შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 4)


27-10-2023, 20:07
ავტორი ერკე
ნანახია 1 048

მზის სხივებმა როგორც იქნა მისი ფანჯრიდანაც შემოაღწიეს. უკვე აშინებდა ის ფაქტი რომ მზე საერთოდ გამქრალიყო და ისეთ არაამქვეყნიურ ადგილას მოხვდა, სადაც საერთოდ ვერ აღწევდა, მაგრამ შეცდა. აქაც თავისუფლად ელამუნებოდა სითბო, სიყვარულს უხსნიდა, ეალერსებოდა და თავს იდეალურადაც იგრძნობდა, რომ არა მისი საშინელი მდგომარეობა.
გუგა პერიოდულად შემოდიოდა. ირაკლი კითხვებს უსვამდა: „რატომ ვარ მე აქ? შენ იზრუნე ამაზე თუ სიცილიამ? საერთოდ რა ადგილია?“
თუმცა პასუხს ვერ იღებდა. გუგასგან მხოლოდ რეკომენდაცია ესმოდა, რომ დაესვენა და უკვე ყელშიც კი ამოუვიდა. როდესაც თავის ტელეფონი მოითხოვა უცნაური პასუხი მიიღო, თან არ ჰქონია, ისე იყო დაზიანებული ავტომობილი რომ მხოლოდ მისი გამოთრევა მოასწრო და სხვა არაფერზე უფიქრია, ყველაფერი იმ მანქანასთან ერთად ფერფლად იქცა, როდესაც ის აფეთქდა. წუთის დაგვიანებაც და ირაკლიც თან მიჰყვებოდა და ამაზე თურმე მადლიერიც უნდა ყოფილიყო.
-რა ჯანდაბად ვიყო მადლიერი! - შეეპასუხა ექიმს. - აქ დაჭრილი მძორივით ვაგდივარ, არც ხელს მანძრეინებთ, არც ფეხს, არადა ამ დროს ვარჯიშებია ვიცი აუცილებელი რათა სხეული ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს და მეტად განიკურნოს. არც გარეთ გაგყავართ სასეირნოდ, არც მზის სხივებს მაჩვენებთ და ეს მუქი ფარდები გაქვთ ჩამოფარებული, მხოლოდ აქა-იქ თუ აღწევს მცირე სინათლე. ეს რა მკურნალობის მეთოდია ექიმო?
-ჯერ ადრეა ამის გაგება. ყველაფერი თავის დროზე უნდა მოხდეს ირაკლი. ლიკასთან აუცილებლად დაბრუნდებით, თუმცა ჯერ უნდა მოითმინოთ.
-მოიცა, მოიცა... თქვენ საიდან იცით მისი სახელი, აქამდე არ მიხსენებია... - ექიმი მოულოდნელად დაიბნა და გაქვავდა. არ იცოდა რა ეთქვა, თუმცა ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს განგებ იღიმოდა, რადგანაც მიზეზი ჰქონოდა დიდხნიანი დუმილისა.
-ძილში ახსენებდით მის სახელს. - დამამშვიდებლად ამ პასუხს არ უმოქმედია ირაკლიზე. აფორიაქებული უყურებდა ექიმს და ეჭვის თვალით, რადგან ძალზედ უცნაურად დაემთხვა ფაქტები. საკუთარ დედუქციაზე დაყრდნობით გრძნობდა, რომ სრულიად განსხვავებულ სამყაროსთან ჰქონდა საქმე, აქ არ იცოდნენ არც თანაგრძნობა, არც დანდობა, არც ადამიანის სიცოცხლის დაფასება. ფიქრი იქითკენაც გაექცა, ხომ არ მომიტაცეს უცხოპლანეტელებმა და ამ ყველაფერს ჰალუცინაციით მაჩვენებენ, გუგა არ არსებობს, არადა გამჭვირვალე შუშის მიღმა გამადიდებელი შუშით მაკვირდებიან და სწავლობენ ჩემს რეაქციებს.
რაზე ეფიქრა აღარ იცოდა. მისი ტვინი თითქოს ნივრის საჭ....ტში მოეთავსებინათ და ძლიერად აჭერდნენ დასაქუცმაცებლად. „ჩემი ტვინისგან რა კერძი უნდა გამოვიდეს?“ - ფიქრობდა უმალ. – „ჩიხირთმა, ჩაირაკლებული თუ ჩაქებური?“
„საინტერესოა, ძალზედ საინტერესო.“ - ხმის ამოღებისა უკვე ეშინოდა და უყურებდა მის მოპირდაპირე მხარეს კედელს. ცდილობდა გაერკვია ეს ნამდვილად კედელი იყო თუ მათ შორის დიდი სარკე იყო აღმართული და კედლის შთაბეჭდილებას ტოვებდა, იმ სარკის მიღმიდან კი უცხო თვალი აკვირდებოდა და ფიქრობდნენ როგორ მოიქმოედებდა ის ამა და ამ სიტუაციაში. შეეცდებოდა ბრძოლას თუ უბრალოდ დანებდებოდა.... – „ო, ლიკა, ჩემო ძვირფასო, რამდენი დღე გავიდა ნეტავ, რაც არ მინახავხარ. მე დაგპირდი მალე დავბრუნდები-თქო, შენ კი არც იცი სად ვარ, რა მდგომარეობაში, შენ კი არა, არავინ არ იცის სად ვარ, არც დავიდოვიჩმა... თავად ამებნა იმ რუკის შემდეგ გზა და ვერ გავერკვიე სად ვიყავი. ვერ მომაგნებთ, კომუნიკაციაც ჩამიხშვეს, ვფიქრობ განგებ იქცევიან ასე და საწამებელ ობიექტად უნდათ გადააქციონ ირაკლი ქებურია. არ გამოუვათ, დამიჯერე ლიკუნ, არ გამოუვათ... ეჰ, ჩემო ძვირფასო, როგორ ვნანობ რომ მაშინ არ დავკავდით სექსით. როგორ ვნანობ...“
ამ ფიქრებში წასულს კვლავ გუგას ნაბიჯებმა მოიყვანეს გონს. ცალი თვალით მას შეხედა, ცალით კი კედლისთვის არ მოუცილებია მზერა, საიდანაც უთვალთვალებდნენ და მის ქმედებებს სწავლობდნენ.
-ვინ ხარ? - ჰკითხა ექიმს უეცრად.
-ექიმი გახლავართ, ამ სოფლის ექიმი. თუმცა ჩემს აქ ყოფნას აზრი დიდი ხანია დაეკარგა. - ხელები ხალათის ჯიბეებში ჩაიწყო და დანანებით ამოიგმინა.
-რა ხდება აქ აღარ მეტყვი?
-ვფიქრობ...
-ნუ ფიქრობ! - გააწყვეტინა ქებურიამ გაღიზიანებულმა და კბილები დაკრიჭა. - თქვენ მე არ მიცნობთ. თქვენ ყველანი! დიახ... არ მიცნობთ და იცით როგორ მოვიქცევი? არა არ იცით. ყველაფერს გააკეთებთ ჩემს შესასწავლად მაგრამ ადამიანთა ბუნებას მაინც ვერ შეისწავლით ბოლომდე. ვხვდები გუგჩო, რომ შენ აქაური არ ხარ, ამ ცივილიზაციას არ ეკუთვნი, ვხვდები და მაჩვენე შენი ნამდვილი სახე!
-მე მგონი სიცხე გაქვს, მეგობარო. - ხელი შუბლზე დაადო და მოულოდნელად მარცხენა ხალათის ჯიბიდან ნემსი ამოიღო, უკვე წამლის დოზით სავსე. აზრზე ვერ მოვიდა ირაკლი რომ მაშინვე ვენაში გაუკეთა გუგამ და რა წამს წამალი მის სხეულში მოხვდა მაშინვე იგრძნო სისუსტე, სხეული მოუდუნდა და მოეშვა, თვალები ეხუჭებოდა. ქუთუთოები უმძიმდებოდა და ნელ-ნელა მიეძინა.
რამდენიმე საათი ბორგავდა, ლიკა ელანდებოდა, თავისი სატრფოსთვის ხელის გაშვება არ სურდა, მაგრამ მაინც უწევდა, საბოლოოდ მარცხს განიცდიდა და შორს მიექანებოდა მისგან.
-ლიკა! - ეძახდა გამეტებით.
-იკა! - პასუხობდა გოგონა და სახეს იხოკავდა დარდისაგან.
-ლიკა! - დაიღრიალა და კვლავ გამოიღვიძა. სრულ არეულობაში მყოფი მისი გონება ერთ რამეს ეუბნებოდა, გაქცევა... აქედან უნდა გაქცეულიყო და სწორ პასუხებს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებდა. სრულიად დაავიწყდა საქმე რის გამოც ჩამოვიდა და საკუთარი თავის გადარჩენაზეღა ფიქრობდა. – „მეც მსხვერპლი ვარ, ამ საგიჟეთის მსხვერპლი ვარ... მსხვერპლი ვარ... მხოლოდდამხოლოდ მსხვერპლი. მსხვერპლი. უნდა გავიქცე.“ - ჩასძახოდა საკუთარ გონებას და ფეხზე წამოდგომას ცდილობდა. თითქოს უკეთ იყო, ჭრილობა მოშუშებოდა, შეხორცებოდა და ახლა ფეხზე ადგომასაც მარტივად ახერხებდა. დგომა უჭირდა თორემ წამოწევა და გავლა შეეძლო.
„რამდენი დღე გავიდა? ნეტავ რამდენი ხანია რაც აქ ვარ? ჭრილობა ისე მომიშუშდა თითქოს ორი კვირა მაინც გავატარე ამ საწოლს მიჯაჭვულმა.“
-გუგა ექიმო! - შესძახა უკუნ სიბნელეს და ცოტა ხნის შემდეგ გუგა ოთახში შემოვიდა. ყავარჯენივით მხარზე შეეყრდნო რათა არ დაცემულიყო და გავლაში ეხმარებოდა.
-გისმენ ირაკლი. მოძრაობა უკვე შეგიძლია? კარგია. - გულწრფელად გაუხარდა ექიმს.
-რამდენი ხანია რაც აქ ვარ?
-მესამე კვირა სრულდება. - უპასუხა მშვიდად გუგამ.
-რა? - შესძახა ხრინწიანად. - მესამე? გარესამყაროს მოწყვეტილობის სამი კვირა? აქამდე არავის მოვუკითხივარ? არავინ მოსულა ან თქვენ არ დაკავშირებიხართ არავის? სამართალდამცავებს, ჟურნალისტებთან არ განგიცხადებიათ? - ცდილობდა რამეს ჩაბღაუჭებოდა და ყველაფერს აკეთებდა რომ ფეხზე მყარად დამდგარიყო, თან ამავდროულად იმედოვნებდა რომ მის შესახებ იციან და ეძებენ მაინც.
-არა ირაკლი, ეს ძალზედ საშიშია. შენ არ გესმის. საშიში თამაში წამოვიწყეთ და ჩვენ ორნი მარტონი ვართ. ვერც გარესამყაროდან ვერ შემოაღწევს ვინმე თუ ეს სიცილიას არ სურს და ვერც ვერავინ გავა მისი ნებართვის გარეშე. არც კომუნიკაცია არ არის, კავშირგაბმულობა, არაფერი არ იჭერს და ყველაფერი ძველი ცივილიზაციათა ჯაჭვს ქმნის.
-რა სისულელეა. ახლავე დარეკეთ 112-ში. - გამძვინვარებით ძლიერი ინტონაციით საუბრობდა ირაკლი.
-არ შემიძლია, უკვე მერამდენედ გიმეორებთ. გაიგეთ, ამას ვერ გავაკეთებ, თქვენც რომ გამოჯანმრთელდებით და გამოხვალთ გარეთ თავად მიხვდებით რამდენ საფრთხეს უნდა გადაურჩე რომ აქ ცოცხალი გადარჩე და მოხუცებულობის ასაკს მიაღწიო. ახლა შენზე ძებნაა გამოცხადებული, ვიღაცამ შეგნიშნა და ბელადთან განაცხადა რომ უცხო შემოიჭრა სიცილიაში.
-ამიტომ გამთიშე არა? - შეუღრინა ქებურიამ.
-სხვა გზა არ მქონდა, დაგაძინე და საწოლის ქვეშ შეგმალე, რათა ძალზედ ღრიალებდი. სტუმრები მყავდნენ და ყველაფერი შეამოწმეს, კიდევ კარგი რომ ექიმის სიტყვას მაინც სცეს პატივი და საწოლის ქვეშ კი არა, ჩემ ოთახშიც არ შემოსულან.
-და რა, ახლა მადლობა უნდა გითხრა?
-რატომაც არა? ველი... - ცინიკურად შეათვალიერა სტუმარი გუგამ და გაიღიმა.
-ადამიანი ხარ?
-რასაკვირველია... - გაოცება ვერ დამალა ექიმმა.
-არ ვიცი, მაგრამ დედამიწიდან ვერ წარმომედგინე. ვიფიქრე რაღაც უცხო არსება იყავი ადამიანის ტყავში გადაცმული და მიკროსკოპით მსწავლობდი.... აჰ... - ფეხი გადაუბრუნდა გამომძიებელს და საშინელი ტკივილისგან დაიმანჭა.
-მოდი, მოდი... დაწექი. ყველაფერი კარგად იქნება. დღეს საკმარისია. - როგორც კი დაწოლაში დაეხმარა, ექიმი გვერდით მდგარ პატარა ტუმბოსმაგვარ სკამზე ჩამოჯდა და ცქერა დაუწყო. ზუსტად ისე როგორც ის მოელოდა და ამან კიდევ უფრო შეაშინა, მისმა შეშინებულმა თვალებმა კი ექიმი კარგ ხასიათზე დააყენა.
-ჩემმა უფროსმა აქ გამომიშვა რათა საიდუმლო დავალება, იდუმალი მკვლელობა გამომეძიებინა და აღმომეფხვრა დანაშაულებანი. ვიღაც კაცზე მითხრა, დამიკავშირდა და თანახმაა მიგიღოს ბინაშიო, შენ....
-დიახ, მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც სურვილი გამოთქვა ამ სისაძაგლეს ბოლო მოღებოდა. არ ვიცოდი როდის გამოჩნდებოდი, თუმცა სიცილია ყოველთვის ერთი მხრიდან უღებს კარს მომსვლელს და უშვებს თავის ხახაში. მეც ვიდექი ყოველ საღამოს და გელოდებოდი. რამდენიმე საღამო იყო რომ არ გამოჩნდა არავინ იმედი გადამეწურა, თუმცა ბოლო დღეს მაინც მოვედი, ვიფიქრე ბოლოჯერ დაველოდები და მერე აზრი აღარ აქვს-თქო...
-კი, მაგრამ... როგორც კი დაუკავშირდით და როგორც კი მივიღეთ შეტყობინება მეორე დღესვე გამოვედი და დავადექი ამ უდაბურ გზას.
-მე კი კვირაზე მეტი გელოდე. ჭიშკარში დრო სხვაგვარად გადის. შენ ამ ჭიშკრის მიღმა შესაძლოა თვეებიც გაატარო, თუ ფეხს არ აუჩქარებ და ნორმალური სვლით ივლი, მაგრამ იმედი მქონდა მალე გამოჩნდებოდი. ორ კვირაზე მეტ ხანს გელოდე, მესამე კვირა სრულდებოდა რომ იმედი გადამეწურა, მაგრამ შენც გამოჩნდი, თუმცა იმდენად დაშავდი სასწრაფო ოპერაცია გესაჭიროებოდა. მეც ჯერ ჩუმად კლინიკაში მიგიყვანე და როგორც კი ოპერაცია დასრულდა მას შემდეგ ჩემს სახლში, ჩემს ოთახში გმალავ.
-ღმერთო... რამდენი დრო გასულა... ვერ ვიჯერებ, რაღაც აბდაუბდას საუბრობთ ექიმო, თქვენ მაინც გჯერათ ამის? დღეც არ დამჭირდა აქ ჩამოსასვლელად თქვენ კი აცხადებთ სამი კვირაო.
-დიახ, სამი კვირა. ბარიერი რთული გადმოსალახია და მას ყველა ისე უვლის გვერდს როგორც არაფერი. ხშირად თავად იწოვს ადამიანს ეს ადგილი, ხშირად განაგდებს, და ხანდახან თუ აღწევენ მიზანსწრაფული ადამიანები, ვინც იციან სად მოდიან. თქვენ ასე თუ ისე იცოდით, ინფორმაცია გქონდათ, რუკა გქონდათ, თუმცა ყველაფერი თქვენთვის ცნობილი არ გახლდათ.
-და რა ბარიერია ეს ვერ ვხვდები? საერთოდ რაზე გაქვთ საუბარი? - ხელებს იფშვნეტდა ირაკლი და ფეხზე იდებდა სველ ნაჭერს რომელიც ექიმმა დააფინა, რათა მთლად გამომშრალ კანს ცოტა მაინც ესუნთქა და ჭრილობა მარტივად შეეხორცებინა სრულიად. მან როგორც ფერდში მიიღო რკინის ნაგლეჯი, ბარძაყზე ეტყობოდა რამდენიმე ღრმა ჭრილობისგან დატოვებული შრამი, რომელიც ჯერ კიდევ საშიში იყო უყურადღებოდ დატოვებისგან. შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გახსნოდა ნაკერები და სისხლს თქრიალით გადმოესხა. ირაკლისთვის დამღუპველი იქნებოდა, ექიმს ესმოდა ეს, თუმცა პაციენტი არ უჯერებდა და მაინც მოძრაობას ცდილობდა. სამი კვირა, ერთი შეხედვით შეიძლება საკვირველი ყოფილიყო ამ პერიოდში როგორ არ მოუშუშდა ყველა ჭრილობა, როგორ არ მოხსნა ნაკერები და ფეხზე აქამდე რატომ ვერ წამოდგა, თუმცა ეს სიცილია იყო. სიცილია, სადაც ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა და ცხოვრება იმ რიტმში არ მიედინებოდა, როგორც სხვა სამყაროში.
-უხილავი ბარიერი, რომლის წყალობითაც სიცილია მთლიანად იმალება გარესამყაროსგან და დაცულად გრძნობს თავს. აქ ყოველგვარი სისასტიკე დასაშვებია, განუკითხაობაა, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს და ადამიანებს ქუჩაში წვავენ, ადამიანებს ქუჩაში ხვრეტენ და არავინ ხელს არ სწევს ამის საწინააღმდეგოდ. ეს სიცილიაა, სადაც ყველაფერს სერიოზულად უყურებენ, ოდნავი არასწორი ნაბიჯი და შენც და მეც გილიოტინაზე აღმოვჩნდებით, არავინ დაგვეხმარება, არავის შევებრალებით და ისე გააგრძელებენ ცხოვრებას თითქოს მხოლოდ მწერი გასრისესო. - ექიმი შეჩერდა. წამით შეყოვნდა რომ სიტყვები აეწონ-დაეწონა, მაგრამ სანამ საუბარს განაგრძობდა გააწყვეტინეს.
კარზე კვლავ კაკუნი მოისმა. წყნარი მონოტონური კაკუნი, ბრახუნში გადაიზარდა და გარედან უმალ შესძახეს.
-ექიმო, მალე გაგვიღე კარი თორემ შემოვამტვრევთ.
„ღმერთო ჩემო, - შეიცხადა ირაკლიმ და სული შეუღონდა. - ამჯერად საწოლის ქვეშაც დაიწყებენ ძებნას. სიცილია კი არა, ტრაგედია უნდა ერქვას ამ ადგილს. ეს ჩხრეკის ორდერით დაბრუნებას ნიშნავს ჩვეულებრივ სამყაროში. ალბათ ასეა, ასეა ალბათ.“
-სასწრაფოდ უნდა დაგმალო, - წამოხტა ექიმი და თვალებით სამალავის ძებნა დაიწყო. უმალ რამე უნდა მოეფიქრებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
უეცრად კარის მტვრევის ხმა გაისმა და ჯაგლაგი ბელადის კაცუნები სახლში შემოცვივდნენ.

პ.ს.

ძვირფასებო, კვლავ დაგიბრუნდით. რაც მოგაკელით ერთიანად აგინაზღაურეთ.
თუ მოიცლით ვითამაშოთ. როგორ ფიქრობთ როგორ განვითარდება მოვლენები? რა მოხდება? იპოვიან თუ არა ირაკლის და წაიყვანენ თუ არა სამსჯავროზე ყულფში თავის გასაყრელად? საინტერესოა... ძალიან საინტერესო რას ფიქრობთ თქვენ.
და მე რას ვფიქრობ ამას მოგვიანებით გაიგებთ.



№1 სტუმარი One

VAX rogori dadzabul dros shewyda))
Miyvars mistika()
Didi interesit veli movlenebis ganvitarebas)))

 


№2  offline წევრი EllaTriss

იმდენს იზამ, ავთენტურობის ნასახი აღარ დარჩება არსად, მითქვამს მე.
ორი აზრი არ იყო, რომ ირაკლი შევიდოდა, მგონი თვითონაც შეყევი ისე, მაგის შედეგია პირველთქმულიც, თუმცა მაგას მანკიერებაში არ ვთვლი, მაგიტომ არა.
ზოგადად საინტერესო გამოცდილებაა. ახლა ვფიქრობდი, როგორ უნდა ზოგს მაინც, სხვაგან, ყველაფრისგან შორს და მერე ის სხვაგანაც რომ დგება, იმ აწმყოზე უარესი... ხო, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მაგის მჯერა, რომ იმაზე უარესი.

ისე, იმ ფიქრის ბოლო წინადადებაზე მართლა გამეცინა.
ოხ, ეს კაცები, კაცები....
სიცოცხლის ბოლო წუთი იქნება და მაგაზე იფიქრებენ მაინც.

თამაში არ მიყვარს. ერთადერთი რასაც ალბათ ზუსტად მოვარტყამ მიზანში ისაა, რომ ირაკლი გადარჩება. გადარჩება იმისთვის, რომ გადარჩნონ სხვებიც.
ამას ვფიქრობ მხოლოდ.
ისედაც ხო, მთავარი შედეგია, გავლილ გზას აღარავინ უყურებს ხოლმე.
სიცილია იყოს, გინდ.

 


№3 სტუმარი ERCKE MYDASS

One
VAX rogori dadzabul dros shewyda))
Miyvars mistika()
Didi interesit veli movlenebis ganvitarebas)))

EllaTriss
იმდენს იზამ, ავთენტურობის ნასახი აღარ დარჩება არსად, მითქვამს მე.
ორი აზრი არ იყო, რომ ირაკლი შევიდოდა, მგონი თვითონაც შეყევი ისე, მაგის შედეგია პირველთქმულიც, თუმცა მაგას მანკიერებაში არ ვთვლი, მაგიტომ არა.
ზოგადად საინტერესო გამოცდილებაა. ახლა ვფიქრობდი, როგორ უნდა ზოგს მაინც, სხვაგან, ყველაფრისგან შორს და მერე ის სხვაგანაც რომ დგება, იმ აწმყოზე უარესი... ხო, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში მაგის მჯერა, რომ იმაზე უარესი.

ისე, იმ ფიქრის ბოლო წინადადებაზე მართლა გამეცინა.
ოხ, ეს კაცები, კაცები....
სიცოცხლის ბოლო წუთი იქნება და მაგაზე იფიქრებენ მაინც.

თამაში არ მიყვარს. ერთადერთი რასაც ალბათ ზუსტად მოვარტყამ მიზანში ისაა, რომ ირაკლი გადარჩება. გადარჩება იმისთვის, რომ გადარჩნონ სხვებიც.
ამას ვფიქრობ მხოლოდ.
ისედაც ხო, მთავარი შედეგია, გავლილ გზას აღარავინ უყურებს ხოლმე.
სიცილია იყოს, გინდ.

ოფიციალური პროფილიდან ვერ გიხდით მადლობას, დიდი მადლობა, ვეცდები ამ დღეებში გასიამოვნოთ. რთული კვირა მქონდა, ისე რომ ვერც აგიღწერთ და მომიტევეთ :დდ სულ მიტრიალებს მეც გონებაში "ნეტა რა მოხდება შემდეგ?" ძალიან მაინტერესებს, სიუჟეტი კი თვალწინ მიდგას, მაგრამ იქამდე რეალობას ვერ ვუთავსებ სანამ ფურცლებზე არ აღიბეჭდებიან სიტყვებნი... მადლობა ყურადღებისთვის და დამელოდეთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent