შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენსკენ სავალი გზები თავი 12


20-11-2023, 22:56
ავტორი ირინა ირინა
ნანახია 1 276

დიდი იმედებით დაბრუნდა კვიციანების ქალბატონი საქართველოში.ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი, რომელიც სიგიჟემდე ენატრებიდა. ნაცნობი ქუჩები, ადგილები ,ყველაფერს ათვალიერებდა გზადაგზა. მართლაც ქალბატონად ქცეულიყო ამ წლების განმავლობაში.ძველი ტასო თითქოს სადღაც გაქრა. ის ბავშური გამოხედვა ისევ შერჩენოდა მხოლოდ. დაბრუნდა განათლებულ , მიმზიდველ, ჩამოყალიბებულ ქალად. ბევრი რამ გამოიარა ამერიკაში. გაუჭირდა პირველად, როგორც ყველას, შემდეგ შეეგუა. სწავლაში გადიოდა დრო. იცოდა უნდა ესწავლა ძმას დადგომოდა გვერდით. ეს ეხმარებიდა კიდეც გიორგის დავიწყებაში. დროთა განმავლობაში იკურნებოდა ტასოს ჭრილობები. გული აღარ სტკიოდა აღარც ფიქრობდა მასზე. სანდრო აკითხავდა ყოველ ახალ წელს და მასთან ხვდებოდა. ორივეს ტკიოდა ძალიან ტკიოდა. კოლეჯში კარგად მოეწყო, სწავლითაც ტოლს არავის დაუდებდა. სილამაზით მითუმეტეს. ბევრი თაყვანისმცემელიც ყავდა ქართლველ გოგონას, მაგრამ გულში არავის უშვებდა. არ შეეძლო უბრალოდ. მხოლოდ ლაშასთან დაახლოვდა მის კლასელთან, ნათელი იყო რომ შეყვარებული იყო გოგონაზე, მაგრამ ტასო ახლოს არ უშვებდა იმდენად, რომ ბიჭს იმედი მისცემოდა. და ახლა ანასტასია კვიციანი დაუბრუნდა სამშობლოს .
გზა სახლამდე ძალიან გაიწელა . ბედნიერი იყო მაგრამ გულში პირველი ჩხვლეტა მაშინ იგრძნო როდესაც ბექას წამოცდა გიორგის და ლიკას ურთიერთობაზე რაღაც. ეცადა ტასო არაფერი შეემჩნია რამდენადაც მოხერხა ღიმილი აიკრა კვლავ სახეზე და მშვიდად გააგრძელა საუბარი.
- ბექუშ რატო ანერვიულდი? მაგ საკითხზე ნუ ინერვიულებ გიორგის მიმართ აღარაფერს ვგრძნობ. გავიზარდე ასე რომ ..
- კი გაიზარდე, მაგრამ ჩემთვის მაინც პატრა ,,იხვი,,იქნები, როგორც პატარაობაში გეძახდი. ჩემო გიჟოო მოდი ლოყები გაგიწელო როგორც ადრე..
- თქვე გადარეულებო საუბარში სანდრო ჩართო. მისმინე ქალბატონი ლეილა როდის მობრძანდება თავისი დიდებულებით?
- სან 1 კვირაში ჩამოვა მამას არ უნდა ხო იცი წამოვიდეს , მაგრამ აიჩემა დავბერდი შვილებთან ყოფნა მინდაო.
- ანუ 1 კვირაში მორალურად მოვემზადო მისი ახირებების მოსამენად?
- სან ასაკშია უკვე ხო იცი ისიც შეიცვალა ისეთი აღარა , როგორც იყო.

- მამაც წამოვა იმედია .
სანდრომ ტასო თავის ბინაში წაიყვანა,რომელიც მისთვის იყიდა . გოგონა ბედნიერებას ვერ მალავდა ისე მოეწონა , ზუსტად ისეთი იყო,როგორიც მას წარმოედგინა საკუთარი სახლი.
- მადლობა ძამიკო აღფრთოვანებული ვარ.
- არაფრის ჩემო ერთადერთო. მოწესრიგდი ეხლა და წავიდეთ ავღნიშნოთ შენი ჩამოსვლა..
მომზადებას შეუგდა.ტანზე ოქროსფერი მუხლს ზემოთ კაბა მოირგო ზომიერი დეკოლტით,უკან ზურგზე ამოჭრილი. თმა გაიშლა მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა და მზად იყო. აფორიაქებდა ის, რომ გიორგის ისევ ნახავდა, მაგრამ იცის რომ როგორც ადრე ისე აღარ მოიქცევა.. არც მის კუდში დევნას აპირებს, არც მისთვის სიყვარულის მტკიცებას, და არც მისთვის ტირილს. მას თავისი ცხოვრება აქვს ტასოს თავისი. აპირებს დღეს გაერთოს ბოლომე. მეგობრებს ნახავს. ალბათ მიხვდით არა? ტასოს სადღაც გულის სიღრმეში აქვს გიორგის სიყვარული ჩამარხული. სწორედ ამიტომ ეშინია ისევ არ იფეთქოს ამ გრძნობამ. არა ტასო მორჩი საკმარისია შენ ყველაფერი შეგიძლია. შემოუძახა თავს და სანდროსთან ერთად რესტორნისკენ გასწია.
რას გრძნობდა ამ დროს გიორგი? აფორიაქებული იყო მთელი დღე ერთი სული ქონდა ენახა ტასო, იქნებ ისევ უყვარს ტასოს? იქნებ ქონდეთ შანსი? მარამ გაახსენდა ტასოს სიტყვები წასვლისას. ''ხომ იცი როცა დავბრუნდები მე სხვა ადამიანი ვიქნები'' ზუსტად მიხვდა ამის მნიშვნელობას გიორგი მაშინ და ეხლა ააფორიაქა მხოლოდ მოსალოდნელმა შედეგმა. საკუთარ თავზე გაბრაზდა ლიკას ეალერსებოდა დ სხვა ქალზე ფიქრობდა . ქალსაც არ გამოპარვია ეს ყველაფერი.
- რა გჭირს რა ხასიათზე ხარ?
- არაფერი. მე წავედი საქმე მაქვს.გულგრილად მიუგო.
- ამ დროს რა საქმე გაქვს?
- ეჭვიანი ცოლივით ნუ წამოხტები რა.
- როგორ მელაპარაკები. რას ვაპირებთ მომავალში საერთოდ.
- რა გინდა ლიკა ? რამეს დაგპირდი და არ მახსოვს? ვაპირებ თუ არა ცოლად მოყვანას? ეს გაინტერესებს შენ.ცოლად ის მოყავთ ვინც უყვართ. მე და შენ კი მხოლოდ სექსი გვაქვს ვალდებულებების გარეშე.
- ხოდა სხვაგან იპოვე სექსისთვის ვინმე . დაახვიე აქიდან.
იცის რომ ზედმეტი მოუვიდა .ქალთან ასე არ უნდა ელაპარაკა, მაგრამ ვერ მოითმინა. მას არაფერს დაპირებია.იცის როგორი ტიპის ქალიცა ლიკა. რამდენიმე დღეში თვითონ მოადგება . კარგ ცხოვრებაზე უარს ადვილად არ იტყვის, რომელიც გიორგის წყალობით აქვს. აბა მისი მოდელის ანაზღაურებით ვერ ივლის ძვირადღირებულ კლუბებში რესტონებში კურორტებზე. ბექამ ასჯერ გააფრთხილა თავის დროზე. შენს ფულებზე დახამებული ქალიაო, მაგრამ ''ქვა ააგდო და თავი შეუშვირა'' ასე შერჩა ლიკას, რომელსაც გარეგნობა ვერ დაეწუნებოდა. ეხლაც გაბრაზებული ადგა და წამოვიდა . რესტონარში მივიდა მაგიდასთან ორმოცდათამდე კაცი დახვდა. მათში ტასოს კლასელები ამოიცნო, ასევე ის ბიჭი ადრე ბარიდან. არ ესიამოვნა. ადგილი დაიკავა და დაელოდა ტასოს. დიდი ხანი არ მოუწია ლოდინმა. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. უყურებდა როგორ შემოვიდა ტასო სანდროსთან და ბექასთან ერთად, როგორ მიესალმა მონატრებულ მეგობრებს. უნდოდა მისულიყო მოხვეოდა ეკოცნა. შეეძლო კი? რათქმაუნდა არა. პასუხი გასცა მეორე მე-მ. არა თავი უნდა მოეთოკა. ტასოს უნდა დალოდებოდა როგორ მოიქეოდა. ბიჭებს მიესალმა გიორგი. მათ უკან ტასო მიყვა.
- გამარჯობა გიორგი როგორ ხარ?
სულ ეს იყო უბრალო ნაცნობური მისალმება და მოკითხვა.არადა რა იცოდა რა ფასად უჯდებოდა ტასოსაც თავის კონტროლი.
- კარგად ტასო.შენ როგორ ხარ? დაუბრუნდა ფორმალური მოკითხვა.
.-რამდენი წელია ერთმანეთი არ გვინახავს.ნუ ხარ დაძაბული.წამოიწყო მხიარულად.ნუ გეშინია ისევ სიყვარულს არ აგიხსნი და ცრემლებად არ დავიღვრები. სულელი თინეიჯერი აღარ ვარ დიდი ხანია .ჯობია კარგი ურთიერთობა გვქონდეს.. მოდი მოგეხვიო.
ანუ რა გამოდის სისულელე უწოდა იმ გრძნობას ტასომ. ეტკინა თან როგორ. ანუ ტასოს მის მიმართ გრძნობები არ აქვს?პირველად 5 წლის შემდეგ ისევ ჩაეხუტა მონატრებულ ქალს.მიხვდა შეცდომა დაუშვა მისი დაკარგვით.
- გასაგებია ტასო. შევთახმდით არანაირი დაძაბულობა აღარ გვენება როცა ერთმანეთს შევხვდებით.
- კარგი წავალ ეხლა მეგობრებთან მელოდებიან დროებით.
ღიმილით დატოვა გიორგი და მეგობრებს შეუერთდა. თვითონ კი ბექასთან ერთად დაიკავა ადგილი.
- რა იყო კულტურულად გკრეს პანჩური?
- ბექა არ ვარ ხასიათზე
- ვერ ხედავ შეიცვალა . გაგიჭირდება მისი გულის თავიდან მოგება.
- სულელი თინეიჯერი გოგო აღარ ვარო.
- აბა რა გეგონა კისერზე ჩამოგეკიდებოდა?თავისი ცხოვრება აქვს სადაც შენ არ ხარ ჯერჯერობით მაინც. პლიუს ვერც იქნები თუ იმ პოდიუმის თოჯინას არ მოიშორებ.მაცოდინა მაინც რა ჯანდბად გინდა მასთან ურთიერთობა?გასაგებია ერთობი კაცი ხარ ,მაგრამ ამ საქმიან შეხვედრებზე, რესტორნებში , და ბარებში რას დაგყავს?
- გეხვეწები ლექციები არ დამიწყო.
- დროზე მოიშორე თავიდან, თორემ იმ ქალისგან ყველაფერია მოსალოდნელი. დაელაპარაკე ტასოს დაუახლოვდი.თუ გიყვარს ისე როგორც ამბობ ცხვირი ნუ ჩამოუშვი.
შოროდან მოკრა თვალი როგორ ეცეკვებოდა ტასო იმ ბიჭს ადრე ვისთამაც ერთად ბარში იყო. ძარღვები დაებერა. ბრაზმა დაახრჩო,რომ არ შეეძლო მისულიყო და გამოეგლიჯა ხელიდან საყვარელი ქალი.
- ეე გონზე მოდი სანდრო მოდის და ეცადე ასეთი როჟით არ დახვდე.კი იცის მის დაზე რომ გიჟდები მაგრამ .
- ნახე ის ს...რი როგორ ეწებება ..
- გეჩვენება რაღაც. რაც შეეხება იმ ბიჭს . კარგი ბიჭია ტასო მოსწონს და არც ტასოა გულგრილი. ამერიკაში უფრო დაახლოვდნენ ,მაგრამ ჯერჯერიბით მაინც არაფერი ხდება მათ შორის. თუ რათქმაუნდა შენ არ იღონებ რამეს.
- გიო არ გინდა ეს ეჭვინობები. დამიჯერე არაფერს მოგიტანს კარგს. მიუახლოვდა სანდრო ბიჭებს.
- ნახე რა ჯიგარი ცოლის ძმა გეყოლება თუ ჭკვიანად იქნები და სწორად მოიქცევი.(ბექა)
- მოკეტე ბექა.(გიო)
- ხო იცი მე არც, მაშინ და არც ეხლა არ წავალ შენს წინააღმდეგ ,მაგრამ იცოდე არაფერი შეგეშალოს. სუფთა ფურცლიდან დაიწყე ყველაფერი.იცი რასაც ვგულისხმობ.
- იცის რავა არ იცის ამ იდოტმა. დროზე მოაშორე ის ქალი შენი ცხოვრებიდან.
- მოვაგვარებ ამ საკითხს..
საღამო კარგად გაატარეს.ბევრი იმხიარულეს ტასო თითქმის სულ ლაშასთან იყო. ცეკვავდნენ მხიარულობდნენ.ბოლოს ყველა დაიშალა. სანდრო კი ტასოს მიუბრუნდა.
- ჩემო ფერია ვიცი რაზეც ფიქრობ.მთავარია სწორად გადაწყვიტო ყველაფერი.
- სან ხომ იცი არა რამდენს ვცდილობდი გულიდან ამომეგდო? არ ვიცი რას ვგრძნობ ეხლა. დავიბენი . მხოლოდ ის ვიცი რომ არ ვარ მზად ჯერ გულწრფელი ვიყო ბოლომდე ჩემს თავთან.
- ჩემო ფერია . იცი რა მე ყველაფერში მხარს დაგიჭერ. ცოტა ხნი დაისვენე 1 კვირა მაინც. და მერე კონპანიაში მჭირდები ხო იცი.
- ვიცი სან შენს გვერდით ვიქნები.




-



№1 სტუმარი თიკა

პატარა თავი იყო????მალე დადე ახალი თავი ეხლა იწყება ????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

მალე დადეთ გაგრძელება. გელოდებით

ძალიან საინტერესო ისტორიაა არ შეწყვიტოთ ბოლომდე მიიყვანეთ ეს ისტორია

 


№3 სტუმარი ნია

საინტერესო ისტორიას, მაგრამ გვიან დებთ თავებს ფა თანაც ცოტას. გთხოვთ გაზარდეთ მოცულობა და მალე დადეთ, ისე გვავიწყდება. გელოდებით

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.იმედია მალე დადებთ გაგრძელებას

 


№4  offline წევრი ირინა ირინა

ნია
საინტერესო ისტორიას, მაგრამ გვიან დებთ თავებს ფა თანაც ცოტას. გთხოვთ გაზარდეთ მოცულობა და მალე დადეთ, ისე გვავიწყდება. გელოდებით

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.იმედია მალე დადებთ გაგრძელებას




ავტვირთე უკვე .ხვალ დაიდება ალბათ . ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent