შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (თავი 17)


23-11-2023, 13:04
ავტორი Holly_Holly
ნანახია 1 407

რამდენიმე დღე ბაკურიანში გაატარეს ყველამ ერთად,ახალ წელსაც იქ შეხვდნენ და თბილისში დაბრუნდნენ,ყველა თავის საქმეს შეუდგა.. სუსხიანი დღეები კვლავ გრძელდებოდა,როგორ მიყვარს ზამთარი,სახლში თბილად ყოფნა და არსად გასვლა.. დიტო და მეგანი რა თქმა უნდა ისევ ერთად არიან , ფაქტია ვერ ძლებენ ერთმანეთის გარეშე ყოფნას, ანი და ირაკლი თითქოს ალაგებენ ურთიერთობას მაგრამ ბოლომდე ვერ , თამთას და გიორგის ურთიერთობა ძალიან რთულადაა, თამთა თავს არიდებს და არ იცის ჯერ კიდევ როგორ უნდა უთხრას ფეხმძიმობის ამბავი.. რატი და ევე უდარდელი და ყველაზე საყვარელი წყვილია.. საღამო ხანი იყო აკადემიაში რომ ვიყავი,ირაკლიმ დაარღვია ჩემი სიჩუმე და ტელეფონი აწრიპინდა
- გისმენ
- შეგიძლია ჩემთან გამოსვლა? - მეუცნაურა მისი ხმა
- რა გჭირს? - ფეხზე წამოვდექი და გზა და გზა პალტო ავიღე
- გამოდი ჩემთან რა ბევრი კითხვების გარეშე ანუკი
- მოვდივარ - ტელეფონი გავუთიშე და მანქანაში ჩავჯექი,ზუსტად ათ წუთში დადიანის კარებთან ვიდექი,დავაკაკუნე როცა მისი ხმა გავიგე “ღიაა, შემოდი”, სწრაფად შევედი და პალტო გავიხადე , უმისამართოდ ვისროლე და მის წინ ჩავიმუხლე
- რა გჭირს გამაგებინე? თითი მივადე მის გახეთქილ წარბს
- არაფერი პატარავ , მინდა ჩემთან იყო
- ირაკლი რა მოხდა - გაოცებული ვუყურებდი და ვერ მოვდიოდი გონს
- ერთი სულიერი იცემა , ისეთი არაფერი - თითი მოისვა ტუჩზე და სასმელი დაცალა
- ასე მშვიდად როგორ იძახი ამას ირაკლი, მომიყევი რა მოხდა!
- კითხვებს ნუ მისვამ რა , ჩუმად იყო არ შეგიძლია?
- იმიტო დამიძახე?
- ამის დედას შევე*ი რა ანუშკი რა გჭირს ტო - მის მუხლებზე დამისვა და თმა გადამიწია
- სად გიდევს აფთიაქი?
- არ მინდა
- ირაკლი!
- იქ ტუმბოში - თითი გაიშვირა კუთხეში დადგმულ ტუმბოზე , სწრაფად წამოვდექი და მოვიმარჯვე ბამბა,ბინტი,სპირტი , ყველაფერი, დავუმუშავე წარბი და ვერ ვისვენებდი არ მასვენებდა ინტერესი
- ირაკლი მეშინია - გვერდით გადავდე პატარა სააფთიაქო ყუთი და თვალებში ჩავხედე
- რისი პატარავ?
- რა გაცინებს? სასაცილოა? კაცი მოკალი? თუ რა ხდება გამაგებინე
- თითქმის - გაეცინა
- ირაკლიი
- ვხუმრობ კაი გოგო რას ასერიოზულებ , საჭირო იყო და ვცემეთ - ფეხზე წამოდგა და სასმელი დაისხა
- სცემეთ? ვისთან ერთად იყავი ნუ გამაგიჟე ირაკლი - სწრაფად წამოვდექი მეც ფეხზე და ცხვირწინ ავეტუზე
- დიტოსთვის უნდა მიეცათ ფული ხოდა გამოცხადდნენ ვერ ვიხდითო ჩვენც მოვუტყ*ნით დედები აი ასე პროსტად - მხრები აიჩეჩა
- სულ გააფრინეთ თქვენ? რა ძველბიჭობა მოგინდათ , საერთოდ საღად აზროვნებთ?
- ანუშკი მოდი არც გინდა რომ გაერკვიო და დაწყნარდი კაი? დღეს არ მინახიხარ და მინდოდა ჩემთან ყოფილიყავი მეტი არაფერი - შუბლზე მაკოცა და აბაზანაში შევიდა, თამთას გადავურეკე სწრაფად არ მიპასუხა და მეგანს დავურეკე
- ხო ანი
- რა ხდება მეგან გეხვეწები ამიხსენი
- ბიჭებზე? გგონია მიყვება დიტო რამეს?
- ჯანდაბა
- ირაკლისთან ხარ?
- კი დამირეკა თუ არა გამოვიქეცი
- ეხლა მოვიდა დიტო უნდა გავთიშო რა
- თუ რამეს გაიგებ მომწერე რა
- კაი ანუკი ნუ ნერვიულობ , გკოცნი
- აბა რამეს ვუყუროთ? - პირსახოცით იმშრალებდა თავს დადიანი
- ჰმმმ.. შეიძლება - ტაში შემოვკარი
- მიდი აარჩიე ფილმი მე პოპკორნს და ჩიფსს მოვიტან , დადიანის კარადა გამოვაღე და მისი მაისური მოვირგე , მისაღებში გამოვედი და დივანზე მოვთავსდი, ფილმის შერჩევა დავიწყე და არჩევანი გრინჩზე შევაჩერე
- რა სწრაფი ხარ ანუშკი - ახარხარდა დადიანი და პლედის ქვეშ შემოძვრა , ხელები მომხვია და თავი ჩემს თმაში ჩარგო
- ირაკლი
- რაო - თავი წამოწია და ჩემს პროფილს მიაჩერდა
- შემპირდი რომ გულს არასდროს მატკენ! - თავი შევატრიალე და თვალებში ჩავხედე
- გპირდები პატარავ! კოცნა დამიტოვა ყელში და თავი დამადო

თამთა & გიორგი

დასაწოლად ვემზადებოდი კარის ხმა რომ მომესმა, შევაღე თუ არა ავალიანი შემრჩა
- შემომიშვებ?
- რა გინდა გიორგი?
- ძაან დავიღალე შენი ბუტიაობით, ისე შემოვიდა თითქოს ნება დავრთე , კარი გადავკეტე და მისაღებში გავედი
- არავინ გთხოვს ჩემს დევნას თუ დაიღალე
- შენ რა გჭირს? - მომიახლოვდა და თვალებში მომაპყრო მკაცრი მზერა
- რა უნდა მჭირდეს?
- ფერი არ გადევს სახეზე
- ძილი დამირღვიე და აბა რა იქნება - ხელი ავაშვებინე
- თამთა არ დაიღალე? ხო ხედავ ერთად გვიწერია ყოფნა მაინც რაღას ბავშვობ?
- თავში ნუ აგივარდა გიორგი რაღაცეები! რას მელაპარაკები საერთოდ, ბაკურიანიდან რაც ჩამოვედით ეხლა გახსენდები და კიდე შენ გაქვს რამე სალაპარაკო?
- ტონი თამთა!
- სიმართლე მწარეა! წადი რა უნდა დავიძინო
- შენ გოგო რამე ხოარ გეშლება? - მკლავზე მომკიდა ხელი
- გიორგი მტკენ!
- მიპასუხე
- რა გინდა რა?
- შენ სპეციალურად იქცევი ასე თუ რა ხდება?
- რაც გინდა ის იფიქრე!
- დედას შევე*ი! ხელი უხეშად ამიშვა, სახლიდან გავარდა და კარი მიიჯახუნა, წყალი დავლიე და საწოლში ჩავწექი ხვალ ექიმთან უნდა წავსულვიყავი გადამოწმებაზე.

თვალები როცა გავახილე ჩემს ლოგინში ვიწექი,დადიანს ეგ ჩვევა ჰქონდა როგორც კი დივანზე დამეძინებოდა ლოგინში გადავყავდი როგორც პატარა ბავშვს ისე ზრუნავდა ჩემზე..
- დილამშვიდობის პატარავ - კოცნა დამიტოვა ტუჩის კუთხეში და ფანჯარა გამოაღო,ცივი ჰაერი შეისუნთქა ფილტვებში
- ირაკლიი რას აკეთებ გავიყინე - უფრო მოვხვიე საბანს ხელი
- გამოფხიზლდი უკვე
- რომელი საათია ჯერ - წუწუნს არ ვწყვეტდი
- შენ წარმოიდგინე და ორი დაიწყო - გაეცინა და სამზარეულოში გავიდა
- ვაიმეეეე რა ორი - წამოვვარდი ფეხზე და აბაზანაში შევვარდი
- მშვიდობაა? კარზე მომიკაკუნა
- კიიი თამთა უნდა წასულიყო ექიმთან და სულ დამავიწყდა - ვთქვი და პირზე ხელი ავიფარე , არ დამწვას დადიანმა ოღონდ ეს არა ბლინ
- ექიმთან რა უნდა?
- წყალი მოვუშვი ვითომ ვერაფერი ვერ გავიგე , ვიმედოვნებდი რომ გამოვიდოდი აღარ ემახსოვრებოდა
- ირაკლი ყავა დამისხი რა - ზურგიდან მოვხვიე ხელები და მაშინვე შემოტრიალდა ჩემკენ ყავით ხელში
- თამთას რა უნდა ექიმთან?
- ანალიზები უნდა ჩაებარებინა, გაცივდა - მხრები ავიჩეჩე და თვალი ავარიდე
- მაგის გამო აპანიკდი და უცბად წამოვარდი ლოგინიდან? შემომხედე ანუშკი თვალებში - ნიკაპზე მომადო თითი და თავი ამაწევინა
- ვაიმე ირაკლი შემეშვი , ჩემი დაქალია და აბა ვინერვიულებ რას ვიზავ ნემსის ეშინია თან - ხელი გავაშვებინე და დივანზე წამოვჯექი
- ეგრე იყოს კაი - ირონიულად გამკრა და საძინებელში შევიდა
თამთას დავურეკე, როგორც იქნა მესამე ცდაზე მიპასუხა
- თამთა რა ხდება?
- კარგად ვართ ანუშკი, შენი ნათლული ძალიან მალე იზრდება
- ვაიმე როგორ მიხარია,მაპატიე თამთა გთხოვ ირაკლისთან ერთად ვარ ახლაც ძლივს გელაპარაკები,წამომცდა ექიმთან რო მიდიოდი და ძლივს დავიძვრინე თავი,როდემდე უნდა დამალო?
- დღეს ექოსკოპიის ფოტო ავიღე წერტილია , დღეს გადავწყვიტე ვუთხრა
- ძაან კარგს იზავ , მიდი კაი გნახავ საღამოს
- როგორ არის აბა გადაურჩა ნემსს? - ირონიას არ წყვეტდა დადიანი
- კი კარგადაა ხვალ იქნება პასუხები - ყავის დალევა გავაგრძელე
- საყიდლებზე გავიდეთ რა მოლში
- შენ საყიდლებზეც დადიხარ? - გამიკვირდა
- რა სულელი ხარ ანუშკი აბა რას ვჭამ ხოლმე თუ არ წავედი?
- კაი წავიდეთ , ჩავიცვამ
- ეხლა დამლაგებელიც მოვა - მაჯის საათს დახედა
- რა დამლაგებელი? რატო უნდა დაალაგოს დამლაგებელმა ჩვენი საძინენელი როცა შემიძლია მეც გავაკეთო ეგ ირაკლი!
- ჩვენ მივდივართ არ გვცალია,მიდი ჩაიცვი მალე, ბურტყუნს არ ვწყვეტდი, შავი კომბინიზონი ჩავიცვი და თმა ავიწიე , გრძელი ჩექმები ამოვიცვი და გამოვედი ისევ და ისევ ბურტყუნით
- რას ბურტყუნებ გოგო, შენ ეგ გადარდებს თუ ჩემთან ქალი რომ მოდის და ალაგებს ეგ - იცინის დადიანი
- ხო იცი რო მოგკლავ - დავემუქრე და სარკეში ჩავიხედე
- ძაან გამომწვევია ეგ კომბინიზონი არა? - მომიახლოვდა და ხელი მომარტყა უკანალზე
- არ ინერვიულო პალტოს ვიცვამ - ფეხის წვერზე ავიწიე და ძლივს მივწვდი მის ტუჩებს
- მინდიხარ ანუკი!
- მეც სიგიჟემდე - ვუთხარი კოცნებშორის და კურტკა გავხადე , ხელში მოაქცია ჩემი ფარფატა ტანი, ფეხები მოვხვიე მის სხეულს და ენები შევაერთეთ, საძინებელში შევდიოდით კარებს რომ აწვალებდნენ გასაღებით,დადიანი მალევე მომშორდა
- ჯანდაბა!
- დამლაგებელია - სარკეში ჩაიხედა ,თმა შეისწორა და კარი გაუღო
- შემოდი ნინო!
- უი მაპატიეთ,მეგონა გასული იყავით უკვე
- არაუშავს გავდივართ ისედაც , ხელი მომკიდა და გასვლა დავაპირეთ
- ქ. სალომე ულამაზესი ხართ,როგორც ბატონი ირაკლი გახასიათებდათ, ადგილზე გავქვავდი,ირაკლის შევხედე და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა
- სალომე არა, ანი ჰქვია! ანი და სხვა არავინ ნინო! ხშირად შეხვდებით ერთმანეთს და მე თუ არ ვიყავი და რამე დაგჭირდა ანის მიმართე
- უი უკაცრავად!
- საქმეს მიხედე , ჩვენ წავედით! ხელი ავაშვებინე როგორც კი სახლიდან გავედით,ლიფტთან დავდეგით და როგორ იწელებოდა ეს წუთები, გონება ამერია , მინდოდა მისთვის კითხვა დამესვა მაგრამ საიდან დამეწყო არვიცოდი,პასუხის მეშინოდა. ყველაფერი კარგად რომ მიდის უკვე ვიცი რომ რაღაც ისეთი მოხდება რაც გულს მატკენს,თითქოს ცხოვრება მეთამაშება, ლიფტში შევედით , დუმილი დაარღვია დადიანმა
- ჯობია მკითხო თუ რამე გაინტერესებს,ფიქრებით შორს წახვალ
- და შენ ჩვეულებრივ უყურებ ამ ყველაფერს? ისე იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა - ლიფტი გაიღო და მანქანისკენ წავედით
- რატო მოგატყუო რო შენამდე არავინ მყოლია მეთქი?
- რა შუაშია ეგ ირაკლი? ნაშები რომ გეყოლებოდა ვიცი , მაგრამ სალომე ნაშა ვერ იქნებოდა ამას ბავშვი არ ვარ და ვხვდები
- ხო ადრე მყავდა ეგეთი მერე რა პრობლემაა ვერ ვხვდები? შეეშალა იმ სი*ქალას სახელი ეგონე ისევ ის და რა?
- და შენ დამლაგებელს ყველას სახელს ეუბნები თუ რა ხდება? პრობლემას თუ ვერ ხედავ ძაან ცუდი ირაკლი - ღვედი შევიკარი
- გოგო წლებია ეს გოგო ჩემთან მუშაობს რა გინდა შენ ეხლა გამაჭედინო?
- გაჭედე ხოდა იდიოტო!
- ანუკი!
- არ მჯერა რომ ნაშების და ყოფილების ლოგინში მაწვენ , შენ თუ ვერ ხვდები ეს ჩემთვის დიდი დამცირებაა!
- ახალი ბინაა არავის ლოგინში არ გაწვენ ტო , რაზე ნერვიულობ პროსტა თუ ვხვდებოდე
- ამ გოგოსთანაც ისე ახლოს იყავი ამასთანაც რომ გქონდეს სე*სი არ გამიკვირდება
- ვაიმე ნუ მაგიჟებ გოგო! ჭკუიდან ნუ გადამიყვან! - საჭეს მიარტყა ხელი და ტონი აამაღლა.. ხმა აღარ ამომიღია , სიმღერა ჩავრთე და დადიანის ხმა დავფარე.


თამთა & გიორგი

საავადმყოფოდან როგორც კი გამოვედი ჩემი ძველი კლასელი შემხვდა მის მეუღლესთან ერთად,დამპატიჟეს ყავაზე მათთან სახლში და უარი ვეღარ ვუთხარი.
- რამდენი წელია არ მინახიხარ თამთა
- ძალიან შეიცვალე ნიკა შენც,ულამაზესი მეუღლე გყავს
- მადლობა საყვარელო, რომელ ყავას დალევ?
- ჩაის დავლევ თინა - გავუღიმე
- ექიმთან რა გინდოდა მშვიდობა გაქვს? მკითხა ქალმა
- კი ანალიზების გადასამოწმებლად ვიყავი
- ერთხელ შევიკრიბოთ კლასელები რა დანარჩენები სულ გაქრნენ , წინაზე ელენე შემხვდა გათხოვდა ორი შვილი ყავს - გაეცინა ნიკას
- აუ რა კარგია, უმეტესობა ხო სულ გათხოვდა ან ცოლი მოიყვანა
- შენ როდის აპირებ შენ? - გაეცინა თინას და ფინჯანი ფრთხილად მომაწოდა, ტელეფონი აწკრიალდა , ავალიანი იყო
- რომელი კორპუსია? - ისე ღრიალებდა,ტელეფონს ხმა დავუწიე, შეპასუხებაც ვერ გავბედე , მომჩერებოდნენ სახეში გაოცებულები ცოლ-ქმარი
- მეცხრე - ვუპასუხე მშვიდად
- ორ წუთში ქვემოთ იყავი
- გიორგი ვერ .. - სიტყვაც არ დამამთავრებინა
- ავაფეთქებ მაგ შენს თემქას თუ არ ჩამოხვალ - უფრო გაცხარდა და ტელეფონი გამითიშა, დიდი ბოდიშების თხოვნით დავემშვიდობე წყვილს და ქვემოთ ჩავედი,ავალიანი უკვე კორპუსთან იდგა, კარები გამოვაღე და მანქანაში ჩავჯექი,ბოლომდე არ მქონდა კარი დახურული,ადგილს რომ მოსწყდა ავალიანი
- შენ რა გინდა ბოლობოლო გოგო?
- შენნაირი იდიოტი ადამიანი არ არსებობს გიორგი! - ვუღრიალე მთელ ხმაზე
- რამდენს ბედავ რამდენს? - დაამუხრუჭა მანქანა და ყვრილმანებზე ჩამავლო ხელი
- მტკენ გამიშვი ხელი
- მინდა რომ გეტკინოს ისე მინდა გეტკინოს როგორც მე მტკივა თამთა - ხელი უხეშად ამაშვებინა და ტირილი წამსკდა
- არ იტირო! არ იტირო მეთქი ამის დედას შევ*ცი - ხელებს საჭეზე ურტყავდა , ასეთი გაცხარებული პირველად ვნახე და უკვე ვხვდებოდი რაშიც იყო საქმე
- გამაგებინე რა ხდება გიორგი
- მე უნდა გაგაგებინო? რა უფლებით დამიმალე ჩემი შვილი გოგო? რა უფლებით?
- გამეცი ხმაა!
- ვაპირებდი თქმას დღეს - ცრემლები მოვიწმინდე მაგრამ ისევ მდიოდა ვერ ვაკონტროლებდი თავს
- ნუ მატყუებ თამთა! ნუ შეეცდები დამაბრიყვო გესმის? არასდროს გაპატიებ ამას ბენდუქიძე! - თავზე ხელს ისმევდა აგონიაშიმყოფი და არ იცოდა საიდან გაველანძღე
- გიორგი გთხოვ მომისმინე
- რამდენი კვირისაა?
- გიო
- რამდენი კვირისაა მეთქი?
- სამი - ჩუმად ვუპასუხე
- ანუ ბაკურიანშიც იცოდი რომ ჩემს შვილს ატარებდი ხო?
- გიორგი უნდა მეთქვა , გეფიცები უნდა მეთქვა დღეს , ანის ვთხოვე არ უთხრა და მაინც ვერ გააჩერა ენა
- რა გოგო? - გაკვირვებული გამომხედა
- ანიმაც იცოდა? - წარბებიშეკრა და უარესად გამწარდა
- ცდილობთ გამომაყ*ევოთ? კიდე ვინ იცის? ვიიინ?
- გთხოვ დამშვიდდი,ანის მე ვთხოვე არ ეთქვა იმიტორო მემინდოდა მეთქვა დღეს
- თამთა ზღაპრების მოყოლას მორჩი! ამდენი რომ გამიბედე ვერ ვიჯერებ, უკან რო არ გამოგყოლოდი დღეს კიდე ვერ გავიგებდი ჩემი შვილის ამბავს
- შენ რაიყო მითვალთვალებდი?
- ტონს დაუწიე ბენდუქიძე! არ გაბედო ჩემთან ხმის აწევა! გითვალთვალებდი და შენი ექიმიც ვნახე დაკმაყოფილდი? და ჩემთან რო გამოქცეულიყავი და ერთად გვევლო ექიმებთან ვიღაც ყ*ეებს ეჯექი სახლში და ყავას სვავდი
- ისე არაა ყველაფერი როგორც შენ გგონია , ჩვენ დავშორდით გიორგი! რა უნდა მეთქვა იქნება არც გინდოდა ეს ბავშვი? არ მინდა ვალდებულების მოხდის მიზნით იყო ჩემთან და
- შენ გოგო საერთოდ ხოარ უბერავ? რეებს მელაპარაკები ვაფშე აზრზე ხარ? გინდა მიგახრჩო აქვე? თამთა გაჩუმდი გირჩევნია! ხმა არ ამოიღო საერთოდ! არ მინდა გატკინო!
ცრემლები თავისით მდიოდა,თავს ვერ ვაკონტროლებდი,გული მტკიოდა , არ მეგონა ასეთი რეაგირება თუ ექნებოდა ავალიანს,თავს ყველაზე საშინლად ვგრძნობ.. რამდენიმე წუთში მანქანა დაქოქა და ადგილს მოწყდა ავალიანი.. 15 წუთში ჩემს სახლთან გააჩერა მანქანა და მიბრძანა გადავსულვიყავი ისე რომ სახეშიც არ მიყურებდა.. გადავედი თუ არა წავიდა ავალიანი დამტოვა და წავიდა,როცა სხვა დროს იქამდე არ მტოვებდა სანამ სადარბაზოს არ მივეფარებოდი.. მტკიოდა.. ძალიან მტკიოდა.. და ვხვდებოდი რომ მას ჩემზე მეტად სტკიოდა..


როგორ მოგწონთ აბა? <333



№1 სტუმარი სტუმარი ხათუნა

მალე დადე ახალი თავი, გთხოვ, მოუთმენლად ველი.

 


№2 სტუმარი სტუმარი ლილე

დაიძაბაა უკვე:(((

 


№3 სტუმარი ანსი

აღარ აგრძელებთ ამ ისტორიას?

 


№4  offline წევრი Holly_Holly

ხვალ დავდებ

 


№5  offline წევრი ქეთუშკა

დადებ დღეს გაგრძელებას

 


№6 სტუმარი სტუმარი კესო

დღეს იქნება ახალი თავი?

 


№7  offline წევრი Holly_Holly

დიდი მადლობა მეგობრებო,დავდე კი <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent