არასოდეს თქვა არასოდეს
საყვარელი ადამიანების დაკარგვა ყველაზე საშინელებაა ალბად ცხოვრებაში, ტკივილი და მონატრება მშობლებისადმი,დეპრესია და ხალხის უაზრო მითქმა მოთქმა: ეხლა სად უნდა წავიდეს ? რა ეშველება ?არადა როგორი ლამაზია.დანანებით უყურებდა ხალხი შავებში შემოსილ გოგონას გაუჩერებლად მსჯელობდნენ გოგონას მომავლზე. ნია ანჯაფარიძე არაფლით გამორჩეული გოგონა გახლდათ, სუსტი თითქმის გადატყდომაზე მყოფი გოგონა ჩამქრალი თაფლისფერი თვალებითა და მოკლე თმით,შეიძლება ლამაზიც უფრო ყოფილიყო ამდენი უბედურება რომ არ შემთხვეოდა..: 17 წლის გახლდათ მშობლები რომ დაკარგა ავტოავარიით, მაშინ ეგონა რომ ცა ჩამოექცა თავზე, უარესი დარტყმა კი მამიდაშვილებისგან მიიღო როცა მშობლების დაკრძალვიდან 13 დღის შემდეგ სახლის კარი ცხვირწინ მიუხურეს და გარეთ გამოაგდეს, არცუფიქრიათ რა მოუვიდოდა 17 წლის გოგოს ღამის 10 საათზე გარეთ სრულიად დაუცველს და მარტოს.ერთხანს პარკში იჯდა და ტიროდა, დატიროდა დედის და მამის სიკვდილს, უსახლკარობას და ვერწარმოდგენილ მომავალს,. 2 დღე გაატარა პარკში ნიამ, სკამზე ნაძინები წესიერადაც ვერ დგებოდა, ერთი 5 ლარიანი ეგდო მხოლოდ მოსაცმლის მარჯვენა ჯიბეში რომლის დახარჯვაც კი ენანბოდა, ფიქრობდა რომ თუ ძალიან ცუდად გახდებოდა შიმშილისგან მაშინ იყიდდა წყალს ან ბულკს, ზოგ გამვლელს უსახლკაროც კი ეგონა ისეთი მოუწესრიგებელი იყო ნია, თუმცა განა ესე არიყო ? არც სახლი ქონდა და არც მეგობრები ყავდა რომლებიც ხელს გამოუწვდიდნენ გაჭირვების დროს. იცოდა ნიამ რაღაც უნდა შეეცვალა მაგრამ რა ? განა ასეთი ადვილი იყო 17 წლის გოგონასთვის ცხოვრების ახლად დაწყება ? ისიც კი არიცოდა საიდან დაეწყო და რა გაეკეთებინა, მაგრამ ფაქტია რომ თუ რამეს არ მოიფიქრებდა შიმშილისგან ან ყინვისგან გალევდა სულს. ალბად მართლაც ესე მოხდებოდა რომარა წითელთმიანი გოგონა რომელმაც ნია შეიფარა და როგორც და ისე მიიღო, უყოფდა საწმელს და ცდილობდა ამ დეპრესიისგან გამოეყვანა ნია , რატომ ? იმიტომ რო ნატალიასთვის ეს ტკივილი ცნობილი იყო, მასაც დედმამა დაეღუპა ძმამ კი ფეხებზე დაიკიდა, სახლი გაყიდა და ფულიანად წავიდა ისე რომ ნატალიასთვის არაფელი უკითხავს, ამის შემდეგ იგემა ნატალიამ მარტოობის და ტკივილის გემო, ქუთაისის ერთ–ერთ გარეუბანში დაეგირავებინა ბინა და მუშაობდა საკანცელარიო მაღაზიაში, მართალია თავზე საყრელად არქონდა შემოსავალი მაგრამ ამითაც კმაყოფილი იყო. დრო გადიოდა ნია და ნატალია კი ერთ ოჯახად იქცნენ რომლების არასდროს ყოლიათ, როდესაც ნია 18 გახდა ნატალიამ ნიას სამსახური უშოვა სათვალეების მაღაზიაში კონსულტანტად, დღეში 15 ლარს უხდიდნენ და იმას ჯერდებოდა რაც ქონდა,.ყოველშემთხვევაში ნატალიას ხარჯზე არუწევდა ცხოვრება და ამ ფაქტით კმაყოფილი იყო. –ნატალია ადექი რა ! 10 საათა იცოდე დაგაგვიანდება მისვლა და ჯემალის ყბიდან ვერამოხვალ. უძახოდა ნახევრად მძინარე დაქალს ნია თან ყავას აკეთებდა რათა გამოფხიზლებაში დახმარებოდა –ნია მოგკლავ იცოდე და ტყეში დაგმარხავ ჯემალასაც მოგაყოლებ უკანნნნნნნნ! –კარგი რა ადექი და გავიდეთ მეც მაგვაინდება! საბანი გადახადა დაქალს და ყავის ფინჯანი ცხვირთან ახლოს აუფრიალა იმის იმედით რომ გამოფხიზლდებოდა,ნატალიამაც არდააყოვნა და სწრაფად გაახილა თვალბი,ეშმაკური ღიმილით ახედა მოცინარ ნიას და ყავა უმალვე გადაუშვა სასულესი. ბედნიერი უყურებდა მისზე 3 წლით პატარა დაქალს და გული სითბოდი ევსებოდა ნატალიას. 11 საათი იყო ნატალიამ საკანცელარიო მაღაზია რომ გაააღო ტან უფროსის გაფრთხილებაც მიიღო რო მეტჯერ ასე გვიან თუ გააღებდა საკანცელარიოს სხვა სამსახურის ძებნა მოუწევდა, – ღმერთო ამკაცმა სიცოცხლე გამიმწარა, გაიფიქრა გულში და ბუზღუნით დაიკავა მისი ადგილი,. ნია კი ამდროს სათვალეების გაყიდვას ცდილობდა თან გრძნობდა უფროსის დაჟინებულ მზერას და ოსტატურად აიგნორებდა, არა მაინც რა უნდოდა ? შვილისტოლა იყო ნია მამუკასთან შედარებით და მაინც როგორ თავხედურად ათვალიერებდა ნიას სუსტ და გალეულ სხეულს.სამსახურიდან გამოსულ ნიას თავსხმა წვიმაში მოუწია გაჩერებამდე მისვლა, სულ გაწუწული იყო და კანკალს აეტანა,ტელეფონი ამოიღო და ნატალიას დაურეკა იმის იმედით რომ აიღებდა, მაგრამ უშედეგოდ, დაღონებულმა დააბრუნა ტელეფონი ჯიბეში და მჭიდროდ შემოიხვია მოსაცმელი, იქნებ ამგზით მინც ეგრძნო ცოტა სითბო, თუმცა სრულიად უიმედოდ. 10 წუთის ლოდინით დაღლილმა და გაყინულმა სიარული დაიწყო ერტადგილას თითქოსდა ესე უფორო ადრე მოვიდოდა მარშუტი, მარჯვენა მხარეს გამომავალ მაქანას მოკრა თვალი , რამოდენიმეჯერ დაენახა ნიას ეს მანქანა სამსახურთანაც და სახლთანაც ახლოს ფიქრობდა რომ დამთხვევა იყო, 18 წლის გოგო ანდაც რას იფიქრებდა ვინიჯდა მანქანაში, ისიც კი არდაუშვია რომ შეიძლებოდა ვინმეს თვალყური ედევნებინა მისთვის. ნატალია კი გაცოფებული იჯდა მაგიდასთან და ჯემალს მკვლელის თვალებთ უყურებდა,არა მაინც როგორ შეეძლო ამ კაცს ესეთი ცუდი ყოფილიყო ? იმის მაგივრად რომ ნატალია 7 საათზე გაეშვა უკვე 9 ხდებოდა და კიდე აქ აყურყუტებდა, თურმე დასჯის მეთოდი ქონია ესეთი. –იდიოტი კაცი, გაბრაზებული იყურებოდა მაღაზიიდან გარეთ და ფიქრობდა როგორ წასულიყო სახლში, რადგან ამ წვიმაში დასველება და გაციება არიქნებოდა კარგი აზრი, თან გულში საშინლად ნერვიულობდა ნიაზე რადგან დანარეკზე არპასუხობდა,. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.