შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 11)


24-11-2023, 13:18
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 1 013

გადარჩენილი ნივთები მოაგროვეს. იარაღის აიღეს, მანქანაში ჩასხდნენ და სასწრაფოდ ადგილი დატოვეს. გრიგორიანების დასახლებიდან სამხრეთით, კილომეტრამდე მანძილზე გაჩერდნენ. ტერიტორია დურბინდით დაზვერეს. ზვიადის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. „გადავრჩით, აქეთ ჭურვი არ ჩამოვარდნილა“ - ჩაილაპარაკა თავისთვის.
ამაოდ ელოდნენ ვართანისგან ზარს. არავინ უწყოდა მომდევნო ჭურვი როდის და სად ჩამოვარდებოდა. ამიტომ საჭირო იყო დროული მოქმედება. ერთადერთი რაც აფერხებდათ იარაღის ნაკლებობა იყო. ბიჭებს, საერთო ჯამში, ერთი ავტომატი, ორი პისტოლეტი და რამდენიმე ყუმბარა ჰქონდათ. რითაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო პირდაპირი თავდასხმა. შუა ღამე ილეოდა, ორიოდე საათში ინათებდა. გადაწყვიტეს, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა უჩუმრად მანქანით მიახლოვებოდნენ. შემდეგ კი ფეხით. ის ის იყო მანქანისკენ უნდა დაძრულიყვნენ, რომ გრიგორიანების გალავნის კარი გაიღო.
- მოიცა. - დაიჩურჩულა ლაშამ.
ღია ჭიშკრიდან ორი შავი ჯიპი ნელი სვლით გამოდიოდა. უკან მეორეს მოჰყვა. როგორც კი კარს გამოსცდნენ, ორივე უმალ მოსწყდა ადგილს და გეზი სამხეთისკენ აიღო.
- ჩვენს მხარეს მოდიან? - იკითხა ზვიად.
- ჰო. - მიიღო პასუხი.
- ვიჩქაროთ!
ორივე შეუთანხმებლად მიხვდა რა უნდა გაეკეთებინათ. შემაღლებული ბორცვიდან სასწრაფოდ თავიანთი მანქანისკენ ჩაირბინეს. დაქოქეს და სავალ ნაწილზე დაბრუნდნენ. სპეციალურად, ისეთი ადგილი შეარჩიეს, რომ საპირისპიროდ მომავალ მანქანას ადვილად არ შეძლებოდა გვერდის ავლა. საპირისპიროდ, შუა გზაზე გააჩერეს და შორი ხედვის განათება ჩართეს. შავი ჯიპები მალევე გამოჩნდნენ. მკვეთრი ნათების გამო სვლა შეანელეს და მიტოვებულ მაქნანასთან გაჩერდნენ. მალევე გაისმა სომხური შეძახილები. „ვინ ხარ მანდ! გაიყვანე მანქანა! არის მანდ ვინმე?!“ - როდესაც პასუხი ვერ მიიღეს პირველი მანქანიდან ორი მგზავრი გადმოვიდა, მალე მათ მძღოლიც მიჰყვა. ავტომატები შემართეს, ჯერ ირგვლივ მიმოიხედეს, შემდეგ კი მანქანა დაათვალიერეს. არავინ ჩანდა.
- რა ხდება. - გადმოსძახეს მეორე ჯიპიდან. - ხომ გვითხრეს არსად გაჩერდეთო?!
- გადმოდით, გზიდან გავათრიოთ. სხვანაირად გვერდს ვერ ავუვლით, მანქანებს გავაფუჭებთ და ვართანას შენ გაეცი მერე პასუხი!
ბურტყუნით და უშვერის სიტყვების ძახილით გადმოვიდნენ უკან მდგარი ჯიპიდან. სწორედ ამას ელოდნენ გზის განაპირად, ხეებთან დამალული ლაშა და ზვიადი. თითო ყუმბარა ერთდროულად ისროლეს. აფეთქდა თუ არა მაშინვე ცეცხლი გახსნეს. ყუმბარების აფეთებასა და მასიურ ცეცხლს დაუზიანებელი ვერავინ გადაურჩა. ლიქოკელმა ავტომატის მჭიდი სწრაფად შეცვალა. დამაზღვიეო, დაიძახა და დაჭრილებისკენ გაქანდა. გარდაცვლილებს გვერდი სწრაფად აუარა. რამდენიმე დაჭრილს საკონტროლო გასროლა გადაატარა და ბოლოს ორი დაჭრილისკენ მიირბინა. მათი იარაღები ფეხით მოაშორა და რუსულად დაუღრილა - „განძრევა არ გაბედოთ“!
ყუმბარების აფეთებას მხოლოდ უკან მომავალი შავი ჯიპი გადაურჩა. ლაშამ დახოცილების იარაღი და გადარჩენილი მობილური ტელეფონები სწრაფად მოაგროვა, საბარგულში ჩაყარა. შემდეგ კი მოზრდილ ჩემოდანს მოჰკრა თვალი, სწრაფად გახსნა და თვალები გაუფართოვდა. ჩემოდანი ოქროს სამკაულებით იყო სავსე. უამრავ ნაკეთობასთან ერთად ათამდე ოქროს ზოდი იყო წყობისად ჩალაგებული. ჩემოდანი ჩაკეთა, გვედით გასწია და გათავისუფლებულ ადგილას იარაღები მოათავსა. შემდეგ ზვიადთან მიიჭრა. დაჭრილების უკანა სავარძელზე მოთავსებაში მიეხმარა. თავადაც გვერდით მიჯდა. ზვიადს კი უთხრა საჭესთან დამჯდარიყო. ლიქოკელმა მანქანა დაძრა და ადგილიდან მოსწყდა.ტყის კორომში შევიდნენ. დაჭრილები გადმოიყვანეს. მიწაზე დასვეს, თვითონ კი საპირისპირსპიროდ, გამხმარ, წაქცეულ მორზე ჩამოჯდნენ.
- ახლა კარგად მომისმინეთ! - დაიწყო ლაშამ. - სანამ საუბრის ნებას არ დაგრთავთ, არც ერთი თქვენთაგანის ხმა არ გავიგო. რომელიმე კრინტს დაძრავს და ეგრევე ვესვრი! მხოლოდ თავის დაქნევა. გასაგებია?!
სომხებმა თავი უსიტყვოდ დაუქნიეს.
- კარგია. ალბათ მიცანით. გუშინ ვესტუმრე თქვენს შეფს.
კვლავ თავი დაუქნიეს.
- ჩემს ძმას. - მიუთითა ზვიადზე. - თქვენმა უფროსებმა ცოლი მოსტაცეს. მოვედი გუშინ და ვითხოვე დაებრუნებინათ. ფაქტიურად უარი გვითხრეს. არ მოაგატყუებთ, რომ გამოეტანებინათ, მაინც არ იცოცხლებდა ის, ვინც გოგო გაიტაცა. მაგრამ სხვა დანარჩენები შეიძლებოდა გადარჩენილიყვნენს. ახლა კი ასეთი მოცემულობა გვაქვს, ყველა გრიგორიანი მოკვდება! კაცის მოკვლაზე, რომ ხელი არ გვიკანკალებს მიხვდებოდით ალბათ. გადარჩება ის, ვინც მას სულელურად არ უერთგულებს. გასაგებია?!
- ისევ თავის დაქნევა.
- რა კაცია ის, ვინც ქალს დაატყვევებს?!!! - განაგრძო დემაგოგიურად. - შეიძლება ბოლომდე ვერ აცნობიერებთ, ქართველი კაცი რაზეა წამსვლელი ქალის გამო. ჩვენთვის, ყველა დღე ქალებისაა, ყველა დღე მათია. ქალები არიან ჩვენი სინდისი, ნამუსი და ხვალინდელი დღე. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ქალზე იდგა. ქრისტიანობა ქალმა შემოგვიტანა. ყველაზე ბედნიერი წლებიც ქალის მეფობის დროს იყო. მთელი ჩვენი ისტორია ომებია. ვინც ომობდა და ვინც სისხლს ღვრიდა, ის კაცები ქართველი ქალების გაზრდილები არიან. დედა ზრდის მეომარს, დედა ზრდის მეცნიერს, პატიოსანს....კაცს! ცუდი მამის პირობებში ბოლომდე არა, მაგრამ ცუდი დედის პირობებში დაღუპულია ადამიანი. ქალი და კაცი ჩვენთან თანასწორია, სქესიც კი არ გვაქვს ქართულ გრამატიკაში.... ჰო, კიდევ, მე ჩემი კონცეფცია მაქვს, რატომ გადარჩა ჩემი ქვეყანა, პირველ რიგში ეს გეოგრაფიია, კავკასიონის ქედმა გვიხსნა, გვიხსნა სახარებამ და გვიხსნა ქართველმა ქალებმა. რაც მთავარია, არავისთვის არაფერი წაგვირთმევია. აი თქვენ კი, წართმეულ და წაგლეჯილის ოცდაათი წლის შემდეგ მაინც დაგათმობინებენ, ეს თქვენი სტეფანაკერტი, სადაც ეხლა ვიმყოფებდით, მალე ხანქენდი გახდება...
- თავი ისევ ინერციით დაიქნიეს.
- კარგი. თვენთვის ისტორიის გაკვეთილების მოყოლას აზრი არ აქვს. მგონი მაინც ვერ ხვდებით, ამას რატომ გეუბნებით.... დროა ახლა მე მოგისმინოთ. შენიდან დავიწყოთ. - მარცხნივ მჯდომს, ვინც ყველაზე მეტად იყო დაშავებული, პირველი მას მიმართა. - სად მიგქონდათ ეს ოქრო?
- არაფერს გეტყვი, ავადმყოფო! მომკალი თუ გინდა! - დაიყვირა დუჟმორეულმა.
- როგორც გინდა. - მშვიდად ჩაილაპარაკა ლაშამ და სასხლეტი უემოციოდ დაუშვა. შუბლგახვრეტილი უსულოდ გადავარდა.
მეორე სომეხი ნანახმა შოკში ჩააგდო. ერთიანად აკანკალდა. მთელი სხეული უცხცახებდა. სწორედ ეს უნდოდა არაბულს.
- მე გეტყვით, ყველაფერს გეტყვით. - აბღავლდა კაცი. - ერევანში მიგვქონდა. - ვართანას ოქროა. კიდევ ბევრი აქვს სახლში, ძალიან ბევრი.
- ჭკვიანი კაცი ხარ. - შეაქო ლაშამ.
- ახლა გოგოზე მითხარი, როგორ არის? რომელ სახლშია?
- ბოლოდან მეორეში, ნულ სართულზე ჰყავთ ჩაკეტილი.
- როგორ არის?!
- მგონი სამველამ დაარტყა, თვალი ჰქონდა დალურჯებული... - შეშინებულმა ამოილუღლუღა.
აქამდე ჩუმად მჯდომი ზვიადი გაცეცხლებული ფეხზე წამოიჭრა. თუმცა ლაშამ დროულად სტაცა ხელი და შეაკავა.
- გთხოვ ძმაო, - ქართულზე გადავიდა ლაშა. - ცოტაც მაცადე. ცოტაც მოითმინე.
ზვიადი უსიტყვოდ დაუბრუნდა ადგილს.
- გავაგრძელოთ. დეტალურად მომიყევი, რამდენი ხართ, რა იარაღი გაქვთ?
- პისტოლეტები, ავტომატები, ყუმბარმტყორცნიც აქვთ...
- ოჰო. - ნაძალადევად გაოცდა ლაშა. - აღარ ხუმრობენ.
- ყველაფერს მოგიყვები ყველაფერს. - ვერ მშვიდდებოდა კაცი.
- გისმენ.
- გაიგეს ვინც ხარ. კამერების ჩანაწერში სამველამ გიცნო.
- ჰოო?
- ჰო... არტურ გრიგორიასაც სცოდნიხარ. ჩემი კოლეგა იყოვო.
- კოლეგა?
- ჰო კოლეგა, სნაიპერიო...
- თვითონ სნაიპერია? და საიდან ვიცნობო?
- ძალიან მაგარი სნაიპერია, რუსეთში გაიარა წვრთნა. როგორც ვიცი სახეზე არ გიცნობდა, მხოლოდ გუშინ გნახა, ისე იცოდა შენზე, მონაყოლებით ალბათ.
- იბრძოდა სადმე?
- ზუსტად არ ვიცი, რუსულ ჯარში იყო სადმე აუცილებლად იქნებოდა.
- ცხინვალშიც?
- არ ვიცი...
- ჰააა!
- მართლა არ ვიცი, გეფიცები...
- კარგი. როდის უნდა მობრუნებულიყავით ერევნიდან? როდის გელოდებიან გრიგორიანები?
- ოქრო სადაც იყო ისინი უნდა წასულიყვნენ ერევანში. მეორე მანქანით უბრალოდ სტეფანაკერტის გასასვლელამდე უნდა მიგვეცილებინა და უკან მივბრუნებულიყავით.
- ანუ გამთენიამდე უკან დაბრუნდებოდი. - ჩაილაპარაკა ლაშამ თავისთვის.
- ასეა.
- გასაგებია.
ლაშა წამოდგა. მანქანიის საბარგული გახსნა. ოქროთი სავსე ჩემოდნიდან ორი ოქროს ზოდი აომაძვრინა და დაჭრილი სომხისკენ მოისროლა. საბარგულში ნაალაფარი იარაღებიდან სნაიპერი შაშხანა მოძებნა. „რაღა დროს დრაგუნოვია“. - ღიმილით დახედა რუსულ, სამოციანი წლებში გამოშვებულ შაშხანას. – „სულ არაფერს სჯობია“. უკან ჩადო და სომხისკენ მიბრუნდა.
- შენია.
- ჩემი?
- ჰო. იმდენ ოქროს გაძლევ, აღარ დაგჭირდება ვინმეს მორჩილება. წახვალ და მოიწყობ ცხოვრებას... ისეთ ადგილას დამარხე, რომ მერე ადვილად მოაგნო.
- რისთვის? - გაოცდა კაცი.
- ეს იმის საფასური იქნება, რასაც ჩვენთვის გააკეთებ. - უპასუხა ლაშამ.

ორი ქართველი მებრძოლი კარგად ხვდებოდა, როცა ვართანი გაგზავნილ ხალთან კონტაქტზე ვეღარ გავიდიდოდა, აუცილებლად გაგზავნიდა დამატებით ძალას. შეტაკების ადგილიდან წამოღებული ტელეფონები გამუდმებით რეკავდა. ეს ვართანი იყო. ლაშამ და ზვიადმა მცირე თათბირის შემდეგ ზარს უპასუხეს. უმალ გაისმა ვართანის ღრიალი. უფროსი გრიგორიანი გაცეცხლებული ჩანდა, დიქტოფონზე ჩართულ ტელეფონზე მოხუცი გრიგორიანის ღრიალი და გინება ისმოდა. აშკარა იყო, ვართანი პასუხს ელოდა რატომ დაიგვიანა მანქანამ და რატომ არავინ პასუხობდა ტელეფონებს. ლაშამ ყვირილი აცადა, შემდეგ კი ირონიული ხმის ტემბრით რუსულად მიმართა.
- მიცანით? ბატონო ვართან...
ადრესატი დადუმდა. თითქოს განრისხება შიშით შეეცვალა.
- გევორქ ასატრიანი? - გაისმა ბოლოს ვართანის კითხვა.
- არ გინდა თავის მოკატუნება. შენ ხომ უკვე იცი ვინ ვარ?
პასუხად დუმილი მიიღო.
- მე შენ შანსი მოგეცი. სჩანს, მშვიდობიანად არ გსურდა მოგვარება. ახლა შენი ბიჭები დახოცილები ყრიან გზად. არც ისე შორს შენი სახლიდან. თუ არ დაიჯერებ შეგიძლია შეამოწმო.
- მანქანები სად არის? - მოისმა შეშფოთებული სიტყვები.
- შენ მანქანები არ გადარდებს ვართან, არც შენი დახოცილი ბიჭები! შენ ის ოქრო გადარდებს, რომელიც საიმედოდ გადავმალე.
- შე !
- მოკლედ! - გააწყვეტინა ლაშამ. - მეორე შანსს გაძლევ. შენს ჭიშკართან ახლოს მოვალ შენივე მანქანით. გოგოს გამოუშვებ მარტოს. ჩამიჯდება მანქანაში და წავიყვან. ამის შემდეგ მიიღებ ოქროს მისამართს. გოგოს ვინმე გამოჰყვება და ოქროს ვეღარასდროს მიაგნებ.
- რა გარანტია მაქვს, რომ მეტყვი ოქროს ადგილმდებარეობას?
- მე შენი ოქრო არ მჭირდება. მითუმეტეს, მაგდენს საზღვარზე მაინც ვერ გადავიტან.
- რატომ უნდა გენდო?
- მოდი ვაღიაროთ, შენი ავადმყოფი ნათესავის გამო, ამდენი ოქროთი გარისკვა სისულელე იქნებოდა.
- კარგი!
- შევთანხმდით.
- წაიყვანეთ თქვენი გოგო, არაფერში მჭრიდება.
ლაშამ ტელეფონი გათიშა თუ არა მაშინვე დაჭრილს მიუბრუნდა.
- შენ წახვლალ. გოგოს წამოიყვან. მე და ჩემი მეგობარი აქ დაგელოდებით. მერე კი ჩიტივით თავისუფალი ხარ.
- რას ამბობ ბიჭო! - წამოხტა ზვიადი. - ეს სად უნდა წავიდეს?! ამინ ნდობა როგორ იქნება?!
- არ გვიღალატებს. აქ ხომ ოქროს ზოდები ელოდება? - გადახედა კვლავ სომეხს. - ხომ არ ვცები?
- არა, არა, არ გიღალატებთ, გეფიცებით... - მუდარით სავსე თვალები მიაპყრო ლაშას.
ბოლო ინსტრუქციები მისცა სომეხს. როგორც კი გოგოს ჩაისვამდა, მაშინვე დაეძრა და მათკენ წამოსულიყო. „არ შეგეშინდეს, მოშორებით გაჩერდი, გრძელი განათება ჩართე. ვერ დაგინახავენ, რომ საჭესთან შენ ხარ. გოგოს გამოსვლას დაელოდე, თუ არ გამოუშვეს დაქოქე მანქანა და უკან წამოდიო“ - დაარიგა. მანქანიდან იარაღები და ოქრო მთლიანად გადმოიტანეს, საჭესთან დაჭრილი დასვევს და წარმატებები უსურვეს.
ლაშა და ზვიადი დუმილით გასცქეროდნენ გრიგორიანებისკენ მიმავალ შავ ჯიპს.
- სულ მეუბნებოდი, ჭკუით უნდა აჯობოვო მტერს... - დაიწყო ზვიადმა.
- არ მეთანხმები?
- ლაშა, ეს იყო შენი გეგმა?! ამის გამო მთხოვე მაცადეო?! გვიღალატებს იცოდე! თავს დავდებ გვიღალატებს!
- მართალი ხარ... - უემოციოდ ჩალაპარაკა ლაშამ.
- რაო?
- ის ჭკვიანია, მაგრამ იმდენად გამბედავი არ არის, რაიმის გამო, თუნდაც ოქროს გამო სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენოს. მან ხომ მოისმინა ჩემი საუბარი, იცის, რომ ვართანს მე ვგონივარ მანქანაში.
- მერე?
- დაფიქრდი, შენ როგორ მოიქცეოდი ვართანის ადგილას, თუკი მტერი, ვინც გაშანტაჯებს, შენგან ას მეტრში დგას, მარტო? გაუშვებდი გოგოს და დაელოდებოდი მტრის კეთილ ნებას, რომ ოქრო დაებრუნებინა?
- არა...დავიჭერდი და ისე ვათქმევინებდი...
- და რა გგონია ამას ჩვენი „მეგობარი“ ვერ ხვდება? ის ხომ ჩვენზე უკეთ იცნობს თავის უფროსს.
ზვიადი ერთ წერტილს მიშტერებოდა. ნელ-ნელა გონება უნათდებოდა. უკვე ყველაფერს ხვდებოდა. დაჭრილი აუცილებლად მივიდოდა ვართანთან. ის აუცილებლად იფიქრებდა, გრიგორიანები გოგოს გამშვებნი არ იყვნენ. ამჯობინებდნენ მტერი ცოცხლად აეყვანათ, ოქრო დაებრუნებინათ და შურიც ეძიათ. მაგრამ თუ გრიგორიანებს მანქანაში, მტრის ნაცვლად მათივე დაცვის წევრი დახვდებოდათ, დიდი ალბათობით ცოცხალს არ დატოვებდნენ ღალატისთვის. ამ ყველაფერს კი დაჭრილი, რა თქმა უნდა, ვართანთან მისვლას და ყველაფრის მოყოლას ამჯობინებდა.
- როცა ყველაფერს მოუყვება, ისინი ჩვენსკენ დაიძვრებიან. ამ დროს ჩვენ...
- ამ დროს კი ჩვენ, მათ დასახლებას მოვუვლით და უკანა მხრიდან შევიპარარებით. - კმაყოფილების ღიმილით გააწყვეტინა ძმადნაფიცს.
ოქრო დამალეს და იარაღი სწრაფად აისხეს.
- აბა მეგობარო! - მიმართლა ლაშამ. - გრძელი მარათონი გველის.
- გავიქცეთ ჰოლანდიელო!



№1 სტუმარი One

Mainc wavikitxe:))
Unebisyofo rom iqnebi adamiani))
Dzalian kargia martla)) yovel jerze minda avghnishno))

 


№2  offline მოდერი ჰოლანდიელი

One
Mainc wavikitxe:))
Unebisyofo rom iqnebi adamiani))
Dzalian kargia martla)) yovel jerze minda avghnishno))

ვიცოდი, რომ წაიკითხავდი :P

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი თავი იყო მომეწონა კარგად მსჯელობს ლაშა,ველოდები შემდეგ თავს მადლობა წარმატებები ♥️♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ხატია

მართლა კარგი იყო. გამიხარდა რომ დაცინახე. არ დააგვიანო ახალი თავი რა....

 


№5  offline წევრი NieMaND

ძალიან მომეწონა. იმედი მაქვს მალ-მალე დადებ ახალ თავებს. წარმატებას გისურვებ. ❤ ძალიან საინტერესო, აზრიანი და გამართული ისტორიაა.
--------------------
L.T.

 


№6 სტუმარი სტუმარი ელზა

არ მყოფნის! სულ მოლოდინში ვარ, როდის დადებთ ახალ თავს.

 


№7 სტუმარი სტუმარი Nina

Holandielo...

 


№8 სტუმარი სტუმარი სოფია

აღარ აგრძელეებ? ან დადე სრულად რა ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent