალბათ წაშლიდა მასში ყველა ღირებულ თვისებას. არარაობად აქცევდა თამთას გარეშე ყოფნა.
„გამიშვებ?!“ ახსენდებოდა ცოლის სიტყვები და გიჟდებოდა. ჩაჯდა თავის მანქანაში ცოლი. თვითონაც მიუჯდა საჭეს. არავინ გაჰკარებია მათ სხვა. ახლა მარტოები უნდა ყოფილიყვნენ, ერთმანეთისთვის უნდა გაეგოთ უსიტყვოდ.
სანამ დაქოქავდა, მანამ კარგად შეათვალიერა ცოლის ტანი. სისხლის კვალი მკერდზე ცუდად ხდიდა ლევანს. თამთას პირიქით – ლევანის ხელებზე შერჩენილი მაქსიმის სისხლი აგიჟებდა. სახეზეც მოხვედროდა შხეფები, მას ემჩნეოდა მომხდარი ყველაზე მეტად.
კარგად დაფიქრდა, რას ეტყოდა ახლა ცოლს. ათიათასჯერ შეათვალიერა მისი შეშინებული, გაქვავებული თვალები.
-ბოდიშს გიხდი. – უთხრა ჩუმად. სისხლიანი ხელი დაადო თამთას დასვრილ ჯინსს, მუხლზე. შეკრთა შეხებაზე. რამდენიმე საათის წინ იქ ეხებოდა ის საზიზღარი კაცი.
-არ მიშველის შენი ბოდიში. – უპასუხა თვითონაც ხმადაბლა, მიატრიალა სახე.-სახლში წამიყვანე.
-რა გიშველის მაშინ? – დაქოქა მანქანა. მოატარა წითელი, გრძელი თითები საჭეზე.
-არაფერი.
-რა ხდებოდა გზაში? – იკითხა ყრუდ. თამთას ჟრუანტელმა დაუარა.
-რა მოხდებოდა?
-არ ვიცი. გეკითხები.
-არაფერი მომხდარა.
-მაგიტომ ხარ ასეთი? განადგურებული.
-შენ თვითონაც ხომ დაინახე, რასაც მიკეთებდა. სხვა რა გაინტერესებს?
-რაც არ მინახავს ეგ.
-რა მნიშვნელობა აქვს მაგას ახლა?! ჯოჯოხეთში გაყვები და პასუხს იქ აგებინებ?! – უღონოდ იყო, თუმცა მაინც ამოიყვირა შეძლებისდაგვარად.-მეტი რაღა უნდა გაუკეთო?
-თამთა.. – ისე ავად წარმოთქვა მისი სახელი, როგორც ცოტა ხნის წინ ისროდა სიტყვებს.
-რა, ლევან? რა?-გაუტყდა ხმა.-მოგიყვე გინდა რას მიკეთებდა? ეგ გინდა მოისმინო?
-არ იტირო.. – გააჩერა მანქანა და ხელები მოჰხვია გადაკაწრულ სახეზე. შუბლი მიადო შუბლზე.
-მემუქრებოდა.. სულ ეს იყო.
-მეტი?-ცერა თითით წაეფერა ლოყაზე.
გადმოსცვივდა ცრემლები.-ნუ მახსენებ..
-არ გახსენებ.. უნდა ვიცოდე. რატომ უთხარი, რომ ორსულად ხარ?!
-არ ვარ.-მაშინვე იუარა თამთამ.-მოვატყუე.. მეგონა, შემიცოდებდა.
-ვიცი, რომ არ ხარ.-ფრთხილად შეუშვა ხელი და მანქანა დაქოქა ისევ.
-კიდევ კარგი, რომ არ ვარ. – დაამატა თამთამ ცივად. თვითონაც ეტკინა და ატკინა გულიც ქმარს. იქნებ, მართლაც უკეთესი იყო ასე.. იქნებ, იხსნა მომავალი შვილი ამ უბედურებისგან. მუცელზე მიიდო ცალი ხელი, მალე ამოაფრქვევდა ალბათ დაგროვილ ემოციებს, ძლივს იკავებდა თავს.
სახლის კარს მიუყენა მანქანა. იქ უკვე შეკრებილიყო საზოგადოება, ნეგაც მოსულიყო. ალისა იდგა მორიდებით კარებთან, ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო, სად წასულიყო. აიდა, ირმა, ალანი – შეკრებილიყვნენ. ყველაზე მეტად იმ ერთმა ქალმა მიიქცია ყურადღება.
თამთას გული გაუსკდა კინაღამ, ქალბატონი ესმა როცა დალანდა ხელჯოხით ხელში.
ძველებური გოდება წამოეწყო ქალს. ისე იწყევლებოდა, ყურები დაიგუბა თამთამ. იძახდა ლაკობების სახელს სათითაოდ, იმუქრებოდა, თუკი რამე დაემართებოდა თამთას.. თავისი პირველი დღე გაახსენდა გოგოს. მაშინაც ასეთი შეშინებული იყო, როცა აქ შემოაბიჯა. მაშინაც ესმას მწარე ყვირილი ესმოდა.
გადმოვიდა მანქანიდან. აუჩქარა ნაბიჯებს და პირდაპირ ჩაეხუტა ქალს.
იგრძნო, რომ სახლში იყო. მიხვდა, როგორ ელოდებოდა ყველა მის დაბრუნებას, როგორ უყვარდა აქ ყველას, როგორი ძვირფასი იყო მათთვის.
ოჯახი ჰყავდა უკვე.
მოხვია სათუთი ხელები ქალის დანაოჭებულ მკლავებს. გულ-მკერდზე აიკრა მოხუცმა ქალიშვილი, თავზე აკოცა მრავალჯერ. იმდენი თბილი სიტყვა გაიმეტა მისთვის, ბავშვობის მერე რომ არასდროს უთქვამს საკუთარი შვილიშვილებისთვის. აღადგინა ჩატეხილი ხიდი თამთამ. ისეთი ამაყი და უდრეკი იყო ესმა, მხოლოდ თამთასთვის გაიმეტა ცრემლები. ის ჩახუტებაც საოცრად დედაშვილური და მონატრებული იყო.
-ჩემო საბრალო! – დაუკოცნა სახე რძალს.-მითხარი, რომ არ შერჩენია შენი არც ერთი ცრემლი იმათ. მითხარი, ლევან! – მიუტრიალდა კაცს.
-ახხ, ბებია! – ნეგამ გადააქნია თავი.-ამოხოცეს საკუთარი თავები თვითონ. მორჩა ყველაფერი!
-ეს რას აკეთებს აქ? – გაათავისუფლა თამთა და ხელჯოხი გაიშვირა ალისასკენ.
-ბებია! – დაიგრუხუნა ნეგამ და გადაეფარა ისედაც აკანკალებულ გოგონას.-თავი დაანებე.
-მის გამო არ მოხდა ეს ყველაფერი?!
-წავალ მე, ლევან.-რატომღაც ლევანს დაუბარა ალისამ მხოლოდ. მორიდებით შეჰხედა კაცს.
-წაგიყვან. – წამოიწია ნეგა.
-არა. ალანი წამიყვანს. სახლში ვიქნები. იქ არავინ მოვა.
-დარწმუნებული ხარ, რომ უსაფრთხოდ იქნები? – ლევანი ჩაერია.
-კი. მაინც არ ვაპირებ აქ დარჩენას.. დეიდასთან წავალ, რუსეთში.
-აქ დარჩენა ხომ არ გინდა?! – თბილი იყო ლევა, უჩვეულო და შემწყნარებელი.
-არა.. ისედაც დიდი ხანია აქ ვარ. წასვლამდე შეგეხმიანები. – მიუახლოვდა ლევანს.-დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია. კიდევ ერთი თხოვნა მექნება.. – მორიდებით შეავლო ყველას თვალი, თუმცა მაინც ლევანს შეაციცინდა თვალებში.
-გისმენ.
-ის საზიზღარი განქორწინებაზე ხელს არ მომიწერს. მინდა, ყველანაირად თავისუფალი წავიდე. შეგიძლია…?
-არ იდარდო მაგაზე. არ იქნება მისი თანხმობა საჭირო. წასვლას რაც შეეხება.. შემატყობინე, როცა დააპირებ.
-აუცილებლად. – დაუფიქრებლად გადაეხვია კაცს. მერე დარცხვენილი მიუტრიალდა ნეგას. ტუჩების მოძრაობით უთხრა მადლობა. მას ვერ მიეკარა. გადადგა ნაბიჯი ალანისკენ, თუმცა დაიჭირა იდაყვით ნეგამ.
თვითონ აკოცა შუბლზე. თმაც გადაუწია ბებიამისის თვალწინ და ხმადაბლა უჩურჩულა.
-ჭკვიანად იყავი. – ლოყაზე აკოცა ბოლოს. ალანისკენ უბიძგა გოგონას. გადააბარა ზორბა სხეულს ფაფუკი ქალი, ვინც მათკენ იხედებოდა სევდიანად.
ალბათ ვერასდროს შეძლებდა პირველი სიყვარულის დავიწყებას.
….
სააბაზანოში გამომწყვდეული ხელებით ეყრდნობოდ ნიჟარას. გაიხადა ტანზე შემხმარი ტანსაცმელი. ამრეზით მიაგდო იატაკზე, ძლივს გაიძრო ფეხებიდან ჯინსის შარვალი. ყველა ადგილი ეწვოდა, სადაც კი ჭრილობა ჰქონდა, სადაც კი შეჰხებია იმ არარაობის ხელი. ცივი წყლის ჭავლს შეუშვირა სახე. კარგად გაიხეხა ტანი, ტკივილის მიუხედავად ღირსეულად მოითმინა და ჩამოიშორა ყველა კვალი, რაც მიუღია. პირსახოცშემოხვეული დაბრუნდა ოთახში, სადაც უკვე ელოდა ლევანი.
თვალი მოარიდა მეუღლეს. ახალი შემოსული იყო, ჯერ კიდევ მხარზე ჰქონდა გადაკიდებული ავტომატი.
-გტკივა? – თან ჰკითხა, თან მიუახლოვდა და შეათვალიერა ტანზე. იარაღი სავარძელზე დადო.
-მტკივა.
-ჩამოჯექი. – დასვა პატარა სკამზე და თვითონ დაუჯდა წინ. მოიმარჯვა ხელში წინასწარ შემოტანილი აფთიაქის პატარა ყუთი.-ცოტა აგეწვება.
-არაუშავს.
დაუსვა ჯერ მხრებზე სველი ბამბა, მერე ყელზე წერტილოვნად დატოვებულ დანის წვერის კვალს გაუყვა. ბოლოს მკერდთან დატოვებულ ჭრილობას დაასო მზერა. ჩამოუწია პირსახოცი, თავისუფლად დასცქეროდა და ცოტა ხანი არაფერი უთქვამს.
-ქეთის გაუჭირდა მშობიარობა? – იკითხა, როცა აუტანელი გახდა მისი მზერა და უთქმელი სიტყვები.
-არც ისე. ბიჭი დაიბადა.
-ბიჭი?! აბა, გოგოო?
-ასე მოხდა.
-რა დაარქვეს?
-ლუკა.-გამოკვეთა ბგერები. ცხელი ჟრუანტელი დაინახა ლევანმა ცოლის ტანზე უსირცხვილოდ დავლილი.
-ლუკა?! ძალიან ქართულია. – უმნიშვნელოდ გაეღიმა თამთას, ცივად.-ჩვენსას რა დავარქვათ, ლევან? – განაგრძო სუსხიანი ხმით.
-თამთა..
-ხო, ხომ გვეყოლება ჩვენც? ჩვენ ალბათ რამე აფხაზური, ან თუნდაც რუსული! აბა, ქართული სახელი ხომ არ ერქმევა, არა?
-გაჩუმდი.-ბამბას შეუშვა ხელი და ჩააშტერდა ცოლს.
-როდემდე გავჩუმდე? – აევსო წყლით გუგები.-როდემდე მივიღო ის, რისი წინააღმდეგიც ვარ?! არაფერს იტყვი?
-რა გითხრა?!
-რა ვიცი, არ გაქვს რამე სათქმელი ჩემთვის? არ გაქვს ასახსნელი რატომ ვარ ასეთი დასახიჩრებული.. დამცირებული.. გგონია, ის რომ მკვდარია, ეგ მშველის? ეგ სიმშვიდეს მომიტანს, ეგრე ფიქრობ შენ? იარაღი გამოსავალი გგონია, ლევან?!
-შენ რა გგონია გამოსავალი? – ხელი შეუშვა ყველაფერს. მოსწია ფეხებით ცოლი და კარგად დაიახლოვა.-შენ რას ფიქრობ.. შენ რა გინდა, თამთა..
-მე რა მინდა?! სიმშვიდე, ლევან. – ჩამოუგორდა თვალზე ცრემლი. ხმა ჰქონდა უდრეკი, მყარი და განაჩენივით მძიმე.-თავისუფლება.. სიწყნარე.. ეს რომ ასე არ მქონდეს, ეგ მინდა!-მკერდზე მიიდო ხელი.-ყოველ დღე ვიღაც არ კვდებოდეს, ვიღაც თავს არ იკლავდეს, ბავშვებს არ იტაცებდნენ, ეს მინდა.. ესაა შენი ქვეყანა?!
-ნუ გადახვალ ზღვარს. – მკაცრად გააწყვეტინა. – ვიღაც სირების გამო ნუ გალანძღავ იმ მიწას, რომელზეც ცხოვრობ.
-მე არ ვარ ამ მიწის შვილი. – უგულოდ უპასუხა.-ჩემი ქვეყანა იცი როგორია? სიდასთვის მიყენებულ ზიანს, ხალხი რომ არ შეარჩენდა არავის, აი ეგეთი. აქ კი.. აქ კი ყველაფერი თქვენნაირების გადასაწყვეტია. თქვენ არ გადაგაბიჯებთ არავინ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რას გააპროტესტებენ, რას მიიღებენ, ვის მოკლავენ.. შენ გინდა, რომ მე აქ ვიცხოვრო დარჩენილი ცხოვრება?!
-და შენთვის მიყენებული ზიანი რატომ შეარჩინეს მამაშენს შენმა ხალხმა?! – მისწია სახე და კარგად შეათვალიერა მისი გატანჯული ნაკვთები.-რატომ გინდა, რომ გული გატკინო? დღეს მაინც?
-ესაა შენი პასუხი?
-თამთა, რა გავაკეთო?!
-გამიშვი.. – ამოიტირა.-შეგიძლია ეს?! არ შეგიძლია! ისე აკეთებ ყველაფერს, რომ მე ვერ წავალ.. მე რომ არ მომინდეს ეგრე.. თორემ შენ შეგიძლია.. მე ვერა.
-არ შემიძლია.-ისე ახლოს მივიდა, სუნთქვა შეეკრა თამთას.
-რატომ? გემეტები აქაურობისთვის?
-საკუთარი თავისთვისაც არ მემეტები, თამთა.-თითები გადაუტარა სახეზე.
-მართლა რომ ორსულად ვყოფილიყავი? – ჩუმი, გაწყვეტილი ხმით უთხრა. მაშინვე მოიხედა მთელი სხეულით კაცმა. ცივი და მოყინული იყო მისი სახე.-მართლა, რომ მყოლოდა აქ ბავშვი?-მიიდო ხელი მუცელზე. ეტკინა თვითონაც და ლევანსაც ის ხელი.-მერე? რომ მოეკლა? მერეც არაფერს იტყოდი?
-სისულელეს ნუ ამბობ.
-რახან არ ვარ, არაუშავს, ხო?!-გაეცინა ნერვიულად.
-სისულელეს ნუ ამბობ-მეთქი, თამთა. – განმეორდა საკმაოდ ხმამაღლა.
-შენ მითხარი ჭკვიანური რამე. შენ მაპოვნინე გზა, სიტყვები.. რას ელი ჩემგან? – ისეთი სევდიანი იყო მისი თვალები, შიგნეულობა ეწვოდა კაცს.-წარმოდგენა არ გაქვს რა დღე გამომატარა მაგ წყეულმა კაცმა.. შენ გესმის, რამხელა შეურაცხყოფაა ჩემთვის ასეთი მდგომარეობა? მე.. მე არც კი ვიცი საკმარისია თუ არა ის, რასაც შენ მიმართ ვგრძნობ, აქაურობის მისაღებად.
-გააჩნია რას გრძნობ.. – მიუახლოვდა. გადაიწია მაშინვე უკან თამთა. სველი თმიდან ჩამოსდიოდა წვეთები.
-ნუ მოდიხარ.. ნუ მომეკარები..
-რატომ?!
-იმიტომ!
-რას გრძნობ, თამთა..
-რატომ უნდა განვიხილავდე საერთოდ აქ ყოფნას იმის მერე, რაც მოხდა! – თავის თავს ეჩხუბებოდა გაგიჟებული.
-რას გრძნობ, თამთა.. – გაუმეორა უფრო მომთხოვნი ხმით. აიძულა, ეპასუხა.
-შენ თუ გრძნობ რამეს საერთოდ.. – გაუსწორა თვალები. იქ ეძებდა პასუხს.
-არ ვიცი.-მიუახლოვა სახე. ჩააშტერდა.-სიტყვები გჭირდება აუცილებლად? ჩემი საქციელი ვერ ამბობს იმდენს, შენ რომ დაკმაყოფილდე? ვერ ხედავ, რასაც ვგრძნობ მაგას? ვერა? – ხელი წაიღო მისი სახისკენ. მოსწმინდა თითებით გადმოღვრილი ცრემლები.
-მე მინდა მიღირდეს აქ ყოფნა.-დაიჩურჩულა თამთამ.-რომ გინდოდეს შენ.
-მაგრამ..? – გააყოლა წინადადებას თვითონ.
-მაგრამ.. სიცოცხლის ფასად? – წაეტირა ცოტა.-ჩემი ჯანდაბას.. იმის?-მუცელზე მიიდო ხელი, თითქოს მართლა ჰყავდა მანდ პატარა.
-თამთა..
-დედობისთვის საერთოდ არ ვარ მზად ამ ასაკში. აქ კი.. აქ მით უმეტეს, ბევრჯერ მომიწევს დავფიქრდე საერთოდ გავაჩენ თუ არა შვილს. მე რომ არ მომინდეს არასდროს, შენ შეგიძლია მაგის მიღება? – ისეთი გულწრფელი იყო თამთას შიშები, ლევანს ყველა და ყველაფერი გადაავიწყდა გარშემო. ეს სასოწარკვეთილი და გატეხილი ხმა ანგრევდა შინაგანად, იმდენად უჩვეულო იყო მისგან.
-შენც ხომ იცი, რომ გინდა შვილი.
-რომ არ მომინდეს?!-ამოიყვირა.
-რა პასუხი გინდა მოგცე? რომ ისე იქნება, როგორც შენ გინდა?! – თვითონაც არ დააკლო ტონს.
-და რატომაც არა?! რას იზამ მაშინ?
-გოგო, რა გინდა?! – უნებურად გაეღიმა. ისეთი უადგილო იყო ის გულახდილი გაღიმება, ჟრუანტელმა დაუარა თამთას.-ვიცი, რაც გინდა.
-რა?
-გითხრა, რომ სხვას არ მოვიყვან. სხვას რომ არ შევიყვარებ, სხვას რომ არ ავირჩევ, ეგ გინდა მოისმინო ჩემგან. ასეა?!
-სხვა რაღაცას გეკითხები..
-არ გინდა, თამთა.. ისედაც კარგად იცი, რომ სხვა არ იარსებებს არასდროს, როცა შენ ხარ. და რომც არ იყო, არც მაშინ. შენ ხარ ჩემი ცოლი. როგორც მე შენი ქმარი. სადაც არ უნდა წახვიდე, შენ ჩემი ხარ.
-შენ?! შენ თუ ხარ ჩემი?
-არ ვიცი. ვარ?!-თმა გადაუწია ყურს უკან. მიხუჭა თვალები.
-არ ვიცი მეც..
-როგორ არ იცი..
-არ ვიცი, ლევა, ვინ ხარ საერთოდ..
-იცი. ყველაფერი კარგად იცი.-გულთან აკოცა ძალიან თბილად. ამან უფრო გაამყარა თამთას გრძნობები. მოაშორა ტანზე პირსახოცი. კარგად შეუმშრალა დარჩენილი წვეთები და იქვე დადებული პენუარი ჩააცვა საკუთარი ხელებით ფრთხილად, მეტად რომ არ ეტკინა მისთვის.
ხელში აიტაცა. ლოგინში მიაწვინა თბილად და თვითონაც ჩაიწია. ძველებურად დაამშვიდა აღელვებული, ატირებული და გადაღლილი.
რას გრძნობდა?! თითქოს ყველაფერს.
.
ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა, როცა არც ერთი ლაკობა აღარ დარჩენილა ეშერაში, არც სოხუმში, აფხაზეთის არც ერთ კუთხეში აღარ მოიძებნებოდა მათი გვარი. სოფელმა განდევნდა ყველა სათითაოდ, არ შეარჩინეს ბავშვის თვითმკვლელობა, თუმცა ყველაზე მეტად მათთვის საყვარელი ოჯახის შეურაცხყოფა ეჯავრებოდათ, განსაკუთრებით ეშერელებს.
ალისას ამრეზით დაჰყურებდნენ სოხუმში. სახლიდან თითქმის არ გამოდიოდა გოგონა. ჩემოდანი ჩალაგებული ჰქონდა. განქორწინებაც კანონიერად იყო დასაბუთებული, აღარაფერი აკავებდა აქ. ბოლოჯერ მოავლო თვალი სახლს, რომელიც ბევრ მტკივნეულ მოგონებას იტევდა. თავის გაფლანგულ ბავშვობასა და ახალგაზრდობას დაემშვიდობა და გამოიხურა კარი.
-დაუმშვიდობებლად მიდიოდი?! – ნეგა იყო თავის მანქანასთან მიყრდნობილი.-ასე შევთანხმდით ჩვენ?
-დარეკვას ვაპირებდი.
-დარეკვას, – გაიმეორა ბიჭმა.-წასვლას რითი აპირებდი, ფეხით?
-ტაქსი უნდა გამომეძახა.
-ალისა.. როგორ იფიქრე, რომ არ უნდა გენახე წასვლის წინ.
-მეგონა.. – ვეღარ განაგრძო გოგონამ და თვალები დახარა.
-გეგონა, არ მადარდები. შენ სულ ასე გეგონა. – მიუახლოვდა და გამოართვა ჩემოდანი.-რას მიყურებ, ჩაჯექი ახლა!
-ეს მანქანა შემიწირავს ერთ დღეს!
-ესაა შენი ბედი! – გაეცინა ნეგამ.-ჩაჯექი, ალისა. მე მინდა, რომ გაგაცილო. თან მოყევი ერთი, სად მიბრძანდები.
-მოსკოვში.. დეიდასთან.
-და რას აპირებ დეიდასთან?!
-ცხოვრების თავიდან დაწყებას. ჩემი ძველი ესკიზები ვაჩვენე დეიდაჩემს. თავისი ატელიე აქვს. შეიძლება, იქ რამე გამოვიდეს.
-შემიკერავ პიჯაკს? – ცერად გადახედა გოგონას.
-ქალების ტანისამოსი იქნება ძირითადად, ნეგა..
-აქაც თამთა უნდა შემეჯიბროს რა! – გაიცინა.
-თამთა კარგი გოგოა.. – გაახსენდა ალისას და სხვაგან გაიხედა.-არ მინდა გახსენება, როგორ მოექცა მამაჩემი..
-იმ სირს ნუ ახსენებ.-გადაჭრით თქვა ნეგამ.-სახლს რას უპირებ?
-ვყიდი, მაგრამ არავის უნდა. ალბათ ასე დარჩება. ქონებაც დააყადაღეს მილიციელებმა.
-გაქვს რამე შენ?!
-რაღაც მაქვს.-გაეღიმა უმნიშვნელოდ.-მეყოფა.
-ჩამოსვლას არ აპირებ?
-შენს სანახავად? – ფართოდ გაეღიმა ალისას.
-არ ვიმსახურებ ვითომ? – თვითონაც გახსნა პირი.
-აღარ ჩამოვალ. ისედაც ყველა აიყარა ქვეყნიდან, მეც არავის გავეჩხირები თვალში.
-ხომ იცი..
-ვიცი! – თავი დაუქნია ბიჭს.-მაგრამ არ მინდა. ჯერ ყველაფერი წინაა, იქ კარგი დღეები მელოდება.
-რა თქმა უნდა.. იქნებ, იპოვო კიდეც შენი შესაფერისი ადამიანი. იცოდე, ამჯერად მაინც გააკეთე სწორი არჩევანი, თორემ ჩამოგაკითხავ და არ ვიცი რას გიზამ!
-ჩემი არჩევანი ყოველთვის სწორი და კარგი იყო.-თვალი ჩაუკრა ნეგას.-ის ვიგინდარა მე არ ამირჩევია. მე შენ აგირჩიე.
-მერე მე კარგი ვარ?!-ჩაეღიმა ნეგას.
-კი. ყველაზე.
-არა.. არ ვარ. აქამდე რომ შენ ასეთ დღეში იყავი, მით უმეტეს, არ ვარ.
-არ იყავი ვალდებული..
-მაგრამ ხომ ვიცოდი!
-კარგი, რა. დაივიწყე. მთავარია ციხეშია და ვეღარ გამოვა გარეთ!
-ოო, ნეტა იცოდე, რა ბედნიერი დღეები აქვს მანდ.. – ავად გაეღიმა ნეგას.
-გამიჩერე აქ. ამ ავტობუსს მივყვები.
-მიგიყვან ბარემ ფსოუმდე და გადადი.
-ამით რამდენ ხანში მივალთ? ხვალ დილამდე ვიქნები მისული? – მანქანაზე ანიშნა ალისამ.
-ოხ, თავის დროზე კი გიყვარდა აქ გულაობა! – გულახდილად გადაიხარხარა ნეგამ, ალისას სახე შეეფაკლა მაშინვე.
-საზიზღარი ხარ!
-კარგი, რა იყო.. მოდი ჩემთან.-მკერდზე აიკრა გოგონა. თავზე აკოცა ხმაურიანად.-აი, ეს აიღე.. – გადმოიტანა მანქანიდან ყავისფერი კონვერტი და შეაჩეჩა. ის ფული იყო, ლევანმა რომ მისცა ფართის საქირავებლად.
-ეს რა არის?
-ის, რაც ცოტახანი გეყოფა. აიღე.
-ნეგა, არა! ხომ გითხარი, მაქვს!
-ის არ იქნება საკმარისი. აიღე და ნუ იმორცხვები ახლა!
-მადლობა, ნეგა! ყველაფრისთვის დიდი მადლობა! – მოეხვია და ლოყაზე აკოცა მაგრად. გრძნობები, რა თქმა უნდა, ჰქონდა შემორჩენილი კვლავ, მაგრამ ახლა უფრო განსხვავებული რაღაც აკავშირებდა მასთან. უფრო ძლიერი, უფრო წმინდა, ვიდრე ბავშვური პირველი სიყვარული.
-შეხვედრამდე, ალისა!
-შეხვედრამდე, ნეგა!
ჩაალაგა ჩემოდანი ავტობუსში. ააცილა და სიგარეტსაც მოუკიდა. აღარ გაჩერებულა, არ უნდოდა ენახა, როგორ მიდიოდა კიდევ ერთი ადამიანი აქედან უსამართლობასთან შეუგუებლობის გამო. დაქოქა თავისი საყვარელი მანქანა და სახლისკენ გაუყვა გზას.. სულ სხვანაირი ემოციებით დატვირთული.
ძალიან შეცვლილი.
ალისას ნეგასთვის არ უთქვამს არაფერი წასვლაზე, მაგრამ ლევანს შეატყობინა შეპირებისამებრ. მართალი იყო ნეგა – ეგონა, ავალდებულებდა ბიჭს, ამიტომ არიდებდა თავს მასთან კონტაქტს. აი, ლევანს კი ვერ გაუბედა.. სანამ დაიძვრებოდა ავტობუსი, მანამ უკვე გააჩერა მანქანა ლევანმა. მაშინვე ჩამოვიდა ქვევით ალისა, მიეგება კაცს.
-მოვასწარი?
-მოასწარი. ათ წუთში გავა.
-როგორ ხარ?!
-ძველებურად. კარგად. არ იყო საჭირო მოსვლა, რატომ შეწუხდი?
-არ შევწუხებულვარ. რაღაც მინდოდა მომეცა შენთვის, ამიტომ მოვედი.
-რა უნდა მოგეცა? – დაჟინებით დახედა მსგავს კონვერტს, რაც ნეგამ აჩუქა წეღან. ახლა უკვე ნამდვილად ასწია წარბები და იუარა გამორთმევა.
-რა საჭიროა? ნეგამ მომცა ისედაც საკმარისი.
-ნეგამ?!-გაკვირვებულმა შეხედა ქალს.-აქ იყო?!
-ხოო. არ მინდოდა.. არ მინდა, ლევან, ესეც. მაქვს მე ისედაც.
-არ მაინტერესებს შენ რა გაქვს. ჩემგანაც უნდა გქონდეს. რაღაც ხომ უნდა დაიწყო მანდ, არაფერში გეყოფა შენ ის ფული.
-ხო, მაგრამ შენ რა ვალდ..
-ალისა! – მხარზე მოჰხვია ხელი.-წადი ახლა.
-ათასი მადლობა, ლევა!
-ცხოვრებას მიხედე! მსგავს იდიოტზე არ გათხოვდე მეტად!
-ძალიან გამიხარდება, თუ შენზე რამეს გავიგებ ხოლმე. – მორიდებით მოჰხვია ხელები. მაგრად აკოცა ლოყაზე კაცს.-შენ რომ არა, არც მაშინ გადავრჩებოდი, არც ახლა.. კარგად იყავი!
-დროებით, ალისა! – წელზე შეახო ოდნავ ხელი. უბიძგა, გაშორებოდა.
თვალი გააყოლა მის ნარნარა ტანს. უყურა, როგორ დაჯდა თავის ადგილას, როგორ დაიძრა ავტობუსი, როგორ გაშორდა ქალაქს გოგონა.
რატომ გარბოდნენ ასეთი კარგი გოგოები ამ ქვეყნიდან?!
იცოდა, დაბრუნდებოდა. მაგრამ ახლა არა. ძალიან მერე, მშვიდობის დასადგურებისას.
.
სამზარეულოში ყავას იკეთებდა ნეგა, ლევანმა რომ შედგა ფეხი. გარეთ წვიმდა. გვალვების მერე წვიმა შვება იყო ეშერელებისთვის. სექტემბერი იდგა უკვე, ლამაზი განშორება ზაფხულის დღეებთან. სამზარეულოს ფანჯარა ღია იყო, ნელი სიო არხევდა ფარდას. გრილი ჰაერი და წვიმის შხეფები სულ ოდნავ შემოაღწევდა ხოლმე.
-სად იყავი დღეს? – წამოიწყო ლევამ, თვითონაც დაიწყო თავისთვის ყავის გაკეთება.
-არსად.. სოხუმში დავიარებოდი.
-რატომ?!
-რა დაკითხვას მიწყობ? – გაეცინა ბიჭს. ნერვიულად ჩაასხა ცხელი წყალი ჭიქაში.
-რა განერვიულებს მერე? – თვითონაც ჩაეღიმა.
-ალისა გავაცილე. – წარმოთქვა ჩუმად, მოსვა ცხელი ყავა.
-არ თქვა, რომ ახლა მიხვდი, თითქოს გიყვარს!
-არა! – გადახარა ძმისკენ თავი.-უბრალოდ.. მომენატრება, რა.. შეიძლება მიყვარდა კიდეც სკოლაში. არ ვიცი. მსიამოვნებდა მასთან ყოფნა. მარა მაინც მხოლოდ იმიტომ, რომ გამემწარებინა მამაჩემი. არადა, რა გოგო იყო, ხომ გახსოვს, ლევა?!
-ახლაც კარგი გოგოა.
-ახლა ძალიან ჩამოშლილია იმ ნაბიჭვრის გამო! მაგრამ დაიბრუნებს ძველებულ სილამაზეს.
-რაღაც გეგმები აქვს, გავიგე მეც. – მაინც არ უთხრა, რომ თვითონაც ნახა დღეს. არ უნდოდა შესცილებოდა ნეგას იმ ამბავში, რაც მისი საქმე იყო. არ აგრძნობინა, რომ აქაც ჩაერია თვითონ.
-ჰო, ნიჭიერია. აუცილებლად იქნება წარმატებული.
-შენ რას შვრები? დავითმა გიშოვა ადგილი? – ალმაცერად გადახედა ძმას და ჩამოასხა ყავა თავისთვის.
უხერხულად გაიხედა ნეგამ.
-ვერა.
-რატომ?!
-აღარ მინდა, რა! – დაიქნია ხელი უხალისოდ. ვერ უთხრა, რომ აღარ ჰქონდა ფული.
-სიმართლე მითხარი.-გაუსწორდა ძმას.
-ხო.. აღარ მინდა. არაა მუშაობა ჩემი სტილი, ხომ იცი შენც?
-ტყუილი როგორ მეზიზღება, ეგ თუ იცი შენ?! – ცხელი ყავა მოსვა, არც ერთი წამით არ მოუშორებია თვალი ძმისთვის.
მათ შორის ის ხიდი იგებოდა ახლა, ამდენი წელი რომ ინგრეოდა პერიოდულად.
-აღარ მაქვს ფული. – გამოტყდა საბოლოოდ და მოარიდა მზერა.
-რატომ?!
-დავხარჯე.
-რაში?
-ოო, ლევა! დავხარჯე, რა! სმაში და ჭამაში!
-გამოგართვა ალისამ?! – პირდაპირ ჩააშტერდა ბიჭს. მის სხეულს მიღმა გაიხედა ლამის.
-საიდან მოიტანე?
-მივხვდი.
-დაუყადაღეს ქონება, სახლიც ვერ გაყიდა..
-მერე? რატომ გიტყდება ჩემთვის მაგის თქმა, რომ კიდევ გჭირდება ფული?-გადადო ჭიქა გვერდზე. ხელი ჩაავლო მხარზე და მოიზიდა.-ეგეთი საქმისთვის, რისთვისაც გინდა შენ.. მე სულ მექნება ფული.
-ლევა..
-გახედე ერთი ჩემს მანქანას, ძალიან ბევრ საწვავს მიწვავს ბოლო დროს!
-ოხ, დაიწყო უკვე ამან! – მაშინვე გამხიარულდა ნეგა.-ნაცნობობას არ ვართ! გადაიხდი!
-გადავიხდი!
-აუ, ვინ მოვიდა! – წაიმღერა ნეგამ და ყელზე ჩამოეკიდა ლამის თამთას.-ნამცხვარს გამიკეთებ?!
-რა გჭირს? – სუსტად გაეღიმა, თვალი მოარიდა ლევანს.
-კარგ ხასიათზე ვარ. გამოაცხვე ნამცხვარი.. კენკრის. რამდენი ხანია არაფერი გაგიკეთებია, არ მოიმატო წონაში ამდენი უსაქმურობისგან!
-არ ვიმატებ მე წონაში! – ამრეზით გადახედა ნეგას და ჯამი დადო მაგიდაზე.
-იწყებ უკვე?!
-დიახ!
-რამე გჭირდება? მაღაზიაში გავალ და მოვიტან. სიგარეტის ყიდვაც დამვიწყებია.
-რამე წვენი.. ცივი.
-შენ, ლევა?
ხელი აუქნია, არაფერიო და ნეგაც გახალისებული გავიდა სახლიდან. მარტო დარჩენილ ცოლ-ქმარს მხოლოდ წვიმის ხმა ურღვევდა მყუდროებას. სახლში არავინ იყო სხვა. ირმა ქეთისთან და დემნასთან წავიდა პატარა ლუკას მოსანახულებლად. თამთას ჯერ კიდევ არ ჰყავდა ბავშვი ნანახი, სახლიდან არ გადიოდა. ბებიაც დაბრუნდა ოჩამჩირეში თავის შვილთან, თითქმის სულ მარტო იყო ნეგასთან ერთად.
არ იმჩნევდა ლევანს. სიგარეტს ეწეოდა ფანჯარასთან, თვალს აყოლებდა ცოლის თითოეულ მოქმედებას. როგორ ყრიდა ფქვილს ჯამში, შაქარს, როგორ ათქვიფა კვერცხი, როგორ მოურია მასას..
ტელეფონმა დარეკა მოულოდნელად. ხელები შეიმშრალა უცებ და სიდას ზარს უპასუხა.
-თამთა?- დაიძახა სიდამ. ზევიდან დახედა მობილურს გოგონამ, თან ფქვილს ურევდა ჯამში.
-სიდა! როგორ ხარ?
-კარგად, შენ? დამენახე აბა!
შორიდან დაიხედა ისევ მობილურზე, არ უნდოდა თავისი პატარა შრამი მისთვის დაენახვებინა.
-აქ ვარ.. რას შვრები? დაჩი სადაა?
-თავის ოთახშია.. მგონი.-დაამატა მორიდებით.-შენ აკეთებ რაღაცას მგონი?
-ხო, ბატონ ნეგარს კენკრის ნამცხვარი მოუნდა.
-ოხ, სად შეგვიძლია! ნათლია როგორაა?!
-კარგადაა! – ჩაერთო ლევანი და მოიწია. ისე ახლოს იყო თამთასთან, მისი სუნთქვა იგრძნო ყელზე. რამდენიმე დღეა, რაც არ შეუსუნთქავს ქმრის გამაგიჟებელი სურნელი.
-ნათლია! ძალიან მენატრები!
-როგორ მიეჩვიე?
-ჩვეულებრივად. ორშაბათს უნივერსიტეტი იწყება. აი, მანდ ნამდვილად დამჭირდება მიჩვევა..
-შენ ყველაფერი გამოგივა!- თამთამ ახლოს მიიტანა დაუფიქრებლად სახე და ასე ჩასძახა მობილურში.
სიდას სახე გაუქვავდა. შემოსწრებულმა დაჩიმ კი წარბები აზიდა მაღლა. სიდას მიუჯდა გვერდით, გამოართვა კიდეც ტელეფონი.
-თამთა?
-დაჩი.
-მომხედე აქეთ.
-რა იყო? – ნერვიულად გამოარიდა სახე და ხელი შეიწმინდა ფქვილიანი. ლევანმა აიღო მობილური თვითონ.
-რა სჭირს ჩემს დას?! – ასეთი გამყინავი ხმა არასდროს ჰქონია დაჩის.
-უკვე არაფერი.-უპასუხა ლევანმა. მივიდა თამთასთან.
თმა გადაუწია მხარზე და კამერა გაასწორა. დაანახა დაჩის მისი სახე.
-მოიცა.. ეს..? – ვერ შეძლო დაჩიმ სიტყვის დასრულება.
-არა, რა თქმა უნდა! – ლევანმა აზიდა წარბები.-ნაბიჭვარმა თემურმა წაიყვანა. საბედნიეროდ, მოვასწარი.
-და რა მოხდა?
-ისეთი არაფერი. – სიდას შეხედა კაცმა და ისე თქვა.-მერე დავილაპარაკოთ.
-ნათლია, რიგზეა ყველაფერი?! – სიდას აუცრემლიანდა თვალები.-თამთა..
-ყველაფერი კარგადაა, სიდა. – მიუახლოვდა მეუღლეს, თვითონაც დაენახა ბავშვებს.-დაჩი, დამშვიდდი. ხომ ხედავ, კარგად ვარ!
-კი, როგორ არა! ნაცემი ხარ!-ამოიყვირა ქართულად.-თუ ასე იქნება მთელი ცხოვრება, წამოდი.. მოდი აქ, ჩემთან.. წამოვიდეს ისიც!
-დაჩი, ნუ დაზაფრავ სიდასაც! გეტყვი მერე ყველაფერს! – მოშორდა მობილურს და თავისი საქმე განაგრძო.
რამდენიმე სიტყვა გაცვალეს ერთმანეთში ბიჭებმა, საბოლოოდ დააბრუნა მაგიდაზე მობილური და ცოლს დაუდგა ახლოს.
ღრმად ამოისუნთქა თამთამ. ნერვიულობისგან მიედ-მოედებოდა ნივთებს. ღუმელი ჩართო, ტაფაც გამოიტანა.
ცივი ხელი იგრძნო სახეზე. ზუსტად ნაჭრილობევზე მიადო თითები ლევანმა.
-გადაგივა. – დაიჩურჩულა და კარგად დაათვალიერა მისი ჩაცვენილი თვალები.
-ვიცი.
-დაიმუშავე შენით? – არ აძლევდა ლევანს მიკარების უფლებას, ამიტომ ჰკითხა კაცმა.
-კი.
-მაჩვენე, – ჩაავლო მკლავში ხელი, მაისურის აწევას აპირებდა.
-არაა საჭირო.
-მაჩვენე.-უთხრა უფრო ხმამაღლა, აუწია მაისური და მკერდზე შეავლო მზერა. ჩამოუსწორა უცებ, შეხედა მის დატბორილ თვალებს და იქვე აკოცა.
მსუბუქად ამიფრუტუნა თამთამ. უკვე შემშრალი ჰქონდა ცრემლებიც, ნერვებიც აღარ ჰქონდა საამისოდ. აზრი არ ჰქონდა.. უნდა გადაელახა. უგულოდ გადაიტანა გამოსაცხობ ფორმაში მასა და ღუმელში გადაუძახა. ბოლოს პროფესიონალი დიასახლისივით ჩამოჯდა სკამზე. ეს წვიმაც რომ არ ჩერდებოდა..
-ქეთის უნდა შენი ნახვა. – ისევ ლევანმა დაარღვია სიჩუმე.-ახალხან გამოწერს, ბოდიში შემოგითვალა, რომ ვერ გინახულა.
-თვითონ მაქვს მოსანახულებელი. ამ დღეებში წავიდეთ. თან ასეთ მდგომარეობაში არ მინდა..
-როცა გინდა.
-ლევან. – მოულოდნელად წამოიძახა მისი სახელი.
ყელზე გამოებერა ვენები კაცს. დაიძაბა.
-გისმენ.
-მე ვიცოდი, რომ შენ მოხვიდოდი. თან დროულად. – წამოიწყო. თვალიც გაუსწორა.-დარწმუნებული ვიყავი, რომ გადამარჩენდი. არც მაშინ მინერვიულია, როცა იგვიანებდი. ვიცოდი, რომ ყველაფრისთვის აზღვევინებდი იმ სამარცხვინოს.. შენი იმედი მქონდა. – ჩახარა თავი.-არასდროს არავის იმედი მქონია აქამდე. მამა თითქმის არ მყავდა.. დაჩი პატარა იყო. მხოლოდ შენ.-ტუჩზე იკბინა ცრემლების შესაჩერებლად.-თუ ეს იმის გამოა, რაც შენთან მაკავშირებს.. რასაც ვგრძნობ.. რაც ასე ძალიან მინდა, რომ საერთო იყოს.. ეს თუ იმის გამოა, რა მიზეზითაც მე შენთან ვარ ამ ყველაფრის მერე.. მინდა იცოდე, რომ მადლობელი ვარ. საერთოდ ყველაფრისთვის, რაც გაგიკეთებია ჩემთვის. ზურგი რომ არ შეგიქცევია არასდროს, იმისთვის..
-თამთა!
-არა! ხომ უნდა გითხრა ერთხელ მაინც! შენ არც კი გიფიქრია, ისე მომიყვანე ცოლად, როცა მამაჩემმა ჩემს უკან მიღებაზე უარი თქვა. სხვა შენ ადგილას ალანს ჩემ ჩამოსმას უბრძანებდა შუა გზაში. არც კი იცოდი, ვინ ვიყავი.. როგორი ვიყავი..
-ძალიან კარგად ვიცოდი, როგორიც იყავი.. – მიუახლოვდა და შეანათა ლურჯი თვალები. ამჯერად სუფთა და ზღვისფერი.
-როგორი?!
-ლამაზი. ჭკვიანი. განათლებული. ჩემი შესაფერისი.-ჩაეღიმა. პირველად რომ შეამკო მსგავსი კომპლიმენტებით, ორივეს ის დღე გაახსენდა.
-მაგრამ..
-მე არავის შევაქცევდი ზურგს მსგავს სიტუაციაში, მაგრამ შენ.. შენ განსაკუთრებით ვერა, თამთა.
-რატომ?! რადგან ლამაზი ვარ?
-რადგან მადლობას მიხდი იმის გაკეთებისთვის, რაშიც ვალდებული ვარ. სხვა.. სხვა არც კი იფიქრებდა ამაზე. მაგიტომაც ხარ შენ და არა სხვა.
-მე შენ.. ყველაფრის მიუხედავად.. იმის მიუხედავად, რაც მინახავს, რაც ჩემ თვალწინ გაგიკეთებია.. მაგის მერეც კი მიყვარხარ.-საოცრად ნაფიქრი იყო ის სიტყვები, რაც იმ წამს უთხრა ქმარს. ლევანს ჟრუანტელმა დაუარა თამთას წინადადებაზე, ვეღარ მოზომა მზერა.-ხვდები, როგორი ძლიერია ის, რასაც ვგრძნობ?! ხვდები, რომ ვერასდროს შევძლებ შენს მიტოვებას, აქედან თავის დაღწევას, წასვლას… მხოლოდ იმ წყეული გრძნობის გამო. როგორი ბნელი ხარ ზოგჯერ.. – მასთან ჩამუხლულ ქმარს ხელი დაუსვა სახეზე.-როგორი სასტიკი.. და მერე.. ისეთი, ჩემი დამშვიდება რომ შეგიძლია. როგორ ხარ ასეთი, ლევა?!
-არ ვიცი.
-ხომ გთხოვე, შეგეჩერებინა.. მე ხომ გთხოვე..
-ვერ შევძელი.-აკოცა ხელის გულზე.
-რა გავაკეთო ახლა?! მე როგორ გადავაბიჯო საკუთარ თავს.. როგორ ვაპატიო „შენს ქვეყანას“ ის, რაც მჭირს.. – დაისვა ჭრილობაზე ხელი.-მე ხომ სუსტი არ ვარ.. ხომ უნდა შემეძლოს ავდგე და წავიდე ახლა! ხომ უნდა შემეძლოს, რომ არ გიყურებდე ისე, როგორც ახლა. მე ხომ არ უნდა მიყვარდე წესით! – მსუბუქად ამოიყვირა და აეტირა.-შენ შეგიძლია ამაში დამეხმარო?! შეგიძლია უმტკივნეულოდ გამიშვა ჩემს ქალაქში?
-გაჩუმდი… სანამ სისულელე გითქვამს…
-შენთვის სისულელეა?! შენთვის მარტივია? – ახლა ხმასაც აუწია.-ასეთი დარწმუნებული ხარ, რომ მე აქ დავრჩები? ახლა კარგი, შეიძლება არ წავიდე. მერე? მერე რა გარანტია გაქვს, რომ მოვითმენ ამას? ხომ იცი ჩემი ხასიათი? – ისე შეხედა, წამით დახუჭა თვალები კაცმა.-მაგალითად მაშინ, როცა ჩვენი შვილი მკითხავს, რატომ არ იცი შენ ქართული.. რატომ არ ვიცი მე აფხაზური.. რატომ ვერ წავა თავისუფლად დედამისის ქვეყანაში.. შენ გასცემ პასუხებს?!
-თამთა, რა გინდა მითხარი? – მიიწია მისკენ.
-სიყვარული საკმარისი რომ იყოს, ეგ.
-არ არის?! – მოსწმინდა ცრემლები.
-ჩემი საკმარისია. ყველაფრისთვის. შენი ვერ იქნება ვერასდროს.
-რატომ გგონია ეგრე?
-მე რომ გთხოვო აქედან წასვლა, წამოხვალ? სხვა გზა რომ არ იყოს, წამოხვალ?!-შეხედა პირდაპირ, მკაცრად. ლევანსაც არ მოუშორებია თვალები.
-არა.
-მეც რომ წავიდე, მაშინაც არა?! – დაასველეს კაცის ხელები მისმა ცრემლებმა.
-თამთა..
-სხვა გზა რომ არ იყოს.. წამომყვები?!
-ვერა.
-რატომ? რატომ?-ამოიყვირა.-მე ხომ შემიძლია აქ დარჩენა.. შენ რატომ ვერა..
-იმიტომ, რომ შენ შეგიძლია აქ დარჩენა.
-მაგრამ შენც შეგიძლია წამოხვიდე!
-სად წამოვიდე?! სად?! – ისეთი ხმით თქვა, უნებურად შეწყვიტა ყველაფერმა არსებობა გარშემო.-აქ დავტოვო ბებიაჩემი, ჩემი ძმა, ჩემი მშობლების საფლავები?! რას მთავაზობ საერთოდ.. რას ლაპარაკობ! იმ ხალხმა.. – ხელი ასწია ჰაერში.-ვისთანაც ერთადაც ცხოვრებას მთავაზობ.. იმ ხალხმა დახოცა ჩემი წინაპრები. ნუ გადახვალ ზღვარს. ჩემი ცოლი რომ ხარ, ეგ ისედაც საკმარისია. მე ყველაფერს პატივს ვცემ, რაც შენ და შენს ქვეყანას უკავშირებდა. არასდროს გაიმეორო ის, რაც თქვი. ეგ მეტისმეტია.
-და ჩემთვის არ არის მეტისმეტი? – თვითონაც არ დააკლო ტონს.
-ახლა, რომ გითხრა, მაშინ წადი-მეთქი, გული ხომ გეტკინება?! – დაიჩურჩულა.
-ძალიან. მაინც მეტყვი?!
-არ მათქმევინო. არ მინდა და არ გამომტყუო არაფერი.
-ისევ მე უნდა დავთმო, არა? – ცივად შეხედა ქმარს.
-იმასთან შედარებით, რასაც მე ვთმობ.. ეგ არაფერია.
-ახლა საერთოდ არ გესმის, ლევან.. მოვკვდები ასე. -თვალი მოარიდა ფეხზე წამომდგარ კაცს. ღუმელს გაუშტერა თვალი.
-მე უფრო მოვკვდები.. შენ თუ წახვალ.-თავზე აკოცა დამჯდარს და გავიდა.
ეს თავისებური პასუხი იყო თამთას „მიყვარხარზე“. ეს სიტყვები ნამდვილად მოკლავდა თამთას..
კენკრის ნამცხვარი უგულოდ გადმოიტანა ფორმიდან. ყუთს რომ აფარებდა თავზე, ზუსტად მაშინ შემოვიდა ნეგა. უცნაურად მოავლო თვალი რძლის ნამტირალევ სახეს. პარკი მაგიდაზე დაალაგა, გასაღებიც იქვე მიაგდო. სველი მოსაცმელი გაიხედა და სკამზე დაკიდა.
-რა მოხდა? – ვერ შეხედა თამთას.
-არაფერი.
-რა გატირებს? – მიუახლოვდა და მოიქცია მისი ხელები თავისაში.-რატომ გაქვს სულ დასიებული თვალები ამ სახლში, თამთა?
-გამოვაცხვე ნამცხვარი..
-ნამცხვრის დედა მოვ.ტყან! – მოურიდებლად შეიგინა ნერვებმოშლილმა.-მითხარი, რა გჭირს.. რა გაწუხებს.. თუმცა ეგ ვიცი. ჩემი ძმაა მიზეზი.
-არ არის შენი ძმა მიზეზი.-წაეტირა. ვერაფერში ადანაშაულებდა ლევანს.
-უფრო მარტივი იქნება შენთვის, მას რომ რამე ბრალი ჰქონდეს? – გააჟღერა კითხვა ხმამაღლა და მიეყრდნო დახლს ზურგით. თამთაც გვერდით ამოუდგა.
გარეთ ისევ საშინლად წვიმდა. ცა ჩამოიქცეოდა მალე.
-მაგრამ არაა მისი ბრალი არაფერი.
-ვისი ბრალიცაა რაც დაგემართა, ეგ უკვე სამარეშია. არავის შესტკივა მასზე გული. იმედია, არც შენ. ერთადერთი ის საცოდავი შემეცოდა.. მაქსიმი! მაგრამ ეგეც კაი სი.რი იყო!
-კარგი, ნეგა! – გააწყვეტინა.
-რა უცებ დაივიწყე, მეც რომ შენ დღეში ვიყავი? – მაინც გააღიმა თამთა. მუჯლუგუნი გაჰკრა გოგონამ.-მითხარი ახლა.. გამანდე შენი გულისტკივილი.. – პოეტურად წაიმღერა ნეგამ.
-შენ რომ მის ადგილას იყო.. – ფრთხილად გაჰხედა ბიჭს თამთამ.-მე რომ მივდიოდე.. სხვა გზა არ იყოს.. წამომყვებოდი?!
-არა.
-რატომ?-უღონოდ ჩამოსწია ხელები.
-რადგან შენ დაბრუნდებოდი.
თამთამ მოარიდა მზერა.
-მაგრამ მე არ მიგიღებდი.-გააგრძელა ნეგამ და მაშინვე დაუბრუნა თვალებიც თამთამ.
-რატომ?!
-ლევანი აღარ მიგიღებს, თუ წახვალ. ისევე როგორც შენ არ გენდომება მასთან ყოფნა, თუ გაგიშვებს. ეს ხომ ასეა?!
-არ ვიცი.
-კარგად იცი. შენ რა ვერ გეთმობა, თამთა? იქ ერთადერთი დაჩი გეგულება, ვისაც მაშინ ნახავ, როცა მოისურვებ. თბილისშიც მაშინ წახვალ, როცა მოგეპრიანება. აქ ცხოვრება რატომ არ გინდა?
-არ მითქვამს, რომ არ მინდა!
-აბა, რა გინდა?-გაეცინა ბიჭს.-ლევანმა რომ დათმოს რაღაც.. ეგ? შენ რომ არ გიწევდეს რაღაცების გადაფასება, შენ რომ არ გაიღო მხოლოდ მსხვერპლი, ეგ? მისგანაც გინდა იგრძნო იგივე, რასაც შენ გააკეთებ?
-კინაღამ მითხრა, თუ არ გინდა აქ, წადიო.. – ლოყაზე იკბინა შინაგანად.
-კინაღამ გითხრა რას ნიშნავს.. ხომ არ უთქვამს?!
-დამემუქრა, რომ მეტყვის..
-მაგას უყვარხარ შენ, თამთა. სადაა ნამცხვარი? – გადაუხვია მაშინვე. გადახსნა თავსახური და ჯერ კიდევ ცხელი კენკრის ნამცხვარი დაჭრა. პირში ჩაიდო მაშინვე, ნამცეცები მიმოყარა თამთას მილაგებულ მაგიდაზე და შიშნარევად მოასუფთავა მაშინვე.
-უგემრიელესია. დიდი მადლობა. – ლოყაზე აკოცა ძლიერად. მოსწმინდა შერჩენილი ცრემლი და გაღიმება აიძულა.
დაჩიც აქ ჰყავდა თითქოს.
.
შეაღო საძინებლის კარი. აბაზანიდან გამოდიოდა ხმა. ლევანი იბანდა. ოდნავ გამოღებული ფანჯარა კარგად მიხურა, წვიმის შხეფები აღწევდა მაინც. ძლიერად წვიმდა იმ ღამით. ფარდა გადააფარა ფანჯრებს, ოთახში უადგილოდ დადებული ნივთებიც მიალაგა და ტანზე გამოიცვალა.
მიუჯდა თავის საყვარელ მაგიდას. თმა ჩამოიშალა. გამოვიდა ლევანიც ტანზევით შიშველი. საოცრად მონატრებული.. მოარიდა თვალი თამთამ, თმას ივარცხნიდა. ის იმშრალებდა თავს.
თამამად მიუჯდა გვერდით თამთას. ბოლოჯერ გადაისვა პირსახოცი და სავარძელზე მიაგდო. თამთა აიკრა ზურგით, თვითონ გააგრძელა მისი ოქროსფერი, საყვარელი თმის დავარცხნა.
-შენ რომ აქ აღარ იჯდები ხოლმე.. ასეთ ფორმაში.. შევიშლები, თამთა. – შიშველ მხარზე აკოცა. მუცელზე შეუსრიალა ორივე ხელი.
-მოგენატრები?
-ახლაც მენატრები.-ყელთან მიადო ტუჩები და ისე უთხრა.-წახვალ მაინც?
-არ გამიშვა.-თავი დაადო მის მკლავს.-თორემ ვერ დავბრუნდები მერე.
-არ გაგიშვებ.. არსად.. – აუყვა მკლავებს, მონატრებულსა და სასურველს. შემოატრიალა მისი ტანი, დაისვა მუხლებზე ამდენი ხნის ნანატრი ცოლი და თამამად დაუკოცნა გულ-მკერდი, თუმცა ფრთხილი იყო. ვერ ატკენდა ახლა. ახლა ვერ მოექცეოდა თავისებურად, ახლა მის ნებაზე იყო დამოკიდებული..
-თამთა..
-ხო, – შეუცურა თმაში ხელი კაცს. თავისკენ მოსწია.-მეც მენატრები, ლევა.
-ვიცი. გეტყობა. – ყელზე აკოცა და მოაშორა ზედმეტი ტანსაცმელი.-მოდი ჩემთან..
მოისვა წელზე, ფრთხილად შემოსვა იმ მაკიაჟის მაგიდაზე, საერთოდ პირველად რომ შეეხო მაშინ. მაშინ ვნება უფრო ჭარბობდა კაცში, ახლა.. ახლა სიყვარული.. ახლა ეფერებოდა, გრძნობდა, უნდოდა მასთან. მის გარეშე ვეღარ გაძლებდა, ეტყობოდა ყველა შეხებას ეს.
ეს რომ ვინმეს წაერთმია.. თავისი ნაფერები ცოლი რომ არ ეყოლებოდა გვერდით, რა ფასი ექნებოდა იმ ცხოვრებას?! რა ფასი ექნებოდა ამ განშორებას?! ნაზად აკოცა მუცელზე. აუყვა ნელა, გამოზომილი ნაბიჯებით. ტუჩებთან შეჩერდა და ფრთხილად შეაერთა მათი ბაგეები.
-კიდევ დაფიქრდები წასვლაზე, თუ გეტყვი… როგორ…ძალიან…მიყვარხარ. – დაიჩურჩულა ნელ-ნელა და ლოყაზე აკოცა. ცრემლები ჩამოცვივდა თამთას. იმან მაშინვე დაუკოცნა ორივე თვალი.
-როგორ ძალიან.. – ამოიჩურჩულა თვითონაც და მიეწება მთლიანად მის შიშველ სხეულს. ღმერთო, როგორ უყვარდა ეს კაცი!
-სხვა გზა რომ არ იყოს.. შეიძლება მე მართლა წამოგყვე.. მეეჭვება, მაგრამ მაინც..- თან კოცნიდა, თან ელაპარაკებოდა.-ისე ძალიან.. რომ ამას გავაკეთებ. მაგრამ გინდა შენ, მე რომ ეს გავაკეთო?! – შარვალიც მოაცილა მის ფეხებს.-იმდენად ძალიან, რომ გაგიშვებ, თუ ბედნიერი იქნები იქ, ჩემ გარეშე. იქნები?!
-არა.
-სად იქნები ბედნიერი? – წელზე მოჰხვია ცალი ხელი. გადააწევინა კისერი და რბილად მიეალერსა კანზე. სუფთასა და ქათქათაზე.
-მხოლოდ შენთან.. შენ მიყვარხარ, ლევა.
-ვიცი. ამიტომაც უნდა იყო ჩემთან. ასეა?!
-ასეა.
-კიდევ გენატრები? – ტუჩის კუთხესთან აკოცა. ჩაეღიმა თამთას. ძველებური კმაყოფილება და ჭინკები დალანდა მის თვალებში ლევანმა.
ისევ ისეთი მაცდური..
-ახლა უფრო მეტად.
ხელი შეუცურა ლოყაზე მაშინვე, გადააწევინა სახე და ასე აიყვანა ხელშიც. წვიმა ისევ გიჟურად რწყავდა მინდორს. საკმარისი იყო, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა. ლევანიც ასე უკოცნიდა სხეულს მონატრებულ მეუღლეს, ვისთან ყოფნაც არასდროს იქნებოდა მისთვის საკმარისი. ეს სიახლოვე არასდროს იქნებოდა მსგავსი და ერთიდაიგივე. ისინი ერთ სრულყოფილებად იქცეოდნენ. ყოველი ახალი შეხება ახალ და უცხო შეგრძნებებს ბადებდა ერთმანეთში, როგორ შეიძლებოდა მათი განცალკევება?! როგორ შეიძლებოდა უცხო კაცის გაელვება მათ შორის?! ვინ შეეცილებოდა მათ ერთმანეთს?!
მტკივნეულ მკერდზე აკოცა ცოლს. მსუბუქად. ამოხედა და გაელაპარაკა თვალებით.
-არაუშავს.. – დაიჩურჩულა თამთამ. თავისკენ მოსწია ქმრის სხეული და გულაჩქარებულმა მიიწვინა გვერდით. ზურგზე მიადო ტუჩები და ნელ-ნელა დააგემოვნო ყველა მგრძნობიარე წერტილი.
დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს გული. ხელი მიადო მკერდზე თამთას, მასთან ერთად დამშვიდდა ქალიც. ლევანის მკლავებში იყო გამომწყვდეული.
-მე არასდროს მინახავს ნაცემი დედაჩემი.-საოცრად დაიფანტა ლევანის ხმა ოთახში. გულწრფელი და სანდო იყო ეს ბგერები.
-არ იცოდი?!
-როცა გავიგე, მაშინ ვნახე მხოლოდ. ერთადერთხელ.
-და?!
-ნაცემი მამაც პირველად ვნახე მაშინ.-სხვაგან გაიხედა ლევანმა.
-შენ..?
-არა. არასდროს. – მაშინვე უარყო. მაქსიმი გაახსენდა თამთას, როგორ არ ასროლინა ზურაბისთვის.-ბიძაჩემმა.. იცი, რატომ გეუბნები ახლა ამას?
-რატომ?!
-შენ რომ გნახე ასეთი.. დედა გამახსენდა. მაშინ სიბრაზე ვიგრძენი მამაჩემის მიმართ. მაგრამ ახლა.. ახლა ალბათ ყველაფერი. შენი დაკარგვის შიში..
-ლევა..
-შენთვის თურმე დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვებს, ამიტომ გეუბნები. ისედაც მეტყობა, რამდენს ნიშნავ შენ ჩემს ცხოვრებაში. შენ რომ არ იქნები, მერე უფრო დამეტყობა.. არ აქვს მნიშვნელობა შვილს გამიჩენ თუ არა, ისიც საკმარისი იქნება, რომ აქ იქნები. მეცოდინება, რომ მელოდები. რომ გიყვარვარ.
-რატომ ხარ შვილის მიმართ ასეთი.. სხვანაირი?!
-კარგი მამა მინდა ვიყო.
-იქნები.. ალბათ.
-ოხ, თამთა.-დაისისინა და აკოცა ლოყაზე.-საერთოდ არ შეგეკითხები, ისე აღმოჩნდები ორსულად, უბრალოდ არ მინდა.. არ მინდა გაწყენინო.
-რა დამპალი ხარ!
-ნუ მაქეზებ!
-მეც მინდა შვილი.-თვალებში შეხედა კაცს.-მაგრამ ჯერ არა.
-ვიცი. და გასაგებია. არც ხარ მზად.. არც მე.
-შენ ხარ.-გაეღიმა თამთას.-თან ზედმეტად. მე ვერა..
-შეიძლება.. – თვითონაც გაუპო ღიმილმა პირი.-ბოლობოლო ორსული ვამშობიარე!
-ხვალ ვინახულოთ შენი ახალი ნათლული.. ლუკა. ძალიან კარგი სახელია! დემნამ მოიფიქრა?!
-კი, დემნას მაგისთვის ეცალა ზუსტად!
-ქეთიმ?
-მე. – ნიშნის მოგებით გადახედა ცოლს.
-შენ?! ლუკა?!
-ხო, რა იყო? გგონია, არ ვიცი რა სახელები გქვიათ ქართველებს?
-მომიტევე! ნამდვილად არიფული სახელი შეგირჩევია!
-არ დაიწყო ახლა!
ძველებურმა კისკისმა გაავსო ოთახი. სითბო იგრძნო ლევამ. დიდი ხნის ნანატრი.
.
ხელებში ხელსაწყოები ეკავა. ლევანის მანქანისთვის აეხადა კაპოტი, რაღაცებს ამოწმებდა. თავს გადააქნევდა უკმაყოფილოდ, ხან რას მიედებოდა, ხან რას. პირველი დღეები ედგა „კარიერის“. იმას აკეთებდა ნეგა, რაც ასე ძალიან მოსწონდა. სიამოვნებას ანიჭებდა მანქანებთან კომუნიკაცია, მათზე მუშაობა, ეს ის საქმე იყო, რაც იცოდა და ბადალი არ ჰყავდა.
სიმღერები ბოლო ხმაზე ჰქონდა ჩართული. ცეკვა ცეკვით დაევლებოდა თავს ძმის ავტომობილს. არც კი უგრძნია, როგორ მოაყენეს უცნობი მანქანა და ნაცნობი მოტოციკლი ერთდროულად. დავითის გაგიჟებული სიფათი როგორც კი დალანდა, მუსიკასაც ჩაუწია და ტანზევით შიშველი გაემართა სტუმრებისკენ.
-ჩაუწიე ამ წყეულ სიმღერას! – დაუღრინა დავითმა.-და ეს მომაშორე! – მიუთითა მის გვერდით აფთარივით მაცქერალ გოგონასკენ.
-რა ხდება?!-ახედ-დახედა მელიას თვალებიან გოგოს, აშკარად ეტყობოდა, როგორ ერჩოდა დავითს.
-შენმა ძვირფასმა ძმაკაცმა… – წაისისინა გოგონამ.-ჩემ მანქანას დაარტყა!
-შენ გოგო.. – წაიწია მისკენ დავითი, მაგრამ გადაეღობა გოგო.
-მშვიდად, მშვიდად! – ჩაერია ნეგაც.
-ეგრე არ ყოფილა, მარა . შეუკეთე და არ გამაგონო ამის წიკვინი! – ხმაზე ეტყობოდა დათოს, როგორ მოაბეზრეს თავი.
-შენი მოტო დაზიანდა? – დავითის ახალთახალ მოტოს შეავლო თვალი.
-ისეთი არაფერი სჭირს. მიხედავ?!
-ხო, არაფერია ისეთი. რა დაგემართათ?!
-რა და თვალებში რომ არ იხედება, ეგ! – აყვირდა იმ წამსვე გოგონა. გაბუტულმა გადაიჯვარედინა ხელები მკერდთან.
-ვინ არ იხედება, მე?! – გაუსწორდა დავითი.
ნეგას ამოეფარა დამფრთხალი გოგონა ზურგსუკან.
-მეჩქარება.. რომ მოვალ, ეს და ამის მანქანა აქ არ დამხვდეს! – ხელი დაუქნია გოგოს და მერე ნეგას შემოჰკრა მხარზე ხელი. ფეხით გადაიარა სოხუმის ქუჩები დავითმა, საშინლად გაღიზიანებული იყო.
-სად მიგვეჩქარებოდა ასე, პატარა ქალბატონო?! – გაუსწორდა გოგოს და მაისური გადაიცვა. იმან თვალი ააყოლა მის გარუჯულ ტანს.
-არსად მეჩქარებოდა. იმის ბრალია!
-მოტო დაგეჯახა თუ მოტოს დაეჯახე? – წარბი აუზიდა გოგოს, თან შეათვალიერა დავითის მოტოციკლი.
-კაი, ხო.. -დაიდუდღუნა.-მოტოციკლზე დაჯდომა ჩემი ოცნება იყო სულ და თვალი გამიშტერდა.
-თვალი გაგიშტერდა?!
-ხო, რა იყო? შეძლებ შეაკეთო? გადავიხდი ყველაფერს, იმის დუდღუნს კი არ მოვუსმენ აბა!
-ძალიან ძვირი დაგიჯდება! – ჩაეღიმა ნეგას. ხელი შეუშვა ყველაფერს და გაუსწორდა გოგოს. ლამაზი, ჭაობისფერი თვალები ჰქონდა. ეშმაკური. ალმაცერად დააცეცებდა აქეთ-იქით, მოუსვენარი და ბავშვური იყო.
-მაინც რამდენად ძვირი? – თვითონაც არ დააკლო ტონს, არც მისი თამამი მზერის შეშინებია.
-რა გქვია?! – კარგად დაუთვალიერა მხრები, მკლავები.. ფასდაუდებელი იქნებოდა ის, რისი გადახდაც მოუწევდა…
-ყველა კლიენტს ასე ეფლირტავები?
-სახელს ყველას ვეკითხები. – ცალყბად ჩაეღიმა ნეგას.-თან შენ კლიენტი არ ხარ..
-ვითომ რატომ?
-კლიენტი ისაა. მაგან უნდა გადაიხადოს. შენ ხომ არაფერი დაგიშავებია.. – გაეცინა კვლავ. ისეთი სექსუალური იყო დასვრილი ხელებითაც კი, ვერც გოგონამ შეძლო ღიმილის შეკავება. თვალიც მოარიდა.
-ლინდა. ლინდა გიცბა. შენ?
-ნეგა. – განზრახ არ უთხრა გვარი.
-ნეგა.. ტარბა ხომ არ ხარ? – წარბები აზიდა მაღლა. შეანათა მწვანე თვალები.
-გახლავარ.
-აჰა…კარგი. სერიოზულად მითხარი, რამდენი დამიჯდება ეს ყველაფერი? მამაჩემი წინასწარ უნდა შევამზადო.
-არაფერი დაგიჯდება.
-რატომ?
-იმას გადავახდევინებ. – ჩაეცინა. რა თქმა უნდა, მის დასაწყნარებლად უთხრა მხოლოდ.
-ჩემი ბრალია რეალურად. უბრალოდ გავბრაზდი.. მოკლედ, ნერვები მოვუშალე მასაც. ჩემზეა, რა.
-უფასოდ გაგიკეთებ.. ერთი პირობით..
-რა პირობით? – უკვე იცოდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომ ეღიმებოდა ასე სულელივით.
-მოტოთი გასეირნება კიდევ თუ გინდა…
-იმის მოტოზე არ დავჯდები!
-რას გადაეკიდე იმას! შენ არ მოუშალე ნერვები? – მიეყრდნო იქვე მიყენებულ თავის ავტომობილს ნეგა.
-ეს ვისია, ღმერთო ჩემო?! – დამცინავი ხმით ჰკითხა.
-ჩემი!
-შენი?-შეეყინა ღიმილი სახეზე.-ეს?
-თუ გინდა, ამით გაგასეირნებ..
-არ მინდა არც ერთით, მადლობა..
-კარგი.. პატრული მოვიდა, როცა დაეჯახე?
-კიდევ კარგი, რომ არა! უცებ წამოვედით.. თუ რა თქმა უნდა ჩემს სცენებს არ ჩავთვლით..
-ახლავე შევატყობინებ! ყველაფერთან ერთად კანონდამრღვევი ყოფილხარ. – ტელეფონი მოიმარჯვა ნეგამ. მაშინვე წაეტანა ლინდა ხელზე.
-რას აკეთებ, გაგიჟდი?!
-ჩაჯექი. – ანიშნა მანქანაზე ნეგამ. არ აპატიებდა იმ შეურაცხყოფას.
-შენ ნორმალური ხარ? სად მიპირებ წაყვანას?
-გამარჯობა.. ავარიის შესახებ..
-კარგი!!! – წამოიყვირა და წაართვა ტელეფონი.-ავადმყოფო! მიდი ერთი, რას ეტყვი! შენს ძმაკაცსაც შარში გახვევ მაგ საქციელით. თუმცა.. – თითქოს რაღაცას მიხვდა ლინდა.-ალბათ გადარეკავს შენი ძმა ერთხელ და ეგ იქნება.. არა?
-ჩემს ძმასთან შენ რა პრეტენზიები გაქვს?-მიუახლოვდა და მისწია სახეც. მისი სუფთა სურნელი იგრძნო მაშინვე.
-შენს ძმასთან არანაირი. შენთან მაქვს ახლა ბევრი პრეტენზია..
-მათ შორის?
-არ უთხრა, რა, არავის.. მამაჩემი გაგიჟდება, მე რომ ციხეში აღმოვჩნდე.. – საყვარლად შეატყუპა ხელები და ნიკაპქვეშ ამოიდო. პატარა ბავშვს ჰგავდა.
-არ ვეტყვი არავის. – უნებურად წაეფერა ლოყაზე.-გაგეხუმრე.
-ცუდი ხუმრობა გცოდნია!
-ხვალ მოდი და დაგახვედრებ შეკეთებულს. ფეხით სიარული შეგიძლია უსაფრთხოდ? ისევ რამეს არ მიაშტერდე!
-ნუ დამცინი. მოვალ ხვალ.. მითხარი რა მიჯდება ოღონდ..
-ხომ გითხარი, როგორც უნდა გადაიხადო ეგ ყველაფერი..
-რა ცუდი ბიჭი ხარ..
-საშინელი! – თვალი ჩაუკრა.
-მაინც არ მჯერა, რომ ყველას ასე არ ეფლირტავები!
-გოგოები არ დადიან აქ, ქალბატონო ლინდა! მით უმეტეს, შენნაირები..
-არ მჯერაააა!
-გელოდები ხვალ.-დაიჩურჩულა თავისთვის და დავითის მოტოს გადახედა. მერე თავის მანქანას. უცებ მოიმარჯვა ტელეფონი.
-ლევა, სანამ ჩემი კლიენტი გადამიხდის, ფულს მასესხებ?!
.
ქალბატონი ესმა ჰყავდა სახლში სტუმრად. შაბათ-კვირას ამოჰყავდა ხოლმე ლევანს ბებიამისი. თავის ბოსტანს უვლიდა. თამთაც მიჰყვებოდა ხოლმე ზოგჯერ, აინტერესებდა როგორ ხდებოდა მიწის დამუშავება. თან ხომ არ ათქმევინებდა ძლივს მობრუნებულ ქალს, ჩემი რძალი არაფრის მაქნისიაო?! ნეგას დამცინავ რეპლიკებს ყურს არ უგდებდა ხოლმე.
სახლის საქმეების კეთება უყვარდა ზოგადად. დედის გარდაცვალების მერე თვითონ იყო პასუხისმგებელი თბილისში, მაგრამ აქ.. ამხელა სახლში.. ეგ არ შეეძლო. ირმა უნდა მოსულიყო დღე დღეზე თავისი სოფლიდან. დღეებს ითვლიდა მანამდე თამთა.
ვახშამს ამზადებდა თამთა. რუტინული, ერთფეროვანი და მოსაწყენი იყო ერთი შეხედვით, მაგრამ როგორც კი ნეგა შემოვიდოდა სამზარეულოში მაშინ იწყებოდა ჟრიამულებაც. იმ განსაკუთრებულ დღეს, ბებიასაც კი გაუღიმა ლამის.
-აბა, რას შვრება ჩემი ულამაზესი რძალი? – ლოყაზე აკოცა და თვითონ აიღო ჩოგანი ხელში. ღომს მოუარა.
-ეუფ! – ესმამ აზიდა წარბები.-რამ გაგამხიარულა?
-არ შემარგო შენ არანაირად! – თითი დაუქნია მოხუცს.-ლევა სადაა?
-დინას ჰბანდა წეღან. – თამთამ თქვა უმნიშვნელოდ. ფანჯრიდან მოსჩანდა, როგორ ეფერებოდა ცხენს ლევანი.
-რომ წამოვა, მითხარი! არ მინდა, მნახოს.
-რატომ?
-მრცხვენია! – თამთასაც მოარიდა თვალი. მოხუცს ჩაეცინა.
-რისი? – თამთამაც ვერ შეიკავა ღიმილი, თეფში მიაწოდა ნეგას.
-ახლა ამას რომ მე ვაკეთებ შენ მაგივრად, იმის!
-რას გამოიდე თავი მერე, გითხრა ვინმემ?!
-ეს მაგრად დატვირთე, ბებია.. – მოხუცს მიუშვირა ცხელი ჩოგანი.-ვირივით ამუშავე.. მე თანახმა ვარ..
-მოდის შენი ძმა.. – ქალმა ანიშნა თავით. მაშინვე შეუშვა ჩოგანს ხელი ბიჭმა, უდანაშაულოსავით გახტა გვერდზე.
-მოხვედი? – მხარზე ჩამოადო ხელი ნეგას. სველი ხელები შეიმშრალა მერე და პროვოკაციულად, გამიზნულად ჩაუარა ცოლს ასე ახლოს.
პირველად ისხდნენ ასე მშვიდად სავახშმოდ. ცივილური ზავი იყო დადებული ნეგასა და ბებიას შორის. შესაბამისად, მშვიდად იჯდა მაგიდასთან ლევანიც. ძალიან ბევრი ჭამა ტრადიციულად, მშვიდად და აუღელვებლად. ფარულად ათვალიერებდა თამთა ქმრის უნაკლო თითებს, კავკასიურ სახის ნაკვთებს, წარმოიდგინა როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი შვილი..
გააჟრიალა.
-სიდას როდის ჩამოიყვან, ლევან? – ქალბატონმა ესმამ გაიწმინდა პირი და შვილიშვილს მიაჩერდა.
-როცა მორჩება სწავლას. – მშვიდად უპასუხა.
-აქ ვერ ისწავლიდა?!
-აქ დასდევდნენ შენი შვილის მტრები და სადღა ეცალა. რა არ მოგწონს ახლა? – ნეგამ ვერაფრით მოითმინა მშვიდი ვახშმის ჩაშლა.
-ახლა ხომ არ არის არავინ.. რატომ უნდა იყოს უცხო მიწაზე?
-სამაგიეროდ სანდო ადამიანის ხელშია.
-რა გინდა, ბებია? – შეწყვიტა ჭამა ლევანმა და შეხედა ქალს თვალებში.-მითხარი პირდაპირ.
-ვერ ვხვდები, რა საჭიროა მისი იქ ყოფნა.. – „იქ“ ისეთი ზიზღით წარმოთქვა, თამთამ ლევანს დაასო მზერა. უნდა ეთქვა რამე.
-იქ.. სად?!
-იმ ქვეყანაში.
-იმ ქვეყნიდანაა შენი რძალიც. რამე საწინააღმდეგო გაქვს?-ყინულივით ცივი იყო მისი სიტყვები.
-ლევან.
-ამის გასაგებად მოხვედი? – თავი გადახარა გვერდზე.-თუ ერთხელ მაინც არ შეგიძლია მშვიდად დაჯდე ოჯახთან ერთად მაგიდასთან, კარგად იცი რაც უნდა გააკეთო.
-ლევან! – ხმა აიმაღლა ქალმა.-რატომ ბრაზდები?! მაინტერესებს, რა გეგმა გაქვს..
-რა გეგმა უნდა მქონდეს? სიდა თავისით გადაწყვეტს სად ურჩევნია ცხოვრება. აქ თუ „იმ“ ქვეყანაში…
-რა პრობლემა გაქვთ, ქალბატონო ესმა? – პირველად ამოიღო ხმა თამთამ. ლევანმა მშვიდად განაგრძო ჭამა.
-სიდას იქ ყოფნის საჭიროებას ვერ ვხედავ, შვილო, ამიტომ ვიკითხე. მაგრამ დამესივნენ ჩემი შვილიშვილები სვავებივით, რა საკვირველია!
-სიდა იქ ყველაზე უსაფრთხოდაა. ისწავლის და მერე თავად გადაწყვეტს რას იზამს. პატარა ბავშვი ხომ აღარ არის.
-ეს თავად გადაწყვეტა რას ნიშნავს? – გაეცინა მოხუცს.-რა უნდა გადაწყვიტოს სიდამ?
-ღმერთო ჩემო! – ნეგამ ხმაურიანად დადო ჩანგალი თეფშზე. ლევანი ისევ მშვიდად ილუკმებოდა. როგორ ეზიზღებოდა სიტყვების დახარჯვა ამ დიალოგზე..
-მართლა ვერ ვხვდები რატომ არის ტრაგედია სიდას თბილისში ყოფნა? თქვენ რა გედარდებათ, ქართველების გარემოცვაში თავისი ხალხი არ დაავიწყდეს?! თუ ქართულს რომ ისწავლის ეგ…? – უკანასკნელ სიტყვებზე ლევანმა ამოხედა ცოლს.
-ისწავლის?! – შეშფოთებულმა იკითხა მოხუცმა.
-რა თქმა უნდა, ისწავლის. თან აინტერესებს. – უფრო მეტად გააგიჟა ისედაც გადარეული მოხუცი. ლევანის თვალებს არ იმჩნევდა გმირულად.
-ბარემ დარჩეს იქ და იცხოვროს!
-მე ხომ ვარ აქ.. ხომ ვცხოვრობ.. მერე რა, ქალბატონო ესმა? – ჩუმად თქვა თამთამ.
-შენ გათხოვილი ხარ, თამთა.
რაღაცის თქმას აპირებდა თამთა, რაღაცის პასუხს, თუმცა იგრძნო, როგორ არ მისცეს ამის უფლება.
-არ გაბედო. – მოესმა ქმრის სიტყვები, იშვიათად რომ იმეტებდა ისეთი. ვერც გაბედა ამ კონფლიქტზე ხმის ამოღება. ეს იქნებოდა სამუდამო ტაბუ მათ ურთიერთობაში.
-უკაცრავად, – ფეხზე წამოდგა და ნელა გავიდა უკანა კარიდან ბაღში.
-არ უსმინო, რა.. – წამოეწია ნეგა. მიუჯდა ჰამაკზე. თვითონ დაარწია ფეხით და გაბუტულ თამთას წაეთამაშა ლოყაზე.-წავა ხვალ და დავისვენებთ! რას დადის ერთი, ვინ წაართმევს ამ სახლს..
-ოხ, ნეგა! რას გიშავებს?
-შენ ხომ გაგაბრაზა?
-არა. მესმის მე მისი.
-რა გესმის ერთი? რა ესაქმება სიდას ამბავში ვერ გავიგე? რა არ ასვენებს?
-ეგეთია.. – გაეღიმა თამთას.-უყვარს, ყველაფერს რომ თვითონ აკონტროლებს. როგორც შენ ძმას.
-როგორც ჩემს ძმას. – გაიმეორა თვითონაც.-მაგიტომაც ვერ აკონტროლებენ ის ორი ერთმანეთს.-გაეღიმა.-ბებია უბრალოდ ვერ უმკლავდება ლევანს..
-ხო..
-მართლა სწავლობს სიდა ქართულს?!
-დიახ!-ამაყად შეხედა ბიჭს.-მთხოვა არ მეთქვა, მაგრამ ვერ მოვითმინე. გაწუხებს შენც ძალიან ეს ფაქტი?
-შენ რატომ არ სწავლობ აფხაზურს? – ნიშნისმოგებით გახედა რძალს. ნეგასთვის სულ ერთი იყო რას ისწავლიდა სიდა.
-მასწავლე შენ!
-რას მიკეთებს ის? – თავით ანიშნა სახლისკენ.-დაგითმოს საღამოს ერთი საათი და გამეცადინოს.. თუ სხვა რამის პრაქტიკებს გადიხართ?!
-მაგალითად?-ჩააშტერდა თვალებში უტეხად.
-რა ვიცი.. ბიძა კი მინდა გავხდე.. ყველამ დაგასწროთ თან!
-შენღა მაკლდი! -გაჰკრა ხელი.
-რას ელოდები ერთი? ნახე რამხელა ეზოა.. აქ ვათამაშოთ ბურთი.. თან მანქანის ტარებას მე ვასწავლი..
-შენს მანქანაში ჩავსვამ მაგას ზუსტად!
-მანდ იჯდა მთელი ეშერას ახალგაზრდობა!
-კაი კაცო!
-თამთა დანელია, ცეცხლს ნუ ეთამაშები! – ორი თითი მიიტანა თავის თვალებთან, მერე თამთასკენ გაიშვირა.
-შენ რატომ იყავი გაბრწყინებული დღეს ეგ მოყევი! – გასწორდა კარგად ჰამაკში. მოემზადა მოსასმენად.
-კლიენტი და ცოლი ერთდროულად ვიშოვე!
-აუფ! ეგ როგორ?
-დავითისთვის დაურტყამს ვიღაც გოგოს. ეგ მოიყვანა. მაგარი ქაჯია, მარა.. – თვალი ჩაუკრა თამთას.
-მარა.. მოარჯულებ?!
-ხო, რა. ლამაზია.
-მაღალია?-ცალი წარბი აზიდა თამთამ.
-შენზე ოდნავ დაბალი. ნუ, შესაფერისია..
-მეტი?
-მკერდი აქვს, ც აქვს, მეტი რავი.. აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს.
-რა გაიძვერა ბიჭი ხარ!
-ხვალ უნდა ჩავაბარო გაკეთებული მანქანა. და პაემანზეც უნდა წავიყვანო. ჩემი მანქანით რომ წავიდეთ, ძალიან ხომ არ შევაშინებ?
-თავიდანვე არ აჯახო..
-არა, იცის უკვე, ჩემი როა.
-და მაინც მოგყვება პაემანზე?
-თამთა დანელია!!!
-ლევას სთხოვე და იმით წაიყვანე.
-იმას რამდენი რაღაც ვთხოვო, ბარემ მის სხეულში ხომ არ გადავსახლდე..
-კარგი იქნება. იქნებ, ცოტა გაიღიმოს! – დაისისინა თამთამ.-რა უნდა ჩაიცვა?
-ლევას ვთხოვ, რა პრობლემაა! – ბეჯითად წამოიძახა და გადაიხარხარა. თამთაც შეუერთდა მაშინვე, ნეგა იყო თერაპია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
-ნეგა.. – ისე სასიამოვნოდ გაწელა, ნეგამ თავი მიადო მხარზე.
-მეც ძალიან, თამთა. შენ.. მე.. აქაურობა.. შემაყვარე. ხომ გახსოვს, ნათელი წერტილი ხარ-მეთქი, გითხარი.. ზუსტად გითხარი მაშინ.
-მაშინ შენ ძალიან ბევრი რამ მითხარი.
-ისიც, რომ გაგიჭირდებოდა. მაგრამ ყველაფერი სწორად გააკეთე! მინდა, რომ ბედნიერი იყო და ეგოისტურად მინდა, რომ აქ იყო ბედნიერი.. ჩემს ძმასთან.
-მოვპარო მაგას თეთრი პერანგი თუ ვთხოვოთ მაინც?-დაიჩურჩულა და თვითონაც მიადო თავი.
-მაქვს მეც რაღაცები, მარა.. იმას უფრო კაი გემოვნება აქვს, ხო?
-ეგ აშკარად..
-თამთა დანელია!
-რას დაიჩემე ჩემი სახელი და გვარი!
-მოპარე ხო.. ის ნაცრისფერი გადასაცმელიც…
-კაი.. მაზუთიანი ხელებით არ წახვიდე, თორე მოგკლავ!
-მნახა უკვე.. შიშველიც.
ორი ყავის ჭიქა ეკავა ხელში ლევანს. ჰამაკში გადაწოლილ მეუღლეს მიუახლოვდა და თვითონაც მიუწვა გვერდით. ტრადიციულად მოიქცა მისი ფეხები თავისაზე, მისი თითებიც შეეხნენ ლამაზ, გრძელ ფეხებს. დააკავა ხელში მისთვის განკუთვნილი ყავა, თვითონაც მოსვა და პატარა ხის მორზე ჩამოდო მერე.
სიგარეტსაც მოუკიდა.
-ხომ არ ავდგე მე? – გაეცინა თამთას, იმდენ რაღაცას აკეთებდა ლევანი ერთდროულად.
თავი გაუქნია.
-შენი იდეა იყო?!
-რა იდეაზე ამბობ?
-სიდას ქართულზე. – გარკვევით გააჟღერა ორივე სიტყვა.-თუ დაჩის? – დაამატა, ეს უკვე ირონიულად.
-თავისი.
-ხოო?! – მოსვა ყავა, გააბოლა სიგარეტიც.
-დიახ.
-ძალიან ხომ არ დაინტერესდა ჩვენი გოგო იქაურობით.
-წინააღმდეგი ხარ შენც?
-არა, ისე ვკითხულობ. მიზეზი მაინტერესებს.. ასეთი სურვილების.
-ლევან. ნუ დამაბრალებ.
-არაფერს გაბრალებ. თუ გაქვს პასუხი, მიპასუხე, თუ არა, მე მივაგნებ როგორმე.
-რა მკაცრი ხარ! – მიაწვა ზურგით ჰამაკს. გადმოხედა გვერდულად მეუღლეს.
-ვის მიმართ?
-„ჩვენი გოგოს“. – გაუმეორა და სპეციალურად გაუღიმა ასე.
-სიდაზე ამბობ? – იმანაც მსგავსად ჰკითხა.
-ხო, აბა, სხვა არის ვინმე?
-არ ვიცი. ხომ არ არის?
-ლევან.. -დაისისინა.
-ყოველთვის ეგეთ პასუხს მიიღებ, როცა გამომიწვევ, ხო იცი? – გაეღიმა და საბოლოოდ გადადო ყავის ცარიელი ჭიქა. ახლა მხოლოდ სიგარეტი მის გრძელ თითებზე..
-შენც ისწავლე ქართული, არ გინდა? – სიფრთხილე და სითამამე ერთად იგრძნობოდა ამ კითხვაში.
-ცეკვა ხომ ვიცი. ახლა ენაც უნდა მასწავლო?!
-რატომაც არა?
-შენ ისწავლი ჩემ გამო ჩემს ენას? – მოსწია თავისკენ მისი სახე.
-ვისწავლი.
-ნუთუ?-ჩაეღიმა.
-ხო.. თან აფხაზური ქართველური ენაა და უნდა ვიცოდე წესით!
-არაა ქართველური ენა! – შეუსწორა მაშინვე.-იბერიულ-კავკასიურია. ქართველურია მეგრული, აფხაზური არა.
-შენ არ დამითმო მსგავსი რამ არასდროს.. მერე, იცი მეგრული?! – შეუტია თამთამ.
-მე რატომ უნდა ვიცოდე?! იცი შენ?
-ცოტა ვიცი. აფხაზებმა ძირითადად იციან და მაგიტომ გკითხე.
-ბებიამ იცის.
-სერიოზულად?! – ახედა შეშფოთებულმა.
-ხო, მარა არ საუბრობს. არ წამოეკიდო ახლა და არ ამაწევინო სახლი ჰაერში!
-არ ვაპირებდი! – ცხვირი აიბზუა.-ეს რუსული კიდევ.. იცი, რომ ჩვენთან ყველას ეზიზღება მაგათი ენა?
-ვიცი.
-და ის თუ იცი, რუსეთის ბრალი რომაა, ახლა შენ რომ არ იცი ქართული?
-თამთა..
-რა თამთა.. გიყვარს შენ რუსეთი?
-მე აქაურობა მიყვარს მხოლოდ.
-ნამყოფი ხარ სხვაგან? – გადაიწია მისკენ, მკლავი ჩამოსდო მუცელზე.
-საფრანგეთში ვცხოვრობდი ექვსი თვე.-გაეღიმა თამთას მზერაზე.-რა გეგონა, რომ აქაურობის გარდა სხვა არ მინახავს?!
-ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაცაში იყო საქმე.. რა გინდოდა საფრანგეთში? – გაახსენდა, როგორ ამახვილებდა ლევანი მის ფრანგულზე ყოველთვის ყურადღებას.
-ციხეში ვიჯექი. – ამ სიტყვებზე თვალები დაჭყიტა თამთამ.
-რაა?!
-არაფერი დამიშავებია. ვიღაცებს უნდა შევხვედროდი და იმიტომ.
-ვიღაცებს ვის?
-შენს ქართველებს.-გაეღიმა კიდევ ერთხელ.-ეს დაგამშვიდებს?
-დიდად ვერა! ექვსი თვე იჯექი მერე?
-არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ დიდი დრო დასჭირდა იქ შესაღწევად. მოკლედ.. რაღაც ბიზნესის ამბავი იყო.
-რომელსაც მე არ მომიყვები, რაღა თქმა უნდა..
-მამას სასტუმროს აშენება უნდოდა გაგრაში. მაგაზე სჭირდებოდა თანხმობა. ვისი მიწაც იყო, ეგ ტიპი იყო ციხეში და ვერავინ ეკონტაქტებოდა. უნდა შევსულიყავი.
-ქართველის იყო?!
-მათ შორის.
-ააშენა მერე?
-დღე დღეზე დასრულდება. დიდი პროექტია ძალიან. კარგი, ჭკვიანი, ლამაზი.. და განათლებული ადამიანი მჭირდება, რომ ჩაიბაროს.. ხომ არ იცი შენ ვინმე? – მაცდურად წაიღო ხელი მისი თმისკენ.
თამთამ.. თამთამ უბრალოდ სიტყვები ვერ იპოვა იმ წამს.
-სერიოზულად?!
-შენ ხომ გიყვარს შრომა? – უთხრა ჩუმად.-კანონიერი რაღაცები.. ხომ გიყვარს გამოპრანჭული სიარული.. მოკლე კაბებსაც ჩაიცვამ. წვეულებებსაც მოაწყობ. გინდა?!
-ლევან..
-მე არ ჩავერევი. არაფერში. არასდროს. დაგპირდი, რომ როცა მორჩებოდა ყველაფერი, იქნებოდი ისეთი თავისუფალი, როგორიც გინდოდა ყოველთვის.
-და მერე იქ უნდა ვუყურო რუს ტურისტებს.. ოხ, ჩემო საბრალო თავო!
-მარტო რუსები არ ჩამოდიან აქ!
-რა მნიშვნელობა აქვს!
-რატომ მეპრანჭები ახლა ძალით? – დაუკოცნა კისერი.-ზუსტად ვიცი, როგორც გინდა..
-ყველას ეცოდინება, ვისი ცოლი ვარ..
-რა გაქვს მაგის საწინააღმდეგო? – ჩააშტერდა თვალებში.
-არაფერი. ეგონებათ, რომ.. რაღაც პრივილეგიებით ვსარგებლობ.
-არ გკიდია მერე?!
-მძღოლი არ გჭირდებათ მანდ? ნეგა მოვაშოროთ იმ მაზუთებს!
-მაგას თავი დაანებე! ეგაა თავისი სამყარო!
-ხო, თან ვიღაცაც მოსწონებია.. – დაუფიქრებლად ჩაუშვა მეგობარი. ლევანმა წარბები შეჰყარა.
-გასაგებია ახლა სად მიაქვს ამდენი ფული.. ვინაა?!
-არ ვიცი ბევრი არაფერი. ცოლს მოვიყვანო.. – შეაპარა და გაეღიმა ლევანის აღელვებულ სახეზე.
-შენ რა გიხარია მერე?-თვითონაც დაუბრუნა ღიმილი.
-იმას გავაკეთებინებ ყველაფერს! – ფეხი ფეხზე გადაიჯვარედინა.
-ააა..
-ლევან, ნუ იცინი! ყველაფერს ვაკეთებ მე, რაც მინდა!
-ვიცი! გისაყვედურე ოდესმე?
-რომ გეცინება, ეგ უკვე ბევრს ნიშნავს.
-შენ ეგ მითხარი.. რაც თავიდან გკითხე.
-რა გინდა?-გაეღიმა თამთას.
-რა მინდა?!-აზიდა წარბები. ოდნავ ამოიწია და მოისვა ცოლი ფეხებზე.-ახლა თუ ზოგადად?
-ორივე პასუხს მოვისმენდი..
-ახლა იცი რაც. – აკოცა ყელზე.-ზოგადადაც.. ვიცით ორივემ..
-თუ ისევ მეტყვი.. როგორ ძალიან გიყვარვარ..
-რატომ, დაგავიწყდა? – აიყვანა ხელში და ასე აიარა სახლის კიბეები.
ღამე იყო მშვიდი, ბედნიერი და სასიამოვნო.
ნეგა თავის ოთახში იწვა სულელურად გაღიმებული. „კლიენტის“ მობილურის ნომერს დაჰყურებდა იდიოტივით. ძველი „ინსტაგრამიც“ განაახლა მის გამო. ეზიარა ცივილიზაციას. არ ესმოდა, როგორ აიარეს სიცილით კიბეები ოჯახის წევრებმა..
რაღაც ახალი დაიწყო თითქოს მათ ცხოვრებაში.
სიმშვიდე.
.
ძალიან გამოპრანჭული იდგა თამთა სარკესთან. როგორც იქნა, დადგა ის დღე, პატარა ლუკა რომ უნდა გაეცნოთ. თავისი საყვარელი, ტანზე მოყვანილი, მოკლე და შავი კაბა ეცვა. ფეხზე თეთრი კედები მოერგო. მაღალი ქუსლების გარეშეც ისეთი მაღალი იყო, ლევანმა კარგად ააყოლა თვალი. უნაკლო ცოლი ჰყავდა.
ოქროსფერი თმა ჩამოეყარა მხრებზე. საღამოს სუსტი მზის სხივები პირდაპირ მის ოქროსფერ თმას ურტყამდა.
ძალიან წითელი დაისი იყო.. როგორიც ალიონი იცოდა ხოლმე.
ერთად ჩაიარეს კიბეები. ეზოში რომ გავიდნენ, ნეგას უკვე გაეხსნა ჭიშკარი. ლევანის მანქანა გადაჰყავდა.
-სად მიგყავს ჩემი მანქანა? – გაკვირვებულმა ახედ-დახედა მის ტანსაცმელში გამოწყობილ ნეგას.
თამთამ ჩუმად ჩაიფხუკუნა.
-ან რას გამოპრანჭულხარ? ჩვენთან არ მოდიხარ?
-არა. სხვა საქმე მაქვს. – დარცხვენილმა შეხედა ძმას, მერე თამთას გადახედა შურისმაძიებლად.
-ჩემი ტანსაცმლით რა საქმეზე მიდიხარ? – მანქანის კარს დაეყრდნო იდაყვით ლევანი. ძალიან აინტერესებდა ამჯერად რას ხლართავდა ეს ბიჭი.
-ოოო, მათხოვე მანქანა, ლევა! ჩემით წადი შენ!
-იმით? – თავით ანიშნა.
-გთხოვ! – კისერზე მიიდო ორი თითი.
-სად მიდიხარ?!
-პაემანი აქვს შენს ძმას, პაემანი! – ჩაერია თამთა.
-მერე ვერ მთხოვე ნორმალურად?!
-მომერიდა! – გაიჯგიმა და გაუწოდა გასაღები.-ა, აიღე! არ მჭირდება! შენ კი, ქალბატონო.. გაჩვენებ როგორ უნდა ღალატი!
-მე რა შუაში ვარ! მეგონა, წახვედი უკვე!
-საღამოს მოდი ჩვენთან.-არ გამოართვა გასაღები და იმ ავტომობილისკენ გაემართა, ძალიან რომ ეზიზღებოდა. იქ მიუჯდა თამთაც. ძალიან სასაცილო იყო იმ მანქანაში ლევანი, ნეგამ ვერაფრით შეიკავა თავი.
-ძაან ნუ აგაზავებ, უჭირს რაღაც! – დააწია ბოლოს მაინც და გამხიარულებული მიუჯდა ძმის ავტომობილს. გუშინ ტყუილად კი არ შეაკეთა აბა!
-დაახვიე აქედან! – შუა თითი გამოუყო ძმას და თვითონ გავიდა პირველი.
-ძმა ხარ, ლევა, ძმა! – არსაიდან ყვიროდა გადარეული.
-საწვავი მაინც ჩაესხა.. – დაისისინა ლევანმა.-რა ნაგლია ტიპი!
-ოო, აპატიე! ვერ ხედავ რა მონდომებულია?
-ჩემი მანქანით მოუნდა მარიაჟობა? რატო არ წავიდა ამით?
-რას ერჩი ამ მანქანას. მშვენივრად მივდივართ!
-ჩამოუწიე მაგ კაბას.. თორემ ვეღარ წავალთ მშვენივრად. – მაშინვე იტაცა ხელები კაბის ბოლოებზე.-თან აქ ხომ აღარ დევს ნემსი და ძაფი..
-აა, ხო.. – თავი დაუქნია თამთამაც.-ბავშვისთვის რომ არაფერი მიგვაქვს? – შუბლზე იტაცა რეტიანივით ხელი.-სულ დამავიწყდა!
-ვიყიდე მე უკვე.-ხმადაბლა უპასუხა და პარკი შეაჩეჩა ხელში.
-როდის?!
-დღეს. ვიცოდი, რომ დაგავიწყდებოდა.
-რა იცოდი?! გამომრჩა უბრალოდ. არ ვარ მე უყურადღებო.. – ვერაფრით აიტანა ეს შენიშვნა თამთამ. რატომღაც… ძალიან მოუნდა მისთვის დამტკიცება, რომ მსგავსი რაღაცები მნიშვნელოვანი იყო. რომ ბავშვისთვის არ დაავიწყდებოდა რაღაცის ყიდვა…
ხაკისფერი კომბინიზონი იდო ყუთში, ჩვილის. გული მოეწურა. ხელებში როგორც კი მოიქცა, წარმოუდგენელი და უცხო შეგრძნებები დაეუფლა.
-ქეთის საჩუქარი ხომ მოგაქვს? – ხმა ჩაიწმინდა ლევანმა.
-კი.. დემნასთვისაც მომაქვს რაღაც. მარა შენ არ გაჩვენებ.-ლამის ენა გამოუყო ქმარს.
-რატომ?
-ისე. პირადულია.
-კარგი. – გაეცინა ლევანს.
ნეგას სამმეტრიანი ღვედი ძლივს გაიკეთა თამთამ. მაგნიტოფონს ეწვალა დიდი ხანი, მისი ნატრაბახევი „ბლუთუზი“ ვერსად იპოვა. ბოლოს ლევანმა გააშვებინა ხელი, როცა არაფერი გამოვიდა. ჩუმად და წყნარად იმგზავრეს. ზღვაზე ნელ-ნელა ჩადიოდა მზე..
ამ ქალაქს იმედის სუნი ასდიოდა. ისეთი ხელშეუხებელი და სუფთა იყო, შესადარებლად არ მოიძებნებოდა არც ერთი სხვა. ბევრი ხალხის გარეშე, ბევრი მანქანისა და კორპუსების გარეშე, ლამაზი და ბუნებრივი იყო იქაურობა, ადამიანური აღქმა საკმარისი არ ყოფილა მის გასაანალიზებლად.
სუნი ხომ თავისებური ჰქონდა.. და ის ზღვა?! უძირო და მიუწვდომელი, ასეთი ნანატრი და ახლობელი. ზღვა, რომელიც შორი და მოსაფერებელია.. ბევრისთვის შეუძლებელს უყურებდა თამთა გზა და გზა. ეს მიწა ხომ მისი იყო?! არადა, როგორ უმტკიცებდა წინათ ლევანს, რომ არა.
ამ მიწის შვილი იყო ზუსტად. ამ ქალაქის ღირსეული პატრონი.
დემნას სახლი რომ გამოჩნდა, ნოსტალგია მოაწვა თითქოს. არასდროს ხომ არ ყოფილა აქ, მაგრამ ისეთი აურა ტრიალებდა, თითქოს დიდი ხანია, რაც იცოდა ამ ადგილის შესახებ. გამოჩნდა მისი ბაღი, გალავანი, დაცვის ბიჭები ეყენა კარებზე.. ოხ, დემნა! მისი წესები ძველებურად უცვლელი იყო, ბავშვის მერე მით უმეტეს!
დაცვის ბიჭები თავის დაკვრით მიესალმნენ სტუმრებს. ეზოში შემოეგებათ ხელებგაშლილი და მონატრებული ირმა. გულში ჩაიკრა ჯერ თამთა, მერე ლევანი. ყველა თავისი შვილი ერთ ადგილას ეგულებოდა.
-მოდით, შვილებო, მოდით! – დაუკოცნა სახე მათ.
სახლის კარებიდან გამოვიდა ოჯახის უფროსი.. მათი ძვირფასი მეგობარი..
-თუ დადგა ეს დღე, აწი არაფერი მომკლავს! – ხელები აზიდა მაღლა დემნამ. ღიმილმა გაუპო სახე. მამობას სხვანაირად ბედნიერი გადაექცია მისი მუდამ წარბშეკრული და დაძაბული სახე.
-თან რითი მოვედით, თუ შეამჩნიე? – თამთამ მხიარულად ანიშნა ჭიშკართან მიყენებულ მანქანაზე. გადაიხარხარა დემნამ.
-სადაა პატრონი თვითონ?
-არ მკითხო.-ხელი აიქნია ლევანმა, გააგრძელა გზა.
სახლში დიდი ჟრიამულება დახვდათ. გაშლილიყო სუფრა სტუმრების დასახვედრი. ყველას მოეყარა თავი. ქართველებისა და აფხაზების მეგობრობა დაიარებოდა სტუმრებს შორის.
ქეთის ხელში ეკავა პატარა ლუკა. შეფუთულ ბავშვს ძლივს უჩანდა სახის მოყვანილობა, მამის შავი თვალები.. გაეღიმა თამთას ბავშვის დანახვაზე. დაუფიქრებლად წაიღო თითები მისი ლოყისკენ, მიეფერა. ქალის ნეკა თითი მუჭში მოიქცია ლუკამ, ცოტა ხანი არ გაუშვა ხელი თამთას.
ლევანი ისეთი სიზუსტით აკვირდებოდა, როგორ ექცეოდა ჩვილს თამთა, კანი ეწვოდა თამთას. იცოდა, უყურებდა.. იცოდა, გამოცდიდა მას. ხელში აიყვანა პატარა ლუკა თამთამ. ფრთხილად და მოზომილად გადმოაბარეს ბავშვი, ზევიდან დაჰყურებდა ახალ სიცოცხლეს..
-როგორი.. სიმპათიურია! – გაეცინა საკუთარ სიტყვებზეც.-ძალიან საყვარელია, ქეთი!
-ჰო.. თან რა მშვიდია.
-არ გგავს შენ. – დემნას უთხრა გამომწვევად.-დედის სახე აქვს!
-გეგონოს. – დაიმუქრა დემნა.-ვისი თვალები აქვს?!
-დადიანების! – ჩაერია ირაკლი და ბავშვს წაეთამაშა ცხვირზე.
-არანაირად! – თითი დაუქნია დემნამ. თამთას ხმაურიანად გაეცინა და კინაღამ გაუვარდა ხელიდან ბავშვი. ისეთი თბილი იყო, არ უნდოდა არავისთვის დათმობა. ყველა თავისკენ ექაჩებოდა თითქოს, ყველა რაღაცას ლაპარაკობდა.
მხოლოდ ლევანს დაუთმო, როცა მოვიდა მის ხელში ასაყვანად. მათი თვალები გადაიკვეთა ბავშვის გადაბარებისას. ბევრი რაღაც უთხრეს ერთმანეთს, მრავალი გრძნობა გაიცვალა ბავშვის გაცვლის პროცესშიც.. თავის გრძელ თითებში მოიქცა ნათლული ლევამ. ისე შეხედა, როგორც პირველად საავადმყოფოში. მაშინაც ასე მოეფერა ლოყაზე.
ახლა თამამად აკოცა მკლავებზე. თამთას სუნთქვა შეეკრა. როგორ… უხდებოდა შვილი! როგორ უფრთხილდებოდა, როგორ უყურებდა ასე საერთოდ?!
-იდეალური მამა იქნები.-ვერ მოითმინა ქეთიმ და პირდაპირ უთხრა ლევანს.
-ნათლიაც არანაკლები.. – მშვენიერი ანნაც გამოჩნდა და გაიპრანჭა თავისებურად სტუმრებს შორის.
-მამიდა გახდი, ქალბატონო? – დაარწია ბავშვი, თან ანნა გამოაჯავრა.
-დიახ. – ამაყად გაიჯგიმა გოგონა.
-ბატონი ნეგარი სადაა ერთი? – დათოც გამოჩნდა, ამჯერად გაღიმებული და დამშვიდებული.-რატო ამახია მოტო, ხომ არ იცით?
ლევანმა თამთას გახედა მაშინვე, იმან მხრები აიჩეჩა.
-ელენე სად არის, დემნა? – მოიკითხა ქეთის მეგობარი ლევამ. დათომ უცნაურად გაიხედ გამოიხედა.
-თბილისშია ცოტა ხანი. ახალწელს ჩამოვა ისევ. არ ეტყობა ამას სადაა ელენე, – ხელი ჩამოსდო დემნამ დათოს. ჩუმად ჩაეცინა თამთას. გასაგები გახდა ყველაფერი.
-შვილიანი ხალხი რა დღეში ვართ… – წაისისინა დათომ და სიცილით გაეცალა მათ. თამთამ ჩუმად გააყოლა თვალი ყველას. ბოლოს სახლის დიდ აივანზე გამოვიდა.
ალბათ, როგორ უყვარდა ქეთის აქედან გადახედვა. ხედი იყო პირდაპირ ლიმონის პლანტაციებზე, ციტრუსის მწარე სუნი გამხმარი ხეებიდანაც კი იგრძნობოდა. მარადმწვანე ნაძვებს აეკლოთ იქაურობა. რა სასიამოვნო სურნელი იღვრებოდა..
-მოგეწონა ჩემი სახლი? – გამოვიდა სახლის პატრონიც აივანზეც.
ელოდა ამ საუბარს თამთა.
-ძალიან ლამაზია. თითქოს ნამყოფი ვარ აქამდე. როგორია შვილი?!
-ოო, საინტერესოა! – გაიღიმა დემნამ.-ბიჭის მამობაა ცოტა სახლაფორთო.. თან აქ. მარა არაუშავს. ტყუილად კი არ მყავს ესენი.-თავით ანიშნა შიგნით. ლევანი და ირაკლი ცალკე ლაპარაკობდნენ რაღაცას.
-ანუ, ძირითადად აქ გაიზრდება? – მოარიდა თამთამ თვალი, როცა ეს კითხვა დასვა.
-თავის მშობლებთან გაიზრდება. რა იყო, თამთა?
-არაფერი.. გიყურებთ და ისე შეგუებულები ხართ აქაურობას, ცოტა მიკვირს და მიჭირს. მინდა მეც გულცივი ვიყო ყველაფრის მიმართ..
-გგონია მარტივია? – ხელი დაადო აივნის მოაჯირს დემნამ.-შენ გგონია, რომ მე ღამე მშვიდად მძინავს და სინდისი არ მაწუხებს, თამთა? მე იმდენჯერ ვკვდები, რამდენჯერაც ჩემი და შფოთავს ღამე, დაძინებისას..
-რატომ არ ბრუნდები თბილისში? – თვალებში ჩახედა კაცს და ის სიტყვები სამუდამოდ ჩაიმარხა გულში, რაც გააჟღერა წეღან დემნამ.-ვერ დავიჯერებ, რომ შენი გავლენები არ წვდება თბილისს.. ხომ შეგიძლია მანდ უპრობლემოდ ცხოვრება.. რატომ არ მიდიხარ?
-მე აქაურობის ნაწილი ვარ უკვე.
-არ გენატრება მაინც?!
-როგორ არა.-გაეღიმა და გასაგებიც გახდა, როგორც ენატრებოდა.-არ შემიძლია დავტოვო ის ადგილი, რომელმაც გასაჭირისას მიმიღო. არც კი მახსოვს ის დღე, რომელიც აქ არ გამიტარებია. თბილისში გგონია გავძლებ?-გაიღიმა კვლავ.
-მაგრამ ხომ დადგება ერთ დროს ის დღე, ყველანი ერთად იქ როცა ვიქნებით..
-და მეტეხის ტაძარში დავიწერ ჯვარს.. – დაასრულა და გაეცინა დემნას საკუთარ სიტყვებზე.-აუცილებლად დადგება ის დღე. ლუკა მოესწრება.
-ხოო.. ლუკა მოესწრება.
-შეიძლება თავადაც გახდეს იმის მიზეზი, რომ ასე იყოს ეგ ყველაფერი. რა გაწუხებს, თამთა?-მიუახლოვდა გოგონას და დააკვირდა კარგად.
-რა ვიცი.. ალბათ ყველაფერი. ის, რომ ეგეთია.. – ლევანისკენ ანიშნა.-ისეთი.. სრულყოფილი. ეგ მაწუხებს. არ დაიმსგავსოთ თქვენ ლუკა. არ აცხოვრო იმ ცხოვრებით, რაც თქვენ გაქვთ.
-შენ იცი, რომ მე ორი ადამიანის სიცოცხლე მადევს კისერზე? – ისეთი სხვანაირი იყო ეს ხმა, თამთას დაუარა რაღაცამ ტანზე.
რაღაცები იცოდა მასზე, მაგრამ მისგან არა.
-რაღაც მასეთი ვიცი, კი.
-მერე? – შეხედა ქალს.-რას ფიქრობ, არ უნდა მყავდეს ქეთი გვერდით?
-ეს რა შუაშია!
-შენ ასეთი ქმარი გყავს და კიდევ ყოყმანობ. მე საერთოდ არ ვყოფილვარ მაშინ ცოლისა და შვილის ღირსი..
-დემნა..
-საუკეთესო ქმარი გყავს და ნუ დაუშვებ შეცდომას. შემოდი ახლა შიგნით. – ანიშნა ხელით, თუმცა პარკი შეაჩეჩა ხელში დემნას.
-რაღაც მოგიტანე.
-რა არის?!
ბოთლი რომ ამოიღო სასაჩუქრე პარკიდან და მასში წითელი „ქინძმარაული“ ამოიცნო, ხმაურიანად გაეცინა. ცალი ხელით მიიხუტა თამთას გაბრწყინებული სახე, თვითონაც ვერ იკავებდა თავს.
-ოხ, თამთა! საიდან მოიტანე?
-დაჩის ჩამოვატანინე. სპეციალურად შენთვის..
-წამოდი, გავასინჯოთ შენს ქმარს! ვაზიაროთ ნამდვილ კულტურას..
ღიმილით შეუერთდნენ შეკრებილებს, მაგიდასთან სხდებოდნენ უკვე.
მხოლოდ ლევანის ჭიქაში დაასხა თამთას მოტანილი ღვინო დემნამ. მას დაალევინა ყველა თითქმის. ყაყანებდნენ მაგიდასთან, ვინ ვის რაზე ეხუმრებოდა ვერავინ გაიგებდა. ქეთიც ერთვებოდა შიგადაშიგ, გაღვიძებულ ლუკას არწევდა ზოგჯერ. თამთამაც გაისველა პირი სასმლით. ქმარს ეჯდა გვერდით. ვერ ხედავდა მის თვალებს ხშირად, მაგრამ გრძნობდა ნამთვრალევ თითებს ფეხებზე, ტუჩებს მხრებსა და ლოყაზე.
სურნელი ჰქონდა არაამქვეყნიური ამ კაცს.
-როგორ მოგეწონა ქართული ღვინო? – უჩურჩულა მეუღლეს და პროვოკაციულად მიადო კისერთან ტუჩები.
-ტკბილია.. როგორც ქართველი ქალი.
-ხოო?!
-როგორც შენ.-თვითონაც მსგავსად მიაწება ყელზე ტუჩები. მთვრალი იყო უკვე.-ნუ მეკეკლუცები, თორემ ხო იცი მიყვარს მაგიდასთან შენთან თამაში.. თან მთვრალი ვარ..
-მე არ მეშინია, შენც იცი ეგ..
-რისი არ გეშინია, ქალბატონო თამთა? – წაასრიალა ხელები და ფეხზე მოუჭირა შიგნიდან.
-შენ რომ მთვრალი ხარ.. და გიყვარს ჩემთან თამაში..
ორივეს ერთდროულად გაეღიმა. თავი გადააქნია რამდენჯერმე ლევამ, ისეთი უბრალო იყო იმ საღამოს თამთა, ბევრჯერ უნდოდა ეკოცნა მისი მარწყვისფერი ტუჩებისთვის. ამ წარმოდგენებში იყო, ნეგა რომ შემოვიდა უჩვეულოდ გაფითრებული სუფრასთან.
-ვააა! – დემნა წამოდგა ფეხზე.-ვინ მოსულა! სად იყავი ამდენ ხანს? შემოდი!
-მარტო არ ვარ! – ცოტათი გაიღიმა და მიიხედა უკან.
-ვისთანაც არ უნდა იყო, მოვიდეს ისიც! – მივიდა მათთან დემნა.
-შემოდი, – გაიწია ნეგა და გამოაჩინა ჟღალთმიანი გოგონაც. დათომ იცნო თუ არა, გიჟივით აზიდა წარბები.
-ამ ალქაჯს აქ რა უნდა?!
-დათო! რა ამბავია? – დემნამ გაშალა ორივე ხელი.-მობრძანდით!
-გაიცანით, ეს ლინდაა. ჩემი მეგობარი.
-აბა რა, აბა რა! – თავი დააქნია მთვრალმა დათომ და გულახდილად გაეცინა.-ესეთი გამოპრანჭული არემონტები ჩემს მოტოს? – შეავლო თვალი ლევანის ტანსაცმელზე.
-დამიმშვიდდი ერთი შენ! – ხელი დაადო მხარზე თავის ძმას ირაკლიმ.-რას გაიგიჟე თავი?
-მაცა, ვეღადავო!
-მოგივლი, – თითი დაუქნია ნეგამ და მიპატიჟებულ სკამზე ჩამოჯდა. გვერდით მოისვა გოგონაც.
ლევანს გაჰხედა მორიდებით უმცროსმა ძმამ. რაღაც აწუხებდა შიგნიდან. არასწორად ხომ არ იქცეოდა?! იქნებ, არ იყო ეს ლამაზი საქციელი?! ხომ არ შეტოპა ან იჩქარა..
-არ გაგვაცნობ ჩვენ? – ხმა ჩაიწმინდა ლევამ. ნეგამ ლოყაზე იკბინა შიგნიდან.
-ეს ჩემი ძმაა, ლევანი. დღეს რომ გიყვებოდი. ის მისი ცოლი, თამთა.
-სასიამოვნოა. – უთხრა თამთამ.-ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა. – დაიმორცხვა და მერე ლევანს შეხედა უხერხულად. თითქოს რაღაცას ელოდა მისგან.
-ხომ დალევ? – ჰკითხა კაცმა და პასუხს რომ არ დალოდებია, ისე ჩამოუსხა ღვინო.
-არა..
-კი.. – შეეწინააღმდეგა მაშინვე ლევა.-შენი პარტნიორიც დაგვილევს ცოტას, არა?
-საჭესთან ვარ მე.-ხელები გადასდო სკამის საზურგეებს ნეგამ. ძმის გასაღები აუფრიალა ყველას თვალწინ.
-შენი აფერისტი… – დაემუქრა მაგიდიდან დათო.
-გავაძვირებთ მომსახურეობას, ბატონო დავით!
-გავაძვირებთ ქირას, – თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
-აუ, ეს ორი იდიოტი მოაშორეთ მაგიდას! – შეწუხდა ირაკლი.
-სადაა შენი ნაგიჟარი შეყვარებული?! – მოიკითხა ანნა ნეგამ.
-აქ ვარ და მესმის…
-გესმოდეს.. მოდი, მეორე შენნაირ ალქაჯს გაგაცნობ.
-მეც მესმის სხვათა შორის.
-გესმოდეთ.. გესმოდეთ… სადაა ლუკა ბატონი?! შემახედეთ მეც!
-მოვწევ და შემოვალ. – ფეხზე წამოდგა ლევანი და თან გაიყოლა რატომღაც ცოლი. მოიტოვეს აყალმაყალი, ერთმანეთის გამასხარავება, ეზოში გამოვიდა ორივე.
ვარსკვლავებით გადაჭედილიყო ცა. ზაფხულის უკანასკნელი დღეები ჩაენაცვლებინა შემოდგომას. ჯერ კიდევ თბილოდა, ჯერ კიდევ აკაციების სუნით იყო გაჟღენთილი ჰაერი. ირმა ლაპარაკობდა ტელეფონზე. როცა დალანდა თავისი ბავშვები, ღიმილით მიუახლოვდა ორივეს.
ლევანი სიგარეტს ეწეოდა, თამთას მას ეყრდნობოდა. ისიც კარგად შეზარხოშებული იყო.
-აქ დაიწყო.. და აქ დამთავრდება. – თქვა ჩუმად ირმამ, ლევანს გაუშტერა თვალი.
-რა?! – ვერაფერს მიხვდა თამთა.
-უთხარი, ლევან.. – მკლავზე მიუთათუნა კაცს და შიგნით შევიდა. რა სხვანაირი თვალები ჰქონდა ქალს, ბედნიერებითა და სიყვარულით სავსე.
გუმისთა აღრიალდა შორს, ეშერაში. ზღვის შხეფები მოხვდათ ორივეს თითქოს. ციდან ვარსკვლავებიც ჩამოცვივდნენ ლამის.
-ძალიან დავთვერი, – სახეზე მოისვა ხელები. ბაღის სკამზე ჩამოჯდა და მოისვა ცოლიც.
-ხოო, გრადუსიანია ქართული ღვინო!
-ქალიც! – გაეცინა.-შენ განსაკუთრებით..
-ლევან. – შეუცურა თმაში ხელი. მიადო შუბლი შუბლზე. ახლა ძალიან უნდოდა ყველა ის სიტყვა ეთქვა ქმრისთვის, რაც გულში ჰქონდა.
-მითხარი, თამთა.. მითხარი..
-თბილისში ხომ წავალ ხოლმე..
-რა თქმა უნდა.. უპრობლემოდ.
-წამომყევი ერთხელ.
-ერთხელ წამოგყვები.-ჩაეღიმა.
-განახებ, რა ვერ მეთბობა ასე ძალიან.. მიხვდები, შენ გამო რაზე ვამბობ უარს.
-ჩემ გამო არა. ჩვენ გამო.-ტუჩზე აკოცა ფრთხილად. ლამაზად ჩასწია ხელი მის ზურგს უკან, ფრთხილად მიეფერა ხერხემალზე.
-იქნებ, შევრიგდეთ ჩვენც ოდესმე.. და აღარ მოგვიწიოს რაღაცების დათმობა. არ გინდა ჩემთან შერიგება, ლევან? – კალთაში ჩაუჯდა ქმარს. ღრმად გაეღიმა კაცს.
-ვერ მაცდუნებ.. და არც შეგირიგდები.
-ბევრს დაკარგავ მაგით.. მარა არაუშავს. მე ისედაც საკმარისი ვიქნები შენს ცხოვრებაში.
-შენ შემარიგებ? შეძლებ?
-შენი ცოლი ვარ, ეგ უკვე საწყისია ჩვენი შერიგების..
-ვერა, თამთა.. – ღიმილით გადაუწია თმა სახიდან.
-ომი თუ დაიწყება, ჩემი ქვეყნის მხარეს ვიბრძოლებ.. შენ სადაც არ უნდა იყო, არა აქვს მნიშვნელობა.
-მეც ჩემი ქვეყნის მხარეს ვიქნები… მაგრამ შენ სად იქნები მაგას ექნება ჩემთვის მნიშვნელობა.-მხარზე მიაწება ტუჩები.
-საზიზღარი ხარ… – თავი ჩამოადო თამთამ.
-და ომი არ დაიწყება.. – კარგად დაათვალიერა ცოლის სახე.
-მეც მშვიდობიანი შემოერთების აზრზე ვარ..
-თამთა! – ნამთვრალევს ეღიმებოდა თამთას ბრძოლაზე.
-სადაც არ უნდა იყო.. რომელ მხარესაც არ უნდა იდგე.. მტრად მთვლი თუ არა, მე მაინც მეყვარები, ლევა.
-ისევე როგორც მე. – დაასრულა თვითონაც და ბოლოჯერ მიაწება მუცელზე ტუჩები.
სპეციალურად.
…………………..
ნეგამ დააგდო სამზარეულოს მაგიდაზე პარკები. ერთს თამთა ეწერა, ერთს ნეგა და ერთსაც ლევანი. თამთა ჩამოსრიალდა კიბეებიდან, სამსახურში მიიჩქაროდა, დღეს უნდა გაეხსნა სასტუმრო ზარზეიმით.
-რა ხდება, ნეგა?
-კურიერმა მოიტანა, რაღაც ამანათებია.
-რა ამანათები?! – ლევაც შემოვიდა და შეათვალიერა კოლოფი.
-ყველაზე დიდი ჩემია, დაგასწარით! – წაეპოტინა თამთას ყუთს ნეგა. დაუკითხავად გახსნა და ულამაზესი გრძელი კაბა რომ ამოჰყვა, უგულოდ დააბრუნა.
-ვისგანაა? – წარბები აზიდა ლევამ. მერე თავიანთ კოლოფებსაც ახადეს თავები. ნეგას შეპირებულები პიჯაკი დახვდა, ლევანს მისი საყვარელი ნაცრისფერი პერანგი..
‘’ALISA“ – დიდი ასოებით იყო გამოსახული ბრენდის სახელი.
ყველას გაეღიმა.
…………………..
პირველად რომ აღებინა იმ დღეს, მთელი დღე გაჰყვა შიშის ემოციები. ვერ უთხრა ვერავის, მხოლოდ სიდას გაანდო მობილურიდან. იმდენი ეხვეწა სიდა ექიმთან მიდიო, მაინც არ დაუჯერა.
მეორედ როცა აღებინა, საჭმელს ჭამდა სამსახურში. ადრიანად აპირებდა წამოსვლას, დემნა შემოხვდა კარებთან. მის სანახავად იყო მოსული. ხელში ტკბილეულების ყუთი ეკავა და კრუასანების გამაგიჟებელი სურნელი ამოდიოდა. მაშინაც ვერ შეიკავა თამთამ თავი. პირზე მიიდო ხელები და გაექანა საპირფარეშოში. უკან გამოჰყვა დემნაც. დაუკითხავად შეგლიჯა კარები, თმაში წაავლო გოგონას ხელი და სადღაც მიაგდო ის ავბედითი ტკბილეული.
-რა გჭირს? – ყელი დაუჭირა. თვითონ მობანა პირიც.
-შენი აზრით?-ატირებულმა შეხედა კაცს თვალებში.
-იცის?!
-არა!
-იყავი ექიმთან?
-არა! იქნებ..
-წამოდი ახლავე! სახუმარო გგონია?!
-აუ, დემნა..
-რისი გეშინია? არაა დრო უკვე?
-ვითომ რატომ!
-რა ვიცი! ერთი წლისაა ლუკა, ბებერი არ გამოჩნდეს მერე მის ფონზე..
-ნუ მასხარაობ რა!
-გააფრენს ჩემი ძმაკაცი! მე უნდა ვახარო!
-გეგონოს! მე თვითონ ვეტყვი!
-ვიღაცა თავს დებდა სასიკვდილოდ, არ მინდა შვილიო..
-დემნა აფხაზავა!!!!
-გამოადგი ფეხი, მე ლევანისნაირი ფრთხილი კი არ ვარ. ფაიფურის თოჯინასავით არ მოგექცევი.
-მეშინია! – დაატყაპუნა ხელები მანქანის სავარძელზე.
-რისი, გოგო?!
-რა ვიცი! იქნებ, მოვიწამლე მართლა?
-ამდენჯერ? – გადააქნია თავი კაცმა.-მეტი არ მინდა გოგო არ იყოს.. მერე მართლა გადავწვავ ყველაფერს..
-ის საერთოდ..
-ის გადაწვავს კი არა… – გაეცინა კაცს.-აუ, მაგას რა გაუძლებს?! კარგად გაკოცებ ახლა, თორემ ვინ გვანახებს შენს სახეს მერე?
-ვითომ რატომ?
-არ იცი რანაირია? მოგიფრთხილდება. თან როგორ.
-არ შემომყვე ახლა!
-აბა, აბა! – რა თქმა უნდა აედევნა კუდში.-და მაგათთან შეგიშვებ მარტოს შენ.. ჯერ არ დამვიწყებია, რაც გამიკეთეს!
-არ შემოხვიდე! მრცხვენია! – კართან გაჩერდა თამთამ. დემნას გულახდილად გაეღიმა.
-არ შემოგხედავ. იქ ვიქნები უბრალოდ. ლუკას გეფიცები.
-გაუგონარი, თავნება კაცი ხარ!
-შედი, შედი!
…………………..
-შენ რატომ არ ხარ სამსახურში? – ახედ-დახედა ცოლს. უჩვეულოდ აღელვებულს.
-რა ვიცი. ეგრე მომინდა.
-მიზეზი?-მიუახლოვდა და პროვოკაციულად დაუდგა ეგრე ახლოს.
-კარგი უფროსი მყავს..
-ცუდი უფროსი გყავს..
-ამ წამს კი.
-თქვი ახლა! რა ხდება?!
-ვიცოდი, რომ სახლში იქნებოდი დღეს და დავრჩი.
-გენატრები?! – მაცდურად გაუხსნა ორი პერანგის ღილი.
-მე ხომ სულ მენატრები, დაგავიწყდა?
ჩაუხსნა ბოლომდე პერანგი. გადაუწია მხარზე. გაათავისუფლა ზედმეტი ქსოვილისგან. მერე ქვედაბოლოს დახედა, ცოლსაც გაუსწორა თვალები.
-მითხარი..
-გააგრძელე და გეტყვი..
-ოხხ, თამთა! – გადააქნია თავი. მოაცილა მის ფეხებს ქვედაბოლოც.
მუცელზე აკოცა. და გამოხედა.
-ლევან..
კიდევ ერთხელ აკოცა მუცელზე.
-თქვი..
თმაში შეუცურა ხელი და ახლა თვითონ აკოცნინა. მერე ჩაიწია მასთან, შიშველი. ვერაფერი უთხრა იმაზე მეტი, ვიდრე აჩვენა ხელით. თავი ჩახარა კაცმა.
-შენ მზად ხარ? – ეს თქვა პირველი.
-ხომ იცი, რომ კი. შენ?
-პირველივე წამიდან. შენი დანახვის. – ჩაეცინა და ოქროსფერ დალალებზე მოქაჩა ოდნავ.-მხოლოდ შენნაირი პატარა ქალბატონისთვის ვარ მზად ოღონდ..
……….
-მამიკო.. – ყელზე გაეხახუნა ოქროსფერი თმა ლევანს. პატარა, ლურჯთვალა გოგონა ამოხოხდა გულ-მკერდზე და ლოყაზე აკოცა კაცს.
-ხო, მამა..
-რატომ მელაპარაკებით შენ და დედა სხვადასხვა ენაზე..
…………….
-დედა!
-გისმენ, ევა!
-ბიძიამ ცოლი მომყავს და დედაშენს უთხარიო.
-მთლად გაგიჟებულა ეგ!
-ამას გიპასუხებს და უთხარი, რომ არ ვხუმრობო.
………………
-შენი მშობლებიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, ლუკა?!
-მხოლოდ ზოგჯერ. როცა მამაშენი მოდის ჩვენთან. რატომ, ევა?
-ისე, უბრალოდ.. მაინტერესებდა.
………………..
წითელი ალიონიც გამოჩნდა.
გუმისთაც აღრიალდა ახლოს.
ზღვა იყო საოცრად მუქი ლურჯი. რიწის ტბას ედო მწვანე, ჭაობისფერი.
შეიყარა ეს ხალხი ისევ ერთად. ისევ შერიგდნენ თითქოს.
დასასრული.



........

და აი, ჩვენც აქ ვართ. ❤
ეშერაში ცხოვრება საბოლოოდ დასრულდა. ეს გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ ერთად, ისეთი სხვანაირი იყო.. თქვენთან ერთად ყოველთვის უკეთესია ხოლმე, როგორ მიყვარს ჯგუფი ყირაზე რომ გადადის,(აქაც ათიათასი მადლობა ჩემი ჯგუფის წევრებს <3 ) როცა ახალ თავს ელოდებით და მეც ზოგჯერ რომ გაწვალებთ... ახლა ხომ სხედხართ მშვიდად? :დ ❤ ცოტა გაგაწავლეთ, გალოდინეთ, ვიცი, რომ გაცინეთ და გატირეთ ერთდროულად ❤ მოკლედ, მადლობა. თქვენ გარეშე ეს ყველაფერი ვერ შედგებოდა!
ეშერა.. ეს არის ის ისტორია, სადაც ისეთი თავისუფალი ვიყავი.. იმდენად ჩემია ეს ისტორია, რომ ყველაფერი დავწერე, რისი დაწერაც ოდესმე მინდოდა, თუნდაც სხვა ისტორიებში. "შერიგებაში" არ ვყოფილვარ ასე, იქ არ მომინდომებია იმდენი, რამდენიც აქ ???? ის სიამოვნება, რომელიც მე ამის წერისას მივიღე.. თამთას შექმნისას... ლევანის, როგორც აფხაზი კაცის სიმბოლოს, ძერწვისას... ლევა ხომ კარგია?! ხომ გიყვართ ყველას, მარა ხომ ძალიან აფხაზია?! როგორ ამბობს "არას!" შერიგებაზე, მაგრამ როგორ ჰყავს ყველა ქართველი გვერდით.. როგორ გაწირა თავი მის გამო დემნამ, თამთამ, ნეგამ.. ყველამ. ის ამას ხედავს, ხომ მეთანხმებით?! იცის, რომ როცა ეგეთი გასაჭირი უდგას, ყველა გვერდით დაუდგება, მაშინ ხომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვინ არის.. ან სიდა?! ან თამთა?! ქეთი?! როგორ მიყვარს.
ახლა ვერ ვწერ ყველაფერს. ვერ გეუბნებით იმას, რისი თქმაც მინდა.. ის წამები, როცა დასასრული დავდე.. ღმერთო, ნეტავ, იცოდეთ რა ჯოჯოხეთი გამოვიარე ;დ როცა დავაჭირე... როცა ამოვიყვანე ისტორია საბოლოოდ, გამოსავალი როცა ვიპოვე... დავტოვე თამთა.
რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება ცუდად დავასრულო ის ისტორია, რომელმაც იმედი უნდა მოგცეთ?! როგორ შემიძლია დავაშორო ადამიანები, რომლებიც მომავლისთვის შევყარე ერთად... ?!
ლევანის ცხოვრება ისეთი რეალურია... ის იარაღები, ის ავტორიტეტი რომელიც მას აქვს.. მაგის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იცხოვრო სოხუმში. თუ ვინმე არ გყავს, თუ ვინმე არ ხარ, ვერ გადარჩები.. გადაგივლიან... და მაინც როგორ ეზიზღებოდა, როცა მოიხსენიებდნენ როგორც ავტორიტეტს?! ამტკიცებდა.. არ ვარო.. და იყო!!! თამთასთვის ყველაფერი იყო!!!! ❤
თემური.. იცით, რომ თემურის ნაირი ადამიანები არსებობენ?! აფხაზების უმრავლესობა ზუსტად ეგეთი ხისთავიანი და შეშლილია. აღწერილი სიტუცია.. ნეგა რომ დემნას საშუალებით აჭერინებს ალისას ქმარს ;დ. ისეთი რეალური და ჩვეულებრივი ეგ ყველაფერი მანდ.. ესმას მეგრულიც.. ყველა აფხაზმა იცის მეგრული.. ყველამ!!!
იმდენად ახლოს არიან ისინი ჩვენს კულტურასთან, ენასთან, ცხოვრების წესთან..
ლევა როგორ აფასებს თამთას ეროვნებას?! როგორ მიიღო მისი კულტურა, როგორ ეცეკვა?! ეგაა ზუსტად ამის არსი! რომ შეუძლიათ მაგათ მიგვიღონ, მაგრამ არ შეუძლიათ, რომ შეგვირიგდნენ...
იქნებ, შედგეს ერთ დღესაც... და შედგება ზუსტად ვიცი <3333 მე ყველა პერსონაჟი მიყვარს... თქვენთან ერთად მეც მილიონ ტრისტაჯერ წავიკითხავ!!!!!!!!
შემდეგ შეხვედრამდე!!!!!!!! მადლობა თითოეული სიტყვისთვის!!!!!!



№1 სტუმარი Ana-maria

ლევანი და თამთა
დემნა და ქეთი
და ის სასწაული ამათ გარშემო რომ ტრიალებს...

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

შენ ხარ ნამდვილი სასწაული . ბლოგზეც დაგიტოვე კომენტარი და აქაც არ შემეძლო რო არ დამეწერა . ერთი დიდი სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა და დიდი ტკივილია მათი დასრულება თუმცა არაერთხელ მომიწევს ამათი წაკითხვა რადგან მივიღო ბევრჯერ ეს საოცრი განცდა და სიამოვნება . მადლობა რო ხარ და გვანებივრებ საოცრწბებიით . მიხარია რო აღმოგაჩინეე . დიდი დიდი წარმატება და ველოდოდები შემდეგ ისტორიას უსწრაფესი ტემპით . <3333

 


№3 სტუმარი hei

სანამ დავიწყებდე, როგორ გამიხარდა შენ ხომ არ იცი, დიდი შერიგების მერე რომ შენ ისტორიას ნახავს კაცი. ისე სწრაფად "ვსქროლავდი" მეთქი რამეს არ მოვკრა თვალითქო , არადა კომენტარი რომ არ გამეკეთებინა არ შემეძლო , ჩავუჯდები ახლა მე და უკვე რომ მიყვარს იმ პერსონაჟებს კიდრვ უფროშევიყვარებ❤️

 


№4  offline წევრი Margo Tokyo

აქაც იყოს დაფიქსირებული, რომ ძააალიან ვგიჟჟჟდეეეებიიიიი!

 


№5  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Ana-maria
ლევანი და თამთა
დემნა და ქეთი
და ის სასწაული ამათ გარშემო რომ ტრიალებს...

heart_eyes heart_eyes

uchveulo
შენ ხარ ნამდვილი სასწაული . ბლოგზეც დაგიტოვე კომენტარი და აქაც არ შემეძლო რო არ დამეწერა . ერთი დიდი სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა და დიდი ტკივილია მათი დასრულება თუმცა არაერთხელ მომიწევს ამათი წაკითხვა რადგან მივიღო ბევრჯერ ეს საოცრი განცდა და სიამოვნება . მადლობა რო ხარ და გვანებივრებ საოცრწბებიით . მიხარია რო აღმოგაჩინეე . დიდი დიდი წარმატება და ველოდოდები შემდეგ ისტორიას უსწრაფესი ტემპით . <3333

მადლობაა დიდი!!!!! <3 <3 <3 თქვენ ხართ სასწაულები!!!

hei
სანამ დავიწყებდე, როგორ გამიხარდა შენ ხომ არ იცი, დიდი შერიგების მერე რომ შენ ისტორიას ნახავს კაცი. ისე სწრაფად "ვსქროლავდი" მეთქი რამეს არ მოვკრა თვალითქო , არადა კომენტარი რომ არ გამეკეთებინა არ შემეძლო , ჩავუჯდები ახლა მე და უკვე რომ მიყვარს იმ პერსონაჟებს კიდრვ უფროშევიყვარებ❤️

მოდიი მალეე <3 <3

Margo Tokyo
აქაც იყოს დაფიქსირებული, რომ ძააალიან ვგიჟჟჟდეეეებიიიიი!

მე კი შენზე heart_eyes

 


№6 სტუმარი One

უსასწაულესი იყო❤️ დიდი შერიგება ხო მიყვარს და ლევანის პერსონაჟზე არ ვიცი რა ვთქვა))
ალბათ ყოველ 2წუთში ვიმეორებდი რომ უსაყვარლესია)))
თემატიკა საოცრად მტკივნეული , ყოჩაღ, საოცრად გადმოცემული , საოცრად , ყბელა დეტალი, განწყობა))
შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ისევ და ალბათ დიდხანს გამყვება))
მინდა გთხოვოთ, არასოდეს შეწყვიტოთ წერა, უნიჭიერესი ხართ❤️

 


№7  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

One
უსასწაულესი იყო❤️ დიდი შერიგება ხო მიყვარს და ლევანის პერსონაჟზე არ ვიცი რა ვთქვა))
ალბათ ყოველ 2წუთში ვიმეორებდი რომ უსაყვარლესია)))
თემატიკა საოცრად მტკივნეული , ყოჩაღ, საოცრად გადმოცემული , საოცრად , ყბელა დეტალი, განწყობა))
შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ ისევ და ალბათ დიდხანს გამყვება))
მინდა გთხოვოთ, არასოდეს შეწყვიტოთ წერა, უნიჭიერესი ხართ❤️


დიდი, დიდი მადლობა <3 <3 <3 <3

 


№8 სტუმარი სტუმარი თეო

სასწაული იყო ,იმდენი ვიტირე ,ვიცინე ,უმაგრესი გოგო ხარ ,დიდი სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა ????????????

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

აი, სად მამოგზაურე იცი? უცნობ , შორეულ, ცხადად და დარწმუნებით რომ ვიცი იქ არასდროს ვყოფილვარ (ამ ცხოვრებაში მაინც)...მაგრამ სადღაც მაინც ძალიან ახლობელ , მშობლიურ, ნაცნობ ადგილზე. მთელი კითხვის განმავლობაში დავფარფატებდი მზის სხივებში, რომელიც არსადაა ისეთი თბილი როგორც იქ...ზღვის სილურჯეში, რომელიც არსადაა ისეთი უკიდეგანოდ ლურჯი როგორც იქ...ნაძვების და ეგზოტიკური ხე-მცენარეების სიმწვანეში , რომლებიც არსად არიან ისეთი ზურმუხტისფერი, როგორც იქ... და უხ, როგორ მომინდა ყოფნა "იქ".

სახელ ლუკაზე ვგიჟდები და დემნამ რომ დაარქვა თავის შვილს. იქ უკვე ლამის ვიტირე. მიყვარხარ ნიჭიერო გოგო.

 


№10  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი თეო
სასწაული იყო ,იმდენი ვიტირე ,ვიცინე ,უმაგრესი გოგო ხარ ,დიდი სიამოვნებაა შენი ისტორიების კითხვა ????????????

❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი მარიამი
აი, სად მამოგზაურე იცი? უცნობ , შორეულ, ცხადად და დარწმუნებით რომ ვიცი იქ არასდროს ვყოფილვარ (ამ ცხოვრებაში მაინც)...მაგრამ სადღაც მაინც ძალიან ახლობელ , მშობლიურ, ნაცნობ ადგილზე. მთელი კითხვის განმავლობაში დავფარფატებდი მზის სხივებში, რომელიც არსადაა ისეთი თბილი როგორც იქ...ზღვის სილურჯეში, რომელიც არსადაა ისეთი უკიდეგანოდ ლურჯი როგორც იქ...ნაძვების და ეგზოტიკური ხე-მცენარეების სიმწვანეში , რომლებიც არსად არიან ისეთი ზურმუხტისფერი, როგორც იქ... და უხ, როგორ მომინდა ყოფნა "იქ".

სახელ ლუკაზე ვგიჟდები და დემნამ რომ დაარქვა თავის შვილს. იქ უკვე ლამის ვიტირე. მიყვარხარ ნიჭიერო გოგო.

მადლობააა ❤️ ერთ დღეს აუცილებლად ვიქნდბით ყველანი "იქ" ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

ეხლა კი თავიდან ბოლომდე ისევ ჩავიკითხე სუნთქვა შეკრულმა. იქაც, აქაც ყველგან ვიტყვი შენ ხარ სასწაული უნიჭიერესი❤️ ისე ქმნი ძერწავ გადმოცემ მკითხველამე მოგაქვს, იმხელა ემოცია მოდიდ ტრო სამუდამოდ გულში ტოვებს ყველა პერსონაჟს. დემნა და ქეთი, ლევა და თამთა ვგიჟდები❤️ მადლობა ესეთი სიამოვნებისთვის ყველა თავს ისე ველოდებოდი ხოლმე ???? სულ სულ უნდა წერო

 


№12  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი მარიამი
ეხლა კი თავიდან ბოლომდე ისევ ჩავიკითხე სუნთქვა შეკრულმა. იქაც, აქაც ყველგან ვიტყვი შენ ხარ სასწაული უნიჭიერესი❤️ ისე ქმნი ძერწავ გადმოცემ მკითხველამე მოგაქვს, იმხელა ემოცია მოდიდ ტრო სამუდამოდ გულში ტოვებს ყველა პერსონაჟს. დემნა და ქეთი, ლევა და თამთა ვგიჟდები❤️ მადლობა ესეთი სიამოვნებისთვის ყველა თავს ისე ველოდებოდი ხოლმე ???? სულ სულ უნდა წერო

მადლობა❤️❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი ნი-კე

დიდი შერიგექა,რომ წავიკითხეისეთი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი,სიტყვით,ვერ გადმოვეცი.ასე ვარ ახლაც..თითქოს აფხაზეთში ვიმოგზაურე,ძალიან შორს და თან ასე ახლოს..შეუდარებელი ისტორიაა,ამას გეტყვი მხოლოდ,რადგან ვერცერთი სიტყვა გადმოსცემს იმ ემოციას რაც დამეუფლა კითხვის დროს...წარმატებები უამრავი♥️♥️

 


№14  offline წევრი აბლაბუდა

არც კი ვიცი რა ვთქვა, დამუნჯებული ვარ))

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიამო

ვაიმე ისეთი კარგი იყო, მადლობა დიდი❤️❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ნინო

ეს რა იყო? ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე. მეტინა ალბათ. ის მიწა მეტკინა, რომელიც ჩვენი ნაწილია და არასოდეს მინახავს. ბევრი მდარე ისტორია იდება აქ, მაგრამ ეს არის რაღაც სხვა. ბევრი სხვადასხვა ემოცია გამოიწვია, მაგრამ ვერ აღვწერ სიტყვებით. ყოჩაღ! ყველაზე მცირეა ეს სიტყვა, რაც შემიძლია გითხრა❤️ წარმატებებს გისურვებ და იქნებ, ერთ ჯადოსნურ დღეს, მართლა მოხდეს სასწაული და შევრიგდეთ. ვინ იცის....

 


№17  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

ნი-კე
დიდი შერიგექა,რომ წავიკითხეისეთი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი,სიტყვით,ვერ გადმოვეცი.ასე ვარ ახლაც..თითქოს აფხაზეთში ვიმოგზაურე,ძალიან შორს და თან ასე ახლოს..შეუდარებელი ისტორიაა,ამას გეტყვი მხოლოდ,რადგან ვერცერთი სიტყვა გადმოსცემს იმ ემოციას რაც დამეუფლა კითხვის დროს...წარმატებები უამრავი♥️♥️


მადლობა, სხვა რა შემიძილა გითხრა <333

აბლაბუდა
არც კი ვიცი რა ვთქვა, დამუნჯებული ვარ))

მიხარია ^_^^^^ <3

სტუმარი მარიამო
ვაიმე ისეთი კარგი იყო, მადლობა დიდი❤️❤️❤️

heart_eyes heart_eyes

სტუმარი ნინო
ეს რა იყო? ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე. მეტინა ალბათ. ის მიწა მეტკინა, რომელიც ჩვენი ნაწილია და არასოდეს მინახავს. ბევრი მდარე ისტორია იდება აქ, მაგრამ ეს არის რაღაც სხვა. ბევრი სხვადასხვა ემოცია გამოიწვია, მაგრამ ვერ აღვწერ სიტყვებით. ყოჩაღ! ყველაზე მცირეა ეს სიტყვა, რაც შემიძლია გითხრა❤️ წარმატებებს გისურვებ და იქნებ, ერთ ჯადოსნურ დღეს, მართლა მოხდეს სასწაული და შევრიგდეთ. ვინ იცის....

შევრიგდებით, დარწმუნებული ვარ <33333333 მადლობა!! <3

 


№18 სტუმარი :))

3 ბავშვი, რეპორტები საკეთებელი და მთელი ღამე ამას ვერ მოვწყდი :)) სასწაულად არის ემოციები გადმოცემული. მთელი სიამოვნება იყო. დიდი მადლობა.

 


№19  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

:))
3 ბავშვი, რეპორტები საკეთებელი და მთელი ღამე ამას ვერ მოვწყდი :)) სასწაულად არის ემოციები გადმოცემული. მთელი სიამოვნება იყო. დიდი მადლობა.

მადლობააა!!! <3 <3 <3 ბოდიში ბავშვებთან ;დ

 


№20 სტუმარი სტუმარი მარიამ

ძალიან ვისიამოვნე. დიდი მადლობა. ხან მეღიმებოდა, ხან ვბრაზობდი. მესმოდა თამთასი. ლევანისიც. როგორო მწარე რეალობაააა

 


№21 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის! ❤️❤️

 


№22  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი მარიამ
ძალიან ვისიამოვნე. დიდი მადლობა. ხან მეღიმებოდა, ხან ვბრაზობდი. მესმოდა თამთასი. ლევანისიც. როგორო მწარე რეალობაააა


მადლობა თქვენ ❤️


სტუმარი მარიამი
ძალიან დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის! ❤️❤️

❤️❤️❤️❤️

 


№23 სტუმარი თამუნე

მეზობელოოოო <3 ძან კლასნი ხარ <3 და მაინც უსაზღვრო ხარ ანიუს <3 <3 გამიხარდი ძალიან <3 ზღვარზე ხარ <3 სიმშვიდე იყო ^_^ იმედი დ უბრალოდ ცრემლებიც კი <3 მადლობა <3 ზოგჯერ რო გახსოვდე,პირობას ასრულებდე :( უკეთესი გოგო იქნებოდი,წავიდა ჩემი ძმა და რავიცი ,აქაც შეგახსენე სინდისმა რო შეგაწუხოს :დდდდდდდდდდდ იშენ მიორქ <3

 


№24 სტუმარი სტუმარი ტატა

რომელ ჯგუფზეა საუბარი? სად იდება ეს მოთხრობები?

 


№25 სტუმარი სტუმარი maco maco

პირველ რიგში მადლობა რომ ხარ, არსებობ…რამდენჯერაც შენ ისტორიებს უბრუნდები ეგ მიხარია… დემნა და ქეთო ისე მიხარიაა, სხვა განზომილებაა… პირველად დიდი შერიგება რომ წავიკითხე ისე მომინდა ერთხელ მაინც მქონოდა ნანახი “იქურობა” რომ….ლევანი აი მაგრად ვცემდიიი:)))) რატო იიტომ რომ როგორც ადამიანი იყოო ზედმეტად დიდი წარმოდგენის საკუთარ თავზე და შესაძლებლობაზე, თავკერძა, როგორც პერსონაჟიი აი არვიცი მართლა როგორ შექმენიი ასეთიი, თამთა უძლიერესიი ქალი, გოგო,აი არვიცი პერსონაჟში ასე მკაფიოდ შეგნება, განათლება რავიცი ყველაფერი როგორ უნდა მოიტანოო, ძალიან ვინერვიულე ძალიან…. მადლობა მადლობა მადლობა

 


№26  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

თამუნე
მეზობელოოოო <3 ძან კლასნი ხარ <3 და მაინც უსაზღვრო ხარ ანიუს <3 <3 გამიხარდი ძალიან <3 ზღვარზე ხარ <3 სიმშვიდე იყო ^_^ იმედი დ უბრალოდ ცრემლებიც კი <3 მადლობა <3 ზოგჯერ რო გახსოვდე,პირობას ასრულებდე :( უკეთესი გოგო იქნებოდი,წავიდა ჩემი ძმა და რავიცი ,აქაც შეგახსენე სინდისმა რო შეგაწუხოს :დდდდდდდდდდდ იშენ მიორქ <3


მიყვარხარ!! <3 <3 <3 <3 <3

სტუმარი ტატა
რომელ ჯგუფზეა საუბარი? სად იდება ეს მოთხრობები?

ჩემი ჯგუფია, ლინკიც დავდე ზევით, შეგიძლია მომწერო ფეისბუქზე <3 ^_^

სტუმარი maco maco
პირველ რიგში მადლობა რომ ხარ, არსებობ…რამდენჯერაც შენ ისტორიებს უბრუნდები ეგ მიხარია… დემნა და ქეთო ისე მიხარიაა, სხვა განზომილებაა… პირველად დიდი შერიგება რომ წავიკითხე ისე მომინდა ერთხელ მაინც მქონოდა ნანახი “იქურობა” რომ….ლევანი აი მაგრად ვცემდიიი:)))) რატო იიტომ რომ როგორც ადამიანი იყოო ზედმეტად დიდი წარმოდგენის საკუთარ თავზე და შესაძლებლობაზე, თავკერძა, როგორც პერსონაჟიი აი არვიცი მართლა როგორ შექმენიი ასეთიი, თამთა უძლიერესიი ქალი, გოგო,აი არვიცი პერსონაჟში ასე მკაფიოდ შეგნება, განათლება რავიცი ყველაფერი როგორ უნდა მოიტანოო, ძალიან ვინერვიულე ძალიან…. მადლობა მადლობა მადლობა

აჰაჰაჰა, ლევას ხელი არ დაედოს ;დდდ <3333333333333333 მესმის შენი, თამთა მეც ძალიან ძალიან მიყვარს. მადლობა <3 <3 <3

 


№27  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

მე მინდა გითხრათ, რომ მე ეშერაში ვცხოვრობ ჯერ კიდევ. რომ ამაზე სასიამოვნო, საინტერესო და სიგიჟე დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს.

"ნეტავ მართლა გეზიზღებოდე" hits me every time!

რამდენჯერ წავიკითხე, არ ვიცი. ბევრჯერ.
რამდენჯერ წავიკიტხავ, არ ვიცი. ბევრჯერ.

 


№28  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

nestandarejan
მე მინდა გითხრათ, რომ მე ეშერაში ვცხოვრობ ჯერ კიდევ. რომ ამაზე სასიამოვნო, საინტერესო და სიგიჟე დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს.

"ნეტავ მართლა გეზიზღებოდე" hits me every time!

რამდენჯერ წავიკითხე, არ ვიცი. ბევრჯერ.
რამდენჯერ წავიკიტხავ, არ ვიცი. ბევრჯერ.

MIYU ფორევერ

 


№29  offline წევრი შარზენ

რა კარგი ისტორიაა,როგორი მგრძნობა ჩვენთვის,ცრემლების გარეშე ვერ დავასრულე

 


№30  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

შარზენ
რა კარგი ისტორიაა,როგორი მგრძნობა ჩვენთვის,ცრემლების გარეშე ვერ დავასრულე

heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent