შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 9)


18-11-2023, 15:29
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 951

სტეფანეკერტში საომარი მდგომარეობა იყო. მოსახლეობის დიდ ნაწილს დაეცალა ქალაქი. განსაკუთრებით, მოხუცებსა და ბავშვებს. ომამდე სტეფანაკერტი, ჩვეულებრივი ხმაურიანი და საკმაოდ თანამედროვე ქალაქი იყო. მდიდარი სომხური დიასპორის წარმომადგენლების შემოწირულობების შედეგად აქ მოწესრიგდა გზები, კლინიკები, სკოლები, გაიხსნა თანამედროვე სტილის სასტუმროები. დღეს კი ადამიანების ხმა სირენებისა და სამხედრო მოქმედებების ხმას ჩაენაცვლებინა. სირენების ხმა რეგულარულად ისმოდა. ეს ხმა ყველას აფრთხილებდა ეჩქარათ, დამალულიყვნენ.
მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, იყო ქალაქში ოჯახები, რომლებიც ადგილიდან ფეხის დაძვრას არ აპირებდა. ერთ-ერთი უმთავრესი გრიგორიანების სანათესავო იყო. უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმულ საცხოვრებელ კომპლექსში, მხოლოდ გრიგორიანები ცხოვრობდნენ. მაღალი გალავნით შემოსაზღვრულ, ათამდე ფეშენებლურ სახლს უამრავი ადამიანი იცავდა. ტერიტორია აღჭურვილი იყო თანამდეროვე უსაფრთხოების სისტემებით. ისინი უმსხვილეს კრიმინალურ დაჯგუფებას წარმოადგნენდნენ, არა მხოლოდ მთიან ყარაბაღში, არამედ სომხეთშიც. მათი კაპიტალის დიდ წილი, სხვადასხვა ქალაქებში არებული სასტუმროები და მაღალი კლასის რესტორნები იყო. თუმცა მოარული ხმები ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი რუსეთში, კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით შეიქმნა. წლების მანძილზე უდიდესი ავტორიტეტი მოიხვეჭეს რეგიონში. ავტორიტეტის ერთადერთი მიზეზი ფული და ის სისასტიკე იყო, რასაც გრიგორიანები ნებისმიერ მათთვის არასასურველ ადამიანისადმი იჩენდნენ. იქნებოდა ეს ბიზნეს კონკურენტი, თუ უბრალოდ ის ადამიანი, ვისგანაც მორჩილებას ვერ მიიღებდნენ.
გრიგორინების კლანი თბილისელ ნათესავს ელოდა. მათთვის ყველაფერი ცნობილი იყო. ქალაქის შესასვლელში დახვდნენ და სახლში მოაცილეს. მისვლისთანავე სამველამ ნახატი, „გერგეთისკენ მიმავალნი“ მანქანიდან გადმოიღო და ჩქარი ნაბიჯით თავისი სახლისკენ დაიძრა. მასპინძლებმა თაკო მანქანიდან გადმოიყვანეს და სამველას გვერდით მდგარ სახლისკენ გაუძღვნენ.
- ეს არ იცვლება. ჯერ წესივრად არ მოგვსალმებია და თავისი ნახატებისკენ გაიქცა. - ჩაიფხუკუნა ერთ ერთმა გრიგორიანმა
- რას ვიზამთ... ის ჩვენი სისხლია! - მკაცრად ჩაილაპარაკა ვართან გრიგორიანმა.
- სამველას მძღოლი დარჩება?
- არა. მისცეს სამველამ რაც ეკუთვნის და ახლავე წავიდეს.
- გასაგებია.
ვართანი, გრიგორიანების კლანის უხუცესი იყო. იგი ამასთანავე მეთაურად ითვლებოდა. სამოც წელს მიტანებული კაცი ბევრად მხნედ გამოიყურებოდა, ვიდრე მისი ასაკი. ტანდაბალი და ჩია აღნაგობის მიუხედავად, ისეთი მკაცრი და მეტყველი გამოხედვა ჰქონდა, ქვეშევრდომებს კი არა ხშირად ოჯახის წევრებსაც კი აფრთხობდა. ვართანისთვის მთავარი სიწმინდე ოჯახი იყო, ნათესავები და ის მცირე იმპერია, რაც ათწლეულების მანძილზე შექმნა. მის სიტყვას გარშემომყოფებში აუწონელი ფასი ჰქონდა. მცირედ შეცდომას არ აპატიებდა ოჯახის წევრს, თუმცა არაფრის დიდებით არ დატოვებდა გასაჭირში.
ვახშმის შემდეგ, ნათესავები ვერანდაზე მოისხმო ვართანმა. მოზრდილ, მარმარილოს მაგიდასთან დასხვა და კონიაკის ჭიქები თავად შეუვსო.
- სამველ! - დაიწყო უხუცესმა. - პირველ რიგში ყველას გვიხარებს შენი ხილვა. მართალია რთულია დროა, მაგრამ ყველანი ერთად გადავიტანთ. ომია... შენი ბიძაშვილები, მამიდაშვილები. - მიუთითება მაგიდასთან მსხომებზე. - რამდენიმე ახალხანს დაბრუნდა ერევნიდან ჩვენი დიდი ოჯახის დასაცავად. გამიხარდებოდა, რომ შენი აქ მოსვლის მიზეზიც ეს ყოფილიყო, და არა მხოლოდ შენი პირადი პრობლემები, ან წელიწადში ერთხელ შენი ნახატების გამო ვიზიტი. კარგად იცი, ჩვენ ერთმანეთს სულ გვერდში ვუდგავართ. ასე რომ დაწვრილებით მოგვიყევი ყველაფერი.
- მადლობელი ვარ. - ჩაილაპარაკა სამველამ. დაწვრილებით, მოუყვა ყველაფერს. მოუყვა რეალურად რა მიზანი ჰქონდა. მაგრამ,როცა ნახატის ყიდვა ვერ შეძლო, გადაწვიტა მოეპარა, რაც თითქოს მშვიდად და მარტივად უნდა გამოსულიყო. თუმცა საქმე იმდენად გართულდა, რომ იძულებული გახდა ქართველი გოგო თან წამოეყვანა. მთავარ პრობლემად ის აღარ ეჩვენებოდა, რომ გოგომ სახეზე იცნო. ახლა მთავარი ის იყო, რომ მოსდევდნენ. მოსდევდა არა უბრალოდ ერთი ადამიანი, ეს იყო გაწვრთნილი და საკმაოდ გონიერი ჯარისკაცი.
- ერთი კი არა, ასეულს დავუპირისპირდებით. - გაამხნევა ერთერთმა.
ვართანი უემოციოდ ისმენა სამველას მონათხრობს. როცა საუბარი ყველამ დაასრულა კვლავ განაგრძო.
- ჩვენს ოჯახს ვერავინ შეარყევს, ამის გამო რა თქმა უნდა ყველას დავუპირისპირდებით. ერთ რამეს ვერ ვხდები, რატომ წამოიყვანე ეს გოგო?! თუ იმის გეშინოდა, რომ შენი ვინაობა არ გაემხილა, იქვე მოგეშორებინა. აქ რისთვის მომიყვანე?
- მომეკლა? - გაიოცა სამვლამ.
- თუ თბილისში ცხოვრება აღარ გინდოდა გაგეშვა. თუ გინდოდა უნდა მოგეკლა. მითუმეტეს ამბობ ნახატის პატრონი ცნობილი ადმიანიაო. გაგეშვა და იქ ჩასულს ვინ გაპატიებდა?!
- არ ვიცი, თავიდან ინსტიქურად მოხდა ყველაფერი. ვაპირებდი გზად გამეშვა სადმე. მაგრამ მალევე გავიგე, რომ ჩემზე თბილისში უკვე ყველაფერი იცოდნენ!
- რანაირად?
- ზუსტად არ ვიცი. ვფიქრობ ნახატის პატრონი, ვინც ამ გოგოს მეგობარია ის მიხვდა.
- გიცნობდა ის?
- კი. თავიდან საერთოდ ყიდვა ვთხოვე. არანაირ თანხად არ გაყიდა. შემდეგ თბილიში ვცადე მოპარვა. მისმა ქმარმა იეჭვა ჩემზე და დამემუქრა.... ჰო მართლა. - სამველა ერთ ერთ ნათესავს მიუბრუნდა. - შენ ხომ ყოფილი სამხედრო ხარ, სნაიპერი, შეიძლება იცოდე ვინც არის.
- ვინ?
- ძველი ჯარისკაცი ყოფილა ისიც. ქართულ ჯარში მფრინავ ჰოლანდიელს ეძახდნენ თურმე.
- ქართულ ჯარში კი არა ნახევარი მსოფლიოს სნაიპერებმა იცოდნენ მასზე. ფიზიკურად კი უმეტესობა არ იცნობს. ათი წლის უკან ვოცნებობდი მის გაცნობაზე. არ მეგონა თუ ცოცხალი იყო. რამდენი წელია აღარავის არაფერი სმენია.
- ცოცხალია.
- ის თუ აქ ჩამოვიდა, ცოტა გართულდება საქმე. - გადახედა ვართანს ყოფილმა სამხედრომ.
- ვინ არის ასეთი? - გაიკვირვა ვართანმა.
- ის ლეგენდაა...
- კარგი რა! აზერბაიჯანის ჯარის არ მეშინია და ვიღაც ყოფილ სნაიპერსა და ცინქლიან ქართველ ჯარისკაცზე ვსაუბრობთ?! - გაბრაზდა ვართანი. - ამ გოგოს რას უპირებ? - მიუბრუნდა ისევ სამველას.
- მინდა ისე გამწარდეს, როგორც მე გამამაწარა მისმა ქმარმა. ჯერ მისი ქმრის სიკვდილს გაიგებს და მერე როგორც მეტყვით ისე მოვიქცეთ. - ჩაიქირქილა სამველამ.
- ასე იყოს. ეგ არ არის რთული საქმე. ახლა უფრო სერიოზულ საქმეზე უნდა ვიმსჯელოთ. - დაიწყო ისევ ვართანმა. - ხვალ-ზეგ თუ აქ აზერბაიჯანი გაჩნდა მერე როგორ ვიქცევით?! - შეხედა ერთ-ერთ ნათესავს.
- ქალები და ბავშვები უკვე ერევანში არიან. მალე მოსკოში გაფრინდებიამ. ნაღდი ფული გატანილია და დაბინავებული.
- კარგია. ოქრო?
- ამ პირობებში ძალიან რთულია ოქროს გატანა. ჯერ-ჯერობით უსაფრთხო გზა ვერ ვნახეთ.
- გასაგებია. ბიჭები რამდენი გვყავს? - ახლა ყოფილ სამხედროს მიუბრუნდა.
- ორმოცამდე არიან. ხუთმა კაცმა ჩვენები გააცილეს ერევანში. მოსკოვის რეისზეც გააცილებენ და შემოგვიერთდებიან.
- ჩემი ნახატები?! - მოულოდნელად წამოხტა სამველა.
- დაგღუპავს შენ ეგ ნახატები, დაგღუპავს! მთავარი საზრუნავი ოქროა. ორმოცდაათ კილომდე ნაგროვები ოქრო გვაქვს გასატანი და ამან ნახატებიო.
- ბიძია ვართან...
- შენი ხმა აღარ გავიგო! მადლობა თქვი, რომ შენი ჩასვრილი საქმისთვის არ გსჯი. თითქოს პრობლემები და ჭორები გვაკლდა, ახლა ქართველი ტყვე მომითრიე აქ.
- თბილისში დამალული ნახატები გადაუწვეს და ესეც რომ დაკარგოს გული გაუსკდება ამას. - გაიცინეს მაგიდასთან მყოფებმა.
- ვიზამთ რამეს! - თქვა ვართანმა. საუბარი უნდა გაეგრძელებინა, რომ ვერანდაზე დაცვის წევრი გამოჩნდა. ყურში უჩურჩულა, ერთი კაცია მოსული, ამბობს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ვარ, შეხვედრა მინდაო.
- ერთი კაცია?
- დიახ.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს რა უნდა უნდოდეს ჩემთან?“ ჩაფიქრდა ვართანი. „თან ამ ომიანობის დროს სამინისტრო მხოლოდ ერთი კაცი გამოგზავნა ასეთ ადგილას? რაღაც ისე არ არის!
- პასპორტი შეუმოწმე?
- დიახ. სომეხია, რუსეთის მოქალაქე.
- სომხური სამინისტროდან რუსეთის მოქალაქე?
- ორმაგი მოქალაქე ვარ, თან მხოლოდ რუსული პასპორტი მაქვსო.
- რა ჰქვია?
- გევორქ ასატრიანი.
ვართანს მეგობარი გაახსენდა საგარეო სამინისტროში. სასწრაფოდ ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერი აკრიფდა. მოიკითხა, ვინმე გევორქ ასატრიანი თუ მუშაობდა სამინისტროში. ადრესატმა მალევე დაუდასტურა, რომ ასეთი პიროვნება ნამდვილად იყო სამინისტროს თანამშრომელი. ტელეფონი გათიშა. რამდენიმე წამს კიდევ დაფიქრდა, შემდეგ კი დაცვას უთხრა სტუმარი შემოეპატიჟებინა.
- თქვა კონფიდენციალური საქმეა და ერთი ერთზე მინდა შეხვედრაო.
- კარგი დავიშალოთ. - გადახედა ნათესავებს. წადით სახლებში და იფიქრეთ ოქროს გატანის უსაფრთხო გზებზე.

ვართანი სტუმარს სამუშაო კაბინეტში დაუხვდა. ტანმაღალმა, მოხდენილ კოსტუმში გამოწყობილმა ახალგაზრდა კაცმა დინჯად შეაბიჯა კაბინეტში, ფეხზე წამომდგარ ვართანს რუსულად მიესალმა და მოპირდაპირედ, სავარძელში დაეშვა. რამდენიმე წამი გამომცდელად დააკვირდნენ ერთმანეთს.
- გისმენთ ბატონო გევორქ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - წამოიწყო ვართანმა.
- თვენ უნდა დამეხმაროთ? - ირონიულად იკითხა სტუმარმა და ოთახს თვალი მოავლო.
ვარდანი მოულოდნელობისგან დადუმდა. არ იყო ნაჩვევი ცინიზმს.
- თქვენები ომში არ იბრძვიან?
- ბევრი ჩემი მეგობარი იბრძვის.
- ნათესავები, ოჯახი?
- თქვენ რა, სამხედრო კომისარიატიდან ხართ? მითხრეს საგარესო საქმეთა სამინისტროდ...
- მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. - სიტყვა პირზე შეაყინა.
- ბევრი დრო არც მე მაქვს.
- ჩვენს უწყებაში შემოვიდა ინფორმაცია მეზობელი ქვეყნის კოლეგებისგან. აზერბაიჯანიდან არცახისკენ გატაცებულია ქართველი გოგონა. გაქვთ რაიმე ინფორმაცია?
- მე? რა უნფორმაცია უნდა მქონდეს? ან მე რატომ მესაუბრებით ამ თემაზე?
- არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობდეს თქვენი ნათესავი. მოგეხსენებათ, ომში ვართ ერთ მეზობელთან და არ გვსურს სხვა მეზობლებთან სიტუაციის დაძაბვა, მითუმეტეს ასეთ დროს.
- არაფერი მესმის.
- ბატონო ვართან! არ გვინდა ამ ყველაფერმა რაიმე პოლიტიკური ელფერი შეიძინოს ჩვენდამი კეთილგანწყობილ მეზობელთან, ხვდებით? მე პირადად ბევრი მსმენია თვენზე. ჩვენს უწყებას კარგად მოეხსენება თქვენი წვლილი, ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში. ასე რომ რადიკალურ ქმედებებს ვარჩიეთ ჯერ გაგვერკვია, ფლობდით თუ არა ინფორმაციას, რათა უმტკივნეულოდ მოეგვარებინა უწყებას ყველაფერი.
- იცით? არ ვიცოდი თუ სომხურ სამთავრობო უწყებებში სომხურად არ საუბრობდნენ. - გამომცდელად მიაშტერდა ვართანი.
- მომიტევეთ, მე რუსეთში გაზრდილი სომეხი ვარ და არ მინდოდა ჩემი დამტვრეული სომხურით შემეწუხებინეთ. ამიტომ რუსულად საუბარი ვარჩიე.
- კარგით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ყოველ შემთხვევაში, ვეცდები გავარკვიო თუ არის ვინმე ჩემიანი ამ საქმეში გარეული. დამიტოვეთ სავიზიტო ბარათი და დაგიკავშრდებით.
- საღამომდე დაველოდები თქვენს ზარს. თუ ეჭვი გამართლდება, გირჩევთ გოგონა რომელიმე თქვენმა ხელქვეითმა მოიყვანოს ჩვენამდე.
- თვენამდე სად?
- ამას, რომ დამირეკავთ მაშინ მოგახსენებთ.
- გასაგებია. - ჩაილაპარაკა ვართანმა და ფეხზე წამოდგა, რითაც სტუმარს აგრძნობინა, რომ უნდა წასულიყო.
სტუმარიც მალევა წამოდგა. შევთანხმდითო ჩაილაპარაკა, ხელი ჩამოართვა და კაბინეტის გასასვლელისკენ დაიძრა. გასვლამდე შეჩერდა, მოტრლიალდა და დიპლომატიური ღიმილით მიმართა:
- ბატონო ვართან. იმედს ვიტოვებთ ყველაფერი გონივრულად მოგვარდება.
- რა თქმა უნდა. - ირონიული ღიმილით უპასუხა ვართანმა.
დაფიქრებული ვართანი ფანჯარიდან უმზერდა მიმავალ სტუმარს. მალე მანქანაში ჩაჯდა და ადგილი დატოვა. ტელეფონი მოიმარჯვა და კვლავ მეგობარს დაურეკა სამინისტროში.
- ვინ არის, რა კაცია ეს გევორქ ასატრიანი? - იკითხა ვართანმა.
- რატომ მეკითხები, მოხდა რამე? ახლახანს ჩემთან იყო.
- რა თქვი? როდის ახლახან?
- დაახლოებით ათი წუთის უკან.
- როგორ გამოიყურება?
- რა ხდება ვართან?
- მითხარი როგორ გამოოიყურება?
- საშუალოზე დაბალი, მელოტი, სამოც წლამდე კაცია.
- კარგი მადლობა.
- რა ხდება?
- მოგვიანებით აგიხსნი. - ჩაილაპარაკა სწრაფად და ტელეფონი გათიშა.
ანერვიულებული აივანზე გამოვარდა.
- სასწრაფოთ! რამდენიმე კაცი სტუმარს გაეკიდეთ და ნებისმიერ ფასად აქ მომიყვანეთ! სამველას უთხარით ჩემთან ამოვიდეს.
რამდენიმე წუთში მასთან სამველა და რამდენიმე ნათესავი გაჩნდნენ. უფროსმა გრიგორიანმა ჯერ სტუმართან საუბრის დეტალები მოყვა. შემდეგ კი სამველას მიაშტერდა პასუხის მოლოდინში. სანამ სამველა რაიმე იტყოდა მდევარი დაბრუნდა. სტუმრისთვის ვერაფრით მიეგნოთ. მეტად კი გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. სტეფანაკერტის სამხრეთ ნაწილი იბომბებოდა.
- როგორ გამოიყურებოდა? - იკითხა სამველამ.
- დაახლოებით 30 წლის, მაღალი, მომწვანო თვალებით. თუ ეს ამ ქალის ქმარია, დიდი კვერცხები ჰქონია! როგორ გაბედა მარტომ, უარაღოდ აქ მოსვლა?! - მსუბუქად გაიღიმა ვართანმა.
- ამ ქალის ქმარი არ არის. მაგრამ მგონი ვხვდები ვინ შეიძლება იყოს.
- ვინ?
- ის... - შიში დაეტყო სამველას.
- ვინ ის?!
- მფრინავი ჰოლანდიელი!



№1 სტუმარი One

Ar meyo da ra vqna ?))
Xshiri muzebi da bevri tavisufali dro avtors))
Dzalian kargad rom wert ,amaze aghar ganvmeordebi))
Warmatebebi!

 


№2  offline მოდერი ჰოლანდიელი

One
Ar meyo da ra vqna ?))
Xshiri muzebi da bevri tavisufali dro avtors))
Dzalian kargad rom wert ,amaze aghar ganvmeordebi))
Warmatebebi!

მადლობა : )

 


№3 სტუმარი xato

ძალიან საინტერესოა, სულმოუთქმელად ველოდები შემდეგ თავს, წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. მალე დადე რა.... არ მყოფნის რამხელაც არ უნდა იყვეს. მაგარია მართლა. წარმატებები....

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკა

ძალიან მომწონს თქვენი წერის სტილი ველი მოუთმენლად შემდეგ თავს❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ლალი

სასიამოვნოა რომ გააგრძელეთ უკვე იმედი გადახურული მქონდა.ბევრს ნუ გვალოდინებთ,წარმატებები

 


№7 სტუმარი Rendom

Au ra kai tavi iyoo

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი თავი იყო მომეწონა უფრო და უფრო საინტერესო ხდება ....დდდდ როგორი უშუშარი არის ჰოლანდიელი .....ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????♥️♥️❤️♥️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინა

დიდი ხანია გელოდით, შემდეგ ჩავთვალე რომ გაქრით და წერაც მიატოვეთ, გამეხარდა ისევ თქვენი გამოჩენა მაგრამ მკითხველის ამდენი ხნით დატოვება ნახევარი ისტორიით ცოტა ცუდი ტონია, არ დამიწყოთ ეხლა სხვა ავტორებივით ჩვენც ჩვენი პირადი პრობლემები გვაქვსო, ნუ დადებთ ნაწილნაწილ თუ ვერ გააგრძელებთ, ჩვენც გვაქვს ჩვენი უამრავი პრობლემა მაგრამ ერთგულად მოგყვებით, არ გეწყინოთ კრიტიკა, სხვა მხრივ უზომოდ მომწონს თქვენი წერის სტილი და მთელი გულით გელით????????

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინა

სტუმარი ნინა
დიდი ხანია გელოდით, შემდეგ ჩავთვალე რომ გაქრით და წერაც მიატოვეთ, გამეხარდა ისევ თქვენი გამოჩენა მაგრამ მკითხველის ამდენი ხნით დატოვება ნახევარი ისტორიით ცოტა ცუდი ტონია, არ დამიწყოთ ეხლა სხვა ავტორებივით ჩვენც ჩვენი პირადი პრობლემები გვაქვსო, ნუ დადებთ ნაწილნაწილ თუ ვერ გააგრძელებთ, ჩვენც გვაქვს ჩვენი უამრავი პრობლემა მაგრამ ერთგულად მოგყვებით, არ გეწყინოთ კრიტიკა, სხვა მხრივ უზომოდ მომწონს თქვენი წერის სტილი და მთელი გულით გელით????????

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინა

[quote=სტუმარი ნინა][quote=სტუმარი ნინა]დიდი ხანია გელოდით, შემდეგ ჩავთვალე რომ გაქრით და წერაც მიატოვეთ, გამეხარდა ისევ თქვენი გამოჩენა მაგრამ მკითხველის ამდენი ხნით დატოვება ნახევარი ისტორიით ცოტა ცუდი ტონია, არ დამიწყოთ ეხლა სხვა ავტორებივით ჩვენც ჩვენი პირადი პრობლემები გვაქვსო, ნუ დადებთ ნაწილნაწილ თუ ვერ გააგრძელებთ, ჩვენც გვაქვს ჩვენი უამრავი პრობლემა მაგრამ ერთგულად მოგყვებით, არ გეწყინოთ კრიტიკა, სხვა მხრივ უზომოდ მომწონს თქვენი წერის სტილი და მთელი გულით გელით❤️❤️❤️

 


№12  offline მოდერი ჰოლანდიელი

სტუმარი ნინა
დიდი ხანია გელოდით, შემდეგ ჩავთვალე რომ გაქრით და წერაც მიატოვეთ, გამეხარდა ისევ თქვენი გამოჩენა მაგრამ მკითხველის ამდენი ხნით დატოვება ნახევარი ისტორიით ცოტა ცუდი ტონია, არ დამიწყოთ ეხლა სხვა ავტორებივით ჩვენც ჩვენი პირადი პრობლემები გვაქვსო, ნუ დადებთ ნაწილნაწილ თუ ვერ გააგრძელებთ, ჩვენც გვაქვს ჩვენი უამრავი პრობლემა მაგრამ ერთგულად მოგყვებით, არ გეწყინოთ კრიტიკა, სხვა მხრივ უზომოდ მომწონს თქვენი წერის სტილი და მთელი გულით გელით????????

არ დაგიწყებთ : )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent