გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 12)
რიჟრაჟამდე ერთი საათიღა რჩებოდა. შავი ჯიპი გრიგორიანების დასახლებას მიუახლოვდა და შეთანხმებისამებრ, ჭიშკრამდე მოშორებით შეჩერდა. თუმცა, ლაშას ვარაუდი გამართლდა, მძღოლი მანქანაში არ დარჩა. გადმოვიდა, ხელები ასწია და სრაფი ნაბიჯით დაიძრა. დაჭრილის მონაყოლის შემდეგ, გრიგორიანების დასახლებაში სრული აურზაური ატყდა. დაცვის წევრები რაზიებში ისმენდდნენ მითითებებს და თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ შუაგულისკენ მდებარე სახლისკენ. მალე სამმა მანქანამ დატოვა ტერიტორია. გალავანზე გადამძვრალი ორი ქართველისთვის აშკარა იყო, მათი გეგმა მუშაობდა. ახლომდებარე სახლში სინათლე არ ენთო. ცარიელი უნდა ყოფილიყო. შეუმჩნევლად შეიპარნენ სახლში. მეორე სართულზე აირბინეს. შემდეგ კი სხვენში. გაუმართლად, ერთ ერთი სარკმლიდან ხელის გულივით ჩანდა ყველაფერი, მთლიანი ეზო, ყველა სახლი და რაც მთავარია, ყველა სახლის შესასვლელ-გასასვლელი. ტერიტორიის დაზვერვის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ დასახლების ბინადარნი, სწორედ შუაგულში მდებარე სახლში უნდა ყოფილიყვნენ მოგროვილნი. ეს ხელს აძლევდა ლიქოკელს. ბევრად მარტივი იყო, დაჭრილის მიერ მითითებულ სახლში შეპარვა, სადაც წესით თაკო უნდა ყოფილიყო. ეს სახლი კი საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა, ვიდრე ის სახლი სადაც შეკრებილნი იყვნენ. - დროა ძმაო. - დაიჩურჩულა ლაშამ. მას შემდეგ რაც მეორე სართულის სარკმელთან „დრაგუნოვის“ სნაიპერული შაშხანა მოათავსა. ის ის იყო ზვიადი კიბეებზე უნდა დაშვებულიყო, ლაშამ შეაჩერა. - მოიცა. - ჰო. - სიტყვა უნდა მომცე! - რაო? - თაკოს ხათრით. შენი ცოლია, მაგრამ ხომ იცი, ჩემი ბავშობის მეგობარია და შენამდე ბევრი წლით ადრე ვიცნობდი. - ნამუსზე აგდება სცადა ძმადნაფიცმა. - თუ რაიმე გაითვალისწინებელი მოხდა იცოდე არ დარჩე, გაიყვანე და წადი. არ დაგავიწყდეს აქ რისთვის ვართ. მთავარია თაკო გაიყვანო. - გავიყვანოთ! - შეუსწორა ზვიადმა. - ჰო. მაგრამ თუ შეგვამჩნიეს, მომიწევს ყურადღება ჩემზე გადმოვატანინო, შენ იგივე გზით უნდა გაიყვანა თაკო, შეუმჩნევლად. უნდა ვაფიქრებინოთ, რომ ყველანი აქ ვართ, გემის?! - რომ არავინ გამომეკიდოს.. - ჰო. - კარგი. ახლა ამის დრო არ არის. ვნახოთ რა იქნება. - ჩაილაპარაკა და ისევ წასვლა დააპირა. - სიტყვა უდნა მომცეთქო! - კარგი რა! - ჩვენს ძმობას გაფიცებ! სანამ თაკოს სამშვიდობოს არ გაიყვან ჩემსკენ არ მობრუნდე. – არაბული კარგად იცნობდა ძმადნაფიცს. მიცემულ პირობას არასდროს გადადიოდა ზვიადი. - კარგი. - ჩაიბურტყუნა და კიბეზე დაეშვა ლაშა შაშხანის სამიზნიდან აგრძელებდა ტერიტორიის დაზვერვას. მიზანი მეგობრის დაზღვევა იყო. ცეცხლი მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში უნდა გაეხსნა. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ზვიადი დაუბრკოლებრივ შევიპარა სახლში, სადაც საყვარელი მეუღლე ეგულებოდა. მოზრდილ მისაღებ ოთხში არავინ იყო. ჩუმი, ნელი ნაბიჯებით დაიაპარებოდა. პირველ სართლზე ერთი ოთახიღა რჩებოდა სანახავი. გუმანით ხვდებოდა იქ უნდა ყოფილიყო. ერთადერთი ოთახი იყო, რომელსაც ფანჯრები არ ჰქონდა. კარის სახელური ნელ-ნელა ჩამოსწია. გული შეეკუმშა. მერე კი სისასტიკის, სიბრაზის ბურთი გაეჩხირა ყელში. ემოციები დროულად მოთოკა. გათბობის ბატარიასთან მდგომ მოკლე დივანზე საყვარელი ქალი ცალი ხელით მიებათ. კარის გაღებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. იფიქრა სამველ გრიგორიანი ან რომელიმე მათთგანი თუ იქნებოდა. როდესაც სტუმარმა შემოსვლა დააგვიანა, თავი ნელ-ნელა წამოსწია და კარში მდგარ სილუეტს მზერა გაუსწორა. სილუეტმა უმალ ტუჩებთან იტაცა საჩვენებელი თითი და მიანიშნა, ხმა არ ამოეღო. - ზვიად... - გაისმა დაბალი, მაგრამ დაკადულივით წმინდა და თბილი ხმა. ლიქოკელი ელვის სისწრაფით მიიჭრა ქალთან. გვერდით მიუჯდა და გულში ჩაიკრა. „აქ ხარ...აქ ხარ ჩემო სიყვარულო...მოხვედი“ - ესმოდა გულამოვარდნილი ჩუჩული. - კარგად ხარ? - თავიდან ბოლომდე შეათვალიერა მეუღლე. თაკო, თანხმობის ნიშნად ემოციურად დაუქნია თავი და ტუჩებზე დაეწაფა. მერე შუბლი, ლოყები, ყელი სწრაფად დაუკოცნა და ისევ ძლიერად ჩაეხუტა. მკვეთრი მოძრაობების გამო, ხელბორკილით მიბმული მაჯა იტკინა და მფუბუქად დაიკვნესა. „ახლავე, ახლავე“ - ჩაილაპარაკა გონება არეულმა ზვიადმა. რაიმე ბლაგვი საგანი სჭირდებოდა, რითაც ბორკილს ჯაჭვს გაწყვეტდა. ოთახში ასეთს ვერაფერს ნახავდა. თანაც, ეს შეიძლება ზედმეტად ხმაური ყოფილიყიო. მაყუჩიანი პისტოლეტი მოიმარჯვა. გოგოს მთელი ზურგით გადაეფარა, მხოლოდ მისი მაჯა მოიქცია წინ. პისტოლეტის ლულა ვიწრო ჯაჭვს დაადო და სასხლეტი დაუშვა. - ეს გამომართვი და მომისმინე. - ქამრიდან მეორე პისტოლეტი იძრო და ხელებში ჩაუდო. - ხმარება ხომ გახსოვს? - კი. - დაიჩურჩულა გოგომ. - იმედია არ დაგჭირდება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის... თუ საჭირო გახდება, ხელი არ აგიკანკალდეს და წამით არ დაფიქრდე იცოდე. თაკომ სწრაფად დაუქნია თავი. - ხომ არ გეშინია? - გამამხნევებელი, თბილი ღიმილით ჩახედა თვალებში. - სწორედ ასეთი შემიყვარდი... - დაიჩურქჩლა თაკომ. - როგორი? - შიშს გარიდებული, ფერადხილვებიანი და თბილი... - ეგ მერე ამიხსენი რას ნიშნავს. - მსუბუქად ჩაიცინა ზვიადმა. - შეუმჩნევლად უნდა გავიპაროთ, სანამ მანქანები მობრუნდებიან. - რა მანქანები? - გავაღწიოთ და მოგიყვები, წავედით. - ჩაილაპარაკა და ქალს ხელი ჩაჰკიდა. მოლოდინი არ გამართლა, ცრუ კვალზე გაშვებული მანქანები უკან მობრუნებულიყვნენ. თაკო და ზვიადი გასასვლელ კართან მდებარე ფანჯრის კუთხიდან უთვალთვალებდნენ მანქანებიდან გადმოსულ ხალხს. შესაფერის მომენტს ელოდნენ რომ სახლი დაეტოვებინათ, თუმცა სიტუაცია უფრო გართულდა. ეზოში მყოფთ დაცვის ორი წევრი გამოეყო და პირდაპირ მათი მიმართულებით დაიძრა. დანარჩენებიც მაშინვე გაიფანტნენ და სხვადასხვა სახლების მიმართულებით დაიძრნენ. საჭირო იყო დროული მოქმედება. ზვიადს მათი სახლში შემოშვება და უხმაუროდ განეიტრალება არ გაუჭირდებოდა, თუმცა უკან მიბრუნებულებს, რომ ვერ ნახავდნენ, მალე სხვებიც მოჰყვებოდნენ. სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინათ სახლი. ამისთვის ლაშას უნდა ეზრუნა. თითქოს მიუხვდაო ძმადნაფიცი. მოლაღურის სუსტმა სტვენა სახე გაუნათა. - როგორც კი ორ გასროლას გავიგებთ, სირბილით მომყვები. - უჩურჩლა ცოლს. დაბნეული თაკო ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ მაშინვე თავი დაუქნია და უკან ამოუდგა. ლაშამ არ დააყოვნა. ერთი წამის მონაცვლეობით იგრიალა შაშხანამ. სანამ გრიგორიანები გასროლის ხმაზე გონს მოვიდოდნენ თაკო და ზვიადი გარეთ გამოიჭრნენ, სიბნელეს შეერივნენ და გალავნისკენ მიირბინეს. გაჩერდნენ, უკან მოიხედეს. სროლის ხმაზე დამფრთხალი სამველ გრიგორიანი ოთხს კაცთან ერთად გარბოდა საკუთარი სახლისკენ. კიდევ ოთხჯერ იგრიალა შაშხანამ. თითო გასროლისას გრიგორიანის გვერდიდ მორბენალი თითო ადამიანი ეცემოდა უსულოდ. თავად მას კი ტყვია არ მიჰკარებია, უვნებლად შეაღწია სახლში. - ვიჩქაროთ. ჩაილაპარაკა ზვიადმა და თაკოს გადაძვრომაში დაეხმარა. ახლა თავად უნდა გადამძვრალიყო, რომ მასიური სროლა ატყდა. რამდენიმე ავტომატშემართებული ადამიანი ინტენსიურად ცხრილავდა სახლის სხვენს, სადაც ლაშა არაბული იყო გამაგრებული. ზვიადი წამით შედგა, გულმა ლაშაკენ გაუწია, მაგრამ გალავნის იქით მომლოდინე ცოლმა და ძმადნაფიცისთვის მიცებულმა სიტყვამ თავისი ჰქნა. განრისხებისგან გამეტებით დაარტყა მუშტი კედელს და გალავანზე გადაძვრა. შეუსვენებლივ ირბინეს, აქოშინებულნი ჩასხდნენ ტყის განაპირად მიმალულ მანქანაში. ჩასხდომისთანავე ზვიადის დასისხლიანებულ ხელის მტევანს დასწვდა თაკო. - რა მოგივიდა? ერთ ადგილს მიშტერებოდა ზვიად ლიქოკელი. სისხლში მოსვრილი ხელი არც გახსენებია, სხვა ფიქრები და ბრაზი ახრჩობდა. ბრაზი საკუთარ გულიბრყვილობასა და ძმადნაფიცის მიერ, ასე მარტივად „გაბითურებაზე“. - ეს რა იყო ზვიად? - ახალი კითხვა დაუსვა ცოლმა. - რა, თუ ვინ? - სევდანარევად ჩაილაპარაკა მეუღლემ. - ჰო, ვინ გვეხმარებოდა. - ეს რა ვქენი თაკო... რა იცოდა, როგორ უგრძნო გულმა, რომ ყველაფერი ასე წავიდოდა... თითქოს ყველაფერი მარტივი ჩანდა... ასეთი სევდიანი და ბრაზისგან აკანკალებული ქმარი არასდროს ენახა თაკოს. ვერაფერს ხვდებოდა, თუმცა უნებურად, საყვარელი მეუღლის მდგომარეობის შემხედვარეს, ცრემლი ჩამოუგორდა. - ზვიად, გთხოვ მითხარი... - შემაცდინა თაკო... მომატყუა... - გააწყვეტინა ცოლს. რამდენიმე წამი დადუმდა და ისევ განაგრძო - ყველაფერი მარტივად ჩანდა. - უნდა გამომეყვანე და გავპარულიყავთ. სამშვიდობოს გაგიყვანდი და უკან მივბრუნდებოდი... პირობა დამადებინა, თუ რაიმე აირეოდა შენ გამეყვანე და მისი დახმარება არ მეცადა. მე სულელი დავთანხმდი. დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდოდა. ის კი გრძნობდა თურმე... - იქ ლაშა იყო... ბორძიკით ჩაილაპარაკა გოგომ. - აქამდე როგორ ვერ მივხვდი... - სხვას ვის შეეძლო ასე... - ლაშა თუ იყო, იმ დამპალს როგორ ასცდა ყველაფერი? - მე დამიტოვა... სამველა ჩემი ხელიდან უნდა მოკვდეს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.