შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემნაირი (თავი 2)


11-12-2023, 01:05
ავტორი ეველინა
ნანახია 939

იმისდა მიუხედავად რომ ლოდინს ვერ ვიტან, უკვე ორი საათია მანქანაში ვზივარ და ველოდები ჩემთვის სრულიად უცნობ პიროვნებას, მართლა შევიშალე. რომ წავიდე და აღარ დაველოდო? გადავიფიქრე და მორჩა.. ათასი ფიქრი მიტრიალებს გონებაში. ტელეფონი რომ გავთიშო საერთოდ? გონს ტელეფონის ზარს მოვყავარ
-სად ხარ ?-მესმის მეთეს ხმა
-მანქანაში
-მასეთი კონკრეტიკაც არ მინდა, მანქანის ნომერი მითხარი
-**945**
-შავი ჯიპი, გიპოვე
ყურმილს ვკიდებ და მანქანისკენ ჩემოდნებით მომავალ მეთეს გავცქერი... საკმაიოდ მაღალია, შავგრემანი შავი თვალებით და დაბალი წვერით, საბარგულის კარს ვაღებ ჩემოდნებს ათავსებს შემდეგ კი ჩემს გვერდით წინა სავარძელში იკავებს ადგილს. მანქანას ადგილიდან ვწტვეტ და ვიწყებთ მოგზაურობას
-მოდი თავიდან დავიწყოთ -უხერხულ სიჩუმეს არღვევს მეთეს ხმა.
-რას გულისხმობ?-ვეუბნები და მისკენ ვატრიალებ თავს .
- გზას უყურე სიკვდილი არ მინდა ჯერ!
-არ ინერვიულო კარგი მძღოლი ვარ .
- მე მეთე ხალვაში ვარ.
-კესანე დადიანი, სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც და იმედი მაქვს ასე სასიამოვნოდ გაგრძელდება. სვანი ხარ?
-კი, მაგრამ იქ ბავშვობის მერე არ მიცხოვრია. აჭარის კალთებ ქვეშ გავიზარდე.
-სიმართლე რომ გითხრა, არ მეგონა რომ დარეკავდი, გამაკვირვა შენმა ზარმა.
-არც მე მეგონა რომ მიპასუხებდი.
-უცხო ნომრებს ვპასუხობ ხოლმე.
-გაგიმართლა.
-აქ გააჩერე!-მოულოდნელად მეუბნება მეთე
-რახდება?
-მარკეტში შევიდეთ, საბარგულში ისეთი არაფერი გიდევს შიმშლით აპირებ ჩემს მოკვლას?
-ჯანდაბა! ეგ არ გამხსენებია- ვამბობ და უხერხულად ვიშმუშნები.
მანქანიდან გადმოვდივართ და მარკეტში შევდივართ, სექციებს შორის დაბნეული დავაბიჯებ, მეთეც თითქოსდა განზრახ ხმას არ იღებს ასე უხმოდ მომყვება უკან.
-იცი მაინც რა უნდა იყიდო?-მეკითხება მეთე. მე კიდევ საწყალი გამომეტყველებით ვუყურებ.
-ნწ , მზარეული შენ ხარ შენ უნდა იცოდე.
-გასაგიჟებელია, მაშინ როგორც გამოცდილი მზარეული გეტყვი რომ დაგვჭირდება ზეთი ზეითუნის,... ესეც ავიღოთ... პური ვიყიდოთ თუ აჭარაში გაზრდილმა გოგომ იცი როგორ ცხვება?
-ვიყიდოთ
-შეგრცხვა თუ მომეჩვენა?
- მოგეჩვენა-ვეუბნები მართლა დარცხვენილი, პირველად შემრცხვა იმფაქტის რომ პურის დაცხობა არ ვიცოდი. მეთემ ელვის სისწრაფით გაავსო ურიკა. ყველაფერი ვიყიდეთ მგონი რაც გვჭირდებოდა და რაც არ გვჭირდებოდა..
გზად ისევ სიჩუმემ დაისადგურაა. რაც უფრო მაღლა მივდიოდით მთებისკენ მით უფრო სახიფათო ხდებოდა გზა, ამას თოვლიც ემატებოდა. ხო სწორად გაიგეთ თოვლი. მიყვარს ზამთარი, განსაკუთრებით თოვლი, დედაჩემი მოფერებით ფიფქს მეძახდა. ასე მითხრა თოვლის ფიფქებს მოყევი შენ, მათ მოგიყვანეს ჩემთანო ამიტომ ჩემი ფიფქი ხარო.. მეღიმება ამის გახსებევაზე. თურმე სასიამოვნო მომენტებიც ყოფილა ჩემს ბავშვობაში. მე კიდევ, როგორც ყველა მხოლოდ წყენას და ცუდ მომენტეებს ვიმახსოვრებდი.
-საჭესთან მე დავჯდები
-რა?
- თოვს ცუდი ხილვადობაა, თან შენც დაიღალე რამდენი ხანია საჭესთან ზიხარ
-მართვა იცი?
-როგორც დედაჩემი იტყოდა ჩემზე უკეთეს მძღოლს ვერ ნახავთ
არ ტყუოდა. საოცრად კარგი მძღოლი იყო. ვუყურებდი როგორ დინჯად და თავდაჯერებულად მართავდა მანქანას და უნებურად გამეღიმა, საკუთარი თავი გამოვიჭირე რომ მომწონდა მასზე ყურება, მომწონდა ჩემი მანქანის საჭესთან რომ იჯდა. ჩემი გოგო უნივერსიტეტი რომ დავასრულე ბაბუაჩემმა მაჩუქა. სამწუხაროს იმავე წელს გარდაიცვალა, ბაბუაჩემი იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც მანქანის საჭესთან დაჯდომის უფლებას ვაძლევდი.. სხვა არასდროს არავინ ყოფილა. ახლა კი ერთი დღის გაცნობილი ადამიანი მართავს ჩემს გოგოს და მეს ეს მომწონს. მალე მოსაღამოვდა. უნაკლო არც ზამთარი არ არის.
-ამის იქით გზა არაა მანქანით ვეღარ გავალთ.
- ფეხითაც ვერ გავალთ-ვამბობ და ჩემს კამპუსებს დავყურებ.
-გამაგიჟებ იცოდი მაინც სად მოდიოდი თან მარტო?
-ვიცოდი
-მერე ჩექმები მაინც უნდა ჩაგეცვა
-ნუ მეჩხუბები
-არ გეჩხუბები ხმაც კი არ ამიწევია, იმედია ჩემოდანში გაქვს რამე?
-მაქვს-ვამბობ და გაბუტული ვაღებ მანქანის კარს
-სად მიდიხარ ? მე მოგიტან
-ჩემოდნის გვერდით აწყვია
-კოტეჯის მეპატრონეს დაუკერეკე მანამდე
მეპატრონესთან ვრეკავ, რომელიც მამცნობს რომ სამწუხაროდ გუშინ დიდი თოვლი მოსულა სამანქანო გზა თოვსლს დაუფარავს და ერთი დღე მაინც დასჭირდება გაწმენდასო. რაც იმას ნიშნავდა რომ მანქანა უნდა დაგვეტოვებინა და ფეხით წავსულიყავით. ძია თედომ ისიც გვამცნო, რომ მარტო გზას ვერ გავაგნებდით და დავლოდებოდით. დიდხანს ლოდინი არ დაგჭირვებია მალევე მოვიდა.
-შვილებო ბოდიში მომითხოვია ასეთი პრობლემა რომ შეიქმნა, ხვალ მოვა მანქანა და გაწმინდავს გზას
-არაუშავს ბატონო თედო, გთხოვთ წინ გაგვიძეხით
-სამანქანო გზით ვერ წავალთ შორია ტყის ბილიკს გავუყვებით
-კარგით
თოვლი საკმაოდ დიდია ძლივს მივაბიჯებ. ახლა ვხვდები რომ მოგზაურობის დაგეგმვას ბევრი რამ სჭირდება პირველი კი სწორი დროის შერჩევაა, როგორ ვერ ვიფიქრე რომ დეკემბრის ბოლოს აქ დითთოვლობა იქნებოდა. მეც მაგარი ვარ რა მოვინდმე მთები და 15 დღიანი ვოიაჟი.
-მახარებს თქვენნაირი ახალგაზრდების ნახვა აქ, სამწუხაროდ დღეს ახალგაზრდობამ დაივიწყა მთა, ყველა ბარისკენ მიდის და დავცარიელდით, მალე ალბათ საერთოდ აღარავინ დარჩება, სხვებს რა ვუთხრა ჩემი შვილიშვილები არ ბრუნდებიან მთაში
-მე ძალიან მიყვარს მთა, მაგრამ ზაფხულობით უფრო ვსტუმრობ ზამთრობით არასდროს ეს პირველია-ამბობს და ჩემკენ აპარებს მზერას
-ცოლს ხათრი ვერ გაუტეხე შვილო ალბათ თუ თაფლობის თვეს ატარრებთ აქ
-ეგრეა დაიჩემა და აღარ გადათქვაა- მისი თქმა და ჩემი გაოცება ერთი იყოო
-არაა ძია თედო ეგ ჩემი ქმარი
-როგორ თუ არაა-გაიკვირვა მოხუცმა
-ბრაზი ალაპარაკებს ბ. თედო მანქანაში ცოტა წავიკამათეთ და ისევ გაბუტულია- ეუბნებდა და წარბებს მაღლა წევს
-ანგელოზივით ცოლი გყავს შვილო მოუფრთხილდი და არ გააბრაზო, მე ჩემს „ნენეს“ ცივ ნიავს არ ვაკარებ
-ხელის გულზე ვატარებ, აქაც მისი ბედნიერებისთვის ვართ. მთაში უნდოდა ახალი წლის გატარება ხოდა აქ ვართ-ამბობს მათე და დამეფიცებაა იღიმის სიბნელის გამო ვერ ვხედავ მაგრამ ვიცი რომ იღიმის
-წინ მდინარეა, ქვებზე ფრთხილად გადმოდით- გვამცნობს ძია თედო, ახლაც არ ვიცი ძიას რატომ ვეძახდი.
მამაკაცები უპრობლემოდ გადავიდნენ მდინარეზე მე კიდევ დიდხანს ვიყურებდი ნეტა რას გულისხმობდა ძია თედო „პატარა მდინარეში“
-შვილო გადმოდი არაა საშიში -მამხნევებს ძია თედოო
-ძვირფასო გინდა ხელში აგიყვანო?- დამცინის მეთე და ჩემსკენ მოდის
-არა მადლობა- ვამბობ და მდინარეში ჩაწყობილ ქვებს ფრთხილად ვადგამ ჯერ ერთ მერე კი მეორე ფეხს. იმის გამო რომ ქვები გაყინულია ფეხი ამიცდა და რომ არა მეთე არც კი მინდა წარმოვიდგინო რა მოხდებოდა
-უჩემოდ რა გეშველებოდა
-უშენოდ მგონი მოვკვდები -წამოვილუღლუღე გონებაში ამოტივტივებული სიმღერის ტექსტიი
-ხელი გამომიწოდე- ჩემს პატარა თითებს მის დიდ ტორებში აქცებს და ფრთხილად მივყავარ მეორე მხარისკენ. თბილი ხელები აქვს მეთეს, საოცრად თბილი ხელები.
-როგორმე ჩემითაც შევძლებ სიარულს
-არ მინდა დაქვრივება, ქვრივის სტატუსი არ მიხდება
-ვინმეს უთქვამს რომ ხეპრე ხარ?
-პირველი ხარ
-სურვილი ჩავიფიქრო?
-თუ გინდა შეგიძლია, მაგრამ პარალელურად გამომყევი
-ბავშვებო ხომ კარგად ხართ?-ნერვიულობს ძია თედოო
-კი ბ.თედო მე და ჩემს ცოლს არაფერი გვიჭირს
-როგორ არ გრცხვენია ადამიანს რომ ატყუებ
-გინდა სიმართლე ვუთხრა? ბარში გავიცანით ერთმანეთიი და
-კარგი ხო რამოდენიმე საათი ავიტან შენი ცოლის სტატუს, არ მიხდება მაგრამ მაინც.
- ბევრი არიფიქრო მარტივად ასატანი გახდება
-შენ გეტყობა რომ საერთოდ არ ფიქრობ
-რომ დავფიქრებულიყავი რამეზე ახლა აქ მარტო იქნებოდი
-თუ გინდა წადი. არაფერი დამიძალებია
-ღირსი ხარ მართლა დაგტოვოს კაცმა
-მანქანის გასაღები მოგაწოდო?
-წასვლას თუ გადავწყვეტ ეგ არ დამჭირდება.
-ვიმედოვნებ
-გამაგიჟებ
-მე ნურაფერს დამაგრალებ ნურც შენ სიგიჟეს
-არ მიკვირს ჯერ ჯიდევ რომ გასათხოვარი ხარ
-უკაცრავად?
-მაგ ხასიათით ვინ აგიტანს
-უტაქტო
-ფრთხილად არ დაეცე
-არ დავეცემი შენი დახმარების გარეშეც შევძლებ
-უჩემოდ მოკვდები არ დაგავიწყდეს-მახსენებს ჩემივე სიტყვებს და იღიმის ნათლად ვხედვ მის ღიმილს და დიალოგის გაგრძელების უნარს ვკარგავ. რას მიკეთებს.
გზად კიდევ ბევრი ვისაუბრეთ უფრო სწორად ისაუბრეს. მთელი გზა მეთეს ჩემი ხელი არ გაუშვია. თითქოს ეშინოდა არ დავკარგოო და არცაა გამორიცხული რომ დავკარგულიყავი.კოტეჯს რომ მივუახლოვდით უკვე საკმაოდ დაღლილები ვიყავით, მაგრამ რაც დაგვხვდა იმ მშვენიერება ღირდა ეს დაღლა. ნაძვის ხეებს შორის მოქცეული ორსართულიანი კოტეკი განათებებითა და იმ სიმშვიდით რასაც ვეძებდი. სახლში შესულებს სითბო დაგვხვდა რაც ძალაინ გამიხარდა ბუხარში ნაკვერჩალი ისევ ღვიოდა...
-ძია თედო საკმაოდ გვიანია თან ბნელა იქნებ დღეს აქ დარჩენილიყავით
-კესანე შვილო ჩემი წასვლის დროა ჩემი ნენე მელოდება სახლში
- ერთი ღამით არაფერი დაშავდება
-ცოლად რომ მოვიყვანე დავპირდი რომ არცერთ ღამეს არ გაატარებდა უჩემოდ, პირობას ვერ გავტეხ შვილო, კაცი სიტყვით და საქციელით ფასობს.
-არასდროს გდომებიათ პირობის გატეხვა?
-შვილო მინდა სწორად გამიგო, მე ახლა სახლში პირობას კი არა იმ გულს მივყავარ, რომელიც ჩემს მკერდში მისთვის ცემს, იმ თვალებს მივყავარ, რომლითაც მის გაბრწყინებულ სახეს დავინახავ შინ მისული. არასდროს მდომებია საყვარელ ქალზე მიცემული პირობის გატეხვა. შემიძლია, მაგრამ არ მინდა
ფანჯრიდავ ვუყურებდი შინისაკენ, თავის ნენესთან მიმავალ ძია თედოს და თვალზე ცრემლი მომადგა. მართლაც რაოდენ დიდი სიყვარულის დატევა შეუძლია ადამიანის გულს. სამწუხაროა რომ მისი მსგავნი ცოტანი დარჩნენ. გული გამითბო მისმა სიტყვებმა და დამარწმუნა რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს, ყველას არ ეწვევა მხოლოდ იშვიათნი თუ გამოცდიან ამ გრძნობას, ვიმედოვნებ ამ იშვიათთა შორის მეც ვიქნები ოდესმე.
მეთე ბუხარს ანთებს და მახსენებს რომ სულ რაღაც ორ საათში ახალი წელი შემოაღებს კარებს. პირველი ახალი წელი ხალხის და მეგობრების გარეშე. პირველი ახალი წელი უცნობ გარემოში და უცნობ მამაკაცთან ერთად, რომელიც ახლა ყველაზე ნაცნობად მეჩვენება.
რომ დავფიქრდეთ მეთეს ადგილას მე დიდი ხნის წინ გავმართავდი ისტერიკას და წავიდოდი. ჩემს გამო რამდენი რამის გადატანა მოუხდა და ამას ჩემი მწარე რეპლიკებიც დაემატა. უმადური ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. ახლა გავიაზრე ჩემი „უშენოდ მგონი მოვკვდები“-ს სინამდვილე. წამოვედი მთაში და რეალურად არაფერი არ მქონდა მოგვარებული. მეთე რომ არა საჭმლის გარეშეც დავრჩებოდი.
-მადლობა მეთე ყველაფრისათვის.
-არაფრის მაგრამ შეგიძლია მადლობა საჭმლით გადამიხადო?
-პროდუქტი ხო მანქანაში დარჩა?
- ზურგჩანთაშია რაღაცეები წამოვიღე
- როდის ჩაალაგე კი მაგრამ ?
-შენს ჩექმებზე რომ გადავედი მაშინ
- მადლობა მაგისთვისაც
-დღეისთვის ბევრი მადლობა მივიღე მაგრამ ეგ შიმშილის გრძნობას არ გამინეებს
-საჭმლის გარდა რამეზე ფიქრი შეგიძლია
-ახლა არა
-კუჭის მონა
-გახლავართ
-კვერცხს შეგიწვავ
-ნეტა დედაჩემისთვის გამომერთმია ის საჭმლის ჩანთა
უნდა აღინიშნოს რომ საოცარი ახალი წელი გამოგვივიდა.დაუვიწყარი.ასეთი არამგონია ვინმეს ქონოდა მეორეს. საკუთარ თავს რომ დავცინი აი სადამდე მივედი. თორმეტ საათზე ჩვენს სუფრას ამშვენებდა შემწვარი კვერცხი პური და ღვინო რომელიც სამზარეულოში ვიპოვეთ.
-გილოცავ
-გილოცავ
-მიირთვი რატომ არ ჭამ ?
-საიდან დავიწყო არვიცი რამეს ხომ არ შემომთავაზებდით
-ნუ დამცინი
-შენ არა საკუთარ თავს დავცინი
-თუ არ გინდა მე შევჭამს ყველას-ვამბობ და თეფშს ხელში ვიჭერ
-მოიცადე არ მიტქვამს არმინდათქო
-არც ის გითქვამს მონდაოო
-კესანე სად მიდიხარ?
-აბა არ გინდოდა. მმმმ... ძალიან გემრიელია ცოტა მარილი აკლია
-გიჟი ხარ იცი?.
-მშიერს ჯობია
-მეც მშია
-სამზარეულო იქითა
საოცარი სანახაცია სამზარეულოში გასქურასთან მოფუსფუსე მამაკაცი. დამიჯერეთ ხცოვრებაში ერთხელ აუციებლად უნდა ნახოთ ეს სცენა დივანზე წამოწოლილმა ღვინის ჭიქით ხელში.
-ერთ დღეს ამის გამო გადაგიხდი
-ველოდები
მეთეს სამზარეულოში ფუსფუსით გართულს ერთი მეტამ მნიშვნელოვანი საკითხი ამომივარდა თავიდან და იქამდე არ გამხსენებია სანამ დაძინება არ განვიზრახეთ. კოტეჯში ერთი საძინებელი იყო და რა თქმა უნდა ერთი ორადგილიანი საწოლი.
-უკვე არ ვიცი რა ვიფიქრო-სახეზე ღიმილი დასთამაშებს მეთეს
-საწოლში მე ვიძინებ შენ დივანზე დაიძინებ როგორც ჯენტლმენი-ვანცნობ გადაწყვეტილებას
-საბანს და ბალიშს წავიღებ მაშინ
-მოიცა მე რა დავიხურო?
-ჩემზე რას იტყვი?
-ბუხარს თუ არ ჩააქრობ დილამდე სითბო იქნებაა
-ნუ სულელობ საწოლში დავიძინებთ ორივე. ნუ გეშინია არ შეგეხები, ქალებთან მხოლოდ მათი სურვილიტ ვწვები
-მადლობა უსარგებლო ინფორმაციისთვის-ვეუბნები და შხაპის მისაღებად მივდივარ . აბაზანიდან გამოსულს მეთე ოთახში არ მხვდება. ფანჯრიდან ვიხედები და აივანზე მდგარ მეთეს ვხედავ სიგარეტით ხელში ტელეფონზე საუბრობს. საწოლში ვწვები და მგონი სუნთქვასაც კი ვწყვეტ. ბალიშებს ვიღებ და საწოლის შუაში ვდებ.
მეთე მალევე ბრუნდება შხაპის მისაღებად მიდის. არ გამომპარვებია ჩაცინების ხმა ბალიშების დანახვის შემდეგ
-ხანჯალს ან ხმალს ველოდებოდი
-საზღვარს არ გადმოსცდე
- ერთხელ და სამუდამოდ შეუშვი მაგ ლამაზ თავში რომ შენი სურვილის საწინააღმდეგოს არაფერს გავაკეთებ. მანამ არ მოგეკარები სანამ არ მეტყვი. ახლა კი მშვიდად დაიძინე.
არ მახსოვს როდის ჩამეძინა. ალბათ ძალიან გვიან დილით სიმძიმის შეგრძნებამ გამაღვიძა. ცხვირი ამიწვა ნაცნობმა და თან თითქოს უცნობმა სურნელმა. გონებამ უკვე გაიაზრა რაც ხდებდა, მაგრამ ბოლომდე იმედი მქონდა რომ ასე არ იქნებოდა. მეთემ მისი სიტყვა გატეხა? თვალებს ნელა ვახელ და მეთეს სახეს ვხედავ მშვიდად სძინავს. ასე ახლოს მასთან პირველად ვარ. წარბთან ნაიარევს ვამჩნევ ალბათ რომელიღაც ჩხუბიდან დარჩა ვფიქრობ და მეცინება... კესანე სულ შეიშალე ხომ? ვიღაც მამაკაცის მკლავებში წევხარ და იმის ნაცვლად გაეცალო მის სახეს შეისწავლი და მალე სხეულის ფორმებზეც გადახვალ. სხეულის ფორმებზე გამახსენდა მაისური ფარავს, მაგრამ ისედაც ეტყობა ნავარჯიშევი სხეული. აი ახლა მართლა გავგიჟდი.. ფრთხილად ვიშორებ მეთეს ხელს და საწოლიდან ვდგები. მეთეს სიტყვა არ გაუტეხია ეს მე ვიყავი ვინც მის მხარეს გადავიდა და მიეწება. მგონი ნიკას სიტყვები მართლდება... ალბათ დიდხანს გავაგრძელებდი მძინარე მეთეს ყურებას რომ არა ძია თედოო
-ბავშვებო გძინავთ?
-მეთეს სძინავს ახალ წელს გილოცავტ ძია თედო
-მეც გილოცავთ ჩემო კარგებოო ამ წელს ყველაფერი კარგი მოეტანოს თქვენთვის და პატარა გოგო ან ბიჭი ეჩუქებინოს- დაგვლოცა ძია თედომ.. ამ ტემპით თუ გავაგრძელე გვაჩუქებს გავიფიქრე და თავი გავაქნია ფიქრების გასაფანტად
-მადლობა ძია თედო
-მანქანა დიდი ხანია მოსულია გზის წმენდას დაასრულებს და მალე შეგეძლებათ მანქანის ამოყვანა. აქ პროდუქტებია, გუშინ ვერაფრის წამოღება მოახერხეთ
-მადლობა ძია თედო არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ
- მომავალ წელსაც ამოდით ოღონ სახლში გვესტუმრეთ აქ არა
-კარგი აუცილებლად გესტუმრები
-მარტო შენ არა ქმარიც გამოიყოლე
-ბ. თედო გპირდებით მე და კესანე შემდეგ წელს აუცილებლად გესტუმრებით- ზურგს უკან მესმის მისი ხმა. როდის მოასწრო გაღვიძება არადა ორი წუთის წინ მშვიდად ეძინა.
-პირობას როგორი კაცები ტეხენ ხომიცი-ნიშნისმოგებიტ უთხრა ძია თედომ მათეს
-მაგ სიაში არასდროს მოვხვდები
-მიხარია
მეთე ძია თედოს გაყვა მანქანის გამოსაყვანად. მე კი სამზარეულოში შევედი. საჭმლის მომზადება ერთ სულიერს კი უნდა ეკისრა, მაგრამ როგორც ჩანს დაავიწყდა მისი მოვალეობა. დიდხანს ვფიქრობდი რა გამეკეტებინა ბოლოს კი სენდვიჩებზე შევაჩერე არჩევანი. მზადება დასრულებული მქონდა ნინომ რომ დამირეკა
-აბა როგორ ხარ?
-ახან წელს გილოცავ ნინო
-მეც გილოცავ, მაგრამ უჩემოდ რანაირი ახალი წელი გაქვს არვიცი
-ისევ გაბრაზებული ხარ?
-აქ მარტო დამტოვე და წადი გადაიკარგე სადღაც მთებში არ მაქვს გაბრაზების უფლება?
-შემოგთავაზე წამოსვლა
-იცოდი რომ ვერ წამოვიდოდი და მაგიტომ
-მართლა ეგრე თუ ფიქრობ მეწყინება
-ხომიცი რომ ეგრე არაა
-მომენატრე უკვეე
-თვალები მატყუებს თუ საჭმეს ამზადებ
-სენდვიჩებს
-ამდენს როდის მერე ჭამ ? კესანე რას მიმალავ
-არაფერს
- მიხარი რომ მგლების ლუკმა არ გამხდარხარ
-მალე გავხდები...
-რა თქვი?
-არაფერიი გაჭედათქო
- კესანე გზა გაწმინდეს, ჩვენს ბარგს ოთახში ავიტან მერე თუ გინდა ქალაქში ჩავიდეთ და რამე ვჭამოთ-მოულოდნელად გამოჩნდა მეთე
-კაი ნინო მერე დაგირეკავ
-რას ქვია მერე დამირეკავ. არც კი გაიფიქრო გამითიშო. ვინაა ეგ კაცი.?
-არავინ
-ვისთან ერთად გაიპარე, რას მიმალავ გოგო, აი თურმე რატომ მოუნდა მთა და დასვენება- არ ჩერდებოდა ნინო. გავთიშე და საპასუხოდ შეტყობინებაც მივიღე „მოგკლავ ყველაფერს თუ არ მომიყვები ახლა გაერთე მაგ კაცთან ერთად „.


**************************

ესეც მეორე თავი. არ ვიცი გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინები მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ. მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს



№1 სტუმარი ეთო

სახალისო და თან საინტერესო ისტორიაა. ველოდები გაგრძელებას. საყვარელი წყვილია.
წარმატებები და მადლობა❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Lika

ძალიან მომწონს. ბოლომდე მოგყვები ????????????

 


№3  offline წევრი ეველინა

ეთო
სახალისო და თან საინტერესო ისტორიაა. ველოდები გაგრძელებას. საყვარელი წყვილია.
წარმატებები და მადლობა❤️

მიხარი რომ მიგწონს მადლობა შენ.

სტუმარი Lika
ძალიან მომწონს. ბოლომდე მოგყვები ????????????

იმედი მაქვს ბოლომდე მოგეწონება

 


№4  offline წევრი Annia

საინტერესოიყო მეორე თავიც, მოტივაცია არ დაკარგო <3

 


№5  offline წევრი ეველინა

Annia
საინტერესოიყო მეორე თავიც, მოტივაცია არ დაკარგო <3

არ ვკარგავ <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

გაამართლა რომელია,,,,,,არ დააგვიანოოო

 


№7  offline წევრი ეველინა

სტუმარი ნათია
გაამართლა რომელია,,,,,,არ დააგვიანოოო

ვეცდები <3 მახარებს თქვენი კომენტარები და დამოკიდებულება <3 <3

 


№8 სტუმარი ლოკა

გააგრᲫელეᲗ წერა, Ძალიან კარგი ისტორიაა. გელოდებიᲗ

 


№9  offline წევრი ეველინა

ლოკა
გააგრᲫელეᲗ წერა, Ძალიან კარგი ისტორიაა. გელოდებიᲗ

ვაგრძელებ <3 <3 მადლობა შენ ჩემო კარგო <3 დიდხანს არ გალოდინებთ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent