შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვარსკვლავი (სრულად)


13-12-2023, 20:04
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 41 016

თავი პირველი

„ძილი მეგონება:
უცებ ქაოსიდან
მთვარემ ამოზიდა
ლურჯი მოგონება“ (გალაკტიონი)


წარსული - ოთხი წლის წინანდელი ცხრამეტი თებერვალი.
ღამის თორმეტს აკლდა ათი წუთი.

ნაბიჯების გამაყრუებელი ხმა არღვევს უდაბურ, უსახურ წყვდიადში გამეფებულ სულისშემძვრელ სიჩუმეს.
ყოველი ბგერა აზანზარებს დედამიწას.
ყოველი ნაბიჯი თელავს მიმოფანტული ფოთლების ორგანიზმს.

მიდიან… მიდიან სადღაც.

ყრუ ბგერები კვეთენ სივრცეში აღმართულ უფერულ კედლებს და თავიანთ ადგილს იმკვიდრებენ თვალუწვდენელ, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში.
უდაბური, უსახური, არაფრისმთქმელი გარემო და ყრუ ხმების შემზარავი ნაწილაკები ანადგურებენ, გლეჯენ, ანაწევრებენ ახალგაზრდა ქალის სულს.
ხორცის ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ის გრძნობს, რასაც მისი სული, მისი არსება განიცდის, რადგან იცის... მან ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ დასრულდება თავისი სიცოცხლე.

- გამომიყენა... - ჩუმი, ემოციებისგან გამოცლილი ადამიანის უცნაური ბუტბუტი იტევს გათელილი სულის კივილს, - რაღა დარჩა? ჩემგან... - სვენებ-სვენებით ნასროლი სიტყვების პასუხს მისი გონებაც არ აგვიანებს და მთელი არსებით ჩასძახის - „არაფერი...“. შეშლილი გონება ამას არ სჯერდება და გამუდმებით უმეორებს, რომ აღარავის სჭირდება, რომ აღარავის ადარდებს.

- რატომ? - ეკითხება ჩუმად ლამაზ ვარსკვლავებს - თეთრად მოელვარეს.
იდღაბნება მათი კაშკაში ცრემლების მორევში.
ვეღარ არჩევს, ვეღარ ითვლის ცაში ალაგ-ალაგ მიმოფანტულ ვარსკვლავებს - მის თანამზრახველებს.
მხოლოდ ვარსკვლავებმა იციან, მხოლოდ ისინი ხედავენ მიწაზე გაშლილ მომაკვდინებლად უსამართლო სცენას, რომელსაც ამოუცნობი მიზეზით ეწირება მათი ნაწილი.

- მოკვდი... - ქალის არაფრისმეტყველი, გაშეშებული სახე უეცრად იკრუნჩხება, თითქოს მის გონებაში რაღაც გაწყდა. თითქოს აქამდე მშვიდად მომუშავე ქარხანაში უეცრად ძრავი აფეთქდა. ვერ გაგვიგია, ეს სიტყვები ქალს ეკუთვნის, თუ მისი სულის ნაწილია... იქნებ მისი სული კივის ასე შემაძრწუნებლად, ან სულაც იმ ადამიანის, გზაარეულ ქალს იდუმალი ნაბიჯებით უკან რომ მოჰყვება. ზუსტად ისე ეპარება სამყაროსმოწყვეტილ ქალს, როგორც მშიერი ცხოველი საცოდავ შველს.

- რატომ?... - მონოტონური ბუტბუტი... იმედგაცრუების უსიამოვნო გემო.
უჰაერობა. სიბნელე.
მის ნაცრისფერ თვალებში დაბუდებული მარტოობის სუსხი.
ლურჯი ვარსკვლავები თეთრ ცაზე.
არეული, შეშლილი მიდის იქ, სადაც არავინ ელის.

*

თოვდა.
თებერვალში თოვდა ისე, თითქოს თოვლს სურდა დაეფარა, დაემალა ადამიანის ხელით ჩადენილი ყველა შემაძრწუნებელი ქმედება.

სწორედ იმ დღეს,
იმ საზარელ დღეს, რომლის დაფარვასაც თოვლი მსხვილი ფიფქებითა და ნისლიანი ქარბუქით გამალებით ცდილობდა,
მარიამ მაჭავარიანის მშვიდი, ფერდაკარგული, არსებობაშეწყვეტილი სხეული მტკვარმა გამორიყა.

* * *

აწმყო - ისევ ცხრამეტი თებერვალი.
ღამის თორმეტის შესრულებას რამდენიმე წუთი აკლია.

ჩაბნელებულ სასაფლაოს მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი და ალაგ-ალაგ მიმოფანტული თანამზრახველები, პატარა თეთრები და მათთან ერთად, ერთი დიდი ლურჯი ვარსკვლავი ანათებს.
შთანთქა მისმა სიკაშკაშემ დანარჩენები.
დაჩრდილა მათი სხივები.
გადმოაფარა თავისი კალთა სიმუქეში ჩაკარგულ სასაფლაოს.
ორი სხეული ინაწილებს იქვე მდგარ გრძელ მარმარილოს სკამს.
მათი გახშირებული სუნთქვა მტკივნეულად ენარცხება სიჩუმით მოქსოვილ კედელს.
- დღეს ოცდაათის გახდებოდა, დაჩი... - გატეხილი ბგერები არღვევს სასაფლაოსთვის შესაფერის იდუმალ სიჩუმეს, - იცი, ჩემი პირველი მოგონება რა არის? - არ უყურებდა თვალებში ბავშვობის მეგობარს. თვალი ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა სევდაშერეული, მტკივნეული ღიმილით, - მისი დაბადების დღე... მაშინ, პირველად გავაცნობიერე, რომ დედაზე მეტი იყო ჩემთვის... იმ დედაზე, არასდროს რომ არ მინახავს, დაჩი... ახლა ისიც მასთან არის. დაგვტოვა. მიღალატა... და მაინც, როგორი ბედნიერი იყო ამ დროს. დღესაც უნდა ყოფილიყო ბედნიერი... დღესაც უნდა ჩაექრო სანთლები... იქნებ, თავის შვილთან ერთად... ისიც ხომ იქნებოდა, დაჩი? ხომ ეყოლებოდა... - ახრჩობდა ცრემლები დაჩი სხირტლაძეს. ხმას ვერ იღებდა. ვერ უსწორებდა თვალებს მეგობრის ჩამქრალს... ვერ ანუგეშებდა. დღეს - ვერა. - შენ ხო მაინც გახსოვს, დაჩი... როგორ უყვარდა ეს დღე... - სასოწარკვეთით გაჟღენთილი ოხვრა ამოაყოლა გულიდან ამოგლეჯილ სიტყვებს.
- მთელს თბილისში ალუბლის ტორტს ვეძებდით... თორმეტამდე უნდა მოგვესწრო, - წამიერი სიჩუმის დარღვევა ძლივსღა გაბედა დაჩიმ. მისი ცრემლისგან დასველებული მზერაც ჩაიკარგა თვალუწვდენელ სივრცეში, - ვახომ დაგვირეკა, ალუბლის ტორტს თუ ვერ იშოვით, სახლში ფეხს ვერ მოადგამთო... - სევდითა და ბედნიერებით იყო სავსე მისი სიცილი.
- შეგვაშინა...
არეულ მზერას ვერ აშორებდა ერთ წერტილს ვიტო მაჭავარიანი.
- ჩვენც ხო შეგვეშინდა, მერე? - ჩაეცინა სუსტად დაჩის.
- შემეშინდა... მარიამის იმედგაცრუების... მისი თვალების შემეშინდა, დაჩი. ამ თვალების ეშინოდა ვახოს. მისი სევდისფერი თვალების... პატარა ტკივილიც უსევდიანებდა ლამაზ სახეს... დედას ჰგავსო, მეუბნებოდა ყოველთვის, - თითქოს სიფაქიზით ეპყრობაო ყოველ სიტყვას.
მიეყრდნო საზურგეს. გადააგდო თავი უკან და შეანათა ჩამქრალი, გამოფიტული ნაცრისფერები ვარსკვლავებით მოჩითულ ცას.
დასჩემდა ვარსკვლავების თვალიერება.
მოაგონდა ძალიან ნაცნობი მოგონება.
მოაგონდა ძალიან ნაცნობი მოგონების მთავარი ნაწილი.
ჩაეღიმა მწარედ.
- ვახოს და მარიამის ურთიერთობა... სხვანაირი კავშირი ჰქონდათ, - არ აშორებდა დაჩი თვალს სიბნელეში შთანთქმულ სივრცეს.
- კედელი იყო მისი... და ჩვენი. ხომ ხედავ, როგორ ჩამოვიშალეთ.
წელიწადში ერთხელ ნაწილებად იშლებოდა. თითქოს ღამის თორმეტ საათზე მიტანებული ისრები ნელ-ნელა ასუსტებდა და ძალებს აცლიდა. სიცოცხლის უნარს უზღუდავდა და მტკივნეული, გამანადგურებელი ემოციებით მუხტავდა.
ამ დღეს ასმაგად გრძნობდა არსებობას და არარსებობას ერთდროულად.
ეს დღე იყო მისი ყველაზე დიდი ბედნიერების და უბედურების საწყისი.
დაბადება და გარდაცვალება.
- მშვიდად მეძინა მაგ დღეს, დაჩი... მშვიდად ვსუნთქავდი, როცა მიკლავდნენ.
- ვიტო... - გაუტყდა ხმა სხირტლაძეს. არცერთი სიტყვა არ ჰქონდა სანუგეშო.
- რას გრძნობდა... ეშინოდა? სციოდა? იქნებ, ჩემი იმედი ჰქონდა, დაჩი... სად იყო ამ დროს მისი იმედი? მშვიდად სუნთქავდა. მშვიდად ეძინა... ვერაფერი გაიგო, სანამ ცივი არ მოუყვანეს სახლში.
უსიცოცხლო იყო ყელს მიბჯენილი სიტყვები. რამდენი ნათქვამი და რამდენი უთქმელი.
- გამომაცალეს ხელიდან... იმის ძალაც არ ეყოთ, ჩემთან მოსულიყვნენ, ჩემთვის მოეთხოვათ პასუხი... მას ატკინეს. მისით გვატკინეს. ვინ იცის, როგორ გამოიყენეს... როგორ მოატყუეს... მაგიჟებს დაჩი, ამაზე ფიქრი, - დამსხვრეული იყო მისი ხმა.
- იცოდნენ... იცოდნენ სუსტი წერტილი იმაზე კარგად, ვიდრე ჩვენ გვგონია... შორი გზიდან მოვიდნენ, ღამით, ჩუმად...
- გამოუვიდათ... მთელი ოჯახი აქციეს ფერფლად, - მწარედ გაეღიმა ვიტოს. თვალს ვერ უსწორებდა თავის უდანაშაულო დას. ყველაზე სუფთას დედამიწაზე, - ვის ვაპატიო, მისი ტკივილი, დაჩი? ვის მოვთხოვო ელენას ცრემლებისთვის... ერთი მომიკლეს, მეორეს მიკლავდნენ ყოველდღე... სიზმრებით ნატანჯს ეღვიძებოდა ტირილით... ვათენებდი მის საწოლთან, მეჭირა მისი გაყინული ხელი და ისიც არ ვიცი დღემდე, ვის მოვთხოვო ამისთვის პასუხი... მისი საფლავისგან ვიყავი შორს, მისი მკვლელებისგან, მეორეც რომ არ დამეკარგა... მეორე მისნაირი რომ არ დამეკარგა... და ამ ყველაფრის შემდეგ, მე მაინც მშვიდად ვსუნთქავ, დაჩი... - უნდოდა ეყვირა, ბოლო ხმაზე ეღრიალა და გაეგო ყველას, მაგრამ მშვიდი იყო მისი ხმა. მშვიდი და დასერილი, - ღამე როგორ ვიძინებ?... როგორ არ მახრჩობს მისი მკვლელების სუნთქვა? დილა როგორ თენდება, დაჩი, მის გარეშე...
- ნუ სჯი ასე მწარედ საკუთარ თავს... ნუ ეძახი ამას სუნთქვას. სხვა შეიძლება მოატყუო, მაგრამ მე ვერა... - მძიმედ ამოიოხრა დაჩიმ. მოუკიდა სიგარეტს ისე, თითქოს შვების მოსაგვრელად ერთადერთი იმედიღა იყო მისი, - მე არ ვიცი, ვიტო, რას ვიზამდი შენს ადგილას, მაგრამ ისიც იცოდე, რომ იმაზე სწორი ხარ, ვიდრე მე ვიქნებოდი შენს ადგილას... უნდა ისუნთქო, ძმაო... უნდა ისწავლო თავიდან მშვიდად სუნთქვა, - გაუღიმა მკრთალად, მაგრამ საკმარისი იყო ესეც ჩამოშლილი მეგობრის გასამხნევებლად, - ხომ იცი... არც მე მიყვარდა ნაკლებად. ჩემიანიც იყო... ჩემი ცხოვრების ნაწილიც იყო... - ერიდებოდა მისი სახელის თქმაც.
- სახლში რომ მივდივარ... ელენას იმედიან თვალებს რომ ვუყურებ... ვახოს უსიტყვო მხარდაჭერას... არ ვიცი, დაჩი. ვკვდები თავიდან.
- ახლა უნდა იყო ყველაზე ძლიერი. შენი დების გამო უნდა იყო, ვიტო, - გაუკრთა ობოლი ცრემლი. მოექუფრა კიდევ უფრო მუდამ მხიარული სახე, - ყველაზე სწორიც უნდა იყო. მათთვის. მათ გამო. და შენთვის. არ არის შეცდომების დრო, შენც იცი... დრო რომ გადის, ტკივილები რომ მიაქვს ჩვენი, უკან მოსახედიც უნდა გვქონდეს, ხომ იცი ესეც. შენ რომ მოიხედავ, სიამაყით მოიხედე.- მძიმე იყო სხირტლაძისთვის განადგურებული მეგობრის გამხნევება.

მაშინაც კი, როცა ვიტოს უფროსი და, მარიამ მაჭავარიანი მიწას მიაბარეს, არავის დაუნახავს მისი ცრემლიანი სახე.
მის ჩამქრალ თვალებში ყოველთვის ენთო შურისძიების ცეცხლი.
არავის აძლევდა უფლებას დაენახათ მისი სისუტე. არც უმცროს დას, ელენას, რომელიც ყოველ ღამე ებრძოდა კოშმარად ქცეულ ბედნიერ დღეებს.
ერთადერთი იყო დაჩი, რომელიც იზიარებდა უსიტყვო მწუხარებას.

- არც მისი სიკვდილის დრო იყო, დაჩი. მისი - არა, - მაჭავარიანის ბოლო ორი სიტყვა მთელი სიმძაფრით იტევდა მისი არსებობის სიმძიმეს.

თითქოს ბუნებამაც იგრძნო დაჭრილი ადამიანის ტკივილი.
განრისხებული, ფერდაკარგული იჯდა საკუთარი დის პირისპირ და კოკისპირული წვიმა ასველებდა მის ხორცს.
დიდხანს ისხდნენ სიჩუმეში.
უიმედობა სუნთქავდა მხოლოდ ხმამაღლა.
ძალების მოკრებას ჰგავდა მათი მდუმარება.
წვიმამ გააქრო ვარსკვლავთა კვალი.
ისე გადარეცხა ცა - კოკისპირულმა, არასდროს უარსებიათო თითქოს ვარსკვლავებს მის ზედაპირზე.
აღარც მათი მკრთალი სინათლე ეცემოდა სიბნელეში ჩაფლულ სასაფლაოს.

იჯდა. უგდებდა ყურს...

"სტკიოდა?... იქნებ, სციოდა კიდეც..."

- წავედით, დაჩი, - საათზე მეტი იყო გასული, ფეხზე რომ წამოდგა. მხრებში გასწორდა და უკან მოიტოვა ის სისუტე, რომლის მომსწრეც მხოლოდ მისი მეგობარი და გარდაცვლილ ადამიანთა სულები იყვნენ.
წვიმას გადაეღო, მაგრამ უამრავი სულით დამძიმებული ადგილისთვის მაინც დაეჩნია საკუთარი სიძლიერის კვალი.
- ლომსაძეს უნდა ვნახო, დღესვე, - ღრმა სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები. სიგარეტს მოუკიდა და მისი საქციელით გაოცებულ დაჩის წარბშეკრულმა გადახედა.
- გაგიჟდი? - უსწრაფესი მანევრით ფეხზე წამოხტა სხრიტლაძე, - ახლა, ბიჭო? დღეს?! - მიჰყვებოდა ფეხდაფეხ მანქანისკენ მიმავალს.
- კაი, ნუ ჩაისვარე, - შუბლშეკრული სახე ღიმილმა გაუხსნა ვიტოს. გამწარებული სხირტლაძის მოქნეული მუშტი მარტივი მოძრაობით აიცილა და დაიკავა თავისი ადგილი საჭესთან.
დროებით დატოვა უკან ის სიმძიმეც, აქ მოსვლის დროს სუნთქვას რომ უკრავდა და უჭერდა ყელში არაადამიანური ძალით.
- ბიჭო, ნუ მაბანძებ-მეთქი, თორე ერთხელ მაგრად გაგიჭედავ, ხო გაიგე? - წამებში დაემსგავსა პატარა ბავშვს დაჩი. ზუსტად ისეთს, როგორიც გაიცნო ვიტომ. ეღიმებოდა მაჭავარიანს... იყო რაღაც მელანქოლიური და მტკივნეული მის ღიმილში. – ნუ იცინი-მეთქი, ბიჭო! სულ გააფუჭა ეს ევროპამ! აღარც ძმაკაცობა იცის და აღარც დანდობა! წაეხეტა დასავლეთში და ჩამოვიდა ჰიბრიდი! - გაშალა ხელები და ჩამწკრივებულ საფლავებს ზუსტად ისე გადახედა, თითქოს ურიცხვი აუდიტორია ამ სიტყვების მოსასმენად იყო შეკრებილი.
– დაჯექი სხირტლაძე, თორე დაგტოვე აქ!
– შენი ატანისთვის მინიმუმ ორკაციანი საგზური მეკუთვნის სიცილიაში სულიერი განსხივოსნებისთვის! და საპატიო მოქალაქის ტიტული იტალიის მასშტაბით! აი, საქართველოში საუდის არაბეთის პრინცს ხო მიანიჭეს, მე იტალია მინდა, რა. ჩემია, ხო ხვდები.
- სიცილიაში რა გინდა? - გაეცინა ვიტოს.
- მაფიოზურია, ბიჭო! აზრზე არ ხარ, რა, შე პატენტო ვიტო კორლეონე!
- კაი, დაჯექი, ნუ დამღალე! - გაუღო კარი შიგნიდან და ალმაცერად გადახედა ერთ ადგილზე დაყუდებულ დაჩის, ეჭვის თვალით რომ უყურებდა დასერიოზულებულს, - კაი, თქვი, რა გინდა და დაჯექი!
- დანკინში ხო გამიჩერებ?
- ბიჭო!
- ყავა მომინდა, რა გაყვირებს, ვიქტორ! - ეშმაკური ღიმილით დაიკავა ადგილი და აღრიალებულ ვიტოს მხარზე დაჰკრა ხელი, - კაი, ბიჭო, ნუ იცი ხოლმე აღრიალება მამაჩემივით! რა დღეში გაქვს ნერვები ახალგაზრდა ბიჭს!
- სანამ დავრეკე ბატონ თენგიზ სხირტლაძესთან და დაგაყენა კუთხეში, დადუმდი, ნუ ამხადე თავი.
- მოიცა ერთი, რა დროს თენგოა, მაგასთან ვრეკავთ ჩაკიდულებზე! მომახსენე ახლა, რა გინდა ლომსაძესთან? - საქმიანი იერი დაიბრუნა და შემოუშვა ჩახუთულ მანქანაში წვიმის გრილი სურნელი.
- არაბიძეებით უნდა დავიწყო, სანამ მესხს მივადგები. ყველანაირი ინფორმაცია მჭირდება. ყველა დეტალი. ვგრძნობ, რომ იქნება რაღაც საინტერესო.
- მოიცა... ფიქრობ, რომ მაგათი ხელია?
- არაფერია გამორიცხული. ამდენი წელი ვფიქრობდი, ვუყურებდი, ვაკვირდებოდი და იცი რა დავინახე? - ჩაეცინა მწარედ. დაებინდა ოდნავ მზერაც, - ჩვენი წასვლის შემდეგ, ისე კარგად მოითბეს ხელი... ისე იდეალურად დაულაგდათ ცხოვრება... მარიამის სიკვდილით, ჩვენი განადგურებით, ჯეკპოტი დაეცათ თითქოს... მაგრამ არც ჩვენ ვყოფილვართ უმოქმედოთ, მესხს დიდი დრო არ დარჩენია.
- ვიტო... მაგას ხომ ისიც გეუბნებოდა? - შეაპარა დაბალი ხმით. სახელი არ თქვა განზრახ. ხაზი გაუსვა იმ ერთ სიტყვას, რომელიც მწარედ მივიდა ადრესატამდე, - არაბიძეებს ადებდა ხელს, თანაც ძალიან დარწმუნებით... ყველანაირი სამხილის გარეშე. საეჭვოა, არა? - დაეძაბა მზერა სხირტლაძეს, - იქნებ ღირდა თავის დროზე დაჯერებად...
- ნახულობდი ეს პერიოდი? - შეპარვით დაცდენილმა სიტყვებმა, სახე გაუხსნა დაჩის.
- შენ რომელი პასუხი გესიამოვნება, ვიქტორ? - ჩაუხტნენ თვალებში ის ბავშვური ჭინკები. - ვნახულობდი, აბა, რას ვშვრებოდი! თქვენი ბავშვური კამათი, სულ არ მაინტერესებს მე!.. თან, როგორც ჩანს, არც ყოფილა ლოგიკას მოკლებული მისი აზრები... - ეშმაკურად ათამაშებდა წარბებს სხირტლაძე და აღიზიანებდა გვერდით მჯდომს კიდევ უფრო, - შენი ბრალი რომ არის, ეგ მაინც აღიარე!
- მისი გარევაა ლოგიკას მოკლებული, დაჩი. რატომ არავის გესმით! ერთის და ორის მოკვლა თუ არ გასჭირვებიათ, მესამეს დაინდობს ვინმე?! - ამოიოხრა მაჭავარიანმა.
- გიყვარს! - ხმით გაეცინა სხირტლაძეს, - ვამბობდი, რა!
- დაჩი სხირტლაძე, ჩამოგსვამ და მდიე ფეხით!
მაინც მოხვდა ის სიტყვები იქ, სადაც საჭირო იყო.
- „სიცილიაში ქალი ყველაზე სახიფათო იარაღია!“ - უჩურჩულა იდუმალი ხმით დაჩიმ ვიტოს.
- დადუმდი! - გააჩერა მანქანა დანკინის დრაივზე.
- ალ პაჩინოს ადუმებ?! კორლეონეს ადუმებ?!
უყიდა მაინც ის ყავა.

*

ოთხი წლის წინ თვითმკვლელობად შერაცხული მკვლელობის ნელ-ნელა გახსნილი დეტალების კვალს მიჰყვებიან ქვეყანაში ახლად დაბრუნებული მაჭავარიანები.
იციან, იაზრებენ, ხვდებიან რისკის მასშტაბებს, მაგრამ უღირთ.
უღირთ ოჯახის გადასარჩენად.
უღირთ სუნთქვის თავიდან დასაწყებად.


* * *

ზამთრის სუსხს სუსტად დაეჩნია კვალი ქალაქისთვის.
მზის სხივებით გამთბარი კორპუსები გააგრილა ხანმოკლე კოკისპირულმა წვიმამ.
განრისხდაო თითქოს უეცრად ბუნება, დამშვიდდაო მალევე.
გადაიღო შემდეგ და დაატრიალა გადარეცხილ ქუჩებში პეტრიქორი.
- მაჭავარიანები დაბრუნდნენ, - განაჩენივით გაისმა მისი ერთადერთი მეგობრის, ანუნა დვალიშვილის ხმა.
- ყველა? - დამძიმებული გულიდან მოსწყდა ერთადერთი სიტყვა, რომლის სიმძიმემ აუწრიალა მთელი ორგანიზმი.
- ყველა.
- ჯანდაბა... ვერ ავცდები? - ხავსს ეჭიდებოდა ნაკა გაბაშვილი, მაგრამ რეალურად, მთელი ოთხი წლის განმავლობაში, დღე არ გადიოდა, მათ დაბრუნებაზე რომ არ ეფიქრა.
- შენ როგორ გგონია?! - დასცინა ერთიანად გაფითრებულ მეგობარს და გრძელი თითები შემოხვია გასათბობად ცხელ ჩაის ჭიქას.
- არ შემიძლია... არა, რა... - ამოიოხრა სასოწარკვეთილმა. მარილიანი სითხე ჩაუდგა სუსტად თვალებში. - ელენა… ვიტო... მათი ნახვა, იმის შემდეგ, რაც მოხდა... რაც გავაკეთე... რაც გადავიტანეთ... - გაუშტერა აწყლიანებული თვალები თეთრ კედელს. დასდებოდა სახეზე ნაცრისფერი. უსიამოვნო მოგონებამ შეახსენა თავი ზუსტად ისეთი სიმძაფრით, როგორც ყოველ ღამე.
- კარგი, რა! აღარც ემახსოვრებათ უკვე ეგ ამბავი, ოთხი წელი გავიდა... აღარ იქნება გაბრაზებული, დარწმუნებული ვარ. განსაკუთრებით ელენა...
- გჯერა შენი სიტყვების? - მწარედ გაეღიმა ნაკას. ბავშვობიდან იცნობდა მათ. საკუთარზე კარგად იცოდა ვიტოს ხასიათი.
- სრულიად და გადაჭრით! - ჩაიქირქილა ანუნამ, - რა? არ გჯერა?!
- ელენა... როგორ არის... ეგეც არ ვიცით.
- რადგან დაბრუნდნენ, თანაც მთელი ოჯახი, იმაზე ბევრად კარგად იქნება, ვიდრე აქამდე იყო, მაგრამ რაღაც სერიოზული რომ მოხდა, ამაში დარწმუნებული ვარ ასევე სრულიად და გადაჭრით! - იმდენად შეუვალი და მტკიცე ჰქონდა ხმა, აშკარა იყო, უსაფუძვლო ეჭვის გამო არ ამბობდა.
- რამე გაიგე? - დაიძაბა. დაეჭიმა სხეული ერთიანად. გუმანით გრძნობდა, რომ არ დასრულებოდა კარგად ეს ყველაფერი.
- მამაჩემი ამბობდა, ძველ ნაცნობებთან დაიწყეს შეხმიანებაო. ვიტო ყოფილა ჩვენთან სტუმრად, უსაუბრიათ იმათზე...
- ვიტო? ნუთუ... – ცინიზმით წარმოთქმულმა ერთმა სახელმა ირონიულად დაუმანჭა ტუჩის კუთხეები. - მარიამის ამბავია, არა?
- ასი პროცენტით და ოდნავ მეტითაც ვარ დარწმუნებული, რომ მარიამის ამბავია. როგორც გგონია, რას ნიშნავდა ქვეყნიდან წასვლა? დაბრუნება? თანაც ვახშამზე მიიწვიეს ყველა ყოფილი პარტნიორი და მეგობარი ოჯახებთან ერთად. წარმოგიდგენია?
- ჯანდაბა, – სიმწრის სიცილს ვეღარ იკავებდა ნაკა, - ოთხი წლის წინ დაწყებული ახლა გაგრძელდება.
- რა თქმა უნდა! – ამოიხორა დვალიშვილმა,- უეცარი დაბრუნება, ვახშამი, ყველა ყოფილი პარტნიორის მიწვევა... ზედმეტად საეჭვოა. არ მგონია, რომ დამთხვევა იყოს. - თვალებდაწვრილებული მიშტერებოდა ფაიფურის ჭიქას.
- საინტერესო იცი რა არის, ანუნა? რატომ ახლა... რატომ ახლა და არა ოთხი წლის წინ... - თავი უსკდებოდა ფიქრისგან.
- ვინ იცის...იქნებ აქვთ რაიმე ხელჩასაჭიდი.
- შენც მიდიხარ? - დაეჭიმა სხეული.
- არ ვიცი... ვფიქრობ. შემიძლია ელენას ნახვა, იმ სიტუაციაში? - მხრები აიჩეჩა ძლივს შენარჩუნებელი სიმშვიდით.
- ვერ აცდები, ხომ იცი.
- ვიცი, რომ ვერ... წავალ, ალბათ... - ამოიოხრა წუწუნით, - ვნერვიულობ რაღაცნაირად.
- როგორ მაინტერესებს, იცი? - უცნაურად დაურბილდა ხმა. დაუსევდიანდა თითქოს.
- საინტერესოა, რომელი გაინტერესებს… მგონი, უფრო ვიტო, ხო? - ეშმაკურად აათამაშა წარბები და ჩუმი ხითხითით გახედა წარბშეკრულს.
- მაგ იდიოტის სახელს ახსენებ და თავს გარტყმევინებ იმ შენს რარიტეტულ კომოდზე!
- გაგიჟდი? ღმერთის თუ არა, ბებიაჩემის მაინც არ გეშინია? ხო იცი, რომ არ დაგინდობს! ცივ ნიავს არ აკარებს, შვილივით უვლის საგვარეულო კომოდს!
- მაგ კომოდს შესანიშნავი ისტორია აქვს, რა გინდა?! - წარბები სასაცილოდ აათამაშა ნაკამ და ანუნას ბებიის, ქალბატონი მარინას მონათხრობი გაიხსენა, - ღვთაებრივი კომოდი, რომელიც პრინცესა მარინას კახაბერ დვალიშვილმა, დიდმა თავადმა, ღირსეულმა თაყვანისმცემელმა და პერსპექტიულმა საქმრომ აჩუქა, - თვალები აატრიალა და გაიცინა, - სხვათაშორის, ზეპირად ვიცი!
- მთელი ბავშვობა მაგას მიყვებოდა და შენ ნუ მეწუწუნები აქეთ, ნაკა, რა! აი, ხო არის, რომ ბებია შვილიშვილს უყვება კონკიას, ფიფქიას, არა, მე კომოდი.
- ჰო, საკმაოდ ტრავმირებული ბავშვობა გქონდა. საგვარეულო კომოდი, დიდგვაროვანი ყმაწვილი, რომელიც ასევე პერსპექტიული საქმრო იყო რვა წლის ასაკში.... მოიცა, რა ერქვა? მანუჩარი? - აგრძელებდა უმოწყალო დაცინვას.
- უკან წაიღე შენი სიტყვები, დროზე, თორე გამოგჭრი ყელს, იცოდე! ნუ მიხსენებ-მეთქი „გრეხებს!“
- ეგრევე დრაკონს რატომ ემსგავსები, ანუნა? - იღიმოდა ნაკა,- დაგასხა წყალი, თუ ჩაქრები შენით?
- იქ რომ წავალ, ყველას რომ ვნახავ, ყველაფერს რომ გავიგებ, ერთ სიტყვასაც არ გეტყვი!
- ოხ, ანუნა! შენ რა დაგამაგრდება ენაზე, - ხელი გადაუსვა ოქროსფერ თმაზე და კიდევ ერთხელ დასცინა ერთადერთ მეგობარს, - ხომ მეტყვი ყველაფერს, ანუნა? - შეარბილა ტონი, აღარ აწყობდა ყოფილიყო უფრო დაუნდობელი.
- აფერისტი! თანამდებობისთვის შეუფერებელი! პლებეი, სუფთა! მომშორდი!
ეტყოდა ყველაფერს მაინც.
თავისივე სურვილით მოახსენებდა დეტალურ ინფორმაციას.


* * *

ჩაბნელებულ ბარში რამდენიმე მთვრალი სტუმარი იყო შემორჩენილი.
დარდებს ახრჩობდნენ სასმელში და იმ მომენტში, მათთვის სამყაროს ჰქონდა დაკარგული ფასი.
ჩაბნელებულ სივრცეს მბჟუტავი ნეონი ძლივსღა ანათებდა.
ბუნაგის იდუმალი და უსაფრთხო გარემო იზიდავდა ცხოვრებისგან გათელილ სტუმრებს.
მაჭავარიანი და სხირტლაძე ბარის დახლს მიუახლოვდნენ.
- უთხარი, რომ ვიტო მაჭავარიანს მისი ნახვა უნდა, - ბარის დახლთან მისულ მაჭავარიანს სუსტი ბარმენი ალმაცერად აკვირდებოდა. თვალით სინჯავდა თითქოს მის სანდოობას. გაჯიუტებაც შეეტყო უდრეკად მდგომს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაიძრა ინფორმაციის გადასაცემად.
- რატომ ხარ დარწმუნებული, რომ დაგეხმარება? - ორნი რომ დარჩნენ, მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა დაჩიმ. მარტივად მოათვალიერა ადგილი, ეშაფოტს რომ ჰგავდა, ვიდრე გასართობ სივრცეს. დაუმანჭა სახე, ცხოვრებისგან გასაცოდავებული ადამიანების უიმედობამ.
- ოთხი წელი, ფეხი ფეხზე გადადებული ხო არ ვიჯექი, დაჩი... - სუსტად გაუცინა მეგობარს და ზურგით მიეყრდნო ბარის კიდეს. - სუფთად იცის საქმის კეთება, ზედმეტადაც გაჭიანურდა შეცდომების ძებნა.
- ერთგული ხალხი ყავს შემოკრებილი, მაგრამ ერთი ყოველთვის იქნება ისეთი... არ ვენდობი ამ ტიპს.
- ზოგჯერ მეც არ ვენდობი ჩემს თავს, დაჩი, ავთო ლომსაძეს როგორ უნდა ვენდო... - ხმით გაეცინა ვიტოს. მოუკიდა სიგარეტს და მოათვალიერა კიდევ ერთხელ ბარი. - კაცი, რომ გაუბედურებული ადამიანებით ჭამს საჭმელს, იმას ერთი ცხვარიც არ უნდა ანდო ცხოვრებაში, შენი სიმართლე კი არა, - არ დარჩენია შეუმჩნეველი სასმლითა და ნარკოტიკებით რეალობას მოწყვეტილი მამაკაცები. საცოდაობა იყო მათი შორიდან ყურებაც კი.
- გელოდებათ… მხოლოდ თქვენ, - რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრა დაბრუნებულმა ბარმენმა და თვალი აარიდა ორივეს. თავი დაუკრა დაჩიმ ვიტოს და ბართან ჩამოჯდა ამრეზით, ცოტაც და მაგიდის გადაწმენდას მოითხოვდა.
სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ლომსაძის კაბინეტისკენ.
- ასეთ დახვედრას არ ველოდი, ბატონო ავთო, - ირონიანარევი ღიმილით შეაბიჯა ლომსაძის კაბინეტში მაჭავარიანმა. დაიკავა მის მოპირდაპირე მხარეს ადგილი, - ასეთი დაცვა?! სერიოზული მიღწევების შემდეგ მხოლოდ, - დასცინოდა სერიოზული ტონით.
- შეიცვალა ცხოვრება, ვიტო, ვეღარ ენდობი ვერავის, - იმავე ტონით შეეგება დიდ ტყავის სკამზე გადაწოლილი ავთო ლომსაძე. - მაინც რამ მოგიყვანა აქ, მაჭავარიანო? არ მითხრა, რომ მოგენატრე.
- შენ როგორ ფიქრობ, ავთო, ენატრები ვინმეს? ... ღმერთს მაინც? - უკმაყოფილებისგან დაემანჭა სახე ლომსაძეს. დამუშტული, სქელი ხელები ხის მაგიდას საქმიანად დააწყო. მწყრალი მზერა შეანათა სახეგაყინულს.
- რა გინდა, მითხარი პირდაპირ!
- გეცოდინება ისედაც ყველაფერი... წესით არ უნდა გჭირდებოდეს სიტუაციაში გარკვევა... - არ ღალატობდა მშრალ, უმოწყალოდ ცივ ტონს. - მაგრამ აგიხსნი მოკლედ, მაინც, კითხვები რომ არ გაგიჩნდეს... - ფეხზე წამოდგა უეცრად. მიუახლოვდა ფანჯარას, შეანათა მზერა ჩაბნელებულ ცას. - ხო, მართლა, როგორ მიდის შენი საქმე? - ახლა გაახსენდაო თითქოს, აქამდე კარგად ნაფიქრი.
- რომელი საქმე? - დაიბნა კაცი.
- გადიხარ უპრობლემოდ თურქეთის საზღვარზე? - მეგობრული ტონის მიღმა იმალებოდა ის, რამაც ერთიანად დაუცვარა ბრტყელი სახე ლომსაძეს. - ერთი კარგი ადამიანი გავიცანი, შუამდგომლობა კარგი იცისო, მითხრა.
- რას მოითხოვ? - გაუტყდა ის თავდაჯერებული ხმა, შემოსულს რომ შეაგება.
- მე სამართლიანობას მოვითხოვ, ავთო... რას იზამ, აღადგენ? - ცინიკური იყო მაჭავარიანი.
- ნუ მეთამაშები, ვიტო! ვხედავ, იმაზე მეტი გცოდნია...
- ვიდრე ვინმე სხვას, შენ გარდა, - არ აცადა დასრულება. გადმოიტანა მზერა მის გაფითრებულ სახეზე. - მე არ მადარდებ შენ, ავთო, მაგრამ თუ ვერ დამეხმარები, იქნებ ვიდარდო კიდეც, სულ ცოტათი... - ორაზროვანმა პასუხმა სულ აუშალა კაცს სახე. აიწია ტემპერატურამ მოგუდულ კაბინეტში. სხვანაირად დამძიმდა ჰაერი, - სრული ინფორმაცია არაბიძეზე. ყველაფერი, რაც კი არსებობს და რასაც ჯერ არ უარსებია. მისი ყველა სუსტი წერტილი, ნებისმიერი დეტალი, რომელიც ოდნავ მაინც იკვეთება ჩვენთან... და ნიკო გაბაშვილთან, - დაამატა ბოლოს. ჩაუწყდა ოდნავ ხმა.
- მიშა არაბიძე? - ნერწყვი ძლივსღა გადაყლაპა ლომსაძემ. ფერფლად ექცა თავდაჯერებულობა.
- ბევრ არაბიძეს იცნობ, ავთო? - გაღიზიანებულმა გადახედა გაფითრებულ კაცს, - ერთი არასწორი ნაბიჯი და ხელსაც არ გავისვრი, იცოდე.
- დრო?
- ხვალ შვიდამდე! ყველაფერი, ავთო... ხომ იცი, რაც დევს სასწორზე...
- არ არის საკმარისი... - აღმოხდა საცოდავად.
- ყველაზე დაუნდობელი რომელი კაცია ამქვეყნად, იცი, ავთო? - ხელებით დაეყრდნო მის მაგიდას. - რომელმაც დაკარგა ყველაზე ძვირფასი... მე გაგაფრთხილე! - აუღელვებელი ნაბიჯებით დატოვა გახევებული კაცი.
- წავედით, - დაუყვირა ბართან მდჯომ დაჩის, რომელსაც უკვე მოესწრო ბარმენთან კომუნიკაციაში შესვლა და სისუფთავის სტანდარტების პუნქტებად გაცნობა.
- დაითანხმე?
- სკამზე სიმხურვალეს რომ იგრძნობ, მერე ყველაფერზე ხარ თანახმა, - მხიარულად ჩაუკრა თვალი სხირტლაძეს, ნახევრამდე ჩამწვარი სიგარეტი მოისროლა და მანქანაში ჩაჯდა. - დალიე, რამე?
- გაგიჟდი, ბიჭო? ჭიქაც არ ექნებოდა გარეცხილი, ვაკვირდებოდი იმ ტიპს...მერე ვეკითხები, დეზობარიერი თუ გაქვთ-მეთქი და რა მიპასუხა, ბიჭოო!! ეგო, რა არისო!
- დაგერეცხა მერე ის ჭურჭელი, რომ იჯექი და ჭორაობდი, - დასცინოდა პანიკაში ჩავარდნილს, ლამის იყო, სახალხო კონტროლთან რომ გადაერეკა.
- კი არ ვჭორაობდი, კითხვებს ვუსვამდი სისუფთავესთან დაკავშირებით! ან რა ბანძი საყვარელივით დამაგდე იქ...
- არ უნდა მეყიდა ის ყავა, არ ხარ შენ კოფეინის კაცი, მინიმუმ კაკაო!
- კიდე მაბანძებს, ბიჭო! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა სხირტლაძე, - ახლა კი გითმენ, მაგრამ, ვინმესთან არ წამოგცდეს, თორე ტრუპი ხარ, ვიტო! წადი ახლა, შემიყვანე ნორმალურ ბარში, გაშრა ყელი და მომიყევი ნორმალურად, რას ხლართავ!
- ჩემთან წავიდეთ... ჭურჭელიც დამირეცხე.
- მიდი, რა! ბანძი კაცი!
- სიტყვები!
- ნუ ღრიალებ, ჩაგიწყდება იოგები!
- დაგაცლი სათითაოდ!
ისმოდა მუქარა დიდხანს.
შეუმჩნევლად შემსუბუქდა ჰაერი ირგვლივ.


თავი მეორე

„როცა ყოველივე, ყველა, ყველაფერი
არის გაჩენილი ამაოებისთვის,
მხოლოდ შენ ანათებ…“ (გალაკტიონი)


აწმყო - ოცი თებერვლის საღამო.

გაუჩერებელ წვიმას სეტყვა ერეოდა და არც ხეებს ინდობდა, არც მათ ქვეშ შეფარებულ მანქანებს.
ნამდვილი წარღვნა იყო ქალაქში.

აუჩქარებლად მიდიოდა კაპიუშონში ჩამალული, თხლად ჩაცმული სუსტი სხეული.
მიდიოდა და წვიმის წვეთებით შექმნილ ხმაურს, სამყაროს ხმებსაც რომ ფარავდა იმ მომენტში, ყურს უგდებდა.
მისი გაყინული, სველი სახე და წყლიანი თვალები მხოლოდ ტანჯვის მძიმე ნოტებს ასხივებდნენ.
უდიდესი სევდა ჩაბუდებულიყო მის ყორნისფერ თვალებში.
მოდიოდა მამის საფლავიდან.
აღარ ენახა წლებია.
ენატრებოდა დედაც, მისგან მოშორებული.
ედარდებოდა წარსულიც, ვერშემდგარი სიყვარული.

შიში დასჩემდა ნაკას - თავისი მომავლის.
ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ შიშები - წარსულიდან.
ახრჩობდა უსამართლობის მწარე გემო.
მტანჯველი იყო თავისუფლად სუნთქვაც.

შეაღო რკინის პატარა კარი და მდუმარედ მიესალმა მონატრებულს.
- მარიამ... - ამოიჩურჩულა გატეხილი ხმით. იმ ადგილას დაჯდა, სადაც ოცი თებერვლის დასაწყისს შეეგება ვიტო მაჭავარიანი. - დაბადების დღეს გილოცავ, მარიამ... - აღმოხდა ღონემიხდილს, მხრებჩამოყრილს, დამძიმებულს.
იჯდა სიჩუმეში დიდხანს. ვეღარ ბედავდა უცნაური ჰარმონიის დარღვევას. იმ ჰარმონიის, თავსხმა წვიმასა და გულისგამაწვრილებელ სიჩუმეს რომ შეექმნათ ადამიანთა ახალ სამყოფელში.
იხსენებდა წარსულს და ვერ იკავებდა ღიმილს - სიმწარეშეპარულს.
ელაპარაკებოდა ჩუმად.
თვალს არ აშორებდა უკუნითში ჩამალულ ცას.
აკვირდებოდა, სწავლობდა, თითქოს პასუხის გაცემასაც შეძლებდა სიტყვაძუნწი სიბნელე, ლამაზ სილურჯეს რომ მოპარვია და დაუპყრია მთლიანად.
ხშირად უყურებდა ცას.
განსაკუთრებით უყვარდა ვარსკვლავებით მოჭედილი.
იმედს უჩენდა თითქოს.
ეძებდა მონატრებულებს - სამყაროდან უდროოდ წასულ ნაწილაკებს.
უყურებდა მათ, ბევრს ერთად, და აღარ იყო მარტო.

ბევრი საუბარიც უყვარდა ვარსკვლავებით მოჩითულ ცას.
ბევრსაც აკვირდებოდა.
თვალს არ აშორებდა ადამიანებს.
იმაზე მეტი იყო, ვიდრე გამყოფი ორ სამყაროს შორის.
იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე რომელიმე სულიერს შეეძლო სცოდნოდა.
ინახავდა საიდუმლოებებს.
გულში იკრავდა შეწირულებს.
უყურებდა მათ ნაკა, დაბინდული მზერით.
სიმართლეს მეტყვიანო, ფიქრობდა.
ანათებდა ერთადერთი - უსასრულობაში გამოკიდებული, უკუნითში ამოზრდილი, უნათებდა გზას დაბნეულებს.
დაბალი ხმით ლაპარაკობდა. თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდაო, იმდენად ჩუმად ბუტბუტებდა.
მზერა გაეშეშებინა ერთი წერტილისთვის და იღიმოდა თავის სიტყვებზე - ტკბილი მოგონებების ოკეანეში ჩაძირული.
ნეტავ, რამდენიმე საათით დამაბრუნაო, ფიქრობდა.
რომ შემეძლოსო, სამუდამოდ.
მომენტებში სასოწარკვეთილი სიცილი აღმოხდებოდა ხოლმე, რომელსაც დაბარებულივით ერთვოდა ცრემლების უწყვეტი ნაკადი. თვალწინ ედგა მარიამი, მთელი თავისი ბავშვობა, მაგრამ ავიწყდებოდა ისიც.
უკვირდა, როგორ შეიძლება დამავიწყდესო ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრება მაკავშირებს.
ასე ყოფილა თურმე.
ადამიანი სიკვდილის შემდეგ კი არა, ნელ-ნელა ქრება.
- ნეტავ შემეძლოს... რამე, შემეძლოს... - ფიქრობდა ჩუმად. არავის უმხელდა ფიქრების კორიანტელს. იჯდა სიჩუმეში სრულიად მარტო.
მოშორებით დაინახა კიდევ ერთი მისნაირი. დასტიროდა თავის უძვირფასეს არაცოცხალს.
აუნთო სანთელი შავოსანმა ქალმა.
ჩააქრო წვიმამ.
არ დაანება მაინც.
შეჰყურებდა მონუსხული. გასაუბრებაც მოუნდა ქალთან.
შეამჩნია მანაც, ვისაც ცრემლი ექცა ღიმილად. ცოტახანი ესიყვარულებოდა თავისას, მოუახლოვდა შემდეგ თავისნაირ დარდიანს.
ასაკს შეხედა იმწამსვე. დანანებით გადააქნია თავი.
- სულ ახალგაზრდა... ჩემს შვილზე პატარა... - იგრძნობოდა სიმძიმე. მთელი დედამიწის სიმძიმე ედო მხრებზე დარდისგან მოტეხილ ქალს. - ოცდათორმეტი წლის შვილი მომიკლეს ყაჩაღებმა. სახლიდან გასული, მისმა მეგობრებმა მომიყვანეს, შვილო... - იგრძნო დაუოკებელი ზიზღი სამყაროს მიმართ ნაკამ. ქალის ხმამ შეზარა საკუთარი თავიც და ყველა სულიერიც დედამიწაზე.
- რა დაემართა ამ ახალგაზრდას? - მიუახლოვდა ქალი საფლავს. ლამაზ ყვავილებს მიეფერა ხელით. აგრძნობინა თავის შვილზე პატარას სიყვარული...
- მოგვიკლეს... - შეყოყმანდა პასუხზე. უთხრა მაინც სიმართლე. დაბალ ხმაზე შეჰკივლა ქალმა და მიუჯდა გვერდით, ცივ მარმარილოს სკამზე. - თვითმკვლელობას ჰგავდა, ყველას სჯერა, მაგრამ მე - არა.
- ეს ანგელოზი როგორ უნდა გაიმეტო სასიკვდილოდ... - აევსო თვალები დაუშრობელი სითხით შვილმკვდარ დედას, - როგორ უდგათ პირში სული... როგორ სძინავთ ღამე, შვილო...
- დაიჭირეს? - გადაიტანა დაბინდული მზერა ქალის შვილისკენ ნაკამ.
- დაიჭირეს... სულერთია უკვე. წაიღეს, რაც ჰქონდათ წასაღები.
- თქვენი შვილის მკვლელებს აპატიეთ? - საკუთარი თავიც გააოცა, იმდენად მოულოდნელად მოსწყდა სიტყვები ბაგეებს.
გაახსენდა მამაც. თვალებში ჩახედა თავის ბავშვობასაც.
- ჩემი გაზრდილი, ჩემი ნაწილი, ვის უნდა ვაპატიო, შვილო? მე ვერ ვაპატიებ ვერავის ჩემს უდანაშაულო, მართალ შვილს.
- დამნაშავე რომ ყოფილიყო, აპატიებდით?
- მართალი შვილი ყველას უყვარს, ჩემო კარგო, დამნაშავე - უფრო... საკუთარი თავი გეზიზღება მხოლოდ.
- როგორ?
- შენი დამსახურებაა, თუკი ვერ იცხოვრა სწორად. მშობელი რომ გქვია, მხოლოდ იმიტომ არა, რომ გააჩინე... ჩემი შვილი რომ ყოფილიყო დამნაშავე, ჩემს ცოცხალს რომ მოეკლა სხვისი... დამთავრდებოდა ჩემი სიცოცხლეც. ვერ აღმიზრდია სწორად და აღარც მექნებოდა აზრი.

ხანგრძლივი, დამაფიქრებელი სიჩუმე დაარღვია ისევ ქალის ჩავარდნილმა ხმამ.
- მე ღმერთისთვისაც ვერ მიპატიებია, შვილო... აღარც ვიცი, ჩემი სუნთქვაშეწყვეტილი მეცოდება უფრო მეტად, თუ ჩემი თავი, მის გარეშე... - ამოაყოლა ნატანჯი სიტყვები ოხვრას, - პატიებაც ნიჭია ღვთისგან ბოძებული. ზოგს აქვს, ზოგს არა... ზოგსაც უნდა რომ ჰქონდეს. დიდი ჯილდოა - ქონა. განუზომლად დიდი.
- მე არ ვიცი, ვაპატიებდი თუ არა... მძიმე ხვედრი ყოფილა ცოცხლად დარჩენაც.
- ეგრეა, ჩემო კარგო... ვერავინ ელევა ამ ცხოვრებას. ურჩევნიათ ტანჯვაში იცხოვრონ, ოღონდ იცხოვრონ. ასე ვარ მეც... განა ცხოვრებაა ჩემი? მიხარია მაინც გაღვიძება... მრცხვენია ზოგჯერ საკუთარი თავის... ვეჩხუბები, როგორ გიხარია გაღვიძება, როგორ სუნთქავ საერთოდ, როცა შენს ერთადერთს არ შეუძლია-მეთქი... მაგრამ ეს ვართ ადამიანები. - ვერ პოულობდა ქალი ადგილს. ამოიღო ღრმად ჩამარხული გულის ნადები. ოდნავი თავისუფლებაც იგრძნო თითქოს ემოციებისგან სუნთქვაშეკრულმა.
- არ განსაჯოთ საკუთარი თავი სიცოცხლის სიყვარულისთვის. პირიქით, მანამ გააკეთეთ ეს, სანამ არის შესაძლებელი. მოულოდნელობებითაა ისედაც სავსე ეს ცხოვრება...
- მეშინოდა სიკვდილის... აღარ მეშინია ახლა, - ამოიოხრა დარდიანმა.
- იცით... მეშინია, რომ დამავიწყდებიან... გონებაში ვეძებ და ვერ ვპოულობ მოგონებას. მკრთალად ამოხტება ხოლმე ვერდამახსოვრებული სიზმარივით და მაშინებს კიდევ უფრო.... გავიდა წლები და არაფერი შველის ამ სიცარიელეს, - დაუფიქრებლად გაანდო გულისნადები. შველას ითხოვდა გამოცდილისგან თითქოს.
- ვთხოვდი ჩემსას, სიზმარში მაინც მოდი-მეთქი. სიზმარში მაინც გამახსენე, როგორია გყავდეს შვილი-მეთქი, არ მოდიოდა... იცი, შვილო, რომ მე აღარ მახსოვს, როგორი იყო ცხოვრება მისით? უმისობას ვეჩვეოდი და საკუთარი თავი შემრჩა მხოლოდ მგლოვიარე... ყოველდღე მოვდივარ, ვერ ვტოვებ მარტო, მე - მარტოდმარტო.

ეტკინა ყველა შვილმკვდარი ერთად.
ეტკინა ყველა, ვისაც გამოუცდია.

- არაფერი შველის ნაპრალებს, ჩემო კარგო... ვივიწყებთ, მაგრამ გვახსენებს მაინც თავს დროდადრო. ვეჩვევით ამასაც... ახალგაზრდა ხარ, შენი ცხოვრება ახლა იწყება...უნდა ისწავლო სუნთქვა თავიდან. - სუსხიანი სიჩუმე ქალმა დაარღვია ისევ. დაუტოვა ბოლო სიტყვები თავიდან-ბოლომდე შავებში შემოსილმა დედამ და დაემშვიდობა ბოლოს.
დატოვა მარტო თავის ფიქრებთან და მიაკითხა ყურადღებამოკლებულ შვილს.
მიეფერა მის ყვავილებსაც და ჩამოუჯდა თავთან.
აუნთო ჩამქრალი სანთელი ისევ.
- არასდროს დაგივიწყებ.... მჯერა, შევხვდებით ისევ, - უჩურჩულა მეგობარს. გადაუსვა ხელი იმ ყვავილს, ქალი რომ ეხებოდა არამიწიერი სინაზით.
დაუდო პირობა მონატრებულს და ბოლოჯერ შეავლო თვალი ცას.
საშინელი მარტოობა იგრძნო.
ღაპაღუპით ჩამომავალმა ცრემლებმა აუწვა გაყინული სახე.
შინაგანად ღრღნიდა, ანგრევდა იმ საზარელი, წარუშლელი დღის გახსენება, როდესაც მარიამი ცხედარი სახლში გადაასვენეს. თვალებიდან არ ამოსდიოდა ის მომენტი, როცა მამა, მუდამ უდრეკი ვახტანგ მაჭავარიანი ქალიშვილის დალეულ მკლავებს ეხვეოდა.

ცრის და ცრის.
ობლად დარჩენილ ხეებს წვიმის წვეთები ჩამოსდით და გული ეკუმშებათ.
გული ეკუმშებათ მათ და გული ეკუმშება მას.
წვიმს და წვიმს. გადაუღებლად წვიმს.
დედამიწა დაცარიელდაო, ამბობენ წვეთები.
ნაკას ირგვლივ მკაფიოდ ისმოდა გარდაცვლილ ადამიანთა ჩუმი მძვინვარება.


წარსული - ოთხი წლის წინანდელი ოცი თებერვალი.
გამთენიის შვიდ საათს მიტანებული ისრები.


ჯერ კიდევ შემორჩენილიყვნენ გარიჟრაჟის ცაზე თეთრი ვარსკვლავები. საწყალობლად ღუღუნებდა მარტოხელა ბეღურა სახლის მახლობლად. ესმოდათ ნაღვლიანი გალობა კამკამა ცაზე გამოკიდებულ მბჟუტავ, თვალმილეულ ვარსკვლავებს. გაეხვიათ მათ სხივებს თავიანთ კალთაში მისი ოთახის წინ აყვავება ვერმოსწრებული იასამანი.
მძიმე ჰაერი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდათ შეკრებილებს. იდგნენ თავჩაქინდრულნი და ვერ იღებდნენ ხმას.
ბეღურის ხმამაღალ სტვენას ვერ ფარავდა ჩუმი ტირილის ხმები.
დედამიწაც დაცარიელდაო, ამცნობდა ყველას.
ცრის... ცრის.
მაგრად ეჭირა ქალიშვილის დალეული მკლავები. ტიროდა ჩუმად. არ უშვებდა ხელს გაყინულ სხეულს.
- ჩემო... მარიამ... გაახილე თვალები, მამა. შემომხედე, გამიღიმე... დამანახე შენი ლამაზი ღიმილი, მამა... - ჩუმი, სევდაში ჩამხრჩვალი ხმები არღვევდა მაცივრის გულისგამაწვრილებელ ზუზუნს. სიჩუმეც ტიროდა დაწყევლილ ოთახში.
უყურებდა თავის შვილს.
ეფერებოდა მუდამ ლამაზს.
ევედრებოდა თვალების გახელას თავის პირველ სიხარულს, თუმცა რამდენიმე საათიღა იყო, რაც მარიამის გრძელი, ნაზი წამწამები აღარ იძროდნენ ჩამქრალი თვალების ქუთუთოებზე.
გაფითრებოდა ვარდისფერი, მუდამ მოღიმარი ტუჩები... თითქოს იღიმოდნენ კიდეც - მტკივნეულად.
ცრემლად იღვრებოდა მამა.
შემოგლიჯეს კარი. ფეხები მოეკვეთა შემოსულს. დაიჩოქა იქვე. სიზმარიაო, ფიქრობდა დიდხანს. უყურებდა მამა-შვილს და ვერ იღებდა ხმას. ერჩივნა გასკდომოდა გული, ვიდრე მის თვალებს დაენახათ სუნთქვაშეწყვეტილი, მისი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ქმნილება, დედაზე მეტი, მისი და....
- რატომ არ ვკვდები, აქვე, მამა? - ვერ იცნო საკუთარი შვილის ხმა ვახომ. მომაკვდავის ხრიალს ჰგავდა გატეხილი, დამსხვრეული სიტყვები... - რატომ შემიძლია მე სუნთქვა და მას აღარ... - მოაგონდა ბავშვობა.
პატარა ძმობა.
მის კალთას მიკრული სიარული.
ყველა ლამაზი მოგონება გაცოცხლდა გონებაში.
ატირდა.
გულამოსკვნილი ტიროდა ვიტო მაჭავარიანი და ვერ ბედავდა მიახლოებას... ეშინოდა მისი.
ეშინოდა მისი დასახიჩრებული სახის.
გაგმირა მისი გული სინანულმა და უფრო მეტმა.
- აღარ გვყავს, ვიტო, მარიამი.... ვთხოვ, დამანახოს თვალები და არ მიხელს, მამი. არ მიჯერებს... - გაყინულ სახეზე ჩამოუგორდა ცრემლი მამას... მიჰყვა მეორეც და გაგრძელდა უსასრულოდ. უჰაერობამ სუნთქვა შეუკრა ვიტოს, იგრძნო, ყელში უჭერდა რაღაც... ჩასჭიდეს თითქოს. ვეღარ გრძნობდა ძალას ფეხებში. იჯდა და უყურებდა... შეზარა თავი.
- ვინ, მითხარი, ვახო... ვინ... რატომ ის... - იპოვა ძალისმაგვარი. მიუახლოვდა დას. შეეხო მის გიშრისფერ ხელს ნაზად. არ ეტკინოსო, ფიქრობდა.
სციოდა? სტკიოდა?...
- გავიგებთ... გავიგებთ ყველაფერს... - იმედისგან დაცლილი იყო უფროსის სიტყვები. თითქოს არც გაუგიაო ვიტოს.
- ჩემო... - აკოცა შემცივნებულს. გავათბობო, იფიქრა. დაეცა ობოლი ცრემლი მის ლამაზ სახეს. - ვინ მოგექცა ასე, ჩემო ერთადერთო... ვინ გატკინა, მარიამ... - ელაპარაკებოდა თავის არაცოცხალს. ეჩურჩულებოდა, საიდუმლოს უმხელოსო თითქოს, - ჩემს სიყვარულს გეფიცები, ყველას ვაწყევლინებ გაჩენის დღეს... მომკალიო, შემეხვეწებიან, ჩემო ლამაზო... - ჰპირდებოდა მუხლებმოკვეთილი. ეფერებოდა მის კუპრივით შავ თმას. კოცნიდა შუბლზე, ზუსტად ისე, როგორც ადრე. როგორც რამდენიმე დღის წინ... ტოვებდა გული დარტყმებს. ეწვოდა კეფა. პირველად იგრძნო უდედობა ასე მძაფრად... დაკარგა თავისი საყრდენი, გამოაცალეს ოჯახს საძირკველი. სულის შებერვაღა იყო დარჩენილი.
იჯდა დიდხანს და არ უშვებდა ხელს. ტიროდა - ყველაფერს ერთად.
არც გაუგია როგორ დატოვა ოთახი ვახომ. უყურებდა მის ერთადერთს და ეფერებოდა, როგორც ფაიფურის თოჯინას. სთხოვდა პატიებას.
შეიმშრალა ცრემლები უფროსმა. გაეყინა სახე, როცა დატოვა თავისი შვილი ძმის მკლავებში. დაცულად, სანდო ხელში, მაგრამ დაგვიანებით... გაიარა მბჟუტავი სინათლით აალებული დერეფანი და გავიდა აივანზე.
ერთადერთი ადამიანი იდგა ზურგით. მისი მეგობარი, იმედი და საყრდენი.
ვერავინ ბედავდა სხვა მათთან ასვლას.
შემობრუნდა კაცი. მოსწყვიტა მზერა ცას.
- ვახო... - მის ხმაში იგრძნობოდა ყველაფერი ერთად. - არ არსებობს სიტყვა, რომლითაც განუგეშებ... მტკივა იცოდე. ისე მტკივა, როგორც მეტკინებოდა ჩემი შვილი... - ვერ უსწორებდა თვალს შვილმკვდარ მამას. ეძებდა სიტყვებს, დაეკარგა ყველა ერთად.
- რა რეალობაში ვარ, დიმა... - თვალები დახუჭა მწარედ ჩიქოვანმა, როცა გაიგო მისი გატეხილი, არსებობაგამოცლილი ხმა. - როგორ გავიღვიძე ჩემი მარიამის გარეშე.... რამ მომცა ამის ძალა, ჰა? დიმა...
- ვახო... - გაებზარა ხმა ისევ. - ახლა უნდა იყო ყველაზე ძლიერი... არ გაქვს უფლება, აღარ გაქვს, იცოდე! იფიქრე შენს ორზე.... - თითქოს ახლა გაახსენდაო, რომ კიდევ ჰყავს ორი ცოცხალი შვილი... დაუსველდა სახე მუდამ უემოციო, უდრეკ მაჭავარიანს.
- მასწავლე, როგორ... არ ვიცი მე, დიმა.
- გაარიდე შენი შვილები, ვახო. ჭონიაშვილები ქალს არავის შეარჩენენ, იცი, შენ ეგ. გეცოდინება, მათი მადა ასე იოლად არ დაკმაყოფილდება.
- ისინი იყვნენ? - ამოიხრიალა თავჩაქინდრულმა. მწარედ გაჰკრა გულში რაღაც უფრო მწველმა. მიიღო მდუმარე თანხმობა.
- რა ვერ მოინელეს, დიმა... რა ვერ....
- ყველაფერი ისეა, აშკარა სუიციდზე ლაპარაკობს ყველა... არავინ განიხილავს სხვა ვერსიას... ვისი ხელწერაა, შენი აზრით?
- შორი გზიდან... ღამე... მოპარვა... - ამოცანას ხსნისო თითქოს.
- მოპარვა... ვახო. ჩუმად, ზურგიდან... მოიპარეს ქალი. თვალი თვალის წილ.
- როგორ მოვიქცე, დიმა... როგორ მოვკლა ყველა, რა გავაკეთო, მირჩიე, შენ მაინც, - ახედა ცას. გაუფერულებულიყვნენ თანამზრახველები. კვალის წაშლას ცდილობდნენ თითქოს.
- ხელს ვერავის დაადებ... მითუმეტეს ჭონიაშვილებს, შენც იცი ეგ. ჯერ-ჯერობით ვერ დაადებ. - იგრძნობოდა მის ხმაში, მოფიქრებული ჰქონდა უკვე რაღაც.
- რას მთავაზობ? - დაეჭიმა სხეული კაცს.
- გაგიჟდები ალბათ, მაგრამ არ არის სხვა გზა... უნდა წახვიდეთ აქედან, - ვეღარ გაუსწორა მზერა. მოაშორა ისევ. გაუშტერა თვალი ნამიან ფოთლებს.
- ხვდები, რას ამბობ? - მწარე ღიმილმა გაუპო ბაგე. ისმენდა იმაზე დაუჯერებელს, ვიდრე დაატყდა გამთენიისას.
- ვხვდები და ვიაზრებ... ვიცი, არ იქნება მარტივი. ვიცი, მე რას ვიგრძნობდი, ჩემთვის რომ შემოეთავაზებინათ გაქცევა, მაგრამ არ არსებობს უკეთესი გზა... ენდე ჩემს სიტყვას.
- მე შენს სიტყვას, შენს კაცობას, ვენდობი თვალდახუჭული, დიმა... ნუ მთხოვ იმას, რისი გაკეთების არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, როგორც მამას... როგორც შვილმკვდარ მამას, - ეუცხოვა ახალი სტატუსი. ისეთივე უცხო იყო, როგორიც მამობა პირველი შვილის.
- აქ და ახლა, შენს შვილებს ემუქრებათ საფრთხე! არავინ იცის, რას მოიმოქმედებენ, რა უკადრებელს იკადრებენ ისევ... შიშველი ხელებით ვერ დაამარცხებ მაგათ, ვახო. მით უმეტეს, მათ გარშემო ბევრია ისეთი, ვინც დაეხმარებათ, იმის შემდეგ, რაც მოხდა.
- არ ვიცი, გგონია? მე რა დამავიწყებს იმ ამბავს, დიმა... რა ამომიშლის გონებიდან... ასე ყოფილა თურმე, მოეკითხებათ ყველაფერი დამნაშავის დამცველებს, შემფარებლებს.
- ყველა სიმართლე უფასურდება მათი, როცა საქმე ეხება ქალს... უდანაშაულო ქალს! არ შერჩებათ... არავინ შეარჩენს, მაგრამ არა - ახლა! დამიჯერე, ვახო... საჭირო დრო უნდა შევარჩიოთ. გარედან უნდა გავტეხოთ, უნდა ჩამოვშალოთ და შემდეგ დავესხათ თავს! - აღელვებისგან შეიხსნა მოჭერილი საყელო. მიუშვირა აკანკალებული სახე გრილ ნიავს. ახრჩობდა ბრაზი და უსამართლობა.
- გეშლება, დიმა, - მწარედ ჩაეცინა კაცს, გაუსწორა თვალი მის გაკვირვებულს, - ყველა სიმართლე უფასურდება ჩემი, როცა საქმე იმას, ვის გამოც დაიწყო ყველაფერი.
ამოიოხრა უსიტყვოდ ჩიქოვანმა.
- არ არის შენი დანაშაული!
- ვერ გავიქცევი, დიმა... რა ვუთხრა, ვიტოს! როგორ დავტოვო ჩემი შვილი აქ, მარტო? ყველასგან მიტოვებული... ჩემი ნატანჯი შვილი...
- შენი აქ ყოფნით, მხოლოდ ხელს შეუწყობ... საფრთხეს შეუქმნი შენს შვილებს! გახსოვდეს, ელენაც გყავს... - სუსტ წერტილში მოარტყა კაცმა. თვალები დახუჭა სიმწრით ვახომ.
- ვიტო?
- ვიტომ არ უნდა გაიგოს... ჯერ-ჯერობით, არა. ახლა ზედმეტად ინფანტილურია იმის გასააზრებლად, რასაც სიტუაცია მოითხოვს... არ არის ეს ორი დღის მტრობა, დღეს-ხვალ რომ დასრულდეს.
- არ დაწყებულა გუშინ, ვერ დამთავრდება ხვალ, - დასცდა მის ბაგეებს სიმწრით. კვლავ იგრძნო ის მწველი რაღაც, რაც უსერავდა ორგანიზმს.
- მართალია... - ამოიოხრა კაცმა, - დრო გვჭირდება, კომპრომატები... შენ რა გგონია, არაბიძე და მესხი უფრთო ანგელოზები არიან? დღესვე აქ გაჩნდებიან, მოგისამძიმრებენ... ხელს ჩამოგართმევენ, - ზიზღი გაუკრთა სახეზე ჩიქოვანს. ბოლთას სცემდა გრძელ, ჩაბნელებულ აივანზე.
- დაუფიქრებლად მოვკლავდი ყველას, სათითაოდ დავანაწევრებდი, რომ არ მახსოვდეს, შვილები მყავს... ორი ცოცხალი!
- არ მაქვს სამხილები, მხოლოდ ეჭვები მაქვს, ვახო... ეჭვებით ვერაფერს გავხდებით, დრო და დაკვირვებაა საჭირო... ჩემი თავის მრცხვენია, ამ მდგომარეობაში, ამ სისასტიკის გააზრებას რომ გთხოვ... ვერც გისწორებ თვალებს... აქ მოსვლამდე, ათასჯერ მოვკვდი, მაგრამ ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს.... დაველაპარაკოთ ვიქტორს, თუკი შეძლებს ამ ყველაფრის მოსმენას ახლა, მაგრამ ვიცი, სწორ გზაზე დაგვაყენებს. - მოეხვია მსუბუქად თავის ბავშვობას -
სიყრმის მეგობარს, თავის გადამრჩენელს, მშველელს, მფარველ ძმას, რომელიც არასდროს ჰყოლია აქამდე დიმა ჩიქოვანს.


აწმყო - იგივე დრო.


- ნაკა? - ერთიანად გაყინული მხრები აუმოძრავდა მოულოდნელად, საკუთარი სახელი რომ მისწვდა ყურთასმენას. ფიქრებში გართული, ადგილზე შეხტა.
აქამდე გაყინული ორგანიზმი ცეცხლის ალში შეაგდესო თითქოს და დაეტყო ოდნავ სიცოცხლის ნიშანწყალი. სწრაფად მოაბრუნა თავი და დაინახა შავ კართან მდგომი ნაცნობი სხეული.
დაიძაბა ერთიანად.
ვერ ამოიღო ხმა.
- ამ დროს, აქ რას აკეთებ? - მკაცრ, შეურბილებელ ტონში შეჩურთა ის ოდნავი მზრუნველობა, მთელი ბავშვობა რომ უჩქარებდა პულსს ნაკას.
- სად... აქ? - დაბნეულმა ამოილუღლუღა. წამოდგა სწრაფად ფეხზე. მოარიდა სიბნელეში ჩამალულ თვალებს მზერა. ჩაეცინა კაცს.
- სად გაქრა შენი სითავხედე, ნუთუ ტრანსოფრმაცია განიცადე ამ დროის განმავლობაში? - მიუახლოვდა, როგორც მტაცებელი საბრალო შველს.
დაიხია ქალმა ორი ნაბიჯით უკან. ორი ნაბიჯი აშორებდა მაჭავარიანთან, მაგრამ უდრიდა მრავალს.
- სულ დამავიწყდა, რომ პირდაპირობა სითავხედედ აღიქმება შენთვის... - ვერმოსწრებული ბოდიში ჩაანაცვლა სიამაყემ. აენთო თვალები ისე, როგორც ჩვეოდა გაბრაზებისას.
- სხვისი საქმეების ქექვაც პირდაპირობაა, ნაკა? - ინდიფერენტული ხმა ჰქონდა ვიტოს. დაჰკრავდა ემოციაგამოცლილ ხმას მონატრების შეუმჩნეველი ელფერი.
მისი ნაკვთების ოდნავი ცვლილებაც აფორიაქებდა ადგილზე გაყინულ ქალს. არ ეშინოდა. ცხოვრებაში პირველად აკვირდებოდა ასე თამამად. არ აშორებდა თვალს.
- მხოლოდ მაშინ, თუკი ჩემთან იკვეთება სხვისი საქმე! - მწარედ გაუსვა ხაზი "სხვისას". ჩასწყდა ოდნავ გული, მაგრამ გაეცინა მაინც.
დასცინა საკუთარ თავს.
- ისევ ილუზიებში დაფრინავ, არა? - მშვიდად შეათვალიერა. ამოხედა ქვემოდან და მიუახლოვდა უფრო, - რა მოგიხერხო?
- შემეშვი, უბრალოდ. - გაუწყდა ხმა. მოარიდა მზერა ნანატრ ნაცრისფერებს.
- მეშვები, შენ? - უნდოდა შეხებოდა სიცივისა და ნერვიულობისგან ათრთოლებულ მკლავზე, მაგრამ ვერ გაბედა მაინც. ვერ გადააბიჯა საკუთარ თავთან დადებულ პირობას.
- როდის შეგაწუხე ჩემი არსებობით?!
- მაწუხებ, ყოველ წამს, - გაუცინა მშვიდად. თითქოს არ ყოფილიყო მათ შორის უსასრულო უფსკრული. - წამოდი, გაგიყვან.
- არ მჭირდება! - ერთიანად დაუარა მისმა სიტყვებმა. ცოტაც და გადმოკვეთდნენ თვალის ჯებირებს მარგალიტისოდენა ცრემლები.
- ნუ მამეორებინებ, - მოთმინებით ელოდა გაკაპასებულს, - გვიანია, წვიმს.
- არ გიხდება, იცი? - ჩაეცინა ქალს.
- მაინც, რა? - ართობდა ზედმეტად.
- ეს ვითომ მზრუნველობა... არ გიხდება საერთოდ.
- ჰოდა, სანამ ჩაგსვი ჩემი ხელით, დასჯერდი ამ მზრუნველობას და ფეხი გამოადგი,- გაუღო კარი ლარივით დაჭიმულს. არცერთ სამყაროში არ მიაყენებდა ფიზიკურ ტკივილს, იცოდა ეს ძალიან კარგად ქალმა, ეთამაშებოდა უბრალოდ. სიტყვებით სტკენდნენ ამ თამაშში, რომელსაც არ ჰყავდა გამარჯვებული.
- არ გამიკვირდება შენგან! - უთხრა მაინც ის, რასაც არცერთი წამით არ ფიქრობდა.
- ამ სიტყვების გამო, იმსახურებ ყველაფერს, მაგრამ არ გავაკეთებ, იცი.
- მეგონა ბევრი რამ ვიცოდი და არ მცოდნია თურმე... - ჩაილაპარაკა მრავალმნიშვნელოვნად.
- მაინც?
- არ ვიცოდი, ამდენად თუ არ მენდობოდი...
- მიწვევ, ისევ. - გადააქნია თავი დანანებით, შეეპარა მაინც ღიმილი. - წამოდი. ნუ გამაკეთებინებ იმას, რაც არასდროს გამიკეთებია.
- შენთან ერთად სუნთქვაც არ მინდა, ვიტო.
- ჩხუბი ხომ გინდა? - შეათვალიერა კვლავ. არ გასცა ხმა. - ჰოდა წამოდი, მანქანაში მეჩხუბე, ნუ შეაწუხე ხალხი! - დაქაჩა ხელზე. შეეხო მონატრებულს, მაგრამ არ შეიმჩნია არცერთი ემოცია, - ცოცხლებს რომ აწუხებ მთელი ცხოვრებაა, არ გეყო ეგ? - მიჰყავდა სწრაფი ნაბიჯებით.
აკვირდებოდა მათ მრავალი თვალი.
- ლამაზი გრძნობაა სიყვარული.. - ჩაილაპარაკა თავისი შვილის საფლავთან თავჩაქინდრულმა ქალმა. გააყოლა მზერა მიმავალ წყვილს და გაეღიმა სიმწრით, იქნებ მოსწრებოდაო სიყვარულს ჩემი, გაიფიქრა დარდიანმა...
- არ გავიგო შენი ხმა! - გააფრთხილა მის გვერდით მჯდომი, შეხებისგან ჯერ კიდევ დაზაფრული.
- არც მაქვს სურვილი შენთან საუბრის!
- ვდარდობ, ძალიან.
- უნდა იდარდო, ნამდვილად! - ვერ შეატოვებდა ბოლო სიტყვას.
- არ აქვს სურვილი გოგოს ჩემთან საუბრის, - გააჯავრა მაინც. გადახედა ემოციებისგან მობუზულს, პატარა ბეღურას რომ დამსგავსებოდა და უყურებდა მრისხანე თვალებით. იგრძნო რაღაც სუნთქვისმაგვარი შებოჭილ სხეულში.
- რა გინდა, ვიტო?
დატოვა უპასუხოდ.
უნდოდა თავისუფალი სუნთქვა.
- მითხარი, რატომ ფიქრობდი, რომ მათი ხელი ერია... რატომ იყავი ასეთი დარწმუნებული, ნაკა... იქნებ გქონდეს რამე არგუმენტი, - დაარღვია ჩამოწოლილი სიჩუმე, ასე ძალიან რომ უფრთხილდებოდა მთელი გზა.
გაეყინა მზერა ქალს.
- შენ გჯერა, რომ ნიკო წამალში გაიპარა?
- არა. - გასცა არცერთი ეჭვით გაჯერებული პასუხი.
- რატომ? - გამომცდელი იყო მისი ხმა.
- ვიცნობდი ნიკოს... - ვეღარ შეხედა თვალებში, რომლებიც გაამტყუნებდნენ სასტიკად.
- მეც ვიცნობდი ნიკოს... მარიამს... ვიცი, რომ ეს არ იყო მათი არჩევანი. საკუთარ თავზე უფრო დავიჯერებდი, ვიტო, ვიდრე მათზე. - ემოციებისგან გამოფიტულიყო ბოლომდე, - საეჭვოდ დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს... ნიკოს ამბავს აღარ ეშველება არაფერი, - იგრძნო იმედგაცრუების სიმწარე ვიტომ, თავს რომ ახსენებდა ყოველდღე. - მარიამის იმედი ჯერ კიდევ არის... ვერ დავაბრუნებთ ვერცერთს, მაგრამ არც მათ უნდა ეძინოთ მშვიდად... არაბიძეს და მესხს არასდროს შესწევდათ უნარი, შეგუებოდნენ იმ აზრს, რომ მეორეხარისხოვანი როლები ჰქონდათ. აქამდეც უფრო მეტის წყურვილმა მოიყვანა ისინი... მე არ მჯერა და ვერც ვერავინ დამაჯერებს, რომ ახლა, მათ გახრწნილ სულებში რაიმე ხელჩასაჭიდი არსებობს... - ზიზღით აუპრიხა ტუჩები მათი სახეების გახსენებამ. - ვაკვირდებოდი ყოველთვის, ვერ ვპოულობდი ვერცერთ ადამიანურ ემოციას... დიდიხანია დავიწყებული ჰყავთ ღმერთი.
არ აშორებდა თვალს მის წინ მჯდომ, გაზრდილ, სიველურეშეპარულ ქალს.
- მოკლავდი მამაშენის მკვლელს? - საკუთარი თავის გაუკვირდა, ძალიან მშვიდად რომ დაუსვა ის კითხვა, მთელი ოთხი წელი საკუთარ თავს რომ უსვამდა.
- მიფიქრია ამაზე... - გაეცინა მშვიდად. გამოიწვია მისი ღიმილიც. უჩვეულო იყო სიტუაცია. სიზმარივით უჩვეულო. - შესაძლოა მომეკლა კიდეც, მაგრამ მომიწევდა საკუთარი ც. - გაუსწორა მზერა. მოაგონდა შავოსანი ქალი - შვილმკვდარი დედა. ბეწვის ხიდს ჰგავდა მათი დიალოგი. - ვერასდროს დავიძინებ მშვიდად სისხლიანი ხელებით... ნუ გააკეთებ შენც, თუკი იპოვი.
- მე მოვკლავ, ნაკა, - შეაკრთო ფოლადგარეულმა სიტყვებმა.
- ვერ წაგიკითხავ მორალს... ცუდად დამთავრდა ბოლო შემთხვევა. - გაეღიმა ნერვიულად. - მკვლელისთვის სიკვდილი შვებაა მხოლოდ. მან იკითხოს, ვინც სისხლიანი რჩება.
ჩააფიქრა კიდეც.
მოარტყა ისარი და დაჭრა მეორედ.
- შემეშალა შენთან ის სიტყვები, ვიტო... - უთხრა გადასვლამდე.
- გეზიზღები, ისევ? - დაბალმა, ინტონაციურმა ხმამ წაართვა ძალა ფეხებში.
შემოანათა ყორნისფერი თვალები ჩაბნელებულ მანქანაში.
ჩირაღდანს ჰგავდა მზერა - უკუნით ტყეში.
სინათლეს ჰგავდა გზააბნეულისთვის.
მიეყინა ადგილს ვიტო. უყურებდა სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს და აწუხებდა საკუთარი დამნაშავე ცხოვრებაც.
გადავიდა და დატოვა უპასუხოდ.
ითქვა ვერმოსწრებული ბოდიში.
ჰგავდა ერთი აგურის დადებას.
ტელეფონის ვიბრაციამ დააბრუნა მაჭავარიანი მწარე რეალობაში.
- მზადაა, - გაისმა ლომსაძის ხრიწიანი ხმა.
- მოვდივარ, - გაუთიშა და დაძრა მანქანა.

იქნებ აეწყო პაზლი.

წარსული - ოთხი წლის წინანდელი თებერვალი.
გამომშვიდობება შუა დღეზე.

წვიმდა.
ცრემლის ნაშხეფისოდენა წინწკლები ეცემოდათ უქუდოდ მიმავალ თავჩაქინდრულ შავოსნებს, რომლებიც თვალს ვერ აშორებდნენ ტალახში ამოსვრილ ფეხსაცმელებს. თითქოს სამყაროს ბედი გადაწყდებოდა, თუკი ასწევდნენ თავს.
ხანგამოშვებით ისმოდა დაბალი საუბარი.
ერთვოდა მას ხმამაღალი ტირილი.
აუჩქარებელი ნაბიჯების ტკაპუნი არღვევდა იმ მყუდროებას, ჩუმ გადალაპარაკებასა და ხმამაღალ ტირილს რომ შეექმნათ ყველასგან დამოუკიდებლად.
ყველას თვალებში იყო ჩაბუდებული ცრემლი, გადმოვარდნას რომ ლამობს, მაგრამ აკავებს თვალის ჯებირი.
მიაბარა მიწას თავისი განუყოფელი ნაწილი.
გამოემშვიდობა სამუდამოდ.
დატოვა მარტო სიცივეში.
წავიდა მაშინ, როცა არცერთი კაცი აღარ დარჩა მის გვერდით.
შეაბიჯა სახლში, რომელშიც ვეღარ მიეგებებოდა ის ერთი.
სიცარიელის სუსხმა აუწვა სხეული.
იჯდა თავის ლამაზ ბაღში, რომელიც გაეტიტვლებინა ზამთრის სიმკაცრეს.
ისე გაეტიტვლებინა, როგორც მისი სული უფროსი დის დაკარგვას.
ეწეოდა სიგარეტს თავჩაქინდრული.
იჯდებოდა ყველასგან ზურგშექცევით მთელი ცხოვრება, რომ მიეცათ ამის უფლება.
ისე დაიკავეს მის გვერდით ადგილი, ვერ გაიგო.
სითბო მოედო ერთიანად გაყინულს.

- ვიტო... - არ ჰგავდა მისი ხმა ჩვეულებრივს. ტკივილს ჩაეკრა გულში ის ერთი სიტყვა. - ვიცი, არ არის ამის დრო... ალბათ, ვინანებ კიდეც, მაგრამ სიჩუმეც არ შემიძლია. - დაგორდა ცხელი ცრემლის გორგალი. დაეცა წვიმისგან აშლილ მიწას. - შენ ხო... შენ ხომ არ ფიქრობ ისე, როგორც დანარჩენები?
- რას ფიქრობენ, ნაკა, დანარჩენები? - ემოციებისგან დაცლილი იყო მისი სიტყვები. დანაც რომ ჩაერტყათ მისთვის, არ ექნებოდა რეაქცია. ადგილზე გაახევა ნაკა მისმა სიცივემ. ელოდა, მაგრამ ასეთს არა.
- რომ... მისი არჩევანი იყო, თითქოს, - არ თქვა ის სიტყვა, ასე ძალიან რომ სძულდა. არ ახსენა არც სიკვდილი, არც მასზე უარესი.
ჩამოწვა სიჩუმის სქელი კედელი მათ შორის.
- დღეს ვუყურებდი იმათ... არ ეწერათ სახეზე არანაირი ემოცია. თითქოს, წინასწარ იცოდნენ ყველაფერი და არ აკვირვებდათ არაფერი... გჯერა შენ, მათი? - ჩაუწყდა ხმა. შეკავებული ცრემლებისგან ასწითლებოდა ნახშირივით შავი თვალები. იცოდა, არ იქცეოდა სწორად, მაგრამ ვერ ერეოდა ემოციებს.
- აღარ გააგეძელო, ნაკა... თორე ვეღარ ვიქნები ისეთი მშვიდი, როგორიც ახლა, - არანაირ ემოციას არ გამოხატავდა ვიტო, მაგრამ ერთიანად დასჭიმვოდა სხეული. დაუსკდომას ლამობსო თითქოს კაპილარები. სიმწრით მომუშტა ხელები, მაგრამ არ დაანახა არცერთი ემოცია.
- მამა მომიკლეს! - ერთიანად შეერია მის ხმა სიველურე, სიჯიუტე, ჩაუქრა იმედიანი თვალები. ჩაყლაპა უსამართლობამ მისი სუსტი სხეული. - თავიდან მოიშორეს პირველივე წინააღმდეგობისას... იმწამსვე, როგორც კი იგრძნეს სკამის დაკარგვის საფრთხე! ერთი წელი გავიდა ზუსტად... მამაშენს ვეღარ დაადეს ხელი. მოვიდნენ ჩუმად და ის წაგართვეს, ვინც გიყვარდათ ყველაზე მეტად... ვერ ხვდები? ასეთი გულუბრყვილო ხარ?! - აინთო ერთიანად. ყელში მობჯენილი ყველა ფიქრი აქცია სიტყვად. გვიანი იყო უკვე. ვეღარ დააბრუნებდა ვერცერთ ნათქვამს უკან.
- შეწყვიტე-მეთქი! - დაუღრიალა სიბრაზისგან, უძლურებისგან, უმოქმედობისგან ანთებულმა. იმ ერთზე, ბავშვობიდან ძვირფასზე, იყარა მხრებზე დაწოლილი მთელი ჯავრი. ჯავრი - უსუსურობის. - ხვდები მაინც, რას მეუბნები? იაზრებ, ოდნავ მაინც? - ჩასწითლებოდა ნაცრისფერი თვალები. აღარ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც გაიცნო ერთ დროს. აღარაფერი იყო დარჩენილი იმისგან.
- რამ დაგაბრმავა... ასე, - იმედგაცრუებამ აღარ მისცა გაგრძელების უფლება. - მათ როგორ უნდა ეძინოთ მშვიდად, როცა ირგვლივ ყველა გააუბედურეს?! მამა მომიკლეს, მარიამი მომიკლეს! მაგრამ არავის სჯერა... საერთოდ არავის...
- რას მეუბნები, გოგო, რას! შენ იცი, შენ გტკივა და ჩვენ ბედნიერები, ტაშს ვუკრავთ? რომელი არგუმენტებით ამტკიცებ, რომ უნდა ვენდო შენს სიტყვას? ააჰ.... ასე ჰგონია პატარა ნაკას, მოდი, დავუჯეროთ! - ირონიანარევმა მწარე ღიმილმა გადაურბინა ერთიანად გაყინულ სახეზე. ფეხზე წამოდგა. მოდუნებული სხეული ბრაზმა, სიძულვილმა აუვსო... თითქოს გაახსენეს თავისი სასტიკი რეალობა.
- როგორ შეგიძლია ამ სიტყვების თქმა?.. თავზე ლაფი დაასხეს მამაჩემს... ის დააბრალეს, რასაც ცხოვრებაში არ გაჰკარებია, გესმის, შენ, ეს? ნარკომანის სახელით მიაყარეს მიწა და იგივე გაუკეთეს მარიამს! ხმებს ავრცელებენ, თითქოს თავისით გადაწყვიტა ეს... ეს! - გამოვიდა მწყობრიდან, აუმაღლა ხმას. აღარ ერიდებოდა არავის, არაფრის.
- ნაკა, თუ კიდევ გააგრძელებ... იცოდე, არ დამთავრდება კარგად! ბავშვობის ხათრით... მარიამის ხათრით, გითმენ, იცოდე! - დააჩერდა ზემოდან ცეცხლის ალივით ანთებულს. ჩასდგომოდა ლამაზ თვალებში მის განუყრელ მეგობრად ქცეული ცრემლები.
- მეზიზღები! - წარბშეკრული უყურებდა თვალებში, არ გაუშვა სიამაყემ, თორემ უკანასკნელი იყო, ვინც ეზიზღებოდა.
- მართლა? - გაუპო ბაგე აქამდე ნანახმა მწარე ღიმილმა. იგრძნო ოდნავი ტკივილიც იქ, სადღაც, მარცხენა მხარეს.
- მე მჭირდება შენთან არგუმენტები, ვიტო?! ამდენად ნულზე ვარ?! - ჩახედა უმეტყველო თვალებში. ვერაფერი დაინახა ხელჩასაჭიდი. სიმწრით გააქნია თავი, - აღარ გაბედო ჩემთან მოახლოება! ვერ გიტან!
- ნაკა! - დააპირა წასვლა, მაგრამ შეაჩერა მისმა სიტყვებმა, - არ არის შენი გრძნობა ცალმხრივი! - მტკიცე იყო მისი სახე, მაგრამ არა მისი სიტყვები.
ატკინეს ერთმანეთს.
არც ერთი იყო მართალი, არც მეორე დამნაშავე.

*

ორმოცი დღის შემდეგ, დაცარიელდა სახლი.
მანქანის ძრავის ხმა რომ გაიგო ნაკამ, სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა სახლიდან.
დააგვიანდა.
იდგა მარტოდმარტო. ქარვისფერი თმა გამხდარ მხრებზე უდიერად დაჰფენია.
დააგვიანდა დამშვიდობება და ვერნათქვამი ბოდიში.
შეაგება თავისი ცრემლი გზას, რომელიც უსასრულობისკენ მიმავალ მანქანას აქცევდა წერტილად.
წავიდნენ.
ანათებდა ლურჯი ვარსკლავი მათ ზემოთ.


აწმყო - იგივე დრო.


სამარისებური სიჩუმე იდგა სასტუმრო ოთახში, სადაც გაეშალათ დიდებული სუფრა.
არაფერი ეტყობოდა ოჯახს მწუხარების.
იღიმოდნენ ისე, როგორც სჩვევიათ მასპინძლებს.
იმალებოდა ღიმილის უკან არსებობის სიმძიმე.
აკვირდებოდა ყველა დეტალს ანუნა დვალიშვილი. თვალებით ეძებდა ინტერესის ობიექტს, მაგრამ არ ჩანდა არსად.
არაფერი იყო იმაზე ამაზრზენი, როგორც ღვინით სავსე ჭიქის აწევა და ღიმილით იმ ოჯახის სადღეგრძელოს შესმა, რომლის უბედურებაც გაწევს გადაყვლეფილ მხრებზე.
- მიხარია ჩემი ყველა ძველი პარტნიორისა და მეგობრის ერთად ნახვა... დიდი დრო გავიდა, ჩვენი ბოლო შეხვედრიდან, მეგობრებო, - ღიმილიანი მზერა დაასო გამეხებულ მესხს ვახტანგ მაჭავარიანმა, რომელსაც ერთ გვერდს მისი ბავშვობის მეგობარი - დიმა ჩიქოვანი უმშვენებდა, ხოლო მეორეს - ჭაღარათმიანი მამა, ვიქტორ მაჭავარიანი. გულწრფელობის ნატამალი არ ემჩნეოდა უემოციო სახეზე. - კარგი იქნებოდა, ახლა ჩემს გვერდით ყოფილიყო ნიკო, მაგრამ ასეა... მოულოდნელად ხდება უბედური შემთხვევები... - გამიზნულად გასროლილ ისარს ჰგავდა მისი სიტყვები. მოარტყა მიზანში ადგილზე აწრიალებულ არაბიძეს. - მოგეხსენებათ, ჩემი ოჯახის დაბრუნების ამბავი... ახლა მშვიდად შევსვათ ღვინო, გავიხსენოთ ტკბილი მოგონებები, ეს საღამოც ამას ემსახურება... საქმეზე მოგვიანებით გაგესაუბრებით ჩემს პარტნიორებს.
გაფრთხილებას ჰგავდა მისი სიტყვები. ყელში მოუჭირა ანუნას ოჯახის ტკივილმა.
ღმერთს ათასი მადლობა გადაუხადა, რომ ამ სიბინძურისგან დაცული იყო მისი ოჯახი და არ ერია მათი ხელი სხვისი ცხოვრების გაუბედურებაში.
დატოვა მოგვიანებით სუფრა. მიაშურა საყვარელ სამზარეულოს და კიდევ ერთხელ მიეხუტა მონატრებულ დორას.
- დორაჩკა, როგორ მომენატრე, - აკოცა თავზე ქალს, - გაევროპელდი სულ, ხო?
- მაწაკო ბავშვო, სად გყავს მეორე? - მოეხვია თბილად ხანშიშესული ქალი.
- უჰ, მეორე... დამეწვა, დამეფერფლა სულ... - ხელი ჩაიქნია დანანებით ანუნამ და ბაღში გაიხედა.
- მივხედავ მე მაგ ამბავს! ... ჰო, მართლა, შენი ნახვა უნდა... გამომგზავნა, ბაღში გამოიყვანეო, - შეთქმულების მსგავსად უჩურჩულა და მიიყვანა სამზარეულოს კართან ერთიანად ანერვიულებული, - ენატრებით ძალიან, - გაამხნევა, შეაგულიანა შეშინებული.
დაინახა ხის სკამზე მჯდომი მეგობარი.
შეეცვალა წლებს, მაგრამ არ დაეკარგა მისი საუცხოო სილამაზე.
კიდევ უფრო დამშვენებოდა ლამაზი სახე.
ეკვეთებოდა ფეხები, მაგრამ გადადგა ნაბიჯი მაინც.
- ელენა... - აღმოხდა აღფრთოვანებაშერეული ტონით.
- ანუნა! - წამოხტა ფეხზე, როგორც კი შეავლო თვალი მონატრებულს. ჩაეხუტა ძალიან მაგრად.
- როგორ მომენატრე, ელენა... - ცხარე ცრემლით ტიროდა ანუნა. ყველაფერს ტიროდა იმ წამს.
იდგნენ დიდხანს თებერვლის სუსხში.
გადაეღო წვიმას და გადაეყარა თითქოს ის ღრუბლებიც, წლების წინ ჩამოწოლილი.
- ჩემი ბრალია ყველაფერი... მე აღმოვჩნდი ძალიან სუსტი. გკარით ორივეს ხელი... - ეხვეოდა ცრემლიანი თავის ბავშვობის მეგობარს.
- რას ამბობ, გაგიჟდი სულ? შენ არაფერი გაქვს საბოდიშო... გვესმის ყველაფერი უსიტყვოდ... არ გჭირდება ერთის დამატებაც კი, ელე. - გულწრფელმა ღიმილმა გაუხსნა ბაგე, ეფერებოდა მონატრებულ სახეზე, - მიხარია, რომ კარგად ხარ. ძალიან მიხარია, ელე...
- საშინელი წლები იყო... არც კი ვიცი, როგორ გამოვძვერით, იცი?
- მესმის, ელენა... - ჩაეხუტა ისევ თავის ბავშვობას, - ვიცი, საერთოდ ყველაფერი... გგონია ვერ ვხვდები, რატომ წახვედით? სულელი გგონივარ მე, ან ის გადარეული?!
- ნახვა მინდა მისი. ორივესთან დამნაშავე ვარ მე, ანუნა... ისე წავედი, ვერც დაგემშვიდობეთ... უსიტყვოდ გავქრი თქვენი ცხოვრებიდან... აქვს ამას გამართლება? მაგრამ ხომ იცი... ხომ გესმის, არ იყო მარტივი ... ნელ-ნელა გავიაზრე, რა ეგოისტური ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან ... იცი, როდის მივხვდი? ოდნავ აზრზე რომ მოვედი, გარეთ გავედი და ვერ დაგინახეთ, - სევდას მოეცვა მისი მშვენიერი სახე, ცრემლიანი თვალები სულ ჩასწითლებოდა.
- ენატრები მასაც... როგორ შეიძლება არ გვესმოდეს შენი... ხომ იცი, ჩვენც ძლივს გადავიტანეთ და შენ.. მოკლედ!
- გაბრაზებულია? - ჰკითხა შეპარვით.
- ვინ გოგო! ისე ჩაგეხუტება, ვერ გამოვგლეჯთ შენს თავს! - გაუცინა გულწრფელად და შვებით. მოსწმინდა ლამაზი ცრემლები. - მომიყევი ერთი, რა ხდება ევროპებში? ვსო, ცრემლი აღარ დამანახო, იცოდე! ვერ ვიტან ცრემლებს! მხოლოდ მაშინ, ჩემი სილამაზე თუ აგატირებ!
- ოხ, ანუნა! - გააქნია თავი გულწრფელი სიცილით, - წამოდი, ცხელი შოკოლადი დავლიოთ, - გადაედო მასაც ანუნას განწყობა. გაუხსნა სახე ლამაზმა ღიმილმა. ამოისუნთქა შვებით პირველად.
- ყავა მინდა მე!
- შენ კოფეინი გულს აღარ გიჩქარებს?
- ჰა-ჰა! დაგტესტე, ელი! მაინტერესებდა თუ გახსოვდა! თრუ ფრენდშიპ! აღდგენილი გაქვს სტატუსი, - ლამაზ მელოდიებად გადაიქცა მისი კისკისი. მალამოდ მოედო გულზე სუსხის ქურთუკში ჩამალულ ბაღს.
- ანუნა... არ იცვლები შენ! - აუჩეჩა ოქროსფერი თმები და სიცილით შეიყვანა სამზარეულოში.
ამოისუნთქა შვებით.
- დორაჩკა, ნეკი-ნეკისათი რომ გვარიგებდი, გახსოვს? ნეკა თითები მოგძვრებათო, რომ გვატყუებდი, მაგრამ არ გიჯერებდით, ოფ ქორს!
თავს დაესხა სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს. არ შეიმჩნია მაგიდასთან მჯდომი მრავალჯერ ნანახი სხეული. აარიდა თვალი მარტივად და ჩამოუჯდა გვერდით ელენას.
- სულ არ შეცვლილა ეს ბავშვი! - აღაშფოთა დაცინვამ გრიგალივით მოფუსფუსე დორა, - ისევ ისეთი ხარ!
- იქსქიუზმი, დორა? გლოუ აფს რატომ მიკარგავ? ინგლისურად ვიბაასოთ ჩვენ, მაშასადამე ევროპელებმა, ოქეი?
- არ უსწავლია ინგლისური, ანუნა! - სიცილის ხმებს ვერ იკავებდა ელენა. იღიმოდა ბედნიერი და სავსე.
- ეგღა მაკლდა მაგათი ენა მესწავლა! იცი შენ, ვინ იყო მამაჩემი? ვალერი ხუჭუას სიტყვა აზანზარებდა ნახევარ საქართველოს! და რა გგონია? ემიგრანტად წასული, მაღაზიაში ინგლისურად დაველაპარაკებოდი მაგათ? აქეთ ესწავლათ მეგრული!
- მართალია, მეგრულად შოპინგობდა!
- არარსებობს? დორა, იუ არ ვერი პატრიოტ! ფროუდ ოფ იუ! - ოვაციებისგან ტაში შემოსცხო ანუნამ. მხოლოდ ამის შემდეგ იკადრა დაჩი სხირტლაძისთვის მზერის გასწორება.
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს! - დაუბრუნა ისეთივე პასუხი, როგორიც აკადრა თვითონ. ბრაზით აევსო თვალები დვალიშვილს, მაგრამ არ დაიტყო.
- დაჩი, სად დამეკარგე? მაინცდამაინც ვიტო უნდა იყოს, შენ რომ მოხვიდე? - ცხელი შოკოლადისთვის ჭიქები გაამზადა ელენამ. შეანათა უჩველოდ ბედნიერი თვალები. შეატყო დაჩიმ ის სილაღე და სიმშვიდე, წლები რომ აკლდა უმცროს მაჭავარიანს... გაეღიმა მასაც ბედნიერს.
- საქმეები, ლენუ, - ჩაუკრა თვალი საქმეში გართულს და უცნაური ღიმილით გადასწია თავი ანუნასკენ. ანიშნა რაღაც ელენას. მასაც ჩაეღიმა ეშმაკურად. - მეც მინდა ცხელი შოკოლადი!
- თქვენ ოღონდ თქვით და გაუჩენელს გაგიჩენთ, თავადო სხირტლაძე! - გაამზადა მისთვისაც. სიამოვნებდა ოჯახური სიტუაცია, რომელიც აკლდა ძალიან... - დაჩი, შემთხვევით საგვარეულო კომოდი ხომ არ გაქვს, სახლში?
- ელენა! - დაექაჩა თვალები ანუნას, - რა კომოდი? საიდან მოიტანე ახლა ეგ!
- რა? - უცოდველი მზერა შეავლო აჭარხალებულს. - თუ არ აქვს, ძალიან კარგია...
- ოჰ, რას მიპირებთ, ქალბატონო? - ჩაეღიმა უცნაურად. მიხვდა, რაღაცას ხლართავდა, - კომოდი უნდა შემომასაღო?
- კომოდიც, - გამოკვეთა ის ერთი ზედმეტი ნაწილაკი და ჩაუკრა თვალი ანუნას მიერ რენტგენში გატარებულს. ვერ დამთავრდებოდა მშვიდობით მათი დიალოგი, ვიტოს დაღლილი სხეული რომ არ შემოსულიყო სამზარეულოში.
- ანუნა, - გაუღიმა ერთიანად გაწითლებულს, მოეხვია დიდიხნის უნახავს, - რა გჭირს, დაგიშავეს რამე? - გულწრფელი შეწუხება დაეტყო სახეზე. გადახედა ეშმაკურად მოღიმარ დას და მეგობარს.
- აპირებდა, კი... - მოახსენა პატარა ბავშვივით, - როგორ მომენატრე, ვიტო! აღარ წახვიდეთ, რა...
- მეც, ანუნ, მეც! - აუჩეჩა ოქროსფერი თმები ლამაზად, დაუჯდა გვერდით, - რომელმა გააბრაზეთ, ანუნა? - გადახედა მაგიდას. იგრძნო უცნაური სიცარიელეც. ცარიელი იყო ერთი სკამი.
მოაგონდა სულ რამდენიმე წამით ბავშვობა.
ელენას გვერდით იჯდა ყოველთვის ნაკა გაბაშვილი.
იდუმალ მზერებს აპარებდა ხოლმე მისკენ, რომ არ გამოეჭირა არასდროს.
ბავშვი იყო ნაკა.
ლამაზი და სუფთა.
ასეთივე სიყვარული იცოდა.
უყვარდა ლამაზად და სუფთად თავისი მეგობრის ძმა.
შორიდან ეტრფოდა ყოველთვის.
ალბათ, ვერ უტყდებოდა საკუთარ თავსაც.
- იმან... დამცინა, - გაიშვირა თითი ელენასკენ. გამოუყო ენა სიცილისგან აწითლებულს.
- ნახე, რა... შე ბავშვო, შპიონო! დაჩი, ისეთი საძაგელი იყო, ყველა ოპერაცია გვივარდებოდა... უცებ ეწყინებოდა რაღაც და მოახსენებდა ეგრევე მშობლებს, - აგრძელებდა უმოწყალო დაცინვას ელენა და აბრაზებდა მეგობარს.
- ჰოო? - გადახედა ეშმაკური ღიმილით სხირტლაძემ. ააფორიაქა შემთხვევით.
- ბულინგი დაუმატებიათ სპორტის სახეობად! უნდა გაგიშვათ შენ და ნაკა! ბოროტები! ამპარტავნები! შურიანები! - იმდენად ბუნებრივად ახსენა, არ ყოფილა თითქოს მათ შორის ის უფსკრული, წლების განმავლობაში რომ ღრმავდებოდა თავისთავად.
- მინდა ნახვა...
- ხვალ გამოვაგდებ სახლიდან და ვნახოთ! - ჩაუკრა თვალი და გადაწვა უდარდელად სკამზე. მოხვია ხელები ცხელ შოკოლადს და ცხვირაბზუებულმა გადახედა დაჩის, ასე ღიად და თამამად რომ უბედავდა სიცილს. - დაიშლებიან ალბათ უკვე და მეც წავალ, - თავით ანიშნა სასტუმრო ოთახისკენ.
იყო რაღაც ახლობელი, შინაური, ოჯახური ამ პატარა შეხვედრაში.
იყო პირველი შვებაც და მშვიდი ღიმილიც.

*

ღამის პირველი საათი იყო.
ნაწილდებოდნენ სტუმრები საკუთარ მანქანებში და ტოვებდნენ მაჭავარიანების სახლს.
დაიკავა მიშა არაბიძემ ზვიად მესხის გვერდით ადგილი. ჩამოიშორა დაცვა.
- რას ფიქრობ? - ჩურჩულს უდრიდა მისი ტონი. გაიხედა ყვითელ სინათლეში ჩაფლული სახლისკენ. დაეძაბა სხეული ზვიადსაც.
- არ მომწონს ეს სიტუაცია... საეჭვოა ძალიან, - ჩაილაპარაკა. გააყოლა თვალი არაბიძის მზერას.
- რამე გაიგეს, არა? - დაეცვარა სახე. შინაგან მოუსვენრობას ვერ აკავებდა. არ ემორჩილებოდა. - არ უნდა მოგვეწერა ხელი აქციების გადაცემაზე...
- უარის თქმაც არ გამოდიოდა, მიშა... - არ კარგავდა გრაციოზულ სიმშვიდეს ზვიად მესხი. კონტრასტს ქმნიდა ნერვიულობისგან გამწვანებულ არაბიძესთან, - რაც უნდა იყოს, მანამ გავაქრობთ, სანამ დაიწყებს მოქმედებას.
- თუ დაიწყეს უკვე? მერე, ზვიად?
- დამშვიდდი... იმისთვის არ ამიშენებია ეს იმპერია, რომ მოვყვე ნანგრევებში. შენ შენს საქმეს მიხედე, მიშა, - ხელი დასცხო აკანკალებულ მხარზე. დაიკავა ადგილი თავის მანქანაში და ანიშნა შავებით მოსილ მძღოლს, რომ წასულიყო.
იდგა არაბიძე და გაჰყურებდა მიმავალს.
გრძნობდა აკანკალებულ მხრებზე დაწოლილ სიმძიმეს.
გრძნობდა მოახლოებულ საშიშროებას.
ჩაუდგა სიძაბუნე მუხლებში.



თავი მესამე

„ის როგორღაა,
როცა შენს თავსაც ემალები,
ვარსკვლავებსაც -
და იატაკი მაინც ჭრიალებს“ (ბ.ხარანაული)


წარსული - ოთხი წლის წინანდელი ცხრამეტი თებერვალი.
შუაღამის თორმეტის თერთმეტი წუთი.
წერილისთვის მომზადებული სიტყვები იცვლება მაშინ, როცა მარიამ მაჭავარიანი თავს ხაფანგში გამომწყვდეულ საბრალო არსებად გრძნობს.
რძისფერ ფურცელზე იცვლება ადრესატი შინაარსთან ერთად.
მის თვალებში მარტოობის ტბაა.
უიმედობის ბურუსშია გახვეული ნაცრისფერი სფეროებიც.
შეცვალა უამრავჯერ დაწერილი ტექსტი.
უამრავი ფურცელი დაწვა აგიზგიზებულ ცეცხლში.
დუჟმორეული ხმელი წიფელი ტანზე იკრობდა გრძნობებადქცეულ სიტყვებს.
თვალისთვის შეუძლებელი ხდებოდა მათი გარჩევა.

“ ვიტო, ელენა, მამა... მაპატიეთ, რომ ცხოვრებაში პირველად ვიქცევი დაუფიქრებლად.
მაპატიეთ, რომ ამ დღეს პირველად გტოვებთ მარტო.
დავბრუნდები, აუცილებლად. ”

წერილის ბოლო სიტყვები დაასველა მარიამის მხურვალე, ცეცხლწაკიდებულმა ცრემლებმა.
ჯერ ერთი დაეცა, ოდნავ გადღაბნა კიდეც შავი მელანი.
უეცრად საოცარი სისწრაფით ცრემლების სეტყვა დაატყდა თავს მთელი გრძნობით მოქსოვილ წერილს.
ვეღარ აკავებდა განრისხებულ მარგალიტებს თვალის ჯებირი.
დაუმორჩილებლობას ეზიარაო თითქოს მლაშე სითხე და უარი თქვა პატრონის ბორკილებზე.
იგრძნო მარიამმა, რომ მისი სული ისევე გადაირეცხა, როგორც ნახშირივით მელანი ცრემლების შეხებისას.
ერთ წერტილს უყურებდა გაფითრებული.
ატრიალებდა მისი გონება მეგობრის ნათქვამ ერთადერთ სიტყვას: „გამოგიყენა.“
კიდევ ერთხელ დახედა გამოგზავნილ კონვერტს, რომელშიც იდო რამდენიმე ფოტოსურათი.
საკმარისი იყო თვალის შევლება.
გაანადგურა ისინიც.
დაწვა, როგორც გრძნობებით გაჯერებული წერილი.
შეეპყრო უსუსურობას.
მიხვდა, არასდროს ტყუოდა წინათგრძნობა.
წამოეწია სასტიკი ბედისწერა, რომელიც იმედგაცრუების კასრში უპირებდა დახრჩობას.
უჰაერობამ ჩაასხო კლანჭები.
სწრაფად წამოდგა ფეხზე.
გავიდა გარეთ.
მიდიოდა და მიჰქონდა კისერზე ჩამოკიდებული უძლურება.

მიდიან… მიდიან სადღაც.


* * *

აწმყო - შეპარვოდა სუსხს საღამოს სხივები.

- დაიწყე, - ცალი თვალი შეავლო მანქანაში აწურულ ავთო ლომსაძეს. უცნაურ მღელვარებას შეეპყრო ვიტო. გუმანით გრძნობდა, რაღაც გარდამტეხი უნდა გაეგო დღეს. საჭეზე ათამაშებდა ანერვიულებულ ხელებს, მაგრამ არ ცვლიდა გამომეტყვეებას. მოთმინება არ ღალატობდა არასდროს, - ეცადე არაფერი გამოგრჩეს, ავთო, თორემ ხომ იცი, როგორც...
- არაბიძე რა უკანონო ბიზნესებსაც ატრიალებს "მავარის" სახელით, გეცოდინება... ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ვერ გამოიჭირა ვერავინ. თხუთმეტი წელია, რაც "მავარის" ერთ-ერთი მეწილეა ზვიად მესხთან ერთად, - დაიწყო საქმიანი საუბარი ლომსაძემ. ტვირთად ჰქონდა დაწოლილი ეს მოვალეობა, - აქციების თხუთმეტ პროცენტს ფლობდა მანამ, სანამ მაკა გაგოშიძეს მოიყვანდა ცოლად.
- მერაბ გაგოშიძის სიძეა? - გაკვირვება გამოეხატა სახეზე ვიტოს.
- იყო. თავიდან მერაბი დაეხმარა, თორე ერთი ჯიბეგაფხეკილი ტიპი იყო საშუალო ბიზნესით და წრით, - ჩაეცინა ლომსაძეს, - ორმოცი პროცენტი შეისყიდა საბოლოოდ სიმამრის დახმარებით და გაერია შავ საქმეებშიც მარტივად.
- ასაღებს?
- სუფთას არა, ოდნავ მეტი და დამთავრებულია ამბავიც... ცოლს გაშორდა როგორც კი მოითბო ხელი, მეორე მოიყვანა მალევე... ნიკა გაბაშვილთან ჰქონდა დიდიხნის მტრობა, ქალის ამბავი ყოფილაო, ამბობენ.
- იმ მაკას?
- ბავშვობიდან ჰყვარებია ნიკას მაკა, გაჰყოლია არაბიძეს მაინც. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ ნიკა გაბაშვილი იმ ნარკოტიკის ზედოზირებით მოკვდა, რომელსაც არაბიძე ასაღებს.
- მისი მოშორებულია... - ნათელი იყო ისედაც ყველაფერი.
- ეგრეა... - ამოიოხრა ხმადაბლა. ჩამოწვა მცირეხნიანი დუმილი. გააგრძელა ისევ ლომსაძემ, - დაუნდობელი ტიპია, ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი... არავინ უყვარს საკუთარი თავის გარდა, საკუთარი შვილებიც ფეხებზე კი*ია, ერთი წამალში იხრჩობა, მეორე კაზინოში. მოიშორებს დაუფიქრებლად ნებისმიერს... ნიკა სერიოზულად უშლიდა ხელს მაგასაც და მესხსაც, არ აწყობდათ მისი ალაპარაკება და იმოქმედეს დროულად.
- კიდევ?
- პირდაპირი კვეთა, თქვენს ამბავთან, არ ჩანს არაფერში... - გაუსწორა მზერა დაბურულ მინას, - ყველაფერი ზედმეტად სუფთაა, ვიტო.
- გამორიცხულია, - გადაჭრით ჩაილაპარაკა მაჭავარიანმა. დაიწყო საბუთებში ქექვა ლომსაძემ. ეძებდა რაღაც ხელჩასაჭიდს - აქამდე ვერნახულს.
- არის ერთი საინტერესო დეტალიც... - ამაზრზენი ღიმილით გადახედა, - მისი მეორე შვილი, ეკატერინა არაბიძე, მეგობრობდა შენს დასთან.
- ელენა? შანსი არაა, - გააქნია თავი დაუფიქრებლად.
- მარიამთან.
- რა? - წამოიწია სწრაფად წინ, - რა თქვი?
- რამდენიმეს ჰყავს ერთად შემჩნეული.
- სად არის?
- ეკატერინა?
- ხო. სად არის? - იმდენად არ მოეწონა ეს უჩვეულო დეტალი, წაუჭირა კისერში ამოუცნობმა. მიხვდა, რაღაც სერიოზული დეტალი გამორჩა მარიამის ცხოვრებიდან.
- ბიჭი, ვანო არაბიძე, მთელ დღეებს კაზინოში ატარებს, არც ეკატერინა ამბობს გართობაზე უარს, - საზიზღრად ჩაეცინა ლომსაძეს. - ღამე გამოდის გარეთ და დიდ დროს ატარებს ჯანხოთელის კლუბში. კაიფშია სულ. აზრი არ მოეკითხება.
- რაზეა წამსვლელი ეგ ეკატერინა?
- ყველაფერზე! - მოუჭრა მოკლედ და ჩაატია მთელი ინფორმაცია ერთ სიტყვაში, - რაც შემეძლო გაგირკვიე. უფრო ზუსტად აქ არის ყველაფერი და გადახედე,- გაუწოდა ფურცლების დასტა, აქამდე მონდომებით რომ იქექებოდა. თითქოს დიდი ტვირთი მოიშორა მხრებიდან და ამოისუნთქა შვებით ავთო ლომსაძემ.
- დატოვე... - ინდიფერენტული ტონი არც ახლა ღალატობდა ვიტოს, მაგრამ სისხლი უდუღდა და გრძნობდა, როგორ აწვებოდა რაღაც ძალიან ცხელი ტალღა საფეთქლებს.
- იმედია აღარასდროს შევხვდებით, ვიტო! - ესღა უთხრა საქმის დასრულებით გამხიარულებულმა და მანქანიდან გადავიდა ჩაფსკვნილი, ცხოვრებისგან გაზულუქებული ავთო ლომსაძე.
მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს ვიტო მაჭავარიანი.


* * *

ნიკა გაბაშვილიმა ცოლი რომ მოიყვანა, ყველამ იფიქრა, მაკა გაგოშიძე იქნებაო მისი რჩეული.
მაკას უკვე სხვისი ცოლი ერქვა.
ნიკას ცოლს - ანა სარალიძე.
ცოლი, რომელიც არ ჰყვარებია - ამ სტატუსით იცნობდნენ ქალს, რომელიც ატარებდა მუცლით ბავშვს.
ნაკა რომ დაიბადა, ისინი აღარ ცხოვრობდნენ ერთად.
ვერ გასტანა დიდხანს თავიდანვე დაღდადებულმა სიყვარულმა.
სამუდამოდ გაუშვა ქალმა სიყვარული, რომელსაც ვერ ამყოფინა თავისი.
წავიდა კაციც, როცა დაინახა ცოლის თვალებზე პირველი ცრემლი.
ამბობდნენ, მაკა გაგოშიძე რომ გაშორდა ქმარს, დიდხანს ცდილობდაო ბავშვობის სიყვარულთან დაბრუნებას.
არ დაიბრუნა ნიკამ, რომელსაც აღარ ჰყავდა ცოლი, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ჰყვარებიაო ქალი.
დიდი მტრობა ჰქონიათ ოჯახებს.
ვერ ეგუებოდა მიშა არაბიძე ყოფილი ცოლის პირველ სიყვარულს.
დაუმარხავს სამუდამოდ.
მოუშორებია თავიდან.
ნაკა რომ გაიზარდა, აღარ იყო ნიკა.
ქვეყნიდან წავიდა ანა.
გადაიწურა უკან მობრუნების ყველა იმედი, როცა გაიგო მისი არყოფნა ამქვეყნად.
დატოვეს მარტო ერთადერთი შვილი.

კაფის კუთხეში მჯდომი, დიდი მინის ფანჯრიდან უყურებდა ცას. გაწოლილიყო დაკლაკნილი ღრუბელი დასავლეთისკენ და იპყრობდა უსასრულო ცაზე გამოჩენილ იმედისმომცემ ნაპერწკლებს.
უღიმღამოდ ანათებდა შუქი აქა-იქ.
ხელუხლებლად იდო ბოსტნეულის სენდვიჩი ზურმუხტისფერ მაგიდაზე. ვერც ამჩნევდა ფიქრებში უგზო-უკვლოდ დაკარგული, ვიტოსთან შეხვედრისგან ნირწამხდარი ნაკა. ემოციებისგან დაცლილს, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა სახეზე. მსუბუქად ჩამოსდიოდა მხურვალე ცრემლები მარგალიტისფერ სახეზე. იწმენდდა ხშირად. გასცრეცვოდა ზამთრის სუსხისგან აწითლებული სახე. უჭერდა ყელში ის გრძნობა, მთელი ცხოვრება რომ გაურბოდა.
- ნაკა! - კიდევ დიდხანს იჯდებოდა მოქუფრული სახით და იფიქრებდა წინა საღამოზე, რომ არა ანუნას ხმამაღალი შეძახილი, - სად დაფრინავ? ან რა სახით ხარ წარმოდგენილი, სულ არ ფიქრობ კაფის ‘‘ინგეიჯმენტზე?’’ ჩააგდო ბიზნესი! - დასცინა მეგობარს, წინა საღამოს სიმძიმე რომ ჰქონდა სახეზე ასახული. მოავლო შემდეგ თვალი გარემოს. რამდენიმე ადამიანი შემორჩენილიყო ყვითელი განათების ქვეშ. გაეცინა ნაკას აწეულ წარბებზე.
- ვფიქრობდი, უბრალოდ... - აიჩეჩა მხრები წარბშეკრულმა. შეათვალიერა შეცოტავებული მომხმარებლები. - მომიყევი, რა მოხდა გუშინ, - ერთბაშად უამრავი სიახლისგან დაძაბულს ეტყობოდა ხმაში მოუთმენლობა.
- შენც უნდა მომიყვე, რატომ არასდროს პასუხობდი ჩემს ზარებს! მე მხოლოდ ‘‘ბარტერზე’’ ვთანამშრომლობ, ძვირფასო, - თვალებდაწვრილებულმა დაუქნია საჩვენებელი თითი და მიმტანს ერთი ამერიკანო სთხოვა.
- დაიწყე ანუნა, დაიწყე! ნუ დამღალე! - ერთი კი ამოიწუწუნა ნაკამ, მაგრამ დვალიშვილის ანთებულ თვალებს რომ გადააწყდა, გაჩუმება არჩია.
- ნუ, ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივი იყო... მაგრამ არაფერი რომ არ იყო ჩვეულებრივი, მაგას თქმაც არ სჭირდება! - ცხელ ამერიკანოს შემოხვია გრძელი თითები, ჩახედა შემდეგ, შეიგრძნო არომატი და ეშმაკური თვალებით ახედა ადგილზე აწრიალებულ ნაკას,- ვიტოც ვნახე!
- ნუ ყვირი, ანუნა! - რამდენიმე ადამიანის მზერა რომ იგრძნო, წამოწითლდა სახეზე იმწამსვე, - ადი ბარემ სცენაზე და გამოაცხადე იქედან! - დაუქაჩა თვალები.
- აუჰ, რა მუდო ხარ, ნაკა, რა... - ერთი გადააქნია თავი დანანებით.
- მოდი, ცხოვრებაში ერთხელ იყავი სერიოზული და ეგ ერთხელ ახლა იყოს, კაი?
- ნუ, კაი! - მოსვა ცხელი ყავა და მზერა ხელუხლებელ სენდივჩზე გადაიტანა, - გინდა შენ ეს?
- ანუნა!
- ჰო, კარგი... - საქმიანად დააწყო ხელები მაგიდაზე, გადმოიხარა მისკენ, თითქოს გრიფით საიდუმლო უნდა გაეჟღერებინა ერთადერთი მოკავშირისთვის, - თითქმის ყველა ძველი პარტნიორი და მეგობარი ჰყავდათ სტუმრად. ერთი შეხედვით, ყველაფერი ისე იყო, როგორც სტანდარტულ ოჯახებშია, მაგრამ ვახოს სახეზე ეტყობოდა რის გამოც შეკრიბა ხალხი თავისი შვილის გარდაცვალების დღეს... გაცეცხლებულ მზერას არ აშორებდა არაბიძეს და მესხს, - დასერიოზულდა უჩვეულოდ ანუნა. დაიდაბლა კიდევ უფრო ხმა. - აშკარა იყო, რომ დასაწყისია ეს.
- რისი დასაწყისი.... - გამოეთიშა სამყაროს ნაკა. იცოდა პასუხი, მაგრამ ვერ დაუშვა მაინც თქმა.
- დიდი და ხანგრძლივი ომის!
- კიდევ? - ნერვიულად ათამაშებდა თითებს მაგიდაზე.
- არც არაფერი, ნაკა. სახეზე ეტყობოდა არაბიძეს, მოსალოდნელი საფრთხე რომ იგრძნო. მესხი არაფერს იმჩნევდა, მაგრამ შინაგანად ეგეც უარესად იქნებოდა, დარწმუნებული ვარ.
- მამაშენმა რა თქვა? - არარსებულ იმედს ებღაუჭებოდა. შეეშინდა კიდევ უფრო უარესის.
- კოტე საეჭვოდ დუმს... ბევრი იცის, მაგრამ არ ამბობს არაფერს, - დაწვრილებული თვალებით გახედა ქუჩის ბაც განათებას, - არცერთი კაცი, მითუმეტეს შვილმკვდარი მამა, არ გაჩერდება მანამ, სანამ არ მშვიდად სუნთქვას არ შეძლებსო, ერთი ეს თქვა, სახლში რომ ვბრუნდებოდით...
- ფაქტია, ბოლომდე მიჰყვებიან საქმეს, - ამოიოხრა ერთი და გადასწია თავი უკან. გაუშტერა მზერა ერთ წერტილს, - ძალიან სარისკოა... იმათთან დაჯახება.
- სარისკოა, მაგრამ ოთხი წელი იმისთვის არ იყვნენ გადაკარგული, უკან დაბრუნებულებს ცარიელი ხელებით ებრძოლათ.
- აქვთ რამე?
- აუცილებლად! ეტყობოდათ კიდეც... რაღაცნაირად ზედმეტად თავდაჯერებული და სასტიკი მეჩვენა ვახო. ვიქტორიც ისე უმაგრებდა ზურგს! მარიამის გარდაცვალების შემდეგ, ისეთი ჩამოშლილი და მოტეხილი იყო მთელი ოჯახი, ახლა თითქოს წელში იყვნენ გამართული. სტრატეგიული გათვლა იყო მტრების და მეგობრების ერთად მიპატიჟება, - ჩურჩულებდა ანუნა.
- საინტერესოდ ჟღერს... - ჩაეცინა. მოაგონდა ისევ გუშინდელი საღამო.
- ელენაც ვნახე... - დაიჩურჩულა ისე, საკუთარ თავსაც რომ არ გაეგო.
- რატომ ჩურჩულებ, ანუნა?
- უი, არ ვიცი... - მხოლოდ ახლა მიხვდაო თითქოს, თავისი ხმა თვითონაც რომ არ ესმოდა, - იმ დღეების მერე, შეცვლილია ძალიან, სიცოცხლის ხალისი აქვს დაბრუნებული, მეგონა ბავშვობაში დავბრუნდი... ყველაფერი იმდენად ძველი და ნაცნობი იყო ირგვლივ... სამზარეულოც კი! - შემოერია აღფრთოვანებას ოდნავი სევდაც და ჩაუდგა თვალებში პატარა ტბები. - მოვენატრეთ ძალიან და შენი ნახვა უნდა... ჰო, მართლა! იცი, კიდე ვინ ვნახე? დორა! ისე გამიხარდა, ბოლოს და ბოლოს ეგ იყო ჩვენი მესაიდუმლე! – წამოიძახა აჟიტირებულმა, მოისროლა ძალიან შორს ის ოდნავი სევდაც. შეექცა მადიანად ნაკას სენდვიჩს, - რა..? დავიმსახურე!
- ჭამე, არ გეუბნები არაფერს, - მის გულუბრყვილობაზე გაეღიმა ნაკას, - დორა... მეც მომენატრა, და საერთოდ, მომენატრა ყველაფერი, - შეახსენეს თავი ბავშვობის ფაქიზმა მოგონებებმა.
- ისა... ნაკა?! – თვალებდამრგვალებულმა ახედა ღიმმორეულს, - რაღაცას გეტყვი და არ გამიბრაზდე, კაი?
- რა ჩაიდინე, ანუნა? - ღიმილით გადაწვა სკამზე. მოსვა ცივი ყავა. თითქოს გამოაფხიზლა აგიზგიზებულ სხეულში ცივი სითხის ჩაღვრამ.
- ელენა მოვა აქ...
- რა?! - გაფითრდა ერთიანად.
- ვუთხარი, შენს ნახვას რომ ვაპირებდი და... თან მაინც ხომ უნდა ნახო, როდემდე უნდა დაემალო? ან ვის ემალები? ან რატომ ემალები! მოკლედ, მოვა.
- ჯანდაბა! - ამოიოხრა მძიმედ. შეეშინდა ისევ. ჯერ ვიტოსთან დიალოგი ვერ გადაეხარშა ბოლომდე. არ იყო ემოციურად მზად კიდევ ერთი დარტყმისთვის, მაგრამ გვიანი იყო უკვე.
შენიშნა მონატრებული და შეცვლილი.
უახლოვდებოდა მაღალი, ნაცნობი სხეული გამოზომილი, მოხდენილი ნაბიჯებით, სახეც კი უცინოდა იმ მომენტში, მაგრამ ძველი, უდარდელი თვალებისგან აღარაფერი იყო დარჩენილი.
დაიძაბა.
მთელი სხეული დაეჭიმა და სახეზეც საგრძნობლად წამოწითლდა. ხელისგულებზე ოფლი ასხამდა. უკანკალებდა გაყინული თითებიც. მხოლოდ მაშინ ასწია თავი, როცა მის პირდაპირ აღმოჩნდა ელენა მაჭავარიანი - მთელი თავისი ბავშვობა.
- ელენა... - ინსტინქტურად დასცდა და ამღვრეულ თვალებს გაუსწორა მზერა. ძლივს აათრია სკამს მიყინული სხეული. იგრძნო ვერნათქვამი ბოდიშის სიმძიმე დასუსტებულ მხრებზე. იგრძნო ელენას თბილი ხელები.
ეხვეოდა ატირებული და დამუნჯებული.
ჩაატია ერთ ჩახუტებაში ოთხწლიანი სიშორე.
- მაპატიე, რა... - დასცა თავზარი ელენას სიტყვებმა.
- მე… მე რა უნდა გაპატიო, ელენა? - ნერვულად გაეცინა და აკანკალებული ხელით გადაიწია სახეზე ჩამოყრილი თმა, - ერთადერთი, ვინც პატიება უნდა ითხოვოს, მე ვარ, ელენა.
- არა, გთხოვ... ნუ ამბობ. ჩემი დანაშაულიც არანაკლებ დიდია. ხელი გკარი, არასწორად მოგექეცი... სიმართლეს ამბობდი... შენ არაფერ შუაში იყავი, მართლა, ნაკა! - ცრემლებმა დაუსველა ლამაზი სახე, - თავის მართლება გამომდის, მაგრამ არ ვიყავი კარგად... იმ ამბების შემდეგ, არ შემეძლო უბრალოდ, ხომ გესმის ჩემი?..
- მოდი, დაჯექი... იცი?! უბრალოდ, მე ვთქვი ის, რაც სხვა ფორმით უნდა მეთქვა. ამის ახსნას აზრიც კი არ აქვს, უბრალოდ მაპატიე! საშინლად მრცხვენია, ელენა, გეფიცები... და მაინც, საშინლად მიხარია, აქ რომ ხარ! - ესღა უთხრა და კიდევ ერთხელ მიეხუტა მონატრებულ სხეულს. ელენას სითბო ყოველთვის აგრძნობინებდა, რომ სახლში იყო. ელენა იყო მისი მთელი ბავშვობა და ყველა ის მოგონება, რომლის გამოც წარსული უღირდა. მძიმე და რთული წარსული.
- როგორ მენატრებოდით ორივე, წარმოდგენაც არ გაქვთ! - ყოველთვის ემოციური, ახლაც იღვრებოდა ცრემლად, - გუშინ, ანუნა რომ იყო ჩემთან, ვიტოც, დაჩიც, ჩვენი დორაც და შენ არა, ნაკა... შენი ადგილი ცარიელი რომ იყო პირველად...
- დამშვიდდი, ლენ, მთავარია აქ ხარ ახლა, ჩვენთან, შენს სახლში, შენს ქალაქში, - ეფერებოდა ჩალისფერ თმებზე. ეღიმებოდა. ბედნიერების სხივები შემოეპარა ცარიელ სხეულში. პირველად ელამაზა აწმყო.
- ვგიჟდები ჰეფი ენდებზე! - წამოიძახა სენდვიჩის ჭამით გართულმა ანუნამ, რომელიც ემოციურ შეხვედრას მთელი ოვაციებით და მუსიკალური გახმოვანებით ეხმიანებოდა შიგადაშიგ, - ეს სენდვიჩი კიდე რომ ავიღო? ... ნაკა, ხო მიყიდი?.. რატო მიყურებ ეგრე?... არა?


* * *

- ვიტო... მახსოვხარ, თან ძალიან კარგად, - ჩაილაპარაკა შესაშური გარეგნობის ქალმა. ააყოლა ცბიერი მზერა მის წინ მჯდომ, ცივად მოღიმარ კაცს. ჩააშტერდა არეული მზერით ნაცრისფერ თვალებში.
მართალი ყოფილაო ლომსაძე, გაიფიქრა ვიტომ და კიდევ ერთხელ შეათვალიერა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, რომელიც, მიუხედავად მდგომარეობისა, იმდენად თამამი და ეშმაკი იყო, ნებისმიერ შეშურდებოდა მისი ხასიათის.
- იგივეს თქმა არ შემიძლია, ეკატერინა, - ჩაილაპარაკა ცივად და მოუკიდა სიგარეტს, - ხომ ვერ მეტყვი რატომ?
- რატომ? - დაიბნა ქალი.
- ჰო, ეკატერინა, რატომ გახსოვარ შენ ძალიან კარგად და რატომ მე საერთოდ არ?
- მამაჩემის საქმეებში არასდროს ვერეოდი, არც მის პარტნიორებს და ოჯახებს ვიცნობ, შესაბამისად ვერც გამიხსენებ, - გულღიად გაუცინა ქალმა და უდარდელად გადაიდო ფეხი ფეხზე. იგრძნობოდა მის ხმაში დაბნეულობა და ფარული ნერვიულობა. ცდილობდა დაემალა, მაგრამ ვერაფერს გამოაპარებდა სიმართლის მაძებარ კაცს.
- მამაშენის საქმეებში არასდროს ერეოდი, არც მისი პარტნიორების ოჯახებს იცნობდი, მაგრამ მე გახსოვარ... - მშვიდი, აუღელვებელი ხმა ჰქონდა მაჭავარიანს. დიდი ძალისხმევის შედეგად შეკოწიწებული სიმშვიდე არ უნდა დაფანტვოდა ხელიდან, იცოდა ეს. ამზადებდა საკუთარ თავს.
- ასე გესიამოვნა ჩემი სიტყვები? - გაუცინა კვლავ და წამოდგა ფეხზე. მიუახლოვდა სავარძელში მჯდომ სახეგაყინულ ვიტოს.
- კარგი, შევცვალოთ კითხვა, - ჩაეცინა მისი პროვოკაციული ქმედებით გახალისებულმა. წამოდგა ისიც ფეხზე და მოშორდა მოახლოებულს. - რა ურთიერთობა გქონდა მარიამთან.
- მარიამთან? - ადგილზე შედგა. შებარბაცდა თითქოს. აშკარა იყო, ყველაფერი ბრუნავდა მის ირგვლივ.
- არ გინდა მანიპულაციები, ეკატერინა... სიმართლე მითხარი, საიდან იცნობდი ჩემს დას და რატომ არასდროს მახსოვხარ მის მეგობრად.
ტყუილში გამოჭერილ ქალს სახე წამიერად შეეცვალა. ჩაიხშო მაინც შინაგანი ღელვა და პირვანდელი, დომინანტური გამომეტყველება დაიბრუნა.
- რა თქმა უნდა, მარიამი... შენი და, - ჩაილაპარაკა სახეშეცვლილმა. ოდნავი აღელვების კვალიც აღარ ეტყობოდა მის ხმას. გრძელი თითები კოქტეილის მაღალ ჭიქას შემოხვია. ნელა მოძრაობდა, ყურადღების მიქცევას ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც. ვიტო მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა, იცოდა, წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ბევრად საჭირო ინფორმაციას დაფქვავდა, ვიდრე ფხიზელი.
- კიდევ ერთხელ გკითხავ... რა ურთიერთობა გქონდა და რა იცოდი მასზე? - მომთმენი ჰქონდა ტონი.
- ერთ საიდუმლოს გაგიმხელ... ძალიან მომწონდი, ვიტო... – სასმელითა და ნარკოტიკებით ჰქონდა გაჟღენთილი გონება და სისხლი უმცროს არაბიძეს, რომელიც მხოლოდ წამიერი სიამოვნების მისაღებად აგრძელებდა ცხოვრებას.
- კითხვაზე გამეცი პასუხი!
- სანაცვლოდ რას მივიღებ? - მიუახლოვდა ისევ. ეშმაკური გამომეტყველება ჰქონდა. ხმით გაეცინა ვიტოს. მიუახლოვდა ისიც.
- ცოცხალს დაგტოვებ, - დაბალი, მკაფიო ხმით ნათქვამმა, ზიზღით გაჯერებულმა სიტყვება, მოდუნებული მხრები აუცახცახა წამიერად. მიხვდა, არ იყო სახარბიელო სიტუაციაში და დასწყევლა საკუთარი თავი.
- შენ მაკავშირებდი მასთან. იცოდა მარიამმა ჩემი გრძნობები. მეხმარებოდა... ეს შენ იყავი მთავარი მიზეზი, რის გამოც მე და მარიამი ვმეგობრობდით, - მამაკაცის სახეს თვალს არ აშორებდა. გასწყვეტოდა ის ძარღვი, ადამიანების სინდისზე რომ გადიოდა. გამარტივებოდა ცხოვრება ეკატერინას.
- კარგი... - აუღელვებლად გადაიხარა მისკენ, - ახლა სიმართლე მითხარი.
- გითხარი უკვე... შენ.
- სიმართლე, ეკატერინა! - დაეძაბა სხეული მაჭავარიანს. სრულიად დაცლილი იყო მისი ხმა და მზერა ადამიანური გრძნობებისგან, - ცუდად დაამთავრებ, იცოდე.
- მაინც, როგორ? - ეშმაკური გაუხდა ქალს ტონი. აზარტში შევიდაო, თითქოს.
- მამაშენმა იცის შენი საქმიანობები, ეკატერინა? - გამოკვეთა მისი სახელი. წაეშალა ქალს სახიდან ღიმილი, - არა?! გაბრაზება სცოდნიაო საშინელი, გამიგია. მართალია?
- შეყვარებული ჰყავდა... და მე ვეხმარებოდი, რომ არავის გაეგო. ჰო, სანაცვლოდ შენ გიახლოვდებოდი, ნელ-ნელა. მარიამმა არ იცოდა, რომ ამას შენ გამო ვაკეთებდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? წმინდა მეგობრობის უკან ჩვენი სურვილები იყო, - ამოიოხრა ქალმა, რომელსაც გაჰყინვოდა გამომეტყველება. აუთამაშდა ყბის კუნთები დაძაბულობისგან. წამის მეასედში შებრუნდა ქალისკენ ვიტო.
- რა თქვი?! გაიმეორე, რა თქვი? - თითქოს ყელში ძლიერად წაუჭირეს და არ უშვებდნენ. წამის წინანდელი სიმშვიდისგან აღარაფერი იყო დარჩენილი და ალბათ, რომ არა თვითკონტროლის ის ერთი პროცენტი, ეკატერინა არაბიძეს ცოცხლად გაატყავებდა.
- გაიმეორე, დროზე! - ღრიალებდა ბოლო ხმაზე გაცეცხლებული. იგრძნო, როგორ ჩამოექცა ცა და შეეჯახა იმ რეალობას, რომელშიც ყველაფერი კვლავ ბურუსით იყო მოცული. მისი რეაქციით დაბნეულ ქალს თვალებში შიშის ტალღა ჩასდგომოდა და გახევებული, ხმას ვერ იღებდა.
- დამშვიდდი...
- კაი?! ჩაიც ხო არ დავლიოთ და ისე ვიჭორაოთ? - გაღიზიანებულს გაეცინა და ქალის პირდაპირ ჩამოჯდა, - სამ წამში სიმართლეს თუ არ მეტყვი, მერე შენს თავს დააბრალე. მე გაგაფრთხილე, ეკატერინა!
- წვეულებაზე გავიცანი. პირველი შემთხვევა იყო, მამასთან ერთად რომ წავედი. -ფეხზე წამოდგა ისევ. აარიდა კაცს მზერა და ფანჯარასთან დადგა, თითქოს იმ წლების გახსენებას ცდილობსო, მთელი მონდომებით რომ დამარხა გონების მიყრუებულ ნაწილში. - ვერანდაზე ელაპარაკებოდა იმ ბიჭს... სევდიანი იყო, არ გამოიყურებოდა კარგად... გამოველაპარაკე და მითხრა, რომ ის უყვარდა, ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა, - წამით გაიხედა მაჭავარიანისკენ, რომლის სხეულსაც ლამის კანკალი დაეწყო. შეზარა საკუთარმა თავმა ვიტოს. მიხვდა, რამდენად სერიოზული რამ გამორჩა მარიამის ცხოვრებიდან, - დარდობდა, რომ ვერავის უმხელდა და ხშირად ვერ ნახულობდა. მეც დახმარება შევთავაზე... სულ ესაა. - კიდევ ერთხელ გაიხედა მისკენ. ღია ნაცრისფერი თვალებისგან აღარაფერი იყო დარჩენილი, ჩაძირულიყვნენ უსასრულო უკუნითში, - ბავშვი ვიყავი, ვიტო... არც მიფიქრია, რომ ამით რამე ცუდს ვაკეთებდი.
- რატომ არ თქვი?! როცა მისი სიკვდილის ამბავი გაიგე, რატომ არ მოხვედი და სიმართლე არ თქვი?!… შენ გელაპარაკები, გოგო! რატომ არ თქვი! - ნაკუწებად ქცეული სიმშვიდე ნელ-ნელა ეცლებოდა ხელიდან. აღარ იცოდა, ვინ დაესაჯა, ვისთვის მოეთხოვა პასუხი და რატომ სურდა ასე ძალიან საკუთარი თავისთვის მიეყენებინა ტკივილი.
- არ ვიცი... მართლა, არ ვიცი, - დანაშაულში გამოჭერილმა ძლივსღა ამოილუღლუღა. ჩაიკეცა იქვე. თავისი გაიტანა მავნე წამალმა.
- კიდე! კიდე რა იცი, დროზე თქვი!
- არაფერი... არ ვიცი.
- ვინაა? იცი, შენ ძალიან კარგად იცი, ხო ასეა? შემომხედე, - დაიხარა კედელთან მჯდომთან, გულის რევის შეგრძნებისა და თავბრუსხვევისგან, ხსნას და ჰაერს რომ ითხოვდა. ჩაუხშო ამის სურვილიც, გადაუკეტა ყველა გზა. - ახლა, ხმას ამოიღებ და იტყვი, მიდი ეკატერინა, გელოდები.
ებინდებოდა თვალები ეკატერინას.
ეხუჭებოდა დაღლილს.
- გიორგი... - დაგუდულ ხრიალს ამოაყოლა სიტყვები. აერია იქვე გულიც. - ჭონიაშვილი, - დაუარა სხეულში საკუთარი თავის, წამლის, ყველა ცოცხალის ზიზღმა არაბიძეს. თავი ცივ კედელს მიადო და მიაშტერდა ერთ წერტილს.
- ერთი რამ დაიმახსოვრე, ეკატერინა! - ფეხზე წამოდგა ვიტო. შეშლილი სახით უყურებდა კედელთან ატუზულ ქალს. - სიმართლე გავიგებ. შევეწირები და მაინც გავიგებ! შენ სიტყვებში ტყუილის ერთი მარცვალიც რომ იყოს, ერთი სიტყვაც რომ არ ემთხვეოდეს, გაგატყავებ და სულს ამოგხდი! გასაგებია?!
კარის მიჯახუნების ხმაც მისწვდა ზედოზირებისგან გადარჩენილის ყურთასმენას. იწვა იქვე, ცივ კედელთან. თავი აკანკალებულ ხელებში ჩარგო.
გადმოუვარდა ერთი საბრალო ცრემლიც. დასტიროდა საკუთარ თავს.
დასტიროდა იმ კაცს, საკუთარი თავი რომ არ დაიშურა მისთვის.
მისტიროდა იმ კაცს, ასე ძალიან რომ იბრძოდა მისთვის.

იგრძნო მლაშე გემო.
დამარცხებას ჰგავდა თითქოს.

* * *

სამარისებური სიჩუმე ჩამოწოლილიყო მაჭავარიანების მისაღებში. ოთხი კაცი იჯდა მხოლოდ და ვერცერთი იწყებდა საუბარს. შეჰყურებდნენ დაცლილი თვალებით ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს და ცრემლების ტბაში ჩამხრჩვალ ალმოდებულ ხეს.
გაურკვევლობა შინაგანად სჭამდა ვიტოს ორგანიზმს. სიტუაცია პაზლების გროვას ემსგავსებოდა და უსკდებოდა თავი ათასი ფიქრით.
- ვერცერთის სახეზე ვერ ვხედავ გაოცებას... რა ხდება, მამა, ჩემ გარდა ყველამ ყველაფერი იცით? - მიეყრდნო ბუხრის კედელს, არამიწიერი ტანჯვა უფარავდა მთელს სახეს ვიტოს, - კარგი... მამაჩემმა და ბაბუაჩემმა დუმილი არჩიეს, შენ მაინც მიპასუხე დიმა, ეგეთი ცუდი კაცი ვარ?
- რა... რა შუაშია ეგ, ვიტო! - დამნაშავე, მწარე სიცილს ამოაყოლა სიტყვები დიმა ჩიქოვანმა, - ყველაფერი ისეთი ჩახლართულია...
- ყველა ერთად დამცინით, არა? - ჩაეცინა მასაც. უყურებდა ქვემოდან გაფითრებულ ვახოს, ლამის შუბლი რომ დაეცვარა ნერვიულობით. იჯდა მის უკან ბაბუამისი, ვიქტორ მაჭავარიანი, და ვერ იღებდა ხმას, თვალებშიც არ უყურებდა შვილიშვილს. ეშინოდა თითქოს, დაენახა ის, რასაც ამდენი წელი გაურბოდა საკუთარ სიზმრებშიც კი, - რატომ არცერთი ინტერესდებით გიორგი ჭონიაშვილის ვინაობით? აჰ... იქნებ იცით უკვე, ვინ არის? მიპასუხე, ვახო... ცუდი შვილი, ცუდი ძმა ვარ?
- მე ვარ ცუდი მამა, ვიტო... მე! - სიჩუმეში დაიკარგა ტკივილით გაჯერებული სიტყვები. ვიქტორს გადახედა იმედიანი თვალებით, შველას სთხოვდა თითქოს საკუთარ მამას. უსუსურობას შეეჯახა პირდაპირ საკუთარი უმართლობით, - ჩემი არაკაცობა, ჩემი სიმხდალე მაქვს სათრევი თხუთმეტი წელია და ამის გამო მოხდა ყველაფერი... - გასცრა მამის სიტყვებზე, მიეყინა ადგილს.
ჩამოენგრა კერპი საკუთარი მამის.
- რა ჩაიდინე ასეთი... რა ვალი გვაქვს ასეთი, ვახო, ეს მაინც მითხარი... - ოთახიდან გაქცევა ინატრა დიმა ჩიქოვანმა.
შვილის იმედგაცრუებულ ხმაზე საშინელი, არაფერი ყოფილაო მამისთვის, გაიფიქრა და მოარიდა თვალი თავჩაქინდრულ ვახოს.
- ვიტო... - ხმა ჩაიწმინდა დიმამ, - ნუ შეხედავ... ნუ განსჯი ამ სიტუაციას მხოლოდ ერთი გადმოსახედით, ამას გთხოვ მხოლოდ.
- ჩემი და მოკლეს, დიმა, ოთხი წლის წინ! შეგახსენებთ თქვენც... - გადახედა მამისა და ბაბუის ჩრდილებს, - საკუთარმა მამამ მაიძულა, მთელი ოთხი წელი, იქ მეძებნა სიმართლე, სადაც სიცარიელე ყოფილა თურმე... ხვდები? ვინ ვარ მე, დიმა, ამის მერე?
- სწორი ხარ, ვიტო, სწორი და მართალი, გაქვს უფლება იყო გაბრაზებული, მაგრამ მე ვთხოვე ვახოს, დაემალა შენთვის სიმართლე... როცა სიმართლეს გაიგებ, მიხვდები შენც, რატომ გავაკეთეთ ეს... - აარიდა მზერა. ვერ გაუძლო მის იმედგაცრუებულ თვალებს. ჩაუქრა სახე ვიტოს.
- შევიფარე... ვუპატრონე ყველაზე დიდ დამნაშავეს ამქვეყნად, ეს დავაშავე მე, შვილო... - ხრიალს ჰგავდა კაცის სიტყვები.
- ვის?! ... ვის, ვახო! - აუმაღლა პირველად ხმას მამის წინაშე. ფერფლად ექცა მოთმინება.
- ჩემს ძმას... - ამოგლიჯა საკუთარ თავს ორი სიტყვა ვახომ. რცხვენოდა თითქოს ამ სტატუსის აღიარება. გაახევა ადვილზე ვიტო მამის არსებობაგამოცლილმა სიტყვებმა.
- ვის?!
- ბაჩოს... - უხსენეს კვლავ თავის სიცოცხლეში უნახავი ბიძა, არასდროს რომ არ ჩანდა მათ ცხოვრებაში, არასდროს რომ არ ახსენებდნენ მის სახელს.
- ჭონიაშვილების გათხოვილი, შვილიანი ქალი მოიტაცა, ჩემმა საამაყო შვილმა, ვიტო! - ბაბუის სიტყვებმა შეაჩერა ჰაერის მოძრაობა ოთახში, - თავი მოიკლა იმ ქალმა, - მწარედ გაჰკვეთა ბასრმა სიტყვებმა სივრცე და დაეჯახა ადგილზე მიყინულ ვიტოს, - თავი გამომიგზავნეთო იმ არაკაცის, შემოუთვალეს მამაშენს, მაგრამ ვერ გაიმეტა... გამიქცია ქვეყნიდან ჩემი ხელით მოსაკლავი შვილი, - მოაგონდა დიმა ჩიქოვანის წუთის წინ ნათქვამი სიტყვები... გაიყინა. გახედა მამის ნაცრისფერ სახეს, მკვდარი იყო ცოცხლად, - საკუთარმა ძმამ მოკლასო, მოითხოვდნენ... ეგ იყო მაგათი პირობა.
- რა... რა სიგიჟეა... - ერთი ესღა აღმოხდა ცრემლმორეულს, მიეყრდნო ხელით კედელს, ახრჩობდა ვიღაცის ძლიერი ხელი შიგნიდან.
- უნდა მოეკლა არაკაცი მამაშენს, უნდა მოეკლა და ჩამოეწმინდა ოჯახისთვის ეს სირცხვილი! ვერ გაიმეტა... სიცოცხლე აჩუქა არაადამიანს და რა მიიღო შედეგად? რა მიიღე, ვახო? - გახედა დაპატარავებულ, მოტეხილ შვილს, - თავი მქონდა მოსაკლავი მე, ვიტო, რად მინდოდა ჩემი თავი ცოცხალი... საკუთარმა შვილმა ცოცხლად დამმარხა, შეიწირა საწყალი დედამისი, შეგვარცხვინა, მიწასთან გაასწორა მამაშენის ოჯახიც...
- უყვარდა მაინც ის ქალი?... - ამოიხრიალა თავჩაქინდრულმა. საკუთარი თავიც გააოცა უეცრად დაცდენილმა სიტყვებმა. შეცბა სამივე თითქოს.
- როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი სიყვარულით გაუბედურებული ქალი, ვიტო... - წამოდგა ფეხზე ვიქტორი, მიუახლოვდა ჩამოშლილ შვილიშვილს, ააწევინა ჩაქინდრული თავი, - როცა უყვართ, უყვართ შორიდანაც... ბედნიერი სხვასთან, ვიტო... მას რომ მართლა ყვარებოდა ის ქალი, არ გამოსტაცებდა ხელიდან შვილს... ან დაიმარხებოდა მასთან ერთად, მაგრამ იცი რა გააკეთა, ჩემმა შვილმა? - ჩახედა აწყლიანებული თვალებით, თითქოს მისი მზერა ეტყოდა ყველაფერს. მზერაზე მტკივნეული მისი ნათქვამი „ჩემმა შვილმა“ იყო, - მოვიდა ატირებული მამაშენთან... დაჩოქილი სთხოვდა შველას, გადამარჩინეო ევედრებოდა... მითხარი, ვიტო... შეუძლია ასეთ კაცს სიყვარული?! კაცს, რომელსაც საკუთარი სინდისიც არ უყვარს! კაცს, რომელსაც საკუთარი ძმა არ უყვარს... მის ადგილას, რომელი კაცი ითხოვდა შველას? არცერთი კაცი, ვიტო! არაკაცებს უყვართ მხოლოდ საკუთარი თავი და არავინ სხვა... ასეთი არაკაცი შეიფარა მამაშენმა... ასეთი კაცისთვის გაიმეტა საკუთარი თავი... გესმის? - მოჰკიდა ორივე ხელი სახეზე, გაასწორებინა მზერა და უთხრა ყველა ვერნათქვამი დარდი, რასაც დაატარებდა ამდენი წელი, როგორც კისერზეჩამოკიდებულ ბორკილს, - რთულია, ვიტო... მძიმე ხვედრია იყო არაკაცის მამა! სწორად გაზარდე შვილები, ადამიანად აღზარდე, იცოდე! - ერჩივნა დაბრმავებულიყო სამუდამოდ, ვიდრე ჩაეხედა შვილისგან გაუბედურებული მამის თვალებში. დააწვა კიდევ ერთი პასუხისმგებლობა... შვილობის. სწორი შვილი უნდა ყოფილიყო ჯერ და შემდეგ სხვა დანარჩენი. - ვიტო... შენ ჯერ ვერ ხვდები, არ ხარ მამა და არ იცი, რას ნიშნავს ისაუბრო საკუთარი შვილის, საკუთარი აღზრდილის არაკაცობაზე... ერთხელ რომ მოდიხარ კაცი ამქვეყნად, ვიტო... და ამ ერთხელ ასეთს რომ აღზრდი, ასეთს რომ შეიყვარებ, მითხარი, რისი ღირსია ასეთი კაცი? არის კი, რამის ღირსი? - ჩაეცინა მტკივნეულად. ჩამოჯდა ბუხრის პირდაპირ და გაუსწორა აწყლიანებული თვალები ცეცხლის ალს. ამოაშრობდა თითქოს მისი სიმხურვალე ყველაფერს - მის თვალებში არსებულს.
- კარგი კაცი ხარ შენ, ვიქტორ... ცუდი რომ იყო, ორივე შვილი გეყოლებოდა მკვლელი... - უთხრა ჩუმად, ძალიან ჩუმად. შეაკრთო კაცი მისმა მიმოფანტულმა სიტყვებმა. აუძგერდა გული სხვანაირად მოხუცს. უსიტყვოდ უსმენდნენ მათ დიალოგს ვახო და დიმა. მორეოდა ჩიქოვანს ცრემლი თვალებში, არასდროს ენახა მსგავსი სიმართლე და სიმწარე ამხელა კაცს.
- ჭონიაშვილებმა მომიკლეს მარიამი? - დაარღვია უსიტვო დუმილი ვიტომ. ჩახედა თვალებში მამას. ეძებდა სიმართლეს ყველგან.
- არ ვიცი, ვიტო... არ ვიცი, მაგ სიმართლეს დავეძებ ყველგან და არაფერი მხვდება არსად, - სასოწარკვეთით იყო გაჟღენთილი ვახოს სიტყვები.
- ყველა ეჭვი მათზე იყო... ამიტომ დაგიმალეთ, ამიტომ გაგიშვით აქედან... თქვენი უსაფრთხოებისთვის, პირველ რიგში. იმდენი მტერია ირგვლივ, მტკიცებულებები იყო საჭირო... ვერ შეებრძოლები არაბიძეს და მესხს შიშველი ხელებით ... არ გეგონოს, ხელს არ გაისვრიდნენ, - ჩაერთო საუბარში დიმა, - ჭონიაშვილები მარტივი ხალხი არ გეგონოს, ვიტო... მართალი ხალხი არასდროსაა მარტივი.
- უდანაშაულო გოგო მომიკლეს და კიდევ ისინი არიან მართლები, - ჩაეცინა ვახოს. გადააქნია თავი და დასწყევლა ის დღე, საკუთარი სისხლის და ხორცის სიყვარული რომ ასწავლეს.
- ისეთივე უდანაშაულო გოგო, როგორიც იყო სხვა კაცის ცოლი, მამა... - შეზარა საკუთარი თავი სხვისმა სიმართლემ. დაურა ცივმა ჟრუანტელმა...
"იქნებ სციოდა... იქნებ სტკიოდა... " აემღვრა ნაცრისფერი თვალები. - ვინ არის გიორგი ჭონიაშვილი!
- ქალის ძმისშვილი უნდა იყოს... მახსოვს, დავითს ჰყავდა შვილი, გიორგი... დავრეკო? - ფეხზე წამოიმართა დიმა.
- არა. მე მივხედავ ამ საქმეს, - გაუსწორა თვალი ჩაბნელებულ სივრცეს. - არის შანსი, რომ არ იყოს მათი ხელი? სხვა ცოდვებიც ხომ არ გვაქვს ოჯახს? - მამისკენ იყო მიმართული სიტყვები. ატკინა ისე, როგორც თავისი დამალული სიმართლე ეტკინა შვილს.
- ერთ-ერთი, ვისაც ეს ამბავი აწყობდა არის დავით ჭონიაშვილი... მისი სიძე წლების წინ გარდაიცვალა.
- მეორე?
- არაბიძე და მესხი... კონკრეტულად მარიამი რატომ აირჩიეს, გაურკვეველია. სავარაუდოდ , მარტივად მოიხელთეს... - ფანჯარასთან, პირისპირ დაუდგა ჩიქოვანი, - შენი მოშორებით ბევრად მოგებული დარჩებოდნენ, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწიეს... გატეხეს ციხე.
- არაბიძეს რამე კავშირი აქვს ჭონიაშვილებთან?
- არაფერია გამორიცხული... ჭონიაშვილები დიდად შეძლებულები არასდროს ყოფილან, მაგრამ კონტაქტები ყოველთვის ჰქონდათ ყველგან. ეთქმოდა სიტყვა დავითს.
- ახლა?
- დავითის კვალი დიდიხანია არ ჩანს... ის ამბავი რომ მოხდა, არც მაშინ ჩანდა სადმე. მიწამ ჩაყლაპა თითქოს. არავინ იცის, სადაა.
- მივხედავ... - ესღა ჩაილაპარაკა. გასვლამდე ჩახედა მამას ამღვრეულ თვალებში. საკუთარი სუნთქვაც ამძიმებდა კაცს და ხვდებოდა ამას ვიტო.
დააიმედა თითქოს...


თავი მეოთხე

„შპალერის ყვავილს
ლურსმანი მოარიდა
და უკვე იცი,
არავის გაწირავს“ (ვ.ხორნაული)


წარსული - ოთხი წლისა და ათი თვის წინანდელი აპრილის საღამოშერეული დღე.

შუა გაზაფხულის დამქანცველ მზეს დაეტოვებინა თავისი კვალი ხეებში ჩაფლული გარემოსთვის.
საღამოს ცხრაზეც კი ისეთივე ჩახუთული ჰაერი მოძრაობდა, როგორიც შუა დღის მწველ მზეს სჩვევია.
უცნაურად დაემძიმებინა ამინდს დედამიწა.
სუნთქვაც უჭირდათ ატმის ყვავილებს.
ერთმანეთისგან დაღლილი დაქანცული ღიმილით გადახედავდნენ აყვავებულ, ვარდებში ჩაფლულ ბაღს და მისი სილამაზე უამებდათ შფოთვისგან დაღლილ გულს. კიდევ უფრო მშვენიერი სანახავი იყო მათ ზემოთ, დიდ მრგვალ აივანზე ზურგით მდგომი მაღალი, მათი დარი სხეული.
თეთრი კაბა მოერგო ქალს.
გრძელი ტალღოვანი თმა უფარავდა ოდნავ მოშიშვლებულ ზურგს.
საოცარ კონტრასტს ქმნიდა მისი ხორბლისფერი კანი კუპრივით შავ თმებთან და თოვლივით თეთრ კაბასთან.
მოჯადოებული შეჰყურებდა ამ უჩვეულო სანახაობას ატმის ყვავილებს შეფარებული კაცი.
იჯდა იქვე, ხის სკამზე და თვალს ვერ აშორებდა ჩაფიქრებულ ქმნილებას.
ფიქრებს წაეღო მისი გონება.
აშკარაა, მისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო სახლიდან გამომავალი გულისწამღები ხმაური.
თავის სამყაროში გაეხვია ღამეს.
ვარსკვლავების ბადეში მოექცია მისი სხეული.
აკვირდებოდა დიდხანს.
მთავრის მკრთალი სინათლე ეცემოდა მის ლამაზ სახეს.
ვეღარ გაუძლო გულმა - გალიიდან გამოქცეული ფრინველის მსგავსმა.
- მინდა, აქ ჩამოხვიდე... - ჭრიჭინების ნაზი სიმფონია დაარღვია უცნობის ხავერდოვანმა ხმამ. შეაფხიზლა უცნაურ ფიქრებში გადაშვებული ქალი. დაიხედა ქვემოთ დაბნეულმა. გული შეუფრთხიალდა თითქოს, როცა შეამჩნია ატმის ხესთან მდგარი მაღალი სხეული. უცნაურად უელავდა თვალები კაცს. შეეშინდა.
- ჩემი ნუ გეშინია... არაფერს დაგიშავებ! - მარტივად შეამჩნია ქალის თვალებში შიშის სხივის გაკრთომა. შეზარა საკუთარი თავი. - რაღაც მინდა გაჩვენო.
- რატომ უნდა დაგიჯერო? - ეჭვნარევად გადმოხედა სიბნელეში გახვეულს. გულზე მოედო მისი ლამაზი ხმა. მელოდიას ჰგავდა თითქოს, ნაცნობსა და ბავშვურს, - შენი არ მეშინია... - გააღიმა კაცი. გადმოდგა ნაბიჯები მისკენ. უკეთ გამოჩნდა მისი სახე თეთრ სინათლეზე. ხელები ზურგსუკან წაეღო. ქვემოდან უყურებდა სითამამეშეპარულს.
- დამიმტკიცე! - გამოწვევას ჰგავდა მისი სიტყვები. ბავშვურ გამოწვევას.
- როგორ?
- ჩამოდი აქ... ჩემთან. - გაუღიმა ლამაზად. შეანათა ნათელი მზერა არეულს.
- შენთან? - ეჭვს შეეპყრო მისი ერთადერთი სიტყვა, თუმცა ტკბილი იყო მის მიერ წარმოთქმული პირველი ‘‘შენთან.’’
- სცადე! ერთხელ... იქნებ, რა დაგხვდეს, - არ წყვეტდა მის გამოწვევას.
- თუ არ მომეწონება ის, რაც დამხვდება?.. მერე რა იქნება? - ეშმაკურად უღიმოდა. გული შეუტოკდა ისევ.
- მოგეწონება, ვიცი!
- რატომ ხარ დარწმუნებული?!
- ის თუ არა... მე ხომ მაინც მოგეწონები? - გაუნათდა ქალს ლამაზი სახე. გაეცინა პირველად.
- ასეთი სითავხედე?! - იღიმოდა გულწრფელად. ხელებით დაეყრდნო მოაჯირს, გადაიწია მისკენ, უნდოდა უკეთ შეევლო თვალი.
- გინახავს სადმე?! - მიუხვდა მცდელობას. ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. მოუჭრა გზა დაინტერესებულს.
- არსად!
- გილოცავ, მე ვარ შენი პირველი გამოცდილება!
- იქნებ ქმარი მყავს? რატომ გამითამამდი?! - დახედა ეჭვით თავდაჯერებულს.
- დაგაშორებდი...
- თუ მიყვარს?
- ვინ?
- ჩემი ქმარი!
- შენი ქმარი შენს წინ დგას და ელის, როდის გადააბიჯებ სიჯიუტეს! - თვითკმაყოფილ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. მიეყრდნო ატმის ხეს.
მისი სურნელი ეფრქვეოდა გარემოს.
ცვიოდა ძილშერეული ფოთლები.
- მაიძულებდი?!
- არასდროს, არაფერს!
- ქმარს გინდა რომ დამაშორო?!
- არ გყავს შენ ქმარი!
- და თუ მყავს?.. მაიძულებდი? - არ წყვეტდა მის გამოწვევას.
- შეგაყვარებდი თავს... დაშორდებოდი შენ თვითონ!
- როგორ უნდა შემიყვარდე, თუ მიყვარს სხვა?! - უყურებდა კაცი, ერთი წამით არ აშორებდა თვალს, არც ახამხამებდა თითქოს. გონებაში უძვრებოდა. აფორიაქებდა.
- არ გიყვარს არავინ, - არცერთი ეჭვით იყო გაჯერებული კაცის სიტყვები.
- საიდან იცი? - მისკენ გადაწეულს ჩამოეშალა სახეზე თმა. ლამაზიაო, გაიფიქრა კაცმა.
- ბევრი „თუ“ ახსენე.
- რა?
- როცა უყვართ, „თუ-სთვის“ არ იმეტებენ.
- არ ხარ ხო ნორმალური? - ამოიოხრა ქალმა. ვეღარ გაეგო, რა რეაქცია ჰქონოდა. არასდროს ენახა მსგავსი რამ.
- ჩამოდი, რა. - თხოვნას ჰგავდა მისი სიტყვები, - ისეთ ლამაზ რაღაცას გაჩვენებ, მადლობას მეტყვი მერე! - იტყუებდა თავის მახეში.
- მე არ მომეწონები შენ!
- მე მომეწონე შენ... შვილიშვილებს მოვუყვები მერე, როგორ წავართვი ბებია პირველ ქმარს. ლამაზი ისტორია იქნება, არა?
- არ მყავს ქმარი! - არ მოეწონა სამემკვიდრეო ისტორია. გაიშიფრა თავი იმწამსვე.
- ვეტყვი, როგორი მატყუარა ბებია ჰყავთ... როგორ მაწვალებდა...
- შეწყვიტე!
- ჩამოდი მაშინ!
- იცოდე, არანაირი შვილიშვილების ისტორიები!
- კარგი... იყოს ჯერ შვილები... მივყვეთ ქრონოლოგიას, - უღიმოდა კვლავ. ეშმაკურად. ხედავდა მის სახეზეც იგივეს. გულში გაჰკრა რაღაცამ... მწველმა და ლამაზმა.
- თუ ის არ მომეწონება, რას გააკეთებ?
- ხვალ ბაბუაჩემთან წაგიყვან ... გავაცნობ რძალს!
- საშინელი იუმორი გაქვს!
- პირველი ხარ, ვინც მიწუნებს, იცი?
- ნახვამდის! - აპირებდა შესვლას. არ უნდოდა გულით.
- თუ არ ჩამოხვალ, მე ამოვალ და იუბილარის კარაოკე მიკროფონით გამოგაცხადებ, როგორც ჩემს ცოლს... გინდა?
- მანიპულატორიც ყოფილხარ!
- მიზანდასახული ძალიან.... და დაინტერესებული შენით, - მიუახლოვდა. გაუსწორა მის თვალებს თავისი. - იცოდე, ბევრი ისეთი რამის გაკეთება შემიძლია იმისთვის, ვინც...
- ჩამოვალ! - არ აცადა დასრულება. მიხვდა, მართლაც შეარცხვენდა უამრავ სტუმარში ათი წუთის გაცნობილი.
აღელვებულმა ჩაიარა მარმარილოს მრგვალი კიბეები.
უცნაურ სიმსუბუქეს შეეპყრო. უფრთხიალებდა გული.
ყურიც არ ათხოვა გზად შემხვედრ ნაცნობს.
ჩადიოდა სწრაფად, მაგრამ უცნაურად გრძნობდა თავს, - ამჩატებულად.
სევდისფერ თვალებში აუკიაფდნენ პატარა ოქროსფერი ვარსკვლავები.
გაიარა ატმის სურნელში ჩაძირული ბაღი და მიუახლოვდა ზურგით მჯდომს. დაუჯდა გვერდით.

- ეს შენ, - გაუწოდა ატმის ყვავილი ქალს. დაუდო გაშლილ ხელისგულზე ვარდისფერი და არომატული.
უცნაური მზერით ახედა ქალმა მოღიმარს.
მოესმინა ლეგენდა ატმის ყვავილზე.
გასცრა.
არ შეიმჩნია ეჭვები.
- შეხედე, - ხეებს იქეთ, შორს, მათგან ძალიან შორს, ჯადოსნურად ანათებდნენ ციცინათელების გუნდი. შეთანხმებულად, სინქრონში ეხვეოდნენ სიბნელის ბურუსში და ინთებოდნენ შემდეგ თავთუხისფრად. - ახლოს მოდი, დააკვირდი... - ოდნავ მისწია მისკენ დაძაბული. ვერ უბედავდა შეხებას. აკვირდებოდა მის ნაცრისფერ თვალებს როგორ ინთებოდნენ ოქროსფრად და ქრებოდნენ შემდეგ. - სანამ შენ დაგინახავდი... ვიჯექი აქ და ვფიქრობდი ციცინათელების ბედზე.
- ბედზე? - გაეღიმა მის უცნაურ სიტყვებზე. გააღიმა სიტუაციამაც. არსებობდა ვინმე ამქვეყნად, ვინც ფიქრობდა ციცინათელების ბედზე?
- ინთებიან წამიერად... შეხედე, ეგ წამიც ყოფნით სიბნელის დასაჯაბნად. როგორი ძალა აქვთ, არა? ჩაბნელებულ სამყაროსაც გაანათებენ თითქოს.
- და ქრებიან შემდეგ... - და ჩაუქრა მასაც ოქროსფერი ნაცრისფერები.
დაასევდიანა ციცინათელების ბედმა. მოაგონა რაღაც ძალიან ახლობელი.
- ქრებიან... ყველაფერი ლამაზი ქრება.
- იკარგებიან სიბნელეში, - დასცდა ჩაფიქრებულსა და მონუსხულს.
- ადამიანიც ეგრეა... აინთება, - ჩახედა ოქროსფერებში, საკუთარი თავის ანარეკლს რომ ხედავდა მათში. - ჩაქრება, - დაეკარგა ანარეკლიც. - წამოდი, ახლოს მივიდეთ, - გაუწოდა ხელი. შეეხო მის რძისფერ თითებს. ნაზსა და ლამაზს.
პატარა გულანთებულ ბიჭს ჰგავდა იმწამს.
- ბავშვობის შემდეგ აღარ მინახავს ციცინათელა... ადრე ყოველთვის იყვნენ ჩემს ეზოში, - შერეოდა მის ხმას აღფრთოვანება და სევდა ერთდროულად.
- იცი ციცინათელები რატომ ანათებენ? - ამოხედა ქვემოდან.
შეუთვალიერა აწითლებული ღაწვები. სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში ეს სილამაზე.
- ბიოლუმინესცენციის გამო, - გაეცინა საკუთარ პასუხზე.
- არაფერიც! არაფერი გაგეგება, ჩემო კარგო, რომანტიკაში!
- ოჰ! გამოცდილი ხარ ძალიან?
- გაინტერესებს პირველი ხარ თუ არა?
- რატომ ინთებიან ციცინათელები? - დატოვა უპასუხოდ. შერცხვა ძალიან და მოარიდა თვალი. ჩამოჯდა იქვე, ხასხასა ბალახებში, ციცინათელებთან ძალიან ახლოს. აკვირდებოდა მათ სინათლეს.
ინთებოდა-ქრებოდა... ისე, როგორც თვითონ.
ყოველთვის იყო მის მხიარულ, ანთებულ თვალებში ჩაბუდებული ჩამქრალი სუსხი.
გვერდით დაუჯდა ისიც.
გააყოლა მზერა მისას.
ფიქრობსო ალბათ, მათ ბედზე.
- ასე იზიდავენ თავიანთ მეწყვილეს... თავიანთი სინათლით, - შეაკრთო დაბალმა ინტონაციამ. გაიხედა მისკენ. ხელებს ეყრდნობოდა და უყურებდა სანახაობას - მის წინ გადაშლილს, ლამაზსა და ჯადოსნურს. - შენც ანათებდი, იცი?
- არ მესაუბრო ეგრე...
- რატომ? - გაუცინა გულწრფელად. თვალი ააყოლა მის ზურგს, ოდნავ მოშიშვლებულს. ნაზად ეფინა მხრებზე ფაფუკი თმები. გაზაფხულის სურნელს აფრქვევდა ისიც.
- არ ვიცი... მე არ ვარ მზად ამისთვის, - სევდა შეერია წამისწინანდელ მხიარულ ხმას. შეეხო მისი ხელი თმას. ოდნავ ჩამოაყოლა სიგრძეზე.
- რატომ? - ჩაქრა თვითონაც.
დაემსგავსა ციცინათელების ბედს.
- რთული ამბავია...
- ახლა რომ გკითხო, არ მენდობი-მეთქი, ძალიან სასაცილო ვიქნები, ხო?
- რატომ იქნები? - გაეცინა მის აზიდულ წარბებზე. უცხო იყო მისი სახის ნაკვთები. ხისტი წარბები ოდნავ უქუფრავდა სახეს. თაფლისფერ თვალებს ედო ფონად ალისფერი... ლამაზი ღიმილი იმედს უჩენდა თითქოს მის მაცქერალს.
- ადამიანს მთელი ცხოვრებაა იცნობ და მას ვერ ენდობი ბოლომდე.
- ყველა ადამიანი ხომ არ ფიქრობს ციცინათელების ბედზე?
- სერიოზული პლუსი დამეწერა? - ჩაეცინა კაცს.
- აქ მოყვანისთვის - კი.
- მინდოდა ბაბუასთან წამეყვანე... მეწყინა, - გაეცინათ. გულს თავისით მოსწყდა მელოდიური ხმები.
- შენი სახელიც არ ვიცი, სხვათაშორის! - ახლა გაახსენდაო, თითქოს. წამოიყვირა მოულოდნელად.
- არც მე ვიცი შენი, მაგრამ კი არ გეჩხუბები! - გაუცინა კაცმა, გადაუწია ჩამოყრილი თმა ზურგს უკან, - გიორგი.
- მარიამი, - შეაგება მისას მორცხვი, გულწრფელი ღიმილი.
ცოტახნით ისხდნენ სიჩუმეში.
- იქ რომ იდექი... რაზე ფიქრობდი?
- რა?! - გამოერკვა. თვალი მოსწყვიტა გარემოს. დააბნია კაცის პირდაპირობამ.
- თითქოს ვერაფერს ამჩნევდი ირგვლივ... ცოტატი ვიეჭვიანე კიდეც.
- რაზე იეჭვიანე? - სულ დააბნია. ზემოთ აიხედა კაცმა. თვალი გაუსწორა თეთრ სინათლეს, რომელიც ანათებდა მკრთალად უკუნით სიბნელეში, - დედაზე ვფიქრობდი. - აიხედა მანაც ზემოთ
- გენატრება?
- ძალიან...
- მეც მენატრება - ჩემი.
- ვწუხვარ... - გაუტყდა ხმა.
გაუგეს უსიტყვოდ ერთმანეთს.
შეკრეს პატარა წრე.
- მეც ვწუხვარ ჩემს თავს, - შეერია ღიმილს ოდნავი სევდაც, - გყავს და ან ძმა?
- ორივე... ხუთი წლით დიდი ვარ ჩემს ძმაზე. მე გავზარდე. მე თვითონ პატარამ, - გადაეშვა მოგონებების ტბაში. მტივნეულად ეღიმებოდა ბედნიერს.
იგრძნო, რომ მასაც.
- როგორ გაზარდე მერე? კარგი ბიჭია? - იღიმოდა მისი ღიმილით მონუსხული.
- საუკეთესო!
- აჭარბებ ახლა! - გაეხუმრა. იმდენად დიდი სიყვარული იგრძნობოდა მისი გაზრდილის მიმართ, დედაზე მეტი იყო თითქოს.
- არაფერიც! რომ გაგაცნობ, დარწმუნდები! - დასცდა მოულოდნელად.
- გამაცნობ? - მონუსხული შეჰყურებდა საკუთარი სიტყვებით დაბნეულს. გვიან გაიაზრა თავისი დაუფიქრებლობის შედეგი. თვითკმაყოფილი უღიმოდა ის - მისი სიტყვებით აღფრთოვანებული. - გამაცანი... გამაბედნიერებ ამით, - სიმორცხვის სამუდამოდ გაქრობას ჰგავდა კაცის სიტყვები.
უყურებდნენ ციცინათელებს.
თეთრი ვარსკვლავები უყურებდა მათ.

სინათლეს და სიბნელეს ჩაეკრათ გულში ეს ღამე, ეს მთვარე, ეს ხეები, ეს ცაც და ეს მბჟუტავი, მონაცრისფრო ვარსკვლავებიც.

* * *

აწმყო - თბილი თებერვლის საღამო.


მაჭავარიანების სამზარეულოში უჩვეულო ჟრიამულს დაესადგურებინა.
წლების შემდეგ, პირველად ახმაურდა ზამთრის სუსხი გაზაფხულის დარად. შეკრებილიყვნენ ნაკა, ანუნა და ელენა. ირთობდნენ თავს ცხელი შოკოლადითა და დორას წვალებით.
- ვიტო! - ზურგით მჯდომი ნაკა ადგილზე შეხტა, ელენას აღფრთოვანებული წამოძახილი რომ გაიგო. უკან მიხედვის გარეშეც გრძნობდა ზურგის წვის მიზეზს. შემოანათა ოთახში ვიტომ და დააჯილდოვა უცნაური ღიმილით.
თვალებით ბურღავდა სკამზე აწრიალებულს.
- შეკრებაც ასეთი უნდა, - ღიმილით დაიძრა სამზარეულოს მაგიდისკენ. აღარ იყო ის სკამი ცარიელი... - აბა, ვისი ბედი გადაწყდა?
- ლანა ცაგურიასი, - დიდი ენთუზიაზმის თანხლებით წამოხტა ფეხზე ანუნა, - ხო იცნობ შენ, ლანა ცაგურიას?
- რომელი? ელენას დაბადების დღეზე ჭიქა რომ შეჭამა? - გაეცინა საკუთარ თავზე ვიტოს. გრძნობდა რაღაც სიმსუბუქის მაგვარს. ჩამოუჯდა მოპირდაპირე მხარეს ნაკას, რომელიც ვერ უსწორებდა თვალს.
- არა, ეგ მარიკო იყო გუგავა, ლანა როგორ არ იცი? - აწუწუნდა ეგრევე, - ელენა, რატო არ იცის შენმა ძმამ სამშობლოს შავ ბაზარზე გამყიდველი ლანა ცაგურია?!
- კაი და... ვინ არის ეს ლანა ცაგურია? - საქმიანი იმიჯი მოირგო უფროსმა მაჭავარიანმა. დაიკრიფა ხელები გულზე.
- ლანა ცაგურია სკოლის მთავარი შპიონი და არშემდგარი ათოსანი! არ გახსოვს, შატალოზე რომ არ წამოვიდა და მერე დამრიგებელს მოახსენა, ანუნა დვალიშვილი ღობეზე გადაძრომას აპირებდა, მაგრამ ვერ გადაეტია და კარიდან გაიპარაო?
- ანუნა... - ჩაახველა აქამდე ჩუმად მჯოდმმა ნაკამ, - მართლა ვერ გადაძვერი... - შეაპარა უხერხულად. ჩუმი ფხუკუნის კორიანტელი დააიგნორა ყელმოღერებულმა ანუნამ.
- მერე? ეგ უნდა თქვა? მაგიჟებთ? კაი, მე ჯანდაბას, ვერ გადავძვერი, რას ეუბნები მომავალ თაობას? რას ასწავლი, რა გათელილ გზას უტოვებ? შპიონაჟს და კაგებეობას? მეორე დღეს, მთელს სკოლას პირზე ეკერა, ანუნა დვალიშვილი ღობეზე ვერ გადაეტიაო! - შეახსენეს თავი ბავშვობის ტრავმებმა და მათ სათავეში მდგომმა ვერშემდგარმა ათოსანმა, სამშობლოს შავ ბაზარზე გადამყიდველმა, „კაგებეს“ ინსტიტუტის წარჩინებულმა მოსწავლე - ლანა ცაგურიამ.
- საერთოდ, რამ გაგახსენა ეს ლანა ცაგურია?
- ჰო, საიდან მოიტანა, დევიდ ბექჰემის და ვიქტორიას სიყვარულზე ვლაპარაკობდით, - აიჩეჩა მხრები ელენამ. ღიმილს ვერ იკავებდა ვიტო. გადააქნია თავი.
- რამ გამახსენა და... ეს ლანა ცაგურია იცით ვის გაყვა ცოლად? - საქმიანი იმიჯით გადახედა შეკრებილ საზოგადოებას, ჩაიქნია ბოლოს ხელი. - რა თქმა უნდა, არ იცით! რა იცით თქვენ საერთოდ... ელენას ეპატიება, მაგრამ ნაკა! შეიხედე ხოლმე კლასის ჩათში, მოკვდა იქნებ ეთერი მასწავლებელი?
- ჩათი გვაქვს? - გაკვირვებულმა გადახედა ელენას. აიჩეჩა მხრები მანაც. ვერ იკავებდნენ სიცილს. - ა, ეგ ის ჩათი არაა, მეათე კლასში პანაშვიდისთვის რომ გააკეთე და მერე ყველა გავიდა? რას შვები მერე, ელაპარაკები შენს თავს? - მწარედ დასცინოდა უჩვეულოდ გამხიარულებული ნაკა ანუნას. არ იმჩნევდა იმ ერთს.
- უი ხო, ეგაა, შემთხვევით დამრიგებელი რომ დაამატა და მარიკო გუგავა გარიცხეს, - აუბა მხარი ელენამ.
- რომელი, ჭიქა რომ შეჭამა?
- ხო, ხო!
- რატო გარიცხეს? - გაეცინა ვიტოს.
- „ბანძ ფეშენისტას“ ეძახდა დამრიგებელს და მერე, სრულიად შემთხვევით, დამრიგებელი დაამატა ანუნამ, - ეშმაკური ღიმილით გადახედა ელენამ დვალიშვილს.
- შემთხვევით დავამატე, რატო არ გჯერათ! მანჩოს დამატებას ვაპირებდი, ჩვენი კლასელის და მაია დავამატე, დამრიგებელი! მა-ნჩო, მა-ია! ერთია, ერთი! რამ გაყო მანჩო და მაია, ორივე მა-ზე იწყება!
- არაფერმა საერთოდ... ერთი კერესელიძეა, მეორე ცაავა, ერთი გოგოა, მეორე ქალი...
- ჰო, ერთი იმერელი, მეორე მეგრელი, ერთი ფხალი, მეორე ელარჯი, გამარჯობა, ელენა! რომ შევამჩნიე, დაჭერილი მქონდა დამატებაზე უკვე, რა მექნა? წავშალე ეგრევე, მაგრამ ჩანდა ის ძველი მინაწერები... იმასაც რამე ნორმალური დაეწერა, ბანძი ფეშენისტას გამო რომ გაირიცხა, - აიქნია ხელი ნერვებმოშლილმა და დალია თავისი ცხელი შოკოლადი.
- მაგ ამბის გაგრძელებაც ფრიად საინტერესო იყო... - აათამაშა თითები მაგიდაზე ნაკამ. უხტოდნენ თვალებში ეშმაკები.
- არ გაბედო! - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად, - იცოდე, თუ დავიწყე რაღაცების გახსენება... - თვალით ანიშნა ვიტოსკენ. დაადუმა იმწამსვე.
მიუხვდა ელენა ეშმაკობას.
მიხვდა ყველა ისედაც ყველაფერს.
- მერე გუგავას მშობელი რომ მიუვარდა ამ მაიას თმების დასაცლელად და შენც კარგად გამოგლანძღა, არ უხდება ეგ „ლოფერები“ ჯინსებსო, ეგ ამბავი არაა? - იცინოდა ელენა. გალურჯებამდე მივიდა ანუნა. გაახსენდა კიდევ ერთი ტრავმა.
- ეგ... ეგ მართლა ბანძი ფეშენისტა... იცით, რა ღირდა მაშინ „ლოფერები?“ და ძაანაც უხდებოდა ჩემს ჯინსებს ეგ ფეხსაცმელები, რა! შენ კიდე! გველი გამიზრდია უბეში, პითონი, სუფთა! - დაეხეთქა სკამზე გაწიწმატებული. - რატომ არ გავხდი ერთი ნორმალური მეგობრის ღირსი, ვიქტორ?!
- რა ვიქტორ, ანუნა! - ხმით გაეცინა ვიტოს. ერთს ელაპარაკებოდა და უყურებდა მეორეს. არ აშორებდა თავხედ ნაცრისფერებს. სიამოვნებდა, რომ აწამებდა.
- უკაცრავად, ბატონო ვიტო! როგორ გიკითხოთ? სად დაგვეკარგეთ? ვისთან?
- გაილახებით აქ ვიღაცები, ვატყობ...
- ოჰ, ვინ მაინც... - გადახედა ეშმაკურად. შეხედა შემდეგ თვალებდაქაჩულ ნაკას.
- შენ და დაჩი რაღაც საეჭვოდ ემთხვევით ერთმანეთს, ანუნ, რა ხდება, ხო არ იცი? - დაუბრუნა ხურდა. თვალებმოჭუტულმა, ეშმაკური ღიმილით გადახედა სახედამანჭულს და გამოიღო ცივი წყალი მაცივრიდან.
ჩამოწვა მცირეხნიანი უხერხული დუმილი.
- ვიტო, როგორ იქცევი? - აწუწუნდა ელენა.
- რას გადაეკიდა ეს გოგო ჩემს ბიჭს? - ქოთქოთით შემოიჭრა მოულოდნელი გრიგალივით სწრაფი დორა. ფეხდაფეხ მოჰყვა ქალს დაჩი სხირტლაძეც. - სულ როგორ მიჩაგრავს! შენ ხო მაინც ხარ მომსწრე, დაჩი!
- აბა რა, ძლივს ვამშვიდებ ხოლმე, წაქცევაზე აქვს ეგო... - ერთი დასცინა სხირტლაძემ და დაეხეთქა ხმაურით სკამზე.
- ოჰ, გამოუჩნდა მფარველი... ცოტაც მოგეცადა დორაჩკა, ატირებულს გამოვუშვებდი შენთან დასამშვიდებლად, - თვალები აატრიალა ახითხითებულმა.
გაეღიმა ნაკას.
დაუჭირა ეს ღიმილი მანაც.
- პატარა ელენას დაავიწყდა, როგორ ტიროდა სხვენში ჩაკეტილი... გავიხსენოთ, ლენ? - ეშმაკურად მოციმციმე თვალებით უყურებდა დას.
შეანათა ეს ნაცნობი მზერა მასაც.
წამით, სულ რაღაც ერთი წამით, დაბრუნდნენ უდარდელ წარსულში.
მოჰგვარათ ოდნავი შვება ერთი წამის უკიდეგანო ძალამ.
არ აშორებდა ვიტო ანთებულ მზერას.
ათვალიერებდა.
სწავლობდა ყველა ემოციას.
ემატებოდა ნაცნობ წამს წუთები.
შეიშმუშნა მზერისგან შეწუხებული ნაკა უხერხულად.
აფორიაქდა.
დაეკარგა ძლივს მოპოვებული მოსვენება. აუკანკალდა გაყინული ხელები უფრო.
უნდა დავრეკოო, მოიმიზეზა და გავიდა სწრაფი ნაბიჯებით ვერანდაზე.
გაექცა მოუსვენარ ნაცრისფერებს.

- გეშინია? - სიჩუმეში ჩაძირულ ნაკას ამოუდგა გვერდით.
ვერანდაზე იდგნენ და უყურებდნენ ორიოდე მეტრში უჩვეულოდ გამხიარულებული და-ძმის პაექრობას.
მთვარე ანათებდა მხოლოდ.
- დაჩი... - თვალები აატრიალა ნაკამ. ჩაეცინა სუსტად სხირტლაძეს.
- ნა-კა... - დამარცვლა დაჩიმ ღიღინით და თმაზე წაეთამაშა გაკაპასებულს, - ასეთი რთულია აღიარება?
- რისი აღიარება, დაჩი? - თვალები დაქაჩა ნაკამ.
- რომ შენ ის... რომ მას შენ...
- რა რომ მე ის?! ან რომ მას მე?! - დაიჩურჩულა აღშფოთებულმა, თუმცა ხვდებოდა მშვენივრად დასასრულს.
- მეჯვარე მე რომ ვარ, ხომ იცი?
- ჩემი მეჯვარე ანუნაა... - უეცრად შეიპყრეს ეშმაკებმა. აყვა თამაშში ხველაატეხილს.
- მოიცა... რა? უკვე?.. თქვენ რა, უკვე?! როგორ? უთხარით უკვე, რომ შენ ის და რომ მას შენ?!
- კი და მეჯვარეები შენ და ანუნა იქნებით! - მოატყუა წამებში, - ოღონდ ჯერ არავისთან თქვა! საიდუმლოა!
- რა ანუნა... ნაკა! სხვა მეგობარი არ გყავს, დავიჯერო?
- რატო, რას უწუნებ?
- რას... არაფერს, ან შეხედე როგორ იცინის! სიმღერებს გადაგვიფარავს, რად გინდა საერთოდ მეჯვარე? ან რანაირად... ორი წუთის წინ ერთმანეთს ხოცავდით, მატყუებ, ხო?! მეცოდინებოდა!
აღშფოთებული სხირტლაძის მოთქმა-გოდება უპასუხოდ დატოვა ნაკამ.
თვალი შეავლო აწითლებულს და ჰკითხა ღიმილით.
- დაჩი?!
- ჰო!
- შენ როდის უნდა თქვა, რომ შენ ის?.. - აუკიაფდნენ სევდისფერ თვალებში ეშმაკური ცეცხლები.
- ნაკა?! - დაბალ ხმაზე წამოიყვირა შიგნით მყოფებს რომ არ გაეგოთ. ააფარა ტუჩებზე ხელი.
- დაჩი?! - გააჯავრა მოგუდული ხმით.
- გაიძვერა, ქალო! რა იცი და საიდან?!
- უნდა ვიცოდე რამე, დაჩი? - ირიბად უვლიდა ნაკა.
ეღიმებოდა დაჩიზე, პატარა ბავშვს რომ დაემსგავსა წამებში.
- გეშინია, დაჩი? - შემოუბრუნა სიტუაცია.
- იმის? - თვალებით ანიშნა ლაღად მოღიმარ ოქროსფერთმიანზე.
- ან შენი?
- ჩემი არა, იმის - კი, - ამოიოხრა სასოწარკვეთილმა და მიეყრდნო მოაჯირს.
- არარსებობს!
- არსებობს! მწარე ხელი აქვს, სხვათაშორის!
- რაო?! შენ როდის მოასწარი ეგ?!
- გუშინ ღამე სახლამდე ვაცილებდი ჩუმად... ვინმე არ აეკიდოს-მეთქი, - თვალს ვერ უსწორებდა შერცხვენილი.
- და?..
- მანიაკი ვეგონე. მაგრად მცემა! იცოდე, არავისთან წამოგცდეს! - დასრულებული არ ჰქონდა იქვე ჩაკეცილ ნაკას რომ მოჰკრა თვალი.
- აჰა, ელაპარაკე ახლა ასეთს შენს გაჭირვებაზე! - ჩაიქნია ხელი გაწითლებულმა, - გოგო, ნაზად მაინც გაიცინე, ნუ გააგებინე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს! გაჩუმდი, თორე გამოვა და თავს მომჭრი! - პირზე ხელს აფარებდა ორად მოკეცილს.
- მოიცა, არ იცის, რომ შენ გცემა?
- არა და ნუ ჭიხვინებ! - ლამის ტირილი დაეწყო სხირტლაძეს.
- როგორ? რანაირად?
- ღამე იყო, გოგო, ღამე! ან ეს შენი დაქალი სად დასეირნობს შუა ღამეს, ჰა? ნაკა, ნუ დამცინი-მეთქი!
- ვაი... მორჩა, ვსო... - დაიმშვიდა თავი, მოიწმინდა ცრემლი და დაიწყო ისევ ჩუმი ფხუკუნი დაჩის გაოგნებულ სახეზე.
- რა შევცოდე ასეთი! - ამოიქშინა დოინჯ შემოყრილმა.
- დაჩი?!
- ახლა რაღა გინდა? - აატრიალა თვალები მსხვერპლმა. - მე შენ ჩემი გულის ნადები გაგანდე და დამცინი?!
- ყველაზე საყვარელი ხარ! - ჩაეხუტა აპილპილებულს.
- მართლა? - გული აუჩქარდა სითბოში ჩაკარგულს. - ყველაზე ყველაზე? - პატარა ბავშვივით მიანათა ნათელი თვალები.
ის ერთი ცალი მხიარული ცრემლი მოსწმინდა ნაკას და წაეთამაშა თმებზე.
- ჰო, ყველაზე! - დაუქნია თავი ღიმილით. - მასაც უთხარი, რომ შენ ის...
- ჰო?
- ჰო, დაჩი, ჰო! - გაუცინა. აუჩეჩა თმები ბავშვივით დაბნეულს.
იდგნენ ცოტახანი სიჩუმეში.
სიცილის ხმები გამოდიოდა ოთახიდან.
უცნაურად გრძნობდა ორივე თავს.
დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც ნამდვილი სიცილის ხმაც კი არ გაუგიათ.
მათთვის ძვირფასი ადამიანების გულწრფელი სიცილის ხმა... მონატრებოდათ, თურმე.
სხვანაირად უცემდა ორივეს გული.
- გრძნობ როგორ ვუბრუნდებით რაღაც ნაცნობს? - თვალი არ მოუშორებია მათი სახეებისთვის დაჩის.
- და როგორი უცნობია ეს ნაცნობი?..
- ჰო, ნაკა... როგორი უცნობი და როგორი ნაცნობი.
- დაჩი? - მოჯადოებული სიჩუმე დაარღვია ნაკას დასერიოზულებულმა ხმამ.
- ჰო.
- კოფეინზე გული ისევ გიჩქარდება? - ინარჩუნებდა სერიოზულ ტონს ქალი.
ცოტახნით ჩაფიქრდა დაჩი.
სასაცილოდ აპილპილდა წამის შემდეგ სახეზე.
- წამოდი, წამობრძანდი, ახლავე! მე არ ვიყო დაჩი სხირტლაძე, შენი თავი თუ არ მოვატაცებინო იმ კლდეს! - გაწიწმატებული დუდღუნებდა და ეშმაკურად მოღიმარს ოთახისკენ ექაჩებოდა.
კარი შეაღეს თუ არა, იმწამსვე იგრძნეს მახვილი მზერა.
წარბაწეული აკვირდებოდა ლოყებშეწითლებულ, მხიარულ ნოტაზე მყოფ ნაკასა და ყურებახურებულ დაჩის.
თვალებით ჰკითხა დაჩის მიზეზი, რომელიც თვალებს უქაჩავდა გაბაშვილს, კრინტი რომ არ დაეძრა.
კართან იდგნენ აწურულებული ცოტახანს, ოთხი კაცის მზერა ატარებდათ რენტგენში.
- რა? - წამოხურდა კიდევ უფრო ნაკა.
გრძნობდა მაჭავარიანის დაჟინებულ მზერას.
პირველად უყურებსო თითქოს ასეთი ინტერესით.
სახე მოექუფრა კაცს.
- ჰო, არ ვიცი, ერთი? - მხრებში გასწორდა სხირტლაძე და დაეხეთქა სკამზე. - დორაჩკა, რა უნდა ამათ? - ჰკითხა ქალს, მაგრამ გაუსწორა თვალები ანუნას. დააბნია. - რა იყო, ჩვენი მოსვლა ეწყინათ? - მოაცილა თვალები დვალიშვილს. გადახედა კართან აწურულ ნაკას.
- ანუნ, დღეს ხო მაკასთან გადიხარ ? - დაარღვია რამდენიმე წამიანი უხერხული სიჩუმე ნაკამ. - დაჩი მეუბნებოდა, იქეთ მივდივარო და გაგიყვანს შენც, ტაქსით რომ არ წახვიდე... ღამეა უკვე, - ხელი ჰკრა დაბნეულ სხირტლაძეს, რომელიც საერთოდ არ გეგმავდა სადმე წასვლას.
- ჰო, ჰო... მე ვეუბნებოდი წეღან... მაქეთ გავდივარ და გაგიყვან.
- მართლა? - უცნაური ღიმილი დასთამაშებდა დვალიშვილს, ეშმაკური. - კაი, გავიდეთ. მოვემზადები.
- თქვენ ორნი... რას აკეთებთ? - თვალები დააწვრილა ელენამ. - ვიტო, შენც ამჩნევ, ხო?!
- მერედა როგორ, - ავად ჩაეცინა მაჭავარიანს. ადგილზე აწრიალდა ნაკა. მასთან ერთად ერთ სივრცეში სუნთქვაც კი უჭირდა.
- და-ძმა მაჭავარიანი გვიტევს, ჩვენ, პლებეებს, ამჩნევ, ნაკა? - წამოენთო დაჩი.
- მერედა როგორ, - ნაცრისფერებში ჩახედა უშიშრად.
ჩაეცინა ვიტოს.
სამზარეულოს მაგიდას მიყრდნობილი აკვირდებოდა გათამამებულს.
- გუშინ ვიღაც რომ დაესხა თავს ანუნას, იცი?! - სწრაფად შეცვალა თემა ელენამ. გაოცებულმა გადახედა აწრიალებულ სხირტლაძეს, ლამის თავისმა ნერწყვმა რომ დაახრჩო. - წეღან გვიყვებოდა, კიდევ კარგი წიწაკის სპრეი ჰქონდა ჩანთაში!
- რაო? - გაიკვირვა ოსტატურად ნაკამ და ზურგზე ხელი მოუთათუნა ხველაავარდნილ დაჩის, - ვინ იყო, კი მაგრამ?
- საინტერესოა, ვინ იყო... - გამჭოლი მზერა ესროლა მაჭავარიანმა სხირტლაძეს.
- რა?! - წამოიყვირა გაწიწმატებულმა.
- წიწაკის სპრეიო, დაჩი...? - ეშმაკურად ჩაეცინა ნაკას.
- მიყვარს წიწაკა... - თვალებს უქაჩავდა ერთიანად გაწითლებულ ქალს.
მომზადებულ ანუნას შეავლო თვალი და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ. - წავედით ჩვენ! - გამოკვეთა ბოლო სიტყვა თვალებდაქაჩულმა და უკან მოუხედავად გაიჭრა ჭიშკრისკენ. ადევნებულ გოგონას გალანტურად გაუღო მანქანის კარი და დაიკავა თავისი ადგილი.
- აბა, მისამართი მითხარი, ანუ-ნა... - მანქანა დაძრა თუ არა, გადმოხედა გოგონას. სხვანაირი სილამაზე ჰქონდა ანუნა დვალიშვილს.
თვალი გაუშტერდა წამიერად სხირტლაძეს.
აკვირდებოდა მის ლამაზ ყელს, თვალებს, გრძელ წამწამებს...
- მართლა საქმე გქონდა? - ეშმაკურად იღიმოდა.
- დიახ, უმნიშვნელოვანესი!
- მაინც?! - ჩაეკითხა ეჭვნარევად.
გაათამამა სიტუაციამ, რომელშიც დაინახა რაღაც ნაცნობი.
ჰგავსო თითქოს, გუშინდელ შემთხვევას.
- გინდა გითხრა? - მოსწონდა მასაც მისი სითამამე.
- მინდა.
- ვერ გეტყვი.
- რატომ?
- ო, მაგას მერე გეტყვი!
- კაი!
- გეწყინა? - გადმოხედა გვერდულად.
- რა? - არ შეიმჩნია მისი დაჟინებული მზერა.
- რომ არ გითხარი.
- რატო უნდა მეწყინოს... შენგან.
- ჰო, ჩემგან... არ უნდა გეწყინოს, - გამოკვეთა ის ერთი სიტყვა, ასე ძალიან რომ სწყინდა ორივეს.
ჩუმი მზერით აკვირდებოდა ერთმანეთში ახლართულ თითებს.
მოუნდა შეხება. ფიქრობდა, გაყინული ექნებოდა ორივე.
- ანუ-ნა... მელაპარაკე, რა.
- რატომ მეძახი ეგრე?
- ეგრე, როგორ?
- აი, როგორც... უცნაურად.
- შენს სახელს გეძახი, გოგო, - ლამის თვალები გადმოსცვივდა ბუდიდან სხირტლაძეს.
- გოგოს ნუ მეძახი! - წამოენთო მშვიდად მჯდომი ანუნაც.
- წიწაკის სპრეის ინტოქსიკაცია გაქვს თუ ეგეთი ხასიათი გაქვს, ზოგადად? აი, თუ ეგეთი გაქვს, მომიწევს რაღაცებზე დაფიქრება... - ჩაეღიმა მრავალმნიშვნელოვნად.
- მოიცა, მოიცა! შენ საიდან იცი?!
- რა, ეგეთი ხასიათი რომ გაქვს, ზოგადად?! - ოსტატურად დააიგნორა სპრეის ამბავი. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი სასულეში.
- წიწაკის სპრეი!
- აა... რომ ემზადებოდი, ელენამ ახსენა.
- ჰო?! - ეჭვის თვალით შეათვალიერა გაფითრებული.
- ჰო, აბა, საიდან უნდა ვიცოდე, უკან კი არ დაგყვები! - ჩაილაპარაკა გაგულისებულმა.
- კარგი...
- კარგი! - გამოაჯავრა გულზეხელდაკრეფილი, თვალებმოჭუტული დვალიშვილი, რომელიც არ აშორებდა უცნაურ მზერას გვერდით მჯდომს.
თითქოს რენტგენში ატარებდა. უსირცხვილოდ აკვირდებოდა მის ყველა ნაკვთს, საჭეზე გრძელი თითების მოძრაობას, დაძაბულ ყელს, უდიერად დაყრილ ჩალისფერ თმებს. არ აშორებდა დაჟინებულ მზერას კაცს.
- ანუნა?.. - დაჩის ხმამ გამოარკვია ოდნავ გაბრუებული გოგონა. გაშტერებული თვალი მოაშორა კაცს. მიხვდა, არ იყო სახარბიელო სიტუაციაში.
- ჰო?..
- სულში რატომ ჩამხედე? - ლამაზი ღიმილით გადმოხედა ადგილზე აწრიალებულს.
- რაო?! - წამოწითლდა ერთიანად.
შერცხვა.
გამოიჭირა.
თან როგორ გამოიჭირა. თვითკმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა დაჩის ნათელ სახეზე. სიამოვნებდა მისი ლამაზი მზერა, დაბნეული თვალები, სირცხვილისგან აწითლებული ლოყები... იგრძნო, არცთუ შორი იყო ეთქვა, რომ მას ის...
- რატომ არ მეძახი სახელს? - შეუცვალა თემა. ამოსუნთქვის საშუალება მისცა.
- როგორ არ გეძახი!
- სახელს რატომ მეძახიო, ხომ მეჩხუბე?! გინდა ახლა მე გეჩხუბო?
- როდის გეჩხუბე?! უცნაურად მეძახი-მეთქი!
- აბა, შენ საერთოდ არ მეძახი არაფერს!
- დაჩი!
- ლამაზია!
- რა? - ჩაეცინა გოგონას.
- ჩემი სახელი, შენ რომ მეძახი, - გაუღიმა ისე, როგორც არასდროს. სითბო ჩაეღვარა თითქოს სხეულში. სიმხურვალე იგრძნო. ხმა ვეღარ ამოიღო. ცხოვრებაში პირველად დამუნჯდა. თვალსაც ვეღარ უსწორებდა თვითკმაყოფილს.
არ აშორებდა მზერას ბურუსში გახვეულ ქალაქს.
ისხდნენ სიჩუმეში.
არცერთი არღვევდა სიჩუმის ლამაზ ნოტებს.
ასე უხმოდ მიიყვანა სახლამდე.
კიდევ ერთხელ შეავლო ლამაზი მზერა.
შეხება მოუნდა, უნდოდა შეთამაშებოდა მის ოქროსფერს, მაგრამ ვერ გაბედა.
უკან წამოიღო ხელი და ბოლოჯერ აატარა თამამი მზერა.
- მოვედით, - მზერით გაუღიმა თითქოს. გამოერკვა გოგონა. ნაცნობ კორპუსს შეავლო მზერა და ხელი კარის გასაღებად წაიღო.
- მადლობა, დაჩი, - ხმა ვერ ჩაიწმინდა ბოლომდე.
უღალატა მაინც.
უკვე გადასული იყო ბიჭის სიტყვები რომ დაეწია.
- ლამაზი ხარ, ანუნა... - გულს მოსწყდა სიტყვები. - ჰო, მართლა... - მოტრიალდა დაბნეული მისკენ, - ხელი გაქვს მწარე და იმიტომ! - ჩაუკრა თვალი ადგილზე გამეხებულს და სანამ ინფორმაციას გადახარშავდა, მანამ დაძრა მანქანა.
პასუხი გასცა სულ პირველ კითხვაზე, მერე გეტყვიო რომ დაჰპირდა.
დატოვა არეული და დაბნეული, მაგრამ გამორკვეული.


* * *

სანდრო ჯაჭვლიანი პირადად რომ გაიცნო ვიტომ, სკოლას ამთავრებდა უკვე.
ყოველთვის ესმოდა მისი სახელი, მაგრამ არასდროს ჩანდა თვითონ.
ბევრი ესმოდა მასზე.
არასტანდარტული ტიპიაო, ფიქრობდა ყოველთვის და უფრო ამის გამო უნდოდა მასთან გადაკვეთა.
გადაეკვეთა კიდეც, ბოლო ზარის დღეს, მისმა კლასელმა, გათიშულმა მთვრალმა ლადო ცერცვაძემ, მისი პატარა დის-ელენას მოტაცება რომ გადაწყვიტა მეგობრის სახლიდან.
დაუბრუნა სანდრომ ხელუხლებელი და ჩამოართვა ის ხელი, რომლითაც პირველად ადინა სისხლი ადამიანს, თანაც დამსახურებულად.
პირველად მაგ დღეს დაკარგა ვიტომ ბავშვობის დროინდელი, უდრეკი სიმშვიდე, როცა მიხვდა, რომ მისი მოვალე იქნებოდა სამუდამოდ.
სიამოვნებდა კიდეც ეს ტვირთი.
იმ დღის შემდეგ უფროსი ძმა გახდა მისთვის სანდრო ჯაჭვლიანი, საიმედო საყრდენი, რომლის იმედიც ექნებოდა ნებისმიერ სიტუაციაში.

ღამის თორმეტს უჩვენებდა საათი.
გაიარა ჩაბნელებული კორიდორი ვიტომ.
გამაყრუებელი სიმღერების ფონზე დაიწყო სანდროს ძებნა.
დაინახა მალევე ბართან მდგომი.
ეწეოდა სიგარეტს აუღელვებლად.

- მაჭავარიანი ვიტო? - ხმამაღალი სიცილით დაიძრა მისკენ და გადაეხვია მონატრებულ მეგობარს, - არც კი მჯერა!
- არ მითხრა, რომ მოგენატრე, სანდრექს, - გაეცინა მასაც.
დაიძრნენ მოშორებით, ბნელი კუთხისკენ.
- შენ ხუმრობ და მე მართლა მომენატრე, ბიჭო, რა არი ეს, ასე უნდა ევროპებში გადაკარგვა? იჩემებდა ვიღაც პატრიოტულ სულისკვეთებას, - აღფრთოვანებულ, გახსნილ სახეზე ეტყობოდა ჯაჭვლიანს მისთვის ძვირფასი ადამიანი რომ იყო ვიტო.
- ჩამოდი-მეთქი, გეხვეწებოდი და გადამაგდე, ბიჭო, არ გრცხვენია?
- ცუდი კაცი ხარ, ვიტო მაჭავარიანო! იცი შენ, მაგ კითხვაზე პასუხი და მიტრიალებ მაინც.
- მაგ კითხვაზე პასუხი რომ ვიცი და არაფერს ვაკეთებ, ჩემი თავის მიკვირს, - ამოიოხრა ვიტომ. ჩაეცინა შემდეგ სუსტად. - კიდე გიყვარს, ბიჭო?
- რა კითხვას კადრულობ, ვიქტორ?! ეგეთი სიყვარული გასწავლეს შენ ევროპაში? - შეჭმუხა სახე, აუჩეჩა თმა მასზე უმცროსს.
- ძმაკაცს შენი და რომ უყვარს ბავშვობიდან და გულს მის ნაცვლად, შენ რომ გადაგიშლის, არაფერი თქვაო, ეგ მასწავლეს, სანდრექს, ევროპაში და ვითვალისწინებ მოწიწებით, იქნებ შევიდეთ ევროკავშირშიც, - ჩაუკრა თვალი სახემოქუფრულს, - როდის შეგიყვარდა? - დაუსვა კითხვა ფრთხილად. - ახლა არ მითხრა, რომ გადავარჩინე მერეო, ვის სჯერა...
- მაშინ... ლადო ცერცვაძე ძმაკაცებთან ერთად ხალიჩით რომ დაგვადგა სამეზობლოს, ვიცოდი ვისზეც იყო თემა, - გაეცინა გახსენებაზე, დასცინა საკუთარ თავსაც, - მერვე კლასში იქნებოდა ალბათ, ერთმა ტიპმა აუხსნა სიყვარული, - ხმით იცინოდა უკვე.
- რაო? მე სად ვიყავი? - გაოგნდა ვიტო.
- არ გახდი საჭირო, ნოკაუტში ჩააგდო შენმა დამ, - გადაწვა დივანზე ჯაჭვლიანი, დასცინოდა პატარა ელენას, - მაგ დღეს მივხვდი, რომ მიყვარდა, - თბილი ღიმილი და სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა სანდროს, ისეთივე, როგორიც ექნებოდა შეყვარებულ კაცს.
- მოიცა... ეგ ის ამბავია, დირექტორთან რომ დაიბარეს? იმ ტიპს ამშვიდებდა მთელი სკოლა, ისე ტიროდა.
- ეგაა, ეგ... ჩემს ძმაკაცს მოვაკითხე მაშინ მესამე გაკვეთილზე, ვიდექით მერე მთელი საძმაკაცო და ვუყურებდით იმის საცოდაობას... საცემი იყო, მართლა, მაგრამ ამას რას ვიფიქრებდი... ჯერ ხო სიტყვით სცემა, არ მოეშვა ის მაინც, მერე გათიშა, მგონი...
- ლექსი დაუწერა რაღაც, ტიროდა მერე ეს მთელი ღამე, როგორ მაკადრა ეს ამორალურობაო, - ხმით იცინოდა ვიტოც, - ვახ, სანდრექს, შარი ხარ...
- თუ შარში ვარ?
- მანდ ხარ შენ დაბადებიდან, - ჩაუკრა თვალი ღიმილით. დააფიქრა სანდროს სიტყვებმა... ნეტავ, მე როდიდანო, ფიქრობდა ძალიან დიდხანს. - როდემდე აპირებ ეგრე გააგრძელებას... თუ ელოდები როდის მოგაკითხავს საკუთარი ფეხით? თავი არ დაიიმედო, ხო იცი, რო არასდროს მოხდება ეგ.
- ვგიჟდები მომენტებში შენთვის მე რომ უფრო ძმა ვარ, ვიდრე ელენა და, - დასცინა. სხვანაირი სილამაზით წარმოთქვა მისი სახელი.
ჩაეღიმა უცნაურად ვიტოს.
დაუჭირა ის სიფაქიზე, წლები რომ ინახავდა თავის თავში.
- ნუ ცანცარებ, ამხელა კაცი!
- ბოლოს და ბოლოს შენი ბავშვობის კუმირი ვიყავი, არ მეკადრება, ხო?
- მერე ეს ბავშვობის კერპი ჩასიძებას რომ მიპირებ, არ გეშინია, რო შეგერყეს ავტორიტეტი? - დასცინა ჯაჭვლიანს.
- რა ჩასიძება, ბიჭო, არ გცემო!
- ნუ, ხო, გამარჯობაც არ გითქვამს ჯერ... პრონციპში, სად გეჩქარება, სანდრექს, პირდაპირ ქორწილიდან მოიტაცე, ეგრე უფრო მოეწონები, - გაუცინა სარკასტულად, - ჩემს თავზე მეცინება, რა სიტუაციაში ჩამაგდე, თუ ხვდები, საერთოდ?
- უკარგესში, ვიქტორ, უკარგესში, - ჩაუკრა თვალი, - თავისით თუ მოვა, მე ვიცი მერე... ვიცი, რომ იქნება ეგეც... სადაც ამდენი, იქაც ეგეც.
- აა, ნუთუ? აქეთ ელოდება ბიჭი... მადლობა მითხარი, თუ დაგანახე საერთოდ.
- შენ არ გვჭირდები ვიტო, ჩვენი საქმეა ეს, - სასაცილოდ შეჭმუხა სახე სანდრომ,- შენ მერე, სტუმრების სიის შედგენაზე დაგიხმართ.
- მადლიერი ვარ ძალიან!
- ცამდე, ხო?
- იცემები, სანდრექს! - დაუქნია თითი სასაცილოდ, ხმით გაეცინა სანდროს, - ააყვავე თბილისური ღამის ცხოვრება? - შეცვალა თემა. ღიმილით მოავლო თვალი ბარს. საინტერესო ინტერიერი ჰქონდა, თუმცა არც გაჰკვირვებია სანდროსგან.
ირეოდა ირგვლივ ბევრი ხალხი.
- დააკლდი თბილისს, ვიტო, - ნაღვლიანი ღიმილით დაჰკრა ხელი მხარზე. გაქრა ის პირვანდელი უდარდელობა. შეახსენეს თავი ოთხწლიანმა აჩრდილებმა, - მოყევი რა ხდება, სად ხარ... ვახ, ოთხი წელი, ბიჭო... ბევრია, - თითქოს მხოლოდ ახლა დააწვაო დროის სიმძიმე... მართლაც უამრავი დრო რომ გასულა ბოლო შეხვედრიდან...
- ოთხი წელი.... ჰო, დიდი დრო გავიდა... - ჩაილაპარაკა ვიტომ წამიერი პაუზის შემდეგ, - შენი დახმარება მჭირდება, სანდრო. - ხმაში შეერია თითქოს ფოლადი. მომენტალურად დასერიოზულდა სანდროც.
- ნებისმიერი რამ, ხო იცი...
- შეეშვი იმ საქმეს? - ახედა მოჭუტული თვალებით. წამოწია მისკენ სანდროც.
- დიდიხანია, მაგრამ მყავს სანდო ხალხი, ვისაც შეუძლია. მშვიდობაა?
- მშვიდობას ჩემთან რა უნდა, სანდრო, - ამოაყოლა მძიმე ოხვრას, - აუცილებელი რომ არ იყოს, არ მოვიდოდი ამ თემაზე... მე თვითონ გუშინ გავიგე, მარიამს შეყვარებული რომ ჰყოლია...
- რა? - გაეცინა სიმწრით.
თანაუგრძნო ერთი ემოციით თავის მეგობარს.
- შეყვარებული, თანაც საუკეთესო მტერი, - ჩაეცინა ვიტოს, - გიორგი ჭონიაშვილი.
- გიორგი ჭონიაშვილი... - ჩაილაპარაკა დაბალი ხმით, - ნაცნობი სახელია... დღესვე გავარკვევ და გაგაგებინებ.
- მასზე მჭირდება ყველანაირი ინფორმაცია... აზრზე არ ვარ ვინაა, არავინ იცის ირგვლივ.
- გგონია, რომ მან?..
- არ მინდა ვაკადრო ეჭვი, ჯერ-ჯერობით
- ეგ როგორ? - გაუკვირდა სანდროს.
- ჯერ უნდა გავიგო, რა კაცია, სანდრო... უნდა ვიცოდე, რაზეა წამსვლელი, მერე გადავწყვეტ არის თუ არა ეჭვის ღირსი. ჯერ კიდევ გუშინ მეგონა, რომ საკუთარ ოჯახს ვიცნობდი და არ მცნობია თურმე არცერთი... - სევდისფერი გაუხდა ხმა, - ის, ვინც უდანაშაულო მეგონა, ყველაზე დიდი დამნაშავე ყოფილა, თურმე... - მოაგონდა ბიძა. მთელი ბავშვობა, იშვიათად, მაგრამ მაინც რომ უხსენებდნენ. უყვარდა მასაც მამის ძმა.
- ბავშვობაშიც ეგეთი იყავი.
- როგორი? - გაეცინა ჯაჭვლიანის ტონზე.
- სამართლიანი. ყოველთვის. ლადო ცერცვაძეს ხელი რომ არ დაარტყი მშობლების თვალწინ, მაშინაც, - აუჩეჩა თმა. ჩასდგომოდა ოდნავ ცრემლისმაგვარი.
- ბიჭო, ნაცემი გყავდა ისეთი, ხელი როგორ დამედო, კიდე.
- არ გინდა ახლა ეგეთები, - გაუღიმა თბილად თავისი შექებით დარცხვენილს, - ხო იცი შენც... ხო ვიცი მეც... ეგეთი კაცი სიკვდილამდე რომ მიმეყვანა, ეგეც არ იქნებოდა საკმარისი, მაგრამ სამჯერ მოხვდა მხოლოდ. ორი იმიტომ, რომ გაუჩნდა თავში ეგ აზრი, მესამე იმ ხალიჩის მოთრევისთვის, - ახარხარდა შავი მოქარგული ხალიჩის გახსენებაზე, - ხო მართლა, ის სად დაგრჩა? - სხირტლაძე თვალს რომ დააკლდა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, - ეგ გადამგდები, ბიჭო! ბანძი შეყვარებულივით დამაგდო! უხ, მაგის... იცი, რა გააკეთა? - აუწითლდა სახე სიბრაზისგან, გაეცინა ვიტოს. - შეხვედრაზე ვართ მე და ლუკა, ამ ბარის ამბებში, ბოლოსკენ უკვე სპონსორი დაგვჭირდა და დავიბარეთ ეგეც, ჯერ ხო ერთი საათი დააგვიანა, მოვიდა მერე და ეუბნება, ესენი სა.... საროსკიპოს გახსნას აპირებენ და სპონსორებს ტყავის საცვლებში ბეჭდავენ ბილბორდზეო, ბიჭო, თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა!
- შენ იმ პიჟონების სახე უნდა გენახა, ვიტო, ერთმანეთს რომ ასწრებდნენ კარში, - დაბარებულივით გაისმა დაჩი სხრიტლაძის ხმა, - მარტო მაგ სახეების გამო უნდა გეღადავა, ბიჭო, მთელი წელი, აზრზე რო არ ხარ! არც შენ და არც ის ჭიკარტა!
- კიდე რომ იცინის, ბიჭო! - ამოიქშინა გამწარებულმა, - სანამ არ გაგიგდებ წიხლქვეშ, არ მოისვენებ, ხო? იქნება, დაჩი, იქნება! არ გაწყენინებ!
- ვიქტორა ტყუილად კი არ მყავს, ჩავრთავ ეგრევე საქმეში, გადავამალინებ ელენას ციურიხის ტყეში, - გაუცინა ნიშნისმოგებით, დაუჯდა გვერდით ვიტოს.
- აი, შენ ნახე...
- ვიტო, მგონი შენ მოსწონხარ და ელენას იმიზეზებს!
- დაჩი, დაგლეწავ!
- „სტრელკაზე“ დამიბარე, ელენას მოვიყვან, მანდ მაინც დაენახე, - ჩაიქნია ხელი სხირტლაძემ, - იცის საერთოდ რომ არსებობს? - გადახედა ვიტოს.
- გეყოფა დაჩი, თორე ვერ გიშველი მერე, - აფრთხილებდა ვიტო აცანცარებულს.
- მოიცა, რა... ასე იმუქრება ეს, - ყურადღება არ მიუქცევია ფეხზე წამომხტარი ჯაჭვლიანისთვის, ძვლების დამტვრევით რომ ემუქრებოდა.
- სანდრო, შეეშვი, ეყოფა ამას თავისიც, - ამშვიდებდა შემდეგ სიბრაზისგან აზვირთულ ჯაჭვლიანს ვიტო.
ეცინებოდა მათი შემყურე.
ყველაფერი იმდენად ძველი იყო.
ჰგავდა სახლში დაბრუნებას.
დამტვერილ ოთახებში არაფერი რომ არ შეცვლილიყო.
ჩატეხილი ხიდი ჰგავდა გამრთელებულს.

გამოვიდა შემდეგ გარეთ.
დაამშვიდებული დატოვა ორივე.
ჰაერზე იჯდა ცოტახანს.
ეწეოდა სიგარეტს მოდუნებული.
გრძნობდა შინაგანად, რომ იდგა სწორ გზაზე...

უკან დაბრუნებას აპირებდა, ნაცნობ სხეულს რომ მოჰკრა თვალი.
ბარიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოსული, ტაქსიში ჯდებოდა ნაკა გაბაშვილი.
მიხვდა, რაღაცაში იყო საქმე.
რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა მის ირგვლივ.


თავი მეხუთე

„ასე ორ გულში ერთი ნაღველი
გაუნელებლად იწვის და იწვის
ასე იტანჯება ორი არსება
და ვერარა უთქვამთ ერთმანეთისთვის“ (გალაკტიონი)


წარსული - ოთხი წლისა და ცხრა თვის წინანდელი გაზაფხულის გაგრძელება.

მაისი ეპარებოდათ ფეხდაფეხ.
ისეთი მწუხარე გაზაფხული იდგა, როგორიც არასდროს მოსწრებია.
უჩვეულოდ წყნარ, ნაზსა და თბილ საღამოებს ეპარებოდა ცივი ნიავი,
ააშრიალებდა ყოველ ღამე მის ფანჯრის წინ აყვავილებულ იასამანს.
იდგა ვერანდაზე მოსვენებადაკარგული.
ბედნიერი უნდა ყოფილიყო თითქოს, მაგრამ ვერ გრძნობდა მაინც შვებას.
- ვეღარ გცნობ, გიორგი, - ამოუდგა გვერდით ბავშვობის მეგობარი, გააყოლა მზერა მისას, - ესაა, შეყვარებული ვარო? ეგეთია ბიჭო, სიყვარული? აღარ მინდა! - დასცინა მაინც. დაჰკრა ხელი გაყინულ მხარზე.
- აკრძალულის, ეგეთი ყოფილა, აჩი, - ჩაეცინა დაბალი ხმით. დაეყრდნო ხელებით ქვის მოაჯირს.
- როგორ? - იქცა სმენად.
- ის შემიყვარდა, ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა წესით, - შეანათა არეული მზერა მეგობარს, მიუშვირა შემდეგ სახე ცივ ნიავს.
- როდის მერე ემორჩილები წესებს, გიორგი? - გაუცინა იმედისმომცემად, - ვინაა ეგეთი?
- ვახტანგ მაჭავარიანის შვილია, იმ კაცის დისშვილი, - არ ახსენა იმ კაცის სახელი. გაახევა ადგილზე აჩი.
ვერ ამოიღო დიდხანს ხმა.
დაისვა ხელი წვერზე და იდგა დუმილში დიდხანს.
- ოჰო! - ერთ შეძახილში ჩაატია ყველა გაკვირვება, - გილოცავ მეგობარო, საუკეთესო მტრის შვილი შეგყვარებია, - გაეპარა მაინც ღიმილი.
- უდანაშაულოა... არაფერი იცის, - ამოაყოლა ოხვრას და ჩარგო თავი ხელებში. სევდითა და კითხვის ნიშნებით იყო გაჯერებული მისი სიტყვები.
- არ ეტყვი?
- ვერ.
- შენ ხო... არ აპირებ.. - საკუთარ თავთან ეუხერხულა კითხვის დასრულება, კიდევ უფრო, მის თვალებს რომ გადააწყდა, - დაივიწყე.
- მეცოდება ამ რეალობისთვის, აჩი. ისეთი სიამაყით მელაპარაკება თავის ოჯახზე, დათმობს კი ჩემს გამო? - სასოწარკვეთას ჰგავდა უფრო.
- გინდა რომ დათმოს? - დაუსვა ფრთხილად.
- როგორ წარმოგიდგენია შენ, ჩემი იმ სახლში ვიზიტი, თან რა სტატუსით.
- მაგრამ მაინც შეგიძლია გიყვარდეს ის, ვინც იმ ოჯახის ნაწილია?
- თუ გეტყვი, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, დაიჯერებ?
- მაშინ რა არის პრობლემა? თუ შენი პრინციპები არ გაკავებს, არ გათმობინებს...
- პრობლემა მარიამია, დაჩი. სიმართლეს რომ გაიგებს, ეტკინება. დამთმობს, - ეტკინა ბოლო სიტყვა ისე, როგორც სტკივათ სასიკვდილო ჭრილობა.
- რას ამბობ, ბიჭო! შენ რა შუაში ხარ! - გულწრფელად გაეცინა ბერიძეს. ვერ მიუხვდა მეგობარს, - მის ოჯახს შეეშალა, მათშია პრობლემა და შენ დაგთმობს?
- აზრზე არ ხარ, დაჩი, სიყვარულის, - გაუცინა თბილად და გადახვია ხელი, - ჩემზე მეტად ეტკინება ჩემი ტკივილი, ვერ გაჩერდება ჩემთან, როცა გაიგებს, რომ მთელი ამ უბედურების სათავე ბიძამისია. ხვდები, ახლა, პატარა ბავშვო?
- ოხ, გიორგი! სად იპოვე, სად!
- ლამაზ ადგილას ვიპოვე, იმ ადგილზე ლამაზი იყო თვითონ...
- რომ გცოდნოდა, აირიდებდი მის გაცნობას?
- არა, - ნაფიქრი იყო მისი პასუხი, გაეცინა თვითონაც, - ეგაა საქმე, რომ არა და ვერა. მირჩევნია ახლა დავეტაკო ტალღებს, ვიდრე ვიცოდე, სიმშვიდეში მომიწევს ცურვა... მიღირს, მაგრამ მაშინებს, თუ უღირს თვითონ...
- თუ სწორად აუხსნი, თუ ვინმე მისიანი არ დაგასწრებს, თუ ეგეთი მაგარი გოგოა, როგორც შენ ამბობ, გაიგებს და მეტსაც იზამს. არ შეგიყვარდებოდა შენ სხვანაირი.
- პირველად მეშინია ვიღაცის, - დასცინა საკუთარ თავს, - რაღაცის... მაკავებს რაღაც. არ უნდა ვიყო ასე.
- რომ არა ის, რაც და როგორც გააკეთეს, იქნებ ყოფილიყო კიდეც თქვენი ამბავი მტრობის დასასრული. მაგრამ როგორ უნდა ჩამოვართვა ხელი მაგათ? - მოაწვა მაინც სიბრაზე კაცს, - ვიცი, შვილები არაფერ შუაში არიან, მითუმეტეს ისინი, არაფერი რომ არ იციან... მაგრამ, არსებობს მაინც ეს მაგრამ!
- სიტუაციებს სხვადასხვა პერსპექტივები რომ არ ჰქონდეთ, მხოლოდ ერთი სიმართლე იარსებებდა, აჩი. მე არ ვიცი, რას გავაკეთებდი მათ ადგილას. მაინც ყველას ჩვენი ცუდი გვირჩევნია. ჩვენია. ხომ ხვდები, აჩო?
- ეგეთ არაკაცს რომ შეიფარებ, არანაკლები ხარ შენც.
- ნუ იტყვი ეგრე გადაჭრით, - გაუღიმა სიბრაზისგან აზვირთულს, - მე რომ რამე შემეშალოს, მე რომ რამე არასწორი გავაკეთო, ხელს მკრავ? არ კი არა, ვერ მკრავ, ისევე როგორც მე ვერ.
- შენ რა უნდა შეგეშალოს, გიორგი? შენ!
- მკრავ ხელს?
- ეგეთ შეცდომას შენ არ დაუშვებ, ეგეთი ვერ გახდები, ეგეთად იბადებიან, გიორგი! ეგეთებს არავინ უყვართ საკუთარი თავის გარდა და ნუ ცდილობ იპოვო რამე ადამიანური, - მოერია ბრაზი ბერიძეს.
- გეშლება, აჩი. არავინ იბადება ეგეთი. ცხოვრება ხდის ეგეთს, - გადაიტანა მზერა მოქუფრული ცისკენ. უჩვეულოდ ცარიელი იყო იმ დღეს ცა. უმეტყველო და მდუმარე. - არავინ იცის სად ვიქნებით ათი წლის შემდეგ, რა ცოდვების ზიდვა მოგვიწევს. ეგ ცოდვებია ადამიანური. უშეცდომო ადამიანი გინახავს, შენ?
- შენი ძმაკაცი, მე კი არა, მერაბი უნდა იყოს მამარდაშვილი! - ამოიოხრა და საფეთქლების ზელვით დატოვა მარტო მოღიმარი.
იდგა ვერანდაზე ძალიან დიდხანს და უყურებდა გაყუჩებულ ბუნებას, თითქოს პირველად ხედავსო მძინარე ყლორტებს.
უცემდა გული უჩვეულოდ მათი შემყურე.
მთვარეულივით დადიოდა დიდხანს ჩაბნელებულ ოთახებში და ფიქრობდა ბევრს.


აწმყო - პაზლის გაშლას ჰგავდა თებერვლის მიწურული.

ზამთრის მიწურულს ეპარებოდა გაზაფხულის სუსტი სხივები და ასუსტებდა უდრეკად აზვირთულ მშრალ ყინვას.
შეკრთა ზამთრის სუსხისგან გაველურებული ბუნებაც, მზის მსხივებმა რომ გაუთბეს ცამდე აშლილი ტოტები.
უჩვეულოდ ღრიალებდა გამთენიისას მტკვარი.
ეხეთქებოდა ჯებირებს, გადმოსვლას ლამობსო თითქოს.
გარინდებული უგდებდნენ ყურს მის ღრიალს ხეები.
ცად აღეპყრათ ტოტები და ზეცას სთხოვდნენ კვლავ გაზაფხულს.
სწრაფი ნაბიჯებით შევიდა სადარბაზოში გამთენიისას.
გვერდი აუარა ლიფტს, აირბინა რამდენიმე სართული და მანამ არ აუშვა ხელი ზარის ღილაკს, სანამ ხალათში გამოწყობილმა თმაარეულმა კაცმა არ გააღო რკინის კარი.
- აჩი ბერიძე? - შეაკრთო ახალგაღვიძებული დაძაბულმა ხმამ. თავი დაუკრა გაკვირვებულმა, თვალებით ჰკითხა ვინაობა, - ვიტო მაჭავარიანი ვარ, საქმე მაქვს შენთან.
- შემოდი, - ეცნო გვარი და ჩაუქრა გაკვირვების ტალღაც. შეატარა სახლში ვიტო, აღელვება რომ ჩასდგომოდა თვალებში, - ჯაჭვლიანის მეგობარი, არა? გუშინ ველაპარაკე სანდროს, ვიცოდი რომ მოხვიდოდი, მაგრამ დილა უთენია ნამდვილად არ გელოდი, - გაეცინა კაცს ლაღად.
აკვირდებოდა მის რეაქციებს მაჭავარიანი.
- ჭონიაშვილის მეგობარი, არა? - წაუშალა ღიმილი სუსხიანმა ხმამ.
ჩამოჯდა დივანზე ვიტო, ახედა ქვემოდან უეცრად დასერიოზულებულ ბერიძეს.
- ბავშვობის, - მტკიცე იყო მისი ხმა, სიამაყის ნოტებით იყო გაჯერებული ერთადერთი სიტყვა. გააკვირვა კიდეც მისმა სიმტკიცემ ვიტო.
- ხომ იცი, აჩი, რა საქმეზეც ვარ ამ დროს შენთან, - ჩაეხლიჩა ხმა ვიტოს, - სიმართლეს ვეძებ წლებია და ვერ ვპოულობ ვერსად... ერთადერთ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი, მხოლოდ ერთზე... და ეგ ერთი გადამიწყვეტს მე ყველაფერს, - დაეხუჭა თვალები ბერიძეს. უთანაგრძნო თითქოს უსიტყვოდ.
- მას არ მოუკლავს, ვიტო... ერთადერთი, რაშიც შემიძლია ვიყო დარწმუნებული, ესაა. ვერ გეტყვი ვისი ხელი ურევია, მაგრამ ვიცი, რომ გიორგი არაა ის, ვისაც შენ ეძებ, - ფოლადი გაერია თითქოს მის სიტყვებს. ფერი ჰქონდა დაკარგული ვიტოს.
- რას მეუბნები, აჩი, ხვდები? - ჩაეცინა სიმწრით მაჭავარიანს, - ყველა ეჭვი მათზეა, ჩვენს კისერზე ყოფილა თურმე მათი ქალი...
- მისთვის, მისი სიცოცხლე იმაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მთელი სამყაროს, ერთად აღებული, - გააქვავა მჭექარე სიტყვებმა ფეხზე წამომართული ვიტო. შებრუნდა მისკენ და ჩახედა ამღვრეულ თვალებში.
არ შეიძლება ტყუოდესო, გაიფიქრა წამიერად.
- როგორ დავიჯერო? - ვერ პოულობდა ადგილს ანერვიულებული, - სად არის? ვინმემ იცის, სად არის? მიწამ ჩაყლაპა მას შემდეგ, რაც მარიამი აღარ არის? ამდენი დამთხვევა ერთად და არაფერი? მგონია, რომ მაგრად დამცინით, - ჩაეცინა სიმწრით.
- არავინ იცის... ცხრამეტი თებერვლის შემდეგ, არავინ იცის, სად არის, - მწარე ოხვრას ამოაყოლა სიტყვები. ხელისგულით დაეყრდნო ბარის მაგიდას, - ცოცხალია თუ მკვდარი, არავინ იცის, ვიტო, მაგრამ ცოცხალიც რომ იყოს, იცოდე, მკვდარია იმ ამბის შემდეგ.
- აჩი? - ჰკითხა დაბალი ხმით. ამოხედა თავჩაქინდრულმა ბერიძემ, - რატომ ხარ მასში ასეთი დარწმუნებული?
- მასში არა, - გააღიმა უბრალო და გულწრფელმა კითხვამ. გააქნია თავი სუსტი ღიმილით, - მის სიყვარულში ვარ დარწმუნებული მე, ვიტო. ერთად გავიზარდეთ მე და გიორგი, ჩემზე კარგად არავინ იცის, რა კაცია... და დამიჯერე, ყველაზე მართალი კაცია. ისიც იცოდე, პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე... არ გეგონოს, ვიცავდე, არაფერი სჭირს დასაცავი, არ არი ეგ კაცი გიორგი. შენ რომ მას იცნობდე, შენ რომ იცოდე, როგორ ფიქრობს, როგორ აზროვნებს, არ იქნებოდა წამი, რომელშიც შეიტანდი ეჭვს... მესმის მე შენი, მესმის, რამდენადაც შემიძლია თავი წარმოვიდგინო შენს ადგილას და ამიტომაც, იმ რჩევას გაძლევ, მე რომ შენს ადგილას არასდროს გავითვალისწინებდი, - სევდანარევი ღიმილი გადაეფინა ნათელ სახეზე აჩი ბერიძეს. მოაგონდა ყველა მოგონება ერთად, - მე ისიც არ ვიცი, ვიტო, ცოცხალია თუ არა, ვებღაუჭები რაღაც იმედებს, მაგრამ ვინ იცის... ერთადერთი, რაშიც შემიძლია ვიყო დარწმუნებული, მისი სიმართლეა. არაფერი ვიცი სხვა...
- იცოდა ყველაფერი? - ამოიხრიალა თავჩაქინდრულმა. ერთ წერტილს გაუშტერა თვალი.
- გვიან გაიგო, ვისი შვილიც იყო და იცი შენ, ვიტო, რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, ვინ იყო მარიამის ბიძა? - გაუგებარი თვალები შეანათა მის ჩამქრალს. ჩაიწმინდა ხმა. მოაგონდა ის დღე. მომლოდინე თვალებით უყურებდა ერთიანად დაჭიმული მაჭავარიანი. - არანაირი. ჰო, აი ასე... არანაირი. მარიამი შეეცოდა მხოლოდ, სიმართლის გაგება რომ მოუწევდა ადრე თუ გვიან. შეეცოდა იმ რეალობისთვის, რომელშიც ცუდის მხარეს მოუწევდა ყოფნა... - აეშალა სახე აჩის. აარიდა მზერა ადგილზე გახევებულს, - იცი, რა ქალი იყო მამიდამისი? - დაიჩურჩულა ჩუმად. მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში. გატეხილი ჰქონდა ხმა, - იცი, რა ქალი და დედა მოსტაცეს ოჯახს? შენ რას იზამდი, ვიტო, გიორგის ადგილას? - აეშალა სახე ვიტოსაც. იგრძნო იმ ცოდვის მძიმე ხელები კისერზე, მხოლოდ წინაპრების ჩადენილს რომ სჩვევიათ. წამოეწია და მოახრჩო უდანაშაულო. წამიერად გაიაზრა, როგორი ჯაჭვური შეიძლება ყოფილიყო სწორად ცხოვრება. - რას იზამდი, ვიტო? - გაუმეორა კითხვა აჩიმ.
- მე რომ შენს სახლში მშვიდად ვდგავარ, ეს არ არის პასუხი? - ჩაეცინა სიმწრით ვიტოს, - მე ახლა ყველას უნდა ვწვავდე, იცი, შენ ეს? ჰო... ასე არ იქცევიან შურისძიების დროს? ტკივილისგან დაბრმავებულ კაცს როდის ადარდებდა მტყუან-მართალი?
- ასეა... - ჩაილაპარაკა დაბალი ხმით, - გადარდებს შენ მართალი.
- მადარდებს. იცი, რა მომენტიდან მადარდებს? - შეანათა ჩაწითლებული თვალები კაცს, - ჩემი უდანაშაულო დის სიცივე რომ ვიგრძენი, იმ მომენტიდან, აჩი. - გულმა გამოტოვა დარტყმა, - გყავს შენ და, აჩი? - დაუქნია ნელა თავი, - შენი ცოდვებიც არ უნდა მოეკითხებოდეს შენს დას, ოჯახის კი არა. ერთი ცუდი ყველას გამოგვერევა, ერთი შეცდომიანი, ერთი დასვრილი შარვლის ტოტი ყველას გვყავს გვარში... უფასურდება ყველა სიმართლე, როცა ეხები სუფთას!
- თუ შენ ენდობი ჩემს სიტყვას... მე ჩემს ყველა სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ, იცოდე, ვიტო, - მტკიცე გაუხდა ხმა, კიდევ უფრო სახე, - ის არ არის. არ არის... იცი, რატომ არ არის? ადარდებს მასაც მართალი. ეგეთი იყო ყოველთვის და კიდევ უფრო, შენი დის მერე... იმაზე მართალი, ვიდრე ოდესმე.
- ამიტომ მოვედი შენთან, მისი ბავშვობის მეგობართან... - წვრილმა ღიმილმა გაუპო ბაგე მაჭავარიანს. შემოაწვა სხვანაირი სევდა, აქამდე უცნობი, მაგრამ ნანახი სადღაც. დაუნახა თვალებში გაკვირვება ადგილზე შემდგარს, - მისი კაცობის გასაზომად, - უპასუხა უსიტყვო კითხვას.
- გჯერა, რომ არ მოუკლავს მას? - წაერთვა ხმა ბერიძეს. წამოსწია დაძაბული სხეული პარალიზებულს რომ ჰგავდა იმ მომენტში.
- ჯერ-ჯერობით, მხოლოდ მინდა, რომ მჯეროდეს. დავიჯერებ მაშინ, როცა თვითონ გამისწორებს თვალს და მეტყვის ამას.
- შურისძიება რომ სდომოდათ, თანაც ასეთი... არაკაცური, დამიჯერე, ბევრად ადრე იზამდნენ ამას. თვითონ რომ იყოს... ერთი სიტყვაც არ დასჭირდებოდა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, მაგრამ არ არის.
- მისი ოჯახი?
- არ იციან არაფერი. საერთოდ არაფერი ვიცით არც მასზე, არც იმ დღეზე.
- და მაინც, ასი პროცენტით ხარ დარწმუნებული, - გამოცდას ჰგავდა ვიტოს სიტყვები.
- მეტით უფრო, - იყო სწორი პასუხიც.
გაეღიმა მაჭავარიანს.
იგრძნო ოდნავი, ნაშხეფისოდენა შვება დამძიმებულ გულზე.
- რატომ არასდროს მოვიდა ჩემამდე, იქნებ ყოფილიყო ყველაფერი სხვანაირად. რომ მოსულიყო, რომ ეთქვა ის, რაზეც შენ დებ თავს, აუცილებლად იქნებოდა ყველაფერი სხვანაირად.
- მოსვლამდე დაუსრულეს, ვიტო... - ჩაეხრიწა ხმა აჩის, - ბედნიერების შეგროვებაში, მთავარი მოუკლეს... უფრთხილდებოდა მარიამსაც, იცოდა, არ იყო მზად მთავარი ტკივილის ასატანად. მოუწევდა იმასთან შეგუება, რომ არ იქნებოდნენ სასურველები ერთმანეთის ოჯახებში... მარიამი ხშირად უხსენებდა მამას, ოჯახს, ოჯახურ გარემოს... იმოქმედა ამანაც. შეეცოდა არჩევანისთვის.
- ადრე თუ გვიან, გაიგებდა მაინც...
- მე ასეთი ბედნიერი არ მინახავს არასდროს... ბედნიერებას კიდე მოფრთხილება სჭირდება, ერთი თვალის მოხუჭვა და აღარ არის, ხომ გესმის...
- ერთი თვალის მოხუჭვა და აღარ არის...- გაეპარა ოდნავი ღიმილი. სევდიანი, ნაცნობი. - რა მესმის სხვა, თუ არა ეს.
- მარიამის სურვილიც იყო ურთიერთობის დამალვა. იკავებდა თავს ყოველთვის, განსაკუთრებით სიმართლის გაგების შემდეგ, - დაიძაბა ვიტო აჩის სიტყვებზე.
- უთხრა?
- უთხრა. ზუსტად ის რეაქცია ჰქონდა, რისიც ეშინოდა. განიცდიდა ამ მტრობას და ვერ აკეთებდა არჩევას ორ საყვარელ მხარეს შორის. ოჯახი, მამა ან კაცი მტრის ბანაკიდან, რომელიც შეუყვარდა.
- ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და არაფერი ვიცოდი, - გაეცინა სიმწრით, გადააქნია თავი დანანებით. - ჩემს თვალწინ მომიკლეს და არაფერი ვიცი...
- სიყვარულს და დანაშაულს... ბევრი აქვთ საერთო, - ჩაეცინა აჩის, - ისე დამალავ ორივეს, საკუთარ თავსაც დააჯერებ არარსებობას.
- ისე გამოამჟღავნებ, ვერც მიხვდები ოდესმე, - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის. გადააქნია თავი და წამოდგა ფეხზე. კარისკენ მიმავალი, უცებ მობრუნდა ბერიძისკენ.
- როგორ ფიქრობ, რომელი უფრო რთულია, იყო მოკლულის მხარე თუ იყო მკვლელის მხარე?.. - ჰკითხა დაბალი ხმით. თვითონაც არ იცოდა რატომ გაუჩნდა ეს კითხვა, მაგრამ ჰაერივით სჭირდებოდა პასუხი.
- რთულია იყო მოკლულის მხარე და ეძებდე სამართალს... ეს მხარე ვართ ჩვენ, ვიტო... - დააფიქრა დიდხანს მოულოდნელმა კითხვამ, - მაგრამ რთულია უფრო, იცოდე, იაზრებდე მეორე მხარეს...
- ორივე მხარე ვარ მე, აჩი, - გაეღიმა სევდიანად. ჩამოართვა ხელი ბერიძეს.
იყო მათ შეხვედრაში უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სიმართლე.

* * *

- დაჩი! - შორიდან ეძახდა ჯაჭვლიანზე მიყრდნობილ სხირტლაძეს.
ხალხით გადაჭედილი კორიდორი ძლივს გაიარა.
თვითონაც არ იცოდა, ასეთი მონდომებით რატომ დაიძრა ბიჭისკენ.
რას ელოდა, რა უნდოდა მისგან, მაგრამ დაჰყვა ემოციებს.
ნახვა უნდოდა მისი.
ნაცნობმა ხმამ შეაკრთო სხირტლაძე. დაბნეული მობრუნდა უკან და მის წინ ასვეტილ, საუცხოოდ გამოწყობილ დვალიშვილს თვალი ააყოლა.
შეიგრძნო მისი იდეალურობა წამებში.
- შენ აქ რას აკეთებ? - წამებში მოთოკა მისი ნახვით გამოწვეული ემოციები. ერთი ძლივსღა ჩაისუნთქა დაძაბულმა, ცოტაც და ბოლს აუშვებდა ყურებიდან სხირტლაძე იმის წარმოდგენისას, რომ ამ ადგილას, ამ ჯურღმულში, ასე საუცხოოდ გამოწყობილს გადაეყარა. ნერვიულობისგან შუბლი დაეცვარა. სწრაფად მოავლო თვალი ტერიტორიას და იქვე მჯდომი ელენა რომ დაიანხა, თავში წაიშინა ხელი, - ჯანდაბა!
- რა იყო შენ, არ გაგიხარდა ჩემი ნახვა?! - გაკაპასდა აპეროლით შემთვრალი გოგონა. დოინჯი შემოირტყა და იმედგაცრუებულმა აათვალიერა გაწიწმატებული.
- გოგო, შენ ნასვამიც ასეთი აუტანელი ხარ?! - გაამხიარულა გაბრაზებულმა თვალებმა. სითბო ჩაეღვარა სხეულში.
- ნუ მეძახი-მეთქი, გოგოს!
- კარგი, ანუ-ნა! - გაუცინა და თითებით ლოყაზე წაეთამაშა.
წამიერად ჩამოაყოლა თითები მოშიშვლებულ ხელს.
იგრძნო რაღაც განსხვავებული.
რაღაც - პირველი.
- სანდრო, ეს ანუნაა, ვიტოს დის, ელენას დაქალი! - ხაზი გაუსვა მის სტატუსს და ბოროტი ღიმილით დააჯილდოვა ლოყებაწითლებული. დაუკარგა მისმა სიტყვებმა პირვანდელი სითამამე თითქოს. - ანუნ, სანდრო ჯაჭვლიანი, ჩვენი ძმაკაცი!
- ლუკას ძმა ხარ? - ბრაზნარევი თაფლისფერი მოაშორა სხირტლაძეს და ჯაჭვლიანს გაუღიმა, რომელმაც ძმის ხსენებისას, წარბები სასაცილოდ ასწია.
- რა დრო დამიდგა დაჩი, ჩემი ძმით მიცნობენ! - გაეცინა უფროს ჯაჭვლიანს. ოდნავი სიამაყეშეპარული ტონი დაიჭირა კიდეც დვალიშვილმა მის სიტყვებში. ესიამოვნა. - სასიამოვნოა, ანუნა... - ლამაზად წარმოსთქვა მისი სახელი და ძმაკაცს მხარზე ხელი დაარტყა. უსიტყვოდ გაუგო თითქოს.
- რამდენს მიმალავ, ანუნა?
- რამდენსაც შენ, სხირტლაძე! - გადმოხედა ნიშნისმოგებით.
- ოჰ, გვარიც ვისწავლეთ? პროგრესია! - ეშმაკურად გაუცინა და იქეთ წაიყვანა, სადაც ელენა დალანდა. ჯაჭვლიანიც მოყვებოდათ ფეხდაფეხ. - თქვენ ორნი... აქ საიდან? - ჯერ ელენას გადახედა, შემდეგ მის გვერდით მდგომს. - მესამე სად დაკარგეთ? - დოინჯშემორტყმული აკვირდებოდა შემთვრალ გოგონებს.
- შენ რატომ ხარ აქ? - აათვალიერა თავიდან-ბოლომდე შემთვრალმა ანუნამ. - შენთვის შეიძლება კლუბი და ჩვენთვის არა?! რომელ საუკუნეში ჩარჩი, სხირტლაძე? - განზრახ გაუმეორა გვარი.
- რა დალიეთ ასეთი? - ამოიოხრა შეწუხებულმა. - გოგო, გართობა თუ გინდა, ნორმალური ადგილების მეტი რა არი, აქ არ მოხვიდე!
- შენთვის შეიძლება აქ და ჩემთვის არა, ხო?
- საქმეზე ვარ, გოგო, საქმეზე!
- ვიცით ჩვენ, შენი საქმეები... სადაა, აბა?! - თვალებს აცეცებდა აქეთ-იქეთ. გაეცინა სხირტლაძეს. ეს რაღაც ახალი იყო.
- ჰოო?! უკვე დავიწყეთ ასეთები? - ეშმაკური ღიმილით ააყოლა თვალი.
- ელენა, წავიდეთ, თორე წიწაკის სპრეი სახლში დამრჩა!
- ვადა აქვს მაგას გასული, ახალი იყიდე!
- უკაცრავად, მაგრამ შუა ხნის კრიზისში მყოფი ცოლ-ქმრის კამათი დიდხანს უნდა ვისმინოთ? დაჯექი დაჩი, ჩემმა ძმამ გაიღვიძა შენში?! - თვალი უცნობისკენ გააპარა ელენამ. ზედაპირულად, მაგრამ შესამჩნევად. ეცნობოდა თითქოს.
- სანდრო, გაიცანი ელენა მაჭავარიანი! - დემონსტრაციულად გააცნო და ანუნას გვერდით დაიკავა ადგილი. - ელენა, სანდრო ჯაჭვლიანი... კი, ლუკა ჯაჭვლიანის ბიოლოგიური ძმა, - დაუკმაყოფილა წამსვე ინტერესი. დაეძაბა გონება მაჭავარიანს. შორიდანვე ეცნობოდა, მაგრამ ვერ იხსენებდა რატომ.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, ელენა. - მკრთალად გაუღიმა დაბნეულს. მის მოპირდაპირე მხარეს დაიკავა ადგილი. არ შეიმჩნია არცერთი ემოცია. - ვინ გირჩიათ ეს ადგილი? - ჰკითხა ორივეს ინტერესით.
- რას გადაეკიდეთ ამ ადგილს! მშვენიერი გარემოა!
- მართალია, მშვენიერი აპეროლია! - დაეთანხმა ელენა და მხრები აიჩეჩა უდარდელად. განსატვირთად სპეციალურად წამოვიდნენ ლუკას ნარჩევ ადგილას, იფიქრეს, მშვიდად, უცხო გარემოში გავერთობითო, მაგრამ როგორც ჩანს, მწარედ დასცინა უმცროსმა ჯაჭვლიანმა გოგონებს.
- აუცილებლად გადავცემ ბარმენს, მაგრამ ეგ კითხვაზე პასუხი არაა, - სიმკაცრეშერეული იყო ჯაჭვლიანის ტონი. არ ესიამოვნა მაჭავარიანს.
- დიდი მნიშვნელობა აქვს?! - წარბაწეული აკვირდებოდა მის მოპირდაპირედ დასერიოზულებულს.
- გადამწყვეტი!
- არ ვარ ვალდებული, გიპასუხო. - უცნაურად აუელვარდა ჭაობისფერი თვალები. უყურებდა მის ზღვისფერს. წამით არ აშორებდა მზერას. თითქოს სურდა დაემტკიცებინა, რომ მასზე ვერ მოქმედებდა კაცის სიმკაცრე. ჩაეცინა ჯაჭვლიანს.
- აი, ვიტოც მოდის.... ერთი კაციც და გავდივართ! - სიტუაციის განმუხტვა სცადა სხირტლაძემ. - ჰო, მართლა, მესამე სად არის-მეთქი?! დუმილის აღთქმა გაქვთ დადებული, დაქალებს?
- ვაიმე, დამღალა!
- როგორ გამითამამდა! ჩემი ბრალია! - ხელი წელზე შეუცურა და თავისკენ მისწია ანუნა. სასმელმა სულ მოადუნა. წინააღმდეგობაც არ გაუწევია, იმდენად კომფორტულად იგრძნო თავი ცხელ მკლავებში. ცოტაც და თვალები მიეხუჭებოდა ემოციებისგან გადაღლილს.
- თქვენ აქ რას აკეთებთ? - წარბშეკრული მიუახლოვდა მაგიდას. - ელენა?... - უჩვეულო იყო დის ამ ამპლუაში ხილვა.
ბასრი მზერით გადახედა კმაყოფილი ღიმილით მჯდომ სანდროს.
ჩაეღიმა კიდევ უფრო.
- რა? - არ შეიმჩნია ძმის მომთხოვნი ტონი. მხრები აიჩეჩა უდარდელად და განაგრძო აპეროლის დაგემოვნება. - ნაკაც მოვიდა!
- და აი, მეგობრებო, ჯოჯოხეთის კარიბჭეც გაიღო, მოვიდა მაფიის ლიდერი! - ღიმილიანი სახე მიეყინა ნაკას, დაჩის სიცილი რომ მოესმა. ვიტოსკენ არც გაუხედავს, ისე მიუახლოვდა მაგიდას უცნობთან ერთად.
დაბნეულმა მოათვალიერა შეკრებილები და ლამის თავში ხელი წაიშინა.
საქმე ჩაუვარდა.
- ამათ აქ რა უნდათ?
- მესმის! - თვალები დაუქაჩა აღშფოთებულმა სხირტლაძემ.
- წადი მერე!
- მეგობარს არ გაგვაცნობ?! - უცნაური მზერა აატარა მაჭავარიანმა.
სათვალიანი ბიჭისკენ გადაიტანა ყველამ მზერა.
უხერხულად აიწურა ნაკა.
- ჩემი მეგობარი, რეზი!
- მოდი, დაჯექი რეზი... - გაიწელა დაჩი.
- საქმე მაქვს, უნდა გავიდე. - გაუბედავი მზერა მოავლო ყველა მათგანს, მათ შორის ვიტოს.
- რატო კაცო, ახლა არ მოვიდა?
- აქ აქვს საქმე, დაჩი, აქ! - ლამის ცეცხლი წაეკიდა ნაკას, - რეზი, მადლობა დახმარებისთვის! - გაუღიმა გვერდით მდგომს. ისიც მკრთალი ღიმილით დაემშვიდობა შეკრებილებს და ერთ-ერთ კარში გაუჩინარდა.
ჯაჭვლიანი ფეხზე წამოდგა.
ჩუმი მზერა შეავლო ალკოჰოლისგან ოდნავ გაბრუებულ, სიწითლეშეპარულ ელენას. წამიერად შეხვდა მათი მზერა. ქვემოდან უყურებდა გოგონა. უცნაურ ენერგიას გრძნობდა. უფრო საინტერესოს... დამაინტრიგებელს.
ეს რაღაც ახალი იყო.
აქამდე უცნობთან მიახლოება.
ღიმილი შეეპარა თითქოს.
დაასაჩუქრა ყველასგან შეუმჩნევლად.
გაუჭირდა თვალის მოწყვეტა უეცარი გაზაფხულისთვის, მაგრამ მოსწყვიტა სასწრაფოდ.
- ვიტო, მოგვიანებით დავილაპარაკოთ, - თავი დაუკრეს ერთმანეთს.
შეთანხმდნენ. საინტერესო მზერა გაცვალა ერთმანეთში სამივემ. გაუჩინარდა ბოლოს ისიც.
- ანუნას წავიყვან. - სერიოზული ტონი არ ესიამოვნა დვალიშვილს, მაგრამ პროტესტი არ გამოუთქვამს. ფეხზე წამოდგა მასთან ერთად.
- ელენაც. - თვალებით უთხრა დას სათქმელი. - გაჰყევი დაჩის. - რბილი ტონი ჰქონდა მაჭავარიანს. მზერა მოაშორა შემთვრალ დას და ფეხზე წამომდგარ ნაკას შეავლო თვალი.
- მე და შენ საქმე გვაქვს!
- მე არ მაქვს შენთან საქმე! - მოკლედ მოუჭრა.
გასვლას აპირებდა, ვიტოს ხელმა რომ შეაჩერა.
- წამოდი, - დაქაჩა თავისკენ. მასთან ერთად გაიარა ორი კორიდორი. ერთ-ერთ კარში შეიყვანა.
ბაცი განათება იყო პატარა, თუმცა მოწესრიგებულ ოთახში.
რამდენიმე წამით მოავლო მზერა ავეჯით დახუნძლულ ოთახს და ინტერესიანი თვალებით ახედა მასზე მაღალ სხეულს.
- რა გინდა, ვიტო? - მშვიდი იყო მისი ტონი, ისევე, როგორც მისი გამომეტყველება. არ ეშინოდა მისი. თავადაც ხვდებოდა იმ რაღაცებს, რასაც ასე საგულდაგულოდ უმალავდნენ ნაცრისფერი თვალები.
- რას აკეთებ, თუ იცი? - ჩაეცინა ვიტოს, უჩვეულოდ დამშვიდებულ ქალს რომ შეავლო მზერა. - სად ყოფ თავს, ნაკა... რატომ ვერ ისვენებ, როგორ გელაპარაკო, რა მოგიხერხო!
- შემეშვი...
- გინდა შენ ეგ?
- რომ შემეშვა, ეს მინდა მე.
- არა, არ გინდა შენ ეგ... იცი, შენ რა გინდა?
- აბა?! - ირონიული ღიმილი ვერ შეიკავა. მაინც აუპრიხა ტუჩის კუთხეები.
- ჩემი გაგიჟება. ჩემი ყურადღება. გინდა, რომ ავფეთქდე, გინდა, რომ გამომიწვიო! ეს გინდა შენ... როგორ გელაპარაკო, რა მოგიხერხო, ეგეც მითხარი! რატომ არ გესმის, გოგო, რომ საშიშია, რასაც აკეთებ! - დაღლილ ოხვრას ამოაყოლა სიტყვები. იქვე დაჯდა და ჩაშავებული თვალები მიანათა ადგილზე გახევებულს.
- რატომ დარდობ, შენ? - დაუსვა ის კითხვა, ასე ძალიან რომ აშინებდა.
ბავშვობიდან რომ ანერვიულებდა.
- შენ რატომ გინდა, რომ ვიდარდო?
- შენგან არაფერი მინდა! - მკაცრი იყო ქალის სიტყვები. - მათ შორის, არც დარდი, ვიტო! - იმაზე მტკივნეულად მოხვდა ბასრი სიტყვები, ვიდრე შეეძლო.
ჩაეცინა კაცს. წამოდგა ფეხზე და დაეყრდნო ხელებით სკამის საზურგეს.
- ჩემი დის გამო ვდარდობ, - ჰგავდა ხურდის დაბრუნებას. მზერა გაუსწორა მის ჩამქრალ თვალებს. დაეკარგათ ის ბავშვური სხივები, წუთის წინ რომ გაჩნდა მასში. არ ელოდა მისგან ამ პასუხს.
- ნახვასაც ხომ არ ამიკრძალავ, შემთხვევით? - ჩაეცინა ნაკას.
- როდის მერე ემორჩილები შენ ჩემს სიტყვას? რამდენადაც მეხსიერება არ მღალატობს, ყოველთვის საპირისპიროდ იქცევი... ეგ გყიდის, იცი? - ირონიული თვალები აატარა კვლავ. სიბრაზის ცეცხლი ენთო გაბაშვილს თვალებში.
მიუხვდა.
მიხვდა, რომ მიუხვდა.
- კარგი, ნუ დადუმდი... მართალია, ჩუმი უფრო მომწონხარ, მაგრამ დღეს არა. - ზედმეტად ახლოს იდგა მასთან. - ვინ იყო, ის? ... შენი მეგობარი, რე-ზი, - გამოკვეთა ბოლო სიტყვები. იგრძნობოდა სხვანაირი ინტერესიც.
- მე არ ვინტერესდები შენი მეგობრებით.
- მე ვინტერესდები - შენით, - ორაზროვანი იყო პასუხი.
ვერ იშორებდა თვითკმაყოფილ ღიმილს.
ართობდა.
ჭკუიდან გადაჰყავდა.
ანერვიულებდა.
მაგრამ მაინც გაურბოდა.
- სამყარო შენ ირგვლივ არ ბრუნავს, შეგახსენებ! - მოუჭრა მკაცრად.
- ანუ არ მეუბნები...
- სწორად მიხვდი, ახლა გამატარე. მე არ მაქვს საქმე შენთან!
- კარგი, თავად რეზი მიპასუხებს... - ადგილზე მიეყინა თითქოს. იცოდა, არ მოასვენებდა ასე მარტივად. ისიც იცოდა, მაინც გაიგებდა რაღაცას.
- რა გინდა?! - დაეტყო ხმაში ანერვიულება.
- არ ვიცი... შენ ხომ არ იცი? - სიგარეტის კვამლი გაუშვა მისი მიმართულებით.
ხელი აიქნია ქალმა.
კიდევ უფრო მოაწვა სიბრაზე.
- შეეშვი რეზის! არ გაქვს უფლება ერეოდა ჩემს საქმეებში!
- არ გინდა ეგეთი ლაპარაკი, ნაკა. ჩემთან ყოველ შემთხვევაში... სიმართლე მითხარი.
- ბოლოს რომ გითხარი სიმართლე, გახსოვს, როგორ დასრულდა?! გინდა გაგახსენო? - თავს არ აძლევდა ჩამოშლის უფლებას, მაგრამ თვალები ყიდნენ, როგორც ყოველთვის. ვერსად გაექცა მლაშე სითხეს. აუწყლიანა შავი თვალები. - ნუ ითხოვ ჩემგან სიმართლეს, რომლის მიღებაც არ შეგიძლია!
სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
ხელის მარტივი მოძრაობით გაიქრო პატარა ცრემლები.
აღარ უნდოდა მისი სახის დანახვა.
სტკენდა, მაშინაც კი, როცა არ უნდოდა.
ეს კი, არასდროს უნდოდა ვიტოს.
წამოეწია.
მეორედ მოაბრუნა.
დერეფნის კედელს ააკრა.
ნაზად დაუსვა თითები მის გაფითრებულ სახეს.
- ნუ ტირი...
- სულ მატირებ! - მაინც გაუტყდა ხმა.
- სულ გატირებ...
- გამიშვი, უნდა წავიდე. - ხაფანგში მომწყვდეულს ჰგავდა. რთული იყო თვალის გასწორება იმ ადამიანისთვის, რომელიც ღრმა ბავშვობიდან უჩქარებდა პულს.
- მე წაგიყვან, წამოდი. - არ უშვებდა ხელს. გაუძალიანდა. - ნაკა, ნუ გამაგიჟებ! დღეს არ გინდა, რა.
- შენს დეგრადიულობას მე ნუ დამაბრალებ, ოღონდაც!
- ბევრს ლაპარაკობ, უკვე!
- რამდენსაც მინდა იმდენს ვილაპარაკებ! არ მოგწონს, რამე?
- შემიძლია გესაუბრო - რა მომწონს.
- არ მაინტერესებს! არც შენ მაინტერესებ! შემეშვი, საერთოდ.
- როდის მერე? - მანქანაში ჩასვა ორი წლის ბავშვივით გაჯიუტებული. - შენ არ იყავი, ჩემს ოთახში რომ დაძვრებოდი, ჩუმ-ჩუმად? - დაიკავა თავისი ადგილი და კარი ჩაუკეტა გასაქცევად მომზადებულს.
უცნაურ ამჩატებას შეეპყრო იმ საღამოს.
- რაო?! საიდან მოიტანე, - შეიცხადა ხმაჩავარდნილმა.
როდის დაუშვა შეცდომა...
- არ გინდა ახლა, არ გიხდება ტყუილები... - გაუცინა. ოთხი წლის შემდეგ პირველად დააჯილდოვა გულწრფელი ღიმილით. თვითონაც გაუკვირდა. აღარც ახსოვდა, თუ შეეძლო. - უკვე მეორედ დაგამუნჯე, სერიოზული წინსვლაა!
- არ დავძვრებოდი მე შენს ოთახში!
- დაგაჯერეს, კლასელი მოსწონსო და შენ არ იყავი, სამი თვე რომ არ გვეკარებოდი? მოიცა გავიხსენო... მერე როგორ იყო... აჰ, ელენას გზავნიდი იმ გოგოზე ინფორმაციის გამოსაძალად. - ჭარხლისფერი დაედო ნაკას. მთელი ბავშვობის ცოდვები ერთიანად ამოუტივტივდა ზედაპირზე. მაინც ვერ ხვდებოდა, საიდან... საიდან იცოდა ეს ყველაფერი მაჭავარიანმა. ელენაში ზედმეტად დარწმუნებული იყო, იცოდა, არ დააღალატებდა.
- კიდევ? - უცნაური მზერა შეანათა გამხიარულებულს. - კიდევ რას ვაკეთებდი?
- მომეწონა შენი საჩუქარი მაშინ...
- რომელი საჩუქარი?
- აი, ის, ვითომ ელენამ რომ მაჩუქა დაბადების დღეზე.
- ეგ საიდანღა გაიგე... - ამოიოხრა ნერვებმოშლილმა.
- მეც მყავს ჩემი ხალხი, ნაკა... მხოლოდ შენ არ გიჭერდნენ მხარს. - მიუხვდა.
- დორა... ნეტავ რამ შეაყვარა შენი თავი! - ამოიწუწუნა დამარცხებულმა. მთელი ამ დროის განმავლობაში ფიქრობდა, რომ დორა მის მხარეს იყო, მაგრამ, ფაქტია, დორა ვიტოზე წინ არავის დააყენებდა.
- არ ვიცი. ჰკითხე, იქნებ შენც მიიღო მაგ კითხვაზე პასუხი... საინტერესოა, რატომ შენ... მე.
- ნუ მიბედავ, ვიტო! მე შენ - არ! არც ახლა და არც არასდროს! - არ დაუსრულა. მოღალატე ხმის კანკალს ძლივს იმორჩილებდა. თავს გაშიფრულად, წაკითხულად გრძნობდა. როდის გამოეპარა ამდენი რამ...
- აუზში რომ ჩავარდი, ვითომ ცურვა არ იცოდი? - აგრძელებდა უმოწყალო დაცინვას.
- მართლა არ ვიცოდი! შენ, რა... ამდენი ხანი ფიქრობდი, რომ შენ... შენ გამო აუზში თავს ჩავიხრჩობდი?! შენ გამო გავრისკავდი?! - ალმაცერად აათვალიერა. თითქოს მწვერვალზე მყოფი ეგო შეურყია თავისი დამცინავი ტონით, მაგრამ მაინც, სასაცილო სიტუაციაში იყო თავად.
- იყავი ღირსი, ჩამეხრჩვე მანდვე, მაგრამ ელენამ მთხოვა, ამომეყვანე....
- ვერ გიტან!
- კარგია, ეგ მაინც არის ორმხრივი.

მიიყვანა სახლამდე.
- არ ვხუმრობ მე, ნაკა. ფრთხილად იყავი, არ არის ეს თამაში... არც შენი ადგილი არის აქ. ერთხელ მაინც დამიჯერე. ცხოვრებაში ერთხელ. - ჰგავდა მუდარას. თხოვნას.
- თამაშია... სხვა რა, თუ არა თამაში, - მწარე ღიმილი გაკრთა მის ჩამქრალ სახეზე. მანქანიდან გადასულმა. არ შესცვლია ბრაზისგან ანთებული თვალები. - ჩემს ადგილს მე თვითონ განვსაზღვრავ, ვიტო!

შეავლო უკანასკნელი მზერა და დატოვა მარტო.


*

- ჩემი სახლი უფრო ახლოს იყო, ჯერ ელენა რატომ დატოვე?
- რითი ხარ უკმაყოფილო?
- რატომ დამასეირნებ შენს ჭკუაზე!
- ჩემს ჭკუაზე რომ დაგასეირნებდე, დამიჯერე, ახლა აქ არ იქნებოდი! - თვალი ჩაუკრა გაკაპასებულს.
- რაო?! - მოფლირტავე ტონმა გამოაფხიზლა შემთვრალი გონება. - გაიმეორე, რა თქვი!
- შენ სულ ასეთ შარზე ხარ, თუ მე ვარ განსაკუთრებული შემთხვევა?! - ართობდა ანუნას ხასიათი. ოდნავ გაუთამამდა. თავისუფალი ხელით მიეფერა სწორ თმაზე. - შენ არ იყავი, ჩემი მონატრებით დამწვარი, რომ დამადექი იქ?
- ნუ ბოდავ! და ნუ მეხები შენს ჭკუაზე! - გააშვებინა ხელი. მისმა შეხებამ კიდევ უფრო აუჩქროლა სისხლი ალკოჰოლისგან გახურებულ ვენებში.- როგორ დაისვენე?
- როდის დავისვენე? - გაკვირვებულმა ასწია წარბები სხირტლაძემ.
- აი, ის ოთხი დღე... ჩემგან.
- აჰ... - კმაყოფილმა ღიმილმა გაუნათა სახე. მიხვდა, გააბრაზა უყურადღებობით. - არ მეყო! - შევიდა როლში. თვალი ჩაუკრა სიბრაზისგან ლოყებშეფაკლულს. - ხომ იცი, როცა კარგად ისვენებ, დრო სწრაფად გადის...
- ხო? - თვალები გადმოსცვივდა ბუდიდან. გააგიჟა უდარდელმა ტონმა. არ ელოდა, მაგრამ საკუთარი თავიც აოცებდა ამ სიტუაციაში, ამ მოცემულობაში.
უფრო მეტად მოსწონდა, ვიდრე - არ.
ეს რაღაც ახალი იყო.
- გიხდება ეგ კაბა... - მიხვდა გააბრაზა, მაგრამ გაბრაზებაც სასიამოვნო იყო მისთვის.
- ვიცი!
- რომ ეჭვიანობ ეგეც გიხდება, მაგრამ ჩემთან არ დაგჭირდება ეგ... - შეაპარა ჩუმად. იცოდა, ქარიშხალს დაატეხდა, მაგრამ მოსწონდა გაბრაზებული.
- ნუ ოცნებობ და დროზე მიმიყვანე სახლში!
- ახლა საერთოდ გადავუხვევ, იცოდე...
- გადაუხვევ და გავიმეორებ იმ ინცინდენტს! - თვითკმაყოფილი ღიმილი აიკრა სახეზე. თვალებში ცეცხლი ჩაუდგა თითქოს. ალმაცერად უყურებდა დაბნეულს.
- ჰუჰ, რომელს, აბა?
- ლამის რომ დაბრმავდი... - მიუახლოვა სახე. ლამის შეეხო კიდეც. ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები იმდენად მკაფიოდ მოხვდა სხირტლაძეს, ლამის გული გაუჩერა. - გახსოვს? ... - ლამაზად უღიმოდა თვალებში ჭინკებათამაშებული. პატარა ბავშვს ჰგავდა.
გამარჯვებულ ბავშვს.
- ასე, არა?
- შენ გგონია, ვერ მივხვდი? - გადაიკისკისა ხმამაღლა. იმდენად ბუნებრივი იყო მისი ხმა, იმდენად ლამაზი, ადგილზე გაახევა საჭესთან მჯდომი. ხმას ვერ იღებდა დაჩი. შერცხვა კიდეც. მაგრამ მაინც იღიმოდა, ისე, როგორც უყვარდა ანუნას. - კარგი, ნუ დადუმდი ახლა, სად გაქრა შენი თავდაჯერებულობა?... - მაინც არ იღებდა ხმას. პირველად გაუცინა. პირველად შეუფრთხიალდა გული უცნაურად. ამის გამო ვერ იღებდა ხმას. იმახსოვრებდა იმ გრძნობას, პირველად რომ შეუტოკა გული. - მარტივი მისახვედრი იყო... შენი ჩაწითლებული თვალების ფონზე. - აგრძელებდა დაცინვას. მხოლოდ მისი მხიარული ხმა ისმოდა სიჩუმეში, - არ მომწონხარ ჩუმი...
- ისე... ისე მოგწონვარ? - ხმა ჩაიწმინდა. ლამაზი შეგეძნებებიდან გამოერკვა და კიდევ შეანათა ნათელი თვალები. სხვანაირი სხივი გამოსჭვიოდა თვალებიდან.
- არ მითქვამს ეგ! - აწრიალდა უხერხულად. - ნუ საუბრობ ისე, როგორც გაწყობს!
- მე რომ მომწონხარ... ეგ ხომ იცი... - გაუჩერა მანქანა. - ... ეგ არის მთავარი. - გაუჩერა გულიც.
- დაჩი... - ბევრი ემოციით იყო გაჯერებული მის მიერ წარმოთქმული ერთი სიტყვა.
- არ არის საჭირო, ნუ მეტყვი რამეს...
- კარგი?.. - შეიხსნა ღვედი.
მიხვდა დაჩიც, მალე დასრულდებოდა მათი სიახლოვე. არ უნდოდა გაშვება.
- არა, თუ გინდა მითხარი! - გაეცინა მის მოუთმენლობაზე ანუნას. გაეცინა. თავსაც დასცინა. ამდენი წელი გვერდით ჰყავდა და მაინც შორს... ამ წამს კი მისი სუნთქვაც გულს უცნაურად უჩქარებდა.
- ლამაზი იყო...
- რა?
- ისინი... რაც მითხარი
- ხო? - თვითკმაყოფილმა ღიმილმა დაუმშვენა სახე დაჩის. იმ ბავშვს ჰგავდა, პირველი სიყვარულით გული რომ აღარ ეტევა საგულეში.
- ისიც ლამაზი იყო... რომ მომყვებოდი.
- შეგაშინე, - ჩაილაპარაკა დანანებით.
- მგონი პირიქით... - ჩუმი ფხუკუნით გააპარა თვალი ადგილზე აწრიალებული დაჩისკენ.
- ოხ, როგორ გამითამამდა!
- შენი ბრალია! - გააჯავრა თბილად მოღიმარი.
- დიახ, ჩემი ბრალია! ვაღიარებ! მივხედავ მაგ საკითხს მე... უსწრაფესად, ხარისხიანად!
- ოხ! მიხედავს ეს...
- ხვალ გავიდეთ სადმე... ნუ მახსნევინებ ამდენს ამ მანქანაში.
- რატო? - გაუცინა დაბნეულმა. ვეღარ გაეგო, ვეღარ გამოერკვია, გონებასაც ვეღარ ატანდა სიტყვებს. ალკოჰოლიც თავისას შვრებოდა.
- მეორე შეხვედრაა და ამ მანქანას ვერ გავცდით, - ამოიწუწუნა სხირტლაძემ.
- მერე?
- ვგოიმდებით, გოგო! ხვალ მაგარ ადგილას წაგიყვან... - თვითკმაყოფილი ღიმილით გადახედა თბილად მოღიმარ გოგონას, - რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ნამყოფი ხარ?
- ჰა?!
- ჰო, საქმე მაქვს რაღაც და შენც წაგიყვან.
- დაჩი სხირტლაძე!
- როგორც იქნა! გადააბი ერთმანეთს?! სერიოზული პროგრესია, ანუნ, მართლა.
- ღმერთო, რა დავაშავე?
- მადლობა გადაუხადე?
- ვის?
- ვის და ღმერთს! ასეთი ბიჭი რომ ჩაიგდე ხელში. გადაუხადე თუ არა, ანუნა?!
- შემომაკვდები! წავედი...
- მოიცა, მოიცა... - ხელით დაიჭირა გადასასვლელად მომზადებული, - ასე ვერ გაგიშვებ... ასე... განერვიულებულს, - გაუცინა ისე, როგორც იცინიან ხოლმე, მთელი გულით და იშვიათად.
- რა გინდა?! - დააფრთხო.
- ბევრი რამ მინდა... მაგალითად, ეს.. - შეეხო მის მოშიშვლებულ ხელს. ნაზი კოცნა დაუტოვა რბილ კანზე. ერთიანად დააყარა ტაომ... შესცივდა. კიდევ ბევრჯერ დაუტოვა მხურვალე კოცნა ხელზე. შეეხო მის ნიკაპს და გაუღიმა. იმდენად ახლოს იყო მასთან, ერთიანად ცახცახებდა გოგონა.

- ძალიან... ძალიან ლამაზი ხარ... შეყვარებული. - ანც ბავშვს ჰგავდა მისი თვალები. მისი ღიმილი ავიწყებდა საკუთარ თავს. არაფერი უთხრა. ვერაფერი.
გადავიდა მანქანიდან და უსიტყვოდ შევიდა სადარბაზოში.
გული ამოვარდნას ჰქონდა.
იცოდა, რომ გრძნობდა ისიც.
იცოდა, რომ არ იყო საჭირო ეთქვა.


თავი მეექვსე

„შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით,
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის ვარსკვლავები“ (ტერენტი გრანელი)


წარსული - ოთხი წლის წინანდელი ცხრამეტი თებერვლის მიწურული.
აღარაფერი აკლია თორმეტი საათის გახდომას.

- გადამარჩინე... - იმედიანი სიტყვები ქალს ეკუთვნის, რომელიც ჯიუტად ებღაუჭება სახეარეული კაცის პიჯაკს. თვალებში შიში და იმედი ერთდროულად ჩასდგომია, მაგრამ სჭარბობს ცრემლისგან წალეკილ ნაცრისფერებში იმედისმაგვარი. უჭერს. მთელი ძალღონით ეჭიდება კაცის პიჯაკს, - რატომ? ... რატომ!
ცრემლიან თვალებს ვეღარ უსწორებს კაცს, გაადაქვს მზერა ადგილზე გახევებული ქალისკენ.

ჩვენ ვხედავთ... ვხედავთ მოაჯირთან მდგომ სამ სხეულს;
დაძაბული სიჩუმე კიდევ უფრო უჭამს გამოცლილ სულს.
მოახლოებული სიკვდილის ჩუმ ნაბიჯებს მხოლოდ აღელვებული, უჩვეულოდ დაუდგრომელი მდინარის ხმები ფარავს.
აბობოქრებული მტკვრის ხმა იმდენად ახშობს ჩვენს სმენას, რომ ვერც კი ვიგებთ მის მოახლოებას.
მოვიდა.

თვალს არ აშორებს ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას.
დინჯი, მშვიდი, მოზომილი ნაბიჯებით უახლოვდება მის ქვემოთ დაბინადრებულ ურჩხულს, რომელიც ადამიანის სულს ბოლომდე იწოვს და შთანთქავს.
მისი მძვინვარე ხმა ღრმა, შფოთიან დუმილს ახშობს.
ის აქაა.

- ჩემი ოჯახისთვის, - უჩურჩულა ძალიან დაბალი, გატეხილი, დანაწევრებული ხმით. ჩაეჭიდა მის ჩაბღაუჭებულ, იმედიან ხელებს. გააშვებინა და ჩახედა უკანასკნელად გადაცრეცილ თვალებში. მწარედ უღიმოდნენ თითქოს. - არ უღალატია შენთვის... - ჩაყლაპა ბოლო სიტყვები დაუდგრომელმა მდინარემ.

გაისმა დახშული ბგერები და გაეხვია მდინარის ბნელ ტალღაში ლამაზი სხეული.
აბობოქრებული მდინარის ორგანიზმში ზურგით ჩაფლულმა შეავლო უკანასკნელად თვალი ლურჯად მოკაშკაშე ვარსკვლავებს.
ეჩურჩულებოდნენ მეგობრები ნაზად, ამშვიდებდნენ უიმედოს, ეპატიჟებოდნენ თავიანთ სახლში გარიყულს.

ადამიანში მხოლოდ მაშინ იღვიძებს იმედი, როცა ყველაფერი გადაწყვეტილია. მომაკვდავიც კი ამ იმედს ებღაუჭება და ბოლო წამამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე ჯიუტად ცდილობს ირწმუნოს უკეთესი, ვიდრე დანებდეს უარესს, რადგან უარესის შემჩნევა უკანასკნელი საფეხურია.
თუ ამ საფეხურს დაადგი ფეხი, მერე აღარაფერია.
მხოლოდ სიმარტოვის სუსხი და თვალუწვდენელი უფსკრული.


აწმყო - შეპარვოდათ გაზაფხულის სურნელი ღია დარაბებს.

ქალაქის თავზე მზე ოდნავ იყო ამოწვერილი და მაინც, არაფერი ეტყობოდა გარემოს სიბნელის გაცილების.
დილის რვის ათ წუთს უჩვენებდა საათის ისრები, მაჭავარიანების სამზარეულოდან დაბალი ლაპარაკის ხმა რომ გამოდიოდა.
წყლისთვის ჩამოსული ელენა კართან შედგა, ზურგით მჯდომი ვიტო და მის პირდაპირ, სანდრო ჯაჭვლიანი რომ დაინახა.
გაკვირვებით გაიხედა საათისკენ.
მძიმედ გადააგორა ნერწყვი სასულეში და ფარული მზერით აათვალიერა კაცის გახსნილი სახე.
განსხვავდებოდა მისი ნაკვთები პირველი შეხვედრისგან.
აღარ იყო დაძაბული თითქოს.
უხილავმა ძალამ უბიძგა შესულიყო ოთახში.
გაკვირვებული მზერები გაცვალეს ერთმანეთში სამივემ.
სანდრო განზრახ მოსულიყო დილის საათებში.

- მშვიდობაა? - ესღა იკითხა მხოლოდ, - დილა მშვიდობისა, - დაამატა უხერხული ღიმილით ელენამ.
- რატომ გღვიძავს? - მობრუნდა მისკენ ვიტო, თვალებში ჩაუდგა ამოუცნობი შიში. მზერით ჰკითხა ხომ არ აწუხებდა რამე. ღიმილით გააქნია თავი ელენამ.
- წყალი მინდოდა... - აარიდა თვალი იმ ერთს, - შენ?
- საქმე გვქონდა რაღაც, - გადაიტანა მზერა სანდროზე, დაჭიმული რომ იჯდა სკამზე. ელენას შემოსვლამდე საუბრობდნენ აჩისთან შეხვედრაზე, თუმცა გადაავიწყდა ყველა სიტყვა ჯაჭვლიანს.
- ხომ გითხარი, ვიტო, ჯერ თავისი ფეხით-მეთქი, - მოულოდნელად უცნაურმა, კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო ბაგე კაცს. გაახსენა მათი დიალოგი და ეშმაკური მზერა მოატარა ოთახს. გააჩერა ბოლოს ონკანთან მდგომ ელენასთან.
- სან-დრო! - გაჰკრა ხელი კმაყოფილებით აღსავსეს, - ლენ, ყავა მოუმზდე სანდროს, - თვალი ჩაუკრა სამზარეულოს დახლთან მდგომ დას, დაბღვერილი რომ უყურებდა უჩვეულოდ აღტკინებულ ძმას და მის მეგობარს.
- უი, ლენა გქვია? - გაიკვირვა სანდრომ, გააპარა მოღიმარი მზერა წარბაწეული ელენასკენ, - დაჩიმ ელანათი გამაცნო, ხო? - თითქოსდა ფაქტის სისწორეში დასარწმუნებლად მიაბრუნა თავი ვიტოსკენ, ლამის ორად რომ მოკეცილიყო ელენას დაბღვერილ სახეზე.
- ბატონო? - მთელი ტანით მიბრუნდა მისკენ, - რა დამიძახე? - ინარჩუნებდა არისტოკრატიულ აღშფოთებას.
- ოპა! თიმ ლენა ფორევა, - შემოაბიჯა ოთახში სხირტლაძემ, - ამას რას მოვესწარი, კაცო, პარალელურ სამყაროში ვარ? - ეშმაკური მზერა მოავლო გარემოს, - ელენა უმზადებს ყავას სანდროს, არარსებობს! ვიტო, რა ხდება?
- ბიჭო, რა ნავიგაცია გაქვს ეგეთი, მარტო ვეღარ მინახავს ჩემი ძმაკაცი. რომელ საათზე მოვიდე, ამის სახე რომ არ დავინახო?
- სანამ შენი იქნებოდა, ჩემი იყო, სარდიონ, თანაც ჩვენ სოულმეითები ვართ, ხო, ვიტო? - მიეტმასნა სკამზე გადაწოლილ ვიტოს კმაყოფილი ღიმილით, - გადაგვიღე, ლენუ, დარჩეს თაობებს ჩვენი „თრუ ფრენდშიფი.“
- რა დამიძახე? - აენთო წამებში ჯაჭვლიანი
- დაჩი, დაგერხა ინტერნაციონალურად, - მხარზე ხელი მოუთათუნა ვიტომ. ღიმილით სვამდა ყავას.
სხვანაირი ელფერი ჩასდგომოდა თვალებში.
- რა დაუძახა? - ჩუმი ფხუკუნი ვერ შეიკავა ელენამ, - სანდროთი გამაცნო დაჩიმ, ხო? ხო?
- ნეტა შენ რა გაცინებს ლენა მასწავლებელო, - დასცინა წამებში გამხიარულებულ ელენას, - მიდი მეც გამიკეთე ყავა, ამ დილაუთენია რომ მომარბენინეს, დილის სმუზი ვეღარ მოვასწარი.
- დაგლეწავ სხირტლაძე, მეორედ ეგ რაღაც არ დამიძახო იცოდე! - ადგილს ვერ პოულობდა სკამზე სანდრო.
ეღიმებოდა მაინც ელენას ემოციებზე.
- უჰ, სიტყვები ცარიელი... - აიქნია ხელი და ყავის გამზადებაში გართულ ელენას მოეხვია, გადმოხედა ეშმაკურად სანდროს, - შენ ხო სულ მე დამიცავ, ლენუ, - პროვოკაციულად აპარებდა თვალს გაწითლებამდე მისული ჯაჭვლიანისკენ, ყველაზე მეტად მისი რომ შურდა ახლა.
- შენ გყავს შენი უფლებადამცველი, შემეშვი მე, - გაუცინა ლაღად. მოსწყდა რაღაც სანდროს გულს.
- ეს ახლა მღალატობს და მერე რას იზამს, ვიტო? არ გეშინია? - აღშფოთებას ვეღარ მალავდა მოღიმარი სანდროს სახეზე.
- როდის მერე? - დაშრიალებდა გრძელი ხალათით სამზარეულოში.
- ერთი ოცი წლის მერე, ხო? - გადმოხედა სანდროს, - ეგრე უწევს, კი, კი!
- კოფეინის ნაკლებობა გაქვს, დაჩი, მოდი, დალიე, - თავზე გადაუსვა ხელი გატრუნულ დაჩის, პატარა ბავშვივით რომ ეწუწუნებოდა ძილის ნაკლებობაზე. შეიფერა მანაც მზრუნველობა.
- კოფეინი არა, აიქიუა ეგ, - ჩაიქირქილა სანდრომ, აათამაშა თითები მაგიდაზე.
- სანდრექს? - ამოხედა ჩაფიქრებულმა დაჩიმ, ცხელ ყავასთან სასიყვარულო დიალოგს რომ მორჩა, - არ არი შენი საქმე სარკაზმი, ისევ გროტესკს მიაწექი.
- ჩაგახრჩობ!
- რამდენი ძალადობაა ამ დილაადრიან, რა არი? ჰორორს უყურეთ რამეს? ხო გითხარი, მიკი მაუსი იწყება დილით და არ გამოტოვოთ-მეთქი.
- გათიშეთ ამის პირის აპარატი ცოტახნით!
- ვერ მოესწრები, სარდიონ!
- დაჩი-მეთქი!
- ლენ, ხო გამომყვები სტრელკაზე? ძია კაცები მიბარებენ, სარდიონი და ვიქტორი, ოღონდ დოლიძე არა, მეორე, უნიჭო, ხო ხვდები, ვინც.
- გეყოფა ბიჭო, ნუ ჩამადგმევინებ ცოდვაში ფეხს ამ დილაუთენია, - ჩაერია ვიტოც.
- კაი ჰო, არ მცალია თქვენთვის, - აიქნია ხელი მობეზრებულად, - დღეს ანუნა მიმყავს პაემანზე!
- ბატონო? - თვალები დაექაჩა ელენას, - სად მიგყავს? უკაცრავად?
- ასეთი სწრაფი და ეფექტური ვარ, რას ვიზამთ... - დაიკრიფა ხელები გულზე. გადახედა ყველაზე კმაყოფილი ღიმილით წარბშეკრულ ჯაჭვლიანს.
- მე რატომ არ ვიცი არაფერი?
- ცოლად კი არ მომყავს, გოგო, დამაცადე!
- სად მიგყავს?
- რუსთავში, - ამოთქვა შუალედებში, თან ყავას უბერავდა სულს.
- სად?
- რაო?
- პაემანი, ანუ პა-ემ-ანი და რუსთავი ერთდროულად ახსენა?
- თქვენც ეგრე გაიგეთ, ხო? - ფხუკუნებდნენ ხმებში.
- აუ, აქ ვიღაცები გამარჯობას ათი წლის ინტერვალში რომ ამბობენ და ვიღაცები, საერთოდ ვერ ამბობენ, ყინულიანი წყალი დალიეთ და ჩაიქრეთ შინაგანი ვულკანი, ბოღმიანო მეგობრებო! - მზერა ჯერ ვიტოზე, შემდეგ სანდროზე გადაიტანა და დასცინა კიდევ მრავალჯერ, - ჩემი შვილი სკოლაში რომ შევა, მერე მაინც მოაბით თავი, ბიჭო, გამეზრდება ის მარტო!
- რა გინდა, ბიჭო, რუსთავში! რას ერჩი იმ გოგოს, - აღმოხდა სანდროს, ლამის ერთიანად რომ აწითლებულიყო სახეზე.
- თენგომ გამიშვა საქმეზე ქარხანაში და მარტო ხო არ წავალ, წავიყვან ჩემს გულის სწორს, ჭირში და ლხინში ერთადო, ეგრე არაა?
- მერე ჭირით იწყებ?
- ეგრე უფრო ეფექტურია, აზრზე არ ხართ, რა...
- ანუნა მართლა მოგყვება? - ეჭვით ჰკითხა ელენამ.
- ჰო, აბა?!
- მოიცა... იცის? დავიღუპეთ... მგონი უყვარს იმასაც.
- კი, გოგო, კი, ვინ გგონივარ? ხალიჩით კი არ ვიტავებ, ხა-ხა-ხა-ხა!
- გავიცინო? - აზიდა წარბები უმცროსმა მაჭავარიანმა.
- ახალგაზრდა გოგო ხარ, ახლა უნდა გაიცინო, ამ მომენტში, თორე დარჩები მერე ისე, - აფხუკუნდა ისევ, გადახედა შემდეგ სანდროს.
- დაჩი, დაეშვი!! - დაუსტვინა მის გვერდით მჯდომმა ვიტომ, კითხვის ნიშნებით რომ უყურებდა ელენა.
- ლენუ, ვუყვარვარ ხო? ხო? - შეცვალა თემა უსწრაფესად.
- მანდ თუ მოგყვება ამ დროს, უფრო მეტიც...
- ვიცოდი, რა. ვიტო, ნუ მომეწყინე, შენც შეუყვარდები ვინმეს, არ იტირო, კაი?
- არ შეიძლება-მეთქი ელენა ამისთვის კოფეინი, ნუ ასმევ, გამოდის მწყობრიდან, ვერ ხედავ? - აატრიალა თვალები ვიტომ.
- არაა-მეთქი კოფეინის ბრალი, თანდაყოლილი წუნია, გარანტიის ფურცელი დაეკარგათ და აღარ შეუცვალეს სამშობიაროში, - დასცინა ჯაჭვლიანმა.
- და-ძმა ლუზერები, ეს საერთოდ სარდიონი! მე პას, აღარაფერს დავამატებ, ნათქვამია ამით ყველაფერი!
- პაციენტს ვკარგავთ, დავაკრა სანტავიკი?
- სკოჩი პირზე!
- ვუაიმე, რამ ჩაგბოღმათ ეს მარტოხელა დიასახლისები, ფუ! ფუ! ბიჭო, მიაწექი-მეთქი გროტესკს, შეეშვი ამ სარკაზმს, არ არი შენი, ა რ ა.
- დიდხანია პაემნებზე დადიხარ რუსთავებში?
- შენ საერთოდ დადიხარ რო? ჰა-ჰა-ჰა! გაგაბანძე, რასხოდ! ლუზერ!
- ქარხანაში მოგყვება და ჩალურჯებული თვალით რომ გნახავს, რა რეაქცია ექნება, დავტესტოთ, გინდა? - გადახვია ხელი ლაღად მოცინარს.
- ტონი სოპრანო სუფთა, მოძალადე, კორლეონე, შე ესკობარო! - ეცინებოდათ აკივლებულ დაჩიზე, სანდროს მძიმე ხელი რომ დაედო ბეჭზე, - ვიჩხუბოთ, გინდა?
- ჭადრაკში, დაჩი? - დასცინა მასზე ოდნავ დაბალს. გადაუარა ყველას სიცილის ტალღამ.
- არ ამალაპარაკო, იცოდე! ახლა არ მეჩქარებოდეს ჩემს მიჯნურთან, დაგცემდი იპონზე, შე მარკ ცუკერბერგზე სუსტო! - მოიშორა მოხარხარე ჯაჭვლიანის ხელი გაწიწმატებულმა, - ხო მართლა, ის საბუთები მომეცი, წავიღო, წამოდი, ნუ გძინავს ფეხზე, ვიქტორ დოლიძე არა და მეორე, უნიჭო!
- როგორ დამღალე! დარჩი იმ რუსთავში, არ გინდა? - წამოდგა ფეხზე სხირტლაძის ჰიპერაქტიურობით დაღლილი.
- წამოდი, წამოდი... - მიწყდა ხმა, - ადიოს, ლუზერებო! - ჩაუკრა ბოლოს თვალი სანდროს, თავით ანიშნა რაღაც და გაუღიმა მანაც საპასუხოდ.

დარჩნენ ორნი დაცარიელებულ, დამშვიდებულ ოთახში.
ჩამოწვა უხერხული სიჩუმე. კიდევ უფრო უხერხულს ხდიდა წამის წინ ლამის სიცილით დანგრეული ოთახის მდუმარება. დაბნეული აცეცებდა თვალებს ელენა და ვერც გასვლას ბედავდა, ეუხერხულებოდა სტუმრის მარტო დატოვება.
უყურებდა სანდრო ძალიან მშვიდად, ეპარებოდა ლამაზი ღიმილი ნათელ სახეზე.

- იცი, რატომ მოვედი ამ დროს? - ამოხედა ქვემოდან, დააჯილდოვა ძალიან ნაზი მზერით. ჩამოისვა ხელი დაბალ წვერზე.
გაუშტერა მზერა ადგილზე აწრიალებულ ქალს.
- უნდა ვიცოდე? - წამოწითლდა ოდნავ. იგრძნო სიმხურვალე მთელს სახეზე.
- მაინტერესებდა...
- რა გაინტერესებდა, სანდრო? - გამოკვეთა მისი სახელი. შეანათა გულწრფელი ღიმილი.
- თუ მოხვიდოდი.
- სად? ჩემს სახლში? - გაეცინა კიდევ უფრო.
- ხო, შენს სახლში... ამ დროს, თუ ჩამოხვიდოდი, - გადაიწია მისკენ. დიდი მანძილი იყო მათ შორის, მაგრამ საკმარისი იყო ოდნავ მიახლოებაც.
- ბატონო?
- ჩემთან ბარში შენი ფეხით მოხვედი.
- არ ვიცოდი, შენი თუ იყო, - უხერხულად აზიდა წარბები, - ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკები, საერთოდ.
- რომ გცოდნოდა, არ მოხვიდოდი? - ჰკითხა დაბალი ხმით.
- არც შენ გიცნობდი, სანდრო, - წამებში ეცვლებოდა მიმიკები და ემოციები. აღიმებდა ძალინ, ძაბავდა უფრო მეტად.
- ეგაა ზუსტად!
- არაფერი მესმის, რა გინდა?
- აქამდე იცი რატომ არ მოვედი?
- სად... ან რატომ!
- მინდოდა შენ მოსულიყავი, დიდხანს მალოდინე, - წამოდგა ფეხზე. დაუდგა გვერდით.
- გიჟი ხარ? - აათვალიერა ალმაცერად.
- არა.
- აბა ეგოისტი ნარცისი? - დასცინა გულში საკუთარ თავსაც.
- რატომ? - გაეცინა ელენას სერიოზულ ტონზე.
- მე რატომ უნდა მივსულიყავი შენთან? ადამიანთან, რომელსაც არც კი ვიცნობ! რაზე მელაპარაკები, ძილი დაგაკლდა, მგონი.
- სულ პირველად მე მოვედი შენთან, - ჩაახშო წამში ქალის მღელვარება.
კარისკენ წასული მოაბრუნა მისკენ.
- როდის მოხვედი ჩემთან? - შეანათა დაბნეული თვალები.
თვალებიც უღიმოდნენ თითქოს.
- სკოლაში. მანდ გნახე პირველად. მერე შენ მოხვედი, ჩემს მეზობლად.
- შენს მეზობლად?
- ცერცვაძე რომ გიტაცებდა მე მოვედი მაშინ, - გაეცინა ხმით, - სხვათა შორის, ხალიჩაში გახვევას გადაგარჩინე და შენ არც გახსოვარ, მტკივნეულია, იცი? - წაეთამაშა ნელა სახეზე ჩამოვარდნილ სწორ თმას.
- შენ? შენ იყავი ის? - გასცრა იმ დღის გახსენებაზე.
- მე ხომ მოვედი მაშინ, - უხსნიდა, როგორც პატარა ბავშვს, - შენი მოსვლის ჯერი იყო და გელოდებოდი ძალიან დიდხანს.
- რატომ? არ მესმის, სანდრო, - აღმოხდა დაბნეულს.
კიდევ უფრო აბნევდა მისი სიახლოვე.
- იქ რომ დაგინახე, ჩემთან, შენი ფეხით მოსული, ვიცოდი, რომ შემდეგი ნაბიჯი ჩემი უნდა ყოფილიყო, - გაუღიმა ქალს, - ახლა ყველაზე შეუსაბამო დროს მოვედი, დილის შვიდზე, როცა უნდა გეძინოს და ვფიქრობდი, ახლა რომ შემოვიდეს, რას ვიზამ-მეთქი. დავრწმუნდი.
- რაში?
- რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ჩემი ცოლი უნდა იყო.
- ბატონო? - დაუსხლტა წამებში გამოფხიზლებული.
- ბედს უნდა ასე, - დაიკრიფა გულზე ხელები. მიეყრდნო ტანით მაცივარს და ჩააშტერდა ანთებულ თვლებში.
- თუ შენ?
- მეც.
- ც?
- ბედს წინ ვერ აღვუდგები, ხომ გესმის...
- სერიოზული მეგონე! - უყურებდა მოღიმარს წარბშეკრული.
- როდის გეგონე, აბა?
- პირველად რომ გნახე! - დაუყვირა ლამის დაბალი ხმით, მოავლო თვალი კარს, ვინმე არ მისმენდესო, შეეშინდა, - მაშინაც, რომ გადამარჩინე, მე არ ვიცოდი, შენ რომ იყავი, მაგრამ იქ... იქ, ისეთები გააკეთე! ახლა რას აკეთებ, სანდრო?
- შემაშინე მაშინ და იმიტომ, - ვერ იშორებდა კმაყოფილ ღიმილს. აღიზინებდა უფრო მისი უჩვეულო სიმშვიდით.
- მე? - სიცილი წასკდა დაბნეულს.
- ჰო, მეც არ მცემოს ისე, როგორც ის ტიპი, ლექსი რომ წაუკითხა-მეთქი, - გაეცინა ხმით.
- რაო! რატომ იცი ეგ? - აღმოხდა სასოწარკვეთილს. წაიშინა თავში ხელი. ყველა უხერული მომენტის შემსწრე იყო მის წინ მდგომი და თვითონ არც კი იცნობდა აქამდე.
- მაგ დღეს გნახე პირველად და შემიყვარდი... - ლამაზი იყო მისი ბოლო სიტყვა.
- ჩემმა ძმამ იცის ახლა რაებსაც მეუბნები? - დასცხა, წამოწითლდა, ვერ პოულობდა ადგილს.
- შენმა ძმამ კი არა, მეცხრე კლასიდან ყველამ იცის, შენ გარდა, - გაუცინა ლაღად. ზედმეტად მშვიდად.
- ხუმრობ, ხო?
- მეტყობა რამე?
- არა?
- რას იტყვი, აბა?
- რა... რაზე?
- გახდები ჩემი ცოლი?
- ნორმალური ხარ შენ? - წამოიკივლა ლამის.
- ვერა, - გააქნია თავი დანანებით.
- რა გინდა?
- შენ მინდა იყო.
- საკუთარ სახლში რაებს მიბედავ? რას მეუბნები, სანდრო! იცი, რომ მეორე სართულზე მამაჩემს სძინავს?
- მიდი მერე გააღვიძე, არ უნდა იცნობდეს მომავალ სიძეს? - გაუცინა ლაღად. მიუახლოვდა უფრო.
- სანდრო! არ ვხუმრობ! - დაექაჩა თვალები. აპარებდა თან თვალს გასასვლელისკენ.
- მე მითუმეტეს.
- წადი, რა...
- წავალ ერთი პირობით, - მიუახლოვდა ერთი ნაბიჯით. დააცქერდა უცნაური ღიმილით ზემოდან.
- რა გინდა? - დაიბნა კიდევ უფრო. ვეღარ თოკავდა აფეთქებამდე მისულ ემოციებს.
- დღეს საღამოს ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე.
- არა!
- თუ გეტყვი, რომ...
- არა და არა!
- კარგი... - აიჩეჩა მხრები უდარდელად. შეუცვალა სახე მისმა უეცარმა დანებებამ ელენას.
- მიბრძანდი!
- ინანებ, იცოდე.
- ოჰ! ვინანებ თურმე! - გააჯავრა კარისკენ წასული.
- გეუბნები, ინანებ-მეთქი.
- რას ვინანებ, აბა? - დაიკრიფა გულზე ხელები. მიაჩერდა გამომცდელად.
- ისეთ ადგილზე ამბობ უარს... ისეთ პრემიერაზე... - დააინტრიგა ემოციებისგან გაბერილი, - დაფიქრდი, საღამოს დაგირეკავ, - დაუტოვა მსუბუქი კოცნა ლოყაზე. მიეყრდნო კარის ჩარჩოს და გააყოლა თვალი წამებში გამქრალს.



* * *

ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე მოდებული სინათლის სხივები, მანქანა ნაცნობი კორპუსის ეზოში რომ გააჩერა. სწრაფად აკრიფა ნომერი.
- ჩამოდი... გთხოვ, - არ აცადა სიტყვის თქმა.
- რომე... ვიტო? აქ რა გინდა? - ძილისგან დაბოხებული, დაბნეული ჰქონდა ხმა. ვერ გაიაზრებინა ჩურჩულით ნათქვამი "გთხოვ".
- ჩამოდი, რა... - გატეხილი ჰქონდა ხმა.
- იცი, რომელი საათია? მშვიდობაა? - გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, აუკანკალდა მთელი სხეული ყველაზე უარესის ფიქრში, - რა გჭირს?
- მშვიდობაა, ჩამოხვალ? - შეეპარა მოუთმენლობა. ნერვიულად აათამაშა თითები საჭეზე.
- ჩამოვალ, - გაუთიშა.
არ ახვეწნინა მაინც.
იცოდა, ვერ ექნებოდა უბრალოდ ასეთი ხმა.
მთელი სხეული უკანკალებდა უძილობისგან, შიშისგან, ზარისგან.
შეისხა სახეზე ცივი წყალი გამოსაფხიზლებლად, მაგრამ ვერ ჩააქრო მაინც შინაგანი ღელვა. ჩაიცვა, რაც მოხვდა ხელში და ჩავიდა სირბილით.
კიდევ უფრო აუკანკალდა მხრები გაზაფხულის სუსხისგან.

- კარგად ხარ?... ვიტო? მოხდა რამე? - დაეჭიმა სხეული. შეავლო ქალის განერვიულებ სახეს თვალი და გაეღიმა მტკივნეულად.
- ასეთიც გიყვარვარ?
- რა? - დაეძაბა ხმა, - ამის გამო მოხვედი აქ? გაინტერესებს, მიყვარხარ თუ არა? - დაეხუჭა თვალები ქალს ბრაზისგან.
- გიყვარვარ მაინც, ასეთი? ასეთი დაშლილი... ასეთი დაკარგული? - მოეწურა გული მის სიტყვებზე, - ცოტა რამ დამრჩა ადამიანური. ვერ ვსუნთქავ, ნაკა... შენს თვალებს რომ ვუყურებ, ეგ მაბრუნებს მხოლოდ.
ბასრ იარაღს ჰგავდა მისი სიტყვები ქალისთვის.
- როდის გჭირდებოდა ჩემი სიყვარული, ვიტო? - ჩაეღიმა ირონიულად, იგრძნობოდა ამ ღიმილში ტკივილიანი ნოტები, - ამჩნევდი ოდესმე ჩემსას?
- ვამჩნევდი... ყოველთვის.
- რატომ ახლა? - ჰგავდა გამოცდას მისი სიტყვები.
- შენ გგონია, მე არ მეშინოდა?
- რისი? შენ? - ჩაეღიმა სუსტად.
- შენი... საკუთარი თავის. რთულია, იცი? იმ ადამიანის შეყვარება რთულია, მთელი ბავშვობა შენი დების გვერდით რომ აყენებდნენ... ყველაზე ხშირად მიმეორებდნენ, არ გამერჩიე მათგან, მაგრამ გამორჩეული მყავდი მე უკვე, - ჩაეხრიწა ხმა. ვერ გაუსწორა მზერა თვალცრემლიანს, - მამაშენი... ნიკო, უცნაურად მიყურებდა ყოველთვის, ვფიქრობდი ზოგჯერ, ყველაფერი იცის-მეთქი. ისიც იცოდა, რაც მე არ ვიცოდი იმ მომენტში, იცი? მზერას რომ გამოვაპარებდი შენკენ, რომ მეგონა არავინ მიყურებდა, ვერავინ ამჩნევდა, არასდროს რჩებოდა შეუმჩნეველი. აღარ გიყურებდი მერე. ვეღარ. შევეჩვიე ვერ ყურებას. დიდხანს ვცდილობდი და აგარიდე მაინც თვალი.
- ახლა რატომ მეუბნები ამას? რატომ, ვიტო... მტანჯავ. არ ღირს... არ გინდა, რა.
- მეც არ ვიცი, რატომ ახლა... ახლა ვარ ყველაზე შეუყვარებელი, მე კიდევ ახლა გთხოვ ამას, - დასცინა საკუთარ თავს. - თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ კიდევ... ან ოდესღაც რომ გიყვარდი, იმ სიყვარულის ხათრით, მითხარი, რა დაინახე ასეთი ჩემში შენ... რით დავიმსახურე, ნაკა, შენი სიყვარული. - გატეხვოდა ხმა. დილის სუსხი ატარებდა ძვალ-რბილში.
დაუსველა მთელი სახე ცრემლებმა ქალს.
- გთხოვ... ნუ მთხოვ. არა, რა, არ მინდა, - ამოიტირა. მოიწმინდა ობლად ჩამოგორებული ცრემლი და ჩაქინდრა თავი, - მე, დიდი ხანი დამჭირდა, ძალიან დიდი ხანი, ვიტო, არ გინდა, ნუ დაიწყებ იმას, რაც აღარ ღირს, - აეწვა მარცხენა მხარე, დაუსერეს თითქოს გული ქალის სიტყვებმა.
ეტკინა.
- გთხოვ... მჭირდება, ვიცოდე, - ვერ უბედავდა შეხებას. ოდნავ აუწია ნიკაპი და ჩახედა ყორნისფერ თვალებში. გადარეცხილიყო სევდის ტალღებში ის ეშმაკური ვარსკვლვები, მთელი ბავშვობა რომ უკაშკაშებდნენ, - უნდა ვიცოდე, რა დავკარგე.
- უშეცდომობა შენი, - ნაფიქრი იყო მისი პასუხი. გაუსწორა მზერა მის არეულს.
- რა? - აღმოხდა დაბნეულს.
- შენი ქცევები არასდროს ჰგავდა სხვისას, ყოველთვის გქონდა ის, რაც აკლდა მამაჩემს, მამაშენს, ნებისმიერს, - ჩაეღიმა საკუთარ სიტყვებზე, - მე რომ დავიბადე... გაშორებული იყვნენ უკვე... არასდროს უცხოვრია ნიკოს ჩვენთან, იცი შენც, იცის ყველამ, რომ არასდროს ჰყვარებია ანა, - აარიდა მზერა მის დაჟინებულს, - მე არ მინახავს არასდროს სიყვარული... არ ვიცი რა არის, ვიტო, ჩემით შევქმენი ამიტომ. აბსტრაქტული მეჩვენებოდა ყოველთვის... ვერასდროს დავინახავ-მეთქი, ვფიქრობდი ხოლმე, ძილის წინ... თქვენთან რომ მოვედი მაშინ... შენში დავინახე პირველად ის, რაც არ შლის ოჯახს, იცი? მიჭირს ავხსნა რა იყო ეს, უშეცდომობას ჰგავდა თითქოს. მაშინ გადავწყვიტე, არასდროს შეეშლება მეთქი, არასდროს მოიყვანს ცოლს, რომელიც არ ეყვარება მეთქი... იყო შენში პრინციპულობა და რაღაც უფრო მეტიც. ისეთი იყავი ყველასთან... ყველას ისე სწორად ექცეოდი, არასდროს რომ არ უთქვამთ საყვედური. უსაყვედურობამ აღმაფრთოვანა თავიდან, - გაეცინა და გააღიმა ისიც. ჩაუდგა ცრემლისმაგვარი ნაცრისფერებში, - წინასწარ იცოდი თითქოს ვისთან როგორი უნდა ყოფილიყავი. ისე ლამაზად ექცეოდი ელენას, შენზე პატარას... ანუნასაც... - იგრძნობოდა დაფარული გულისტკივილი ბოლო სიტყვებში.
აუწვა ისევ მარცხენა მხარე ვიტოს.
- შენ არასდროს... ვერასდროს, - გაშრა. მიეყინა ადგილს, - უნდა შემომეხედა შენთვის, შენც რომ მოგქცეოდი ასე... მე კიდე, გარიდებდი მზერას, ყოველთვის, - ეტკინა საკუთარი თავი, - ნაკა...
- რა... - ცრემლიან სიცილს ამოაყოლა.
შეუმშრალა ცრემლისგან დაცვარული სახე კაცმა თბილი ხელებით.
- არ ვყოფილვარ ხო, უშეცდომო... მეშლებოდა შენთან ყოველდღე... გიყვარდი მაინც, ეგეთიც? ეგეთი არაიდეალურიც? ყოველდღე რომ მეშლებოდა შენთან, შენ მაინც გეიდეალურებოდი? - დაუქნია თავი მსუბუქად და რამდენჯერმე, - რატომ? რატომ... მაინც? ეგეთიც? რად გინდოდი ეგეთი, ყველასთან კარგი და შენთან უარესი?
- არ არის ეგრე... ნუ ამბობ, - შეერია ბრაზი. ჩაეღიმა სუსტად მის კოპებშეკრულ სახეზე ვიტოს. ქალი ბავშვობას დაემაგავსა უცებ, - არაბუნებრივად მექცეოდი ყოველთვის, ვერ ვამჩნევდი გგონია? არავისთან, საერთოდ არავისთან ყოფილხარ ისეთი, ისეთი... ხეპრე? - ვერ მოუფიქრა შესაბამი. ხმით გაეცინა კაცს, - წყნეთში, საღამოს რომ აცივდა, ჩუმად რომ დამიდე პლედი, არავის რომ არ შეემჩნია და მერე დამცინე, ელენამ რომ გამოგიჭირა, რა გგონია, არ მახსოვს? ... მიჭირდა უბრალოდ დაჯერება. დიდხანს მეგონა ჩემი წარმოსახვა, მაგრამ ვიჭერდი მეც ნიკოს მზერებს... ვიჭერდი შენს მზერებსაც. მეშინოდა საკუთარ თავთანაც მეღიარებინა, მაგრამ ვიცოდი, რომ მიყურებდი ყოველთვის და საკმარისი იყო ესეც...
- მანდაც დამასწარი... - ეღიმებოდა, ეცინებოდა და ეტირებოდა, - და მაინც მაჯერებ, რომ იდეალური შეგიყვარდი... იდეალურებს არ ეშლებათ სიყვარულში, ნაკა.
- მხოლოდ სიყვარულშია გამართლებული შეცდომა, ვიტო, - გაეღიმა სევდიანად, - მხოლოდ იმასთან გეშლება, ვინც გიყვარს.
- მაპატიებ ოდესმე?
- მე, შენ? რა უნდა გაპატიო...
- მაპატიე და არასდროს გამახსენო, რომ ეგეთი მხდალი ვიყავი ოდესმე... არ შემიფუთო ეგ სიმხდალე იდეალურობით... ყველაზე შორს ვარ. ფსკერზე ვარ მე შენთან.
- რატომ სჯი საკუთარ თავს?
- რატომ? - გაეცინა ხმით. გადაისვა ხელი თმაზე ნერვიულად, - გამბედაობა არ მეყო, მეღიარებინა... საკუთარ თავთან მაინც მეღიარებინა, ან მეთქვა მამაჩემისთვის, ნუ მაიძულებ ელენას გვერდით შევხედო მეთქი... ვიცოდი, არ იქნებოდა სწორი და შენ ჩემში მაინც და მაინც ეგ სისწორე შეგიყვარდა... ყველაზე არასწორი სისწორე იყო ჩემი, - გაებზარა ხმა ვიტოს, - ახლაც არ მყოფნის გამბედაობა, ვისუნთქო უბრალოდ. საკუთარი დის მკვლელი ვერ დავსაჯე, მე შენთან როგორ უნდა მოვიდე ასეთი?
- ნუ ამბობ, არ გინდა, გთხოვ, - აუკანკალდა ტუჩები, დაებრიცა კვლავ სატირლად, - არ ხარ შენ ასეთი, არასდროს ყოფილახარ და არ უნდა იყო არასდროს... არ გიხდება უიმედობა, არ გიხდება საკუთარი თავის შეცოდება, გთხოვ, ნუ გაიმეტებ საკუთარ თავს ამისთვის.
- მე მიყვარხარ, - უთხრა ძალიან ჩუმად, გაიყინა ადგილზე ნაკა. - მაგრამ მე არ მაქვს უფლება, გითხრა ხმამაღლა. დამსახურება უნდა ამასაც, - შეახო კაცმა ცხელი ტუჩები შუბლზე. ტიროდა ცხარე ცრემლით. უშანთავდა მთელს სახეს ცხელი ცრემლები.
- რატომ... რატომ მეუბნები, რატომ, - პანიკაში ჩავარდნილიყო ლამის. დაუკავა ცივი ხელები ქალს.
- ასეთი რომ ხარ, ასეთი იდეალური რომ ხარ, ასეთი სწორი რომ ხარ, ასეთი კარგი, ასეთი ძლიერი, ასეთი ლამაზი, - ჩარგო თავი მის გაყინულ, მოღერებულ ყელში, - საოცარი და გასაოცარი, ნაკა... მებრალება ჩემი თავი, ჩემნაირი რომ არ იმსახურებს შენნაირს.
- გთხოვ, - ტიროდა ხმით.
- ნუ... - აკოცა ნაზად არტერიასთან, - უნდა დაგიმსახურო ჯერ. გიყვარდი შენ ყოველთვის... მთელი ბავშობა, ხომ ასეა, - დაუქნია მანაც თავი ძალიან ფრთხილად, - იდეალურობიდან ფსკერამდე რომ დავეშვი მაშინ, ნაკა? - აღარ იყო პასუხი, ცრემლები მხოლოდ, - არ უნდა გინდოდე ასეთი.
- მხოლოდ იდეალურები უნდა გვიყვარდეს, ვიტო? - შეაჩერა მანქანისკენ წასული, - მე რომ ფსკერზე აღმოვჩნდე, აღარ დავიმსახურებ სიყვარულს? ესაა სულ?
- შენ ვერასდროს აღმოჩნდები.
- არც შენ ხარ, იცოდე ესეც. შენ გამოიგონე მხოლოდ, - გაეღიმა ქალის სიტყვებზე.
- ხომ ხედავ, არც აქ მტოვებ, - გაუღიმა თბილად, - არც მაშინ დამტოვე, სიმართლე რომ მჭირდებოდა. მე დაგტოვე უბრალოდ. ხვდები? - აღარ გასცა ხმა, - ხვდები და მეც ვხვდები.
- ვიტო... - ამოიტირა დაბალი ხმით.
- ამდენი წლის განმავლობაში, მხოლოდ დღეს ვიყავი მართალი შენთან. შენ სულ მართალი იყავი ჩემთან. შევეგუოთ ჯერ ამ მოცემულობას, - გაუღიმა მკრთალად, - დამეხმარე დღეს.
- რაში დაგეხმარე... - გააქნია თავი უკმაყოფილოდ. მოებუზა სითბოგამოცლილი მხრები.
- შემახსენე როგორი ვიყავი ერთ დროს... - ჩაილაპარაკა მრავალმნიშვნელოვნად, - მჭირდებოდა ეს, რომ დაგიმსახურო ერთხელ, - ჩაჯდა მანქანაში. გადმოხედა ფანჯრიდან და დააკვირდა.

ცრემლიანიც ლამაზი იყო მისი ბავშვობა.

* * *

შედრკა და შეტოკდა ქვეყანა ხელმეორედ.
სისხლისფრად შეეფაკლა ღაწვები პირქუშ ცას.
დაიგრიალა.
დაიქუხა და გამოჩნდა კვლავ ურჩხულის უშველებელი კლანჭები - დატოტილი, დაკლაკნილი, ვერცხლისფრად მოელვარე, რომ ფარავდა მთელს ცას. ყელმოღერებული, ამპარტავნად თავაწეული იპყრობდა და იტაცებდა მარგალიტივით მოელვარე ვარსკლვავებს.

მიაბიჯებდა ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით ჩაბნელებულ დერეფანში, ერწყმოდა მის ჩუმ ნაბიჯებს ციდან ობლად ჩამოვარდნილი ცრემლების ხმა.
თითქოს ვერ თმობსო ცა ქუხილს და ამზადებსო წვიმის წვეთებს, მარტოობისთვის განწირულებს.
საათის ისრები ღამის თერთმეტ საათს უჩვენებდა.
ჰარმონიულ სიჩუმეს არღვევდა მისი მოძრაობაც.
მოიგუდა ჰაერი ირგვლივ.
ჩამოწვა სევდისფერი სასოწარკვეთილ ოთახში.
მშვიდად სუნთქავდა კაცი თავის ოთახში.
მშვიდად უგდებდა ყურს წვიმის წვეთებს.
ტკბებოდა ცხოვრებით.
იცოდა, რომ ჩიხში იყო - ტკბებოდა მაინც.
ჩიხის კედელთან მხოლოდ მაშინ იგრძნო თავი, როცა ზედმეტი ხმაურისგან დახშულ ოთახს შეერია მძიმე სუნთქვის ხმა.
ადგილზე შეხტა მიშა არაბიძე მაშინ, როცა კეფაზე მიდებული ცივი საგანი იგრძნო. აეკრო სავარძელს.
აუკანკალდა ფეხები, დაასხა ცივმა ოფლმა, გამოტოვა გულმა რამდენიმე დარტყმა. ადგილზე გატოკებულმა ვერ მოაბრუნა თავი.

- მშვიდად, ზედმეტი მოძრაობის გარეშე დაჯდები და ყველაფერს დაწვრილებით მოყვები, - გაისხმა ჩუმი, მძიმე ხმა. გაარღვია ოთახში აღმართული სქელი კედელი და მოედო ყველა წერტილს.
გასცრა უსიამოვნოდ მასპინძელს.
- შენ?.. - ვერ მოატრიალა ენა პირში, მობრუნებულმა ნაცნობი რომ ამოიცნო. გაფითრდა, დაეკარგა ფერი ერთიანად, - როგორ... აქ როგორ? - დაება ენა. გაუშრა პირი.
- გიკვირს, არა? - ჩაეცინა იარაღიანს, - მეც მიკვირს, იცი? იცი, კიდე მე რა მიკვირს? - დაატარებდა ცივ მეტალს, დასტრიალებდა თავს როგორც მხეცი მონაპოვარს, - რომელ ღმერთს სთხოვე, რომელ ეშმაკს მიჰყიდე სული, აქამდე ცოცხალი რომ დაგტოვა? - გამოსცრა ზიზღით. ჩახედა გაფითრებულ თვალებში აცახცახებულს, - მე კითხვებს დავსვამ, შენ მიპასუხებ. თემას არ გადაუხვიო, მოტყუება არც სცადო, თორემ ხელიც არ ამიკანკალდება... იცი, შენ, მე რაზე ვარ წამსვლელი? - ინარჩუნებდა სიმშვიდეს, კიდევ უფრო აღიზიანებდა, აშინებდა სავარძელში ჩასვენებულს, რომლის ხშირი სუნთქვა კიდევ უფრო ამძიმებდა უჰაერობისგან ჩახუთულ სივრცეს.
- სულელი გგონივარ? შენ გგონია დავიჯერებ, რომ ცოცხლად დამტოვებ? ვიცნობ მე შენნაირებს, - ჩაეცინა კაცს.
- ჩემნაირებს? შ-ე-ნ, იცნობ ჩემნაირებს? - გაეცინა. ძალიან მშვიდად გადაიტანა იარაღი კისრის მიმართულებით, - კიდევ ბევრი გააუბედურე? რამდენი ჩემნაირის ცოდვა გაწევს, დაგითვლია მაინც? - შეეცვალა მოღიმარი გამომეტყველება.
ჩაუდგა რისხვა.
ურჩხულის უშველებელმა სისხლისფერმა კლანჭებმა დაიპყრო ყავისფერები.
- გეყოფა, ტყუილად ცდილობ ჩემს გამოწვევას! არაფერს გეტყვი! - იგრძნობოდა შეუვალ ხმაში სისუსტე. სუსტად ჩაეცინა სტუმარს.
- და თუ გეტყვი, რომ შენს სანაქებო ვაჟს საფრთხე ემუქრება?! მაშინ რას გააკეთებ, მიხეილ? - ცინიკური, გამომწვევი იყო იარაღიანის ხმა.
- ვანოსგან რა გინდა! უდანაშაულოა, რა გინდა მისგან! - დაედო მიწისფერი მრგვალ, გაზულუქებულ სახეზე. წამოწევა სცადა, მაგრამ დააბრუნა უხეშად თავის ადგილზე.
- ოჰო... - გაეცინა ხმით, - როგორი მზრუნველი მამა? მოიცა... ნუთუ საამაყო მამას გამორჩა საკუთარი შვილის გზიდან აცდენის ამბავი? საოცარია, იცი? მეგონა ყურადღებიანი იყავი... შევცდი მწარედ, - არ შესცვლია ცინიკური გამომეტყველება, დაიკრიფა ხელები გულზე და დახედა ზემოდან ერთიანად აწითლებულ კაცს, - შეგიძლია არ დამიჯერო, ცოცხალს დაგტოვებ და საკუთარი თვალით ნახავ, როგორ დაგიმარხავენ ცოცხლად... შენს ნაბ*ჭვარზე ხელის გასვრას მე არ ვაპირებ, არ შეგეშინდეს, მე არ ვჭირდები.
- რა გინდა ჩემგან? რას ითხოვ? - გაებნა ყველა სიტყვა.
- სიმართლეს! - დაუღრიალა მწყობრიდან გამოსულმა, - ბოლოჯერ გაფრთხილებ, არაბიძე! უკანასკნელად, იცოდე! ან ახლა იტყვი სიმართლეს... ან გაყურებინებ, შენი შვილების წამებას... იცი, როგორს? შენ რომ გეტკინება ყველა ძვალი!
- არაფერი ვიცი... გეფიცები... ორივე შვილს გეფიცები! ნუ იზამ ამას... ყველაფერი ზვიადმა დაგეგმა, მე არაფერ შუაში ვარ, - იღვრებოდა სასოწარკვეთად.
გრძნობდა მთელი მისი უსარგებლო არსებით მოახლოებულ საშიშროებას.
- დავიჯერე, როგორ არა! - გადაიხარხარა კაცმა და გადატენა იარაღი, - ეს ხმა არაფერს გეუბნება, არაბიძე? ვფიქრობ, ნაცნობი უნდა იყოს... უნდა იცოდე, რა მოჰყვება, არა? - განაგრძნობდა მისი შიშების დაცინვას. აკვირდებოდა გასაცოდავებულის ცახცახს. ეღიმებოდა მხოლოდ მწარედ.
- გეფიცები, გეფიცები! მე არ მინდოდა... ვეუბნებოდი, ვთხოვდი... არ დამიჯერა, არ მიჯერებდა არასდროს, - დაეცვარა სახე, ჩაუდგა ცრემლის გორგალი გადაცრეცილ, უსულო თვალებში.
- რატომ? - არ შეუხრია წარბიც სტუმარს.
- რა?.. - ესღა აღმოხდა შეშინებულს, ვერ მიუხვდა კითხვას.
- რატომ მოკალით, რატომ! - დაემაგავსა იმ მხეცს, ცხოვრებაში რომ არ ყოფილა, - მიპასუხე, რატომ!
- ყველას... - უღალატა ხმამ. ჩაეხრიწა კიდევ უფრო, - ყველას გარკვეული სარგებელი ჰქონდა ამ საქმიდან... მესხმა დაიქირავა, გეფიცები, ჩემს შვილებს გეფიცები, მე არაფერი ვიცოდი! იძულებით ჩამითრია... შურდა ყოველთვის ზვიადს მაჭავარიანების, ყველა საქმეში იკარგებოდა მისი წვლილი, არადა შრომობდა ბევრს, არ უმართლებდა არასდროს. პატარა ბავშვს ემსგავსებოდა დამარცხებული... ვახოს წყევლა ედო თითქოს... მეც გამაკოტრა ლამის, მაგრამ არაფერი ვიცოდი მის გეგმაზე, მხოლოდ ის, რომ მისი ჩამოშორება უნდოდა... არ ვიცოდი, ამდენად თუ შეტოპავდა, - მიტკლისფერი დასდებოდა აკანკალებულ ხმაზე.
- რას მეუბნები! შენ... შ ე ნ! არაფერი იცოდი, - გაეცინა ზიზღით, - მეორე შვილზე რამის თქმა ხომ არ გინდა? ისიც შენსავით უდანაშაულო ხომ არ არის? ისიც ხომ არ ჩაითრიეს ისე, როგორც შენ? სუფთაა, არა? მამას ჰგავს, ხო? - განსაკუთრებული ზიზღით წარმოთქვა სიტყვები. სავარძელთან ჩაკეცილ, აცახცახებულ კაცს მიწისფერი დაედო სახეზე. შიშისგან კიდევ უფრო აცახცახდა.
- ის... ის რა შუაშია, ეკატერინა სრულიად სუფთაა, ნუ შეეხები მას... გევედრები, მე მომკალი, მას ნუ შეეხები, - აუთრთოლდა ხმა. წაერთვა ძალა. აშკარაა, ყველაზე დიდ სისუსტეს შეეხო იარაღიანი.
- სუფთა, - ცინიკურად ჩაეცინა კაცს, - და ყველაზე ბინძური, - ამჯერად მშრალად ჩაილაპარაკა და მივიდა ფანჯარასთან.
წამით, სულ ერთი წამით შეავლო დაკლაკნილ ცას თვალი.
საუკუნედ მოეჩვენა ის ერთი წამი.
მოუბრუნდა შემდეგ ისევ.
დაჭრილ მხეცს ჰგავდა კაცი.

- გსიამოვნებს არა, ზღაპრების მოყოლა? მაჯერებ, რომ უდანაშაულო ხარ, ხო? ამ დროს რას აკეთებ, საკუთარ შვილს აგზავნი, საკუთარ შვილს იყენებ მიზნის მისაღწევად! ასე იმშვიდებ სინდისს, ყოველ ღამე თავს რომ გახსენებს? გაქვს საერთოდ? რაო, რას ეუბნები, მეც მსხვერპლი და უცოდველი ვარ, ყველაფერი მესხის ბრალია, არავის სისხლში არ გამისვრია ხელებიო?! იცი, როდის ხარ ყველაზე ამაზრზენი?! საკუთარ შვილებს კბილებით რომ იცავ... ვის აჯერებ, ვის ატყუებ! ადამიანს აფიქრებინებ, როგორი მოსიყვარულე მამა ხარ... როგორი კარგი ადამიანი... მაგრამ ეს წოდება იცი როდის გეცლება ხელიდან?! სხვის შვილს სასიკვდილოდ რომ იმეტებ და ღამე, თვითკმაყოფილი და ბედნიერი იძინებ მშვიდად, აი მაშინ, არაბიძე! თვალებს ხუჭავ და იძინებ! სუნთქავ! შ ე ნ სუნთქავ, მაგრამ გაიხედე, შენი მოკლულის მამა თუ სუნთქავს ღამე, ძილის წინ! შენ ხო გძინავს მშვიდად, შენს ცოცხლებთან, კარგია? მოგწონს? მოგწონს ცოცხალ შვილებს რომ უყურებ? - დაჭრილი მხეცივით ღრიალებდა. არ შესცვლია გაყინული და უემოციო გამომეტყველება, თუმცა მის უკუნით თვალებში მძვინვარებდა ყველა ადამიანური სევდა.
- ჩემზე კარგად არავინ იცის ჩემი ცოდვები, მაგრამ...
- შეწყვიტე! - ამოიგმინა, ზიზღით დააჩერდა გასაცოდავებულს, - აღარ გააგრძელო, იცოდე!
- ზვიადი მართავს ყველაფერს, მეც იძულებული ვარ დავეხმარო... გაბმული ვარ მის მახეში. ხომ იცი, რომ კანონთან არ მაქვს საქმე კარგად, სარგებლობს ისიც...
- იძულებული... - გაიმეორა. ჩაეცინა ირონიულად, - შენც მსხვერპლი ყოფილხარ... ალბათ, არც მაშინ ერია შენი ხელი, ციხეში რომ გამომამწყვდიეთ, არა? მაშინაც სუფთა იყავი, უ-და-ნა-შა-ულო!
- გეფიცები! - წამოიყვირა არაბიძემ. შიშის ზღვა ედგა თვალებში, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი სასიკვდილოდ განწირულს. - არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, გეფიცები! მესხი აზრს აღარ მეკითხება, იძულებული ვარ დავემორჩილო... - გრძნობდა არაბიძე... ესმოდა სიკვდილის ნაბიჯები, - მაჭავარიანების განადგურება იყო მესხის მთავარი მიზანი... ჩემიც, ჰო, ჩემიც, მაგრამ არა ასე... არა სიკვდილით. არც მის გეგმაში შედიოდა მარიამის მოკვლა, მაგრამ შეიცვალა უეცრად აზრი... დაარწმუნეს... იცოდა თვითონაც, მარიამის სიკვდილი ვერასდროს აღუდგენდა ძალებს ვახოს. ასეც მოხდა. ჩამოიშორა მთავარი კონკურენტი ისე, რომ სუფთად გამოვიდა თვითონ... ვერავინ ამტკიცებს, რომ არ მოუკლავს თავი.
- დაარწმუნესო ახსენე, - ბასრი მზერა დაასო ერთიანად დაცვარულს. აჭარხალდა სახეზე უცნაურად არაბიძე.
- ჰქონდა პირადი განზრახვა... იყო ასეთი ადამიანი, - აარიდა მზერა. აწრიალდა ადგილზე.
- სახელი და გვარი!
- არ მკითხო ეგ... არ მკითხო. ვერ გეტყვი, - დაიხრიალა ადგილზე დაჭედებულმა.
- სამამდე დავითვლი, იცოდე და დასრულდები აქვე, არაბიძე, - შემართა იარაღი.
- ეგ რომ გაიგო... ეგ რომ იცოდე, ვინაა, - გააქნია თავი მძიმედ. ამ მომენტში არ ეშინოდა თითქოს სასროლად გადატენილი, შემართული იარაღის.
შეუტოკდა გული იარაღიანს.
იგრძნო რაღაც მწარე და მწველი.
მოუჭირა უხილავმა ხელმა ყელში.
- ზურა... ზურა ფაღავა, - საცოდავ კნავილს ამოაყოლა, - შენი მამიდაშვილი, გიორგი. - ტყვიის გასროლას ჰგავდა ყველა სიტყვა.
შეწყვიტა მოძრაობა დედამიწამ.
დაეშვა ხელი უღონოდ.
- ვინ? - სპაზმურ ხრიალს ამოაყოლა ერთადერთი სიტყვა, შეწყვიტა გულმა ყველა დარტყმა, - როგორ ბედავ! როგორ ბედავ და მატყუებ, ღმერთის არ გეშინია? ღმერთის არ გეშინია, არაბიძე?! - მივარდა გამძვინვარებული. ჩაავლო საყელოში ხელი, ღრიალებდა დაჭრილი, ქვეყანა თავზე ჩამონგრეული, - შემომეხედე! შენ გეუბნები, შემომხედე! - ჩახედა თვალებში.
ჩახედა უიმედობას გათლშილ თვალებში.
ამოიკითხა ყველა სიმართლე იმ კაცის თვალებიდან, რომლის მოსაკლავადაც მოვიდა თვითონ.
მე ვყოფილვარო მოსაკლავი, ამის გაფიქრებაღა მოასწრო მხოლოდ, სანამ გაეთიშებოდა ტვინი.

- იძია შური, გიორგი. გააკეთა შენი გასაკეთებელი! არ უნანია არცერთი წამით, - გაუსწორა მზერა თამამად. ამაზრზენი გაუხდა ხმა.
- რას ბოდავ, ცოცხლად დაგმარხავ, არაბიძე, ცოცხლად! - ღმუოდა გიორგი, უჭერდა ხელს საყელოში. დაეკარგა ყველა საღი აზრი.
- სიმართლეა, გიორგი! ხომ გინდოდა სიმართლე? - დაუყვირა მანაც. ძლივსღა გააშვებინა ჩაჭიდებული ხელი არაბიძემ, - ეგაა შენი სიმართლე, ეგ! მამიდაშვილმა მოგიკლა, შენმა მამიდაშვილმა გაგიმეტა! ვის სთხოვ, ვის უკითხავ მორალს, ვის! შენიანმა დაარწმუნა, შენიანმა გაგწირა! იძია შური, მოასვენა დედამისი საფლავში, შენ კიდე ცოლად მოყვანას უპირებდი, - ჩაახშო მისი ყვირილი მოქნეულმა მუშტმა. დაადუმა მისი ბასრი ენა რეალობა დაკარგული გიორგის ხელმა.
ურტყამდა გამეტებით, ჩაესმოდა ყველა სიტყვა თავიდან.
მისი ხრიალი რომ გაიგო, დაუბრუნდა მხოლოდ მაშინ რეალობას.
წამოდგა ფეხზე და დააჩერდა ზემოდან.
- არაკ*ცი ხარ, არაკ*ცი იყავი და არაკ*ცი მოკვდები, არაბიძე! - დააშტერდა სისხლიან სახეზე. ავარდნოდა ხველა იატაკზე საცოდავად მობუზულს, სტკიოდა ყველა ძვალი, ყველა ცოდვა ერთიანად, - შენ რა იცი, არაბიძე, შენ რა იცი რა არის სამართლიანობა, შენ რა იცი, შე არაკ*ცო, რა არის საფლავში მოსვენება! რა გგონია, უდანაშაულოს მოკვლა მოასვენებდა? უდანაშაულოს დამარხვა მოეწონებოდა? უღმერთო ხარ, არაბიძე, უღმერთო!

- მიზანი ამართლებს საშუალებას, გიორგი, - გაეცინა. ამოაყოლა სიცილს სისხლი. - შეუსრულა მამამისს პირობა. დასაჯა მკვლელების ოჯახი შენმა მამიდაშვილმა.
- ხმას ნუ იღებ, ნუ ახსენებ! - დაუღრიალა გამძინვარებულმა. - შენნაირებისთვის, შენნაირი ავადმყოფებისთვის არის ეგ სამართლიანობა! მაგ სამართლიანობით უნდა გკლავდე მე შენ, მაგრამ არ გკლავ, ნაბ*ჭვარო! მე რომ შენ მოგკლა, მე რომ შენნაირებზე გავისვარო ხელი... არა, არ ვიზამ ამას, მაგრამ ვიზრუნებ, ვიზრუნებ რომ გამწარდე. ეს იქნება ჩემი საჩუქარი. მადლობა მითხარი, რომ არ გკლავ, გესმის? მადლობა მითხარი, დღესაც რომ დაიძინებ, ცოცხალს რომ გტოვებ... - აქცია ზურგი. უკანკალებდა ხელები. დასჭიმვოდა ყველა კაპილარი ერთდროულად.
- რატომ... - ამოაყოლა ოხვრას. მიაბრუნა თავის მისკენ, - რატომ არ მესვრი, რატომ! - ცურავდა საკუთარ სისხლში, გატეხილი ცხვირით და ძვლებით.
- მე შურის საძიებლად, თქვენნაირების ჩამოსაშორებლად, არ მჭირდება ხელების სისხლში გასვრა. ესაა განსხვავება ჩვენს შორის, გესმის? თქვენი ამბავი დამთავრებულია, იცოდე ეგეც. ცოცხლად დარჩენაა, ყველაზე დიდი სასჯელია შენი! - უჩვეულოდ ჩუმი, მშვიდი იყო მისი ხმა, - გეშინოდეს არაბიძე, გეშინოდეს ყოველი ღამის!

გაიხურა კარი. დატოვა ოთახი მძიმე ნაბიჯებით.

დაისადგურა კიდევ ერთხელ სიმარტოვის სუსხმა.
დატრიალდა ირგვლივ თვალუწვდენელი უფსკრულის მჟავე არომატი.

მსუბუქად შემოსული, გავიდა დამძიმებული.
მიათრევდა სხეულს, უჩერდებოდა გული, ავიწყდებოდა მისი არსებობაც.
ჩაუდგა თვალებში ზიზღის გორგალი.
შეზიზღდა ყველაფერი ამქვეყნად.

წვიმდა კოკისპირულად.
იასამნისფერ ცაზე მიიკლაკნებოდა სიველურეშეპარული ელვა.
დაცარიელდა დედამიწა.
შეეკუმშა გული ქალაქს.

შევიდა ზარი ვიტოს ნომერზე.

გაიგო.



თავი მეშვიდე

“რა უყავ შენს სულს, ოდესმე კეთილს,
ქვეყნად რომ სურდა ცეცხლის მოდება?
ეხლა იმავ სულს დაღლილს,
დაფლეთილს,
დახედავ და არ შეგეცოდება“ (გალაკტიონი)


წარსული - ოთხი წლის წინანდელი ოცი თებერვლის დასაწყისი.
შუაღამის პირველის თორმეტ წუთს უჩვენებდა საათის გაჩერებული ისრები.

- ეს... ეს რა გააკეთე? - აღმოხდა აკანკალებულს. აეფარებინა სახეზე ხელები.
ხიდზე მდგომი ქალი იყო ის მესამე, რომელიც შეესწრო შემზარავ სცენას.
- ის, რაც უნდა გამეკეთებინა, - აღელვებული, დაუდგრომელი მდინარის ხმების ფონზე მძიმე ოხვრას ჰგავდა კაცის სიტყვები.
სიმტკიცე ჰქონდა დაკარგული, სიცარიელე ჰქონდა შეპარული.
- კი, მაგრამ... ხელი ჰკარი... შენ ის მოკალი! - ერთიანად კანკალებდა. პანიკაში ჩავარდნილი ქალი ეძებდა შველას.
ებღაუჭებოდა მოაჯირებს.
გადახტომას ლამობსო თითქოს.
- ხელი ვკარი. მოვკალი. - დაემოწმა დაბალი ხმით. გაყინული გამომეტყველება არ შესცვლია, გადმოხედა შემდეგ გვერდულად, - დაივიწყე, ეკატერინა, რაც აქ დაინახე. შენთვისვე აჯობებს.
- შენ მე მომატყუე! გამომიყენე! - კიოდა შემაძრწუნებლად ქალი, - რატომ გამაგზავნინე ის წყეული ფოტოები, რატომ მათქმევინე, რომ გიორგი იყენებდა შურისაძიებლად! რატომ გააკეთე ეს, თუ არ აპირებდი დანაპირების შესრულებას! ხომ მითხარი არაფერს დავუშავებო, ხომ დამპირდი დავაშორებო! არ იყო საკმარისი? - ებღაუჭებოდა კაცის პერანგს, შეშლილს მიუგავდა სახე. უხეშად გააშვებინა ხელი ატირებულს.
- დუმილიც მკვლელობაა, ეკატერინა, - გამოსცრა მისი პანიკით დაღლილმა, - გგონია უკეთესი ხარ? - დამცინავი ჰქონდა ტონი.
- არ ვარ... არ ვარ მკვლელი! არ მინდოდა, არ მინდოდა მე ეს! - იხოკავდა სახეს მუხლებზე დაცემული.
- გოგოს დაუმეგობრდი და შეყვარებულის წართმევა დაუპირე... სხვა რა ხარ, ეკატერინა? - უჩურჩულა ყურში განადგურებულს, - მითხარი... მიდი, აღიარე, შენს თავთან მაინც აღიარე, რატომ დამთანხმდი?
ბოლოჯერ შეავლო თვალი ჩაკეცილ ქალს, გაორებული რომ გაჰყურებდა ცას.
დატოვა შემდეგ მარტო.
მიდიოდა კაცი მძიმე ნაბიჯებითა და სინდისის ქენჯნით, რომელიც მოსვენებული უნდა ჰქონოდა თითქოს.
დარჩა მარტო მარტოობისგან გაბოროტებული, სულარეული ქალი.
- მე... მე ხომ ეს არ მითხოვია... მე ხომ მხოლოდ ის მინდოდა... მხოლოდ გიორგი. რატომ... ასე რატომ... - ბუტბუტებდა მარტო დარჩენილი. ჩამოსდიოდა ცრემლების მდინარე გაცრეცილ სახეზე. ცრემლების ტბა დააყენა ჩაბნელებული ხიდის სქელი მოაჯირის ზედაპირზე და ვერ ბედავდა ჩაეხედა ქვემოთ.
ცაში გაბნეულ ვარსკვლავებს უყურებდა და მუხლები ეკვეთებოდა.
უნდა ეგრძნო ის დიადი განცდა, რომელიც გამარჯვებას ახლავს თან, მაგრამ ახლა მხოლოდ მლაშე გემოს გრძნობდა. მარცხის სიმწარეს ჰგავდა მისი გემო.
იმ დღეს, იმ საზარელ დღეს,
ამ ხიდთან დასრულდა მეორე ქალის მშვიდი ცხოვრებაც.
ვერცერთ მომდევნო დღეს ვეღარ უმკლავდებოდა ფხიზელი გონებით ეკატერინა არაბიძე.


* * *

აწმყო - პაზლი ააწყვესო თითქოს, ამ დღეს.


გარიჟრაჟზე მიადგა მეგობრის სახლს.
გადმოვიდა მანქანიდან ნახევრად მკვდარი.
არ ეწერა სახეზე არანაირი ემოცია.
ჩაესმოდა უწყვეტად არაბიძის ხმა.
ესმოდა ისევ და ისევ მამიდაშვილის სახელი და ნატრობდა ყველაზე უარესს.
ოღონდ ეს არა და ყოფილიყო კიდევ უფრო უარესიო, ფიქრობდა მთელი გზა.
მძიმე, დაქანცული ნაბიჯებით აიარა რამდენიმე სართული და დააკაკუნა ხმაურით რკინის კარზე.
გამოეთიშა სამყაროს მკრთალად განათებულ სადარბაზოში.
გაიგო ნაცნობი ნაბიჯების ხმა და გაუკრთა რაღაც ღიმილისმაგვარი ღიმილდავიწყებულ სახეზე.
- გავიღვიძე? - აღმოხდა ღია კარში ჩახერგილ თმააბურდულ, იასამნისფერ ხალათში გახვეულ აჩი ბერიძეს. იჩქმიტა რამდენჯერმე პირდაღებულმა, - ნამდვილი ხარ, ბიჭო? - მოჩვენებას ჰგავდა მისი მეგობარი ამოღამებული, წლების უძინარი, ნატანჯი თვალებით. გადაეხვია მონატრებულს და ჩაუდგა თვალებში მარილიანი სითხე.
- ნეტავ არ ვიყო, აჩი, - აუჩეჩა თმები სევდიანი ღიმილით, შევიდა სახლში მასთან ერთად.
- სად იყავი, როგორ... რანაირად, ბიჭო, გიორგი... აღარც მეგონე ცოცხალი! მკვდარი იყო მამაშენი, ძლივს გადაარჩინეს ბაბუაშენი, ვახ... გული მაქვს ცუდად... ნამდვილად ნამდვილი ხარ? - ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული, თვალების ფშვნეტით დაყვებოდა კუდში ოთახისკენ მიმავალს და ათვალიერებდა ცოცხალს, საღსალამათს, ჩამქრალს. ცოცხალიაო ფიქრობდა, მაგრამ არაფერი ეტყობაო სიცოცხლის, - რას გავხარ, ბიჭო, მომიყევი ყველაფერი, - ვერ ითქვამდა სულს ბერიძე.
- გრძელი ამბავია, აჩი, გრძელი და მძიმე, - ჩაეღიმა ცივად. გასცრეცვოდა უმეტყველო მზერა, - დღეს ისეთი გავიგე, ტყვიას უნდა ვიხლიდე ახლა.
- რა? - ჩაუწყდა ხმა კაცს, - რა მოხდა, შენს თავს, გიორგი?! - გულწრფელად გაეცინა ჭონიაშვილს. გადააქნია თავი სიმწრით.
- იცი, ვინ მოკლა მარიამი? - გადახედა გამოცდელად, მოუკიდა ბოლო დროს შეჩვეულ მეგობარს და წამოდგა ფეხზე, - იცი, ვინ მომიკლა საცოლე? - გაშრა ადგილზე ბერიძე. შეანათა დაბნეული მზერა მეგობარს.
- სად ჯანდაბაშია ჩემი სანაქებო მამიდაშვილი, იცი, აჩი? - წაეშალა ემოციის ყველანაირი კვალი. ჩაუქრა სახე. ყბები აუთამაშდა აჩის.
- რა შუაშია... ზურა? გიორგი, ზურა? - ვერ გაუსწორა მზერა, - არ მითხრა, რომ... არა, ბიჭო, არა რა, - ისტერიკულად აქნევდა თავს თავჩაქინდრული.
- კი, აჩი, კი, - გამოსცრა კბილებში გიორგიმ. თავი ხელებში ჩარგო აჩიმ, - იაზრებ, ხვდები, რა გააკეთა? ხვდები, რა გაუკეთა უდანაშაულო ადამიანს? მის თავს? მე? ჩემზე აღარ ვამბობ არაფერს, აჩი, თავს რა გაუკეთა, ღამე როგორ სძინავს, აჩი, ბიჭო? - მხეცს ჰგავდა გიორგი.
- ზურამ? ზურამ, გიორგი? - ვერ პოულობდა ადგილს, - ეგ ადამიანს როგორ მოკლავდა, არ გამაგიჟო, ბიჭო! შანსი არაა, ეგ კაცი?! ეგ კაცი როდის გახდა, გიორგი, ჩვენი ზურა! როგორი ბავშვი იყო... გამორიცხულია! ამხელა ბოროტება?!
- ასე ყოფილა, აჩი, - ამოაყოლა მძიმე ოხვრას, უჭერდა მარცხნივ რაღაც ძალიან ძლიერად, - ჭიანჭველას ვერ ადგამდა ფეხს, ადამიანი გასრისა მარტივად. შეიწირა უდანაშაულო. სუნთქავს? მოასვენა დედამისი საფლავში? გააცოცხლა? რა გააკეთა, რა? ეგ რომ კაცი ყოფილიყო, ეგ რომ მართალი კაცი ყოფილიყო, თვალებში ჩამხედავდა ჯერ, მაგრამ არა, აჩი, მე კი არ ჩამხედა, იმ ნაბ*ჭვარს კი არ მოსთხოვა პასუხი, წავიდა! წავიდა ლაჩრულად, საცოდავად და ქალი მოკლა, უდანაშაულო ქალი მოკლა! ხვდები, რა გააკეთა? - ვერ სცნობდა საკუთარ ხმას. ღრიალებდა გამადგურებული. ერთიანად ამოხეთქა აქამდე უთქმელმა ყველა სიტყვამ.
- ბაბუამისის დამუშავებული იქნება, გიორგი. ეგ გააგიჟებდა, ეგ მოაკვლევინებდა. აი, ეგ გააკეთა, მამამისის სახლში გადასვლამ. რაც მამამისი მოკვდა, გააგიჟეს სულ, არ იცი? არ გახსოვს, რა კაცია ბაბუამისი? ცივსისხლიანი, უღმერთო! ასწავლა უღმერთობა, გიკვირს?
- არ იყო პატარა ბავშვი, აჩი. არ იყო იმდენად პატარა, ვერ გაეაზრებინა... რას ფიქრობდა... რას ფიქრობდა, რომ ახრჩობდა, აჩი... ერთი, ერთხელ როგორ არ ინანა, მაგიჟებს ეგ. ჭკუიდან გადავდივარ, აჩი!
- თხუთმეტი წელი იმუქრებოდნენ. გაასვრევინეს მაინც სისხლში ხელები, - ამოიოხრა თავჩაქინდრულმა აჩიმ, - ცალკე მამაშენს უთვლიდნენ აიღეთო სისხლი. მაგათ, გიორგი, იმ კაცის დასჯა კი არა, მთელი ოჯახის გამწარება უნდოდათ და გაამწარეს კიდეც.
- ეგ რომ კაცი ყოფილიყო, ეგ რომ ადამიანად აღგვეზარდა, არ გააკეთებდა. ვერ აიძულებდა ვერავინ, მაგას რომ ჰქონოდა მორალი! ვისი ბრალია ეგ, აჩი? ვინაა მკვლელი? მე, აჩი, მე! მთელი ჩემი ოჯახია მკვლელი, ეგეთი მონსტრის გაზრდისთვის!
- ეტყოდნენ, ცოლად მოყვანას რომ აპირებდი.
- მეც დამსაჯა, - გაეღიმა ისე, თითქოს იღიმოდა პირველად, - ციხეში გამისტუმრა მესხის დახმარებით.
- რაო? - წამოხტა ფეხზე ამდენი ინფორმაციისგან გადამწვარი, - რა ზღაპრებს მიყვები, გიორგი, ამჭრა გინდა?
- სად ვიყავი ოთხი წელი, აჩი? - ეწეოდა მშვიდად. იმალებოდა სიმშვიდის უკან ქარიშხლისმაგვარი.
- რანაირად... რანაირად, ბიჭო, ამიფეთქდება თავი!
- მარიამთან წასული დამიჭირეს, სამი პიკაპით გადამიდგნენ შუა გზაზე, - სიმწრის სიცილი აღმოხდა გიორგის, - ხო, აჩი, ხო, ცოლად რომ უნდა მომეყვანა, იმ დღეს, ჩამტენეს მანქანაში და გადამიყვანეს საზღვარზე, - გაუსწორა მზერა ემოციებისგან სახეწაშლილს, - სამი წელი რუსეთის ციხეში ვიჯექი, პოლონეთში გადმომიყვანეს ბოლოს. მთელი ოთხი წელი, აზრზე ვერ მოვედი, ხვდები, აჩი? ისიც არ ვიცოდი, ვინ იყო ჩემი მტერი, ეგეც არ ვიცოდი, აჩი... ჩემიანი ყოფილა თურმე. ჩემი სისხლი ყოფილა ჩემი მტერი, - აეწვა თვალები ბერიძეს.
- როგორ... როგორ გამოხვედი?
- ციხის უფროსი დამეხმარა, იქაური, წარმოშობით ქართველი ყოფილა, იცოდა მესხის ამბავი. პოლონეთში არ აქვს კარგად საქმე, ბევრი გადაიკიდა, - ცივი, უშინაარსო მზერა გადაიტანა შენობებისკენ.
ინთებოდა სინათლე ნელ-ნელა ყველა ოთახში.
ქრებოდა სხვაგან.
გაეპარა სუსტი, სიმწარეშერეული ღიმილი ტუჩის კუთხესთან.
მოაგონდა ციცინათელა.
- ახლა? რას აპირებ? - სიფრთხილით დაუსვა კითხვა. დაუდგა გვერდით და გააყოლა მზერა მისას. მიუხვდა კითხვის შინაარსს გიორგი, ამოიოხრა მძიმედ.
- უნდა ვნახო.
- და?.. - გაერია შიშის მარცვალი.
- ჯერ უნდა ვნახო, მასზეა დამოკიდებული ჩემი გასაკეთებელი, - ფოლადი გაერია თითქოს ხმაში. წარმოდგენაზეც გასცრა აჩის.
- ნუ მაკითხინებ იმას, რისი თქმაც არ მინდა, მიპასუხე პირდაპირ, - დაეხუჭა თვალები მძიმედ.
ჩაეღიმა ჭონიაშვილს.
- მოვკლავ თუ არა?
- ჰო.
- რად უნდა მაგას ტყვია, მკვდარია ისედაც. ოთხი წლის წინ დაამთავრა თავისი თავი.
- მაშინ ვერ მივხვდი, იცი? ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა გერჩივნოს შენი ცუდი სხვის კარგს, - მოაგონდა აჩი ბერიძეს ის დღე, პირველად რომ გაანდო თავისი დარდი მეგობარმა.
- გაუგე მაჭავარიანს?
- გაგებით ვერა. არა, ვერა, ვერ გავუგე... მესმის უბრალოდ, - ჩაილაპარაკა თავჩაქინდრულმა.
- ჩვენი უარესი აღმოჩნდა, ხვდები, აჩი? - ზიზღისგან გასცრა გიორგის. დაუარა მთელი სიმძფრით სიძულვილის ტალღამ, საკუთარი თავის პირველად.
- უფრო უარესი, - ჩაეღიმა სიმწრით, - მთელი ეს დრო... მთელი ეს დრო, გიორგი, როგორ უყურებდა მამაშენს თვალებში... მკვლელი ეგონე ყველას, ბაბუაშენის გარდა. მკვდარი ეგონე ყველას, - ძლივს სუნთქავდა აჩი. მოერია ჭონიაშვილს კარგად დავიწყებული ცრემლი, ოჯახის ხსენებაზე, - ყველაფრის ღირსია, ხომ იცი, რომ ღირსია, მაგრამ არ მოკლა, რა. არა, რა. ეგეთზე ხელი არ გაისვარო, ღირსება არ დაისვარო, გიორგი.
- ეგ კაცი ვარ, აჩი? ეგრე მიცნობ? - ხმით გაეღიმა დაძაბულ, შეწუხებულ ბერიძეზე. აუჩეჩა თმა ისე, როგორც ბავშვობაში.
- მე ვიცი შენ რა კაციც ხარ და ეგ ვუთხარი ვიტოს, აქ რომ მოვიდა, შენი კაცობის დასადგენად, - სიამაყე შეეპარა ხმაში უცნაურად მოღიმარს, - მარიამის ძმა იყო ჩემთან.
- ვიტო? - ჩაეცინა სუსტად.
დაუქნია თავი ბერიძემ.
- გიჟია, - გაეცინა გახსენებაზე, - დილის შვიდზე დამადგა.
- მერე?
- უნდა შეხვდე.
- დაურეკე, მოვიდეს, - მშვიდი იყო გიორგი.
- ახლა? - გადახედა გაკვირვებულმა, დახედა შემდეგ საათს, - პრინციპში, უძილობა აწუხებს, მომსვლელია, - ჩაეცინა მასაც.
- დაურეკე, - ამოაყოლა ღრმა, ჩუმ ოხვრას. გაუელვა თავში სასტიკმა ფიქრებმა. როგორ აპირებდა მის გაცნობას სხვა სიტუაციაში და არ დასცალდათ არცერთს. უყურებდა დუმილში ჩაძირული შენობებს.
უყურებდა თითქოს საკუთარ თავსაც შორიდან.
- ეტყვი სიმართლეს?
- რაზეა წამსვლელი, იცი? - გადმოხედა ეჭვით პაუზის შემდეგ, - არ მინდა სისულელე გააკეთოს. ცხოვრებას ვერ დავანგრევინებ. მარიამის ძმაა, მისი გაზრდილია, - იგრძნობოდა მზრუნველობა გიორგის ხმაში. ის მზრუნველობა, რომელიც ჰქონდა მარიამს, როცა უხსენა პირველად და-ძმა.
- არ დგას ცუდ გზაზე. საინტერესო ფილოსოფია აქვს.
- ხო? - ჩაეღიმა გიორგის.
- ახლახან გაუგია თქვენი ამბავი. შენზე რომ წამოვიდა ყველა ეჭვი, ჩემთან მოვიდა, მითხარი რა კაცია და მე გადავწყვეტ, რაზეა წამსვლელიო, - გაეღიმა აჩის, - კაცია, რა.
- მითუმეტეს, მოვიდეს. მსმენია მასზე, არ ჩანდა დალაგებული, - გადაედო მასაც აჩის ღიმილი. მოაგონდა პირველი დიალოგი მარიამთან. მისი ნახსენები ვიტო გაახსენდა იმწამსვე.
- დამსხვრეულია.
- მესმის, - იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ „მესმის.“
- ერთია ტრაგედია, მეორეა სიმართლის ძიებაში დადიოდე წრეზე და მაინც არ კარგავდე პრინციპებს.
- ადამიანობას.
- ჰო, ადამიანობას.
- ჩვენმა დაკარგა, აჩი. სიმართლეც არ უძებნია, არც უწვალია, დაკარგა პირდაპირ, - ხრიალს უფრო ჰგავდა სასოწარკვეთილი ხმა. მოეწურა გული ბერიძეს.
- ყველას ვერ მოსთხოვ, გიორგი. ყველას - ვერა. ბევრს შეუძლია გგონია? იცი, რომ ტაშის დამკვრელიც ბევრი ეყოლება ჩვენსას? - მწარე აღმოჩნდა რეალობა. - ბევრი მოუწონებს, შეუქებს, დედაშენი და მამაშენი იამაყებენო შენით, ეტყვიან. არ ეტყვიან, გგონია? რა უნდა სხვა გაუბედურებულ ადამიანს? სინდისი ჰქონდა მარტო ისეთი, ადამიანობა ჰქონდა ისეთი, ბედნიერი ადამიანი რომ ინატრებდა ამქვეყნად, ეგეც აღარ აქვს ახლა.
- იცი, რა არი, აჩი?.. იცი, სად არის განსხვავება? ქუჩაში, უდედმამოდ გაზრდილი არ გაწირავს ასე საკუთარ სისხლს. სისხლს კი არა, სრულიად უდანაშაულოს. სიყვარულში, პატივისცემაში გაზრდილმა რა გააკეთა, ესაა აქ მთავარი. შენ კიდე არ იცი, ბაბუაჩემი როგორ ზრდიდა, რა კაცობას ასწავლიდა. სად დაკარგა ასე ერთად ყველაფერი, როგორ გადაუსვა ხაზი ყველაფერს... ვის დაუჯერა? კაცს, რომელსაც ერთი თბილი სიტყვა არ გამოუმეტებია მისთვის. თხუთმეტ წლამდე ისე მივიდა ჩვენს ხელში გაზრდილი, ერთხელ არ უნახავთ, ერთხელ არ მიულოცავთ დაბადების დღე. იცი, რა კაცს დაუჯერა, აჩი? ერთხელ რომ არ მისულა მასთან რჩევის საკითხავად. ასეთს, აჩი.
- ელოდებოდნენ როდის გაიზრდებოდა, როდის გამოადგებოდათ გვარში. დაუჯერა მეორე ბაბუას, უფრო პრინციპულს, - ჩაეცინა ირონიულად აჩის, - ცივი და უგრძნობი რომ იყო, აღფრთოვანდა ალბათ ესეც, იფიქრა, ასეთი უნდა იყოსო ძლიერი კაცი, გადაუბრუნეს ტვინი და ხედავ შედეგსაც.
იდგა დიდხანს სიჩუმეში გიორგი.
აწყდებოდა ყველა მოგონება ერთად.
აწვებოდა სისხლი კაპილარებს.
ვეღარ უძლებდა გული ამდენს.
სევდისფერი გადაჰკვროდა ქალაქს.
აღარც აპირებდა მზე ამოსვლას. გადაიფიქრა თითქოს.
- მოდის, - ტელეფონი მოისროლა დივანზე აჩიმ. გადაწვა თვითონ სავარძელში და გადააგდო თავი უკან.
- კარგია, - არ შესცვლია გამომეტყველება გიორგის.
იდგა სიჩუმესა და მარტოობაში ჩაძირული დიდხანს.
ვეღარ ამხნევებდა აჩი, ვეღარ ამბობდა სიტყვას.
აღარ არსებობდა თითქოს არცერთი, რეალობისთვის შესაბამისი.

დიდხანს ისუნთქავდნენ დუმილის ტალღებს.
მანამ, სანამ არ გაისმა ნაცნობი ხმა კარზე.

- შენ და ამან, ზარის მნიშვნელობა ასე ერთიანად სად დაკარგეთ? - გააქნია თავი ჩუმი ჩაცინებით აჩიმ.
წავიდა კარის გასაღებად.
ადამიანის ფერი არ ედო სახეზე ვიტოს.
უსიტყვო სალამი გაუცვალეს ერთმანეთს.
დაიძრა მძიმე ნაბიჯებით იმ ოთახისკენ, სადაც იდგა გიორგი.
მშრალი, უმეტყველო მზერა გახდომოდა სიმართლისგან გათელილს, დიდი ხანია არ დაუსვენიაო თითქოს.
- ჩვენი შეხვედრა სხვა ვითარებაში წარმომედგინა, მაგრამ ცხოვრებამ სულ სხვა დასასრულის დასაწყისი შემომთავაზა, - ჩაილაპარაკა დანანებაშეპარულმა. იგრძნობოდა მის ხმაში სევდანარევი ნოტები. ვიტოს ანთებულ მზერას უშიშრად გაუსწორა თავისი. ნაცნობი თვალები ჰქონდა ვიტოს. აუწვა მზერა გიორგის. აკვირდებოდა მაჭავარიანი კაცის გამომეტყველებას, ყველა ტანჯვა რომ ასახვოდა დაუფარავად.
- აჩი რომ ვნახე, შენი მეგობარი, პირველი ის მითხრა, მასზე მართალი კაცი არ არსებობსო, - მკაცრი და გამომცდელი იყო ვიტო, - ხარ მართალი, გიორგი? - გაეპარა სუსტი ღიმილი გიორგის. გადახედა იქვე მდგომ აჩის, ხან ერთს რომ უყურებდა და ხან მეორეს.
- მე მხოლოდ ერთ ადამიანთან ვიყავი მართალი, აღარ არის ისიც, - ამოთქვა ჩუმად. დაეხუჭა თვალები სიმწრით გიორგის ხმაზე.
- სასაცილო იქნება, ჩემი დის მკვლელობისთვის პასუხი შენ რომ მოგთხოვო, ამიტომ გისმენ. სხვა არაფერი შემიძლია... ახლა - არა, - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი ვიტომ. ჩამოჯდა იქვე და გაუსწორა ბასრი მზერა მისი სიტყვებით გაკვირვებულს.
აეზიდა წარბები გიორგის, ჩაეღიმა აჩის.
- სიმართლე გითხრა, არ ველოდი... გამაკვირვე, - სევდანარევი ღიმილი დასთამაშებდა ჭონიაშვილს.
- მომისმენდი, შენ, გიორგი? - ჩაეცინა მაჭავარიანს, - შენ, აჩი? - გადახედა ჩუმად მყოფს.
- იქნებ, მომესმინა კიდეც... - ჩაილაპარაკა ორაზროვნად გიორგიმ. იცოდა პასუხი ისედაც. ზედმეტი იყო „იქნებ.“ მოუსმენდა.
- შენი მეგობრის დამსახურებაა, მშვიდად რომ ვზივარ შენს პირისპირ.
- ჰო, აჩი? - გადახედა უცნაური ღიმილით, პატარა ბავშვებს რომ უყურებენ ხოლმე, - რა თქვი, ასეთი, აჩო?
- მე მხოლოდ ის ვთქვი, რასაც საკუთარი თვალით ნახავს ახლა, - თვალი ჩაუკრა იმავე ღიმილით.
კარის ჩარჩოს მიყრდნობილი ბერიძე გამჭოლი მზერით აკვირდებოდა ორ ანთებულ და ჩამქრალ სხეულს.
- სად იყავი აქამდე?!
- ციხეში, - მშვიდი და აუღელვებლი იყო. გასწორდა მხრებში გიორგი, ანთებულ სიგარეტს გაუსწორა მზერა.
დაეძაბა სახე ვიტოს.
- ოთხი წლის წინ, მარიამთან წასული დამიჭირეს. მარიამი მოატყუეს და მოკლეს, - უემოციო ხმა გაფიქრებინებდათ, სხვის რეალობას ყვებაო თითქოს.
თავისი იყო ყველაზე მწარე.
- მესხი? - კანში ვეღარ ეტეოდა ვიტო. დაუქნია თავი გიორგიმ სუსტად.
- მთელი სამი წელი, იცი, რომ არაფერი ვიცოდი? ვიცოდი, მესხის ხელი რომ ერია, მაგრამ არაფერი, საერთოდ არაფერი სხვა დანარჩენზე, - ჩაეცინა. შეზარა ვიტოს თავისმა არსებობამ. დაეხუჭა თვალები სიმწრით, - მიკვირს რომ არ გავგიჟდი. სრულ ჭკუაზე რომ ვარ, მიკვირს ეგეც.
- როგორ გამოხვედი... - ხრიალს ჰგავდა მაჭავარიანის ხმა.
- პოლონეთში გადამიყვანეს სამი წლის შემდეგ. იქ ბევრად მარტივი იყო საჭირო კომუნიკაციის დამყარება ციხის უფროსებთან. მოკლედ, საერთო ინტერესები აღმოგვაჩნდა, მესხმა ბევრი შეცდომა დაუშვა, ასე აეწყო ერთმანეთს, - ჩაეცინა ჭონიაშვილს, - გამიმართლა. ბორისი რომ არ დაეღალატებინა მესხს, ვერც გამოვაღწევდი იქედან, - თავი საზურგეს მიაყრდნო. მინის ფანჯრიდან ჩამუქებულ ცას თვალს არ აშორებდა, - ცხრამეტი თებერვლის ღამეს, მის დაბადების დღეზე, ვაპირებდი ცოლად მომეყვანა... - აზრგამოცლილ მზერას არ აშორებდა ცას.
- ჩუმად, ყველასგან მალულად, - დასრულება არ აცადა, ბრაზი შემოაწვა მაჭავარიანს. გაუჩერდა სისხლი წამიერად.
გასწორდა მხრებში გიორგი.
შეხედა სევდიანი მზერით ანთებულ ვიტოს.
- ჩემი ბრალია მარიამის სიკვდილი, - შეანათა გადაცრეცილი მზერა. გახევდა ადგილზე ვიტო, დაეჭიმა სახე ბერიძეს.
- გიორგი! - წამოდგა ფეხზე შეშფოთებული აჩი.
დაძაბული მზერით გადახედა ვიტოს. არ იძვროდა ადგილიდან.
- ვისი ხელით მოკვდა... - ჩუმ, ხრიწიან ოხვრას ამოაყოლა სამი სიტყვა. გაუჩერდა გული აჩის გიორგის სახეზე.
- ჩემი ოჯახის, - აარიდა მზერა. შეზიზიღდა საკუთარი სიტყვები გიორგის, - იმ ქალის შვილმა მოკლა, რომ არ დაინდო ბიძაშენმა, - გულის შეტევას ჰგავდა. დაეკარგა ფერი ვიტოს. გაქცევა მოუნდა აჩის. შინაგან კანკალს ვერაფერს უხერხებდა მაჭავარიანი. - საკუთარმა მამიდაშვილმა არ მაპატია სიყვარული.
ბრაზის ქარიშხალი ჩაუდგა ვიტოს.
ადგილს ვერ პოულობდა აჩი ბერიძე, მიხვდა, საჭირო იყო ჩარევა.
- რეალობას გაუსწორეთ თვალი! საკუთარ თავზე იმ დანაშაულის აღებას, რაც თქვენს გარეშე მაინც მოხდებოდა, აზრი არ აქვს, - მშვიდი და გაწონასწორებული იყო ბერიძე, ჩამოუჯდა პირისპირ ორივეს. - დროის საკითხი იყო მხოლოდ ის, რაც მოხდა. ზურა ფაღავას ოჯახი, მთელი ფაღავების გვარი, უღმერთოები არიან, იცი, შენ ეს გიორგი! აუცილებლად მოვიდოდნენ თქვენამდე, - გაუსწორა შემდეგ მკაცრი მზერა ვიტოს, - აფრთხილებდნენ გიორგის მამას, უნდოდათ მაგათი ხელით გამწარებულიყო ყველა თქვენს გვარში, უარს ამბობდნენ ყოველთვის ჭონიაშვილები. მწარდებოდნენ უფრო. ან შენ მოგკლავდნენ, ან მოგიკლავდნენ რომელიმე დას. არ ყოფილა მაგათი მიზანი დამნაშავის დასჯა, ხვდები? თავი არ დაიტანჯო, არანაირი „იქნებ“ არ არსებობს, როცა ვსაუბრობთ ფაღავებზე! ეგ არის რეალობა, ვიტო... გამწარება, ჩამოშლა უნდოდათ თქვენი. ცოლის სიკვდილის შემდეგ მალევე გარდაიცვალა ზურას მამა, ერთადერთი ბიჭი იყო გვარში, მას აკიდეს ყველა ცოდვა მხრებზე ისე, რომ ვერ გავიგეთ ვერავინ ვერაფერი. ზურას რომ არ მოეკლა, იქნებოდა სხვა მაგ დაწყევლილი გვარიდან. ვერ შეაჩერებდით მაგათ ვერც შენ, ვერც მამაშენი და ვერავინ საერთოდ, - აჩი იყო რგოლი მათ შორის. რეალობაში დასაბრუნებელი რგოლი. თავი ხელებში ჩაერგო ვიტოს. ჩაუქრა სიბრაზის ტალღა, გაუფერულდა ირგვლივ ყველაფერი, - ეგეც რომ არ იყოს, მესხი გყავთ გადაკიდებული. ნუ დაიბრალებთ... არ გინდათ, არ გააკეთოთ ეგ, - ბასრი მზერით გადახედა გიორგის.
- ჩემი დანაშაულიც არის და უნდა იცოდეს ესეც, აჩი, - მადლიერი თვალებით გადახედა მეგობარს, - ვერცერთ რეალობაში ვერ წარმოვიდგენდი მკვლელ ზურას. გამოგვრჩა. ბევრი გამოგვრჩა და ეს არის ჩვენი, მთელი ოჯახის საზიდი ცოდვა.
- ზრდასრულ ადამიანებზე პასუხს არ ვაგებთ, გიორგი, - ამოხრიალა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ვიტომ. - შენ... გიყვარდა იმდენად, რომ შეგეძლო უარი გეთქვა? გეყვარებოდა შორიდან, მაინც? - დაარღვია ისევ უცნაურად ჩამოწოლილი, უსიტყვო სიჩუმე მაჭავარიანმა. მოაგონდა ბაბუამისის სიტყვები. ყველგან ეძებდა, ეჭიდებოდა ადამიანობას.
- მეყვარებოდა შორიდან, თუ მეტყოდა უარს. მიყვარდა მე მარიამი, ვიტო. მიყვარს ახლაც, შორიდანაც... - უკიდეგანო სევდა ჩაიღვარა ყველა სიტყვაში. მეგობრის ჩასისხლიანებულ, ტკივილისგან გაყინულ გამომეტყველებას ვეღარ გაუსწორა მზერა აჩიმ.
- რატომ არ მოხვედი, გიორგი... მოსულიყავი. ერთხელ მოსულიყავი მხოლოდ.
- მისი გადაწყვეტილება იყო და მე მას პატივს ვცემდი ბოლო წუთამდე. ეგეც რომ არ ყოფილიყო, ვუფრთხილდებოდი... მეგონა, რომ ვუფრთხილდებოდი, - ისტერიულად ჩაეცინა და შეიცურა ხელი თმაში. დასცინა საკუთარ თავს კიდევ ერთხელ. - არ ვიცოდი გგონია, არასწორი რომ იყო? გგონია ვერ ვხვდებოდი, არაკაცურად რომ ვიქცეოდი? მაგრამ არაკაცობა გვირჩევნია ზოგჯერ... სიყვარულში, სიყვარულისთვის, გვირჩევნია, რომ ვიყოთ. გამიგებ ოდესმე, როცა შეგიყვარდება ნამდვილად... - სილის გაწნას ჰგავდა უკანასკნელი სიტყვები ვიტოსთვის. გაუგო. საქმეც ისაა, რომ გაუგო. - გგონია, არ მიყვარდა, არ მადარდებდა ნატანჯი მამიდა? არ მტკიოდა? არ მახრჩობდა ბრაზი? უსამართლობა? მისი გაზრდილი ვიყავი, ვიტო, მეორე დედა იყო ჩემთვის, ედრებოდა პირველს, ნახვა რომ ვერ მოვასწარი, იმ ერთადერთს, მაგრამ... უკანასკნელი იყო შენი და, უკანასკნელი, ვის მიმართაც უნდა მქონოდა ბრაზი, - ახრჩობდა უთქმელი ემოციები გიორგის. აუცახცახდა მხრები შეუმჩნევლად. ჩახარა თავი ვიტომ. არ ჰქონდა სიტყვა. - მადარდებს მართალი, ვიტო. მე მზად ვიყავი ყველაფრისთვის მის გამო, იცი, რატომ? ყველაზე მართალი იყო, ყველაზე სუფთა იყო, უნდა გჯეროდეს ამის.
- ბედნიერი იყო? - ამოიხრიალა თავჩაქინდრულმა. ცრემლმორეულმა.
- რა?
- შენთან... რამდენი ხანიც იყო, მითხარი, იყო ბედნიერი? იმდენად ბედნიერი, მთელს სიცოცხლედ რომ უღირდა ყველა ის დღე? - განაჩენს ჰგავდა მაჭავარიანის სიტყვები იმწამს. - მინდა ვიცოდე, თუ იყო. უბრალოდ მითხარი, იყო თუ არა. თუ იყო... თუ მართლა იყო, შემიმსუბუქებს ოდნავ მის არარსებობას ჩემში, - გატეხილი, დამსხვრეული ჰქონდა ხმა. აეწვა თვალები გიორგის.
- იყო. - ენა დაუბესო თითქოს. ამოთქვა დანაშაულით სავსე ხმით, - იმდენად ბედნიერი იყო, მეშინოდა საკუთარი თავის. ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, ოღონდ მენახა ყოველთვის, ყოველდღე ასეთი ბედნიერი.
- ჰო? - ჩაეღიმა.
არ აუწევია თავი.
ცრემლიანი ჰქონდა ყინულისფერი თვალები.
არ დაანახა არცერთს ერთიანად მოწოლილი მონატრება, სიბრაზე და ის ცოდვა, რომელსაც ეწირებოდა ამდენი ერთად.

წამოდგა ფეხზე გიორგი.
მდუმარედ აკვირდებოდა ორივეს აჩი.
გაურბოდნენ ორივე მთავარ თემას.

- შენს წინ რომ დავსვა, უბრალოდ რომ დავსვა, რას გააკეთებ, ვიტო?
- რა პასუხს ელი, ჩემგან, გიორგი? - ჩაეცინა სუსტად.
- სწორ პასუხს.
- რა არის შენთვის სისწორე, გააჩნია ამას.
- შვების მოტანის მიზნით, ერთი დანაშაულის მეორეთი შეცვლა, სცდება ჩემს სისწორეს. შენთან რა ხდება, ვიტო? რა არის შენთვის სისწორე, როგორ უყურებ შენ, კბილი კბილის წილ?
- საით მიგყავს, გიორგი, - ჩაეცინა ისევ სიმწრით, - გინდა ვუყურო, როგორ სუნთქავს უმტკივნეულოდ?
- მე მინდა შენს სუფთა ხელებს უყურო მხოლოდ.
- ღმერთს დაველოდო, როდის დასჯის?
- დასაჯა უკვე. მკვლელი ქვია, - განაჩენს ჰგავდა გიორგის სიტყვები.
- მამაჩემს ის არ აპატიეს, მისი მკვლელი, მისი ცუდი რომ არ გაწირა. იგივეს აპირებთ თქვენც? - ბრაზის ქარიშხალი მოაწვა ფერდაკარგულ სახეზე, - დაიცავთ მაინც მის ღირსებას?
- რომელ ღირსებას, ვიტო? რომელიც არ აქვს? - სუსტი ღიმილი გაეპარა გიორგის უსიცოცხლო სახეზე, - კაცის მკვლელს არცერთი ღირსება არ აქვს, არც ერთი, ვიტო. გინდა შენ, რომ იყო? მე არ მინდა, რომ იყო. ეგეთისთვის... ზურასნაირისთვის, ტყვია და სიკვდილი შვებაა მხოლოდ, დამიჯერე.
- მთელი ოთხი წელი, იცი, რა იყო ჩვენთვის, მთელი ოჯახისთვის, გიორგი? - გასცრა გიორგის უსიამოვნოდ მაჭავარიანის არაადამიანურ სახეზე.
- გგონია ღირსება შეგელახება, თუ არაფერს გააკეთებ?
- მინდა, რომ შევხვდე. - მტკიცე იყო პასუხი.
- რატომ? - გამომცდელად დაუსვა კითხვა. მზერა გააპარა აჩისკენ. არანაკლები ინტერესი ჩასდგომოდა თვალებში მასაც.
- უღირდა შვება, ამად? მაინტერესებს მხოლოდ.
- დარწმუნებული ხარ, რომ არ მოკლავ? - გადახედა ეჭვნარევად სიბრაზისგან აზვირთულს.
- დამაკავებ? გადაუდგები მამიდაშვილს? - ხმით გაეცინა ვიტოს.
- მამიდაშვილს არა, შენს იარაღს მხოლოდ, - გაუქრა სახიდან ყალბი ღიმილი მაჭავარიანს, დააფასა მის წინ მდგომი, - ჩემზე კარგად არავის ესმის შენი. ვიტო! საკუთარმა სისხლმა მომიკლა ყველაზე ღირებული, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა აზრს უნდა ვხედავდე საერთოდ? - გასცრა ტანში ვიტოს, დაურა ცივმა ჟრუანტელმა გაფიქრებაზეც, - მე ახლა ავდგები და დავახლი ტყვიას. მერე? - იტევდა ერთი სიტყვა მთელს უარაფრობას, - ერთით ნაკლები მკვლელი იარსებებს? არა. იცი, რატომ? მე ვიქნები მკვლელი! მე დავრჩები მკვლელი! მშვიდად ვისუნთქებ? არა! როგორ? როგორ უნდა ისუნთქო მშვიდად, სისხლიანმა? არ უნდა დაუშვა ეს. გაანადგურებ საკუთარ თავს, ფსკერამდე დაეშვები და აღარაფერი დაგხვდება მანდ სინდისის ქენჯნის გარდა, ვიტო, და ამაში მაშინ დარწმუნდები, იმასთან რომ წაგიყვან და ჩახედავ თვალებში. მიხვდები, რომ არ ღირს. იცი, რამდენი მკვლელის თვალები მინახავს? იცი, მთელი ოთხი წელი ვის ვუყურებდი? ვერ ამოიკითხავ იქ სიმშვიდეს. ვერც მისი სიკვდილით აღადგენ წონასწორობას. შენ გადაწყვიტე, რას იზამ, მაგრამ გადაგიდგები, იცოდე.
- კარგი კაცი ხარ შენ, გიორგი... - გაეღიმა სუსტად ვიტოს. - შენნაირსაც გამოერიათ გვარში უღირსი. ჩემნაირებსაც ჰყავთ ეგეთი. სამყოფია ესეც დასატანჯად.
- სწორად მოიქცა მამაშენი, - ნაფიქრი იყო გიორგის პასუხიც, - აჩიმ მკითხა ერთხელ. ვუპასუხე მაშინ, ყველას თავისი ცუდი ურჩევნია-მეთქი. არ გვირჩევნია. არც მამაშენს ერჩივნა უღირსი ძმა, არც მე მირჩევნია ჩემი, იცოდე ესეც. საკუთარი თავი და ყველა, შენ ირგვლივ, გეცოდება ეგეთისთვის. უფასურდება შენი ყველა ტკივილი, ყველა ბრაზი, როცა იმ ადამიანს დაადებ ხელს, რომელსაც არ გააჩნია ერთი წვეთი ღირსება! ჩემს მამიდაშვილს, პასუხი რომ მოეთხოვა მკვლელი ბიძაშენისთვის, მასთან რომ მისულიყო, რომ ეკითხა, შ ე ნ რატომ მომიკალი დედა, რატომ გადაუარე მამაჩემის კაცობას, მე გვერდით დავუდგებოდი, ვიტო. შვიდი წლის ვიყავით მაშინ ორივე. დედა დაკარგა, თან როგორ დაკარგა... - აეწვა თვალები მაჭავარიანს გიორგის სიტყვებზე, - არ მოვაკვლევინებდი მაინც ეგეთ უღირსაც, მაგრამ არც გავამტყუნებდი, ადამიანურად. ახლა? ხვდები ვიტო, სადაა, ახლა? ეგ არ წერია არცერთ კაცობაში, არცერთ ადამიანობაში. არასდროს გაისვარო ეგეთზე ხელი. მერე რა, რომ ჩემია. ჩემი გაზრდილია. ჩემი ოჯახის. ერთი თეფშიდან ვჭამდით, ვიტო და სადამდე მივიდა. ყველა ტყვიას იმსახურებს, მაგრამ შენგან, შენნაირისგან არა. არ დაისვარო.
- სულ ოდნავ რომ ყოფილიყო შენნაირი, არ გააკეთებდა ამას.
- სულ ოდნავ რომ ყოფილიყო ადამიანი, არ გააკეთებდა, - გაუსწორა მზერა. მონუსხული უყურებდა აჩი ორივეს.
ეღიმებოდა და ფიქრობდა, ადრე რომ გაეცნოთ ერთმანეთი, იქნებ არც მომხდარიყოო.
- უნდა ვნახო.
- ნახავ, - სხვანაირი სიმტკიცის ელფერი მოედო ორივეს. ღირსეული უფრო. - ჯერ ოჯახს უნდა გავაგებინო. მზად იყავი შენ.
- მადლობა, გიორგი, - წამოდგა ფეხზე სიმსუბუქისგან დამძიმებული.
ჩამოართვა ხელი იმ ადამიანს, რომლის ოჯახშიც ცხოვრობდა მკვლელი და თვითონ იყო სუფთა.
დაჰკრა მხარზე ხელი გიორგიმ იმ ადამიანს, რომლის გვარშიც სუნთქავდა მკვლელი და არაფერს ცვლიდა მასთან.
ასეა.
ჩვენ არ ვაგებთ იმ ადამიანების ცოდვებზე პასუხს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენ უკან, მაგრამ წამოგვეწევა მაინც მათი ცოდვები და გვახრჩობს.

ჩამოართვეს ხელი.

დიდხანს ფიქრობდა კართან ჩახერგილი აჩი, რას გააკეთებდა თვითონ და როცა უყურებდა ორივეს, სხვანაირად ეამაყებოდა ადამიანად ყოფნა.

დაეწია კარისკენ წასულ ვიტოს.
- ორივე მხარე ვართ, ჩვენც, ვიტო.
- რა? - მოიხედა უკან ვიტომ. ვერ მიუხვდა.
- შენ მკითხე მაშინ, რომელი უფრო რთულია, იყო მოკლულის მხარე თუ იყო მკვლელის. ვერ მიგიხვდი მაშინ. რთული ყოფილა ორივედ ყოფნა, - იყო თანაგრძნობა.
- მართალი იყავი, შენ, - თავის მსუბუქი მოძრაობით ანიშნა იმ ოთახისკენ, სადაც დატოვა გიორგი.
გაუხსენა ის სიტყვები აჩის, გიორგის კაცობაზე რომ დებდა თავს.
ჩაეღიმა ბერიძეს.
დაუკრა თავი.


*

ჩამოიშალა ოჯახი, როცა გაიგეს სიმართლე.
ვერ შეირგეს ცოცხლად დაბრუნებული შვილის სიხარული.
ჩაუნაცვლდათ ღიმილი ტანჯვით.
თავში იშენდა ხელებს გიორგის ბაბუა, უფროსი გიორგი ჭონიაშვილი, აღარ ჰყავსო ოჯახი იძახდა გაგიჟებული.
მკვდარს ჰგავდა მამა.
დაუმარხეს თითქოს დის გვერდით, ერთადერთი დისშვილი, რომელზეც ამოსდიოდა მზე და მთვარე.
როგორ ჩავხედო თვალებში ჩემს დასო, ბღაოდა კაცი.
ბავშვი დამიტოვა, დედა იყავიო მისი, გამიზრდია არაადამიანადო, ტიროდა ბებია. წყევლიდა, აძაგებდა ფაღავების გვარს ლილი. მაგათი ბრალიაო, მაგათმა მიქციეს მკვლელადო, არ ეპუებოდა ქალი.
დაიშალა გიორგი.
დაიშალა კიდევ უფრო, როცა დაეშალა ოჯახიც.
ვეღარ იპოვა საყრდენი.
მოირყა ერთდროულად ყველა მათგანი.
ამაგრებდა, დამსხვრეულს აწებებდა მაინც.

იპოვა ბოლოს ძალები ბაბუამ.
დაუდგა შვილიშვილს გვერდით.
ვერ გაწირა, ვერ გაიმეტა ამ ტვირთის მარტო საზიდად ჯოჯოხეთგამოვლილი, ნატანჯი კაცი.

- მე ერთი შვილიშვილი დავმარხე დღეს... მოიქეცი ისე, როგორც შენი კაცობა ჩათვლის სწორად, გიორგი! მოიქეცი ისე, რომ არ დავიმარხო თავი, - წყლიანი ჰქონდა შვილმკვდარ კაცს თვალები. ბევრი ენახათ ამ დაღლილ, სევდიან თვალებს, მაგრამ დღეს დაუკარგესო თითქოს სინათლე, ჩამქრალი იყო მთლიანად, - ჩემი საცოდავი, ნატანჯი შვილი... რა უქნეს მის სულს... სიცოცხლეში დამისახიჩრეს, არ მისვენებენ ახლაც, - შეზარა მთელმა ფაღავებმა. დასწყევლა ის დღე, იმ კაცს რომ გაატანა ერთადერთი ქალიშვილი. დასწყევლა ყველა კაცი, ვინც კი შეხებია მის ერთადერთ გოგოს. სული ეხუთებოდა გიორგის, ვეღარ სუნთქავდა უკვე.
ბაბუა იყო ერთადერთი, ვისაც გაუმხილა პირველად თავისი გულის ფორიაქი. პირველი იყო, ვისგანაც იგრძნო მხარდაჭერა.
შვილმკვდარი, გაუბედურებული კაცი არ უხრიდა თავს სისასტიკეს.
მოაგონდა ბაბუის სიტყვები, როცა გაიგო მარიამის გვარი და საშველად მივიდა მასთან.
დაუარა ცივმა ჟრუანტელმა გიორგის.

- სიყვარულისთვის, გიორგი, სიყვარულისთვის ღირს ეს სიცოცხლე მხოლოდ. მე არ ვარ ღმერთი, ბაბუ, მე არ ვარ მსაჯული, რომ დაგიშალო. ვერ დაგიშლი იმ ქალის სიყვარულს, რომლის დანაშაულიც მხოლოდ და მხოლოდ მისი გვარია. შენიანმა რომ გაგწიროს, შენიანმა რომ გიღალატოს, შენიანი რომ გამოდგეს ცუდი, უნდა გაგრიყოს ყველამ? არ იქნები სიყვარულის ღირსი? შენ იცხოვრე სწორად, შენი იყავი კარგი და დაფარე სხვისი სიცუდე, ბაბუ, ასე გაგზარდე მე, ასე გასწავლე. თუ გიყვარს, აჩვენე ყველას, როგორია, როცა კაცს უყვარს ქალი! აჩვენე მის ოჯახს, როგორია იყო ღირსეული! დაანახე ეს მამამისს. მამაა ის, პირველად, მერეა სხვა დანარჩენი, მერეა მტერი ჩვენი, მერეა მოყვარე სხვისი, ხომ გესმის, ბაბუ? ქალი არ გააუბედურო, ქალი არ აატირო, გიორგი. თუ მისი გაბედნიერება არ შეგიძლია, გაუბედურებაც არ უნდა შეგეძლოს, ბაბუ. თუ აპატიე მისი გვარი, მისი ოჯახი თუ აპატიე, არ გაუხსენო არასდროს. მითხარი, ბაბუ, ხარ დარწმუნებული? არ აკადრო შენს თავს ეჭვები, გიორგი.

ბავშვობის შემდეგ ატირდა მაშინ პირველად.
ღმერთს გაუტოლდა მისთვის ბაბუამისი, როცა შეიფარა მისი ფრთის ქვეშ გულგაგლეჯილი, თავზარდაცემული შვილიშვილი.
გაუწოდა შვილმკვდარმა, მოუნელებელი ტკივილისთვის გამეტებულმა კაცმა ხელი დასაყრდნობად და დაეყრდნო ისიც, სიმართლის სიმწარისგან გულდამწვარი.

ღმერთს უთხრა მაშინ მადლობა, რომ არ გაწირა.
ახლაც, ღმერთს უთხრა მადლობა, რომ არ წაართვა ერთადერთი ღირსება.
ადამიანობის.
ადამიანად ყოფნის.

შემოვიდა ოთახში დავითიც.
- აქ მოვა, არაფერი იცის შენზე, - დაბალი ხმით უთხრა ბაბუის წინ ჩამუხლულ შვილს. აარიდა გატეხილი მზერა ორივეს. წამოდგა ფეხზე გიორგი.
- ვიტო გზაშია, მარიამის ძმა, - მტკიცე მზერა ჰქონდა გიორგის. დაუკმაყოფილა შემდეგ უსიტყვო გაკვირვება მამას, - აქ უნდა იყოს. უნდა ნახოს, ვინ მოუკლა და. ასეა სწორი.
- დარწმუნებული ხარ, რომ კიდევ ერთ ცოდვას არ დავიდებთ დღეს?
- სხვის ძმაში დარწმუნებული ვარ, საკუთარში - არა, მამა, - ჩაეცინა სიმწრით. თვალები დაეხუჭა ბაბუას.
- რას აპირებ, გიორგი. - გატეხილი ჰქონდა დავითს ხმა.
- ჩაჯდება.
- აღიარებს, გგონია? - ჩაეცინა კაცს, - სადაც ამდენი იკადრა, სადაც ამდენი გააკეთა, ასე მარტივად წავა ციხეში, შვილო? ოთხი წლის წინ წავიდოდა, ოდნავი ღირსება რომ ჰქონოდა შერჩენილი.
- დავურეკავ შოთას, ყველაფერი ისე იქნება, როგორც კანონი მოითხოვს, - გადაჭრით ჩაილაპარაკა ბაბუამ და წამოიმართა ფეხზე, - ერთ შვილიშვილს ვერ მოვაკვლევინებ მეორეს. ისე ვერ მოვაკვლევინებ, დავით, როგორც ვერ მოაკვლევინა ვიქტორ მაჭავარიანმა შვილს შვილი, - სახლში მიპატიჟებულ, ახლადშემოსულ ვიტოს ააყოლა თვალი კაცმა. მიაგება ის სიტყვები, რომლებიც ჰგავდა სალამს, - მე არ გამიზრდია არცერთი მკვლელად!
- არც მას გაუზრდია, ერთმანეთის მითუმეტეს. - მიაგება სალამს თავისი. - გამარჯობა.
- მკვლელად, ბოროტად, არაკაცად არავინ იბადება, არც მე გამიზრდია ჩემი ბიჭი მონსტრად, არც ბაბუაშენს თავისი, ვიაზრებ ამას... ჩვენს დანაკარგს ვერავინ დაგვიბრუნებს, ჩვენს მსხვერპლს ვერავინ გაგვიცოცხლებს, არ ეშველება ამ სიცარიელეს არასდროს... მე არ ვითხოვ და არც შენ გთხოვ შეგუებას, მითუმეტეს პატიებას. როგორ შეიძლება აპატიო კაცს, რომელმაც წაგართვა ის, ვინც გიყვარდა საკუთარ თავზე მეტად. მე არ ვიცი, თუ შეუძლია ეს ვინმეს, არ ჰყვარებია ალბათ ის ერთი, თუკი შეუძლია ეს, მაგრამ მე გთხოვ შენ, როგორც კაცი, რომლის გაზრდილმაც ჩაიდინა უპატიებელი, არასდროს მოიქცე ისე, რომ მიაყენო შეურაცხყოფა შენს გარდაცვლილს. არ მოიქცე ისე, რომ ატკინო მის სულს შენი თავი, - მშვიდი ხმა ჰქონდა, იგრძნობოდა ამ სიმშვიდეში ჩაბუდებული ქარიშხალი. სწავლობდა ვიტო მის თითოეულ სიტყვას. ასეთ კაცებთანაც იზრდებიანო ზურასნაირები, გაიფიქრა იმედგაცრუებულმა. - ისეთი შვილი იყავი, ცოცხლად რომ არ დაგმარხოს მამამ. ისეთი მამა იყავი, რომ არ მოგიწიოს საკუთარი შვილის დამარხვა ცოცხლად.
- ჰგავს ბაბუაჩემის სიტყვებს, - ჩაეღიმა სუსტად ვიტოს.
- გამოვცადეთ... ვისწავლეთ.
- და მაინც, ბოროტება ჩვენგან დაიწყო... გიხდით ჩემს წილ ბოდიშს, რომელიც ვერაფერს შეცვლის. ვერ დაგიბრუნებთ თქვენს შვილს. თქვენც ვერ დამიბრუნებთ ჩემს დას.

სიტყვებს ქმედებებზე დიდი ძალა აქვთ ზოგჯერ, ქმედებებს ჰგვანან თითქოს.

- გიორგის უყვარდა შენი და საკუთარ პრინციპებზე მეტად, საკუთარ თავზე მეტად, - გაექცა თვალი შვილიშვილისკენ. შეეკრა სუნთქვა ყველას. - არც ჩვენთან ტრიალებს ნაკლები ცოდვა-ბრალი, შვილო. ისევე მეტკინა, როგორც მეტკინებოდა საკუთარი რძალი.
ზურგით იდგა გიორგი.
ვერავინ ხედავდა მის წაშლილ სახეს, ცრემლიან თვალებს.
- ზოგჯერ ისე მოგიწყობს ცხოვრება, საკუთარ სისხლს გიქცევს მტრად და საკუთარ მტერს მეგობრად, - ირონიული იყო დავითი, - ბიძაშენს უნდა ვადებდე ბორკილებს, საკუთარ დისშვილს ვუშვებ ციხეში...
- თუ თქვენ ჩემს სიტყვას ენდობით, თუ თქვენ ჩემს სიტყვას დაუჯერებთ, ციხე შვებაა ბაჩოსთვის, სიკვდილიც შვებაა მისთვის, მე ამის თქმა შემიძლია მხოლოდ, - ფოლადი გაერია მაჭავარიანის ხმას.
- მიხარია, თუ იტანჯება.
- ისე იცხოვრო და არ დაიტანჯო? - გააქნია თავი ვიტომ. გასცა პასუხი საკმარისად.

უშველებელი ხის კარის ჭრიალი რომ გაისმა, ყველამ იგრძნო აუტანელი სიმძიმე. შემოვიდა ოთახში კაცი მსუბუქი ნაბიჯებით.
არავის გაუხედავს მისკენ, იგრძნეს როგორ მიწყდა სუსტი ნაბიჯების ხმა.
თვალი ააყოლა გიორგიმ საკუთარ სისხლს.
შეავლო თვალი ოთხი წლის უნახავ სახეს.
სიძულვილსაც ვერ გრძნობდა, რომ უყურებდა მის დაბეჩავებულ სხეულს.
ადგილზე გაიყინა ზურა ფაღავა.

- შენ..? როგორ? - გაებზარა მზერა, როცა დაინახა გიორგი, - საიდან... როგორ დაბრუნდი? - ამოიხრიალა გაქვავებულმა. მოავლო ოთახს მზერა. გულის შეტევას ჰგავდა ვიტო მაჭავარიანის დანახვა მისთვის. გაქცევა მოუნდა ოთახიდან, როცა წააწყდა გიორგის მზერას. აარიდა თვალი ბიძაშვილს. გაუშტერა თვალი ბაბუის ზურგს, რომელიც სიხარულით ეგებებოდა ყოველთვის. გამქრალიყო სიხარული. იმედგაცრუებას ჩაენაცვლებინა მთლიანად.
- გიკვირს? - ლოდივით მძიმე იყო ერთი სიტყვაც. - შემომხედე, ზურა, რატომ არ მისწორებ თვალს? რა ჩაიდინე ასეთი, თვალს რომ ვერ მისწორებ? - წაუჭირა ყელში უხილავმა ხელმა, იგრძნო როგორ გამოტოვა მისუსტებულმა გულმა ყველა დარტყმა. - ადამიანი ხომ არ მოკალი, ზურა? ან იქნებ, შენი ბიძაშვილი გაიმეტე სასიკვდილოდ? შემომხედე, რომელი ჩაიდინე? იქნებ ორივე? - უახლოვდებოდა დადუმებულს.
- რას... რას ამბობ... - ამოიხრიალა იმან, მიწის გასკდომა რომ ერჩივნა ახლა.
- ტყვიას უნდა გახლიდე შუბლში. ტყვიას უნდა ვიხლიდე, შენი სირცხვილით.
- ნუ მეუბნები ამას... - ჩაუდგა ხმაში სასოწარკვეთა. ეკვეთებოდა ფეხები ფაღავას. ვერ უყურებდა გიორგის სახეს. გაორება სჭირსო თითქოს. - ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც გგონია... გგონიათ, - ნაპერწკალი იყო მისი სიტყვები ცეცხლის გასაღვივებლად.
- შემომხედე, თვალებში შემომხედე და მითხარი, ღამე როგორ გძინავს, ზურა! მშვიდად? მითხარი, მშვიდად სუნთქავ? არ გახრჩობს შენი მკვლელი ხელები? არ გახრჩობს შენი სიბინძურის სუნი? შემომხედე, რატო არ მისწორებ თვალს! მაშინ, უდანაშაულოს რომ კლავდი, მე რომ ჯოჯოხეთში მისტუმრებდი, გაგიჟებულ ოჯახს რომ მიმშვიდებდი, ჩემს სამძიმარს რომ იღებდი, მაშინ ხომ უსწორებდი ბაბუაჩემს თვალს? მაშინ რატომ არ გერიდებოდა მამაჩემის გვერდით დგომა, ზურა! გეამაყებოდა? მითხარი, გეამყებოდა, რაც გააკეთე? იმდენად საამაყო იყო, ყველას უმალავდი, არა? ღამე, ბალიშის ქვეშ მალავდი შენს კაცობას? იმის გამბედაობაც არ გეყო გეღიარებინა, ხმამაღლა გეთქვა, უდანაშაულო გოგო შევიწირე ჩემი არაკაცობით, ზუსტად იგივე გავუკეთე, როგორც მოექცნენო დედაჩემს! - ღრიალებდა ბოლო ხმაზე. ვერ ეკარებოდნენ. ვერ აჩერებდნენ. ცრემლად იღვრებოდა მამა, რომელიც პირველად უყურებდა განადგურებულ, მწყობრიდან გამოსულ შვილს, დაჭრილ ცხოველს რომ ჰგავდა იმწამს.
თვალს არ უსწორებდა ბაბუა.
ზურგით იდგა, უყურებდა სივრცეს და არცერთი წამით მკვლელ შვილიშვილს.
იდგა ვიტო. ვერ იღებდა ხმას.
უყურებდა იმ ხელებს, რომლებმაც სასიკვდილოდ გაიმეტეს თავისი და.
უსმენდა გიორგის ღრიალს.
ეხუჭებოდა სიმწრით თვალები.
ეზიზღებოდა მთელი სამყარო, იგივე გზის გავლა რომ მოუწია მის ოჯახს.

- შეწყვიტე! ნუ ამბობ! მეც მაქვს ჩემი სიმართლე, მეც მაქვს ჩემი ღირსება! - წამოიყვირა სუსტად, საკუთარი თავის დარწმუნებას რომ ჰგავდა საბრალო სიტყვები. ჩაიკარგა მისი ხმა გიორგის არაადამიანურ ღრიალში... ეწვოდა სახე ფაღავას.
- სიმართლე? რომელი სიმართლე გაქვს შენ, ზურა? - ხმამაღლა ჩაეცინა გიორგის. მიუახლოვდა უფრო, - ასე იმშვიდებ აყეფებულ სინდისს?
- დედაჩემის მკვლელთან, გიორგი! - გამოსცრა სახეწაშლილმა, - დედაჩემის მკვლელს როგორ მიეკარე! მის სახლში შემოყვანას როგორ აპირებდი? მე ვარ სასტიკი, მე ვარ მკვლელი, ხო! მე მოვკალი! შენ რა გააკეთე? უკეთესი ხარ? მკვლელებს უშვებდი იმ სახლში, სადაც მე მეძინა! შენ ხარ საამაყო კაცი? დედა მომიკლეს, მამაჩემის კაცობას გადაუარეს, ქალი წაართვეს, გესმის? ცოლი წაართვეს, დედა წამართვეს! დამაობლეს! - ჭკუიდან გადასული იქნევდა ხელებს, ღრიალებდა ისიც რეალობადაკარგული, - შენ რა იცი ჩემი ღამის კოშმარები, შენ რა იცი, მე როგორ მძინავს! მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ... ამ სიზმარში ისევ ის ყველასგან მიტოვებული შვიდი წლის ბავშვი ვარ. ღამეა. მის თვალებს ვუყურებ. იცი, რომ დედაჩემის მხოლოდ თვალები მახსოვს? - ყვიროდა ჭკუიდანგადასული, ზიზღით უყურებდა ყველას, მიაშტერდა ბოლოს ზურგით მდგომ ბაბუას. - შვილი მოგიკლეს, შვილიშვილი დაგიობლეს და რა გააკეთე, გიორგი? ა რ ა ფ ე რ ი! ვერაფერი გააკეთე! ვერ შემიმსუბუქე! ვერ შემამსუბუქეთ! - ცრემლები ებჯინებოდა ყელში.
უკანასკნელსაც აქვს თავისი წილი სიმართლე, რომელიც უფერულდება მაშინ, როცა ხდება ამორალური.

- შენს კაცობაზე რომ საუბრობ, შენი არაკაცობით რომ ამაყობ, ზურა, შენს გვერდით ნუ აყენებ მის სახელს, გაფრთხილებ უკანასკნელად! არცერთი ძვალი არ შეგრჩება მრთელი, იცოდე! - დაიგრგვინა მწყობრიდან გამოსულმა გიორგიმ, როცა ბაბუისკენ წასული დაინახა. მოაბრუნა გამხეცებული, სწვდა საყელოში ზურას. - მთელი ცხოვრება შენ მოგიძღვნა ჩემმა ოჯახმა, მთელი ბავშვობა არ გაკლებდნენ სიყვარულს, რა პირით, რა ნამუსით ამბობ! არც მე მყავს დედა, შემომხედე, არც მე მყავს, იცი, რომ მისი თვალებიც არ მახსოვს? შენ რა გააკეთე, რა გაუკეთე დედაშენს, ზურა? ამაყობს გგონია, მშვიდადაა გგონია? მკვლელი შვილი ეამაყება გგონია? ისე გზრდიდა გიორგი, როგორც გაზარდა დედაშენი, თავისი შვილი! იმ სიყვარულით და კიდევ უფრო მეტით გაგზარდა შენ! რა გააკეთე შენ, ზურა? დამარხე ყველა საკუთარ თავთან, საკუთარ ღირსებასთან ერთად! - ტყვიის შუბლში დახლას ჰგავდა გიორგის სიტყვები. ყურზე აიფარა ხელები ფაღავამ.
ყმუოდა საზარლად.
- არ გესმით და ვერც ვერასდროს გაიგებთ, ვერ გაიგებთ რას გრძნობს პატარა ბავშვი, რომელიც გათელეს. გადაუარეს. ყველა ღირსება მომიკალით თქვენ, დამმარხეთ! იცი, როდის დამმარხე, გიორგი? იცი, როდის? ის რომ გიყვარდებოდა, მაშინ, გიორგი!
- ყველაფერი რომ წაგართვან, ყველა რომ წაგართვან, ღირსებას, ადამიანობას ვერ წაგართმევენ. ერთადერთია, რისი წართმევაც საკუთარი თავისთვის შეგიძლია, - გააუფერულა ისევ მისი წილი სიმართლე გიორგის სიტყვებმა, - ოდნავ სინანულს დავინახავდი მეგონა, არაფერია შენს თვალებში, შენი სულივით ცარიელია, ზურა, - ჰგავდა ბოლო გასროლას. თავის წაცლას მხრებიდან. ეგდო იატაკზე მუხლებით. ჩამოსდიოდა ცრემლები და ებრძოდა იმ უხილავს, ყოველ წამს რომ დაყვებოდა კუდში და ახსენებდა ცოდვებს, - მე არ ვამაყობ, მე არ ვამაყობ არც საკუთარ თავთან, მითუმეტეს არც შენთან, ზურა. არც ჩემს ოჯახთან! არ მეამაყება ჩემი საქციელი, რადგან ვითვალისწინებ ადამიანურ ფაქტორს. ვითვალისწინებ, რომ არ შეუძლია ყველას ამას მიღება, მაგრამ ზურა... ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე, რომ ის ერთი ადამიანი, რომელსაც შენ გაუბედე შეხება, იყო სრულიად, ცამდე უდანაშაულო? ჩემზე, შენზე, ყველაზე! რატომ ერთხელ არ მოხვედი, ბიჭო! რატომ არ მითხარი, არასწორი ხარო, რატომ იყავი ასეთი ლაჩარი, მითხარი! მთელი ცხოვრებაა გიცნობ, მთელი ცხოვრებაა ძმას გეძახი, ბიჭო! შენ რომ, შენ რომ ჩემამდე მოსულიყავი, შენ რომ არჩევანის წინაშე დაგეყენებინე თუნდაც, გაგიგებდი, შენს ღირსებას გავიგებდი! რატომ შეეხე უდანაშაულოს, გული როგორ არ გაგიჩერდა, ბიჭო? რატომ გაუკეთე ეს შენს თავს, ზურა... - აცლიდა ყველა სიმართლეს კანიდან. არ დაუტოვა არცერთი.
- ვერ... ვერ მოვედი! ვერ ჩაგხედე იმ თვალებში, მთელი ბავშვობა ძმობას რომ მეფიცებოდნენ! - ტიროდა ფაღავა.
აეწვა გიორგის საკუთარი თავიც.
- სულ რომ მტერი ყოფილიყო, ზურა. სულ რომ მისი მოკლელი ყოფილიყო, უნდა მოსულიყავი ჩემთან. უნდა მოგეტანა ჩემთან შენი სიმართლე, - ოდნავ დაუთბა ხმა, ვერ ალღობდა მაინც ყინულს. - ჩემამდე არაფერი იცოდა. არაფერი იცოდა არცერთმა. ასეთ ადამიანებს პასუხს სთხოვენ, ზურა? - ვერ გაუძლო გიორგის იმედგაცრუებულ მზერას.
მოეხუჭა თვალები ფაღავას.
აეწვა სიმართლე, რომელიც არ იყო თავისი.

უყურებდა ვიტო.
უყურებდა კაცი, რომელსაც მოუკლეს და და ებრალებოდს ის, ვინც არ იმსახურებდა სიბრალულს.

რა უნდა ყოფილიყო უფრო დიდი სასჯელი, ვიდრე საკუთარი თავის ზიდვა, როცა გქვია მკვლელი.
ერთი წამით შეხედა ფერდაკარგულ გიორგის.

გაიაზრა მისი სიტყვები.
მოკლა ცოცხალი არსება, თუნდაც იმსახურებდეს ამას, იგივეა, დაასამარო სამუდამოდ საკუთარი თავი.
მიხვდა, რას ნიშნავს უყურებდე საკუთარ დასაფლავებას.
მიუხლოვდა. დახედა ზემოდან. უყურებდა. დანარჩენები - მას.
ჩაიმუხლა მის ფეხებთან და ჩააშტერდა თვალებში.
ვეღარ გაუძლო ზურამ იმ თვალების დანახვა, ყოველ ღამე რომ გადაექცნენ მოლანდებად.

- ჩემს დას რომ კლავდი... მხოლოდ ამაზე მიპასუხე, მეტს არაფერს ვითხოვ შენგან.. ჩემი და რომ მოკალი... იგრძენი სიმშვიდე? - ამოხედა ჩაწითლებული, სისხლისფერი თვალებით. არაფერი ეცხო ადამიანის. - შური რომ იძიე, სისხლი რომ აიღე, დაგიმშვიდდა სული? გრძნობ კმაყოფილებას? - გაოცებული უყურებდა ფაღავა მშვიდი, აუღელვებელი სიტყვების ავტორს. აუკანკალდა ტუჩის კუთხეები სიმწრით.
- არ ვგრძნობ... არ ვგრძნობ, არა! არა! - აქნევდა თავს, ხრიალებდა არაადამიანური ხმით. დააშტერდა იატაკს ბოლოს.
- შეგრჩენია რაღაც ადამიანური... ერთ დროს რომ იყავი, ეგეთი, - ჰგავდა ეს სიტყვები მეორე შანსს. შანსს ცოცხლად დარჩენის.
გამჭოლი მზერით უყურებდა ვიტო.
უფორიაქებდა დაჭრილ, დაკეპილ სულს.
გაქცევა უნდოდა ფაღავას.
სუნთქვა უნდოდა მხოლოდ.

- შვილი რომ დავასაფლავე, მიწა რომ მივაყარე ჩემს გოგოს, პირობა მივეცი, მის შვილს ვასწავლიდი ადამინების სიყვარულს. მის გაუბედურებულ, დაობლებულ შვილს არ მივცემდი გაბოროტების, ცხოვრებაზე, ადამიანებზე ხელისჩაქნევის უფლებას, - მოეხუჭა კაცს თვალები სიმწრისგან, არ იხედებოდა უკან. არ უყურებდა იატაკზე დამხობილ შვილიშვილს. - მეგონა ადამიანად ვზრდიდი, მეგონა იმაზე მეტი იქნებოდა, ვიდრე შურისძიება. წყლის ნაყვა ყოფილა, თურმე, - ეკალივით ერჭობოდა ყოველი სიტყვა იმას, ვისაც აღარ სთვლიდნენ ბაბუის თვალები მზერის ღირსად. - იცი, ვიტო, ვინ გამიუბედურა ოჯახი. მე არ გამიმტყუნებია მამაშენი, არც გიორგის ვამტყუნებ, რომ არ კლავს იმას, ვინც კლავს სხვას. ვერ გეტყვი იმას, რომ არ მაწუხებს ბიძაშენის სუნთქვა. მაწუხებს, ისევე მტკივა, როგორც ჩემი გაციებული შვილი მტკიოდა, მაგრამ ჩემს წუხილს აღარც მისი სიკვდილი უშველის, აღარც მისი სუნთქვა... ეს ტკივილი რჩება ჩვენთან, სამუდამოდ. შენც იმას გეტყვი, რაც ვუთხარი ერთ დროს ჩემს შვილიშვილს, - მადლიერი თვალებით უყურებდა ვიტოს, იმ კაცის შვილიშვილს, რომლის შვილმაც დაუმარხა თავისი. - ჩვენ არ ვართ ღმერთი. ნუ ეცდები მისი ხელით გამოუტანო განაჩენი სხვას, თორემ ხომ ხედავ, ვინც მასთან სცადა გატოლება, რას დაემსგავსა ახლა, - სუსტი მზერა გააპარა იმ მხარეს, სადაც იჯდა დაჩოქილი და უარყოფილი. - არ მოგიტანს შვებას, ხომ დარწმუნდი შენც, ერთი უსამართლობის მეორეთი შეცვლა. მხოლოდ მაშინ ხარ საკუთარ თავზე ძლიერი, როცა სწავლობ შენს ტკივილთან ცხოვრებას. რთულია, სიკვდილის ტოლფასია, როცა შენი ოჯახის დამაქცეველს უყურებ ბედნიერს, მაგრამ ბედი მდევარი დადის ურმით და ეძებს სამართალსო, წამიკითხავს. დიდია მისი ძალა. სუფთა დაუხვდი. ბინძურებს ყოველთვის მოეკითხებათ, - ამოთქვა უემოციო ხმით კაცმა, აღმზრდელმა - მკვლელის. იტევდა ყოველი სიტყვა ადამიანად ყოფნის აუტანელ სიმძიმეს.
კიდევ უფრო ჩამოიხუთა ჰაერსმოკლებული ოთახი.
დაიხურაო დარაბები სამუდამოდ, იყო განცდა.
მხოლოდ ახლა გაიაზრესო თითქოს, აწყობილ პაზლზე გამოსახული არაადამიანური სურათი.
დაშლა მოუნდათ იქვე.

- ვერცერთ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდი, რომ მომიკლავდნენ დას და მკვლელის პირისპირ აღმოჩენილი, ცოცხალს დავტოვებდი, - გაყინული მზერით უყურებდა ფაღავას, არ აშორებდა აზრგამოცლილ თვალებს მისას. - ჩემი თავის მიკვირს, რომ არ გასახიჩრებ ისე, როგორც დამისახიჩრე ჩემი. ჩემი თავის მიკვირს, რომ მაქვს ძალა შენი დასრულების, მაგრამ არ გასრულებ, იცი?!
- მეც მიკვირდა საკუთარი თავის, ვიტო. ყველას უკვირდა, შვილის მკვლელის დასჯას, მისი სიკვდილით, მისი ოჯახის ამოწყვეტით რომ არ ვითხოვდი, - უპასუხა ბაბუამ, მკვდარი შვილის მამამ. - უკვირდა ჩემს სიძეს, უკვირდათ მის მშობლებს. იმდენად უკვირდათ, იმდენად წუხდნენ, ჩემი გაზრდილი მიქციეს იმად, რაზეც უარი ვთქვი მეც და ჩემმა შვილმაც, რომელსაც მოუკლეს ერთადერთი, თავისი პატარა და. - იგრძნო დავითმა ბასრი ტკივილი მარცხნივ, როცა მოისმინა მამის სიტყვები. მოაგონდა ის დღე, როცა გამოემშვიდობა მის ერთადერთს.
დაესერა სახე ზურას.
იგრძნო, ახლა ყველაზე უკეთ იგრძნო, რომ აღარ იყო ამ ოჯახის ნაწილი.
აღარ იყო სისუფთავის მხარეს.
ამოსვრილიყო უკვე ტალახში.
ყელამდე სწვდებოდა ჭაობის ხავსები.
ახრჩობდა თითქოს.
- ბიძაჩემი ვერასდროს დადგმას ფეხს ამ მიწაზე, მისი ფერფლიც ვერ ჩამოაღწევს აქამდე, ამის პირობას მე გაძლევთ, მაგრამ იცოდეთ, ჩემი პირობის უკან დგას ბაბუაჩემიც!
- გარდაცვალებას ნიშნავს უყურებდე შენსას, რომელიც კარგავს ყველა სიმართლეს, - აღმოხდა ღრმა ოხვრით კაცს, - მეორედ მოვკვდი დღეს. პირველად მაშინ, როცა დავმარხე შვილი.

ყველა ძარღვი გაუსკდა ფაღავას, როცა მოისმინა ბაბუის სიტყვები.

- ჩემი შვილიშვილი, ჩემი ცუდი შვილიშვილი, ჩემი მკვლელი, ბოროტი ბიჭი, ერთ დროს მცენარე რომ ედარდებოდა დასაჭკნობად, ჭიანჭველა რომ ეცოდებოდა გასასრესად, ატირებული ბებიის დანახვისას რომ უჩუყდებოდა გული, - ისროდა ზურგით მდგომი ისრებს, ხვდებოდა ყველა შვილიშვილის გულს. - დღეს მიიღებს ყველაზე ღირსეულ გადაწყვეტილებას და კანონის ძალით აგებს პასუხს, - შეხედა პირველად თვალებში.
ადგილზე გააქვავა აცახცახებული.
დაიძრა შემდგომ კარისკენ და შემოუძღვა ოთახში რამდენიმე სამართალდამცვავს.
გაიყინა სუნთქვა ოთახში.
ერთმანეთს არიდებდნენ მზერას.
მკვდარს ჰგავდა გიორგი.
უცახცახებდა სიმწრით ხელები ვიტოს. თავს ვერ უჯერებდა, ისეთ მოვლენას უყურებდა.
ნეტავ ჰქონოდა ასეთი ძალა მამაჩემსო, ესღა გაიფიქრა წამიერად.
დაადეს ბორკილები წაშლილს.
არ გაუღია ხმა.
არ აუწევია თავი.
მიუახლოვდა ბაბუა.
ააწევინა ბოლოჯერ თავი.
ჩახედა ამღვრეულ თვალებში.

- დაბადე შენში ღირსება! დაიბრუნე ის ბავშვი, ადამიანი რომ იყო ჯერ, - ვერავინ გაიგო მისი სიტყვები ერთის გარდა. გაუსწორა ბაბუას გატეხილი მზერა. მადლიერების სხივი გაკრთა თითქოს ზღვისფერ თვალებში.

როგორ უნდოდა ეთქვა კაცს "ჩემო ბიჭო".
ვერ დაამატა.
ვერ უთხრა.
აღარ იმსახურებდა.
აღარ იყო ის ბავშვი, ხელჩაკიდებულს რომ ასეირნებდა იპოდრომზე, ათასი კითხვის თანხლებით.
აღარ იყო ის ბავშვი, პეპლების ხანმოკლე სიცოცხლე რომ ადარდიანებდა ყოველ საღამოს.
აღარ იყო ის ბავშვი, ატირებულ ბიჭს ბურთს რომ სთხოვნიდა, არ ეტირა ოღონდ.
აღარ იყო ის ბავშვი, რჩევის საკითხავად ბაბუას რომ აკითხავდა საძინებელში.
აღარ იყო ის ბავშვი, მათემატიკის საკონტროლოს თავის კლასელს რომ უწერდა, რადგან ვერ უბედავდა ეთქვა "მიყვარხარ".
ცოცხლობდა მასში მაინც ის ბავშვი,
ერთ დროს კეთილი და სუფთა, როგორც ახალგაღვიძებული ქალაქი დილით.
ისე გაიყვანეს, არ შეუხრია ბაბუას წარბი.
ჩამოუგორდა ცრემლი.
დაეცა იმ ადგილს, რომელსაც დამახსოვრებული ჰქონდა მსაჯულის კვალი.
შემოიჭრა ჩამხუთველი დუმილი ოთახში.
იდგნენ ერთად ადამიანები ორი ოჯახიდან.
იდგნენ ერთად ერთმანეთის მტრები.
წყევლას ჰგავდა თითქოს,
ორივეს ჰყავდა სახლში ერთი მოკლული და ერთიც მკვლელი.
დალოცვას ჰგავდა თითქოს,
რომ არ კარგავდნენ პატივისცემას.
ჩამოართვა ხელი იმ დღეს კაცს, რომელსაც ეყო გამბედაობა.
ჩამოართვა ხელი გიორგის და უთანაგრძნო ყველაფერი ერთად.
უთანაგრძნო მისი წილი სიყვარულიც, რომელიც გამოაცალეს ხელიდან.
უთანაგრძნო მისი წილი დანაშაულიც, რომელიც მიუძღოდა მამიდაშვილის წინაშე.
უთანაგრძნო მისი წილი ჯოჯოხეთიც, რომელსაც არ იმსახურებდა ქვეყნად არავინ.
გადაუხადა მადლობა, რომ იყო ადამიანი ჯერ.
გაჰკრა გულზე რაღაც მწველმა, როცა წამიერად წარმოიდგინა მათი ოჯახი.
ცოცხალი რომ ყოფილიყო ახლა, შვილიც ჰყოლოდათო იქნებ, მოასწრო გაფიქრება მწარე ღიმილით.
უყურებდა მათ.
ოჯახს, სადაც სუფევდა სიმართლე და სამართალი, უფრო მეტად პატივისცემა და სიყვარული.
უყურებდა გიორგის. არ ეწერა სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალი.
ცოცხლად დამარხულს ჰგავდა.
იდგა მაინც მყარად.
იმსახურებსო ასეთი კაცი მეორე შანსს, ფიქრობდა დიდხანს მათგან წამოსული ვიტო მაჭავარიანი.



თავი მერვე

„და როცა შესაძლო ვარიანტებს თითებზე ითვლი,
არასდროს გამორიცხო სასწაული“ (ჯემალ ქარჩხაძე)


სიმსუბუქე ეპარებოდათ ფეხდაფეხ.
ჰგავდა სუნთქვის დაწყების მცდელობას.
ბევრი წვიმისგან ამოისუნთქესო თითქოს.
გამოიდარა ოდნავ.
გადაყარა ღრუბლები მზემ.
გამოაჩინა სხივები მკრთალად და გადმოაფინა წვიმისგან დაღლილ ქალაქს.
ზამთარგამოვლილ, გაყინულ ქალაქს ათბობდა გაზფხულის ამინდები.
ყოველი დღე უფრო თბილი და მშვიდი ხდებოდა თითქოს.
იგრძნობოდა ქუჩებში აყვავებადაწყებული ყვავილების სურნელი.
სუნთქვაც თავისუფლად შეეძლოთ ყლორტებს, იღიმოდნენ თავისუფლად. გადაედოთო თითქოს მათი განწყობა ადამიანებს.
ამჩატდნენ უფრო.
მისცეს თავს სიმშვიდის უფლება.

კინოთეატრის მეორე დარბაზის კარი რომ გაიღო და კმაყოფილი ღიმილით შეაცილა სანდრო ჯაჭვლიანმა ელენა მაჭავარიანი, პოპკორნის რიგთან მდგომმა თვალებდაქაჩულმა დაჩი სხირტლაძემ თავისი რიგიც დაკარგა და მისკენ წამოსულ ჯაჭვლიანს, არაამქვეყნიური ხარხარით შეეგება.
- რა გეგონათ, უჩემოდ უყურებდით „სპაიდერ-მენს?“ ბიჭო, რუსთავზე დამცინოდი, გოგო „ადამიან ობობაზე“ წამოიყვანე? ობობაზე? ადამიანზე? სპაიდერმენზე? უნდა გაგიბაზრო! - ბოლო ხმაზე ხარხარებდა დაჩი პოპკორნის რიგში, მისი ხმის გაგებით თავზარდაცემული და გაქვავებული სანდროს გვერდით. - არა, რას ვიფიქრებდი, პოპკორნის რიგში სანდრო ჯაჭვლიანს თუ წავაწყდებოდი ბავშვობის სიყვარულთან ერთად, თან რაზე?! სპაიდერ მ ე ნ ზ ე! გესმით, ხალხო? - ენას ვერ აჩერებდა რიგში ჩაკვეხებული სხირტლაძე.
- რა ცოდვა აქვთ ასეთი ჩემს წინაპრებს, რა ჯადო! რა დანაშაული! ბიჭო, რას გადამეკიდე, შენ გარეშე ფეხი ვეღარ გადამიდგამს! - შეყვარებული ღიმილი სახეზე შეახმა ჯაჭვლიანს, დაჩი სხირტლაძე მოჩვენებასავით რომ გამოეცხადა უამრავ ხალხში.
- სულიერი ძმები ვართ, სარდიონ, რა ვერ გაიგე! ოღონდ ვიტოსთან არ წამოგცდეს, ეჭვიანი მყავს ცოტა... მიდი, ბარემ მანდ დგახარ, სამი პოპკორნი უთხარი, მანდ ნუ მომიყვან, ვერ გადმოვახტები ამ ხალხს, - ეწუწუნებოდა რიგიდან გარიყული, გულზე ხელდაკრეფილი, - ბიჭო, ნუ შეაწუხე ხალხი, რა გაყვირებს, - შეწუხებულ ხალხში პლუსებს იწერდა გაკრეჭილი დაჩი და აპილპილებული სანდროს მზერას არ იმჩნევდა.
- თავიდან მომწყდი სხირტლაძე! როგორც მოიძურწე, ისე აორთქლდი სამ წამში! რომ მოვიხედავ აღარ დამხვდე, იცოდე! - იმუქრებოდა სალაროსთან უხერხული ღიმილით მდგომი ჯაჭვლიანი. - არ გეგონოთ ჩემთან არის!
- სამი პოპკორნი, სანდრო! არიელის ამოჭრილ თავთან გელოდები, - ბოლო ხმაზე უკიოდა დაჩი ყველაზე კმაყოფილი ღიმილის თანხლებით.
- გამომართვი! - ლამის თავზე გადააყარა პოპკორნი, - აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან სანდრო.
- მე და ანუნამ წამოვიყვანეთ ჩემი და არიელზე, - გაეკრიჭა რიგში ჩადგომას გადარჩენილი. - ძმა ხარ, სანდრექს!
- დაჩი სხირტლაძე, თევზის და პრინცის სიყვარულს უყურებ, ბიჭო? - ფხუკუნებდა სანდრო. - პრაქტიკებს გადიხარ არიელის მამის გასაცნობად?
- ჩემი და მეთქი, ჩემი დ ა, ჩემი ათი წლის და, შე პიტერ პარკერო! - ზუზუნებდა დაჩი. - საერთოდაც, მე, ანუ მ ე, მომზადება არ მჭირდება, ხო გაიგე?
- ვნახავთ, დაგტესტავთ, შეგაფასებთ, ძირს დავცემთ შენს ეგოს, - დასცინოდა უმოწყალოდ სასაცილოდ აზვირთულს, - მიდი რა, არიელში შემოყავი თავი, ფოტო უნდა გადაგიღო!
- გროტესკ, მიდი რა ქსელები გამოუშვი, - თავიანთი დარბაზებისკენ მიდიოდნენ, გადაეფარათ ლამის რეკლამების ხმები.
- ჯერ ქვირითი დადე, თევზო!
- იი, ქვირითი დადე... შედი, თორე მოგტაცა მერიჯეინი გობლინმა!
- წადი შე ზოოფილო, უყურე არიელს! - ხელით აგდებდა კარისკენ პოპკორნებით დატვირთულ სხირტლაძეს.
- ამ იუმორით შორს ვერ გაფრინდები, სანდრექს! მაქსიმუმ ალადინზე წამოგყვეს, ხა ხა ხა!
- დაჩი?!
- რა გინდა!
- წყალს არ მიეკარო. - ინარჩუნებდა ყველაზე სერიოზულ გამომეტყველებას.
- რატო? - დაიძაბა უცებ დაჩი.
- კუდი გამოგივა, შე ნემო!
- ეს რა კრეატივის დეფიციტში ჰყავს ოჯახს, - გადააქნია თავი დაჩიმ დანანებით, - გაბულინგებდნენ ბავშვობაში? ბეტმენის ფორმით გცემდნენ? ბაღში შენი არსებობა დაავიწყდათ და მასწავლებელმა გიშვილმა? „დე“ ვიტამინის ნაკლებობა გაქვს და აგესახა იუმორზეც?
- მომწყდი თავიდან და აღარ დამენახო! - დაუქაჩა თვალები კარში ჩახერგილმა.
- როგორ დაითანხმე ელენა, ეგ მოღალატე! ჰა, აღიარე, რით დაემუქრე! ვიტომ იცის? დავრეკო? - არ ეშვებოდა მაინც.
- დაჩი, ჩაგახრჩობ წყალში!
- ღმერთო, ეს რა ფსიხია, რა გოგოს ვატან! - დუდღუნებდა სხირტლაძე.
- დღეს აღარ გადამეყარო სადმე, გაფრთხილებ! - იმუქრებოდა დარბაზიდან სანდრო.
- მაგასაც ვნახავთ! - ღიმილით უქნევდა ხელს შესულს, - მომესწრო ბიჭი, გოგო ჰყავს წამოყვანილი კინოში! - გულაჩუყებულმა გადახედა უცნობს უხერხული გაკვირვებით რომ უგდებდა ყურს მათ საუბარს.
შევიდა ბოლოს თავის დარბაზში.

კინოთეატრში, საკუთარ ადგილს რომ იკავებდა ელენა სანდროს გვერდით, მხოლოდ მაშინ გაიაზრა, ვის დასთანხმდა შეხვედრაზე.

- საიდან იცოდი, აქ წამოსვლა რომ მინდოდა? - ვერ ისვენებდა ადგილზე ელენა, - ანუ... რატომ იცოდი, როცა მეც არ მიცნობდი? შემაშინო გინდა?
- რისი გეშინია? - ეცინებოდა სანდროს, საკუთარი რეალობა ასე ძალიან არასდროს რომ არ მოსწონებია, - ჩემი?
- ჯერ ერთი, მე არ მეშინია, თან არაფრის საერთოდ! - დაუქნია თითი სასაცილოდ. - მეორეც, შენ გინდა რომ შემაშინო! არავისთან მითქვამს აქ წამოსვლა რომ მინდოდა, რატომ იცი? - ტირილი დაეწყო ლამის.
- რატომ ნერვიულობ? - დაეძაბა ხმა ჯაჭვლიანს, ეპარებოდა მაინც ღიმილი.
- არ ვნერვიულობ მეთქი! მიკვირს უბრალოდ... როგორ შეიძლება მიცნობდე?
- მთავარია გინდოდეს, - უცნაურად თბილი ღიმილით აბნევდა უფრო.
- რა? - აერია მზერა ელენას.
- გაცნობა ადამიანის, - ჩაუკრა თვალი და გადაწვა სკამზე კმაყოფილი. - იწყება! - მიაბრუნებინა სახე მთელს სივრცეზე გაშლილი ეკრანისკენ.
- მაინც არ მეუბნები! - გაიმკაცრა ხმა უჩვეულოდ.
- რა გაინტერესებს, ელენა? - საოცარი სიფაქიზით წარმოთქმულმა მისმა სახელმა მოჰგვარა ჟრუანტელი.
- იცი, რაც.
- გაკვირდებოდი ადრე... როცა გიყვარებდი, მაშინ. ბევრი რამე ვიცი, - იღიმოდა სანდრო ისე, როგორც იღიმიან სხვაზე შეყვარებულები.
- მაგალითად? - ეყინებოდა ხელები ელენას.
- ხშირად კითხულობდი ჯეინ ოსტინს, ხშირად უყურებდი ფორმულა ერთს, ხშირად უსმენდი ჯანსუღ კახიძეს და თუფაქს, - იცინოდა სანდრო. გადაუშალა მთელი ბავშვობა თვალწინ.
- მანიაკი ხარ? - ამოიტირა ლამის.
- შეყვარებული ... შენი.
- ზე აკლია მაგას!
- შენზეც. მაგრამ მე შენი უფრო მომწონს, - ეფერებოდა სწორ, ჩალისფერ თმაზე, - არ მოგწონს შენ? - ჰკითხა დაბალი ხმით.
- არაუშავს, რა, - გაბზარვოდა ხმა. ეპარებოდა ტუჩის კუთხესთან მოღალატე ღიმილი.
- სწორი პასუხია, უკეთესსაც მოვისმენდი.
- კიდევ რა იცი? - დაარღვია მაინც სიჩუმე. არ ეთმობა მისი ხმა, როცა საუბრობდა მასზე.
- არ გეტყვი!
- მითხარი!
- უყურე! - პატარა ბავშვებივით კამათს არ წყვეტდნენ.
- იმ დღეს... ბარში რომ ვიყავით, რატომ შემხვდი ეგრე? - მიუბრუნდა მაინც. ვერ შეინარჩუნა ორწუთიანი დუმილი ბოლონდე.
- ეგრე როგორ? - ჩაეცინა კაცს.
- სერიოზულად.
- გამიხარდა, რომ მოხვედი... რომ დაგინახე ჩემთან,- უღიმოდა თვალებით, არ უშვებდა ხელს მის თმას.
- ეგრე გიხარია ხოლმე? - ეჭვით დააჩერდა ზემოდან სკამზე გადაწოლილს.
- რა არ მოგეწონა?
- არ მითქვამს რომ არ მომეწონა... ზედმეტად მკაცრი იყავი, არა? - აზიდა წარბები უცნაურად. გააშვებინა ხელი მაინც.
- მოსულიყო შენთან ბავშვობის სიყვარული... ვერ გექნებოდა სხვანაირი რეაქცია, - ჩაილაპარაკა სანდრომ. გული გაუჩერა ელენას, - ხომ არ გყავს... ისე? - დაამატა ბოლოს. ხმით გაეცინა ელენას. აიფარა ხელი, რომ არ შეეწუხებინა მაყურებლები.
- კი!
- უკაცრავად? - წამოიწია სკამზე.
- აბა ყველაფერი ვიციო? ესაა შენი ცოდნა? ჯეინ ოსტინი და თუფაქი? - დასცინოდა სერიოზული სახით.
- ბევრი რამე მეთქი! ვინ გიყვარდა, მე რატო არ ვიცი? მოიცა... ვიტომ იცის? ან იმ ტიპმა! ვინაა, საიდანაა? - დაეძაბა სხეული ჯაჭვლიანს. არავინ ახსენდებოდა საეჭვო ელენას ცხოვრენიდან.
- მთავარი არ გცოდნია, ხომ ხედავ! - დაიკრიფა გულზე ხელები კმაყოფილი ღიმილით.
- ძალიან გიყვარდა? - ჩაეხლიჩა ხმა უცნაურად.
- უძალიანესად. და ბევრი ვიტირე. - დაეკარგა ფერი სახეზე სანდროს.
- ახლაც გიყვარს? - დაეკარგა ხმაც.
- ჰო, აბა! - აღშფოთდა ელენა, - როცა გიყვარს, ყოველთვის გიყვარს!
- ვინაა?
- ჟიულ ბიანკი. მის გამო დავიწყე ფორმულა ერთი, - ეშმაკები უხტოდნენ თვალებში მაჭავარიანს. ხმით უნდოდა გაცინება სანდროს სახეზე. - ბევრი ვიტირე, რომ მოკვდა. რა იყო შენ? კარგად ხარ? ფერი არ გაქვს რაღაც...
- შემიწირავს, - ამოიხრიალა სკამზე გადაწოლილმა, - ხმა არ გავიგო შენი, უყურე!
- კარგი? - ეცინებოდა ელენას. ვერ აშორებდა თვალს მასზე შეყვარებულ კაცს. უცნაური სანახავი იყო. ეუცნაურებოდა საკუთარი თავიც.
თვალს არ აშორებდა ეკრანს და პირველად, სიუჟეტსაც ვეღარ იაზრებდა.
ყოველ ათ წუთში უსვამდა კითხვებს შეწუხებულ სანდროს.
- გაგვაგდებენ!
- რომ მაინტერესებს, სანდრო? - დაექაჩა თვალები მის სერიოზულ ტონზე. - ვერ გავიგე და რა ვქნა!
- კაი მკითხე, მიდი! - ამოიოხრა მეხუთედ, იგივე სცენარით.
- კანონიკური მოვლენა რომ დაარღვიეს, რატომ არის ეს ტრაგედია? სიკვდილს გადაარჩინეს ადამიანი, ბედი შეუცვალეს, მაგარი არ არის ეგ?! მამის გადარჩენა რომ უნდა ახლა, რატომ არ აძლევენ უფლებას? ხომ შეუძლია, რომ მასაც შეუცვალოს ბედი! რატომ აიძულებენ მამის სიკვდილს უყუროს!
- არ უნდა გადაარჩინოს. ეგრე მოითხოვს წესი.
- რატომ, რატომ!
- ვერ გაექცევა თავის ბედს, ელენა, - ჩუმი იყო სანდრო. მიაპყრო ელენამ ინტერესიანი თვალები. - მისი ბედი განსაზღვრულია, მისი ცხოვრება დაწერილი, თუ ერთ დეტალსაც შეცვლის, დაირღვევა ყველაფერი, განადგურდება მთელი სამყარო, გესმის? ჩვენც რომ ვიცოდეთ, რა გველის ხვალ ან ერთი წლის შემდეგ, იგივეს გავაკეთებთ, მაგრამ ვინც ჩვენი გზა გაიარა, აუცილებლად გაგვაჩერებს, თუკი ეცოდინება, რომ ამას მოჰყვება მასშტაბური მსხვერპლი. ყველა მოვლენა, ცუდიც და კარგიც, მიზეზ-შედეგობრივია.
- გადაარჩინო მთელი სამყარო ან ის ერთი... მაშინ, სანდრო? - აემღვრა ოდნავ თვალები.
- თუ ის ერთია მთელი ჩემი სამყარო? - ჩაეღიმა სანდროს მრავალმნიშვნელოვნად. - განსაკუთრებით ძლიერი უნდა იყო, ალბათ, რომ უარი თქვა იმ ერთზე და საკუთარ თავზეც.
- შენ რას გააკეთებდი? - გამოწვევას ჰგავდა ელენას კითხვა.
- შენ რომელ პასუხს ელოდები ჩემგან, ელენა?
- შენს პასუხს მხოლოდ, - წარბიც არ შეუხრია ქალს. - იმას, რასაც რეალურად ფიქრობ.
- ... რთულია იყო ობიექტური, როცა ამ სასწორზე არ მდგარხარ, - ჩაფიქრდა სანდრო. - შენი ადამიანის დაკარგვა, ავტომატურად უდრის მთელი სამყაროს დაკარგვას, ელენა.
- ვის გადაარჩენდი, მაინც?
- მეშინია, რომ არა სამყაროს, რომელიც არაფრად მიღირს.
- გინდა სამყაროს გადარჩენა შეგეძლოს და იმ ერთის - არა?
- სიყვარული ეგოიზმი არ არის, ელენა? - მზერა ჰქონდა ისეთი, მის სულში რომ აღწევდა იმ წამს.
- არის?
- რა არის სხვა, თუ არა ეგოიზმი? გიყვარს მხოლოდ შენთვის და არავის გინდა გაუნაწილო. მხოლოდ შენი იყოს. მხოლოდ შენთვის იყოს. მე მაგალითდ, არავისთვის მემეტები საკუთარი თავის გარდა, - გააღიმა თვალცრემლიანი.
- ცუდია ეგოიზმი?
- ცუდია, მაგრამ გიღირს. სიყვარულში ეგრეც უნდა იყოს, ეგოისტი უნდა იყო, - წაეთამაშა გაყინულ თითებზე ნაზად. - უბრალოდ... ზოგჯერ იძულებული ხარ, იყო უფრო დიდი, ვიდრე შეყვარებული კაცი.
- მადლობა, რომ ლამის სასიკვდილოდ გამიმეტე, ძალიან რომანტიკული იყო!
- ღმერთო! - ხმით იცინოდა სანდრო. - ეგოისტი ბავშვი ხარ! სამყაროს გინდა ვთმობდე?
- მე კი არა, შენ უნდა გინდოდეს!
- მე შენ გამო, სიკვდილიც მინდა, ელენა, - გაუღიმა ძალიან მშვიდად, - როცა ომში მიდიხარ, მიდიხარ სამშობლოს გამო, შენი სამყაროს გამო, ქვეყნის მომავლის გამო. მარტო ქვეყანაც ხომ არაა, არა?! მიწა რომ იყოს მხოლოდ, არავინ იბრძოლებდა. ხალხია, ადამიანებია. მორალურად, ბევრად გამართლებული იქნება, თუ გადავარჩენთ მათ, მაგრამ მინდა მე ეგეთ სამყაროში ცხოვრება?.. გულწრფელობა მთხოვე, ჰოდა ვარ გულწრფელი და არა, არ გადავარჩენდი სამყაროს. ამიტომაც არ ვარ გმირი, გესმის? ... შენ განსაზღვრე ახლა, ასეთი კაცი სუსტია თუ ძლიერი.
- ყველა ძლიერ ადამიანს აქვს სისუსტე, - გააპროტესტა ელენამ. არ თმობდა პოზიციებს.
- მაშინ ხარ ყველა ძლიერ ადამიანზე ძლიერი, როცა სისუსტის მიუხედავად, არ კარგავ თავს.
- იცნობ ასეთ ადამიანს? - დამცინავი იყო ოდნავ.
- მე ვიცნობ შენ ძმას... - გაუღიმა ადგილზე გაქვავებულს, - და გიცნობ შენ... - აკოცა შუბლზე ძალიან ნაზად, - ვიტო რომ არ ანადგურებს მთელს სამყაროს, რომ არ კარგავს საკუთარ თავს, რომ არ კლავს უდანაშაულოს, მაშინ, როცა წაართვეს უძვირფასესი... ესეც გადარჩენაა სხვისი სიცოცხლის, უფრო მეტად საკუთარი თავის, საკუთარი მართალი მხარის... შენს მოტაცებას რომ აპირებდა ცერცვაძე, მასზე ხელი არ აწია... იმიტომ კი არა, რომ კაცობა არ ეყო, ძალა არ ეყო... ფიქრის უნარი ჰქონდა შენს ძმას, ელენა... იცოდა, მშობლების თვალწინ, საკუთარი შვილის, თუნდაც ცუდი შვილის დამცირება, იქნებოდა იმაზე არასწორი, ვიდრე შენი მოტაცების გაფიქრება, - ცრემლები ახრჩობდა ელენას. ეფერებოდა ცრემლიან სახეზე კაცი, დამშვიდებას ცდილობდა მისას, - მესამე ნაწილზე აღარ წამოგიყვან, თუ კიდე გააგრძელებ ტირილს...
- არ მინდა ჩემი ძმა მკვლელი რომ იყოს, სანდრო... - ამოაყოლა ჩუმ ტირილს კიდევ უფრო ჩუმი შიში.
- შენი ძმა არ იქნება მკვლელი, ელენა.
- ის ამბავი რომ მოხდა... ისეთი იყო... დაუფიქრებლად მოკლავდა ნებისმიერს, სანდრო. შფოთვები დამეწყო... სახლიდან რომ გადიოდა, ყოველთვის მეგონა, რომ დაბრუნდებოდა სისხლიანი პერანგით. არ მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, ყველაფერს ვაკეთებდი, აქეთ რომ არ გამოეხედა.
- დამიჯერე, შენი ძმა, არასდროს მოკლავს ადამიანს! თუნდაც პირდაპირ დაუჯდეს მკვლელი, არ მოკლავს! საკუთარ თავში არ ვარ ასეთი დარწმუნებული, როგორც მასში, - ფოლადი გაერიაო თითქოს მის ხმას. მოსწმინდა ლამაზი ცრემლები ელენას. მიეფერა აწითლებულ სახეზე ბოლოჯერ.
- რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული?
- ხომ გითხარი, ცერცვაძეს ხელი არ დააკარა მეთქი, არ მისმენდი?
- ცერცვაძე და ის ერთია? - დაეჭიმა მთელი სხეული. დაეცვარა ხელისგულები.
- როცა საქმე თქვენ გეხებათ, ყველა ერთია, - გაუღიმა მშვიდად. - მოკლავს, ოღონდ სიტყვით. უყურე, ახლა!
მიაბრუნებინა ბოლოს თავი და უყურა მანაც ბოლომდე, ხმისამოუღებლად, სრულ სიჩუმესა და ჰარმონიაში.

ანიმაციის დასასრულით მიღებული აღფრთოვანება ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჩამცხრალი ელენას, როცა გამოვიდა დარბაზიდან და საუბარში გართული სანდროც ლიფტისკენ წაიყვანა.
ლიფტში შესულები, აღარასდროს რომ არ დაიძრნენ, მიხვდა, საპანიკოდ ჰქონდათ საქმე.

- სანდრო... - შიშით ახედა მშვიდად მდგომ ჯაჭვლიანს. - მეშინია! - შეეპარა ხმაში პანიკის ნოტები.
- აბა არაფრის მეშინიაო, რომ იმუქრებოდი, წეღან? - დასცინა აწითლებულს, სიმართლეში გამოჭერილს რომ ჰგავდა.
- ლიფტში გაჭედვის გარდა მეთქი, შენ ვერ გაიგე უბრალოდ!
- ჰო? - აზიდა წარბები და აათვალიერა დამცინვად.
- დაბერდი, ალბათ! - გაკაპასდა უცებ, - გამიყვანე აქედან სასწრაფოდ... ამ ღილაკს მაინც რა სჭირს... შუა მოლში ყვირილს ხო არ დავიწყებ? სირცხვილია... სანდრო, მიდი, რა, იყვირე, შენ!
- სადღა შემიძლია ყვირილი... ასაკში ვარ უკვე! - არ ჩამორჩა ირონიას.
- სანდრო!
- აი, ჩემთან ერთად რისი გეშინია?
- რომ ჩავარდეს, შენ დააკავებ? რომ ვერ გაგვიყვანონ ვერასდროს? რომ არ გაიღოს, მერე, სანდრო? - პანიკაში იყო ელენა. ხელებს იქნევდა დასანიავებლად, - წყალი მინდა! უჰაერობაა! სანდრო... ნუ იცინი! რა ვქნათ? ნუ იცინი მეთქი!
- ვიყოთ სამუდამოდ... ერთად და ბედნიერად, არ გინდა?
- თავს მოვიკლავ! - ამოიტირა საცოდავად.
- მიდი, აბა? - არ წყვეტდა დაცინვას.
ლიფტის კედელს მიყრდნობილი გულხელდაკრეფილი აკვირდებოდა პანიკაში ჩავარდნილს. უხდებაო, ფიქრობდა ღიმილით.
- ნუ დამცინი მეთქი! თორე გაიღვიძებს ჩემში ...
- ჩეკი ჩანი? - გაახსენა ბავშვობის ცოდვა.
- უარესი!
- შემეშინდა... დამიარა ჟრუანტელმა, ატყობ? ხედავ?
- მეშინია, სანდრო! არ გესმის? - სცემდა ბოლთას პატარა ლიფტში.
- მე მესმის, იმათ არა, - აიჩეჩა მხრები ჯაჭვლიანმა.
- ტელეფონიც არ იჭერს... რატო აიტეხე ამ შუა ღამეს სპაიდერმენი? დილით ვერ ვუყურებდით?
- ლიფტში შენ შემომიყვანე, სხვათაშორის.
- დამაბრალა ახლა მე! - ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან ელენა. - რა ვქნათ?
- ბოლოჯერ მეკითხები?
- მოგწონვარ ნერვებმოშლილი? გართობ? - ცეცხლი წაჰკიდებოდა ლამის.
- მე შენ ყველანაირი მომწონხარ, ელენა, - უყურებდა გაღიმებული. ეყრდნობოდა მხარით ლიფტის კედელს. - თორმეტი წრე დაარტყი, აღარ არი საკმარისი? ჩამოჯექი, რა.
- თავისუფლება ხო შემიზღუდე, ახლა ნაბიჯებიც!
- რომელი თავისუფლება?
- აქ რომ წამომიყვანე!
- შიშის ჰორმონების ბრალია, ვითომ? შენი სურვილით წამოხვედი, ელე-ნა!
- სიტყვებზე მეკიდები? - აღშფოთდა წამებში.
- შეშინებული და გაბრაზებული საინტერესო ნაზავი ხარ, იცი? - კმაყოფილი ათვალიერებდა განრისხებულს. - ვფიქრობდი სად გაქრა ის კარატისტი გოგონა, კლასელი რომ დაანოკაუტა მეთქი! აქ ყოფილაა... არ ინერვიულოთ.
- ღმერთო, მომეცი ძალა, რამე არ დავუშავო!
- გავიწიო, გინდა?
- გადი საერთოდ! - ამოიზმუვლა გაღიზიანებულმა. მიაყრდნო თავი ცივ კედელს. - სანდრო...
- გისმენ.
- რა ვ ქ ნ ა თ?
- მოვა ვინმე და გვიშველის, რატო ნერვიულობ?
- არ არის სანერვიულო?
- არანაირად! სანარვიულო იცი რა არის?
- რა? - ამოხედა ქვემოდან.
- არაფერი... საერთოდ.
- კაი? საერთოდ საერთოდ? - დაექაჩა თვალები.
- თუ გინდა ჩემზე ინერვიულე, მესიმოვნება, - გადახვია ხელი. მიიხუტა ზურგით.
- გავითვალისწინებ, ოდესმე.
- ახლავე დაიწყე! - აკოცა ნაზად.

- თქვენზე მითხრეს ლიფტში გაიჭედაო, მართალია? - გაჭედილ ლიფტთან ყურმიდებულო იდგა დაჩი სხირტლაძე.
- ეს კიდე მოვიდა! - აღმოხდა სანდროს სასოწარკვეთილო ღმუილი. - ხო გითხარი, არ გადამეყარო მეთქი, სხირტლაძე!
- რა გინდა, მიყურებ მერე?
- ნუ მესმის შენი ხმა! დაუძახე ვინმეს!
- ანუნაც მანდ არის? - გამოსძახა ელენამ. იმედი გაუჩნდა გადარჩენის.
- არიელის ბიუსტთან პოზირებენ ეგ და ნატუკა, დავუძახო, გინდა?
- ბიჭო, ლიფტიორს ან ვინმეს დაუძახე, ნუ დამაწყვიტე ნერვები!
- აა, დაგჭირდი? - ყველაზე კმაყოფილი იდგა ლიფტთან. - აღარ ხარ უძლეველი, სპაიდერმენ? გინდა ობობას მოგიყვან, ვაკბენინებ!
- ვაიმე, დაჩი, ძვალს არ დავტოვებ შენგან! - აღმოხდა მთელი დღის დაღლილს.
დაჩი სხრიტლაძით დაღლილს.
- კანიბალია, ტიპი.. - გადაუჩურჩულა ახლადმოსულ ანუნას, - სანდრო?
- რა გინდა!
- კრავთა დუმილი ნანახი გაქვს? მანდ რომ არის ჰანიბალი... ხალხს რომ ატყავებს, ხო იცი?
- მერე?
- რა მერე, ხშირად გაყურებინებდნენ ბავშვობაში?
- დაგმარხავ!
- აჰა, ხო გითხარი, ანუნა... საზოგადოებისთვის საშიშია ეს ადამიანი!
- დაჩი, დაუძახე ვინმეს, ხო იცი რომ არ შემიძლია დახურულ სივრცეში დიდხანს ყოფნა, - წუწუნებდა ელენა.
- ვინმეს ვის, ლენუ, სპაიდერმენი მანდ გყავს, არიელი და ნემო თქვენ არ გინდათ! - დადიოდა წინ და უკან ჯიბეებში ხელჩაწყობილი და ერთობოდა ყველაზე ხელსაყრელ სიტუაციაზე.
- არიელში რა უნდა ნემოს, გეძინა? - დაუცაცხანა კოპებშეკრულმა ანუნამ.
- ვაიმე, წავუძინე ცოტა, რა იყო, ანუნა, მამადლი?
- დაჩი მეთქი! - ლამის ღრიალი დაეწყო სანდროს. - გააკეთე რამე, ათი წუთია აქ ვართ!
- ბიჭო, ფინანსისტი ვარ, მარკშეიდერი კი არა!
- რა შუაშია? - გადაუჩურჩულა ანუნამ.
- ლიფტების დამმონტაჟებელი არ ჯდებოდა, ხო ხვდები.
- დაუძახე დაცვას, ან ვინმეს! ნუ მამეორებინებ! - ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდე ეცლებოდა ხელიდან.
- ელენა... უკაცრავად მერიჯეინ, ამდენ მეტა ვერსში ეს ნევროზიანი სპაიდერმენი სად ნახე? შეცვალე სასწრაფოდ! გავაღო პორტალი?
- გეყოფა დაჩი, ცოდოა, გააკეთე რამე, გამოიყვანე ლიფტიდან! - აწუწუნდა ანუნაც. ეცოდებოდა უკვე ელენა.
- გოგო, მე რა გავაკეთო, მაცადე რა.. შემარგეთ, სულ კი არ მაქვს ასეთი შანსი! - ქაქანებდა დაჩი.
- რა შანსი, ბიჭო!
- ეს რომ მყავს დაბმული და რასაც მინდა იმას ვეუბნები! ჩემი დროც დადგა... რატომ ჩაჩუმდით თქვენ? ვაიმე... გრეის ორმოცდაათ ელფერზე ხო არ იყვნენ, ანუნა?
- აქედან რომ გამოვალ დაჩი სხირტლაძე, ვერცერთი ტრავმატოლოგი ვერ აგაწყობს! - იმუქრებოდა ჯაჭვლიანი.
- „რატომ ბრაზობ, სოსო!“ - მიადო ყური ლიფტის კარს, - მოიცა რა... რომ გამოხვალთ მაგ სარკოფაგიდან, რონის პიცაზე წავიდეთ, კაი?
- ცოცხალი თუ გამოვალ! - ზმუოდა შეწუხებული ელენა. მის წრეებზე თავბრუეხვეოდა სანდროს.
- და ცოცხალი თუ იქნები შ ე ნ, აუცილებლად!
- რატო არ ეუბნები დარეკილი რომ გაქვს უკვე? - უჩურჩულა ანუნამ, ტელეფონზე საუბარს რომ მორჩა დაჩი.
- ინერვიულოს ცოტა ანუნა, ყველაფერი მე უნდა გასწავლო, გოგო? დაიკარგები ასე ცხოვრებაში... ჰოდა, რას ვამბობდი, რაო რა თქვით, რაზე ვზივართო? შემოგიგზვნოთ „პერედაჩი?“ რა გენატრებათ, აბა?
- დაჩი, შენ თუ ეს გაპატიო! - ელენას განწირულ ხმაზე ხმით გაეცინა დაჩის.
- ნახე, როგორ უცებ გადაიყვანა თავის ჭკუაზე.. ლენუ, დავრეკო ვიტოსთან? იცის კინოებში რომ დაძვრებით? სპაიდერმენებზე?
- დიდიხანია ჩამოხვედი რუსთავიდან?
- პითონი გამიზრდია უბეში... ასე მიხდი მადლობას? მადლობა ელენა!
- დარეკე!
- და დაგალაპარაკო მა-მა?!
- კაი, გეყოფა, უკვე! - ელენას გასაგონად დაუწყო ჩხუბი დაჩის, თვალი ჩაუკრა შემდეგ ფხუკუნით.
- აი, რატომ ავირჩიე ის... - შეყვარებული ღიმილით გადახედა ანუნას. გადახვია ხელი თავის შეყვარებულს. - ნატუკა სად წაიღე, გოგო? - გაახსენდა უცებ ჩაბარებული და.
- მანქანაზე ზის, ნუ გეშინია.
- რა მანქანაზე, ანუნა? - პანიკაში ჩავარდა უცებ.
- ვაიმე, სათამაშოზე დაჩი, რა გჭირს!
- დაჩი, იცოდე ყველას მოვუყვები მეორე კლასში რაც დაგემართა! - იმუქრებოდა ელენა დახურული ლიფტიდან.
- მე კიდე ყველას მოვუყვები ლამის ხალიჩაში რომ გადაგახვია ცერცვაძემ თორმეტლარიანი შაურმასავით! - არ დააკლო სხირტლაძემ. - მფრინავი ხალიჩით მოხვედით აქ, თუ მანქანით ხარ, სანდრექს, ჩემო ალადინო და ჯინის, ანუ ჩემო ძმაკაცო!
- ღმერთო, რა აუტანელი ხარ! ანუნა, ან ეს, ან მე! - ხელებს ურტყამდა ელენა ლიფტის.
- რა დაემართა მეორე კლასში? - მშვიდად ჰკითხა სანდრომ. მიეყრდნო ლიფტის კედელს და მიაჭირა ხელი შეტყობინების ღილაკს კიდევ ერთხელ.
- მასწავლებელს აუხსნა სიყვარული და იმან დასცინა! - მოახსენა ჩამშვები ბავშვივით თავდაჯერებულმა. - მოიცა, გავიხსენო...
- ელენა, ენას ამოგაძრობ! - აყვირდა დაჩი.
- ლექსი რომ წაუკითხე? ია ია დაგიკრიფე, მერე როგორ იყო? - იცინოდა ელენა. - თან მართლა დაუკრიფა!
- გეყოფა, შე ფალავანდიშვილო! - უხმოდ ყვიროდა დაჩი.
- ვინ გიყვარდა, დაჩი? მართლა გიყვარდა?
- ვინ მიყვარდა, ანუნა, ამ იესე ფალავანდიშვილს უსმენ?
- რა ლექსი, აბა!
- გაკვეთილს ვაბარებდი, რა სიყვარული, რა მანანა მასწავლებელი! - დაექაჩა თვალები სხირტლაძეს. - დავრეკე ლიფტიორთან, სანდრო!
- რაო, მერე?
- მივლინებაშია, ასე თვის ბოლოს ჩამოვა, დაბრძანდით, დაელოდეთო...
- აი, თქვენ? თქვენ ორი? აქედან რომ გამოვალ, არ დაგტოვებთ ცოცხალს!
- ნუ ღრიალებ გოგო, მოვიდა ლიფტიორი... უკაცრავად ბატონო, გიჟი ცოლქმარი არიან, ასე ყვირიან ოცი წუთია... ფრთხილად გააღეთ კარი, არაადეკვატურები არიან, რამე არ მოგხვდეთ.
- დაჩი! - გამაფრთხილებლად გაისმა სანდროს ხმა, - გაიქეცი, დაჩი!
- აი ხომ ხედავთ... - გულზე ხელდაკრეფილი აძლევდა რჩევებს შუა ხნის კაცს. - ხომ არ ჩავარდებიან? - აპანიკებდა ელენას.
- ელენა, არ უსმინო ამას, ხუმრობს ხომ იცი, - ამშვიდებდა მეორე მხრიდან ანუნა.
- რას ვხუმრობ, შეიძლება ვერ გამოვიყვანოთო, ასე თქვეს! თქვენ არ ინერვიულოთ, მანდ დაგწერთ ჯვარს.
- გეყოფა! - იდაყვი გაკრა მოცინარ დაჩის. უხერხული ღიმილით უყურებდა ლიფტიორს, სასიამოვნო ფიქრები რომ არ აწუხებდა დაჩისგან შეწუხებულს.
- ცოტაც და მთელი წლის გეგმას შევასრულებ, მაცადე რა, ანუნ. - მიეფერა სახეზე ანუნას, ბედნიერ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. უცნაურ თავისუფლებას ჰგავდა ყოველი წუთი. - პრინციპში, მაქსიმუმ ფურცელი შემოგიგზავნოთ ხელის მოსაწერად, ეს ახლი ლიფტები ხო იცი, კუბოებს ჰგავს!
- დამღალე!
- ზარმაცი რომ ხარ, იმიტომ ზიხარ მანდ... ჩასულიყავი ესკალატორით. ტყუილს ვამბობ, ბატონო? ... ცოტა გაწელეთ რა, გამოყვანის პროცესი, - უჩურჩულა ბოლო სიტყვები კაცს. - პატივისცემა ჩემზე იყოს, - მისცა აზარტი.
- მესმის სხირტლაძე! - ღრიალებდა სანდრო.
- ოჰ, სმენა კი ჰქონია განვითარებული! - ჩაიქნია ხელი დაჩიმ, ჩაუვარდა კოვზი ნაცარში. - გამოვა რამე ამ საქმიდან?
- გამოვა, ბატონო, გამოვა, - დაამშვიდა ლიფტიორმაც. - დაბრძანდით, დაელოდეთ.
- „გადავრჩენილვართ, მეგობრებო!“
- ლენ, კარგად ხარ? - წუხდა გულზეხელდაკრეფილი ანუნა, - გამოგიყვანთ მალე.
- დაჩი არ იქნება კარგად, მე რომ გამოვალ!
- შურიანო! დაიბოღმე ჩემს თავისუფლებაზე?
- ესეც და მორჩა... უკან დაიხიეთ, კარს გავხსნი და გამოხვალთ, - შესძახა ლიფტიორმა.
- სანდრექს, წამო ცხვარი დავკლათ! - დაუთბა ნახევრად გაღებული კარიდან დაჩი. ვიდეოს უღებდა ანუნა ნაომარ წყვილს.
- ეგ ცხვარი იქნები შენ, დღეს საღამოს რომ დავკლავთ ვიტოსთან, ეზოში! - დასამაგრებელს ჰგავდა სანდრო, ერიდებოდა ჯერ ხალხს.
- გოგო სპაიდერმენზე წამოიყვანა და გაშარა ეგრევე, ჩემი ბრალია რამე? - აღშფოთებას ვერ მალავდა დაჩი. - ხელი არ დამადო, კამერებია, გიჩივლებ!
- ენას ამოგაძრობ, წამოდი, წამოეთრიე! - ჩუმად ემუქრებოდა აცანცარებულს, გადაუხადა შემდეგ მადლობა ლიფტიორს.
- თქვენ!... - სადღეგრძელოს პათოსით დაიწყო დაჩიმ, მოუბრუნდა ლიფიტორს. - თქვენი სახელი, უკაცრავად?
- შალვა, ბატონო.
- თქვენ იხსენით ჩვენი ეპოქის ტრისტანი და იზოლდა, ბატონო შალვა! - ხელი დაგახვია დაჩიმ ლიფტიორს ისე, როგორც შეეფერებოდათ უახლოეს ძმაკაცებს. - თქვენი ნომერი ჩამაწერინეთ...
- რად უნდა! - ვერ ამაგრებდნენ სანდროს, - რა მოიგონა!
- მალე ქორწილი ექნებათ, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი საპატიო სტუმარი... კი, ბიჭის მეჯვარე მე გახლავართ! მეუღლეც წამოიყვანეთ, ბატონო შალვა. ხომ გყავთ მეუღლე? - ისმოდა დაჩის მოგუდული ხმა. მოშორებით მიაცილებდა ინსტრუმენტებიან კაცს.
- რა ქორწილი, გამოშტერდა ეს? - უარესი პანიკა დაემართა ელენას, - ანუნა, ჩაადუმე სასწრაფოდ! სანდრო უთხარი რამე!
- პირველად თქვა რაღაც ნორმალური, აცადე, ელენა! - კმაყოფილი იყო შესაძლო მომავლით ჯაჭვლიანი. - მეჯვარეობაზე არც იოცნებოს.
- სანდრო!
- რაო? - დაუთბა ხმა ღიმილიანს. გადახვია ხელი ელენას.
- შემეშვით! - იშორებდა მის ხელს უშედეგოდ, დანებდა შემდეგ.
- პატენტი პიტერა და მერიჯეინი... არა, ეგენი ცუდად ამთავრებენ, ჟასმინი და ალადინი იყავით, ხო? - მოდიოდა დაჩი როხროხით, - „გესთ ლისთს“ გახსნილად ვაცხადებ! „დენს ფლორსაც“ ჩემს თავზე ვიღებ!
- რა მეჯვარე, ბიჭო! ეგღა მაკლია! ეგღა მაკლია! - უქაჩავდა თვალებს სანდრო.
- მადლობის მაგიერია? უმადურო!
- ნერვებს მაწყვეტ მთელი დღეა, მადლიერი უნდა ვიყო?
- ქორწილის საქმეებს გიგვარებ, შე ალადინო, შე ნელო, შე .... დამეხმარე ანუნა, ხანდახან!
- რა უნდა?! - აღმოხდა ანუნას.
- მიიღებს, რაც უნდა! წამოდი დროზე, ზედმეტი არ მათქმევინო! - ხელს არ უშვებდა ელენას.
- როგორი მკაცრია... წამო, ანუნ, თორე კუთხეში დაგვაყენებს... ნატუკა არ დაგვრჩეს, გოგო!
- აქ ვარ, სხვათაშორის! - მიუახლოვდათ დაჩის ასლი, პატარა სხირტლაძე. - ანუნა, იმათ ყველას მოვუგე, საერთოდ ყველას!
- ჩემი დაა, ბიჭო! ჩემი ლუის ჰამილტონი!
- გითხარი ლეკლერი მომწონს მეთქი!
- ელაპარაკე ახლა ამას! წამობრძანდი სახლში! - დაუცაცხანა მასზე ბევრად პატარას, მუხლმდე რომ სწვდებოდა ლამის. - მომინდომა ლეკლერი, ათვალიერებს აქ ბიჭებს! ორმოც წლამდე ხმა არ გავიგო შენი!
- ე, აბა შენ რომ ანუნა გყავს? მე არ მინდა?
- ჯერ ერთი, მე არ ვყავარ! - შესწორა ანუნამ, - მეორეც, ნუ უსმენ ამას.
- ვითომ არ გამიგია! ჩავთვალოთ, რომ არ გამიგია არც ე რ თ ი სიტყვა, ანუნა! წადით ახლა, წადით!
- წავიდეთ პიცაზე? - ეღიმებოდა ელენას. ჩაეღიმა სანდროსაც.
- წამოდით!
- სანდრექს, მეჯვარე ვარ მე და რატო მეძაბები?
- მეჯვარე არა, შამფურზე წამოცმული ღორი იქნები შუა სუფრაზე, გაწყობს?
- ფუ, ფუ! შე კრავთა დუმილო! ყურებზე აიფარეთ ხელი, რა თქვა! ვეგანებო ყველა ქვეყნისა, გაერთიანდით!
- ვინ დამიპატიჟე ბიჭო, ქორწილში? - სიმწრით ეცინებოდა სანდროს.
- შალვა კვაშალი თავის მეუღლე ელისოსთან ერთად! რითი ხარ უკმაყოფილო?
- რა დავაშავე!
- შენ რა დააშავე, მე ვიკითხო, შენმა მეჯვარემ, რამდენი საქმე მაქვს! - ამოიოხრა დაჩიმ.
- ცოლი მოყავს? იმედია იცნობს იმ გოგოს! - დოინჯშემორტყმული იდგა ელენა.
- აჰა! გოგოც ჩემი დასათანხმებელი გახდა! - აღმოხდა ხელებაპყრობილს.
- იქ მისვლამდე სიტყვა აღარ თქვა!
- კაი, ჰო!
გადანაწილდნენ მანქანებში.
კმაყოფილი იჯდა დაჩი, ოცი წლის სიცოცხლე მოემატაო თითქოს.
- შევასრულე თუ არა, ანუნა? შევასრულე?! რამდენით შემაფასებდი, აბა?! მიდი, არ დამინდო! იყავი ყველაზე კრიტიკული, ყველაზე ობიექტური, ყველაზე დაჩი სხირტლაძის შეყვარებული! მიდი!
- ათიდან თერთმეტი იყავი, შენს თავს ვფიცავარ! - ეცინებოდა დვალიშვილს.
- მართლა? - გაებადრა სახე კმაყოფილებისგან.
- ხო!
- თორმეტი რატო არა, ანუნა, ჩემო წუწკო შეყვარებულო?! მაკლებ? მე?
- აუტანელო!


* * *

სიმართლე ელვის სისწრაფით მოედოთ ოჯახებს.
არ გადიოდა ხმები არსად.
ჩაიკეტა სამუდამოდ იმ ოთახში, იმ ადამიანებთან, რომლებსაც მიიჩნევდნენ ახლობლად.
არავინ იცოდა დაზუსტებით, რა მოხდა იმ დღეს.
არავინ იცოდა, ვინ იყო დამნაშავე.
მესხის ყურამდეც არ მისულა მისი ხელით მოშორებული გიორგი ჭონიაშვილის დაბრუნების ამბავი.
შიში ჯერ კიდევ არ მძვინვარებდა მის სხეულში.
უახლოვდებოდა ნელ-ნელა, ფეხდაფეხ.
დღეები დღეებს მიჰყვებოდა.
უსწორდებოდა ღამეს დღე.
გათენდა კიდევ ერთი.

ამოვიდა მზე იმ დღეს, როცა გარდაიცვალა ეკატერინა არაბიძე.
ტელევიზორთან იჯდა ნაკა.
ცნობილი ბიზნესმენის, მიხეილ არაბიძის ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალებას ყველა საინფორმაციო გადმოსცემდა.
მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი.
არავინ ამბობდა ახალგაზრდა ქალის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზს.
იცოდა ყველამ მიზეზი.
თავში იშენდა ხელებს მიშა არაბიძე, როცა გაიგო, საკუთარი ნარკოტიკით გარდაეცვალა შვილი.
კითხულობდა ლოცვებს, კარგად დავიწყებულს.
ვერ აცოცხლებდა უკვე ამქვეყნიდან წასულს.
აღარ ჰქონია მის იმპერიას ფასი.
აღარ ჰქონია მის სახელს გავლენა.
აღარც მის სიცოცხლეს ჰქონია აზრი.
„სიკვდილი ყველას ათანასწორებს.”
ჰგავდა წრეზე სიარულს.

- არაბიძის შვილი მოკვდა, - შეშფოთება და დაძაბულობა ერთდროულად ეტყობოდა ხმაში ნაკას. მიახალა მოულოდნელად კარში შემოსულ ვიტოს.
- გავიგე.
- ზედოზირებით, - მიყვებოდა ფეხდაფეხ მისაღებისკენ წასულს.
- მოსალოდნელი იყო, - არ შესცვლია დაძაბული გამომეტყველება.
დაჯდა დივანზე. ხელით ანიშნა, დამჯდარიყო მის გვერდით.
- სახლიდან არ გამოდისო არაბიძე.
- არც ჩემი გამოდიოდა, ნაკა, - შეეკრა სუნთქვა ნაკას, როცა გაიგო ვიტოს გატეხილი სიტყვები. აუხურდა სახე ანერვიულებულს.
- დამსახურებული სასჯელი რომ არის, ზედმეტად ცუდად ჟღერს?
- დამსახურებულად, უფრო.
- ნიკო მოკლა, - ამოიჩურჩულა. სივრცეს გაუსწორა ამღვრეული მზერა.
- ვიცი, - იყო დუმილით ნათქვამი თანაგრძნობაც.
- შენ? - ახედა უცნაურად შემოჭრილს, - რატომ ხარ აქ?
- ხვალ წვეულებაა, - გაებნა მზერა მაჭავარიანს. - ვახოს დაბადების დღე, კომპანიის...
- ვიცი... მეპატიჟები? - ირონიულად გაეცინა მის არეულ საუბარზე. აშკარა იყო, სხვაგან მიჰყავდა თემა.
- მოდიხარ ისედაც, - ჩაეცინა მასაც. გადააგდო თავი დივნის საზურგეზე.
მოხუჭა თვალები ოდნავ.
- გცოდნია... სხვა? - შეერია მოუთმენლობა მის ხმას, - ვიტო...
- ხომ იცი, რომ ... არაფერი იქნება მარტივი, - ორაზროვნად ჟღერდა მისი სიტყვები.
- ხო, ხვალ არ იქნება მარტივი დღე... - არ შეიმჩნია მისი სიტყვები, უპასუხა იმავე ტონით. გაეცინა ვიტოს. - რატომ იცინი?
- არ მიმჩნევ? - უყურებდა ქვემოდან იდაყვებზე დაყრდნობილი. - ლამაზი ხარ, ეგეთი... არეული თმა რომ გიხდება, უთქვამთ? - ათვალიერებდა სახლის ფორმაში გამოწყობილს. უსწორმასწოროდ დაჰყროდა მოშიშვლებულ მხრებზე ქარვისფერი თმა.
- რატომ მოხვედი!
- რაღაც უნდა დაგიბრუნო... - გაუცინა სუსტად. წამოდგა ფეხზე და ამოაძვრინა ჯიბიდან პატარა ნივთი. - მე ყოველთვის ვფიქრობდი შენზე, ნა-კა... როცა გეგონა, ვერ გამჩნევდი, მაშინ გაკვირდებოდი თურმე... ნახე, ეს მოგიტანე...
პატარა ვერცხლის სამაჯური იყო, ორი ვარსკლვავით და ლურჯი თევზებით.
აუწვა მოგონებებმა სახე ნაკას. ვერ აშორებდა არეულ მზერას.
- ... საიდან, - შეეკრა სუნთქვა მეორედ. ახედა ამღვრეული თვალებით უცნაურად მოღიმარს.
სხვანაირი, ჯერ არნანახი სითბო გამოსჭვივოდა ნაცრისფერებიდან.
არასდროს ენახა მისი ასეთი თვალები.
თბილი იყო ზედმეტად.

- მე არ მჭირდებოდა ვინმეს გამოყენება შენამდე მოსასვლელად, - ჩაეხლიჩა ხმა ვიტოს. შეეხო მის ხელს, ჩამოაყოლა თავისი და გაუთანაბრდა მაჯას.
გაუკეთა სამაჯური ძალიან ფაქიზად.
- მაგრამ არ მოდიოდი არასდროს... - დაჰიპნოზებული შეჰყურებდა მაჯაზე მოჩხრიალე ნივთს. პატარა, ლამაზ ვარსკვლავებს და უფრო პატარა თევზებს. დაცურავდნენ ღრუბლებში, ვარსკვლავებთან ერთად.
- ვარსკვლავებს უყურებდი ყოველთვის... დათვლა გინდოდა მათი, - არ იშორებდა სახიდან უცნაურ ღიმილს. სევდანარევი აღფრთოვანება იყო მასში. - ასამდე რომ ახვიდოდი, ბრაზობდი, ყველა რომ ჰგავდა ერთმანეთს.
- იყო რამდენიმე განსხვავებულიც, - დაეკარგა ხმა.
- სახელებს არქმევდი... თუ დამხვდებაო, მეორე დღეს... თქვენს კლასელს, მამა რომ გარდაეცვალა, გახსოვს, რას ეუბნებოდი? - არ აშორებდა ეშმაკურ, აბრჭყვიალებულ თვალებს, უძვრებოდა გონების ღრმა წერტილში თითქოს... - ცაში რომ აიხედავ, რომელიც გაანათებს შენთვის, ის არისო, ვინც გენატრება და შენთან აღარ არის... მათთან ლაპარაკი მასწავლე, იცი? ქვეყნიდან შორს, უცხო ქვეყნის ცაზე ვეძებდი ჩემს დაკარგულს... თბილისის ცაზე ვიპოვე ბოლოს.
- საიდან, ვიტო... - გამოეცალა ძალა. დაუსველა სახე ცრემლების წვიმამ. უყურებდა სევდისფერ თვალებში, სევდიანად მოღიმარს. ვერ აშორებდა თვალს.
- ხმამაღლა გიყვარდა ლაპარაკი... გისმენდით ხანდახან, მხოლოდ შენ არ გქონდა დაკვირვებული სმენა, - გაუცინა ლამაზად, ჩახედა თვალებში. - გაინტერესებს როდის შემიყვარდი?
- რა? - აერია სახე ბოლომდე.
- მეც მაინტერესებდა... ვეძებდი პასუხს. გითხრა, რა ვიპოვე? - დაუქნია თავი სუსტად. ვერ ამაგრებდა გამყიდველ ცრემლებს.
- ერთ დღეს... ბევრი წლით ადრე, გვიან ღამით, შადრევანთან დავინახე ერთი გოგო... მოჯადოებულს ჰგავდა, - წმენდდა გაყინული თითებით ლამაზ მარგალიტებს. ამღვრეული ჰქონდა თვალები მასაც. - თევზებს აჭმევდა... სულ დაუსველდა თეთრი, ლამაზი კაბა. ისეთი ლამაზი იყო, ვიდექი დიდხანს სიცივეში და ვუყურებდი... იმდენი ვარსკლავი უყურებდა, მე არ მინახავს ამდენი ერთად, იცი? არც მანამდე, არც შემდეგ. მაშინ ავიხედე ცაში პირველად ასეთი ინტერესით... თვლა დავუწყე... გავბრაზდი, რომ ვერ ავედი ასამდე. გავბრაზდი, რომ უყურებდნენ თამამად... მოურიდებლად... არ ერიდებოდათ არავის, არ აკავებდათ არავის მზერა... არც იმ გოგოს მამის, არც საკუთარის... იმ დღეს შემიყვარდი მე, ნაკა. იმ დღიდან გმალავ ჩემში ჩუმად. არ ვანახებდი საკუთარ თავსაც...
- ვიტო... - გაუშეშდა ყველა ნაკვთი. აემღვრა სახე. გაეყინა თბილი მკლავები. - თოთხმეტი წლის ვიყავი მაშინ, ვიტო... იცი, რამდენი ხანი გავიდა? რამდენი წელი...
- ვფიქრობდი ბევრს ეს დღეები... ვიხსენებდი ყველა დეტალს შენთან დაკავშირებულს. აქამდე მოვედი ბოლოს... ამ მოგონებამდე. არ ვიცი მანამდე რა იყო. არც მას შემდეგ. დამაგვიანდა ვიცი. როცა გავიზარდე... როცა მეგონა, შემეძლო... შენთან მოსვლა. თამამად. მაშინ მოხდა ის, რაც მოხდა... საკუთარი თავი შემძულდა, როცა გაბრაზება გავბედე შენთან. მაგრამ იცოდე... ყველა დანარჩენი იყო შენივე უსაფრთხოებისთვის. ამ პატარა სიმბოლური ნივთით მინდა დაგიბრუნო, გაჩვენო ის სიყვარული, რასაც გრძნობდა ის პატარა ბიჭი, ჩუმად რომ გათვალიერებდა, არავის რომ არ დაენახა, საკუთარ თავსაც რომ ვერ უტყდებოდა. ის მშიშარა, ყველასთან მართალი და შენთან ყველაზე არამართალი.
- სულ არ გეცოდები? - ამოიტირა საცოდავად. - სულ არ? რატომ მიმეტებ ამ სიტყვებისთვის... ხომ იცი შენც, უთქმელად... ხომ იცი, ყველაფერი, - ეფერებოდა ნაზად თავზე. ამშვიდებდა ანერვიულებულს ქალს, რომელიც აღარ იყო ბავშვი. - რატომ ხარ ასეთი? რა დაგემართა... როდის გახდი ასეთი ემოციური, მომკლა გინდა?
- სიკვდილი ვნახე სიცოცხლეში... ტყვია ვნახე უიარაღო... გინახავს შენ ასეთი რამე? - ახედა შეშინებული თვალებით. - შეცდომიანი ადამიანი ვნახე... დაგვიანებული პატიება... დაგვიანებული სინანული... ტალახში ჩათრეული ადამიანი ვნახე. პირველად შემეშინდა.
- რისი...
- დაგვიანების, შენთან. თვალებში ვუყურებდი. დაგვიანებული იყო მასში ადამიანიც, - ეჩურჩულებოდა. არ უშვებდა ხელს მის თმებს, ეფერებოდა ნაზად, დამამშვიდებლად. - დაგვიანებული იყო სიყვარულიც, ღმერთიც... გამახსენდა რაც მითხარი უშეცდომობაზე... პირველად შემეშინდა საკუთარი შეცდომის... არასდროს მიფიქრია რა მოჰყვებოდა ჩემს ნაბიჯს, პირველად დავფიქრდი მაშინ. რამე არასწორად რომ გამეკეთებინა იმ მომენტში, ჩათვალე, ვეღარასდროს მოვიდოდი შენთან... რომ მომეკლა, ვერასდროს ჩამოვირეცხავდი მე, მის სისხლს... თუნდაც დამნაშავის... უნდა მომეკლა მაშინ საკუთარი თავიც.
- რა იგრძენი? - აუკანკალდა ხმა. შიშით ჩახედა თვალებში.
- როდის?
- მის წინ რომ იდექი...
ჩამოწვა დუმილი. ჩაიხუთა ჰაერი. ღრმად სუნთქავდა ვიტო.
- ვუყურებდი დიდხანს ... ჩემს თავს ვეკითხებოდი, რატომ არ კლავ, რატომ გენანება...
- გენანებოდა შენი დის მკვლელი? - არ აშორებდა თვალებს - მისას.
- მენანებოდა მისი ბავშვობა. მენანებოდა ობოლი. მენანებოდა გაბოროტებული. ის, რაც მან გააკეთა... უკანასკნელია, ხვდები? აღარაფერია იმის იქეთ... ფსკერია. მენანებოდა, რომ გაიმეტა სხვა... უდანაშაულო, და გაიმეტა საკუთარი თავიც.
- შეგეძლო მოკვლა?
- მე ვერ გამოვუტან განაჩენს იმას, ვისაც სიკვდილი სიცოცხლეში აქვს ნანახი... ასეც რომ არ ყოფილიყო, იმ წამს, იმ ოჯახში, ჭიანჭველასთვისაც რომ დამედგა ფეხი, დანაშაული იქნებოდა ჩემი... უკანასკნელი ვიყავი ალბათ, ვისაც უნდა მოეკლა... ჩემს წინ ისეთი ხალხი იდგა. მე ისეთები ვნახე, ნაკა, მე მაგ დღეს ჩემი ტკივილით, არ ვიყავი არაფერი.
- ნანობდა?
- ნანობდა ვერ დაკმაყოფილებულ საკუთარ თავს. აჩრდილად დაჰყვებიან ცოდვები... მე ეს დავინახე მის თვალებში...
- აპატიებ?
- ჩემნაირები ეგეთებს ვერ პატიობენ, ნაკა. ეგეთებს ეგუებიან მხოლოდ. ღმერთმა აპატიოს... მე არ ვარ ღმერთი. მე ვერა.
- მაგრამ მაინც მიეცი მეორე შანსი... არ ჰგავს პატიებას? - გამოცდას ჰგავდა მისი სიტყვები.
- სხვანაირად, ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს.
გაუგო.
- შენ მაშინაც არ დაგიშვია შეცდომა, როცა ყველაზე მარტივი იყო დაშვება. რომ დაგეშვა, არც არავინ გაგკიცხავდა, მარტივად გაპატიებდნენ სხვანაირად მოქცევას... პირიქით... შეგაქებდნენ კიდეც, ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში აკეთებდნენ ამას... მაშინ, რომ მკითხე... ესაა პასუხი, - უყურებდა მოშორებით მდგომი. - არ გჭირდება არავის შექება. ისე იქცევი, რომ არ შეგიშალოს ხელი სუნთქვაში... ამიტომ არ შეგეშლება შენ არავისთან არაფერი.
მადლიერი უყურებდა.
მადლიერი, რომ არსებობდა ადამიანი, რომელიც უგებდა უსიტყვოდ.
არ სჭირდებოდა ახსნა.
არ სჭირდებოდა სირთულე.
ყველაფერი იმაზე მარტივი ხდებოდა, ვიდრე ოდესმე უარსებია სიმარტივეს.
- როგორია ის... გიორგი...
ფიქრობდა დიდხანს. როგორი იყო გიორგი?..
- ჩემი დის გვერდით რომ დაიმსახურებდა დგომას, - გაეღიმა ბოლოს. იპოვა სწორი პასუხი.
აეტირა ქალს.
- ბედნიერი უნდა იყოს, გიორგი, - დაამატა ვიტომ.
აეტირა უფრო მეტად.
- შეიყვარებს სხვას? - ვერც გაიაზრა რატომ დასვა ეს კითხვა. უფრო თავისთვის, ვიდრე საპასუხოდ.
- არ ვიცი... გიორგი იმსახურებს იყოს მამა... და შეყვარებული კაცი. თუ იქნება ოდესმე... მე მხარს დავუჭერ მხოლოდ. ყველას სჭირდება თავისი გადამრჩენელი.
- და თუ კვდება შენი გადამეჩენელი?
- რომ კვდება, რომ გტკივა, მერე გჭირდება გადარჩენა... მანამდე სიზამრია ყველაფერი. ლამაზი სიზმარი... უნდა გამოსცადონ თავიანთი წილი ტანჯვა, რომ მიხვდნენ, რამდენად უღირთ ერთმანეთი.
ჩააფიქრა.
- ყველას ხომ არ აქვს განსაცდელი...
- ჭირში უნდა იცნობდე ჯერ, ლხინში ყველას ყველა უყვარს, - გაეცინა თავის სიტყვებზე ვიტოს. - რაღაცას რომ გადალახავ მისთვის და ის - შენთვის, მერე შეგიძლია უწოდო სახელი შენს გრძნობას.
- ჯეინ ოსტინსაც კითხულობდი ჩუმ-ჩუმად? - სასაცილოდ აწკიპა წარბები, გაეცინა მასაც, - დარსიმდე რომ მიხვალ, დამირეკე.
- შენი გმირი გინდა ვიყო? - ახედა სასაცილოდ.
- მინიმუმ.
- აუზიდან რომ ამოგიყვანე, არაფერი?
- ელენამ გთხოვა!
- ჰო, ელენას რომ არ ეთხოვა, გიყურებდი როგორ ამოტივტივდებოდი მკვდარი თევზივით!
- ეჭვიც არ მეპარება, რომ გააკეთებდი!
- ჰო?
- ჰო.
- დარწმუნებული ხარ?
- ასზე უფრო მეტი პროცენტით.
- ვი მა ხსო ვრებ. დაგჭირდები. ბავშვს არ განახებ. ალიმენტს გადაგახდევინებ. დედობის უფლებას ჩამოგართმევ!
- სიცხე გაქვს? - მიადო ხელი შუბლზე. აკანკალებული, გაყინული ხელისგული.
- არა, გული მაქვს დამწვარი...
- დაისხი პანთენოლი.
- ძალიან რომანტიკული ხარ, იცი? უთქვამთ? ახ, ვინ გეტყოდა... - უყურებდა ცინიკური ღიმილით. ბავშვობისდროინდელს ჰგავდა იმწამს. ამჩნევდა როგორი მონდომებით ცდილობდა ქალი, დაემალა მისი სიტყვებით გამოწვეული ნერვიულობა.
- შენგან ვისწავლე!
- ყელში ამომადენ, ხო? - გაეცინა ვიტოს.
ბედნიერების უცნაური გემო იგრძნო, ჰგავდა თავისუფლებისას.
- რა თქმა უნდა.
- დიდ დროს ატარებ დაჩისთან!
- რა შუაშია?
- ეგ გასწავლის ეგეთებს! არ ვიცოდე მაინც.
- უფრო დიდ დროს გავატარებ, მაშინ, - გაუღიმა კმაყოფილმა.
- ჩემთან გაატარე, უფრო კვალიფიციური მასწავალებელი ვარ... მოგამზდებ შეღავათიან ფასად. გავითვალისწინებ რა ოჯახების ახლობლობას, მეგობრობას, მეობას. ჩემი დის კლასელი ხარ, ბოლოს და ბოლოს, - აწვალებდა განზრახ. ეღიმებოდა მის ბავშვურ, კოპებშეკრულ სახეზე.
ყველაზე ლამაზიაო, გაბრაზებული ჩემზე.

- მიბრძანდი ჩემი სახლიდან!
- არ დაგენახო ხვალამდე?
- არც ხვალ დამენახო!
- არ მოგენატრები მერე?
- ოთხი წელი არ მომიკლავს თავი, გადაგიტან როგორმე.
- გულს მტკენ!
- ვალიდოლი, ენის ქვეშ.
- მოგკლავ.
- ფსიქიატრი, კვირაში სამჯერ... არა, ოთხჯერ. ხუთსაც აიტან.
- თქვენთან ვივლი, კვირაში შვიდჯერ. მიმიღებთ?
- წა დი!
- როგორი უხეში ხართ პაციენტებთან. აუცილებლად დავწერ პოსტს სასოწარკვეთილ პაციენტებში.
- გეყოფა.
- არ მეყოფა, მაგრამ კარგი, გნებდები დღეს... სერიოზულად, მითხარი რას ხლართავ, - დაუსერიოზულდა სახე. კედელთან მიყრდნობილი აკვირდებოდა მის სახეს.
- ბატონო?
- დაგინახე როგორ გამოდიოდი სანდროს ბარიდან. რა ხდება, ნაკა? - მომთხოვნი ჰქონდა ტონი.
- გამოვდიოდი. მერე?
- მე მაინტერესებს ეგ „მერე.“
- არაფერია საინტერესო და განსაკუთრებული, - არ იმჩნევდა შინაგან ღელვას.
- დარწმუნებული ხარ? - ჩააშტერდა თვალებში.
- რა გინდა, ვიტო? - ამოიქშინა დაკითხვით დაღლილმა.
- უსაფრთხოება შენი.
- კარგად ვარ.
- ჯერ...
- ვინ უნდა მემუქრებოდეს მე?
- ხვალ რაც მოხდება, ხომ იცი... - გაფრთხილებას ჰგავდა მისი სიტყვები.
- ვიცი.
- ფრთხილად უნდა იყო.
- შენ უფრო უნდა იყო, - არ აშორებდა აელვარებულ მზერას.
- ნერვიულობ ჩემზე? - დაუთბა ხმა.
- არა! - ნიშნავდა კის. ჩაეღიმა ვიტოს.
- კარგია... - გადაუწია სახეზე ჩამოვარდნილი თმა ყურს უკან, - მესხი ადამიანი არ არის, ნაკა. მისთვის არაფერს ნიშნავს ემოციური საუბარი, სიკვდილი, ტკივილი... თვალწინ რომ მოუკლა შვილი, წარბსაც არ შეხრის. თვალწინ რომ აწამო ცოლი, ვერფერს იგრძნობს... მისთვის უცხოა ყველაფერი, რაც ჩვენთვისაა ნაცნობი, გესმის? არ მიუახლოვდე, არ გინდა. ვიცი, რასაც გრძნობ. ვიცი, რაც გინდა. ხომ იცი, რომ ყველაზე კარგად მე ვიცი? გინდა ჩახედო თვალებში... მაგრამ არ აქვს მის თვალებს ის ფასი, ჩახედვა რომ ღირდეს, დამიჯერე... ცარიელია. მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. ნიკოსთვის... ჩვენთვის... აუცილებლად. უბრალოდ ნუ ეცდები იმას, რასაც აკეთებ. დამიჯერე ცხოვრებაში პირველად.
- არაფერს ვცდილობ... და არც არაფერს ვაპირებ, საიდან მოიტანე?! - აეშალა სახე ნაკას. აუკანკალდა ხმა.
- როცა იტყუები წითლდები, - ხმით გაეცინა ვიტო. - ეგრე აწითლდი, მაშინ...
- როდის! არ ვწითლდები! - ინსტინქტურად ჩამოიყარა აბურდული თმა მოღალატე სახეზე.
- რომ გკითხეს, გიყვარდა თუ არა ვინმე. ყველაზე სასაცილო იყავი მაშინ.
- ძალიან სასაცილოა, ძა ლი ან. ყველამ ვიცინეთ, კარგი იყო. არ მიდიხარ?
- რატომ მაგდებ?
- ნერვებს მიშლი და იმიტომ!
- შენც მიშლი, მაგრამ მე ხომ არ გაგდებ, ნაკა, რა გჭირს, რა დაგმართნია... სტუმარი ღვთისაა, თუნდ მტერი იყოს შენი!
- აუტანელი ხარ, ზოგჯერ.
- არც შენ ხარ ატანვადი, მაგრამ გიტან და სულ აგიტან. სიკვდილამდე. სულ, სულ ბოლომდე.
- მე არ მეკითხები, მინდა თუ არა?
- ცოლობას რომ გთხოვ, მანდ დამიფიქსირე პასუხი. საკმარისი იქნება დადებითი.
- ეგღა მაკლია! - ამოიფრუტუნა სასაცილოდ.
- ცოტათი მართლა გაკლია, მაგრამ მე ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ. ესაა ნამდვილი სიყვარული, გესმის? შენც ხომ გიყვარვარ, მატყუარა ბავშვო?
- არა! და არ ვარ მატყუარა! საიდან მოგაქვს?!
- სულ ასე თუ აწითლდები, შეგიძლია დაუსრულებლად მიმეორო "არა," - გაუღიმა ლამაზად. მიეფერა სახეზე, აუბურდა თმები კიდევ უფრო. - ხვალამდე. არაფერი გააფუჭო. ნუ, ეცადე მაინც!
ჰგავდა სუნთქვას.
თავიდან.
ახლადნასწავლს.

უყურებდა დიდხანს ლამაზ სამაჯურს.
უსველებდა გამთბარ სახეს სუსტი ცრემლები.
ჩხრიალებდნენ ჩუმად თევზები.
ხმაური შემოიტანეს დადუმებულ სამყაროში თითქოს.
ანათებდნენ პატარა ვარსკვლავები მკრთალად.
სხვანაირად ლამაზი იყო ორი ცალი ვარსკვლავი, უდრიდა უთვალავს ერთად.
უკვე დათვლაც შეეძლო მათი.


* * *


დაძაბული იყო ჰაერი ბოლოჯერ.
ჭიანჭველებივით ირეოდა უამრავი უცნობი და უამრავი ნაცნობი დიდ, საზეიმოდ მოწყობილ ეზოში.
ემზადებოდა ვახტანგ მაჭავარიანი ბოლო სიტყვის სათქმელად.
მოთმინებით უყურებდა და აკვირდებოდა თითოეულს.
ელოდებოდა მთავარ სტუმარს.
ყველასგან მოშორებით, უცნობებს შორის იდგა გიორგი ჭონიაშვილი.
პალმის ხეები ფარავდა სახეებს.
ვერავინ ამჩნევდა მის გვერდით მდგომ აჩი ბერიძეს.

- ბოლო გასროლაა, - მიუახლოვდა უცნაური ღიმილით ვიტო ერთმანეთში აუღელვებლად მოსაუბრე მეგობრებს, - მზად ხარ?
- სხვა არაფრისთვის, ახლა, - ჩაეღიმა კმაყოფილს, - ჯერ არ მოსულა.
- მოვა.
- დარწმუნებული ხარ?
- იცის, რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, არ გამოტოვებს, - გაეცინა მშვიდად.
- მთავარია თავის ხალხთან მისასვლელი გზა ჩაეკეტოს. დაცვას არ იშორებს გვერდიდან, - ჩაერია აჩი. მოავლო მზერა ტერიტორიას კიდევ ერთხელ.
- ზუსტად ეგ ხალხი უღალატებს, აჩი, - მშვიდი იყო მაჭავარიანი, დაუკმაყოფილა შემდეგ მათ უსიტყვო ინტერესი. - ყველა საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს, ასეთია ცხოვრება... დაუნდობელი.
- ერთგული ძაღლიც არ შერჩება ეგეთ კაცს, - გაეღიმა სუსტად გიორგის, არ ეცვლებოდა მკაცრი, უემოციო სახე. - ზედმეტად დიდხანს ნუ გაჩერდები ჩვენთან, ყურადღებას მიიქცევ, - თვალებით ანიშნა უცნაურად გამოპარებული მზერების სიმრავლეზე.
- შუა ეზოში თუ არ ამატეხინებთ სროლებს, მოხარული ვიქნები, - მიუახლოვდათ გრაციოზული მოძრაობით დაჩი, გადახვია ხელი ვიტოს. - დაჩი სხირტლაძე, ვიტოს ძმა, მეგობარი, ტყვიის ტყვიაში ჩამჯენი და შესანიშნავი ადამიანი! - გაეცნო პომპეზურად. ჩამოართვა ხელი ორივეს. - ყველა თქვენ რომ გიყურებთ, ვერ ამჩნევთ?
- მართლა? - მოავლო გაკვირვებული მზერა ირგვლივ ჩამომდგარ ხალხს ვიტომ.
- ხო, აბა, პალმის ტოტები კი არ აინტერესებთ, წამოდი, - ჩაუკრა გიორგის თვალი. - ჰო, მართლა! ლენა გოთუა იყო დაინტერესებული პალმის ფოთლების სიჯანსაღით, დაელაპარაკე რა მერე, ვერ ვიშორებ, ვიტო!
- ლენა გოთუას რა უნდა აქ, ბიჭო? - დაექაჩა თვალები მაჭავარიანს.
- ვინაა ლენა გოთუა? - დაეძაბა ხმა გიორგის. ეჭვით გადახედა გარემოს.
- ჩვენი დამრიგებელი, ოთხმოცდაათი წლისაა, რა უნდა აქ, ხო არ გააფრინეთ? შენ დაპატიჟე, ხო?! დაჩი!
- გული არ ბერდება, ჩემო ვიქტორ! თან ეგ ტუსოვკებს არ მაზავს... იცით, რა ქალია, ლენა? მოდი, გავაცნოთ, რა.
- დაჩი, ისე მომშორდი და გამიყვანე აქედან, სადმე ეგ ქალი არ გადამეყაროს, გაფრთხილებ! - დაბალ ხმაზე ღრიალებდა ვიტო.
- უი, რომ მოდის უკვე?... - უდანაშაულო ღიმილი აიკრა სახეზე დაჩიმ და მხარზე ხელი დამამშვიდებლად მოუთათუნა. ლამის თავში ხელი წაიშინა ვიტომ, მისკენ მომავალი ქალი რომ შეამჩნია.
- ამის დრო არის ახლა, დაჩი?! - დაუქაჩა თვალები კმაყოფილ სხირტლაძეს, - მოკლედ, რომ მოვა შეამჩნევ, მეორე სართულზე მესამე კარი, - გააფრთხილა უკანასკნელად გიორგი და მათკენ მომავალ ტანდაბალ ქალს შეეგება.

- არ იცვლებით, ქალბატონო ლენა, - გალანტური ღიმილით გადაეხვია ქალს.
დაგმარხავო, ერთი კი გადაუჩურჩულა მის გვერდით ატუზულ სხირტლაძეს.
- ჩემო ბიჭო, ისე გამიხარდა დაჩიმ რომ დამირეკა! - გვერდით რომ მოიხედა, დაჩი უკვე გამქრალიყო. მხოლოდ გიორგის და აჩის ჩუმი ფხუკუნი ესმოდა აწიწმატებულს.
იქვე იდგა ნაკა, ელენასთან და ჯაჭვლიანებთან ერთად.
აპარებდა თვალს ვიტო მათკენ.
დაძაბულობა ეტყობოდა სახეზე გაბაშვილს.

- დამმალეთ! - მივარდა დაჩი შეკრებილებს, - შენი ფსიხი ძმა ცოცხლად დამარხვას მიპირებს!
- ნიჩაბს მე ვათხოვებ! - თვალი ჩაუკრა სანდრომ.
- შამპანურსაც წაგიქცევთ, არ იდარდო, დაჩი, ხიზილალასაც მოგაყრით გულზე, - ჩუმი ფხუკუნით აყვა სანდროს ოფიციალურად გამოწყობილი ლუკა ჯაჭვლიანი, არაფრით რომ არ ჰგავდა თავის ძმას.
- იი, მამა-შვილი ბაღაშვილი, ხუმრობაც ვიცით?
- რა მოხდა? - გაეცინა ელენას.
- ლენა გოთუა კაგებეშნიკი ყოფილა, იცოდოთ?
- ჰა?
- მხედრიონელიც რომ იყოს, თუ გამიკვირდეს, - ჩაეცინა ნაკას. - გახსოვს, თქვენი კლასელი მესამე სართულზე რომ ჩაკეტა და მეორე დღემდე ეძებდნენ?
- ნემსაძე, - ახარხარდა დაჩი და აიკაპიწა მკლავები უნაზესი მოძრაობით სენსაციური ამბის მოსაყოლად. - ჯერ ხო თმა არ დაუტოვა საწყალ ნემსაძეს თავზე, ყველა ფრჩხილში ნემსაძის თმა ჰქონდა გაკვეხებული, დეენემი რომ აეღო, შვილი აღმოჩენილიყო შეიძლება, მარა მესამე სართულზე, ფიზიკის კაბინეტში რომ ჩაკეტა და საერთოდ მაგარი! დაავიწყდა! ეგ იყო ჩვენი დროის სენსაციური მოვლენა. აი, მეთორმეტე საუკუნეში ხო იყო ვეფხისტყაოსანი, ოცდამეერთეში ნემსაძე რომ გამოკეტეს ქაჯეთის ციხეში და გამწარებული ეძებდნენ, ეგ! თან დედამისს ეგონა, გათხოვდაო და მამამისი გადატენილი კალაშნიკოვით დარბოდა ქალაქში, - ქაქანებდა დაჩი.
- სხვათაშორის მაგ დღეს გასკდა სკოლის სახანძრო კიბე სპორტის მასწავლებელმა რომ მოჭრა და ჯართში ჩააბარა.
- ვგიჟდები დეტალებზე ორიენტირებულ ხალხზე! ნაკა, ჩემი ძმა ხარ ბავშვის მონათვლის პერსპექტივით! - გადახვია ხელი საუცხოოდ გამოწყობილს. - და ისიც, სასწავლო ნაწილი და დირექტორის მოადგილე ერთად რომ დაძვრებოდნენ, ნემსაძემ დაინახა ფანჯრიდან და გამწარებულმა მოსდო მთელ სკოლას... ანუნა სად არის, ხალხო?

- უღრმესი მადლობა, დაჩი, სასწავლო ნაწილის სასიყვარულო ისტორიის მერე მაინც რომ გამიხსენე! მადლობა დიდი! - მიუახლოვდა ატმისფერ კაბაში გამოწყობილი ანუნა. შეუცვალა სახე თბილმა ღიმილმა სხირტლაძეს.
- შემასვენე, გოგო, ცოტახნით, მაფიქრე სხვა რამეზეც, - წამოადგა თავზე ღიმილით.
- როგორი ნერვებისმომშლელი ხარ! - ჩაიქნია ხელი და მოსვა შამპანური.
- ნამდვილად! - აყვა სანდრო.
თავი დააქნია ყველამ სათითაოდ.
- ესენი კაი, შურიანები არიან, შენ რა გჭირს, ჩემო მზის სადარო და დამაბრმავებლად გაღიზიანებულო?
- ფუ, აი!
- არ გიჭამია ხო, არაფერი? - ჩაეკითხა დაჩი. ჩაეღიმა ყველას, - მოდი, მე შენ რა გაჭამო, - გადმოუღო პატარა თეფშზე რამდენიმე ბრუსკეტა.
- ნუ მიახლოვდები ზედმეტად, მამაჩემიც აქ არის და გვიყურებს, სხვათაშორის!
- მოდი, დაჩი, მე გაჭმევ, ცუდად გიყურებს მა-მა, - მხარზე გადახვია ხელი სანდრომ. გაეცინა ყველას.
- ამათი სასაცილო გამხადე, გოგო? ჩემო მზის სადარო და...
- აღარ გააგრძელო, თორე კარაქის დანით დაგჭრი დაჩი სხირტლაძე!
- ჩემი ველური, ჩემი ლალი მოროშკინა! - გადაუსვა თმაზე ხელი ნაზად. - გამაცანი, მა-მა, ხო?
- მე შენს ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი, - დაბალი ხმით უთხრა სანდრომ. წამებში დაეძაბა თვითკმაყოფილი სახე დაჩის.
- ხო? რატო?
- მშობელი დაგჭირდება, რა.
- კი, უეჭველი, თენგოა მოსაყვანი, - აყვა ლუკაც.
- რატო, ბიჭო, რატო!
- დადასტურება დასჭირდებათ.
- რისი? - დაეძაბა სხეული სხირტლაძეს.
- შენს სიტყვას ვერ ენდობიან, ხო გესმის, მშობელმაც უნდა დაადასტუროს... მართლა ეგეთი... ჭკუანაკლული რომ ხარ.
- ფუ, შე გროტესკულად ბანძო! - აყვირდა სხირტლაძე. - დადგება შენი დროც, მაცადე, მა ცა დე! შენს ქორწილში ადრიანო ჩელენტანოს და დალი ჩხეიძეს სუზანა თუ არ ვამღერო დუეტში, მე არ ვიყო დაჩი თენგიზის ძე სხირტლაძე!
- ქიმიის მასწავლებელი დალი? დაფასთან რომ გამღერებდა ხოლმე, ეგ დალი? - ვერ იკავებდა სიცილს ნაკა.
- მენდელეევის სწავლას არ სჯობდა სიმღერა, გოგო?! რას იძახი! სმენა ჰქონდა ასიანი, დალიკოს!
- კი, იმიტომ გამოგაყოლა საშემოდგომო.
- აი, რა გამიხსენა?! ბულბულივით ვგალობდი, სხვათაშორის!
- მადლობა თქვი, შენ თუ მოხვდი სტუმრების სიაში, დაჩი სხირტლაძე! - ჩაუკრა თვალი ჯაჭვლიანმა. თამამად გადახვია ხელი ელენას.
- მეჯვარეს რა უნდა სიაში? არ ჩამწერო, თავი არ მოიჭრა!
- ი ო ცნე ბე! - დაუმარცვლა ირონიული ღიმილით. - ანუნ, როგორი მამა გყავს, მკაცრია? - გადახედა თვითკმაყოფილი ღიმილით სანდრომ.
- ნუ, ზოგადად არა! დაჩისთან შეიძლება...
- ჰო? - ჩაეკითხა დაჩი. - რატო, გოგო, არ იცის ვინ ვარ?
- რომ იცის, იმიტომ, დაჩი!
სიცილის ტალღამ გადაუარა ყველას.
- თუ ძაან გაჭედა, იცი, რა ჰკითხე? - არ ისვენებდა სანდრო.
- ჰა, მიდი, თქვას, აცადეთ... გაიხაროს გული, სანამ დრო აქვს და ისვენებენ ჩემი იუმორის ღმერთები... ღმერთებსაც სჭირდებათ კვირაობით დასვენება!
- ჩაისვი მანქანაში და ჰკითხე "ხე დარგული გაქვს, თენგიზ?"
- უხ, შენი! მე არ ვიყო დაჩი სხირტლაძე, შენ თუ ძმრად არ ამოგადინო ყველა სიტყვა სათითაოდ და ერთად! - იმუქრებოდა დაჩი მანამ, სანამ თავზე არ წამოადგა ერთიანად აწითლებული ვიტო.

- ლენა გოთუა რატომ დამიპატიჟე, დაჩი სხირტლაძე! დაგაცალო გინდა ძვლები?
- გაგართე, უმადურო!
- დაგლეწავ, ბიჭო! ნახევარი საათი მელაპარაკა თავის ყოფილ ქმარზე, ნორმალური ხარ?
- უი, გაშორდა?.. რატო, კაცო!
- მომშორდი! აღარ დამენახო, იცოდე.
- ისა და... შენ რა სახე გაქვს, ბიჭო, დანებდი უკვე ლენას? სად არის ამ დროს გაბაშვილების შტოს წარმომადგენელი?!
- ფუ, დაჩი! - წამოიყვირა ანუნამ.
- გაიტანეთ ეს, სანამ შევღებე წითლად!
- ყველა მე მემუქრება, ატყობთ? იაზრებთ? ცუდს რად უნდა მტრობა, კარგია მუდამ მტრიანი! ვაჟა მაინც არ წაგიკითხავთ, ფშაველა, თქვე ორკლასიანებო?
- ჩაადუმეთ!
- კაი, მე გავჩუმდები, უკეთეს რას მოისმენთ, საინტერესოა! მიდი, ჰა, გელოდებით...
- ანუნა, წაიყვანე მამაშენთან, საერთოდაც წაიყვანე, გატანთ, სულ შენი იყოს, წაიღე! - საფეთქელს იზელდა მათი დიალოგით დაღლილი ელენა.
ოდნავ მოშორებით იდგნენ ნაკა და ლუკა ჯაჭვლიანი.
არ გამორჩენია ვიტოს მათი თვალებით კონტაქტი.
არც ჩუმი, დაძაბული საუბარი.
მიუახლოვდა მათ.
თვალებით ჰკითხა მიზეზი.
- რა? - დაიძაბა ნაკა. დაეჭიმა სხეული დაჟინებულ მზერაზე.
- რას აკეთებთ, თქვენ? - გამოკვეთა ბოლო სიტყვა. ეჭვით აათვალიერა ორივე. მიხვდა, ნაკა გაბაშვილი ასე იოლად არ გაჩერდებოდა. არც მის სიტყვას დაემორჩილებოდა.
- მესხს სერვერი გავუტეხეთ! - საზეიმოდ გამოაცხადა ლუკამ, კმაყოფილი სახით გადახედა ხველა ატეხილ ვიტოს, პირდაღებულ დაჩის და სიბრაზისგან აპიპლიპებულ სანდროს. - ნუ... ჰო... იდეა ნაკას იყო! - გადააბრალა მის გვერდი მდგომს.
- შესრულება ამის! - არ დააკლო ნაკამ.
- ჰო, წერა მე ვიცი, კითხვა ამან! - საეჭვოდ ჩამოწოლილ დაძაბულ დუმილს უმცროსი ჯაჭვლიანის ფხუკუნი არღვევდა. - რა სჭირთ, ნაკა?!.. რატო არ ეცინებათ? ხო მაგრად ვთქვი, ისე?
ერთი ამოიხორა ნაკამ.
უსაშველო სიჩუმე იყო ჩამოწოლილი ქარიშხლის წინ.
- რაო? - ამოიხრიალა სანდრომ, - რა თქვა?!
- ძაან კაი რამე ვთქვი! - აართვა შამპანურის ჭიქა მიმტანს. - გაგვიმარჯოს და რავი, კარგად ვიყოთ, ჯანმრთელად, ბედნიერად, დიდხანს! ხო, ნაკა?
- ლუკა? - ხმით იცინოდა დაჩი, - ჰა-ჰა-ჰა! პელე ხარ, ბურთის, მოედნის და ფეხბურთის გარეშე!
- რა გაცინებს? - ნაპერწკლებს ისროდა თვალებიდან ვიტო.
- გააფრინეთ? - გამოსცრა უფროსმა ჯაჭვლიანმა. - რა ქენი, ბიჭო? აგიწიო გინდა ყურები?!
- ეე, ჭიკარტა ნახე? დაგძირა, სარდიონ! დაგაგდო იპონზე! თან ხო გაგიგია, ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასაო!
- დაჩი, დაეგდე და ჭამე ხიზილალა... ბიჭო, ხო გაგაფრთხილე შეეშვი-მეთქი, მაგ საქმეს! ათასჯერ გითხარი!
- მამას არ უთხრა! - მშვიდი იყო უმცროსი.
- ჭიკარტ, მამიკოს გეშინია? - აგრძელებდა დაცინვას დაჩი.
- არა, ბიჭო, ბანკის გატეხვა არ მომთხოვოს, აპასნია, აკო! და ნუ მეძახი ჭიკარტას, შე შპილკა!
- ოე, ბავშვი! უფროსებთან სიტყვები დამწმინდე! - გაეჭიმა სხირტლაძე. - კაი, მოყევით ახლა, გამელია სული! ისედაც გამდის, ისე მიყურებს სიმამრი!
- არ არის ჯერ! - წაისისინა ანუნამ.
- რაღა დარჩა რო!
- გაცნობა, ბეჭედი, თანხმობა, ქორწილი!
- მოდი ჩვენ ბოლოდან დავიწყოთ, კაი? - უჩურჩულა ყურთან. ჩაუკრა თვალი აწითლებულს.
- რა ჯანდაბა გააკეთეთ! - ღრმად ამოისუნთქა ლარივით დაჭიმულმა მაჭავარიანმა. ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს, რომელიც თვალებში ჩამდგარი ნერვიულობის მიუხედავად, არ აშორებდა მტკიცე მზერას. - რა გააკეთე, ნაკა!
- ის, რაც უნდა გამეკეთებინა, - მშვიდი და ემოციებისგან დაცლილი იყო მისი ხმა. არ აშორებდა ანთებულ ნაცრისფერებს თავისას.
- იაზრებთ საერთოდ, რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს დაუფიქრებელ ნაბიჯს? - ამოიქშინა ვიტომ. ბასრი მზერა შეავლო ორივეს.
- რატო დაუფიქრებელს, იცი, რამდენი ვიფიქრეთ? - შეურაცხოფილად იგრძნო თავი ლუკამ.
- დროზე მომიყევით რა გააკეთეთ, ნერვები არ მომიშალოთ! - დაუქაჩა თვალები დასჯილი ბავშვივით ატუზულებს.
- ღმერთო, შენთან საუბრის დროს თავის ტკივილის წამალი რომ უნდა წამოვიღო, სულ მავიწყდება! - ამოიხორა თვალების ტრიალით ნაკამ.
- ჰა-ჰა! ნაკა, გაგიზავო ნიმესილი?
- დაჩი, ნუ ცანცარებ!
- კაი, ჰო. - მიჩუმდა ცოტახნით დაჩი.
- მიდი, ლუკა, - ახედა იმედიანი თვალებით ლამის სცენაზე გამოსასვლელად მომზადებულ ჯაჭვლიანს.
- ვეცდები ძალიან გრძელი ამბავი ძალიან მოკლედ მოვყვე, ოღონდ ერთ ხმაში ნუ ღრიალებთ რა, ეს ძმაკაცები, - მობეზრებული სახით გადახედა სანდროს და ვიტოს უმცორსმა ჯაჭვლიანმა, - ჩემი მეგობარი, რეზი ჯანაშია, წლებია ემტერება ზვიად მესხს, - დაიწყო მშვიდი, აუღელვებელი ტონით ლუკამ, - ემტერება კიდე მსუბუქი ნათქვამია... მამამისის თემაა, მესხთან მუშაობდა რვა წლის წინ. ყურმოჭრილი მონა რომ არ გახდა მისი, ციხეში გაუშვა, წამალი ჩაუდო. მოკლედ, გრძელი ამბავია...
- მოიცა, ეს ის რეზია, ბარში რომ მოიყვანე, ქალბატონო?! - ეჭვით გადახედა დაჩიმ.
- რა მნიშვნელობა აქვს არ ვიცი, მაგრამ კი, ეგაა, შერლოკ ჰოლმს!
- დამატებითი ინფრომაცია არასდროსაა ზედმეტი!
- გააგრძელე! - დაუბრიალა თვალები სანდრომ.
- რეზიმ იცოდა, ნარკორიკებით რომ ვაჭრობდა მესხი არაბიძესთან ერთად, მაგრამ არ იცოდა როგორ გამოეყენებინა ეს ამბავი სათავისოდ... ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, კარგებო და ლამაზებო, როგორც მოგეხსენებათ, ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია და ჩემი მეორე მეგობრის მტერი ჩვენი საერთო მტერია! რეზის გავაცანი ნაკა და მოიფიქრა გენიალური იდეა და მეც, ეს უმწიკვლო, სუფთა და ყოველ შემთხვევაში, იმ დროისთვის გამოძინებული, ჩამრთო საქმეში! ყოველთვის მავიწყდებოდა მადლობის თქმა...მადლობა, ნაკა, თეთრად გათენებული ღამეებისთვის!
- ნუ ცანცარებ, ლუკა! - დაუცაცხანა მაჭავარიანმა. - გააგრძელე!
- ნახე რა მხატვრულად მოყვა, ნავარჯიშებია, უეჭველი! - დასცინა გულზეხელდაკრეფილმა დაჩიმ.
- ნარკოტიკების თემა ყველაზე გამოსადეგი იყო ჩვენთვის... - დაბალი ხმით გააგრძელა ნაკამ. - ისიც გავიგეთ, რომ ალკოჰოლთან ერთად შემოჰქონდათ საზღვარზე, ამიტომ ვცდილობდით მესხის ალკოჰოლური სასმელების კომპანიის „როიალ ჩელენჯის“ სერვერთან დაკავშირებას და სრულიად შემთხვევით, როგორღაც, ლუკამ მოახერხა...
- შესწორება! როგორღაც და ეგეთები აკადრე ზვიადას და მისნაირებს! აქ მე ვარ ყველაზე ძლიერი!
- როგორღაც! და მართლა როგორღაც მოახერხა! კიბერ შეტევაზე არც უფიქრიათ აქამდე, იმდენად დაუცველი ჰქონდათ ქსელი...
- ძაანაც დაცული ჰქონდათ, რა! მე ვარ მეთქი ყველაზე ძლი...
- მაგ დროს დავრწმუნდით, რომ სუსტი წერტილი მიუწვდომელ ადგილებში არ უნდა ეძებო... ზოგჯერ ყველაფერი ზედმეტად მარტივია, - ჩაილაპარაკა ნაკამ.
- გამაუფასურა! - ამოიოხრა ლუკამ და გადაკრა შამპანურით ნახევრად სავსე ჭიქა ბოლომდე.
- ყველაფერი მანდ აქვთ განთავსებული, ყველა მიმოწერა, შეთანხმება. დარღვეული კონტრაქტები, გათეთრებული ფული... განსაკუთრებით ხელჩასაჭიდი მათი და ვინმე ბორისის მიმოწერა იყო ტვირთზე... როგორ ელოდებიან ახალს, როგორ აპირებენ თავიანთ და პარტნიორ კლუბებში გასაღებას...
- მისნაირ ადამიანებს, რომლებიც თითქმის იმპერიებს ფლობენ, ასეთი მცირე უზუსტობა ეპარებათ და თავზე ენგრევათ ყველაფერი, - უდარდელად ჩაილაპარაკა ჯიბეებში ხელჩაწყობილმა ლუკამ.
- რა ხდება, ბიჭო, „ბაევიკში“ ვართ?
- დადუმდი დაჩი ცოტახანს... აიღებს ვინმე თქვენზე ეჭვს? - დაეძაბა ხმა ვიტოს. გულუ დარტყმებს ტოვებდა, ყველაზე უარესის წარმოდგენისას.
- ესენი თუ გასროკეს და მოგვიწია პერედაჩებით სირბილი! - ვერანაირი ძალა ვერ აკავებდა დაჩის. დაუბრიალა ყველამ ერთად თვალები. - მაცადეთ რა, სადღა ვნახავ ასეთ შანსს მეორედ!
- რა თქმა უნდა, ასეთ დროს რისკი ყოველთვის არის... მაღალი იყო გამოჭერის ალბათობა, მაგრამ ასეთი ადამინები სიმარტივეში იჭრებიან ყოველთვის, - ჩაეცინა ლუკას. - ალბათ, მის საძინებელს სამი კაცი იცავს მინიმუმ, მაგრამ ხომ ხედავთ, ქსელის დაცვაზე სამას ლარად ამუშავებს სტაჟიორს.
- იქ არის სისუსტეები, სადაც ხელი მარტივად მიუწვდება ადამიანს... ჩვენ ვართულებთ ხშირად.
- პაზლის აწყობას შუა გულიდან თუ დაიწყებ, უფრო სწრაფად მიაღწევ ჩარჩომდე, - ჩაეღიმა ელენას. მადლიერი ჰქონდა მზერა, უფრო ყველაფრის გამო.
- ახლა? - მომლოდინე თვალებით მიაჩერდა სანდრო ძმას.
- მესხის მოსვლას ველოდებით. ისე უნდა მივიდეს ეს ამბავი პრესამდე, ზვიადმა მოგვიანებით გაიგოს. გამსკდარ ამბავს ღმერთიც ვერ დააკავებს, - თვალი ჩაუკრა ლუკამ.
- რომ არ მოვიდეს, გთხოვთ ეკრანზე გაუშვათ directed by robert b weide! - ფხუკუნებდა დაჩი.
- მტერი ხარ? - დაუქაჩა თვალები ანუნამ.
- მოყვასად თქვენ არ მიყენებთ და გადავალ მესხის ფანკლუბში!
- გაუშვით!
- მე ვთხოვ მესხს!
- კი, რა, სულ წაიღოს!
აყვნენ ერთმანეთს.
- კაი, მწყინს უკვე...
- „რატომ ბრაზობ, სოსო!“ - გაუხსენა ძველი ცოდვები ეშმაკური ღიმილით სანდრომ.
- შე ორიგინალურო! გეუბნები, ჩაეწერე მეთქი „დე“ ვიტამინის და კრეატივის ანალიზზე! დეფიციტური ხარ, შე ცოდო!
- კაი, გეყოთ უკვე! ლუკა, აკონტროლებ?.. - მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ვიტომ ჯაჭვლიანს, რომელმაც თვალებით ნაკასკენ ანიშნა.
- მე დასრულებული მაქვს მოღვაწეობა... მიმართეთ პრესცენტრს!
- წამომყევი, - ჩასჭიდა ხელი ძლიერად ქალს. - თუ გამოჩნდა, ზარი... - გააფრთხილა დაჩი და სწრაფი ნაბიჯებით წაიყვანა გაჯიუტებული.

- გამიშვი! - ვერავინ იფიქრებდა რა ცეცხლი ტრიალებდა მათში, იმდენად მშვიდი, მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდნენ სახლის დაცლილი კუთხისკენ.
- ჯანდაბა... - მღელვარების ნოტები შეერია მის ხმას. - ყოველთვის ახერხებ ჩემს შეშლას! - უცნაურად არეული მზერით აკვირდებოდა ქალს, რომელიც არ აშორებდა ანთებულ თვალებს.
- კომპლიმენტად მივიღებ! - უპასუხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. არ აშორებდა თვალს.
- რატომ არაფრის გეშინია, ნაკა? - უჩვეულოდ მშვიდი და მომთხოვნი ჰქონდა ტონი, - არ მქონია იმედი, რომ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებდი, მაგრამ საკუთარ თავზე... საკუთარ სიცოცხლეზე ოდნავ მაინც რატომ არ ფიქრობ?
გაუჩერდა გული მის მზრუნველ, თბილ, გატეხილ ხმაზე.
არასდროს რომ არ ყოფილა ასეთი.
- ყველაზე ნაკლებად მადარდებს! - ჩაილაპარაკა ჩუმად, რომ არ გაეყიდა ემოციებს.
- მე?!
- რა? - დაბნეული მზერა მიანათა მის ანთებულს.
- შენს თავზე ოდნავ უფრო, მე გადარდებ? - არ უშვებდა ხელს. არ აშორებდა მზერას. პირველად ხედავსო თითქოს მის გრძელ წამწამებს, მის ლამაზ სახეს.
- რა... რატომ მეკითხები, რა არის, ვიტო!
- მიპასუხე! ყოველთვის ჩემგან მოითხოვ გულწრფელობას, იყავი შენც პირველად, - აუწვა სახე მისმა სიმართლემ. ვერ მიხვდა, აწყენინა თუ გააბრაზა.
- მადარდებს! - დაუყვირა ლამის. გააშვებინა ხელი, მაგრამ დაუჭირა ისევ. მიეფერა სუსტად სახეზე.
- თუ გადარდებს, იზრუნე შენს თავზე პირველად. ნუ ექცევი დაუფიქრებლად ... ნუ რისკავ, ნუ ეთამაშები! იცოდე, მე არ მიღირს ჩემი უშენოდ! - გამოკვეთა ბოლო სიტყვები. ჩაეხუტა ემოციებისგან აკანკალებულს პირველად, - ლამაზი ხარ, უსაზღვროდ. ბოდიში, რომ პირველად გეუბნები დღეს, - გაუღიმა სუსტად. დიდხანს დაგუბებულმა, შეკავებულმა ცრემლმა მაინც გაიკვლია გზა ნაკას სახეზე.
მოსწმინდა ხელის ნაზი მოძრაობით.
მიეფერა კიდევ ერთხელ და დაუტოვა ტუჩების კვალიც იქვე.
გული გაუჩერდა ვიტოს წარსულის შესაძლო გამეორებაზე.
გული გაუჩერდა მისთვის ძვირფასის დაკარგვაზე.
ეს არც თამაშია, არც მეორედ ცდა.
ეს ცხოვრებაა, რომელიც მეორედ აღარასდროს დადგება.
ცხოვრებაა, რომელსაც სჭირდება შენარჩუნება.

- ვერ ვუყურებ მშვიდად... ხომ იცი, რომ ვერ.
- შენი გარისკვის გარეშეც მოეკითხებოდა მესხს, ესეც ხომ იცი... სხვა არაფერს ვგეგმავთ და ვცდილობთ ბოლო წელია, მაგრამ რაც თქვენ გააკეთეთ, ბევრად გაამარტივებს საქმეს დღეს.
- ჩემი პასუხისმგებლობა იყო, ისევე როგორც შენი, ისევე როგორც რეზის. გითხარი ადრეც, მე ვერ მოვკლავ ჩემი ოჯახის მკვლელს, მაგრამ არც მშვიდად ვუყურებ, როგორ ირგებს ცხოვრებას სათავისოდ... უნდა დაისაჯოს, უნდა აგოს პასუხი თავისი წილი ცოდვებისთვის.
- აგებს. დღესვე, - ბავშვობა მოაგონა მისმა გაბრაზებულმა, ცეცხლივით აალებულმა სახემ. გაეღიმა და უთხრა დამაჯერებელი, მშვიდი ხმით ბოლოს. - უბრალოდ დამელოდე.
- გელოდები.
- მართლა? - აენთო თვალები სხვანაირად კედელზე მიყრდნობილს. - სულ?
- მაქსიმუმ ხუთი წუთი და ორმოცდაცხრამეტი წამი დაგელოდო, "ლურჯ ვარსკვლავში" რომ დამპატიჟებ, ხვალ.
- ექვსი რატო ვერა? - გაეცინა.
სხვანაირი იყო სუნთქვაც.
- არ მიყვარს ექვსიანი.
- საერთოდ?
- ერთად ყოფნის ექვსი თვის თავიც არ მომილოცო.
გაუჩერა თითქოს გული.
შედგა ადგილზე.
არ შესცვლია მზერა - მოღიმარი.
- არც წლის? - არ აშორებდა თვალს.
- არც წლის.
- არც მეექვსე სტუმარი, ქორწილში?
- მეშვიდედ ჩაწერე.
- მეხუთეს მერე მეშვიდე პირდაპირ?
- ხო, რა.
- მეექვსე თვეში რომ იქნები?
- მეოცე კვირაა.
- ოცდაექვსის რომ გახდები?
- ეგ იყოს, ორიანი აქვს წინ.
- ჩვენი შვილი ექვსის რომ გახდება?
ჯადოსნურს ჰგავდა "ჩვენი".
სასწაულს - "შვილი".
- ხუთი წლის და მეცამეტე თვის დაბადების დღე აღვნიშნოთ, მაშინ.
- მომწონს.
- რა? - შეანათა დამრგვალებული, გამთბარი თვალები.
- მომავალი.
უღიმოდა თვალებიც.
გაჩნდა სიცოცხლის ნაპერწკალი მათში თავიდან.
უღიმოდა სახე.
სუნთქვას ჰგავდა,
ახლად ნასწავლს და შეჩვეულს.
სიმსუბუქეს ჰგავდა,
მონატრებულს და უცხოს.
უსიტყვოდ გადაწყვიტეს ერთმანეთი იმ დღეს და კიდევ უფრო ბევრი წლით ადრე.

- მიყვარხარ, არ დაგავიწყდეს, - აკოცა თავზე. დააჩერდა ზემოდან თბილი ღიმილით.
- მოუფრთხილდი!
- აუცილებლად, პატარა ნაკა! - დაჰკრა თითი ცხვირზე.
- დაიწყე, უკვე?
- ჩემი საყვარელი გასართობია ნარდი, იაპონური ჯოკერი და შენ, ოღონდ პატარა, - ჩაუკრა თვალი.
- ვერცერთში მომიგებ!
- არც გამეჯიბრო! - დასცინა. მოაგონდა წამით ბავშვობა.
- შერცხვები!
- დრო და ადგილი დათქვი!
- მარტო მოდი, იცოდე! - ჩაეცინა ირონიულად.
- რატო?
- სხვების თვალწინ რომ დაგამარცხებ, უფრო გეტკინება.
- ბოროტი გოგო ხარ!
- მაინც გიყვარვარ? - ახედა ქვემოდან. ეპარებოდა ჩუმი ღიმილი.
- მაინც და სულ.
გაუთბო მოშიშვლებული მკლავები.
საკუთარ სახლსი პირველად იგრძნო თავი სახლში.

- მე მგონია დახოცეს, დასისხლეს, დაბეგვეს ერთმანეთი და ესენი სიყვარულობენ აქ! ვუაიმი, რა საყვარლობაა, ჩამოვიღვენთე! - დაჩი სხირტლაძის ხმა ზარივით გაისმა სასიამოვნო სიჩუმეში. უკმაყოფილომ წამოსწია თავი ვიტომ.
- რა ჯანდაბა გინდა, დაჩი!
- სად გაქვს ტელეფონი! მოვიდა! მაგრამ რა დროს ეგაა, რა მაგარ დროს მოვედი, ე!
- წავედი. - შეავლო თვალი ბოლოჯერ. - გააკეთე ის, რისი გაკეთებაც გინდა.
ეს არ იყო ნების დართვა.
იცოდა, არ სჭირდებოდა.
დაუდგა გვერდით თავისზე მართალს, თავისზე უშეცდომოს.
დატოვა შემდეგ დაჩისთან და გადაკვეთა ეზოს ნაწილი სწრაფი ნაბიჯებით. ამოუდგა მამას გვერდით, რომელიც თავის კაბინეტში ეპატიჟებოდა ახლდმოსულ ზვიად მესხს.


* * *


მჟუტავი სინათლით განათებულ კაბინეტში შემოვიდნენ.
ხმაურით ირეოდა ხალხი ეზოში.
მანამ, სანამ უცნობები თუ ნაცნობები ცვლიდნენ ერთმანეთში ამბებს, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით დიდი ამბავი წყდებოდა.
არავინ იცოდა - რა.
მაგრამ ყველა თვალისთვის შესამჩნევი იყო მასპინძლების გაქრობა.
ვერც ზვიად მესხი მალავდა გაკვირვებას.
მიყვებოდა ფეხდაფეხ მძიმე ნაბიჯებით მიმავალ ვახოს.
მოჰყვებოდათ უკან ვიტო.
მშვიდად დაიკავეს კუთვნილი ადგილები მაგიდასთან.
არ იცოდა კაცმა, რაზე მიეწერა მაჭავარიანების უცნაური ქცევები, მაგრამ ვერ გრძნობდა საფრთხეს.
მშვიდად იყო დროებით.
გრძნობდა მხოლოდ ჩახუთულობას.
- რა ხდება, ვახო? - არ ეტყობოდა ხმაში ნერვიულობა, მშვიდი გამომეტყველებით მისჩერებოდა გაყინული სახით მჯდომს.
წამოდგა კაცი ფეხზე.
ზურგით მდგომი უყურებდა შამპანურის ჭიქებით მოძრავ ხალხს.

- მთელი ოთხი წელი, შვილის საფლავს მოშორებული, ოჯახს, საკუთარ ქვეყანას, მიწას მოშორებული, იცი, რას ვაკეთებდი, ზვიად? - შეზარა მამის გაყინულმა, სისხლიანმა თვალებმა ვიტო. ამოაცალესო თითქოს სული მის თვალებს, ჩამქრალი ჰქონდა ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს, როცა მიუყვანეს გაყინული შვილი გასათბობად.
აერია ზვიადს სახე. მოავლო თვალი ოთახს.
იგრძნო საფრთხე ზურგსუკან.
- იცი, რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს? - უახლოვდებოდა ნელი, აუღელვებელი ნაბიჯებით მესხს.
- რა ხდება? - ეჭვით გადახედა ვიტოს, როცა დარწმუნდა, არ ჰქონდა კაცს ადეკვატური გამომეტყველება. აეჭვებდა გაყინული ხმა.
- რა ხდება? - ცინიკური იყო უფროსი. - შესაფერისი კითხვაა, არა? - გადახედა შვილს და კაბინეტში ახლადშემოსულ მამას. - იცი, რა ხდება ზვიად? საკუთარ კომპანიას ვიბრუნებ დღეს.
მეხის გავარდნას ჰგავდა მესხისთვის ვახოს სიტყვები.
გაქვავდა ადგილზე.
- გიკვირს, არა?
- როგორ... - აღმოხდა კაცს. არ იმჩნევდა იმ ქარცეცხლს, რაც ტრიალებდა მასში.
- მიშა არაბიძემ თავისი წილი გადმომცა, ზვიად. - დაასხა ოფლმა, დაეცვარა სახე ზვიადს. მიხვდა, რაღაც სერიოზული გამორჩა. - შენ რას იზამ, ზვიად? - გამოკვეთა მისი სახელი მიახლოებულმა. უყურებდა გამომცდელად. დაცინვით.
- მე?
დაბნეულ მზერას არ აშორებდა იქ მყოფებს.
უჭერდა ყელში ჰალსტუხიც.
ჩამოიხუთა ჰაერი.
- დღეს ჩემი დაბადების დღეა, ზვიად. არ გადმომცემ საჩუქრად შენს წილს? - გაშალა ხელები საზეიმოდ. დასცინოდა ადგილზე გაქვავებულ კაცს, რომელსაც ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს. გააგორა ნერწყვი მძიმედ. - რატომ დაიბენი, რა დაგემართა?
ჰგავდა შვილმოკლული კაცის ტკივილს.
- რა ცირკი მომიწყვეთ, კი მაგრამ! - წამოხტა ფეხზე მესხი, კარისკენ აპირებდა წასვლას, ადგილზე რომ დააბრუნეს.
- სამწუხაროა, ზვიად... არაფერს მჩუქნი. მე კიდევ შენთვის სიურპირიზი მქონდა, - აღმოხდა კაცს ყალბი დანანებით.

დაამძიმა იატაკი მძიმე ნაბიჯებმა.
მოიხედა უკან მესხმა.
გაუშეშდა გამომეტყველება.
- ბატონო ზვიად... - ალმაცერი ღიმილით შეაბიჯა ოთახში გიორგიმ. დააკვირდა ფერდაკარგული მესხის სახეს. ჩაეცინა ჭონიაშვილს.
- შენ? - აღმოხდა გაფითრებულს. ჩაეჭიდა სკამის სახელურებს.
- გიკვირს, ზვიად? ჩემო მეგობარო! - დააჩერდა ცინიკური ღიმილით ვახო ზემოდან.
- როგორ... რა ხდება, ვახო! ეს შენს სახლში როგორ შემოუშვი, შენს ოჯახთან როგორ მოუშვი, მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახმა გაგიკეთა, ვახო! - ეპოტინებოდა წყალწაღებული ხავსს. - შენი შვილი გამოიყენა! ითამაშა! - ამრეზით ათვალიერებდა გიორგის. საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობდა მხოლოდ.
კმაყოფილების ღიმილი მოჰგვარა გიორგის ზვიადის მცდელობამ.
თვითგადარჩენის არანორმალურმა ინსტინქტმა.
- ერთი სიტყვასაც დაამატებ და უკანასკნელი იქნება, ჩათვალე, - მშვიდი იყო ჭონიშვილი. გაყინული მზერით დახედა მესხს.
- ზვიად... მე უფრო დაკვირვებული მეგონე! - გამწყრალი ტონით აგრძელებდა მის დაცინვას ვახტანგ მაჭავარიანი. - როგორ გადმოგეპარა საკუთარი ხელით მოშორებული კაცი საზღვარზე, განა შეიძლება ასე?
- ცუდად თამაშობ, ვახო! - გამოსცრა მესხმა. არ აშორებდა ზიზღით სავსე თვალებს გიორგის.
- ადამიანების სიცოცხლით ვერ ვთამაშობ მე, ზვიად!
- ეს მასკარადი სტუმრებთან გააგრძელეთ! - სცადა კვლავ წამოდგომა. ადგილზე დააბრუნა გიორგის ხელმა.
- ვიფიქრე, გავერთობოდით... ასე ადრე მიდიხარ დაბადების დღიდან? უხერხულია... რას იფიქრებენ სტუმრები?..- ღიმილით დასჩერებოდა მესხს, რომელიც ვერ ტოკდებოდა ადგილიდან. - რატომ ცახცახებ? რისი გეშინია, ზვიად, შენ ხომ მართალი კაცი ხარ?!
- სულელი ვარ! როგორ გენდე, ვახო! რა თამაშში შემომიტყუე? - ვერ მაგრდებოდა ადგილზე მესხი.
- სასაცილოა, არა? - ამხიარულებდა გიორგის პანიკაში ჩავარდნილი მესხის გოდება. ზიზღნარევი კმაყოფილებით დასჩერებოდა მის ხელში ჩავარდნილ მტერს. - ალბათ ასე ნერვიულობდი, უდანაშაულო გოგოს მოკვლას რომ გეგმავდი, არა, ზვიად? ალბათ ასე ნერვიულობდი, შენს ხალხს რომ მიგზავნიდი საწამებლად! ხმა ამოიღე! გააგებინე ყველას, როგორ გამიშვი გილიოტინაზე! მოყევი სიამაყით, შენ ხომ გეამაყება შენი საქმეები, ზვიად!
- რა სისულელეა, რას ბოდავთ! - ყვიროდა გამწარებული მესხი. - სულ გააფრინეთ, არა? მე მაწმენდთ თქვენს ბინძურ ხელებს? მე, ვახო? ახლავე გამიშვით! არ შეგარჩენთ! როგორ ბედავთ?!
ტრაგიკული სანახაობა იყო.
სადამდე შესძლებლია ადამიანის სულს დაცემა.
აღარც ფსკერი იყო.
აღარც სიცარიელე.
ცივ კედელს მიყრდნობილი ვიტო ალმაცერად უყურებდა რამდენიმე წამში გასაცოდავებულ კაცს, რომელსაც არაფერი ეცხო ადამიანის.
არ შემცდარა მასში.
მონსტრად ექცია საკუთარი თავი ზვიად მესხს.

- ეჰ, ზვიად... ზვიად... - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა ვახომ. - ღმერთის მაინც როგორ არ გეშინია, ზვიად?!
- გამიშვით! ახლავე, ვახო!
- ჩემი შვილი გთხოვდათ, ზვიად? გევედრებოდათ? ბრაზობდა? რას გეუბნებოდათ, ზვიად? - ეტკინათ. შვილმკვდარი მამის დამსხვრეული სიტყვები ნატეხებად ჩაერჭოთ გულებში. თვალები მოეხუჭა ვიქტორს. მდუმარედ შეჰყურებდა კაცს, რომელმაც დაუნგრია ოჯახი. - ღმერთი არ გიყვარს, ზვიად... საკუთარი შვილიც არ გიყვარს? საკუთარი სისხლი, როგორ არ გიყვარს, უღმერთო ცხოველო! ერთხელ მაინც არ დაფიქრებულხარ შენს შვილზე? ჩემსაზე არ დაფიქრდი, ჯანდაბას, გაპატიობ, რომ არ იფიქრე ჩემს სისხლზე! შენი როგორ არ შეგეცოდა? შენი რომ ვაწამო, მდინარეში რომ ჩაგიხრჩო, კანი რომ ავაცალო, ზვიად, არ გეშინია?! მკვლელი მამა რომ ჰყავთ, არც მაგის გეშინია, ზვიად? - ღრიალებდა შვილმკვდარი მამა. არ ეხებოდა ხელით მის წინ მჯდომ ეშმაკს. - რისი ღირსი ხარ, შენ! რა განაჩენი უნდა გამოგიტანო შენ, თვით ეშმაკს! არ მინდა... არაფერია შენში ადამიანური! მოწამლული ხარ! ისეთი არარაობა ხარ, ზვიად, სინანულს მაშინაც ვერ იგრძნობ, სიკვდილს რომ ჩახედავ თვალებში!
- უღმერთოებს არ სთხოვენ პასუხს, ვახო, - ექოსავით გაისმა პირველად ვიქტორის ხმა. განაჩენს ჰგავდა თითქოს. - უღმერთოების თვალებში არ ეძებენ სინანულს, შვილო. უსულო ხორცის ნაგლეჯებს ვერ მოსთხოვ შენი ტკივილის გააზრებას, - დააშტერდა სახეზე ალმოდებულ მკვლელს. - შურისძიება... აი, რა გინდა ახლა შენ, - ჩაეცინა კაცს მშვიდად. დადგა შემდეგ ფანჯარასთან. ზემოდან გადმოხედა განათებულ ეზოში არეულ ხალხს.
არ აშორებდა თვალს ვიტო ბაბუას.
- მოაწერინე ხელი, - ინარჩუნებდა უდრეკ სიმშვიდეს მოხუცი.
მიანიშნა, აზრი არ ჰქონდა ზედმეტი სიტყვების ხარჯვას მასთან, ეშმაკის სწორთან.
მიუხვდა მესხი ჩანაფიქრს.
- თქვენ გგონიათ ეს ყველაფერი ასე მარტივად დამთავრდება? უბრალო ხელმოწერით წამართმევთ ყველაფერს? - ავად ჩაეცინა მესხს. ანთებული, ჩაწითლებული თვალები შეანათა დაჭიმულ ვახოს. - იცი მაინც, რის ფასად დამიჯდა ეს ყველაფერი? იცი, მაინც, შენ, რომელსაც ყველაფერი ლანგრით გქონდა მორთმეული? იცი, რამდენი ბრძოლის ფასად, რამდენი ოფლის, სისხლის! - შეურაცხადს ჰგავდა მესხი.
ვერ იპოვიდით მის თვალებში სინანულის ნატამალს.
ვერც შიშს შეხვდებოდით და ვერც ტკივილს.
მხოლოდ შურისძიებას.
დაწყვეტილი კაპილარები სისხლისფრად ანათებდნენ.
კიდევ უფრო ჩაუშავდა უსულო, მხეცივით გაფართოებული თვალის გუგები.

- სხვისი სისხლის, შურის, ბოროტების ფასად, - ზიზღით გამოსცრა მაჭავარიანმა. - არც ერთი წვეთი ოფლი არ დაგიღვრია, ზვიად! ქურდი იყავი ყოველთვის... საცოდავი ვირთხა! მოპარვით, სხვების განადგურებით, ჩამოშორებით მიაღწიე ამ საცოდაობას... იმპერიას ეძახი, არა?! თავზე გენგრევა ახალა, ხომ ხედავ. შენი თვალით უყურებ, როგორ გეცლება ხელიდან... თიხის ფეხებზე დგას შენი გოლიათი, ზვიად! - დამცინავი ტონით ახელებდა უფრო გაგიჟების ზღვარზე მყოფს. - როდის იყო მოპარული არ ეცლებოდათ ხელიდან, საცოდავო?!
- არა! - იღრიალა გამეხებულმა. აეწვა მთელი სახე, მოაწვა სისხლი საფეთქელს, ზუსტად ისე, როგორც ეწვით მწარე სიმართლე.
- კი, ზვიად, კი! - დამცინავი მზერა შეანათა ვახომ. - შენ რომ გქონოდა ოდნავი ღირსება... ოდნავ რომ ყოფილიყავი ადამიანი, ფულის გამო, დამპალი პირველობისთვის, შვილს კი არ მომიკლავდი, ლაჩარო! გაჩუქებდი სულ ჩემს კომპანიას, ყველაფერს გაგატანდი, საკუთარ სულსაც არ დავიშურებდი, მაგრამ არა, ზვიად! ხალხს ააფარე თვალებზე ხელი, ყველა დაარწმუნე, ვითომდა შენით მიაღწიე რამეს, შენი თავიც დააჯერე, ვითომ შეგეძლო რამე! მაგრამ მიმოიხედე ირგვლივ ზვიად... ყველამ იცის, რა წარუმატებელი წურბელა ხარ! ყვავილიც არ ხარობს შენს სახლში, ზვიად... ერთი საცოდავი ვარდიც არ ხარობს შენს დამპალ სახლში... იცი, რატომ? მოწამლე ყველაფერი, რასაც შეახე ხელი... - ჩუმი, სასტიკი იყო ყოველი სიტყვა. მსუბუქი განაჩენი იყო იმისთვის, ვისაც უნდა დაახალო ტყვია.
- არ გავაკეთებ! - ამოიხრიალა დაბალი ხმით და დახუჭა თვალები. მიაყრდნო თავი საზურგეს. იგრძნო რაღაც ცივი კეფაზე.
- არ გააკეთებ?! - გაუშეშდა გამომეტყველება, როცა გაიგო გიორგის ხმა და იგრძნო ცივი საგანი კეფაზე.
- ვერ მომკლავ, - არ ტყდებოდა მაინც დამარცხების პირას მყოფი.
- მე არ ვიქნებოდი ასეთი დარწმუნებული შენს ადგილას, - ჩაეცინა ჭონიაშვილს ამრეზით.
- არ ხარ შენ ეგ კაცი, გიორგი.
- აი, სად გეშლება... არ ვიყავი, ზვიად! არ ვიყავი! ოთხი წელი ჯოჯოხეთში რომ იცხოვრებ, ადამიანის მოკვლა არაფერია იმასთან შედარებით... - ატარებდა მისი სიტყვები სიმწარეს და სიმსუბუქეს ერთდროულად.
- არ მესვრი. ვერ.
არ ესროდა.
- გინდა ვცადოთ? - გაუღიმა გამომწვევად.
სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა სულ რაღაც ერთი წამით.
უდრიდა უსასრულობას.
- რატომ გგონია, რომ ხელი ამიკანკალდება იმ კაცის დასასრულებლად, რომელმაც ჯოჯოხეთი გამომატარა? ასეთი მეამიტი ხართ, ბატონო ზვიად?!
მხოლოდ გიორგის ხშირი სუნთქვა არღვევდა ჰარმონიულ ყოფას.
ზუსტად ისე მიიწევდა იარაღიანი ხელი მისკენ, როგორც სიკვდილის ანგელოზი სულთმობრძავი ადამიანისკენ.
ნელა.
ფეხდაფეხ.
ჩაუდგა შიშის ნოტები საცოდავ თვალებში.
შეერია მის სიმყარეს ნერვული ცახცახი.
ლამობდნენ კაპილარები დასკდომას.
აუწრიალდა მუცელი.
ჩაუდგა უსიამოვნო, აქამდე ნაგრძნობი გემო.
წარუმატებელ ბავშვობას მიამგვანა წამიერად.

- მო-ა-წე-რე! უკანასკნელად ვიმეორებ... თუ სიცოცხლე გინდა, რა თქმა უნდა, - დაუდეს ცხვირწინ კონტრაქტი. სულ დაეცვარა სახე გამწარებულს. ჩამოუცურდა სახეზე ცივი წვეთები. კბილებს გაჰქონდა ჭრიალი. უკანკალებდა მარჯვენა ხელი, ვერ მიჰქონდა ფურცელთან ახლოს. საბოლოოდ ისეთი ძალით ჩააჭირა კალამი ფურცელს, ვეღარაფერი ამოიყვანდა მის კვალს, მის ხელმოწერას.
- ამას ასე არ დავტოვებ!.. არ შეგრჩებათ, მოგეკითხებათ! - დაიღრიალა გამწარებულმა, გაიფართხალა სკამზე საცოდავად. - რა გგონიათ, ამ ხელმოწერით მომიშორებთ? ვერ ეღირსებით! არ შეგარჩენთ! გგონიათ, რამეს შეცვლით? ვე რა ფერს! ჩემთვის არაფერს წარმოადგენს ეს კომპანია, არ მადარდებს! ვერაფერს დაამტკიცებთ! - დაჭრილი მხეცივით ყვიროდა მესხი.
- როგორ დამღალე... - ამოიოხრა ვიტომ, - რა საპნის ოპერა დადგი, ზვიად, არ გრცხვენია?
- შენ უნდა მომკვდარიყავი, მართალი იყო არაბიძე, - გამოსცრა კბილებს შორის, როცა მოუახლოვდა უმცროსი მაჭავარიანი. მხეცის თვალებით უყურებდა ჯიბეებში ხელჩაწყობილ, უემოციო სახით მდგომ ვიტოს.
დაეძაბა სხეული ვახოს.
გიჟივით მივარდა მესხს, რომელიც არ იშორებდა ამაზრზენად კმაყოფილ ღიმილს.
- გაიმეორე, მიდი, გაიმეორე რა თქვი, ლაჩარო! - ღრიალებდა კაცი. მოაწვა ყელში ის შეგრძნება, მხოლოდ მამები რომ გრძნობენ შვილების მიმართ.
- კარგია, რომ დაუჯერე ძვირფას მეგობარს და დროულად მოშორდი აქედან... დიმა ჩიქოვანს უმადლოდე, თორემ არც მეორე შვილი შეგრჩებოდა, ვახო, - ამაზრზენი ღიმილი დასთამაშებდა მესხს. ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, გამწარება უნდოდა ბოლომდე. - შენ! საკუთარმა მამიდაშვილმა ცხვარივით გაგყიდა, არ გაპატია, გამოიჩინა კაცობა! მე მაბრალებ შენს უბედურებას, გიორგი?! მე მხოლოდ თხოვნა შევუსრულე შენს მამიდაშვილს, - გამოკვეთა ბოლო სიტყვები ზიზღით.

მოხვდა ძლიერი ხელი.
წასკდა სისხლი ცხვირიდან.
არ ეშლებოდა სახიდან საზიზღარი ღიმილი.
მისკენ დაძრული გიორგი ხელის აწევით გააჩერა ვიტომ.
ახლა მისი ოჯახის ჯერი იყო.
მათ უნდა გამოეჩინათ თავიანთი წილი ღირსება.

- საკმარისია... - მობრუნდა მათკენ ვიქტორი. უჩვეულოდ მშვიდი ჰქონდა გამომეტყველება. ვერ მოქმედება მასზე მესხის მანიპულაცია. - შენ, ზვიად... - მიუახლოვდა იატაკზე გართხმულს. - ლოცვას ისწავლი. ღმერთს ინატრებ, მაგრამ ვერცერთი რელიგია ვერ გამოგგლეჯს ხელიდან სიკვდილს... იცი, როგორ ექცევიან შენნაირებს ციხეში? გიფიქრია ამაზე? ალბათ არა... დაიწყე ფიქრი, ზვიად, სხვა არაფერი დაგრჩენია შენი გასაცოდავებული სიცოცხლით, დათვლილია შენი დღეები, - ზიზღით გამოსცრა კაცმა და კიდევ ერთხელ შეავლო მზერა მისი სიტყვებით გახელებულს, ერთიანად ყველას ამოწყვეტა რომ სურდა მხოლოდ.
- რა გგონია, ცოცხალს რატომ გტოვებთ? - ამჯერადაც ცინიკური იყო კაცის ტონი. - ყოველდღე გაჩენის დღეს იწყევლი! ყოველდღე იგრძნობ იმას, რასაც შენი წყალობით გრძნობენ სხვები! იცი, ეგ რა გრძნობაა?! არა, არ იცი, ზვიად. მალე, ძალიან მალე მიხვდები. გაიგებ. მხოლოდ ამას იგრძნობ, ზვიად! დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები. დამთავრებულია შენი არსებობა.
- ყველაფერი წყალსაც წაუღია! - კბილებს შორის გამოსცრა გამწარებულმა, უფრო მეტად დამარცხებულმა. მომუშტა მარჯვენა ხელი და დასცა იატაკს. - გაგანადგურებთ!
- საინტერესოა, როგორ აპირებ, იცი? - გაეცინა ვიტოს, ჩამოუჯდა იქვე, თავთან ძალიან ახლოს. - იცი, რომ შენი ყველა ანგარიში დაყადაღებულია? იცი, რომ შენი ტვირთი არცისე სანდო ხელშია? რა გეგონა, ოთხი წელი დასასვენებლად ვიყავით? უბრალოდ შენ გაგერიდეთ? შენი შეგვეშინდა? რა გეგონა, ზვიად, არ მოგეკითხებოდა? - ინახავდა უკანასკნელ კოზირს. სიმწრისგან ამოახველა მესხმა. მოეღრიცა სახე.
- რა... რას ბოდავ! - ამოიხრიალა ჩახლეჩილი ხმით. - იტყუები!
- უფრო ჭკვიანი გვეგონე, ზვიად... უფრო დაკვირვებული... - გადააქნია თავი დანანებით ვიტომ. - სანამ შენ სხვის შვილებს კლავდი, სანამ შენს კონკურენტებს მარხავდი ცოცხლად, შენს უკან თხრიდნენ სამარეს... ციხე გაგიტყდა შიგნიდან, ზვიად, და ვერ შეამჩნიე ვერაფერი... ნული ლარი გაქვს ანგარიშზე. შეგიძლია სახელმწიფო ადვოკატი მოითხოვო, მაგრამ არ მგონია დაგჭირდეს.
- არ გაცოცხლებ! - დაიღმუვლა ფეხზე წამომდგარმა.
- არ მგონია იმ სიტუაციაში იყო, რომელშიც შენნაირები ემუქრებიან სხვას... შემიძლია ლოცვების წიგნაკი გაჩუქო, ილოცე, მოინანიე, იქნებ შეგიმსუბუქდეს ცოტათი... ვინ იცის... - დასტრიალებდა თავს ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით. არ შორდებოდა ცინიკური გამომეტყველება სახიდან. - კარგი, ნუ დაიბენი... ფერიც დაგეკარგა... შენი შავი საქმეები გასკდა, ზვიად. ახლა ყველამ იცის, ნარკორეალოზატორი რომ ხარ, ფულს რომ ათეთრებდი... ტენდერების ფულს რომ ჭამდი... უამრავი რამ იციან, ზვიად... მაგალითად, როგორ შეიწირეთ ნიკო გაბაშვილი, თქვენი პარტნიორი... როგორ ჩამოიშორეთ, როცა არ მოისურვა სისხლში ხელების გასვრა. გაინტერესებს, კიდევ რა იციან? არ ინერვიულო, ზვიად, აუცილებლად გაიგებ სასამართლო პროცესზე. თავიდან ბოლომდე გეტყვიან, შეგახსენებენ იმ ცოდვებს, ჩადენისთანავე რომ მიივიწყე...
გაშრა.
გათეთრდა.
აუვარდა სპაზმური ხველა.
- ესეც რომ არ ყოფილიყო, აქ მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ზვიად... კედლებსაც ყურები აქვთ, ფანჯრებსაც თვალები. გვიყურებდნენ, გვაკვირდებოდნენ... - უღიმოდა მშვიდად. დამამშვიდებელ სიტყვებს ეუბნებოდა თითქოს. - შენი კომპანიის... აი, იმ კომპანიის, შექმნა რომ გეამაყებოდა, შენს შვილებზე მეტად რომ გიყვარდა, სხვისი სისხლით რომ ადებდი აგურზე აგურს... კი, ზუსტად მაგ კომპანიის სერვერი გატეხილია, - დახედა ნელი მოძრაობით მაჯის საათს. - უკვე ყველამ იცის შენი „კანონიერი“ საქმეები... ყველამ იცის, ვინ ხარ შენ, ზვიად! ვეღარ დაემალები, ვეღარ გაექცევი... მოგპარეს ის ნიღაბი, რომ არ იშორებდი სახიდან.
გააღო შემდეგ კარი.
- მე ცოცხალს გიშვებ ჩემი სახლიდან, ეს იქნება შენი, დამარცხებულის ჯილდო, ზვიად. - ჩააშტერდა თვალებში ვახო.
ვერცერთი სინანული ვერ დაინახა გაბოროტებულ თვალებში.
ვერცერთი სევდა.
ვერცერთი პატიება.
აღარ ეწერა ადამიანებში.
- ასე ემართება მას, ვინც სულს მიჰყიდა ეშმაკს... - ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის, გაიგო მაინც ყველამ.
ასე ემართებათ, როცა ამბობენ, მიზანი ამართლებს საშუალებას.
- ჩაისუნთქოს, ბოლოჯერ... - სუსტად ჩაეცინა ვიტოს.

- ჩემი შვილისთვის... ჩემი მეგობრისთვის! - დააწია გაქცეულს უკანასკნელი სიტყვები ვახტანგ მაჭავარიანმა. კაცმა, რომელსაც მოუკლეს შვილი.

გაუშვეს კაცი.
გამშრალი.
მკვლელი.
ერთ დროს ისიც იქნებოდა ბავშვი.
ბავშვი, რომელსაც შეეძლო უპირობო სიყვარული და დაივიწყა ყველა, რაც კი შეძლებია იმ დროში.
გაიქცა კაცი.
თავისუფლების მწყურვალი მკვლელი.
იგემა ბოლოჯერ ჰაერი.
ჩაისუნთქა ღრმად და ძლიერად.
თავისუფლად - უკანასკნელად.

მანქანა არ იყო გაცდენილი პირველ მოსახვევს, როცა წინ გადაუდგა სამი პიკაპი.
აიყვანეს ზვიად მესხი.
ვერაფერმა დააკავა მოულოდნელად გამსკდარი ამბავი.
ვირუსულად მოედო ქალაქს მისი საქმეები.
არ წყდებოდა ზარები მაშინ, როცა მშვიდად სვამდა შამპანურს იმ ოჯახში, რომლის გაუბედურებაც იყო მის კისერზე.
ჰგავდა მისი ცხოვრებაც წრეზე სიარულს.

თავიანთი ღირსება ბოლომდე დაიცვეს მაჭვარინებმა.
გამოასწორეს გამოუსწორებელი შეცდომა.
შეცდომა, რომელსაც გაშვებინებს საკუთარი ცუდის სიყვარული.
საკუთარი ოჯახის უპირობო სიყვარული, რომლის წინაშეც შეგიძლია იყო უღირსიც.
შესაძლებელი ყოფილა ესეც.


* * *

- ბიჭო, შენ რა ოსკარების სიტყვა გააძრე! - მანქანაში სხდებოდნენ, ფერდაკარგული დაჩი რომ ახარხარდა მოულოდნელად. - მაგრად ვინერვიულე, რა! არ მეტყობოდა თორე... მოვკვდი ადგილზე!
- რა არ გეტყობოდა, იმ საგვარეულო კომოდის ფერი დაგედო, კოტე რომ ჩამოვიდა ქვემოთ, - იცინოდა ვიტო.
- კაი?.. მატყუებ!
- მართლა, რაღაც ბანძი ყვითელი დაგედო, - ხმით იცინოდა სანდრო ჯაჭვლიანი.
- დამცინით, ხო! შურიანებო, ბოღმიანებო! - ხან ერთს უყურებდა გამეხებული, ხან მეორეს. - ამას რა აცინებს? კაია ძმაკაცობა, მეობა და ნათესაობა? ჩაგიწყვეს საქმეები მამიკოსთან? მოგიხსნეს უნარების გამოცდა, სარდიონ?!
- გამოვცადეთ ეს უკვე, გადასულია შემდეგ ტურში, - თვალი ჩაუკრა სანდროს ვიტომ.
- როდის? მე რატო არ ვიცი?
- პამპერსით დარბოდი მაშინ, სხირტლაძე, მე რომ ცერცვაძეს ვკიდებდი ფეხებით, - თვალი ჩაუკრა კმაყოფილმა სანდრომ.
- ფუ, ფუ! ეს რატო წამოიყვანე? რად მინდოდა, ბიჭო, რად!
- შენი წაშლილი სახის ნახვას გამოვტოვებდი, დაჩი? არ გრცხვენია?!
- კაი იყო მერე, მოგეწონა?
- ვისიამოვნე ფრიად.
- ჩემი ტანჯვა ასე ხალხს სიამოვნებდეს, რავი, ძმაო, თქვენი ხათრით, ოღონდ თქვენ იყავით ბედნიერი და გადამისვით მზეზე თაფლი და კარაქი!
- ვის ხელში ჩავაგდე კომპანიის ფინანსები, - თვალები აატრიალა მაჭავარიანმა და აათამაშა სანთებელა ხელში.
- ვაი, შე ცოდო! მე, ანუ მ ე, დაჩი სხირტლაძეს, ტვინში მაქვს კალკულატორი, გესმის?
- ჰო, ხის როა, ხელით რო ითვლი, ეგ ხო?
- საბრალონი თქვენზე დაწერა ჰიუგომ! - ჩაიქნია ხელი სხირტლაძემ. - რა გელაპარაკოთ, საერთოდ. რაზე რა, ინტელექტი ნული, იუმორი მინუს უსასრულობა. რავი, რა. ძმაკაცობა თქვენ არ იცით და გვერდში დგომა.
- ჩამოგსვამ ახლა კახეთის გზატკეცილზე და ირბინე ფეხით, გაწყობს?
- ეს ერთი კვირის შეყვარებულის გაბუტვები როდიდან, ვიტო?! მიმიყვანე ერთი სახლში, გული მაქვს ფინთად... - შეწუხებული სახით აწუწუნდა გულზე ხელმიდებული დაჩი.
- რად? - გადასწია თავი უკან სანდრომ.
- ფინთად, შე მედიცინაში სუსტო!
- ცუდად ხარ, მართლა?
- ანუნას მამიდამ ხელი რომ ჩამომართვა, გულზე მომიჭირა რაღაც...
ხმებში იცინოდნენ სანდრო და ვიტო.
- რა გაცინებთ? რამე რომ შემეშალოს... არა, არ შემეშლება, გამორიცხულია მე რომ რამე შემეშალოს, უნარების ტესტში არ შემშლია, ანუნასთან რა უნდა შეეშალოს, მაგრამ დავუშვათ და შემეშალა, ხო... ცხოვრებაა, ყველაფერი ხდება, ანუნას გაბრაზებაზე მეტად ამათზე ვინერვიულო, ბიჭო? ხო გადამცხრილავს მამიდამისი იმ კალაშნიკოვით, ბუხართან რომ ქონდა ჩამოკიდებული!
- მამიდა „რეკაშეტია,“ უფრთხილდი, მართლა. ძაან გვერდითაც ნუ დაუდგები, ერთი სულის შებერვა ხარ მანჩოსთვის, - ფხუკუნებდა მაჭავარიანი.
- კიდე კაი ანუნა არ იყო და ვერ უყურა შენს საცოდაობას, - არ ჩამორჩა სანდროც.
- ბიჭო, ხო! მამიდამისი თუ არ ვაცეკვო შალახოზე, აგერ თქვენ, აგერ მე! ცხოვრებაში ახალი მიზანი გამიჩნდა!
- თენგომ რაო?
- დილით დამირეკა, მიდი, მამი, ჩემო ვაჟკაცო, შენ ოღონდ ცოლი ახსენე, სუფრას გაშლაც არ უნდაო! - ხმით იცინოდა დაჩი. - ბიჭო, ზოგჯერ მგონია რო ჯიბეში უდევს, ისე უცებ გაშლის ხუთასკაციანს.
სახლში შედიოდნენ სიცილით.
ვერანდიდან ისმოდა ანუნას მოთქმა.

- მაინც ვერაფერი გავიგე... - ამოიოხრა ელენამ, - რატომ ნერვიულობ?
- ორი საათია გიხსნი და კიდე ამას მეკითხები? - აენთო თვალები დვალიშვილს. - იმის ნაცვლად, რომ მე მისმენდეთ, მამშვიდებდეთ და სულიერ სიკვდილს ხელიდან მგლეჯდეთ, ყველაფერს აკეთებთ ამის გარდა! მორჩა, მე მოვკვდი თქვენთვის! აღარ ვარსებობ... დაივიწყეთ ანუნა! ჯოკრის თამაში რომ მოგინდებათ და მეოთხე არ გეყოლებათ, მაშინ მიხვდებით ჩემს ფასს! - ზუსტად ისე წამოდგა ფეხზე, როგორც რარიტეტული კომოდის შთამომავალს შეეფერებოდა.
- როგორ არ გვეყოლება, დაჩის დავიმატებთ, - მხრები უდარდელად აიჩეჩა ნაკამ და ეშმაკური მზერით გადახედა ვერანდის კართან დაყუდებულებს.
- ხო... თუ მაინცდამაინც ბოტს, - მხარი აუბა უმცროსმა მაჭავარიანმაც.
- ნუ მიხსენებ მაგ მოღალატეს! გყავდეთ! მე დამივიწყეთ! გუშინ მთელი დღე ვურაკავდი და არ მიპასუხა, უხ, აქ მყავდეს, რას ვუზამდი! - წამოიყვირა და წყლით სავსე ჭიქა გამოცლის შემდეგ მაგიდაზე დაახეთქა.
- ეს ეპითეტი მომესმა? გოგო სიმამრი დავითანხმე, მთელი ამალით ვიყავი მისული და ახლა მშორდები? დამიბრუნე ჩემი ოფლი და სისხლი, რაც დღეს მამიდაშენთან დავღვარე! - სიცილით შემოლაგდნენ ვერანდაზე აღშფოთებულ დაჩისთან და ნამცხვრებით ხელდამშვენებულ დორასთან ერთად.
- რაო? - წამოფრინდა ფეხზე თვალებდაქაჩული ანუნა, - რა ქენი?
- რა ვქენი და დემოგრაფიული პრობლემის გადაწყვეტაში ჩემი წილი აგური დავდე! არ ჩამეხუტები, ახლა?
- გუშინ მთელი დღე რომ გირეკავდი, რატომ არ მიპასუხე?! - ინარჩუნებდა მაინც სიმკაცრეს.
- გამომტეხავდი მერე! - აწუწუნდა ჩუმად დაჩი, მაგრამ გაუგეს მაინც.
სიცილის ტალღამ გადაუარა ყველას.
- გეჩხუბა ძაან? - ისე მიეხუტა ხელებგაშლილს, თითქოს ორი წამის წინანდელი შინაგანი დემონი არც არსებულიყო.
- კოტე? ჯიგარია.
- მამიდაზე გკითხე, დაჩი... - ამოხედა ქვემოდან.
- ოხ! - ამოიქშინა გამწარებულმა. ორად იკეცებოდა ჯაჭვლიანი.

დაუჯდა გვერდით ნაკას ვიტო.
გადახვია ხელი ერთი დღის უნახავს.
იგრძნო სახლი ისევ.
უცნაურ თავისუფლებასა და ადრენალინს შეეპყრო მუდამ აფორიაქებული.
- მე და შენ უნდა წავიდეთ სადღაც, - წაეთამაშა გაშლილ თმაზე. უჩურჩულა ყურთან ახლოს მისი მოულოდნელი შეხებით დაბანეულს.
სხვანაირად უელავდა თვალები.
შვებას ჰგავდა თითქოს.
- ჰო? სად? - გადმოხედა გვერდიდან. იღიმოდნენ, ბრწყინავდნენ ღამისფერები.
- სა-ღა-მოს... - აღარ უთხრა არაფერი.
გაუცინა მშვიდად, ჩუმად.
მხოლოდ მისთვის.

- ანუნაც გაგვიფრინდა, - ამოიტირა დორამ. გადაუსვა თავზე ხელი ელენას. - შენ არ ინერვიულო არცერთი წამით ელე, იმდღეს ვახო მეუბნებოდა, ჯარის მეგობარი უნდა მოვიდეს ოჯახითო... ბიჭი ჰყოლიათ ძალიან კარგი, - შეპარვით, ეშმაკური ხმით დაიჩურჩულა დორამ და თვალი ჩაუკრა პირდაღებულ ელენას.
ხველა აუვარდა სანდროს.
თვალებდაქაჩულმა გადახედა ქალს.
დორას ნათქვამზე თვალებდასიებული ანუნაც კი ახარხარდა.
- მიშველეთ! - ამოიხრიალა ელენამ, დაისხა ცივი წყალი სასწრაფოდ.
- ვა, ლენუ, პლან ბე და რამე!
- ჩადუმდი, დაჩი!
- მე კი ჩავდუმდები, ჯარის მეგობარი რომ მოვა და მოიტაცებს სარძლოს... ჰა-ჰა-ჰა, მანდაც დააგვიანე, სარდიონ! ხო ვამბობ, ნელია მეთქი!
- ანუნა, მამიდაშენი კალაშნიკოვს მათხოვებს? ორი წუთით დამჭირდება.
- აჰა, მიადგა ჩემს სანათესავოს, სისხლში გინდა გაასვრევინო ჩემებს ხელები? ვერ მოგართვი! - აყვირდა დაჩი.
- ვაიმე, ცოტახნით წაიღეთ, წაიყვანეთ, დავიღალე, ხალხი არ ხართ? ელენა, უთხარი რამე, რატო არ გეცოდები, გოგო, ჰა?
- ძაან სუსტი ხარ, სარდიონ, ძაან. არ გამიკვირდება ელენამ ჯარის მეგობრის შვილი რომ აირჩიოს. ჯარია მაინც, ხო ხვდები, ფსიქიკა, სიძლიერე... ფინთი ხარ, რა. აჰა, ხო ვამბობ, მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამაც არ უშველა!
- სულ შენ თქვი! - ამოიფრუტუნა სკამზე გადაწოლილმა.
- რამ გაგვყო მე და აკაკი! ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ერთი წყალი დაგვილევია, ერთი ჰაერი ჩაგვისუნთქავს! თან მეც მეფურად მძინავს, ხო ხვდები!
- რატო აიკრძალა ტყვეთა სყიდვა გამახსენეთ ერთი! - ამოიქშინა გატანჯული ხმით სანდრომ.
- ჭიკარტ ცუკერბერგიც მოვიდა! რას შვრები, კომბლე, ფეისბუქებს ტეხ და ჭერში აწყობ? - შეეგება დაჩი კარში შემოსულ ლუკას, სხირტლაძის ხმაზე ლამის უკან გაბრუნება რომ დააპირა.
- შენს ძვლებს შემოვაწყობ, დაჩი სხირტლაძე, ნუ მეძახი მეთქი მაგ დებილობას!
- ეს რა ფსიხი გყავთ, კაცო! ნუ ზიხარ, შვილო, ოცდაოთხი საათი კომპიუტერთან, გადაგდის ხასიათში! იმიტო დაყიალებ ეული და სნეული! - ქაქანებდა დაჩი. უკრავდა ჯაჭვლიანების ნერვებზე უმოწყალოდ.
- ორი წამის მოსული ვარ და უკვე თავი ამხადა! - გმინავდა უმცროსი.
- მე მთელი დღეა ვუძლებ!
- რას დამდევ მერე, მანიაკო?
- გულწასული უნდა მენახე და ბედნიერი ვარ ახლა!
- გული წაუვიდა? - ჩაიფხუკუნა ნაკამ.
- რაო?
- ნუ...
- სანდრო, შე შპიონო! - იგესლებოდა სხირტლაძე.
- რა დაგემართა, დაჩი? - მოეღრუბლა სახე ანუნას. - მართლა გული წაგივიდა? რამე ხო არ გითხრეს ჩემებმა?

იცინოდნენ ხმებში.

- ამას უსმენ, გოგო? ამ-ას?! ამ ბოღმის ბუკეტს?
- ბიჭო, დაჩი, შეეშვი სანდროს და მოდი აქ, საჩუქარი მაქვს შენთვის! - დაუძახა ვერანდის კართან მდგომმა ვიტომ დაჩის, სანდროს მოთმინებას დაუღალავად რომ ცდიდა.
- სიურპრიზიო? გაიგე, სანდრო, შე უსიურპრიზო?
- გილოცავ, დაჩი!
- რას? რა ხდება, ვიქტორ, შე ჰიუგო?
- ენას ამოგაძრობ და ხელში დაგაჭერინებ!
- კაი, ჰო! რას მჩუქნი, მაჩვენე, წამივიდა გული! ხო გითხარი, ფინთად მაქვს მეთქი.
- რად გაქვს? - დაუდგა გვერდით ანუნა.
- ვაიმე, არ მაქვს საერთოდ! ჰა, ვიტო, დროზე, წამივიდა გული! გულის წასვლა მაინც ხო იცით, თქვე ორკლასიანებო?!
- საპატიო მოქალაქე ხარ დღეიდან, ვერონაში! - ზარზეიმით გამოაცხადა მაჭავარიანმა და აქამდე დამალული, კარგად შეფუთული პატარა ბიუსტი გაუწოდა გამოშტერებამდე მისულ სხირტლაძეს, რომელიც ხან ბიუსტს დაჰყურებდა, ხან მოხარხარეებს.
- რაო? რას მეღადავები?! რა ვერონა?! დამცინის? - აცეცებდა თვალებს, ხსნიდა ელვის სისწრაფით.
- ბიჭო, იტალია ვერა, მაგრამ კახეთის სოფელ ვერონაში შეგიძლია ამაყად შეაბიჯო!

ბიუსტზე გამოსახული საკუთარი სახე რომ დაინახა წარწერით „სოფელ ვერონის საპატიო მოქალაქე დაჩი სხირტლაძე” სიბრაზისგან სისხლი მოაწვა სახეზე.
ერთიანად გადაწითლდა, მაგრამ ვერ იკავებდა მაინც პანიკურ სიცილს.
- ასეთი საჩუქარი, ბიჭო?! რომეოს არ გაუკეთებია ჯულიეტასთვის, - ორად იკეცებოდა სანდრო ჯაჭვლიანი და ვიდეოს უღებდა გაურკვეველი ემოცებით შეპყრობილ სხირტლაძეს, რომელიც ბიუსტს ათვალიერებდა.
- მარჯვენა თვალი უფრო დიდი რატომ მაქვს?! საერთოდ, ვინ გააკეთა ეს? ცხოვრებაში უფრო სიმპათიური ვარ, ბიჭო, რა არის ეს?! - წუწუნებდა და ზედმიწევნით, ყველა ნაკვთს აკვირდებოდა. - რაო, სადაა ეს ვერონაო?
- კახეთში ბიჭო, სიცილიაში ათდღიანს რომ მორჩები, მანდ გადაგიხდით ქორწილს, - უთხრა ძლივს დასერიოზულებულმა ვიტომ და თვალი ჩაუკრა მოღიმარ გოგონებს.
- რაო?! - წუთის შემდეგ აღიქვა მაჭავარიანის სიტყვების შინაარსი და ატომური ბომბის სისწრაფით წამოხტა ფეხზე.
ღიმილით გაუწოდა ვიტომ ორი ბილეთი.
დამსახურებული.
- მეღადავები, ხო?! - ვერ ეტეოდა კანში.
- წადი, ჩალაგდი, დილით ფრენაა, - აუჩეჩა თმები სიცილით ადგილზე გახევებულს.
- არანორმალური ხარ, ბიჭო! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა სხირტლაძე, როცა აღმოაჩინა, რომ ყველაფრის ხარჯი დაფარული ჰქონდა ვიტოს. - ხედავთ? არა, ხედავთ, რა საყვარელი მყავს?! პაესტკებს ეს არ მაკლებს და გულაობებს! - დააფრილებდა ბილეთებს და ბიუსტს ვერანდაზე. - ვიტო ხარ, ბიჭო, კორლეონე, ხელზეც გემთხვეოდი, მარა დე ნიროსთვის ვინახავ, ხო გესმის!
- ანუ ათი დღე ვისვენებთ, ხო?! - სანდრომ სერიოზული სახით გადახედა მაჭავარიანს და ჩაუკრა მანაც ეშმაკური ღიმილით თვალი.
უცნაური, სიამაყეშერეული ღიმილით გადახედა სხირტლაძეს, ანუნას რომ ჩაჰყვიროდა, ჩალაგდი, დროზე, სიცილიის ავტობუსი გადისო დილის ექვსზე.
სუსტად, მაგრამ ცხადად იგრძნო ადამიანურ სამოთხესთან მიახლოება.

*

თბილისის ზღვას გადმოჰყურებდა მთვარე.
თბილისს უსინჯავსო თითქოს პულსს.
აჩქარებოდა ოდნავ.
ხშირად სჩვეოდა ასე.
ნელი, თბილი ტალღები ეჯახებოდნენ ერთმანეთს სუსტად და შთანთქავდნენ ქალაქის ხმაურს.
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ამსუბუქებდა ტკივილს.
ამთელებდა გატეხილ გულებს,
ნემსითა და ძაფით კერავდა ანგელოზი, ცხვირზე დაკოსილი პატარა სათვალით.
ისხდნენ ზღვასთან ახლოს, ლამაზად მოქარგულ სიჩუმეში.

- აქ რატომ მომიყვანე? - გააპარა ჩუმი, ფრთხილი მზერა მისკენ ნაკამ.
- წყალთან ახლოს, ვარსკვლავების ქვემოთ. ლამაზიაო გაიფიქრებს ვინმე, ვისაც არ გაუვლია ის გზა, რომელიც გავიარეთ ჩვენ. საინტერესოა, არა?
სივრცეში გაებნაო თითქოს სიტყვები ვიტოს.
- მსუბუქად დავდივართ იმ ადგილას, რომელიც იტევს უცნობის ტანჯვას, - არ აშორებდა თვალს სილურჯეშეპარულ ცას. - ვიღაცისთვის საზარელი ადგილი, შენი საყვარელი რომ შეიძლება გახდეს, ესეც საინტერესოა, არა?
- შვიდი წლის ვიყავი ალბათ, სიბნელის მეშინოდა ძალიან. პირველი შიში იყო, გაცხადებული. ბაბუამ მითხრა ერთხელ, ყოველთვის სჯობს დაიწყო იმ ადგილიდან, რომელიც გეზარებაო ყველაზე მეტად. ვაჯობე მაშინ ჩემს პირველ შიშს, - გაუსწორა მზერა ჯერ მას, შემდეგ წყალს. აემღვრა ოდნავ ნაცრისფერებიც. - სუნთქავ, კარგად?
მოეწონა გრილი, სითბოში არეული ჰაერი.
დაუქნია თავი მსუბუქად.
- მეორე ცხოვრება აღარ იქნება, - გაუღიმა მკრთალად დამძიმებულ ქალს. შეერია სევდისფერიც მის ხმას. - მეორე შანსი ყოველთვის... ყველა ტკივილი წყალს გაატანე, ჩემიც წაიღოს. წაიღოს შიშებიც. იყოს მეორედ. თავიდან, კიდევ ერთხელ.
- შეგიძლია, შენ? - შეერია მცირეოდენი ეჭვი მის დამსხვრეულს.
- თუ არ ვცდით, ვერც ვერასდროს გავიგებთ, - იყო პასუხიც, მტკიცე.
- ვცადოთ?
- აუცილებლად.
- გიორგი?
- ისიც ცდის.
- დარწმუნებული ხარ?
- მინდა, რომ სცადოს, - ნაფიქრი იყო ვიტო. - იმსახურებს.
ლამაზად ჟღერდა ცხოვრება - ხანმოკლე.
ისმოდა დაბალ ხმაზე ირაკლი ჩარკვიანის „ორღანი 78“
„გაივლის დრო და წაიღებს ტკივილს
სიტყვები გაადნობს თოვლს
დაბრუნდები ისევ, ყვავილებით ხელში
დაივიწყებ წაგებულ დროს“
ზოგჯერ მაშინაც არ არის გვიანი, როცა მოჭრილია ყველა გზა.
ხშირად უყურეთ ცას.
ვარსკვლავებს მიაქვთ თქვენი ტკივილი,
გამსუბუქებთ დამძიმებულებს.
დაბრუნება არასდროსაა გვიანი.
სცადე,
რომ გაიგო.


*

ბევრი დღის შემდეგ,
მაფიის წევრად გახდომას რომ ლამობდა დაჩი სხირტლაძე,
სიცილიის ქუჩებში რომ დადიოდა ვიტო მაჭავარიანის (და არა კორლეონეს) ბავშვობის მეგობარი და სულიერი მოძღვარი,
თბილისში, ღამის ათ საათზე, სანდრო ჯაჭვლიანს სპაზმური ხველა აუვარდა, ელენამ რომ მისწერა, მამას ჯარის მეგობარი გვყავს სტუმრად, ოჯახითო.
არ გასულა რამდენიმე საათი, დორას კივილმა რომ შეძრა მტკვრის მარჯვენა სანაპირო.
შეიჭრა სასტუმრო ოთახში ქოთქოთით.
- სანდრომ ელენა მოიტაცა!
- რაო? - წამოდგნენ ფეხზე თავისი და სხვისი ოჯახები.
- რა დროს მოტაცებაა! ვატანდით, ისედაც, - იღიმოდა ბაბუა, ვიქტორ მაჭავარიანი.
- ჯარის მეგობარი და შვილები არ ვიცი მეო, დაუბარებია ოჯახში.
- დაჩის გაგიჟებულია! - გაეცინა ვიტოს სიმშვიდით.


* * *

სანდრომ ელენა რომ მოიტაცა, დაჩი სხირტლაძე სიცილიიდან ყვიროდა, ადრიანო მომყავს ჩელენტანო, ვერონაში გაშალეთ სუფრა, მოვდივართო.
დაელოდნენ.
სიაშიც არ ჩაწერეს, არ მოიჭრეს თავი.
საუცხოო სუფრა გაიშალა კახეთის ულამაზეს სოფელ ვერონაში.
უამრავ ადამიანს მოეყარა თავი სამოთხისეულ ბაღში.
საპატიო მოქალაქე ოფიციალურად გახდა დაჩი სხირტლაძე.
ატმის ხე დარგო პირველად, თავის მიწის ნაკვეთზე.
დაიკმაყოფილა უამრავი წლის სურვილიც და დაუდგა მეჯვარედ სანდროს ჯაჭვლიანს.
დარბოდა მაგიდებს შორის და არ ასვენებდა სტუმრებს.
სიმღერების სიაც გამზადებული ჰქონდა წინასწარ.
ამატებდა ანუნას მაგიდაზე ცხელ-ცხელ კერძებს.
არც ანუნას ოჯახი რჩებოდა უყურადღებოდ, სადღეგრძელოს ამბობდა სადღეგრძელოზე.
ვიტოს დაარბენინებდა მამიდაშვილების სახელების გასაგებად.
მიკროფონშიც აცხადებდა დაკარგულ ბავშვებს.

და ახლაც,
ამ მშვენიერ საღამოს, როცა დაუფარავად შემოიპარა სიბნელის სხივები და დამაბრმავებლად ანათებდნენ ცაზე ლურჯი ვარსკვლავები,
თქვენს წინაშე მღერის ადრიანო ჩელენტანო „სუზანას.“
ბექებში დგას ქიმიის მასწავლებელი ჩხეიძე დალი.
ოთხმოცდაათი წლის ლენა გოთუა სიყვარულის სადღეგრძელოს სვამს ყანწით ცხოვრების ახალ სიყვარულთან ერთად.
არ აპატია ძველს უსიყვარულობა.
ლიფტიორი შალვა კვაშელი და თავისი მეუღლე ელისო, საპატიო ადგილს იკავებენ წინა რიგებში.
ანუნას მამიდა, მანჩო დვალიშვილი გაშლილი ხელებით ცეკვავს შალახოს.
გაფენილი აქვს მიწაზე დაჩის პიჯაკი.
ვინ დაეძებს შებღალულ პიჯაკს, როცა დაჩიმ სიტყვა შეასრულა თავისი.


გამოეყო სტუმრებს ვიტო.
წამოიყვანა ნაკა იმ ადგილას, ჯერ კიდევ პირველი ჩამოსვლის დროს რომ აღმოაჩინა სახლის ეზოში.
ყვაოდნენ ატმის ხეები.
ეფინებოდნენ ლამაზად ხასხასა ბალახებს მათი ყვავილები.
უყურებდა მდუმარედ სანახაობას, რომელიც არასდროს ენახა მანამდე.

- იცი, რას ამბობენ ატმის ყვავილზე? - დაარღვია მომნუსხველი სიჩუმე ვიტომ.
თავი გააქნია უარის ნიშნად ქალმა.
- სიყვარულის ნიშანიაო, მარადიულის... როცა აჩუქებ ქალს, უნდა გიყვარდესო სიცოცხლის ბოლომდე.
- ჰო?
ატმისფრად უბრწყინავდა ღამისფერი თვალები.
- ეს შენ. - გაუწოდა ატმის ყვავილი ქალს.
დაუდო გაშლილ ხელისგულზე ვარდისფერი და არომატული.
შეინახავდა ისიც ყოველთვის,
მარადიულად.


ანუნას სასოწარკვეთილმა კივილმა ვერონა რომ შეძრა, მაშინ მოიხედეს მხოლოდ სტუმრებისკენ.

- ლანა ცაგურიას რა უნდა აქ, დაჩი?! შენი მოთრეული იქნება!
- ვაიმე, მარიკო გუგავა ტორტში ჩააგდო მაია ცაავამ, ამოიყვანეთ! - ჩაახშო ვიღაცამ - მისი.
- არ ამოიყვანოთ, რა! - აყვირდა ანუნა. - ლოფერები აცვია, ხედავთ? ნაკა, სად ხარ, გოგო, ხედავ? როდის მეცვა მე ლოფერები!
- რომელი მარიკო, ჭიქა რომ შეჭამა?
- ანუნა, ლოფერები კი არა, ქმარს მიხედე, ლანა შენს ამბავს უყვება, ცაგურია!
- მომიკვდეს თავი და დამაყარეთ ვერონას მიწა! - გარბოდა თავქუდმოგლეჯილი.
- რატომ ატყუებ? - ეშმაკურად მოღიმარ ქალს ამოუდგა ღიმილით ვიტო.
- სამაგიეროს ვუხდი!
- რა ჩაიდინა? - ეჭვით გააყოლა თვალი გაქცეულს.
- სამი თვე თქვენთან რომ არ მოვდიოდი, ხო გახსოვს? - ჩაეკითხა, როგორც პატარა ბავშვს. დაუკმაყოფილა უსიტყვო ინტერესი წამებში. - ვითომ შენი კლასელი რომ მოგწონდა!
- მახსოვს, - არ შორდებოდა ლამაზი ღიმილი მის ნათელ სახეს.
- ამ დამპალმა ბავშვმა მომატყუა, მისი კლასელი ნინი ონიანი უყვარსო!
- ვგიჟდები!
იცინოდა ვიტო.

- ანუნა, ჩემი აპოლონია ვიტელი ხარ, გეფიცები!
ისმოდა ყრუდ დაჩის ყვირილი.
- ცოცხალი ოღონდ! - დაამატა ბოლოს.
ჩაიკარა ხმამაღალ სიცილში ისიც.


ცხოვრების სიმწარეზე როცა ვსაუბრობთ,
არ დაგვავიწყდეს სასწაულები.
შესაძლებელი ვარიანტების თითებზე ჩამოთვლისას,
არ გამოვრიცხოთ სასწაულებიც.

ყველაზე უარესი რომ მოხდება,
უკან არ მოიხედო,
წინ სასწაული გელოდება.

თეთრ ცაზე ლურჯი ვარსკვლავები.
ანათებდა ერთი განსაკუთრებით.

სასწაულების გჯერა?



დასასრული.

2023 წელი,
აღარაფერი დარჩა მის მიწურვამდე.
ბედნიერების,
ადამიანად ყოფნის,
მშვიდად სუნთქვის
წელი ყოფილიყოს - ახალი.



№1  offline წევრი Margo Tokyo

სანამ წაიკითხავთ,
სანამ ქვემოთ ჩამოხვალთ,
მე მოგიყვებით პატარა ამბავს,
ჩემს ამბავს - ამ ამბავზე.
ამ ისტორიის იდეა რომ გამიჩნდა, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, მაშინ ვკარგავდი ჩემს მნიშვნელოვან ადამიანს.
როცა დავკარგე, გამიჩნდა უსაზღვრო ბრაზი სამყაროს მიმართ.
თითქოს ყველა დამნაშავეაო, ვინც სუნთქავს, შენს უბედურებაში.
ხშირად, ძალიან ხშირად, ტკივილი და უსამართლობა ადამიანს აკარგვინებს საკუთარ თავს.
იმ თავს, ოდესმე გულში რომ არ გაივლებდა ცუდს.
იმ ბავშვს, უპირობობა რომ სწამდა.
ეს ამბავიც ჭიდილზეა.
ადამიანურ საწყისებსა და ადამიანად ყოფნაზე.
ზოგმა დაკარგა საკუთარი თავი,
ზოგმა მანამ დაიჭირა, სანამ დაკარგავდა,
ზოგმაც იპოვა.
მაგრამ მაინც, ყველას აქვს თავისი გაგება და ყველას ჰყავს თავისი გამგები.
მთავარი ისაა, რომ საკუთარი თავის გადარჩენა ყოველთვისაა შესაძლებელი.
არასდროსაა გვიანი.
ყველაფერი იწყება ცდით.
ყველა, ადამიანური შეცდომებით გათელილიც კი, იმსახურებს მეორე შანსს.
თუკი ჯერ კიდევ ცოცხლობს მასში "ის" ბავშვი.
ეს ამბავიც ადამიანად ყოფნაზეა.
გისურვებთ ისეთ სიყვარულს, უშეცდომო რომ უყვარხარ და შეცდომიანი - უფრო.
ბედნიერებას გისურვებთ ????

 


№2  offline წევრი დარინა

მიხარია შენი გამოჩენა❤️ ვკითხულობდი და იმდრნი ემოცია დამებადა თან ამას პლიუს პარალელურად ბევრ რამეზე დაფიქრებაც მოვასწარი თურმე ცხოვრება რამდენად უსამართლოა იმ უდანაშაული ადამიანების მიმართ რომლის დანადაულიც ერთი ბეწოც კი არ არის, სასშინლად მეტკინა მარიამი და მასთან ერთად გიორგი, როგორ ულმობლად მოექცა მათ ცხოვრება ცრემლებიც კი ვაღვარღვარ, ისტორიის საუკეთესო პერსონაჟი კი დაჩი სხირტლაძეა რომელიც არასდროს არ კარგავდა თავის თავს რთულ მომენტებშიც კი ძალიან ბევრი მაცინა მარიამის და გიორგის ამბით ნატკენი გული დამიამა, აი ყველაზე მეტად ის მომენტი მომხვდა თვალში ელენასნაირად მეც ბევრი ვიტირე ჟულ ბიანკის გარდაცვალებაზე მაგრამ ლეკრერის სილამაზე ვერ მხიბლავს :დდდდდდ მონსტრი მაქსი მიყვარს მე :დდდდ სასიამოვნო ემოციებით სავსე ისტორია იყო და მიხარია ტკივილებმა ვერ გაჯობა და ისეთი ხარ როგორიც ხარ, მიხარიხარ და გელოდები შემდეგით წარმატებები ❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი სტუმარი ელისო

ძალიან კარგი იყო...

 


№4 სტუმარი ნეს

სალამი პირველ რიგში. გამიხარდა მარგო შენი გამოჩენა, ვფიქრობ ერთერთი საინტერესო და პერსპექტიული ავტორი ხარ ფორლავზე. ისტორიას რაც შეეხება, რამდენჯერმე მქონდა წაკითხული ძველი ვერსია და ეს ახალი საერთოდ ამოყირავებულია თავიდან ბოლომდე. კარგადაა შეკრული სიუჟეტური ხაზი, ბევრად ღრმა და სულიშიჩამწვდომია დიალოგებიც და თხრობის ხაზიც. ძალიან მესიამოვნა ნაკას და ვიტოს ურთიერთობის ასეთი განვითარება, აბსოლუტურად მათ წმინდა ბავშვურ გრძნობებზე აგებული და მოხარული ვარ რომ ამ ახალ ვერსიაში არ დარჩა იმ 18+ სცენების ადგილი. ივა უცებ აალებადი, საკმაოდ უხეში ტიპი ჩანდა ჩემს თვალში და ვიტოთ გადაქცევამ აშკარად დახვეწა :) ნაკა მომწონდა თავიდანვე, ტოპ გოგოა, საუკეთესო მთავარი გმირი. კარგად ნაფიქრია და უფრო განვითარებულია დანარჩენი პერსონაჟებიც. ელენა ცოტა უფრო დეპრესიული და მომენტებში უფრო მძიმეც მახსოვდა ძველ ვერსიაში და სანდრო ძალიან მოუხდა :)))

ერთადერთი, რა შენიშვნაც მაქვს, და ესეც ალბათ საკმაოდ სუბიექტურია და ბევრი ვიფიქრე დამეწერა საერთოდ თუ არა, არის ის, რომ მომენტებში, განსაკუთრებით იუმორისტული დიალოგების კითხვისას, ბევრჯერ დავფიქრდი შემთხვევით კანდელაკის ისტორიას ხომ არ ვკითხულობთქო. ზოგადად, ძველ ვერსიაში ამდენი სასაცილო მომენტი არ იყო, მაგრამ რაც იყო კარგი იყო. იუმორი მართლა ტოპ, ძალიან ბევრ მომენტზე ბევრი ვიცინე, მაგრამ ლექსიკა მეცნო ძალიან...

მიხარია რარიტეტული კომოდი სათანადო ხელში რომ მოხვდა. როგორც ავტორს ბევრ წარმატებას გისურვებ.

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

დარინა
მიხარია შენი გამოჩენა❤️ ვკითხულობდი და იმდრნი ემოცია დამებადა თან ამას პლიუს პარალელურად ბევრ რამეზე დაფიქრებაც მოვასწარი თურმე ცხოვრება რამდენად უსამართლოა იმ უდანაშაული ადამიანების მიმართ რომლის დანადაულიც ერთი ბეწოც კი არ არის, სასშინლად მეტკინა მარიამი და მასთან ერთად გიორგი, როგორ ულმობლად მოექცა მათ ცხოვრება ცრემლებიც კი ვაღვარღვარ, ისტორიის საუკეთესო პერსონაჟი კი დაჩი სხირტლაძეა რომელიც არასდროს არ კარგავდა თავის თავს რთულ მომენტებშიც კი ძალიან ბევრი მაცინა მარიამის და გიორგის ამბით ნატკენი გული დამიამა, აი ყველაზე მეტად ის მომენტი მომხვდა თვალში ელენასნაირად მეც ბევრი ვიტირე ჟულ ბიანკის გარდაცვალებაზე მაგრამ ლეკრერის სილამაზე ვერ მხიბლავს :დდდდდდ მონსტრი მაქსი მიყვარს მე :დდდდ სასიამოვნო ემოციებით სავსე ისტორია იყო და მიხარია ტკივილებმა ვერ გაჯობა და ისეთი ხარ როგორიც ხარ, მიხარიხარ და გელოდები შემდეგით წარმატებები ❤️❤️❤️❤️

დარინა!!! ეს ემოციები.... ძალიან მიხარია, ძალიან!! ❤️❤️❤️❤️ მადლობა ყველა სიტყვისთვის!

სტუმარი სტუმარი ელისო
ძალიან კარგი იყო...

მადლობა ❤️

ნეს
სალამი პირველ რიგში. გამიხარდა მარგო შენი გამოჩენა, ვფიქრობ ერთერთი საინტერესო და პერსპექტიული ავტორი ხარ ფორლავზე. ისტორიას რაც შეეხება, რამდენჯერმე მქონდა წაკითხული ძველი ვერსია და ეს ახალი საერთოდ ამოყირავებულია თავიდან ბოლომდე. კარგადაა შეკრული სიუჟეტური ხაზი, ბევრად ღრმა და სულიშიჩამწვდომია დიალოგებიც და თხრობის ხაზიც. ძალიან მესიამოვნა ნაკას და ვიტოს ურთიერთობის ასეთი განვითარება, აბსოლუტურად მათ წმინდა ბავშვურ გრძნობებზე აგებული და მოხარული ვარ რომ ამ ახალ ვერსიაში არ დარჩა იმ 18+ სცენების ადგილი. ივა უცებ აალებადი, საკმაოდ უხეში ტიპი ჩანდა ჩემს თვალში და ვიტოთ გადაქცევამ აშკარად დახვეწა :) ნაკა მომწონდა თავიდანვე, ტოპ გოგოა, საუკეთესო მთავარი გმირი. კარგად ნაფიქრია და უფრო განვითარებულია დანარჩენი პერსონაჟებიც. ელენა ცოტა უფრო დეპრესიული და მომენტებში უფრო მძიმეც მახსოვდა ძველ ვერსიაში და სანდრო ძალიან მოუხდა :)))

ერთადერთი, რა შენიშვნაც მაქვს, და ესეც ალბათ საკმაოდ სუბიექტურია და ბევრი ვიფიქრე დამეწერა საერთოდ თუ არა, არის ის, რომ მომენტებში, განსაკუთრებით იუმორისტული დიალოგების კითხვისას, ბევრჯერ დავფიქრდი შემთხვევით კანდელაკის ისტორიას ხომ არ ვკითხულობთქო. ზოგადად, ძველ ვერსიაში ამდენი სასაცილო მომენტი არ იყო, მაგრამ რაც იყო კარგი იყო. იუმორი მართლა ტოპ, ძალიან ბევრ მომენტზე ბევრი ვიცინე, მაგრამ ლექსიკა მეცნო ძალიან...

მიხარია რარიტეტული კომოდი სათანადო ხელში რომ მოხვდა. როგორც ავტორს ბევრ წარმატებას გისურვებ.

პირველ რიგში, მადლობა შეფასებითვის და სასიამოვნო სიტყვებისთვის.
ჩემს კომენტარში, ზემოთ, ვისაუბრე იმ მიზეზზე, რის გამოც დავწერე ეს ამბავი თავიდან.
აქაც გეტყვი, რომ მაშინ, იმ პერიოდში, როგორც მე ვუყურებდი სამყაროს, ანუ ძალიან დეპრესიულად, აისახა მთელს ისტორიაზე და დასასრულზე.
არ იყო ჩემი რეალური მე.
შემეცვალა ეგ ფილოსოფია ბევრი მიზეზის გამო და გადმოვიტანე ისტორიაში.
რაც შეეხება მეორე ნაწილს. თუ მეტყვი კონკრეტულად რა მონაკვეთები გააიგივე სხვა ნაწერთან, ალბათ უფრო მივხვდები რას გულისხმობ. მომწერე პირადში თუ გინდა.
ჩემი ძველი ისტორია თუ გაქვს წაკითხული, თუნდაც პირველის ნახევარი ან წითელი ღამე (ახლა აღებულია) იუმორი მთავარი რგოლი იყო ჩემი. რაღაცნაირად მეწყინა მთავარი ღირსება რომ დამეკარგა ახლა :დ
Anyways მადლობა.

 


№6 სტუმარი ნეს

Margo Tokyo
დარინა
მიხარია შენი გამოჩენა❤️ ვკითხულობდი და იმდრნი ემოცია დამებადა თან ამას პლიუს პარალელურად ბევრ რამეზე დაფიქრებაც მოვასწარი თურმე ცხოვრება რამდენად უსამართლოა იმ უდანაშაული ადამიანების მიმართ რომლის დანადაულიც ერთი ბეწოც კი არ არის, სასშინლად მეტკინა მარიამი და მასთან ერთად გიორგი, როგორ ულმობლად მოექცა მათ ცხოვრება ცრემლებიც კი ვაღვარღვარ, ისტორიის საუკეთესო პერსონაჟი კი დაჩი სხირტლაძეა რომელიც არასდროს არ კარგავდა თავის თავს რთულ მომენტებშიც კი ძალიან ბევრი მაცინა მარიამის და გიორგის ამბით ნატკენი გული დამიამა, აი ყველაზე მეტად ის მომენტი მომხვდა თვალში ელენასნაირად მეც ბევრი ვიტირე ჟულ ბიანკის გარდაცვალებაზე მაგრამ ლეკრერის სილამაზე ვერ მხიბლავს :დდდდდდ მონსტრი მაქსი მიყვარს მე :დდდდ სასიამოვნო ემოციებით სავსე ისტორია იყო და მიხარია ტკივილებმა ვერ გაჯობა და ისეთი ხარ როგორიც ხარ, მიხარიხარ და გელოდები შემდეგით წარმატებები ❤️❤️❤️❤️

დარინა!!! ეს ემოციები.... ძალიან მიხარია, ძალიან!! ❤️❤️❤️❤️ მადლობა ყველა სიტყვისთვის!

სტუმარი სტუმარი ელისო
ძალიან კარგი იყო...

მადლობა ❤️

ნეს
სალამი პირველ რიგში. გამიხარდა მარგო შენი გამოჩენა, ვფიქრობ ერთერთი საინტერესო და პერსპექტიული ავტორი ხარ ფორლავზე. ისტორიას რაც შეეხება, რამდენჯერმე მქონდა წაკითხული ძველი ვერსია და ეს ახალი საერთოდ ამოყირავებულია თავიდან ბოლომდე. კარგადაა შეკრული სიუჟეტური ხაზი, ბევრად ღრმა და სულიშიჩამწვდომია დიალოგებიც და თხრობის ხაზიც. ძალიან მესიამოვნა ნაკას და ვიტოს ურთიერთობის ასეთი განვითარება, აბსოლუტურად მათ წმინდა ბავშვურ გრძნობებზე აგებული და მოხარული ვარ რომ ამ ახალ ვერსიაში არ დარჩა იმ 18+ სცენების ადგილი. ივა უცებ აალებადი, საკმაოდ უხეში ტიპი ჩანდა ჩემს თვალში და ვიტოთ გადაქცევამ აშკარად დახვეწა :) ნაკა მომწონდა თავიდანვე, ტოპ გოგოა, საუკეთესო მთავარი გმირი. კარგად ნაფიქრია და უფრო განვითარებულია დანარჩენი პერსონაჟებიც. ელენა ცოტა უფრო დეპრესიული და მომენტებში უფრო მძიმეც მახსოვდა ძველ ვერსიაში და სანდრო ძალიან მოუხდა :)))

ერთადერთი, რა შენიშვნაც მაქვს, და ესეც ალბათ საკმაოდ სუბიექტურია და ბევრი ვიფიქრე დამეწერა საერთოდ თუ არა, არის ის, რომ მომენტებში, განსაკუთრებით იუმორისტული დიალოგების კითხვისას, ბევრჯერ დავფიქრდი შემთხვევით კანდელაკის ისტორიას ხომ არ ვკითხულობთქო. ზოგადად, ძველ ვერსიაში ამდენი სასაცილო მომენტი არ იყო, მაგრამ რაც იყო კარგი იყო. იუმორი მართლა ტოპ, ძალიან ბევრ მომენტზე ბევრი ვიცინე, მაგრამ ლექსიკა მეცნო ძალიან...

მიხარია რარიტეტული კომოდი სათანადო ხელში რომ მოხვდა. როგორც ავტორს ბევრ წარმატებას გისურვებ.

პირველ რიგში, მადლობა შეფასებითვის და სასიამოვნო სიტყვებისთვის.
ჩემს კომენტარში, ზემოთ, ვისაუბრე იმ მიზეზზე, რის გამოც დავწერე ეს ამბავი თავიდან.
აქაც გეტყვი, რომ მაშინ, იმ პერიოდში, როგორც მე ვუყურებდი სამყაროს, ანუ ძალიან დეპრესიულად, აისახა მთელს ისტორიაზე და დასასრულზე.
არ იყო ჩემი რეალური მე.
შემეცვალა ეგ ფილოსოფია ბევრი მიზეზის გამო და გადმოვიტანე ისტორიაში.
რაც შეეხება მეორე ნაწილს. თუ მეტყვი კონკრეტულად რა მონაკვეთები გააიგივე სხვა ნაწერთან, ალბათ უფრო მივხვდები რას გულისხმობ. მომწერე პირადში თუ გინდა.
ჩემი ძველი ისტორია თუ გაქვს წაკითხული, თუნდაც პირველის ნახევარი ან წითელი ღამე (ახლა აღებულია) იუმორი მთავარი რგოლი იყო ჩემი. რაღაცნაირად მეწყინა მთავარი ღირსება რომ დამეკარგა ახლა :დ
Anyways მადლობა.





ვაი, საწყენად არ მითქვამს.. მართლა რა სიტყვა დამიწერია "ერთი შენიშვნა მაქვს", ამიტო არ უნდა წერო კიმენტარი ღამის 3 საათზე :( შენიშვნა არ მაქვს არანაირი და ვერც მექნება, შევნიშნე ჩემთვის რომ რაღაც სიტყვები და ლექსიკა იყო მსგავსი, უბრალოდ. ძალიან მიყვარს ლიზას კითხვაც და სავარაუდოდ ერთნაირი განწყობა მოიტანა ამ საერთო მეგობრების წრეში ხუმრობებმა და ძალიან კარგმა იუმორმა. მაქვს ყველა შენი წაკითხული, წითელი ღამედან გიცნობ და მაშინ რომ ვიფიქრე რა კარგად წერს და რამხელა განვითარების პოტენციალი აქვსთქო, აი ისე კარგად აგვიხდეს ყველაფერი მეც და შენც. აწი ზუსტად ვიცი, ამ ლინკით ატვირთული ახალი ისტორია როგორც გამეხარდება..

 


№7  offline წევრი თ. ა.

პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას. არ ვიცი შეიძლება ეს ერთი გიდევს ან კიდევ სხვა ამ წამს მინდა კომენტარი დაგიტოვო და არგამებნას სიტყვები ისედავ ლივს ვუყრი თავს აზრებს. ძალიან საინტერეზო იყო და სასიამოვნო წასაკითხი. თვისი ტრაგედიებით, გმირობებით, იუმორით და სხვა მრავალი. არ მიყვარს მომენტი როცა ადამიანი ხდება საბრალო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ეგრეა ზოგი საბრალოა ზოგი არც ისე. გიორგი დამენანა ამ ტკივილისთვის. საბრალო კი ზვიადი და მისთანები.
მადლობა ასეთი ლამაზი ისტორიისთვის. იმედია კიდევ გაგვახარებ.

 


№8 სტუმარი სტუმარი Daldoni Daldoni

ხოო ეს იმდენად შესანიშნავი და შთამბეჭდავი ისტორია იყო , მრავალი ფერის ,ყველა ადამიანური ღირებულებები ზღვარს მიღმა და მისი მანკიერი მახინჯი სახის გამოვლინება ,რამდენადაც მრავალი ფერის ისტორია იყო იმდენად ასეთივე შერეული ზღვა ემოციები გამოიწვია .კითხვისას ზოგჯერ ამოსუნთქვა რომ გავიწყდება,ემოცია რომ გახრჩიბს,ცრემლებს რომ ვერ იკავებ და ადამიანთა სისასტიკით გაოცებული და გაბრაზებული ხარ,და ამავე დროს ღირსეული ადამიანების ადამიანობას, ღირსებას ,სიყვარულს ,სიმტკიცეს მეგობრობას და ერთგულებას რომ წაიკითხავ ,შეუძლებელია არ იამაყო რომ ადამიანი გქვია..იმდენად ყოვლის მომცველი ისტორია იყო ცხოვრებისეული,სიკეთის და ბოროტების ბრძოლა,იშვიათი მეგობრობა სიყვარული ,თანადგომასამართლიანობის გრძნობა ის რაც ისტორიის პერსონაჟებს მოსდევდათ ბოლომდე ,მიუხედავად მათი დიდი ტრაგედიისა შენარჩუნებული ადამიანობა და პრინციპების სიმტკიცე.და შინაარსის სიმძიმის პარალელურად იუმორის ისეთი იშვიათი ნაზავი იყო ,გაოცებული დავრჩი .
განსაკუთრებული და შესანიშნავია ვატო მაჭავარიანი მისი სიკარგით ღირსებით,მიუხედავად დიდი ტკივილისა ,ტრაგედიისა ადამიანის სახე რომ არ დაკარგა ,უნიკალურია მისი და გიორგის ან თუნდაც აჩის შეხვედრის დეტალები , მისი შეხედულებები , ცხოვრების გაკვეთილებს რომ გავს ,იშვიათი მეგობარი სხირტლაძე და მისი იუმორით გაჯერებული მთელი ისტორია , ორი ღირსეული ოჯახი ტკივილიანი თავგადასავლის ფონზე მათი ზეადამიანური ქმედება რაც აღფრთოვანებას იწვევს და ხო ყველაზე ცუდი მხარე ადამიანის მანკიერი თვისებები ,თუ რამდენად შეიძლება დაეცეს ხარბი და ბოროტი ადამიანი მესხის არაბიძის და ფაღავას სახით ..და ამ დროს იტყვი ყველა კაცია ადამიანი?..... და ამ ყველაფრის ფონზე
იმდენად საოცარი,სასწაული და შესანიშნავი ისტორი შექმენით ქალბატონო მარგოო შეუძლებელია მკითხველი არ აღფრთოვანდეს....მადლობა ამ საოცარი ისტორიისთვის და ემოციებისთვის ...

 


№9  offline წევრი Margo Tokyo

თ. ა.
პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას. არ ვიცი შეიძლება ეს ერთი გიდევს ან კიდევ სხვა ამ წამს მინდა კომენტარი დაგიტოვო და არგამებნას სიტყვები ისედავ ლივს ვუყრი თავს აზრებს. ძალიან საინტერეზო იყო და სასიამოვნო წასაკითხი. თვისი ტრაგედიებით, გმირობებით, იუმორით და სხვა მრავალი. არ მიყვარს მომენტი როცა ადამიანი ხდება საბრალო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაშიც ხომ ეგრეა ზოგი საბრალოა ზოგი არც ისე. გიორგი დამენანა ამ ტკივილისთვის. საბრალო კი ზვიადი და მისთანები.
მადლობა ასეთი ლამაზი ისტორიისთვის. იმედია კიდევ გაგვახარებ.

მიხარია, რომ მოგეწონა. მადლობა, რომ გამიზიარე და უფრო დიდი მადლობა ძალიან სასიამოვნო შეფასებისთვის, ბევრს ნიშნავს ❤️

სტუმარი Daldoni Daldoni
ხოო ეს იმდენად შესანიშნავი და შთამბეჭდავი ისტორია იყო , მრავალი ფერის ,ყველა ადამიანური ღირებულებები ზღვარს მიღმა და მისი მანკიერი მახინჯი სახის გამოვლინება ,რამდენადაც მრავალი ფერის ისტორია იყო იმდენად ასეთივე შერეული ზღვა ემოციები გამოიწვია .კითხვისას ზოგჯერ ამოსუნთქვა რომ გავიწყდება,ემოცია რომ გახრჩიბს,ცრემლებს რომ ვერ იკავებ და ადამიანთა სისასტიკით გაოცებული და გაბრაზებული ხარ,და ამავე დროს ღირსეული ადამიანების ადამიანობას, ღირსებას ,სიყვარულს ,სიმტკიცეს მეგობრობას და ერთგულებას რომ წაიკითხავ ,შეუძლებელია არ იამაყო რომ ადამიანი გქვია..იმდენად ყოვლის მომცველი ისტორია იყო ცხოვრებისეული,სიკეთის და ბოროტების ბრძოლა,იშვიათი მეგობრობა სიყვარული ,თანადგომასამართლიანობის გრძნობა ის რაც ისტორიის პერსონაჟებს მოსდევდათ ბოლომდე ,მიუხედავად მათი დიდი ტრაგედიისა შენარჩუნებული ადამიანობა და პრინციპების სიმტკიცე.და შინაარსის სიმძიმის პარალელურად იუმორის ისეთი იშვიათი ნაზავი იყო ,გაოცებული დავრჩი .
განსაკუთრებული და შესანიშნავია ვატო მაჭავარიანი მისი სიკარგით ღირსებით,მიუხედავად დიდი ტკივილისა ,ტრაგედიისა ადამიანის სახე რომ არ დაკარგა ,უნიკალურია მისი და გიორგის ან თუნდაც აჩის შეხვედრის დეტალები , მისი შეხედულებები , ცხოვრების გაკვეთილებს რომ გავს ,იშვიათი მეგობარი სხირტლაძე და მისი იუმორით გაჯერებული მთელი ისტორია , ორი ღირსეული ოჯახი ტკივილიანი თავგადასავლის ფონზე მათი ზეადამიანური ქმედება რაც აღფრთოვანებას იწვევს და ხო ყველაზე ცუდი მხარე ადამიანის მანკიერი თვისებები ,თუ რამდენად შეიძლება დაეცეს ხარბი და ბოროტი ადამიანი მესხის არაბიძის და ფაღავას სახით ..და ამ დროს იტყვი ყველა კაცია ადამიანი?..... და ამ ყველაფრის ფონზე
იმდენად საოცარი,სასწაული და შესანიშნავი ისტორი შექმენით ქალბატონო მარგოო შეუძლებელია მკითხველი არ აღფრთოვანდეს....მადლობა ამ საოცარი ისტორიისთვის და ემოციებისთვის ...

რა ვთქვა??!!! ასეთი შეფასების, განხილვის, მსჯელობის, გააზრების მერე, არ ვიცი, არ მაქვს სიტყვები. მადლობა, რომ დაინახე და იგრძენი ის ყველაფერი, რაც ჩავდე წერისას. ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს ამბავი და ეს შეფასება ხომ საერთოდ ❤️❤️❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი ნანამია

მთელი დღე ვკითხულობდი თითქმის ...ნაწილ - ნაწილ და ცრემლები არ შემშრობია ...ხან სიცილის და ხან ტირილის... არის ისტორიები სადაც მშვიდად , წყნარად მიყვები ისტორიას ერთი ემოციით,აქ კი ემოცია ემოციას ცვლიდა...დაჩიმ ძალიან მახალისა... არაჩვეულებრივი პერსონაჟია,ყველანი ძალიან კარგები არიან და ძლიერები... სხვა რა უნდა თქვა აბა ვიტოზე ან გიორგიზე,მათ ოჯახებზე გლოვასაც რომ ღირსეულად ახერხებენ...რა თქმა უნდა გული დამწყდა უდანაშაულო მარიამზე და გიორგიზე, თუმცა ცხოვრება როდისაა აბა ყოველთვის ია ვარდით მოფენილი... დიდი მადლობა ... სიამოვნებით წავიკითხავდი შენს სხვა ისტორიებს...

 


№11  offline წევრი Margo Tokyo

ნანამია
მთელი დღე ვკითხულობდი თითქმის ...ნაწილ - ნაწილ და ცრემლები არ შემშრობია ...ხან სიცილის და ხან ტირილის... არის ისტორიები სადაც მშვიდად , წყნარად მიყვები ისტორიას ერთი ემოციით,აქ კი ემოცია ემოციას ცვლიდა...დაჩიმ ძალიან მახალისა... არაჩვეულებრივი პერსონაჟია,ყველანი ძალიან კარგები არიან და ძლიერები... სხვა რა უნდა თქვა აბა ვიტოზე ან გიორგიზე,მათ ოჯახებზე გლოვასაც რომ ღირსეულად ახერხებენ...რა თქმა უნდა გული დამწყდა უდანაშაულო მარიამზე და გიორგიზე, თუმცა ცხოვრება როდისაა აბა ყოველთვის ია ვარდით მოფენილი... დიდი მადლობა ... სიამოვნებით წავიკითხავდი შენს სხვა ისტორიებს...

ყველა სევდას, ყველა უბედურებას თან ახლავს სიმსუბუქე, და პირიქით, ყველა ბედნიერებას თან ახლავს პატარა სიმძიმეც. ამ იდეის ირგვლივ ტრიალებდნენ პერსონაჟები თავიანთი ხასიათით.
ბალანსი აუცილებელია ცხოვრებაშიც.
ასე ახლოს რომ მოვედი ემოციებთან, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ჩემთვის! ანუ დარჩება რაღაც კვალიც ❤️ მადლობა ძალიან დიდი!

 


№12 სტუმარი სტუმარი ლილე

ლამაზად წერთ და გადმოსცემთ .მომწონხართ და მომწონს თქვენი ნაწარმოებები❤️მადლობა თქვენ

 


№13  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ლილე
ლამაზად წერთ და გადმოსცემთ .მომწონხართ და მომწონს თქვენი ნაწარმოებები❤️მადლობა თქვენ

მადლობა ძალიან დიდი! ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი მაო

ვისიამოვნე ძალიან ძალიან დაკითხვის პროცესში აღფრთოვანებული ვიყავი მუდამ... მიხარია ასე კარგად რომ წერთ. წარმატებებს გისურვებთ ❤️

 


№15  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

"-რთულია იყო მოკლულის მხარე და ეძებდე სიმართლეს ...
-ორივე მხარე მე ვარ, აჩი"
ყველა კარგი წაკითხული ამბის შემდეგ უკეთესი რომ უნდა გახდეს ადამიანი, მე მაგ ეთიკაზე უფრო არც ერთს ვაღიარებ მწერლობაში. (თაროების წიგნებშიც და აქაც.)
ეს იყო ამბავი, რომლის ბოლოც მკითხველმა უნდა დაფიქრდეს, რამდეს აშავებს "არ პატიებით" - და რამდენს ნიშნავს თუნდაც ერთი ბეწო ღმერთი ადამიანის გულში ობოლ სანთლად დანთებული.
მე მიყარს ამბები, სადაც ტკივილს მეგობრად დაჰყვება, ორი ნაბიჯით ჩამორჩენილი იუმორი.
იმ ორი ნაბიჯით პატივს ვცემთ ადანიანთა გრძნობებს და იმ ორი ნაბიჯით ტკივილს ვახსენებთ, რომ უკან დგანან ისინი, ვისაც ჩვენი გაღიმება გაუაზრებელ თუ გააზრებულ "მიზნებად" აქვთ, ხოლმე ცხოვრებაში, მერე ასეთ ადამიანებს ვარქმევთ მეგობრებს და ატკივებულებს, ორი ნაბიჯით უკან მდგარი მეგობრები რომ გაგვახსენდება ხოლმე, უნებურად გვეღიმება ფიქრზე რომ "კარგია ღმერთი."
ისე გაგვხადე "ჩვენ" "მათი" ამბის ჩუმად, ფანჯრიდან მომზირალი ბედნიერი ადამიანები, რომ ახლა ვფიქრობ, ნეტავ, კიდე როდის გააღებს ახალ ფანჯარას, სადაც ახალი პერსონაჟების ამბებს ჩუმად მოვუსმენ. (ოღონდ მტკვარს ცოტა უნდა ვეჩხუბო, ძაან ხმაურობს.)
ლამაზი იყო ყველა შეხება, ისტორიასავით სუფთა და ნაფიქრი სიყვარული ჩანდა ჩვენი ტოლი ადამიანების თვალებით გადმოცემული.
ხშირად მითქვამს იმდენად ხისტი ვარ ამ თემასთან, არასდროს ვინტერესდები სხვისი მოსაზრებით, როგორ მივიტანოთ პერსონაჟთა სიყვარულის განდა მკითხველამდეთქო.
მოიტანე.
ამის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, მას ქვია სისუფთავე და შენ წერის ყველა პროცესში სუფთად გაიარე, არ გეგონოს, ნაბიჯები რადგან სუფთა იყო - დარჩა შეუმჩნეველი, არა.
სუფთა ნაბიჯები ყველაზე უფრო მკაფიოდ დასანახია.
"დაფარე სხვისი ცუდი."
ვინც ამაზე უკეთესს რჩევას მისცემს დამნაშავე შვილიშვილს, იმან ილაპარაკოს ამ თემაზე.
მე დამადუმე, პირადად.
"ღირსებას და ადამიანობას საკუთარი თავი გართმევს."
ხო.
კი.
ჩუმად ვარ.
"მარკშეიდერი დაჩი." - თვითონ, მარკშეიდერი.
ლიფტიორებმა დახუჭეთ თვალები, ასეა საჭირო.
ტყვიის ტყვიაში ჩამჯენ კაცს თუ უნდა სამთოინჟინერიც იქნება და ლიფტიორიც, არა ბიჭოს, მოსკოვს შეეკითხება.
მარგუშ, შე სიურპრიზიანო ქალო.
რაო, შე ტოკიო, გათენდა შენკენ?!
ცხადია ხო, ვინ არი ჩემი საყვარელი პერსონაჟი?!
გიორგი და ბაბუა.
ვიტო და ბაბუა.
მარიამი და კანა.
დაჩი და აჩი.
ნაკა და მარიამი.
რამდენი დაატიე ?!
ძალიან სათქმელი ამბავი იყო.
იმდენად სათქმელი, რომ ამბის დასაწყისში ვფქირობდი რას გეტყოდი.
როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს "ბოროტსა სძლია კეთილმა .." უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ლამაზი ამბები სწორედაც ასე იქმნება.
მწერალშიც, ისტორიაშიც და მკითხველშიც - კეთილმა ბოროტს უნდა აჯონოს, ნათელმა ბნელი უნდა გაანათოს.
შენ ანათებდი, მარგუშ.
მას გეტყვი მხოლოდ.


და, ჩვენ რა ვქნათ?! დავკლათ ცხვარი?!

 


№16  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი მაო
ვისიამოვნე ძალიან ძალიან დაკითხვის პროცესში აღფრთოვანებული ვიყავი მუდამ... მიხარია ასე კარგად რომ წერთ. წარმატებებს გისურვებთ ❤️

დიდი მადლობა! მიხარია, რომ მოგეწონათ ❤️❤️❤️

Gossipy girl
"-რთულია იყო მოკლულის მხარე და ეძებდე სიმართლეს ...
-ორივე მხარე მე ვარ, აჩი"
ყველა კარგი წაკითხული ამბის შემდეგ უკეთესი რომ უნდა გახდეს ადამიანი, მე მაგ ეთიკაზე უფრო არც ერთს ვაღიარებ მწერლობაში. (თაროების წიგნებშიც და აქაც.)
ეს იყო ამბავი, რომლის ბოლოც მკითხველმა უნდა დაფიქრდეს, რამდეს აშავებს "არ პატიებით" - და რამდენს ნიშნავს თუნდაც ერთი ბეწო ღმერთი ადამიანის გულში ობოლ სანთლად დანთებული.
მე მიყარს ამბები, სადაც ტკივილს მეგობრად დაჰყვება, ორი ნაბიჯით ჩამორჩენილი იუმორი.
იმ ორი ნაბიჯით პატივს ვცემთ ადანიანთა გრძნობებს და იმ ორი ნაბიჯით ტკივილს ვახსენებთ, რომ უკან დგანან ისინი, ვისაც ჩვენი გაღიმება გაუაზრებელ თუ გააზრებულ "მიზნებად" აქვთ, ხოლმე ცხოვრებაში, მერე ასეთ ადამიანებს ვარქმევთ მეგობრებს და ატკივებულებს, ორი ნაბიჯით უკან მდგარი მეგობრები რომ გაგვახსენდება ხოლმე, უნებურად გვეღიმება ფიქრზე რომ "კარგია ღმერთი."
ისე გაგვხადე "ჩვენ" "მათი" ამბის ჩუმად, ფანჯრიდან მომზირალი ბედნიერი ადამიანები, რომ ახლა ვფიქრობ, ნეტავ, კიდე როდის გააღებს ახალ ფანჯარას, სადაც ახალი პერსონაჟების ამბებს ჩუმად მოვუსმენ. (ოღონდ მტკვარს ცოტა უნდა ვეჩხუბო, ძაან ხმაურობს.)
ლამაზი იყო ყველა შეხება, ისტორიასავით სუფთა და ნაფიქრი სიყვარული ჩანდა ჩვენი ტოლი ადამიანების თვალებით გადმოცემული.
ხშირად მითქვამს იმდენად ხისტი ვარ ამ თემასთან, არასდროს ვინტერესდები სხვისი მოსაზრებით, როგორ მივიტანოთ პერსონაჟთა სიყვარულის განდა მკითხველამდეთქო.
მოიტანე.
ამის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, მას ქვია სისუფთავე და შენ წერის ყველა პროცესში სუფთად გაიარე, არ გეგონოს, ნაბიჯები რადგან სუფთა იყო - დარჩა შეუმჩნეველი, არა.
სუფთა ნაბიჯები ყველაზე უფრო მკაფიოდ დასანახია.
"დაფარე სხვისი ცუდი."
ვინც ამაზე უკეთესს რჩევას მისცემს დამნაშავე შვილიშვილს, იმან ილაპარაკოს ამ თემაზე.
მე დამადუმე, პირადად.
"ღირსებას და ადამიანობას საკუთარი თავი გართმევს."
ხო.
კი.
ჩუმად ვარ.
"მარკშეიდერი დაჩი." - თვითონ, მარკშეიდერი.
ლიფტიორებმა დახუჭეთ თვალები, ასეა საჭირო.
ტყვიის ტყვიაში ჩამჯენ კაცს თუ უნდა სამთოინჟინერიც იქნება და ლიფტიორიც, არა ბიჭოს, მოსკოვს შეეკითხება.
მარგუშ, შე სიურპრიზიანო ქალო.
რაო, შე ტოკიო, გათენდა შენკენ?!
ცხადია ხო, ვინ არი ჩემი საყვარელი პერსონაჟი?!
გიორგი და ბაბუა.
ვიტო და ბაბუა.
მარიამი და კანა.
დაჩი და აჩი.
ნაკა და მარიამი.
რამდენი დაატიე ?!
ძალიან სათქმელი ამბავი იყო.
იმდენად სათქმელი, რომ ამბის დასაწყისში ვფქირობდი რას გეტყოდი.
როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს "ბოროტსა სძლია კეთილმა .." უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ლამაზი ამბები სწორედაც ასე იქმნება.
მწერალშიც, ისტორიაშიც და მკითხველშიც - კეთილმა ბოროტს უნდა აჯონოს, ნათელმა ბნელი უნდა გაანათოს.
შენ ანათებდი, მარგუშ.
მას გეტყვი მხოლოდ.


და, ჩვენ რა ვქნათ?! დავკლათ ცხვარი?!

ლ ი ზ ა!
გული მაქვს ფინთად! სანტავიკი! სასწრაფოდ! პაციენტს ვკარგავთ! გელოდები არიელის ამოჭრილ თავთან! წყალს არ მიეკარო, ოღონდ! მოროშკინას ჩანგალი მომაქვს, იცოდე!! ჩელენტანოც აქაა! საბა წამომიყვანე!!

ისეთი სილამაზეები მითხარი, მარტო ამის მოსმენისთვის რომ ღირდა ეს ისტორიაც და ი ც ი თ რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ყველაფერი, ყველა სიტყვა, ყველა მძიმე, ყველა წერტილი ისე მოვიდა შენამდე, მე რომ ვინატრებდი, ოღონდ მისულიყო ვინმემდე ჩემ გარდა.

შენი ფილოსოფიის მოტრფიალე რომ ვარ, იცი უკვე. ბევრიც რომ დამანახე, ეგეც ხომ იცი შენ. შენი მოწონებაც რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, თქმაც არ უნდა ამას.
მადლობა, რომ განსაკუთრებული ატმოსფერო დამიტრიალე ამ ამბის ქვემოთ და კიდევ, უბევრესი რამისთვის მადლობა შენ!!


ოხ, შე... შე! დაჩი, დამეხმარე რამეში!
ჩალაგდი დროზე, ვერონაში მივდივართ!!
ცხვარი გველოდება, გოგო!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Margo Tokyo
სტუმარი მაო
ვისიამოვნე ძალიან ძალიან დაკითხვის პროცესში აღფრთოვანებული ვიყავი მუდამ... მიხარია ასე კარგად რომ წერთ. წარმატებებს გისურვებთ ❤️

დიდი მადლობა! მიხარია, რომ მოგეწონათ ❤️❤️❤️

Gossipy girl
"-რთულია იყო მოკლულის მხარე და ეძებდე სიმართლეს ...
-ორივე მხარე მე ვარ, აჩი"
ყველა კარგი წაკითხული ამბის შემდეგ უკეთესი რომ უნდა გახდეს ადამიანი, მე მაგ ეთიკაზე უფრო არც ერთს ვაღიარებ მწერლობაში. (თაროების წიგნებშიც და აქაც.)
ეს იყო ამბავი, რომლის ბოლოც მკითხველმა უნდა დაფიქრდეს, რამდეს აშავებს "არ პატიებით" - და რამდენს ნიშნავს თუნდაც ერთი ბეწო ღმერთი ადამიანის გულში ობოლ სანთლად დანთებული.
მე მიყარს ამბები, სადაც ტკივილს მეგობრად დაჰყვება, ორი ნაბიჯით ჩამორჩენილი იუმორი.
იმ ორი ნაბიჯით პატივს ვცემთ ადანიანთა გრძნობებს და იმ ორი ნაბიჯით ტკივილს ვახსენებთ, რომ უკან დგანან ისინი, ვისაც ჩვენი გაღიმება გაუაზრებელ თუ გააზრებულ "მიზნებად" აქვთ, ხოლმე ცხოვრებაში, მერე ასეთ ადამიანებს ვარქმევთ მეგობრებს და ატკივებულებს, ორი ნაბიჯით უკან მდგარი მეგობრები რომ გაგვახსენდება ხოლმე, უნებურად გვეღიმება ფიქრზე რომ "კარგია ღმერთი."
ისე გაგვხადე "ჩვენ" "მათი" ამბის ჩუმად, ფანჯრიდან მომზირალი ბედნიერი ადამიანები, რომ ახლა ვფიქრობ, ნეტავ, კიდე როდის გააღებს ახალ ფანჯარას, სადაც ახალი პერსონაჟების ამბებს ჩუმად მოვუსმენ. (ოღონდ მტკვარს ცოტა უნდა ვეჩხუბო, ძაან ხმაურობს.)
ლამაზი იყო ყველა შეხება, ისტორიასავით სუფთა და ნაფიქრი სიყვარული ჩანდა ჩვენი ტოლი ადამიანების თვალებით გადმოცემული.
ხშირად მითქვამს იმდენად ხისტი ვარ ამ თემასთან, არასდროს ვინტერესდები სხვისი მოსაზრებით, როგორ მივიტანოთ პერსონაჟთა სიყვარულის განდა მკითხველამდეთქო.
მოიტანე.
ამის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, მას ქვია სისუფთავე და შენ წერის ყველა პროცესში სუფთად გაიარე, არ გეგონოს, ნაბიჯები რადგან სუფთა იყო - დარჩა შეუმჩნეველი, არა.
სუფთა ნაბიჯები ყველაზე უფრო მკაფიოდ დასანახია.
"დაფარე სხვისი ცუდი."
ვინც ამაზე უკეთესს რჩევას მისცემს დამნაშავე შვილიშვილს, იმან ილაპარაკოს ამ თემაზე.
მე დამადუმე, პირადად.
"ღირსებას და ადამიანობას საკუთარი თავი გართმევს."
ხო.
კი.
ჩუმად ვარ.
"მარკშეიდერი დაჩი." - თვითონ, მარკშეიდერი.
ლიფტიორებმა დახუჭეთ თვალები, ასეა საჭირო.
ტყვიის ტყვიაში ჩამჯენ კაცს თუ უნდა სამთოინჟინერიც იქნება და ლიფტიორიც, არა ბიჭოს, მოსკოვს შეეკითხება.
მარგუშ, შე სიურპრიზიანო ქალო.
რაო, შე ტოკიო, გათენდა შენკენ?!
ცხადია ხო, ვინ არი ჩემი საყვარელი პერსონაჟი?!
გიორგი და ბაბუა.
ვიტო და ბაბუა.
მარიამი და კანა.
დაჩი და აჩი.
ნაკა და მარიამი.
რამდენი დაატიე ?!
ძალიან სათქმელი ამბავი იყო.
იმდენად სათქმელი, რომ ამბის დასაწყისში ვფქირობდი რას გეტყოდი.
როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს "ბოროტსა სძლია კეთილმა .." უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ლამაზი ამბები სწორედაც ასე იქმნება.
მწერალშიც, ისტორიაშიც და მკითხველშიც - კეთილმა ბოროტს უნდა აჯონოს, ნათელმა ბნელი უნდა გაანათოს.
შენ ანათებდი, მარგუშ.
მას გეტყვი მხოლოდ.


და, ჩვენ რა ვქნათ?! დავკლათ ცხვარი?!

ლ ი ზ ა!
გული მაქვს ფინთად! სანტავიკი! სასწრაფოდ! პაციენტს ვკარგავთ! გელოდები არიელის ამოჭრილ თავთან! წყალს არ მიეკარო, ოღონდ! მოროშკინას ჩანგალი მომაქვს, იცოდე!! ჩელენტანოც აქაა! საბა წამომიყვანე!!

ისეთი სილამაზეები მითხარი, მარტო ამის მოსმენისთვის რომ ღირდა ეს ისტორიაც და ი ც ი თ რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ყველაფერი, ყველა სიტყვა, ყველა მძიმე, ყველა წერტილი ისე მოვიდა შენამდე, მე რომ ვინატრებდი, ოღონდ მისულიყო ვინმემდე ჩემ გარდა.

შენი ფილოსოფიის მოტრფიალე რომ ვარ, იცი უკვე. ბევრიც რომ დამანახე, ეგეც ხომ იცი შენ. შენი მოწონებაც რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, თქმაც არ უნდა ამას.
მადლობა, რომ განსაკუთრებული ატმოსფერო დამიტრიალე ამ ამბის ქვემოთ და კიდევ, უბევრესი რამისთვის მადლობა შენ!!


ოხ, შე... შე! დაჩი, დამეხმარე რამეში!
ჩალაგდი დროზე, ვერონაში მივდივართ!!
ცხვარი გველოდება, გოგო!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️



კუჭმაჭი მე მომაქვს, ცხვარი ადგილზეა.
ერთი კაციც და გავდივართ!

 


№18  offline წევრი ელენე (ნენე)

მარგო, შაბათს დაწყებული, შაბათსვე დავასრულე. ვერ მოვწყვიტე ეკრანს თვალი.

ხომ არის ნაწერები, რომლებსაც საჭირო დროს წაიკითხავ, სწორედ ასეთი იყო ესეც, შენი ულამაზესი ნააზრებებით დატვირთული ემოციური ამბავი.

ეს ის ნოველაა, რომელზეც სხვა დროს ბევრს ვილაპარაკებდი, პერსონაჟებზე საკუთარ დამოკიდებულებას გაგიზიარებდი, თუმცა დღეს ვერ. უბრალოდ არ შემიძლია, ზედმეტად დაღლილი და პასიური ვარ.

გეტყვი მხოლოდ ერთს - მადლობა! გმადლობ, რომ ასეთი კარგი ნაწერი გააზიარე.

წარმატებები, ბევრი, ბევრი წარმატება, მარგო!

 


№19  offline წევრი Margo Tokyo

ელენე (ნენე)
მარგო, შაბათს დაწყებული, შაბათსვე დავასრულე. ვერ მოვწყვიტე ეკრანს თვალი.

ხომ არის ნაწერები, რომლებსაც საჭირო დროს წაიკითხავ, სწორედ ასეთი იყო ესეც, შენი ულამაზესი ნააზრებებით დატვირთული ემოციური ამბავი.

ეს ის ნოველაა, რომელზეც სხვა დროს ბევრს ვილაპარაკებდი, პერსონაჟებზე საკუთარ დამოკიდებულებას გაგიზიარებდი, თუმცა დღეს ვერ. უბრალოდ არ შემიძლია, ზედმეტად დაღლილი და პასიური ვარ.

გეტყვი მხოლოდ ერთს - მადლობა! გმადლობ, რომ ასეთი კარგი ნაწერი გააზიარე.

წარმატებები, ბევრი, ბევრი წარმატება, მარგო!

გვერდი რომ არ აუარე და ემოციები გამიზიარე, ბევრს ნიშნავს ჩემთვის! სიამოვნებით მოგისმენ, თუკი გექნება უფრო მეტის სურვილიც, მაგრამ ამ კომენტარმა გამახარა ძალიან!
ემოციურად თუ მოვედი, ესეც ძალიან ბევრია.
ყველაფერი ძალიან ორგანული იყო ამ ამბის წერისას და რომ დაინახე, იგრძენი, უჰჰ!!! ❤️❤️❤️❤️
მადლობა ელენე, ძალიან დიდი!
ბევრი წარმატება შენ!

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინო123

საოცრად საინტერესო ისტორია იყო. ასეთი გამართული ისტორიები მენანება წიგნად, რომ არ არის. ზღვა ემოცია ...დამენანა დასასრულითვის. წარმატებები❤️

 


№21  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ნინო123
საოცრად საინტერესო ისტორია იყო. ასეთი გამართული ისტორიები მენანება წიგნად, რომ არ არის. ზღვა ემოცია ...დამენანა დასასრულითვის. წარმატებები❤️

ვაი....... უდიდესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის!!!❤️❤️❤️❤️

 


№22  offline წევრი masu

Are you fukiiiiiin GENIUS?

ვახ... აქამდე არასდროს მიტირია კითხვის დროს, არც ერთხელ.
არ ვიცი რა უნდა გითხრა და რა უნდა დავწერო გარდა იმისა, რომ იდეალური იყო (ნუ ამაში ეჭიც არ მეპარებოდა). განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ არ იყო უაზროდ გაწელილი და წყვილებს შორის ზედმეტი ინთიმასიც არ ჩანდა (ე ააყუდა კედელს და ე ახლა გადააწვინა საწოლებზე - ამისნაირები )!!! ჩემი ფავ ისტორია იქნება ცხოვრების ბოლომდე, წიგნად რომ მინდა მქონდეს, აი ეგეთი. კითხვის დროს იმედის ნაპერწკლები გამიჩნდა. იმ იმედის, რომ ვიტოს, გიორგის და გიორგის ბაბუს (ეს სამი ჩემი ფავ!) მსგავსი ადამიანები მართლაც შეიძლბა არსებობდნენ სადმე. ამ პერსონაჟების შემქმნელი განა ეგეთი ადამიანი არ უნდა იყოს თავადაც? არის კიდევაც! ყველაზე შეუცდომელი და ყველაზე კარგი! ამ ადამიანობადაკარგულ სამყაროში მალამოდ მომედო გულზე მეშვიდე თავი. მთლიანი თავი შედევრია, შეგნების, გაგების, გაანალიზების... ცხარე ცრემლებით მატირა. გაიდია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ADAMIANI. ყველაზე მეტად ვაფასებ უბოროტო ადამიანს, ტანჯვაც რომ ვერ აბოროტებს ეგეთს. ადამიანს, ყველაზე დიდ ტკივილში მყოფს, მაინც რომ შეუძლია სხვისი გაგება. ადამიანს, რომელიც მუდამ იბრძვის სამართლიანობისთვის. ადამიანს, რომელიც დარდობს არა მის სულზე არამედ დამნაშავისაზეც. ხოდა ძალიან გამიხარდა ასეთის პოვნა. ვიტო არის პიროვნება, მისაბაძი მაგალითი. მხოლოდ იმას ვერ ვაპატიებ ამდენი ხანი რომ აწავალა ნაკა :დდდ, მაგრამ შემდეგ მაინც მოუხადა ბოდიში ^_^

"- სულ ოდნავ რომ ყოფილიყო შენნაირი, არ გააკეთებდა ამას.
- სულ ოდნავ რომ ყოფილიყო ადამიანი, არ გააკეთებდა." - ვგიჟდები ერთმანეთის ამ გაგებაზე და დაფასებაზე, უბრალოდ გავგიჟდი ამის კითხვის დროს!!!!

"- სიყვარულისთვის გიორგი, სიყვარულისთვის ღირს ეს სიცოცხლე მხოლოდ."
"- ისეთი შვილი იყავი, ცოცხლად რომ არ დაგმარხოს მამამ. ისეთი მამა იყავი, რომ არ
მოგიწიოს საკუთარი შვილის დამარხვა ცოცხლად." - ასეთი უნდა იყოს ყველა ბაბუა!!!!!!!!!! მაგალითი შვილიშილებისა. (ნუ, ერთი ჩლუნგი ყველგან უნდა გამოერიოს)

"სიტყვებს ქმედებებზე დიდი ძალა აქვთ ზოგჯერ, ქმედებებს ჰგვანან თითქოს."
"უკანასკნელსაც აქვს თავისი წილი სიმართლე, რომელიც უფერულდება მაშინ, როცა ხდება ამორალური."
"- გარდაცვალებას ნიშNავს უყურებდე შენსას, რომელიც კარგავს ყველა სიმართლეს." - გენიოსი ხართქო ვთქვი მგონი, არა?

ატმის ყვავილის პარალელი? SOBBING!!!

მეშვიდე თავის კითხვის დროს ტირილით გავსკდი, მაგრამ აი მერვე თავმა სიცილისგან მუცელი მატკინა <3 ბედნიერებაა მეგობრების ერთმანეთისადმი ასეთი სიყვარული!

გიორგის სიყვარული მარიამისადმი>>>>>
სანდროსა&ელენას წყვილი>>>>>
დაჩის იუმორი>>>>> (მეც, კი გავიგე :დდდ)
დაჩის&ვიტოს&სანდროს მეგობრობა>>>>>
აჩის სიყვარული გიორგისადმი>>>>>
აჩის რწმენა გიორგისადმი>>>>>
აჩის&გიორგის მეგობრობა>>>>>
მთლიანი სამეგობრო>>>>>
სპაიდერმენის დეითი>>>>>
ლანა ცაგურია>>>>>

მჯერა, რომ გიორგი ძალიან ბედნიერი იქნება! სხვა რა უნდა ვთქვა? ძალიან დიდი ხანი გამყვება ისტორიის კითხვით გამოწვეული ეს უსაზღვროდ კარგი ემოციები და ბევრს ვიფიქრებ მათ პერონაჟებზე. ვგონებ, კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები და ყოველ ჯერზე სიამაყის განცდა შემიპყრობს შენს გამო! როგორც თქვი, მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსებაა ადამიანად ყოფნა!

(ბაგეტის, სფეიშფის, შავი გულის ემოჯი)

 


№23 სტუმარი სტუმარი ნინი

გამარჯობა???? თუ შეიძლება ეს ისტორია ავიღო და ვატპადზე დავდო? თუ რათქმაუნდა შეიძლება

 


№24  offline წევრი შარზენ

რა კაი იყოოო დდდ აუ დაჩი....

 


№25  offline წევრი Margo Tokyo

masu
Are you fukiiiiiin GENIUS?

ვახ... აქამდე არასდროს მიტირია კითხვის დროს, არც ერთხელ.
არ ვიცი რა უნდა გითხრა და რა უნდა დავწერო გარდა იმისა, რომ იდეალური იყო (ნუ ამაში ეჭიც არ მეპარებოდა). განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ არ იყო უაზროდ გაწელილი და წყვილებს შორის ზედმეტი ინთიმასიც არ ჩანდა (ე ააყუდა კედელს და ე ახლა გადააწვინა საწოლებზე - ამისნაირები )!!! ჩემი ფავ ისტორია იქნება ცხოვრების ბოლომდე, წიგნად რომ მინდა მქონდეს, აი ეგეთი. კითხვის დროს იმედის ნაპერწკლები გამიჩნდა. იმ იმედის, რომ ვიტოს, გიორგის და გიორგის ბაბუს (ეს სამი ჩემი ფავ!) მსგავსი ადამიანები მართლაც შეიძლბა არსებობდნენ სადმე. ამ პერსონაჟების შემქმნელი განა ეგეთი ადამიანი არ უნდა იყოს თავადაც? არის კიდევაც! ყველაზე შეუცდომელი და ყველაზე კარგი! ამ ადამიანობადაკარგულ სამყაროში მალამოდ მომედო გულზე მეშვიდე თავი. მთლიანი თავი შედევრია, შეგნების, გაგების, გაანალიზების... ცხარე ცრემლებით მატირა. გაიდია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ADAMIANI. ყველაზე მეტად ვაფასებ უბოროტო ადამიანს, ტანჯვაც რომ ვერ აბოროტებს ეგეთს. ადამიანს, ყველაზე დიდ ტკივილში მყოფს, მაინც რომ შეუძლია სხვისი გაგება. ადამიანს, რომელიც მუდამ იბრძვის სამართლიანობისთვის. ადამიანს, რომელიც დარდობს არა მის სულზე არამედ დამნაშავისაზეც. ხოდა ძალიან გამიხარდა ასეთის პოვნა. ვიტო არის პიროვნება, მისაბაძი მაგალითი. მხოლოდ იმას ვერ ვაპატიებ ამდენი ხანი რომ აწავალა ნაკა :დდდ, მაგრამ შემდეგ მაინც მოუხადა ბოდიში ^_^

"- სულ ოდნავ რომ ყოფილიყო შენნაირი, არ გააკეთებდა ამას.
- სულ ოდნავ რომ ყოფილიყო ადამიანი, არ გააკეთებდა." - ვგიჟდები ერთმანეთის ამ გაგებაზე და დაფასებაზე, უბრალოდ გავგიჟდი ამის კითხვის დროს!!!!

"- სიყვარულისთვის გიორგი, სიყვარულისთვის ღირს ეს სიცოცხლე მხოლოდ."
"- ისეთი შვილი იყავი, ცოცხლად რომ არ დაგმარხოს მამამ. ისეთი მამა იყავი, რომ არ
მოგიწიოს საკუთარი შვილის დამარხვა ცოცხლად." - ასეთი უნდა იყოს ყველა ბაბუა!!!!!!!!!! მაგალითი შვილიშილებისა. (ნუ, ერთი ჩლუნგი ყველგან უნდა გამოერიოს)

"სიტყვებს ქმედებებზე დიდი ძალა აქვთ ზოგჯერ, ქმედებებს ჰგვანან თითქოს."
"უკანასკნელსაც აქვს თავისი წილი სიმართლე, რომელიც უფერულდება მაშინ, როცა ხდება ამორალური."
"- გარდაცვალებას ნიშNავს უყურებდე შენსას, რომელიც კარგავს ყველა სიმართლეს." - გენიოსი ხართქო ვთქვი მგონი, არა?

ატმის ყვავილის პარალელი? SOBBING!!!

მეშვიდე თავის კითხვის დროს ტირილით გავსკდი, მაგრამ აი მერვე თავმა სიცილისგან მუცელი მატკინა <3 ბედნიერებაა მეგობრების ერთმანეთისადმი ასეთი სიყვარული!

გიორგის სიყვარული მარიამისადმი>>>>>
სანდროსა&ელენას წყვილი>>>>>
დაჩის იუმორი>>>>> (მეც, კი გავიგე :დდდ)
დაჩის&ვიტოს&სანდროს მეგობრობა>>>>>
აჩის სიყვარული გიორგისადმი>>>>>
აჩის რწმენა გიორგისადმი>>>>>
აჩის&გიორგის მეგობრობა>>>>>
მთლიანი სამეგობრო>>>>>
სპაიდერმენის დეითი>>>>>
ლანა ცაგურია>>>>>

მჯერა, რომ გიორგი ძალიან ბედნიერი იქნება! სხვა რა უნდა ვთქვა? ძალიან დიდი ხანი გამყვება ისტორიის კითხვით გამოწვეული ეს უსაზღვროდ კარგი ემოციები და ბევრს ვიფიქრებ მათ პერონაჟებზე. ვგონებ, კიდევ ბევრჯერ მივუბრუნდები და ყოველ ჯერზე სიამაყის განცდა შემიპყრობს შენს გამო! როგორც თქვი, მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსებაა ადამიანად ყოფნა!

(ბაგეტის, სფეიშფის, შავი გულის ემოჯი)

მე ახლა ვიტირებ და არ დამიწყოთ რაღაცები, კაი?!!
აუ, აი. არ ვიცი!! არ ვიცი.
მარტივი მაგალითი იმისა, რომ სიტყვებს ქმედებებზე დიდი ძალა აქვთ ზოგჯერ! <3
ხო თითქოს არაფერია სიტყვები, ქმედებები გვირჩევნია, მაგრამ ერთი სიტყვა ცვლის მთლიანად ყველაფერს. თავდაყირა აყენებს და გაყენებს.
მე ამ კომენტარს წავიკითხავ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ, სანამ არ დავიზეპირებ:დ <3
ძალიან, ძალიან ლამაზია შენი თვალით დანახული ეს ამბავი... ძალიან სწორი და ძალიან ზუსტი. ზუსტად ისეთი, მე რომ ვისურვებდი, დაენახათ და ეგრძნოთ.
თან ის მონაკვეთები რომ დამახვედრე, მე რომ მიყვარდა წერის დროს, საერთოდ სხვა ფე ნო მე ნია!!
მჯერა, რომ სხვანაირად შეინახავ, მოუფრთხილდები და გაუფრთხილდები, იმიტომ, რომ თავიდანვე სხვანაირად დაინახე ყველაფერი. სხვანაირად დანახვაც ცალკე მოვლენაა, მინდა გითხრა!
მე არ ვიცი რა დავწერე, სხვისი თვალით რა გამოვიდა, მაგრამ თუ შენ ოდესმე, სულ სულ ოდნავ დაგეხმარება ან შეგახსენებს თავს, საკმარისი იქნება ჩემთვის. (ბევრი ბაგეტი)
ლავ იუ!!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
ლანა ცაგურია<<<<
ვერა გოთუა>>>>

ვერონაში მივდივართ ყველა, ჩამწკრივდით!
სუზანა ჩართე, სუზანა!
გუდის ყველზე გამიჩერეთ!

სტუმარი ნინი
გამარჯობა???? თუ შეიძლება ეს ისტორია ავიღო და ვატპადზე დავდო? თუ რათქმაუნდა შეიძლება

არ ვიცი...სასურველია თუ არ დადებთ, მაგრამ თუ მაინც დადებთ, ავტორიც დაუწერეთ, ნუ დამკარგავთ :დ <3

შარზენ
რა კაი იყოოო დდდ აუ დაჩი....

დაჩი ცხვარს კლავს, სანდრო - დაჩის, არ სცალია, დაბრძანდით, დაელოდეთ :დ ❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი თეო

უმაგრესი იყო ,ნამდვილად რომ დაგაფიქრებთ და გასწავლის კიდევ უფრო მეტს ვიდრე იცი ????????????სასწაული იყო ????

 


№27  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი თეო
უმაგრესი იყო ,ნამდვილად რომ დაგაფიქრებთ და გასწავლის კიდევ უფრო მეტს ვიდრე იცი ????????????სასწაული იყო ????

მიხარია, რომ დაინახეთ! მადლობა ძალიან დიდი❤️❤️❤️❤️

 


№28 სტუმარი kati

სიტყვები არ მაქვს,ძალიან კარგი იყო.

 


№29  offline წევრი Margo Tokyo

kati
სიტყვები არ მაქვს,ძალიან კარგი იყო.

მადლობა <3

 


№30  offline წევრი ირო

სასწაული იყო,თავიდან თითქოს რომ ვერ ჩავწვდი და მერე...მერე მომიწია კითხვა ტრანსპორტში და ხან რომ ვიცინოდი და ხან რომ ცრემლებს ვაღვარღვარებდი გვერდით მჯდომს აშკარად ნერვოზი დავმართე ,ვერც წაიკითხა რას მწერდნენ ასეთებს რომ ხან მაბედნიერებდა და ხან მაუბედურებდა.ხან მხარი გამკრა ხან ჯემპრი შეისწორა აიწია,დაიწია,გამოიწია კისერი დაიგრძელა მაგრამ ბოდიში რაც ჩემია,ჩემია.გილოცავ ახალ 2024 ს და გისურვებ საუკეთესო ხასიათს,კარგ განწყობას და ასეთ საოცარი იატორიების შექმნას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent