შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფორთოხლის ბაღი(7თავი)


28-11-2023, 23:07
ავტორი ავრორა
ნანახია 541

***
სალის და ტასოს საუბარი სალის ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინათ ,რომელიც ერთხელ გათშვას არ დასჯერდა.
-ერთი წუთით ხო..
-კი რა თქმა უნდა ,უპასუხე...-და აი აქ დაიწყო გაუთავებელი ტონის ცვლილება
-გისმენ ვაჩე, რატო?საიდან მოიტანე?ეხლა ბიზნეს შეხვედრების დროს არ არის,მოვიტყუოთ რაა... კაი რა ვითომ ცუდად ვარ, რატო ვერა?...უმჯობესი იქნება კიი...ეგ საიდან მოიტანე...ბატონო??არც გაბედო გათიშვა.. -სწრაფადვე შეცვალა ტონი-ვაჩ რაღაც უნდა გითხრა არ გამითიშო- და ამჯერად სახეზე იმ ღიმილით გაუთიშა ოლიმპიადაში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს რომ აქვთ ხოლმე.
-რამე მოხდა?
-ისეთი არაფერი,რაღაც ბიზნეს ვახშამია ,ჩვენთან საღამოთი და ,-კვლავ ტელეფონის ხმა -გისმენ ანდრეა,შენი ძმაკაცი ვეღარ მირეკავს?უი შენ ხარ....რა პირში ვერ გეტყვი თუ.. ან წეღან რო მითხარი რა იყო?მე ვთქვი წუხელ გასაგებით ..აუუ ვაჩე ეხლა თუ ამ საუბარს ანდრია ისმენს...რა კიი ისმენ ბიჭო?! ნუ ერთი სიტყვით გადავწყვიტეთ რომ.მე არ ამოვალ, ვთიშავ.ბატონო??აბა გაიმეორე?- თან ფეხზე წამოიჭრა-აუ უნდა წავიდე ტას და დამირეკე ან მომწერე ხოლმე როცა გინდა,მე სულ მცალია ძირითადად .-რა გინდა ვაჩე?რა მძღოლი?არა მანქანით ვარ...ხო რო მოვალ მერე ...კაი ..გნახავ სახლში...
დაცვის წევრებს ყურადღება არც მიაქცია სახლში მისული ისე გაემართა კაბინეტისკენ, სავარძელში მჯდარი ვაჩე ხმაურმა და შემოჭრილმა გრძნობამ მიახვედრა ვინ იქნებოდა ამის გამომწვევი ერთადერთი პიროვნება ,თუმცა საბუთებიდან თავი არ ამოუწევია.
-ეჭვიანობის შემოტევა გაქვს ვაჩ?
-ვერ ვიტყოდი... იქნებ უბრალოდ მინდა გვერდს მომჩვენებდე ჩემო ტკბილო ...დღეს საღამოს 8-ზე მოვლენ...კაი ეხლა სალ,რეზის ნახვა არ გინდა?ძლივს რაღაცას მიაღწია...ძაანაც არ შეიმჩნიო სხვების თვალწინ...
-ეგ არასდროს მეშლება, ისედაც არ ვიმჩნევ...მაგრამ არ მინდა რაა -თან სავარძლისკენ გაემართა და ისე შეუცურა თლილი თითები ბიჭს ნახევრად კლუბებიან თმებში.
-დაბალი თვითშეფასება რომ მქონდეს ცოტათი ავნერვიულდებოდი,ბოლოსდაბოლოს რეზიც ვარსკვლავებს ეპოტინება...
სალიმ საბუთების შეგროვება დაიწყო და მერხზე დაწყობა,
-ახალი მეგობარი მყავს ტასო,გაგაცნობ მერე, და იცოდე დროს გამონახავ....თან რომ იცოდე როგორ მოხდა ჩვენი გადაკვეთა ორჯერ-ბიჭს შეხედა თუ არა მისი არაფრისმეტყველი მზერით მიხვდა სათქმელს-რა თქმა უნდა ,ისევ შენი ძვირფასი ვალოდია მითვალთვლებდა და ამბები მოგიცუქცუქა?
-მოდი ნუ დავარქმევთ ამას თვალთვალს ,უბრალოდ გიცავს და არაერთხელ გაეხვიე სკანდალში,სწორედ ამიტომ
-როგორ მეზიზღება როცა იდიოტივით მექცევი.
-სალი,მე უბრალოდ გიხსნი,არასდროს დამივალებია ვალოდიასთვის ამბების მოტანა ჩემთან მართლა და დიდი სიამოვნებით გავიცნობ ახალ მეგობარს.
-ჩემს ფეხებს გაიცნობ დაჩი შენ...-უკან მოუხედავად გავარდა ოთახიდან საწოლ ოთახში შევარდნილს ნერვები ეშლებოდა ოღონდ იმაზე რომ არაფერს არ გრძნობდა გარდა ნერვების შლისა...რა უცნაურია არაა..
სასწრაფოდ სჭირდებოდა კალამი და ჩანაწერების წიგნაკი ,რათა კიდევ ერთი ჩანაწერი მიემატებინა
23.07 . 2020
,,დედას მამა სცემდა ... მთვრალიც,ფხიზელიც,ზოგჯერ ძალასაც ხმარობდა...11 წლამდე ორივე ერთ დონეზე მიყვარდა
-დედა უფრო გიყვარს თუ მამა
მე ვპასუხობ-ორივე
-მაინც მაინც?
-ვერცერთს ვერ გამოვარჩევ."
შემდეგ გავიაზრე... მამა არაკაცი იყო ,მერე რა რომ შვილებს არ გვეხებოდა?! სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ დედაზე ძალას ხმარობდა და სწორედ ამ გზით გაჩნდნენ ჩემი დები : ქრისტინე, ნინო,ეთო და ბოლოს მისი ნანატრი ვაჟი:ვახო...იქნებ თავდაპირველად მეც ასე გავჩნდი...
სულ ხმამაღლა ვამბობდი დედაჩემი გმირია თქო და არავინ არ იცის რომ ამ გმირობაში ისიც იგულისხმება მას რომ არასდროს უგრძნიბიანებია ჩვენი ამ ქვეყნად მოვლენა როგორ მოხდა ,ნუთუ არ უჭირდა?ნუთუ ძალადობის ნაყოფად არ აღგვიქვამდა?
ერთხელ როდესაც საუზმისას ყელზე ნათითურები შეგამჩნია და მთელი დროის განმავლობაში თვალი არ მომიშორებია,ეთო და ქრისტინე სკოლაში გაუშვი მე კი მთხოვე დაგხმარებოდი და ზუსტად მაშინ მითხარი რომ ყველა ,,კაცი ეჭვიანია მაშინ როდესაც იცის მისი სიყვარული ორივეს არ ეყოფაო. ყველა კაცში ცხოვრობს მამაშენი სალი ,იმაშიც გზაზე რომ შეგხვდება და იმაშიც სარეცელს რომ გაიყოფო" და ღმერთო როგორ გაცმრა ტანში ამ სიტყვების გაგონებისას!.ამ დღისით ზღაპრების სამყაროდან გამოვედი,აღარ მინდოდა პრინცესობა და არც ის გვირგვინი თუ ქოში პრინცი რომ მთავაზობდა ...
ძვირფასო დედავ,ყოველ საღამოს როდესაც ხელის გულები მეყინება და უზარმაზარი მელანქოლიით ვცდილობ სიზმრების სამყაროში ვფიქრობ მხოლოდ ერთზე...

19.07.2020
საშინელი წვიმაა,მაგრამ მე მაინც ამოგიტან ყვავილებს ...
ძვირფასო დედა,მე ყოველთვის მიკვირდა ამ საშინელ დღეს, როდესაც შენი ცხოვრება მამას დაუკავშირე რატომ აღნიშნავდი ხოლმე?
ვგულისხმობ იმას რომ ყოველთვის შენ თავს შენთვითონვე ჩუქნიდი ყვავილებს ,თითქოს გიხაროდა მისი ცოლი რომ იყავი ,არა შესაძლოა ცოლობა გიხაროდა და უბრალოდ მისი ქმედებებით გეზიზღებოდნენ?!
არა ზიზღით კი ნამდვილად გეზიზღებოდა .მახსოვს ის ხმები რაც საძინებლიდან გამოდიოდა ...
იქნებ იმ ყვავილებით ეთოს ,ქრისტინეს და ნინოს ატყუებდი ,იქნებ ვახოს ასწავლიდი ცოლთან მოქცევას?!
და მე მეზიზღება ყველა ყვავილი,რადგან ისინი მახსნებენ იმას რისი დავიწყებაც ყველზე მეტად მინდა...
არა ,მე ყველაფრის დავიწყება მინდა ...ჩემი ნება რომ იყოს მხოლოდ ერთს დავტოვებდი ...იმ ერთს 55 წითელი ვარდი რომ მომიტანა სკოლასთან და მითხრა
-გეფიცები ერთი თვე ვაგროვებდი,მხოლოდ ჩემი ფულით არის ნაყიდიო...
იქნებ მას რომ ვარდები არ მოეტანა უკეთესი ყოფილიყო ...."

ფეხის ნაბიჯების ხმა გაიგო თუ არა ფურცვლას მორჩა და დახურა , გვერდით გადადო , მალევე იგრძნო როგორ მოეხვია თბილი ხელები მუცელზე
-იმ დღეს ვნატრობ შენს რომელიმე ჩანაწერს რომ წამაკითხებ....
-თავი მტკივა..
-მეშინია...სალი შენ შეგიძლია ადგე და დამტოვო ,მე კი არ შემიძლია ,ამიტომ მეშინია რომ დამტოვებ მე კი სუნთქვას ვერ შევძლებ ...ჩემზე რამე დაგიწერია?
-მე შენი დაკარგვის არ მეშინია...არ მეშინია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent