შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგი ჭირი მარგებელია ( სრულად )


27-11-2023, 13:38
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 9 378

- ფეხით მოსიარულეთათვის მწვანე აინთო თუ არა, სირბილით წავედი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დაყენებული ავტომობილისკენ, ის იყო ტროტუარზე უნდა ამებიჯებინა სად იყო და სად არა პატარა ვარდისფერი ავტომობილი გამოვარდა მოსახვევიდან, წითელზე გამოიარა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, ვეცადე ავრიდებოდი, ტროტუარზე შევხტი თუმცა მაინც მოასწრო და გვერდი გამკრა, უხერხულად შევტრიალდი და მთელი ძალით პირდაპირ შუბლით შევასკდი განათების ბოძს, შევასკდი და მაშინვე მივხვდი რომ თავის გარშემო წრიულად მფრენი მოჟივჟივე ჩიტუნები სულაც არ ყოფილა მულტიპლიკატორების ფანტაზიის ნაყოფი...
ჩიტები ჟივილ ხივილს რომ მორჩნენ და გაფრინდნენ, თვალთ დამიბნელდა და იქვე ჩავჯექი, ბუნდოვნად ვხედავდი როგორ გააჩერა ავტომობილი, როგორ გააღო კარი და სირბილით წამოვიდა ჩემსკენ, ჩემს გარშემო რამდენიმე წამში მოგროვილი ხუთიოდე გულშემატკივარი განზე გასწია და ჩაიმუხლა.
- კარგად ხარ? რა გჭირს? ხომ არაფერი დაგიშავდა, გეფიცები ჩემი ბრალი არ არის, იმ საძაგელი თამაზის ბრალია, მანქანა შესაკეთებლად მივუყვანე და მგონი აურია რაღაცეები, მარჯვნივ რომ ვუხვევ მარცხნივ მიდის, სასწრაფოს ხომ არ დავურეკო? -მგონი თვითონაც არ იცოდა რას ამბობდა, შეუსვენებლად მაყრიდა სიტყვებს და სახის ყოველ სანტიმეტრს მიმოწმებდა ნაზი გრილი თითებით, გაჭირვებით წამოვდექი და ისიც ჩემთან ერთად ადგა, ზემოდან დავხედე ერთიანად აჭარხლებულს და შიშისგან და მღელვარებისგან თვალებგაფართოებულს, იქნებოდა დაახლოებით ოცი - ოცდაორი წლის, ერთი ციდა იყო, მკერდამდე ძლივს მწვდებოდა, გრძელი ჩალისფერი თმა ჰონდა და დიდი თაფლისფერი თვალები, ისეთი გამხდარი იყო გეგონებოდა სული რომ შევუბერო წაიქცევაო, ნერვიულად იკვნეტდა ლამაზ ვარდისფერ ტუჩებს და ცდილობდა გაეგო ჩემგან რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა.
- არაფერია კარგად ვარ, სასწრაფო საჭირო არ არის, -ჩავილაპარაკე, შევბრუნდი და ის იყო ავტომობილისკენ გადავდგი ნაბიჯი რომ შემაქანა და რომ არა ჩემი ამ დღეში ჩამგდები არსება ძირს გავიშხლართებოდი, მხარქვეშ შემიდგა და წელზე მომხვია გამხდარი მკლავი.
- აშკარად ვერ ხარ კარგად, დამეყრდენი საავადმყოფოში წაგიყვან ეტყობა ტვინის შერყევა გაქვს, წამოდი ჩემი მანქანა იქით დგას.
- შენ თვითონ არ თქვი რომ ნორმალურად არ მუშაობს? -ჩავილაპარაკე და მტკივანი შუბლი მოვისრისე, რაღაც კოპისმაგვარს ვგრძნობდი, გამწარებულმა ამოვიხვნეშე, ამ სულელი გოგოს გამო უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე ვიგვიანებდი და რომც მიმესწრო ამ კოპით და არეული გონებით მაინც ვერაფერს მოვახერხებდი.
- კარგი თუ ასეა მაშინ ტაქსით წაგიყვან, -მაშინვე იპოვა გამოსავალი, ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და გავუწოდე, -იმედია მართვის მოწმობა გაქვს.
- რათქმაუნდა მაქვს, -წარბი ისე აწია და ისე იუკადრისა ჩემი შეკითხვა თითქოს ცოტახნის წინანდელი შემთხვევის ავტორი მე ვყოფილიყავი, პულტს ხელი დააჭირა და იქვე მდგარი ავტომობილის ფარები რომ აინთო გაოცებული გაშეშდა ერთ ადგილზე.
- ეს არის?
- ჰო ეს არის და სწრაფად, ფეხზე ვეღარ ვდგავარ.
- მაგარი მანქანაა, ყოველთვის ვოცნებობდი ასეთზე მაგრამ ჯერ ფული არ მყოფნის, ალბათ კიდევ რამდენიმე წელი არ მეყოფა რომ ვიყიდო.
საავადმყოფომდე გაუჩერებლად ლაპარაკისგან ისეთი გაბრუებული და სიცოცხლე მობეზრებული მიმიყვანა, მისი დანახვაც კი აღარ მინდოდა, უკვე ზეპირად ვიცოდი რომ მაგდა ერქვა, ოცდაორი წლის იყო, იურიდიულზე სწავლობდა, თბილისში მარტო ცხოვრობდა ძაღლთან ერთად, დედ-მამა მცხეთაში ცხოვრობდნენ მის პატარა ძმასთან ერთად რომელსაც ახლახანს შეუსრულდა თოთხმეტი წელი, თვითონ დეტექტივობაზე ოცნებობდა...
- შეგიძლია წახვიდე, -ძლივს მოვასწარი ორი სიტყვის ჩართვა როგორც კი საავადმყოფოს მიმღებში შევედით და შევატყვე რომ არსად არ აპირებდა წასვლას.
- დაგელოდები და რომ გავიგებ რომ არაფერი გჭირს მერე წავალ, -მიამიტურად შემომღიმა და საყვარლად აახამხამა თვალები, -თანაც ხარჯებიც ხომ უნდა გადავიხადო.
- არაფრის გადახდა არ არის საჭირო, -ჩავიღრინე და აწკრიალებულ ტელეფონს ისე ვუპასუხე არც დამიხედავს ვინ იყო, გაცოფებულმა გავთიშე რამდენიმე წამის შემდეგ.
- რა მოხდა რამე პრობლემაა, ისეთი სახე გაქვს თითქოს რაღაც საშინელება მოხდა, -მეგობარივით ამომიდგა გვერდით და მკლავზე დამეყრდნო.
- შენს გამო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჩამეშალა, თვალით აღარ დამენახო, -გაცოფებულმა ვუყვირე და ოდნავ ვუბიძგე რომ მომშორებოდა, სახე შეეცვალა და წამსვე ჩამოერეცხა გულითადი ღიმილი, თვალები აუცრემლიანდა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია მერე შებრუნდა და სირბილით გავიდა გარეთ.
-
მსუბუქი ტვინის შერყევით გადავრჩი, საავადმყოფოდან პირდაპირ სამსახურში წავედი, იმ დღესვე ვერა მაგრამ მეორე დღეს ის ჩაშლილი შეხვედრაც გამოვასწორე და სიმართლე რომ ვთქვა მაგდა აღარც გამხსენებია სანამ დაახლოებით ათი დღის შემდეგ იმ შენობის ეზოში არ გადავეყარე სადაც ბინა მქონდა, ის იყო სამსახურიდან მოსულმა და გადაღლილმა ავტოსადგომზე ავტომობილი გავაჩერე და გადავედი რომ ყეფის ხმა მომესმა, დავინახე როგორ მორბოდა ჩემსკენ შიშისგან ბეწვ აფოფრილი კატა და როგორ მოსდევდა უკან უზარმაზარი შავი ძაღლი, კატამ დამინახა თუ არა ჩემსკენ გამოიქცა თავიდან ვიფიქრე რომ თავისებურად შველას მთხოვდა მაგრამ ავტომობილის სახურავზე რომ შეხტა და ხახადაფჩენილ ძაღლს შემატოვა მაშინ მივხვდი რომ მითები კატების სივერაგეზე სულაც არ იყო მითები, ყველაფერი წამის მეასედში მოხდა, ძაღლი ჩემი პიკაპის ძარაზე დახტა, მე სახურავზე მჯდარ კატას ავუქნიე ხელი რომელიც იმის მაგივრად რომ გაქცეულიყო რატომღაც აქეთ აპირებდა შეტევაზე გადმოსვლას, სწორედ ამ დროს მეცა მკლავში ძაღლი და კბილები ჩამასო...
- ლია რას აკეთებ, ლიაკო გაუშვი პირი, -განწირული კივილი მომესმა და ძაღლმა გაგიკვირდებათ და მართლა დამანება თავი, მომშორდა, ძარიდან გადმოხტა და უწყინარი ფუმფულა ლეკვივით ჩაჯდა ორ ფეხზე, ჩვენსკენ ქოშინით მომავალი მაგდა რომ დავინახე სიბრაზისგან კბილები გავაღრჭიალე, მარცხენა მკლავი სერიოზულად მქონდა დაზიანებული და თქრიალით მომდიოდა სისხლი.
- ყველგან შენ როგორ ხარ, აქ რა ჯანდაბას აკეთებ, -ცოტა უხეშად კი გამომივიდა მაგრამ სინაზის და ზრდილობის თავი სად მქონდა.
- აქ ვცხოვრობ, ახლახანს გადმოვედი, -მის თითს გავაყოლე თვალი, ესღა მაკლდა ზუსტად ჩემს ზემოთ გადმოსულა, რაღა მიჭირს.
- ბოდიში ჩვენი ბრალი არ არის, ლია საერთოდ არ არის აგრესიული, იმ კატის ბრალია, გააცოფა საწყალი ძაღლი, საკმაოდ დიდი ჭრილობა გაქვს, საავადმყოფოში წაგიყვან და მერე აცრაც გაიკეთე, ლიაკო კია აცრილი მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ვერ შევეწინააღმდეგე, ამ ხელით მაინც ვერ ვმართავდი საჭეს, ძაღლი უკანა სავარძელზე დასვა და თვითონ საჭესთან მოთავსდა, ამჯერად ბოლომდე დარჩა ჩემთან ერთად რატომღაც მეც არ მითხოვია რომ წასულიყო, ერთად გამოვედით საავადმყოფოდან, უჩვეულოდ ჩუმად იყო, მშვიდად მართავდა საჭეს და საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას, ალბათ არ უნდოდა რომ ზედმეტად შევეწუხებინე და გავეღიზიანებინე არადა საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი თორემ მომწონდა კიდეც მისი ბავშვური ტიტინი.
- ძაღლს ლიაკო რატომ დაარქვი? -ვერ მოვითმინე რომ არ მეკითხა, გაეღიმა და თვალებ გაბრწყინებულმა შემომხედა.
- ჩემი დედამთილის სახელია.
- გათხოვილი ხარ? -ინსტიქტურად დავაჩერდი ლამაზ თხელ თითებზე, ბეჭედი არ ეკეთა, რატომღაც გული დამწყვიტა იმის გააზრებამ რომ გათხოვილი იყო.
- ყოფილი დედამთილი უნდა მეთქვა, სულ რამდენიმე საათით ვიყავი გათხოვილი, -მხიარული ხმით, ღიმილით მიყვებოდა, ვერ ვხვდებოდი რა იყო ამ ყველაფერში სამხიარულო...
- ვიცი რომ გაინტერესებს, გინდა მოგიყვე როგორ გავთხოვდი? -გადმომხედა და ეშმაკურად გამიღიმა, თავი რომ დავუქნიე გახარებულმა დაიწყო მოყოლა.
- მცხეთაში მეზობელი მყავდა დათიკო, ჩემზე ორი წლით არის დიდი, ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ, დათიკოს დედას ლიას ძალიან ვუყვარდი, თვითონ ასე ამბობს მაგრამ ჩემი აზრით იმ ადამიანებს რომლებიც უყვართ ისე არ ექცევიან როგორც ლია მე მომექცა.
- ასეთი რა გააკეთა? -უკვე მართლა დაინტერესებულმა ვკითხე.
- მომიტაცა.
- ვინ მოგიტაცა დათიკომ?
- დათიკომ არა ლიამ.
- ლიამ? რატომ? გამოსასყიდის გამო?
- არა რა გამოსასყიდი, -მხიარულად გადაიკისკისა და წითელზე ისე დაამუხრუჭა ღვედი რომ არ მკეთებოდა საქარე მინას შევასკდებოდი შუბლით.
- დათიკოსთვის მომიტაცა, რძლად ვუნდოდი, ყოველთვის აკვიატებული ჰქონდა ბავშვები რომ გაიზრდებიან დავაქორწინოთო, საწყალ დათიკოს ისე გამოულაყა ტვინი შევყვარებივარ თურმე არადა თქმას ვერ მიბედავდა, თვრამეტი წლის რომ გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე მოვიდნენ ჩემი ხელის სათხოვნელად, ჩემმა მშობლებმა იცოდნენ ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და ცივი უარით გაისტუმრეს, მერე რამდენჯერმე ჩემთან დალაპარაკებაც სცადა და რომ არაფერი გამოუვიდა მომიტაცა, დილით სარბენად გასული ჩამტენეს მანქანაში, იმავე დღეს ძალით დაგვწერა ჯვარი და ხელი მოგვაწერინა.
- არ მესმის თუ არ გინდოდა რას ნიშნავს ძალით დაგწერა ჯვარი, ასე არ ხდება, -აშკარად რაღაცას აზვიადებდა, -ძალით ჯვრის წერა?
- მემუქრებოდა, მაშინ ჩემი ლიაკო სულ რაღაც ორი თვის იყო, მამამ მაჩუქა დაბადების დღეზე, გამოკეტილი ჰყავდა და მეუბნებოდა რომ მოკლავდა თუ ყველაფერზე არ დავთანხმდებოდი, ხელმოწერის შემდეგ მე და დათუნა მარტო რომ დაგვტოვა და დათუნას თავზე რომ დავამხვე ყველაფერი გაუკვირდა მე მეგონა ხმას რომ არ იღებდი თანახმა იყავიო.
- მერე რა მოხდა? -აღელვებისგან პირგამშრალმა ვკითხე.
- დათუნამ თავისი ხელით დამაბრუნა სახლში, არ არის ცუდი ბიჭი, უბრალოდ ლიაკომ აურია თავგზა, ჰოდა ჩემს პატარას ლია დავარქვი მიუხედავად იმისა რომ ბიჭია, უნდა ნახო მცხეთაში რომ ჩავალ ხოლმე მის სახლთან რომ გავივლით და ჩემს ლიაკოს სახელით მივმართავ როგორ ცოფდება, ერთ რამედ ღირს მისი ყურება, -ისე გულიანად გადაიკისკისა მეც ვეღარ შევიკავე თავი რომ არ გამეცინა.
-
იმ დღის მერე მაგდა ჩემი ხშირი სტუმარი გახდა, ალბათ თავს ვალდებულად თვლიდა რომ ორი უბედური შემთხვევის მერე ჩემთვის ყურადღება მოექცია, დღე არ გავიდოდა რომ თავისი გამომცხვარი ქვასავით გაშეშებული ნამცხვარი ან ნახევრად დამწვარი კრეპები არ შემოეწოდებინა, მივეჩვიე, საშინელი მზარეული იყო, თუმცა ძალიან მხიარული, კარგი მოსაუბრე და ვამჩნევდი ბოლო დროს მისი დანახვისას როგორ მიჩქარდებოდა გული, ისე მარტივად და ბუნებრივად ვითარდებოდა ჩვენი ურთიერთობა ვერც კი მივხვდი როგორ გახდა ჩემთვის მნიშვნელოვანი, ასე გავიდა ერთი თვე...
- ეი მეზობელო დილა მშვიდობის, -დილა უთენია აივანზე გასულს მომესმა მისი ხმა, მოაჯირს დავეყრდენი და გადავიწიე რომ ზემოთ ამეხედა, უნებურად გამიპო ბაგე ღიმილმა, ულამაზესი იყო, აბურდული თმით, აწითლებული ლოყებით და ძილისგან ოდნავ შეშუპებული თვალებით, ყვავილებიან ვარდისფერ საღამურებში გამოწყობილი დამყურებდა ზემოდან.
- შოკოლადიანი ბლინები უნდა გავაკეთო ხომ შეჭამ?
- არ გინდა ნუ შეწუხდები, -მაშინვე ვიუარე როცა ორი დღის წინანდელი თითქმის დანახშირებული ნამცხვარი გამახსენდა რომელიც ძალით მაჭამა.
- ნუ გეშინია, ახალი რეცეპტი ვიპოვე, -თვალი ჩამიკრა და ის იყო შებრუნდა რომ შემთხვევით გაკრა ხელი მოაჯირზე მდგარ უზარმაზარ ქოთანს...
ქოთანი ისეთი სისწრაფით დაეშვა ჩემსკენ გაცლა ვერ მოვახერხე, მერე საშინელი ტკივილი ვიგრძენი, შუბლზე და ლოყაზე ბლანტი თბილი სითხე ჩამომეღვარა და თვალთ დამიბნელდა.
-
თავზე ცხრა ნაკერით და ერთი პაკეტი წამლებით დავბრუნდით სახლში, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით გამოგვიშვეს და სანამ მე გამაყუჩებლებით გაბრუებული ვიწექი მაგდა უეცრად მოპოვებული პოპულარობით ტკბებოდა, სოციალური მედია ლამის აფეთქდა, ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა მეზობელი შენობიდან გადაღებული კადრები, ყველა ვარდისფერ საღამურებიან მამაც გოგონაზე წერდა რომელიც ქვედა სართულზე თოკით ჩავიდა რომ მეზობელი რომელიც სისხლისგან იცლებოდა სიკვდილისგან გადაერჩინა, არადა რატომღაც ყველას ავიწყდებოდა იმაზე ყურადღების გამახვილება რომ სწორედ იმ მამაცი ქოთნის გამო ვებრძოდი სიკვდილს.
საღამოხანს მოვედი გონს და გამოვფხიზლდი, მაგდა ჩემს საწოლთან მდგარ სავარძელში იჯდა მობუზული და თვლემდა, გამეღიმა, ისეთი საყვარელი იყო ვერაფრით ვახერხებდი მასზე გაბრაზებას.
- ეს რა მოუშორებელი ჭირი ავიკიდე, -რატომღაც ხმამაღლა წამომცდა ის რასაც სინამდვილეში საერთოდ არ ვფიქრობდი, მაშინვე დაჭყიტა თვალები და გაოცებულმა შემომხედა, ერთხანს ასე მიმზერდა და მერე გულიანად გაეცინა.
- ზოგი ჭირი რომ მარგებელია არ გაგიგია ეტყობა, -ნიშნის მოგებით მითხრა, წამოდგა და თეძოების რხევით გავიდა ოთახიდან.
ერთი კვირა მაგდა დასაძინებლადაც კი არ ასულა თავის ბინაში, ის და ლიაკო ჩემთან გადმოსახლდნენ, მაგდას ღამღამობით დივანზე ეძინა, ლიაკოს იქვე დივანთან დაგებულ ხალიჩაზე, საბოლოოდ რომ გამოვკეთდი და ისევ რომ დაუბრუნდა თავის ბუდეს მაშინ მივხვდი როგორ მიჭირდა მაგდას გარეშე ყოფნა, თითქოს რაღაც მაკლდა, რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი, მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღიან ტურში რომ წავიდა მაშინ საერთოდ ავირიე, მომენატრა, ისე ძალიან მომენატრა ლამის შევიშალე, რომ მომწერა ჩამოვედი სახლში ვარ და ჩემთან ამოდი ვივახშმოთო, რამდენიმე წუთი აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ვცდილობდი, კარი რომ გამიღო, თაფლისფერი თვალები რომ შემომანათა და ჩვეული საყვარელი ღიმილით გამიღიმა ვეღარ მოვითმინე, დავიხარე, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვაკოცე...
-
ვჭამდით და ღიმილი არ გვშორდებოდა სახიდან, მის ყურებაში ისე დავაცარიელე სოკოთი სავსე უზარმაზარი თეფში ვეც მივხვდი, თვითონაც მადიანად ილუკმებოდა.
- გემრიელია შენ გააკეთე? -სოკოზე მივუთითე.
- მე გავაკეთე, დღეს დილით დავკრიფე ტყეში, -ამაყად ყელმოღერებულმა გამომიცხადა.
- ხუმრობ? ახლა მართლა შენი დაკრეფილი სოკო ვჭამეთ? -ცარიელ თეფშს დავხედე შეშინებულმა.
- ნუ გეშინია, სოკოს ცნობა ვიცი, არცერთი წითელი და პრიალა სოკო არ მომიკრეფია, -მხიარულად გამეკრიჭა და წამოდგა, ტაფაში კიდევ არის დაგიმატო?
-
- კარგ დროს მოასწარით, ცოტაც რომ დაგეგვიანათ ვეღარ გიშველიდით, ძალიან ბევრი შხამიანი სოკო გიჭამიათ, თუმცა ახლა საშიში აღარაფერია დაისვენეთ, -ჭაღარათმიანმა ექიმმა გადასხმები შეგვიმოწმა რაღაც ჩაინიშნა და უხმაუროდ გაიხურა კარი.
- ბოდიში, მაპატიე კინაღამ მოგკალი, -ასლუკუნდა მაგდა როგორც კი ექიმი გავიდა, -რა აღარ დაგმართე, მართალი იყავი ჩემზე რომ თქვი მოუშორებელი ჭირიაო.
- ზოგი ჭირი მარგებელიაო შენ არ თქვი? -ახლა ჩემი სიცილის დრო დადგა თუმცა მაგდას არაფერი ესმოდა, პატარა ბავშვივით ღრიალებდა და მუჭებით იწმენდდა ლოყებზე ჩამოღვრილ ცრემლებს, მიყვარდა, ეს პატარა ხათაბალა სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.
- ცოლად გამომყვები? -ვკითხე თუ არა მაშინვე გაჩუმდა, წამოჯდა და ჩაწითლებული, ცრემლებით სავსე თვალებით მომაჩერდა პირდაღებული, მივხვდი ცდილობდა გაეაზრებინა მოესმა თუ ნამდვილად გაიგონა ის რაც ვკითხე.
- ცოლად გამომყვები? -გავუმეორე, გაიღიმა და ემოციებით სავსემ ხმის ამოღება რომ ვერ მოახერხა თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
-
დასასრული



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ვაიმეეე. ისეთი მაგარი იყოო.ტრაგიკომედია,იუმორით გაჟღენთილი პატარა ისტორია.. მადლობა ამ ემოციებისთვის.

 


№2 სტუმარი გიული

რამდენი ვიცინე,გაიხარე????

 


№3 სტუმარი One

Mogvenatre))
Ra kargi iyo)) dzalian vikhalise❤️

 


№4 სტუმარი Ana-maria

პატარა, საყვარელი,ტკბილი,თბილი კარგად დაწერილი ისტორიაა. ძალიან მომეწონა ❤

 


№5  offline წევრი შარზენ

თავპირისმტვრევით უნდა გაეცალო ასეთ არსებას მარა კაცის ტვინს თუ უტვინობას რას გაუგებ???????? კაი იყო

 


№6  offline წევრი Annia

სახალისო იყო

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკა

პატარა და სასიამოვნო წასაკითხი ❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი მანანა

სიცილისგან ძლივს გავაგრძელე კითხვა ???????? პატარა, სასიამოვნო წასაკითხი ნოველაა, მადლობა ♥️♥️ ველოდები თქვენი ნოველის "ქმარი გამოძახებით" დასასრულს ????????

 


№9 სტუმარი სტუმარი ლია

კიდევ კარგი პატარა მოცულობის იყო,თორემ სიცილი მომკლვდა ალბათ

 


№10 სტუმარი სტუმარი რუსუდანი

გაიხარეთ.კარგად ვიხალისე

 


№11  offline წევრი TamoTi

დილის პოზიტიური დასაწყისი♥️♥️სულ გაღიმებლმა ჩავიკითხე♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent