შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეხუთე


6-11-2023, 16:35
ნანახია 652

სადარბაზოში შემწვარი ხორცის გემრიელი სურნელი ტრი-ალებდა და სასიამოვნოდ მიღიზიანებდა კუჭს. სახლში შესვ- ლისას დედა უჩვეულოდ გახარებული და აგზნებული დამხვდა.
-მერი!
-ჰო.
-ნახე, როგორი იდეა მაქვს!
წამიერად გავიფიქრე,ინგლისში გასამგზავრებელი ბილეთების დაჯავშნას ხომ არ აპირებს-მეთქი, მაგრამ ეს აზრი მალევე გამეფანტა, რადგან ამის ფინანსური შესაძლებლობა ნამდვილად არ გვქონდა. წამიერი სიხარულიც უკვალოდ გაქრა და უმნიშვნელოდ დამწყდა გული, ოდნავ დავსევდიანდი და უწინდელი 0.03- წამიანი აღტაცება გულშივე ჩაიწვა.
-როგორი?-უხალისოდ შევეკითხე.
-ახალი წლისათვის შეგიძლია ნებისმიერი ოთხი მეგობარი დაპატიჟო!
ინგლისში გამგზავრების ტოლფასი არ იყო, მაგრამ არაუშავდა.
-ვააა! რა მაგარია! დიდი მადლობა!- გავიოცე. თითქოს დიდი
ხნის სანუკვარი ოცნება ამიხდინაო და ჩავეხუტე.
მას მეტის გაკეთება ჩემთვის ნამდვილად არ შეეძლო. ამისათვის კი ნამდვილად მადლობელი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ არ ამხდენია, სურვილი კი ნამდვილად შემისრულდა და ჩემი რეაქციაც სიყალბეს არ წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ გავაზვიადე, გული რომ არ სტკენოდა და ეფიქრა, ოცნება ამიხდინა.
არ მწყინდა, თუმცა გულის სიღრმეში კი მსურდა, ოდესმე დამდგარიყო ჩემთვის სანატრელი წუთი.
თუმცა ამას საკუთარი თავისგან უფრო ველოდი, ვიდრე ვინმე
სხვისაგან.
სახლში ღუმელში „მყოფი“ ნამცხვრის სურნელისა და ჰაერის დიფუზია მის გავრცელებასა და მთელ ოთახში ტრიალს განაპირობებდა. რამდენიმე წუთში ჰაერი გაფრქვეულ სუნა- მოსაც შეერწყა და შერეულმა სურნელმა სასიამოვნო და მყუდრო გახადა ჩვენი პატარა ბინა.
კუთხეში მდგარ სავარძელში მოვკალათდი და მუხლებზე „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ გადავშალე. ნოემბრის დასასრულს ქარის მიერ მოტანილი ღრუბელი განწყობას სულაც არ მიფუჭებდა, პირიქით, თბილ სახლში მყუდროებას ამეფებდა და ყურებამდე მაღიმებდა. სულაც აღარ მახსოვდა დილის ამბავი. არც წარსულში განცდილი ემოციები და გულისტკენა. ეს რამდენიმე წამი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, დაევიწყებინა ყოველივე ცუდი. არც ზედმეტი სიხარულით ვიყავი განმსჭვა- ლული. უბრალოდ, არც სევდა მაწვა გულზე ლოდად და არც ბედნიერება აღმაფრთოვანებდა. ემოცია არ მაწუხებდა. მხოლოდ სავარძელში მოკალათებული მუხლებზე გადაშლილ წიგნში აღწერილ სამყაროს ვადევნებდი თვალს და სიამოვნებას განვიცდიდი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მსურდა გაგრძელებულიყო.
და, რა თქმა უნდა, დასასრული ყველაფერს აქვს. არაფერია სამარადისო. სიცოცხლეც კი, არათუ წამიერი სიამოვნება, რომელსაც ვიცოდი, უსიამოვნებით, კამათითა და გარშემო განვითარებული მოვლენებით თვალის დახამხამებაში მოეღე-ბოდა ბოლო.
საბოლოოდ, თავად მე მომიწია ჩემი მყუდრო გარემო გამენადგურებინა და ფერფლად მექცია. ოჰ, ეს მოვალეობა! როგორ იცის შემოჭრა ადამიანის შენაგან სამყაროში და ტკბილ სიროფს მომწამვლელ შხამად აქცევს. სიამოვნება წამში უჩინარდება და კვლავ იგივე! ის წიგნები, ის კალმები...
სამუდამოდ გაქცევა მომინდა.
თუმცა ვიცოდი, ესეც არ იქნებოდა მარადიული.
ესეც დასრულდება, როცა სამოთხის ან ჯოჯოხეთის კარზე
მომიწევს დაკაკუნება.
სამარადჟამოდ დავიტანჯები ან საბოლოოდ ვიგრძნობ სიმშვიდეს. დაუსრულებლად.
მაშინ მაინც ვიპოვი საკუთარ თავს.
-„და, იქნებ რაღაც უნდა შეიცვალოს? იქნებ არ მომიწიოს მიწაში ჩასვენებამდე ლოდინი?“-გავიფიქრე ჩემთვის.
იქნებ მქონდა უნარი, თავი დამეღწია ამ სამყაროსაგან...
მგონი შემეძლო.
ვინ იცის!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent