შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 4 თავი


20-11-2023, 16:26
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 733

ჩამეძინა. დილით, ნიცას სახეზე ფერებამ გამაღვიძა.
-დედიკო შენთან მინდა-მითხრა ნამძინარევი ხმით და თვალები მილულა. მაშინვე ჩემს გვერდით დავაწვინე და ჩავეხუტე, როგორც კი ჩაეძინა ავდექი და დაბლა ჩამოვედი მინდოდა გეგა მენახა და დავლაპარაკებოდი, მაგრამ შინ არ დამხვდა. დავურეკე და არ მიპასუხა.
-დილა მშვიდობისა-უეცრად ვაჩეს ხმამ შემაკრთო
-დილა მშვიდობისა-მოწყენილი ხმით მივესალმე იმ წამს სამზარეულოდან გამოსულ ბიჭს და დივანზე უემოციო სახით ჩამოვჯექი.
-დალევ?- მკითხა მომღიმარი სახით და ყავის ჭიქით ხელში სწრაფად მომიახლოვდა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და გამოწვდილი ჭიქა გამოვართვი
-მადლობა-ვუთხარი გულწრფელი ემოციით და სიცოცხლის ელექ სიამოვნებით მოვსვი. გამიღიმა და სამზარეულოში გავიდა. ხელახლა მოიმზადა თავისთვის ყავა და მისაღებში დაბრუნდა. გაეცინა როცა ახლადგაღვიძებულმა სოფომ საძინებლიდან გამოსვლისთანავე მკითხა
-გეგა სადაა? ძინავს ისევ?
-სახლში არაა-ჩემს მაგივრად უპასუხა ვაჩემ და ცივი მზერა მის წაშლილ სახეს მიაყინა.
-სად წავიდა ამ დილა უთენია-ძლივს შეკავებული აგრეიით, უმისამართოდ იკითხა გაღიზიანებულმა ქალმა და დივანზე ჩემს გვერდით დაჯდა.
-არ ვიცი-გულგრილად ვუპასუხე და ყავის სმა მშვიდად განვაგრძე.
-მანქანით წავიდა?-მკითხა ისევ
-არა ავტოფარეხში უყენია ნუ ღელავ-ისევ ჩემს მაგივრად უპასუხა ვაჩემ და აივანზე გავიდა მოსაწევად. გაცხარებული სოფო მაშინვე ფეხზე წამოვარდა საჩხუბრად გამზადებული, მაგრამ გარეთ გასვლის ნაცვლად მე წამომადგა თავზე და აგრესიული ტონით მკითხა
-რატომ არ ურეკავ გეგას?
-დავურეკე და არ მიპასუხა- ძალდატანებული სიმშვიდით ვუპასუხე და მეც ავდექი
-რატომ არასდროს ინტერესდები სადაა შენი ქმარი? ან როგორაა? ან ვისთან ერთადაა?- აგრძელებდა ჩემს გაღიზიანებას
-იმიტომ რომ არ მაინტერესებს- დაუფიქრებლად ვუპასუხე და საძინებელში ავედი ატირებული, რომ არა ნიცა, მთელი დღე იქ ვიქნებოდი და ფეხს არ გამოვადგამდი ოთახიდან, მაგრამ მის გამო რამდენჯერმე იძულებული გავხდი დაბლა ჩამოვსულიყავი და სოფოს მოჟამული სახე ამეტანა.
მოხდა სასწაული და საღამო ხანს გეგამ დამირეკა, მაგრამ არ ვუპასუხე. მასზე ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი ამიტომ ტელეფონს ხმა გავუთიშე მეგონა კიდევ დარეკავდა ზედიზედ რამდენჯერმე, როგორც იცოდა ხოლმე, მაგრამ შევცდი, მაშინვე 2 სიტყვიანი შეტყობინება გამომიგზავნა ,,მალე მოვალ" გულებით და მორჩა.
საღამოს, სუფრა გავშალე და მაგიდას ყველა ერთად მივუსხედით მაგრამ სულ ტყუილად, ყელში ლუკმა არავის გადაგვიოდა. იმდენად დაძაბული და უსიამოვნო სიტუაცია იყო, რომ ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად ნიცამაც უარი თქვა ჭამაზე. გავღიზიანდი, მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე, რადგან არ მინდოდა ჩემი ნეგატიური ემოციები ნიცასთვის მომეხვია თავს.
-კარგი დედიკო თუ არ გინდა ნუ შეჭამ-ვუთხარი ღიმილით და ჩევეხუტე
-მერე უკვირს რატომაა ბავშვი სულ გაციებული-ცინიკური ტონით უმისამართოდ თქვა სოფომ და მზერა გამისწორა, არაფერი ვუპასუხე, არ მინდოდა სიტუაცია უარესად დამეძაბა, ამიტომ უბრალოდ დავაიგნორე მისი ცინიზმი და აგრესია.
-წავალ, დავწვები- მოულოდნელად, დაღლილი ხმით თქვა ვაჩემ და ფეხზე წამოდგა, სწორედ ამ დროს მისაღები ოთახის კარი გაიღო და მთვრალი გეგა შემოვიდა ჩაწითლებული თვალებით. იმდენად გამამწარა მისი, ამ მდგომარეობაში დანახვამ, რომ მაშინვე ცრემლებით ამევსო თვალები
-მამიკო-იყვირა უეცრად ნიცამ და მისკენ გაექანა გახარებული. აღფრთოვანებულმა გეგამ მაშინვე ხელში აიტაცა და ჰაერში დაატრიალა
-როგორ მემენატრე მამიკო-უთხრა არეული ხმით და სახე დაუკოცნა
-სად იყავი მამიკო?-ინტერესით ჰკითხა ნიცამ და დიდრონი ცისფერი თვალები მიანათა
-საქმეზე-სერიოზული სახით უთხრა და ძირს დასვა
-ალბათ გშია ხო?- ზიზღით ვკითხე და ფეხზე წამოვდექი
-აუ კი ძაან-მითხრა საქმიანად და მაგიდას მშვიდად მიუჯდა- სწრაფად გავედი სამზარეულოში თეფში და ჩანგალი ავიღე, მაგიდაზე უხეშად დავუდე და ნიცას ხელი ჩავკიდე
-ჩვენ წავალთ დავწვებით-უმისამართოდ ვთქვი და სოფოს გავხედე რომელიც სახე გაბრწყინებული შეჰყურებდა თავის დაბოლ*ლ შვილს. ნიცა არ გამომყვა დასაძინებლად ამიტომ ვაჩეს გვერდით დავჯექი დივანზე. შეჭამა თუ არა საჭმელი გეგამ, სოფომ, მისი დაკითხვა დაიწყო
-სად წახვედი დილა ადრიან? რომ გირეკავდით რატომ არ გვპასუხობდი? ვისთან ერთად იყავი მთელი დღე?
-საქმეზე ვიყავი
-სად და ვისთან ერთად?
-რეზისთან და გეგესთან ერთად
-სად?
-რაიონში
-რომ გირეკავდით რატომ არ გვპასუხობდი
-ხმა ჰქონდა გათიშული
-დილის 7 საათზე წახვედით რაიონში?
-მაღაზიაში წავედი სიგარეტის საყიდლად მერე ბიჭები შემხვდნენ და...
-სიგარეტის საყიდლად?-გამეცინა მე- დილით გაუხსნელი კოლოფი მოგეცი დაგავიწყდა?
-დავკარგე- უტიფრად იცრუა და მომღიმარი სახით წამომადგა თავზე-მეძინება, წამოდი დავწვეთ- მბრძანებლური ტონით მითხრა და მაჯაში ხელი წამავლო
-უნდა დავალაგო-ზიზღით ვითხრი და ფეხზე წამოვდექი
-დედაჩემი დაალაგებს- ხმა გაიმკაცრა და კიბისკენ წამიყვანა. გავყევი, არ მინდოდა უარესად გამეღიზიანებინა, რადგან ამ მდგომარეობაში მისთვის , ჩემი ერთი არასწორი სიტყვა, მზერა ან გამოხედვა საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ გაგიჟებულიყო და კიდევ ერთი ღამე ჯოჯოხეთად ექცია ჩვენთვის.
-დედიკო თქვენთან მინდა დაძიმება-უკან გამოგვყვა დაძაბული ნიცა
-მამას გოგო-მომღიმარი გეგა მისკენ მიტრიალდა და ხელში აიყვანა- ესე იგი მამიკოსთან გინდა დაძინება?-ჰკითხა სიცილით ნიცამ თავი დაუქნია.
დილით მე და გეგამ სერიოზულად ვიჩხუბეთ.
-რატომ ხარ ასეთი საშინელი ადამიანი?-ვკითხე როცა დაბლა ჩამოვედით სასაუზმოდ
-რა გაყვირებს გოგო?!- მკითხა კმაცრი ტონით და თავზე წამომადგა ამღვრეული თვალებით
-ყველა უბედურებასთან ერთად მატყუარაც ხარ
-რა მოგატყუე!-მიღრიალა ბოლო ხმაზე
-გუშინ დილით გაუხსნელი სიგარეტის კოლოფი მოგეცი... ამბობ დავკარგეო... და მაღაზიაში წავედიო...
-კიდევ იგივეს გაიძახის-იყვირა უმისამართოდ
-ხომ შეგიძლია უბრალოდ სიმართლე თქვა? თქვა რომ უბრალოდ ლუდი გინდოდა... ან არ ვიცი... და მერე ბიჭებს შეხვდი... რა საჭიროა ტყუილის თქმა?
-რატომ აქვს შენთვის ამ ყველაფერს ასეთი დიდი მნიშვნელობა?
-იმიტომ რომ შენს მიმართ ნდობა და პატივისცემა მეკარგება
-ამ სისულელის გამო?
-რა გაყვირებთ ამ დილა ადრიან?- უეცრად გაცეცხლებული სოფო შემოვარდა მისაღებში
-არაფერი-დაუღრინა გეგამ მაგრამ მე გაჩუმებას და ამ ყველაფერის მოთმენასს აღარ ვაპირებდი ამიტომ აგრესიულო ტონით ვკითხე გასასვლელ კართან მისულ გეგას
-გუშინ რა მდგომარეობაში მოხვედი სახლში
-რა მდგომარეობაში მოვედი?-კითხვაზე კითხვით მიპასუხა გაოცებულმა
-ვერ ხვდები არა რაზე გეკითხები?-ირონია გამერია ხმაში
-ვერა-ცინიკური ტონით მითხრა და აივანზე გავიდა მომღიმარი სახით
-ვერ იტან არა მშვიდად ყოფნას? ძალით რატომ იწვევ საჩხუბრად? გსიამოვნებს?- დამცინავი ტონით მკითხა სოფიკომ და მზერა გამისწორა
-პრონციპში თქვენი შვილი სხვანაირი ვერც იქნებოდა-აგრესიული ტონით ვუთხარი და ვაჩეს გავხედე ცრემლიანი თვალებით რომელიც იმ წამს გამოვიდა საძინებლიდან-მე... -მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ხმა ჩამიწყდა
-ახლა კმაყოფილი ხარ?-ბრაზნარევი ტონით მკითხა სოფიკომ როცა ვაჩე სიტყვის უთქმელად წავიდა სახლიდან.
.....
-განქორწინება მინდა-ვუთხარი ჩემს ფსიქოლოგს და დაძაბული მზერა მისი ნაცრისფერი თვალებიდან ჩემს ქორწინების ბეჭედზე გადავიტანე- მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის რომ ეს ნაბიჯი გადავდგა...იცით?ნიცას მამამისი ძალიან უყვარს... იმის მიუხედად რომ ის ეგოისტი, ნარცისი და თავის თავზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია, რომლის იმედია არასდროს არავის არაფერში არ უნდა ჰქონდეს... ამ ყველაფერის მიუხედავად ნიცას ის ძალიან უყვარს რადგან მისგან სითბოს და სიყვარულს გრძნობს... იმას რაც მე არასდროს მიგრძვნია ჩემი მშობლებისგან
-




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent