შენსკენ სავალი გზები 17 თავი
-არ მჯერა ძმაოო .(გიორგი) - მე ეხლაც ვერ მოვსულვარ გონს. წარმოგიდგენია მამა ვარ თან 2 ბიჭის.იცი როგორი საყვარლები არიან,შეუძლებელია პირველივე დანახვისთანავე არ შეგიყვარდნენ, თან ყველაზე მაგარი ისაა, რომ ჩემი ასლები არიან ისე მგვანან ძმაო. - ესეიგი ძმისშვილები მყავს გილოცავ სანდრიკ. სიურპრიზიც ამას ქვია. ეხლა რას აპირებ? - ძალიან არეული ვარ ძმაო არ ვიცი, როგორ დავიწყო მათთან ურთიერთიბა.პირველ რიგში ჩემი გვარი უნდა მივცე ორივეს. - ეს ძალიან მარტიავია, ბექა მოაგვარებს ფორმალურ საკითხებს - ჩემებსაც უნდა ვუთხრა. - ხომ იცი ბატონ თენგიზს და ქალბატონ ლეილას როგორ უნდოდა შვილიშვილები ეხლა კი ორი ეყოლებათ ერთად. ტასო კი დარწმუნებული ვარ ცას ეწევა ბედნიერებისგან. - უბრალოდ განახა როგორები არიან . იცი გიგი ხასიათითაც კი მე მგავს, გეგა კი ნინას გავს ხასიათით. ორივეს ერთანირი ინტერესები აქვთ. უნდათ ბაღში მე ვატარო, ფეხბურთზე მივიყვანო, ყველაფერი ერთად გავაკეთოთ. განახა რა საყვარლები არიან როცა კინკლაობენ იმაზე თუ ვინ უფრო მეტად უყვარს დედას, ვინ უფრო ჭკვიანია , ვინ უფრო ძლიერია. გავგიჟდები ძმაო სიხარულით, მგონია გული გამისკდება ამდენი ბედნიერებით. - როდის უნდა გაგვაცნო? - დავპირდი ხვალ ბიძიებს და მამიდას გავაცნობდი. აქ მოვიყვან ხვალ. - ნინა? მასთან როგორაა საქმე? - ნინა? ნინასთან არც კი ვიცი ძმაო, ისეთი გულცივია ჩემთან, მისი თვალები ისე აღარ ბრწყინავს ჩემი დანახვისას როგორც ადრე. ეხლა კი მისგან მხოლოდ სიცივეს ვგრძნობ. - მესმის ნინასი, გაგიჭირდება მისი გულის მოგება ისევ . - ვიცი ძმაო. განახა როგორ მომექცა, თითქოს არავინ ვყოფილიყავი.მხოლოდ შეცდომა მიწოდა. - რამდენი რამის გადატანა მოუწევდა მარტოს წარმოგიდგენია? ადვილი ხომ არა ორსული მარტო და თან უცხო ქვეყანაში, იქ ფეხის მოკიდება. - ეხლა სულ სხვანაირია, იმაზე ლამაზია ვიდრე ადრე იყო. წარმატებული შემდგარი ქალია, წარმატებული კარიერაც აქვს. გახსოვს ილია მისი მეგობარი მასთან ვიყავით, როდესაც ნინას ვეძებდით. ღვინის კონპანის ერთერთი ფილიალი აქვს ინგლისში საკამაოდ მაშტაბური,ნინა მართავდა რამდენიმე წელი,ილიაზე ვერ გავბრაზდები , რომ არ მითხრა სიმართლე რაგდან იმას აკეთებდა ამ წლების მანძილზე რაც მე უნდა გამეკეთებინა, ის პასუხისმგებლობა იკისრა რაც ჩემს თავზე უნდა ამეღო, ნინაზე და ჩემს შვილებზე ზრუნავდა.გიგის ნათლია. გეგასი კი ნატა.ღმერთო რამდენი რამ გამოვტოვე. - დამშვიდდი მთელი ცხოვრება წინ გაქვს ,რომ საუკეთესო მამა იყო, და შანსი მოიპოვო იმისთვის , რომ საუკეთესო ქმარიც გახდე. - ძმებს გაუმარჯოს! კარი შემოაღო ბექამ - სანდრიკ მე ყველაფერი ვიცი გილოცავ ძმაო, იცოდე შენნაირი უჟმურობა არ გადასდო ბავშვებს, ბიძასავით ხალისიანი უნდა იყოს ორივე. პრინციპში მე ვიზრუნებ ამ საკითხზე. - მადლობა ბექუშ . ანუ ნატამ მოგიყვა ყველაფერი. - დიახაც. დღეიდან მე და ნატა ერთად ვართ . ჩემი პატარა ეშმაკი. - ვიღაც ამბობდა სიყვარული, პასუხისმგებლობა, რომანტიკა არაა ჩემი საქმეო და კი გაები მახეში. - თქვენგან განსხვავებით ჩემს გოგოსთან შემიძლია 24 საათი ვიყო ყოველდღე. წაკბინა ძმაკაცებს. - ხო რა იყო რას მიყურებთ აღრენილი? ტრ...ბი აწიეთ და რამე გააკეთეთ. სანდროს კარგი ცუდადააქ მთლად საქმე, მაგრამ შენ რა გჭირს , მიმართა გიორგის - კარგი დავიშალეთ ეხლა. ხვალ ჩემი ბიჭები ჩემთან მომყავს და გელოდებით.. სანდრო პირდაპირ ტასოსთან სახლში წავიდა.აფორიაქებული იყო, ვერ იჯერებდა მის ცხოვრებში მომხდარ ცვლილებებს. ტასოსთვის რომ არ მოეყოლა ეხლავე არ შეეძლო. ყველაფერს მისცემდა, რომ ეხლა მათ გვერდით იყოს მათთან ეძინოს. არაუშავს ხვალ წამოიყვანს და დატკბება მათით..უამარავი გეგმა დასახა გონებაში. რას და როგორ გააკეთებდა. წარმოიდგინა როგორ მიიყვანდა ბაღში, შემდეგ სკოლაში, მერე უნივერსიტეტს დაამთავრებენ, ცოლებს მოიყვანენ, შვილიშვილები ეყოლება. თავის ფიქრებზე გაეღიმა რა შორს წავიდა. ზუსტად იცოდა რომ შვილებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. მათთვის იმუშავებდა, მათი მომავლისთვის. მისი ფიქრები ნინას გადასწვდა, როგორ მოუნდა მასთან ყოფილიყო მასთან დაცლილიყო ამ ემოციებისგან მისთვის გაეზიარებინა სიხარული. როგორ უყვარდა ეს ქალი,მითუმრტეს ეხლა, როდესაც ორი ანგელოზი აჩუქა. ზუსტად იცის რომ მისგან ყველაფერს აიტანს, საყვედურს, სიცივეს, გულგრილობას, მაგრამ მაინც არასდროს დანებდება. ყოველთვის ეცდება მისკენ შემოაბრუნოს ისევ. ათას ფიქრებში იყო როდესაც ტასოს სახლის კარზე დააკაკუნა. დას მივარდა ჰაერში ააფრიალა. - სან რას შვები? - ბედნიერი ვარ დაიკო, ყველაფერი უნდა მოგიყვე - მამა, დედა თქვენ როდის ჩამოხვედით? გაოცება ვერ დამალა სანდრომ - მოდიდი ჩემოო ვაჟკაცო, როგორ მომენატრე. - მეც მამა , იმედია აღარ წახვალთ დიდი ხნით. - მე არ მომესალმები შვილო? - კი ლეილა აბა შენ ისე დაგტოვებ? - რა ხდება ისე ბედნიერი, რომ შემოვარდი, ჩვენ არ გაგვიზიარებ შვილო? - მართალია დღეს არ ვგეგმავდი თქვენთან ლაპარაკს, მაგრამ რახან აქ ხართ ოჯახური საუბარი გვექნება. განსაკუთრებით შენთან ქალბატონო ლეილა. დროა წარსული გავიხსენოთ, რომელიც კავშირშია მომავალთან. - რას გულისხმოვ შვილო? წამოიწყო თენგიზმა? - ძამიკო ხომ მშვიდობაა? - დედა 5 წლის წინ რა მოხდა შენსა და ნინას შორის? არც ერთ დეტალს არ გამოტოვებ, არც შეალამაზებ, თორემ გეფიცებ8 ,როგორც შვილი შენთვის მკვდარი ვარ ჩათვალე. ეხლა კი გისმენ ლეილა. ქალი თითქოს წამში დაპატარავდა. არ იყო ცუდი ქალი ლეილა, მაგრამ ემოციებს იცოდა აყოლა, ხალხის აზრი, მაღალი საზოგადოება, ფული , ძალაუფლება, აქცევდა ხანდახან ხისტ ადამიანად და დაუფიქრებელ ნაბიჯებს ადგმევინებდა.იმ დღესაც ნინასთან მისვლა კარგი საქციელი ეგონა, წლები გავიდა და მიხვდა თავის შეცდომას.ნანობს როგორ არ ნანობს. ბოდიშსაც მოუხდიდა ნინას საშუალება რომ ჰქონდეს.ეხლაც სანდროს სიტყვებზე ისევ გაახსენდა მის მიერ დაშვებული უდიდესი შეცდომა, რომელიც ნინას წინაშე მიუძღვოდა. ხედავდა სანდრო როგორ იტანჯებოდა ამ წლების განმავლობაში, და ეს სტკიოდა ლეილას ყველაზე მეტად. ძალა მოიკრიფა და ყველაფერი ზუსტად ისე მოყვა, როგორც იყო. - დედა ეს როგორ მოიქეცი? გაკვირვებას და იმედგაცრუებას ვერ მალავდა ტასო. - ან ეს ჩემს ზურგს უკან როგორ გააკეთე? არ ცხრებოდა ბატონი თენგიზიც. - შვილო არაფერს მეტყვი? გეფიცები მართლა ვნანობ, შევიცვალე შვილო. ასაკში ვართ უკვე მე და მამაშენი, მივხვდი, რომ მე ვიყავი მტრულად განწყობილი ნინას მიმართ. ეხლა ზუსტად ვიცი არ იმსახურებდა ჩემგან ასე მოქცევას. - დედა განა მაქვს უფლება შენ განგსაჯო, როცა მე უარესი დანაშაული მიმიძღვის ნინას წინაშე? კარგი დედა მოდი დღევანდელი დღე იყოს ის დღე, როცა თავიდან ახალი ფურცლიდან დავიწყებთ ცხოვრებას ახალ ცხოვრების აზრებთან ერთად. - შვილო რა ხდება? აფორიაქებული მეჩვენები. -მამა ჯერ მეც კიდე შოკში ვარ ვერ დამიჯერებია ბოლომდე ეს სასიხარულო ამბავი, რომელიც ეხლახან გავიგე, სულ რამოდენიმე საათია. - თქვი ძამიკო ცნობისმოყვარეობა მკალვს. სანდრომ სიტყვა სიტყვით მოუყვა ყველაფერი ოჯახს, ფოტოებიც აჩვენა . გაოგნებულები იყვნენ მოსმენილით. სხვადასხვა ემოციები ირეოდა მათ გონებაში.ტასო სიხარულით კისერზე ჩამოეკიდა ძმას.თენგიზს თვალებზე ცრემლი მოადგა. ლეილა ჩუმად იყო, ეს სიჩუმე კი ყველას აბნევდა. - დედა არაფერს იტყვი? - შვილო მე ნინას ბოდიში უნდა მოვუხადო, რათა ჩემს სინდისთან და შვილიშვილებთან ვიყო მართალი. ღმერთო ეს რას მოვესწარი, იცოდე კარგი მამა იყავი შვილო. მე იმაზე მეტად არაფერი მინდოდა სიბერე შვილიშვილებთან ერთად გამეტარებინა, მათზე მეზრუნა, მადლობა შვილო რომ ამის შანსი მომეცი. - კარგი არ იტირო,ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფემა იმაზე მეტად კარგად ჩაიარა ვიდე სანდრო ელოდა.მეორე დილით ნინას მიაკითხა. მათ შორის სტანდარტული დიალოგი გაიმართა. სანდრომ ბავშვების წაყვანის უფლება სთხოვა , რათქმაუნდა ნინა უარს არ ეტყოდა, ბავშვებს ხელი მოკიდა და მშობლების სახლში წაიყავნა - მამიკო შენ პრინცი ხარ? ( გიგი) - რატომ ჩემო ლომო? - სასახლეში ცხოვრობ და (გიგი) - ეს ჩემი მშობლების სახლია , ბებიას და ბაბუასი, რომელსაც ეხლა გაიცნობთ.მე ცალკე ვცხოვრობ. იქაც წაგიყვანთ აუცილებლად. - კიდევ ვინ იქნება მამიკო (გეგა) - მამიდათქვენი და მამიკოს ძმაკაცები ანუ ჩათვალეთ თქვენი ბიძები არიან,მაგრამ მგონი არ არაინ მოსული ჯერ. სანდრომ ბავშვები სახლში შეიყვანა. - ძამიკო მოხვედით? გამარჯობათ მე ტასო ვარ მამიდათქვენი. აბა რომელი აკოცებს მამიდას პირველი? ამის გაგონებაზე ორივე ერთდროულად გაიქცა ტასოსკენ, ტასომაც ბედნიერად ჩაკოცნა ორივე. ბავშვები სითბოს და სიყვარულს ასხივებდნენ. - მოდით კიდევ ბებია და ბაბუას გაგაცნობთ, ხომ გინდათ არა? ლეილა და თენგიზი შესცქეროდნენ ტყუპებს და სანდროს ბავშვობა დაუდგათ თვალწინ. ბავშვებთან მივიდნენ. - შეიძლება გაკოცოთ? ჰკითხეს ტყუპებს . - რათქმაუნდა. შესძახეს ერთდროულად, დიდხანს ეალერსებოდნენ ერთმანეთს. - ბევრს მხიარულობდდნენ უანრავი რამე გაიგეს ბავშვების შესახებ. შემდეგ ბექა და გიორგიც მოვიდნენ,.ყველა აღფრთოვანებული იყო ტყუპებით. მთელი საღამო გრძნობდა ტასო გიორგის მზერას, მაგრამ თავს ოსტატურად არიდებდა. ცხოვრებამ ჩვეულ რიტმში გაგრძელდა. ტყუპუბი ბაღში მიიყვანეს.მათი დაჟინებული სურვილით დილით ნინას და სანდროს ერთად მიყავდათ. საღამოს კი სანდროს გამოყავდა . სულ რაღაც თვე იყო რაც მამა გაიცნეს და უკვე სიგიჟებმდე უყვარდათ. ბებია და ბაბუსაც კარგად შეეწყვნენ. მათაც მზე და მთვარე ამოსდიოდათ ტყუპებზე. ტასო სხვა ფენომენი იყო გიჟდებოდა ბიჭებზე მათთან ერთად დარბოდა, იცინოდა, მათთან მათი ასაკის ხდებოდა. სანდროც ხშირად ეხუმრებოდა მისი ხასიათის ცვლილებაზე ბავშვებთან ურთიერთობის დროს. კვირა დღეს ბავშვები სანდროს ყავდა წაყვანილი , როდესაც ნინას ლეილა ესტუმრა. დიდად არ გახარებია ეს ფაქტი, როგორც წესია შემოიპატიჟა შინ. - გამარჯობა შვილო. - გამარჯობათ. უცნაურია შვილი, როდიდან გავხდი საინტერესოა.თუ იმის სათქმელად მოხვედით, რომ კიდევ შემახსენოთ სანდროსგან თავი შორს დავიჭირო და რძლად არ გინდივართ საჭირო არა , ისედაც არ ვაპირებ სანდროსთან ურთიერთობის აღდგენას და შესაბამისად თქვენს რძლობას. მშვიდად ჩამოყალიბა სათქმელი - არა შვილო არა ამის სათქმელად ენა, როგორ უნდა მომიბრუნდეს,არ ვიცი საიდნ დავიწყო. გთხოვ არ გამაწყვეტინო. აქ ბოდიშის მოსახდელად მოვედი , ვიცი შეიძლება ბევრს ვითხოვ, და შენ სულ არ გქონდეს ჩემი პატიების სურვილი, მაგრამ უმოქმედობაც არ შემეძლო. მინდა იცოდე ვნანობ ყველაფერს.მე ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი ჩემს ცხოვრებაში, გული მეკუმშება, როცა ვფიქრობ რომ შვილიშვილებთან ურთიერთობის 5 წელი დავკარგეთ. იცი უდიდესი მადლობა მინდა გითხრა, რომ ასეთი შვილები გაზარდე,წარმომიდგენია როგორი რთული იქნებოდა მარტოხელა დედობა.გეფიცები ჩემი ცხოვრების ყველა წამს იმას მივუძღვნი, რომ საუკეთესო ბებია ვიყო ტყუპებისთვის. ნინამ გაკვირვებულმა შეხედა ქალს , ვერ იტყოდა, რომ გულწრფელი არ იყო პირიქით მის სიტყვბში ოდნავადაც ვერ შეიტანა ეჭვი.თითქოს სხვა ქალს უყურებდა , რადიკალურად განსხვავებულს. იცით 1 თვის წინ, რომ გეთხოვათ პატიება ალბათ კინწისკვრით გაგაგდებდით აქიდან, მაგრამ ეხლა ამას არ ვიზამ, ვიცი გულწრფელი ხართ.ჩემი ბიჭები გიჟდებიან ბებია და ბაბუაზე. ყოველდღე მიყვებიან თქვენზე , აღფრთოვანებულია თქვენით ორივე, მათი ბედნიერება კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არ მინდა უყურონ როგორი დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. ისედაც ძლივს ეგუებიან იმ ფაქტს, რომ დედა და მამა ერთად არ ცხოვრობენ. თქვენი მადლობელი ვარ , მათ ეხლა დიდი ოჯახი ჰყავთ სადაც ყველას უყვარს ისინი. - არ ვიცი მადლობა, როგორ გადაგიხადო. ნინამ ლეილა, როგორც კი გააცილა სახლიდან გავიდა, უნდოდა 1 დღე საკუთარი თავისთვის დაეთმო. რამდენიმე საათი დაყო სალონში , გამოსვლის დროს ხავიერმა დაურეკა. - გისმენ ხავიერ . - გამარჯობა ნინა , გცალია დღეს ? საქმე მაქვს რაღაც შეგვიძლია კაფეში შევხვდეთ? - კი გამოსული ვარ სახლიდან ,მითხარი მისამართი და მოვალ . ნახევარ საათში უკვე დანიშნულების ადგილზე იყო . შესვლისთანავე დალანდა ხავიერი და მისკენ წავიდა. - როგორც ყოველყვის ულამაზესი ხარ ნინა. აღფრთოვანება ვერ დამალა კაცმა. - მადლობა . რა მოხდა? რისთვის დამიბარე? - პირველ რიგში არ მინდა აღელდე, უბრალოდ მომისმინე და არ შემაწყვეტინო.ჩევენ ორივე ზრდასრული ადამიანები ვართ ნინა.შენ იცი ჩემი გრძნობები შენს მიმართ, არც არასდროს მდომებია ამის დამალვა. მიყვარხარ იმდენად რომ მზად ვარ შენთვის ყველაფერი გავაკეთო, კარგად დაფიქრდი ნინა, პასუხი ეხლა არ მინდა, ვიცი იფიქრებ, რომ ვჩქარობ ან გავგიჟდი მაგრამ მართალია შენ მააგიჟებ. მინდა ცოლად გამომყვე. მინდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო.გეფიცები ჩემს გამო ერთ ცრემლსაც არ დაღვრი. ხავიერმა ჯიბიდან ნიშნობის ბეჭედი ამოიტანა და ნინას დაუდო წინ.ნინას სახეზე ფერები გადაუვიდა, იცოდა ხავიერს უყვარდა, მაგრამ რას იფიქრებდა, რომ პირდაპირ ცოლობას სთხოვდა.რა უნდა ქნას? სიტყვები თითქოს დავიწყდა, ძლივს მოიკრიფა გამბედაობა. - ხავიერ მომისმინე გთხოვ. მე და შენ მილიონჯერ ვილაპარაკეთ, არ შემიძლია ხომ იცი, ჯერ ერთი მე არ მიყვარხარ, მართალია პატივს გცემ, შენი მადლობელი ვარ ამდენი ხანი , რომ ზრუნავდი ჩემზე, მაგრამ ამის გამო ქორწინება ეს აფსურდია გესმის? მე მოვალეობები მაქვს ჩემი შვილების წინაშე , ისინი კი მზად არ არიან მამინაცვალი მიიღონ, ჩვენ არასდროს გვქონია ის ურთიერთობა რომ ეხლა აქ იჯდე და ცოლობას მთხოვდე, არც არასდროს მომიცია ამის მიზეზი. შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ არ მიყვარხარ ვერც შეგიყვარებ. - ანუ არანაირი შანსი არ მაქვს? - არა და ამაზე ნუ ვილაპარაკებთ გთხოვ, ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქ სამსახურში , და ნუ დავძაბავთ სიტუაციას ძალიან გთხოვ - კარგი ნინა სხვა რა გზა.მოდი სახლამდე მიგიყვან. კაფედან როგორც კი გამოვიდნენ, ნინას სახლოსკენ დაადგნენ გზას, ხმა არცერთს არ ამოუღია. სახლამდე მიაცილა გადმოსვლისას კი ლოყაზე აკოცა, ამ ყველაფერს სანდრო ადევნებდა თვალს. არა თავი უნდა ეკონტროლებინა, მსგავს შეცდომას ისევ არ დაუშვებდა.თავი ხელში აიყვანა და ნინასთან ავიდა. - გამარჯობა სანდრო რა ხდება? მარტო რატომ ხარ? ბავშვები სად არიან? აღელდა ნინა - დამშვიდდი გთხოვ ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ერთობიან აუზზე. შენთან სალაპარაკო მაქვს და ამიტომ მოვედი. - რა ხდება? - ალბათ უკვე დაგავიწყდა მაგრამ მაინც, ხვალ ჩემი დაბადების დღეა.მინდოდა მეთხოვა, რომ ბავშვები დაგეტოვებინა ჩემთამ 2 დღე, ოჯახური ვახშამი გვექნება და იმედია მოხვალ, ყველას გაუხარდება. ნინამ სანდროს ნათქვამს ,,ალბათ უკვე დაგავიწყდა მაგრამ ხვალ ჩემი დაბადების დღეაო,, ყურადღება არ მიაქცია , და პირდაპირ უთხრა. - ხვალ გეგები მაქვს არ მეცლება, თან იქ არაა ჩემი ადგილი და დავხუროთ ეს თემა. რაც შეეხება ბავშვებს, გყავდეს 2 დღე შენთან, არ მაქვს ამაზე პრობლემა.ბაღში დავრეკავ და გავაფრთხილებ..ნივთთებს ჩაგილაგებ რაც დასჭირდებათ და დამელოდე. რამდენიმე წუთში 2 ჩანთით გამოვიდა ნინა. - ეს გიგისა ეს გეგასი. ყველაფერი აქა . - ნინა ასეთი უცხო როდის გავხდი შენთვის? ნუთუ ოდნავ სულ იოტისოდენა გრძნობა არ შემოგრჩა ჩემდამი? - თავიდან ნუ დაიწყებ. - არა, შემომხედე ,თვალებში მიყურე და ისე მითხარი, რომ ჩემდამი არაფერს გრძნობ. სანდრომ წამებში დაფარა მანძილი მას და ნინას შორის, უყურებდა მის მწვანეებს, თითქოდ თავიდან შეუყვარდა ეს ქალი. სანდრომ ნაზად შეახო ნინას ტუჩები.და მონატრებული დაეწაფა. რამდენი ხანი ელოდა ამ მომენტს, რამდენჯერ უოცნებია ამაზე, ეხლა კი მკლავებში ყავს მომწყვდეული მისი საყვარელი არსება. ნინა მოულოდნელობისგან შეკრთა. დაიბნა ისე თითქოს პირველი კოცნა იყო, თითქოს პირველად აკოცა სანდრომ.კოცნაში აყვა მონატრებლ კაცს,მაგრამ შემდეგ გონს მოეგო და ხელი კრა სანდრო მოშორდა , თვალებში ჩახედა, უნდოდა მასში ამოეკითხა რამე მაგრამ ვერ შეძლო.თვალებში უყირებდა ნინა და ეუბნებოდა. - შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ შეიგნე ბოლოს და ბოლოს. - შენი არ მჯერა. ასე რომ იყოს არ მაკოცები. დარწმუნებული ვარ ისევ გიყვარვარ არ აღიარებ უბრალოდ. - რა ადვილია არა სხვის მაგივრად ლაპარაკი? თავი ვინ გგონია? რა იფიქრე ? მოხვიდოდი და მკლავებში ჩაგივარდებოდი? მეორეჯერ მსგავსი რამ აღარ ქნა გაფრთხილებ სანდრო. - ერთ კითხვაზე მიპასუხე და წავალ გეფიცები აღარ შეგაწუხებ. ხავიერი მოგწონს? აპირებ მასთან ურთიერთობის დაწყებას? - შენთან ამ საკითხის განხილვას არ ვაპირებ. - არა დარწმუნებული ვარ არ მოგწონს, თორემ ამდენ ხანს გაასაჯაროვებდა ურთიერთობას, მარტო ძაღლივით კუდში დევნა ეხერხება შენი. - საკმარისია სანდრო წადი. - კი წავალ წვალ მაგრამ იცოდე , როგორც არ უნდა ეცადო დამალო ვიცი, რომ გიყვარვარ. - ოდნავ მაინც, რომ მიცნობდე მიხვდებოდი ყველაფერს.შენ არ გესმის, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომც მიყვარდე მაინც ვერასდროს გაპატიებ, უბრალოდ არ შემიძლია უნდა გაიგო ეს. - შენ არ გინდა, რომ შანსი მომცე. - შანსი დიდი ხნის წინ დაკარგე. კარგად დაფიქრდი, რა და როგორ სჯობს. ბავშვები ისედაც განიცდიან ჩვენს ერთად არ ცხოვრებას, რატომ არ გინდა მათ თვალში ცივილიზებული ხალხი ვიყოთ , რომლებიც ცივილურად დაშორდნენ ერთმანეთს? - ნუთუ მართლა დაგკარგე? სევდიანად ჩაილაპარაკა სანდრომ და ნინას მიუახლოვდა. ხელები თმაში შეუცურა, მის სუნთქვას გრძნობდა, ისე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან . - გახსოვს ჩემს ყოველ შეხებაზე როგორ რეაგირებდი? დავიჯერო ყველაფერი დაგავიწყდა? ისევ გინდა მაკოცო აღიარე, რატომ ებრძვი საკუთარ სურვილებს? . - არ გინდაა სანდრო, ხომ იცი მაინც არაფერი შეიცვლება. - დარწმუნებული ხარ? სანდრო ნაზად შეეხო ნინას ყელს, მთელი სახე დაუკოცნა, ნაზად ვნებიანად, შემდეგ ტუჩებზე გადავიდა ,კოცნიდა ვნებიანად, მომთხოვნად, ნინამაც ვერ გაუძლო ცდუნებას . ვერ გააცნობიერა როგორ აღმოჩნდა ბიუსჰალტერის და საცვლის ამარა საკუთარ საძინებელში. - ყველაზე ლამაზი და სასურველი ხარ იცი ხომ? ისიც იცი როგორ მინდიხარ? ვნებიანად ჩასჩურჩულა სანდრომ - ჯანდაბა მეც მინდიხარ. სხვა აღარაფერი ახსოვდა ნინას, მხოლოდ იყო სანდრო და ის და უზომოდ ბედნიერი წუთები. - ანუ წამოხვალ ჩემთან ერთად ჩვენს სახლში? - ჯერ ერთი ,,ჩვენ ,, არარსებობს და მეორეც ჩემი სახლი ესა და არა ის სადაც შენ მეპატიჟები. - მოიცა მეგონა შევრიგდით და ... - და ეს იმიტომ დაასკვენი, რომ სექსი გვქონდა? - ვაფშე როგორ ლაპარაკობ. შენი აზრით როგორ უნდა მეფიქრა. - უბრალოდ ორივეს გვინდოდა და მორჩა. უბრალოდ სექსი იყო შენთან ერთაც ოჯახობანას თამაშს არ ვაპირებ. ნუ გაატთულებ - უბრალოდ სექსი და ორივეს გვინოდა არა? ამის დედაც .. ასეთი როდიდან გახდი? გაბრაზრბული გამოვარდა სანდრო ნინასგან . ვერ იჯერებდა ქალი რომელიც რამდენიმე წუთის წინ მის მკლავებში დნებოდა, ეალერსებოდა, კოცნიდა, თურმე ოჯახობანას თამაშს არ აპირებს მასთან. ზუსტად იციის რომ გულწრფელი არ ყოფილა, მაგრამ მაინც ბრაზობს და თან ძალიან. - არა ქალბატონო ასე ადვილად ვერ მომიშორებ თავიდან. ნახავ როგორ მთხოვ შერიგებას. გიორგი კაბინეტში იჯდა და ცალ ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა , ხოლო მეორეში ჟურნალი სადაც ტასოს და ლაშას ფოტო იყო დაბეჭდილი სათაურით .,,ვინ არის ცნობილი ოჯახის ანასტასია კვიციანის რჩეული?,, ვისკის კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. საათს დახედა უკვე 9 საათი იყო ოფისში ალბათ მარტო დარაჯებიღა იქნებოდნენ დარჩენილი. სავარძლიდან წამოდგა არა ამას არ დაუშვებს, ზუსტად იცის რაც უნდა ქნას ტასოსთან მივა ეხლავე მიუხედავ იმისა, რომ ნასვამია. დაელაპარაკება აუცილებლად დაელაპარაკება.მანქანა სადგომზე დატოვა , ტაქსი გააჩერა და ტასოს სახლის მისამართიც უკარნახა.ბევრი არ უფიქრია ზარი დარეკა. ტასოს სახეზე გაკვირვება გამოესახა , ვერანაირი სავარაუდო ვარიანტი ვერ დასახა გონებაში რატომ შეიძლებოდა მოსულიყო გიორგი. - გამარჯობა ტას. შეიძლება შემოვიდე? - კი. შენ რა ნასვამი ხარ? - ცოტა გეფიცები სულ ცოტა . - რა ხდება გიორგი ასეთ დროს რამ მოგიყვანა აქ . - იცი ხანდახან სასმელი კარგია გამბედაობას გმატებს.ეხლა შენ მე მომისმენ კარგი? იცი სანამ აქ მოვიდოდი სამსახურში ვიჯექი და ხელში ჟურნალი მეჭირა შენ და ის ხართ , დიდი და მყვირალა სათაურებით გამოქვეყნებული. ამას ვერ ავიტან. არ მინდა, არ მინდა, რომ გეხებოდეს, შენთან ახლოს იყოს, გკოცნიდეს. გეფიცები მოვკლავ.ნუ დაიბენი ხო მიყვარხარ ჩემო პატარა ქალბატონო , სიგიჟემდე მიყვარხარ, ამხელა კაცი გამაგიჟე გესმის? მაშინაც მიყვარდი მაგრამ ლაჩარი ვიყავი , და ლაჩრულად მოვიქეცი. შანსი მომეცი გთხოვ . -სასაცილოა ,მოხვიდე აქ ნასვამი და სიყვარულში გამომიტყდე, როდესაც შეგეძლო ეს 5 წლის წინ გექნა და ეხლა შენი ეგოიზმი იმდენად დიდა,რომ აქ მოდიხარ და პირობებს მიყენებ. რას ითხოვ ჩემგან?. აჰ რათქმაუნდა ლაშა უნდა მივატოვო და შენთან გამოვიქცე? არ გამოვა ეს ამბავი . კარები იცი საითკენა და შეგიძლია მიბრძანდე. - ასე ვერ მომექცევი ტასო. შენი გრძნობები? გახსოვს ის დღე პირველად გამომიტყდი გრძნობებში? შენი პირველი კოცნა რომ მაჩუქე ის დღე გახსოვს? დამშვიდობების ჩახუტება გახსოვს? მე ყველაფერი მახსოვს, ყველა დეტალი, ყველა წამი. ის დროც მახსოვს, როდესაც უშენობას ვერ გავუძელი და ამერიკაში გამოვფრინდი რომ უბრალოდ მენახე. ერთი კვირა შენს აჩრდლად ვიქეცი, მაგრამ იცი რა მაშინ ბედნიერი ვიყავი შემეძლო ყოველ დღე მენახე მეყურებინა. ახლაც ეხლა რომ არ მოვიდე და არ ჩაგეხუტო მოვკვდები მგონია.. რამოდენიმე წამი ეხუტებოდა მონატრებული სხეულები ერთმანეთს. სანამ დუმილი ტასომ არ დაარღვია. - გიორგი არ შემიძლია უნდა წახვიდე. - ნუ გამაგდებ გთხოვ, ოღონდ არ გამაგდო. - - - |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.