შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარი_ჩინი (სრულიად)


10-12-2023, 13:38
ავტორი ვე რა
ნანახია 6 950

დარი_ჩინი

1

_ ამასაც თუ ზამთარი ჰქვია რა!_ ისე წუწუნებდა ნიკო, კიდეც დაიჯერებდა ადამიანი, რომ მართლა ზამთარი იყო ფანჯრის მიღმა. არადა ჯერ ისევ გვიანი შემოდგომის ოქროსფერი მზე ანათებდა ეზოს.

_ ნახე!_ წამოიყვირა მობილურში ცხვირჩაყოფილმა, გუდაურში მოუთოვია._ აბა აქ კი არ მოთოვს! გეგონება გუდაური სხვა პოლუსზეა!

_ მოჩქარეს მოუგვიანდესო ბებო!_ გამოსძახა იზო ბებომ მოუთმენელ შვილიშვილს სამზარეულოდან.

_ რაო, რა მითხრა?_ ნიკომ ვერაფრით აუღო ალღო ანდაზებს. ვერასდროს იგებდა, რის თქმას ცდილობდა ხოლმე ასა თუ ის ანდაზა.

_ რა და შეძახილი ხეს ახმობსო!_ გამეცინა მე და ეშმაკურად ჩავუკარი თვალი იმაში ასი პროცენტით დარწმუნებულმა, რომ ვერც ამას გაიგებდა რას ვგულისხმობდი.

_ რა დებილობაა!_ ნიკოს ერჩივნა ბუნდოვანი ანდაზა გაელანძღა, ვიდრე საკუთარი მიუხვედრელი თავი. ასეც იქცეოდა. გამეცინა და ფუმფულა პუფში ჩაღუნღულებულმა სქელ და მუქ, დარიჩინიან კაკაოს ჩავხედე ოცნებით და კმაყოფილებით.

მე და ნიკო კლასელები ვართ, პირველი კალსიდან ვიყურებ მის სასაცილო აპრეხილ ცხვირს, გაჩეჩილ ვარცხნილობას და თაფლისფერ თვალებს და პირველი კლასიდან ვფიქრობ, რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ამას მხოლოდ ვფიქრობ, ხმამაღლა თქმას ვერ ვბედავ. რადგან მეშინია, რომ ვერ გამიგებს და ჩემზეც ისევე იტყვის უარს, როგორც ამოუხსნელ ანდაზებზე ამბობს.

_ ლაჩარო დარიკო!_ ჩავჩურჩულე კაკაოს და ნებიერად მოვწრუპე ღვთაებრივი სითხე.

_ დარიიი,_ უცბად გადმობრუნდა გვერდითა პუფზე გათხლაშული ნიკო და მხიარული სახით მომაჩერდა. აშკარად მორიგი უაზრობა მოიფიქრა. " და მაინც რა საყვარელია?!" გავიფიქრე გულში.

_ არ გინდა, სადმე თოვლში მოვხიოთ?_ ლექსიკა საშინელი! ცხვირი აპრეხილი! სასაცილოდ გამხდარი და აწოწილი! თმა გაბურძგნული! რამ შემაყვარა, ჰა? მართლა რა ჯანდაბამ შემაყვარა, მე თუ ნორმალური ვარ?
არადა ტიკ_ტოკს როცა ვსქროლავ, სულ კუნთებიანი ბიჭები მომწონს, აი მსახიობებს რომ ჰგვანან, მწვანეთვალება და ლამაზტუჩება ბიჭები, მაგრამ რეალურად მიყვარს ნიკო! რას იზამ, სიყვარული ხომ საუკუნეების მანძილზე არასფროს ითვლებოდა თავისუფალ ნებად!

_ ეეჰ!_ ამოვიოხრე საკუთარ ფიქრებში გართულმა.

_ რას ოხრავ გოგო, ავიღოთ ერთკვირიანი და მოვხიოთ სადმე!

_ ნიკო მოვხიოთ შეიძლება ქაღალდი! მთებში კი უნდა გავემგზავროთ! გასაგებია?_ შევუსწორე მისთვის ჩვეული მახინჯი მეტყველება.

_ ოოო, რაღა შენ და რაღა იზო! ნაღდად ბებიაჩემის დროში აცდენილი ტყუპი ხარ!_ ეგრევე ყურები ჩამოვყარე. აბა როგორია, ის ვინც გიყვარს ბებიამისის ტყუპს რომ გადარებს?!

_ არა შეჯდა მწყერი ხესა, ნიკო და არა იყო გვარი მისი!_ ლამის აცრემლებული თვალები ავარიდე და ისევ კაკაოს ჩავჩერდი. ერთი დარიჩინის ჯოხი ისე ტივტივებდა, როგორც საძაგელი ეული ცრემლი ჩემი თვალის გუბეში

_ ერთი სიტყვით ვატოს მე მოვუგვარებ!_ ვატო ჩინჩალაძე ჩვენი რობოტიზირებული საძაგელი უფროსია,_ ხოდა გუდაურისკენ ჰერი _ჰერიიი! თეთრი რელსებით მთიდან ვეშვებით!_ აბღავლდა ნიკო უცებ დასაკლავი ხარივით.

_ ეგ ბორჯომზეა ნიკო!_ ისევ შევუსწორე, იმან კი უდარდელად ამიქნია ხელი.
"არ შევეკამათები, ვატო მაინც დაიფრენს და რაღა მე ვაწყენინო?!"_გავიფიქრე გულმშვიდად და უფროსის უჟმური სახე წარმოვიდგინე იმ მომენტში, როცა წლის მიწურულს ნიკო გუდაურში გაშვებაზე ჩამოუგდებდა სიტყვას.

მეორე დღეს, ჩემდა გასაკვირად გაბადრული სახით შემოვარდა ეს არანორმალური მისაღებში და ყვირილით მახარა:

_ დარიკოოო ვატომ წადითოოო!_ ბზრიალა სკამში ჩეხეთქა და ბავშვივით გახარებული დაბზრიალდა.

_ უფრო სწორედ, წავიდეთოოოო!_ ნიკოს სულ არ ადარდებდა ვატოს ყოფნა_არ ყოფნა. მისთვის სნოუბორდი და თხილამურები იყო მთავარი. მე კი ვატო სამსახურშიც მყოფნიდა. ვატოს გახსენებისას გამაკანკალა.
სამი ნიკო გამოვა ვატოსგან. მუდამ იდეალურად გამოწკეპილი, თმის ყველა ღერი თავის სადგომზე რომ უყენია, თავისი სანაქებო და საამაყო მანქანასავით.
არ მიყვარს ასეთი პედანტი, მუდამ მოწესრიგებული კაცები. სერიოზული სახით და ჰალსტუხით. სულ მგონია ჰალსტუხი იმ დაკუნთულ ყელზე უჭერს და ერთი სული მაქვს შევუხსნა ხოლმე. მის მაგივრად მე ვიტანჯები. არა ხომ წარმოიდგინეთ, რა ტიპია ვატო, ყელიც კი დაკუნთული რომ გექნება ადამიანს. უსიამოვნო ფიქრები თავიდან გამოვიბერტყე და ისევ ნიკოს მივაჩერდი სიყვარულით. კაპიუშინი თავზე წამოემხო და ტელეფონშიც სნოუბორდს თამაშობდა.

_ ნიკოო, არ მინდა ვატოსთან ერთად წამოსვლა რაა, მე რომ დავრჩე?_ ვატო და დასვენება? ერთად წარმოუდგენელი რამაა.
დაიწყებს, დარი წყალი, დარი ყავა, დარი ეს, დარი ის! აქაც სრულებით მყოფნიდა ვატოს კაპრიზები. მთელი დღე ტვინს მიჭამდა, გვერდით რომ დებოდა რამე მაინც მე მეძახოდა. მაგრამ მისი მდივანი ვიყავი და უარს როგორ ვაკადრებდი, თვით რეკლამისა და გაყიდვების მამას.

_აფრენ რაა და ასეთ შანსს გამაზავ?!_წამით გამომხედა ნიკომ და ისევ ვირტუალურ თოვლში ჩაძვრა.

_ გავმაზავ არა გავპოხავ! რა ჯანდაბა გჭირს?_ შევუბღვირე ჩემს საზიზღარს.

_ ნეტაი შენ! ქალბატონო მაღალფარდოვნებავ!_ ხელი მობეზრებულად აიქნია.

_ მოდიხარ და წერტილი!_ წამოდგა და ცეკვა ცეკვით გავიდა მისაღებიდან.

ზარმა გაიწკაპუნა.
_ დარი შემოდი!_ გაისმა ვატოს მკაცრი ხმა. ხმა და კაცი ასე როგორ დაემსგავსნენ ერთმანეთს?! გავიფიქრე და უსურვილოდ წამოვიზლაზნე.

_ გისმენთ ვატო!_ ბატონო ამიკრძალა ამ ნახევარი წლის უკან. მაგრამ თქვენობითის გარეშე მასთან ფამილარიბას მართლა არ ვაპირებდი.

_ ხვალ დილით ექვსზე მზად იყავი , გამოგივლი!_ ისე მითხრა თავიც არ აუწევია.

_ ექვსზე? _ თავი დამიქნია. რა იყო ექვსზე? სადმე ვაგვიანებდით?!

_ ვატო თქვენი წამოსვლა..._ უცნაურად ამომხედა, თან ინტერესით თან წარბშეკრულმა.

_ ამ კვირაში ჰოლანდიელები მოდიან!_ შევცვალე სათქმელი და საკუთარ ფეხსაცმელს დავაჩერდი.

_ მერე?_ მკითხა ცივი ხმით.

_ უბრალოდ, შეგახსენეთ!_ ამოვილუღლუღე დაბნეულმა.

_ ექვსზე მზად იყავი!_ გასცა ბრძანება. აი სწორედ ამ ტონის გამო მძულს ეს კაცი!

_ იცით, მე სხვა გეგმები მქონდა და იქნებ უჩემოდ წასულიყავით თქვენ და ნიკო?_ ისევ ვერ გავბედე მისთვის შეხედვა.

_ნიკოსთან ერთად რა ჯანდაბა..._ გაჩუმდა და რამდენიმე წამით დუმდა. ვგრძნობდი, როგორ მომჩერებოდა იმ მწვანე ლაზერივით თვალებით და მისი ყოველი მზერა, ასე მეგონა, ჩემს სხეულში ხვრელს ჭრიდა და მეორე მხარეს კედელზე ესობოდა .

_ ხვალ.._ მწარედ გაეღიმა.

_ გასაგებია ხვალ ექვსზე მზად ვიქნები!_ შევაწყვეტინე ყალბი ღიმილით და დავემშვიდობე. ახლა მართლა
სიამოვნებით მოვკლავდი ნიკოს, რომ გადამყროდა სადმე.

იმ საღამოს უხალისოდ მოვემზადე.
რადგან არც სრიალი ვიცი, არც დიდი მოქნილობით გამოვირჩევი , რაღაც სპეც ტანსაცმელზე არც მიფიქრია, იდეაში არც ვაპირებდი ოთახის დატოვებას ორმოცდაათ მეტრზე მეტად. მწვანე დუტის ქურთუკი გადმოვიღე, რამდნიმე ყელიანი სვიტრი და ორი ჯინსის კომფორტული შარვალი. სქელი კაშნი და ქუდიც არ დამვიწყებია. და
წინა ახალწელს ნიკოს ნაჩუქარი ხელთათმანებიც დიდი მზრუნველობით ჩავიწყე ჩემს პატარა ჩემოდანში. მე მხოლოდ ნიკოს სიახლოვეს ყოფნა მსურდა და თუ ამისთვის ის უჟმური ვატო უნდა ამეტანა , რას ვიზამდი? სიყვარული ხომ მსხვერპლს მოითხოვს არა?! თუ ეს სილამაზეა მსხვერპლს რომ მოითხოვს ხოლმე?!

დილით მაღვიძარამ რომ დარეკა, წამწამები ძალით დავაშორე ერთმანეთს. მაგრამ სხვა რა გზა მქონდა?! ჯერ ისევ ვყვინთავდი კარზე რომ ზარის ხმა გაისმა. ვიფიქრე, ნიკომ ამომაკითხა, და კარებისკენ წავლასლასდი.

_ დილა მშვიდობისა!_ სრულებით ფხიზელი ხმით მომესალმა ვატო. მის მიღმა მოვათვალიერე სადარბაზო, მაგრამ რა დაგკარგვია რას ეძებ?!

_ სადაა ნიკო?_ გამოუძინებლმა ვერ მოვისაზრე, რომ უფროსს მივსალმებოდი მაინც.

_ ნიკო მანქანაშია!_ შემოაბიჯა მან და ინტერესით მოათვალიერა ჩემი მყუდრო სახლი

_ აი თურმე სად ცხოვრობ!_ მითხრა და დაუკითხავად გააბიჯა სამზარეულოში.

_ ყავას დალევთ? _ სხვა რა გზა მქონდა მაინც ვკითხე.

თავი დამიქნია, რატომღაც როცა ყავას ვუმზადებდი მის სახელზე ვფიქრობდი, ვატო ანუ ვალერი, ვალერიანი, ვალო. უნებურად ჩემთვის გამეცინა, როცა წარმოვიდგინე, რომ ვინმე ამ ახმახს ვალოს ეძახდა.

_ რა გაცინებს დარი?_ ზუსტად ყურს უკან მომესმა, მივიხედე და ისე ახლოს იყო კინაღამ არ შემომეკოცნა, მხარს ზემოდან ინტერესით დამჩერებოდა, თუ როგორ ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საახალწლო ნუგბარს დარიჩინიან ყავას. ჩემი შეკრთომა არც კი შეუმჩნევია.

_ ეგ რა ჩხირები ჩაყარე?_ ზურგზე ხელებშემოწყობილმა და მხრებში მოხრილმა ნიკაპის გაქნევით მანიშნა დარიჩინზე.

_ დარიჩინია!_ ვუპასუხე ოდნავ აღელვებულმა და ყავა გავუწოდე. მოსვა და უცნაური შეფასება გააკეთა.

_ ჰმ!_ ვერ გავიგე, ეს ორი ბგერა რას ნიშნავდა? მოეწონა თუ პირიქით ესაზიზღრა?!
მომინდა ჭიქა წამერთმია და ის უშაქრო ყავა მომეთხლიპინებინა მისთვის, რასაც ყოველთვის ვუკეთებდი აგერ უკვე ორი წლის მანძილზე. გაგიგონიათ, ადამიანი სულ უშაქრო დარიშხანივით მწარე ყავას სვამდეს?! რას აღარ გაიგებ, მაგრამ ეტყობა, ადამიანს რა მწარეც იყო და ორგანიზმიც იმას სთხოვდა.

_ ანუ შენთვის ასეთ ყავას იკეთებ ხოლმე?_ რა ნაირი კითხვა იყო ახლა ეს?!

_ დიახ, როცა ხასიათზე ვარ! უფრო ახალ წელს!_ ვუპასუხე ძალიან ყალბი ღიმილით.
ჭიქა ერთი მოყუდებით გამოსცალა კამპოტივით და კარისკენ წავიდა. "წავედითო!" მომაძახა, თან ჩემი ჩემოდანი წაარიხინა. მისი ხელთათმანებიანი საახალწლო ჭიქა მაგიდაზევე დავტოვე , უნდა ითქვას, რომ ჩემს მირთმეულ ყავის მურაბას არასდროს ტოვებდა ხოლმე და უკან ავედევნე მორჩილად.

ნიკო მანქანაში ხვრინავდა. უკანა სავარძელზე გაშხლართულს ხელი ლოყის ქვეშ ამოედო და გულიანად ეძინა. თან გამაყრუებელ ხმაზე აღრიალებდა "უკანასკნელ შობას"

_ ნოემბერია ჯერ, ნოემბერი!_ სიყვარულით გამეღიმა მე. სხვა რა გზა მქონდა, ავდექი და ვატოს მივუსკუპდი გვერდით. კარგა ხანს უხმოდ ვიმგზავრეთ, მუსიკასაც ადამიანის სმენისთვის ასატან ხმაზე დავუწიეთ.
მოულოდნელად ვატომ, ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია მკითხა:

_ დიდი ხანია იცნობ ნიკოს?_ თავი დავუქნიე ღიმილით, ნიკოზე საუბარი ყოველთვის მსიამოვნებდა.

_ დიახ, პირველი კლასიდან ვიცნობ!

_ და დიდი ხანია რაც გიყვარს?!_ აი აქ კი შევცბი. ამან რა იცოდა მე ვინ მიყვარდა და ვინ არა?! ან რა წესი იყო ასეთი პირადული კითხვის დასმა? ხმა არ გამიცია, ჯერ ისევ მის პირდაპირ კითხვაზე ვბრაზობდი, რომ გაეცინა.

_ ემოციების კონტროლი უნდა ისწავლო ჩემო კარგო, თორემ სახეზე გაწერია ვინ გიყვარს და ვინ გძულს!_ ვინ გძულსო? ახლა ამაზე ჩავიციკლე. ფანჯრიდან გავიხედე, მაგრამ თვალებმა თავისით მონახეს ბატონი უფროსი და მიაჩერდნენ გაოცებით.

რატომ მითხრა? ნუთუ გრძნობს, რომ გულზე არ მეხატება?! შემომხედა და ისევ გაეღიმა. ცალი ხელით ლოყაზე ოდნავ მიჩქმიტა, თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და ისევ გზას დააკვირდა. პირველად მოხდა ამ ორი წლის მანძილზე, რომ ვატო შემეხო. ალბათ ამან დამაბნია, ან იმან, რომ მან ჩემს დაფარულ გრძნობებზე ყველაფერი იცოდა. ცოტა ხანს ასე დაფიქრებული ვიჯექი.

მერე ჯერ ისევ მხვრინავ ნიკოს გადავხედე და მასზე ცხოვრებაში პირველად გავბრაზდი სერიოზულად. თუ ასე მაწერია სახეზე ყველა ემოცია, რატომ მან ვერ დაინახა და იგრძნო, რომ უკვე წლებია გაგიჟებით მიყვარს?! და სანამ მძინარ ნიკოს ასე მოღუშული დავჩერებოდი, ვატოს ჩაცინება მომესმა.

_ ჰმ!_ ისევ ეს ორი ორაზროვანი ბგერა და ჩემმა თვალებმაც ისევ მონახეს მისი, კაცმა რომ თქვას, საკმაოდ სიმპატიური პროფილი და ისევ ინტერესით მიაჩერდნენ.

2

_ დაიძინე თუ გინდა, გაგაღვიძებ, რომ ჩავალთ!_ მითხრა, როცა არა და არ
მოვაშორე გაშტერებული თვალი მის სახეს.
თავი უხმოდ დავუქნიე და ჩემს სავარძელში ავიკეცე ფეხები. თვალები დავხუჭე და ფიქრებში წავედი.

რა უცნაურია, აქამდე რატომ ვერ ვამჩნევდი, რა სიმპატიური კაცი იყო ვატო?! მაგრამ სამსახურში სულ სერიოზული და გამოწკეპილი დადიოდა. ახლა კი ბევრად ადამიანურად გამოიყურებოდა და თითქოს ამით ბარიერი დაანგრია ჩვენს შორის მის სტატუსს რომ ჰქონდა აღამართული.
ცალი თვალი ოდნავ გავახილე და გავუჭვრიტე, არა, ვატო და ნაქსოვი ქუდი, ან კაშნი? ვატო და ბათინკები? ვატო და ჯინსები? არაა, ასეთი ვატო მართლაც რა კარგი ყოფილა. ვფიქრობდი და მისი თვალთვალით ვტკბებოდი. ნეტავ პირადში რა ამბები აქვს? გავიფიქრე ჩემდამოულოდნელად. მე, როგორც მის მდივანს, ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. მაგრამ ასეთი კაცი მარტო იქნებოდა?_ უნებურად თავი უარის ნიშნად გავაქნიე.

_ რაო, არ გჯერა, რომ არც ისე ცუდი ვარ?_ მკითხა მოულოდნელად და გაეღიმა.

_ თქვენზე სულ არ მიფიქრია!_ ვუპასუხე ცივად.

_ აბა ნიკოზე ფიქრობდი?_ მკითხა ინტერესით.
ნიკო? ახლაღა გამახსენდა , რომ ისიც ჩვენთან ერთად იყო. "ესღა გაკლდა დარი, ნიკოს ნაცვლად ვატოზე ფიქრობ!" ვუსაყვედურე საკუთარ თავს და მეორე მხარეს შევბრუნდი, მას ზურგი ვაქციე.

_ ბუტია!_ ისე ჩაილაპარაკა, თითქოს ხშირად ვებუტებოდი რამეზე. ხმა არ გამიცია, თავი მოვიმძინარე. ძილში ვიგრძენი , რომ მანქანა გაჩერდა და გამეღვიძა.
თვალი გავახილე და თოვლი დავინახე.
იმ წამსვე სიმყუდროვემ აავსო დაღლილი გონება. უზარმაზარი, ფითქინა გვირილებივით ფიფქები ცვიოდა ციდან და ზედ ეფინებოდა მანქანის მინას. ბიჭები მანქანაში არ იყვნენ. წამოვიწიე და აღმოვაჩინე, რომ ვატოს დუტის ქურთუკში ვიყავი ჩაფუთნული. აბა თვითონ რა აცვია?! გამიელვა გონებაში. საკუთარი ქურთუკი გადმოვიღე უკანა სავარძლიდან, რომელიც მძინარე ნიკოს მივაფარე და ჩავიცვი. მანქანიდან გადავედი. ვატოს დუტი მკლავზე გადავიკიდე. იქვე შორი ახლოს მოვკარი ორივეს თვალი. ნიკას რაღაც პარკი ქვეშ ამოედო და დაღმართზე მიქროდა. გამეცინა. ბავშვივით ხარობდა,
სწორედ ასე ვსრიალობდით ბავშვობაშიც, რუსთავის ჯვარზე როცა ვიპარებოდით სკოლიდან. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მას შემდეგ არაფერი არ შეცვლილიყო, არც ნიკო და არც ჩემი გრძნობები მის მიმართ. უცებ მოზრდილი გუნდა მომხვდა და ბავშვობის მოგონებებიდან გამომაფხიზლა. სწრაფად შევბრუნდი და უყრებამდე გაღიმებული ვატო შემრჩა ხელთ. ცოტა ხანს მაცადა და კიდევ ერთი გუნდა გამომიქნა. ქუდი ჩამოემხო, სქელი კაშნი მაგრად მოეხვია. ნაქსოვი ლამაზი ყელმოღეღილი სვტრი ეცვა. ისეთი უბრალო იყო, ბათინკებში ჩაჩურთული შარვლის ტოტებით, სულ არ ჰგავდა ბუღუთურა უფროსს. უცბად ამიტანა გუნდაობის სურვილმა. მისი ფაქიზად დაკეცილი ქურთუკი იქვე დავაგდე და უზარმაზარი გუნდა გავაკეთე. მთელი ძალით ვესროლე, არ აუცილებია. რობოტივით წამოვიდა ჩემკენ. კიდევ გავაკეთე გუნდა და ისიც მოვარტყი ფართო მკერდზე, არც ამას შეუშინებია, წარბიც კი არ შეუხრია. მივხვდი, მეტს ვერ მოვასწრებდი ვიკივლე და დაღმართზე დავეშვი.
ორ ნაბიჯში დამეწია ხელში ამიტაცა და ფაფუკ, ლამის წელამდე თოვლში მომისროლა.

_ ეგრე არა!_ ვყვიროდი მე და იმ წამს ისევ ჯიუტი ბავშვი ვიყავი, რომელსაც არაფრით სურდა ბიჭთან გუნდაობაში დამარცხება. თოვლი ავიღე და არც მიფიქრია გუნდის გაკეთება ჩემკენ დასახმარებლად დახრილს პირდაპირ სახეში შევაზილე. გულიანად გაიცინა, მუხლებზე დაეშვა და ზურგით თოვლზე გადაგორდა. სახიდან თოვლი არც კი მოუშორებია. მუხლებზე დავდექი და თითებით ნელა მოვაშორე წვერებში ახლართული თოვლები.
უცებ მივხვდი, რომ მის ტუჩებს დავჩერებოდი გაოცებული, რა ლამაზი ნაკვთები ჰქონდა და არასდროს შემიმჩნევია. თვალებში შევხედე შემცბარმა და მივხვდი, მანაც დაიჭირა ჩემი ფიქრები. მის სახესთან გაშეშებულ ხელზე ხელი მომკიდა და სიცივისგან გალურჯებული ტუჩებით საჩვენებელი თითის წვერზე ოდნავ მაკოცა.

_ რას აკეთებ?_ ესღა ვკითხე დაბნეულმა.

_ არაფერს!_ მიპასუხა და თვალდახუჭულმა თავი თოვლში ჩადო.
ფიფქები გამეტებით ცვიოდა. ის კი დამძიმებულ ცას ასცქეროდა უცნაური ღიმილით.

_ სად ხართ, აუუუუ რა მაგარიაააა!_ მომესმა ნიკოს ხმა და დამფრთხალი წამოვდექი ფეხზე, ვითომდა რამეს ვაშავებდი, მაგრამ ნიკოს ხმამ დადემიწაზე დამაბრუნა. რა ჯანდაბა ხდებოდა ახლა?! რას ვაკეთებდი? ისე ჩავუარე თოვლში ჩაგდებულ მის ქურთუკს, არც კი დამიხედია ზედ. მანქანა გამოვაღე და უკან ჩავჯექი. არა, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, სულაც არ მსურდა, მის სიახლოვეს დისკომფორტი და დაძაბულობა მეგრძნო. ნიკოს გავხედე და გავბრაზდი, რა ესრიალებოდა, სულ არ ვახსოვდი, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა. ვატო ნელა წამოდგა. ნელი ფართო ნაბიჯებით წამოვიდა. ქურთუკი აიღო, დაფერთხა და მოიცვა. ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ფეხი თოვლის გროვას გაჰკრა.
გულმა ისევ უცნაურად გაიფართხალა. ვერაფერს ვუხერხებდი ამ უცნაურ სიმპათიას, რასაც ახლა მისი დანახვა იწვევდა ჩემში. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ნიკოს ვღალატობდი, უფრო სწორედ ჩემს მრავალწლიან გრძნობას მისდამი. საკუთარი თავის ღალატს უდრიდა ჩემთვის გულის ეს უცნაური ფეთქვა.
ნიკომ კარი გააღო, შემოიხედა,

_ აა, აქ ზიხარ?!_ მერე ისევ მოხურა კარი და ვატოს მიუჯდა გვერდით. მეწყინა, მე მის გვერდით ვარჩევდი მგზავრობას. მეწყინა, მაგრამ თან მაშინვე ვაპატიე , ეს მე მიყვარდა ის და არა მას მე! ეს კარგად ვიცოდი.

მთელი გზა ცალმხრივ სიყვარულზე ვფიქრობდი. რა სიამოვნება იყო? რატომ მქონდა ასე ძვალ_რბილში გამჯდარი, ან როდის დაიწყო ეს ყველაფერი? საიდან მომივიდა თავში, რომ ეს არამორმალური კლასის მასხარა, მავნე და მასწავლებლების მტარვალი, გადარეული ბიჭი მიყვარდა?
თავად ხან ვის ეპრანჭებოდა, ხან ვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველას შორდებოდა, რადგანაც სერიოზულად არ და ვერ აღიქვამდა ურთიერთობებს. მარტო ჩემთან ინარჩუნებდა მეგობრობას და სწირედ ეს იყო ერთ_ერთი მიზეზი, რატომაც მასზე უარის თქმა არ შემეძლო. ვატო უსიტყვოდ ჩაჯდა და მანქანა დაქოქა.

_ მალე მივალთ?_ ჰკითხა ნიკომ. მან თავი დაუქნია.
ჩემკენ არც კი მოუხედავს, თითქოს იქ არ ვიყავი. ამ უყურაღებობამ კიდევ უფრო დამაბნია.

_ შენ რას დადუმდი დარიჩინა?_ გამომხედა ნიკომ. ასე მეძახდა ჩემი ამ სანელებლის მიმართ ამოუხსნელი სიყვარულის გამო.

_ რაო? რა დაუძახე?_ გაეღიმა ვატოს.

_ დარიჩინა, აი ყველაფერს ამ დარიჩინს ამატებს, ყავას, კაკაოს, სუნამო,შამპუნი და მაზიც კი დარიჩინის აქვს. სულ ეს მოტკბო სურნელი დაჰყვება, რაც თავი მახსოვს. _ ჩაუკაკლა ამ სულელმა. რაში აინტერესებდა ვატოს ჩემი სურნელი.

_ დარიჩინი!_ ჩაილაპრაკა ვატომ და ჩემკენ მაინც არ მოუხედავს.

ბოლოს, როგორც იქნა ადგილამდეც ჩავედით. აღფრთოვანებული შევყურებდი გადათოვლილ გარემოს, ლამის იყო, მეტირა აღტაცებისგან.

_ აბა ჩამოვრიგდეთ, დავისვენოთ, მოვწესრიგდეთ და გავიდეთ!_ გამოაცხადა ნიკომ.

_ სადაც გინდა იქ გადი, მე დამანებე თავი!_ მგონი ცხოვრებაში პირველად ვაქციე ზურგი და სასტუმროსკენ წავარიხინე ჩემოდანი. მოულოდნელად ხელი წაავლო ჩემოდნის სახელურს და რომ ვიფიქრე მიხვდა, რომ ნაწყენი ვიყავიმეთქი და ღიმილით მოვუბუნდი ნიკოს ნაცვლად ვატოს მწვანე თვალები შემეფეთა და მისი საფირმო ირონიულიად აპრეხილი ტუჩი.

ჩემოდანს ხელი ვუშვი და და წინ გავატარე, უკან გავყევი, როგორც ეს სამსახურში ხდებოდა ხოლმე. ჩემს ნომერთან მიმაცილეს და დაიშალნენ. ნომერიც მყუდრო იყო, ისევე, როგორც ჩემი განწყობა. პანორამული აბაზანით და ასეთივე საძინებელით. არა, ის ჩემი სულელი ნიკო ამას ვერ მოიფიქრებდა, ეს სულ ვატოს ამაბავი იყო. ამის გაფიქრება მესიამოვნა. აბაზანა წყლით გავავსე, საყვარელი დარიჩინი _ვანილის არომატი მოვძებნე და ავაქაფე. წყალში ჩავტივტივდი, მუსიკის და წინ მოფარფატე ფანტელების თანხლებით. აი ეს იყო ცხოვრება და არა ის რუსთავსა და თბილის შორის გამოკიდული კვირის ერთფეროვანი დღეები, ლამის შებინდებულზე გამოვყავი ცხვირი ოთახიდან, ისიც იმიტომ რომ ნიკომ ამიკლო რეკვით, ჩამოდი ვივახშმოთო.
გამოვიპრანჭე შეძლებისდაგვარად და რესტორანში ჩავედი.

მაგიდას ნიკო და ვიღაც გოგონა ზურგით უსხდნენ მათ პირდაპირ კი ვატო იჯდა და ღვინოს ნებიერად წრუპავდა. იმ გოგოს დავაკვირდი, ვინ უნდა ყოფილიყო? ნელა მივუახლოვდი და დავინახე, რომ ვატო ზუსტად ისეთი ინტერესით აკვირდებოდა ჩემს ემოციას, როგორც მე იმ უცნობ გოგონას.

_ დარი _ გაუხადა ჩემი დანახვა ნიკოს _ რატომ არ წამოხვედი ჰა, სასრიალოდ! რა მაგრად გავერთეთ რომ იცოდე. გაიცანი, კატია დედა რუსეთიდან! სიბრაზე ყელში მომაწვა. კატია თან დედა რუსეთიდან არა?! უთავმოყვარეობასაც ხომ აქვს საზღვარი?!
გოგონამ აშკარად იგრძნო ჩემგან წამოსული უსიამოვნო იმპულსები და ცხვირი ამიბზუა.

_სრიალი უნდა ვასავლო ამ კვირაში!_ დააბრეხვა ამ უტვინომ , თან ეშმაკურად თვალიც ჩამიკრა. გამომივიდა აქ მექალთანე ფლეიბოი.

_ უთავმოყვარეო ხარ შენ ნიკოლოზ და მეტი არაფერი!_ ვუთხარი აცრემლებულმა.ზურგი ვაქვიე მაგიდას და რესტორნიდან გარეთ გამოვედი. უაზროდ მივყვებოდი გაკვალულ თოვლს და ვხედავდი, როგორი მონდომებით ცდილობდნენ ფიფქები კვალის წაშლას. არ მჯეოდა, რომ ნიკა ვერაფერს ხვდებოდა და თუ ხვდებოდა, ასე რატომ მექცეოდა. გავჩერდი მხრები დავიბერტყე. შემაცია, ჩემი ჭკუით მისთვის გამოვიპრანჭე და ქუჩაში კი აღმოვჩნდი.
კატიები თუ უნდოდა, მე რას მომათრევდა აქ? გაცეცხლებულმა თოვლის დატკეპვნა დავიწყე. ფეხი ღრმად ჩამეფლო და წავიქეცი. ადგომა არც მიფიქრია. ზურგზე გადავბრუნდი და სხეულით ანგელოზის ხატვა დავიეე

_ გაცივდები!_ თავს ვატო წამომადგა.

_ თქვენი საქმე არაა!_ ვუპასუხე ბრაზით.

_ თქვენი საქმე არაა!_ გაიმეორა მან სასაცილო ხმით ჩემი სიტყვები.

_ბოლოს როდის გააკეთე თოვლის ბაბუა?_ მკითხა ღიმილით. ვერ მივხვდი, რატომ მეკითხებოდა.

_ადე, მომეხმარე!_ მიბრძანა ჩვეულად. ინსტიქტურად ავდექი ამ ტონზე.
პატარა ბურთი გააკეთა და თოვლაში გააგორა. "მოდიო!" თან დამიძახა. მე მეორე ბურთი გავაკეთე და უკან მივყევი. მალე ისე გავერთე აღარც ნიკო მახსოვდა და აღარც მისი ტაშ_ფანდურა რუსი "ნაშა".
ვატომ ჩემი მომცრო ბურთი თავისას დაადგა ზედ, მერე ჯოხები ხელებად დაარჭო. თვალები თითებით ამოუჩვრიტა, პირიც ასევე.

_ ცხვირი არ ვიცი როგორ გავაკეთო!_ უმწეოდ მიმოიხედა.

_ იყოს უცხვირო!_ გამეცინა.

_ უცხვრო თოვლისბაბუ როგორ იქნება?_ გაოცდა ის. დავფიქრდი და ჯიბეები მოვიქექე, უცებ ვანილის და დარიჩინის სურნელიანი დამარბილებელი ტუჩსაცხი ვიპოვნე. ამოვიღე და ცხვირის ადგილას დავარჭე.

_ აბა?_ მოვხედე ვატოს კმაყოფილმა.

_წავა რა!_ დამიქნია თავი. ცოტა ხანს ღიმილით ვუყურეთ ჩვენ შედევრს და სასტუმროსკენ წამოვედით.

_ მოიცადე, აქ დელოდე, რაღაც დამრჩა._ მოულოდნელად ვატო ისევ უკან დაბრუნდა. აღარ დავლოდებივარ პირდაპირ ნომერში ავედი. მარტო ყოფნამ და სიჩუმემ უფრო გამაბრაზა. მე ნიკო მიყვარდა და მასთან ყოფნას ვნატრობდი, ის კი უსიყვარულოდ ართობდა იმ საძაგელ ქალს.

_ დედა რუსეთი!_ ჩავილაპარკე ზუსტად ვატოსავით დაცინვით.

_ ვერ გიტან ნიკო!_ მუჭი დავარტყი საწოლს.
მერე დავწექი და დავიძინე.

მესიზმრა, ვითომ ნიკოს სიყვარულს ვუხსნიდი, ის კი სულელივით ხარხარებდა.

მეორე დღეს, როცა თოვლის ბაბუას გავუარეთ გვერდზე. აღმოვაჩინე, რომ ვიღაცას მისი ცხვირი მოეპარა.

_ კარგი რაა! კიდევ კარგი ფეხი არ მრჩება გარეთ, თორემ ხომ მასაც მომპარავდით?!_ გავბრაზდი მე.

ნიკოს არც კი გაუგია ჩემი ნათქვამი, აი ვატოს კი მხიარული სახე ჰქონდა და თვალებიც ეშმაკურად უციმციმებდა.


3

_ორი ყავა დარიჩინით!_ ჩემს ნაცვლად მისცა შეკვეთა ვატომ.

_ დარი, შენ არ გინდა სრიალის სწავლა? დარიიი!_ რომ არ გავეპასუხე თავი გადააქნია და ცხელი ყავა ახლოს მომიჩოჩა. დათოვლილ პატარა მრგვალ მაგიდაზე ყავის ჭიქამ ღრმა ნაკვალევი დატოვა.
კატიასთან ახორხოცებულ ნიკოს ბრაზიანი და ნაწყენი მზერა ძლივს მოვაშორე და ახლა ამ კვალს დავაკვირდი. გავიფიქრე, რომ ნიკო ჩემს გულში გავლებულ ზუსტად ამ კვალს ჰგავდა. კვალს, რომელსაც ის კი არა, მე თავადვე ვტოვებდი საკუთარ მეხსიერებაში. ინსტიქტურად ფიქრებში გართულმა გადათოვლილ მაგიდაზე ლამაზი გული დავხატე. მერე კი გაბრაზებულმა მაგიდას ზურგი ვაქციე და ვატოს დავუძახე.

_ წამოდით ვატო, მეც უნდა ვისწავლო სრიალი!

_ არ ხუმრობ?_ სახე გაებადრა მას.

_ არა არ ვხუმრობ, არა მგონია თქვენთან მუშაობაზე ძნელი იყოს!_ გამეცინა მის გაოცებულ სახეზე და თხილამურების გაქირავების ოფისისკენ გავწიე.

_ რას ამბობ!_ დამეწია რამდენიმე წამში._ მართლა მასე ძნელია ?!

_ როცა უფროსს თითის განძრევაც კი ეზარება, ალბათ ძნელია!_ ვიფიქრე ეს მომენტი უნდა გამომეჭირა და საყვედური ხუმრობის ტონით მეთქვა.

_ თითის განძრევა? _ აშკარად ვერ მიხვდა, რის თქმას ვცდილობდი. მისკენ შევბრუნდი და თვალებში შევხედე. მართლა გაკვირვებული ჩანდა. ალბათ მართლაც ვერ იაზრებდა, რომ ყველა წვრილმანზე ჩემი კაბინეტში მიხმობა უბრალოდ ქანცს მაცლიდა და მსტრესავდა.

_ დარი სადაა ჩემი კალამი? არადა გვერდზე დევს. დარი სადაა განრიგი? უჯრაში დევს.
დარი ჭიქა წყალი მინდა! დისპენსერი ოთახში გაქვთ. ასევე ოთახში გაქვთ: პალტო, მანქანის გასაღები, თერმოსი, და რა ვიცი, ათასი პირადი წვრილმანი. _ უცებ მივხვდი, რომ ვატოს ჩემი სიტყვები სწყინდა. კი არ ბრაზობდა , უბრალოდ სწყინდა.

_ კარგი, ვეცდები არ შგაწუხო ხოლმე ასე!_ რაღაცნაირად ცივად მითხრა, არა უფრო უემოციოდ. მხრები ავიჩეჩე, რაც მთავარი იყო არ გაბრაზებულა, თანაც დამპირდა, რომ უაზრობებზე აღარ დამიძახებდა. ვატომ
რამდნიმე ნაბიჯით გამასწრო და როცა მეც შევედი აღჭურვილობის გაქირავების ოთახში, მას უკვე აერჩია ორი წყვილი თხილამური. რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის სრულებით უცნობი იყო, მის არჩევანს მივენდე.

_ არც კი ვიცი, როგორ უნდა ჩავიცვა სწორად!_დაბნეულმა ავხედე უკვე გამოკაზმულ ვატოს.

_ მოგეხმარო?_ ნებართვა აიღო და თანხმობის შემდეგ, თხილამურები თავის ხელით მომარგო. ჩემს ფეხებთან დახრილს რომ ვუყურებდი, უნებურად პირველად შევადარე ვატო ნიკოს.
ის დღე ვამახსენდა, გორგოლაჭებზე დგომას გასწავლიო რომ მითხრა და მერე შუა ქუჩაში ახლართული რომ მიმატოვა, თავად კი არც კი მოუხედავს, ისე გაქროლდა ჩვენს კლასელ დათუნასთან ერთად. მახსოვს როგორ გავიხადე ის გორგოლაჭები, რომლებიც მხოლოდ ნიკოსთან ერთად კატაობის მიზნით შევიძინე და სანაგვე ურნაში როგორ გადავყარე. სულ ოდნავ მაინც ყოფილიყო ყურადღებიანი ჩემს მიმართ. იმედგაცრუებით ამოვიოხრე.

_ გეშინია?_ ღიმილით ამომხედა ვატომ._ ნუ გეშინია, რამის ტკენის უფლებას არ მოგცემ!
რას არ მივცემდი, ეს სიტყვები სასურველი ადამიანის პირიდან რომ მომესმინა.

_ აბა მზად ხარ?_ მკითხა ვატომ და ხელი გამომიწოდა._ მოდი, ჯერ ამ პატარა დაღმართზე ვცადოთ.
ფრთხილად გადავდგი ნაბიჯი. ვატოს გაეცინა.

_ ნუ დადიხარ, გასრიალდი! ხელები ჩამჭიდე!_ რამდენიმე ცდაზეც რომ არაფერი გამომივიდა, ცოტა კი შეფიქრიანდა. მაგრამ დანებება არც უფიქრია. საერთოდ ასეთი ადამიანი იყო. სირთულეები უფრო უყვარდა, ვიდრე სიმარტივე, ამ დროს მოტივაცია უმძაფრდებოდა. რაც უფრო ძნელად გასაკეთებელი იყო პროექტი, მით უფრო მონდომებით ეჭიდებოდა. და ყოველთვის იმარჯვებდა.
აბა იმ ჩემ სულელ ნიკოს კი არ ჰგავდა, მუდამ წაქეზება და ჯიკავი რომ სჭირდებოდა საქმის ბოლომდე მისაყვანად.

სანამ ძალა არ გამომეცალა არც მე გავჩერდი. ბოლოს უკვე თავის შეკავებას მაინც ვახერხებდი, და ტყაპა_ტყუპით აღარ ვიქცეოდი. პატარა წარმატებამ გამათამამა.

_ ვატოო, უფრო დიდი დაღმართიდან დავეშვათ რაა!_ ვთხოვე და თითით იქით მივანიშნე, საიდანაც საკმაოდ გამოცდილი მოთხილამურეეები ეშვებოდნენ. ნიკო და კატია ხომ იქ მეგულებოდნენ.

_ ხუმრობ?_ წარბი ასწია მან._ ჯერ ძალიან ადრეა! რამე რომ მოგივიდეს, მერე და ვქნა?! მოდი ყავა დავლიოთ, არ გინდა?
მივხვდი, ჩემი ყურადღების გადატანას ცდილობდა, გამეღიმა. თავი დავუქნიე და როგორც კი შებრუნდა, მაშინვე ზემოთ მიმავალ პატარა საბაგიროზე ავფორთხდი.
მობრუნდა და მაშინვე უკან გამომიდგა აშკარად გაბრაზებული.
სულ ერთი ნაბიჯით ავასწარი მთავარ, საკმაოდ რთულ ტრასამდე. სტარტზე დავდქი, მაგრამ ტრასას რომ გადმოვხედე, გული კინაღამ გამისკდა.

_ ვააა დარიი!_ მომესმა უკან და რომ მივიხედე ნიკო და მისი კატიუშა დავინახე.

_ აქ რა გინდა გოგო? შენ ხომ სრიალი არ იცი?_ გაიკრიჭა ნიკო და მაშინვე მოახსენა ეს იმ გაქუცულ გოგოს. მან კი არც აცია, არც აცხელა გულიანად აკისკისდა.

_ არც ამან იცოდა, მაგრამ ნახე რა დაამხეცა?!_ ისე შეაქო ნიკომ, რომ ბოღმამ კინაღამ დამახრჩო.
კატიუშამაც, ნახე რა მაგარი ვარო! დასაწვავი კურტუმი გაბზიკა და ტრასაზე დაქანდა.

_ წავედი, აბა შენ იცი!_ გეგონება ვინმე ართმევდა, მე კაცმა არ იცის მერამდენდ მიმატოვა ჩემმა ძვირფასმა ნიკომ და წინ წასულ ქერათმიანს კუდში აედევნა.

რაღაც წამის მეასედში ვიფიქრე, რომ ამ ადამიანის გულისთვის დარდი უბრალოდ არ ღირდა. მას არ ვუყვარდი და დრო იყო მეც უარი მეთქვა მასზე. გადავწყვიტე უკან ისევ საბაგიროთი დავბრუნებულიყავი. შევბრუნდი კიდეც, მაგრამ ჩემი თხილამური თოვლზე დაცურდა და იმ საშინელ ტრასაზე არა თუ სახით წინ, არამედ სულაც უკუღმა დავიწყე საშინელი სისწრაფის აკრეფვა.
დავინახე, როგორ გადმოაბიჯა ვატომ კაბინიდან და შეშლილი სახით მაშინვე დაქანდა ჩემსკენ. რაღაცას მიყვიროდა, მაგრამ საკუთარი კივილის ხმა მაყრუებდა.
შიშისგან ვერ ვაზროვნებდი. გაშეშებული, მუხლებში ჩახრილი მივქროდი კაცმა არ იცის სად ჯანდაბაში. ისე დანახვა არც მსურდა.

ვატომ მთელი თავისი ოსტატობა, მოქნილობა და ძალა დაატანა თავის თხილამურებს. დამეწია და გამასწრო კიდეც მისკენ გაწვდილი ხელი გაოცებისგან გამიშეშდა. ნუთუ ამანაც დამტოვა, გავიფიქრე და სწორედ იმ წამს ვიგრძენი, როგორ მომხვია ხელები. ხელში ამიყვანა და ისე რომ სიჩქარე არ შეუჩერებია, ჩემთან ერთად დაეშვა ტრასის ბოლომდე.

თვალს ვერ ვაშორებდი, გაოგნებული მივჩერებოდი ბედნიერად მოციმციმე მწვანე თვალებში და მგონი ცხოვრებაში პირველად მეწვია გასხივოსნება.
წამიერად ნიკოს სახეც კი ვეღარ გავიხსენე. ყველა და ყველაფერი გადაფარა ვატომ იმ აფექტის მომენტში.

უცებ ოდნავ მოსრიალდა და გაჩერდა. ფრთხილად დამსვა ძირს.
_ კარგად ხარ?_ ყურადღებით ჩამხედა თვალებში. ისე ვიყავი გაოგნებული მისი ახლიდან აღმოჩენით, რომ პასუხიც ვერ გავეცი. უსიტყვოდ ვუყურებდი თვალებგაშტერებული

_ დარიი? კარგად ხარ?_კითხვა გამიმეორა და ხელები ლოყებზე მომკიდა.
სულელივით გამეღიმა.თავი დავუქნიე.

_ ყოჩაღი გოგო ხარ!_ მითხრა ვატომ. მე ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ის მიხვდა, რომ შიშზე შოკი განვიცადე. სათხილამურო აღჭურვილობა საკუთარი ხელით მზრუნველად მომაშორა.

_ წამოდი, რამე თბილი დავლიოთ!_ ხელი მომკიდა და უახლოეს კაფეში შემიყვანა.

_ აბა უკეთ ხარ?_ კითხვა გამიმწორა, როცა ცხელი კაკაო თვალდახუჭულმა და გატრუნულმა მოვსვი.

_ კინაღამ მოვკვდი არა?_ ვკითხე და ოდნავ გავუჭყიტე. მიკვირდა, ჩემს სულელურ ნაბიჯზე რომ არ ბრაზობდა. ნიკო სულ მეჩხუბებოდა, როცა შარში ვხვდებოდი საკუთარი დაუფიქრებლობით. ამბობდა, რომ არა მხოლოდ საკუთარ თავს ვიგდებდი ხოლმე საფრთხეში, არამედ სხვასაც ვუშხამებდი მშვიდ ცხოვრებას.
აი ვატოს კი საყვედურიც არ დასცდენია. მომხდარის შემდეგ ერთადერთი ჩემზე ზრუნვას ცდილობდა. თითქოს ჩემი კარგად ყოფნა, სრულიად კმაროდა მისი სიმშვიდისთვის.
ეს კონტრასტი მაოცებდა, თუმცა არა, უკვე აღარც მიკვირდა. გულში კიდევაც შვეგუე, რომ ყველაფერი სწორედ ასე უნდა ყოფილიყო და არა სხვაგვარად.

_ სად ხართ, ძლივს მოგაგენით!_ მოულოდნელად მოწყენილი სახით მომიჯდა ნიკო. ჩემი კაკაო უკითხავად მიიხოხა და გაყინული თითები ცხელ ფინჯანს მოხვია.

_ რა იყო , რა სახე გაქვს?_ ჰკითხა ვატომ. კაკაო გამოართვა და ისევ მე მომაწოდა.

_ შენ, დალევ რამეს?_ ჰკითხა სევდიან ნიკოს.

_ დავლევ, ცხელ გლინტვეინს!_როგორც იცოდა ხოლმე უხასიათობის დროს, გულმა ალკოჰოლისკენ გაუწია. შეიძლება არც ისე ძლიერისკენ, მაგრამ მაინც.
ალბათ სევდაც არ ჰქონდა გლინტვეინზე უფრო მძაფრი.

_ რა გეძგერა?_ ვკითხე ცხვირაბზუებულმა.

_ კატიას იურამ მოაკითხა!_ ისე ამიხსნა, თითქოს ოდნავ მაინც მცოდნოდა, იურას ვინაობა. დიდად აღარ მაღელვებდა, მაგრამ ზრდილობის გამო მაინც ვკითხე.

_ იურა ვინღაა?

_ ქმარია მისი. წარმოგიდგენით ქმარიც ჰყოლია! მაინც რა საძაგლები არიან ეგ ოხრები!_ოხრებში ვინ იგულისხმა არ ვიცი, კატია, იურა თუ ორივე ერთად. გამეცინა მის მოჟამულ განწყობაზე.

_ მერე რას ჩამოგიშვია ცხვირი, კურორტია ბოლო_ბოლო და კატიების მეტი რაა აქ? უბრალოდ აწი კარგად დააკვირდი და უიურო კატია ამოარჩიე!_ ამას რომ ვამბობდი მიხაროდა, რომ სულ აღარ მადარდებდა ნიკოს რამდენი კატია ეყოლებოდა ამ წამის შემდეგ. არ ვიცი, ჩემმა თანდათანობით მზარდმა იმედგაცრუებამ საზღვარს რა მომენტში მიაღწია. იქ თხილამურების ტრასის თავში , რიცა ნიკომ დამტოვა და კატიუშას აედევნა. ტრასის შუაწელში, როცა ვატომ ხელში ამიტაცა სუპერგმირივით, თუ ტრასის ბოლოში, როცა გავაცნობიერე, რომ ვატომ ჩემში ნიკოს სახე საბოლოოდ წაშალა.
ამაზე მაშინ მართლა არ მიფიქრია. მე უბრალოდ თავისუფალი ვიყავი ნიკოსგან და ეს მიხაროდა.
წლების მანძილზე თითქოს მის მიმართ ჩემი გრძნობა ჩემივე თავისთვის დაწესებული საზღვარი იყო. მე ჩემს ცხოვრებას მისი სიახლოვით და სიშორით ვზომავდი. ვატოსთან მუშაობაც კი იმიტომ დავიწყე, რომ იქ ნიკო იყო.
აი აქაც ხომ მის გამო წამოვედი?!
ახლა კი ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე კონტროლი დავიბრუნე და ეს მსიამოვნებდა.
ვატოს გავხედე და ისე უცნაურად იღიმებოდა, თითქოს ჩემი ფიქრები ხელისგულზე ფიფქებივით ადნებოდნენ. ვუყურე, ვუყურე და საპასუხოდ მეც გავუღიმე.

_ აუ, იზოსთან არ დამირეკია რა ხანია, და ტელეფონი კიდე გათიშულა, ამის დედაც!_ ჩაიბურტყუნა ნიკომ._ დარი დამარეკინე რა!

_ არ წამომიღია ნომერში დავტოვე!_ვუპასუხე მე. ვიცოდი, ბებიაზე როგორ ნერვიულობდა ხოლმე ნიკო. მის მეტი ხომ არავინ ჰყავდა. მისი ფორიაქი მეც გადამედო. იზო უკვე კარგად ასაკიანი და წნევიანი ქალი იყო.

_ აი ჩემიდან დარეკე!_ ტელეფონი გაუწოდა ვატომ. ნიკომ ჩამოართვა და სალაპარაკოდ გვერდზე გავიდა. ვატო ისევ მე მომიბრუნდა ღიმილით. და ხელი ვითომ სრულიად შემთხვევით და დაუფიქრებლად დამადო ხელზე. რატომღაც ხელის გაწევის სურვილი აღარ გამჩენია.

_ ეეე, აქ რა ხდება?! რა არის ეს?!_ მომესმა ნიკოს ხმა და ხელი ინსტიქტურად გავწიე უკან. მაშინვე მივხვდი, ვატოს არ ესიამოვნა ნიკოს სიტყვებზე ჩემი უხერხული რეაქცია.

_ აბა, ეს რას ნიშნავს, ჰა?_ უცნაური გამომეტყველებით დადო ნიკომ ვატოს ტელეფონი მაგიდაზე, მობილურის განათებული ეკრანის ფონზე თოვლში დახატული პატარა გული მოსჩანდა, და გულის თავზე კი როგორც ბავშვებმა იციან ხოლმე, ზუსტად ისე ეწერა:

დარი+ჩინი

4

ერთი თვალისშევლებით მივხვდი,, რომ ჩემი დახატული გული იყო, მაგრამ წარწერის გაკეთება როდისღა მაოასწრო? გამეღიმა, როცა გავიაზრე, თუ რამდენად რომანტიკული სულის პატრონი იყო, და მე კიდე რა სხვანაირი შეხედულება მქონდა მასზე მთელი ეს დრო.

წამითაც არ მივუშვი ახლოს, ერთი პატარა ღიმილიც კი არ მიკადრებია ზედმეტი მისთვის. ახლაც კი თქვენობითში ვესაუბრებოდი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჯიუტად აგრძელებდა შენობითში ლაპარაკს და ღიად და აშკარად მანიშნებდა, რომ არ მოსწონდა მის სამსახურებრივ სტატუსზე ასეთი ხაზგასმა.

_ არაფერი, რა უნდა ხდებოდეს?!_ გამოართვა ტელეფონი და ჯიბეში ჩაიდო. ისე თითქოს სულ ვერ მიხვდა, რომ იმ სურათმა დამაბნია.
არა, მართლა რატომ ჰქონდა ასეთი კონტექსტის სურათი ფონზე გამოჭიმული?!

სწორედ იმ წამს მივხვდი, გეფიცებით! მაშინღა გავაცნობიერე, მისი ჩვენთან ერთად წამოსვლის რეალური მიზეზი. და მგონი ჩემთან ერთად ნიკოც ყველფერს მიხვდა. თუ მანამდეც იცოდა?!
ნიკო გვერდით მომიჯდა და თითები მაგიდაზე მოუთმენლად ააკაკუნა.

_ დარი, გინდა გასწავლო სრიალი?!_ მკითხა უცნაურად. ხმადაბლა და თან თითქოს მკაცრად.

_ არა, არ მინდა!_ მესიამოვნა მისთვის უარის თქმის შანსი რომ მომეცა.

_ თუ სრიალს აპირებს სჯობია პროფესიონალმა გასწავლოს!_ გაიმეორა ისევ იმ მკაცრი ხმით. აი უფროსი ძმები რომ ტუქასავენ ხოლმე პატარა დებს.

_ პროფესიონალს კატია და ქსენია ჰყავს ჯერ მისახედი!_ დავუბრიალე თვალები ნიკოს.

_ დარი.._ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ირონიულად მომღიმარ ვატოს გახედა და გაჩუმდა. უცნაური სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს ოდნავ დაძაბული.

_ წავალ, გავივლი! ჭკვიანად იყავით იციდე!_ ჩაიბურტყუნა ნიკომ და აშკარად ვატოს შეხედა თვალებში. პასუხს არ დალოდებია, წამოდგა და ოთახი დატოვა. თვალი გავაყოლე. გულში რაღაც ჩამწყდა. ვიფიქრე სწყინდა და არ უნდოდა წასვლა, მაგრამ თავს ზედმეტად გრძნობდა. მაგრამ ახლა მე აღარ ვგრძნობდი მის მიმართ იმ უცნაურ მიჯაჭვულობას. ახლა მე დრულებით თავისუფალი ვიყავი მისგან.

_ წამოდი, გავისეირნოთ, გინდა?_ მკითხა ვატომ. მაგრამ ნიკოს გამო ხასიათი მქონდა გაფუჭებული. ერთი იყო, რომ მას აღარ მივდევიდი , მაგრამ მეორე იყო, რომ მის ნაცვლად ახლა ვატოს გავკიდებოდი.

_ არა! ნომერში უნდა დავბრუნდე! დავიღალე!_ ისე გამოვიდა, რომ ისევ ვატოზე ვიყარე ჯავრი. მისთვის თვალებში შეხედვაც ვერ გავბედე.
ავდექი და ჩემს ოთახში დავბრუნდი. არა კი არ დავბრუნდი, შევიძურწე.

კარგა ხანს ვიყურყუტე იქ. კარგა ხანს ვცადე დავმალვოდი ისევ ვატოსთან გაქცევის მძაფრ სურვილს. კარგა ხანს ვუკიჟინე საკუთარ თავს, რომ ნიკოსთვის მიმეწერა და მომეკითხა, მაგრამ ყველა ამ სურვილმა მარცხი განიცადა ჩემს სიჯიუტესთან. წარმოიდგინეთ, რამდენად ჯიუტი უნდა ყოფილიყო გოგო, რომ ლამის მთელი ცხოვრება ჯიუტად ჰყოლოდა აკვიატებული ერთი ბიჭი და როგორი მწარე გემო უნდა ჰქონოდა ახლა ამ წლობით სისხლში, ხორცში და გონებაში გამჯდარი აკვიატების ღალატს. ასე ვიყავი მე. ჩემს ერთ ნახევარს ნიკოს დამშვიდება სურდა და იმის თქმა მისთვის, რომ ჩვენ შორის ყველაფერი ძველებურად მყუდროდ და ჩვეულად იყო. აი მეორე ნახევარს კი ვატოს მწვანე თვალებში არეკვლა, მის დუტის ქურთუკში ჩაღუნღულება და მისი სახეზე თოვლის ფანტელების დნობის და გაქრობის პროცესის თვალიერება სურდა. რა უნდა მექნა მე? ერთ სუსტ და უბრალო გოგოს? განა რამდენ ხანს გავუძლებდი საკუთარ თავთან ჭიდილს? სადაც თავად მეც კი მსურდა , რომ ბრძოლიდან გამარჯვებული არ გამოვსულიყავი. ავდექი და თბილად ჩავიცვი. ხელთათამანები, ნაქსოვი სიღუნღულეები მოვირგე და სულსწარაფად დავეშვი კიბისკენ. გარეთ გამოვედი. არა, მაინც რა ლამაზი იყო აქაურობა, განა შეიძლება მხოლოდ ერთი ფერი , რომელსაც ფაქტობრივად გრადაციებიც კი არ აქვს, ამდენად ლამაზად ხატავდეს გარემოს?! და ასეთ ჯადოსნურ განწყობას ქმნიდეს?!

ნელი სიარულით დავუყევი გაკვალულ და გატკეპნილ ბილიკს. გულმა იქით გამიწია, საითაც თოვლის ბაბუა გავაკეთეთ ერთად. რომ მივუახლოვდი გულიანად გამეცინა. ვიღაცას იმის გვერდზე კიდევ ერთი თოვლის ბაბუ მიედგა. თანაც სასაცილოდ გაკრეჭილი.
როგორ იცის ხოლმე თოვლმა სულში მიძინებული ბავშვების გამოღვიძება. შენდაუნებურად გინდება თამაში, სიცილი მხიარულება. შენდაუნებურად იშლება საზღვრები თოვლში. შენდაუნებურად შემოდის განწყობა, თითქოს ასობით ნამცეცა ფეიერვერკი ფეთქდება და უნებურად ღიღინებ რომელიმე საახალწლო სიმღერას.
ასე ღიღინით ჩავუარე გვერდით თოვლის ბაბუებს და დარჩინიანი კაკაოს დასალევად გავწიე იმ ღია დარხლისკენ, სადაც დილით ის გული დავხატე.

ვატო ზუსტად იმ მაგიდასთან იდგა და აშკარად მელოდებოდა. ან უბრალოდ მე მსურდა, რომ ასე ყოფილიყო.
მივედი და ღიმილით მივესალმე.

_ გელოდებოდი!_ მითხრა და მუხლებში ჟრუანტელმა დამიარა, თუმცა კი ვეცადე, მას არაფერი შეემჩნია. მოვუყრუე. ვითომ არც გამოგონია. გაეცინა.

_ ასე იცი ხოლმე?!_ ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა.

_ რა?_ შვხედე გაკვირვებით.

_ ასე იცი, როცა მორცხვობ? ჩუმდები?_ აი რა ჯანდაბა უნდა მეპასუხა? ამიტომ ისევ გავჩუმდი.

_უბრალიდ კაკაოს დასალევად მოვედი!_ ვცადე საუბარო სხვა მიმართულებით წარმემართა.

_ დარი_ჩინით, არა?_ უცნაურად დამარცვლა, არა კი არ დამარცვლა ტირით გაყო თითქოს. ის ნაწერი გამახსენდა, მის ტელეფონზე.
ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩავმალე. ოდნავ შევბრუნდი განათებული სასრიალო ტრასისკენ.

_ იცი როგორ შემაშინე? მეგონა ხელებს შუა დამეკარგებოდი!_ ისე ახლოს მომესმა მისი ხმა, ლამის საკუათარ კეფასთან.
სწრაფად შევბრუნდი მისკენ.

_ ისე ძალიან შეგეშინდა ვეღარც კი გაგიბრაზდი!_ ისე ახლდან ჩამყურებდა თვალებში, თითქოს სულ ასე ხებიდა ჩვენ შორის. თითქოს სულ ასე უნდა ყოფილიყო.

შეიძლება ეს მუხტი გამქრალიყო, მაგრამ სათქმელი უნდა თქმულიყო, რათა ასე თუ ისე რაღაც გაგვერკვია.

_ რატომ გადაიღე ის ფოტო?_ ვკითხე და ოდნავ უკან დავიხიე.

_ რომელი ფოტო? _ ისევ უცნაური ღიმილით მკითხა._ მე ბევრი ფოტო გადავიღე!

_ ის, რომელუიც ფონზე გიყენია!_ გულზე ხელები დავიკრიფე.

_ ჩემი ტელეფონი ყოველ წუთში იცვლის ფონს. აჰა და თავად მითხარი, რომელ ფოტოზე მეკითხები!_ ტელეფონი ამოიღო და იმ ეშმაკური ღიმილით გამომიწოდა, რომლელიც სულ რაღაც ერთი დღე იყო აღმოვაჩინე მის სახეზე. რატომ მანამდე არ შემიმჩნევია? რატომ მანამდე არ დავკვირვებივარ?! ვფიქრობდი გაოცებული და ინსტიქტურად გამოვართვი ტელეფონი. ეკრანი გავანათე და ....

გაოცებისგან, გაოგნებისგან და კიდევ არ ვიცი, რა ერქვა იმ გრძნობას, თოვლის ლოლილუასავით გავიყინე.
ფონზე, მისი ნათქვვამის არ იყოს, ერთმანეთს ცვლიდნენ სურათები. დარიკო სამსახურის აივანზე დარიკო მაგიდასთან, დარიკო ოფისის კიბეზე, დარო მანქანის ფანჯრის მიღმიდან ავტობუსის გაჩერებაზე, კიდევ სახლის კიბეებთან. კიდევ მაღაზიაში საყიდლებით სავსე ურიკით, კიდევ ჰამბურგერით პირგამოჩურთული, კიდევ გაღიმებული, სამუშაო მაგიდაზე ჩამოძინებული და დარო უნივერსიტეტში, დარო ლექციაზე, დარო დიპლომის დაცვაზე მახინჯი ოთხკუთხედი ქუდით.... დარო დარო დარო....

_ ეს რა ჯანდაბააა!_ აღელვებულმა ისე ავხედე, თითქოს პირველად ვხედავდი.

_ შენ რა მითვალთვალებ? საიდან გაქვს ეს ამდენი სურათი?!_ ხელები გამეყინა. თითქოს სიტყვებიც კი ამერია.

_ მართლა არ გახსოვარ არა? საერთოდ ვერ მიხსენებ? _ ოდნავი იმედგაცრუება გაუკრთა ხმაში.

_ უნდა მახსოვდე კიდეც?!_ ხმა უარესად ამიკანკალდა.

_ მესამე კურსზე სპეციალურად არ დავწერე გამოცდა, რომ იგივე საგანზე დავრჩნილიყავი და შენს გვერდით მოვხვედრილიყავი ლექციებზე! მთელი წელი შენს უკან ვიჯექი! მაგრამ შენ.._ სევდიანად გაეღიმა._ შენ ვერავის ამჩნევდი შენი ნიკას გარდა! სამსახურში ნიკა ფაქტობრივად შენს გამო მივიღე! რომ შენც მოეყვანე და ისევ ახლოს ყოფილიყავი! და როგორი იყო ჩემი გაოცება, რომ ვერ მიცანი!

დავფიქრდი. მართლა ვერ გავიხსენე! თუმცა მარტო ის კი არა, თითქმის ვერავინ გავიხსენე! ჩემთვის ნიკა ხმაურობდა მხოლოდ და დანარჩენი სამყარო დუმდა!

_ რამდენი ხანია?_ მივხვდი რაც აინტერესებდა.

_ ლამის დაბადებიდან! _ ავიჩეჩე მხრები._ ნიკას გარეშე საკუთარი თავი არ მახსოვს. მივეჩვიე მას გესმის?!

_ მე კიდევ შენ მოგეჩვიე! მაგრამ ახლა აღარ ვაპირებ მხოლოდ გიყურო!_ მომიახლოვდა და მე მხოლოდ წამით ვიფიქრე მისგან გაწევა, ისიც მხოლოდ ინსტიქტის დონეზე. მაგრამ გამბედაობას მოვუხმე. ჰაერი ჩავისუნთქე და ერთი სანტიმეტრითაც კი არ დავიხიე უკან. ნელა დაიხარა ჩემსკენ და ზუსტად მაშინ, როცა ვითიქრე, რომ რაღაც სასწაული მოხდებოდა, რომ რაღაც ჯერაც განუცდელ ბედნიერებას ვიგრძნობდი. ნიკოს გაოგნებული ხმაც გაისმა.

_ ერიჰააა, რა ჯანდაბას აკეთებთ ახლა თქვენ?!_ არასდროს, მთელი ცხოვრების მანძილზე, არ მიფიქრია, რომ ოდესმე დადგებოდა ისეთი წამი, რომ მე ნიკოს სიახლოვე გამაბრაზებდა და უფრო მეტიც გამაცოფებდა კიდეც.
მაგრამ არასოდეს არ თქვათ: არასოდესო! ხომ გაგიგიათ?!
და აჰა სწორედ ის "არასოდეს" წამიც დამიდგა
ისეთი სახით გავხედე ამ არამკითხე მოამბეს, რომ აშკარად მიხვდა, ეს უეცარი გამოჩენა ასე უბრალოდ არ ჩაუვლიდა. მაგრამ მისი უდარდელი ხასიათიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ უკან დაიხევდა?

_ არანორმალურო! რატომ ერთხელ მაინც არ მითხარი, რომ ვატო ჩვენი ჯგუფელი იყო?!_ მივუბრინდი გაცოფებული.

_რა, არ იცოდი?_ ისე თავხედურად ჩაეკვეხა ჩვენს შორის როგორც მხოლოდ მას სჩვეოდა.

_ ვიცოდი? ლამის ორი წელია თქვენობითში ველაპარაკები და ვერ..._ უცებ გავჩუმდი კინაღამ წამომცდა, ორი წელია ვერ ვიტან მეთქი.

_ და რა?_ორივე ერთდროულად ჩამეკითხა. მომჩერებოდნენ ინტერესიანი თვალებით, თუმცა ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერესი იყო.

_ იცით რას გეტყვით?!_ უკან დავიხიე ორი ნაბიჯით და ორივეს მუქარით დავუქნიე თითი.

_ ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო! აი ზუსტად თქვენზეა ნათქვამი! არასდროს მინახავს ასეთი შესაფერისი პლიუსი და მინუსი! მე რა თქვენი საექსპერიმენტო თაგვი ვარ?!

_ რატომ ბრაზობს?_ გახედა ეჭვით ნიკომ ვატოს. მან კიდევ მხრები აიჩეჩა.

_ არ იცი არა? ვერ ხვდები ხომ?_ ისე მარტივად გადავედი თავაზიანობიდან აგრესიულ შეტევაზე თავადაც ვერ გავიგე.

_ აი ზუსტად შეყვარებულებივით ჩხუბობთ ახლა._ გაეცინა ნიკოს.

_ აი შენ ახლოს არ გამეკარო, თორემ..._ მუჭი მოვუღერე ვატოს.

_ შენ კიდე წამოეთრიე ჩემთან!_ ნიკოს ხელი დავავლე და წავაპრონწიალე. უკან რომ მივიხედე, უცებ გამეცინა. ვატოს ჩემი ტუჩსაცხი ეკავა და თვალმინაბული ყნოსავდა.

_ ერთი წუთი მოიცადე!_ თვალები დავუბრიალე ნიკოს. მივეპარე ვატოს და ტუჩსაცხი ხელიდან ავართვე.

_ მომეცი აქა! ჩემია ეს!_ ზურგი ვაქციე ახარხარებულს და ნიკო შევიპყარი, რომელიც გაპარვას აპირებდა. ისეთი თვალებით იყურებოდა ვატოსჯენ, როგორც არწივისგან გატაცებული პატარა ბატკანი.

_ახლა გამაგებინე აქ რა ხდება და რატომ ვართ აქ ჩვენ სამივენი!_ აივნის კუთხეში მივიმწყვდიე ბატონი ნიკოლოზი.

_ რა იყო, არ თქვა, რომ არ მოგწონს?

_ ვინ არ მომწონს?

_ ვინ კი არა რა, მაგრამ რახან ვინზე ჩამოაგდე სიტყვა, ესეიგი ვინიც!

_ ოოოო, ახლა ვატყობ შემომაკვდები! რა თამაშს თამაშობთ?!

_ მისმინე დარო! რადგან მაინცდამაინც ჩემგან გინდა ამ ამბოს მოსმენა გეტყვი. ვატოს უყვარხარ, აგერ უკვე ხუთი თუ მეტი წელია, არ ვიცი! შენ კიდევ ვერც კი ამჩნევ. რა იყო, არ შეიძლება მეგობარს დავეხმარო ცოტა?_ გაოცებისგან დავუსტვინე.

_ ხუთი თუ ექვსი? მართლა?! მოიცა ეგ შეამჩნიე არა ვატოს რომ ვუყვარვარ და ის...._ ისევ დროზე მოვასწარი გაჩუმება. კინაღამ ვუთხარი, ჩემი სიყვარული ვერ შეამჩნიე მარტომეთქი. ენაზე ვიკბინე. ამოიოხრა. წინ გადმოიწია და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.

_ ვის ვის და შენ კი უნდა გესმოდეს ვატოსი! დარო მე ცოტა ცანცარა კი ვარ, მაგრამ სულელი არა! მაგრამ სიყვარული გრძნობაა, და არა თანაგრძნობა! გესმის ჩემი?! _ მითხრა ისეთი სერიოზულობით, როგორც არასდროს.

_ არ ვიცი, როგორ გითხრა, მაგრამ ჩვენი მეგობრობა ჩემთვის ყველანაირ სიყვარულზე ძვირფასია! ჩემი მშობლების დაღუპვის შემდეგ მარტო იზო და შენ მყავდით. როგორ გგონია, შენთან მეგობრობას რაღაც სულელური სიყვარულით გავაფუჭებდი?! სიყვარული არაა საიმედო, ხან მიდის, ხან მოდის! მაგრამ მე და შენ ხომ ხედავ მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ!_ და უცებ მივხვდი, ყველაფერს მივხვდი, სანაგვეში გადაყრილი გორგოლაჭების ამბიდან დაწყებილი, ყველა მისი წიასწარგანზრახული უყურადღებობის ნამდვილი მიზეზი გავიაზრე. გული ამიჩუყდა. თვალები ცრემლებით ამევსო.

_ დარი, არ იტირო რა!_ ნიკოსაც ჩემსავით თვალებზე ადგა ცრემლები, მაგრამ არასდროს აღიარებდა, რომ ბიჭებც ტირიან ზოგჯერ და თავს მამაცურად იკავებდა.

_ ნიკო მიყვარხარ!_ ვუთხარი და სამყაროში ყველაზე ერთგულ და ძვირფას მეგობარს გადავეხვიე.

_ მადლობა ნიკო!_ ვუთხარი ასე ჩახუტებულმა.

_ ჩემი სულელი დარიჩინა!_ თმა ამიჩეჩა მან.

_ ვაი, ვატყობ ვიღაცამ ჩვენი ჩახუტება სხვანაირად გაიგო!_ მის ნათქვამზე მის მზერას გავაყოლე თვალი და აივნის ქვეშ მდგარი შუბლშეჭმუხნული ვატო დავინახე. ცოტა ხანს გვიყურა ასე ჩაკონებულებს, მერე ზურგი გვაქცია და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა სადგომისკენ მიმავალ მოყინულ ბილიკს.

_ მგონი უნდა დაეწიო, _ წამაქეზა ნიკომ ეშმაკურად.

_ მასე ფიქრობ?_ სითამამისთვის კიდევ მჭირდებიდა პატარა მუხტი.

_ ასეთ ბიჭს კიდევ შეხვდები სადმე? ხელიდან არ გაუშვა იცოდე, თორემ ჩემი ხელით გცემ!

_ ხელიდან არ გავუშვა?!_ საკუთარ თავს ვუთხარი და ვიგრძენი მისი "ხელიდანგაშვების" უმცირესმა შანსმაც კი როგორ მომიჭირა გულზე. ქურთუკს ხელი დაგაგლე და გიჟივით დავეშვი კიბეებზე.
ისე გავრბოდი, თითქოს ამ ქვეყნად ყველაზე მთავარი და ყველაზე ღირებული სასწაული მეცლებოდა ხელიდან.

შორიდანვე დავინახე, მანქანაზე მიყუდბული, ჩაფიქრებული იდგა და ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. ალბათ წასვლის გადაწყვეტილბის მიღება ძალიან უჭირდა. მე ასე მეჩვენებოდა.

_ ვატოოო! ვატოოოო!_ ვეძახდი და თავქუდმგლეჯილი სრიალ _სრიალით მივრბოდი მისკენ. სანამ გავრბოდი არ ვფიქრობდი იმაზე, თუ რა უნდა მეთქვა მისთვის.
ძახილზე გამომხედა და შეცბა. გაჩერება სირბილზე რთული აღმოჩნდა.
ვატომ ხელები ინსტიქტურად გაშალა და რასაც ჰქვია პირდაპირ გულში ჩავხუტე ყვირილით.

_ ფრთხილად დარო! ფრთხილად! ნიკო მართალი ყოფილა, ვატყობ მართლა ბოლოს მომიღებ შენ!_ უცნაური მშვიდი ღიმილით მითხრა. მაგრამ მე ისე ვიყავი არეული, მის სიტყვებს ყურადღებაც არ მივაქციე.

_ არ წახვიდეთ!_ ისე ვიყავი ამ თავაზიან ფორმას მიჩვეული უნებურად ისევ თქვენობითში ველაპარაკებოდი.

_"თ" ისევ ეს "თ"!_ გაეცინა მას_არასდროს მეგონა ერთი ასო თუ ამხელა ბარიერი შეიძლებოდა ყოფილიყო! _ ახლაღა გავიაზრე, რომ ხელი ისევ ჩემს წელზე ჰქონდა მოხვეული. მეორე ხელით კი სახიდან აწეწილ, დაფიფქულ თმებს მაშორებდა.

_ არ გცივა?_ მკითხა ისე, თითქოს არსადაც არ აპირებდა წამის წინ წასვლას. თუ არ აპირებდა და იმ საძაგელმა ნიკომ გამაგიჟა?!

ვატომ თეთრი პომპონიანი ქუდი მოიხარდა და თავზე ჩამომამხო.

_ გიხდება!_ მითხრა. მერე კაშნიც მოიხსნა და რამდენჯერმე შემომახვია ყელზე. ვუყურებდი და არ მჯეროდა. როგორ და რანაირად მოხდა, რომ მას ვერ ვხედავდი?! ხელი ლოყაზე მივადე. ოდნავ მოვეფერე. მართლა ნამდვილი კაცი იყო, არ მეჩვენებოდა. იდგა ჩემს წინ და სიყვარულით მიღიმოდა. იდგა, როგორც ყველაზე ჯადოსნური სასწაული, ახალ წლამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე ნაპოვნი ბედნიერება.

_ ცივა!_ ვუთხარი იმიტომ რომ კაშნის და ქუდის ნაცვლად თავად მინდოდა ჩამხუტებოდა. რათა როგორმე დამეჯერებინა, რომ ეს ჯადოსნური ფილმიდან გადმოსული მწვანეთვალება სასწაული კაცი მართლა მე მეკუთვნოდა. გაეღიმა.

_ წამოდი ტკბილი, ცხელი კაკაო დავლიოთ!

_ ტკბილი?!_ გამიკვირდა მე. ორი წელი იყო უშაქრო ყავას სვამდა. ისევ გაეცინა.

_ როგორც იქნა, თორემ აღარ შემიძლია უკვე იმ საშინელი მწარე ყავის დალევა! ცოტაც და მოვკვდებიდი!

_ რაა? შენ ხომ უშაქრო გიყვარს?!_ ისე გულწრფელად გამიკვირდა. რა ვიცი ბოლომდე კი ამოწრუპავდა ხოლმე, ერთ ყლუპსაც არ ტოვებდა.

_ კი რადგან შენ გადაწყვიტე ასე!_ ორივე ხელი ლოყებზე მომკიდა და პატარა ბავშვივით გამიწელა აქეთ_იქეთ.

_ შენი კოცნა მწყურია!_ ისეთი ხმით მითხრა, მუხლებში ისევ ჟრუანტელმა დამიარა. ნელა დაიხარა ჩემკენ და უცებ ერთმა იდეამ გამკრა თავში.

_ მოიცა! მოიცა ! დახუჭე თვალები!

_ რატომ?!_ გაუკვირდა.

_ დახუჭემეთქი!_ დავიჟინე მე. ამოიოხრა და დახუჭა.მე ჯიბიდან თოვლისბაბუას ნაცხვირევი ტუჩსაცხი ამოვიღე და სწრაფად გადავისვი ტუჩებზე. აი ასე, ჩვენი პირველი კოცნა, მისი ტუჩები, აუცილებლად უნდა დამხსომებოდა ამ ტკბილი სურნელოვანი გემოთი.

_ აი ასე! ახლა მზად ვარ!_ ვუთხარი. თვალები დავხუჭე და სულ პატარ ჯუჯა რომ უწვდის ფიფქიას ტუჩებს საკოცნელად, ზუსტად ისე გავუაშვირე თვალდახუჭულმა.
გავიგონე როგორ ჩაცინა. და მერე მთელი გუდაური, საქართველოც, დედამიწაც და სამყაროც გადაფარა ბედნიერებამ. მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით.

უზარმაზარი ცივი გუნდა მოგვხვდა პირდაპირ სახეებში. გაოცებულმა ვჭყიტე თვალები. ვერც მივხვდი რა ჯანდაბა მოხდა.

_ აი ახლა კი დრო მოვიდა ეს უბედური მოვკლა!_ ჩაილაპარაკა ვატომ ჩემს ტუჩებთან ავად. და ახარხარებულ ნიკოს გამოუდგა უკან.

ვიდექი მარტო , გიჟივით ბედნიერად ვიღიმოდი, ღამის ციდან ცვიოდა ქულა უზარმაზარი ფანტელები,
და ვხედავდი, როგორ ბავშვებივით თავაწყვეტილად და გატაცებით გუნდაობდა ორ ყველაზე დიდ ბედნიერება, რაც არსებობს დედამიწაზე:
მეგობრობა და სიყვარული.....

გარეთ თოვს... გარეთ თოვს.... გარეთ თოვს....

ჯადოსნური, ბედნიერი, თოვლიანი, და ფიფქებიანი ახალი აწელი ყველას.....

(დასასრული)

ვე რა



№1 სტუმარი მე❤

თითქოს სულ ასე უნდა ყოფილიყო❤მიყვარს❤

 


№2  offline წევრი GMG

როგორ მომეწონა❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატალია

აუ რა ლამაზი ისტორიააა
მადლობა

 


№4 სტუმარი One

Unichieresi vera❤️
Sul unda werot, suul))
Dzalian visiamovne, madloba))

 


№5 სტუმარი Lali Napetvaridze

ძალიან კარგი ნოველაა , გაიხარეთ მადლობა ❤️????????

 


№6 სტუმარი kati

აუუ,რა საყვარლად კარგი და რა ცოტა იყო❤️

 


№7 სტუმარი იზიკო

რა შემიძლია გითხრა. შესანიშნავ ნოველებს წერ !მადლობა და ბრაო.????

 


№8 სტუმარი სტუმარი მაო

მე ვიტირე კიდეც ❤️ ძალიან კარგი იყო, დილის მოკლე სასიამოვნო დოზა მივიღე

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

მიხარია, რომ მოგწონთ. და მადლობა ყველას დიდი)))))

 


№10 სტუმარი ზამირა

საოცარი გოგო ხარ ვერა,მიყვარს შენი ნოველები❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი სოფი

როგორ გიყვარს ბედნიერების მომტანი ისტორიები და მეც ჩასაფრებული გელოდები, უნიჭიერესი გოგო ხარ

 


№12  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ასეთ მოთხრობებს,საახალწლოდ ვწერთ ხოლმე ჩვენს ჯგუფში, უბრალოდ მკითხველს ვუკეთებთ საახალწლო საჩუქარს. განწყობას ვქმნით, ჩვენც ვხალისობთ მკითხველსაც ვახალისებთ. მადლობა ყველას, ვინც ემოციის გაზიარება არ დაიზარეთ.

 


№13 სტუმარი სტუმარი იაკო

აი ძალიან, ძალიან მაგარი გოგო ხარ!
წერო და წერო ისე კარგად გამოგდის????

 


№14 სტუმარი გიული

მომეწონა ძალიან:))

 


№15 სტუმარი ეკა 5

ძალიან ლამაზი ისტორია იყო ❤️❤️????❤️❤️

 


№16  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეკა 5
ძალიან ლამაზი ისტორია იყო ❤️❤️????❤️❤️

მადლობაა))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent