შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი გულისთვის ( სრულად )


27-10-2023, 23:26
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 7 884

- გაიღვიძე მივდივართ, -ნაცნობი ხმა ჩამესმის და გაჭირვებით ვახელ თვალებს, გამოქვაბულში შემოღწეული ჩამავალი მზის სხივების შუქზე ძლივს ვარჩევ ტყუპისცალის სახეს, ხელს მიწვდის რომ ადგომაში დამეხმაროს, მიწაზე წოლისგან მთელი სხეული მტკივა თუმცა უკვე იმდენად ვარ მიჩვეული რომ ბუნებრივად მეჩვენება.
- კარგად ხარ? -ისეთი ხმით მეკითხება და ისეთი თვალებით მიყურებს ვხვდები რომ მართლა არ გამოვიყურები კარგად, თუმცა რატომ მიკვირს, უკვე დიდი ხანია დამავიწყდა რას ნიშნავს როცა კარგად გამოიყურები, დასვენებული, დაბანილ დავარცხნილი, კმაყოფილი და ბედნიერი.
- კარგად ვარ ტყუპისცალო, -ვეუბნები და ქურთუკს ვუწვდი რომელიც ალბათ რომელიმემ დამაფარა როცა მეძინა, სასაცილოდ კრავს წარბებს, ვერაფრით მიეჩვია რომ მას ტყუპისცალს ვუწოდებთ მის ძმას კი ჯაბას, დამეფიცება რომ არ მახსოვს რა ჰქვია, ჩემთვის ის უბრალოდ ტყუპისცალია, ჩემზე შვიდი წლით უმცროსი სულ რაღაც ოცი წლის, ჩვენს თორმეტკაციან ჯგუფში ყველაზე რბილი, თბილი და საყვარელი, ის და მისი ძმა ყველაზე უმცროსები არიან, ის კი ჯაბაზე რამდენიმე წუთით უმცროსია, საყვარლად, ბავშვურად ბრაზობს ხოლმე როცა ჯაბა თავის უფროსობას ახსენებს.
- დანარჩენები უკვე მზად არიან, -ჩემს ზურგჩანთას სწევს რომ მხარზე მოიკიდოს და გარეთ გაიტანოს თუმცა არ ვანებებ, ამ ორი წლის განმავლობაში ყველაფერს მივეჩვიე, მძიმე ზურგჩანთის ტარებას, იარაღის გამოყენებას, კაცის კვლას, ოსტატურად, თვალის დაუხამხამებლად, გულცივად და აუღელვებლად...

გამოქვაბულის წინ სხედან მწვანე ტოტებით და ფოთლებით საიმედოდ შენიღბულ ადგილზე, ლევანის გვერდით ვჯდები და ვცდილობ მათი დაკვირვებული მზერა არ შევიმჩნიო, იციან რომ ზედმეტი ყურადღება არ მიყვარს, იციან რომ ვერ ვიტან როცა სხვებისგან მარჩევენ და ისე მექცევიან თითქოს სათუთი არსება ვიყო რომელსაც მოფრთხილება სჭირდება, იციან მაგრამ მაინც ვერ იშლიან, ამ ბოლო დროს ისე ძალიან აღარ ვბრაზობ როგორც ადრე, ბოლოს და ბოლოს მამაკაცის დეენემში დევს რომ ქალი უნდა დაიცვას, მოუფრთხილდეს როგორც მასზე სუსტს, მე კი ჩვენს ჯგუფში ერთადერთი ქალი ვარ, მერე რა რომ მათზე კარგად თუ არა ცუდად ნამდვილად არ ვისვრი, ხელჩართულ ბრძოლაშიც ვჯობივარ რამდენიმე მათგანს და არასდროს ამკანკალებია ხელი როცა მტრისთვის დამიმიზნებია იარაღი, ამ ყველაფრის მიუხედავად თითოეული მაინც თავის მოვალეობად მიიჩნევს ჩემზე ზრუნვას, აკონტროლებენ რომ მშიერმა არ დავიძინო, რომ გაუწყლოვნება არ დამემართოს, რომ არ გავცივდე, თითქოს ჩემი კარგად ყოფნა იმედს აძლევთ რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენი თილისმა ხარო ხშირად მეუბნებიან ხოლმე, შენს გვერდით შეუძლებელიც კი შესაძლებლად მიგვაჩნიაო.
- მოდი მომეყრდენი, ცოტა დაისვენე და როგორც კი მზე ჩავა გავალთ, -ლევანი მკლავს მხვევს და მხარზე მიხუტებს, უზარმაზარია, მის გვერდით ერთი ბეწო ვჩანვარ, თუმცა მისი სითბო მსიამოვნებს და მთელი ძალით ვეკვრი.
- ამ ბოლო დროს ძალიან გახდი, ცარიელი ძვლები ხარ დარჩენილი, -ნიკო თბილად მიღიმის და საყვარლად აბრიალებს უზარმაზარ შავ თვალებს, -ცუდად გძინავს პატარავ, აღარც ნორმალურად ჭამ.
- ხუმრობ ხომ? -მარკი რომელიც უკვე ერთი წელია ჩვენი ჯგუფის წევრია სასაცილოდ იჯღანება და უკვე საკმაოდ მოზრდილ ოქროსფერ თმებს იჩეჩავს, -სანატორიუმში ხომ არ ვართ გამოძინება და დასვენება რომ მოახერხოს, კალორიებიც ხომ არ დაითვალოს?
- ეს ის ცნობილი ინგლისური იუმორია? -ინგლისურადვე პასუხობს რობერტი და მის ხმაში იმდენი ირონია ჩანს რომ ვატყობ მარკი ყოყმანობს შეეპასუხოს თუ არა, ერთხანს საყვარლად ახამხამებს თაფლისფრად მბრწყინავ თვალებს და მერე რომელიღაც ძველი ინგლისური ბალადის სტვენას იწყებს.
- შეჭამ? -ნახევარ შოკოლადის ფილას მიწვდის რომა, ეტყობა რომ ჯერ ისევ უჭირს მარჯვენა ხელის ხმარება, ორი კვირის წინ დაიზიანა როცა მოწინააღმდეგეებთან შეტაკება მოგვიხდა, არც ისე მძიმედ იყო დაჭრილი უბრალოდ ბევრი სისხლი დაკარგა, ჩვენმა გოლიათმა ინგუშმა ვასკომ ლამის ხელში აყვანილი გამოიყვანა იქიდან, -ჭამე რა, -მუდარა ისმის მის ხმაში, ლევანი ართმევს, შოკოლადი ნახევრად დამდნარი და ფორმადაკარგულია, არც თუ ისე კარგად გამოიყურება, პატარა ნაწილს ამტვრევს და ლამის ძალით მიტენის პირში, უგემურად ვღეჭავ, დღეს რატომღაც ყველა ძალიან ჩუმად არის, ყველა ფიქრებშია ჩაძირული, სათითაოდ ვათვალიერებ გახუნებულ სამხედრო ფორმებში გამოწყობილებს, კბილებამდე შეიარაღებულებს, თმა და წვერ მოზრდილებს, გამხდრებს, გარუჯულებს, მოღუშულებს...
- დანილო სად არის? -უცბადვე ვისაკლისებ ჩვენი ჯგუფის ყველაზე ნათელ წერტილს, ჩალისფერთმიან ლურჯთვალა დანის.
- რამდენიმე წუთით გავალო ასე თქვა, -საკმაოდ კარგი ქართულით მპასუხობს ნაიკერი, კენიელი შავკანიანი მამაკაცი, იქნება ალბათ დაახლოებით ოცდაშვიდი ოცდარვა წლის, საშუალო სიმაღლისაა საკმაოდ ძლიერი, სახის რბილი ნაკვთები და კეთილი გამოხედვა აქვს, ის და მისი მეგობარი დათუნა ერთი წლის წინ შემოგვიერთდნენ, თურმე მას შემდეგ მეგობრობენ რაც ნაიკერი საქართველოში ჩამოსულა მაშინ თვრამეტი წლის ყოფილა, ომის დაწყებისთანავე ჩაბმულან ბრძოლაში, შემდეგ ჩვენ გვიპოვეს, ძმებივით არიან, ვხუმრობ ხომე რომ ჯგუფში ორი ტყუპი გვყავს, ტყუპისცალი და ჯაბა და დათუნა და ნაიკერი.
- არ უთქვამს სად წავიდა? -ვეკითხები და თავს მიქნევს უარის ნიშნად.
- ნახე რა უნდა გაჩვენო, -ნიკო გვერდით მიჯდება და ჯიბიდან ტელეფონს იღებს, -ახალი ლეგენდა გამოუცხვიათ ჩვენს შესახებ.
უემოციოდ ვუყურებ თუ როგორი აღფრთოვანებით საუბრობს ერთ-ერთი ცნობილი უცხოური არხის წამყვანი მოუხელთებელ აჩრდილებზე, უამრავ სხვადასხვა ვერსიას აჟღერებს თუ ვინ უნდა ვიყოთ, სად უნდა ვიყოთ და რა უნდა გვქონდეს განზრახული, უცბად კადრში მე ვჩნდები, საკმაოდ ხარისხიანი ფოტოა, ზურგიდან ვჩანვარ, იარაღასხმული, გრძელი ნაწნავით, სამხედრო ფორმის შარვლით და განუყრელი ტყავის ქურთუკით.
- ორი კვირის წინანდელია, იმ დღევანდელი როცა რომა დაჭრეს, -ვამბობ და ვამჩნევ როგორ იღუშება ვასკო.
- უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, შენი იდენტიფიცირება ვერ უნდა მოახდინონ.
- სწორედ ამიტომ ვიფარავ ხოლმე სახეს, -უკმაყოფილოდ ვბუზღუნებ და მერე საკუთარ თავზე მეღიმება, მომწონს როცა ხანდახან საკუთარ თავს უფლებას ვაძლევ მათთან ისეთი ვიყო როგორიც სინამდვილეში ვარ, ბოლოს და ბოლოს უკვე ორი წელია რაც ჩემი ოჯახის წევრები არიან, ჩემი სულის ნაწილები.
- ერთი სული აქვთ გაიგონ ვინ ხარ ასეთი იდუმალი და მოუხელთებელი, ერთადერთი ქალი აჩრდილების რაზმად შერაცხულ რაზმში რომელიც მტერს შიშის ზარს სცემს, შენ არც კი იცი როგორი არარეალური ისტორიები ვრცელდება შენს შესახებ
- მერე ვისი ბრალია ეს ყველაფერი? -თვალებ მოჭუტული ვუყურებ ტყუპისცალს, თვალს მარიდებს და მიამიტური გამომეტყველებით იწყებს გარემოს თვალიერებას.
- იცოდე კიდევ რომ შევამჩნიო მიღებ ვერ გადამირჩები, ხელებს დაგამტვრევ, შენს ბლოგზეც შეეშვი ჩემს შესახებ წერას, -ვემუქრები და ძლივს ვიკავებ ღიმილს მისი სახის შემხედვარე.
- მაგას ვერ შეგპირდები, ჩემს თავს სიტყვა მივეცი რომ შენი პირადი მემატიანე უნდა ვიყო, -მაღლა სწევს საჩვენებელ თითს და ცდილობს სერიოზული სახე მიიღოს, -მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს ჩვენს შესახებ, აი შენ კი ჩემი ყველა ამბის მთავარი გმირი ხარ...
ოდნავ გასაგონი შარიშური რომ გვესმის ყველა ერთბაშად იძაბება და იარაღისკენ მიაქვთ ხელი, წამში საბრძოლო პოზიციაში დგებიან.
- მე ვარ მე, დამშვიდდით, -ბუჩქებიდან დანილო გამოდის და ყურებამდე გაღიმებული მოიწევს ჩემკენ, ქათქათა კბილები უელავს, ლურჯი თვალები ეშმაკურად უციმციმებს, როგორც კი მიახლოვდება მაშინვე ვამჩნევ ლოყაზე ნაკაწრს საიდანაც სისხლი მოსდის, ხელში რაღაც უჭირავს.
- რა გჭირს, რა დაგემართა, -ფრთხილად ვეხები სახეზე თუმცა თავს მარიდებს და გვიმრის ფოთლების შეკვრას მიწვდის.
- გახსენი, ნახე რა მოგიტანე, -მოუთმენლად მეუბნება და ხელში მაჩეჩებს, ფრთხილად ვაშორებ ფოთლებს ერთმანეთს, შეკვრა მსხვილ-მსხვილი ნარჩევი მწიფე მაყვლითაა სავსე.
- შენთვის დავკრიფე ვიცი რომ გიყვარს, -მეუბნება და მახსენდება როგორ მომიყვა ერთხელ თავისი პატარა გოგონას ლილიას შესახებ რომელსაც ძალიან უყვარდა მაყვალი, სწორედ მაშინ ვუთხარი რომ მეც მიყვარდა, რამდენიმე მარცვალი ჩავიდე პირში, ტკბილი იყო, წვნიანი...
- მადლობა, -ვუღიმი და ისიც ღიმილით მიქნევს თავს, თვალები უწყლიანდება, ვიცი ახლა რა ხდება მის გონებაში, ლილიაზე ფიქრობს რომელიც ცოცხალი აღარ არის, მე კი ბებიაჩემის გაკეთებული მაყვლის ფელამუში მახსენდება...





- შენი აზრით ნაიკერი რატომ იბრძვის ჩვენთან ერთად, -მეკითხება რომა და ფეხსაცმლის ქუსლით ბომბებისგან ნახევრად დანგრეული ეკლესიის გუმბათიდან ჩამოცვენილ კრამიტს ქექავს, მიწაზე ვზივართ, ზურგით უზარმაზარი ქვებისგან აშენებულ კედელს ვეყრდნობით, ქვებზე ალგ-ალაგ ძველი ქართული წარწერებია ამოკვეთილი.
- ექნება მიზეზი, უბრალოდ და უმიზეზოდ სხვის ომში არავინ ომობს, -ვპასუხობ და მუხლთან გაცრეცილ შარვალს დავყურებ მოღუშული, ახალი შარვალი მჭირდება, ახალი ფეხსაცმელიც და შედარებით თბილი ქურთუკი ვიდრე ესაა რაც უკვე დიდი ხანია გაუხდელად მაცვია, დღისით ჯერ კიდევ თბილა მაგრამ ღამით...
- ალბათ დათუნას გამოა აქ, მეგობრის პონტში რა, სხვა რა უნდა იყოს, -ისევ აგრძელებს ვარაუდების გამოთქმას, უნებურად მეღიმება, კარგი ბიჭია რომა, თბილი, მამაცი და გულიანი, ისეთია მასზე დაყრდნობის რომ არ შეგეშინდება, უშიშარია ხანდახან ზედმეტადაც კი, ომი დაიწყო თუ არა პირველივე დღეს წავიდა ჯარში, ჩემი ოჯახი და სამშობლო უნდა დავიცვაო გამოუცხადა ყველას და მას მერე ერთი დღითაც კი არ დაბრუნებულა სახლში, ქურთია თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, ლაპარაკისას ხშირად იყენებს ხოლმე სიტყვებს, ‘’ჩვენ ქართველები’’...
- თავის ოჯახზეც არასდროს საუბრობს, ნეტავ კენიაში ჰყავს ვინმე? არა მაინც ვერ ვხვდები რატომ ომობს აქ და ჩვენთვის, -ახლა უკვე თავისთვის ბურტყუნებს, არ მიკვირს მისი ასეთი ცნობისმოყვარეობა, უკვე შეჩვეული ვარ.
- ჭირშიც და ლხინშიც საქართველოვ მე ვარ შენთანა, -ნაიკერის ინტერპრეტაციით გვესმის თითქმის უაქცენტო ქართულით ნათქვამი ცნობილი სიტყვები რომლებიც ფაქტიურად ყველა კითხვის პასუხია რაც რომას უტრიალებს თავში, ვერ ვხვდებით როგორ მოგვეპარა ისე რომ ვერაფერი გავიგეთ, ზემოდან დაგვყურებს თითქოსდა გამკიცხავი მზერით მერე ისე მიდის რომ არაფერს ამბობს.
- ნაიკერ, -ვეძახი ჩვენგან უკვე რამდენიმე ნაბიჯით დაშორებულს, ჩერდება და მთელი ტანით ტრიალდება ჩვენკენ, გვიყურებს.
- მიყვარხარ, -მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ვეუბნები, ვხვდები რომ ხვდება რაც ვუთხარი, სახე ღრუბლებიდან გამოღწეული მზესავით უნათდება, ფართოდ იღიმის, გულზე ხელს იდებს და თავს თეატრალურად ხრის ძირს...
-
იშვიათი სიჩუმეა ირგვლივ ჩამოწოლილი, ამ ორი წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე მოხდა რომ რამდენიმე საათი ისე გავატარეთ აფეთქების და სროლის ხმა არ გაგვიგია.
- შენებს არ დაურეკავ? -ვასკო ტელეფონს მიწვდის, თავს ვუქნევ უარის ნიშნად, იღუშება და მძიმედ სუნთქავს, უკვე ვიცი რაღაც ისეთს მეტყვის რაც ძალიან გამაბრაზებს.
- დედაშენს ბოლოს როდის ესაუბრე, წარმოგიდგენია მაინც ახლა რა დღეშია? დაურეკე გააგებინე რომ კარგად ხარ, არ ანერვიულო.
თვალებს მაგრად ვხუჭავ და თავს ძლივს ვიკავებ რომ ისეთი არაფერი ვთქვა რაც გულს ატკენს, ისედაც ყველაფერი პატარა ბავშვივით სწყინს, მიუხედავად იმისა რომ შესახედავად გოლიათია და გამომეტყველებაც ყოველთვის მკაცრი აქვს, სინამდვილეში პატარა ბავშვივით ჩვილი გული აქვს, ვიცი როგორ გიჟდება დედამისზე და მასზე ბევრად უმცროს დაძმებზე, მაშინვე რეკავს ხოლმე სახლში როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა, უკვირს როცა არანაირ სურვილს არ გამოვხატავ ხოლმე ჩემებთან საუბრის.
- მისმინე პატარავ, -თავზე ხელს მისვამს და ისე მიღიმის როგორც ჯიუტ, ურჩ ბავშვებს უღიმიან ხოლმე რომ როგორმე ის გააკეთებინონ რაც მათ სურთ, -არასწორად იქცევი, ომი რომ დასრულდება ისევ ხომ უნდა შეძლო ცხოვრების გაგრძელება ასე კი ვერ მოახერხებ, ყველაფერი აქ არ სრულდება გესმის?
- აქ რატომ ხარ ვასკო? -სასაუბრო თემის შეცვლას ვცდილობ და მგონი გამომდის, სახე ეცვლება, იღუშება, მერე ნაძალადევად იღიმის და ცხვირზე ნერვიულად ისვამს თითებს.
- შეგეძლო არც გეკითხა, ჩვენ ქართველებს და ინგუშებს ერთი მტერი გვყავდა ყოველთვის, როგორ ამბობთ ხოლმე? ძმა ძმისთვისაო არა?
- მხოლოდ ეს არის მიზეზი?
- როდისმე აუცილებლად ვისაუბრებთ ამაზე ოღონდ ახლა არა, ახლა არ შემიძლია, -მზერას მარიდებს და სირბილით მომავალ გულამოვარდნილ ტყუპისცალს უყურებს გაკვირვებული.
- რა ხდება ტყუპისცალო.
- ნახე ჩემს ახალ სტატიას რამდენი ნახვა აქვს, -ტელეფონს მიწვდის და მოუთმენლად აბაკუნებს ფეხებს, ლოყები აწითლებული აქვს, თითები უთრთის.
- შენი გამოსწორება არ იქნება, კინაღამ გული გამიხეთქე, -ვასკო მხარზე ურტყამს ხელს და მიდის, ტყუპისცალი თვალებგაფართოებული მიყურებს და ჩემს რეაქციას ელის.
- მიდი წაიკითხე რაღას უცდი, იცი რა მაგარი გამოვიდა, გიჟებივით აზიარებენ.
ვკითხულობ, მართლა ძალიან კარგია, ამ ბიჭს აშკარად აქვს ნიჭი, შეუძლია ხალხი დააინტერესოს და აიყოლიოს, თუ ამ სასტიკ ომს გადაურჩება დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს.
- შემახსენე რა არის შენი ოცნება, -ისე ვეკითხები თითქოს არ მახსოვდეს, ვიცი როგორ უყვარს ამაზე საუბარი.
- ცნობილი ჟურნალისტი უნდა გავხდე, -ერთი წამით თვალები ენთება თუმცა მერე ისევ... -უხმოდ, ხელით მაჩვენებს ირგვლივ, ყველაფერი დანგრეულია, მიწათან გასწორებული, ერთ დროს სიცოცხლით სავსე ქალაქი ახლა მკვდარია.
- შეძლებ, -ვეუბნები და გამამხნევებლად ვუღიმი, ათრთოლებულ ტუჩს კბილებს შორის იქცევს და მთელი ძალით უჭერს.
- ხედავ რამდენი განადგურებული ოცნებაა ჩვენს გარშემო? ამ ყველაფერს რომ ვუყურებ უკვე აღარ მჯერა რომ შევძლებ.
-
- უკან დაიხიე, -დანილო მთელი სხეულით მეფარება წინ და იჩოქებს რომ სროლისთვის მოსახერხებელი პოზიცია მიიღოს, -არ ადგე გესმის? ამათ მე მივხედავ.
- ახლა კამათის დროა? -ვბუზღუნებ და თან ავტომატის მჭიდს ვამოწმებ, უკვე ორი კვირაა შეუსვენებლად ვიბრძვით, მოწინააღმდეგეებს ვანადგურებთ, ლეგენდები კი ჩვენს შესახებ იზრდება, მრავლდება, საჰაერო ბუშტივით იბერება და უფრო და უფრო ეხვევა იდუმალების საბურველში.
- მოდი მომეყრდენი და ცოტა დავისვენოთ, -როგორც კი სულის მოთქმის საშუალება გვეძლევა დანილო კედელთან ჯდება, მკლავს შლის და მანიშნებს ჩამეხუტეო, ასეთ შანსზე უარის თქმას არ ვაპირებ, ისედაც მთელი კვირაა არცერთს არ გვიძინია ნორმალურად, პატარა კნუტივით ვეხვევი მის მკლავებში და თვალებს ვხუჭავ.
- როგორ ხარ დანი, -ვეკითხები მაგრამ პასუხად მხოლოდ მძიმე ამოოხვრას ვიღებ, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ იღებს ხმას.
- სიზმრებს ხედავ ხოლმე?
- თითქმის ყოველ ღამე.
- რა გესიზმრება?
- უცნაური რაღაცები, ჯერ არნახული ადგილები, ხანდახან მესიზმრება რომ ფრთები მაქვს და დავფრინავ, ხანდახან ჩემს ბავშვობას ვხედავ ხოლმე სიზმრად.
- ალბათ რა კარგია ასეთი სიზმრები, -რაღაცნაირად თითქოს შურით ამბობს.
- შენ რას ხედავ ხოლმე, -ვეკითხები და უკვე ვიცი რასაც მიპასუხებს.
- მათ ვხედავ, მათ უმოძრაო გასისხლიანებულ სხეულებს, დასახიჩრებულ სახეებს, ღია თვალებს რომლებიც მინისგან ჩამოსხმულებს ჰგავს, ხანდახან მგონია რომ მეტი აღარ შემიძლია, არ ვიცი შენ როგორ ახერხებ რომ ასეთი ძლიერი იყო, მითხარი როცა კლავ შემდეგ სინდისი არ გაწუხებს? სულ ცოტათი მაინც.
- სინდისმა რატომ უნდა შემაწუხოს? -გულწრფელად მიკვირს, დანილოსაც უკვირს ჩემი პასუხი.
- შენ ხომ კლავ, იცი რა, ხშირად გაკვირდები ხოლმე და ყოველთვის მიკვირს როგორ ახერხებ ასე უემოციოდ მოკვლას მაშინ როცა მაყვლის ფელამუშის ან მკვდარი ჩიტის გამოც კი შეგიძლია ტირილი, ვხედავ როგორ ღელავ ხოლმე ჩვენზე, როგორ გეშინია რომ არაფერი მოგვივიდეს, ორი თვის წინ მარკი რომ დაჭრეს კინაღამ მოკვდი, მეგონა ზედ გადაყვებოდი არადა...
- კარგად მესმის რის თქმასაც ცდილობ, -ღიმილით ვაწყვეტინებ სიტყვას და უფრო მოხერხებულად ვეკვრი მკერდზე, -სინდისი მაშინ შემაწუხებდა რამე არასწორს რომ ვაკეთებდე, მე მხოლოდ ჩემს სამშობლოს ვიცავ და საკუთარ თავს, საკუთარ მიწაზე ვარ, ჩემს თავთან მართალი ვარ გესმის?
- მესმის, -ოხრავს და ზუსტად ვიცი რომ არაფერიც არ ესმის, -შეიძლება რაღაც გკითხო? -მაინც ვერ ისვენებს.
- მკითხე რაც გინდა.
- ომი რომ დაიწყო შენს ქმართან ერთად საზღვარგარეთ წასვლაზე არ გიფიქრია?
- არ მიფიქრია არც ერთი წამით, რომ მეფიქრა მაშინ ნამდვილად შემაწუხებდა სინდისი, რომ წავსულიყავი... არ ვიცი დანილო, რომ წავსულიყავი ალბათ ამ ტვირთით ვერ ვიცხოვრებდი.
- შენი ქმარი?
- თავის სამშობლოში დაბრუნდა, იმდენად ეგოისტი არ ვარ რომ ჩემი სიყვარულის და ჩემი ომის გამო მეთხოვა დარჩენილიყო...





- ცოტაც ნიკო, სულ ცოტაც და სამშვიდობოს ვიქნებით, -უკანასკნელ ძალას ვიკრებ რომ ჩემზე მთელი ძალით ჩამოკიდებული მძიმე სხეულის გამო არ ჩავიჩოქო.
- სამშვიდობოს? არ გამაცინო, -იცინის და თან სისხლს აფურთხებს, -ნეტავ თუ დარჩა საქართველოში ისეთი ადგილი სადაც მშვიდად და უსაფრთხოდ ვიქნებით.
- ნუ ლაპარაკობ, ენერგიას ნუ ხარჯავ, -ვქოშინებ და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე ნაბიჯს ვადგამ, ის ისაა შენობას უნდა გავცდეთ რომ ტყვია ზედ ჩემს ფეხებთან თხრის მიწას, იძულებულები ვხდებით რომ უკან დავიხიოთ, ძირს ვაწვენ, თავქვეშ ჩემს ქურთუკს ვუდებ.
- აქ იყავი და ადგილიდან არ გაინძრე იცოდე, მალე მოვალ, -ვუღიმი და ისიც ტკივილით სავსე საპასუხო ღიმილს მიბრუნებს, შენობას გარს ვუვლი, იარაღს ვამოწმებ, სათითაოდ ცივი გონებით, აუღელვებლად ვუსწორდები ყველას, მგონი მართლა იღბლიანი ვარ, განაკაწრის გარეშე ვბრუნდები უკან.
უკან დაბრუნებულს ნიკო ზედმეტად გაფითრებული და ღონემიხდილი მხვდება, მის თავთან ვიხრები, გაჭირვებით სწევს მარჯვენა ხელს და სახეზე მეხება, ლოყაზე შერჩენილ სისხლის წვეთს მწმენდს.
- რამდენი? -მისუსტებული ხმით მეკითხება.
- ჩვიდმეტი, -მოკლედ ვპასუხობ და ვცდილობ რომ წამოვაყენო თუმცა ვერ ვახერხებ, ტკივილისგან ღმუის და ხელებს ისე მიჭერს მკლავებზე ლამისაა ძვლები გადამიმტვრიოს.
- სოკოებივით ამოდიან და მრავლდებიან ეგ ახვ*ები, მაგათ დედას შე**ცი, -უშვერად იგინება და მერე ერთბაშად მოდუნებული ეშვება ძირს, პანიკაში ვარ თუმცა ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო, ძნელი ყოფილა, ძალიან ძნელი, უამრავი სიკვდილი მინახავს, ასობით მტერი მომიკლავს თუმცა ეს ხომ ნიკოა, ჩემი ნიკო, ჩვენი ნიკო, როგორ გინდა ისე გაუძლო რომ არ შეიშალო.
- გამაგრდი გთხოვ, -ისეთი საცოდავი ხავილი ამომდის პირიდან მე თვითონვე მეცოდება საკუთარი თავი, -უნდა გაუძლო, მალე ბიჭებიც მოვლენ, დაგვეხმარებიან, გადაგარჩენთ ნიკო.
- რაღაცას უნდა შემპირდე, -ხელს ხელზე მადებს და მზერას მისწორებს, ისეთი მზერა აქვს ტანში მცრის...
- მითხარი ნიკო გისმენ.
- ჩემს ცოლს უთხარი რომ ყოველთვის სიგიჟემდე მიყვარდა, ახლაც მიყვარს, უთხარი რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მასზე და ნიტაზე ვფიქრობდი, რას არ მივცემდი ჩემი პატარა ერთხელ კიდევ რომ მენახა, იცი რა ლამაზია, ულამაზესი, ყველა ამბობს რომ მე მგავს, ჩემნაირი თვალები აქვს...
ხელი უდუნდება, სუნთქვა უხშირდება მერე კი ერთბაშად წყვეტს მისი მკერდი მოძრაობას, თავი გვერდზე უვარდება, ღიად დარჩენილ თვალებში და ტუჩებზე ღიმილი აქვს შერჩენილი...
ვუყურებ და ლოყებზე ღვარად ჩამომდის მდუღარე ცრემლები, მინდა ვიყვირო, მინდა რამენაირად გამოვხატო რასაც ვგრძნობ თუმცა ვერ ვახერხებ, ვერც ადგილიდან დაძვრას ვახერხებ, მაშინაც ვერ მოვდივარ გონს როცა შეხებას ვგრძნობ მხარზე, მაიძულებენ ფეხზე დავდგე, მუხლები მეკვეთება, ვგრძნობ როგორ მივყავარ სადღაც ხელში აყვანილი.
- დამშვიდდი პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება, -ლევანის ხმას ვცნობ თუმცა ვერ ვახერხებ საკუთარი თავის იძულებას რომ ვუპასუხო, საშინლად მეძინება.
-
- ვილაპარაკოთ? -მარკი გვერდით მიჯდება, საკმაოდ მოზრდილ პოლიეთილენის პაკეტს იქვე დებს და ცხელი შოკოლადით სავსე პირმომტვრეულ ჭიქას მიწვდის, ცდუნება იმდენად დიდია რომ თავს ვერ ვიკავებ, ვართმევ და თვალდახუჭული ვსვამ პირველ ყლუპს, საოცარი გემო აქვს, ბავშვობას და იმ დროს მახსენებს როცა საერთოდ არ ვიცოდით სიმშვიდის ფასი და ვერ ვაფასებდით იმას რაც გაგვაჩნდა, კიდევ ერთ ყლუპს ვსვამ და მთელ სხეულს მითბობს, ასე მგონია ჩემს გარშემო ყველგან შოკოლადის სურნელი დგას, წამით დენთისა და კვამლის სუნსაც კი ფარავს, ნამდვილად ფუფუნებაა ახლა ამ დროს ამ მდგომარეობაში ცხელი შოკოლადი.
- საოცრებაა, მადლობა მარკ, -ვუღიმი და მასაც თბილი ღიმილი უნათებს სახეს, თვალებთან ოდნავშესამჩნევი ნაოჭები უჩნდება, ტუჩებთანაც აქვს რამდენიმე არადა თითქოს გუშინ არ ჰქონდა, ისიც ჩვენსავით დღითიდღე იცვლება და ფერმკრთალდება, ოქროსფერი თმა გახუნებული აქვს და აღარც მუდამ მბრწყინავი თაფლისფერი თვალები უელავს ძველებურად, -ნახე ბიჭებმა რა მოგიტანეს, მგონი ყველაფერი შენი ზომაა, -მხიარული ხმით მეუბნება, პაკეტს ხსნის და სათითაოდ იღებს, ახალთახალ შარვალს, გრძელმკლავიან თბილ ზედას და მაღალყელიან ბოტებს.
- ეს ყველაფერი სად იშოვეთ? -გაოცებას ვერ ვმალავ.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია რომ თბილად იქნები, უკვე ძალიან აცივდა, მგონი მალე მოთოვს, როგორც ეტყობა მკაცრი ზამთარი იქნება, -მოღრუბლულ ცას გაჰყურებს ფანჯრიდან რომელსაც მინები აღარ აქვს, არც ჩარჩო...
- მარკ შენი აზრით გაზაფხულდება? -ვეკითხები, უცნაურად მიყურებს, თითქოს ცდილობს გაიაზროს რაც ვუთხარი, ქართული ჯერ კარგად არ იცის. და ამიტომ მგონია რომ ვერ ხვდება.
- რათქმაუნდა გაზაფხულდება, -მეუბნება რამდენიმეწამიანი დაყოვნების შემდეგ.
- ჩვენთვისაც?
თვალები უფართოვდება, ტუჩებს ერთმანეთს აშორებს, თითქოს უნდა რომ რაღაც მითხრას მაგრამ ენა არ უბრუნდება სათქმელად, ერთხანს ხმელეთზე უწყლოდ დარჩენილი თევზივით აფჩენს პირს, მერე მარცხენა ხელზე ხელთათმანს იხდის და ათრთოლებულ თითებს ისე მაგრად იჭერს ყელზე რატომღაც მგონია რომ ძალიან უნდა სუნთქვა შეწყვიტოს და თუნდაც წამით მოშორდეს აქაურობას, მძიმედ სუნთქავს, აღარ მიყურებს, მისი მზერა ფანჯრებს მიღმა გადაშლილ ნახევრად დამწვარ და დანგრეულ შენობებს შორის იკარგება...
-
როგორც იქნა ვბედავ და ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვრთავ ტელეფონს, სოციალურ ქსელში შევდივარ და შემოსულ შეტყობინებებს ვამოწმებ, დედაჩემისგან, ჩემი მეგობრებისგან, ნაცნობებისგან არის შემოსული მაგრამ ყველაზე მეტი მაინც დავიდისგანაა, სულ თავიდან ვიწყებ კითხვას, მწერს რომ ჩემზე ნერვიულობს, რომ ვენატრები, რომ აინტერესებს როგორ ვარ, იმასაც კი მწერს რომ ოღონდ თუნდაც ერთი წამით მნახოს მზად არის ჩამოვიდეს...
ვკითხულობ და ვამჩნევ როგორ ნელ-ნელა იცვლება შეტყობინებები, მოკლდება, ცივდება, ჩვეულებრივ ყოველდღიურად გასაკეთებელ საქმეს ემსგავსება, ბოლო მონაწერი ექვსი თვის წინანდელი თარიღით თარიღდება, მის გვერდზე გადავდივარ და ფოტოებს ვათვალიერებ, მიკვირს რატომ ვერაფერს ვგრძნობ სიცარიელის და იმედგაცრუების გარდა.
- ახალი ამბავი უნდა გითხრათ ბიჭებო, მოსალოცად მაქვს საქმე, -გაზის გამათბობლის გარშემო შემომსხდარ ბიჭებს მივმართავ და ისინიც ერთდროულად ინტერეს ჩამდგარ მზერას მაპყრობენ, -ჩემს ქმარს ცოლი მოუყვანია, -ვამბობ და გიჟივით ვიცინი, არაფერს მპასუხობენ მაცდიან როდის დავიცლები ემოციებისგან, სიცილს ტირილი მოყვება და უკვე ცოტახანში რობერტის მკლავებში მოქცეული ვსლუკუნებ.
- დამშვიდდი, არაფერი გაქვს სანერვიულო, საერთოდ რატომ ფიქრობ მაგ ნაბი*ვარზე, -თავისი ჭკუით მამშვიდებს და თან ნაზად მეფერება თმაზე გაუხეშებული თითებით.
- მასზე არ ვფიქრობ, საერთოდ არ მაინტერესებს რას აკეთებს ახლა, ჯანდაბაშიც წასულა თავის ახალ ცოლთან ერთად.
- აბა რა განერვიულებს?
- ბოლო შეტყობინება ექვსი თვის წინ მომწერა, ორი თვეა სხვასაც არავის გავხსენებივარ, დედაჩემსაც კი არ მოუწერია, არცერთ ნაცნობს და მეგობარს აღარ ვახსოვარ, გესმით ეს რას ნიშნავს?
- კარგი რა, ვინ იცის რა მდგომარეობა აქვთ, ომში ვართ ბოლოს და ბოლოს, -რაღაცნაირად უხერხულად მიღიმის ლევანი, თითქოს მათ მაგივრად ცდილობს ბოდიშის მოხდას.
- ომში ჩვენ ვართ, ისინი არ არიან, -თავს ვიქნევ და ვხვდები ალბათ ძალიან ცუდად გამოვიყურები იმიტომ რომ შეშფოთებულები მიყურებენ, -ომში ჩვენ ვართ მაგრამ ისე იქცევიან თითქოს ისინი იყვნენ, დაგვივიწყეს, ყველამ დაგვივიწყა გესმით? დაგვივიწყეს, თითქოს არასდროს ვარსებობდით, იქნებ ისინი არ ცდებიან და ჩვენ გვესმის ყველაფერი არასწორად, იქნებ უბრალოდ აჩრდილებად ვიქეცით, იქნებ მართლა არ ვარსებობთ და ეს ყველაფერი ილუზიაა...
- რას ამბობ, ასე რატომ ლაპარაკობ, -თვალები ემღვრევა და ყბა გვერდზე ექცევა ჯაბას, -ვატყობ რომ კიდევ უნდა რაღაცის თქმა მაგრამ ვეღარ ახერხებს, გამაყრუებელი გრუხუნი ისმის, შენობა ზანზარებს, ჭერიდან უზარმაზარი ნამსხვრევები გვეყრება თავზე, მერე რაღაც ანათებს, ძალიან მკვეთრი და კაშკაშა ნათება თვალს მჭრის, მომენტალურად ვიწევი ჰაერში, რამდენიმე წამის განმავლობაში მივფრინავ და მტკივნეულად ვენარცხები ძირს.
მთელი სხეული მტკივა, ვერცერთ კიდურს ვერ ვამოძრავებ, თავი გვერდზე მაქვს გადახრილი, ვხედავ ჩემს სიახლოვეს მწოლ მთლად დაფლეთილ სხეულთან რომელსაც ქვედა კიდურები აღარ აქვს როგორ მორბის ჯაბა, სახე შეშლილი და გასისხლიანებულია, მუხლებზე იჩოქებს.
- ნიკა, ნიკუშ ბიჭო, არ დამტოვო, არ წახვიდე, -ბღავის მთელი ხმით, ერთადერთი რასაც იმ მომენტში ვფიქრობ ისაა თუ ნიკუშა ვინ არის, უძრავად მწოლ სხეულს ეხუტება ჯაბა, თავს მაღლა აწევინებს და შუბლზე ჰკოცნის, ღიად დარჩენილი თვალები პირდაპირ მე შემომცქერის.
- ტყუპისცალო, -ვხავი და სიმწრის ცრემლები მიბინდავს მზერას...



მკვეთრი სინათლე მჭრის თვალს, უაზროდ ვიყურები სივრცეში თუმცა ვერაფერს ვხედავ, საერთოდ ვერაფერს, იმასაც კი ვერ ვხვდები თვალები მართლა მაქვს გახელილი თუ არა, ყრუ ტკივილს ვგრძნობ ოღონდ ვერ ვხვდები რა მტკივა, იქნებ ყველაფერი მტკივა, ან საერთოდ არაფერი, იქნებ ეს ტკივილი სულაც არ არის ფიზიკური, იქნებ ყველაფერი მხოლოდ ჩემს გონებაში ხდება, ნეტავ ცოცხალი თუ ვარ, არა მგონია თუმცა თუ არ ვარ მაშინ გული ასე სწრაფად რატომ მიცემს, თუმცა არ ვიცი... ეს გულისცემის ხმაა? რაღაც ზუზუნებს, ტკაცუნებს, ხმაურობს, შეხებას ვგრძნობ, ვიღაცის ხმა ჩამესმის თუმცა ვერ ვიგებ რას მეუბნება, ნეტავ რატომ ვერ ვიგებ, იმიტომ რომ ჩემთვის უცნობ ენაზე საუბრობს თუ იმიტომ რომ უბრალოდ არ მაინტერესებს, ყრუ ტკივილის და უსიამოვნო შეგრძნებების მიუხედავად ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს რბილ, ძალიან ფაფუკ ღრუბლებზე წამოწოლილი დავლივლივებ უზარმაზარ, სრულიად ცარიელ სივრცეში, სასიამოვნო შეგრძნებაა, ისეთი სასიამოვნო რომ გამოფხიზლება არ მინდა...
არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდება ჩემი მოგზაურობა ღრუბლებში, მაგრამ როცა უკვე ნამდვილად ვახელ თვალებს, პირველი რასაც ვხედავ უსახური ნაცრისფერი ჭერია, ცხვირში უსიამოვნოდ მიღიტინებს მედიკამენტების სუნი, გვერდით რაღაც აპარატის წრიპინი მესმის თუმცა თავის მიტრიალებას ვერ ვახერხებ რომ შევხედო, ჰაერის ჩასუნთქვას ვცდილობ თუმცა ისეთი გრძნობა მაქვს რომ ვიგუდები, რატომღაც პანიკა მიპყრობს, მინდა ვიყვირო, მინდა დახმარება ვითხოვო მაგრამ ვერ ვახერხებ, მეშინია ოღონდ ვერ ვხვდები რატომ, ვერც იმას ვხვდები აქ რა მინდა, რა დამემართა...
ფეხის ხმა მესმის, მერე კარის ჭრიალი საწოლთან შუახნის ქალი მოდის თეთრი ხალათით, ჭაღარაშერეული თმით და მომღიმარი სახით, ინგლისურად მესაუბრება, მესმის რას მეუბნება, თუმცა არ მახსოვს როდის და როგორ ვისწავლე ეს ენა, ვცდილობ გავიხსენო, გონებას ვძაბავ, ბუნდოვნად მახსენდება, დაბალი გამხდარი ქალი წითლად შეღებილი თმით და თბილი ღიმილით, დედაჩემია დედაჩემი მახსოვს, კიდევ წვეულება მახსენდება ტორტზე ანთებული ციფრები, ოცდაერთი წლის ვხდები, წითელლოყებიანი ქერათმიანი გოგონა მეხვევა და მილოცავს მერე თავის მეგობარს მაცნობს, რომელიც ერთი კვირაა რაც საქართველოში ჩამოვიდა და მასთან ცხოვრობს.
- გაიცანი ეს დავიდია, ქართული არ იცის თუმცა სწავლობს, შენც ისწავლი რამდენიმე სიტყვას ინგლისურად და მშვენივრად გაუგებთ ერთმანეთს.
დავიდი ჩემს ხელს ხელში იქცევს და ნაზად მკოცნის თითებზე, მიღიმის, მომხიბვლელია იმდენად მომხიბვლელი რომ მისი გულისთვის მზად ვარ ახალი ენის შესწავლა დავიწყო...

შუბლი მტკივდება, ჩემი გონება ამდენ დაძაბულობას ვერ უძლებს, გონებაში ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლებიან კადრები, ჩემი ქორწილი მახსენდება, ეკლესიაში გვერდით დავიდი მიდგას, ვღელავ, მაგრად მიჭერს ხელს და გამამხნევებლად მიღიმის, ჩვენი სახლი მახსენდება, პატარა ლამაზი ეზოთი და აუზით, ცხადად ჩამესმის დავიდის ხმა.
- აი აქ ბავშვები ირბენენ ჩვენს ძაღლთან ერთად და ითამაშებენ, -ხელით მაჩვენებს მწვანედ მობიბინე მდელოს და შუბლზე მკოცნის, -მომწონს ეს ქვეყანა, ნახე როგორი სიმშვიდეა, მიხარია რომ ჩვენი შვილები ასეთ სიმშვიდეში გაიზრდებიან...

სუნთქვა მიხშირდება, გულისცემა იმატებს, წამოდგომას ვცდილობ თუმცა ვერაფრით ვახერხებ განძრევას, უმწეოდ ვაცეცებ თვალებს, ექიმს შეშფოთება ესახება სახეზე, ცდილობს დამამშვიდოს, მეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვხედავ როგორ შეჰყავს გადასხმაში რაღაც სითხე, მერე აპარატურაზე ჩემთვის გაუგებარ მონაცემებს ამოწმებს, და ვიღაცას ეძახის...
-
მეორედ რომ მოვდივარ გონს ვხვდები რომ საავადმყოფოს პალატაში აღარ ვარ, არ ვიცი მეჩვენება თუ მართლა უკეთ ვგრძნობ თავს, უზარმაზარ ფუმფულა საწოლში ვწევარ, თავს გვერდით ვატრიალებ და ვცდილობ ოთახი მოვათვალიერო, ფართოა, ნათელი, მასიური ხისგან გამოთლილი ავეჯით გაწყობილი, ერთი კედელი მთლიანად მინისაა, კედლის შუაგულში კარია რომელიც ღიაა, სუსტი ნიავი ნახევრად გამჭვირვალე ფარდებს აფრიალებს და კედელს მიღმა მდებარე წითელი ვარდებით სავსე ბაღს ვხედავ, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ გავიხსენო რა დროა, რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ მეხსიერებაში უზარმაზარი სიცარიელე მაქვს, რაღაც შავი ხვრელის მსგავსი, რატომ მგონია რომ დრო დავკარგე და რაღაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი გამომრჩა...
- შეიძლება? -წკრიალა ხმა მესმის და ოთახში უხმაუროდ შემოდის პატარა, ლამაზი, გამხდარი გოგო, გრძელი იასამნისფერი სარაფანი აცვია და ოქროსფერი თმა ტალღებად აყრია მხრებზე, ულამაზესია, მიღიმის, ვიცი რომ საპასუხოდ უნდა გავუღიმო მაგრამ ამის არანაირი სურვილი არ მაქვს.
- როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ? -თბილი ხმით მეკითხება, ინგლისურად საუბრობს, საწოლზე ჯდება და ხელზე მიჭერს თითებს, ვგრძნობ ელის როდის ვუპასუხებ თუმცა არც საუბრის სურვილი არ მაქვს, რატომღაც ძალიან დაღლილი ვარ, ასე მგონია მხრებზე უზარმაზარი ტვირთი მაწევს, არ ვიცი რამ დამღალა თუმცა ახლა მხოლოდ დასვენება მინდა სხვა არაფერი.
- მე ესმა ვარ, ახლა ექიმი შემოვა და გაგსინჯავს, მერე აბაზანას გაგიმზადებ, დაიბანე, მერე რამე ვჭამოთ და ბაღში გავიდეთ ძალიან კარგი ამინდია, სუფთა ჰაერზე ყოფნა მოგიხდება, -ღიმილით მაცნობს დღის გეგმას, მერე დგება მინის კედელთან მიდის და ფარდებს სწევს, ჩემს თვალწინ ულამაზესი ბაღია, მწვანე ხეებით, სხვადასხვაგვარი ნარგავებით და ვარდებით.
- ნახე რა კარგი სურნელია, გრძნობ? -უკვე მაისის ბოლოა, მიყვარს ეს დრო, -აგრძელებს და ჩემს გაოცებულ სახეს რომ ამჩნევს წარბებს კრავს, ისე ჩანს თითქოს რაღაც ზედმეტი წამოსცდა, აღარაფერს ამბობს, თავს მიკრავს და ოთახიდან გადის, მე კი ვერ ვხვდები რატომ გავოცდი იმის გაგონებისას რომ ახლა მაისია, რა არის ამაში ასეთი გასაოცარი...
რამდენიმე წუთში შემოდის ის ექიმი რომელსაც უკვე ვიცნობ, მთელ სხეულს მიმოწმებს, უამრავ რაღაცას მეკითხება და სულაც არ აკვირვებს ის რომ არცერთ კითხვაზე არ ვუბრუნებ პასუხს, კმაყოფილი იქნევს თავს, მამცნობს რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ და მიდის, ცოტა ხანში უკვე დაბანილი, დავარცხნილი და ახალ პიჟამოში გამოწყობილი ბორბლებიან ეტლში ვზივარ და ესმას სადღაც მივყავარ, როგორც ჩანს სახლი უზარმაზარია, ფართო დერეფნის გავლით შევდივართ სამზარეულოში, უპრეტენზიოდ ვჭამ რასაც მიმზადებენ, წამლებსაც უთქმელად ვსვამ, ბევრს არაფერს მეკითხებიან, მომწონს ეს სიტუაცია, მშვიდად ვარ, არაფერზე ვფიქრობ, არ მადარდებს რომ არავის ვიცნობ, არც იმაზე ვფიქრობ თუ სად ვარ და ვინ არის ეს ხალხი, რატომღაც არც ის მადარდებს რომ არავინ მნახულობს, არც მეგობრები, არც დედაჩემი, არც ადრიანი...
- გავიდეთ ბაღში? -ესმა მიყურებს და ეღიმება, -კარგად გამოიყურები, ცოტა გამხდარი ხარ მაგრამ მაგას მოევლება, კარგი კვება გჭირდება, მალე გამოკეთდები, მე ყველანაირად დაგეხმარები, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, არ გინდა რომ ვიმეგობროთ?
ბევრს ლაპარაკობს, ძალიან ბევრს, თუმცა საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვუსმენ, ბაღს ვათვალიერებ, ყვავილების სურნელით ვტკბები და მზის სხივებს ვუშვერ სახეს, წესით ახლა უნდა ვიღიმოდე და სიამოვნებისგან ვნაბავდე თვალებს მაგრამ სახის მიმიკები უცვლელი რჩება, შინაგანად ვგრძნობ რომ ყველაფერი სულაც არ არის ისე იდეალურად როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რაღაც უცნაური, უსიამოვნო წინათგრძნობა მიპყრობს და ეს ძალიან არ მომწონს.
ბაღის შუაგულში მდგარ შადრევანთან ვჩერდებით და ესმა მიდის, მარტო მტოვებს, რამდენიმე წუთში მოვალო მიბარებს, გაუნძრევლად ვზივარ სავარძელში და მზის სხივებზე ათასფრად მობრჭყვიალე წყლის წვეთებს ვუყურებ, ულამაზესია, სამოთხე დედამიწაზე, ალბათ ეს სახელი მოუხდებოდა ამ ადგილს.
- შეიძლება რომ შემოგიერთდე? -დამტვრეული ქართულით ნათქვამი სიტყვები მესმის, თავს გვერდზე ვაბრუნებ, ორიოდე მეტრის მოშორებით უბრალო ტილოს შარვალში და თეთრ იდაყვებამდე სახელოებ აკეცილ პერანგში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი დგას, იქნება ალბათ ოცდაათი წლის, მაღალია, ტანადი, შავი, ხშირი დატალღული თმა აქვს, დიდი შავი თვალები და სუფთად გაპარსული სახე, პერანგის რამდენიმე ღილი შეხსნილი აქვს და ძლიერი მკერდი უჩანს, ხელს სწევს, გრძელ თითებს თმაში იცურებს, მომხიბვლელად მიღიმის, თავს გვერდზე ხრის და თეთრ კბილებს აჩენს...





იქვე მდგარ ხისსაზურგიან გრძელ სკამზე ჯდება, ფეხებს თავისუფლად შლის, თავს უკან ხრის, თვალებს ხუჭავს და სახეს მზის სხივებს უშვერს, საშუალება მეძლევა უფრო დაკვირვებით შევათვალიერო, სწორი ცხვირი აქვს, მსხვილი ლამაზი ტუჩები და გრძელი ხშირი წამწამები, ზედმეტად უცხო გარეგნობა აქვს, შეიძლება ითქვას რომ სრულყოფილებაა, ნამდვილად უნაკლოა.
- ალექსი მქვია, -ისე სასხვათაშორისოდ ამბობს, მოულოდნელობისგან ვკრთები და თვალს ვარიდებ, რატომღაც სურვილი მიჩნდება რომ მოვშორდე, უკვე აღარ მინდა აქ ყოფნა თუმცა წარმოდგენაც კი არ მაქვს სად შეიძლება რომ წავიდე.
- ესმას დავუძახებ რომ სახლში შეგიყვანოს, -ამბობს და მგონია რომ ჩემს აზრებს კითხულობს, ფეხზე დგება და ცდილობს მზერა გამისწოროს თუმცა ჯიუტად ვარიდებ თვალს.
- შემომხედე, -ისეთი ხმით მეუბნება შეწინააღმდეგებას ვერ ვახერხებ, უცნაური მზერა აქვს, ჩაფიქრებულია და სევდიანი, უბრალოდ დგას და მიყურებს მერე კი ზურგს მაქცევს და მიდის, რამდენიმე წუთში აქოშინებული და სახეაწითლებული ესმა სირბილით მიახლოვდება.
- მაპატიე რომ ამდენხანს მარტო დაგტოვე, -შეშფოთებული ხმით მეუბნება და იქით იყურება საითაც ალექსი წავიდა, კარგად ხარ? სახლში შეგიყვანო თუ ცოტა ხანს კიდევ დარჩები ბაღში?
ისევ არაფერს ვამბობ, ესმაც დუმს, სახლისკენ მივდივართ, საძინებელში შევყავარ და მეუბნება რომ აბაზანა უნდა გამიმზადოს, უკმაყოფილოდ ვკრავ წარბებს, ჯერ რამდენიმე საათიც კი არ გასულა მას შემდეგ რაც ვიბანავე.
- სამკურნალო ბალახების აბაზანაა, ექიმის დანიშნულებით ამ კვირის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიიღო, -როგორც კი ჩემს უკმაყოფილებას გრძნობს მაშინვე ცდილობს რომ ყველაფერი ამიხსნას, მერე სააბაზანოს კარს აღებს, ვუყურებ როგორ ავსებს ჯაკუზს თბილი წყლით და როგორ ასხამს წყალში უამრავ სხვადასხვაგვარ სითხეს, უცნაურ ფოთლებს და ყვავილებსაც ყრის, სასიამოვნო გამაბრუებელი სურნელი ჩემამდე აღწევს და მადუნებს, აბაზანის მომზადებას რომ ასრულებს მერე წამოდგომაში მეხმარება, ფეხზე დგომა მიჭირს თუმცა ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო, საღამურის ღილებს რომ მიხსნის მაშინ კი ვყოყმანობ თუმცა თავს იმდენად სუსტად ვგრძნობ წინააღმდეგი არ ვარ რომ მან გამხადოს.
სულ მალე სრულიად შიშველი ვრჩები მის წინაშე, სარკეში გაოგნებული შევყურებ ჩემს თავს, ვუახლოვდები, ახლოდან ვაკვირდები, ნუთუ ეს მე ვარ, ჩემი თავი ასეთი ნამდვილად არ მახსოვს, საშინლად ვარ გამხდარი, უპეები ჩაშავებული მაქვს და მწვანე თვალები რომლებითაც ყოველთვის ვამაყობდი ახლა მომაკვდავ, ნახევრად დამშრალ ტბებს მაგონებს, სახე გაფითრებული, ტუჩები გაცრეცილი, ჩემს გრძელ წელამდე ჩამოშლილ თმას ჩვეული მბზინვარება აქვსდაკარგული, ლავიწის და მენჯის ძვლები საცოდავად მაქვს ამოჩრილი, ფრთხილად ვწევ თითებს და ნაიარევს ვეხები რომელიც მხართან მაქვს და აშკარაა რომ ცეცხლასროლი იარაღით მაქვს მიყენებული, არ ვიცი ამას საიდან ვხვდები მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ასეა, მეორე ამდაგვარი იარა მარცხენა ფერდთან მაქვს, კიდევ ერთი მარცხენა ბარძაყზე, მარჯვენა მკლავზე მხრიდან იდაყვამდე უზარმაზარი ნაიარევი მაქვს, მკერდზეც მაქვს ერთი პატარა ნაიარევი, ერთიც მუცელზე...
- კარგად ხარ? მოდი ჩაწექი წყალი გაცივდება, -ლამის ძალით მივყავარ ესმამ ჯაკუზისკენ, დიდ წინააღმდეგობას არ ვუწევ, რომც მომენდომებინა ალბათ ვერ მოვახერხებდი,ვწვები თუ არა კიდევ რაღაც სითხეს უმატებს წყალს მეუბნება ცოტა ხანში მოვალო და მიდის, თბილი სურნელოვანი წყალი საშინლად მსიამოვნებს, თვალებს ვხუჭავ და კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ნეტავ რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რომ ახლა ასეთ დღეში ვარ, შეიძლება ჩემებმა არც იციან რომ აქ ვარ, შეიძლება მეძებენ კიდეც, თუმცა თუ ჩემს სხეულს და მდგომარეობას გავითვალისწინებთ აშკარაა რომ რაღაც საშინელება უნდა მქონდეს გადატანილი, ისეთი რისი გახსენებაც კარგს არაფერს მომიტანს...
კიდევ ერთხელ ვიტარებ თითებს მხარზე, ეს იარა... ჯანდაბა მე, მშვიდობისმოყვარე გულჩვილი ადამიანი რომელიც იმასაც კი ცდილობდა რომ ჭიანჭველისთვის ფეხი არ დაებიჯებინა როგორ მოხდა და ისეთ შარში გავეხვიე რომ ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ადგილზე ვარ დაჭრილი.
- არ მინდა ამის გახსენება, არ მინდა, -ჩემს თავს ვეუბნები და საფეთქლებზე ვიხვევ თითებს, -ასე კარგად ვარ, არაფრის გახსენება არ მინდა.
- თურმე ლაპარაკი შეგძლებია, -უკვე ნაცნობი ხმა მესმის და შეშინებული ვაჭყეტ თვალებს, თავზე ალექსი მადგას და ისე ჩვეულებრივად და უბრალოდ მიღიმის თითქოს აბაზანაში არ ვიწვე შიშველი.
- გადი აქედან, -უღონოდ ვჩურჩულებ, ხელებს მაღლა სწევს, ზურგს მაქცევს და საძინებელში გადის.
- მაპატიე უბრალოდ ესმას ვეძებდი, -ამბობს და მერე კარის ხმაც მესმის, უნებურად მეღიმება, არის მასში რაღაც ძალიან ახლობლური, ისეთი რომ მაიძულებს ვენდო და მის გვერდით არ შემეშინდეს.
-
- დღეს როგორ ხარ? -მეკითხება ალექსი და თან უზარმაზარ გრძელბეწვიან ნაგაზს ეფერება თავზე, ძაღლი თვალებს ნაბავს და მთელი ძალით ურტყამს კუდს მიწაზე.
- კარგად ვარ, -ვუღიმი და ვცდილობ ის სასიამოვნო შეგრძნებები დავაიგნორო მისი სიახლოვისას თავისთავად რომ იბადებიან ჩემში, უკვე ორი კვირაა რაც ექვს თვიანი ძილიდან გამოვფიხზლდი, ისე სუსტად აღარ ვარ როგორც თავიდან ვიყავი, ექიმის დანიშნულებებს ზედმიწევნით ვასრულებ, კარგად ვიკვებები, თავისუფლად გადავაადგილდები ფეხით, დროის უმეტეს ნაწილს ბაღში ვატარებ ალექსთან ერთად, ამ დროის განმავლობაში იმის გაგება მოვახერხე რომ ალექსი და ესმა ბიძაშვილები არიან, ეს ალექსის მშობლების სახლია რომლებიც ცოცხლები აღარ არიან, ალექსს ძალიან უყვარს ცხოველები, ძაღლები ჰყავს, ცხენებიც...
- წამოდი, რაღაც მინდა გაჩვენო, -ხელს მიწვდის და მეც უყოყმანოდ ვაგებებ თითებს, არ ვიცი როგორ ახერხებს მაგრამ ამ ორი კვირის განმავლობაში ისე მიახლოვდება რომ მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, კარგი ადამიანი ჩანს, თბილია, სევდიანი თუმცა იუმორის გრძნობას ნამდვილად არ უჩივის, ბევრს არ ლაპარაკობს თუმცა სასიამოვნო მოსაუბრეა, მაშინებს ის რომ ყოველდღე უფრო და უფრო მომწონს ად მიზიდავს, მეუბნება რომ ქართული ჩემს გამო ისწავლა თუმცა იმაზე არასდროს გვისაუბრია თუ როგორ აღმოვჩნდი მის გვერდით, მის სახლში, ისიც და ესმაც ცდილობენ არ ისაუბრონ იმაზე რაც გამაღიზიანებს რაც არ მესიამოვნება, ძალას არ მატანენ, უბრალოდ ელიან როდის მოვისურვებ გახსენებას, ერთხელ ესმამ მკითხა ნუთუ არ გაინტერესებს აქ რატომ ხარ ან რა დაგემართაო, რატომ არაფერს მეკითხებიო, არაფერი მითქვამს არც მიკითხავს, ვიცი კითხვებს პასუხები მოყვება, პასუხები კი ახლა არაფერში მჭირდება, პასუხების მეშინია, ერთადერთი რაც ახლა მინდა სიმშვიდეა.
- პატარა უნდა გაგაცნო, შენია, სახელი შენ დაარქვი, -ახალდაბადებულ კვიცს მაჩვენებს, თვალები უბრწყინავს, ღელავს, პატარა ბავშვივით ცმუკავს ერთ ადგილზე, ვხვდები ჩემი რეაქცია აინტერესებს, ერთი სული აქვს გაიგოს რას ვეტყვი, არ ვიცი რა მემართება მაგრამ გული სითბოთი მევსება, ცრემლების შეკავება მიჭირს, ორივე ხელს კისერზე ვხვევ და მაგრად, ძალიან მაგრად ვეხუტები, ერთხანს მოულოდნელობისგან გაშეშებული დგას, მერე თვითონაც მხვევს მკლავებს და გულში მიკრავს, ვგრძნობ როგორ იპარავს ჩემი თმის სურნელს, მის აჩქარებულ გულისცემასაც ვგრძნობ.
- მოგეწონა საჩუქარი? -ხრინწგარეული ხმით მეკითხება და მეც ინსტიქტურად პასუხის ნაცვლად ყურსქვემოთ და მერე ყბაზე ვკოცნი.

იმ ღამით ადვილად მეძინება სასიამოვნო ემოციებით დაღლილს, უცნაურ სიზმარს ვხედავ, ომს ვხედავ, სისხლს, ტკივილს, სიკვდილს, სახეებს ვხედავ რომლებიც ერთდროულად უცნობიცააა და ნაცნობიც ჩემთვის, დასახიჩრებულ სხეულებს ვხედავ, გაყინულ არაფრისმთქმელ თვალებს...
საკუთარი ხმა მაღვიძებს, ვკივი, ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, საწოლში თვალგახელილი ვზივარ და ვერაფრით ვახერხებ გამოფხიზლებას, თითქოს სადღაც შორიდან ვხედავ როგორ იღება საძინებლის კარი და სახეშეშლილი წელს ზემოთ შიშველი ალექსი შემორბის, საწოლზე ჯდება, მკლავებში მიქცევს, მუხლებზე მისვამს და მთელი ძალით მიკრავს გულში.
- დამშვიდდი, ყველაფერი დამთავრდა, ომი დასრულდა, ახლა უსაფრთხოდ ხარ, ჩემს გვერდით ხარ, არაფერი გემუქრება გესმის? -მისი ხმა დამამშვიდებელი საშუალებასავით მოქმედებს ჩემზე, მისი სხეულის სითბო და სურნელი მსიამოვნებს, ყვირილს ვწყვეტ, ვცდილობ მოვდუნდე და ის საშინელი კოშმარი დავივიწყო...





იმ ღამეს და სხვა დანარჩენ ღამეებსაც მთელი თვის განმავლობაში მასთან ერთად ვატარებ, ჩახუტებულებს გვძინავს, ყველაფერი თავისთავად ხდება, დასაძინებლად ვწვები თუ არა ალექსიც შემოდის, გვერდით მიწვება, მე მის მკლავზე ვდებ თავს ის კი მანამ მეფერება თმაზე სანამ ღრმად არ დამეძინება, როცა ჩემს გვერდითაა კოშმარებს არ ვხედავ, აღარ მაშინებს ის რომ მის მიმართ გრძნობები მიჩნდება, თანაც ის არაფერს მაიძულებს, არაფერს მაძალებს, მიუხედავად იმისა რომ ვგრძნობ ჩემს მიმართ გულგრილი არ არის არასდროს მეუბნება არაფერს ზედმეტს, ცდილობს მის გვერდით თავი კარგად ვიგრძნო, მშვიდად, ბედნიერად, თავისუფლად...
- გაიღვიძე ძილისგუდავ, -ფრთხილად დააცოცებს თითებს ჩემს სახეზე და მიუხედავად იმისა რომ თვალები დახუჭული მაქვს ვგრძნობ რომ იღიმის.
- არ მინდა გაღვიძება, -ვწუწუნებ, მისკენ ვიწევი, კისერზე ვხვევ ხელს ჩემსკენ დახრილს და სახეს მის ყელში ვმალავ, ტუჩებს ვაკრობ მხურვალე კანზე და ვგრძნობ როგორ იძაბება.
- ასე ნუ აკეთებ, -ამბობს ჩახლეჩილი ხმით.
- როგორ ასე? -ანცობის ხასიათზე ვდგები, ფრთხილად ვახელ თვალებს და მის ამღვრეულ, ვნებით სავსე მზერას რომ ვეჩეხები ბაგეები თავისთავად შორდება ერთმანეთს, სუნთქვა მეკვრის და პირი მიშრება, ვგრძნობ როგორ დიდდება და ზვირთდება ჩემში სურვილის უზარმაზარი წამლეკავი ტალღა, დამეფიცება რომ ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია, არც მაშინ როცა დავიდის ცოლი მერქვა.
- საკმარისია, ჯობია ავდგეთ, -ამბობს და ვხვდები რომ სულაც არ უნდა ადგომა, პირიქით ალბათ ერთი სული აქვს როდის შემომახევს ამ თხელ თითქმის გამჭვირვალე საღამურებს, გული ისე მიცემს სადაცაა საგულედან ამოხტება.
- მაკოცე, -ვეუბნები და ვხედავ როგორ უფართოვდება თვალები, ჩემგან ასეთ სითამამეს არ ელის, უკვე რახანია მასთან ერთად ვცხოვრობ და თუ ღამით მასთან ჩახუტებულ ძილს არ ჩავთვლი ყველანაირად ვცდილობ რომ დისტანცია დავიცვა, ისიც ასე იქცევა, თუმცა თუ მე არ მიჭირს მისი სურვილების და გრძნობების დანახვა ალბათ ისიც ამჩნევს ჩემსას.
- მაკოცე, ვუმეორებ და როცა ვხვდები რომ განძრევას არ აპირებს, მეორე ხელსაც ვხვევ კისერზე და ტუჩებზე ვეხები, თითქოს ერთბაშად ფხიზლდება ბურანიდან, წამსვე იღებს ხელში სადავეებს, ბალიშზე მაწვენს და გიჟივით მაცხრება, ტუჩებს მიკოცნის, სახეს, ყელს, მოღეღილი საღამურებიდან მომზირალ მკერდს...
- მაპატიე ზედმეტი მომივიდა, -ჩემს შუბლზე შუბლით დაყრდნობილი ჩურჩულებს როგორც კი ოდნავ სულის მოთქმას ვახერხებთ, პასუხად მაისურის ქვეშ ვუცურებ თითებს და ოსტატურად ვხდი, როცა მის მკერდზე ვასრიალებ თითებს და ნელ-ნელა ჩავდივარ მუცლისკენ, თვალებს ხუჭავს და ღრმად სუნთქავს.
- თუ ახლა არ გაჩერდები...
- არ გავჩერდები, -ვაწყვეტინებ და ამჯერად შორტის სათავეს ვუწევ დაბლა.
- არ მინდა მერე ინანო, უბრალოდ ვერ გადავიტან შენს თვალებში სინანული რომ დავინახო, -ამბობს, თვალებში ვუყურებ და ვხვდები რომ არ ტყუის, ის რომ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი გრძნობები უფრო მეტად აღმაგზნებს, სინანული? შეიძლება ვინანო კიდეც, ალბათ ვინანებ, დიდი ალბათობით ვინანებ მაგრამ ახლა რომ არ შემეხოს, ახლა რომ არ მომეფეროს, ახლა რომ მისი სითბო და სიმხურვალე ბოლომდე არ ვიგრძნო მოვკვდები.
- უბრალოდ გაჩუმდი და მომეფერე, -ვჩურჩულებ და მკერდზე ვაკრობ ტუჩებს, აღარაფერს ამბობს, სულ მალე თავით ფეხამდე ვეხვევი მისი ალერსის საბურველში და ყველაფერი მავიწყდება.
-
ბალახზე გაშლილ პლედზე ვწევართ, მე მის მკლავზე მიდევს თავი, ყვითელი სარაფანი მაცვია, ფეხშიშველი ვარ, თმაგაშლილი, მოკრიალებულ ცას ავყურებთ და ჯიუტად ვდუმვართ, ფრხილად მაცლის მკლავს თავსქვემოდან, იდაყვზე ეყრდნობა და ახლა უკვე ზემოდან დამყურებს უკუნეთი ღამესავით შავი, მბრწყინავი თვალებით, ახლა უკვე როცა ასე თუ ისე გავიცანი უამრავი რამის წაკითხვა შემიძლია მის მზერაში, ყოველთვის ისე მიყურებს თითქოს უკანასკნელად მხედავს, ეშინია, არ მიჭირს მის თვალებში შიშის შემჩნევა, ღელავს, არ მინდა იმაზე ფიქრი თუ რატომ შიშობს, ვიცი თუ ამაზე ბევრს ვიფიქრებ ლოგიკურად მივალ იქამდეც თუ რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რომ აქ აღმოვჩნდი ცოცხალ მკვდარი და რამდენიმე თვე მეძინა, არ მინდა წარსულზე ფიქრი, არ მინდა რამე ისეთი გახსენდეს რის გამოც ალექსზე წარმოდგენა შემეცვლება, ამიტომაც ჯიუტად უარვყოფ ყველაფერს რამაც შეიძლება წარსული გამახსენოს, ტელევიზორს არ ვუყურებ, ტელეფონი არ მაქვს მიუხედავად იმისა რომ ალექსმა მითხრა გიყიდიო, ესმასაც თავს ვარიდებ ხოლმე როცა ცდილობს რომ ჩემს წარსულზე დაიწყოს ლაპარაკი, ფსიქოლოგთან კონსულტაციაზეც უარი ვთქვი...
- როგორ შეგიძლია რომ ასეთი იყო? ჩემში ბევრი ხარ, ძალიან ბევრი და მაინც არ მყოფნი, ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს მენატრები, ხანდახან მგონია რომ ჭკუიდან ვიშლები, -მე მიყურებს არადა თითქოს მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობს, გრძელი თითებით ფრთხილად ძალიან ფრთხილად მეფერება სახეზე, მერე იხრება და ნაზად მიკოცნის ბაგეებს, როცა მკოცნის ყოველთვის ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს პირველად მეხება, ცდილობს შეხებაში მთელი სინაზე და სიყვარული ჩააქსოვოს...
- გიყვარვარ? -უადგილოდ ვეკითხები თუმცა არც თუ ისე მოულოდნელი რეაქცია აქვს, მისი ღიმილი მთრთოლვარე თითები და თვალებში ჩამდგარი სისველე ყველაფერს მეუბნება.
- მითხარი რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩემში და ჩემს გრძნობებში ეჭვს არ შეიტან, -ჩურჩულებს და სარაფანს ნელ-ნელა მიაცურებს ზემოთ, ჩემს ფეხებს შორის ექცევა რომელთაც წელზე ვხვევ, ღმერთკაცივით დიდებული დამყურებს ზემოდან, თმებში მზის სხივები უბრწყინავს...
-
- ასე გაგრძელება არ შეიძლება ამას თვითონაც ხომ ხვდები, რატომ არ გინდა წარსული გაიხსენო, -ესმა როგორც ყოველთვის ახლაც წუწუნებს, ამ ბოლო დროს ვხვდები რომ ჩემს მიმართ შეიცვალა, აგრესიული გახდა, აღარც კი მიღიმის.
- გგონია შემიძლია გავიხსენო და არ ვიხსენებ? -წარბს მაღლა ვწევ და ხმაურით ვხურავ ძველისძველ წიგნს რომელიც ცოტა ხნის წინ ავიღე ბიბლიოთეკიდან, ესმა დაბღვერილი მიყურებს და თითებს იწვალებს.
- იქნებ გახსოვს კიდეც და არ ამბობ, -ნელ-ნელა უწევს ხმას, -იქნებ ჯაშუში ხარ, იქნებ ალექსთან ხარ მოგზავნილი რომ...
- გაგიჟდი? -გაოცებული ვაწყვეტინებ სიტყვას, -მგონი ძალიან ბევრ ფილმს უყურებ და უკვე ყველგან ჯაშუშები გელანდება, ეს სისულელე საიდან მოიტანე, მე და ჯაშუში? ჯაშუშს რა მიგავს, სასაცილოა...
- არა, მგონი მართლა არაფერი გახსოვს, -დაეჭვებული იქნევს თავს, -ნუთუ სულ არაფერი გაინტერესებს, სად ხარ, აქ რატომ ხარ, რა მოხდა და აქ აღმოჩნდი...
- უკვე გითხარი რომ არ მაინტერესებს.
- იმედია იმას მაინც ხვდები რომ საქართველოში არ ხარ.
- რათქმაუნდა ვხვდები.
- არ გაქვს სურვილი რომ გარეთ გახვიდე?
- გარეთ? რას გულისხმობ?
- ამ სახლის გარეთ გასვლას ვგულისხმობ, არ გაინტერესებს სად ხარ? რომელ ქვეყანაში, რომელ ქალაქში, კარგი რა, ასე ვეღარ გაგრძელდება.
ვუსმენ და სხეულში ცივად მცრის იმის წარმოდგენისას რომ შეიძლება ამ სახლიდან გასვლა მომიწიოს, აქ მშვიდად ვარ, უსაფრთხოდ, აქ ალექსია...
- არ მინდა, არსად გასვლას არ ვაპირებ, არც ის მაინტერესებს სად ვარ, არ გაბედო და არაფერი მითხრა გესმის? -გაბრაზებული შევყურებ ცისფერ თვალებში.
- ალექსი მაინც არ გეცოდება? -აშკარად არ აპირებს დანებებას.
- ალექსს რა სჭირს? -შეშფოთებული ვეკითხები, ცდილობს არ შეიმჩნიოს რომ ეღიმება თუმცა მოციმციმე თვალები ყიდიან.
- მეტი რაღა უნდა სჭირდეს გარდა იმისა რომ პატარა ბიჭივით არის შენზე შეყვარებული, ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ქართულს ისწავლიდა, თანაც რამდენიმე თვეში, რომ გაიღვიძებს ქართულად თუ დაველაპარაკები თავს უკეთ იგრძნობსო ამბობდა, უკვე თითქმის ორი თვეა რაც გაიღვიძე და მას მერე სახლიდან თითქმის არ გადის, კომპანიის საქმეებსაც კი აქედან აგვარებს, ერთი წუთითაც კი არ უნდა რომ თვალი მოგაშოროს, შენს ძიძად იქცა.
- ფიქრობ რომ მისთვის ტვირთად ვიქეცი? ვაფერხებ? ამის თქმა გინდა? -გული მტკივნეულად მეკუმშება იმის გააზრებისას რომ შეიძლება მართლაც ასე იყოს.
- ყველაფერს უკუღმა ნუ იგებ, -ოხრავს ესმა, -უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ზედმეტად დამოკიდებული ხდება შენზე, ასეთი არასდროს მინახავს, მთლიანად შეპყრობილია შენით, როცა ბოლოს და ბოლოს ყველაფრს გაიხსენებ და აქედან წასვლას მოისურვებ...
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ რომ წავალ?
- წახვალ, აუცილებლად წახვალ, -რატომღაც სევდიანდება და მეც საშინლად მიმძიმდება გული, იქნებ დრო მოვიდა რომ სიმართლეს თვალი გავუსწორო, ნეტავ ჩემს წარსულში ისეთი რა უნდა მომხდარიყო რომ ალექსი შემაძულოს და მისგან წასვლა მომინდეს, ეს არ მოხდება, არასდროს...
- მე ცოტა ხნით გავალ, -ესმას ხმა მაფხიზლებს, უაზროდ ვუყურებ როგორ მიდის კარისკენ და როგორ მიარხევს სხეულს, თვალი იქვე მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონზე მიშტერდება, აქამდე არასდროს დარჩენია, ალბათ სპეციალურად დატოვა, მწარედ მეღიმება.
- სადაც წვრილია იქ გაწყდეს, -ვამბობ, ვიღებ და ეკრანზე თითს ვუსვამ...





მახსენდება...
როგორც კი უკვე ნაცნობი ბლოგის კითხვას ვიწყებ მოგონებები რომლებსაც აქამდე გაჭირვებით ვიგერიებდი ელვის სისწრაფით მატყდება თავს, ვკითხულობ და ჩემს თვალწინ ცოცხლდება ის წარსული რომლის გონებიდან ამოშლასაც ასე საგულდაგულოდ ვცდილობდი, ბევრი არ მიძებნია, ტელეფონი ჩავრთე თუ არა ტყუპისცალის ბლოგს გადავაწყდი, ალბათ ესეც ესმამ დაგეგმა ასე რომ პირველ რიგში ეს ბლოგი მენახა...
- როგორ შემეძლო თქვენი დავიწყება, -ვჩურჩულებ და ხელებს მთელი ძალით ვუჭერ სავარძლის სახელურს, ცუდად ვარ, იმდენად ცუდად რომ მინდა კანი საკუთარი ფრჩხილებით გავიძრო, მეგონა ძლიერი ვიყავი, მეგონა ყველასა და ყველაფერს გავუმკლავდებოდი მაგრამ ვერ შევძელი, ახლა ყველაფერი ნათელია, ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგება, მტრის ქვეყანაში, მტრის სახლში ვცხოვრობ ბედნიერად და ოჯახობანას ვთამაშობ, მხარზე ვიკიდებ ხელს, ისე მტკივა როგორც მაშინ როცა დამჭრეს, ეს როგორ დავუშვი, აქამდე როგორ მივედი, ეს მე არ ვარ, არ ვარ...
ტყუპისცალის უსიცოცხლო მზერა და კიდურებ მოგლეჯილი სხეული მახსენდება, სავარძლიდან ძირს ვცურდები, მუხლებზე დამდგარი თმაში ვიცურებ თითებს და წინ და უკან ვირწევი, მთელი ხმით ვტირი, ცხოვრებაში პირველად ვტირი ასე მოთქმით, არ ვიცი რამდენ ხანს ვარ ასეთ მდგომარეობაში, ალექსი ჩემს წინ რომ იჩოქებს არანაირი რეაქცია არ მაქვს, თავს მაღლა ვწევ და ვუყურებ, ცბება ჩემს სახეს რომ ხედავს, გამომეტყველება ეცვლება, ყბები ეძაბება, სასოწარკვეთით ევსება მზერა, მძიმედ ყლაპავს ნერწყვს, ფრთხილად სწევს ხელს და ჩემკენ მოაქვს თითები რომ სახეზე შემეხოს, ინსტიქტურად ვიხევ უკან.
- არ შემეხო, -ჩავარდნილი ხმით ვამბობ, თითებს მუშტად კრავს, ტუჩები უთრთის, ტელეფონს იღებს, ერთხანს შეშლილივით დასცქერის და მერე კედელზე ანარცხებს, უშვერად იგინება, თვალები... ღმერთო ჩემო, მისი თვალები...
- ყველაფერი გაგახსენდა, -ტკივილნარევი ხმით ამბობს, -ვიცოდი რომ ერთ დღესაც გაიხსენებდი, არ გეგონოს რომ არ მსურდა ეს, უბრალოდ მეშინოდა, სწორედ ამის მეშინოდა რაც მოხდა, მეშინოდა რომ როცა გაიხსენებდი შემიძულებდი, შეგზიზღდებოდი...
ვუყურებ და საკუთარივით ვგრძნობ მის შიშს და ტკივილს, ზიზღი? რომ იცოდეს როგორ მიყვარს ამას არ მეტყოდა, მისი შეძულება? ალბათ ამას ვერასდროს მოვახერხებ, თუმცა ის რასაც მის მიმართ ვგრძნობ არასწორად მეჩვენება, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ყველასა და ყველაფერს ვუღალატე მათ შორის საკუთარ თავსაც.
- შენ არა, საკუთარი თავი მეზიზღება, -ვამბობ და ფეხზე ვდგები, ვსწორდები და ტორტმანით მივდივარ გასასვლელისკენ, მერე ყველაფერი ტრიალებს ჩემს ირგვლივ და ვგრძნობ როგორ რბილად ვესვენები მის მკლავებში.

გონს რომ მოვდივარ უკვე კარგადაა შებინდებული, მისაღებში დივანზე ვწევარ, თხელი რბილი პლედი მახურავს, მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ალექსი ზის და მზერას არ მაშორებს, თვალები ჩაწითლებული აქვს, დაძაბულია, ჩემს რეაქციას ელის მე კი არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მას ვერაფერში დავადანაშაულებ, ჩემს თავს კი...
- თავს როგორ გრძნობ? -გაბზარული ხმით მეკითხება, ვიცი ახლა სიგიჟემდე უნდა მოვიდეს და ჩამეხუტოს მაგრამ თავს იკავებს.
- დავლიოთ, -ვამბობ და ისიც უსიტყვოდ დგება, სასმელებით სავსე კარადასთან მიდის, ბოთლი და ორი ჭიქა მოაქვს, მისხამს და მიწვდის, ერთ ყლუპად ვსვამ ცეცხლოვან სითხეს და თვალებს მაგრად ვხუჭავ.
- მომიყვები?
- დარწმუნებული ხარ?
- ახლა არაფერში არ ვარ დარწმუნებული, უბრალოდ მინდა რომ გავიგო, გესმის?
- მესმის, -ღრმად ოხრავს და კიდევ ერთ ჭიქას ცლის, -ჩვენი ისტორიის დასაწყისიც და დასასრულიც ტყუპისცალთან არის კავშირში.
- ეს როგორ?
- მამაჩემი სამხედროა, ბაბუაჩემი, ბიძაჩემიც, მეც მათ კვალს გავყევი, ომი რომ დაიწყო მაშინ სპეციალურ დანაყოფს ვმეთაურობდი, პირველივე დღეებში გადავაწყდი ტყუპისცალის ბლოგს.
- ჰოო, ასე შევარქვით, -ყველაფრის მიუხედავად მაინც მეღიმება როცა მისი გაბრწყინებული თვალები და სამომავლო გეგმები მახსენდება, -ბლოგზეც ასე უთითებდა ავტორის სახელს, ‘’ტყუპისცალი’’ თუმცა ვერ იტანდა როცა ასე ვეძახდით, თურმე ნიკა ერქვა, ნიკუშა, მე კი არც ვიცოდი, მისი ნამდვილი სახელიც კი არ ვიცოდი გესმის? ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, ერთ დღესაც საქვეყნოდ ცნობილი გავხდებიო ამბობდა...
ჩემკენ რომ იხრება და ფრთხილად რომ მწმენდს ცრემლს მაშინღა ვხვდები რომ თურმე ვტიროდი, უკან ვიხევ და ხელით ვანიშნებ რომ აღარ შემეხოს, გაღიმებას ცდილობს თუმცა ღიმილის მაგივრად ნერვიულად უთრთის მარჯვენა ტუჩის კუთხე.
- იქნებ სჯობს სხვა დროს გავაგრძელოთ.
- სხვა დრო აღარ იქნება ალექს, ყველაფერი ახლა გავარკვიოთ, ახლა და აქ.
- რას გულისხმობ?
- გააგრძელე გთხოვ, -ლამის ვემუდარები და ისიც თხრობას აგრძელებს.
- ყოველ დღე ვკითხულობდი ისტორიებს თქვენზე, შენზე განსაკუთრებით ბევრს წერდა, ლამის დეტალებამდე აღგწერდა, მერე ამ ყველაფერს რამდენიმე ბუნდოვანი ფოტოც დაერთო და კიდევ უამრავი ლეგენდა თუ ტყუილ მართალი აჩრდილთა რაზმის შესახებ, ჩვენი ბიჭები აღფრთოვანებულები იყვნენ თქვენით, მე კი გინდ დაიჯერე გინდ არა ასე უბრალოდ და ჩვეულებრივად სიგიჟემდე შემიყვარდი...
ჩუმდება, სახეს ხელებში რგავს და ოხრავს, ცოტა ხანს ასე ზის, მერე კი ისევ მაღლა სწევს თავს და ამღვრეული თვალებით მიყურებს.
- იმ დღეს როცა ეს ყველაფერი მოხდა, ტყუპისცალი ერთ ერთ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ჩაერთო, არ ვიცი ასეთი შეცდომა როგორ მოუვიდა ან რატომ გააკეთა, თქვენს შესახებ რომ გადმოგვცეს უკვე გვიანი იყო, ვერანაირად ვეღარ მოვასწრებდი თქვენს გაფრთხილებას, როცა ჩემს რაზმთან ერთად ადგილზე მოვედი...
- ისინი... დანარჩენები... -არ ვიცი როგორ ვკითხო მათზე, არ მინდა საშინელი ინფორმაციის მოსმენა იმის შესახებ რომ ვერავინ გადარჩა ჩემს მეტი.
- უმეტესობის გადარჩენა და სამშვიდობოს გაყვანა მოვახერხეთ, შენ ძალიან მძიმედ იყავი, ღრმა ჭრილობები გქონდა, ბევრი სისხლი დაკარგე, ხანგრძლივ მგზავრობას ვერ გადაიტანდი, ყველანაირად ვეცადე რომ უსაფრთხოდ მომეყვანე აქამდე, მაპატიე კარგი?
- რისთვის მთხოვ პატიებას, იმისთვის რომ გადამარჩინე? -მწარედ მეცინება როცა ვხედავ როგორი გულწრფელია.
- იმისთვის გთხოვ პატიებას რომ ეგოისტურად მოვიქეცი და ახლა ყველას დაღუპული ჰგონიხარ, -თავდახრილი ამბობს და კიდევ ერთხელ ავსებს ჭიქებს, ვსვამთ...
დილით საძინებელში მეღვიძება, ჩემს გვერდით წევს და ღრმად სძინავს, მშვიდად ფშვინავს, მოღუშული დავყურებ საყვარელ სახეს, ფრთხილად ვეფერები თმაზე, ვიხრები და უკანასკნელად ვივსებ მისი სურნელით ფილტვებს.
- არ დამტოვო, არ წახვიდე, უშენობისთვის არ გამიმეტო, -მისი სიტყვები მახსენდება რომელსაც გუშინღამ დაძინებამდე ჩამჩურჩულებდა ყურში, სურვილს რომ ჩავეხუტო და აღარასდროს გავუშვა როგორღაც ვერევი, ვდგები, ვიცვამ და ფრთხილად გამოვდივარ საძინებლიდან, უნდა წავიდე, აქ ერთი წუთითაც კი ვეღარ გავჩერდები...

დღეს ერთი კვირა გადის მას შემდეგ რაც მძინარე ალექსი დავტოვე და წამოვედი, რამდენიმე დღე დამჭირდა იმისთვის რომ თბილისამდე ჩამომეღწია, ჩამოსვლის შემდეგ, იმის მერე რაც ვიგებ რომ დედაჩემი მამიდაჩემთან წასულა საცხოვრებლად საბერძნეთში და საიდანღაც გამოჩხრეკილ ბერძენ საქმროსთან ერთად მშვენივრად ატარებს დროს, პირველი რასაც ვაკეთებ ნიკოს მეუღლესთან სტუმრობაა, აუცილებლად უნდა გადავცე მისი დანაბარები, ძლივს ვაგნებ მისამართს, კარს მაღალი ახალგაზრდა კაცი აღებს, თიკას დაუძახეთთქო ვთხოვ, შენ გეძახიან საყვარელოო რომ ეძახის ვცბები და უხერხულად ვიწურავ მხრებს, მერე კი თიკას რომ ვხედავ უკვე საკმაოდ წამოზრდილი მუცლით...
- ჩემთან გაქვთ საქმე? -მიღიმის და გვერდით მდგარ კაცს ეკვრის მხარზე, ლამაზი ქალია თიკა, მისი ფოტოები მაქვს ნანახი, ნიკო ხშირად მაჩვენებდა ხოლმე და მიყვებოდა თუ როგორ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
- მგონი შემეშალა, სხვა თიკას ვეძებდი, -ნაძალადევი ღიმილით ვეუბნები, ზურგს ვაქცევ და უკანმოუხედავად ვშორდები იქაურობას.
-
- უმეტეს შემთხვევაში აგრესიულია და გვიწევს რომ დამამშვიდებლებით დავაწყნაროთ თუმცა დროდადრო გონს მოდის ხოლმე, გაგიმართლათ ახლა მშვიდად არის, შეგიძლიათ რომ ნახევარი საათით მოინახულოთ, -თბილად მომღიმარი ექთანი მარადმწვანე ხის ქვეშ მდგარ სკამზე მჯდარი გამხდარი სხეულისკენ მითითებს, თმა მოზრდილი აქვს, წელში მოხრილი ზის და საკუთარ თითებს უყურებს რომლებიც მუხლებზე უწყვია, სიკვდილი მინდება ასეთ მდგომარეობაში რომ ვხედავ.
- ჯაბა, -ძლივსგასაგონად ვჩურჩულებ, თუმცა თავს მაღლა სწევს და ვხვდები რომ ჩემი ესმის, ფეხზე დგება და მიყურებს, სახეზე გაოცება ესახება თითქოს არ სჯერა რომ მხედავს, მერე უცნაურად იღიმის, აცახცახებულ თითებს თმებში იცურებს, ვხედავ როგორ ემღვრევა მზერა, როგორ მოუყვება მის გამხდარ ღაწვებს ორი უზარმაზარი ცრემლი და წამოზრდილ წვერში იკარგება...



მკლავებს ფართოდ შლის, წამსვე მასთან ვჩნდები, ორივე ხელს კისერზე ვხვევ და მთელი ძალით ვეხუტები, ბარბაცებს, მეც ვგრძნობ რომ ფეხზე დგომა მიჭირს, ერთმანეთს ვამაგრებთ, მე გულამოსკვნილი ვტირი, ის ჩუმად ყლაპავს ცრემლებს, წელზე ისე ძლიერად მხვევს მკლავებს სუნთქვა მიჭირს, ოხრავს და ამ ოხვრას აყოლებს მის შიგნით დაგროვილ დარდსა და ტკივილს, იმ ტკივილს ჩემს გარდა რომ სხვა ვერავინ გაიგებს.
- ცოცხალი ხარ, ღმერთო დიდებულო, შენ ცოცხალი ხარ, არ მეჩვენები, ნამდვილად აქ ხარ, -შეშლილივით ჩურჩულებს და თმაზე მეფერება, მერე სახეზე მისვამს თითებს, სათითაოდ მიმოწმებს ყოველ ნაკვთს, ტუჩები უთრთის, ყბა ნერვიულად უცახცახებს.
- აქ ვარ, შენთან ვარ დამშვიდდი, ნამდვილად აქ ვარ, ცოცხალი ვარ, -მის სახეს ხელებში ვიქცევ და მზერას ვუსწორებ ვცდილობ დავამშვიდო.
- როგორ, როგორ მოახერხე, იქიდან როგორ გამოაღწიე, -უკვე შედარებით მშვიდად მყოფი სკამზე ზის, გვერდით ვუზივარ და ხელში მისი ხელი მიჭირავს.
- და შენ, შენ როგორ გადარჩი, -კითხვაზე კითხვით ვპასუხობ, სახე ეღრუბლება.
- ამას გადარჩენას ეძახი? -ფართოდ შლის ხელებს და ისე შემზარავად იცინის თავს ძლივს ვიკავებ რომ არ წამოვხტე და უკანმოუხედავად არ გავიქცე.
- გგონია რომ ცოცხალი ვარ? როგორ შემიძლია ცოცხალი ვიყო მას შემდეგ რაც ნიკუშა დავკარგე, გვამი ვარ, უსულო სხეული, არარაობა ვარ, ლაჩარი...
- ამას რატომ ამბობ? -ათრთოლებული ხმით ვეკითხები, თავს გვერდზე ხრის და ღრმად სუნთქავს.
- იცი რა გავაკეთე როცა ნიკუშა იმ მდგომარეობაში ვნახე? უბრალოდ ავდექი და გავიქეცი, ყველანი მიგატოვეთ და გავიქეცი, სიმართლე რომ გითხრა ბევრი არაფერი მახსოვს, ექიმები ყოველდღე ცდილობენ ჩემს დარწმუნებას იმაში რომ ეს მაშინ სრულიად ნორმალური იყო და არაფერი ცუდი არ ჩამიდენია, თურმე სტრესის გამო ტვინში რაღაც დამიზიანდა, რაღაც მოხდა, რაღაც ისეთი რამაც ამის გაკეთება მაიძულა, ყოველდღე მიმეორებენ ამას მაგრამ მე ხომ ვიცი ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ ლაჩარი ვარ...

არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი როგორ დავამშვიდო, ასეთ სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ, ვუყურებ და ლამისაა გული გამისკდეს, ის ისაა კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრა სულაც არ ხარ ლაჩარი მეთქი რომ სახე ეცვლება, თვალები უნათდება, მშვიდდება, დუნდება და სადღაც ჩემს უკან ვიღაცას უღიმის, ფრთხილად ვაბრუნებ თავს, არავინაა.
- როგორც იქნა ნიკუშაც მოვიდა, -მხიარული ხმით ამბობს და ვიღაც ჩემთვის უხილავს მოპირდაპირე მხარეს მდგარ სკამზე უთითებს, -დაჯექი ნიკუშ, ნახე ვინ გვესტუმრა, გიხარია არა? ვიცი რომ გაგიხარდებოდა, ხომ ამბობდი ძალიან მომენატრაო.
მასთან საუბარს რომ ასრულებს ჩემთვისაც იცლის, გაოგნებული შევყურებ სრულიად შეცვლილს, ზუსტად ისეთია როგორიც ადრე იყო, მხიარული, თავისუფალი, თვალები უბრწყინავს, იღიმის, უპეებთან და ტუჩის კუთხეებთან კანი უნაოჭდება, ძალიან უხდება...
- რა გჭირს? ნიკუშას არ მიესალმები? -გაოცებული მეკითხება, თავს სკამისკენ ვაბრუნებ, ზუსტად იქით სადაც წესით ახლა ნიკუშა უნდა იჯდეს.
- გამარჯობა ტყუპისცალო, -ომახიანად ვამბობ და პირზე მთელი ძალით ვიჭერ ხელს რომ ყელში უგვანოდ და უადგილოდ გაჩხერილი ღრიალი არ აღმომხდეს.
ცოცხალ მკვდარი, სულიერად და ფიზიკურად განადგურებული და წაშლილი გამოვდივარ საავადმყოფოდან, იმ დღესვე ვტოვებ თბილისს და საქართველოს, იქ მივდივარ სადაც უფრო ლამაზი იქნება დასასრული, არა ხმაურიანი, არა მტკივნეული ან რამის მთქმელი, უბრალოდ ლამაზი.

უზარმაზარ ღია ვერანდაზე ვზივარ, ჩემს წინ ულამაზესი ხედია გადაშლილი, ქვიშიანი სანაპირო, ლურჯად მოლივლივე ტალღები, რბილ სარწეველა სავარძელში ვარ მოკალათებული, ჩემს წინ ერთი ხელის გაწვდენაზე პატარა მრგვალი მაგიდა დგას, მაგიდაზე დატენილი იარაღი დევს...
- დრო მოვიდა კოშმარებს ბოლო მოვუღო, -ვამბობ და საერთოდ არ ვყოყმანობ, არც ვნანობ, არც იმაზე ვფიქრობ რა იქნება შემდეგ, წინასწარ მეღიმება იმის წარმოდგენისას რომ სულ რაღაც რამდენიმე წუთში ყველანაირი ტვირთისგან გავთავისუფლდები, მერე რა რომ აღარ ვიარსებებ, ჩემი არსებობა არც არავის ჭირდება ამ დაწყევლილ სამყაროში.
- თვითმკვლელობა ცოდვაა, -ისე მკაფიოდ ჩამესმის მამა შენგელის სიტყვები თითქოს ჩემს გვერდით იყოს, თვითმკვლელი ჯოჯოხეთში ხვდებაო ერთ-ერთი ქადაგებისას თქვა, თუ მართლა არსებობს ჯოჯოხეთი აქაურობაზე უარესი ვერ იქნება, ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული მკვეთრ მოძრაობას ვაკეთებ, ფეხზე ვდგები და მაგიდისკენ მივდივარ, ვიხრები, ის ისაა იარაღს უნდა დავწვდე რომ თავბრუ მეხვევა, ჩემს ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს, ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ და ისევ სავარძელში ვეშვები, თავბრუსხვევას მსუბუქი გულისრევის შეგრძნებაც რომ ემატება მაშინღა ვფიქრდები იმაზე თუ რა შეიძლება რომ მჭირდეს.

გაფითრებული, თვალებგაფართოებული დავყურებ ორსულობის ტესტს დადებითი პასუხით, ცხოვრებაში პირველად ვარ ასეთი დაბნეული.
- რა უცნაურია შენი სამართალი ღმერთო, -ვამბობ და უღრუბლო ცას ისე შევყურებ თითქოს შევძლებ იმ არსების დანახვას რომელიც ასე სასტიკად თამაშობს ადამიანთა ბედ იღბლით, მეცინება როცა წარმოვიდგენ თუ რა უცნაური სანახავი ვარ ახლა, ცალ ხელში ორსულობის ტესტი მიჭირავს გვერდით კი იარაღი მიდევს, რამდენიმე წუთში ვიღებ გადაწყვეტილებას, იარაღს ვიღებ საგულდაგულოდ ვმალავ თხელი მოსაცმლის ქვეშ და კოტეჯიდან გავდივარ, რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ ხიდზე ვდგავარ რომლის ქვეშაც ერთმანეთს ეხეთქება ზღვის ტალღები, გულში ვემშვიდობები და მთელი ძალით ვისვრი რაც შეიძლება შორს, ოდნავ გასაგონი დგაფუნი მესმის, მაშინვე იძირება თითქოს არც არასდროს არსებულა.
- შენი გულისთვის, -ვჩურჩულებ, მუცელზე ვიდებ ხელს და ცერცვის მარცვლის ტოლა იმედს ვეფერები.
-
-
-
ე პ ი ლ ო გ ი


ტუპისცალის ბლოგის უკანასკნელი სტატიის უკანასკნელ წინადადებას ვწერ და კმაყოფილი ვკითხულობ ჩემს შემოქმედებას რომელიც აჩრდილების ცხოვრების დასასრულს ან გაგრძელებას ასახავს, ცხოვრება გრძელდება, გვინდა თუ არა მაინც გრძელდება, ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის, ცოცხლად გადარჩენილმა აჩრდილებმაც ცადეს ცხოვრების გაგრძელება, ზოგს გამოუვიდა, ზოგს არა...

დათუნა და ნაიკერი გადარჩნენ, კარგად არიან, ომის დასრულების შემდეგ კენიაში გაემგზავრნენ და ახლა ადგილობრივებს ეხმარებიან ნორმალური სამედიცინო დახმარების მიღებაში, დათუნა ექიმი ყოფილა თურმე, წარმოგიდგენიათ?

რომა თბილისში დაბრუნდა და ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მარჯვენა თვალი და მარცხენა ხელის სამი თითი დაკარგა მაგრამ არ დაუკარგავს იმედი იმისა რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად იქნება სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი.

რობერტი ბოლო თავდასხმისას დაიღუპა, სამწუხაროდ ცხედრის გადასვენება ვერ მოხერხდა, მისი საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.

დანილო უკრაინაში დაბრუნდა, დაქორწინდა და მისი მეუღლე უკვე სამი თვის ორსულია, გოგონას ელოდებიან რომელსაც ალბათ ლილიას დაარქმევენ.

ჯაბა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოვიდა და ახლა მონასტერშია, ისევ მკურნალობს და პარალელურად ბერად აღკვეცისთვის ემზადება, ხშირად მირეკავს ხოლმე და საათობით ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ყველაფერზე გარდა იმისა რაც გადავიტანეთ.

ვასკო... ალბათ ვერასდროს გავიგებ მიზეზსს რის გამოც ჩვენს გვერდით იბრძოდა, სამწუხაროს ვერც ის გადაურჩა ამ საშინელ ომს, დედამისს ველაპარაკე რამდენიმე დღის წინ, თბილად მესაუბრა ისე როგორც საკუთარ შვილს, თურმე ვასკო ხშირად უყვებოდა ჩემზე.

მარკი საქართველოში დარჩა, კახეთში ცხოვრობს, ადვილად აუღო ალღო აქაურობას, ქართველი საცოლე ჰყავს, ძალიან უყვართ ერთმანეთი, ვენახები აქვთ და აპირებენ რომ წარმატებული მეღვინეები გახდნენ.

ლევანი ამჟამად საფრანგეთშია, გამიჭირდა მისი კვალის მიგნება რადგან არავის ეკონტაქტება, ცდილობს ყველა და ყველაფერი დაივიწყოს და ცხოვრება ახლიდან დაიწყოს საქართველოსგან მოშორებით, მეც კი არ დამელაპარაკა, მხოლოდ ერთი მოკლე შეტყობინება მაქვს მისგან, ჩემი ყველაზე დიდი და მოუშუშებელი ტკივილი ხარო მწერს.

და ბოლოს... ახლახანს გავიგე რომ ნიკოს მეუღლე საზღვარგარეთ წასულა საცხოვრებლად მეორე ქმართან ერთად, ბავშვი ნიკოს მშობლებისთვის დაუტოვებია, თურმე არც კი კითხულობს როგორ არის, თბილისში რომ დავბრუნდები აუცილებლად მივალ ნიტას სანახავად...

-
უკანასკნელ სიტყვას ვწერ და ნაწერს კიდევ ერთხელ ვკითხულობ, ეს ბოლო სტატიაა, მხოლოდ სახელებს შევცვლი და მზად იქნება ასატვირთად, ლეპტოპს ვკეცავ და ჩამავალი მზის სხივებით ნარინჯისფრად განათებულ ჰორიზონტს გავყურებ, რომელიც ღია კარიდან მოჩანს, საოცრად თბილა მიუხედავად იმისა რომ ახალ წლამდე სულ რაღაც ორი კვირაა დარჩენილი, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მინდება რომ მარტო არ ვიყო, ვცდილობ არ ვიტირო მაგრამ მაინც ვერ ვიკავებ თავს, ამ ბოლო დროს ძალიან მგრძნობიარე გავხდი, მუჭებით ვიწმენდ ცრემლებს.
- ყველაფერი შენი ბრალია, -ვბუტბუტებ და უკვე შესამჩნევად წამოზრდილ მუცელს ვეფერები, საპასუხოდ მთელი ძალით მირტყამს ფეხს, მეღიმება, ახლავე რომ ასეთი მოუსვენარია წარმომიდგენია რომ დაიბადება მერე რა დღეში ჩამაგდებს, ნეტავ როგორი იქნება, ალბათ ალექსის ნაირი შავთვალა და შავთმიანი...
- ნეტავ თუ მეძებს შენი მამიკო პატარავ, ალბათ ძალიან ვენატრები, დარწმუნებული ვარ რომ მეძებს და როცა მიპოვის... ვიცი რომ გაუხარდება შენი არსებობა, სიხარულისგან გაგიჟდება...
კარის ხმა მესმის და საუბარს ვწყვეტ, მერე ფრთხილი ნაბიჯების ხმა სწვდება ჩემს ყურთასმენას და ღია ფანჯრიდან შემოპარულ გრილ ნიავს ნაცნობი მონატრებული სურნელი მოაქვს ჩემამდე...



№1 სტუმარი One

Rogori sensitiuri iyo lilagogo❤️
Cremlebi maxchobda kitkhvjsas))
Rogorc yoveltvis kargi khar))
Male modi isev❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

One
Rogori sensitiuri iyo lilagogo❤️
Cremlebi maxchobda kitkhvjsas))
Rogorc yoveltvis kargi khar))
Male modi isev❤️


დიდი მადლობა heart_eyes
ყოველთვის ველი ხოლმე თქვენს შეფასებას blush

 


ძალიან საინტერესო იყო❤️ სევდიანი და საინტერესო.
პირველ ნაწილზე თავისუფლად ვიტირე რადგან სახლში ვიყავი და ახლა შეკავებული ცრემლებისგან თავი მტკივა :(
ველოდები შემდეგს❤️

 


№4  offline წევრი Daldoni Daldoni

როგორი რთულია რამის თქმა, იმდენად ზღვა ემოცია მოიტანე ჩვენამდე,მთელი სიზუსტით ..პატრიოტიზმით ტკივილით ,სიყვარულით, მეგობრობით და თანადგომით გაჟღენთილი მეამბოხე, მებრძოლი პატარა ჯგუფის თავგადასავალი, რომლებმაც არ ან ვერ დათმეს სამშობლო ..და ასეთი რამდენი იყო.თუმცა მოუწიათ ამ ტვირთით ცხოვრება ,ზოგმა ვერ ზოგმა კი შეძლო ცხოვრების გაგრძელება მომავლის იმედით. მადლობა ამ ისტორიისთვის ,ემოციებისთვის და იმისთვის ,რომ სულ უნდა გვსხსოვდეს

 


№5 სტუმარი ნინო ოთხმეზური

საოცარი ხართ????????

 


№6  offline წევრი ლილა ნესი

Daldoni Daldoni
როგორი რთულია რამის თქმა, იმდენად ზღვა ემოცია მოიტანე ჩვენამდე,მთელი სიზუსტით ..პატრიოტიზმით ტკივილით ,სიყვარულით, მეგობრობით და თანადგომით გაჟღენთილი მეამბოხე, მებრძოლი პატარა ჯგუფის თავგადასავალი, რომლებმაც არ ან ვერ დათმეს სამშობლო ..და ასეთი რამდენი იყო.თუმცა მოუწიათ ამ ტვირთით ცხოვრება ,ზოგმა ვერ ზოგმა კი შეძლო ცხოვრების გაგრძელება მომავლის იმედით. მადლობა ამ ისტორიისთვის ,ემოციებისთვის და იმისთვის ,რომ სულ უნდა გვსხსოვდეს


პირველად დავწერე ასეთ თემაზე და თვითონაც ძალიან ვინერვიულე, მეორედ რაც არ უნდა მოხდეს ომზე არაფერს აღარ დავწერ disappointed_relieved

რუსკიმარუსია
ძალიან საინტერესო იყო❤️ სევდიანი და საინტერესო.
პირველ ნაწილზე თავისუფლად ვიტირე რადგან სახლში ვიყავი და ახლა შეკავებული ცრემლებისგან თავი მტკივა :(
ველოდები შემდეგს❤️


სხავთაშორის შემდეგი ისტორიაც სევდიანია disappointed_relieved მართალია ომზე არ არის მაგრამ ცოტა რთული და ძნელია

 


№7 სტუმარი ნესტან

რათქმა უნდა რთულია მაგრამ სევდიანი იყო მაგრამ მაინც კარგი იყო ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხი ცრემლებს ვერ შეიკავებდი ???????????? ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ♥️♥️❤️

 


№8  offline წევრი შარზენ

რამდენჯერ მომერია ცრემლი...კაი დიდი რომანის გამოცხობა შეიძლება ისეთი თემაა

 


№9 სტუმარი სტუმარი Tea

Mogesalmebit facebukze mkonda 4love.ge gverdi da gamikra ra xdeba damexmaret vinmem ra gtxovt... zalian bevrgan davwere ukve komentari samwuxarod ushedegod

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent