ორი გული, განსხვავებული სამყაროებიდან (თავი2)
ყოველთვის ეზიზღებოდა საავადმყოფოებში დატრიალებული სუნი, მედიკამენტების და უამრავი სასტერელიზაციო ხსნარის არომატი უწვავდა ცხვირს. ხალხი უმისამართოდ ირეოდა , სკამებზე პაციენტები იყვნენ ჩამწკრივებული,ღმერთმა იცის რა უჭირდათ. დამძიმებულმა შეაბიჯა საავადმყოფოში,მიმღებში გოგი ბაგრატიონი იკითხა და მეექვსე სართულზე გაუშვეს ,სარეანიმაციო განყოფილებაში.ფეხის კანკალით შევიდა ლიფტში, გული კარგს არ უგრძნობდა უკვე ექვსი თვეა გასული რაც მამამისი იმ საშინელი ავარიის მერე კომატოზურ მდგომარეობაშ იმყოფება, გული და ტვინი სუსტად უმუშავებს ,რამდენჯერმე ელექტროშოკით მოიყვანეს გონს, ექიმები მხოლოდ სასწაულის იმედზე რჩებიან,სხვა შემთხვევაში აპარატიდან გამორთვის მეტი არაფერი შეუძლიათ. გაფითრეული გამოვიდა ლიფტიდან , ექთანმა სასტერელიზაციო ოთახში შეიყვანა , ხალათი ,თავსაბურავი,ბახილები და პირბადე მოირგო. ხელთათმნების გაკეთებაში ექთანი დაეხმარა,ხელები ისეთი გაყინული ჰქონდა ექთანმა ერთ წამს იფიქრა ცუდად ხომ არ არისო .მაგრამ გოგონა არ დრკებოდა , მძიმე ნაბიჯებით შევიდა განყოფილებაში, ფარდა ხელისკანკალით გადასწია და ჟანგბადის აპარატზე შეერთებული ჭაღარა ,ფერდაკარგული კაცი,ისე იწვა თითქოს უბრალოდ ეძინა ,ღრმა ძილით ეძნა . -საღამომშიდობის მა - ყელში გაჩხერილი ბურთი გადააგორა დამამაკაცის ყურთან დაიჩურჩულა, იცოდა რომ პასუხს ვერ დაუბრუნებდა ,მაგრამ უფრო მეტად იმედი ჰქონდა რომ რაღაც სასწაული გონს მოიყვანდა ,იქნებ სულაც ესმოდა ელისაბედის ლაპარაკი ,მაგრამ განზრახ არ ახელდა თვალს, უნდოდა რომ გოგონა ბოლომდე გახსნილიყო და დაცლილიყო მამასთან ,როგორც ამას ბავშვობაში აკეთებდა,იქნებ უნდოდა მისი ერთადერთი შვილის გულის დარდი მოესმინა ,გაეგო რატომ გაუფუჭდა შვილთან ურთიერთობა ,მაგრამ საერთოდ არაფერი -კაცი იწვა გაუნძრევლად,უგონოდ ,აპარატების ზუზუნი და მისი სუსტი გულისცემა არღვევდა სიჩუმეს -იცი მა, - მოზრდილი ნერწყვი გადააგორა ყელშ და ღრმად ჩაისუნთქა - მომენატრა შენტან ჩხუბი ,ჩვენი გაუთავებელი კამათი კომპანიის უფროსობაზე - ტუჩის კუთხე უნებურად ჩაუტყდა -ხომ იცი ვერ ვიტან მაგ შენს სამსახურს,ან იქნებ არც იცი- ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა - დედას ძალიან უჭირს ყველაფრის მართვა , ახლა რომ გეღვიძოს ალბათ მეტყოდი მერე შენ რისთვის ხარ,ამხელა განათლება უაზროდ კი არ უნდა გქონდეს მაგ ტვინში გამოკეტილი,ადექი და ჩემი სკამი დაიკავეო - ისევ ჩაეღიმა და ცრემლებით სავსე თვალები მის სახეს გაუსწორა -რა მოხდება რომ გაიღვიძო? - ხმამაღლა წარმოთქვა და გულამოსკვნილმა მისცა ცრემლებს გასაქანი -გეფიცები დაგიჯერებ,აღარ გაგიჯიუტდები , ჯანდაბა მაგ შენს კომპანიას წამოვალ და ვიმუშავებ, გვერდით დაგიდგები,ყველაგნ წამოვალ სადაც მეტყვი,ოღონდ შენ დამიბრუნდი მა,უშენოდ საყრდენი მეცლება მა - მთელი ხმიტ ქვითინებდა და თბილ ხელს უკოცნიდა . ერთ მომენტში გულისცემა გაუხშირდა მამაკაცს ,ელისაბედი გიჟივით გავარდა გარეთ და ექიმს დაუძახა. -დაწყნარდით ახლავე შევამოწმებთ - აფორიაქებლმა ექიმმა წნევა და პულსი ხელახლა შეუმოწმა ,მაგრამ ისევ სუსტდებოდა,იმაზე მარალი იყო ვიდრე ელისაბედის მოსვლამდე,მაგრამმაინც ნელდებოდა . -ალბათ წამიერი მოქმედება იყო ჩემო ძვირფასო ,შეხებაზე ჰქონდა რეაქცია,ადამიანია ბოლოდაბოლო.- ჩუმად ჩაილაპარაკა შუახნის კაცმა და რეანიმაციის განყოფილება დატოვა -მა,ჩემი გესმოდა ხო? - ცრემლებით დანამულ სახეზე ღიმილი აუთამაშდა- ამიტომ აგიჩქარდა გული ჩემო მა - ნაზად მოეფერა ჭაღარა თმებზე - ნეტავ ახლა შენი სიცილი მომასმენინა ,როგორც დამცინოდი ხოლმე როცა შენზე გაბრაზებლი,მაინც მენერვიულებოდა შენს ერთ მძიმე სუნთქვაზეც კი.რა იყო მამა რა გჭრს კი არ ვკვდები -ბოლო სიტყვები ისე წარმოტქვა როგორც მამამისი იტყოდა და თავადვე ჩაეღიმა - არ დამტოვო გთხოვ - ჩუმად ჩაილაპარაკა მის ყურთან და შუბლზე ეამბორა - ღამემშვიდობის გოგი მამიკო - ისე დაუძახა როგორც ბავშვობაში ეძახდა ხოლმე - ხვალ საღამოს კიდევ გინახულებ - ხელზე ნაზად შეეხო და გულაჩქარებულმა დატოვა რეანიმაცია . პირდაპირ სახლში წავიდა, დედამისს ესემესი მიწერა მამასთან ვყავი არ ინერვიულო ,არაფერი ცვლილება არ არისო და მძიმედ ჩაეშვა საწოლში,ფიქრებისგან დაღლილს ჩაეძნა . ერეკლე კაჭარავა ერეკლე და მართა სახლში წავიდნენ,ერეკლეს ჯერ კიდევ ბატონი გოგის მანქანა ჰყავდა,ქალბატონმა ნათიამ უთხრა თუ დამჭირდები ვერ დაველოდები ტაქსით როდის მოხვალ ,ამიტომ ჯობია მანქანა შენ გყავდესო . სახლში გარიზიანებული მივიდა,იფიქრა ანუკის მივწერ ან დავურეკავო,მაგრამ მისი დღევანდელი საქციელი გაახსენდა და გადაიფიქრა მიწერა.მძიმედ ჩაეშვა სავარძელში და მართას ყავის გაკეთება სთხოვა . მოგიყვებიტ ცოტას ერეკლეს შესახებ და მერე იმას თუ როგორ გაიცნო ანუკი. ერეკლეს მამა -ოთარი ბატონი გოგის ბავშვობის მეგობარი იყო, ოთარმა სთხოვა მის ძმააკაცს რომ ერეკლე სამსახურში მიეღო,ნებისმიერ თანამდებობაზე,მთავარი იყო ტავის შრომით ეშოვა ფული დანარჩენს კი ტავად მიხედავდა, 20 წლის იყო ერეკლე პირელად რომ გაიცნო ბატონი გოგი , გოგის ამ ბიჭის უნარჩვევები აოცებდა,ამიტომ საკუთაი ხარჯებით დაუფინანსა უნივერსიტეტი ,პარალელურად მის პირად მძღოლად და დაცვად დააწყებინა მუშაობა, საკმაოდ ჩამოყალიებული ტანის ახალგაზრდა იყო,პირველივე დანახვისას იფიქრა გოგიმ რომ ამ ბიჭს ვარჯიში ქვეყანას ერჩია . მაღალი ,ტანადი,მუქი ფერის თმით , ჭაობისფერი თვალებით ,ოდნავ კეხიანი ცხვირით,მკაცრად გამოვეთილი ყვრიმალებიტ, 20 წლის ასაკში ნამდვილად ვერ გეტყვით წვერი ამშვენებდა თქო,მაგრამ ახლა ნამდვილად ამშვენებს. 22 წლის იყო მამამისი ავარიაში რომ მოყვა , სამი თვე ძლივს გასტანა მაგრამ გული გაუჩერდა. ერეკლესთვის მამის დაკარგვაზე რთული არაფერი ყოფილა,19 წლის და დარჩა მოსავლელი, გოგონას ყველაზე მეტად უჭირდა მამასთან განშორება,დღეს და ღამეს ტირილში ასწორებდა, არც დედა ჰყავდათ ,12 წლის იყო მართა დედამისი ვიღაც კაცს რომ გაეკიდა და დატოვა შვილები ქმრის ამარა. კაცმა ცხოვრება დათმო შვილებისთვის,მაგრამ ახლა არარც ის ჰყავდათ. ბევრმა დრომ გაიარა ტირილშ და ტკივილში თუმცა რომ ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო ,მართლები ყოფილან . ერეკლეს მამობა ფაქტობრივად გოგიმ გაუწია, ერთადერთი მამას არ ეძახდა თორემ ყველანაირად მამა-შვილივით იყვნენ.ამიტომ ფიქრობდა ერეკლე ,რომ ერთი გათამამებული და ტუტუცი გოგო იყო ელისაბედი,როცა ურეკავდა მამამისი და მათთან ვახშმობას სთხოვდა,გოგონა სულ უარზე იყო.მიზეზები არ ელეოდა, ალბათ მძღოლთან ერთად ვახშმობა ეთაკილებოდა. რაც შეეხება ანკის და ერეკლეს,როგორც იცით ანუკის დედა გოგის კომპანიის პიარმენეჯერია ,ანუკი ხშირად დადიოდა დედის სანახავად,ხოდა ამ ვიზიტების დროს გაიცნო ერეკლე,ბიჭი მუდამ სმოკინგში გამოწყობილი დადიოდა,საკმაოდ ძვირიანი მანქანით,თავიან ეგონა რომ ამ კომპანიაში მუშაობდა თანამდეობაზე ,მასთან გამოლაპარაკება სცადა და შედეგიც მიიღო,თავად იყო ინიციატორი ,ერეკლე ყოველთვის მუშაობდა და ნაკლები დრო ჰქონდა პირადი ცხოვრებისთვის, 6 თვიანი ნაცნობობიშ შემდეგ სიმპათია ერეკლეშიც გამოიწვია ანუკიმ,ის საკმაოდ ლამაზი გოგონაა, ოქროსფერი თმით,ლამაზი ნაკვთებით,ლურჯი თვალებით და ვიქტორიას მოდელებს სულ არ ჩამოუვარდება ტანით . თავიდან რომ გაიგო მისი საყვარელი მამაკაცი მძღოლი იყო,ერთი კვირა მისგან თავს შორს იჭერდა ,საკმაოდ მაღალი სტანდარტების გოგო გახლავთ,მაგრამ როგორც ჩანს მართლა შეუყვარდა ერეკლე,სტანდარტებს გადააბიჯა და ერეკლესთან ურთიერთობა ააწყო .ბიჭს არასდროს დაუმალავს თაისი სამსახური,არასდროს ეთაკილებოდა რომ თვითონ მძღოლი იყო ,მისი შეყვარებული კი ბიზნესმენის ქალიშვილი. მძღოლთან შედარებით საკმაო ხელფასი ჰქონდა ,ამ საქართველოში თუ ვინმე არ გყავს ამხელა ხელფასი ალბატ მხოლოდ რიგ პარლამენტარებს ექნებათ. გოგონას უამრავ საჩუქარს ჩუქნიდა ,საკმაოდ პრესტიჟულ რესტორნებში დადიოდნენ პაემაზე,ეს ყველაფერი ანუკის ცამდე აბედნიერებდა,მაგრამ ერეკლეს თითქოს რაღაც აკლდა,ეს ყველაფერი სიყვარულზე უფრო მეტად მოწონებას და გატაცებას ჰგავდა,როცა ადამიანი გიყვარს მასთან ბედნიერებისგან ბრწყინავს ,რაც არ უნდა ცუდ დღეში იყო,მისი დანახვაც გაბედნიერებს ,თუმცა ზუსტად ეს აკლდა ანუკისთან. მისი ეს ეჭვები ,ფიქრები უფრო გაღრმავდა,როცა ბატონი გოგი მოულოდნელად გაქრა ქვეყნიდან და ერეკლეს ხელფასი მინიმუმამდე დაეცა. ანუკის ხასიათი გაუფუჭდა ,უფრო და უფრო მეტი უნდოდა ,მაგრამ ერეკლეს მის გარდა კიდევ ჰყავდა საზრუნავი,მართას თავს ევლებოდა ,სიცოცხლეს ერჩივნა საკუთარი და. საღამოს მომხდარმა უფრო გააცოფა ერეკლე,ანუკის გამოხტომები არადა არ სრულდებოდა.მის მიმართ ის მოწონებაც კი უქრებოდა რაც ჰქონდა.მაგრამ ანუკი საკმაოდ მგრძნობიარე იყო,შეიძლება მატერიალისტი ,მაგრამ მარლა უყვარდა ერეკლე,ღმერთმა იცის რას მოიმოქმედებდა ერეკლეს ახლავე რომ ეთხოვა დაშორება. ფიქრებში გართულმა დალია ყავა და სავარზელშივე მიეძინა . დილით ელისაბედი ნიკოლოზის ზარმა გამოაღვიძა @ -ელო რას შვები ?გაგაღვიძე? -ხო გუშნ გვიან ჩამძნა,მამასთან ვიყავი ნიკუშ , შენ რას შვები? -რავქნა ჰა ,თინას ველოდები ,ჩამოვიდეს რო სამსახურში გავიდეთ.როგორ არი ბიძა -არ ვიცი ნიკუშ, არაფერი ცვლილება არ არის , გული ძაან ცუდად მაქვს ,იმედები თითქოს მიქრება -კაი ბაჭიავ ნუ დარდობ რა,ძ₾იერი კაცია ხო იცი გადაიტანს -არ ვიცი ნიკუშ ,არ ვიცი -მისმინე საღამოს ბარში მოვალ რა, რაღაცა საბუთები უნდა განახო,დედაშენი ვერ უგებს,არ იცის ეს პროექტირება რა,შენ უნდა ნახო სხვა ხოდი არ არი -ჯანდაბა თქვენ და თქვენს კომპაიას -ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა -ვიცი რო არ გინდა ეს კომპანიაში მუშაობა,მარა რა ვქნათ შენს მეტი ვერავინ გვიშველის -კაი ხო ნიკუშ ნუ დამღალე ამ კომპანით,წავედი უნდა ავდგე და სავარჯიშოდ წავეთრე -შენს ბიძაშვილს ასე უნდა ეჯიჯღინო/ შენზე 5 წლით უფროსი ვარ გოგო - დაუტია ბიჭმა -ნიკა მიგასიკვდილებ გათიშე! -კაი ჰო - ჩაიცინა და ყურმილი დაკიდა. ელისაბედმა შორტ-ლასინა და ტოპი მოირგო,ბოტასებში ჩაყო ფეხები და დარბაზში გაემართა . ერეკლე კაჭარავა დილიტ კისრის ტკივილმა გამოაღვიძა ,ამას კი მართას ტლიკინი დაემატა -ძამიკო ადექი რა,ძაან მიეჩვიე ამ სავარძელში ძლს, დაიტკეპნა შვილო -აუ მართო თავი მისკდება რა,მიდი ყავა ჩაადგი -კაი ჰო,ადექი შენ და წყალი გადაივლე,თმა რა ტალღაზე გაქ- გადაიხარხარა გოგომ .ერეკლე წამოდგა სარკეში რო ჩაიხედა თავის თმაზე თითონაც გულიანად გაეცინა და საშხაპეში შევიდა. მართამ ყავა გაუმზადა,თვითონაც გემრიელად შეექცა,ერეკლეც გამოვიდა სველთმაზე ხელი გადაისვა და მართას წინ დაიკავა ადგილი -დღეს ბარში წამოხვალ? -არა მართო რა,ქალბატონ ნათიას მოუწერია ,რაღაც საბუთები უნდა გაგატანო ჩემს შვილთანო და მივდივარ.მერე ის გოგო რას მოიფიქრებს ღმერთმა იცის -მობეზრებით ჩაილაპარაკა -კაი რა ეგ გოგო ეგეთი ცუდი სულ არ ცანს,არც იცნობ პირადად -კაი რა ,გათამამებულია და მეტი არაფერი -ვაიმე შენს ანუშკაზე გათამამებული და ქარაფშუტა მაინც არ იქნება,დარწმუნებული ვარ -მართა! ვიცი რომ არ მოგწონს ,მაგრამპატივისცემით მაინც მოეპყარი -კაი რა, თვითონ კვდება პატივისცემაში -მართა ამ დილას ნუ დამიწყებ რა -კაი ჰო ისაუზმეს ,მართა სამსახურში წავიდა ,ერეკლემაც კომპანიისკენ აიღო გეზი. მანქანა დააპარკინგა და კომპანიაში შევიდა, ყველა თბ ილად ესალმებოდა,იცოდნენ რომ ბატონი გოგი საკუთარი შვილივით უყურებდა მას და თან მართლაც მისაბაძ ადამიანი იყო ერეკლე. პირდაპირ ბატონი გოგის კაბინეტისკენ აიღო გეზი და კარზე მიაკაკუნა -ბობრძანდით - გაისმა ქალის თითქოს დარდშეპარული ხმა -გამარჯობა ქალბატონო ნათია -უი ერეკლე,ჩემო კარგო შენ ხარ ? -თქვენი ესემესი გვიან ვნახე,იმედია არ დავიგვიანე -არა შვილო რას ამბობ , საღამოს მინდა საბუთები გაგატანო ჩემს შვილთან ,რომ გადახედოს. ნიკოლოზმა კი წაიღო რაღაცები ,მაგრამ იდევ დარჩენილა რამდენიმე. მანამდე რამდენიმე ადგილას მინდა რომ გამომყვე,საქმეებზე კარგი ? -დიახ რა პრობლემაა -აგინაზღაურებ ყველაფერს,ამაზე არ იდარდო -რას ამბობთ . როცა დავაპირებთ გასვლას დამიძახეთ.ფოიეში ვიქნები -არა არ არის საჭირო ჩემო ბიჭო, ახლავე გავიდეთ,რაც მალე მოვაგვარებთ უკეთესი.საღამოს სხვაგან ვარ წასასვლელი -კარგი წავიდეთ . მტელი დღე სხვადასხვა კომპანიებში დაატარებდა ერეკლე ქალბატონ ნათიას,უკვე საღამო იყო საბუტები რომ მისცა , ბარში იქნება და წაუღეო . ბარისკენ მიემართებოდა როცა ანუკიმ დაურეკა @ -გისმენ ანუკი -სერიოზულად? მე რომ არ დამერეკა არც აპირებდი მოგეკითხე,შეიძლება გუშინ ზედმეტი მომივიდა ,მარამ შენ კაცი ხარ და უნდა აიტანო ჩემი გამოხტომები -ანუკი საჭესთან ვარ,სხვა დროს ვილაპარაკოთ -ბარში ვარ და რომ მოიცლი მოდი ,დაგელოდეი -კაი -მიყვარხარ ერო - გოგონამ საკმაოდ თბლად უთხრა ,მაგრამ ერეკლემ პასუხი ვერ გასცა,არ უნდოდა მისთვ ის უფრო დიდი იმედები მიეცა. ცოტახანში ბარში იყო. ანუკის ეს არ გამოჰპარვია,წამოდგა რომ მისულიყო,მაგრამ ხელით ანიშნა ერეკლემ ახლა არაო .გოგონა ისევ დაბრუნდა თავის ადგილას და მის გვერდიტ მჯდომ მართას გაურკვეველი მზერა ესროლა . -საღამომშვიდოის ქალბატონო ელისაბედ - მობილურში გართულ გოგონას მიუახლოვდა და მკაცრი მზერა ესროლა, ელისაბედმა ამღვრეული თვალებით შეხედა -დიახ გისმენთ -მე ერეკლე კაჭარავა ვარ ,მამატქვენის მძღოლი და პირადი დაცვა - ჩუმად ჩაილაპარა -ერეკლე? - გოგონამ მისი სახელი ჩუმად გაიმეორა - აჰა გასაგებია,კი გიცნობ ,შორიდან -დიახ, დედატქვენმა საუთები გამომატანა თქვენთან , გადახედოსო - წყნარად მიუგო გოგონას -მადლობა ,გადავხედავ - ხელი გაუწოდა საბუთების გამოსართმევად -აქვე ვიქნები და რომ დაასრულებთ წავუღებ ისევ - თავი დაუკრა ქალს -არ არის ..- სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ მობილური აწკრიალდა, საავადმყოფოდან რეკავდნენ, თვალლები შიშისგან აენთო - უკაცრავად ერეკლე ,ვუპასუხებ -დიახ - იჭმა ზრდილობიანად დაუკრა თავი და მის აკანკალებულ ხელს გააყოლა მზერა გოგონამ ათრთოლებული ხმით უპასუხა -დიახ ბატონო ზეზვა - ნერწყვი ძლივს გადააგორა .უხმოდ უსმენდა ექიმს . სახეზე ფერი დაკრგა,ერთადგილს მიეყინა .ტანში სსაშინელმა ტალღამ დაუარა,მობილური ინერციით ძირს დაეცა . -კარგად ხართ? - ერეკლემ ხელი მხარზე შეახო .გოგო არ იძვროდა , ობოლი ცრემლი გადმოუგორდა ლოყაზე,ერთ წერტილს მიშტერებოდა ,სუნთქვა უხშირდებოდა -ელო ჩვენ .. - საპირფარეშოდან გამომავალი დეა და თინათინი უცბად გაშეშდნენ,ელისაბედის სახეზე არაფერი იკითხებოდა -ელო? - კიდევ ერთხელ წარმოთქვა დეამ ,ერეკლემ გაურკვეველი მზერით გახედა გოგონებს -ელისაბედ - უკნიდან ნიკოლოზის აკანკალებული ხმა გაისმა -ნიკო - თინათინმა გაოცებული მზერა ესროლა,თვალებჩაწიტლებულ მამაკაცს . ელისაბედი ნელა წამოდგა ,ცრემლებმა მის სახეზე გზა თამამად გაიკვლიეს, ყველას გაოცება და შეშფოთება ეტყობოდა. -ელო ვწუხვარ - ნიკოლოზს ობოლი ცრემლი გადმოუორდა სახეზე , ელისაბედი მოულოდნელად ჩაიკეცა და ცხარედ ატირდა, ყველაფერი ერთიანად ეწერა სახეზე, გულამოსკვნილი ტიროდა , ვერავინ ვერაფრის გაკეთებას ცდილობდა. ერეკლე მუხლებზე დაეცა და გოგონას წამოყენება სცადა -ელისაბედ შემომხედე,კარგად ხარ? - არეული ხმით ესაუბრებოდა ქალს ,მაგრამ გოგონა მტელი არსებით ტიროდა, სხეული უკანკალებდა. სცადა ერეკლეს მკლავებიდან გათავისუფლება,მუშტებს ურტყამდა გულმკერდზე მაგრამ მამაკაცი არ უშვებდა,ვერ იგებდა რა ემართებოდა, რატომ ჩავარდა ამ დღეში. -მამა - მთელი არსებით დაიყვირა და ძალაგამოცლილი მიეკრა გულმკერდზე მამაკაცს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.