შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 4 )


21-12-2023, 17:29
ავტორი რუსანა
ნანახია 2 131

-რა კარგია , სიარული რომ არ შემიძლია.
-რაა? -ფიქრებიდან გამოერკვა .-რას ბოდავ ლიკუნა?
-სიარული რომ შემეძლოს , შენს მაგივრად მე მათრევდა ბებია , თოჯინასავით შაბათს. -სრული სერიოზულობით განაცხადა .
-ვერ ვიგებ რა საჭირო ვარ . რა მინდა იქ ?
- დახმარება ჭირდება რა , დაიკიდე . დროდადრო პომადა მიაწოდე, რიმ თავის “კნეინა” დაქალებს ზემოდან გადახედოს და ეგაა. 8 საათზე მაინც ძილი მოერევათ. გამხიარულდა ლიკუნა. განსაკუთრებით მაშინ გათამამდა როცა ყველამ შეაქო მის მიერ მომზადებული ტოსტები, მეტი არც არაფერი იცოდა . -ნუცამ ბლინები გაგიკეთათ. მაგიდისკენ გაიშვირა თითი . -ირაკლი ეს უნდა ჭამო , ზუსტად ისეთია როგორც ჩვენს ბავშვობაში სკოლაში იყიდებოდა გახსოვს? უხმოდ აიღო ერთი და თვალებსაც კი დახუჭავდა და სიამოვნებას მიეცემოდა, მაგრამ საჭმლის მიმართ ასეთ სისუსტეს ვერ გამოიჩენს . ყავის გემრიელი სურნელიც შეერია .
-ლიკუნა. საუზმის მერე ჩემს ოთახში გელოდებით. -შენ და ნუცას .
-მოვალ, მაგრამ ნუცა წავიდა .
-რას ქვია წავიდა?
-საქმე ჰქონდა , მალე დაბრუნდება . მე გავუშვი . - წარბი აწია ლიკუნამ. -ნუცა ჩემია და არა თქვენი. ხელი გააყოლა მთელს მაგიდას პატარა მესაკუთრე ბავშვივით და ხელები გადაჯვარედინა .
-მეც მჭირდება პატარა დახმარება . -გაუბედავად ითხოვა ბაბუამ. -ვერაფერს ვიგებ ამ თქვენი ახალი მოდის .
-ბაბუ შენ არ იდარდო მაგარ ვიდზე გაგჩითავ . -ყბის ქნევით გამოთქვა ინიციატივა ბექამ.
-მე ვერ დაგეხმარებით . უკანასკნელი დეტალები დამრჩა სახლის შესათანხმებელი. წავედით გიორგი ? -პასუხი ვერც გასცა გიორგიმ, ისე ჰქონდა პირი გამოტენილი, მაგრამ წამოდგომისას ერთი ბლინი მაინც გაიყოლა . -გულისრევამდე აპირებ ჭამას ?
-გინდა? -პირი გაითავისუფლა და ნახევრად მოკბეჩილი ბლინი გაუწოდა. პასუხი ვერ მიიღი ამიტომ დაუფიქრებლად გადაყლაპა უკანასკნელი ნაწილიც. - ეს გოგო რომ გვყვავდეს თბილისში ალბათ 100 კილოები გავხდებოდით.
-103 ხარ . -უინტერესოდ მიუგო და წიგნი გადაშალა .
-შენ რა იცი ? - გაფართოვებული თვალებით შემოუტრიალდა გიორგი.
- შენი სამედიცინო ისტორია წავიკითხე . ნუ მიყურებ , უნდა ვიცოდე ვის ვანდობ თავს .
-მანიაკი ხარ .
-ვიცი , ყოველდღე მეუბნები .

2 გვერდის წაკითხვაც ვერ მოასწრო , უკვე საკუთარ ახალ სამფლობელოსთან იდგა . რაც უფრო დიდ დროს ატარებს ამ ქალაქში უფრო პატარა ეჩვენება .
კმაყოფილმა გაუღიმა არქიტექტორს უკვე , შეფუთული ავეჯი რომ დაინახა, მაგრამ უჩვეულოდ ანერვიულებული ეჩვენა თითქმის ყველა. ტელეფონზე საუბრობდა, როცა გიორგისაც შეატყო უკმაყოფილება და გათიშა თუ არა , თავადვე იკითხა რა ხდებოდა. პირი გააღო არქიტქტორმა და აზრი რომ ვერ დაალაგა და ვერც ირაკლიმ გაიგო რა უნდოდა , მეორე ჩაერია .
-გიორგი რა უნდათ? - იქვე დადებულ ლამაზად შეფუთულ საყვავილეს წაწვდა და ჰაერში აწია. -არავითარი ყვავილები.
-შენი ნახატი ვიღაცამ წაშალა .
-რა ? მთელი ტანით შემობრუნდა .
-გეფიცებით გუშინ აქ იყო . დარაჯმაც თქვა რომ ყველაფერი შეამოწმა .
-რანაირად შემოძვრა ის ლაწირაკი არ ვიცით . -თვალები დააკვესა ახალგაზრდა ქალმა.
-გამახსენე შენ ვინ ხარ? -ახალგაზრდა გოგოს მიაჩერდა .
-მე მე ინტერიერზე ვმუშაობ .
-დავიჭირეთ .
-ვინ დაიჭირეთ ? გიორგი ჩაერთო რადგან ირაკლისთვის რომ მიემართათ კიდევ ერთხელ., ზუსტად იცის ისეთ ამბავს ატეხდა , ისედაც გასკდომის პირას მყოფი თავზ ახდიდა ყვირილით.
-დამნაშავე , მერე ვიღაც მოვიდა და მოკლედ დგანან კარებთან ასე და არ გვიშვებენ შიგნით . არც ჩვენ ვუშვებთ გარეთ. -ამაყად აწია თავი გოგომ.
-რას ქვია არ გვიშვებენ . -სიცილი აუტყდა ირაკლის .
-ზედ ხომ ვერ გადავუვლით ბატონო ირაკლი?
-რატომ ვერა ? წამოიყვირა უცებ და კიდევ ერთი ლარნაკი გამოჩხრიკა საიდანღაც . ამჯერად იატაკზე მოისროლა. ლაბადის საყელო კარგად აიწია და გეზი სავარაუდო პრობლემისკენ აიღო.

7 წუთში დაფარა თითქმის 15 წუთის სავალი გზა და რამოდენიმე მეტრში გაშეშდა .უფროსწორად ნაბიჯი აღარ გადადგა . გიორგიმ გააკავა და ხელი იარაღისკენ წაივლო . კარგად აეფარა და რაღაცას მიაჩერდა . გალავანი თითქმის დასრულებული იყო და საკმაოდ მაღალიც , რანაირად აძვრებოდა იქ ვინმე ვერავის წარმოედგინა , მაგრამ ნამდვილად საკუთარი თვალებით დაინახეს როგორ გადმოაგდო , ჯერ ცისფერი ლაბადა და მერე თვითონაც გადმოხტა. ნახტომით ვერ იამაყებს , შუბლი გაეკაწრა , ამჯერად მეორე მხარეს , მაგრამ არაუშავს . თოვლი ჩამოიბერტყა , ლაბადა შემოიცვა და მხოლოდ მაშინ შემოტრიალდა შესამოწმებლად ვინმემ ხომ არ დაინხა , როცა გაახსენდა . ჯაშუშად ვერ გამოდგება . ორი წყვილი თვალი და ერთი იარაღი ისე იყო მისკენ მიმართული ხელები ინსტიქტურად აწია ჰაერში .
-ნუცაა , რამის გესროლე . -ამოიოხრა გიორგიმ.
- შენ არ მითხარი რომ გალავანი მიუდგომელია? -გაეღიმა ირაკლის და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და ნიშნის მოგებით გადახედა .
-ხო . ყბა მოეღრიცა გიორგის .
-მიუდგომელია . -თავი დააქნია ნუცამ . -მაგრამ მე აქ გავიზარდე . ყველა წერტილი ვიცი. -მაპატიეთ უნდა გავიქცე. -მათკენ მომავალი არქიტექტორის დანახვისას ისე გაიქცა თვალიც კი ვერ მოჰკრეს .
-ეს გოგო ნერვებს მიშლის . -საკუთარი ყბების ჭრიალის ხმა ყურში ესმოდა . - მინდა რომ გაქრეს . -დინჯად გააგრძელა გზა .
მალე თავშესაფრის კარსაც მიუახლოვდა . რამოდენიმე მეტრი ჰქონდა გასავლელი და არცცმხედველობა უჭირდა . კარგად გაარჩია ვიღაცა ახმახმა , როგორ მოისროლა ნუცა მიწაზე , როცა კარში შესვლა სცადა . გარშემო 1 მეტრამდე თოვლი იყო , მაგრამ იმ ადგილას ერთი სანტიმეტრიც კი არა . არც ნუცა ჩანდა ნაკლებად შემართული . ისევ წამოდგა და კარისკენ გაიქცა . ამჯერად უფრო მაგრად ჰკრა ხელი კაცმა და ნამდვილად არ ასცდებოდა ტვინის შერყევა ირაკლიმ რომ არ დახვედროდა უკან. მძლავრად წაავლო ხელი და წონასწორობის დაცვაშიც მიეხმარა.
-რა ჯანდაბა ხდება აქ . -ქოშინით მოსულ არქიტექტორს შეუღრინა .
-შიგნით ნიკოა.- ამოიდგა სული ნუცამ , ისე ეწვოდა მუხლი , ვერ მოითმინა და ხელი გაისვა.
-ნიკო ? მამა დავითის ნიკო? სწრაფად აღიდგინა გიორგიმ ბიჭის სურათი.
-აჰამ . დაიჭირეს და არ უშვებენ .
-იმიტომ გადმოძვერი 3 მეტრიან კედელზე ? -გაეცინა გიორგის.
-მაგ თქვენმა ნიკომ ნახატი წაშალა .
-ნახატი თავისია , რასაც უნდა იმას უზამს . -წამოენთო ნუცა .
-შეუშვით . მშრალად გასცა ბრძანება ირაკლიმ. ავტორი ნიკო იყო , გაიგო , მაგრამ ახლა ის უფრო ადარდებს , ნუცამ რომ გაიგოს როგორ დაჟინებით ითხოვდა ნახატის დატოვებას .
-კი მაგრამ .. ხელები ჰაერში აწია არქიტექტორმა.
-მოკეტე . -გიორგიმ მხარზე დაადო ხელი და მაგრად მოუჭირა. ისე შევარდა ნუცა თითქოს დანიშნული დრო ჰქონდა და უნდა მოესწრო შესვლა და გამოსვლა . პირდაპირ კიბეზე აირბინა და გაუჩინარდა. საინტერესო ის იყო რომ ირაკლის ყველა საფეხურზე ასვლისას კიბე ჭრიჭინებდა , ნუცას სირბილისას კი საოცარი სიმშვიდე იდგა . სახლის სიძველის ამბავი რომ არ იცოდეს და ცრურწმენების სჯეროდეს, იფიქრებდა რომ სახლი აპროტესტებს მის აქ შემოსვლას.

-ეს რატომ ქენი ? -ეჩურჩულებოდა ნუცა .
-მაინც დაანგრევდნენ. -ნაწყენი თვალები არიდა კარში მდგარ ირაკლის ნიკომ და თავი დახარა.
-ნიკო . გამარჯობა . - სინანულით გახედა კედელს ირაკლიმ . ჯერ კიდევ გუშინ ნუცა იცინოდა კედლიდან ახლა კი მხოლოდ უზარმაზარ წითელ წრეს ხედავდა .
ბიჭმა , გვერდი აურბინა ორივეს და უთქმელად გაიქცა .
-ნიკოოო, მოიცადეე .-უშედეგოდ სცადა ხმა დაეწია მისთვის ნუცამ .- ბოდიში. მის მაგივრად მე გიხდი ბოდიშს. -ღია კარისკენ გაიშვირა ხელი.
-არაფერია . -საკუთარი თავის სიმშვიდემ გააკვირვა ირაკლი. -ყველა თავისებურად უმკლავდება სტრესს.
-ალბათ , მასეა.- ხელები წელზე დაილაგა და ზურგი შეაქცია . ყურადღებით აკვირდებოდა რაღაცას . პირველად შეაწუხა უხერხულმა სიჩუმემ ირაკლიც.-აქ ჩემი ოთახი იყო . -ენერგიულად შემოტრიალდა ნუცა და მოულოდნელად გაუღიმა. -ეხლა რას გააკეთებთ?
-არ ვიცი . -დაიბნა მამაკაცი.-მართლა არ იცის , ერთი სიტყვაცვარ გაიგო იმ დღეს.
-ჰმმმ, აქ ბევრი არაფერი გამოვა , მაგრამ სამაგიეროდ ხედი აქვს . -ფანჯრის მინაზე აკრულ ქაღალდს მიწვდა და ჩამოგლიჯა. უკანასკნელად უნდოდა გაეხედა , იმ ფანჯრიდან რომელიც მისი ცხოვრების ნახევარის მოწმე იყო. -მთელი ტბა ჩანს. -ღამე ყველაზე ლამაზია. თავადაც ნახავთ ალბათ . -ტბისი იქით მთასავით წამოჭიმულ სახლს გახედა.
-ნუცა აქ რამდენი წელი იცხოვრე ? -ხმის ამოღება გაბედა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და გვერდით დაუდგა , ზუსტად იმ მიმართულებით გაიხედა სადაც ნუცა იხედებოდა. -მართლა ლამაზია .
-10 წელი. სამწუხაროდ სისტემა სრულწლოვნების შეფარებას არ ითვალისწინებს .
-სულ ამ მდგომარეობაში იყო? -ჭერს ახედა ირაკლიმ. ცდილობდა გამოეცნო
რა პირობებში იცხოვრა 10 წელი ნუცამ და მაინც თვალები უბრწყონავდა ამ კედლების ყურებისას .
-თითქმის .-სინანულით ამოილაპარაკა .-ბევრჯერ ვცადეთ , რომ ვინმეს მოეხედა , მაგრამ ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთეულებს უსმენენ. -დიდი ნერწყვი გაადაყლაპა ნუცამ, ცოტახანს ჩაფიქრდა და ისევ თვალები გაუბრწყინდა.-მართალო იყავით, ახალ სიცოცხლეს იმსახურებს ეს ადგილი. ერთხელ ხომ მაინც უნდა იზრუნოს ვინმემ მასზე , ამდენი გამოზრდილი ობოლის ხათრით. გპირდებით , პრობლემას აღარ შეგიქმნით და ნიკოსაც უნდა აპატიოთ.
-ნიკოს არაჩვეულებრივი ხელი აქვს. -სინანული გაერია ხმაში ირაკლის უზარმაზარ წითელ წრეს რომ წააწყდა ისევ.
- რომელი საათია ? მკლავში წაწვდა ირაკლის და მაჯა ისე დაუჭირა რომ საათი დაენახა . -მაპატიეთ, უნდა გავიქცე, ლილი მომკლავს , ნიკო უნდა დავტოვო ტაძარში , მერე მაღაზიაში წავიდე .-თითებზე დაიწყო ჩამოთვლა თავისით და კარისკენ დაიძრა . -ვახშამზე დააგვიანებთ? -კარიდან მოტრიალდა .
-რა ? -ისევ დაიბნა ირაკლი , სენტიმენტალური მოგონებებიდან ვახშამზე როგორ აღმოჩნდა ვერ გაიგო .
-დააგვიანეთ რა? -ორივე ხელი შეატყუპა თხოვნის ნიშნად და გაუღიმა . -დრო არ მაქვს .
-ნუცა უცნაური ვინმე ხარ.-თავადაც უცნაურად გაეღიმა .
-ვიცი . -ტაში შემოკრა და კიბეზე დაეშვა. -წავედით ნიკო. -ბავშვს ხელი მოკიდა და ნაბიჯის გადადგმაა დააპირა.
-ვერავინ ვერსად წავა . სანამ ეს პატარა ღლაპი დანაშაულს არ აღიარებს და არ დაისჯება. გააპროტესტა არქიტექტორმა.
-რა უნდა აღიაროს და როგორ დაისაჯოს ? 11 წლის არის . - გაკაპასდა ნუცა .
-მეგობრებო , თავი მისკდება , მოდი დავმშვიდდეთ. -ხელები ჰაერში აწია გიორგიმ.
- წავედით .
-არა . -თითქმის დაიყვირა არქიტექტორმა.
- არქიტექტორო! - გიორგიმ სცადა სახელი გაეხსენებინა , მაგრამ უშედეგოდ.
-საბა. -თვითონ შეახსენა სახელი.
- აი ირაკლიც . მოხედე თუ ძმა ხარ , თავი ამეხადა.
-შეგიძლია წახვიდეთ.
-ამჯერად კარიდან შეგიძლია გახვიდეთ.-დაუკონკრეტა გიორგიმ და მათთან ერთად სვლა დაიწყო. თან ხელი გადახვია პატარა ნიკოს და ზურგით მდგარ ირაკლის მათი კისკისიც შემოესმა . სანამ ახალი შეხევდრა დაანონსა არქიტექტორ საბასთან, რომლის სახელიც ამდენი თვის მერე პირველად გაიგო , კისერიც აეწვა. რამოდენიმე წამში სიცივე იგრძნო და მიხვდა, თოვლი ცრემლებად დაიღვარა მის კისერში და მთელს ტანს ჩაუყვა . ცოტა გულიც აუჩქარა მოულოდნელმა შეხვედრამ თოვლთან და გამწარებული შეტრიალდა , მეორე გუნდამაც არ დააყოვნა და ამჯერად მის მხარზე დაიფშვნა .
-ცუდად ვამზადებ არაა ? შეგიძლია საერთოდაც მშიერი მოკვდე . განწირული ყვიროდა ნუცა და ხელში თოვლის ბურთის კარგად მომრგვალებას ცდილობდა . ძნელი მისახვედრი არ იყო ისევ ნიკოს უნდა უმადლოდეს “საჩუქარს”. სახეზეც ეტყობა ისე უმზერს. ამჯერად თავში მოხვდებოდა რომ არ გაწეულიყო. თუმცა ნუცა დანებებას არ აპირებდა ,ისევ დაიხარა და ხელში კარგად მოიმარაგა თოვლი და მიუხედავად ამისა ისევ გაუშვა. ერთადერთი თავში რაც მოუვიდა გაქცევა იყო. ისეთი სისწრაფით უახლოვდებოდა ირაკლი გაქცევა თუ უშველიდა , გაიქცა კიდეც . თითქმის ტბამდე ირბინა და რომ მიხვდა გული ამოვარდნას ჰქონდა გაჩერდა . იქვე ტბის პირას მდგარ ხის სკამს ჩამოეყრდნო და უკან შეტრიალდა საკუთარი სისულელის ხარისი რომ შეემოწმებინა .
-ყელში ამომიხვედი . - კარგად არც დასცალდა შეტრიალება, მკლავში წაავლო ხელი ირაკლიმ . -რატომ გგონია რომ ყველაფრის უფლება გაქვს ? თავხედო ბავშვო.
-ბოდიში, მაგრამ ჯერ არავის უთქვამს რომ ცუდად ვამზადებ.
-ხომ გითხარი შემდეგში ბოდიში არ გიშველისთქო. - ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს .
-ბოდიში არც მომიხდია -გაავდა ნუცა. ერთიორჯერ სცადა მკლავი გამოეცალა , მაგრამ ვერაფერს გახდა. - მხეცი.-ისე დაიჩურჩულა თვითონაც ვერ გაიგო თავის ხმა .
-რადგან ბავშვური თამაშები მოგწონს , კი ბატონო. - ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ხის სკამზე კარგად ჰქონდა თოვლს გასქელებული ტანი. ხელი გადაუსვა მუჭაში მოიქცია და ნუცას გაუღიმა. - იმედია კარაგდ გახურდი სირბილის დროს . -კარგად გააკავა და მთელს სახეზე მოუსვა. - ამის მერე ჭკუას ისწავლი , ტუტუცო. კმაყოფილმა გაუშვა ხელი და გაყინული ხელები ერთმანეთ გაუსვა. მომღიმარი შეჰყურებდა სანამ ნუცა სახიდან იწმენდდა ნახევრად დამდნარ გუნდას . მისდაგაოსაცრად , სიბრაზის ნაცვლად გაბრწყინებულ თვალებს ხედავდა , ნელნელა ღიმილი ტუჩებსაც მიეპარა და ბოლოს გულიანი სიცილი დაიწყო გოგომ.
-უარესს ველოდი. მინიმუმ ტბაში ბანაობას .
-ისევ გადარჩი . ღიმილს ვერ იშორებდა ირაკლი.
-მართლა უნდა წავიდეთ, ყველაფერი უკუღმა მიდის . თავისთვის ჩუმად დაიწყო დუდღუნი ნუცამ . -უკან მომავალ გიორგის და ნიკოს გახედა , ნაბიჯის აჩქარებას არცერთი აპირებდა . ნუცას სახეზე კი ხან სერიოზული ემოცია ჩნდებოდა , ხან თვალები უბრწყინავდა .
-უცნაური ვინმე ხარ ნუცა.იმდენი ემოცია გაქვს და ეს ყველაფერი 1 წუთში, შეუძლებელიც კია .
-ვიცი. -მხრები უდარდელად აათამაშა. -როგორც იქნა . - ნიკოს ხელი წაავლო და თითქმის სირბილით წაიყვანა.
-კარგი იყო გუნდაობა?
-კი.
-რამე აგრესიულ პასუხს ველოდი. წამო რა გავიყინე. გზას ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ:
-ნიკოს ველაპარაკე, სანამ შეყვარებულებივით თოვლში თამაშობდით. ნუცა მან დახატა .
-მივხვდი. -არ შეიმჩნია გიორგის რეპლიკა ირაკლიმ.
-ნიკოც ერთერთია იმ ბავშვებიდან ვინც აქ ცხოვრობდა . ოღონდ ნიკოს ნათლია დავითია . ხო და არდადეგებზე მასთან მოდის . ნუცა კი ამ ბვშვთა სახლში მოხალისედ მუშაობდა. შაბათ-კვირას სამზარეულოში. ხო და მათი სიყვარულის ისტორიაც მანდედან იწყება.
-რაა? -სიცილი ვერ შეიკავა ირაკლიმ.
-ხო , სერიოზული კონკურენტია არ დაგავიწყდეს ხატავს.
-ნუცაზე რა გაიგე?
-როდის უნდა გამეგო რამე ირაკლი? გუშინდლიდან ერთად ვართ. -ცოტა წყენა გამოეხატა გიორგის.
-არც კი ვიცი რა ჯანდაბად მინდოდა ეს წყეული სახლი? -სახლის წინ გაჩერდა და ზიზღით ახედა . -შეგვიძლია უკვე აქ დავრჩეთ?
-ალბათ. -მხრები აიჩეჩა გიორგიმ. -დასალაგებელია რა.
-არაუშავს , ხვალ ლილის ვეტყვი ხალხი აიყვანოს , ან სულაც გამოგზავნოს.
-ანუ ვახშამზე არ წავალთ? მშივრები მოვკვდებით , ოთხნიშნა შემოსავალი მაქვს თვეში და მშიერი დავიძინებ მაინც . -მოსთქვამდა გიორგი.
-თავს ნუ მაცოდებ . ასი ბიჭი გყავს სამსახურში გაგზავნე ვინმე და რესტორანს მოგიტანენ , ბევრად უკეთეს და გემრიელს თან .
-დაგავიწყდა შენ ეტყობა რა დღე დაგადგა ნუცას ხელის დაწუნებისთვის.
-ტუტუცი გოგო. -უკმაყოფილოდ გაისვა კისერზე ხელი .
-ტანსაცმელიც კი არ გვაქვს ირაკლი .
-მოატანინე.
-მე მივდივარ საღამოს და შენი არ ვიცი .
-მარტოს მტოვებ?
-აჰამ როგორც თქვი ასი კაცი მყავს , ასივეს დავტოვებ შენს სათვალთვალოდ .
-გიორგი ერთ დღეს შენი კუჭი შეგიწირავს დაიმახსოვრე. - ახალ დივანზე მოწტვეტით დაეშვა ფეხსაცმლიანი,კომფორტულად წამოწვა და ხელები გადაიჯვარედინა. თვალები დახუჭა და თავი ღრმა ძილს ვერა, მაგრამ ფიქრებს მისცა . რამდენჯერაც სცადა თავიდან გაექრო ყველაფერი რომ ჩასძინებოდა იმდენჯერ ნუცა დაუდგა თვალწინ .- რა ჯოჯოხეთია. -გამწარებული წამოდგა .-წამოდი , გეფიცები გიორგი , კვირას დილის 8 საათზე დავბრუნდებით თბილისში. წყალდიდობა რომც იყოს და ნავით მოგვიწიოს წასვლა.
****
ლიკუნა დასჯილი ბავშვივით იჯდა ბაბუას წინ და ლილისთვის თვალის გასწორებას ვერ ბედავდა. სახეზე აწითლებული ქალი ნერვიულად სუნთქავდა და ჯოხს გაუჩერებლად აკაკუნებდა .
-ლიკუნა , სიმართლე თქვი .
-დაანებე ქალო თავი რას გადაეკიდე ამ ბავშვებს ოჰ.
-როგორ დავანებო? როგორ გაბედა ჰა იმ წუნკლიანმა თათულიმ , არაა თან რა დიპლომატიურად შემომაპარა . არაა ეგრეა თავს რომ გაუყადრებ ვიღაც უგვაროს.
-ბებოო , კარგი რა . -სიცილი ვეღარ შეიკავა ლიკუნამ .
-რა გაცინებს ? - შეუღრინა შვილიშვილს . სიმართლე არაა თუ რა, აბა გინახია ვინმე ქალი ირაკლისთან ?
-ღმერთო ჩემო, რეებს ბჟუტურობ , -თვალები აატრიალა ბაბუამ.- ქალო მეც 27 წლისამ მოგიყვანე ცოლად და რა “იმნაირი “ ვიყავი?
-გააჩუმე ენა , შენი გათახსირებულობის ამბავი ყველამ იცოდა.
-ირაკლისიც ჰა რა გინდა , ხან ტელევიზორში სუ ეგ არი გამოჭიმული.
- უნდა უთხრა რაღაცაა .-ქმარს მუჯლუგუნი წაკრა. -მისიმინე თუ რამეს არ გააკეთებ იცოდე არ ვიცი რას ვიზამ .
-ვაიმე ღმერთო, რა ქნას თუ მოსწონს ერთი ღამით გართობა კაცმა. ნეტა მეც ჭკუა მეხმარა , ახლა ტვინს ხო არ ამხდიდი.
-ეხლა ჭკუიდან გადავალ. -დაიყვირა ლილიმ .
-ბებო , ჯერ ვერ იპოვა ალბათ ვინმე ვინც მოწონს .
-ჩემი აზრით ერთი უბრალო მხიარული გოგო ჭირდება ჩვენს ირაკლის და არა თავის სწორი.-არ დაეთანხმა შვილიშვლის ბაბუა.
-რამეს ხომ არ ინებებთ ? - შეუმჩნევლად წამოადგა ნუცა თავზე და იქვე ბუხართან დაბმულ ძაღლთან ჩაიმუხლა , ხელები მოხვია და კარგად ჩაეხუტა. ძაღლმაც რამოდენიმეჯერ აუსვა ენა ხელებზე და გაიყურსა. ისეთი უცნაური სიჩუმე იყო ინსტიქტურად გაიხედა და ვერ მიხვდა ყველა უცნაურად რატომ მისჩერებოდა.
-თქვენც იმას ფიქრობთ რასაც მე ? - ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ლილის.
- ნერას კრიტერიუმებს კი აკმაყოფილებს. -დაეთანხმა ლიკუნა.
-მე დამცინით ?
-ნწუუ ,- თავი გააქნია ლილიმ. -ნუცა რას იცმევ ?
-კაბას .
-რომელს ?
-ავარჩევ რამეს . არ ინერვიულოთ ქალბატონო ლილი .
-არ ვნერვიულობ .

-დამხმარეები მჭირდება. -ქარიშხალივით შემოიჭრა ირაკლი კარში
-ჯერ გამარჯობა . -შენიშვნა მისცა ბაბუამ .
-სახლი დამთავრდა , პერსონალი მჭირდება . -ნერვიულად ჩამოჯდა ბებიის წინ და ლაბადის გახსნა მერე დაიწყო .
-ავარჩევთ ვინმეს .
-ვინმე არ მჭირდება .
-ვინმეს აგირჩევ ჩვენი სახლიდან . -დაუყვავა შვილიშვილს , სიბრაზე ხმაში ეტყობდა ირაკლის მაგრამ ისე რომ თვითონაც ვერ გაიგო რატომ იყო გაბრაზებული . იქნებ იმიტომ მის საუკეთესო კომპანიონს ნუცას კალთაში ჰქონდა თავი ჩარგული და ენა გადმოგდებული ქოშინებდა სიამოვნებისგან . ან იქნებ იმიტომ რომ ყველგან ამ გოგოს ხედავდა ? რა მნიშვნელობა ჰქონდა ? შედეგი ერთი იყო , კონტროლს კარგავდა.
-ირაკლი დაქორწინებას როდის აპირებ? პირდაპირ საქმეზე გადავიდა ლილი.
-ბებოოოოო. კარგი რა -დაუყვირა ლიკუნამ .
- რატომ? საკუთარი ქორწილი არ გყოფნის ბებო ?
-შვილთაშვილები მინდა.
-და მე რატომ მთხოვ ?
-ყველაზე უფროსი შენ ხარ .
-ჩემსა და სანდროს შორის ერთი წელია სხვაობა .
-ეგ ისეთი აბდალაა კი ეყოლება სადმე და არ იცის. - დაიროხროხა ბაბუამ.
- როცა გადავწყვეტ ბავშვის ყოლას გაგაგებინებ.
-ბავშვის კი არა შე არანორმალურო ჯერ ცოლის ყოლა უნდა გადაწყვიტო .
-ბავშვის ყოლისთვის სულ არაა საჭირო ცოლი.
-რაა? -წამოენთო ლილი და ჯოხს მაგრად წავლო ხელი . კამათი ლიკუნას მობილურმაა გააწყვეტინათ.
-უპასუხებ თუ არა , დილიდან რეკავს ოჰჰ. წაიდუდღუნა ბებიამ და ისეთი თვალებით მიაჩერდა სხვა გზა არ ჰქონდა , გაუბედავად მიიდო
ყურზე ტელწფონი და ყველა ერთიანად გაიყურსა . უფროსმა ჯანდიერმა უსიტყვოდ დატოვა ოთახი . დიალოგის კარგად მოსმენის შემდეგ , ლილიმ ცრემლი ვერ დამალა , მარტო ირაკლი იჯდა ურეაქციოდ და ვერ გაერკვია რა ხდებოდა, გაიგო მისმა დამ
ჩვეული მბრძანებლური ტონით განუცხადა ადრესატს უარი და გათიშა.
-ბებიკუნა , ლიკუნა იქნებ გეცადა ბებო ?
-რა ხდება ? -დასერიოზულდა ირაკლიც .
- არაფერი . -ძმას ზერელედ მიუგდო და თვალი არიდა.
-იქნებ გეცადა ? -ისევ შეაპარა ბებიამ.
-არაათქო , დავიღალე.
-რითი დაიღალე ? -ფეხზე წამოხტა ნუცა და წელზე დაილაგა ხელები. -რითი? ხმას აუწია .-არაფრის კეთებით? ოთახში გამოკეტვით და თვითგვემით?
-ვინმე ამიხსნის რა ხდება ?
-მიდი ქალბატონო აუხსენი შენს ძმას როგორ უშვებ შანს ხელიდან მარტო იმიტომ რომ ცოტა წვალება არ გინდა და გეშინია.
-გეყოფაა. -დაუყვირა ლიკუნამ .
-არა არ მეყოფა ვიღაცამ სიმართლე უნდა გითხრას , ვიღაცამ სილა
უნდა გაგარტყას რომ გამოფხიზლდე. იმდენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ნატრობს ამ შანს , შენ კიდევ საკუთარი ხელით აგდებ ნაგავში.-აქ მიხვდა , მისმა დამ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი მკურნალობაზე და როცა ლიკუნა არას ამბობდა იძულება შეძულებას ნიშნავდა ,თუმცა ნუცას გამბედაობა ? ამ წამს ისეთი გმირი ეჩვენებოდა გაეღიმა კიდეც . ნუცა იმ
გზას ადგა რომელიც თავად გაიარა ლიკუნას ავარიის შემდეგ. თავიდან თვითონ ცდილობდა , მერე ექიმებს არეკინებდა , ბოლოს მაშინ შეწყვიტა, როცა გაიაზრა რომ არის შეცდომები რომელსაც მარტო ვერ გამოასწორებ. -მიდი , თქვი როგორ ამბობ უარს გადარჩენაზე . -არ ცხრებოდა ნუცა .
-შენ, ხომ არ უნდა იტანჯო ? შენ ხომ არ ზიხარ ამ წყეულ სავარძელში ? -დაიკივლა ლიკუნამ.
-კარგი , ბავშვებო დამშვიდდით . -ფეხზე წამოდგა ლილი .
-არაა , არ ვზივარ. -თვალები აუწყლიანდა ნუცას .- მერჩივნა , ეტლი , სულ უფეხობას ავირჩევდი რომ შემოეთავაზებინად და მერე წლები ვიწვალებდი ფეხზე დადგომისთვის , ჩემი სახლის მისაღებში ასე გარშემო რომ დამეგულებინა ჩემი ოჯახი. -ხმაში , ცრემლი შეერია , ასე მოეჩვენა ამ წამს ირაკლის. -ლიკუნა , შეხედე .-ორივე ხელი გაშალა.-ნახე რამდენი ბედნიერება გაქვს . საკუთარი თავისთვის კი არა მათთვის იბრძოლე. შეხედე იმდენი სიმდიდრე გყავს , ფულიც რომ არ გქონდეს უნდა ბრწყინავდე . შენს ტკივილს გგონია ვერ ვიგებ ? ვიგებ , მაგრამ ვერ ვიგებ როგორ შეიძლება ხელი ჩაიქნიო როცა გვერდით ამდენი ადამიანი გყავს. რომ მიხვდა ისეთი სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი და ყველა მისჩერებოდა სწრაფად დაბრუნდა რეალობაში. -მაპატიე.-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ეგონა ეს ხმა ყველამ გაიგო. -ზედმეტი მომივიდა , დიდი ბოდიში ქალბატონო ლილი , როგორც ყოველთვის ენა წინ გამირბის . -უხერხულად იმტვრევდა თითებს . -უცნაური დღე მქონდა . შეიძლება ვახშმის შემდეგ წავიდე? -ლილიმ უხმოდ დაუქნია თავი და გაფითრებულ შვილიშვილს სინანულით გადახედა.
-ჩემს ტკივილს ვერ გაიგებ ნუცა . -ხმა აუკანკალდა ლიკუნას და თვალი მოავლო ოჯახის წევრებს .მერე ნუცას მიაშტერდა რამოდენიმე წამით და გაუღიმა . -ჩემსას ვერ გაიგებ , შენს ტკივილთან შედარებით , ჩემი არაფერია. აუცილებლად ვიფიქრებ . -გაეცინა ლიკუნას და თვალზე ჩამოგორებული
ცრემლი მოიწმინდა . - გპირდები.
რა უცნაურია ცხოვრება , ხანდახან ხუთი წუთია საჭირო იმის გასაგებად , რის გაგებასაც 5 წელი ცდილობდა . თურმე მხოლოდ კარგი მაგალითი სჭირდებოდა, რომ ის გაეგო რაც ცხვირ წინ ჰქონდა . წინ ედგა გოგო რომელსაც ორივე ფეხი ჰქონდა , მაგრამ არავინ ელოდებოდა , არავის ადარდებდა. იმ ტანსაცმლისთვისაც კი გარჯა უწევდა რომელიც ეცვა . მას კი , ყველაფერი ჰქონდა , დიდი ოჯახი რომელიც მის ერთ გაღიმებას დღესასწაულად აღიქვამდა . ძმაც კი დაუბრუნდა . თითქოს ერთიანად მოაწვა მის ტვინს კარგახნის დავიწყებული გრძნობა რომელსაც ბედნიერება ერქვა . ერთიანად შეიჭრა ჯერ ტვინში , შემდეგ სხეულში . ათასი აზრი უტრიალებდა წესით უნდა თავი დაედანაშაულებინა , რომ ამდენი დრო ეძებდა იმ ბედნიერებას , სტიმულს , მოტივაციას რომელიც თურმე ყოველთვის მის გვერდით იყო . ისტეტიკული ტირილი დაიწყო, შემდეგ სიცილი და მიხვდა ბედნიერებისგან ტირილი რას ნიშნავდა .
-ლიკუნა კარგად ხარ . -ნერვიულად წამოდგა და მის წინ ჩაიმუხლა. თავის შეკავებაც კი გაუჭირდა ჩამუხლულს , როცა დამ თელი ძალით მოხვია ხელები და მკერდზე მიეკრა. -აღარ დამტოვო . ბედნიერება დიდხნას რომ სცალდება კარგად იცის. ეზოში მანქანების პიპინმა გააყრუა ყველაფერი . ლიკუნა ძმას მოშორდ და ყურში უჩურჩულა.- ბავშვობის ჯოჯოხეთი იწყება.
-აუ არააა . -თვალები აატრიალა ირაკლიმ . - ლუკა და ვაჟიკო.
-აჰამ . მამიდა ლილის სიყვარულები . -სიხარულით ჯოხიც კი დაავიწყდა ლილი კართან ისე მივიდა . -ჩემი ვაჟკაცები მოსულან . -ორივე ხელი გაშალა
და ძმიშვილები ჩაიკრა. ირაკლი ფეხზე წამოდგა და ახლა შენიშნა მთელი ეს დრო ბუხართან იდგა გაშეშებული ნუცა და თვალგაშტერებული მისჩერებოდა რაღაცას. მალე ბიძაშვილები წამოადგნენ ზურგთან და იძულებული იყი თვალი მოეწყვიტა გოგოსთვის , რომელიც უფროდაუფრო იზიდავდა და აუმოხსნელი გრძნობა ქონდა გაეგო რა ჰქონდა ისეთი რომ ასე ზემოქმედებდა ყველაზე. უინტერესოდ ჩამოართვა ხელი ახალსტუმრებს და გზა დაუთმო დისკენ. ლიკუნას მოკითხვის შემდეგ ორივე ნუცას მიაშტერდნენ .
-ეს ნუცაა. -იმარჯვა ლიკუნამ და საკუთარი სახელის გაგონებამ ნუცაც დაბრუნა რეალობაში. თვალი ერთ წერტილს მოაშორა და ორ უცნობს ისე მიაშტერდა ვერც კი მიხვდა საიდან გაჩნდნენ იქ. - გამარჯობა ნუცა . -ორივე ძმამ ერთდროულად გაუწოდა ხელი.
-გამარჯობა .
- სანდრომ ლეგენდები მოგვიყვა შენზე. - ერთერთმა რომელიც , თითქმის ნუცაზე ორჯერ მაღალი იყო გაუღიმა . -მე ვაჟა ვარ .
-მე ლუკა . - მომნუსხველად გაუღიმა მამაკაცმა . თვითინაც ოდნავ გაეღიმა , რომც არ გაღიმებოდა მამაკაცს ნუცა იქნებოდა პირველი. არასად ენახა ასეთი
ლურჯი თვალები . იდიალურად გაწყობილი სახის ნაკვთები. როგორც მისი გიჟი ქეთო იტყოდა , ჟურნალიდან გადმოვარდნილი ტიპი იდგა მის წინ .
-ოჰჰ ვინ მოსულან. მხარ გაშლილი გამოჩნდა სახლის პატრონი , სანდროსთან ერთად . მეტი რაღა უნდა ინატროს ? მთელმა ახალგაზრდობამ ჩაუარა ერთ წამში უფროს ჯანდიერს მეხსიერებაში. ღიმილი და ცოტა სევდა იკითხებოდა მის თვალებში . ახსოვს რამდენი ყვირილი ჭირდებოდა ბიჭების დასაწყნარებლად ახლა კი ყველა მთასავით ლამაზი ედგა წინ .

იმდენი იმხიარულეს , კარგახანია ამდენი არ უცინია ირაკლის, განსაკუთერბით არ ეცინება როცა ბავშვობას ახსენებენ , მაგრამ რაც ბიძაშვილებთან მოგონება ჰქონდა ყველა დასჯით სრულდებოდა. არ მოელოდა , იმდენად სასიამოვნო დასასრული ჰქონდა მის დღეს . რას წარმოიდგენდა რომ ლიკუნას ერთი გატკაცუნება სჭირდებოდა სახესთან რომ ცხოვრების ხალისი დაბრუნებოდა. ყველაფერს იფიქრებდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებისას , მაგრამ იმას ვერა რომ საკუთარი დის თხოვნას არ დაეტოვებინა ასე საწრაფად მოისმენდა. ყველაფერი კი ნუცას წყალობით. დახუჭულ
თვალებში , კადრებად ჩაირბინა ნუცას სახემ - ვინ ხარ? -ხმამაღლა დასვა კითხვა და ჭერს მიაჩერდა . - შენი უნდა მეშინოდეს? -გაეღიმა ირაკლის, შეუძლებელია 50 კილოგრამი
აშინებდეს. მას სიყვარული აშინებს . ნუცა კი მისგან განსხვავებითყველას უყვარს.მას ურჩევნია მისი ეშინოდეთ , პატივს სცემდნენ ან სულაც რაღაცას მოელოდნენ ვიდრე უყვარდეთ. ვერ იტანს უანგრო გრძნობებს , მათი გათვლა არ შეუძლია . გაუმართლა რომ დიდიხანია აღარ ეკარება ეს გრძნობა , თუმცა მადლიერება იცის რომ საჩუქარია. კარგად აქვს გაზრებული რომ მადლობის თქმა ღირსება და რაღაც კუთხით ნუცას უნდა უმადლოდეს დის უეცარ ფერიცვალებას . -ნუცას ან მის ტკივილს? რა შეგემთხვა ? . აუცილებლად უნდა გაიგოს ? გაგება ადვილია , მაგრამ იმდენად დიდი ადრენალინია ადამიანების გამოცნობა მისთვის, ხომ შეიძლება ცოტა გაერთოს ? იშვიათად ხვდება ამ ბოლო დროს საინტერესო ადამიანებს და მითუმეტეს საპირისპირო სქესს.დრო არ აქვს . ისევ გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა. მიუხედავად იმისა რომ დიდი ხნით ვეღარ წავა საკუთარი დის გულუხვი ჩახუტების წყალობით , თუმცა ამ სახლში დარჩენასაც ვერ შეძლებს . პატარა გამოცანა არ უღირს ძალიან ბევრ უძილო ღამეებად.სასიამოვნო
დღე ჰქონდა თუმცა არც იმ ღამეს უძინია. მზეზე ადრე ადგა და სარბენად მოემზადა. წესით ზუსტად 6 საათზე ელოდება გიორგი კართან , მაგრამ ამჯერად მხოლოდ დაცვა დახვდა, არცთუ ენთუზიაზმით აღსავსე სახით. ხანდახან გიორგისაც სჭირდება დასვენება, ანუ თითქმის არასდროს , მაგრამ თავისუფალ დილას ღვინოს დავითის ღვინოს უნდა უმადლოდეს . მიხვდა აზრი არ ჰქონდა , მარტო გასვლის უფლებას კარის იქით მაინც არ მისცემდნენ. კარგად იცნობს გიორგის , ბევრი არც უცდია . ნელი სირბილით გაუყვა ჯერ კიდევ ჩაბნელებულ გზას . ჩვეული ტემპით მივიდა ხიდამდე და გაჩერდა. ნაცნობ ხედს უინტერესოდ გახედა და პირდაპირ გზას მიაჩერდა. რას ელოდებოდა ? საკუთარ თავს ისე ჰკითხა თითქოს სხვა პიროვნება ყოფილიყოს. -და აი პასუხიც ირაკლი. ხმამღლა
უპასუხა საკუთარ მეს და სიცილი ვერ შეიკავა ხიდზე მომავალი სილუეტის დანახვისას. როგორ იცის რომ ისაა? მისი ქუდის პომპონს და ცისფერ ლაბადას ყველგან ცნობს. უნდა დაელოდოს? რათქმაუნდა . პატარა ბიჭი არაა უკან გაიქცეს ან რატმ უნდა გაიქცეს. იქნებ იმიტომ რომ ყველაზე მეტად ლოდინი სძულს , ის კი ნაბიჯს არ უჩქარებს . -როგორც იქნა.
-დილამშვიდობისა. -გალურჯებული ტუჩები ძლივს გაამოძრავა ნუცამ.
-გამარჯობა.
- გზა გაყინულია. -ხიდისკენ გაიშვირა თითი .
-ამ ქალაქში ტრანსპორტი არ დადის? ფეხით რომ დადიხარ.
-არა სამწუხაროდ , განსაკუთრებით ზამთარში.
-მართლა ? - ირაკლიმ გაოცება ვერ დამალა. არ გაკვირვებია , ქალაქს რომელსაც პარკიც არ აქვს , რა გასაკვირია ტრანსპორტი არ ჰყავდეს .
-არა , ვიხუმრე . - გაიცინა ნუცამ.-მაგრამ აქამდე არ დადის .
-აჰ და ფეხით რატომ ხარ? . ხელით ანიშნა ირაკლიმ
წავიდეთო. ნუცამაც ინსტიქტურად აუწყო ფეხი .
-ზედმეტად გაყინულია გზა . ფეხით უფრო უსაფრთხოა .
-ალბათ ხვდები რომ წინ რამის ერთი საათის გზაა .
-საათი და ოცი წუთი. ხიდამდე ოცი წუთი ვიარე . ძნელი არაა , სირბილი? ყოველდღე ვიძახით მე და ქეთა , ქეთა ჩემი დაქალია, ვიძახით რომ სპორტს უნდა მივყვეთ , მაგრამ არასდროს გამომდის. -ისე სწრაფად ლაპარაკობდა ნუცა , არც კი ამოუსუნთქია.- თუ უნდა გაიქცეთ , შეგიძლიათ . მე ნუ დამელოდებით.
-ნუცა , -ირაკლი გაჩერდა , ავტომატურად ნუცაც .- გაცნობის დღეს იდიოტი დამიძახე , მეორე დღეს თავზე საუზმე დამამხე, ჩემს სახლში შემოიპარე და საერთოდ მგონი ჩემს სატანჯველად ხარ ამ ქალაქში . იქნებ დროა რომ შენობით მომმართო? -ნუცას მომღიმარი სახის დანახვაზე თავადაც ვერ შეიკავა თავი.
რამოდენიმე მეტრი სიჩუმეში გაიარეს . უხერხული სიჩუმე იყო ,თუმცა არცერთს უფიქრია დარღვევა , გაბრწყინებული თვალებით შეეგება ნუცა ჩამოვარდნილ ფიფქებს , ისე თითქოს პირველად ენახოს .
-თოვს . -ტაში შემოკრა ნუცამ და ხელის გულები გაშალა.
-არ მოგბეზრდა ? წარბი აწია ირაკლიმ.
- არა . ყველაფერს თავის მიზანი აქვს, წვიმას , ქარს , თოვლს .
-მაგალითად?
-მმმმმ მაგალითად , შეგიძლია ეს გააკეთო . - რამოდენიმეჯერ გაცურდა ყინულზე.
-ან შეიძლება თავი გაიტეხო . -ნიშნის მოგებით გადახედა ირაკლიმ.
-თან ორჯერ. -ორი თითი აწია ნუცამ. -ცოტა სწრაფად უნდა ვიაროთ .დავაგვიანებ.
-მადლობა . -თავისდაუნებურად გამოთქვა და მერე დაფიქრდა .
-რისთვის? - ირაკლისკენ შეტრიალდა , თვალები გაუფართოვდა და გამოყოფილი ენა რომლითაც, თოვლის ფიფქების დაჭერას ცდილობდა , სწრაფად დამალა.
-ჰჰჰჰჰჰ ბავშვი. -ამოიგმინა ირაკლიმ. - ლიკუნასთვის. -მოკლედ მოუჭრა.
- არაფერი გამიკეთებია. სიმართლე ვუთხარი. -მხრები აიჩეჩა , ზურგი აქცია და სცადა შეუმჩნევლად გამოეყო ენა.- არაფერი გადაუწყვიტავს.
-დიდი გავლენა გაქვს , შენმა სიტყვებმა ნამდვილად იმოქმედა . , ვფიქრობ რამეს გადაწყვიტავს .
- იცით , თქვენ ადამიანები პატარა თილისმით? ან არ ვაფასებთ იმას რაც გაქვთ.
-პატარა თილისმით?
-ჰო , ადამიანები ვისაც გაქვთ ის რასაც სხვები მხოლოდ ნატრობენ.
რატომღაც სახე შეეცვალა
ირაკლის., ანგარებიანი ადამიანები არასდროს აკვირვებდნენ, მაგრამ გული დაწყდა , ეგონა მინიმუმ ათას ნაწლიანი გამოცანა იქნებოდა ნუცა .
-შეიძლება , შენგან სხვანაირად ჩანს , მაგრამ ოქრო ანათებს , ანათებს მაგრამ არ ათბობს..
-რაა? -წმოიყვირა .-არაა . -ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -აი დამამტკიცებელი საბუთიც.მაშინვე მატერიალურ რაღაცეებთან აკავშირებთ ყველაფერს . სწორედ ამიტომ ბედნიერებას , იქ ეძებთ სადაც არაა.
-არ ვხუმრობ. -ხმაში სიმკაცრე შეეპარა. -მინდა რომ ლიკუნა დაარწმუნო.-პირდაპირ საქმეზე გადავიდა ირაკლი.
-უკაცრავად. -გაიკვირვა ნუცამ. -რა შემიძლია? შენ გგონია
რომ მე არ მინდა დარწმუნდეს? -სიბრაზე ვერ დამალა.
-დაწყნარდი ცეცხლო. -გაეღიმა ირაკლის.-უბრალოდ ვფიქრობ რომ მოტივაცია გაკლია , რომელიც შემიძლია მოგცე.
-არაფერი მაკლია. ლიკუნასთვის კარგი მინდა . -სიჯიუტე მთელი სხეულით გამოხატა.
- და თუ გეტყვი რომ მზად ვარ ამ ქალაქს ის მივცე რაც შენ გინდა? - ახლახანს მოიფიქრა . ყველა ირაკლი მის თავსინერთდროულად დათანხმდა იდეას , რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ, მას უანგარობის არ სჯერა. –
ყველა ადამიანს ყავს თავის ეშმაკი .
-გეთანხმებით მაგრამ ისეთი სუსტი არ ვარ ეშმაკს ვუსმინო. ამ ქალაქისთვის რამის მიცემა თუ გინდათ მიეცით. პირველ როგში სიკეთეს საკუთარი თავისთვის აკეთებენ რომ ცხონდნენ და მერე სხვებისთვის .
-ალბათ მიხვდი რომ მორწმუნე არ ვარ.
-შუბლზე გაწერია ეშმაკი . -გაუცინა.
-უკაცრავად?
- ისევ ვბოდავ . -ხელი აიქნია ნუცამ. -ნუ მომისმენ. არ გცივა ? ირბინე, მე ვივლი, ასე გაიყინები. საერთოდ რატომ დარბიხართ? ბევრად ადვილი არაა დარბაზში ვარჯიში . რაიმე წესები არსებობს სირბილის? აი მე მაგალითად მალე ვიღლები არადა არცისეთი მძიმე ვარ რომ მიჭირდეს, მაგრამ პატარაობიდან არ გამომდის არანაირი სპორტი. არც ცეკვა . ცეკვაზეც ვიარე . საერთოდ არ მიყვარს სპორტი , მაგრამ ეხლა პოპულარულია .
-ღმერთო რამდენს ლაპარაკობ ნუცა . -დაიღრინა ირაკლიმ
-ნუ მომისმენ ხომ გითხარი. -არც ნუცამ
დააკლო ხმას აგრესია .
-როგორ არ მოგისმინონ, როცა ენას არ აჩერებ ?
-მაშინ თუ არ გინდა ჩემი ხმა გაიგონო წინ წადი.
-რაგომ ვიფიქრე რომ შენთან ნორმალურად ლაპარაკი შეიძლებოდა .
-იმიტომ რომ მე ნორმალური ვარ.
-ანუ მე ვარ არანორმალური?
-მე არაფერი მითქვამს ეგ თქვენ თქვით.
-ანუ თქვენ გავხდით. -უკვე ღიმილს ვეღარ ფარავდა ირაკლი.
-დიახ. ტუჩები დაბრიცა ნუცამ და გვერდით დაიწყო ყურება .
-იბუტები ? ქუდზე მიჰკრა ისევ ხელი .-წინ თუ არ გაიხედავ წაიქცევი . -სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ირაკლის თოვლში კარგად ჩაფლულ
ქვას წამოჰკრა ხელი და სახით ჩაეფლო თოვლში. - პირველად ვნახე ნიუტონის კანონი ვინმეზე ასე რომ მოქმედებდეს - ხელი გაუწოდა წამოსაყენებლად.
-სულ ესე ვარ რაღაც მემართება , მემგონი დაწყევლილი ვარ. -ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა ვერ გაიგო ირაკლიმ.
-დაურეკე რომ მანქანა გამოგზავნონ . -დაცვას მოუტრიალდა. -სანამ კისერი მოიტეხა.
-არაა . -წამოიყვირა ნუცამ. -მანქანა არა. მანქანაში არ ჩავჯდები. სწრაფად ვივლი ან სულაც ვირბენ თუ გინდა . ან შენ წადი. მე არა , არ მინდა . - ზურგი აქცია და სწრაფად დაიწყო
სიარული, თითქმის მირბოდა. -კააარგიი, ასეთ რეაქციას არ ველოდი. რაიმე ფობია გაქვს ? -სიცილით წამოეწია ირაკლი და გაუსწორდა. -პანიკური შეტევა ? 21 საუკუნეში ადამიანს მანქანაზე ასეთი რეაქცია რომ აქვს ცოტა გასაკვირია .
-მანქანები საშიშები არიან. -სამი წლის ბავშვივით ამოიბურტყუნა.
-რისი გეშინია?
-სიკვდილის . - სრული სერიოზულობით უთხრა, მიხვდა რომ დასცინოდა.
-რაა? შეხედე ლიკუნას .
-ნუცა , ლიკუნა სასმლისგან გათიშული იჯდა საჭესთან ალბათ იცი. -ირაკლიც დასერიოზულდა.
-სამაგიეროდ მამა იყო ფხიზელი . - შედგა , მთელი ტანით შეტრიალდა ირაკლისგენ და თვალი გაუსწორა. -მანქანები კლავს . ანადგურებს და ადამიანებს ანგრევს. თუმცა სამწუხაროდ გადასაადგილებლად ჯერ უკეთესი არაფერი მოუგონიათ. -ისევ ჩქარი ნაბიჯებით გააგრძელა სიარული.
-ანუ მანქანაში არასდროს ჯდები ?
-იშვიათად თუ სხვა გზაა არ მაქვს.
-ავარია როდის მოხდა ?
-10 წლის წინ. -მშრალად გასცა პასუხი.
სწრაფად დააკავშირა ნუცას ბავშვთასახლში მოხვედრის წლები ერთმანეთთან.
-და ბავშვთა სახლშიც ასე მოხვდი. -კითხვა არ იყო, უფრო რიტორიკულად დასვა კითხვა , რადგან პასუხში ოსედაც დარწმუნებული იყო.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი . -ხმა გაებზარა ნუცას .
-კარგი . -არაა აუცილებელი ილპარაკოს, ისედაც ყველაფერს გაიგებს . გაიგებს , მაგრამ მაინც გამოცანად დარჩება რანაირად შეუძლია ასე მალე გამოიდაროს მის სახეზე . ნელა გააპარა თვალი , პატარა ცხვირი გაწითლებოდა , ლოყები კი ისევ ისეთი უცვლელი ატმისფერი იყო. გამომშრალ ტუჩებს ილოკავდა და სიცივისგან იბუზებოდა.-რატომ ცისფერი?
-ბატონო? -ვერ მიუხვდა გოგო .
-თითქმის სულ ცისფერს ატარებ.
-რატომ შავი? -მხიარულად შეუტრიალდა ნუცა.
-მომწონს.
-მე ცისფერი მომწონს . ყველაფერი რაც მამშვიდებს ცისფერია ან დაჰკრავს მაინც . ცა, ღრუბლები , ვარსკვლავები.
-გამოუსწორებელი რომანტიკოსი უნდა იყო . -გაეცინა ირაკლის.
-ალბათ უკანასკნელი. - გულდაწყვეტით თქვა გოგომ. -ადამიანებს პატივისცემა აღარ აქვთ ერთმანეთის მიმართ. ყველაფერი პრაგმატული გახადეს , სიყვარულიც კი.
-ადამიანებმა
დროის გამოყენება ისწავლეს ნუცა . ცუდი არაა მხოლოდ იმის კეთება რაც პრაქტიკულად სასარგებლოა.
-და რატომაა არასასარგებლო, სეირნობა, ფილმის ყურება ან სულაც პიკნიკებზე სიარული? . -თვალები უბრწყინავდა ნუცას და ერთი წინადადებით გააცნო საკუთარი სამყარო ირაკლის. ახლა დანამდვილებით იცის როგორი წღმოდგენა აქვს სიყვარულზე . - უფლება რომ მქონდეს , შუასაუკუნებში დავიბადებოდი .
-და დაუღალავად მოუსმენდი სატრფოს მიერ მოძღვნილ პოემებს? -გაეცინა
ირაკლის .
-შენ ?
- მე ძირითადად საწოლიდან ვიწყებ ხოლმე , ამიტომ ვფიქრობ მშვენიერ ეპოქაში დავიბადე .
-ყველა კაცი საზიზღარია და ყველა ქალი უტვინო-თავი გააქნია ნუცამ.
-შენ როგორი ხარ ნუცა ?
- მე ჭკვიან ვარ.
-ადრე თუ გვიან თავს შეგაყვარებს ვინმე .
-მმმმ , არამგონია. - თვალები მოჭუტა ნუცამ .- პოემებს აღარ წერენ . როგორც იქნა. მამულის კართან მოიხარა და მუხლებზე დაილაგა ხელები.-მოვედით , ღმერთო სხულს ვეღარ ვგრძნობ . სახლში თითქმის სირბილით შევარდა და არც დალოდებია ირაკლის, რომელიც ისევ გაღიმებული იდგა და იმ კარს მისჩერებოდა სადაც ცოტახნისწინ ნუცა გაუჩინარდა.


მთელმა დღემ ისე გაიარა არც კი გახსენებია გარეთ გამოსვლა , თითქმის ყველას ერდდროულად მოუნდა პრობლემების მოგვარება. ადამიანების მიერ საახალწლოდ გადადებული სააქმები . მისთვის ყველა გადადებული საქმე კი წააგებაა. არც ვახშამი გახსენებია , არც ის შეუმჩნევია როგორ დაღამდა . მხოლოდ მაშინ გახედა ფანჯრებს , როცა გიორგი შემოეჭრა ოთახში.
-არ ვიცი რომელი კოსტუმის მოტანა ითხოვე მარაა სუპერ მძიმეა .
- სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს .
-ბებიაშენმა , უფროსწორად საპატარძლომ ბრძანა რომ ხვალ 10 -ზე გავდივართ. ყველაფერი სპეცოპერაციასავით დაგეგმა . ცპტა ახალგაზრდა რომ იყოს გუნდში ავიყვანდი. გამოიცანი ვინ გერგო მეგზურად.
-ბექა სავარაუდოდ. ოჯახის ყველაზე ცელქი ალბათ ყველაზე მკაცრს ანდო. -დოკუმეტებისთვის არ მოუშორებია თვალი.
-არა .
-არაააა რა ,ნუცა ?
-უეპ , ბინგო . არ გაბრაზდე .
-გაუთავებლად ლაპარაკობს .
-სამაგიეროდ სასაცილოა.
-თოვლს ენას უყოფს.
-საყვარელია.
-სულ რაღაცა ემართება .
-სამაგიეროდ ლამაზია.
-გეყოფა. სპეციალურად აკეთებ ?
-მე ? არაა , ბებიაშენი კი. -გონია რომ
პრობლემა გაქვს.
-რა პრობლემა ?
-დღეს ერთსათიანი დაკითხვა მომიწყო, ყველაფერი მწყობრში გაქვს თუ არა.
-უთხარი რომ შეყვარებულები ვართ?
-იდიოტი ხარ.
-ჰჰჰ, უნდა რომ ვინმე ქალთან ერთად გამოვჩნდე და ნუცაზე უკეთესი ვერავინ მიპოვა.
-ხო გითხარი , კიკი უნდა წამოგვეყვანა .იქით შეგწხვეწებოდა ბებიაშენი მარტო მისულიყავი. -გაეცინა გიორგის. -დაიძინე ირაკლი. ხვალ მძიმე დღე გაქვს.


ამდენმა უძილო ღამემ თავისი ქნა , დილით ისეთ ხასიათზე იყო , საკუთარი თავის დანახვამაც კი გააღიზიანა სარკეში . უხალისოდ , მაგრამ მაინც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საკუუთარ ჩაცმულობას. სარკეს უღიმღამოდ შეავლო თვალი , მაინც შეამოწმა სააბოლოო შედეგი. გარრგნობას არ უჩივის , არც მამა ყავდა ურიგო და დედავ კიდე უფრო უკეთესი. არასდროს სჭირდებოდა თავის მოწონება , დიდი ხანია გაიგო რომ უზადო გარეგნობა აქვს . თვითშეფასება კინიმაზე მაღალი ვიდრე უნდა ჰქონდეს. სათის შეკვრას გზაში შეუდგა და კიბეზე ისე ჩავიდა არც კი შეუნიშნავს ქვემოთ შეკრებილი ოჯახი როგორ მისჩერებოდა.
-დილამშვიდობისა, უძილობისგან გაბზარული ხმა , ეუცნაურა თავისივე ყურს .
-რომელი საათია?
-ნაწყენმა ტყუპებმა საათს დახედეს.
-20 წუთი დავაგვიანე . თანაც თავად წყვილიც არ ჩანს .
-უკვე წავიდნენ თვალები აატრიალა ლუკამ.
-არაუშავს . რაც გვიან მივალთ მით მალე დამთავრდება .თქვენ რატომ მელოდებით მე ?
-იმან ბრძანა. -თითი მისაღებში დაკიდებული ლილის პორტრეტისკე. ნახატისკენ გაიშვირა.
- წავედით. -არც დალოდებია ისე დაიძრა კარისკენ და სიტყვა ბრძანებაზე ამოუტივტივდა რომ ნუცა მიაკერა ბებიამ მეგზურად. -გიორგი, ნუცა ? -გიორგის უმნიშვნელოდ გაეღიმა და კარი გაუღო.

ეზოში გაჩერებული მანქანების წინ იდგა ნუცა და რაღაცას მიშტერებოდა.
-ეს სილამაზე გოგო ცოდოა ამ ქალაქისთვის. -გვერდით ამოუდგა ლუკა, ირაკლის მსგავსად ჩაიწყო ჯიბეში ხელები და ხარბად დაუწყო თვალიერება ულამაზეს შავ კაბაში გამოწყობილ გოგოს. გაშლილი თმა ლამაზად ჰქონდა მხრებზე დაფენილი, წითელი პომადა უფრო ფერმკრთალს აჩენდა თეთრ ფონზე და ეხლა შენიშნა ირაკლიმ თუ რა გამხდარი იყო .ერთიციდა ეჩვენა თეთრად დაფარულ ეზოში . მოშიშვლებულ ზურგზე და მკლავებზე ხელების შეხებას ცდილობდა და ნამდვილად შორს იყო ფიქრებით , რადგან მასთან მისული ძაღლიც კი ვერ შენიშნა .
-გაიყინება. -ლუკამ ჯიბიდან ამოიღო ხელები და პირველი დაიძრა მისკენ.
-დაგასწრეს . -ზურგიდან უჩურჩულა გიორგიმ. ვერ გაიგო რა უთხრა ლუკამ , მაგრამ დაინახა როგორ შეცბა ნუცა. რეალობაში დაბრუნებული უხერხულად შეიშმუშნა და ერთი ნაბიჯით უკან გაიწია . თვალებით მოძებნა ირაკლი. მიხვდა ისიც სადმე ახლომახლოს უნდა ყოფილიყო , რადგან ჯერ კიდევ გუშინ გაანდო თავის შიში , რატომღაც იფიქრა რომ უთქმელად გაუგებდა . წამოეშველებოდა და ან სულაც როგორმე აცილებდა ლუკას რომელიც დაჟინებით მოითხოვდა მის მანქანაში წასულიყო. თუმცა სულ ტყუილად არ განძრეულა. ტანიც კი არ გაურხევია . ისევ აარიდა თვალები და ლუკასკენ შებრუნდა . ერთი სიტყვა არ გაუგია რას ელაპარაკებოდა ლუკა . სამსჯავროზე გასასვლელი დამნაშავესავით უცემდა გული. არაფერია გასაკვირი , ყველა მისი მანქანაში ჩაჯდომა სამსჯავროსავით იყო.
-წამოხვალ?-ხელით ანიშნა გზისკენ ლუკამ და მომნუსხველად გაუღიმა. მძიმედ გადადგა ერთი ნაბიჯი , როცა ზურგზე სითბო და სიმძიმე ერთდროულად იგრძნო. საკუთარ მხარს გადახედა , შავი ლაბადა კარგად მოახურა ირაკლიმ, მკლავებზე ხელი ჩამოუსვა რომ დარწმუნებულიყო მისი სუსტი მხრები დაიკავებდა მის მძიმე ლაბადას . გაბედულად ჩაუდგა შუაში ლუკას და ნუცას თან ისე რომ მხრებიდან ხელი არ მოუშორებია და არც კი შეუხედავს ბიძაშვილისთვის რომელმაც ძულებით გადადგა ერთი ნაბიჯი უკან და გიორგის , გაურკვეველი სახით შეხედა .
-დღეს ის დღეა როცა , სხვა გზა არ გაქვს ხოლმე არა? მივხვდი. -გაუღიმა ირაკლიმ. ამოისუნთქა ნუცამ , ამოისუნთქა და თან ისე მთელს სხეულზე შეეტყო შვება , იმის გააზრებით გამოწვეული , რომ უცხოსთან ერთად არ მოუწევდა წასვლა.-შეხედე . -გიორგისკენ შეატრიალა . -გიორგი ტყუილად არა სულ ჩემს გვერდდით. სიცოცხლეს ვანდობ , რომელიც ჩემთვის ყველაზე ძვირად ფასობს და დამიჯერე , მანქანის მართვა არაფერია იმასთან შედარებით რასაც ის აკეთებს .-გიორგის ანიშნა საჭესთან დამჯდარიყო. -შემდეგ კარი გაუღო და ჩაჯდომაში დაეხმარა , ბოლოს კაბის ბოლოც შეუსწორა და საკუთარ თავზე გაეცინა . ბევრი წინაღმდეგობარ არ გაუწევია ნუცას მანქანის შიში არაფერი იყო , სამსახურის დაკარგვის და ლილის რისხვის შიშთან შედარებით . კალთაში ჩაილაგა ხელები და თითების მტვრევა დაიწყო. გული ისე უცემდა ალბათ , ექსტრემალური სპორტის მიმდევრებს არც დაესიზმრებოდათ. გაუბედავად გახედა ჯერ გიორგის და მერე ირაკლის , რომელიც კომფორტულად მოკალათდა. საათი რომელიც ცოტა დიდად ჰქონდა გახსნა და ახლიდან დაიწყო შეკვრა. მიხვდა დაჟინებით უყურებდა , სწრაფად შეავლო თვალი რომ დარწმუნებულიყო რას ელოდა მისგან და ისევ საათის წვალება დაიწყო. არ შეუძლია , ვერ ჩამოუჯდება გვერდით და მოუყვება ზღაპრებს , მისი ქალებთან ურთიერთობა რამოდენიმე საათს გრძელდება . არ მოსწონს , არ უნდა და ვერ იქნებ ვერავის გმირი… მანქანა დაიძრა თუ არა , ისეთი პანიკა დაეწყო ნუცას ვეღარაფერს ხედავდა . გამეტებით ეძებდა ღვედს და ექაჩებოდა გიორგისაც კი შეეცოდა. რამოდენიმე წამი უყურა მახეში გაბმული ფრინველივით რომ ფართხალებდა და მაინც ვერ მოითმინა, ხელები წაავლო
და მუჭში მოიქცია . -ნუცა , შემომხედე.
-არა. თვალებს მაგრად ხუჭავდა .
-15 წუთი, 15 წუთის გზაა გესმის .
-არ მინდა . გიორგი გააჩერე გთხოვ.
-ნუცაა, ნუცაა შემომხედე .
- არა , არ მინდა . ასე წარმოვიდგენ რომ საქანელაზე ვარ, ხო ჩვენს ეზოში საქანელაზე . ერთი , ორი, სამი , ოთხი …
თავის მოტყუება , ადამიანების ყველაზე მავნე ჩვევა . სიმწრისგან გაეცინა ირაკლის, აი რატომ ეშინია ამდენი ხანი , თვალი არასდროს გაუსწორებია საკუთარი შიშისთვის . -15 , 16, 17. -დაუღალავად აგრძელებდა .
-ნუცა შემომხედე . თვალი გაახილე . -ისე დაუყვირა გიორგიც არ მოელოდებოდა და შეხტა. - აი ესე ყოჩაღ. -პატარა ბავშვივით შეაქო -ნუცა შემომხედე . თვალი გაახილე . -ისე დაუყვირა გიორგიც არ მოელოდებოდა და შეხტა. - აი ესე ყოჩაღ. -პატარა ბავშვივით შეაქო და გაუღიმა . -შიშს რომ მოერიო თვალი უნდა გაუსწორო. მანქანაში ხარ , 15 წუთი დაგრჩა და გპირდები არფერი მოგივა. ყოველშემთხვევაში დღეს და ჩემთან ერთად. -ისეთი დამარწმუნებელი იყო ირაკლის ხმა , ინსტიქტურად დაუქნია თავი ნუცამ . -მშვენიერია . გაუღიმა და გაწევა სცადა მუჭში მოქცეული ხელები შეუშვა და მხრიდან ჩამოვარდნილი ლაბადა შეუსწორა, ამაყიც კი იყო , როცა ფანჯრის მინას გახედა ნუცამ და ინტერესით დაიწყო თვალიერება .
-კაბა ქალბატონმა დედოფალმა შეგირჩია? -უხმოდ დაუქნია თავი , ისე უკანკალებდა სხეული შეეშინდა ხმა რომ ვერ ამოეღო. -რათქმაუნდა , შენით ხომ არ აირჩევდი გაყინვას, ლამაზი ხარ. -უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და სარკეში გიორგის გახედა რომელიც ტუჩებს ერთმანეთს აჭერდა რომ არ გასცინებოდა.

მაპატიეთ მეგობრებო , დაგვიანება , არც წერის თავი მქონდა და არც ხალისი . ჩემა ახლობელმა ძალიან ცუდი დრო და ცუდი ხერხი აირჩია ჩვენგან წასასვლელად . დიდი ბოდიში.
შეიძლება ისეთი თავი არაა როგორსაც ელოდით , მაგრამ იმედია ისიამოვნებთ.
მადლობა ყოველი წერილისთვის .



№1 სტუმარი სტუმარი სალომე

ვგიჟდები თქვენს ნაწარმოებებზე, ძალიან კარგი იყო და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Maia

საოცარი წერის სტილი გაქვთ, მაგრამ ნამდვილად გეტყობათ რომ არ მუშოაბთ ბევრს მის განვითარებაზ და გატაცებაა თქვენი, მაგრამ აუცილებლად მიყევით. მართლა
გამორჩეული სტილი გაქვთ.

 


№3  offline წევრი რუსანა

სტუმარი სალომე
ვგიჟდები თქვენს ნაწარმოებებზე, ძალიან კარგი იყო და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას❤️❤️

მიხარია რომ მოგწონთ. ????

სტუმარი Maia
საოცარი წერის სტილი გაქვთ, მაგრამ ნამდვილად გეტყობათ რომ არ მუშოაბთ ბევრს მის განვითარებაზ და გატაცებაა თქვენი, მაგრამ აუცილებლად მიყევით. მართლა
გამორჩეული სტილი გაქვთ.



ძალიან დიდი მადლობა ???? მართალი ხართ , გატაცეებაა თუმცა მიხარია რომ ასე მოგწონთ ????

 


№4 სტუმარი Ana

dzaalian momwonss

 


№5  offline წევრი Annia

სასიმოვნო წასაკითხია, ლამაზია და სახალისო. იმედია არ მოგბეზრდება ან მუზას არ დაკარგავ. ყოჩაღ და ველი შემდეგ თავს <3
ნუცა დააა ირააკლიიიიი მიიყვარსსსსს ძალიანნნ <3333333

 


№6 სტუმარი სტუმარი maco maco

რაღაცნაირი თავია “სენტიმენტალური” ❤️ ისეთ პოემას მიუძღვნი ირაკლიი როგორც დაგიბარებია:):)

 


№7  offline წევრი რუსანა

Annia
სასიმოვნო წასაკითხია, ლამაზია და სახალისო. იმედია არ მოგბეზრდება ან მუზას არ დაკარგავ. ყოჩაღ და ველი შემდეგ თავს <3
ნუცა დააა ირააკლიიიიი მიიყვარსსსსს ძალიანნნ <3333333

დიდი მადლობა ????

Ana
dzaalian momwonss

დიდი მადლობა ????

სტუმარი maco maco
რაღაცნაირი თავია “სენტიმენტალური” ❤️ ისეთ პოემას მიუძღვნი ირაკლიი როგორც დაგიბარებია:):)

არ მგონია პომებში ივარგოს ????

 


№8 სტუმარი სესილი

ჩემი ერთ-ერთი ფავორტი მწერალი ხართ ამ გვერდზე,იმდენად კარგად შეგიძლიათ პერსონაჟების გაცოცხლება და მათი გრძნობების მკითხველის გულამდე მიტანა, რომ გულგრილი ვერ დარჩები ეს ბევრს არ შეუძლია, მხოლოდ სასვენი ნიშნების სწორად დასმა არ არის მწერლობა ვიქრობ იმაზე გაცილებით მეტი ხართ ვიდრე აქ ჩანს არვიცი რას ხედავენ სხვები, მაგრამ მე ვედავ თქვენს შრომას, განვითარებას და ძალიან მიხარია. დიდი პატივისცემა ჩემგან თქვენ

 


№9  offline წევრი რუსანა

სესილი
ჩემი ერთ-ერთი ფავორტი მწერალი ხართ ამ გვერდზე,იმდენად კარგად შეგიძლიათ პერსონაჟების გაცოცხლება და მათი გრძნობების მკითხველის გულამდე მიტანა, რომ გულგრილი ვერ დარჩები ეს ბევრს არ შეუძლია, მხოლოდ სასვენი ნიშნების სწორად დასმა არ არის მწერლობა ვიქრობ იმაზე გაცილებით მეტი ხართ ვიდრე აქ ჩანს არვიცი რას ხედავენ სხვები, მაგრამ მე ვედავ თქვენს შრომას, განვითარებას და ძალიან მიხარია. დიდი პატივისცემა ჩემგან თქვენ



როგორ გამახარეთ , მთელი ჩემი დღე პოზიტივით აავსე და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ????????

 


№10 სტუმარი სესილი

რუსანა
სესილი
ჩემი ერთ-ერთი ფავორტი მწერალი ხართ ამ გვერდზე,იმდენად კარგად შეგიძლიათ პერსონაჟების გაცოცხლება და მათი გრძნობების მკითხველის გულამდე მიტანა, რომ გულგრილი ვერ დარჩები ეს ბევრს არ შეუძლია, მხოლოდ სასვენი ნიშნების სწორად დასმა არ არის მწერლობა ვიქრობ იმაზე გაცილებით მეტი ხართ ვიდრე აქ ჩანს არვიცი რას ხედავენ სხვები, მაგრამ მე ვედავ თქვენს შრომას, განვითარებას და ძალიან მიხარია. დიდი პატივისცემა ჩემგან თქვენ



როგორ გამახარეთ , მთელი ჩემი დღე პოზიტივით აავსე და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ????????


ძალიან მიხარია თუ ასეა, წარმატებებს გისურვებთ და ველი გაგრძელებას.

 


№11 სტუმარი სტუმარი ლია

აუ რა მაგარი გოგო ხარ ????

 


№12 სტუმარი სტუმარი ნანა

გთხოვთ სღარ დააგვიანოთ დადება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent