შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე(4)


14-12-2023, 18:27
ავტორი sati
ნანახია 2 026

-მიდი ჩაიცვი, მოწესრიგდი და დავილაპარაკოთ-ნერსემ მითხრა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ორივე აქ იყო და როგორ გავაგდებდი არც ვიცოდი. აბაზანაში მინდოდა ჩაკეტვა, მაგრამ არ მინდოდა ჩემი შიში ეგრძნო რომელიმეს. უცნაური შეგრძნება იყო, ჩემს წინ ორი ადამიანი იდგა, რომლებთანაც საკმაოდ ძლიერი გრძნობები მაკავშირებდა. ერთთან მეგობრული , მეორესთან კი.. უკვე აღარც ვიცოდი. და საკმარისია გამეგო მათ შესახებ სიმართლე, რომ ორივეს მიმართ მხოლოდ შიშს განვიცდიდი. საძინებელში გავბრუნდი, ჩავიცვი, მოვწესრიგდი და ისევ გამოვბრუნდი. ხელები გადავაჯვარედინე და მათგან მოშორებით ფანჯარასთან დავდექი. სალომეს საუზმე ჰქონდა გამზადებული. თეფშთან ჩემი წამლები იდო.
-ისაუზმე-ნერსემ სკამზე მიმითითა.
-დიდი მადლობა, რომ ჩემს სახლში საუზმობის ნებას მრთავთ ბატონო ნერსე-წარბი აწია და კიდევ ერთხელ , ამჯეარდ მზერით მიმითითა, დაჯექიო. ინსტინქტურად მეც დავჯექი. ისინიც მიუსხდნენ მაგიდას.
-ეხლა გგონიათ, წამლებს რომ დავლევ მშვიდად შევხვდები იმ ამბავს რომ ერთ მაგიდასთან ვზივარ ნარკობარონებთან ერთად? და კიდე კაცმა იცის ვისთან.
ვაჩეს სახე მოენგრა, ნერსემ ნაძალადევად გამიღიმა, კიდევ ერთხელ მიმითითა საჭმელზე და თვითონ ყავა მოსვა.
-გეხვეწები ეგრე ნუ მელაპარაკები -ვაჩე მართლა შეწუხებული იყო, თვალებში ვერ მიყურებდა-გეფიცები ნენე, ცხოვრებაში შეხება არ მქონია იმ საქმეებთან რასაც ჩემი ოჯახი აკეთებს.-ამრეზით გადახედა ძმას.
-მაგრამ მათგან ფულს ხო იღებ არა? -თვალი თვალში გავუყარე, მინდოდა თუ ტყულის აპირებდა თვალებში ჩაეხედა და ისე ეთქვა. როგორც მოსალოდნელი იყო თავი დახარა და თვალები ამარიდა.
-ასევ ვიცოდი-მეც დავიწყე ჭამა-შენ? როდის აპირებდი გეთქვა ეს ყველაფეირ? თუ ეტაპობრივად მაპარებდი, ჯერ შვილი, მერე შენი დის ამბავი, ეხლა ეს მე დაგასწარი ალბათ-ალბათ ცოტა ზედმეტი მომივიდა. ბავშვი და მისი და ჩემი საქმე არ იყო და ასეთ მტკივნეულ საკითხზე არ უნდა მეხუმრა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი. არც მე ვარ ანგელოზი ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საქართველოს 16-26 წლის ახალგაზრდები ჩემი შემოტანილი საქონლით მაინც არ იხოცებიან ყოველდღე.
-უკვე იცი ვის ელაპარაკები- ნერსემ დადო ჩანგალი, მაგიდაზე დადო ორივე ხელი და ჩემსკენ გადმოიხარა- ოდნავ მაინც თუ გაქვს თავში ტვინი, ცოტა მეტ პატივისცემას გამოიჩენ ბოლო-ბოლო შენივე სიტყვებს გამოვიყენებ და ,,მაფიოზს'' ესაუბრები - რატომ ცდილობდა ჩემს დაშინებას ვერ ხვდებოდი. ალბათ უნდოდა მომესმინა და ისტერიკეაში არ ჩავვარდნილიყავი როგორც ეს ვაჩესთან გავაკეთე. ვერაფერს ვიტყვი სხვას. მერე ისევ საზურგეს მიეყუდა და ინტენსიურად მაკვირდებოდა. დიდი განსხვავება იყო ვაჩეს და ნერსეს შორის. ორი სხვადასხვა პიროვნება იყვნენ. ვაჩე მთხოვდა წესიერად დავლპარაკებოდი, რადგან ეს მას გულს ტკენდა. ნერსე ამას მოითხოვდა, ოღონდ მიზეზს არ მაგრძნობინებდა და ამ მოთხოვნას პატივისცემით ნიღბავდა.
-ნერსე მო...-ვაჩეს უნდოდა გაეჩუმებინა, მაგრამ ძმამ ისე გახედა თვითონ ჩაიგდო საერთოდ ხმა.
-კი, ჩვენი ოჯახი მართლაც შავ ბიზნესშია გარეული. მათ შორის მეც - ცოტახანი პაუზა გააკეთა, ალბათ პასუხს ელოდებოდა ან მელოდებოდა რომ გადამეხარშა ეს ყველაფერი- მაგრამ დანარჩენს რასაც ჩვენზე იძახიან, რომ მკვლელები ვართ ეგ ტყუილია.
-თქვენი დაც მოკლა ვინმემ თქვენი ოჯახის საქმეების გამო?
-არა, როგორც მოგიყევი ისეა-ნერსემ ვაჩეს გახედა, რომელიც როგორც ჩანს უკვე აღარ ეწინააღმდეგებოდა ამ ფაქტს- რეალურად არასდროს არ მომიტყუებიხარ. უბრალოდ არ იყავი მზად ამ ყველაფრის მოსასმენად.
-რის მოსასმენად რომ ნარკოტიკებით ვაჭრობ? არალეგალურია! საერთოდ აზრზე ხარ რას აკეთებ? პოლიციელის ბიძაშვილი ვარ, რა დღეში აგდებ ჩემს ოჯახს ხვდები?
-მაგან არ მოგიყვა მერე?-ნერსეს გაეცინა და საზურგეს მიეყუდა. საიდან ხვდებოდა ამ ყველაფერს? თუ იცოდა? და თუ ასეა მაშინ ვისგან? უკვე პარანოია მეწყებოდა და მეგონა, რომ ჩემს სახლში მოსასმენი აპარატურა ჰქონდა-იცის რომ ვერც ვერაფერს გახდება. ელა, შენი აზრით ჩვენ ვინმეს ვაძალებთ ნარკოტიკების ყიდვას?
-არ აქვს მაგას მნიშვნელობა.
-როგორ არ აქვს? მე უბრალოდ შემომაქვს. მეორეც, შენ ვინმე გაძალებს ამ საქმეში ჩართვას? ან თუ ასე გეშინია ჩვენი და აღარ გინდა ურთიერთობა საკმარისია თქვა, არ არის საჭირო ტვალეტში ჩაკეტვა სამუდამოდ- ამაზე ძალაუნებურად სალომეს და ვაჩესაც გაეცინათ, მაგრამ რომ გავხედე ეგრევე სერიოზული სახეები მიიღეს და თავები ჩახარეს- იცხოვრე შენთვის მშვიდად და წყნარად, არც მე არც ვაჩე არ ვაპირებთ შენთვის არაფრის დაძალებას. ეხლა არც თავის სამართლებლად მოვსულვართ და არც შენ მოსათაფლად. ვაჩემ რა მდგომარეობაშიც გნახა, ეგ რო მომიყვა არ შემეძლო არ მოვსულიყავი და არ მენახა, რომ კარგად ხარ. ერთადერთი პირობით დაგანებებ თავს.
-რა პირობით?
-ჩემს ახლობელ ფსიქიატრთან წავალთ დღეს, ის რომ მეტყვის, რომ საფრთხეს არ წარმოადგენ შენი თავისთვის და ყველაფერი წესრიგშია მერე დაგანებებ თვს.
-მე რა დღეშიც ვარ ეგ თქვენი დამსახურებაა.
-კი, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ცუდად ხარ. ამიტომ ჩაიცვი, უცბად მოვიშოროთ ეს საქმეც, და გპირდები აღარასდროს შეგაწუხებთ შენ თუ არ მოგინდება.
-მიდი რა ელა-სალომემ მუდარით სავსე თვალებით გამომხედა.
-არ მინდა რომ თქვენ წამოხვიდეთ.
-არა, მარტო არ წახვალ. არ მჯერა რო მიხვალ-ნერსე არ მომეშვა.
-სალომე წამომყვება-სალომეს გავხედე მუდარით სავსე თვალებით.
-არც სალომეს არ ვენდობი-ნერსეს ხმა უფრო მკაცრდებოდა.
-პოლიციას გამოვიძახებ და ვიტყვი, რომ ჩემს სახლს არ ტოვებ.
გაეცინა.
-ნუ მაშინებ პოლიციით ძაან გთხოვ. და საერთოდ ნუ მაიძულებ რო იგივე მეთოდებით მოგექცე-დაშინებას გულისხმობდა. უკვე საკმარისად მეშინოდა მისი , აღარ იყო არაფრის დამატება - 15 წუთში ქვევით იყავი- ნერსე ქვევით ჩავიდა, ვაჩე არ გაყოლია.
-რა შენც ეთანხმები ძმას? აღარ შემაწუხებ?
ვაჩეც ადგა, არც დამშვიდობებია ისე ადგა და წავიდა. თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მაგრამ ახლა საღად ვერ ვაზროვნებდი. ნეტა საერთოდ არ მეკითხა პეტრესთვის არაფერი. ქვევით ჩავედი და ნერსეს მანქანაში ჩავჯექი. ალბათ მართლა ფსიქიკურად არასტაბილური ვიყავი, რადგან ასე მშვიდად გავყევი ჩვეულებრივ მაფიოზს ფსიქიატრიულში. ფსიქიატრი ნორმალური გამოდგა, დიდად კითხვებით არ შევუწუხებივარ, დანიშნულებას გადახედა, ხელები და ფეხები დამითვალიერა(დაზიანებების სანახავად) და ერთი წამალი შემიცვალა ძილის პრობლემებისგ ამო. ნერსე არ დასწრებია ვიზიტს, დასკვნა გამოვუტანე. უცბად გადახედა და დამიბრუნა.
-მოგცა წამალიც?
-კი.
-წავედით მაშინ-ისე მშვიდად საუბრობდა, გეგონება ბოლოჯერ არ მნახულობდეს. მანქანაში ჩავჯექით და სახლისკენ დავიძარით.
-მანიაკი ხარ?
-არა. მანიაკი არ ვარ. მაფიოზი ვარ, ხო არ დაგავიწყდა-ცინიკური ტონით მელაპარაკებოდა, მინდოდა მიმეხეთქებინა ეგ სიმპატიური სახე საჭეზე და დაისვენებდა გამჩენიც და მეც.
-ესე არასერიოზულად როგორ უდგები ამ ფაქტს?
-რა ფაქტს? რო შენმა გამო...-თავი შეიკავა- შენ რომ ყველაფერი იცი იმ ფაქტს? და რა ვქნა ელა მითხარი აბა? სიმართლეა და ყველას არ შეუძლია ამ სიმართლესთან ცხოვრება.
-და შენ როგორ შეგიძლია?
-სიმართლესთან ცხოვრება? ეს უფრო ადვილია, ვიდრე ტყუილში ცხოვრება დამიჯერე.
-არ არის, ნეტა საერთოდ არაფერი გამეგო.
-თუ გინდა დაივიწყე.
-ასე ადვილი არ არის.. როგორ შეგიძლია ყოველ დღე ისე მოიქცე თითქოს არაფერი მომხდარა? და თითქოს შენი შემოთრეული ნარკოტიკებით ნახევარი საქართველო არ იუბედურებდეს თავს? ან როგორ არ გადარდებს რო ახალგაზრდობას მომავალს უსპობ.
-მე ვაძალებ გამოყენებას?-ისევ იგივეს მიმტკიცებდა. რადგან არავის აძალებდა და მხოლოდ შემოჰქონდა ამით არაფერს აშავებდა?
-შენ რომ არა..
-მე რომ არა სხვ აშემოიტანდა.
-და შემოიტანოს სხვამ! რა ფულით აჭმევ შენ შვილს საჭმელს?
-ჩემ შვილს ნუ ეხები-ისევ გადავედი ზღვარს და ამჯერად უფრო მკაცრად შემახსენა ჩემი ადგილი.
-რო გაიზრდება რას ეტყვი? მამა ნარკობარონი გყავს? დედა გამშორდა საერთოდ, ძმა არ მელაპარაკება. და შენმა შვილმა რო დაიწყოს ისევ შენი ნარკოტიკების ყლაპვა რა რეაქცია გექნება?
-გითხარი ბავშვს ნუ ეხები თქო-კბილებს შორის გამოსცრა, ეტყობოდა, რომ უკვე აგრესიული ხდებოდა.
-კარგი. მაშინ მეც მომყიდე. აქ გაქვს?
-მე დილერი არ ვარ.
-ხო დამავიწყდა, შენ უბრალოდ ბოსი ხარ. მაშინ გადამამისამართე შენ დილერთან.
-ნარკოტიკები გინდა? საკმარისად არ გიდევს უკვე ჩანთაში?-გაეცინა.
-ეს სამედიცინოა.
-ერთი ორი ცალი დალიე ერთდროულად და საკმარისი ეფექტი იქნება-ეტყობოდა რომ ხუმრობის ხასიათზე იყო. ზოგადად ოგჯერ მეგონა, რომ მას უფრო ჰქონდა ბიპოლარი, ვიდრე მე. 3 წუთნახევარში ერთხელ ეცვლებოდა ხასიათი.
-რა კარგი რჩევაა იმ ადამიანისთვის რომელიც ახლახანს გყავდა ფსიქიატრთან, თავის თავს რამე არ დაუშავოსო მაგ შიშებით-გაეცინა და გამომხედა.
-ელა, შენი აზრით, მე წამით მაინც რომ ვუშვებდე იმ აზრს, რომ შენს თავს რაიმეს დაუშავებ ასე მშვიდად ვიქნებოდი?
-აბა რატო წამიყვანე ფსიქიატრთან?-ნენე გამოშტერებული ხარ სრულიად.
-შენ როგორ ფიქრობ-ჩემთან ლაპარაკი სურდა და სხვანაირად არ გამოსდიოდა, იმ წუთას ასე ჩავთვალე.
-ყველაფერთან ერთად მანიპულატორიც ყოფილხარ.
-კი,, ვარ-თითქოს აღარ ერიდებოდა ჩემთან სიმართლის ლაპარაკს. ადამიანი ასე მშვიდად ხვდებოდეს დაშორებას არ მინახავს. მაგრამ ჩვენ ერთად არც ვყოფილვართ. მგონი ყველა უბედურებასთან ერთად, ილუზიებშიც ვცხოვრობდი. რაღაცნაირად მისი სიმშვიდე მაფორიაქებდა. ამასობაში ჩემ სახლთან მივედით, მაგრამ არ გაუჩერებია და გზა განაგრძო.
-რას აკეთებ? ჩამომსვი-კარს ჯაჯგური დავუწყე.
-ჯერ ჩემთან გავივლით.
-რატომ?
-ნინოს არ გინდა დაემშვიდობო?
-ბავშვს არც ვიცნობ შენ ხო არ გააფრინე, დროზე ჩამომსვი.
-კარგი, გეყოფა მოვედით თითქმის-მანქანის საჭესკენ გავიწიე, მაგრამ ხელი დამიკავა და ისევ საზურგეს მიმაყუდა. ცალი ხელით მანქანას ატარებდა, მეორეთი ჩემ მხარს აწვებოდა ძლიერად.
-ნერსე არ მეცინება, მტკივა..-ხელის მოცილებას ვცდილობდი - გააჩერე მანქანა. ორივე ჩემი ბიძაშვილი პოლიციელია, ბიძაჩემი მინისტრის მოადგილე, გაბედე რამე დამიშავო, სამუდამოდ ამოგალპობენ ციხეში.
-და ვინ თქვა რო რამის დაშავებას ვაპირებ?-გაკვირვებულმა გამომხედა, მერე თავი ვერ შეიკავა და ისევ გაეცინა, სიამოვნებდა ეს ყველაფერი. რატომ მოწონდა ჩემი წვალება ჩემამდე არ მოდის. ალბათ სადისტიც არის
-გატაცებაა ეს-დავნებდი და ამოვიოხრე
-ჯერჯერობით მანქანით ვსეირნობთ, არ ვიცი გატაცებას რას ეძახი-ტელეფონის ძებნა დავიწყე, მაგრამ ექიმთან რომ შევედი ჩანთა მოსაცდელში დავუტოვე ნერსეს და ალბათ მაშინ ამოიღო. მის სახლში რომ მივედით, მანქნაის კარი ვერაფრით გავაღე, სანამ თვითონ არ გადმოვიდა და არ გადმომიყვანა. არ ვიცი რაოტმ მაგრამ იმ მომენტში გაქცევა არც მიცდია, მშვიდად შევყევი სახლში, მივხვდი რომ რაც უფრო გავუძალინდებოდი უფრო ცუდად მომექცეოდა. თან ეტყობოდა, რომ ერთობოდა და გაძალიანებით სიამოვნებას აღარ მივანიჭებდი. ავადმყოფი. კარი ჩაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
-ნინის ჩამოვიყვან და მოვალ, შენ მანამდე რავი თუ გინდა ყავა გაიკეთე-ზევით ავიდა, ძიძას ელაპარაკებოდა. ტელეფონის ძებნა დავიწყე, ვიფიქრე პეტრეს დავურეკავ თქო, მაგრამ ალბათ თან ჰქონდა ატანილი მეორე სართულზე. რამენაირად უნდა დავკავშირებოდი ჩემიანებს, მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ გავდა ეს რამის დამშავებელს, ბოლო ბოლო საკმაოდ სახიფათო ბიზნესშია ჩართული და კაცმა არ იცის საერთოდ ნორმალურია თუ არა. ამასობაში ბავშვთან ერთად ჩამოვიდა ქვევით, ძიძაც თან მოყვა, მომესალმა, ბავშვს თავზე აკოცა და მერე წავიდა.
-ნინი, მა, ელა გახსოვს?
-1 წლის ბავშვს როგორ უნდა ვახსოვდე დეგენერატო, მომიყვანე. საწყალი შენს ხელში- მივედი და გამოვართვი, არ მსიამოვნებდა მართლა მას რომ ჰყავდა მარტო დატოვებული. ასეთი საყვარელი და მშვიდი არსება არ მინახავს. მამამისს არაფრით ჰგავდა. ხელში აყვანისთანავე ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა.
-მოეწონე.
-მამა-მაგრამ ისევ ნერსესკენ გაიშვირა ხელები, მანაც აიყვანა და შემდეგ მანეჟში ჩასვა.
-აბა, არ ვისადილოთ?
-ნერსე წამლები არ მაქვს აქ.
-მე მაქვს-დამავწიყდა ვის ველაპარაკებოდი, ალბათ მთელი აფთიაქიც სახლში ედო.
-რა ბიზნესი გაქვს, ოფიციალურად?
-ფარმაცევტული კომპანია მაქვს. კიდე რამდენიმე მსხვილი ბიზნესი-ალბათ ესეც ფულის გათეთრებისთვის.
-უნდა მიმვხმდარიყავი.
-ნამდვილად. რას შეჭამ?-მაცივარი გამოაღო, შიგ მზა საჭმელები ეწყო.
-არაფერს, სახლში მინდა.
-სახლში ხარ-გული გამიჩერდა. არა , სერიოზულად მანიაკი და ავადმყოფი იყო.
-ნერსე არ მეცინება.
-რას აიკვიატე ეს არ მეცინება, მე მეცინება?-მაცივარი დაკეტა, საჭმელები მაგიდაზე დადო და ჩემთან მოვიდა-ჩემი ცოლი ხარ.
-ბატონო?-წარბები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან.
-ალბათ უფრო რომანტიულად გინდა რომ გთხოვო. არ არის პრობლემა. მოვაწყობთ მაგასაც.
-და ჩემ პასუხს არ აქვს მნიშვნელობა?
-როგორ არ აქვს. მაგრამ ეხლა არა, ცოტა გადაგიაროს ბრაზმა.
-ნერსე.. შენ საერთოდ... მანიაკი ხარ?!-დავიყვირე, თავი ვეღარ შევიკავე. ბავშვს თავისთავად შეეშინდა და ტირილი დაიწყო.
-აი ხედავ?-ნინიზე მიმითითა, მასთან მივიდა, ხელში აიყვანა და ჩაიხუტა-არა მა, ელა ცოტა გიჟია აი ეხლა წამლებს დალევს და დამშვიდდება- იცოდა როგორ მაღიზიანებდა ეს თემა და სპეციალურად სპეკულირებდა ამით.ბავშვი ხელში რომ არ ჭეროდა, ალბათ რამეს ვესვროდი.
-შენ გგონია ოდესმე ვიცხოვრებ შენნაირ ადამიანთან?
-როგორთან?-მიწვევდა, მანიპულირებდა, ყველანაირ ხერხს ხმარობდა რომ სერიოზულად გავეგიჟებინე.
-მაფიოზთან, ან გგონია იმ ფულით ვიცხოვრებ რომელსაც ნარკოტიკებისგან და სხვა ადამიანების გაუბედურებისგან იღებ?
-მე ჩემი სიმართლე მაქვს, შენ შენი. არ არის აუცილებელი ყველაფერში ვეთანხმებოდეთ. ელა, მე შენთვის რამე დამიშავებია?
-არა, მაგრამ ეგ..
-შენი მეგობრებისთვის? ოჯახის წევრებისთვის?
-რა მნიშვნელობა აქვს მაგას? სხვებს ხომ უშავებ? მე არ მინდა შენნაირ ადამიანთან ყოფნა.
-და შენ შეგიძლია მითხრა, რომ არასდროს არაფერი დაგიშავებია?
-მე კაცი არ მომიკლავს.
-ნუ-დაფიქრდა-არც მე-ალბათ თვითონ არა მაგრამ ვინმესთვის დაუვალებია.
-არც დამივალებია სხვისთვის რომ ეს გამეკეთებინა.
-და რატომ ჩათვალე რომ მე გამიკეთებია?
-არ მინდა მე შენთან საუბარი. აუტანელი ადამიანი ხარ, გააღე დროზე კარი და წავალ.
-დღეს არ გაგიშვებ.
-აბა როდის?
-ცოტა რომ დამშვიდდები.
-ეგ რას ნიშნავს? ნერსე... ცოლად არ გამოგყვები.
-მოდი ვისადილოთ, ნინის ვეთამაშოთ და მერე გვიან ვილაპარაკოთ. აშინებ ბავშვს-ნინიმ ჩემკენ გამოიხედა, მართლა შეშინებული იყო. ბავშვით მანიპულირებდა.
-არ მინდა სადილი, ბავშვი დააძინე და ვილაპარაკოთ.
-ვერ დავაძინებ.
-მაშინ ძიძას დაურეკე!
-ვერ დავაძინებ იმიტო რო ეხლა გაიღვიძა-ბოლო ძალებს ვიხმეარდი იმისათვის, რომ ადგილზე არ მეცემა, ან მისი იარაღი არ მომეძებნა და არ მესროლა. არ ვიცი რატომ მოქმედებდა ჩემზე ასე მასთან ერთად ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა.
-ნერსე..-სიბრაზისგან უკვე იასამნისფერი ვიყავი სახეზე. ჩანთას დავავლე ხელი და ზევით ავედი რომ დავმშვიდებულიყავი. ცოტახანში ბავშვთან ერთად ამოვიდა ნერსეც.
-ჯერჯერობით მძევალის სტატუსი არ გაქვს, შესაბამისად საჭმელი ოთახში არ შემომაქვს, ამიტო ჩამოდი ქვევით-იუმორიც ისეთივე ბნელი ჰქონდა, როგორიც პიროვნება.
-ეხლა ეს სასაცილო გგონია? იმის მერე რაც შენზე გავიგე, ასე რომ მელაპარაკები იმედი გაქვს ცოლად გამოგყვები? ბავშვის მადლიერი იყავი თავს რო არ გიდრიგინებ ეხლა-გიდრიგინებ? რა სიტყვაა ან საიდან მომაფიქრდა.
-მიდრიგინებ, ეს ახალი სიტყვაა. ანუ არ გშია?
-ნერსე...-ღრმად ამოვისუნთქე, ბავშვთან არ მინდოდა აგრესიულად საუბარი და თავი შევიკავე-ჩადი ეხლა ქვევით.
-კარგი, მა, არაო ელამ არ მინდა თქვენთანო-ნინიმ დაიწუწუნა და ქვევით დასმა მოითხოვა. ნერსემაც დასვა და ბავშვი ჩემკენ წამოვიდა.
-ეს შენ გაამეცადინე?
-მამას გოგოა.
ჩემთან მოვიდა და ხელში აყვანა მთხოვა.
-ნინი, გინდა გითხრა მამაშენი ვინ არის?
-ელა, ბავშვს თავი გაანებე მეთქი-მშვიდად მითხრა, მაგრამ ეტყობოდა რომ ღიზიანდებოდა.
-შენც გაანებე და ნუ სპეკულირებ ბავშვით-ხელში ავიყვანე ნინი და მის საძინებელში შევედი, ნერსეს კარი ცხვირწინ მივუხურე-მამაშენი არის აუტანელი ადამიანი. აი ვინ არის-კარადა გამოვაღე, მისთვის პიჟამოს ვეძებდი და აბა გამოიცანით? ისევ ნერსე შემობრძანდა. ალბათ ბავშვთან მარტოს ვერ მტოვებდა.
-ნინი მოდი ეს ჩავიცავთ?-კარადა მივხურე და გამოსაცვლელ მაგიდაზე დავაწვინე-ეხლა მე დაგაძინებ შენ და მერე მამიკოსთან ცოტა ხმამაღლა ვისაუბრებ, იმედია არ გაგეღვიძება-ნინი საწოლში ჩავაწვინე, ფარდები გადავუწიე, ნერსეს ჩავავლე ხელი და ოთახიდან გავიყვანე. ნინი საკმაოდ მშვიდი ბავშვი გამოდგა, ხმა არც ამოუღია. საწყალი , ამ დროს ახალი გაღვიძებული იყო.
-უნდა ვისადილოთ ჯერ.
-დაგალეწავ თავზე მთელ ჭურჭელს-სამზარეულოში გავიყვანე, რადგან ეს ოთახი ყველაზე შორს იყო ნინის საძინებლისგან-დროზე მითხარი რა გინდა ნერსე, თორე ერთადერთ ჩემ ოჯახის წევრს, დედას ვფიცავარ სიცოცხლეს გაგიმწარებ აქედან თუ არ გამიშვებ.
-ჯერ მინდა რომ დამშვიდდე და მერე ვილაპარაკოთ. რა აგრესიული ყოფილხარ შენ.
-არ დავმშივდდები, თუ გინდა რამე მოვწიოთ, აი მერე შეილება დავმშვიდდე-აშკარად არ მოეწონა ჩემი ეს ხუმრობა და მკაცრად გამომხედა- რა იყო შენ ჩესნი ბარიგა ხარ?
-ათჯერ გითხარი ბარიგა არ ვარ მეთქი-ცოტა საყვარლად ბრაზდებოდა და უკვე მეც ვერთობოდი მისი წვალებით.
-კონტრაბანდისტი გაწყობს?
-ეხლა რა გინდა რომ მეც შენსავით ავღრიალდე? ელა, სანამ გაიგებდი რას ვსაქმიანობ ხო გაინტერესებდი? მოგწონდი კიდეც და არ თქვა რომ არა-წარბი აწია.
-კი, სანამ გავიგებდი ნამდვილად-ჩემი თავის არ მჯეროდა რომ მასთან ვაღიარე .
-მერე? რატო ცვლის ჩემი საქმიანობა შენს გრძნობებს? მე თუ ისეთს გიღებ როგორსაც ხარ და ასეთი მომწონხარ, შენ იგივეს გაკეთება რატომ არ შეგიძლია?
-რას ქვია ისეთს მიღებრ ოგორსაც ვარ? რამეს ვაშავებ არალეგალურს?
-ხომ შემეძლო მეც მეთქვა, რომ შენი ბიპოლარული აშლილობა პრობლემა იქნებოდა ურთიერთობაში, გესიამოვნებოდა?
-ბიპოლარულ აშლილობას მე ვერ შევცვლი ნერსე, შენ შეგილია შენი პროფესია შეიცვალო თუ საერთოდ ამას პროფესია ჰქვია.
-ვერ შევიცვლი.
-რატომ?
-ზედმეტად ბევრი ადამიანია ჩართული ამ საქმეში და ბევრს გადავიმტერებ.
-ნელ-ნელა შეცვალე.
-და რის ხარჯზე? შენ ხომ ამბობ რომ უკვე აღარ გაინტერესებვარ? რის ხარჯზე მითხარი ელა, ისიც კი არ იცი გიყვარვარ თუ არა.
-იმიტომ რომ უნდა გაგაჩნდეს მორალი. რა უნდა უთხრა შენს შვილს რომ გაიზრდება? რომ მამამისი კრიმინალია? და ასე უნდა გაზარდო ნინი? როგორ ასწავლი რა არის სწორი და რა არა? თუ ბიზნესში ჩართავ? იაზრებ საერთოდ რა მომავალს უმზადებ ბავშვს? ან ეს შენმა ყოფილმა ცოლმა იცის? არასდროს არ ვიქნები შენნაირ ადამიანთან, რომელიც არავიზე ირგვლივ არ ფიქრობს, მათ შორის საკუთარ თავზეც. არ ვიცი რანაირად ხარ ასეთი ან რანაირად შეგიძლია ყოველ ღამე მოხვიდე შენს შვილთან იმ საქმეების მერე რითიც ხარ დაკავებული და თავზე აკოცო. ნინიმ შეილება ერთხელ შენი შემოთრეული ნარკოტიკები მიიღოს და ნარკომანი გახდეს, მერე რას იტყვი? რომ შენ არ დაგიძალებია მისი გამოყენება? ეგოისტსაც ვერ გიწოდებ, იმიტომ რომ არც შენს თავზე ფიქრობ, არც ვაჩეზე, არც ნინიზე. საერთოდ არავინ არ გიყვარს და ნუ მაჯერებ რომ ოდნავ მაინც გრძნობ რაიმეს ჩემს მიმართ. ეხლა ჭკუაზე არ ხარ ერთობი და თავი ბოსი გგონია, ყველა ვითომ და შენ გემორჩილება, საოცარი განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი ხარ და გგონია, რომ მეც ყველასავით თავს დაგიხრი და ამ შენ იდიოტურ თამაშში აგყვები. ხოდა არ იქნება ნერსე ეს ასე.
-წადი-გასაღები ამოიღო და კარი გააღო-შენ თუ ესე გეზიზღები და არ გინდა ჩემთან ყოფნა, ნამდვილად არ დაგაკავებ.
-აბა ეს პერფორმანსი რა იყო?-ძლივს ამოვისუნთქე, ხმა ჩამეხლიჩა ამდენი ყვირილისგან.
-მეგონა გაიგებდი, არ გესმის. შეგიძლია წახვიდე. არ გიჭერ. წადი - ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ჩემს ადგილას წავიდოდა. მაგრამ მე რატომღაც ნაბიჯიც ვერ გადავდგი. განა იმიტომ რომ მეშინოდა, უბრალოდ წასვლა არ მინდოდა.
-ნერსე...
-გიშვებ მეთქი, წადი-ისვე გამიმეორა, ამჯერად უფრო აგრესიული ტონით.
-და რომ წავიდე...-გამაწყვეტინა.
-არასდროს აღარ შეგაწუხებ, არც დღეს ვაპირებდი შენ აქ დატოვებას. უბრალოდ საუბარი მინდოდა, ვისაუბრეთ. თავისუფალი ხარ. ნახვამდის - ისევ გასასვლელისკენ მიმითითა - პირობას გაძლევ, ვეღარასდროს ვერ მნახავ.
-მაგრამ...
-ელა, წადი!-მკლავში ჩამავლო ხელი, გარეთ გამიყვანა და სახლიდან გამაგდო. შემდეგ კი ძლიერად დახურა კარი. აქ დამთავრადა ყველაფერი. ვაჩესთან გავწყვიტე ურთიერთობა, უნივერსიტეტში თითქმის აღარ დავდიოდი. საშინელი დეპრესია დამემართა, ვერ წარმოიდგენთ რა ცუდად ვიყავი. ის 6 თვე რაც დედაჩემი მივლინებაში იყო სახლიდან ფეხი არ გამიდგამს. ლაშა რომ მოდიოდა სანახავად, მაშინ ვიპრანჭებოდი და ვიტყუებოდი, თითქოს ყველაფერი აკრგად იყო. მიდიოდა თუ არა პიჟამოს ვიცვამდი და ვწვებოდი. არავის კარს არ ვუღებდი, არა ერთხელ მოსულა ჩემთან სალომე, ვაჩეც კი. ჩაკეტილი მქონდა. ასე გავიდა 6 თვე, მეგონა დედას ჩამოსვლა მაინც გამახალისებდა. მაგრამ დედა არ ჩამოვიდა. გაუხანგრძლივეს საცხოვრებელი ვიზა, მეუბნებოდა, რომ მალე მეც ჩმიყვანდა მასთანდ ა საუკეთესო უნივერსიტეტში მასწავლიდა. მე კი ამ ქვეყნად არაფერი მადარდებდა, გარდა ნერსესი. ადამიანისა, რომელსაც ვეღარასოდეს ვერ ვნახავდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ არც ის ვიცოდი ნახვა მინდოდა თუ არა. თითქოს ორად ვიყავი გაყოფილი, ჩემი ერთი ნაწილი ილტვოდა ნერსეს სანახავად, მეორე კი მტუქსავდა იმის გამო, რომ ჩვეულებრივი კრიმინალი მიყვარდა. ირონიულია არა? ბიპოლარული აშლილობის მქონე მეს რომ გაორება დაემართა. გამოცდები ახლოვდებოდა, სხვა გზა არ მქონდა უნდა წავსულიყავი საგამოცდო ცენტრში. სამწუხაროდ ყველას სახელი და გვარი, გრაფიკი და სექტორი ონლაინ ხელმისაწვდომი იყო, აქედანვე მოვემზადე რომ სალომე და ვაჩე იქ დამხვდებოდნენ და გამომკითხავდნენ ყველაფერს. შესაბამისად გამოვეწყე, ჩაშავებული თვალები კარგად დავმალე და სამსახიობო ნიჭი ჩავრთე(ვნახავთ რამდენად კარგი აღმოჩნდა ჩემი ეს ნიჭი). გამოცდა 2 საათზე მქონდა, მაგრამ ცოტა ადრე გავედი, რადგან არ მინდოდა დამეგვიანებინა საცობების გამო. 2 ის ნახევრისთვის უკვე რიგში ვიდექი ჩანთის ჩასაბარებლად. უკნიდან ნაცნობი ხმები მომესმა.
-ნახე ვინ გამოჩნდა
-ეს სამხარაულის ყოფილი არაა?-ნეტა რომლის ყოფილი ვეგონე, ნერსესი თუ ვაჩესი. გადავწყვიტე არ მიმექცია ყურადღება, ჩანთა ჩავაბარე და ზევით ავედი. მაგრამ ჩოჩქოლი არ წყდებოდა.
-გაჩუმდი, არ გაგიგოს. ეს სამხარაულის ყოფილია.
-მერე ყოფილია, ახლანდელი ხო არა.
-რო შერიგდნენ სად მიდიხარ? თავებს წაგვაცლის, მოკეტე.
ცოტა მეცინებოდა, ვერ ვიტყვი, რომ მწყინდა ან მაღიზიანებდა. უბრალოდ სასაცილო იყო, რომ ამხელა ხალხს მეტი საქმე არ ჰქონდათ გარდა იმისა, რომ ჩემზე ეჭორავათ. ის უფრო მაინტერესებდა, რა იცოდნენ? თუ ყველამ იცოდა რომ ეს ოჯახი კრიმინალით იყო დაკავებული როგორ არავინ ლაპარაკობდა ამაზე საზოგადოდ? ისედაც ხომ იციან რომ არ დაიჭერენ? ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი, რითი მოახერხა ნერსემ ან ვაჩემ ავტორიტეტი დაემკვიდრებინათ უნივერსიტეტში? ამ ფიქრებში გართული ვიყავი, რომ სალომე მომადგა უკნიდან.
-როგორ ხარ?-სალომეს რამდენი წელია ვიცნობ, ერთადაც გვიცხოვრია, მაგრამ ეს კითხვა სულ პირველად დამისვა. აღელვებული იყო, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ერთ ნაბიჯს მარჯვნივ დგამდა მერე ისევ უკან ბრუნდებოდა და ასე, გეგონებოდათ კოფეინის ზედოზირება ჰქონდა.
-კარგად, შენ?-მეც ყალბი ღიმილით მივუგე, სხვა რას ელოდა არ ვიცი.
-კარგი რა ნენე, მართლა.
-ნენეს ნუ მეძახი-ახლა კი გავღიზიანდი. ეს სახელი ჩემთვის ვაჩესთან ასოცირდებოდა, მისი და მისი ძმის ხსენება არ მინდოდა.
-მაშინ მე დაგიძახებ - ახლა ვაჩე მოვიდა უკნიდან. მისკენ გავბრუნდი, ის ისევ ისეთი იყო. თბილი გამომეტყველება ჰქონდა, მშვიდად იდგა და გულწრფელი ღიმილით მიყურებდა. ეტყობოდა, რომ მოვენატრე. მომინდა ჩავხუტებოდი და მეთქვა, როგორ მომენატრა, მაგრამ რაღაც არ მიშვებდა. ალბათ რაციონალური ნაწილი ჩემი თავის, რომელიც მეუბნებოდა, რომ ეს ოჯახი საშიში იყო და მე ცხოვრებაში პრობლემები და ტრაგედიები საკმარისად მქონდა. დედაჩემს ჩემზეც ვერ ვანერვიულებდი - უნივერსიტეტში არ დადიხარ, ზარებზე არ მპასუხობ. იძულებულს მხდი შენ ბიძაშვილებთან მივიდე, უბრალოდ მინდოდა ჯერ გამეფრთხილებინე და ისე გამეკეთებინა ეგ.
-კარგად ვარ. წამლებსაც ვსვამ. შენც ხო ეგ გაინტერესებს?
-არა, ეხლა შენი წამლები არანაირად არ მადარდებს და იცი რატომაც. შენ რობოტი არ ხარ, დაგაპროგრამირონ და ვსო კარგად იყო. წამლები ემოციებს არ გიბლოკავს.
-კაი ერთი- მეცინებოდა მის ბრძნულ გამონათქვამებზე, ვერ ვიტანდი როცა ვაჩე სენტიმენტალური ხდებოდა. ზოგადად არ მიყვარდა როდესაც ადამიანი ასე გულღიად საუბრობდა ჩემთან თან ჩემს აშლილობაზე.
-ნენე, მართლა ვნერვიულობ. არ მინდა, რომ სახლში ჩაჯდე და ასე იზოლირდე სამყაროსგან. მეგონა პრობლემა ჩემში იყო და როგროც ხედავ მოგეცი დრო და ვდისტანცირდი. მაგრამ ამან არ გიშველა და ან დღეს მივაკითხავ პეტრეს, ან მეტყვი რეალურად რა გაწუხებს.
-რა მაწუხებს ხო? ჩემი საუკეთესო მეგობარი დავკარგე და შენ კიდე გაინტერესებს რა მაწუხებს? იცი რა გამოცდაზე უნდა შევიდე, ეს საგანიც რომ შემეტენოს იცი რომ სემესტრი მემატება. დამატებითი სანერვიულო არ მჭირდება.
-მე მაინც რა დაგიშავე შეგიძლია ამიხსნა?
-რა დამიშავე? რამდენჯერ ვიყავი მოსული შენთან და გთხოვე რომ მოგეყოლა მათ შესახებ სიმართლე.
-ნენე შენ ჩემთვის ისეთივე ძვირფასი ხარ როგორიც ვაჩე, მე ვერ გეტყოდი მის სათქმელს.
-შეგეძლო დალაპარაკებოდი და აგეხსნა რომ ტყუილი.. არ მაინტერესებ.ს მარტლა არ მაინტერესებს. იმეგობრეთ, იბედნიერეთ მე თავი დამანებეთ. ხო გყავთ უკვე ერთმანეთი, ერთნაირების სასტავი, სადაც ყველას ყველაფერი მოგწონთ და ყველას ერთმანეთი გიყვართ. არაფერს ვხედავ, არაფერი მესმის მენტალიტეტის მქონე ადამიანები ხართ. მე ასე არ ვარ, მე არ შემიძლია ყველაფერს შევეგუო და თვალი დავხუჭო.
-ნენე...
-სანამ შენ და შენი ოჯახი ფიქრობთ რამდენი კილო ჰეროინი ჩამოვა და ამით რამდენს იშოვით მომავალ თვეში, ჩემნაირ სტუდენტებს გამოცდებზე აქვთ საფიქრალი. ხო მოკვდავებს გვჭირდება განათლება, რომ მერე ვიმუშავოთ და არა ახალგაზრდობა გავაუბედუროთ და მათი ფული ჩავიჯიბოთ-გამოცდაზე შევედი ისე რომ უკან არც მიმიხედავს. არ მაინტერესებს რამდენად მკაცრად ან უხეშად გამომივიდა, იმსახურებდა თითოეულ სიტყვას, რადგან ეს სიმართლე იყო. თქვენდა გასაკვირად, უკან რომ გამოვედი არც ერთი არ დამხვდა საგამოცდო ცენტრთან. მშვიდად წავედი სახლში, შუქები არ ამინთია ისე ჩავწექი ლოგინში და განვაგრძე ჩემი მთავარი საქმიანობა - ჭერში ყურება მომავალ გამოცდამდე. არ ვიცი რომელი საათი იყო , მაგრამ კარზე კაკუნი გავიგე. ვიფიქრე არ გავაღებ თქო, ლაშა სულ რეკავდა მოსვლამდე. კაკუნი არ გაჩერდა. გვიან იყო და ცოტა შემეშინდა, მამას იარაღი გამოვიღე კარადიდან და კართან მივედი, რომ გავიხედე პეტრე დავინახე. რა უბედურება უნდოდა ღამის 2 საათზე? იარაღი შევინახე ისევ და კარი გავაღე.
-რა ხდება? ნინოა ცუდად?
-შემოვალ ორი წუთით...-სახე წაშლილი ჰქონდა, ცოტაც და ალბათ გული წაუვიდოდა. გვერდით გავიწიე, შემოვუშვი და კარი ისევ ჩავკეტე.
-პეტრე, გულს ნუ მიხეთქავ რა მოხდა?
ლოჯში შევიდა და სკამზე ჩამოჯდა.
-წყალი დამალევინე-ამოიხვნეშა, ეგრევე მოვუტანა ჭიქით წყალი და მეც წინ დავუჯექი.
-ცუდად ხარ? წნევა გაგიზომო?-ავდექი წნევის აპარატის მოსატანად, მაგრამ ხელი ხელზე დამადო და მანიშნა დაჯექიო.
-დღეს დილით.. მამა რომ სამსახურში წავიდა.. ლაშაც ხო ბაკურიანშია და... არავინ მოსულა სახლში საღამომდე. რომ მივიდა მამა...-ხმა უწყდებოდა.
-პეტრე ამოღერღე!
-დედას გულმა დაარტყა. სავარაუდოდ შუა დღით... სანამ არავინ იყო და.. რო ვერავინ გამოიძახა სასწრაფო...
-რა! სად არის ეხლა?
-აღარ არის.
აღარ არის. ეს სიტყვები მითხრა დედამაც, როცა მამა გარდამეცვალა. აღარ არის.



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

აუუ საწყალიი sweat sweat

 


№2  offline წევრი Annia

ალბათ გულიც გავაწყალე ყველა თავზე რომ დავაკომენტარე მაგრამ სხვანაირად აე შემიძლია, ზეხმეტად საფიქრელი და ჩამთრევი ისტორიაა როგორიც კარგახანია არ წამიკითხავს, სასწაულია ის რომ თითქოს აი ყველაფერს ფარდას ხსნი და თან იმდენ შეკითხვას ტოვებ რიმ უეჭველი შემდეგ თავს კბილების კაწკაწით უნდა ველოდო, ყოჩაღ და შენს ნაშრომებს აუცილებლად გადავხედავ <3

 


№3  offline წევრი sati

Annia
ალბათ გულიც გავაწყალე ყველა თავზე რომ დავაკომენტარე მაგრამ სხვანაირად აე შემიძლია, ზეხმეტად საფიქრელი და ჩამთრევი ისტორიაა როგორიც კარგახანია არ წამიკითხავს, სასწაულია ის რომ თითქოს აი ყველაფერს ფარდას ხსნი და თან იმდენ შეკითხვას ტოვებ რიმ უეჭველი შემდეგ თავს კბილების კაწკაწით უნდა ველოდო, ყოჩაღ და შენს ნაშრომებს აუცილებლად გადავხედავ <3

არა რა გული გააწყალე, პირიქით მადლობა <3 ისე მიხარია კომენტარებს რომ ვხედავ გინდ დადებით გინდ უარყოფითს <3 ამით ვხვდები რომ საინტერესო ისტორიას ვწერ. დღეს 12 ის მერე დავდებ ისევ ახალ თავს, ჯერჯერობით წინასწარ მაქვს დაწერილი heart_eyes

 


№4  offline წევრი Xutu

აუ ძაან საინტერესოა მალე მალე დადე თავები ძალიან გთხოვ არ გაწეული დროები

მე მინდა ელა და ნერსე ერთად იყოს

 


№5  offline წევრი sati

Xutu
აუ ძაან საინტერესოა მალე მალე დადე თავები ძალიან გთხოვ არ გაწეული დროები

მე მინდა ელა და ნერსე ერთად იყოს

გუშინ ღამე გავაგზავნე რომ დაედოთ მარა ჯერ არ დევს sweat

 


№6 სტუმარი სტუმარი მაო

მომწონს, კარგად იკითხება, მაგრამ უკვე ვკარგავ ინტერესს, არანაირი ქიმია არ აქვთ.. ან ხელი გადახვიოს ნერსემ, ცოტა ახლოს მიუტანოს სახე, თვალებში ახლოდან ჩახედოს, კოცნა მოუნდეს... მიზიდულობა ქიმია წესით უნდა იყოს და არ ჩანს არსად თქვენს ნაწერში.

 


№7 სტუმარი სტუმარი Tina

Magnificent beat ! I wish to apprentice while you amend your web site, how can i subscribe for a blog web site?
The account aided me a acceptable deal. I had been tiny bit acquainted of this your broadcast provided bright clear concept

my blog post website

 


№8 სტუმარი Winifred

When someone writes an article he/she maintains
the idea of a user in his/her brain that how a user can understand it.
Therefore that's why this post is great. Thanks!

Look into my web page: what does vpn do

 


№9 სტუმარი Elvera

I'm not sure why but this blog is loading extremely slow
for me. Is anyone else having this issue or is it a issue on my end?

I'll check back later on and see if the problem still
exists.

My web blog: vpn special coupon code

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent