შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი გული,განსხვავებული სამყაროებიდან(თავი5)


22-11-2023, 20:14
ნანახია 1 582

დილით სიცხემ გამოაღვიძა ელისაბედი,მასზე მიკრული ერეკლე იმდენად ხურდა ,რომ ტემპერატურამ ელისაბედთანაც გადაინაცვლა,ვერასდროს იტანს როცა სცხელა,ურჩევნია იყინებოდეს ვიდრე ოდნავ მაინც დასცხეს. ძილისგან მითიშლ მამაკაცს ფრთხილად დაუსხლტა ხელებიდან, სპორტულის შარვალი ამოიცვა და ოთახიდან გაქრა, არც შეუხედავს ერეკლესთვის ,მისი ნაკვთები აბნევდა,მითუმეტეს ახლა როცა იცის რომ შეყვარებული ჰყავს, ვერ გაბედავს რომ მას ზედმეტად დაუახლოვდეს,ვერ შეძლებს რომ გულთან უფრო ახლოს მიუშვას. ფიქრებში გათულმა მოიწესრიგა თავი და საუზმის გამზადება დაიწყო, ავოკადოს ტოსტი მოამზადა ,მეტი სიმსუყისთვის კი შოკოლადის კარაქი და ბლინები დადო მაგიდაზე, ფორთოხლის წვენი დაწურა და საათს დახედა,თითქმის 12 ხდებოდა,დღეს კვირა იყო,ამიტომ სამსახურში არ აპირებდა წასვლას,თუ რაიმე სასწრაფო არ იქნებოდა. ტელეფონი აიღო და სქროლვას მოჰყვა ,როცა რაღაც ზუზნის ხმა მისწვდა ყურამდე,თავიდან იფიქრა მეჩვენებაო,ძილი დამაკლდა ალბათო,მაგრამ რამდენჯერმე კიდევ გამეორდა,ხმა კი ერეკლეს მობილურამდე მივიდა,გაუჩერებლად რეკავდა ‘’ანი“ ,გაუკვირდა , თუ შეყვარებულია და ასე უყვარს უბრალოდ ანი რატომ უწერია,მისდა გასაკვირად მობილურს ბლოკი არ ედო ,თითი აუსვა და 10 შემომავალი ზარი მაინც დახვდა ანისგან,მის ქვემოთ კი გამავალ ზარზე ეწერა „ფისო <3’’ ,რა თქმა უნდა ეს მისი ნომერი იყო,როგორც ჩანს გუშინ ბოლო ზარი მასთან განახორციელა ,ახლა ელისაბედი ინტრიგამ მოიცვა,
-ნეტავ გუშნ რატო გაეთავისუფლა ვაჟბატონი,სად ბრძანდებოდა,თან ეს ანიც რამდენჯერ ურეკავს ? - ჩუმად ჩაილაპარაკა და კიდევ ერთი ზარი ანისგან - იქნებ რამე უჭირს ,ვუპასუხებ - საკუთარ თავთან განაგრძლო ლაპარაკი და ზარს უპასუხა
@
-ერეკლე მეღადავები? გუშინ დილიდან გირეკავ ადამიანო სად ჯანდაბაში ხარ ? მე რა ძაღლი ვარ რომ ვიყეფო და ყურადღება არავინ მომაქციოს ?!- გაისმა გოგოს განწირული კივილის ხმა
-გამარჯობა ანი მე ..
-შენ ვინ ჯანდაბა ხარ ?! ჩემი შეყვარებულის ტელეფონს რატო პასუხობ - არ დააცადა სიტყვის თქმა და უფრო უმატა ხმას
-დამსვიდდით ქალბატონო - ახლა ხმა გაუმკაცრდა და როგორც ერეკლეს უფროსი ისე დაელაპრაკა -მე ელისაბედ ბაგრატიონი ვარ ,თქვენი შეყვარებულის უფროსი,გუშინ როცა მომიყვანა სახლში მობილური მანქანაშ დარჩა, როგორც ჩანს საქმეები ჰქონდა და ფეხით წავიდა,ვერც მე ვუკავშრდები გამომდინარე იქიდან რომ მობილური მანქანაში ვიპოვე, ვიმედოვნებ სახლშია ,დღეს კვირაა არ ვმუშაობ და ერეკლეც არ მჭირდება
-ღმერთო ჩემო გული გამისკდა,ბოდიში ელისაბედ ,მთელი დღეა არ ჩანს ,ნერვებმა ამიტანა - ხმა დაუწყნარდა გოგოს
-მესმის თქვენი,სავარაუდოდ ჩემთან მოვა,მობილურს მოიკითხავს . გადავცემ რომ რეკავდით რომ არ განერვიულოდ - სულ ძალით ამოიგლიჯა პირიდან თითოეული სიტყვა ,ალბათ იმიტომ რომ შეეცოდა ეს გოგო,აშკარა იყო რომ ანის მართლა უყვარდა ერეკლე
-მადლობა და მაპატიე რომ გეუხეშე
-დაივიწყეთ,დაგემშვიდობებით - მიუგო წყნარად და ყურმილი დაკიდა,ახლა უფრო გაუმწვავდა ეჭვები,ეგონა რომ გუშინ ანუკის გამო გაეთავისუფლა,მაგრამ ანუკი აქეთ დაეძებს მთელი დღეა,თან უთხრა ვეჩხუბეო,რაში დასჭირდა ტყუილი ვერ ხვდებოდა ,ბალიშს დაავლო ხელი გაბრაზებული შევიდა საძინებელში და რაც ძალა ჰქონდა გაუქანა მძინარეს ბალიში
-რა ხდება ,ჯანდაბა! აუ თავი ! - გიჟივით წამოყო თავი და აქეთ იქით აცეცებთა თვალებს
-რა ხდება არა? გუშინ სად იყავი ერეკლე , სად ჯანდაბაში იყავი ? მეუბნები ანუკის ვეჩხუბეო,ეს გოგო ტელეფონს გიფეთქებს გაგიჟებული დილის მერე არ გამოჩენილაო,მე რას მატყუებ შილო?! ვინმე გყავს და ვერ ეუბნები იმ გოგოს?! - კბილებში გამოსცრა
-რა ვინმე მყავს ფისო ,გაკლია რა - თავი მობეზრებულად გადაიქნია და ბალიშზე დაენარცხა
-შეხედა ისე იქცევა ვითომ არაფერი მითქვამს - პირდაღებულმა გახედა უდარდელად მწოლიარე ბიჭს, ნერვებმა უმტყუნა და ზედ დაახტა ამხელა ქალი ,მის ზემოდან მოექცა და ყბაში ჩაავლო ხელი - ბოლოჯერ ვკითხულობ რატო მომატყუე ?! - უკვე ყვირილზე გადადიოდა ,კაცმა საჯდომზე ჩაავლო ხელი და ერთი მოძრაობით მის ქვემოთ მოიქცია ქალი
-კარგი გუშინ სიმართლე არ მიტქვამს,მთელი დღე ბიჭებთან ერთად ვიყავი,ანუკისგან დასვენება მჭირდებოდა ,ტელეფონს ზარი გაუთიშე ,რადგან არ მინდოდა არავისთან ლაპარაკი,იმიტომ გაგეთავისუფლე რომ დამესვენა ფიქრებისგან რომელიც გონებას მიფეთქებს .შენთან მოვედი იმიტო რომ ყველაზე უკეთ გესმის ჩემი და უთქმელად შეგიძ₾ია მიხვდე რომ რაღაც რიგზე ვერ მაქვს . შენთან ყოფნა მამშვიდებს .დაკმაყოფილდი ? - გაოგნებული უსმენდა ამღვრეული თვ ალებით მომზირალ მამაკაცს
-კარგი გავიგე,გამიშვი ახლა - მხოლოდ ამის თქმა შეძ₾ო,სუნტქვაც კი უჭრდა ისე ეკვროდა სხეულზე ერეკლე
-სანამ არ მომიბოდიშებ არსად არ წახვალ
-ბატონო? - თვალები გაუფართოვდა გოგოს
-მემგონი სმენაზე პრობლემები არ გაქვს - წარბი აზიდა
-ჯანდაბა შენს თავს ! - ამოიხვნეშა - კარგი ბოდიში რომ თავში ბალიში გითავაზე ,არ გავარკვიე რა ხდებოდა და გავბრაზდი , დაკმაყოფილდი ?
-სრულებით - ყურებამდე გაიღიმა,ყელზე ხმაურიანად აკოცა და საწოლიდან წამოდგა ,ელისაბედმა დიდი ნერწყვი გადააგორა,თვითონაც წამოდგა საწოლიდან და მის გასწორებას შეუდგა,სანამ ბატონი ერეკლე ტანსაცმელს იცვამდა
-ხო მართლა - ახლაღა გაახსენდა ანუკისტან საუბარი - ანუკის ვუთხარი რომ გუშინ საქმეები გქონდა,მანქანა ცემთან დატოვე და მობილური შიგნით დაგრჩა , მეთქი გაახსენდება და მოვა წასაღებად თქო . ისე არ ქნა ის გოგო მომივარდეს სახლში. გაგაფრთხილე მე - თითი დაუქნია
-ვგიჟდები შენს მახვილ გონებაზე,მაგხელას ვერ მოვიფიქრებდი - გადაიხარხარა და აჩეჩილ თმაზე ხელი გადაისვა
-მასხარა ხარ ,მეტი კი არაფერი - გაეცინა და სამზარეულოში გადაინაცვლა
-აუ მაგრად მშია - თეფშზე დადებულ ტოსტს დასწვდა და მთლიანი ცაიტენა პირში
-რა საქონელი ხარ ღმერთო , ასეთს გიცნობს შენი შეყვარებული? და მაინც შენი შეყვარებულია? - სიცილით ტხრა პირგამოტენილ კაცს
-ვისაც არ ვუნდივარ გზა დიდია - ოღონდ ეს სიტყვები პირაგამოტენილმა ძლივს წარმოტქვა,ვარაუდით მიხვდა ელისაბედი რისი თქმაც უნდოდა
-კამეჩო! - მხარი მიჰკრა და მაგიდას მიუჯდა
-იცი რისი ღირსი ხარ ? - ლუკმა გადაყლაპა და დასვენებულლი პირით წარმოთქვა
-მაინც? -წარბი აუწია ელისაბედმა
-ეგ ხელები რომ დაგიკოცნო ,ამ გემრიელობის მომზადებისთვის - ხელებზე დასწვდა და კოცნას უპირებდა ცხვირზე რომ აკრა თითები გოგომ
-ნუ ცანცარებ და ჭამე მეთქი გითხარი,დღეს რომ არ მუშაობ ნუ გაიჯეჯილე რა - თვალთმაქცი სიმკაცრით ეუფროსა
-კაი ბოს -გაიცინა და კიდევ ერთი ტოსტი გაიქანა ყბაში
ისაუზმეს , ელისაბედს გოგოებმა დაურეკეს
@
-ელო რას შვები - გაისმა დეა წკრიალა ხმა ტელეფონში
-სახლში ვარ დე , შენ
-მე თინასთან ვარ,-კამერა დივანზე გაშოტილი დაქალისკენ გაატრიალა- ძაან მოვიწყინეთ და ვიფიქრეთ თუ ეცლება სადმე დავსხდებით მეტქი,დღეს ნიკუშაც არ მუშაობს და
-უფროსო,თუ არ შეგაწუხებთ მე და ჩემებიც შემოგიერთდებით- ტელეფონში გაისმა ერეკლეს ხმა, გოგოებმა ყურები ცქვიტეს
-ელის ვინ გყავს სახლში - თინათინი ტელეფონს ჩააფრინდა
-მე ვარ მე - სიცილით გამოჩნდა კამერაში ერეკლე
-უჰ,გული გამისკდა - გულზე ხელი მიიდო თინათინმა
-პრივეტ კაჭო - თბილად მიესალმა დეა
-აბა უფროსო მრთავ ნებას ? - ზემოდან დააცქერდა სკამზე წამომჯდარ ქალს
-ანუკის გარეშე არა - მიუგო ღიმილიანი სახით,მაგრამ ერეკლეს წამში ეცვალა ღიმილი,წარბები შეკრა და თვალი გაუსწორა ქალს
-ანუკი ვინ არის - თინათინმა გამოყო კამერაში თავი
-ჩვენი კაჭოს ტურფა - ნაძალადევად მაგრამ მაინც გაიღიმა ელისმა
-ოჰ ,ეგ რატო არ ვიცოდით ჩვენ - გაიღიმა დეამ
-დანარჩენი ხო ყველაფერი იცოდი რა - ჯიჯღინით მიუგო ერეკლემ
-რატო გაბრაზდი ბიჭო - თინათინი არ ცხრებოდა
-კაი მე წავალ რა, ანისაც დავურეკავ და საღამოს შენს ბარში დავსხდეთ - მიმართა ელისაბედს
-ოქეი ,პერფექტო. - გამოაცხადა დეამ - მიდით აბა საღაომდე - ყურმილი დაკიდა. ელისაბედი გაბრაზებულ ერეკლეს მიუბრუნდა.
-ეს შენი ცხვირის ჩამოშვებები რა ვარიანტია ?
-რა საჭირო იყო ანუკის მოპატიჟება
-შენი შეყვარებულია კაჭო !
-ხო მაგრამ, ხომ აგიხსენი დაძაბული ურთიერთობა გვაქვს მეთქი
-და გინდა რომ მე უფრო დავძაბო? ჩვენთან ერთად რომ დაგინახავს რას იფიქრებს,მესმის რომ ვერ ხართ იდეალურად მაგრამ არაკაცულადაც ნუ მოიქცევი
-ჯანდაბა რა! მართალი ხარ ხო, ვიცი. წავედი რა . საღამოს გნახავ ფისო - ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და სახლიდან გაუჩინარდა .
ელისაბედმა დღის დიდი ნაწილი ლეპტოპში და კომპანიის საქმეებში ჩაფლულმა გაატარა,საღამოსკენ ჯერ მამასთან ავიდა,დღის მანძილზე გადატანილი ყველა ემოცია ამოულაგა და მერე დედამისს დაურეკა
@
-საღამომშვიდობის დედი,რას შვები მუშაობ?- გაისმა ქალის თბილი ხმა ,ელისაბედს სიმშვიდემ დაუარასხეულშ,იგრძნო რომ მარტო არ იყო და დედა მაინც ჰყავდა გვერდში .
-მამასთან ვიყავი და ბარში გავდივარ ,ჩემებთან შენ რას შვები აბა ?
-რას ვიზამ დედი,აგერ ნინუცა და კახა მუშაობენ და მე ჩვენს ბარბარეს ვუვლი,ამ ალქაჯს. წეღან გაკვეთილები მოვამზადებინე და ახლა ვსხედვართ
-ჩამიკოცნე ეგ წრიპა
-ელისოა ? - გაისმა ბავშვის წკრიალა ხმა - კი დეიდა შენი ელისო რეკავს - აშკარად ჩაეღიმა ქალსაც
-ჩემო ალქაჯო აბრაზებ დეიდას ?
-არა ელისო ,თვითონ მაბრაზებს,დღეს უკვე ‘’ჟ ‘’ ასეზე გადავებიდთ და მეჩხუბება ,სურათზე მალინა ხატია და მეთქი რა შუაშია აქ მალინა მეთქი და ეგ მალინა არა ჟოლო არისო და რანაირად არის ჟოლო ,როცა მალინა ხატია - წუწუნებდა ბავშვი,ელისაბედ ამაზე სიცილი აუტყდა
-ნახე ბა ,ეგ არის ჟოლო და მოფერებით მალინას ეძახიან , აი როგორც მე გეძახი ბარბარეს ნაცვლად ბას ან შენ მეძახი ელისაბედის ნაცვლად ელისოს - მოკლედ აუხსნა ბავშვს
-ანუ ჯოლოს მოფერებითი სახელი ჰქვია მალინა?
-ყოჩაღ,ზუსტად ეგაა - გულიანად გაიცინა ელისაბედმა
-აი ელისომ ამიხსნა დეიდა და შენ გამაბრაზე -დაუტია დეიდამისს- აწი შენმა ელისომ გასწავლოს ხოლმე - გაისმა ქალის სიცილის ხმა
-წავედი დე,საჭესთან ვჯდები ,გკოცნით
-მიდი დედი, ღაემშვიდობის ჩემო გულო -თბილად დაემშვიდობა ქალი და ყურმილი დაკიდეს .
ბართან მისულს კარებში კარებში მაკო შეხვდა ,ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა
-მაკრინეს გაუმარჯოს - თბილად მიესალმა
-ბოს? რამდენიხანია არ მინახიხართ - გადაეხვია ქალს
-ასევე - გაუღიმა ელისაბედმა
-გაიცანით ეს გაბრიელია ,ჩემი საქმრო - მორცხვად ჩახარა თავი
-საქმრო ?- თვალები გაუბრწყინდა ელისაბედს
-გამარჯობა ქალბატონო ელისაბედ ,მე გაბრიელ ლეჟავა ვარ -ხელი გაუწოდა ბიჭმა
-ქალბატონოს გარეშე გაბრიელ , უბრალოდ ელისაბედი - თავისი ხელი მისას შეაგება -მე შიგნით შევალ -თვალი ჩაუკრა მაკოს და ბარში შევიდა. სულ ბოლოში ყველაზე დიდ მაგიდასთან იყვნენ ჩამწკრივებულები,თინათინი ნიკოლოზს ეკვროდა, დეა და გიორგი გამალებით რაღაცაზე საუბრობდნენ, მართა და კიდევ ერთი ბიჭიც მხიარულად ლაპარაკობდნენ, ანუკის ხელმკლავი ჰოქნდა გამოდებული ერეკლეზე ,რომელიც მისი ასაკის მამაკაცს რაღაცას ეესაუბებოდ, თვითონ ანუკი კი მეორე ხელით მობილურში იქექებოდა .
-დავაგვიანე ? - ჩვეული სიმკაცრით დახედა მეგობრებს
-არა ფისო ,მოდი -თვალებშ ბედნიერების სხივები აუკიაფდა ერეკლეს
-კალიმოქსოს ავიღბ და დაგეწვევით,რამე გინდათ თქვენ?
-არა ელო,ჯერჯერობით არ ა- თვალი ჩაუკრა ნიკოლოზმა ,ელისაბედი ბარში მდგომ დავითთან გაემართა .
-ფისო? ეს რამე ახალია ?! - კბილებში გამოსცრა ანუკიმ
-ხმას დაუწიე ანი, მარტო არ ვართ თუ ხედავ - გაბრაზება შეეპარა ერეკლეს
-დაჟე ანი?! ანუ მე ანი ვარ და ეს შენს უფროსად წოდებული ფისო? როდიდან ეძახიან უფროსებს ფისოს და კნუტებს ?! - ეცადა ჩუმად ეტქვა ,მაგრამ აშკარად ყველამ გაიგო
-ახლა ნუ მაჩხუბებ, კარგად არ დამთავრდება !
-აბა სანამ მოვიდოდი რაზე ჭორაობდით ? - უცბად შემოუერთდა ელისაბედი მაგიდას და ყველამ მასზე გადაიტანა ყურადრება
-რაზე და გვინდა რომ ახალი წელი ბაკურიანში გავათენოთ - წამოიწყო მართამ
-ვა,ვა ცუდი არა რის- ტავისთვის ჩაილაპარაკა ელისაბდმა და სავარძელში მოთავსდა
-აგერ კაკის სახლი აქვს და თან საკმაოდ იდიდ,ყველა იდეალურად მოვთავსდებით - საუბარში ჩაერთო გიორგიც
-სალამი კაკი მე ვარ - მხიარულად გაუწოდა ხელი მის წინ მჯდომ გოგოს
-ელისაბედი - გაუღიმა და ხელი გაუწოდა
-რადგან გაცნობაა გაცნობა იყოს , ეს საბა ლიპარტელიანია ჩვენი სამეგობროს წევრი,ნუ ძრითადად ლიპარას ვეძახით - მხიარულად ახიხინდა მართა, ამ ბიჭიის მიმართ აშკარად არ იყო გულგრილი,რაც ბიჭსაც ეტყობოდა .
-საბა
-ელისაბედი - ხელები ჩამოართვეს ერთმანეთს.
-აბა წინ მარტო ორი დღე გვაქვს , ერთმანეთს ხომ საჩქრებიც უნდა გავუკეთოთ , რაც მალე დავიწყებთ მით უკეთესი - აქაქანდა დეა
-აუ სეკრეტ სანდა მოვცხოთ რა - ომახიანად გააჟღერა გიორგიმ
-აუ ძააან ძერსკობა იქნება . აუ ელო მიდი შენ გოგო-ბიჭებს სთხოვე ფურცელი და პასტა,სახელებს დავწერ და ამოვირჩიოთ
-ოქეი - წამოდგა და დავითის და აწ უკვე შემოსული მაკოსკენ გაემართა
-ბოს რამე გჭრდებატ? - მხიარულად აესვეტა მაკო . ელისაბედმა მხრებზე მოხვია ხელი თავისზე ბევრად დაბალ გოგოს და დათოს შეხედა
-მე თაბახის ფურცელი და კალამი მჭირდება, და იდეალური აზრი მომაწოდეს ,სეკრეტ სანტა! - განაცხადა ქალმა
-აუ ბოს,რა მაგარია ვითამაშებთ ჩვენც
-მოიცა კაცო,რა თქვენ მე არ მრთავთ? - გაოცება აღებეჭდა სახეზე
-ჩაგვერთვებით? - იკითხა მაკომ
-აბა რას ვიზამ,დაითა პასტა ფურცელი გააამზადე,სახელები ჩამოწერე და დამიძახე რომ ამოვიღო ფურცელი
-არის ბოს - სამხედრო სალამი მისცა და ფურცელი და კალამი გაუწოდა .
-სეკრეტ სანტა რატოც ქვია იცით ალბათ ხო ? - გაუცინა ორივეს- არ დავინახო ჩაჭყიტვები და ასე შემდეგ, დაგბრიდავთ-გულიანად გაიცინეს ორივემ და თავები დაუკრეს თანხმობის ნიშნად
-ელისაბედ სად აგდიხარ ამდენი ხანი,ახლა ბეჭდავ ფურცელს? - გამოსცრა თინათინმა
-მოვედი ხო - წინ დაუდო კალამი და ფურცელი. დეამ 10 ნაწილად გადაკეცა ფურცელი დაჭრა და თითოეულის სახელი დაიტანა ,გიორგის თავიდან ქუდი ჩამოაბრდღვნა,ქაღალდები შიგნით ჩაყარა და აურია
-პირველი თქვენ უფროსო - გაუწოდა დაქალს
-მოდი თქვენ ამოიღეთ და ბოლო სახელი ჩემი იყოს, საკუთარი ტავის ამოსვლის შემთხვევაში,უკან ჩააბრუნეთ - თქვა ელისაბედმა
-ოქეი ,კაკი შენგან დავიწყოთ - ჯერ კაკიმ ამოიღო,მერე ერეკლემ,ანუკიმ,მართამ,საბამ,გიომ,თავად დეამ,ნიკოლოზმა,თინათინმა და ბოლოს ერთი ეული ფურცელი დარჩა ელისაბედს
-მე ვდგები ვხსნი და ფურცელს ვფლეთ,მერე რიგრიგობით ყველამ,რომ ერთმანეთის სახელები არ დავინახოთ - წამოდგა თინათინი და ფურცელი გახსნა
„თინათინი- მართა ‘’
„ნიკოლოზი-კაკი’’
„დეა-გიორგი’’
‘’გიორგი-ანუკი’’
‘’საბა - ნიკოლოზი“
„ანუკი-თინათინი“
„ელისაბედი-ერეკლე“
„ერეკლე-ელისაბედი“
„მართა-საბა“
ფურცლები დაფლითეს და ნაგვის ურნაში უკრეს თავი,იმ საღამოს გადაწყვიტეს რომ ბაკურიანში დიდ რესტორანში მოეწყოთ წინა საახალწლო საღამო ,დრესკოდიც დააწესეს წითელი ფერის ელეგანტური ტანისამოსი გოგონებს,ბიჭებს კიშავი.
...........
31 დეკემბერი:ბაკურიანი
-სწრაფად ვაგვიანებთ,რა გეტაკება ხოლმე რა - აჯიჯღინდა დეა
-მაცადე რა ,ნიკოლოზსთვალებიუნდა დავაყრევინო- ომახიანად განაცხადა თინათინმა
-ღმერთო შენი საქმროა და დაყრილიც აქვს და მორჩენილიც - შეხედა მართამ
-ისე ქორწილს არ გეგმავთ?-საუბარში ანუკი ჩაერთო
-აუ ჯერ არა,არ ვიცი- მხრები აიჩეჩა თინათინმა-და თქვენ?როგორც ვიცი დიდი ხანია ერთად ხართ შენდა კაჭო
-არც ჩვენ ვგეგმავთ ჯერჯერობით-მხრები აიჩეჩა ანუკიმ
-ელისაბედი სად აგდია ?
-მოვედი შვილებო,რაიყო?- ოთახიდან ნაზიმიხვრა_მოხვრით გამოვიდა ელისაბედი,მუხლს აცდენილი წითელი კაბა,წითელი პალტო და მუხლამდე შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი,პატარა ჩანთაც ამშვენებდამის სამოსს,წითელი ტუჩსაცხი და მისი გრძელი,ფახუნა წამწამებიც იდეალურად ეწყობოდა ლუქს
-შემე*ით ვინმემ!-აღმოხდა დეას
-უკაცრავად?- ელისაბედმა წარბი აზიდა
-რამდენს ბედავ ამ ვიდით?
-წამო შვილო,ძაან ტლიკინებთ,გაიდგეს ბიჭებმა ფესვები- გაეცინა ელისაბედს და რესტორნისკენ გაემართნენ.
თოვლის გამო ცოტა დააგვიანდათ მისვლა.ყველაზებოლოს ელისაბედი შევიდა და ისე აღმოჩნდა ,რომ კაკის მეწყვილედ უწევდა ყოფნა
-ამას შეხედეთ?-წამოიძახა გიორგიმ ,მის ნათქვამზე ყველამ მომღიმარ ელისაბედს შეავლო მზერა,განსაკუთრებული რეაქცია ერეკლეს ჰქონდა,სახე და ძარღვები დაეჭიმა,ნერწყვს ძ₾ივს ყლაპავდა,ცხოვრებაშ პირველად წითლად შეეფერა ლოყები.
-ვიცი რომ წითელი გვაქვს ცვეტში,მაგრამ ლოყებსაც ნუ ამიღაჟღაჟებთ ახლა -გაეცინა გოგოს და კაკის მკლავი გაუყარა.
-თქვენი არ ვიცი მარა,მე ყველაზე მიმზიდველი მეწყვილემყავს-დაიჭექა კაკიმ -ულამაზესიხარ ძმას ვენაცვალე-გაუღიმა გოგოს
-ასევე ჯიგარო- თავისუფალი ხელით მუშტიმიჰკრა კაცს.რესტორანში ნელი ნაბიჯებით შედიოდნენ,ელისაბედ ცოტა ეწყინა ერეკლეს რომ არ უთქვამს კომპლიმენტი,მაგრამ არ შეიმჩნია.მაგიდას ნელა უახლოვდებოდნენ როცა ყურთან ჩასჩურჩლა ბიჭმა
-ნეტა იცოდე რა სექსუალური ხარ ფისო



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ამ ერეკლეს ვერ დავუმუღამე
:/ თუ ასე ექცევა ელისაბედს მაშინ ანუკისთან რა უნდა

 


№2 სტუმარი სტუმარი ლანა

სტუმარი ნინი
ამ ერეკლეს ვერ დავუმუღამე
:/ თუ ასე ექცევა ელისაბედს მაშინ ანუკისთან რა უნდა


რას გაუგებ კაცებს????

 


№3 სტუმარი სტუმარი lilu

ჩემი აზრით ასე იმიტომ იქცევა ერეკლე რომ
მართლა ეშინია ანუკიმ თავა რამე არ დამართოს , მაგრამ
არ მესმის იმ ქალების ვინც კაცების გამო ისტერიკებში ვარდებიან და თავს რაღაცას უშავებენ :/

 


№4 სტუმარი ანსი

ახალ თავს როდის დადებთ?

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

ახალ თავს როდის დადებ?

ველოდები შემდეგ თავს????

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი თავი იყო მომეწონა ეს ანუკი თუ ანი არ მომწონს ასეთი ისტირიჩქა ქალები ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️

 


მეგობრებო მადლობა ემოციებისთვის heart_eyes გუშინ საღამოს ავტვირთე ,მაგრამ ჯერ კიდევ არ არის შემოწმებული,იმედია მალე დაიდება heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი მაო

მომწონს ძაან, მაგრამ ეს ელიზაბეტს რომ მოეთრიე და სად აგდიხარო ეუბნებიან ვერ ვგუობ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent