შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენსკენ სავალი გზები თავი 10


2-11-2023, 23:11
ავტორი ირინა ირინა
ნანახია 1 618

თავი 10
ცხოვრება ხომ გამოცდას ჰგავს არა? რომელსაც ან ,,ჩააბარებ,, ან ,,ჩაიჭრები,,. ჩვენ ადამიანები ვეგუებით თანაბრად ცუდსაც და კარგსაც, ხან ვტირივართ, ხან ვიციცინივართ,ხან სევდა გვიპყრობს, ხან სინანული გვჭამს შიგნიდან .
იქნებ მე შემეშალა?
იქნებ მე უნდა მეღონა რამე კიდევ და კიდევ?
საბოლოდ? საბოლოოდ გვრჩება მხოლოდ შედეგი ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა. სარკე რომელში ჩახედვაც, ხანდახან გვაბედნიერებს და ხანდახან გვაშინებს.
ვნანობ რამეს?
დამისვამთ ალბათ კითხვას. არა მაინც არ ვნანობ .მე ხომ გულით ისევ ის პატარა ნინა ვარ. გოგონა დიდი ოცნებებით და სიყვარულით.. მატკინეს? უფრო გავძლიერდი
დამამცირეს? ჩემი თავი უფრო დავაფასე.
გადამიარეს? წამოვდექი და ისევ გავიმართე წელში.
და მაინც დღეს ყველაფრისდა მიუხედავად, ბედნიერი ვარ უზომოდ ბედნიერი, იმიტომ რომ ,,ჩემი ადამიანები,, მყავს გვერდით. ცხოვრების გამოცდა ჩავაბარე, ასე ვთვლი დღევანდელი გადმოსახედიდან. ბევრი იმედგაცრუების, ცრემლების მიუხედავად, მე ჩავაბარე მე ძლიერი ქალი ვარ.იცით? არასოდეს მიფიქრია სამაგიერო გადამეხადა მათთვის. განა არ იმსახურებდნენ? არა პირიქით ..უბრალოდ ვერ შევძელი მე არ ვარ მათნაირი. მათ არასდროს დავემსგავსები .. მე ნინა ვარ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი.


- სანდრო მომისმინე გთხოვ.სასოწარკვეთილება შეერია ნინას ხმაში.
- ამის დედაც რა მოგისმინო რა? დღეს ჩემ გვერდით რომ ყოფილიყავი, იმის მაგივრად სახლში ეს ამოიყვანე და მის მკლავებში ნებივრობ.
- ეი წესიერად ელაპრაკე ნინას. მოდი აქ . ერთმანეთს უმოწყალოდ დაუწყეს ცემა.
- საკმარისია გაჩერდით. ხავიერ დაგვტოვე მარტო.
- კი მაგრამ ნინა ..
- მარტო დაგვტოვე.
- ჯანდაბა
ხავიერი გაბრაზებული წავიდა. იცოდა ნინას პრობლემები ექნებოდა და ის იყო ამაში დამნაშავე.
- მისმინე სანდრო ისე არაა როგორც შენ იფიქრე. უკვე მოვდიოდი შენთან როდესაც მოვიდა და მოულოდნელად მაკოცა დამიჯერე გთხოვ..
- არა შეცდომა დავუშვი შენნაირი როგორ შევიყვარე?
- სანდრო გთხოვ. დამიჯერე მასთან არაფერი მაქვს.
- ღმერთო რა დავაშავე ასეთი. ჩემი ოცნების ქალი ერთი ჩვეულებრივი როგითი ბო..ი აღმოჩნდა.ხო ნუ მიყურებ ასე. რამე გასაკვირი არ მითქვამს ჩვეულებრივი იაფფასიანი კ.....პა ხარ.
ნინა გაშეშდა ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, ვერ აიტანა ასეთი დამცირება იმ კაცისგან, რომელსაც თავისი გული მისცა უპირობოდ, უანგაროდ. მისი სიტყვები ლახვარივით ჩაესო გულში. მიხვდა,რომ ეს დასასრული იყო. ნინას და სანდროს დასასრული იყო.
-გამიშვი სანდრო მტკივაა
- ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც შენ გამიკეთე დღეს. იცი ვაპირებდი ამ საღამოდ ხელი მეთხოვა შენთვის.მოიცა აი ბეჭედი . სანდრომ ჯიბიდან პატრა ყუთი გადმოიტანა და ბეჭედი წინ დააგდო.
- შენ ღირსი არ ხარ ჩემი ცოლობის ოჯახის . მარტოობაში უნდა ამოგხდეს სული .
- საკმარისა უკვე .. გონზე მოვიდა ნინა . უფლება არ გაქვს ესე დამამცირო .
- უფლება არ მაქვს თურმე. სასაცილოა ..შენ გქონდა უფლება ჩემი მასხრად აგდების?
- მე შენთვის არ მიღალატია რატომ არ გესმიის?. იცი ერთ დღეს ამას მიხვდები, მაგრამ მერე გვიანი იქნება. არასდროს გაპატიებ დღევანდელს გეფიცები,რომ მევედრო მაინც. დღეიდან ჩემთვის აღარ არსებობ. აქიდან წადი.
ნინა იმ დღეს მოკვდა. არ ახსოვს სად მიდიოდა და როგორ?ან როდის? და როგორ?დაბრუნდა სახლში,მხოლოდ ნატა ახსოვს.მის კალთაში ტირილი და ცრემლად დაღვრა ახსოვს.

სანდროს სულში და გულში შეჭრილი ბრაზი უხშობდა საღად აზროვნების უნარს.ამ ბრაზმა დაავიწყა მისი ნინა, რომ იდგა მის წინ..ის ნინა, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო. გონება დაბინდულმა დატოვა ის და საჭეს მიუჯდა.. უნდოდა კარგად გამომთვრალიყო და ყველაფერი დაევიწყებინა. იმასაც ვერ აცნობიერებდა, რაოდენ დიდი შეცდომა დაუშვა საყვარელ ქალთან. არც ახსნა განმარტების უფლება მისცა.რას გრძნობდა? სიცარიელეს . უნდა დაევიწყებინა ის მომენტი, საყვარელი ქალი სხვის მკლავებში, მაგრამ არ შეეძლო, ყოველ თვალის დახუჭვაზე ის სცენა ედგა თვალწინ. მხოლოდ ის მოიფიქრა ძმაკაცებისთვის დაერეკა ისინი სჭირდებოდა , უნდა მოეყოლა ყველაფერი. ბარში მისულს ბექა და გიორგი დახვდა. სანდროს წაშლილ სახეზე მიხვდნენ რაღაც მოხდა.
- რა ხდება სანდრო? (გიორგი)
- ხო რა სახე გაქვს ეხლა ნინასთან ერთად არ უნდა აღიშნავდე ?(ბექა)
-მაგ ქალის სახელს ნუ ახსენებთ. ჩემთვის მკვდარია. ეხლა დალევა მინდა. მინდა ყველაფერი დავივიწყო.
- რა ჯანდაბა ხდება მომიყვები ბოლობოლო?
- მოსაყოლი არაფერია . მიღალატა მის სახლში მივედი ის კი იმ იდიოტ ხავიერს კოცნიდა.ჩვეულ3ბრივი რიგითი კახ...ვით . სასაცილოა არაა? მე კი ხელი უნდა მეთხოვა.ჩემი თავი მძულს ამის გამო.
ბიჭებმა უსმინეს უსმინეს და მიხვდნენ რაშიც იყო საქმე.იცოდნენ როგორი იყი სანდრო, ფეთქებადი, უკონტროლო ბრაზის გრძნობით.
- ეს რა ჩაიდინე ძმაო? სინანული შეერია გიორგის ხმაში.
- როგორ იფიქრე რომ ნინა ასე მოიქცეოდა ბიჭო? რამ გამოგაშტერა?
როგორ ვერ დაიოკე შენი უაზრო ბრაზი?
- მორჩით ეხლა. ჩემი თვალით ვნახე გესმით ჩემი თვალებით ამის დ.....აც.
- და ეგრევე შეტევაზე გადახვედი არა? არც ახსნა აცადე ალბათ.
- დარწმუნებული ვარ საშინელ სიტყვებს არ დაიშურებდა .
- რაც დაიმხახურა ის მიიღო..
ბექამ ვეღარ მოითმინა საყელპში სწვდა ძმაკაცს.
- ჩემი ძმაკაცი ჩვეულებრივი სი....ვით მოიქცა..გამოფხიზლდი ამის დე....ც რა ჩაიდინე ხვდები? გონს მოდი სანამ გვიანი არაა..
- თავი დამანებე.. დალევა მინდა.
- შეეშვი მაინც ვერაფერს შეცვლის.
- გიკრძალავთ მისი სახელის ჩემთან ხსენებას.სულ არ ვაპირებ თავი ვიტანჯოო.

რამდენიმე დღე ისე გავიდა ნინა გარეთ არ გადიოდა .ნატა იტანჯებოდა მეგობრის უბედურება ტანჯავდა. თავს უსუსურად გრძნობდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ნინას ოთახში შეუვარდა .
- ეხლა ადგები თუ იდნავ მაინც გიყვარვარ. არ მაინტერესებს ექიმთან მივდივართ მკვდრის ფერი გადევს. გინდა თავი მოიკლა? კაცის გამო? მორჩი, ადექი უარესებიც გადაგვიტანია ერთად და გავუძელით.
- მაპატიე რომ ასე დაგაწექი ზურგზე 1კვირაა.. ავდგები მორჩა.. ყველაფერს ვიზამ რასაც მეტყვი.
- ადექი წყალი გადაივლე.ექიმთან წავიდეთ,მერე სამსახურში წახვალ.
იმ დღემ ნინას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.. ნატას დაუჯერა ექიმთან გაყვა ყველანიარი გამოკვლევა გაიკეთა . მოსაცდელში იყვენენ, როცა ექიმმა კაბკნეტში უხმო.ისიც ნატასთან ერთად შევიდა..
- მობრძანდით თქვენი გამოკვლევების პასუხი მზადა.
- რამე ცუდი მჭირა ექიმო?
- თავს უნდა მიხედოთ.. ისეთი არაფერია თქვენს მდგომარეობას რაც არ შეესაბამება.
- რას მდგომარეობას ექიმო?
- ორსულად ხართ 10 კვირის.გილოცავთ .ეხლა გავრკვიოთ ნაყოფის მდგომარეობა. ექპსკოპია უნდა გადაიღოთ. 102 კაბინეტში მიბრძანდით.
ნინა გაშეშდა ვერ გადაეხარშა ჯერ ტვინს რა უთხრა ექიმმ.ნატამ მოიყვანა გონს..
-ნინა გესმის ჩემი?
- მესმის.
- წამოდი გავიდეთ გარეთ . მადლობა ექიმო.
- ეხოსკოპიის პასუხები მომიტანეთ შემდეგ დანიშნულებას მოგცემთ.
- დიახ მადლობა

ნატამ გარეთ გაიყვანა ნინა..
- ეხლა მომისმინე გონზე მოდი და მითხარი რა ვქნათ.. ხომ იცი სულ შენს გვერდით ვარ.
- სანდოს შვილი მეყოლება და არ ვიცი რას ვგრძნობ ეხლა ან რა უნდა ვქნა მომავალში.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.ეხლა წავიდეთ ეხოსკოპიაზე და მერე მოვიფიქროთ რა ვქნათ .

- გილოცავთ ტყუპები გყავთ .სქესსაც მალე გავიგებთ მომდევნო ვიზიტზე.
- ღმერთო რა მაგარია ტყუპების დეიდა ვიქნები..
- მეშინია ..
- ვიცი ჩემო საყვარელო.მე ვიზრუნებ შენზე.
იმ დღეს სამსახურში არ წასულა გადატყვეტილება უნდა მიეღო რა ექნა..სახლში იყო ნატასთან ერთად აფორიაქებული და შეშინებული.
- მისმინე ნინა არ ვიცი როგორ გკითხო მაგრამ აპირებ სანდროს უთხრა ?
- იცი სანდრო ჩემთვის მკვდარია მაგრამ შვილები გვეყოლება უნდა იცოდეს ვერ დავმალავ.ვეტყვი და როგორც უნდა ისე მოიქცეს. .
-ასეთი კარგი როგორ ხარ?როდის ეტყვი?
- არ ვიცი მალე..
საუბარში იყვნენ როცა კარზე ზარი დარეკეს .
- მე გავაღებ შენ იჯექი უთხრა ნინამ და კარისკენ წავიდა ..კარზე ლეილა იდგა ..
- გამარჯობათ. შემოდით .
- არ გინდა ეს ზრდილობიანი გოგოს იმიჯი . გავიგე სანდრომ მიგატოვა.მიხვდებოდა ალბათ რა ხილიც ბრძანდებოდი.
- რა გნებავთ?
- რა მნებავს და ჩემს შვილს არასდროს გადაეყარო გზაზე. არასოდეს .. ხო ეს კონპენსაცია ჩემს შვილთან გატარებული დროის. როგორც გინდა მოიხმარე...
- საკმარისიაა გაეთრიეთ აქიდან , წაიღეთ თქვენი ბინძური ფული აქ აღარასდროს მოხვიდეთ.. ძალით გააგდო სახლოდან ნატამ.
- მოდი ჩემო კარგო არ იტირო ხო იცი არ შეიძლება შენთვის..
- დავიღალე ამდენი დამცირებით ..
- ეხლა დავისვენოთ ხვალ უკეთესი დღე გათენდება.
- ნუ გეშინია აღარ ვიტირებ.
მეორე დილით ნინა სანდრო სახლის წინ იყო მტკიცე გადაწყვეტილებით,უნდა სცოდნოდა სიმართლე. კარზე ზარი დარეკა. დიდხან ელოდა სანამ ვიღაც ნახევრად შიშველმა ქერამ არ გაუღო კარი.. არა არაფერი უგრძვნია არც ტკივილი მეტად ვერც გააკვირვებდა სანდრო .
- ვინ არის? დაიძახა საიდანღაც სანდრომ
- არ ვიცი ვიღაც გოგოა .
სანდრო გამოვიდა ნინას დანახვა გაუკვირდა მაგრამ მისთვის მაინც სულ ერთი იყო.
- რა ხდება რატომ მოხვედი?
- სალაპარაკო გვაქვს მარტო.
- ჩაიცვი და წადი უთხრა ქერას.
მარტო დარჩნენ საუბარი სანდრომ წამოიწყო..
- რამ შეგაწუხა ?
- სალაპარაკო გვაქვს მნიშვნელოვაანი რაღაც უნდა გითხრა.
- მოიცა არ მითხრა რომ საყვარელს დაშორდი და ისევ ჩემთან გინდა დაბრუნება. ნუ პრინციპში არ ვარ წინააღმდეგი შევხვდეთ ხოლმე..
- იცი გადავიფიქრე ჯანდაბამდე გზა გქონია შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს . ის დღე დასწყევლოს ღმერთმა შენ რომ გადაგეყარე. მეზიზღები, გული მერევა შენს ქცევებზე. იმედია ერთ დღეს ინანებ ამ ყველაფერს ..
- იცოდე თვალით არ დამენახო, გერჩივნოს არსად გადამეყარო.
- რათქმაუნდა..
კარი გაიხურა და წავიდა ამაყად რადგან იცოდა რომ ყველაფერი სწორად გააკეთა. იმასაც არაუშავდა რომ მარტო გაზრდიდა ბავშვებს, რომ მამა არ ეყოლებოდათ.ყველაფერს გაუძლებდა..ეს ზუსტად იცოდა.
ეხლა ვერ დაეცემოდა. ყველაფერი უნდა ეღონა რომ ფეხზე დამდგარიყო.სამსახურში წავიდა უნდა დალაპრაკებოდა დიანას და ილიას. მათ ქორწილსაც ვერ დაესწრო.მისულზე ყველა გულთბილად მიესალმა. იცოდა ილაიამ როგორ იქნებოდა ეხლა ნინა ზედმეტად ვერ შეაწუხებდა კითხვებით.
- მაპატიეთ ვერ მოვედი თქვენს ქორწილში. ეხლა გილოცავთ მინდა მუდამ ბედნიერებას ასხივევბდეთ..
- მადლობა ჩემო კარგო გადაეხვია ილია. რაც შეეხება ქორწილში არ მოსვლას დაივიწყე ..
- იცი მთავარია ცუდი პერიიოდი გადალახე. და ისევ ჩვენთან ხარ. ძალიან გვენატრებიდით.
- მეც მომენატრეთ ძალიან. თუ არ ვიმუშავე ჭკუიდან გადავალ.
- რამეში დახმარება თუ დაგჭირდა აქ ვართ..
- ვიცი დიდი მადლობა თქვენ.
იმ დღეს გული გადააყოლა სამუშოს. აღარ ჰქონდა სანდროზე ფიქრის დრო . ოდნავ შვება იგრძნო.დღის ბოლოს კი ხავიერი მივიდა მასთან.
-ნინა უნდა ვილაპარაკოთ გთხოვ.
- სალაპარაკო არაფერია .
- მაპატიე არ უნდა მეკოცნა იმ დღეს შენთვის მაპატიე. გეფიცები ვნანობ, შემიყვარდი იცი? სიგიჟემდე მიყვარხარ. არც მე ვიცი როდის მოხდა ეს ,ისიც ვიცი რომ სხვა გიყვარს.მე ცუდი განზრახვები არ მამოძრავებს .
- ხავიერ გაპატიე. უბრალოდ შენს გრძნობებს ვერ მივიღებ .
- ვიცი ჩემი გრძნობები უპასუხოა, მაგრამ გთხოვ უფლება მომეცი გამოვასწორო ჩემი შეცდომა . დაველაპარაკები სანდროს და ვეტყვი როგორც იყო ყველაფერი.
- არაა საჭირო ჩვენ დავამთავრეთ. ნუ ჩაერევი ძლიან გთხოვ . ეხლა უნდა წავიდე.მადლობა გულწრფელობისთვის.
- ნინა თუ ოდესმე რამე დაგჭირდა აქ ვარ იცოდე. .
- მადლობა..

- რა ჯანდაბას აკეთებ შენ მთლად გამო.......დი რეებს უშვები ნინას არ გეყო? შენთან სალაპარაკოდ მოვიდა . იქნებ რა ჰქონდა სათქმელი? შენ რა ქენი?
- გეყოფა ბექა. დარწმუნებული ვარ ნატა გეტყოდა თუ როგორ ტიროდა ჩემს გამო მისი დაქალი.
- მარლა ს...რი ხარ.
ბრაზობდა ბექა . ცხოვრებაში პირველად ბრაზობდა მეგობარზე რომელსაც 28 წელი იცნობდა . ბრაზობდა საკუთარ თავზე, რადგან იცოდა ნატასთანაც ეძაბებოდა ურთიერთობა. გოგონა თავს არიდებდა მასთან კონტაქტს. ბუნებრვი იყო მისი ეს ქცევა. ნატა პირველი გოგო იყო რომლითაც დაინტერესდა და არ იცოდა როგორ შეენარჩუნებინა ის.



№1 სტუმარი სტუმარი დათო

ეს რა ....ობა წავიკითხე : D

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

ვაიმეე ძლივს დაიდო ახალი თავი . ნუ იკარგები როდის დადებ შემდეგ თავს.ისე ჯარიმის სახით დღეს დადე ????????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ მალე
დადეეე რა

 


№4 სტუმარი nini

Auu male dadeb?

 


№5 სტუმარი ანსი

შემდეგ თავს აღარ დებთ? უინტერესო ხდება ამდენი ლოდინის მერე კითხვა. თავიდან უნდა გადაიკითხო რო მიხვდე რას კითხულობ

 


№6 სტუმარი თიკა

აღარ დებ შემდეგ თავას ? აუ დადე რა ესე არ შეიძლება თუ დაიწყებთ დაწერას და ატვირთვას დაასრულეთ ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent