შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (თავი 20) დასასრული


8-12-2023, 12:36
ავტორი Holly_Holly
ნანახია 1 898

ერთი კვირა გავიდა იმ საშინელი დღის შემდეგ,ვათენებდი და ვაღამებდი დადიანის გვერდით.. გონზე როგორც კი მოვიდოდა მაშინვე ითიშებოდა.. ვუყურებდი მის ლამაზ სახეეს,მისი წვერი მოზრდილიყო,თმა ასჩეჩვოდა,გაფითრებული და ჩაშავებული თვალებქვეშ,მტკიოდა ძალიან მტკიოდა.. თავი მის ლოგინზე მედო,მისი ხელი ჩემსაში მეჭირა
- აუცილებელია მოვკვდე რომ დამაფასო? გავიგე ძლივს წარმოთქმული მისი სიტყვები და სწრაფად ავწიე თავი, დავუკოცნე მთელი სახე,ტუჩები და ავქვითინდი
- კაი ნუ ტირი ჩემ თავს გაფიცებ რა
- მიყვარხარ დადიანო! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ! - ჩავეხუტე
- მეც მიყვარხარ ანუშკი თან ძალიან!
- მომიყვები რა მოხდა? გავეცალე და თვალებში ჩავხედე
- დამჭრეს ბო*ებმა - იცინის
- რა გაცინებს? ვინ დაგჭრა? ან რატო?
- პატარავ კარგი რა ეხლა მოვედი გონს
- ვააა როგორ შეგვაშინე შე სი*ო - შემოვიდა ცაგარელი და ძმაკაცს ხელი მოხვია, უკან ავალიანი და მეგანი შემოყვა
- ირაკლი როგორ ხარ?
- კარგად მეგან - თავი დაუქნია და გაუღიმა დადიანმა
- მოვაგვარეთ რაც მოსაგვარებელია - ჩასჩურჩულა გიორგიმ
- ვაიმე ასე უნდა შეშინება? ანი შენთან გადმოცხოვრდა სიძევ - თამთა შემოვიდა კისკისით, ირაკლიმ ეგრევე მე გამომხედა და ჩემი ხელი მის ტუჩებთან მიიტანა ახლოს
- ცოლად გამომყვები ანუშკი? ხელში ფოკუზნიკივით გაუჩნდა ბეჭედი და გაბრწყინებულმა მომმართა
- თქვენ იცოდით? გავხედე სხვებს , ყველა იკრიჭებოდა, პასუხს ელოდებოდა ჩემგან
- კი,კი,კი და ბევრი კი ირაკლი! ჩავეხუტე და აღარასდროს არ მინდოდა განშორება,მივხვდი რომ ჩემი ადამიანი იყო, ეს იყო ყველაფერი რაც მე ბედნიერს მხდიდა.
გადიოდა დღეები,თვეები,წლებიც კი.. ისე მაილე გაირბინა დრომ ვერც კი მოვედით აზრზე.. რამდენიმე დღის წინ გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი,ირაკლის დიდი სიურპრიზი მოვუწყე და ისე ვაცნობე ეს ამბავი,მეცხრე ცაზე იყო როცა გაიგო მამა გახდებოდა. მართლა ძალიან მაგარია, როცა პაწაწინა ბავშვის დედა ხედები... რა თქმა უნდა, ძალიან სანერვიულოა, მაგრამ კარგია.. თავიდან ელოდები... ელოდები, რომ დაიბადოს. იმიტომ, რომ უკვე დაგავიწყდა, როგორია მუცელზე ძილი ან ზოგადად, როგორია მშვიდად ძილი. იმიტომ, რომ მუცელში ნამდვილი ფეხბურთის მატჩია. ყველაზე უსიამოვნო მომენტში შეიძლება ფეხი მოგარტყას. "ფეხბურთელს" არ აინტერესებს, რა ადგილზე გირტყამს ფეხს ან გტკივა თუ არა, მთავარია საჭირო სივრცე ჰქონდეს. საღამოს, უყურებ მუცელს, რომელშიც ვიღაც დარბის. რეალურად, დარბის კი? ხან ხელს მოგარტყამს, ხან მუხლს, კვლავ გოლი და... ისევ ტუალეტი. მაშინაც ელოდები, როცა უკვე ყველაფერი მორჩა და დაიბადა. პატარა, წითელი არსება შენს წინაშეა. დრო ძალიან სწრაფად გარბის. ისე, რომ გააზრებას ვერც ასწრებ.
- დედააა გაიღვიძე - დამახტა მაშო და ლოყაზე მაკოცა
- რა ხდება დე? საბანი გადავწიე და ჩემსა და ირაკლის შუა ჩავაწვინე
- მამა გაიღვიძე - დახუჭული თვალი უწვალა , რაზეც გამეცინა
- რაიყო მა? ამოიბურტყუნა ირაკლიმ და შვილს ხელები ისე მოხვია გაჭყლიტა
- ლეკვი მომიყვანეთ! მტკიცედ განაცხადა მაშომ, ჩვენი გამოფხიზლებაც გამოიწვია და თვალები დავაჭყიტეთ
- ხო მომიყვან მამა?
- ჭკვიანად თუ მოიქცევი კი - ლოყაზე ვაკოცე
- მამაა ხო მომიყვან
- კი მა აბა რას ვიზავ
- რაკაიააააა - წამოხტა და სირბილით გაიქცა სამზარეულოში
- ათამამებ ირაკლი! წამოდგომა ვცადე და უკან დამაბრუნა
- შენ არ ხარ გათამამებული? ტუჩებში მწვდა და ჩემი უკანალი მუჭში მოიქცია
- მაში არ შემოვიდეს ირაკლი
- პატარაა არ ესმის
- რა არ მესმის მამა? შემოტანტალდა ისევ და აიბღუზა
- მაშო მიდი დე ხელ-პირი დაიბანე და ვისაუზმოთ - ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი
- ანუკი ყავა დამისხი რა და დავგაზე სამსახურში
- მეც მინდა სამსახურში
- შენ ბაღში დე
- მე თამთასთან გავალ მაღაზიებში გავივლით - ტუჩებში ვაკოცე ქმარს და ყავა მივაწოდე.

თამთა & გიორგი

- დაჩი ჩაიცვი გავგვიანდება - პალტო მოვიცვი და სახლის გასაღები ავიღე
- მალე ცოტა თამთა! კარებში გვიყვირა ავალიანმა
- მოვდივართ ხო, მიდი დე მალე გადი
- ვერ გადაგაჩვიეთ ამ დაგვიანებას ტო - მანქანა დაქოქა ბუზღუნით ავალიანმა
- დღეს ბავშვებს დავტოვებთ ბაღში და ანის ვნახავ , გავივლით ცოტას
- მიდით იჭორავეთ - გაიცინა
- აბა რას ვიზავთ
- მოგვიტყ*ნით კარგის ტ*აკი კაცებს
- ვაიმე გიორგი..

ბავშვები მალევე დავტოვეთ ბაღში და თამთას შევხვდი,ვიშოპინგეთ და კაფეში დავსხედით
- აუ მეგანისთვის დაგვერეკა იქნებ გამოსულიყო
- დავურეკე ველაპარაკე გზაში თამთ საქმეები ჰქონდა დიტოსთან ერთად
- აუ შევიკრიბოთ რა დიდიხანია არ დაგვილევია
- რატი და ევე როგორ მაკლია - ყავა მოვსვი და ფანჯარას გავხედე
- ხო მარა კარგად არიან საფრანგეთშიც , ოცნება აიხდინეს და წავიდნენ
- კი მიხარია მათი კარგად ყოფნა
- ბავშვს ელოდება იცოდი?
- კი ბიჭს თან - გამეღიმა
- იქნებ ჩამოვიდნენ ახალ წლებზე მაინც
- მაშო როგორაა?
- დღეს გამოგვიცხადა ლეკვი მომიყვანეთო - გამეცინა და კრუასანს დავავლე ხელი
- ვაიმე დაჩიმაც ეგ გვითხრა დილით , უეჭველი ერთად შეკრეს პირი, ავხარხარდით,ბევრი ვისაუბრეთ და ანგარიში მოვითხოვეთ..
საღამო ხანი იყო,მაშო ბაღიდან გამოვიყვანე და სახლისკენ ავიღე გეზი,ირაკლიმ დამირეკა მალე მოვალო..15 წუთში სახლში ვიყავით,შევედი თუ არა ირაკლი დაგვხდა ყუთით ხელში,გაოცებული დამტოვა
- ეს რა არის? - გამეღიმა და ახლოს მივედი
- მამიკო ეს რა არის - გაიქცა მამისკენ
- ეს შენია მა
- ვაშაა - ტაში შემოჰკრა მაშომ და გახარებული ყუთი გახსნა,იქიდან პატარა ღია ყავისფერი ლეკვი გამოჩნდა და წკმუტუნებდა,მაშო ისეთი გახარებული იყო,სტაცა ხელი და კოცნა დაუწყო
- მამიკო მადლობა - აკოცა დადიანს
- რა დავარქვათ დედიკო?
- ირაკლი რა გიჟი ხარ
- რა საყვარელია მანახე დე - ძალიან გახარებულები ვიყავით , ქმარს ხელი მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე
- ბასტი ერქვას რა - ახარხარდა მაშო და მთელი დღე ხელს არ უშვებდა ლეკვს , ირაკლი ორივეს გაბედნიერებას და სიურპრიზებს სულ ახერხებდა თან ისე რომ არც ველოდი,ფეხსახმელი გავიხადე და დივანზე წამოვჯექი,ლეპტოპი გავხსენი და სამსახურს შევუდექი, წითელ ღვინოს ვაყოლებდი,ისე მალე გავიდა დრო,საათი 00:02 ანახებდა,მაშოს ლეკვთან ერთად ეძინა
- გეგონა დამავიწყდა? მომესმა ზურგს უკან დადიანის ხმა
- ვაიმე აფრენ? დივანზე წამოვდექი და გაოცებული ირაკლის გავხედე დიდი ვარდებით სავსე კალათი რომ ეჭირა , გადავახტი დივანს და კისერზე ჩამოვეკიდე
- გილოცავ ჩვენს ბედნიერ გატარებულ ხუთ წელს ანუშკი
- მიყვარხარ ირაკლი! ძალიან მიყვარხარ!
- მე უფრო ჩემო პატარა - ხელში ამიყვანა და ლოგინზე დამანარცხა..


გიორგი & თამთა

საღამო ხანი იყო გიორგიმ რომ დამირეკა
- ხო გიო
- დაჩის ხოარ სძინავს?
- არა თამაშობს
- 15 წუთში ქვემოთ იყავით
- რა ხდება?
- მიდი სიურპრიზია
- დაჩი დე მოდი ჩავიცვათ და მამიკო გველოდება, 15 წუთი კი არა ნახევარი საათი ძლივს დამჭირდა , მილიონჯერ მირეკავდა ავალიანი და არ მაცდიდა მოწესრიგებას , ძლივს გავედით გარეთ და მანქანაში ჩავსხედით
- სად ხართ სად
- ვაიმე აბა 15 წუთში როდის იყო ვემზადებოდი
- სად მივდივართ მამიკო?
- უნდა ვივახშმოთ ლამაზ ადგილას
- აუ რა კაია - ტაში შემოჰკრა დაჩიმ
- თამთა ფერმკრთალი მეჩვენები კარგად ხარ? - ხელი შუბლზე მომადო
- კი გიო - გავუღიმე. 20 წუთში ჩვენს საყვარელ რესტორანში ვიყავით,რომელიც ღამე გამოირჩეოდა ულამაზესი ხედით, მანტოები შესასვლელში გამოგვართვეს, ჩვენი ადგილები დავიკავეთ,შეკვეთას ველოდებოდით
- თამთა არ მომწონხარ! მტკიცედ მომიგო ავალიანმა
- მოთმინება იქონიე - გავუღიმე
- რა მოთმინება დე?
- მოკლედ მოუსვენრები ხართ - ჩანთიდან პატარა ყუთი ამოვიღე და ავალიანს გავუწოდე
- რას მიყურებ ხო გაინტერესებდა გახსენი - ავხარხარდი , დაჩიც ამყვა
- გახსენი მამიკო გახსენი
- იცოდე თუ უნდა მეკაიფო ამდენ ხალხში როგორც ეს წინაზე ქენი - გამაფრთხილებლად დამიქნია თითი
- ვაიმე არა გახსენი - ვიცინოდი
- ვხსნი
- აუ კაი ღადაობ ტო? დახედა მაწოვარას და სახე გაუბრწყინდა
- მეორედ უნდა გავხდე მამა?
- ძლივს
- დაიკო მეყოლება?
- ან ძამიკო მა
- მიყვარხარ თამთა - ხელები მომხვია
- მეც მიყვარხარ!
- აუ რა კაია დაიკო მინდა - ტაში შემოჰკრა დაჩიმ
- და კიდევ ლეკვი მამიკო - ხელები გადაიჯვარედინა და დაგვებღუზა
- გეყოლება მა არ იტირო ეხლა - ლოყაზე აკოცა შვილს და სვიტრი გაუსწორა
- აქამდე რატო არ მითხარი თამთა? როგორ გაძელი რომ დამიმალე?
- სიურპრიზი მინდოდა ჩემო სიცოცხლე - გამეცინა
ვივახშმეთ და რესტორანი დავტოვეთ,სახლში როგორც კი მივედით წკმუტუნის ხმა მომესმა
- გიორგი შენც გესმის?
- არა არაფერი
- მამიკოოოოო
- დედიკოოოო
- მალე მოდიიით
დაჩის გახარებული ყვირილი მომესმა საძინებლიდან და ეგრევე მისკენ გავიქეცი და რას ვხედავ
- გეუბნები გიჟიხარ გიორგი რანაირად მოახერხე ასე უცებ - ჩავიმუხლე დაჩის გვერდით და ლეკვს დავხედე
- მოგწონს მა?
- კი მამიკო ძალიან მიხვარკხარ - მამამისს ხელები მოხვია და ლეკვს შეუბრუნდა
- დღეს სიურპრიზების დღე გვქონია ხო? ხელები მოვხვიე ავალიანს და თვალებში ჩავხედე
- მიყვარხარ თამთა!
- მაბედნიერებ ავალიანო!

ვის ეგონა ასე თუ გავძლიერდებოდით ჩვენი წარსულის შემდეგ და ვის ეგონა ასეთი ბედნიერები თუ ვიქნებოდით იმათ გვერდით ვინც სიგიჟემდე გვიყვარდა?!

ახალმა წელმა კარზე მოგვიკაკუნა და ყველა ჩვენ ჩვენს ოჯახებთან შევხვდით ახალ წელს,ყველას გვიხაროდა ახალი წლის მოსვლა განსაკუთრებით ბავშვებს.
საათი 1:12 ანახებდა ბავშვები ბებოებთან რომ დავტოვეთ და ჩვენ სამეგობრო წრეს რომ შევხვდით ჩვენს ბარში საიდაანაც მოვდივართ,საიდანაც მოდის ჩვენი ისტორიები და ყველაფერს რომ გვახსენებს ხო ის ბარი.. ჩვენი ნაწილი..
ბარში შევედით და ლურჯი წითელი შუქები პირდაპირ თვალებში მანათებდნენ,მაღალი მუსიკა და ჩვენი მეგობრები
- რა ხალხი ნუ - ცაგარელმა შემოგვიპატიჟა ოვაციებით
- გილოცავთ ახალ წელს
- გილოცავთ - ყველამ ერთმანეთი ვნახეთ
- აბა ჩვენ გაგვიმარჯოს - შამპანიურის ჭიქები ერთმანეთს მივარტყით და ნელნელა ვცლიდით ჭიქებს , საბოლოოდ კი კარგად გამოვთვერით ყველა
- მარტო დღესასწაულებზე არუნდა ვიყოთ ასე
- კი მეგან მართალი ხარ
- როგორ მინდა შენი გა*იმვა - ჩამჩურჩულა დადიანმა
- მოითმინე სახლამდე - გამეცინა და ტუჩის კუთხეში ვაკოცე
- აბაა წავიდა ტანცები
- ვუუუუუ - ფეხზე წამოვდექით ყველა და ცეკვას ავაყოლეთ ტანი
ბევრი გავერთეთ , დაგვათენდა ბარში და 6 იყო დაწყებული სახლებში რომ მივედით,ყველა ჩვენს ოჯახებში,ჩვენს ნაწილებში.. ერთმანეთი როგორ გვაბედნიერებდა ყველას, ეს იყო ყველაზე დიდი სიყვარული! ოჯახი! მეგობრები! შვილები! და .. ერთმანეთი!
ვისაც სიყვარული შეუძლია ის არასდროს იქნება მარტო! და რაც მთავარია მოფრთხილება უნდა ერთმანეთს!
ადამიანებს ბედნიერების გვეშინია უფრო სწორად რომ ვთქვათ ბედნიერების აღიარების,მაგრამ დადიანის გვერდით ყველაფერი შემეძლო თამამად მეღიარებინა,ჩემი ადამიანი ვიპოვე და ამაზე დიდი ბედნიერება არსებობს? როცა იცი რომ შეგიძლია გქონდეს იმ ერთის იმედი მთელი ცხოვრება?
ჩემი დღიური დავხურე და საძინებელში შევედი,დავხედე მძინარე დადიანს გვერდით მივუწექი და ტუჩები ლოყაზე მივადე,მაშინვე გაახილა თვალები
- რას აკეთებდი ამდენი ხანი პატარავ? - ხელები მომხვია და ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო
- ვხატავდი,ვწერდი, შემომათენდა - ხელები შემოვატარე მის ზურგს,საშინელი წვიმა იყო ერთი ჭექა-ქუხილი და მაშო კარებში იდგა
- მამიკო მეშინია
- მოდი მა ჩვენთან - საბანი გაშალა და საწოლზე ხელი მიარტყა , ამობობღდა მაშო და შუაში ჩაგვიწვა
- მიყვარხართ! - შვილს შუბლზე დაუტოვა კოცნა და ჩემსკენ გადმოინაცვლა
- მე უფრო მიყვარხართ! - საბანი კარგად დავაფარე მაშოს და თვალები დავხუჭე.
რა მინდოდა მე? რას ვოცნებობდი მე? ასეთ სიყვარულს,მეტი რა მინდოდა? აღარაფერი.. ყველაფერი უმნიშვნელო იყო ამ ქვეყანაზე,როცა გვერდით ირაკლი და მაშო მყავდა!

დასასრული! მადლობა ვინც კითხულობდით და მიზიარებდით ემოციებს! დიდი მადლობა ყველას!



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი და საინტერესო იყო მომეწონე ეს ნაწარმოები კარგი დასასრულით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებებიი ????????????

 


№2  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი ნესტანი
კარგი და საინტერესო იყო მომეწონე ეს ნაწარმოები კარგი დასასრულით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებებიი ????????????

მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent