შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Garden of four seasons (10 თავი)


28-10-2023, 19:33
ავტორი Lilly__Lillies
ნანახია 438

10 თავი

დაიწყო წვეულება!ეშლი,ლეო,ლუი თავისთავად მოვიდნენ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჯესიკაც.არ მეგონა,რომ მისი ოჯახის გადამკიდე ჩამოსვლას მოახერხებდა,მაგრამ საბედნიეროდ ისიც შემოგვიერთდა ამ მშვენიერ ღამეს.

-ჯეს,როგორ ხარ?-სიცილით მივუგე-როგორ გამოიპარე ლონდონიდან?

-მშობლებმა ვერ მოიცალეს და ვიფიქრე თუ რატომ უნდა გამეტარებინა შობა მარტო? ამიტომაც ვარ ახლა აქ.

-კარგია.-გავუღიმე და გადავეხვიე-მერე იმ ბიჭზეც ნორმალურად მომიყვები.-დავაყოლე და თვალი ჩავუკარი.

მანაც გამიღიმა და თავი დამიქნია.

-მემგონი გელოდებიან-ჩაიცინა და ჩემს ზურგს უკან მიმითითა, გაკვირვებულმა მივიხედე უკან და ანდრეა დავინახე.მხოლოდ და მხოლოდ მისი დანახვით ისე ვიყავი გახარებული,რომ ჩასახუტებლად გავექანე,როდესაც ვიღაცამ მკლავში ძლიერად ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმიზიდა.

ანდრეა შეკრთა და განცვიფრებულმა შემომხედა.

-შარლოტა-ჩემი სახელი, მხოლოდ ამ ადამინის ბაგეებიდან წარმოთქმული მძულდა.კბილები
ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და ასე უდროო დროს ბლომად მოზღვავებული სიბრაზის და
მრისხანების დამალვა ვცადე.სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი და ხმადაბლა,ღვარძლიანი ტონით მივუგე ჩემს ზურგსუკან მდგარ მამაკაცს.

-შენ აქ რას აკეთბ? როგორც მახსოვს სტუმრების სიაში არ იყავი ჩაწერილი.

-შარლი,ასე წყრომით რატომ მელაპარაკები?-მოისაწყლა თავი ნოამ.

ღმერთო,ახლა გული ამერევა.

-პირველ რიგში ნუ მეძახი "შარლის" და მეორე რიგში წადი აქედან ან თავი დამანებე.-მაქსიმალურად ვცდილობდი სახის შენარჩუნებას და ჩვენსკენ მომზირალი ცნობისმოყვარე თვალების დაიგნორებას. უცებ მზერით იქვე, შორი-ახლოს მდგომი ემილი შევნიშე. ვენები დამებერა. ამ ******* როგორ გაბედა!

-ნოა გაფრთხილებ თავი დამანებე,თორემ ყველაფერი იმაზე უარესად დამთავრდება ვიდრე წინა ჯერზე. ამას ნამდვილად გპირდები...-ვუთხარი და თვალები დავუბრიალე.

შეკრთა.იცოდა,რომ ჩემს დანაპირებს ყოველთვის ვასრულებდი.დაბნეულს აღარ იცოდა მზერა ვისთვის ან რისთვის მიეპყრო.

რამოდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ დანებდა, ხელი გამიშვა და მის ერთგულ ფინიასკენ ანუ ემილისკენ აიღო გეზი.

ნეტავ რისი იმედი ჰქონდა! მე მას აღარასოდეს დავუბრუნდებოდი!აღარასოდეს!

მაჯა ფრთხილად დავიზილე და ანდრეას თვალებით ძებნას მოვყევი.თითქმის მაშინვე ვიღაც ქალბატონთან ვიპოვე,რომელთანაც ტკბილად მუსაიფობდა.შემნიშნა. შუახნის,უკვე შეჭაღარავებულ ქალს მალევე დაემშვიდობა და ჩემკენ გამოემართა.

ამჯერად გულწრფელად მომღიმარი გადავეხვიე და როგორც დიდი ხნის უნახავი მეგობარი ისე მოვიკითხე. მიუხედავად იმისა,რომ ჯერ კიდევ მეუხერხულებოდა მისთვის თვალის გასწორება რამოდენიმე დღის წინ მომხდარი ამბის გამო.


მოდით, სანამ კიდევ უფრო შორს წავსულვართ, რამოდენიმე სიტყავს ვიტყვი ბატონ ნოას შეასხებ.

მასთან ერთად უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ის მაშინ ძალიან მომწონდა,არც კი შემეძლო მის გარეშე ჩემი ცხოვრების წარმოდგენა.
გავიდა ხანი და მან ხელი მთხოვა,რაზეც რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდი. ქორწილის დღეს ჩემი თავი უბედნიერეს ქალად მიმაჩნდა. ძალიან იღბლიანი მეგონა ჩემი თავი და ბედს მადლობას ვუხდიდი იმის გამო,რომ ამ ადამიანს მივყვებოდი ცოლად. მაგრამ ზუსტად ჩვენი ქორწილის დღეს გამოჩნდა მისი ნამდვილი ცოლი.(ცნობისთვის საპნის ოპერებს ვერ ვიტან) ისეთი სილა ვტკიცე ყველა დამსწრეს წინაშე,რომ კიდევ კარგა ხანს აჩნდა სახეზე ჩემი ხელი. მოკლედ,რომ ვთქვათ ეს იყო ჩემი პირველი(ბოდიშით მეორე)და უკანასკნელი(ახლა უკვე აღარ) სიყვარული.


მე და ანდრეამ მხიარული ბაასი გავაბით,როდესაც კარები ჯეიკობმა შემოაღო(ჩემმა პაპის ძმამ,რომელთანაც დღემდე ომობდა)

მაშინ გამიჩნდა სურვილი მეკითხა:ფეხით თუ ხელით შემოაღო კარები.

გალეშილი მთვრალი ჩანდა, ფეხზე ძლივს იდგა და ენას პირში რის ვაი ვაგლახით იტრიალებდა.

შემოვიდა თუ არა დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა,მუსიკა და ხალხის სიცილ-კისკისი იმ წამშივე შეწყდა.
თვალი მოავლო დარბაზს,ყველას მოგვესალმა და შობა მოგვილოცა. მუსიკა ისევ ჩაირთო და მხიარულება ასე თუ ისე გაგრძელდა,მანამ სანამ დენიელიც არ მოვიდა და აყალმაყალი არ ატყდა. ოხ ეს ძმები!

მე და ანდრეამ სახლის უკან მთვარის შუქზე, ბაღში სეირნობით გული ვიჯერეთ და დარბაზში შევტრიალდით.უჩვეულო სიჩუმე ჩამოწოლილიყო,დენიელი და ჯეიკობი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ იარაღ მომარჯვებულები, მათ შუაში კი ეშლი იდგა.

როგორც ჩანს ჯეიკობს დენიელისთვის რაღაც შურაცხმყოფელი უთქვამს,დენიელს ვეღარ მოუთმენია და პირდაპირ იარაღი დაუმიზნებია შუბლში,ეშლი კი მათ შორის იდგა და დამშვიდებას ცდილობდა,დანარჩენები კი სუნთქვაშეკრულები ელოდნენ ამ სპექტაკლის დასასრულს.

-როგორ ბედავ და მე როგორ მადანაშაულებ?!-გაცხარებული ყვიროდა დენიელი.

-განა უფლება არ მაქვს?! შენ,რომ არა ის დღესაც ცოცხალი იქნებოდა!-სიძულვილით სავსე,მაგრამ ამავდროულად დანაღვლიანებული ტონით მიუგო ჯეიკობმა დენიელს.

-შენ...შენ...შენ,რომ არ შეგეცდინა ის,ასეთი მეთოდებისთვის მიმართვა არც დამჭირდებოდა.ის ხომ ჩვენი...-ვერ დაამთავრა სათქმელი-როგორ შგეძლო!

-როგორიც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, მაინც შენ ხარ მისი მკვლელი, ამიტომაც ვალდებული ვარ გაზღვევინო იმის გამო,რომ ყველაზე ძვირფასი რამ წამართვი,რაც კი ამქვეყნად მქონდა.

სროლისა და აქა-იქ ქალის კივილის ხმა გაისმა. ორივე ხელით ანდრეას ჩავებღაუჭე და თვალები მაგრად დავუჭე.
ლეო ეშლის გადაფარებულიყო,ამიტომაც ტყვია მას მოხვდა. ახლა კი,ძლივს სუნთქავდა ეშლის მუხლებზე თავდადებული. ეშლი დამფრთხალი შეჰყურებდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა, ძალიან შეშინებული ჩანდა,ხმასაც კი ვერ იღებდა. ლუი ეშლისავით პანიკაში არ ჩავარდნილა,მაგრამ მის თვალებში შიშს მაინც ვხედავდი. ჯერ ლეოს მივარდა, შემდეგ კი სხვადასხვა განკარგულებების გაცემა დაიწყო. ექიმი მალევე მოვიდა და ლეო ცალკე ოთახში გაიყვანეს, ლუიც მას გაჰყვა.მეც მინდოდა,რომ გავყოლოდი,მაგრამ ანდრეამ შემაჩერა და მიმანიშნა,რომ მე იქ ვერავის ვერაფრით ვერ დავეხმარებოდი და ახლა უფრო ეშლის ვჭირდებოდი. ამ აჟიოტაჟში ჯესიკა გამახსენდა. ნეტავ როგორ იყო? ასეთი ხმამაღალი ხმების ძალიან ეშინოდა. ერთხელ კლასელმა ასაფეთქებელი ფეხებთან დაუგდო და ისე შეეშინდა რამის ხელებში ჩამკვდა. ამის მერე ფეირვერკების,შუშხუნების,ყვირილის,წივილის,სროლის ხმის გაგონების შემდეგ სულ ცუდად ხდებოდა.
ორწუთიანი ძებნის შემდეგ შემოსასვლელ კარებთან მდგარი დავინახე.მისკენ სწრაფი ნაბიჯებით გავემართე და უკვე უნდა მეკითხა, ჯესს როგორ ხარ მეთქი,როდესაც ადგილზე მისმა სიძულვილით სავსე გამომეტყველებამ გამყინა.

მის მზერას თვალი გავაყოლე და გადავაწყდი ნოას,რომელიც თავის შეშინებულ ცოლს ამშვიდებდა. ლაილა! თვალები ავატრიალე.

-ოღონდაც შეხედე ამ ********* ჯერ ხომ გაბედა და მოვიდა ამ წვეულებაზე იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა. ამასთან ერთად თავისი ცოლიც მოუყვანა.-თვალები ავბედითად უელავდა მუდამ მომღიმარ და მხიარულ ჯესიკას.

-დამშვიდდი ჯესს. საერთოდ არ მანაღვლებს, არც თვითონ ნოა და მითუმეტეს არც მისი გველაძუა ცოლი.-გულგრილად ვუთხარი.

ჯერ მე მომაპყრო მზერა,ალბათ ჩემს სახეზე რამის წაკითხვა უნდოდა,მაგრამ არ გამოუვიდა.შემდეგ აცახცახებულ ეშლის შეხედა,რომელიც სავარძელზე მოკუნტული იჯდა და გაბეზრებული ერთ წერტილს მიშტერებოდა.
ორივენი გვერდძე მივუჯექით. დარბაზი თითქმის დაცარიელებულიყო რის გამოც მშვიდად,თავისუფლად შეგვეძლო საუბარი.
-ეშლი, შენი ბრალი არაა.-წამოიწყო ჯესიკამ.

-მაგრამ ის ხომ ჩემს გამო დაიჭრა.-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა მთელი სხეულით აცახცახებულმა ეშლიმ.

-ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო-დავამატე და ხელი ზურგზე გადავუსვი.

-კარგად იქნება?-აცრემლიანებული თვალები მომაპყრო.

-რა თქმა უნდა-მისი გამხნევება ვცადე.

☕☕☕

ღამის სამი საათი იყო დაწყებული,როდესაც ეშლის ოთახიდან გამოვედით მე და ჯესიკა. ლეოს და ლუის შესახებ არაფერი ისმოდა. ვიფიქრე,ჯობდა ახლა არ შემეწუხებინა ისინი და ხვალ მომენახულებინა.

-შარლი ერთი წუთით გამომყევი დარბაზში,მემგონი იქ ჩანთა და ტელეფონი დავტოვე.-რატომღაც მაინცდამაინც მაშინ გაახსენდა ჯესიკას თავისი უკვე დაკარგული ჩანთა. და რატომღაც მის ძებნაში თავი მომაკვლევინა,როდესაც სახლში LOUIS VUITTON-ის, Gucci-ის,Dior-ის თუ Prada-ს უთვალავი ჩანთა ეწყო.

-კარგი,წამოდი.-უხალისოდ დავთანხმდი.(არ მიყვარდა სიბნელეში აქეთ-იქით სიარული.)

მთელი დარბაზი გადავქექეთ,მაგრამ ვერაფერი ვერ ვიპოვეთ.

-დარწმუნებული ხარ,რომ აქ დატოვე?-მთქნარებით ვუთხარი.

-კი...-უყოყმანოდ დამთანხმდა და რაღაცაზე დაფიქრდა.

-დღეს კიდევ სადმე იყავი?-განვაგრძობდი კითხვების დასმას.

-კიდევ...კიდევ...მხოლოდ ბიბლიოთეკაში და მუსიკის ოთახში ვიყავი.

-კარგი მაშინ ჯერ ბიბლიოთეკაში ვნახოთ და მერე მუსიკის ოთახშიც შევიაროთ.-ვუთხარი და ოთახიდან გავედით.

ეს საზიზღარი ქუსლიანები ფეხს უკვე საშინლად მტკენდნენ,რის გამოც სიარული მიჭირდა და ჯესიკას გრძელ ფეხებს უკან ძლივს მივსდევდი.

-მოიცადე-ჯესიკამ მკვეთრად შემაჩერა და რაღაცას ყური დაუგდო.

გაკვირვებული შევყურებდი,როდესაც ჩემს ყურთასმენამდეც მოაღწია ბეთჰოვენის მთვარის სონატამ. ამ შუაღამეს,როდესაც ყველას უკვე ეძინა, კლასიკური მუსიკის მოსმენა შემაძრწუნებელი და ამავდროულად ცოტა შიშისმომგვრელი იყო. კიდევ კარგი მარტო არ ვიყავი,თორემ არ ვიცი რა დამემართებოდა.
ერთხანს უბრალოდ ერთ ადგილზე ვიდექით და ვუსმენდით,შემდეგ რეალურ სამყაროში დავბრუნდით,ბიბლიოთეკას ჩავუარეთ და მუსიკის ოთახში შევედით. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ფორტეპიანოც თავისთვის იდგა ოთახის შუაში.

-რა ჯანდაბა ხდება-დაძაბულმა ამოიგმინა ჯესიკამ.

სონატის დამთავრებასთან ერთად,სროლის ხმაც გაისმა,შემდეგ კი სიჩუმე ჩამოვარდა. დიდ ფანჯარაში,ოთახის აღმოსავლეთით ადამიანის სილუეტი გამოჩნდა და გაქრა. ფანჯარა გამოვაღე და ქვემოთ ჩავიხედე,მაგრამ... უკუნით სიბნელეში ვერაფერი გავარჩიე. სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.

☕☕☕


მთელი სახლი ფეხზე დადგა.გაკვირვებულები და აღშფოთებულები წინ და უკან დაიარებოდნენ.

-გამახსენდა-გახარებულმა თქვა ჯესიკამ.

-რა?-ცოტა არ იყოს დაბნეულმა ვკითხე და შემაწუხებლად მოყაყანე ხალხს თვალი მოვწყვიტე.

-ჩანთა...დარბაზში,ფანჯარასთან დავდე.-თქვა და ტაში შემოჰკრა.

-კარგი,მაგრამ ეს ხმა....

დასრულება აღარ დამაცადა და ძალით დარბაზისკენ წამათრია.

მეოთხე სართულზე ძლივს ავბობღდი, საშინლად დაქანცული ვიყავი, ემოცურად და ფიზიკურადაც.

მოულოდნელად ჯესიკა ერთ ადგილზე შედგა,მას უკნიდან შვეჯახე და რამის კიბეებზე ჩავკოტრიალდი. უკვე ჩხუბი უნდა დამეწყო,როდესაც ადგილს მოსწყდა და პატარა სოფიას მივარდა, რომელიც დარბაზის შესასვლელში, უგონოდ იწვა.

-შარლი, სოფიას მიხედე!ექიმს დავუძახებ.-წამოდგა და კიბეებზე ჩასვლა დააპირა.

-მოიცადე.-ხმაჩამწყდარმა ვუთხარი.

-რა?

-ექიმი და ბარემ პოლიციაც გამოიძახე.

-რაზე მელაპარეკები,შარლი ვერ ვიგებ.-სახე აერია.

ხელი ცახცახით ავწიე და ნოას, ჰაერში ჩამოკიდულ გვამზე მივუთითე.

სიმართლე იყო,რომ ნოამ მომატყუა და მიღალატა,მაგრამ... როდესაც მისი უსულო სხეული დავინახე...ჩემი სულის ნაწილიც მასთან ერთად მოკვდა.

_________________

რას ფიქრობთ ამ თავზე?

გავაგრძელო წერა?????????????

1112 Words




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent