ჩემნაირი (თავი 3)
ახალი წელი, ახალი იმედები, რაღაც ახალის დასაწყისი ესაა ის მოლოდინი რაც ახალი წლის დადგომასთან ერთად მიჩნდება, მაგრამ სამწუხაროდ ორი კვირის შემდეგ ამ იმედებს ახალი წლის ეუფორიას ვატან. ჩემი იმედები და მოლოდინებიც იშლება საახალწლო ნაძვისხის მსგავსად მერე კი თაროზე იდება, მომავალ წლამდე არ უწერია ამ ნაძვისხეს მზის სხივის ხილვა ისევე როგორც-იმედებს. მთის შვილი არასდროს ვყოფილვარ. მახსოვს ღრმა ბავშვობაში მშობლების ერთად დასასვენებლად მთაში წავედით. ადგილი მეტისმეტად მეუცნაურა თითქმის მთელი დღე ვტიროდი რომ სახლში წავეყვანე. საბრალო დედაჩემს რომ დავემშვიდებინე ათასი რამის გაკეთება მოუხდა, ბოლოს კი სასტუმროს სახურავზე ამიყვანა. რაც იქ ვნახე გონებაში ღრმად ჩამებეჭდა. მშვენიერება, რომელსაც მზის ჩასვლა ჰქვია. მთაში ჰაერის მსგავსათ მზის ჩასვლაც სხვანაირია. ვხედავდი, როგორ იკარგებოდა ნისლებში მზე, როგორ ირეკლებოდა მზის სხვები და ნარინჯისფერს სძენდა ღრუბლებს. მას შემდეგ სიმშვიდეს მხოლოდ მთაში ვპოვებ. თითქოს ჩემს დარდს მზეს ვატან, რომელსაც ჩასვლისას სადღაც ძალიან ღრმად ჩააქვს და მიტოვებს იმედს რომ იქედან ვერ გამოაღწევს. ჩემს ცხოვრებაში იმდენად ცოტა ბედნიერი წუთია რომ რაც შემიძლია ძლიერად ვეჭიდები. არ მინდა ოდესმე დამავიწყდეს როგორია იყო ბედნიერი. მეთეს ქალაქში წასვლაზე უარი ვუთხარი. მარტო დარჩენილს კი მომეძალა ფიქრები, რომლებსაც თავს ვერ ვაღწევ. ამ სამი წლის განმავლობაში მარტო არასდროს ვყოფილვარ, ფიქრის დროც არასდროს მქონია. ყველა გადაწყვეტილება რასაც ვიღებდი იმპულსური იყო. ისევე როგორც ეს უკანასკნელი. უაზრო ფიქრები ვერც საჭმლის კეთების პროცესში ვერ მოვიშორე. აქვე დავსძენ რომ კარგი მზარეული არ ვარ, მაგრამ არც ცუდი ითქმის. თუმცა სამზარეულოში ფუსფუსი არასდროს ყოფილა ჩემი პრიორიტეტი. საჭმლის კეთებას მოვრჩი და გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი. სუფთა ჰაერი ღრმად გავუშვი ფილტვებში. თოვლის ფიფქებს მიუშვირე სახე და ვგრძნობდი როგორ ეცემოდნენ ცივები ჩემს თბილ სახეზე. თოვლის პატარა გუნდა მოვიქციე ხელში და მექანიკურად დავიწყე თოვლის ბაბუას კეთება. ვერ ჩევამჩნიე ვერ გავიაზრე როგორ ამიწვა თვალები ტკივილმა, როგორ გაიკვლიეს ცრემლებმა გზა ლოყებზე საბოლოოდ კი თოვლში გაუჩინარდნენ. ვეღარც სიცივისგან გალურჯებულ ხელებს ვგრძნობდი. ვხედავდი კადრებს რომელიც მანადგურებდა, ნაწილებად მშლიდა. ********************************** 2004 წლის 26 დეკემბერი. 9 წლის ვარ. სკოლის დერეფანში ფანჯარასთან ვდგავარ და ვუყურებ როგორ ლამაზდ თოვს. სახეზე ღიმილი დამთამაშებს. წარმოვიდგენ სახლში მისული მშობლებთან ერთად როგორ ვიგუნდავებ და სიხარული მეღვრება გულში. ეს ხომ ჩევენი ტრადიცია, და არამატრო ჩვენი ასე მეგონა მაშინ. გაკვეთილი გვიცდებოდა ამიტომ დირექტორმა დერეფანში გამოსვლის საშუალება მოგვცა იმ პირობით რომ არ ვიხმაურებდით. -კესანე შენ ხომ გიყვარს ზამთარი-მესმის ჩემი კლასელი ლიკას ხმა და გული ცუდს მიგრძნობს უკვე. ღიმილი სახეზე მეყინება -მართლაც მასწავლებელთან ხომ ასე თქვი-ზურგს უმაგრებს გიორგიც -კი მიყვარს-ვამბობ შიშნარევი ხმით -წამოდი გარეთ გავიდეთ ნახე რა ლამაზად თოვს-აგრძელებს ლიკა -თოვლის ბაბუაც ხომ არ გაგვეკეთებინა-აჟღერებს იდეას თეკლა და ამაზრზენად იცინის -არ მინდა-ვამბობ გაბზარული ხმით მე ხომ თოვლის ბაბუის გაკეთებას დედასთან ერთად ვგეგმავდი -როგორ თუ არ გინდა-ბრაზი ეპარება ხმაში ლიკას -არ წამოვალ-ვამბობ და ვხედავ ჩემსკენ მომავალ გიორგის -ხომიცი რაც მოხდება თუ არ წამოხვალ-მეუბნებ გიორგიი და უხეშად მავლებს მკლავებში ხელს -არ შემეხოთ არ წამოვალ არ მინდა გთხოვთ...გამიშვით-ვტირი ბოლო ხმაზე მაგრამ თეკლა ხელებს პირზე მაფარებს და ყვირილის საშუალებას არ მაძლევს -არც კი გაბედო ხმის ამოღება, ცრემლები შეიმშრალე რომ სკოლის გარეთ შევძლოთ გასვლა ცრემლებსაც კი თავად მიმშრალებენ და გავყავარ სკოლის შენობიდან. მასწავლებელსს უთხრეს რომ გარეთ მაღაზიაში სურდათ რაღაცეების ყიდვა. ვერავინ გაიგო ჩემი ყვირილი, ვერც მასწავლებელმა შენიშნა ჩემი ცრემლიანი თვალები. მაღაზიის ნაცვლად სკოლასთან მდებეარე ძველი შენობის უკან გადავყავარ.. გიორგი უხეშად მიშვებს ხელს და თოვლში მაგდებს. ცივია მაგრამ არც იმდენად. ხელებზე ხელთათმანებს მაძრობენ და მეუბნებიან რომ თოვლის ბაბუა გავაკეთო რაზეც უარს ვეუბნები. ჩემს უარს ლიკას გაწნილი სილა მოსდევს არც ამაზე გაჩერებულან თეკლა თმებში მწვდება და ძლიერად მქაჩავს ყვირილი მინდა მაგრამ არ შემიძლია გიორგი პირზე ხელს მაფარებს. -თუ არ გააკეთებ რაც გითხარი კიდევ მოგხვდება-მეუბნება ლიკა და ისევ ძლიერად მირტყამს სახეში საბოლოოდ ვნებდები თოვლის პატარა გუნდას ვიქცევ ხელში და ინსტიქტურად ვიწყებ ამ ბურთის გადიდებას შიშველი ხელებით, მტკივა ხელები საშინლად მტკივა მაგრამ მათ ეს არ ესმით. თვალებიდან ცრემლები მდის მაგრამ ეს ხომ საერთოდ არ მოქმედებს მათზე. სიცივისაგან კანკალი მიტყდება. დედასთან მინდა მინდა მთელი ძალით ვიყვიროო „დეე დამეხმარე მიშველე“ მაგრამ არ შემიძლია ის ტკივილი მაშინებს რომელსაც ყვირილის შემდეგ მომელის. მეშინია საშინლად მეშინია მაშინებს მათი შემზარავი სიცილის ხმა. საოცარია როგორ შეუძლია იყოს ადამიანს ამდენად ბოროტი. არ მჯერა ფრაზის „ბავშვები უცოდველი არსებები არიან“ რადგან ისინი ვინც მე ეს დამმართა, უცოდველები არ იყვნენ. ეს ცოდვა არუნდა შერჩეთ. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უნდა ათრიონ მხრებით და სისხლს უყინავდეს. არ ვიცი რამდენ ხანს ვაკეთებდი უაზროდ თოვლისაგან მრგვალ ბურთს უეცრად ხალხის ხმა რომ შემომესმა გადავრჩი. ეს ის ავტობუსის მძღოლები იყვნენ რომლებსაც აქაურობა საპირფარეშოდ ექციათ. არასდროს მომწონდა ეს ფაქტი მაგრამ დღეს ძლიან გამიხარდა -თუ ვინმეს რამეს ეტყვი მოგკლავთ-მეუბნება ლიკა და სამივე ერთად გარბიან ძირში დაგდებულ ჩემს ქურთუკს და ხელთათმანებს ვიღებებ ვიცვამ და იქაურობას ვეცლები. სკოლაში დაბრუნებული საშინლად ვკანკალებ ვერ ვჩერდები, მასწავლებელს გამოაქვს დასკვნა რომ სიცხე მაქვს და სახლში მიშვებს. სახლში დაბრუნებული თბილ ფეჩთან ვთბები მაგრამ კანკანს მაინც ვერ ვწყვეტ. მასწავლებელი მართალი აღმოჩნდა სიცხე მქონდა. დედამ წამალი დამალევინა -კესანე რა მოხდა სკოლაში-მეკითხება დედა და იმ ლოყებზე მეფერება რომელზეც რამოდენიმე საათის წინ საშინლად დამარტყეს -თოვლის ბაბუა გავაკეთე-ვამბობდ და ცრელმები თავისით იწყებს დენას თვალებიდან. -მაგაში ცუდი რა არის ჩემო გოგო- მეუბენბა და მიღიმის -დე ჩამეხუტები დედაჩემი ძლიერად მიკრავს გულში მის მკალვებში ვმშვიდდები. მას შემდეგ არასდროს აღარ გამიკეთებია თოვლის ბაბუა. **************************************** -კესანე რა დაგემართა-მესმის მეთეს ხმა მაგრამ გონება ვერ აღიქვამს არ რეაგირებს. ვერც იმას ვხედავ როგორ მიახლოვდება მხოლოდ ხელის შეხებას ვგრძნობ რომელსაც ჩემი გონება მტკივნეულად აღიქვამ -არ შემეხოთ გთხოვთ, არაა... გეხვეწებით...არ მინდა... -კესანე მე ვარ მეთე -მეუბნება და ხელებს ძლიერად მხვევს -გამიშვით....არ წამოვალ-ვყვირი და ვცდილობ თავის გათავისუფლებას მაგრამ არ გამომდის მეთეს ძლიერად ვყავარ მოქცეული მკლავებში -კესანე, აქ ვარ, კარგად ხარ, არაფერს დაგიშავებ, შემომხედე მე ვარ მეთე-მეუბნება და ორივე ხელს სახეზე მკიდებს მერე კი მასზე შეხედვას მაიძულებს.. -მეთე, არ გამიშვა გთხოვ... არ მინდა წასვლა -არასად გაგიშვებ-მეუბნება და თავზე ნაზად მახებს ხელს -აღარ მინდა ძლიერი ვიყო, აღარ მინდა გესმის, მინდა ვთქვა რომ დავირალე მინდა ვთქვა რომ მტკივა. რომ არ ვარ ის ქალი ვისი ნიღაბიც მორგებული მაქვს დამღალა ამ ნიღბის ტარებაბ ნახე სახეზე სულ ნაიარევი მაქვს. გავლილმა წლებმა გამანადგურეს გამტეხეს დავიფერფლე და ამ ფერფლიდან ძლივს შეკოწიწებული წამოვდექი, ვცდილობ ცხოვრება გავაგრძელო, მაგრამ სიმშვიდე არსად არარის, ყველგან მოგონებები და კოშმარები, წარსული თავისი ბინძური ხელებით ჩემკენ მოდის და დღითითღე უფრო ძლიერად მექაჩება თავისკენ. ვცადე ამ ხელებისგან თავის დაღწევა, გავექეცი ამ ხელებს კიდევაც მაგრამ მათი კვალი სხეულზე მაინც მატყვია, ვერ ვიშორებ. -უნდა შეძლო და წარსულს თვალი გაუსწორო მისგან არუნდა გარბოდე, თუ მიიღებ წარსულს ისეთს როგორიც არის ყველაფერი გაივლის, თუ აპატიებ მათ ვინც ასე გატკინა ტკივლი განელდება და ასატანი გახდება- ჩემს დამშვიდებას ცდილობას მეთე. ხელში აყვანილს სახლისაკენ მივყავარ -მათ მე ბავშვობა მომპარეს, ახლაგაზრდობა და ოცნებები წამართვეს, კომპლექსიან და შიშებით აღსავსე ქალად მაქციეს. -დამშვიდი ასე ცუდად გახდები, - ამაზე ცუდად ვეღარ გავხდები -ცუდად აღარასდროს იქნები -მეთე ჩამეხუტები?-ვეკითხებიდა ისიც ძლიერად მხვევს ხელებს. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვტიროდი მაგრამ ტირილისაგან ძალაგამოცლილმა სითბოთი გაბრუებულსმა ვერც კი გავიაზრე როგორ ჩამეძინა მეთეს მკლავებში. არ ვიცი რამდენ ხან მეძინა მაგრამ ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფს მესმის მეთეს ხმა, სავარაუდოდ ტელეფონზე საუბრობს, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ, თვვალების გახელას ვცდილობა მაგრამ ტკივილს ვგრძნობ, საბოლოოდ მაიც ვახელ თვალებს და ვხედავ საზარეულოში მოფუსფუსეს ტელეფონი სპიკერზე აქვ ჩართული და მზადების პარალეურად ვიღაცას ესაუბრება. მეღიმება. -დედა კარგად ვარ მე -აბა რატომ მთხოვე წვლიანის რეცეპტი? -უცებ მომინდა და გაკეთება გადავწყვიტე -როგორ არ გრცხვენია დედაშენი ვარ არ გიცნობდე მაინც, რომ კვდებოდე შიმშილისგან სამზარეულოში არაფრის გასაკეთებლად არ შეხვალ ახლა როგორ გინდა დავიჯერო რომ უცებ მოგშივდა. -დედა ასე კარგად რატომ მიცნობ -ოცდაათი წელია შენს ყველა ამოსუნთქვას და მოქმედებას ვუყურებ როგორ შეიძლება არ გიცნობდე -მიხარია რომ დედაჩემი ხარ -კომპლიმენტებით ნუ ცდილობ თემის შეცვლას -დედა მაშინებ უკვე-ამბობს და იცინის მეც მეცინება და მის ყურადღებას ვიქცევ გააგრძელეთქო ვანიშნებ ხელების მოძრაობით -სად ხარ ის მაინც მითხარი? -რომ მეორე დღეს აქ გაჩნდე ხომ დედაჩემო -შენც კარგად მიცნობ, -დედა კარგად ვარ, არ მცივა, არ მშია, როდის დავბრუნდები არ ვიცი ეს ჩემზე არაა დამოკიდებული მაგრამ დავბრუნდები ახლა კი წავედი ავადმყოფმა გაიღვიძა-ამბობს და ყურმილს კიდებს დარწმუნებული ვარ რაღაცის თქმა უნოდა დედამის მაგრამ არ დააცალა გაზქურას აქრობს წვნიანს თეფშზე ასხამს და ჩემსკენ მოდის -ავადმყოფი არ ვარ- ვამბობ და ხელებს ვაჯვარედინებ -კარგი არ ხარ. ოღონდ ეს წვნიანი შეჭამე ბოლომდე -არ მომწამლავს?-ვეუბნები და წარბებს ვწევ -მთელი ბავშვობაა ამას ვჭამ და არ მოვუწამლივარ -იმიტომ რომ დედაშენი გიკეთებდა -მომეცი თუ არ გინდა -კარგი ხო ვიხუმრე ნუ ბრაზდები -ვამბობ და წვნიანის ჭამას ვიწყებ რომელიც საოცრად გემრიელია-კიდევ მინდა -არ მოგწამლოს -კიდევ მინდა-ვეუბნები და კატასავით საწყალი თვალებით ვუყურებ - მასე ნუ მიყურებ -როგორც მინდა ისე გიყურებ -მე გაგაფრთხილე -რასიზამ- ვეუბნები და მზაკვრული სახით ვუყურებ -გინდა გაიგო-მეუბნება და ვხედავ თვალებში როგორ უჩნდება მოთამაშე ჭინკები -მინდა -იცოდე შენ გინდოდა-ამბობს და მიახლოვდება -რას აკეთებ? -არაფერს-ამბოს და სახეზე ხელებს მკიდებს-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი ისევ შენ დაზარალდები- მეუბენბა და მოულოდნელად მკოცნის. გაოცებისგან თვალები მიფართოვდბა. მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის. თვალებს ვხუჭავ და კოცნაში ვყვები, ნელნელა მისი კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება-რას მიკეთებ კესანე -არ ვიცი -ვამბობ და ახლა მე ვეტანები მის ტუჩებს- წვნიანი მინდაა -როგორ შეგიძლა ამ მომენტში ჭამაზე ფიქრი -აბა რაზე უნდა ვიფიქრო -ჩემზე -წვნიანი უფრო გემრიელი მეჩვენება -რაიცი ჯერ ხომ არ გაგისინჯივარ -რაც გავსინჯე ის მინდა -კარგი მოგიტან წვნიანს -ასე მალე დანებდი? -კესანე! ორი თეფში წვნიანის ჭამის შემდეგ მივხვდი რომ მოძრაობის ძალა აღარ მქონდა მთელი დღე კოტეჯში გავატარეტ და უკვე ტრადიციად ქცეულ „Home alone” ვუყურეთ. თავი მეთეს კალთაში მედო ის კი ნაზად მეფერობოდა თავზე და თითებს ჩემს თმებში ხლართავდა. ამაზე კარგად საღამო ვერ ჩაივლიდა. -რამდენი შვილი გინდა გყავდეს-მეკითხება მოუკოდნელად -არ ვიცი არ მიფიქრია -მე მაკალისტერების მსგასად დიდი ოჯახი მინდა. მე დედისერთავარ თითქოსდა არაფერი მიჭირს გვერდით საოცარი ადამიანები მყავს და მათი მადლობელი ვარ მაგრამ ხშირად მიფიქრია რა იქნებოდა და ან ძმა რომ მყოლოდა, ეს სურვიილი გულის სიღმეში ღრმად დავმარხე რადგან ვიცოდი რომ ეს შეუძლებელი იყო. დედაჩემი ჩემზე მშობიარობას ლამის გადაყვა სამი ოპერაცია გაუკეთეს ერთი თვე კომაში იყო, გონს მოსულს კი ექიმებმა უთხრეს რომ ბავშვის გაჩენა აღარ შეეძლო. -შენგან განსხვავებით დედისერთა არ ვარ დები და ძმა მყავს მაგრამ მამასთან ჩხუბის შემდეგ სახლიდან რომ წავედი ყველამ გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა დები გათხოვდნენ და როგორც გავიიგე ძალიან ბედნიერები არიან ჩემი ძმა კი საზღვაე გარეთაა იქ გადაცხოვრდა. მიუხედავად ამდენი დედმამიშვილისა თავი მეც დედისეერთა მგონია ამიტომ გული არუნდა გტკიოდეს. -არცერთი არ შეგხმიანებია? -არა, გამაქრეს მათი მეხსიერებიდან, სულ უმადური მეძახეს არ მინდა ამაზე საუბარი -კარგი, ისედაც მძიმე დღე იყო - მოდი მეორე ნაწილსაც ვუყუროთ -კესანე ღამის პირველი საათია -ერთმანეთი დაგვებედა -ერთმანეთი და კევინი. მოდი ხვალ ნაძვიხე ავაწყოთ კარგი შეშველი დგას შემოსასვლელთან და შევმოსოთ -სათამაშოები ? -ქალაქში რომ ვიყავი მაშინ ვიყიდე იმედია მოგეწონება -კიდევ რა იყიდე -მაცივარში შეიხედე და ნახავ- როგორც კი მაცივარი ახსენა მაშინვე წამოვხტი დივნიდან, მავივრის კარი გავაღე და ტორტი დავინახეე -მეთე გითხარი რომ საოცარი ადამიანი ხარ-ვამბობ და ტორტს ვიღებ -მართლა აპირებ ახლა მაგის ჭამას -კი ვაპირებ, მეორე ნაწილი ჩართე რა გთხოვ -კარგი მაგრამ ეგეთ გამომეტყველებას ნუ იღებ -როგორს-ვამბობ და მახსენდება კოცნა ლოყები მიწითლდება, ვხედავ როგორ ამოიოხრაა- ტორტი გინდაა -რატომაც არაა ტორტი გემრიელი იყო საოცრად გემრიელი. Home alone-ის მეორე ნაწილსაც სიამოვნებით ვუყურეთ სიცილისაგან ლოყები მტკიოდა. უსაზღვროდ მადლობელი ვარ მსახიობების და კრის კალამბუსის რომ ასეთი საოცარი ფილმი გადაიღო. უსაზღვროდ მადლობელი ვარ მეთესი რომელიც აქ გამომყვა და შეძლებისდაგვარად მიტანს. ვამჩნევ რომ მას უცხოდ აღარ ვთვლი ამ ორ დღეში შევეჩვიე. დავიბედე. *************************** დილა საოცრად დაიწყო მუსიკის ფონზეე ნაძვის ხე მოვრთეთ განათებები დავამაგრეთ რამაც საკმაოდ დიდი დრო წაიღო ვარსკვლავიც კი ეყიდა მეთეს. საბოლოოდ დაღლილები ჩავესვენეთ დივანზე. ახლა ნამდვილად იგრძმობოდა საახალწლო განწყობა რაც მაკლდა ეს დღეები -კარგი გამოვიდაა -ძალიან მომწონს -ვამბობ და თვალები მიციმციმებს -დიდი ბავშვი ხარ -ვარ -თოვლის ბაბუას წერილსაც ხომ არ დაუწერ -ნწ უკვე გვიანია -რატომ 14 იანვარი წინაა -შენ დაუწერე? -მე დაწერის გარეშეც ამიხდა. -რა ისურვე -მაგას ვერ გეტყვი, ჯერ ადრეაა შენი ტელეფონი რეკავს ნინო მირეკავდა ვიცოდი რატომ რეკავდა და ახსნის სურვილი ნამდვილად არ მქონდა მისთვის მაგრამ რომ არ მეპასუხა ვიცოდი რომ თავზე დამადგებოდა თან იცოდა სადაც ვიყავი ამიტომ ტელეფონი გავხსენი -ნი მომენატრე -გეტყობა არც კი დაგირეკავს კამერა ჩართე -რატომ რა ხდება -კესანე ჩართე მინდა დაგინახო-კამერას ვრთავ -კმაყოფილი ხარ? -ჯერ არა, ახლა შეატრიალე მანახე როგორია კოტეჯი-ამბობს და ვხვდები რასაც ცდილობს ამოწმებს მარტო ვარ თუ არაა -მაგას არ გავაკეთებ -ხომ იცი რომ მაინტერესებს რა გინდა ცნობისმოყვარეობამ მომკლას-წუწუნებს ნინო -შენი წუწუნის მოსმენაც დამებედაა -კიდევ რა უფრო სწორად ვინ დაგებედა? -ფორმაში ხარ ისევ -თემას ნუ ცვლი - მეუბნება ნინო ვხწდავ როგორ გადის მეთე ოთახიდან და ტუჩემის მოძრაობით მეუბნებაა ისაუბრეთო ნინოს ყველაფერს ვუყვები მეთეს შესახებ -სულელო გოგო იცი ახლა როგორ გამოიყურები- მეკითხება ნინო -როგორ -თვალები გიბრწყინავს. ვაპირებდი ამოსვლას მაგრამ შენი შემხედვარე გადავიფიქრე, ვდედავ რომ ბედნიერი ხარ და მადლობა მეთეს ამისთვის. კარგად დაისვენე. ხელს აღარ შეგიშლით-თვალს მიკრავს და ყურმილს კიდებს სააბაზანოში შევედი და სარკეში ჩავიხედე მართლაც ვამჩნენ ცვლილებებს და ამ ცვლილებების მიზეზსაც. სააბაზანოდან გავდივარ ქურთუკს ვიცვამ და მათესკენ მივდივარ. -სტაფილო წამოიღე-შორიდან მეძახის მეთე და ვხვდები უკვე რის გაკეთებასაც აპირებს მაცივრიდან სტაფილოს ვიღებ და სწრაფადვე ვბრუნდები მასთან -რასაკეთებ -თოვლის კესანეს-ამბოს და იცინის -მერე მე ამხელა ცხვირი მაქვს-ვამბობ და სახის წინ სტაფილოს ვუტრიალებ -შეგვიძლია დავაპატარაოთ-ამბობს და სტაფილოს ორ ნაწილად ტეხს მეთეს სიცილის შემხედვარე ყველა და ყველაფერი მავიწყდება, მისი სიცილი ფანტავს გონებაში არსებულ ცუდ მოგონებებ და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მასთან ერთად ვიწყებ თოვლის ბაბუას გაკეთებას. რას მიშვრები? -მეთე ეს არ არის ჩემნაირი არ მგავს-ვამბობ განაწყენებული თოვლის ბაბუის აწყობის შემდეგ -შენნაირი ვერავინ და ვერაფერი იქნება.-ამბობს და უკანსკნელ შტრივს სტაფილოს ცხვირს ამაგრებს. ********************* იმედი მაქვს შევძელი ჩემი სათქმელის გადმოცემა და თქვენამდე მოტანა. არ ვიცი როგორი გამოვიდა, მოგეწონათ თუ არა, მაგრამ ვიმედოვნებ რაღაც ემოციებს მაინც აღძრავს თქვენში და მაშინ ცავთვლი რომ ჩემი წილი საქმე გავაკეთე. მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს, |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.