შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაღვაშები-,,იქედნეს ნაშობნი"(თავი 2)


10-12-2023, 01:30
ავტორი ავრორა
ნანახია 13 097

***
ვინ იცის რას ეჩურჩულებოდა ლიპარიტ II თავის ვაჟს ,ჯერ კიდევ გამოუწვრთნელსა და გამოუცდელს...
4 წლიდან ასწავლეს ცხენზე ჯდომა და ჯირითი ....ატენის ციხის კედლებსაც ახსოვს მისი ჩურჩულით წაკითხული წმინდა წერილი, შესწავლილი არითმეტიკა, ასტრონომია ,ღვთისმსახურება,ფილოსოფია.
თიხასავით მოქნილია ბავშვის გონება ,მისგან რასაც გინდა იმას გამოძერწ.
,,შეძახილმა ხე გაახმოო" და მართლაც პატარა რატიმ ირწმუნა ბაღვაშების უძლევერობა,დიადი მომავალი და სწორი პოლიტიკური კურსი.
-დაიმახსოვრე აღმოსავლეთით მდებარე თბილისის საამირო ,მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრია , რომელსაც ჯერ-ჯერობით ჯაფანიანთა დინასტია მართავს ,მაგრამ კაცმა არ იცის ქარი ვის წისქვილს ,როდის შემოაბრუნებს , მთავარია შენ ჩვენი საერისთავოს სასიკეთოთ გამოიყენო ქარის წრებრუნვა.-ამას ჩასჩინებდნენ 9 წლის რატის ,თითქმის ყველა,ის აღმზრდელიც ,ასე ძალიან რომ აფასებდა . მისი სახის გამომეტყველებაზე კი იხატებოდა გაურკვევლობა, რადგან ჯერ კიდევ აზროვნებით ბავშვს , უჭირდა ამ მოსაწყენი სამხედრო-სტრატეგიული ცნობების დამახსოვრება.
-მანსორ იბნ-ჯაფარამ თავისი სახელით თბილისში ფულიც კი მოჭრა...მაგრამ ჩვენი დროც მოვა რატი...შენი დროც მოვა.-უკვე მოეწყინა რატის , მსახურთა ქმედებებს კი გაფაციცებით უყურებდა.მაგრამ უფროსებთან და მითუმეტეს მამასთან უყურადღებობის გამოჩენა არ შეიძლებოდა ,ამიტომ ცდილობდა საუბარსაც არ შეტყობოდა მისი მოწყენა.
-მანსორ იბნ-ჯაფარამ თავისი სახელით ფული მოჭრა ...
რატი ნუთუ ვერ ხვდები ეს ნიშნავს? თბილისის საამიროში ჯაფანიანთა გავლენა იზრდება ...
-გავიგე მამა .
- დაიმახსოვრე, კლდეკარის მფლობელის ხელშია ჯავახეთიდან თრიალეთზე გავლით ქართლში გადასასვლელი ერთადერთი გზა. 
ეს კი , იმისათვის ვინც ამის მნიშვნელობაც იცის და გამოყენება ,პატარა საქმე არ გეგონოს.
-რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ასპექტია-კვერს უკრავდა ნაწილობრივ გააზრების გარეშე ყმაწვილი,მაგრამ სულ ცოტახანიც...სულ ცოტახანიც და ის ყველა გეგმას,ფიქრს და განზრახვას გაიგებს , იგი თავად გახდება ინიციატორი ამგვარი გეგმებისა.
განსაკუთრებით უყვარდა აღმზრდელისგან ატენის ციხის ლეგენდის მოსმენს, კლდეკარის და ატენის ციხის ყველა კუნჭულის შესწავლა...ანცვიფრებდა ის რაც ყველა ბავშვს :ლეგენდები და ნადირობა.
ნამდვილად დახვეწილი მონადირე იყო ,ანდა როგორ შეიძლებოდა შვილდისრის სროლა და დროის ტყეში გატარება არ ყვარებოდა...ის ხომ ციხიდან ერთადერთ გასაქცევადაც ესახებოდა , ამიტომ ხშირად გადაიხვეწეობოდა ხოლმე მომწიფების ასაკში მყოფი რატი , თურმე სიტყვასაც არ ეტყოდა ხოლმე პოლიტიკაზე და პირად გეგმებზე თანმხლებლებს, სხვა თემებზე კი სიტყვაძუნწობას არ უჩიოდა. 9 წლის იყო პირველად ცხენიდან რომ ჩამოვარდა , მთელი კლდეკარის საერისთავო ფეხზე დადგა , 1 თვით ტყეში ხეტიალიც კი აეკრძალა ,მაგრამ რა დაინახა მისმა აღმზრდელმა მოწაფის მოწყენა და მოღუშულობა ,ლიპარიტს ურჩია ეს აკრძალვა მოეხსნა.
ერთ რიგით დღეს, შემოდგომის პირას 15 წლის ასაკში სანადიროდ წავიდა , დრო სწრაფად გავიდა , საღამო ჟამს,შებინდებისას ურჩიეს სასახლეში დაბრუნებულიყვნენ ,
,რატი მაინც გაჯიუტდა , ბოლოს იმდენი ქნა დაარწმუნა მხლებლები , რომ წასულიყვნენ და სასახლემდე თავადაც დაეწეოდათ.
ერთი ანიშნათ აგათონიკემ რომ და თანხმლებლებიც გზას გაჰყვნენ, თავად კი უნდოდა დარჩენა მაგრამ მაინც მსახურად ითვლებოდა და ვერ შეჰბედა.
მარტო მისი ცხენის ფლოქვების ხმა არღვევდა ყურთასმენას, კიდევ უფრო დაიძრა ტყის სიღრმისკენ ,ნადირთა მოკვლაზე აღარც უფიქრია, არსაიდან გაახსენდა რომ მამამისმა დილითვე შეუთვალა მსახურის პირით , საღამო ჟამს მასთან შესულიყო, როგორც ჩანს რაიმე მნიშვნელოვანი წერილი მიეღო რომელიმე მოსალოდნელი მოკავშირისგან. ასეც მოიქცეოდა სასახლეში რომ ყოფილიყო მაგრამ რადგან ჯერ კიდევ ტყეში იმყოფებოდა ,არც არავინ დაზრახავდა გამოუცხადებლობის გამო. თითქოს ცხენი უცებ შედგაო , ისიც ხომ ხარბია თავისივე მსგავსს თუ ხედავს , ამან რატიც გამოაფხიზლა და მის პირდაპირ მომზირალი 4 თვალი დაინახა , აქედან ჭიხვინის ხმაზე შეიტყობოდა 2 ნამდვილად ცხენს ეკუთვნოდა.
- ვინ ხარ?და სადაური? იცოდე არაფერი გაბედო თორემ ვფიცავ ჩემს საერისთავოს კარგი დღე არ დაგადგება...
-წარმომავლობას ასე ხმამაღლა არ უნდა ამხელდე,მითუმეტეს თუ მარტო ხარ დაცვის გარეშე ,პატარა ქალბატონო...ეს შიშის ნაცვლად საპირისპიროს გამოიწვევს.- თავად ჩამოქვეითდა რატი და ისე მიუახლოვდა უცნობს.ხმით აშკარად შეიცნობოდა რომ ახალგაზრდა, ჯერ კიდევ მოუმწიფებული იყო,ტანისამოსზეც ეტყობოდა დაბალი წრის არ უნდა ყოფილიყო...
-რა მითხარი სადაური ვარო?!
-მე არაფერიც არ მითქვამს,პირიქით თავად გკითხე ,ვინ ხარ და სადაური თქო.
- მაგას მუქარაც მოაყოლე
-ქართველი რომ ვარ ნუთუ ვერ მატყობ?!-ისე გაიკვირვა ახლადგაცნობილმა თითქოს უკვირდა ეს როგორ შემომკადრაო.
-რომელი საერისთავოდან ხარ?ან აქ რა გინდა.
-ვერ ხედავ?ბალახებს ვეძებ მალამო რომ დავამზადო .
-არ მჯერა...რაღაც არ გავხარ ...
თანაც ცოტა ხნის წინ თქვი ჩემს საერისთავოს ვფიცავარო?მოიტყუე?
-შეხედე ,ეს ველური კენკრაა-მუჭში არსებული მაყვლის გროვა აჩვენა ,სიწითლე ნაყოფის წვენისა ხელებზეც გადასვლოდა.-ნუ გეშინია,ამას არ ვიყენებ ...იმიტომ რომ საერთოდაც არ ვამზადებ მალამოებს,მაგრამ რომ დამემზადებინა უდავოდ გამოვიყენებდი, ...ველური თუმცა ტკბილი...
-მარტო ხარ?
-როგორც შენ.
-მე თავის დაცვა შემიძლია
-იქნებ მეც?რაიცი?
-რითი აპირებ თავის დაცვას?
-დანით.
-რომელიც არ გაქვს -გაეცინა რატის
-ჩემს შეიარაღებას რომ ვაჩენდე მაშინ ხომ არც შენ არ მოხვიდოდი,თანაც მე არ ვიბრძვი ,მე თავს ვიცავ.
-დანის ხმარება იცი?
-რატომაც არა?რა ცოდნა უნდა, იმ იარაღს რომელსაც ჩემს სასარგებლოდ არ გამოვიყენებ არც თან არ ვიქონიებ.-უტეხი იყო უცხოს ხმა და აი რატიმ ძალიან სწრაფად გაიაზრა რომ მის წინაშე ნამდვილად რომელიღაც საგვარეულოს წევრი იდგა, ვიღაც მაღალი წრიდან ,
სწორედ ეს იკითხებოდა მის შეუვალობასა და სიმტკიცეში. თანაც ,არც ისეთი სიბნელე არ იყო რომ მეორე მხარესაც ვერ აღექვა რომ ...
უცბად ჩაფიქრება რაღაც ცივი საგნის შეხებამ გამოაფხიზლა ფიქრებიდან, სისხლი რამდენიმე წვეთად ჩამოვიდა ყელთან,არტერიას მოშორებული იყო ჭრილობა ,არც ღრმა არ იყო მაგრამ როგორ გაბედა ან შეძლო რატისთვის მისი მიყენება?!
გამოფხიზლება და გონზე მოსვლა არ აცალა ისე მოახტა ცხენს
-რომ იცოდე ქართლის საერისთავოს ვეკუთვნი ,მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი ვარ , თეკლე ტბელი...
-საკმაოდ შორს წამოსულხარ. შენი ტერიტორიიდან თეკლე .-უკან დაადევნა პასუხი ,თითქოს მოესმა კვლავ რაღაც უპასუხა თეკლემ მაგრამ ის კი ვერ გაარჩია რა .
,,ველური ,თუმცა ტკბილი"
და მიყენებული ნაკაწრით ისიც დაამტკიცა ,ტყუილად რომ არ ბაქიაობდა.
იმ საღამოს სასახლეში დაბრუნებულმა რატიმ აგათონიკეს და სხვების შეკითხვაზე ,,რა დაგემართა ყელთანო" მხოლოდ ერთ პასუხს სცემდა ,,მაყვლის ბუჩქებმა გამკაწრესო"



№1  offline წევრი ავრორა

გამიზიარეთ თქვენი მოლოდინები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent