ნენე(8)
გიამ ზევით გაისროლა გაფრთხილების ნიშნად, ნერსე ეგრევე შემომიბრუნდა , მკლავში ხელი ჩამავდო და კარამდე მიმიყვანა. -გადი დროზე, ჩამოვალ მეთქი მალე-კარი გააღო, ძალით გამიყვანა და ჩაკეტა. ძალიან მეშინოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა წავედი და მანქანაში ჩავჯექი. დიდი ხანი არ ყოფილა შიგნით ნერსე, 20 წუთში ჩამოვიდა ქვევით. გასროლის ხმა აღარ გამიგია. გული ისე მიფეთქავდა მთელ საბურთალოს ესმოდა ალბათ. მანქანაში რომ ჩაჯდა არაფერი არ უთქვამს, მაგრამ მე რომ გამომხედა და ჩემი სახე დაინახა მიხვდა, რომ ცოტაც და გავგიჟდებოდი ნერვიულობისაგან. -დედაშენს ერთად ვეტყვით ყველაფერს. გია ხმას არ დაძრავს ჩემს საქმიანობაზე, არ არის საჭირო დედამაც ინერვიულოს, თან ვერ გაიგებს. რას იტყვი?-3 სიტყვაში ჩაატია თითოეულ ჩემს კითხვაზე პასუხი. -რ..როგორ თუ არ ეტყვის? წეღან გაგიჟებული ღრიალებდა ბოლო ხმაზე, რომ.. რომ ყველაფერს ეტ-ეტყოდა დედას! მაგიჟებ? -ვილაპარაკეთ, ყველაფერი მოვაგვარე. -დაემუქრე? -შეიძლება ეგრეც ითქვას. მეტის ცოდნა არ გჭირდება-სახეზე მომეფერა ცალი ხელით და მერე მანქანა დაქოქა. -რითი, რი... ნერსე..-ღრმად ამოვისუნთქე, ენა მებმეოდა-რა უთხარი მეთქი?! -ძველი ცოდვები შევახსენე. ბევრი აქვს. დარწმუნდა, რომ მე და შენ ერთმანეთისთვის შესაფერისი წყვილი ვართ. დედას აქედან ერთად დავურეკავთ, ემიგრაციაში ნუღა იქნება, ჩამოვიდეს. მე ვუზრუნველყოფ ამიერიდან თქვენს ოჯახს. რასაც გინდათ იმას გააკეთებთ და სადაც გინდა იქ იმუშავებთ- არა სერიოზულად ჭკუიდან გადაყვანა უნდოდა ჩემი. -მე ესე არ შემიძლია ნერსე, ასე ვერ ვიცხოვრებ. ყოველთვის ისე ვერ იქნება როგორც შენგ ინდა. მეც უნდა ვიცოდე რას აკეთებ... ან ეხლა რა უთხარი ბიძას.. მამაზე? -არა. შენთითონ არ მითხარი რომ არ უნდა მეთქვა სიმართლე შენთვის? ზოგჯერ ბევრის ცოდნა მავნებელია. არც ეხლა გჭირდება ამის ცოდნა-მთელ ოჯახს ჩემი გაგიჟბა უნდოდა, გეგონება ბიპოლარი არ მყოფნიდა. -ნერსე...-თავს ძლივს ვაკონტროლებდი, რომ ეხლა მე არ ამეღო ბიძაჩემის კალაშნიკოვი- ეს ესე არ გაჩერდება. -აგერ ნახავ თუ არ გაჩერდება. პეტრე და ლაშასთანაც თვითონ მოაგვარებს, რაც საჭიროა იმას ეტყვის- თითქოს ერთი შეხედვით ეს საოცნებო ცხოვრებას ჰგავდა. უცბად ჩნდება ადამიანი, რომელიც გეუბნება რომ ყველანაირ პრობლემას მოგაშორებს და სამოთხეში გაცხოვრებს. ზუსტად ამ დროს უნდა გაიქცეთ, რადგან ყოველთვის არსებობს უარყოფითი მხარე... რაღაც ის ერთი მთავარი რაც გადაწონის ამ სამოთხეს და მას ჯოჯოხეთად აქცევს. მე დებილი ვიყავი, არც მაშინ დავფიქრებულვარ... ახლა ერთადერთი რამ იყო წინ, ნერსეს მშობლებთან საუბარი. მათ შორიდან ვიცნობდი, ნერსემ უთხრა რომ ერთად ვიყავიტ, მაგრამ მათთან ამის შესახებ არ მისაუბრია. ნერსემ ვახშამზე დამპატიჟა მათთან, ვაჩეც მოვიდა , თუმცა მან უკვე იცოდა ჩვენი ქორწინების შესახებ. მათ სახლთან რომ მივედი(მძღოლმა მიმიყვანა ნერსეს არ ეცალა), ვაჩე ეზოში დამხვდა სიგარეტს ეწეოდა. შორიდან ხელი დამიქნია გაღიმებულმა, უკვე ბევრად უკეთესად იყო და სხვათაშორის ახალი შეყვარებულიც ჰყავდა, ანა. მე დიდად გულზე არ მეხატებოდა, მაგრამ მეუბნებოდა, რომ ყველაფერი სერიოზულად ჰქონდათ. ვაჩე ამას გოგოზე არასდროს ამბობდა. მივედი, გადავკოცნე და ცოტახანი მასთან გავჩერდი ეზოში. -არ ინერვიულო, დედა არასდროს ეწინააღმდეგება ნერსეს. ამიტომ, პრობლემებს არ შეგიქმნის. ზოგადად ამ სახლში რასაც ნერსე იტყვის კანონია-ვაჩეს ირონიულად გაეცინა, რადგან ის არასოდეს არ უსმენდა მისი ძმის სიტყვებს. -შენც ხო? -მე გამონაკლისი ვარ-გადმომხედა და გამიღიმა-ნენე, მე გახსოვს მაშინ მანქანაში გითხარი რო ბოლოჯერ გაფრთხილებ. მინდა კიდე გაგიმეორო. აქ მარტო საქმე იმაში არაა ჩემი ძმა როგორი ადამიანია იმის გამო რასაც აკეთებს. იმაშიც არის როგორ გახდა ეს ადამიანი. მანიპულატორია, მაგრამ არა ადვილად ამოსაცნობი. ისე გაგაკეთებინებს რაც უნდა ხშირ შემთხვევაში ვერ მიხვდები. ამიტომ თუ უკან დახევა გინდა, იცოდე რომ ამის გამო არაფერს იზამს. მეც შენ გვერდით ვიქნები-ცოტა შემაშინა ვაჩეს სიტყვებმა, რას გულისხმობდა მანიპულაციაში. რა თქმა უნდა ადდრეც მეუბნებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ მაშინ მეგონა რომ მოვწონდი და ამიტომ არ ვუსმენდი. ახლა რა მიზეზით უნად მოვეტყუებინე? -ვაჩე, ეს ესაა უნდა დავინიშნოთ და ძალიან გთხოვ ასეთ რაღაცეებს ნუ მეტყვი. -უნდა გითხრა, იმიტომ რომ ვიცი არ იქნები ბედნიერი მის გვერდით. -არ იცი. -ვიცი. შენ თავისუფლება გიყვარს, ლაღი და ახალგაზრდა ხარ. გათხოვება ამ ყველაფერს წაგართმევს. არ შეგიმჩნევია სადაც დავდივარ ყველგან ორი მანქანა რო დამყვება? გგონია ტყუილა? -ხო ნუ.. ბევრი ფული მოითხოვს.. -არა, ნენე თავს ნუ იშტერებ. ბევრი ფული არაფერ შუაშია აქ-სიგარეტს მოუკიდა და ცოტახნით გაჩუმდა-ნერსე ძლიერი პიროვნებაა, მაგრამ მტრები მაინც ჰყავს. დაფიქრდი, რამდენად გინდა ასეთ ოჯახსი გააჩინო ბავშვი, სადაც სულ იმაზე უნდა იფიქრო რომ შეიძლება მოიტაცონ და მერე ფული მოგთხოვონ. -ნინო ამდენი წელი ხო ჩვეულებრივად ... -1 წელი-ვაჩემ ისევ შემაწყვეტინა-ნინო 1 წლის არის, ყველაფერი წინ გვაქვს-სახე შეეცვალა, რომ გაიფიქრა ნინოს რა შეიძლებოდა მოსვლოდა-და რამე რო დაემართოს ნინოს, ნერსეს არასდროს არ ვაპატიებ. -ვაჩე, ძალიან გთხოვ-მუდარით სავსე თვალებით შევხედე. -ვიცი, მაგრამ არ შემიძლია გიყურო როგორ ინადგურებ თავს. ჩემი ძმა მიყვარს, მართლა. მიუხედავად ყველაფრისა. მაგრამ შენც ძალიან მიყვარხარ და ვერ დავუშვებ რო ასეთი შეცდომა გაცნობიერებულად გააკეთო. აბა თუ მიხვდები მე და შენს შორის რატო არასდროს არაფეირ მომხდარა და არც მოხდება-არ ველოდებოდი ამ თემაზე საუბარს. ვაჩეს და მე ხშირად გვაბრალებდნენ ერთად ყოფნას, მაშინაც კი არ გვისაუბრია ამაზე. უბრალოდ ვღადაობდით. -რატო?-მეც სულელივით ვკითხე. -იმიტომ რომ თავიდანვე ძალიან შემიყვარდი და რო დავფიქრდი, უბრალოდ წამითაც რო დავუშვი სად შეიძლებოდა ჩვენი ურთიერთობა წასულიყო და რა ცხოვრებით მოგიწევდა ჩემს გვერდით ცხოვრება... ვერ გაგიმეტე ამისთვის. შენნაირი ადამიანები ჩვენნაირ ოჯახში... დიდხანს ვერ გაძლებენ. ან მოგიწევს რომ ნერსეს დაემსგავსო, ან უნდა გაშორდე. -და რა ანა ძლიერია?-ხელები გადავიჯვარედინე, არ მსიამოვნებდა ასე სუსტად რომ მხედავდა. -შენ სერიოზულად გინდა რომ ჩვენი ოჯახის შესაბამისი გახდე?-გაეცინა-ნენე, ანა ზუსტად იგივე ოჯახის შვილია რაც მე. დედამ აარჩია. -აბა მიყვარსო? -მიყვარს ხო ნუ... საშუალოდ. არ ვგიჟდები, მაგრამ ჩემი შესაფერისი ქალია. იცის რაშიც ყოფს თავს. -მეც ვიცი. -იცი, მარა არ ხარ მზად ამისთვის. -დავამთავრეთ, აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი-ამ დროს ნერსეს მანქანაც მოვიდა. მანქანიდან ბედნიერი სახით გადმოვიდა, ჩვენკენ წამოვიდა, ჯერ ვაჩე გადაკოცნა და მერე ჩემთან მოვიდა. -წამო შევიდეთ, ცივა-ხელი ჩამკიდა და შიგნით შემიყვანა. სახლში ფუსფუსი იყო, მოახლეები აქეთ-იქით დარბოდნენ ხელში საჭმელებით. სასადილო ოთახში კი სკამთან ნერსეს დედა იდგა და დავალებებს აძლევდა მათ. ნერსეს მამა უკნიდან მოგვადგა და მხარზე ხელი დამადო. -ნენე, როგორ გიკითხოთ-ამ ოჯახში ელას უკვე აღარავინ მეძახდა. -კარგად ბატონო დავით , თავად-მისკენ გავტრიალდი და ხელი ჩამოვართვი. -ასევე-გამიღიმა. რობოტულად, მაგრამ თვაზიანად. -ნენე, ნუ დგახართ მანდ, შემოდით. სტუმრებიც მოვიდნენ-ვინ სტუმრები? მისაღებში შევედი თუ არა გული გამიჩერდა. მაგიდასთან პეტრე, ლაშა, გია და დედაჩემი ისხდნენ. თვალებში დამიბნელდა და სახეზე ფერი წამერთვა. ოდნავ უკან გადავიხარე, წონასწორობა დავკარგე, მაგრამ ნერსემ დამიჭირა. -ელა დედა-ნანა წამოხტა და ჩემთან მოვიდა-ცუდად ხარ? -არა... არა-დედას გადავეხვიე-შემეშინდა უცბად ... აქ რომ დაგინახე. -რამ შეგაშინა დედას ცხოვრება-ისიც ჩამეხუტა და გადამკოცნა-არ უნდა გეთქვა დედა ასეთი რამ ჩემთვის? ვაჩემ დამირეკა და მომიყვა ყველაფერი. უნდოდა სურპრიზი გაეკეთებინა შენთვის. რა იყო მეწყინებოდა? -დედა ხო იცოდი, რომ ნერსესთან ერთად ვიყავი. -დედა კი ვიცოდი, მაგრამ გათხოვებას რო აპირებდი არც ერთხელ არ გითქვამს-მე და ნანას ნერსეზე ბევრჯერ გვქონდ ანალაპარაკები. ნანა არ მზღუდავდა ამ კუთხით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს ცოდნოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ და გამფრთხილებოდა. ოდნავაც რომ ჰქონოდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რეალურად ვინ იყო ნერსსე ან რას საქმიანობდა, თავს გაიგიჟებდა და დამაშორებდა. საბედნიეროდ აქედან არაფერი იცოდა. ნერსესაც ელაპარაკებოდა ჩემთან ერთად სკაიპით და ძალიანაც დამეგობრდნენ. -არა, ვაპირებდით თქმას, ზუსტად დღეს ღამე მინდოდა მეთქვა... ბილეთიც ნაყიდი მქონდა შენთვის რო ჩამოსულიყავი-ტყუილები, ტყუილები ნენე. -უჰ შენ რა გითხარი, ნეტა მეთქვა დედა რას გაწვალე შენც-ნანამ ხელი მომკიდა და მაგიდასთან მიმიყვანა. ბიძაჩემის გვერდით დამსვა, მთელი ტანი მიცახცახებდა. პეტრეს და ლაშას თვალებშიც ვერ ვუყურებდი. საერთოდ აზრზე ვერ მოვდიოდი როგორ მოახერხა ნერსემ მათი დაყოლიება აქ მოსვლაზე. პეტრე ზედ არ მიყურებდა, თვალს მარიდებდა, მაგრამ სხვა ყველას თავაზიანად ექცეოდა და საუბარში ჩვეულებრივად ერთვებოდა. ლაშაც და გიაც ასე იქცეოდნენ, ძირითადად დედაჩემს ესაუბრებოდნენ. ცოტახანში ნერსე წამოდგა, ხელში პატარა ყუთი ეკავა, რა თქმა უნდა გაოცება უნდა გამომეხატა როგორც ეს შეშვენის ნამდვილ ქართველ პატარძალს, ცოტა სახეზეც უნდა გავწითლებულიყავი..მ აგრამ ცოტაზე მეტად წითელი ვიყავი. ასეთი რამ ჩემს ყველაზე საშინელ კოშმარშიც არ დამესიზმრებოდა. ბიძაჩემი და ნერსე ერთ მაგიდასთან... პეტრე და ლაშა ჩემს პირისპირ ისხდნენ და არც ერთი არ მიყურებდა, თითქოს იქ არ ვარსებობდი. ამ ფიქრებში აგრთულს ნერსეს არც ერთი სიტყვა არ მომისმენია, მაგრამ მადიასთან ყველას ისეთი გამომეტყველება ჰქონდა აშკარად რაღაც რომანტიულს და სენტიმენტალურს ამბობდა. მეც წამოვდექი და ჩემს ბედზე მთავარი კითხვა მაინც მოვისმინე. -ნენე, ცოლად გამომყვები?-ყუთი გააღო, შიგნით ულამაზესი ოქროს ბეჭედი იდო. ინსტინქტები მკარნახობდნენ რომ დავთანხმებულიყავი, აი... აი გონება კი არ მიშვებდა. თითქოს ტვინში ატროფია დამეწყო და ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებდი. ხმას ვერ ვიღებდი და ერთ ადგილას გავშეშდი. უკვე 5 წამი გავიდა რაც კითხვა დამისვა. ყველა მე მიყურებდა და მელოდებოდა. ნერსესაც შეეტყო სახეზე ნერვიულობა. 8 წამი. ვაჩეს გაეღიმა, ალბათ იფიქრა, რომ ჩანაფიქრი გამოუვიდა. 10 წამი. პეტრემაც კი გამისწორა თვალი თვალს და თითქოს მემუდარებოდა რომ უარი მეთქვა. დედაჩემმა სალფეთკით დანიავება დაიწყო, სახეზე სულ გაწითლდა. გიას მუშტი ჰქონდა შეკრული და მაგიდაზე ედო, ეტყობა ემზადებოდა ჩემი უარისთვის და მერე ნერსეს საცემად. 15 წამი და ნერსემ კითხვა გამიმეორა-ნენე, ცოლად გამომყვები?-ამჯერად მართლა კითხვის ფორმა ჰქონდა და თვითონაც დაეჭვებული იყო ჩემს პასუხში. ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ერთი სიტყვით დაიწყო. -კი-გავუღიმე და ბეჭედი გამოვართვი, მაგრამ თვითონ გამიკეთა თითზე და შუბლზე მაკოცა. დედამ შვებით ამოისუნთქა და ტაში დაგვიკრა, მერე ორივეს გადაგვეხვია და ბედნიერება გვისურვა. სიმართლე გითხრათ დარჩენილი საღამო არ გამოირჩეოდა საინტერესოობით, მალევე დავიშალეთ, ბიძა, ლაშა და პეტრე ზრდილობიანად გამომეშვიდობნენ და დედასთან ერთად წავიდნენ. დედას ეტირებოდა რომ მტოვებდა თან უკვირდა ასე რა გეჩქარებათო, მაგრამ დაამშვიდა ნერსემ უკვე ხვალ ვაწერთ ხელს და ჩათვალეთ ჩემი ცოლიაო. დედამ ცოტა მაინც გაჭედა, მერე მოაწერეთ და მერე დარჩესო, მაგრამ ნერსემ დაიჟინა და ნანაც დაარწმუნა. თუმცა ამაღამ მაინც ცალ-ცალკე ოთახებში ვაპირებდით დაძინებას. მე ჩემს საძინებელში ვიყავი, როდესაც კარი გააღო და შემოვიდა. არც შემიმჩნევია სანამ უკნიდან არ მომიახლოვდა და წელზე ხელი არ შემომხვია. -ნინო სად არის? -ჩემს სახლშია ძიძასთან. ხვალ წავალთ იქ-კისერზე მაკოცა-რა გჭირს? -ჰმ?-თითქოს ვერ გავიგე და მაკიაჟის მოცილება განვაგრძე, თან სარკეში ვიყურებოდი. მაგრამ სარკეშიც კი ჩანდა მისი დაჟინებული მზერა, პასუხს მთხოვდა. -ვერ გაიგე ხო?-გამომწვევად გამიღიმა, შემდეგ მისკენ მიმატრიალა, ბამბა გამომართვა და თვითონ განაგრძო მაკიაჟის მოშორება-რა გჭირს თქო? -არაფერი-ჩემი პასუხის მეთითონაც არ მჯეროდა. -ნენე, აი ეგეთი პასუხი მერეც მეყოფა მართლა რამეს რო დავაშავებ, გამიბრზადები მაგრამ რომ მეტყვი რომ არაფერზე ხარ ნაწყენი. ამიტომ თქვი დროზე. რა გჭირს? ნანობ ცოლად რომ მომყვები?-ბამბა ტრილიაჟზე დადო და ჩემი სახე ხელებში მოიქცია-ნენე, თუ ნანობ და დაცდა გინდა, იცი რომ მე ამას არ დაგაძალებ. -ეგ არაფერ შუაშია-მისი ხელები მოვიცილე და საწოლზე ჩამოვჯექი-ნერსე... მიყვარხარ, მაგრამ ... წამით არ დავფიქრებულვარ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება. ნინო... მე მას დედობას როგორ გავუწევ? ჯერ არც კი ვიცი რას ნიშნავს იყო დედა. -ნინოს ძიძა ყავს და მე. შენ არავინ გთხოვს მის აღზრდას. -რა სისულელეს ამბობ, შენი შვილია. უცხოსავით ვერ მოვექცევი. მერე კიდე.. შენ საშინელ ბიზნესში ხარ, სულ იმაზე უნდა ვიფიქრო რომ ან შენ ან ნინოს ან ჩვენ მომავალ შვილს საფრთხე ემუქრება. -არ მოგიწევს მაგაზე ფიქრი. -ვიცი, რომ შენ მოაგვარებ ყვეალფერს მაგრამ... -არა, ნელა-ნელა ჩავეხსნები ამ ბიზნესს საერთოდ-თვალები გამიფართოვდა. -რა?-საწოლიდან წამოვდექი გაკვირვებული-მეღადავაები? -არა. მართალს ამბობ, ეს ყველაფერი სახიფათოა შენთვის, ნინოსთვის. -და შენთვის. -უბრალოდ დრო მომეცი, კარგი?-მისკენ მიმიზიდა ისევ და მაკოცა. -კარგი-ჩავეხუტე-მარტლა მეუბნები?-კიდევ ერთხელ გავხედე რომ დავრწმუნებულიყავი სერიოზულად ამბობდა ამას. -კი ნენე, უბრალოდ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდება და მოთმინება უნდა იქონიო. ვიცი, შენ მოთმინებასთან პრობლემები გაქვს, მაგრამ ვისწავლით დროთა განმავლობაში. ისე.. მომწონს უკვე ბავშვზე რომ ფიქრობ, ერთი სული გაქ ცოლად მოგიყვანო რომ საქმეს შევუდგეთ. -იდიოტო-მუცელში ჩავარტყი და გავწიე. ის კიდე ხარხარებდა. მე სულ გავწითლდი. -არა, თუ მაინც და მაინც უკვე გინდა დაწყება, მოდი ჩემთან-ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ ბალიში ვესროლე, მაინც არ გაჩერდა და საწოლზე რაც იყო ყველაფერს ვესროდი. თან გვეცინებოდა. ამასობაში ამ ხმაურზე ელენე შემოვარდა. -თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ?! ნერსე!-ელენე ყვიროდა-რას გავს ოთახი. ან როგორ შეიძლება ასე აქ შემოსვლა სანამ ცოლ-ქმარი არ ხართ! - ამაზე კიდევ უფრო გაგვეცინა, აი რა მნიშვნელობა ჰქონდა ხელს მოვაწერდით თუ არა ამ წუთას თუ ხვალ-გადი შენს ოთახში. სასწრაფოდ. მე ამ გოგოს დედას დავპირდი, რომ ამაღამ ვუყარაულებდი. დროზე!-ნერსეს ხელი მოკიდა და პატარა ბავშვივით გააგდო ოთახიდნა-ნენე-ამოიოხრა. -ბოდიში-მეც დასჯილი ბავშვივით ჩამოვდექი. -ნენე, იმედი მაქვს ხვდები რაც ხდება და ყველაფერს სერიოზულად უყურბე. ოჯახს ქმნით. დიდი ადამიანის ცოლი ხდები და შესაბამისად უნდა მოიქცე. ბავშვურობა, ასეთი სილაღე და ცანცარი წარსულს უნდა ჩაბარდეს. -დიახ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სერიოზული და უჟმუ...უფრო სწორად ნაკლებად ლაღი ვიქნები-მეცინებოდა მის სიტყვებზე. დედამთილიც ასეთი უნდა, ველოდებოდი როდის გამოაჩენდა თავის კლანჭებს. ელენე საწოლზე ჩამოჯდა და დამაკვირდა. -ჩემი რჩევაა, ცოტახნით მოერიდე ბავშვის გაჩენას. -ეგ ჩემზე არ არის დამოკიდებული-ძალაუნებურად გამეცინა. -არის-საწოლზე კონტრაცეპტივები დამიდო-ამის დალევას რომ დაიწყებ, უკვე შენზე იქნება-თვალი თვალში გამიყარა. სერიოზულად აკეთებდა ეხლა ამას? -ნერსე...-ნერსე ალბათ გაბრაზდებოდა ამას რომ გაიგებდა. -ნერსემ არ არის საჭირო იცოდეს. უკვე ჰყავს შვილი, მისი მოვლაც და დაცვაც ჯერჯერობით საკმარისია-გადაჭრით მიპასუხა. სულ მაწყვეტინებდა და არ მაცდიდა საუბარს. ახლა ვხვდები ვის გავს ნერსე. -რას ქვია არ არის საჭირო იცოდეს, მას ოჯახის შექმნა უნდა ჩემთან ერთად აბა...-და ისევ გამაწყვეტინა. -ნერსეს ეხლა ბავშვები არ უნდა. თვითონ პირდაპირ არ გეტყვის ამას, ამიტომ მე გეუბნები. შენთვის კარგი მინდა. ისედაც საკმარისზე მეტი პრობლემა გექნება ცოლად რომ გაყვები, ბავშვს ნუ დაიმატებ. ნინოს ჩვენ მივხედავთ, ხშირად ისედაც აქ რჩება ხოლმე როცა ნერსეს გვიანობამდე სამუშაო აქვს. -ნინოს დედა არ ჩანს?-ნერსე არ მიყვებოდა მის ყოფილ ცოლზე ბევრს არაფერს და ვიფიქრე, ელენეს მაინც გამოვტყუებ რამეს თქო. -როგორ არა. ეს ბოლო პერიოდი დაიწყო ბავშვის ნახვა. -მართლა? ნერსეს არაფერი უთქვამს-როგორ გამორჩა ის რომ ყოფილმა ცოლმა ბავშვის ნახვა დაიწყო? -ხო, ნერსემ დაურეკა, ოფიციალურად გაშორებული არ იყვნენ, გააწერეს ხელი და მერე ბავშვიც ნახა-ამის მოყოლაც გამორჩა-შეიძლება წაიყვანოს კიდეც. -და ნერსე გაატანს? -რა თქმა უნდა ხან მას ეყოლება და ხან ნერსეს. -მან ხო ბავშვი მიატოვა? -ჯერ პატარა ხარ ელა, ბევრი რამ არ გესმის. პოსტპარტუმ დეპრესია ძალიან რთულია ქალებისათვის. მაგრამ შენ არ იდარდო, ეს საკითხი შენ არ შეგეხება, ის ყოფილი ცოლია და ნერსე აღარ აინტერესებს როგორც კაცი. ღამე მშვიდობის, გაითვალისწინე ჩემი რჩევა-ოთახიდან გავიდა. ამ ოჯახში ყველა გიჟდება მბრძანებლობაზე, ვაჩედან დაწყებული ნერსეთი დამთავრებული. კარზე კაკუნი გაისმა და ვაჩე შემოვიდა. -რა ხდება აქ-გაეცინა, კონტრაცეპტივები იდო საწოლზე, ეგრევე ავიღე და კამოდში ჩავდე-ეს ჩემი წამლებია. -დალიე ხო-ისე მკითხა სიტყვის მასალად. -ჰო-ჰო. -მისმინე, მაპატიე დღეს რომ აგირიე ტვინი და ნერსეზე ... -არაუშავს. უნდა გეთქვა, რომ გაცნობიერებულად გადამედგა ეს ნაბიჯი. ეგ არაფერი. -ხვალ დიდი დღე გაქ, უნდა დაისვენო. უკვე ერთი ოჯახი ვართ-ეტყობოდა, ორმ ეს მართლა ახარებდა. მე და ვაჩეს მართლა ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და სულ გვიჭირდა ამ სიყვარულისთვის სახელის დარქმევა. ახლა ერთი ოჯახი ვიყავით. ვატყობდი რომ ჩახუტება უნდოდა მარა ვერ ბედავდა, ხოდა მე მივედი და გადავეხვიე, ისიც ჩამეხუტა-ძალიან , ძალიან მიყვარხარ-ლოყაზე მაკოცა. -ვაჩე-ოდნავ უკან გავწიე თავი რომ სახე დამენახა-როგორ მოახერხა ნერსემ რომ დღეს ლაშა და პეტრეც მოვიდნენ? -ეგ ნერსე არ იყო. -ჰა?-ოდნავ უკან დავიხიე. -ჰო, მე დაველაპარაკე. თავიდან ორივე გადაირია, ლამის ოთახი დამამხეს თავზე. მერე ველაპარაკე, კარგახანი თან. ავუხსენი სიტუაცია, ისიც, რომ ნერსე აპირებს ჩამოშორდეს არალეგალურ ბიზნესს. რო არ გაჩერდნენ, მამამისის არალეგალურ ბიზნესზე მოვუყევი. -რა ქენი?! -ჰო, სხვა გზა არ იყო. და მერე შედარებით მიიღეს, მაგრამ გიასთნ იჩხუბეს. -ეს როგორ მოუყევი? -პეტრემ იცოდა. ლაშასთვის არ უთქვამთ. -ვაჩე, საერთოდ ხვდები რა გააკეთე? -კი, მე მინდოდა რომ შენ ბიძაშვილებთან ურთიერთობა არ გაგეწყვიტა და შენს ქორწილში ყოფილიყვნენ. თუ გინდა გაბრაზდი ჩემზე. -ჩემთან უნდა მოსულიყავი ჯერ. არ უნდა მოგეყოლა არაფერი ლაშასთვის. მამამისი მთელიბ ავშვობა გმირი იყო ლაშასთვის. -ანუ გაბრაზდი. -სერიოზულად მეკითხები?-სახეზე სულ წითელი ვიყავი -ოდესმე შეილება რამე ისე გააკეთოთ ან ერთმა ძმამ ან მეორემ ისე რომ მეც გამითვალისწინოთ? თუ მე ნება და სურვილი არ გამაჩნია? ა ან გამაჩნია და თვენთვის არაფერს ნიშნავს. არ მიპასუხო!-პირი ჰქონდა გაღებული, მაგრამ გავაჩუმე-აღარ მაქ დღეს თქქვენი ოჯახის ნერვები, გეხვეწები გადი ოთახიდან-ხმა ამოუღებლად გავიდ,ა იცოდა რომ ჯობდა ამ დროს თავი დაენებებინა ხოლმე. მთელი ღამე საშინლად მეძინა, ერთი იყო ნერსეს ცოლობა და მეორე აი ამ ოჯახში ცხოვრება. ყველა ერთმანეთზე უარესი იყო, დედამთილი კონტრაცეპტივებს მტენიდა ჩემი ქმრის ზურგს უკან, მერე ვაჩე ჩემს ზურგსუკან ჩემი ოჯახის წევრებს ატერორებდა, თუ რაც ქვია. ყველაზე მთავარი მთელი ოჯახი მაფიოზები იყვნენ. ან მანიური ეპიზოდი მქონდა და იმიტო მივყვებოდი ამ კაცს ცოლად, ან სერიოზულად შეშლილი ვარ და ამას არანაიარი მედიკამენტი, ფსიქოთერაპია და ვერავინ დედამიწაზე არ უშველიდა. დილის 8საათი იყო მთელ სახლში ქაოსი რომ დაიწყო. მზადება მიდიოდა ქორწილისთვის, სახლში ვიხდიდით, მაგრამ როგორც ვაჩემ მითხრა 100 კაცი იყო დაპატიჟებული. ეზო უზარმაზარი იყო, ალბათ ყველა დაეტეოდა, მაგრამ მე ის უფრო მაშინებდა ამათი სამეგობრო წრე თუ იმავე საქმეში იყო გარეული, შუა ქორწილში რას უნდა დავლოდებოდი? როგორც წესი ქორწილი ჩხუბის გარეშე არ არსებობს. ეხლა წარმოიდგინეთ მაფიოზები იარაღით ხელში რომ იწყებენ ჩხუბს იქ რა ტრიალდება? სხვა ქორწილებში პოლიცია მაინც მოვა, ან სასწრაფო, აქ ვინ გამოიძახებს 112-ს? ჩახოცავენ ერთმანეთს. ვიცი, შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ აქამდე არასდორს მქონია შეხება ამ სამყაროსთან და მხოლოდ ფილმებიდან ვიცი რას ნიშნავს იყო მაფიოზის ცოლი. და ძირითადად მაფიოზებს ცოლებს ან კლავენ, ან აუპატიურებენ სამაგიეროს მიზნით, ან იტაცებენ ან რავიცი.. დედას უ*ავენ. და საერთოდაც უკვე ბევრ რაღაცაში ეჭვი მეპარებოდა რასაც მიყვებოდნენ. ძალიან მაინტერესებდა ვინ იყო ნერსეს ყოფილი ცოლი და მართლა რატომ გაშორდა. თავი ხელში უნდა ამეყვანა, რადგან ვთქვი რომ მიყვარს ეს ადამიანი და მისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ... ასეც უნდა იყოს. მე ნერსე მიყვარს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.