შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 36


29-10-2023, 10:58
ავტორი ანნა ანუკი
ნანახია 1 110

გვიან ღიმილით დარეკა დემეტრემ ბარბარესთან, აბაზინად გამოსულმა აზუზუნებული უხმო ტელეფონი აიღო და დემეტრეს ნომერზე ღიმილი ვერ შეიკავა სწრაფად უპასუხა და ყურთან მიტანაც კი ვერ მოასწრო ტელეფონის, ქამრისგან დარტყმული ძლიერი წვის გამო შეეკრა წამით სუნთქვა და დარტყმის ინერციისგან გადავარდნილი დაემხო საწოლს, ტელეფონი იატაკზე საწოლის ქვეშ შევარდა და დემეტრეც უკვე მის ამოგმინვაზე დადუმდა,
- სახლში მოყვანა! კოცნა! ფეხების გადაშლა! რამდენს ბედავ!..... კახპა!
ხელახლად მოუქნია ქამარი და ტკივილისგან წამოკივლება ვერ გააკავა ისე დაიკლაკნა და ხელების აფარებასაც ვერ ასწრებდა, ხელახალი დარტყმის ბიძგებისგან გმინავდა, ნერვოზულად კრა სკამს ფეხი ამ ყველაფრის" უკან" მდგარმა დემეტრემ, რომელსაც ქამრის მოქნეულ ხმებთან ერთად ესმოდა ბარბარეს გმინვა, ამასთან ერთად კი შეურაწმყოფელი სიტყვები, რომელსაც მამაკაცი ბარბარეს მიმართ იყენებდა, არ გაუთიშავს ისე გავარდა ოთახიდან, ჩასვლის დროს მდივანზე მჯდარმა პირ გამოტენილმა სალომემ გახედა ძმას მობეზრებული დაღლილი ნამტირალები თვალებით და მის სახეზე ეცვალა მასაც სახე,
- რა გჭირს? სად მიდიხარ ამ შუაღამისას?
დაბალხმაზე დაუსვა დიდი ნაბიჯებით მოსიარულეს კითხვა დივნისგან შემოტრიალებულმა და უცნაურად მოსიარულე მზერის ძმას დააკვირდა
- ბარბარე უნდა მოვიყვანო
ხმამაღლა გასცა პასუხი და სწრაფად გაანგრია კარი, დაძაბული წამოხტა სალომეც და ხვდებოდა რომ აშკარად ისე არ იყო საქმე, როგორც უნდა ყოფილიყო ძმას გაყვა სწრაფად გასასვლელშივე მოყოლილი გასაღებით გადაკეტა კარი, გიჟივით გაიქცა გარეთ და უკვე დაქოქილი მანქანის წინ ჩამოდგა, რომ გაეჩერებინა
- მეც მოვდივარ,
სწრაფად მიყვირა ისე ჩახტა მანქაბაში წინააღმდეგობა რომ არ ყოფილიყო,
- გათიშა?
თავის ტელეფონი გაუწოდა სალომეს, ისე ანიშნა და მანაც ყურზე მიიდო ტელეფონი, უცებ ეცვალა სახე
- ჯანდაბა რა ხდება?
გაურკვევლად იკითხა ისევ მიიდო ტელეფონი ყურზე და შიშისგან ეცვალა სახე, ნომერს დახედა უცებ და ხმებისგან გამოწვეულ ფიქრებზე ნერვოზულად დაიწყო სუნთქვა
- დემე რას უშვება? სად არის?
აფორიაქებულმა მოიშორა ტელეფონი ისე გახედა ძმას, რომელსაც კბილები ერთმანეთზე დაეჭირა და სწრაფად მიაქროლებდა მანქანას.....
კარებთანვე ძლიერად დაამუხრუჭა მანქანა მისვლისთანავე და ორივე და-ძმა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან,
კარები, რომ ჩაკეტილი იყო ბრაზისგან შეანგრია კარები ისე წმიყვა კიბეს, უკვე დივანზე იჯდა მამაკაცი, დარტყმებისგან დაღლილი ქამარი ტუმბოზე მიედო დასასვენებლად და ბარბარეს ტელეფონს ატრიალებდა ხელში, რომელიც მას ჩამოართვა მას მერე რაც სალომემ გათიშა, დემეტრეს დანახვისთანავე სწრაფად ეცვალა სახეზე შიშისგან ფერები და დივანზე წყნარად ჩამომჯდარი დენდარტყმულივით წამმოხტა უცებ
- შენ?
ერთხელ ამოაყოლა მხოლოდ და დემეტრეს ზიზღის, შურისმაძიებელ, მკვლელ, თვალებს მოაშორა მზერა, რომელმაც შეაშინა, მზერა მაშინვე ბარბარეს ოთახისკენ აიღო შიშისგან მიხვედრილმა თუ ვისთან იყო და დემეტრემაც, იმ ოთახის კარები ჩამოიღო პირველივე, დაძაბული მიჰყვებოდა მას სალომეც და კარებში მდომმა ძირს საწოლთან ძირს მიწოლილი ბარბარე რომ იხილა სწრაფად მივარდა შეშინებული თვალებ აწყლიანებული თვალებით,
- ბაბი, ჩემო ლამაზო,
სწრაფად ჩამოუსვა სახეზე ხელი, სრულად გადაფითრებოდა სახე, მთელი სხეული ეწვოდა, სუსტმა სხეულმა ძლიერად მოქნეული ქამარი ნამდვილად ვერ აიტანა, არც ტიროდა არც წუწუნებდა, უხმოდ ეგდო ძირს და ცდილობდა მოეთმინა იმ დრომდე სანამ წვა არ გაუყუჩდებოდა, სალომეს ატირებულ სახეზე გაეიღიმა სიმწრისგან ისე გახედა შეძლებისდაგვარად კარებში მდგარ დემეტრეს,
- გელოდებოდი,
გაუღიმა ისე შეხედა ისევ სალომეს,
- ასეთ დღეში თუ ოდესმე იყავიი მე რატომ არ მითხარი ბაბი?! დემეტრე, რომ არა?! ასე აპირებდი ტანჯვას?! რატომ არავინ იცოდა,
- ხანდახან რაღაც უნდა დამალო
ღიმილით ჩაეჭრა საუბარში ისე წამოხტა სალომე,
- ჩანთა სად გაქვს? ხვალინდელი არაა მეტი დიდი ჩანთა მინდა ბარბარე
მკაცრად დახედა და ბარბარეს ნიშანზე გამოაღო დიდი კარადა დიდი ჩანთა ამოაცურა და მანამ დემეტრე ოთახიდან გავიდა, ტანსაცმელებთან ერთად მის ყველა ნივთს უკითხავად ყრიდა ჩანთაში, თავადაც შეძლო წამოდგომა ტკივილისგან იგრიხებოდა მხოლოდ და უნებურად მიეხმარა სალომეს როცა მან უბრძანა,...
მშვიდად ჩამოდგა დემეტრე მამაკაცის წინ
- ანუ ბიძამისმა მე და მისი საიდუმლო არ გაგინდო ხო ასეა? არადა დიდი იმედი მქონდა რომ ჩამიშვებდა,
სიწყნარე რომ შეინარჩუნა ნელა წაიღო თავის ტყავის ქამრიკენ ხელი,
- და ჩვენი პირველი შეხვედრა მეგონა გამაფრთხილებელი იქნებოდა და მაგაშიც შევცდი,
სიტყვის ბოლოს გამოაცურა დამჭერებიდან ქამარი და ხელში მოთავსებული გაუწოდა წინ მდგომს
- გამომართვი ახლა!
მკაცრად უთხრა როცა მინიშნებაზე უბრალოდ დაბნეული კრავისთვალებით იყურებოდა მამაკაცი და დემეტრეს შეძახილზე შეკრთომასთან ერთად გამოართვა გაწოდებული ქამარი,
- ახლა შეგიძლია დამარტყა,
ნებადართულად აუწია ხელი და დაელოდა, როდის მოუნევდა ქამარს, კიდევ მეტად დაიბნა კაცი გაკვირვებული უყურებდა ხან ქამარს ხან დემეტრეს,
- რამდენჯელ უნდა გაგიმეორო რომ გაიგო?
მობეზრებულად დახედა და მანაც მოუხერხებლად შიშითა და მორიდებით მიარტყა ქამარი,
- არაა! არაა! არ მომეფერო აი ისე, როგორც ბარბარეს ცემდი,
საჩვენებელი თითით გაიხედა ოთახისკენვე და უკვე ძლიერად მოქნეული ქამარი დაიჭირა,
- გაები!
წყნარად ჩამოართვა, გრძელი ქამარი ორად გადაკეცა, მშვიდი შესავალის შემდეგ კისერი გაატკაცუნა და მძლიერად მიარტყა სახეში გასქელებული ქამარი,
- ყველაფერს თავისი წესი აქვს, ისევე როგორც დარტყმას,
პირველ კურსებს გადიოდა დემეტრე ისე აღმუვლებდა კაცს, რომლის სხეულიდანაც ადგილი არ გამორჩენია ძლიერად ურტყა ყველა ნაკვთსა და ადგილას, მის ღრიალზე აიფარებდა ხოლმე სალომეც შიგადაშიგ ხელს და როგორც კი ბარგი შეკრა ხელი დაავლო ისე გავიდა გარეთ,
- ხვალინდელი შენ წამოიღე და გამომყევი,
თავით ანიშნა ისე გაძვრა სახლიდან და ხმაურიანად ჩაიტანა ბარგი, დაძაბული მიტრიალდა ბარბარე ჩანთისთვის, შუშის დალეწვის ხმაზე სწრაფად გაიხედა ისევ ოთახში, ყელზე მიებჯინებინა გადამტვრეული შუშის ბოთლის ნამსხვრევები დემეტრეს აკანკალებული კაცისთვის და საყელოშიც ძლიერად ჩაბღაუჭებოდა, სწრაფად გაიქცა მისკენ ისე ჩაავლო მის ხელს ხელი
- საკმარისია, გეყოფა გთხოვ,
ხმადაბლა თხოვნით ეცადა ხელები მისი სისხლით არ გაესვარა დემეტრეს და მანაც ერთხელ შეხედა, წამით უყურა უხმოდ და მისი გულწრფელი თხოვნა გაითვალისწინა, საბოლოოდ დააფშვნა ბოთლი თავზე, ჩანთის გამოტანისთანავე გამოართვა დემეტრემ ბარბარეს და ხელი ისე დაავლო თითქოს წასვლაზე ეწინააღმდეგებოდა, ჩასვლისთანავე უშვა ბარბარემ ხელი და დემეტრეც სწრაფად შემოუტრიალდა, როცა ხელის გაშვება აშკარად რაღაც მიზეზის გამო იყო,
- სად მივდივართ?
- ჩემთან
მოკლედ მოუჭრა პასუხი და მისი ხელისკენ წაიწია ისევ რომ ჩაეჭიდა, თუმცა მან ისევ უკან დაწია ხელი
- ხო მაგრამ.....
- მისმინე! დღეიდან მე ავიღებ შენზე პასუხისმგებლობას და შეგიძლია მშვიდად იყო, დედაშენი ხო წავიდა, რაღაც უნდა მოხდეს ისეთი რო ამ ყველაფერს ჩამოშორდე, არ აპირებ იმედია მთელი ცხოვრება ქამრით ცხიველივით ქცემონ ბაბი, ახლა წამოხვალ ჩემთან და დღეიდანაც ჩემთან იქნები, თან სალომეა სახლში და უხერხულად არ იქნები, ჩემთან არა სალომესთან მიდიხარ
სალომესკენ ანიშნა, რომელიც მოშორებითვე უქნევდა თავს მართალიაო
- ხო მაგრამს სხვები რას იფიქრებენ, თან რაღაცნაირ.....
- ცოლად მომყავხარ! დაწყნარდი ახლა და დაჯექი,
- ვერ ხარ
სწრაფად ააფახურა წამწამები გაბრაზების ნიშნად ისე გახედა სალომეს, რომელიც გაყინული იდგა და მხოლოდ წამწამებს აფახურებდა, ხმა არ ამოუღია ხუმრობაში გაუტარა მანაც, თუმცა ბარბარე რძლად ყველანაირი კუთხით შეუდარებლად მოსწონდა,
- რძალო მანქანაში,
თავით ანიშნა მანქანისკენ როცა დემეტრე ადგილზე მოთავსდა და ბარბარეც გაბუტული მზერით სხეულ მტკივანი წავიდა კარების გამოსაღებად
- მანდ არა რძალო წინ,
დემეტრეს გვერდით წინა სავარძელისკენ უბიძგა და ბარბარემაც ნელა გახედა
- გეყოფაა!
სწრაფად ამოიჩურჩულა, თუმცა სალომე ისევ არ გაჩერებულა წინა კარები გაუღო და ხელთავიდან ანიშნა დაჯექიო,
წამით უყურა გაჩუმებულმა და მიზეზიც სწრაფადვე მოიფიქრა,
- ქამარს ვერ გავიკეთებ მეწვის,
სხეულზე დაიხედა და სალომესაც სწრაფად ეცვალა მზერა
- კაი მაპატიე დაჯექი უცებ და წავიდეთ
თავისუფალი ნება დართო და ბარბარეც უკან რომ დაჯდა სწრაფად მოეწყო სალომეც, უნებურად გახედავდა ხოლმე ბარბარე სარკეს და იქიდან მაყურებელ თვალებს რომ აწყდებოდა მორცხვად გადაჰქონდა მზერა გზისკენ....
....
- შედი ბარემ მოწესრიგდი და დაიძინე აღარ შეგაწუხებ ძაან გვიანია უკვე და ხვალ ადრე უნდა ავდგეთ ხომ იცი?
გაფრთხილებით დახედა სალომემ და კარებისკენ წავიდა ნელ-ნელა
- კი დავიძინებ მადლობა
მორცხვად დაუკრა თავი და სხეულზე ხელის მოსმისგან დაიმანჭა
- აუ რამეთი ხო არ დაგვეზილა ან წაგვესვა? ძაან აგეწვება ძაან დაგეტყო,
სხეულზე ანიშნა მის დამანჭვაზე ფიქრებში გადაეშვა შეიძლებოდა, თუ არა რამეს ეშველა მისთვის,
- იყოს კაცო გამივლის ბოლო ბოლო,
შეძლებისდაგვარად გაუღიმა და დამშვიდობების მერე მარტო დარჩენილი ჩამოჯდა საწოლზე, უხმოდ გახედა სარკეს სადაც ჩანდა და ასევე უხმოდ გადმოყარა ცრემლები, ვერ ხვდებოდა რისი ცრემლები იყო, სხეულის ტკივილის, დაღლილობის, თუ სიხარულის, წამომდგარმა აიწია მაიკა ნახევრად გადაიძრო და სარკეში შეათვალიერა ქამრის ზოლად დაყოლილი სიწითლეები იქ სადაც მეტად ძლიერად მოხვდა ქამარი, ენანებოდა კიდეც სხეული მსგავსი დალურჯებებისთვის, სწრაფად მოკაკუნებაზევე შემოიღო კარები ჩაცმა კი არა დაყვირებაც ვერ მოასწრო სწრაფად აქცია ზურგი კარებს,
უკან გაბრუნებას აპირებდა დემეტრე მისი ზურგის დანახვა მოასწრო მოსაკეტად მზად მყოფი კარები შეაღო ისევ, სწრაფად ეცადა გადაეცვა ბარბარესაც მაიკა ისევ,
- ჯანდაბაა, ბაბიი ეს რა იყოო?
გაკვირვება ვერ დამალა ისე მიუახლოვდა, თითქოს მისი ტკივილიც კი გაიზიარა ისე დამანჭა სახე
- გამივლის
- მაპატიე რომ უფრო ადრე ვერ მოვედი,
სინანულის გრძნობით დახედა სხეულზე ისე თითქოს მაიკას გამტარს გახდიდა და მის ყველა დალურჯებასა და დაწითლებას ნახავდა,
- ნუ სულელობ რა,
ჩაიცინა თუ არა ისე გაისწორა მაიკა, უხმოდ შეამცირა მანძილი დემეტრემ ისე მოხვია ხელები ფრთხილად რომ მისთვოს რამე არ ეტკინა და ტკბილი ძილის სურვების შემდეგ დატოვა ისევ მარტო.....

........
- ყველა ვართ?
ტაშის შემოკვრით დასვა კითხვა ანანომ, დილა უთენია ჩამომდგარიყო მაშოს სახლთან და ყველას ათვალიერებდა, ჯერ შვიდი საათიც არ იყო, თუმცა მალე ჩასვლა ჰქონდათ გეგმაში, პირველ დაჯავშნილ ადგილას ცხელ ბათუმში სადაც უკვე წინასწარ დაგეგმილი საკონცერტო და საზღვაო გართობები ელოდათ
- აი სალომე და თეოდორე, დემეტრეც და ეგ არი
კმაყოფილმა გახედა ანანომ თითქმის ერთდროულად ეზოდან გამოსულებს, რომელმაც წამით მოავლეს ერთმანეთს თვალი და ჯერ ისევ ნამძინარები თვალებით დაიძრნენ ნაცნობების თავშეყრის ადგილას,
- რავახართ?
ჩვეულად მოიკითხა თეოდორემ ყველა და უხასიათობაც ზედმეტად მოზდებოდა
- რა გჭირს თედო?
თბილად მოეხვია მაშო და თეოდორემაც რომ თბილად აკოცა თავზე თბილი მზერით მოშორდა, ისე ინაცვლა სალომესკენ
- ჩემო ლამაზო დილამშვიდობისა
მასაც თბილად მოეხვია ისე შეხედა ეჭვნარევი მზერით
- რა გჭირსს? თვალებზე რას გავხარ?!
ბრაზნარევი ხმით დახედა ვაჟამ სალომეს ამოწითლებულ დაწვრილებულ თვალებზე, რომელსაც დამსკდარი ვარდისფერი ტუჩები ამშვენებდა, მისი ვიზუალი მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ თვალები ტირილისა და უძილობისგან დაწითლებულიყო, ტუჩები კი ცრემლებისგან და მხურვალებისგან დასკდომოდა, მიუხედავად იმისა რომ მისი ვიზუალი, მძიმე ღამეს მეტყველებდა, მაინც ძალიან უხდებოდა გადიდებული ვარდისფერი დამსკდარი ტუჩები, რომელსაც ხშირად აწვალებდა, დაწითლებული დაღლილი თვალებიც სულ სხვანაირად ლამაზს ხდიდა,
- წესიერად ვერ იკითხავ?
ძლიერად მიარტყა ანანომ ხელი ვაჟას სიუხეშის გამო და სალომესაც გაეღიმა ისე ეცადა მზერა გაეკავებინა
- რატომ არ გეძინა? და არამარტო არ გეძინა რატომ ტიროდი?
დაბალხმაზე დაუსვა მაშომ კითხვა და მის გვერდით სალომეს ზურგით მდგომმა თეოდორემ, დამნაშავედ გადმოხედა მაშოს ისე რომ სალომე ვერც დაინახავდა,
- ზოგადად სუსტი გული მაქვს,
სიცილით გაუკეთა შესავალი სალომემ
- ვერ ვიძინებდი და ფილმი ჩავრთე ზედმეტად მძიმე ფილმი იყო, ჩემი საყვარელი მსახიობი მონაწილეობდაა და რამე ცუდად რომ წავიდოდა მეტირებოდა
იმ მომენტშივე ახალი მოგონილი არაჩვეულებრივი თავგადასავალი მოყვა ისე გახედა ბარბარესაც, თუმცა მის ძველ რეალიბასთანაც ასოცირდებოდა მისი ამბავი
- და მე არ დამიძახე?
ინტერესით ჰკითხა, რადგან ასი პროცენტით დარწმუნებული იყო, რომ იტყუებოდა,
- მეგონა რომ გეძინა
ღიმილით გახედა და აღარაფერი უთქვამს, მისი ძმის ხმაზე შეტრიალდა იმ მხარეს სადაც თეოდორე ედგა გვერდით წამით შეაჩერა მასზე მზერა და მხოლოდ ის მოგონება მათი მზერა, ტივტივებდა, ქალი, კოცნა, შიშველი სხეული და ღამე, სწრაფად აარიდა მზერა და მის ძმაზე გადაიტანა ყურადღება, რომელიც ახლოდან არ უნახავს, შორიდან გაძახა დემეტრემ და მოსამზადებლად გასულს გამოასწრო კიდეც გამოსვლა, მოახლოვებულმა დაუხედავად აკოცა შუბლზე ისე მიეფერა სახეზე და წამით მოავლო მზერა,
- რა გჭირს გოგო?
მისი სახე არ გამორჩენია ისე იკითხა ხმამაღლა და მაშო გადაკოცნა,
- ოო არ მომაყოლო ისევ მოვყევი უკვე,
წუწუნით წავიდა მანქანისკენ და დემეტრემ ყველა, რომ ნახა ბოლოსკენ მოიტოვა ბარბარე,
- ძაან გტკივა?
დაბალხმაზე კითხა ისე აკოცა შუბლზე და ნელა შეახო წელზე ხელი
- დალურჯდა,
ჩაცინებით ჩახარა თავი და დემეტრეს ხელახალ კოცნაზე გაიტრუნა,
- სალომე რა გჭირს შენ?
ხელახლად მოუბრუნდა დილიდანვე აშარებულს, რომელიც გაურკვევლად ხან იქით ხან აქეთ დადიოდა,
- არაფერი ცუდ ფილმს ვუყურე და მეტირებოდა ვაა
ბრაზ მოწოლილმა მოკლედ მოუჭრა და დემეტრემაც წამით უყურა ჩუმად ისე არ განძრეულა სალომეც თვალს ვერ უსწორებდა თვალში, ცდილობდა აერიდებინა, რომ მის ზემდეტად ჩაწითლებულ თვალებს არ ჩაძიებოდა თვალებით მოსაუბრე დემეტრე,
- მოატყუე ბებიაშენი, ლაწირაკო,
თვალებ მოჭუტულმა დახედა გაბრაზებულმა, ტყუილში რომ გამოიჭირა და თითქოს უნდა ეცემა ისე წავიდა მისკენ ვაჟამ, რომ გამოწია
- წავიდეთ ახლა, რაც მალე მით უკეთესი, ისევ ვაჟამ დააჩქარა რადგან უაზრო ლოდინს ვერასდროს იტანდა და მაშოც ეზოში შევარდა ნენესთვისა და რატისთვის რომ დაეძახა, სწრაფად მოიყარეს თავი მანქანებთან და ერთმანეთის გაყოფაზეც კი გადავიდნენ,
- კაროჩე ბარბარე, სალომე და თეოდორე ჩემთან, მოვდივართ ასეა?
- ხმამაღლა იკითხა დემეტრემ და უკვე წინ წასულიც კი იყო სალომე, წინ უნდა დამჯდარიყო ბარბარეს მოავლო თვალი და შემდეგ გახედა თეოდორეს მასთან ერთად ჯდომა კი არა მისი დანახვაც კი არ სურდა, თუმცა ხმას არ იღებდა ცდილობდა არც შეემჩნია არაფერი, რაც კი თეოდორესთან აკავშირებდა
- მოდი რძალო გითმობ,
წინა კარები გაუღო და მასაც ბევრი რამ არ დაუწყია უპრობლემოდ დაჯდა წინ, თავიდან გაუკვირდა კიდეც სალომეს ისე დაჯდა უკან და მაქსიმალურად კარებს ეკვროდა, თეოდორეც რომ დაჯდა კიდევ მეტად ცელოფანივით გადაეკრა კარებს, გაკვირვებულმა გახედა თეოდორემ ინტერესით მიიწია მისკენ სალომეც კიდევ შეიშმუშნა რაღაც მილიმეტრით კიდევ შეამცირა ჭირვეულად ადგილი, შუაში დაჯდა თეოდორე მასზე ექსპერიმენტების ჩატარებითვე და უხეშად კრა სალომემ ხელი,
- წესიერად დაჯექი რა!
უხეშად საუბარზე გამოხედა დემეტრემ გაოცებული მზერით პასუხად ფანჯრისკენ გაატრიალა თავი და კარების სახელურზე ჩამოდო იდაყვი, რატის არ დალოდებია იცოდა, რომ რატის ნენე უნდა გაეყვანა ნაზისთან, რადგან მარტო დარჩენა არ სურდა და გარდა ამისა ნაზის, რომ შესძლებოდა მისი ძველი მისი წვალებით ნაშენები სახლის დატოვება ისინი ისედაც ერთად იცხოვრებდნენ ნაზისთან ერთთადვე მშვიდად და ბედნიერად უბრალოდ ძალიან რთული აღმოჩნდა მიატოვო და ხელი აიღო იმაზე რაც შენი პატარა დეტალებით ნაკეტებია, რაც დიდი ხანია შენია და მისი ყცელა წერტილი გიყვარს რადგან შენია.....
მშვიდობიანად და ხალისიანად დატოვეს ნენე ასევე მხიარულად წავიდნენ თავადაც და მშვიდობიანად მგზავრობდნენ, როგორც ყოველთვის ცოტა სწრაფად მაგრამ "ლამაზად"....
ცალი თვალით გახედავდა ხოლმე თეოდორე მოქანავე სალომეს, რომელსაც თავი გვერდზე გადმოკიდებოდა თვალები მშვიდად მიეხუჭა დაღლილს და აუჩქარებლად სუნთქავდა, ჯერ ისევ შეეძლო თავის შეკავება, რომ არ წაქცეულიყო მაგრამ მოუხერხებლობის გამო დასვენებაც ჭირდა, ერთი მიწევა და სალომესთან ოდნავ დაშორებულმა გადმოწია მოქანავე ჟაკეტი თბილი კუთხით დაიფინა მუხლებზე ისე გადმოწია სალომე, რომელმაც უკვე თავადვე კომფორტულად მოიწყო ბალიშად მისი მუხლები და მშვიდად გააგრძელა დასვენება, თითქოს გაუაზრებლადაც კი გააკეთა ეს ყოველივე იმდენად ძლიერად უნდოდა დასვენება, ძილიც იმდენად მორეოდა თვალები ეწვოდა ამიტომ არჩია დასვენება მის მუხლებზე...
მშვიდად დახედა თეოდორემ, სახეზე ჩამოფარებული თმები მხრებისკენ ზედმედი შეხებების გარეშე ნაზად გადაუწია და უკვე გამოჩენილს დააკვირდა უყურებდა და ვერ გაეგო მასთან რა ემართებოდა ფიქრებით შორს წასულიყო, უკვე ღრმად გაფანტულიყო ფიქრებში, ყოველი თავისი სიტყვა ახსენდებოდა სალომეს მიმართ წარმოთქმული, ყოველი საქციელი მეორე შეხვედრა და მისი განსხვავებულად არომატული ბაგეები, სალომეს ღელვა მის მიმართ როცა ნასვამი იყო და საერთოდ ის საღამო, მისი ბევრჯელ ატირირებული თვალები, რომელსაც ის იწვევდა და გამოსვლა, შუაღამით აივანზე მისი მზერა და უცებ ცვლილება შემდეგ კი გაქრობა, წამით მოვლებული თვალი, ნატანჯი ნამტირალები, დაწითლებული თვალები, ვარდისფერი დამსკდარი ლამაზი ტუჩები და ისევ მისი ბრალი და არა ფილმის, რომელიც არც კი ჩაურთვს, ახლა კი დაღლილს მიენაბა თვალები მისივე მუხლებზე და მშვიდად სუნთქავდა.....
......
- გვეღირსააა ღმერთო რა კარგიაა,
სიცილით გადმოხტა ანანო მანქანიდან და სიხარულის ფონზე მოხვია ხელები ვაჟას,
- ხალხო ზედმეტი დასვენება არ გვინდა რა გთხოვთ, ადით დაალაგეთ გამოიცვალეთ და გავიდეთ სადმეე
- 12 საათზე რა ჯანდაბა მინდა გარეთ,
თვალების ტრიალით გახედა სალომემ ისე მიეყრდნო მანქანას,
- გოგოო შენ მომისმინე, თუ შენი მაგ შეცვლილი ხასიათებით აპირებ ყოფნას ჯობია გამოსწორდე,
თითის დაქნევით უთხრა ანანომ გამაფრთხილებლად, მას მერე რაც მისი უხამსი ხასიათის გადამკიდე იცოდა ტოგორი რთული იქნებოდა
- და შენ რომ დაგვიგეგმო დღე იქნება ასეთი, იჯდე სასტუმროში იწვე და უყურებდე ფილმებს რომელზეც ტირიხარ, წამოვედით რომ გავერთოთ, რომ ერთმანეთთან ვიყოთ კიდევ რამე ახალი გავიგოთ გარდა იმისა, რომ ბარბარე და დემეტრე უკვე ერთად არიან,
- ეგ უკვე მოძველდა,
ხელი ჩაიქნია მაშომ სიცილით გახედა დემეტრეს, რადგან უკვე იმ საღამოსვე გაიგეს, როცა ერთად იყვნენ, სალომეს კი თავი ჩაეხარა და ისე უსმენდა საყვედურებს, რონელიც სავსებით რეალური იყო
- მართალია, მაპატიეთ,
დაბალხმაზე ამოილაპარაკა და წინ წავიდა, შორიდან გააყოლა დემეტრემ თვალი ნივთები სრულადვე გადმოაწყო და მშვიდად ჩამოდგა დანარჩენებთან.....
ყველა თავის ოთახში განთავსდა, ყველას ოთახებში ლაგების პროცესი მიმდინარეობდა, სალომე კი შესვლისთანავე დანახულ საწოლზე გაწვა და მიუხედავად შეკავებული ცრემლებისა ობოლმა ცრემლმა მაინც გაუსველა ლოყა,
კარებზე კაკუნის გაგებისას სწრაფად ჩამოისვა ხელი სველ ლოყაზე და უკვე შემოსული ძმისკენ გადატრიალდა რომ დაენახა, საწოლთან უხმოდ მივიდა დემეტრე ასევე უხმოდ დახედა სალომეს
- მიიწიე
ხელით ანიშნა გვერდზე გადაიწიეო და მანაც უცებ შეასრულა ძმის სიტყვები, უხმოდ მიუწვა გვერდით და მკლავი რომ მისკენ გადაწია ანიშნა რომ ჩახუტებოდა, თუმცა ამას ისედაც აპირებდა სალომე მისკენ ახლოს მიჩოჩდა და ძლიერად მოხვია ხელები, იმდენად ძლიერად რომ გაეგებინებინა დემეტრესთვის როგორ ძლიერად უყვარდა,
- ახლა გისმენ,
ბრძანება გასცა დემეტრემ და სალომეც გაიტრუნა, წამით ახედა დემეტრეს გაურკვევლად
- რაზე მისმენ,
- მოყევი სალო რა ხდება შენს თავს, რატო არაფერ მიყვები? რატო ჩამომშორდი ასე ვერ ვხვდები, ან რატო შეიცვალე, სადაა ის თუნდაც ცინიკური მაიმუნობებით სავსე გოგო? რატო ჩაანაცვლე ამ განადგურებული სახით მოწყენილი, უღიმღამო ხასიათით, სხვასაც რომ სდებს, წარმოიდგინე ყველა მხიარულს გიცნობს და შენ კიდე იმდენად შეიცვალე რო გამაღიზიანებელიც კი გახდა შენი ცვლილება, რატო?!
მშვიდად უსვამდა კითხვებს ისე უყურებდა თვალებში მანამ სანამ სალომემ არ მოაშორა მზერა და ისევ მის მხარზე არ ჩამოდო თავი ფიქრებთან ერთად
- ვინმე გჩაგრავს? გაწყენინა? რა ხდება
- არა დემე რა სისულელეა,
ჩაცინებით ამოილაპარაკა ისე მოკიდა ხელზე ხელი,
- შეყვარებული ხარ?
მისი ცვლილების კიდევ ერთი ეჭვნარევი მიზეზი გაამხილა თუ არა მაშინვე სწრაფად აუძგერდა გული სალომეს ისე ახედა უნებურად სწრაფად
- არა გაგიჟდი? არავის არ ვიცნობ ჯერ მასე რომ სადმე გავსულიყავით ან რამე მსგავსი და შემყვარებოდა, საიდან მოიტანე?
ჩაცინებით დაადო თავი მკერდზე და გაფიქრებაც კი არ უნდოდა ამო ყოველივესი,
- უბრალოდ ზიზღი და ბოღმა მჭამს უცნაური შემოტევები მაქვს, მუდმივი გაღიზიანება, მხოლოდ ამის გამო,
სწრაფად ამოილაპარაკა თავისი ჭკუის მიზეზები, რომ ძმისთვისაც ის ფიქრები რომ შეყვარებული იყო სწრაფად მოეშორებინა, თუმცა სიცილი რომ დაიწყო დემეტრემ კიდევ გაოგნებულმა ახედა მას,
- ვინ გიყვარს სალო?
სიცილითვე დასვა კითხვა და სალომემაც უცებ შეკრა კოპები
- ხომ გითხარი რომ ეგ არაფერ შუაშია მეთქი,
- ჩემო პატარა, დამშვიდდი ჯერ,
მშვიდად მოუსვა სახეზე ხელი წამოწეულს და მისი სახე მოიქცია ხელებში,
- სიძულვილი ვერასდროს ვერ გაგხდის მსგავსს სალო, სიძულვილი გაგაბოროტებს და გულჩვილს არ გაგხდის, შენთვითონ ვერ გარკვეულხარ შვილო შენ თავში, ერთადერთია სამყაროზე სიყვარული, რომელიც დაგტანჯავს და ამავდროულად ყველაზე ძლიერი მუხტის გრძნობაა, გულჩვილსაც მშიშარასაც გაგხდის და შეიძლება ისე პატარა გაგხადოს სამყაროზე ვერავინ შეგამჩნიოს და ამავდროულად შეიძლება ისე ძლიერი და დიდი გაგხადოს, რომ სამყაროზე მხოლოდ ბედნიერებას ასხივებდე, ბევრი რამ შეუძლია სიყვარულს, შენ თავთან ბრძოლას კიდევ არ გირჩევ, ბოლოს მაინც დამარცხებული დარჩები, კარგი არჩევანი გაქვს მაგრამ ისიც დებილია შენსავით,
ბოლოს სწრაფად გადააგდო სალომე გვერდზე და სწრაფადვე წამოდგა,
- გეყოფა დემეტრე! ნუ სულელობ! მოიშორე ეგ უაზრო ფიქრები,
სწრაფად წამოხტა სალომე ისე აედევნა მას მერე რაც დემეტრე თავის აკვიატებულ აზრს არ იშორებდა
- ან საერთოდ ღმერთმა იცის ვიზე ფიქრობ! ვინმე წესიერზე მაინც იფიქრე!
დემეტრე!
ყვირილით დაეწია და ცდილობდა დემეტრეს მისთვის რამე ეთქვა,
- დემეტრე!
კარები გააღო თუ არა დემეტრემ სწრაფად ჩამოუდგა წინ,
- გეყოფა! მოიშორე ეგ უაზრო ფიქრი! მასე არაა! გეფიცები მოგკლავ!
- უწიპუწი,
ღიმილით გაუწელა ლოყები დემეტრემ წინ მდგომს ისე გადაწია ცალი ხელით გვერდზე,
- ნუ ვირობ, მსგავსი სისულელე არსად მოროშო,
ისევ აედევნა თან ხელით ხელზე ექაჩებოდა, რომ გაეჩერებინა,
- დემეტრე გეყოფაა!
მის ხელზე დაკიდებული დავარდა ძირს და გულ აჩუყებულს აუტყდა ტირილი სწრაფად გახედა დემეტრემაც და წეღანდელი სიჯიუტე უცებ ეცვალა, არ ელოდა ასე მარტივად თუ ატირდებოდა, მის წინ ჩაიუმხლა ისე მოწმინდა ჩამოცვენილი ცრემლები
- ოხ სალომეე,
სწრაფად წამოაყენა ისე შემოისვა მენჯებზე პატარა ბავშვივით და ოთახში შეიყვანა, ფრთხილად ჩამოსვა საწოლზე და მის წინვე ჩამოჯდა,
- ნუ ტირიხარ თორე გეფიცები შენ თვალწინ ვაწამებ თითოეული შენი ცრემლის გამო,
- დებილი ხარ! ვის? შენ თავს? შენი ბრალია!
- რა არი გოგო ჩემი ბრალი?
- დებილობებს ლაპარაკობ
- მაშინ დებილობას დაიკიდებდი ლამაზო და ნიანგის ცრემლებით არ გაიშლებოდი იატაკზე,
- ისევ დაიწყე!
მაჯით იმშრალებდა ცრემლების ახალ ახალ ნაკადს თან დემეტრეს უყურებდა
- კაი ბოდიში, მიყვარხარ ხო იცი, საერთოდ არ მსიამოვნებს შენი გაბრაზება,
ნაზად მოუსვა სახეზე ხელი თავად მოწმინდა ცრემლები თბილი ღიმილით
- არა საერთოდ! ვირი ხარ!
ლანძღვით ამკობდა წინ მჯდომს და თან მისი თბილი თითები სიამოვნებდა
- შენ შტერი, მარა მიყვარხარ,
სწრაფადვე გასცა არანაკლებად სალანძღავი პასუხი და სალომეც სლუტუნითვე მიჩოჩდა მისკენ ისე მიეხუტა,
- შტერო,
კიდევ ერთხელ ამოილაპარაკა დემეტრემ სრულად ჩაიკრა გულში, ძლიერად მოხვია ხელები ისე მიაკრო საფეთქელზე ტუჩები....
.....
- პირველი ჯავშანი...
ხმამაღლა წამოიძახა დემეტრემ ყველას გასაგონად
- მშია ხალხო
უცებ ჩაეჭრა უკან მდგომი მაშო უცოდველი ხმით, წამით გახედა ყველამ სიცილით და მაშომაც მაშასავით ააფახურა წამწამები,
- კაი მაშოს შია წამო ვჭამოთ მეც მშია
სიცილით დაისვა პრესებზე ხელი დემეტრემ და წინ წავიდა
- ხო ოღონდ ნუ გარბიხართ ერთად ვიაროთ ხალხო, ვერ დავდივარ შპაკატებით,
სალომეც ჩაეჭრა პროტესტით საუბარში ისე გამოუდო ხელკავი მაშოს და ბოლოები ნელა მისეირნობდნენ,
- რაა გვშია?
სიარულშივე მოტრიალდა დემეტრე ყველას გადახედა სათითაოდ, ყველას აზრით დაინტერესებულმა
- მე აჭარული მშია,
ხელის აწევით წამოძახა მაშომ და სალომემაც ტაში დაუკრა
- ბოლოს 20 წლის უკან ვჭამე გემო არ მახსოვს ამიტომ მეც მშია
თვალის ჩაკვრით გაიზიარა მაშოს აზრი დემეტრემ
- აუუ ძაან გემრიელია
თვალები დახუჭა მაშომ გემოს წარმოდგენისას და კიდევ უფრო ძლიერად მოუნდა
- მეც მინდა,
- მეც
- კაი აჭარულში შევდივართ რა ვისაც სხვა რამე უნდა და არ თქვა კარგად იყავით,
თითით ანიშნა ისე წავიდა ისევ წინ, სასტუმროში, რადგან საუზმობის დროს ვერ ჩამოუსწრეს, არც ჰქონდათ გათვლილი, სასტუმროდან გამოსულებმა თავად დაიწყეს კაფის მოძებნა,უხმაუროდ ჩამოსხდნენ კაფის წინ 'სუფთა' ჰაერზე ცხელი და უგემრიელესი შეკვეთის გაგრილებას ცდილობდნენ,
- ბიჭო ჰო გჭირდება ჰაერიი! ნუ მოკვდებიიი
სიცილით ურტყავდა მაშო დემეტრეს ხელს, რომელიც ვერ ითმენდა აჭარულის გაციებას და ფილტვებიდან ბოლო წვეთამდე ცლიდა ჰაერს ისე უბერავდა სულს,
ამავდროულად ვაჟას პირი ჰქონდა ღია ისე ცდილობდა გაეგრილებინა ლუკმა, რომელიც დიდის ამბით გაიქანა,
- ააა, ჰა, ჰა, ჰა, ჩხე ლი ა
დამწავრი პირით ცდილობდა გაეციებინა ლუკმა და ასევე ჩლიფინითვე ამოთქვა სიტყვა
- ვაიმეე რა სულელიაა
სიცილის შეკავებაც კი რთული იყო ისე უყურებდნენ დამწვარს, მას კი ახლა იმის დარდი ჰქონდა, რომ ახლა დამწვარი პირით საერთოდ ვეღარ გაუგებდა გემოს
ძლივს გადაყლაპა თუ არა ჩამოსხმული წვენი დააყოლა კოპებ შეკრულმა გადახედა ბავშვებს
- სად გეჩქარებოდა?
ინტერესით დაუსვა კითხვა რატიმ ღიმილით ისე ჩამოუსხა ხელახლა ცივი წვენი
- 6 საათიდან მშიერი ვარ რა გენაღვლება შენ
- მტყვანს? სამჯერ გაგიჩერეთ გზაში,
- დაახვიე რა, ის სათამაშოები დამანაყრებდა?
- იმხელა ხარ სპილოც ვერ გაგაძღობს,
ხელის ჩაქნევით გადაიწია უკან და ვაჟას შუათითს სამი თითის კომბინაცია შეაგება,
- უზრდელები ხართ,
წყნარად გადარია მაშომ აჭარულის გული ერთმანეთში და ჩამოაჭრა თუ არა ერთი სულის შებერვა საკმარისი იყო გაგრილებისთვის, მისი მოწონება ხმამაღალი კრუტუნით გამოხატა და დანარჩენებსაც ანიშნა გაგრილდაო
- წესიერად ჭამეთ და არ დაიფუფქებით, ძაან გემრიელია ან ისე მშია მეგემრიელება,
- ერთი ორი ერთი ორი,
სწრაფად დაიწყნარა დემეტრემ თავი, რომ მაშოს მსგავსად მშვიდად გაეკეთებინა ეს ყოველივე აუჩქარებლად.......
დრო სასტუმროში თითქმის არ გაუტარებიათ, რამდენიმეჯელ მოუწიათ ტანსაცმლის გამოცვლა, რის გამოც რამდენჯელმე ესტუმრნენ მას, ანანოს ისე უხაროდა, თითოეული ნაბიჯები, ის რომ ყველას ერთად ხედავდა, მათთან ერთად დადიოდა, ეს ყოველივე ძალიან აბედნიერებდა, როგორც თითოეულ მათგანს, თუმცა ეს ბედნიერება მას ძალიან ეტყობოდა.....
- ააუ მეც მინდოდა მსგავსი რაა
წუწუნით უყურებდა ბარბარე სალომეს კუპალნიკს, რომელიც ყვითელი იყო ქვევიდან ჩვეულებრივი, თუმცა წელზე მოსახვევი მოკლე წინ საფარი მოჰყვებოდა და მისი მოხვევის შემდეგ ძალიან მოკლე კაბას ჰგავდა, რომელიც ძალიან უხდებოდა მაღალწელიან ძალიან მოკლე ქვედაბოლოს ჰგავდა, წყალში წინსფარი ტივტივებდა და ქალთევზასაც კი გავდა,
- შენ ხო ეგ დაჭრილი წინსაფარი გინდოდა ხოდააა გშურდეს ახლა,
იმედიანად გაიკრა ისე დახედა ბარბარეს წვრილად დაჭრილ წინსაფარს , ისიც ლამააზი იყო, თუმცა განსხვავება იმაში იყო რომ მისი ფუშფუშა იყო,
- არ მშურს მომწონს ესეც,
- ხოდა წამო,
ხელი გაუშალა, ნიშნად რომ წყალში შესულიყვნენ, მანაც სწრაფად ჩაავლო სალომეს ხელს ხელი რამდენიმე მტკინვეული გარბენა წვრილ ქვებზე და ტალღებს შეურთდნენ,
მაშო უყურებდა ღიმილით პლიაჟზე გაწოლილი მათ, ცურვა არ იცოდა ამიტომ ფრთხილობდა კიდეც, ზღვის სილამაზეს და უსასრულობას გაჰყურებდა და ამავდროულად მის მღელვარე და სასიამოვნო ტალღების ჩხრიალს უსმენდა, ცალ ფეხ მოხრილს გულ-მკერდი მზისკენ მიეშვირა ცოტახნით და ისედაც მბზინავი კიდევ მეტად ასხივებდა, ცოტა თუ გაივლიდა, რომელიც არ მოიხიბლებოდა, შორიდან მაყურებელი, რომელიც დიდი ხანი აკვირდებოდა მაშოს გამბედავად მიუახლოვდა ცოტახანში
- გამარჯობაა
ღიმილით ჩამოჯდა მამაკაცი მაშოს გვერდით სალომეს შეზლონგზე და თავაზიანად მიესალმა მაშოს და ამავდროულად ფიქრში იყო თუ როგორ დაეწყო მისი გაცნობა
- როგორ განწყობაზე ხარ აბა?
მოკითხვითვე დაიწყო ღიმილით აუწია თითები მაშომ, რომ თავადვე დაენახა მამაკაც ასევე მბზინავი საქორწინო ბეჭედი,
- აა უი
სიცილით წამოდგა ფეხზე უცებ
- მაპატიე,
სიცილითვე ჩამოშორდა ისე წავიდა ძმაკაცებისკენ და ახლოდან დანახული სილამაზის ჩამოშორების გამო კიდევ გახედავდა ხოლმე, ღიმილი ვერ შეიკავა მაშომაც კმაყოფილი დაელოდა რატის, რომელმაც არც ისე დაგვიანებით ჩამოსასხმელი ლამაზად დახვეული ნაყინი აუწია ცხვირწინ, კმაყოფილმა აათვალიერა მაშომ წელს ზემოთ შიშველი და ამავდროულად მკაცრი მზერით მომზირალი რატი, რომელიც უზომოდ ესიმპათიურებოდს
- მადლობა,
ღიმილით ჩამოართვა და ისევ გაექცა წამით მისკენ მზერა, რატიც მშვიდად ჩამოჯდა მის შეზლონგზე და მაშოს ფეხებს შორის მოათავსა ხელი ისე დაეყრდნო იმავე ხელს
- არ შედიხარ წყალში?
- დავიხრჩობი
ღიმილით შეხედა ისე დააგემოვნა ნაყინი და სიცხეში იმდენად ესიამოვნა, წამით მთელი სხეულით მოდუნდა,
- რა გემრიელია
ტუჩებ დასვრილმა ამოილაპარაკა მანამ ხელახლად დააგემოვნებდა
- მართლა?
- გასინჯე,
სწრაფად მიწია მისკენ მაშომ ნაყინი გასასინჯებლად, ისე გადაწია რატიმ და ნაყინი მაშოს ბაგეებიდანვე დააგემოვნა
- მართლა გემრიელი ყოფილა,
- მმმ ვირო,
ვითომ არ მოეწონა მისი საქციელი გაბრაზებული ვერ შეკავებული ღიმილით მოუჭუტა თვალები და რატიმაც იმ მიმართულებით გახედა ბიჭებს უნებურად სადაც წეღან მაშოსთან მისული მამაკაცი დაინახა, ბიჭებიც მაშინ იყურებოდნენ მისკენ, არაფერი უთქვამს რატის, სრულიად ნორმალური და წესიერი იყო მამაკაცის რეაქცია მას შემდეგ რაც გაიგო რომ მაშო 'გათხოვილი' იყო
- შედი ბიჭო ზღვაში არ მომიტაცებენ,
- ოო მოიცა რა სასტუმროშიც და სახლშიც აუზების მეტი რა გვაქ,
- აბა რისთვის წამოხვედი,
გაკვირვებულმა დაუსვა შეკითხვა ისე მოავლო თვალი,
- მარტო რა მეკეთებინა,
- წამო ხოდა ვისეირნოთ იქით სულ თავისუფალია სანაპირო,
სწრაფად წამოიწია ისე ჩაყო claudia ghizzani-ს რეზინის ჩუსტებში ფეხი,
ფეხზე წამომხტარმა მოიცვა ლურჯი ბადე მოსაცმელი ისე წამოწია რატი,
- ადექიი,
კიდევ ერთხელ მოქაჩა და მას მერე წამოდგა რატი,
- წამო ნახე ძაან ლამაზია, თან ნაყინს გაჭმევ ცოტას, თუ გინდოდა შენთვის გეყიდა,
- ნუ ჟოშკავ, თუ მაჭმევ მაჭამე
სიცილით გადახედა გვერდში ამომდგარს ხელკავი რომ გაეყარა მისთვის და ნაყინის ჭამით მიაბიჯებდა,
- იცი რა,
ხმამაღალი შესავალით დაიწყო ისე გაუწოდა ნაყინი რატის, პასუხი ზმუილით გასცა რატიმ და მაშომაც საუბარი გააგრძელა
- სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია,
დამადასტურებლად ამოთქვა მაშომ, თუმცა ეს თემა მას არა სალომეს ეხებოდა, მისი ყოველი ფიქრი გამართლდა და ასევე ყოველი ფიქრის ასრულება უხაროდა, ეს ყოველივე მეტად მჭიდროდ აკავშირებდათ ერთმანეთთან და უფრო დიდ ოჯახს კრავდნენ,
- როგორი განსხვავებაა ღმერთო მე და შენ შორის,
მობეზრებულად აატრიალა თავი მაშოს სიტყვებზე, რომელიც ზღაპრებში ჩაუთვალა,
- მართალია შენ სიბნელიდან ახლა გამოანათე საყვარელო და მე ისედაც ნათელში ვცხოვრობდი,
ჭყანვით ახედა თუ არა რატიმაც ღიმილით დახედა და აღარაფერი უთქვამს
- და ასევე პირველად, რომ გნახე მეგონა მძულდი, შენი უაზრო სიუხეშე, გამოხედვა ურეაქციობა, ღიმილიც კი არ არსებობდა შენში, ბედნიერება იცოდი რა იყო? არავისი ამ სამყაროზე, არავისი მეშინოდა გარდა შენი, ყველას დანახვას ავიტანდი მაგრამ შენ რომ გხედავდი ძალები მემშვიდობებოდნენ...
კიდევ იმას ფიქრობ რომ, სიძულვილიდან სიყვარულამდე არ არის ერთი ნაბიჯი?
ინტერესით ახედა ისევ და მშვიდად გააყოლა მზერა ბიჭებს, რომლებმაც გვერდი მისი თვალიერებით აუარეს, პლიაჟზე მწოლ მათკენ მომზირალ გოგონებსაც დახედა, სიარულშივე ათვალიერებდა ხალხს, რომლის მზერასაც მათკენ გრძნობდა,
- მაშინაც გიყვარდი ლამაზო,
თავის ქნევით დახედა მანაც ჩვეულად, ჯერ მის თვალებს შეაჯახა მზერა და შემდეგ ინაცვლა მათრობელი ბაგეებისკენ,
- ოჰ საიდან დამიდგინე,
- ადამიანი, რომელიც სძულთ მათ არ ივიწყებენ,
- ეგრე თუ ვიმსჯელებთ რანაირად უნდა დაივიწყო ადამიანი, რომელიც გიყვარს,
- არც დაგივიწყებივარ, დროებით ამომაგდე ცხოვრებიდან, რადგან ტკივილი შეგემსუბუქებინა,
ყველაფერზე ჰქონდა მისთვის პასუხი რატის ისე გადახედავდა ხოლმე სიარულშივე, მაშო კი მშვიდად ჩაუფიქრდა მის სიტყვებს
- მას მერე რაც გაგიხსენე მას მერე რაც გამოვიარეთ, მას მერე რაც ერთმანეთს ვხედავდი და ბოლოს ამდგარიყავი და უჩემოდ წასულიყავი, ღმერთო წარმოდგენაც არ მაქვს რა დამემართებოდა,
სიცილით მოხვია ძლიერად ხელი ისე თითქოს სიზმარი იყო და ახლა გაქრებოდა, რომლის გაშვებაც არ უნდოდა
- შენთვის ჩამოვედი და ბედზე პირველივე დღეს გნახე, ვერ გიცანი, არ ველოდი, სცენიდანვე იმდენად გამორჩეულად მომაკვდინებელი იყავი, იქიდანვე შენ ფეხებს დავაკვდი მეთქი რა მაშო ანგელოზი მიდგას წინ
მაშომ, რომ ხელი მხარზე დაარტყა სიცილით გადახედა და გაბუტულზე გულიანად სიცილი დაიწყო,
- როგორ შეგეძლო ჩემი გადაგდება
წუწუნით ახედა ისე დაარტყა ხელახლა ხელი და დასაწყნარებლად ნაყინის ხრაშუნა ჭიქის ჭამა დაიწყო,
- მიყვარდა ბავშვი მაშო აზრზე არ ვიყავი, როგორი იყავი სად იყავი თუ მსგავსი საოცარი დალალები გქონდა, ტუჩები მაგის გემო თვალები და საერთოდ შენ, წარმოიდგინე ჯერ ისევ იმ პატარა მაშაზე შეყვარებული ვიყავი, რომელიც საერთოდ არ იყო დიდი შვილი შეხედულებით,
გულწრფელად ლაპარაკს მორჩა თუ არა ისე დახედა მაშოს, რომელმაც შეცხადებული, ნაწყენმა, ქვედატუჩ გამოწეულმა ახედა, ისე აახრამუნა ნაყინის ჭიქაც, რატიმაც ჩვეული საოცარი ხმით რომ გაიცინა მაშოსაც მაშივე ჩაენაცვლა წყენა უზარმაზარი პეპლებით, რომელიც მისი სიცილის საყვარელმა ხმამ გამოიწვია,
- გეყოფა ამდენი დამცირება, ღმერთო ჩემოო
ხელი მოაშორა ისე გახლართა მკლავები ერთმანეთში ნაყინის გაქრობის შემდეგ და მისი სალფეთქი მუჭში მოიქცია,
- არა ჩემო პატარა, რას კადრებ თაავს,
ღიმილით ჩამოაშვებინა ხელები ისე გახლართა მის ხელში ხელი
- გააგრძელე მაინტერესებს
მკაცრად აუქნია ხელი და რატიმაც მას დაუჯერა
- თეოდორეს შეყვარებული მეგონე და მეთქი კაი ბიჭი ჩანს ხო არ წავართმევ, მერე შენი სახელი რო გავიგე მაშინვე დავეჭვდი-მეთქი ის ჩვეულებრივი საყვარელი ბავშვი მსგავს საოცრებად, როგორ იქცაა, ნუ გაკითხვა გამოკითხვა მერე იქავე საგამოძიებო ცენტრი შევკრიბე და კაროჩე გაირკვა რო შენ ის მოცუცნული ბავშვი, ახლა თეოდორესთან ერთად იდექი და მანდ დავიძაბე გეგმები უნდა დამესახა თეოდორესგან როგორ ამეწაპნე,
- ვაიმე რა შტერი ხარ რატიი,
სიცილით უსმენდა მის მოყოლილ ამბავს ისე ეხვეოდა მის მკლავს ორივე ხელით,
- მერე შეყვარებული, მართლა რომ გყავდა, ხელიც ჩავიქნიე თუ სიყვარულს შევამჩნევდი არ ვაპირებდი შუაში ჩავმდგარიყავი ან რამე მსგავსი, ვაჟას შეთავაზებითვე დავავლებდი ნებისმიერს ხელს და მოვხევდი იტალიაში,
- და ისევ ვაჟას შემოთავაზებული გოგო აღმოვჩნდი,
სიცილით ახედა და რატიც ღიმილით შეუტრიალდა,
- ჰჰოო და აი ასეე მოვედით აქამდეე
სწრაფად დაავლო ხელები წელზე ისე აწია ჰაერში და მაშოც ყურებამდე გაღიმებული დაჰყურებდა......
.....
ზღვისკენ იყო შეტრიალებული სალომე, ყოველ ტალღას უცქერდა და წამით ისეთ შეგრძნებას იტოვებდა თითქოს შუა გულ ზღვაში შესული მხოლოდ ის ერთი იყო და გაჰყურებდა ზღვას, რომელიც უსასრულო იყო, ახალი ტალღების ნაკადი, რომ წამოვიდა, თითქოს ძალიან ედიდა, ისე ჩაყვა ტალღებს წყალში, წყალიც, რომ დამშვიდდა წყლის ზევით ამოყო თავი და კისერზე ძაფები, რომ ვერ შეამჩნია თვალები გაუფართოვდა, სწრაფად გაუდიდდა თვალები ისე ჩაყვინთა ისევ წყალში, ახალი მომძვრალი კუპალნიკის ბიუსჰალტერი ჯერ ამოტივტივებას არ აპირებდა, სწრაფად დაავლო ხელი ისე აიფარა მკერდზე, მაგრამ მისი შეკვრა მას არ შეეძლო, განსხვავებულად სქელი ნაჭერში გასაყრელი თავი ჰქონდა რომელსაც დანახვის გარეშე ვერ კრავდა, გული ნერვიულობისგან უცემდა ისე მოავლო თვალი ბავშვებს, ყველა დაფანტული იყო, თეოდორე ღრმად შესულიყო ზღვაში და ხელახლად ბრუნდებოდა აშკარად ნაპირზე, ყველაზე ახლოს იყო, ნერვიულობისგან სწრაფად ცდილობდა გასულიყო ნაპირზე ისე რომ ფსკერზე დაედგა ფეხი და ამავდროულად ცდილობდა, რომ თეოდორეს მისთვის არ გაესწრო, ერთადერთი იმედი იყო იმ მომენტში და ამავდროულად მისთვის სახიფათო იმედი, ისიც იცოდა, რომ მშვიდ სიტყვებს არ მოაყოლებდა ამ ყველაფერს თეოდორე, მაგრამ თანახმა იყო, სხვა შემთხვევაში არ იცოდა რამდენი ხნით მოუწევდა წყალში შიშველს ყურყუტი.... რამდენიმეჯელ ცადა თავად შეკვრა, თუმცა ხელიდან სრულად უვარდებოდა დამძიმებული კუპალნიკი.... თითები მიწას შეახო თუ არა სახე გახსნილი ეცადა კიდევ მკვეთრად დაედგა ფეხი, თეოდორეს მიმართულებისკენ ეცადა წასვლა თან ძლიერად იჭერდა მკერდზე მიდებულ ნაჭერს, უკვე რომ გასვლა აპირებდა ხმამაღლა დაუძახა ანერვიულებული ხმით და მანაც სწრაფად, რომ გახედა თითქოს შედარებით მოეშვა კიდეც ღელვა, თეოდორეც წავიდა მისკენ და მეტად მარტივად შეამცირეს მანძილი ერთმანეთს შორის...
- დამეხმარე გთხოვ, გაიხნსა მე ვერ ვკრავ, წყალიც არ მაძლევს ამის საშუალებას, თოკებს თავად მოვახვევ, უბრალოდ შეკარი რა გთხოვ
დაბალხმაზე სთხოვდა ისე, რომ თვალებშიც კი ვერ ახედა თავდახრილი სთხოვდა ნერვიულობისგან კიდევ მეტად უჭერდა ნაჭერს ხელს და უხეხულად მყოფი იწევდა წარამარა ყურსუკან თმებს,
- მოგძვრა?
როცა გაიგო რას სთხოვდა მაშინ იკითხა და სალომემაც თავი დაუქნია
- კი უბრალოდ მაშინვე დავიჭირე
- კაი შებრუნდი
ბევრი გაგრძელების გარეშე შეატრიალა თავად წყლიდან შედარებით ავიდნენ ისე მიუახლოვდა უკნიდანვე ძალიან ახლოს, რომ დაეფარა ის რასაც აკეთებდა, მალევე შეკრა უკვე იმედიანად და უხმოდ დახედა მოშიშვლებულ კისერზე თმა, რომ ცალ გვერდზე გადაეწია იმისთვის, რომ შეკვრის დროს არ შეეშალა თეოდორესთვის ხელი, ცალი მხარე კი დასველებულს მანათობლად უბზინავდა,
- შეკარი?
დაბალხმაზე გახედა პროფილით და ფიქრები მაშინვე მოიშორა თეოდორემ
- კი,
სწრაფად გასცა პასუხი ისე მოშორდა და ზედმეტი სიტყვებისა და მადლობის მოსმენის გარეშე წავიდა ნაპირისკენ, გაკვირვებულმა გახედა სალომემ ასეთი ხასიათით მყოფს, არ ელოდა რომ ასე უბრალოდ მწარე სიტყვების გარეშე გააკეთებდა კეთილ საქმეს, თუმცა ზედმეტი ფიქრის გარეშე მოიხვია თოკი წელზე ისე მოიხვია კისერზეც და თავადაც ნაპირზე ტანჯვით გავიდა, ჯერ ისედაც სიურული დავიწყებული ჰქონდა წყალში დიდი ხნით ყოფნის გამო ამას კენჭებიც ხელს უშლიდა, რომელიც ფეხებს სტკენდა და ძლივს ადგამდა და ამ ყველაფერს ემატებოდა ძლიერი ტალღები, რომელიც ფეხზე დგომის საშუალებას არ აძლევდა, მთელი ძალების გამოყენებით მოასწრო გასვლა ტალღებს და თავისი შეზლონგისკენ წავიდა, მაშო რომ იქ აღარ დახვდა გაკვირვებულმა მიიხედ-მოიხედა ისე მაინც რომ მოეკრა თვალი, თუმცა ვერსად, რომ ვერ ნახა მის უკან გახედა თეოდორეს შეზლონგზე, რომ ჩამოჯდა და წინ გადმოყრილ თმებში გაათამაშა თითები, ისე გადაიწია უკან, შემდეგ მზერა მისკენ მომავალ გოგონებზე გადაიტანა და ინტერესიანად დაიწყო მოსმენა
- უკაცრავად, ხომ არ იცით საით შეიძლება გამოვიცვალო?
თავაზიანი კითხვით ჩამოდგა გოგონა მის წინ გვერდით აშკარად დაქალი ელოდებოდა და თეოდორემაც ფეხებიდან დაიწყო გრძელი ფეხებით, ქერათმიანი, გამხდარი გოგოს ათვალიერება, უხმოდ ანიშნა საჩვენებელი თითით ჯერ და გოგომაც მისი თითის მიმართულებით გაიხედა,
- სანაპიროდან, რომ ახვალ ისედაც ნებისმიერ ადგილას ნახავ და დაჟე თვალები უნდა გაახილო რომ თავი არ მიარტყა,
ეცადა მოკლედ მოეჭრა ზედმეტი მინიშნებების გარეშე და გოგოებმა ღიმილით, რომ გადახედეს ერთმანეთს დიდი მადლობის შემდეგ ნელი ნაბიჯებით დაიწყო წასვლა, მაშინვე სალომეს შეზლონგს გახედა თეოდორემ სადაც თავად სალომეს მზერას წააწყდა, მანაც უცებ მოაშორა მზერა ისე გასწორდა და თითქოს კმაყოფილიც იყო მსგავსი თეოდორეს პასუხით, რომელიც საერთოდ არ შეარგო თეოდორემ,
- სახელი?
ხმამაღლა დაუსვა ნელა წასულ გოგოს კითხვა და მანაც სწრაფად გახედა ღიმილით, საბოლოოდ ის რომ მოისმინა თეოდორესგან რისი მოსმენაც თავიდანვე უნდოდა
- მილანა ,
სწრაფად გასცა პასუხი და ნელი ნაბიჯებითვე დაბრუნდა უკან ფეხზე, რომ წამოდგა თეოდორე, თავადაც გაეცნო მოკლედ და ჩართული ნომერ გახსნილი ტელეფონი გაუწოდა, ღიმილით ჩამოართვა ღიმილით ისე გადახედა კმაყოფილმა დაქალს სწრაფად აკრიფა თავისი ნომერი და ზარი გავიდა თუ არა სწრაფადვე გათიშა,
- ახლა უნდა გამოვიცვალო,
ღიმილით მიაწოდა ტელეფონი კმაყოფილმა და ქვედატუჩ კბილებში მოქცეულმა ახედა, თითქოს გამოსაცვლელშიც ეპატიჟებოდა
- გნახავ,
თვალი ჩაუკრა ბიუსჰალტერის ბრეტელი გაუსწორა და თავადაც მხიარულად გაუშვა 'ქერა' რომელმაც ღიმილით გამარჯვებული მზერით გადახედა დაქალს და გვერდში ამოდგომისთანავე გახედა თეოდორეს, აშკარა იყო რომ ლამაზმანი ქართველიც არ იყო, გამბედავი, მამაკაცის მაძიებელი უცხოელი გახლდათ, რომელმაც ნაზად დაუქნია თითები, სალომეც ნერვოზულად წამომჯდარიყო, ისე მოეხვია ლურჯი კუპალნიკის მოსაცმელი, ისე აკვირდებოდა თეოდორეს საქციელს,
მისი მოტრიალებისთანავე 'შლოპანცებში' შეაცურა ფეხები ისე წამოდგა
- იდიოტი მექალთანე,
ზიზღით ამოილაპარაკა ისე წავიდა ფლატუნით გაურკვეველი ადგილისკენ, კმაყოფილმა გააყოლა თვალი თეოდორემ შეზლონგზე წამოწოლასთან ერთად და კომფორტულად მოკალათებულს ჩაეცინა მის გაქცევაზე, ასევე კმაყოფილმა დახედა ტელეფონში ნომერს მშვიდად გახსნა 'სამი წერტილი' და 'ქერას' ნომერი აუჩქარებლად დაბლოკა.......
.....
პირველივე დღემ მშვიდად ჩაიარა, ფეხით სიარული არჩიეს ახლომახლოს კაფეში სხდებოდნენ, საუბრობდნენ თითქმის ფეხით შეისწავლეს ყველა ახალი უბანი, ღამით უკვე საყვარლად ცვიოდა ციდან წვეთები, არა ძალიან წვრილად, ისე თითქოს საცერში იცრებოდა წვიმა, ნელა და აუჩქარებლად მოფარფატებდა, ლამპიონების შუქზე ისე საყვარლად მოჩანდა ეს ყოველივე მშვიდ წყნარ უბანში მოსეირნეებისთვის უბრალოდ მთელი ცხოვრება დასამახსოვრებელ სიმშვიდედ აღიბეჭდებოდა მათ გონებაში, შორიდან ისმოდა გამართული კონცერტებისგან, მუსიკების დიდ ხმაზე მოღრიალე ხმა, თუმცა ეს ხელს საერთოდ არ უშლიდა უბნის სიმშვიდეს,
- დავიღალე ხალხო ძაან ბევრი ხო არ ვიარეთ?
კრეჭვით ჩაერია საუბარში ანანო და უხერხულად გადაისვა თავზე ხელი
- დაიღლებოდი ანო რაც შენ იხტუნავე და იმაში დახარჯე ენერგია ჩვენთვის იდეები მოგეწოდებინა კიდე კარგად ხარ,
სიცილით გადახვია ხელი დემეტრემ და მშვიდად გადაჭრეს გზა სახლისკენ თეოდორე და მაშო მოგვიანებით ჩამოშორდნენ მათ, მაშომ შეძლო თეოდორეს ხასიათის გამოსწორება, სიცილით მიაბიჯებდნენ ქუჩებში ისე ახსენებდა მაშო ათას სისულელეს და ისიც გამხიარულებული ხარხარებდა სიარულშივე მაშოსთან ერთად,
- რა კარგია, რომ მყავხარ,
ღიმილით მოხვია ხელი ისე აკოცა თავზე და მაშომაც სიარულში მოხვია წელზე ხელები,
- თედორე არ გინდა მომიყვე რა ხდება შენ თავს?
- რა უნდა ხდებოდეს მაშუნა?
- შენც შეიცვალე, თან ძალიან შეიცვალე, არ მკითხო რაზეო, ყველანაირად შეცვლილი ხარ ხანდახან ვეღარ გცნობ არც არაფერს მიყვები, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
წუწუნით უყურებდა მას ისე ადგავდა მასთან ერთად დიდ ნაბიჯებს
- გეჩვენება,
ღიმილით დახედა და მაშომაც მობეზრებულად აატრიალა თვალები
- ოო გეყოფააა!
ადგილზე გაჩერდა ისე ამოიწუწუნა და თეოდორე რომ დიდი ნაბიჯებით ჩამოშორდა სირბილით დაეწია.....
......
მშვიდად დაასრულეს დღე და მეორე დილაც განსხვავებულად დაიწყეს, ახალ-ახალი ადგილები მოინახულეს მშვიდად დასეირნობდნენ ისევ ბიჭების გარეშე ისხდნენ გოგონები ეშმაკის ბორბალზე და მათ ტელეფონს საუბარი რომ შესძლებოდა აუცილებლად გამოლანძღავდა პატრონს, სასაცილო დასამახსოვრებელი ვიდეოების გადაღებასაც ასწრებდნენ და ეს ყოველივეც ძალიან აბედნიერებდათ, დილა, რომ ერთად გაატარეს საღამოს ჩვეულად გამართულ ღია კონცერტს, რომ გადააწყდნენ მათ შეუერთდნენ, თუმცა ყველა ერთად არ ყოფილა, გოგონები იყვნენ მხოლოდ და მათთან მხოლოდ და მათთან მხოლოდ ვაჟა იყურებოდა დასჯილი ბავშვივით, რამდენიმე გადარეკვა და თითქმის ყველა იქ იყო თეოდორეს გარდა, არც მოსულა....,
სიმღერები, დალევა, ცეკვა ყველაფერი ერთდროულად იყო და ყველაფერს ერთდროულად ირგებდა სალომე სხვა კუთხეში მყოფი ისე უაზროდ სვამდა ვერც თავად ხვდებოდა, ყოველ ჯერზე ამოწმებდა თეოდორეს მოვიდა თუ არა და შემდეგ ისევ აგრძელებდა ცეკვას დალევასთან ერთად, ზედმეტადაც დაღალა დიდხნიანმა ცეკვამ და დალევამ, ერთხელ დაენახა ბავშვებს, რომ მისი ძებნა არ დაეწყოთ და ბარბაცით გაძვრა ქუჩაში, სანაპიროსკენ ჩაუხვია იქით სადაც სულ სიბნელე და მხოლოდ ტალღების ხმა იყო, ციოდა კიდეც, თუმცა გადიდებული თვალებით ფრთხილად ჩავიდა კიბეებზე სალომე და სანაპიროსთან იქ სადაც წყალი ვერ მიწვდებოდა ფრთხილად ჩამოჯდა, წამით გადაწვა ძირს თავბრუსხვევის გამო დახუჭა დასასვენებლად თვალები და სწრაფად წამოჯდა, უხმოდ და უსიტყვოდ ისროდა პატარა ქვებს ზღვაში, თითქოს თავისი ტკივილის მისთვის გადაცემას შეძლებდა, თითქოს უხმოდ უყვებოდა მის სევდას და ტალღებიც სალომეს ამბით აღელვებას, ტალღების გადიდებით ანიშნებდა, შორს მჯდომსაც კი აწვდა წყლის სანაპირო ქაფი ხოხიალით წავიდა უკან-უკან სალომე წყალმა ფეხები, რომ გაუსველა სწრაფად წამოხტა, რომ სრულად არ დასველებულიყო და უკან დახეული შეასკდა ძლიერ სხეულს, დენდარტყმულივით შეტრიალდა მისკენ და ნაცნობი ადამიანის დანახვისას ნერვოზულად აუტყდა სიცილი,
- მთვრალი ხარ?
ბოხი ბარიტონით დაუსვა კითხვა და სასმლის სუნი მკვეთრად რომ იგრძნო თავადვე დააქნია თავი ისე გაისველა ბაგეები,
- ვაახ ვაახ, ბატონოო თეოდორეე,
სიცილს მორჩა თუ არა დოინჯები შემოიწყო ღიმილით ისე ახედა მამაკაცს,
- აქ რას აკეთებ? ჯერ ძალიან ადრეა,
- გამოიპარე?
თეოდორე თავის კითხვების დასმას აგრძელებდა, თუმცა მისი კითხვები საერთოდ არ ესმოდა სალომეს
- კონცერტზე რატო არ ხარ?
უხეშად დაავლო მკლავში ხელი ისე ეცადა იძულებული გაეხადა პასუხისთვის,
- და შენ რატომ არ იყავი?
სწრაფად დასერიოზულდა სალომე, მისკენ წაწეულმა შეხედა თვალებში ინტერესით და თეოდორეს ძლიერად მოჭერილი ხელი მის მკლავზე არ შეიმჩნია
- ააა უკაცრავად, მე ვიცი,
ცინიკური ღიმილით გადაიწია უკან ისე წაბარბაცდა
- ახალი გაცნობილი ქერა ხომ უნდა გენახა არაა..... აა და მოიცა , ვფიქრობ იმასაც გააჩნია სად ნახავდი არა?
ისევ სიცილი ჩურჩულით გადაიწია მისკენ თავის ქნევით უთხრა და ახარხარებული გადაქანდა უკან, მკლავით იკავებდა თეოდორეც, რომ არ წაქცეულიყო,
- ნუ ბოდავ და წამოდი,
მშვიდად უშვა ხელი ისე აკვირდებოდა სალომეს რომელსაც ცოტა აკლდა ტირილამდე,
- ვბოდავ? იმ გოგოს ადგილას მეწყინებოდა, ბედნიერად დაძვრებოდა მკლავიდან მკლავში და შენთვის ვბოდავ? რა მოსაწყენი ხარ,
სხეულზე ჩამოუსვა გოგოს გაჯავრებით თითები ისე აუტყდა ისევ სიცილი უხეშად რომ მოიშორა მისი თითები თეოდორემ,
- გამოადგი ფეხი რა,
მკლავში ჩაავლო ისევ ხელი ისე უბიძგა გასასვლელისკენ, სახე სრულად ეცვალა სალომეს კოპებ შეკრულმა გახედა უხეშად აიქნია ხელი მისი ხელის მოსაშორებლად და სრულად ჩამოშორდა
- გაეთრიე და თუ წასვლა გინდა შენთვითონ წადი მე შემეშვი,
შეცვლილი სახით აუარა გვერდი ისე დააპირა ისევ ჩამოჯდომა სანაპიროს წინ, სწრაფად დაავლო თეოდორემ ხელი ისე წამოაყენა და მისკენ შეტრიალებული სწრაფად მოიკიდა მხარზე,
- ვირო! დამსვი!
მაშინვე აფართხალდა მის ლანძღვასთან ერთად და მუშტებს ძლიერად ურტყავდა მხარზე,
- დამსვი მეთქი! იდიოტო!
ხმამაღლა უყვიროდა არ აჩერებდა ხელებს, თეოდორეც დიდი მშვიდი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ისე თითქოს არავინ ლანძღავდა და არც არაფერი ხდებოდა, მშვიდად გადავიდა ასასვლელისკენ და კიბეებისკენ დაიძრა
- ოხ! ვერ გიტან! ცხოველო!
საბოლოოდ ამოიგმინა ისე დაარტყა შეკრული მუშტი და თეოდორეც უკვე კიბეებთან მყოფი გაჩერდა, უხეშად დასვა ძირს და მანაც ძლივს შეიკავა თავი არ წაქცეულიყო, სწონასწორობა რომ დაიჭირა სანამ ცივი გამოხედვით მაყურებელი თეოდორე რამეს ეტყოდა, მანამ მოუქნია ძლიერად სახეში ხელი, ძლიერი წვისგან დახუჭა წამით დასამშვიდებლად თვალები ისე ჩაავლო მოულოდნელად კისერში ხელი და ძლიერად ააკრო კედელს,
- მომისმინე! ს ქნევას მორჩი! მადლობა თქვი მე მოვედი და არა ვიღაც დედამო*ყნული უცხოელი, რომელიც ერთი ხელის მოსმით გაგაქრობდა აქედან, ახლა დააყენე და უხმოდ გამომყევი უკან!
კბილებში გამოუცრა ბოხი მკაცრი ბარიტონით ნათქვამი სიტყვები, ისე ეკვროდა სხეულზე და სალომეც მისი სწრაფი რეაქციით შეშინებული ღრმად სუნთქვით უყურებდა მთელი სხეულით დაჭიმული მამაკაცს, რომელმაც სიტყვის დასასრულშივე ძლიერად დაარტყა კედელს ხელი ისე მოშორდა და კიბეებზე მძიმე ნაბიჯებით სვლა დაიწყო, დიდი ნერწყვის ყლაპვით მოშორდა კედელს სალომე, ისე ამოისუნთქა შიშისგან და ჩამოგორებული ობოლი ცრემლი სწრაფად მოიშორა
- გაინძერი!
უხეშ ხმაზე ეცადა ფრთხილად ასულიყო კიბეებზე კედლის დახმარებით
- მძულხარ!
დაბალხმაზე ამოიგმინა, ეცადა თეოდორეს არ გაეგო, თუმცა ვერც გამოაპარა
- მიხარია!
მკაცრად ჩამოდგა კიბის თავში ისე აატარა წინ და წინ წასულ წყნარად აყვა მისი დაკვირვებითვე.....
...
- სად იყავი გოგო?
სალომეს დანახვაზე სწრაფად ეცა ანანო თვალს რომ ძალიან მოაკლდა მისი ძებნაც დაიწყეს,
- გავისეირნეთ და მოვედით,
მკაცრად გასცა ანანოსაც პასუხი ისე დაავლო სალომეს მაჯაში ისევ ხელი
- ჩვენთვის გეთქვა, მერე
- სწრაფად გავიყვანე და ვერ მოასწრო თქმა, სად არიან დანარჩენები?
სალომეს არ აცდიდა ხმის ამოღებას თავად სცემდა პასუხებს ანანოს
- აქ არიან, სალომემ რომ მომწერა მოვდივარო, აღარსად წასულან,
- ეძინება სალომეს გაყევი სახლში რა,
წინ წასული ხელახლად მოუბრუნდა ანანოს თხოვნით ანიშნა სალომეზე
- არ მეძინება დარჩენა მინდა
- გეძინება-მეთქი!
მკაცრად რომ დახედა უხეშად ჩაიქნია სალომემ ხელი ისე გავარდა გზისკენ
- გაყევი რა შორს არ არი,
თხოვნით დახედა ისევ ანანოს და მანაც გაკვირვებული მზერით დაუქნია თავი ისე მოავლო თეოდორეს თვალი და სირბილით დაეწია სალომეს.....
.......
კიდევ ორი დღით გაილამაზეს ბათუმში დღე, ერთად იყვნენ, ერთად ერთობოდნენ და ერთად აღამებდნენ კიდეც, თითქოს ყველა ერთმანეთთან ახლოს იყო გარდა თეოდორესა და სალომესი მათ შორის უზარმაზარი კედელი იდგა თითქოს ერთმანეთს თუ გახედვადნენ თითქოს ერთმანეთს ვერა და მათ შორის ჩამდგარ უზარმაზარ კედელს უმზრდნენ, რომელიც ყველაზე მტკინვეული იყო, თითქოს ერთობოდნენ მაგრამ გართობის დროსაც კი რაღაც ძლიერ უსიამოვნებას გრძნობდნენ ერთად არ იყვნენ და მაინც მოუშორებელი ხდებოდა ის ერთი და საშინელი გრძნობა, ზღვიდან მთაში იცვალეს, სადაც ყველაფერი განსხვავებული იყო, სრულიად განსხვავდებოდა გარემოც, ხალხიც, ჩაცმაც, ბუნებაც და ჰავაც, მეტი საოცარი ბუნება ხშირი ტყე, პატარა მშვენიერი ბილიკები და მათი ხის ორ სართულიანი ულამაზესი კოტეჯი, რომელსაც უმშვენიერესი ფანჯრები ჰქონდა, მის რაფაზე ჩალაგებული სხვა და სხვა სილამაზის ყვავილებით, ქვედა სართულზე პატარა აივანი სადაც ცივი ამინდისთვის დაჭრილი შეშა ლამაზად ელაგა კუთხეში, რომელიც იმდენი იყო, რომ ჭერს წვდებოდა, მართალია კოტეჯი ხის უმშვენიერესი ნაწილებისგან შედგებოდა, თუმცა მისი დიზაინი სრულიად განსხვავებული იყო ფიზიკური შეხედულების შემდეგ, სახლს სრულად ექვსი ოთახი ჰქონდა, თუმცა ეს მათთვის არანაირ პრობლემას წარმოადგენდა, კოტეჯში თავადვე აიტანეს პროდუქტები ერთ სრულყოფილი ოჯახის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ასეც იყო, სამზარეულოში დატრიალებდნენ გოგონები დილაუთენია სალომე, როგორც ყოველთვის მაგიდასთან ჩამომჯდარიყო და მათ საუბარს უსმენდა, ანანო რომელი მისაყუდებელი ადგილიც განთავისუფლდებოდა, გაზქურა, ონკანი თუ კარადა, ყველაფერს ეყრდნობოდა, ბიჭები მისაღებში მაგიდასთან მსხდომები თამაშობდნენ დროის გასაყვანად კარტს, ხოლო მაღლა, ერთ მშვიდ ოთახში, ორ საწოლიან საწოლში, რომელსაც ფუმფულა საბანი ჰქონდა მასში ახლართულიყო წელსზემოთ შიშველი თეოდორე მუცელზე დაწოლი, თითქმის მთელ საწოლს ავსებდა, გვერდულად მწოლიარეს საბანი ალაგ-ალაგ ეფარა და ნავარჯიშები ზურგი მთლიანად მოშიშვლებოდა, მისთვის არ იყო რაჭაში გატარებული მეორე დღე მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ტყეში ბავშვებივით ბამბიქტონსაც, წრეშიბურთსაც და ფეღბურთსაც მხიარულად თამაშობდნენ, დღეს არანაირ თამაშსა და ბავშვობის გახსენებას არ გეგმავდა, თვალები დაეხუჭა და თითქოს თავსაც კი ატყუებდა, რომ ეძინა.....
- არ მოხვალთ? ვჭამოთ და გავიდეთ მერე,
ერთი სული ჰქონდა ბარბარეს, როდის გავიდოდნენ ისევ რაღაც ახალის სანახავად და მას ყველაზე მეტადაც კი ეჩქარებოდა საუზმობა, ღიმილით კითხა ბიჭებს და ნელ-ნელა რომ აიშალნენ თეოდორე იკითხა,
- საწოლშია,
მოკლედ მოუჭრა ვაჟამ და კარტის ალაგება დაიწყო, მშვიდად გადახედა ყველას, მშვიდად აიარა კიბეები და თეოდორეს ოთახის კარების წინ, რომ ჩამოდგა რამდენიმე მიკაკუნების შემდეგ შეაღო კარი,
- თედო, არ გამოხვალ,
ფრთხილად შეიხედა, რომ გამოცვლის პროცესს არ დამთხვეოდა და ჯერ ისევ მწოლიარე, რომ იხილა თავისუფლად შევიდა ოთახში,
- რა გჭირს?
გაკვირვებულმა იკითხა ისე ჩამოჯდა მის გვერდით საწოლზე, მშვიდად გასმდმოტრიალდა ისიც ისე დაწვა ზურგზე და ხელები ამოიდო თავქვეშ,
- არაფერი, რა ხდება,
გაზმორვასთან ერთად შეხედა და ბარბარეც მის ჩვეულებრივ პასუხზე დამშვიდდა
- არ ჩამოხვალ? ვჭამოთ და გავდივართ,
- ვაა სად გავდივართ?
სწრაფად დაუსვა კითვა ისე დახედა თითებზე,
რომელსაც აწვალებდა,
- რავი ტყისკენ ჯერ სასეირნოდ გავალთ მერე რავი რამე ახალსაც ვნახავთ,
- ვააა მაგარია თქვენ წადით,
მშვიდად გასცა პასუხი და ისევ წყნარად გადატრიალდა ისე აქცია ზურგი,
- ოო რა ვირივით იქცევი რაა! ადექი და გაიარე, ბოლოს დასვენებები როდის გვქონდა არც კი გვახსოვს, ძლივს ერთად ვართ და შენ კიდე წესიერად ვერც ირგებ,
ბრაზი ვერ დამალა ბარბარემ ისე დაარტყა ხელი ზურგზე და თავადვე ეტკინა ხელი
- მშვენივრად ვირგებ საკმარისია ყოველდღე ბოდიალი, დღიურ დასვენებას ვიწყობ,
- ვირი ხარ! საჭმელად მაინც არ ჩამოხვალ?
წარბები უნებურად შეკრა ბარბარემ ისე აღიზიანებდა მისი ჩამოშორებ და მისი გამოკლება,
- ჩამოვალ მოგვიანებით,
ისევ ჩვეულად მწოლმა გასცა პასუხი და მაშინვე ნაწყენი და ამავდროულად გაბრაზებული წამოდგა ბარბარე,
- რამდენს იკლებ და ვერ ხვდები,
თვალების ტრიალით დახედა ისევ გაუნძრეველს და უხეშად გამოიხურა კარები....
ზედმეტი ლაპარაკის გარეშე დაგეგმეს დღევანდელი დღე, ღიმილით გადააწვდიდნენ ხოლმე ერთმანეთს საწებელას და არცერთს სურდა ოდესმე ეს ერთობა დასრულებულიყო,
- ძალიან გემრიელი იყო, მადლობა და კიდევ თუ არ გამიბრაზდებით გუშინ თითქოს არ მეძინა და შუადღისკენ შემოგიერთდებით რა უჩემოდ წადით და გნახავთ მერე,
- აუ სალომე კარგი რაა!
ბარბარემ ვერ მოითმინა ემოციების გამოხატვა მას მერე რაც მეორე ადამიანიც ჩამოაკლდა და სწრაფად წამოიყვირა,
- კაი რა, გთხოვ ხომ ხედავ მოვიშორე ცუდი ხასიათი და მაქსიმალურად ვერთობი და ერთი დასვენება გთხოვ, ნუ ბრაზდები ოღონ,
ყელზე წაივლო ხელი თხოვნის ნიშნად და ძმას გადახედა, რომელიც თითქოს ნებას რთავდა კიდეც, ხმა რომ არავინ ამოიღო ღიმილით მიუდგა მაგიდას სკამი
- ძალიან კარგი ბედნიერი გართობა მიყვარხართ,
კმაყოფილმა ამოილაპარაკა და ღიმილით დატოვა ოთახი, კიბეებზე ასვლა, რომ დაიწყო ღიმილი გაუქრა მას შემდეგ რაც კიბეებზე ჩამომავალ თეოდორეს აუარა გვერდი, ვიწრო კიბეების გამო კი უხეშად გაკრა თეოდორემ მხარი
- ვირი!
დაბალხმაზე ამოილპარაკა სალომემ ისე გააგრძელა გზა,
- მესმის,
მკაცრად ამოთქვა დაბლა ჩასულმა ისე შეუხვია სამზარეულოში, მის ხმაზე მიტრიალებულმა წამით დახედა იმ ადგილს სადაც რამდენიმე წამის წინ შევიდა სამზარეულოში თეოდორე და სახე სასაცილოდ დამანჭა
- მესმის!
თეოდორეს გააჯავრა მკლავები სხეულს დააშორა ისე თითქოს დიდი კუნთები არ აძლევდა საშუალებას მკლავები სხეულისთვის შეეხო, მხრებში გაიმართა და თეოდორესავით დაბღვერილი მზერით წავიდა ოთახისკენ, მართალია როგორც სალომემ გააჯავრა მსგავსად გორილა არ ყოფილა თეოდორე, თუმცა დაბღვერილი მზერა ერთი ერთში დასვა....
- ვსო ემზადებით?
ოთახიდან გამოსული სალომე რომ წააწყდა ანანოს, სწრაფად ჰკითხა
- არა გოგო მივდივართ უკვე
- აა კაი ბედნიერად აბაზანაში შევალ მე გაკოცეთ,
მხიარულად დაემშვიდობა და ანანო რომ კიბეებზე დაეშვა სწრაფად შევიდა ოთახში ხალათის ასაღებად მარტო სიწყნარეში უხაროდა კიდეც და დიდი იმედი ჰქონდა რომ სრულიად დამშვიდდებოდა, გამოსული იმედიანად შევიდა აბაზანაში ისე, რომ კარი არც ჩაუკეტავს, ცხელი წყლის ქვეშ დამდგარი, ფიქრებს სწორად ალაგებდა, ცდილობდა, სურვილები დაელაგებინა ისე თითქოს მალე ახდებოდა კიდეც, ფიქრს, ღიღინს და ცხელი წყლის ქვეშ დგომას ერთდროულად მშვიდად აკეთებდა, საათი მაინც იდგა სასიამოვნო ცხელ წყალში და ძლივს მოწყდა აბაზანის სიამოვნებას, თავზე პირსახოცი შემოიხვია თუ არა სწრაფად ამოიცვა ერთადერთი შეტანილი საცვლები, ამის გამო გრძელი სხეულის თეთრი ტილო მაინც შემოიხვია სხეულზეც და თავისუფლად ღიღინით გავიდა ოთახში, სხეულის დანახვისთანავე მოულოდნელად შეხტა, მოღიღინე მშვიდად მყოფი სახე სწრაფად გაუფითრდა და შიშისგან დაიწყო მისმა გულმა ძგერა,
- ჯანდაბა! ჯერ არ წასულხართ?
გაკვირვებულმა კითხა ადგილზე გაქვავებულ თეოდორეს, რომელიც მის თვალიერებას ხარბად მოჰყვა,
- რა სასაცილოა, მეგონა მარტო ვიყავი,
იმედგაცრუებულმა ამოილაპარა თეოდორემ ისე გადაისვა თმაზე ხელი და სალომეც ეცადა თეოდორეს მზერისგან გამოწვეული უხერხულობა არ შეემჩნია
- ნეტა წასულიყავი,
თვალების ტრიალით დაიძრა სალომე,
- რა გინდა? არაფერს არ გიშავებ და ახლა მეწყინა რომ არ დამპატიჟე,
მხრების აჩეჩვით ამოილაპარაკა აბაზანაში დაპატიჟება რომ იგულისხმა, სალომეც წამით გაშეშდა, ისე მოუტრიალდა
- მარტო ვართ და ისევ იწყებ ამ საზიზღარ საუბარს? არ შეგიძლია ერთხელ მოკეტო?
- რანაირად ჩემ წინ პირსახოც შემოხვეული გოგო დგას, რომელიც უხერხულად საერთოდ არ გრძნობს თავს, ეს ალბათ მიჩვევის გამოა ხო?
დანანებით ამოილაპარაკა და კმაყოფილმა ახედა მას, რომელიც მაშინვე გაღიზიანდა, რომელმაც უკვე იცოდა, რომ თეოდორე არ გაჩერდებოდა და კიდევ უარესებსაც ეტყოდა,
- საზიზღარი ხარ იმდენად საზიზღარი რომ რთულია ვინმე შენს მახლობლად იყოს
- სამაგიეროდ შენ ხარ პატარავ იმდენად კარგი, რომ ყველა შენი სხეულის ფარვის ქვეშ გყავს,
ხელების გაშლით დაადასტურა თავისი სიტყვებიდა ხელები შორიდანვე ააყოლა სხეულზე, ბრაზისგან ღრმად სუნთქავდა სალომე, სიტყვებსაც კი ვერ აბამდა მის ცინიკურობას და სითავხედეს, მთელი სხეულით ზიზღისგან უდუღდა ისე მოიშორა თავიდან პირსახოცი და სწრაფად ესროლა,
- არ გრცხვენია მაინც? რით ვერ დაიღალე,
მისკენ მიახლოვებულმა კრა ხელები ძლიერად, აყვირებული ცრემლებსაც, რომ ვეღარ იკავებდა და ცდილობდა ნერწყვებისთვის გადაეყოლებინა ყოველი მომდგარი ცრემლები
- და რა გაწუხებს სიმართლე? სამსახური დაიწყე? ყოველ საღამოს სხვა და სხვა ნაბი*ვარი გაცილებდა ბედნიერი მზერით და სამსახურიდან მოდიოდით თუ სახლიდან? გთხოვ გაგვინდე ოჯახს!
ძლიერად უთავაზა სილა სალომემ მის სიტყვებზე და ნერწყვებმაც კი ვერაფერი უშველა უნებურად გადმოყარა ცრემლები, საერთოდ ვერ აკავშირებდა მის გახსენებულ დროს ამ მომენტთან და საერთოდ მსგავსი აზრიც კი ძალიან სწყინდა მისგან მას მერე რაც თეოდორე, მის პარტნიორებს საშვალონდონზე იცნობდა
- ბინძური იდიოტი ხარ! მექალთანე დეგენერატი, რომელსაც ყველა ისეთივე კახპა გონია როგორებსაც იყენებს, ჭურში გძინავს ნაგავო თვალები გაახილე! შემეშვი ხო შეიძლება? რა დაგიშავე! გგონია შენ გგავარ? სპეციალურად აკეთებ და რის გამო? გგონია დავნებდები თუ არა?! აა გამახსენდა თუ შენ წინ სხეულზე შემოხვეული პირსახოცით ვდგავარ, მექალთანე იდიოტზე იმოქმედა ამ ყოველივემ?!
დაჭიმული ყბებით ცრიდა სიტყვებს თვალები ზიზღსა და ბრაზს შავ ფერში ეცვალათ და მძიმე სისხლისფერი ცრემლები ცვიოდა დაუნახავად, პირსახოც მოშორებულს ჩამოცვენოდა წინ სველი თმები, ხელს კრავდა წინ მდგარს ძლიერად, სიტყვებში ატანდა დაღლასა და ტკივილს, მობეზრებული ჰქონდა ყველაფერი თეოდორეს ცინიკური დამღლელი საქციელის გამო, სიტყვის ბოლოშივე ღრიალით ჩამოგლიჯა პირსახოცი და ხელებშივე მიაჩეჩა თეოდორეს,
- რა ჯანდაბა უნდა გამიკეთო იმაზე მეტი რასაც ახლა მიკეთებ?!
ჰაერიც აღარ ყოფნიდა ისე ამოიტირა დამანჭული სახით და მთელი სხეულით დაჭიმული ჩამოდგა მის წინ შიშველი
- დამშვიდდები ოდესმე?!
ზიზღით დააჭირა კბილები კიდევ მეტად ერთმანეთს ისე კრა ძლიერად ხელები, ვეღარაფერს აკონტროლებდა, ვერც ცრემლებს ვერც ძალებს ვერც ტკივილსა და ვერც საღად აზროვნების უნარს
- რას იზამ
ბოლოჯერ ძლიერად დაარტყა მუშტები შეძლებისდაგვარად და ბოლოს რომ ძლიერად მოუქნია სწრაფად დაუჭირა თეოდორემ მაჯებით, ისიც ძალა წართმეული ყველანაირი შემოტეული ემოციისგან ძლივს იდგა ფეხზე სწრაფადვე მოადუნა მკლავები და წინ გადმოყრილი თმებით თავდახრილი ცდილობდა დაემალა სხეული, რამდენიმე წამში სრულად შეწყვიტა სუნთქვა, ხმასაც არ იღებდა აღარ ტიროდა უბრალოდ გაჩუმდა გაშეშდა თითქოს ძეგლად იქცა კიდეც ისევე როგორც თეოდორე იმ წამს სალომეს მდგომარეობიდან გამოყვანის შემდეგ
- რატომ იქცევი ასე?
მშვიდად დაიწყო სუნთქვა და მშვიდა სუნთქვას ამოაყოლა სიტყვებიც ისე ახედა თეოდორეს თვალებში, თითქოს თავად ეძებდა პასუხს თეოდორეს სინანულითა და ბრაზით სავსე თვალებში, თუმცა იმდენად სავსე იყო ბრაზით ვერაფრის ამოკითხვა შეძლო და ეს კითხვა სრულადაც გაატარა პასუხის არ გაგების შემდეგ
- რას ელოდები? ჩემი ნაბიჯები უკვე ხომ იყო?
სწრაფად გაინთავისუფლა ხელები ისე მოიწმინდა მაჯით ცრემლები და ინტერესით ახედა თეოდორეს, არაფრის მთქმელი თვალებით, წამში ისე შეცვლილიყო მისი მზერა საერთოდ აღარაფერი იკითხებოდა სალომეს თვალებში,
- რას გაშედი, ხვალ კი შეგიძლია ძმაკაცებში ისაუბრო და ახსენო რომ შენსას მიაღწიე და შენი სამიზნეც მარტივად მოინადირე,
უფრო მეტად მიუახლოვდა, მეტად შეამცირა მანძილი ისევ არაფრის მთქმელი მზერა ჰქონდა, უბრალოდ საუბრობდა და თითქოს რაღაც გადატრიალებულიყო მასში,
- ნუ სულელობ!
ხმადაბლა ამოილაპარაკა თეოდორემ თან უხეშად მოიშორა სალომეს ნელა შეხებული ხელები
- ნუ ვსულელობ? მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია?
ჩაცინებით მოშორდა ინტერესით შეანათა მზერა თვალებში და განზრახ წარმოდგელი ვნებიანი მზერით დახედა ტუჩებზე, მძიმედ გადაყლაპა თეოდორემ ნერწყვი, ყველაზე რთული მომენტი იყო მისთვის, ვერ იკრებდა იმის გამბედაობას, რომ ხელი მოეკიდა გულში ჩაეკრა და ეთქვა, იმდენად ძლიერად შეცვალა საკუთარ თავს თავად ვერ ცნობს და იმდენად ძლერად უყვარს რომ მისი გამოხატვის უნარი დაეკარგა, ვერ ბედავდა ეთქვა რადგან ხვდებოდა როგორი სხვანაირი როგორი უხეში და სატანა იყო სალომეს წინ, ვერ შეძლებდა ეთქვა მიყვარხარ მაშინ როცა სალომეს ათასჯერ მაინც ჰქონდა ნათქვამი მისთვის სიტყვა "მძულხარ" კიდევ მეტად სულელურად იქცეოდა, თუმცა იმდენად დაბნეული, არეული და უცნაური გრძნობით შებოჭილი იყო გეგონებოდა ცხოვრებას ახლა ნულიდან სწავლობსო,
ფრთხილად დაიხარა ისე აიღო ძირს დაგდებული თეთრი 'პირსახოცი' და წინიდანვე ფრთხილად მიაფარა სალომეს
- ჩაიცვი!
დაბალხმაზე უთხრა ისევ და მერე შეძლო წესიერად დაეხედა მისთვის
- კი მაგრამ.....
დაბალხმაზე ამოიზმუვლა და სწრაფად გააყოლა თვალი ადგილს მოწყვეტილ თეოდორეს, რომელიც კიბეზე აუჩქარებლად ჩავიდა, ადგილზე გაყინული დარჩა კარების გაკეტვის ძლიერ ხმაზე მთელი სხეული დაეხორკლა, ისე დახედა მკლავს, ღრმად ამოისუნთქა მარტო დარჩენილმა და სურვილი რომ ეკივლა, ეღრიალა, ყველაფერი დაელეწა და თვითონაც სადმე გადამხტარიყო ჭიქაში ჩამოსხმულ წყალს გადააყოლა, ერთი ცრემლის გადმოგდების უფლებაც კი აღარ მისცა საკუთარ თავს, კანკალი რომ შენიშნა და როცა მიხვდა, რომ არც ციოდა უხეშად მოიშორა პირსახოცი აკანკალებული ნაბიჯებით შევიდა ოთახში,
- ამას ვეღარ შევცვლი,..... უკვე მოხდა,
დაბალხმაზე ბურდღუნით საკუთარ თავს ესაუბრებოდა და ამ ყველაფერთან ერთად ფიქრობდა, თითქოს გაქცევაზე, რომ ჩაელაგებინა ყველაფერი და წასულიყო, თან ისე შორს რომ ვერავის ეპოვნა, თუმცა ამ ფიქრებსაც გადაუსვა ხაზი, გაქცევას არ აპირებდა, თითქოს თვალებში ხშირად უნდოდა ჩაეხედა თეოდორესთვის,მართალია სიკვდილამდე ძლიერ ერთულებოდა მაგრამ ამავდროულად თითქოს ცდილობდა ამ მზერით დაეტანჯა თეოდორე, სწრაფად გადმოაწყო ტანსაცმელი და მალევე აარჩია მოკლე ქვედაბოლო, ბრეტელებიანი საშვალო ზომის ტეკოლტით თეთრი მაიკა და როგორც ყოველთვის იდეალური იყო, მცირედ გაიკეთა მაკიაჟი, ავარდისფრებულ ტუჩებზე ყავისფერ კონტურთან ერთად, საზამთროს გლოსი გადაისვა და საოცარ სურნელს საოცარი გემოც მოჰყვა, საშვალო სიმაღლით ამოიცვა დახურული ფეხსაცმელი და ხმაურიანად ჩავიდა დაბლა სართულზე, იმდენად თავისუფლად იქცეოდა, თითქოს დავიწყებოდა კიდეც ყველაფერი, თუმცა უბრალოდ მასზე დაყრდნობით არ აპირებდა გაეტარებინა დრო, ამავდროულად საკუთარ თავში ეძებდა პრობლემას მათი ირთიერთობის გამო და ამის შეცვლასაც იმ წუთიდანვე ცდილობდა, სამზარეულოში შეიარა წყლისთვის და ხმაურიანი სიარულითვე მიუახლივდა გასასვლელს, სწრაფად რომ შემოაღო თეოდორემ კარი, გეგმაში ისიც ჰქონდა, რომ სალომესთან ავიდოდა ბოდიშს მოუხდიდა და ეცდებოდა ყველფრის გამოსწორებას, ატირებული გოგონას წინ, თუმცა სრულიად სხვა სურათის დანახვისას ღია კარიდანვე გაკვირვებულმა აათვალიერა, ფეხებიდან თვალებამდე
- სად მიდიხარ?
სწრაფად მოაყოლა გაკვირვებულმა სიტყვები და სალომემაც კმაყოფილმა აუწია გასაღები ცხვირწინ, რადგან აღარ მოუწევდა იმაზე ზრუნვა სახლში ვინ როდის მივიდოდა, რომ კარი გაეღო,
- სადმე გასართობად,
უპრობლემოდ გასცა პასუხი და გასაღები რომ არ გამმოართვა კედელზე ჩამოსაკიდისკენ მისულმა თან დაკიდა,
გვერდი უნდა აევლო თეოდორესთვის ძლიერად ჩაავლო მკლავში ხელი და მის წინ ჩამოაყენა,
- აქ ახლოს გასართობი არ არი!
- სამწუხაროა,
უხეშად მოიშორა მისი ხელი და დანანებით ამოაყოლა
- მაგრამ არაუშავს შორს წავალ,
ხელთავიდან კმაყოფილი მზერით დაიწყო ჩავლა თავად შეუტრიალდა თეოდორე ისე ჩაავლო მხრებში ხელი და კარებს უხეშად ააკრო, მკლავებში ჩავლებული ხელებით, მკაცრ, გაბრაზებულ მზერას ვერ აშორებდა ისე უყურებდა თვალებში და მისი მსგავსად შეცვლა საერთოდ არ მოსწონდა, რადგან მეტად აღიზიანებდა
- ჯანმრთელი ხო ხარ! რანაირად იქცევი?!
ბრაზით შეხედა მომღიმარს და სალომემაც ფრთხილად ნაზად მოხვია კისერზე ხელები აღელვების გარეშე
- არა, კარგა ხანია უკვე არა,
ნაწყენმა და ამავდროულად უდარდელი ტონით ახედა თვალებში და მზერა ისევ მის ბაგეებზე გადაიტანა,
- რატომ აკეთებ ამას?!
გაკვირვებულმა დახედა და ცდილობდა დაეიგნორებინა სალომეს მოთამაშე თითები რომელიც იმდენად ხვევდა ხელებს, რომ მისკენ უნებურად მიიწევდა
- იქნებ იმიტომ, რომ გართობა მომენატრა?... მომბეზრდა ერთიდაიგივე,... ჩემი ძველი ცხოვრება მომენატრა... აქ უნდა იჯდე იმუშაო, დამცირება აიტანო, და იქ ასე არ ყოფილა, ჩვენს კლუბში ყოველ საღამოს, ახალი მანქანები, რბოლები, და მეტი გართობა,
დაბალხმაზე საუბრობდა, თეოდორეს თმაში ხლართავდა თითებს და იმდენად იზიდავდა მისკენ იმდენად დაწია მისკენ რომ მის ტუჩებთან საუბარი განაგრძო, თითქოს ცდიდა კიდეც მის მოთმინებას და თავის თამაშში თავადვე დაიწყო დამარცხება, გრძნობდა როგორ ფორიაქობდა სხეული, ათრთოლებული ტუჩებით მისკენ მეტად იზიდავდა თეოდორეს და ის სიახლოვე ის უცნაური სიმხურვალე რაც მამაკაცისგან მოდიოდა სხეულს მეტად უფორიაქებდა,
- რას ცდილობ? ხმადაბლა თეოდორესაც შეცვლოდა ხმა იმდენად ახლოს იყო ტუჩებთან იმდენად საოცარ არომატს გრძნობდა შეუხებლადვე, რომ ზედმეტად ცვლიდა სალომეს სითამამე მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი მოაჯირს ძლიერად დაარტყა ხელი სწრაფად გამოძვრა სალომეს ხელებიდან ისე აეკრო ღია კარს, ისე სწრაფად უცემდა გული თითქოს დიდი ლოდები სირბილით ატარა, სახეზე ჩამოისვა ხელები ისე დახედა წინ მოაჯირს აკრობილს, რომელიც არაფრისმთქმელი მზერით უყურებდა,
- მისმინე,.... ჩემი ბრალია.... ვიცი
ნერწყვების ყლაპვით დაიწყო და ისე საუბრობდა თითქოს განსაცდელს ახლახანს დაეხსნა და ჯერ ისევ ეშინოდა იმის რომ იგივე დაემართებოდა
- რა არის შენი ბრალი?
ტუჩების დაპრუწვით წაიწია მისკენ წამწამების აფახურებით მეტად უკან რომ დაიწია თეოდორე, გაკვირვებულმა დახედა სალომემ ტერფებზე
- რაიყო თეოდორ ჩემი გეშინია?
ღიმილით აეკრო ზედ და თეოდორეც შეშინებული ბავშვივით რომ გადაიწია კედლისკენ სალომეც თან მიჰყვა, მაისურის ქვეშ შეუცურა თლილი თითები ისე მიეხუტა და ახურებულ სხეულზე დაასრიალა თითები
- რას აკეთებ?!
კედელზე კაფელ-მეტლახივით აკრულმა დახედა დაჭიმულმა და ხელებს ისე შორიდან კიდებდა თითქოს ცდილობდა მოეშორებინა
- ვცდილობ დაგამშვიდო ზედმეტად აღელვებული ხარ
ხმადაბლა ამოილაპარაკა და კარებს ფეხი მიარტყა ისე მიკეტა ხმაურიანად დარტყმისგან გაქანებული კარები
- ცუდად ხარ სალო! მომშორდი!... გინდა თბილისში დავბრუნდეთ? ახლავე წაგიყვან სადაც გინდა იქ წადი მერე,
სწრაფად ამოთქვა სიტყვები და სალომე რომ მოშორდა ღრმად ამოისუნთქა, მოეშვა და შედარებით მშვიდად დახედა
- სერიოზულად?
- ჰო, ხო დაიღალე აქ არა? ხოდა წავიდეთ შენ შენთვის მე ჩემთვის,
სწრაფად ჩაუღიმა და სალომეც კიდევ უფრო მოშორდა,
- ჩავალგებ და ჩამოვალ
სწრაფად მოშორდა სრულად ისე ავარდა კიბეებზე და ოთახში შევარდა თუ არა გადმოღებულ ჩანთაში დაიწყო ნივთების ჩაულაგებლად ჩაყრა.....
შუბლზე ისე მოისვა ხელი თითქოს ღელვისგან სხეულიდან გამოდენილი სითხე ჩამოიშორა, კედელზე აკრობილი ნელ-ნელა დასრიალდა დაბლა და ძირს ჩამომჯდარმა ქვედატუჩის გასველებით მოიქცია ხელებში შუბლი,
- რას ვაკეთებ რაას?!
დაბალხმაზე ამოიგმინა ისე მოისვა ძლიერად მუშტი შუბლზე და ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა, რამდენიმეჯელ შეჩერდა ნომრებში შესული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით სწრაფად დარეკა დემეტრესთან, მანაც გვიან გაიგო ტელეფონის ხმა და მანამ სანამ უპასუხებდა რამდენჯელმე მოასწრო კიდეც გადაფიქრება, ტელეფონში პასუხის მერე ცნობილი შეძახილის შემდეგ "ალო" სწრაფად გამოფხიზლდა ჩაფიარებული და დაბნეულობის ხმები გამოსცა ისე მოისვა თავისუფალი ხელი შუბლზე
- კაროოჩე....
დაწყებისთანავე გაწყვიტა სიტყვა და კისერი გაატკაცუნა
- თბილისში უნდა წავიდე დამირეკეს.....
- ახლა ?
- ჰო რა ახლა...
კისერს აწვალებდა ტყუილის თქმის დროსვე და გულში საკუთარ თავს ლანძღავდა
- ოოო დაიკდე რა ცოტახანი და გამოდით
- ბიჭოო მართლა უნდა წავიდე რა ძაან საჩქაროა პროსტა ერთი პრობლემააა რაა.....
ტუჩების გასველებით წამოდგა ისე დაარტყა ნელა კედელს მუშტი და გახურებული შუბლით აეკრო ცივ კედელს
- ახლა რაღა ხდება?
- სალომეც მომყვება დავიღალეო დაა კაროჩეე....
სიტყვა ვერ დაასრულა ისე ირტყავდა შეკრულ მუშტს მცირე მანძილიდან ნელა კედელს და დემეტრეც რო დადუმდა წამით აფორიაქდა
- წაიყვანე
სიჩუმეში ექოსავით გაისმა დემეტრეს სერიოზული ხმით ნათქვამი სიტყვები და თეოდორემაც ბოლოჯერ დაარტყა მუშტი კედელს,
- მარტო არ დატოვო და ზედმეტი არ მოგივიდეს,
ისევ მკაცრად ამოილაპარაკა და წამით ინტერესით მსმენელ
თეოდორეს უცნაურად ჩაეცინა
- ძაან აცანცარებულია ეგ და ძაან ჩაკეტილიც ყველაფერს იდეალური დასასრული უნდა ქონდეს!
აშკარად მარტო მყოფი თავისუფლად ესაუბრებოდა თეოდორეს იმ თემაზე რაც უკვე მან არაჩვეულებრივად იცოდა მართალია ყველაფრის ვრცლად და დეტალურად თქმა პირადად უნდოდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, მისი ბრძნული სიტყვები მაინც შემოინახა რადგან დარიგებებს თეოდორეს აუცილებლად დაუწყებდა მის დაზე, თითქოს ისიც იცოდა რა მოხდებოდა შემდეგ, თუმცა ეს მასზე არ მოქმედებდა "ძმაკაცის და შეუყვარდა" ყველამ იცოდა რომ ეს ასე არ იყო და გვიან გაიცნო თეოდორემ დემეტრე, მშვიდად უსმენდა დემეტრეს დარიგებებს ნაწილს ვერ ხვდებოდა, თუმცა დემეტრეს სიტყვებით იმას კარგად ხვდებოდა რომ ძალიან ბევრი რამ იცოდა დემეტრემ მათ გრძნობებზე, შეიძლება ითქვას რომ მან უფრო კარგად იცოდა ამ დროისთვის როგორ უყურებდნენ ისინი ერთმანეთს,
- გასაგებია?!
საბოლოოდ ამოილაპარაკა და მდუმარე თეოდორეს დაუგდო ყური
- ნაწილო კი მარა ნაწილზე აზრზე არ ვარ რა იბაზრე,
გულწრფელად გასცა პასუხი დაბნეულმა და კიბეებზე დამშვიდებულმა დაიწყო სვლა
- გაიგებ მაგასაც, ჭკვიანად იარეთ და დამირეკე რო ჩახვალთ, რითი წახვალთ
- ტაქსი მყავს რაა და ჩაგვიყვანს უპრობლემოდ
- კაი დავაი მაშინ
მოკლედ დაემშვიდობა იმედიანად და ღელვაც კი შეჰპარვოდა ხმაში როგორ ურთულებდა ყოველთვის სალომე ცხოვრებას, თუმცა ეს სირთულე და ის რომ არა შეიძლებოდა ასეთი მონდომებული არ ყოფილიყო და ახლა ისევ ჯურღმულში ან პატარა ქოხში ფიცრებისგან გაკეთებულ ლოგინზე წოლილიყო წელ გაშეშებული და დილას ტუჩის კუთხეში ახალ-ახალი ნათაგურები გასჩენოდა,...
დამშვიდებულმა ჩაიძვრინა თეოდორემ ტელეფონი ჯიბეში ისე ახედა კიბეებს და სამი საფეხურის გამოტოვებებით ავიდა მეორე სართულზე ისე შევიდა თავის ოთახში და მანაც სალომეს მსგავსად ჩაყარა ყველაფერი ზურგზე მოსაკიდებელ ჩანთაში, თუმცა მან უფრო სწრაფად შეძლო ეს ყოველივე, ძალიან მალევე უკვე მზად მყოფი ჩანთითვე დაბლა სართულზე ჩამომჯდარიყო ისიც იცოდა რომ ტაქსი სახლის წინ ელოდებოდათ, თუმცა სალომეს თავად არ უძახდა, ისევ თვითონ გამოვიდა მომზადების მერე და უხმოდ აედევნა თეოდორეს, კარების გადაკეტვის მერე მალევე მოთავსდნენ მანქანაში და პირვეად ხალხს დაშორებულ დემეტრეს სანახავად წავიდნენ გასაღების გადაცემის შემდეგ პირდაპირი რეისით თბილისისკენ დაიძრნენ....
როგორ ხშირად ამყარებდნენ თვალებით კონტაქტს სარკეში და ამავდროულად ორივე ფიქრობდა განვლილ დროზე, სალომეს კი ჯერ ისევ მისი სიშიშვლე ედგა თვალწინ, რომელიც უზომოდ არცხვენდა, კომპლქსიან გოგოდ აქცევდა ამიტომ კი სწრაფად გადაცვლილი ბუნებითა და ქცევებით ცდილობდა მის დაფარვას, ამავდროულად თავადაც ვერ ამჩნევდა როგორ ნელ-ნელა ითრევდა საკუთარ თავს ამ თამაშში, მთელი გზა ტაქსის მძღოლისა და თეოდორეს საუბარს უსმენდა, თან თითქოს ნანობდა კიდეც წამოსვლას, მას უნდოდა, რომ თეოდორეს გაქცეოდა ახლა კი მასთან ერთად ბრუნდება.....



№1 სტუმარი ემა

მალე დადე რა შემდეგი თავი

 


№2  offline წევრი ანნა ანუკი

ემა
მალე დადე რა შემდეგი თავი

კიი, მაქსიმალურად ვეცდები, რომ შემდეგიც დიდი თავი დავდო, მადლობა❤️❤️

 


№3 სტუმარი ნესტან

მომეწონა განსხვავებული თავი იყო მაგრამ ამ ორს რატომ არ ეშველათ რითი ვერ ხვდებიან რომ ერთმანეთი უყვართ ერთმანეთს ტყუილად ტანჯავენ იმედი მაქვს შემდეგ თავზე მაინც გარკვევენ და დაზავდებიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️❤️

 


№4  offline წევრი ანნა ანუკი

ნესტან
მომეწონა განსხვავებული თავი იყო მაგრამ ამ ორს რატომ არ ეშველათ რითი ვერ ხვდებიან რომ ერთმანეთი უყვართ ერთმანეთს ტყუილად ტანჯავენ იმედი მაქვს შემდეგ თავზე მაინც გარკვევენ და დაზავდებიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️❤️

დიახ, რა თქმა უნდა, დრო ყველაფერს კურნავსო და ვნახოთ, უღრმესი მადლობა თქვენ,❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი teko❤️❤️❤️

ჩემი გოგოო❤️❤️ რა საყვარელი ხაარ ამხელა თავი რომ დაგვახვედრე❤️ მადლობა დიდი შენ თბილოო❤️❤️

 


№6  offline წევრი ანნა ანუკი

teko❤️❤️❤️
ჩემი გოგოო❤️❤️ რა საყვარელი ხაარ ამხელა თავი რომ დაგვახვედრე❤️ მადლობა დიდი შენ თბილოო❤️❤️

მადლობა დიდი თქვენ ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent