შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (თავი 15)


19-11-2023, 14:37
ავტორი Holly_Holly
ნანახია 1 419

აბაზანიდან რომ გამოვედი ირაკლი აღარ დამხვდა,ტელეფონს დავავლე ხელი და მისი მოწერილი დამხვდა “დაფიქრდი და მერე ვილაპარაკოთ”
ძალიან გავბრაზდი მის ასეთ ლაპარაკზე , საქციელებზე, ანუ ისევ მე მადანაშაულებს რამეში? ასეთი ტოქსიკურ ადამიანთან შევძლებ საერთოდ ყოფნას? არაფერი მივწერე იმდენად გაბრაზებული ვიყავი ჯობდა საერთოდ არ მენახა…

თამთა & გიორგი

- გიორგი ასე ვერ გაგრძელდება - მისი ხელები მოვიშორე და საწოლიდან წამოვდექი
- აუ ამის დედასაც შევ*ცი რა
- კიდე შენ ბრაზობ ? ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი , წამებში გამომყვა უკან ავალიანი ბარს მიეყრდნო და სიგარეტს მოუკდია
- ძაან ბავშვობ თამთა
- შენ კიდე არაკაცობ!
- ენა დაიმოკლე ბოლოჯერ გაფრთხილებ! წავედი მე სამსახურში იქნებ დარჩე მარტო და ცოტა თავს ძალა დაატანო - და გაიზარდო - საძინებელში შესულს უკან გამომხედა და თითი დამიქნია
- ვიღაც გყავს ხო?
- შენ გოგო მართლა უბერავ მგონი - შარვალი ამოიცვა და წარბებშეკრულმა გამომხედა
- ასეთი არ იყავი გიორგი არა! როგორც კი ხელმისაწვდომი გავხდი შენთვის და ჩემგან გრძნობები მიიღე პასუხად - სიტყვა არ დამამთავრებინა
- სხვასთან გავიქეცი და მომბეზრდი? ამას მეუბნები? დავიღალე ამდენი ჩხუბით ეს დედა მოტყ*უნლი რა ვერ გაიგე? რა სისულელეებზე მედავები გოგო?
- წადი რა გთხოვ ასე ჯობია ორივესთვის - ხელი გავუშვირე კარებზე და აბაზანაში შევედი

მეგანმა ბარგი ჩაალაგა და დიტოსგან წავიდა.. ყველა იფიქრებს ახლა გაიცნო დიტო? არ იცოდა მეგანმა როგორიც იყო? ხომ ასეთი შეუყვარდა ცაგარელი ამ ერთი მიზეზის გამო დაშორდა მის საყვარელ კაცს და გაიქცა?! არა არ არის ასე,შეიძლება ადამიანმა ერთ მოვლენაზე დახუჭოს თვალი,ორზე , სამზე მაგრამ ყელში ამოსდის ყველაფერი , კაცს თუ არ აგრძნობინე რომ შენც შეგიძლია დასვა წერტილი და გაიქცე მისგან, ის ყოველთვის გააგრძელებს იმას რაც უნდა იმის ფიქრით რომ ქალი არ დაშორდება , უყვარს და მოითმენს.. მეგანი ყოველთვის ჩაკეტილი ქალი იყო , არ უყვარდა მეგობრებთან მისი ტკივილის გაზიარება , საყვარელ კაცთან ისე აგვარებდა პრობლემებს ვერავინ რომ ვერ იგებდა მაგრამ თვითონ დაიღალა..

ევე და რატი იდეალური წყვილი იყო,გიჟდებოდნენ ერთმანეთზე მაგრამ დასაწყისში ყველა ასეა არა?! თავიდან ყველაფერი კარგად არის , დროთა განმავლობაში თითქოს ეჩვევიან ურთიერთობებს და ნელდება თანდათან ყურადღებაც,სიყვარულიც და უფრო მეტი ხდება ერთმანეთზე შეჩვევა.. უმნიშვნელო კონფლიქტმაც კი, შესაძლოა, დამღუპველი შედეგები მოიტანოს მაშინ, როდესაც უარყოფითი ემოციების ძალა საღ განსჯაზე იმარჯვებს და ისეთი ქმედებების პროვოცირებას იწვევს, რაც პარტნიორისგან კიდევ უფრო მეტად გაუცხოებთ. მართალია, ძლიერი სიყვარულით გამოწვეული მგზნებარე ემოციები თანდათან ნელდება და ეიფორია, რომელიც ახლად შეყვარებულ წყვილებს აერთიანებს, ათწლეულების განმავლობაში ვერ გასტანს და ზუსტად ამას ვხედავ ყველა სხვა ურთიერთობებში, ყველა ბრაზდება რომ ვამბობთ კაცები ერთნაირები არიან - მაგრამ დროთა განმავლობაში თითოეული მათგანი ურთიერთობის დასაწყისში სხვანაირად იქცევა, როგორც მიაღწევენ მიზანს და დაიჭერენ კბილებით საყვარელ ქალს ნებდებიან და ბოლოში მაინც ყველა ერთნაირად იქცევა- ისეთი ყურადღებიანები აღარ არიან , ადვილად ბრაზდებიან , გარბიან ყოველგვარი ახსნისგან.. და ქალები როგორ იქცევიან? უყვარდებათ და ცდილობენ თვალები დახუჭონ წვრილმანებზე რომელიც გადაიზრდება დიდ პრობლემაში საბოლოოდ.
თვალებს ვხუჭავთ და იმედი გვაქვს რომ ყველაფერი გამოსწორდება, ავუხსნით რა გვაწუხებს და კომპრომისზე ვმუშაობთ, გაიბუტებით, აზრებს თქვენთვის დაიტოვებთ, თუმცა პარტნიორისადმი ემოციურად გაცივდებით, ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტთ, დაშორებით დაიმუქრებით მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ პარტნიორი და საყვარელი მამაკაცი გამოაფხიზლოთ , ნათლად დაანახოთ ყველაფერი ჯერ როგორი იყო თავიდან ყველაფერი და თანდათან როგორ მთავრდება ყველაფერი.. ყველას თავისი ინდივიდუალური ცნება გააჩნია ურთიერთობების შესახებ მაგრამ რაც დღეს ხდება კაცებში, ქალებში ეს რეალურია და ზუსტად ასე ხდება წყვილებში, მხოლოდ ერთეულებს უმართლებთ მე ასე მგონია…

ყველაზე მტკივნეული იცით რა იყო ჩემთვის? მინდოდა ეს აზრები და ეს ფიქრები არასწორი ყოფილიყო რასაც მე განვიცდიდი, მინდოდა ბიჭებს საწინააღმდეგო დაემტკიცებინა ჩვენთვის , შეიძლება მე ვფიქრობ ძალიან ბევრს როცა ვბრაზდები და იმედს ვიტოვებდი რომ ასე იქნებოდა..

სამსახურში წავედი და თამთა დამხვდა ჩემს კაბინეტში,ყავას სვავდა მე მელოდებოდა..
- რა გჭირს? - ჩანთა დივანზე მივაგდე და სავარძელში ჩავეშვი
- რა სი*ები არიან ეს კაცები შენ თუ მაინც ატყობ?
- შენ ხვდები მე რატო არ მინდოდა ურთიერთობები? მე ყველაფერი ვიცი თამთა
- ნანობ? - ფინჯანი მაგიდაზე ფრთხილად მოათავსა და ფეხი ფეხზე გადაიდო ბენდუქიძემ
- სინანულით არ ვნანობ,მიყვარს ირაკლი უბრალოდ აი ეს ყველაფერი მაღიზიანებს შეიძლება ჩვენ ვცდებით და ტყუილად ვაქცევთ ყურადღებას ასეთ წვრილმანებს
- წვრილმანები ხო ანი? ეს წვრილმანები დიდ პრობლემად რომ გადადის არ იცი ხო? ტიპები გიჟდებოდნენ ჩვენზე ანუ რას არ აკეთებდნენ რომ მოემწყვდიათ ჩვენი თავი გალიაში და ახლა რატო მოდუნდენ პირიქით მეტად რომ დავეფასებინეთ?
- არვიცი თამთა მათ ტვინში რა ხდება მაგრამ მე ამათ ფანდებზე ვერ ვივლი და ჭკუა ისწავლონ ან წავიდნენ თავიანთ გზაზე ვისთანაც გაუვათ გაუვიდეთ იმათთან
- ნუ მაცინებ რა ეხლა გაბრაზებული ხარ მაგრამ დადიანს ნახავ თუ არა დნები - ფეხზე წამოდგა და თმა შეისწორა
- მაგან დამღუპა - თავი დავაქნიე
- მოიცა ევე მირეკავს
- ხო ევე
- თამთ ანისთან ხარ?
- კიი რა ხდება?
- დღეს ბაკურიანში ავდივართ მე და რატი ახალ წელს იქ შევხვდებით, წამოდით რა ავიდეეთ ყველა ერთად
- სულ არ მახსოვდა რამდენიმე დღეში ახალი წელი რო იყო
- აუ ხო წამოხვალთ? რატის დაც წამოვა ძააალიან საყვარელი გოგოა ახლოს გაგაცნობთ მასაც და რატისაც
- რა ხდებააა თამთა? - გაკვირვებულმა გავხედე
- საღამოს ხო? კაი კაი ბიჭების გარეშე ოღონდ ევე არ დაურეკო არავის მე ანი და მეგანი დავაწვებით
- მეღადავები? რატი მარტო ხოარ იქნება?
- ევე გთხოვ
- კაი კაი - გამითიშა
- რა ხდება?
- ბაკურიანში ვხვდებით მე რატი და მისი და ახალ წელსო და დღეს დავაწვეთო
- წავიდეთ ხოდა განვიტვირთებით - ტაში შემოვკარი
- წავედი მეც ვიმუშავებ ცოტა ხანს და საღამოს შეგეხმიანები - გადამკოცნა და კაბინეტი დატოვა ბენდუქიძემ.

ბიჭები საღამო ხანს ბარში შეიკრიბნენ, ლუდებს სვავდნენ და უკვირდათ გოგოები რო არ ჩანდნენ ამ დროს ბარში
- მეგანმა გამაჯმევინა - დუმილი ცაგარელმა დაარღვია
- ატრ*კებ ბიჭო
- არა შეჩ*მა სერიოზულად
- მაგ ამბების მერე? ცერად გახედა ავალიანმა
- მიზეზი უნდოდა რომ დამშორებოდა
- ეს ქალები - თავი გააქნია დადიანმა
- თამთამაც ძაან გამიტ*აკა მაგრამ მოვუვლი მაგას
- ანისთან რა ხდება შე*ემა?
- გაჭედილი აქვს - იცინის - რომ არ გვეჩხუბა უარესად სახლი დავტოვე ისე რომ ვერც გაიგო
- აუ რამ გამოგვა*ევა იმ დღეს? ღირსები კი ვართ - აწუწუნდა ავალიანი
- მეგანი რა დონემდე მივიყვანე აზრზე ხარ? ამდენი წელია ერთად ვართ და გამაჯმე*ინა
- ფუ რა სი*ი ხარ
- ამდენი ხანი ცოლად რო არ მოგყავს რა გგონია? ფისტა ესროლა დადიანმა
- დაქნეულ დედამისს რო უსმენს მაგისი ბრალია
- აუ კაროჩე რა ცუდადაა საქმე ამის დედასაც შე*ეცი - ლუდის ბაკალი მიარტყა მაგიდას ავალიანმა
- სად არიან ვაფშე სვიაზზე გასულხართ?
- ვურეკავდი თამთას მარა აზრი?
- დადიანის ტელეფონზე უცხო ნომერმა დარეკა
- აუ ეს იმ *ლეს ნომერი თუა მანქანა უნდა მიგვეყვანა
- უპასუხე შე*ემა
- გისმენთ , კი ძმა , მშვიდობაა? ღადაობ ტო? აუ ძმა ხარ , ამ წუთში გამოვალთ , დავაი
- ვინიყო?
- დავაი დავგაზეთ - კურტკა მოიცვა დადიანმა
- სად შეჩ*მა რა ხდება?
- გოგოები ასულან ბაკურიანში რატიმ დამირეკა
- ღადაობ - ფეხზე წამოდგა ავალიანი და მანქანებისკენ დაიძრვნენ

ევე & რატი

- ხომ გთხოვე არ დაგერეკა მათთვის?
- პრო*ულად მომექცა გოგო?
- ეხლა რა ვუთხრა გოგოებს აფრენ?
- ევე შენ ვერ ხვდები რა თემებია აქ და რაშიც ვერ ერკვევი ნუ ერევი
- რანაირად მელაპარაკები საერთოდ რატი?
- პატარავ მოდი მენდე კაი? - შუბლზე აკოცა და ნომერი დატოვა

სასტუმროს ნომრებში მოვთავსდით, ისეთი ლამაზი იყო აქაურობა , თეთრი დიდი ნაძვისხე ალამაზებდა მთელ ტერიტორიას. მხოლოდ დადიანი მაკლდა , ისე მენატრებოდა , ყველაზე მეტად მინდოდა მასთან პირველი ახალი წლის აღნიშვნა.
კარადა გამოვაღე და გრძელი შავი კაბა ჩავიცვი , თმა ავიწიე , მაკიაჟი შევისწორე და რესტორანში ჩავედი. ბავშვები უკვე იქ შეკრებილიყვნენ.
- დაქუუუ რა ლამაზი ხარ - ლოყაზე მაკოცა თამთამ
- შენც როგორ გიხდება ეს კაბა
- ამ ვიდზე ვენახეთ ბიჭებს - საცოდავად გამოგვხედა მეგანმა და გაგვეცინა
- გოგოებო ეს ნიაა, გაიცანით ჩემი უმცროსი და
- ძალიან სასიამოვნოა , ულამაზესი ხარ ნია! - გავუღიმე
- თქვენც ლამაზები ხართ გოგოებო! - თბილად შეგვხდა უმცროსი გოგისვანიძე
- გთხოვთ დაიკავეთ თქვენი ადგილები გოგოებო - რატიმ სკამი გამოუწია ევეს და თვითონაც შემოუერთდა მაგიდას
- ვინმეს ველოდებით? - გაკვირვებულმა გავხედე თეფშებს ექვსის მაგივრად ცხრა თეფში რომ იდო
- სიურპრიზია - გაიკრიჭა გოგისვანიძე
- იმედია ის არა რასაც მე ვფიქრობ ევე - მტკიცედ გახედა მეგანმა დაქალს
- მეგან გთხოვ! - საცოდავად გახედა ევემ
- ევე მაგას არ იზავდა - ჩამჩურჩულა თამთამ
- უკვე არაფერი მიკვირს - მხრები ავიჩეჩე
ვახშამი დავიწყეთ თუ არა თამთას ფერები ეცვალა სახეზე.
- თამთა კარგად ხარ?
- გული მერევა
- სულ გაფითრდი, წამოდი საპირფარეშოში
- მშვიდობაა?
- კი კი საპირფარეშოში გავალთ - სკამი გავწიე და წამოვდექით , ხელი მოვკიდე ბენდუქიძეს და საპირფარეშოში შევიყვანე, წყალი მოვუშვი და სახეზე შევასხი
- თამთა რა დაგემართა?
- არაფერი უბრალოდ - სიტყვა ვერ დაამთავრა მუცლიდან ერთი ბიძგი და ამოისუნთქა
- მოგეშვა? - თმა გადავუწიე და სახე დავბანე
- ანი რაღაც უნდა გითხრა - ხელი მომკიდა და ტირილი დაიწყო
- ვხვდები უკვე რაც უნდა მითხრა
- ორსულად ვარ! - ძლივს ამოღერღა სიტყვა და ტირილი წასკდა!



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

აუუ მალე დადე
რაააა ... ინტრიგა მომკლაავს

 


№2  offline წევრი ქეთუშკა

მალე დადებ შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

კარგი თავია

 


№4  offline წევრი Holly_Holly

მადლობა გოგოებო! ხვალ დავდებ,დღეს ადმინისტრაცია აღარ მომცემს უფლებას გამოქვეყნების 24 საათში ერთხელ იდება <3 დიდი მადლობა

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაბ ეს რა იყო ძან შოკში ჩაგვაგდე ხალხი ამ დასასრულით კარგი თავი იყო მომეწონა მადლობა წარმატებები ????????????

 


№6  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი ნესტანი
ვაბ ეს რა იყო ძან შოკში ჩაგვაგდე ხალხი ამ დასასრულით კარგი თავი იყო მომეწონა მადლობა წარმატებები ????????????

როგორ მიხარიააა <333333

 


№7 სტუმარი ანსი

ახალ თავს აღარ დებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent