შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 5 თავი


22-12-2023, 12:31
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 592

-თქვენი შვილი მიზეზია თუ საბაბი?
-არ ვიცი-ვუთხარი გულწრფელი ემოციით და უნებურად მზერა მის ნაცრისფერ, ჩამქრალ სფეროებს მივაყინე
-ამ თემაზე თქვენს მეუღლესთან გისაუბრიათ?
-არაერთხელ
-როგორც ვხვდები მას განქორწინება არ სურს?!- მითხრა უემოციო ტონით და მზერა გამოსწორა
-ამ საკითხს გეგა სერიოზულად არ აღიქვამს
-გასაგებია- მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით მკითხა- როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი?- და უბის წიგნაკში რაღაც მოინიშნა
-თქვენი აზრით?-კითხვა შევუბრუნე და გამომწვევი მზერა მის მომღიმარ სახეს მივაყინე
-გაინტერესებს რას ვფიქრობ რეალურად შენზე?- ინტერესით მკითხა და სათვალე კიდევ ერთხელ შეისწორა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და მოთმინებით დაველოდე მის პასუხს
-როგორც ფსიქოლოგმა ისე გიპასუხო თუ როგორც სანდრო გავაშელმა?-მკითხა ინტერესით და მოულოდნელად სათვალე მოიხსნა, იმდენად დამაბნია მისმა ქცევამ და ქმედებამ რომ ხმის ამოღება ვერ შევძელი- როგორც მამაკაცი ვფიქრობ რომ ძალიან სუსტი ქალი ხარ, როგორც ფსიქოლოგი ვფიქრობ რომ ძალიან ძლიერი ქალი ხარ!-მითხრა უემოციო ტონით და მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, მაგიდასთან მივიდა და ჭიქა წყლით ხელში თავზე წამომადგა-დალევ?- მკითხა ინტერესით და ჭიქა გამომიწოდა
-მადლობა-ვუთხარი ჩავარდნილი ხმით და ჭიქა გამოვართვი, გამიღიმა და მაშინვე ზურგი მაქცია, ფანჯარასთან მივიდა და მოულოდნელად ფარდები გადასწია. საშინლად დავიძაბე, ვერ მივხვდი ასე რატომ მოიქცა.
-ნინი- უეცრად ჩემსკენ მოტრიალდა-სამწუახროდ მე შენი ცხოვრების შეცვლა არ შემიძლია! -მითხრა დანანებით და სწრაფად მომიახლოვდა, ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა-მაგრამ მე შემიძლია შევცვალო შენი აზრები!- დაბნეული შევყურებდი ცივ, უსიცოცხლო ნაცრისფერ თვალებში და ვცდილობდი როგორმე სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ როგორც კი მთრთოლარე თითებზე შემეხო და ჭიქა გამომართვა დენდარტყმულივით მაშინვე შევკრთი - ნინი მე არ ვარ ის ადამიანი ვისი უნდა გეშინოდეს- მითხრა უეცრად გაღიზიანებული ტონით და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო- ერთადერთი ვისიც უნდა გეშინოდეს ეს... შენი შიშებია!!!
-მე...-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ხმა ჩამიწყდა
როდესაც პირველად მოხვედი ჩემთან მკითხე რატომ მქონდა ფარდები ჩამოფარებული გახსოვს?-მკითხა მომღიმარი სახით და ჩემს წინ სავაძლის სახელურზე დაჯდა, შეუმჩნევლად დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად და იატაკს დავაცქერდი ამღვრეული თვალებით- მაშინ ამ კითხვაზე არ გიპასუხე... მაგრამ ახლა გიპასუხებ-მითხრა გამომწვევი ტონით და დაჟინებული მზერით მაიძულა სახეში შემეხედა მისთვის.
-უკვე 5 საათია ჩემი წასვლის დროა- უმისამართოდ ვთქვი უხერხული სიჩუმის გასაფანტად და კედლის საათს გავხედე
-გაფუჭებულია-მითხრა კმაყოფილი ტონით და მაჯის საათს დახედა კარგა ხნის სიჩუმის მერე კი შემომთავაზა -მოდი ვითამაშოთ
-უკაცრავად?- ხმა დამეძაბა
-წარმოიდგინე რომ ეს ბნელი ოთახი შენი შიშებია, შენ შენ ხარ, ფარდები კი მე ვარ- მითხრა და ფანჯარასთან მივიდა, ისევ გადასწია მეწამულისფერი ფარდები და ოთახი დააბნელა- რას გრძნობ?- ისე მკითხა ჩემთვის არ შემოუხედია
-არ ვიცი-ვუპასუხე ჩამწყდარი ხმით
-კარგად დაფიქრდი და მიპასუხე!- მითხრა მკაცრი ტონით და სათვალე შეისწორა
-სიმშვიდეს
-ახლა?-ფარდები ისევ გადასწია
-ზიზღს
-სამყაროს მიმართ თუ საკუთარი თავის მიმართ?
-ზუსტად არ ვიცი
-იცი რატომ მოგწონს აქ ჩემთან ერთად ბნელ ოთახში ყოფნა? იმიტომ, რომ მარტივად შეგიძლია დამალო შენი ნაკლოვანებები, შენი განცდები, ცრემლები და ემოციები...
-თვალებთან გაჩენილი წვრილი ხაზები, ბავშვობის იარები და ლაქები სახეზე, ნაწვალები ტუჩები, დანამული ხელის გულები, დაუდევრად დავარცხნილი გაწეწილი, ხვეული თმები, გაღუნული ფეხები, მშობიარობის შემდეგ მომატებული კილოგრამები- ვუთხარი ისე რომ წამით თვალი არ მომიშორებია მისი მკაცრი სახისთვის
-რამდენი კომპლექსი გქონია-უფრო თავისთვის ვიდრე ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა და მოულოდნელად თავზე წამომადგა - მსხვერპლის როლში ყოფნა მოგწონს!- მითხრა მკაცრი ტონით და სახე კიდევ უფრო მეტად მომიახლოვა- ასე უფრო მარტივია არა?
-რის თქმას ცდილობთ?-მზერა გავუსწორე
-იცი რატომ მოგწონს ბნელ ოთახში ყოფნა? იმიტომ, რომ შენ! მოგწონს შენს შიშებთან ერთად ცხოვრება!
-მართლა?- შევიცხადე მე და გამეცინა- შენთვის და შენნაირებისთვის მარტივია სხვისი განსჯა მაშინ როცა გაქვთ სახლი! მანქანა! სამსახური! ფული! შესაძლებლობა! კარგი განათლება და გვერდით საყვარელი ადამიანები, რომლებიც მზად არიან მხარს გიჭერონ ნებისმიერ დროს და გვერდში დაგიდგნენ!
-ნინი-უეცრად ხმასთან ერთად მზერაც დაეძაბა სანდროს- მე შენ გაძლევ შესაძლებლობას რომ ამ ბნელ ოთახს თავი დააღწიო- ჩამოფარებულ ფარდებზე მიმითითა და უხეშად გადასწია-მაგრამ თუ შენ თვითონ არ იმოქმედებ და არ ეცდები თავი დააღწიო ამ სიბნელეს მაშინ რა აზრი აქვს ჩემს მცდელობას?
-ერთ დღეს...უბრალოდ ბარგი ჩავალაგე და ნიცასთან ერთად სოფელში წავედი, მაგრამ ორ დღეში უკან დავბრუნდი... იცით რატომ? იმიტომ, რომ მივხვდი ძალა არ შემწევდა დავპირისპირებოდი ჩემს ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს... რომლებიც ფიქრობდნენ რომ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის უკეთესი მომავლისთვის ჯობია იმ კაცთან ვიცხოვრო რომელი არ მიყვარს... მეტიც მძულს... მათ ჰგონიათ რომ ბედნიერებისთვის ისიც უნდა მყოფნიდეს რომ შეძლებულ ოჯახში გავთხოვდი...
-ნინი
-იცი რა რთულია როცა მშობლიურ სახლში თავს უცხოდ გრძნობ?-ვკითხე ხმა აკანკალებულმა და სახეზე ხელები ავიფარე- 2 დღე! მხოლოდ ორი დღე ვიყავი
იმ სახლში მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის რომ ამ ქვეყნად თავი ყველაზე უსუსურ და უსარგებლო ადამიანად მეგრძნო! როცა გეგა ჩამოვიდა... მე... მხოლოდ მაშინ ვიგრძენი თავი საჭირო ადამიანად, ამიტომ უკან გამოვყევი.არც დედა და არც ბებია არ ჩარეულან ჩვენს ურთიერთობაში! ისიც კი არ უკითხავთ როგორ ვიყავი, ან უკან რატომ მივყვებოდი, თუ მასთან ასეთი უბედური ვიყავი-გამეცინა და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოვიშორე სახიდან.
-ნუ გიკვირს რომ შენი ოჯახის წევრები ასე გულგრილად და ცივად შეხვდნენ ამ ამბავს... ისინი იმიტომ არ ჩაერივნენ თქვენს ურთიერთობაში რომ იცოდნენ ძალა არ გეყოფოდა ოჯახის დასანგრევად და გეგას ისევ უკან გამოჰყვებოდი
-არაერთხელ მითქვამს დედასთვის რომ გეგა არ მიყვარს, რომ მასთან ყოფნა არ მინდა, მაგრამ მისი პასუხი ყოველთვის ერთიდაიგივე იყო ,,ბავშვის მარტო გაზრდა გაგიჭირდება" ,,იცი რამდენი რამ ჭირდება ბავშვს?" ,,ყველა შენ დაგადანაშაულებს" ,,ხომ იცი განქორწინებულ ქალს ყველა სხვანაირად უყურებს" ,,ნიცას მამამისი უყვარს" ,,სოფელში დაიტანჯებით" ,,სამსახური არ გაქვს" ,,იმუშავებ? მერე ბავშვს ვინ მიხედავს?" ,,ნიცას სოფელი არ უყვარს" ,,ვერ შეძლებ ბავშვის შენახვას" ,,შეძლებ იმდენი ფული იშოვო რომ ცეკვაზე და ცურვაზე ისევ ატარო?" ,,კარგა რა ნინი, შენ ადამიანთან ნორმალური ურთიერთობაც კი არ შეგიძლია" ,,იმუშავებ! მაგრამ აზრი? მინისტრად და მენეჯრეად შენ არავინ გამუშავებს და კონსულტანტის 700 ლარიანი ხელფასით გგონია შენი თავის და ნიცას შენახვას შეძლებ?" ,,სანამ შემეძლება დაგეხმარები მაგრამ რაა? მეც 500 ლარზე ვმუშაობ" ,,დაგავიწყდა როგორ გვიჭირდა?" ,,თამაშობს და ითამაშოს მერე შენ რა? დედამისი იხდის მის ვალებს შენ ხომ არა?" ,,სვაამს? დალიოს! შენ რა გიშავებს რამეს? მამაშენივით ხომ არ გაწიოკებთ შენ და ნიცას?" ,,ღამე გვიან მოდის სახლში? მერე რა? შენთვის უკეთესი, არ გახსოვს როგორ გვიხაროდა მამაშენი რომ აგვიანებდა?" ,,ეწევა? მოწიოს, მთავარია შენ არაფერი დაგიშაოს" ,,დაგავიწყდა და დღეები გამოვიარეთ მამაშენის გამო? გეგას მოწევა გიკვირს?" ,,რომ არ უყვარდე აქამდე გაგშორდებოდა" ,,შენთან ყოფნა რომ არ უნდოდეს მიგატოვებდა"-ბოლო სიტყვებზე გამეცინა და გადმოდენი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოვიშორე სახიდან -დედაჩემი არ მიყვარს! არც მას ვუყვარვარ!- უმისამართოდ ვთქვი და სანდროს გავხედე ცრემლიანი თვალებით თითქოს მისგან ველოდი შველას
-არა შენ უბრალოდ ნაწყენი და გაბრაზებული ხარ მასზე-მითხრა დარწმუნებით და სათვალე წეისწორა
-დედა ყოველდღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს მარწმუნებს რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შევძლევ, რომ ამისთვის არც გამბედაობა მეყოფა, არც ძალა, არც განათლება, არც შესაძლებლობა...
-ასე იმიტომ კი არ იქცევა დედაშენი რომ არ უყვარხარ, უბრალოდ არ უნდა რომ ოჯახი დაანგრიო
-არ ვუყვარვარ! ვგრძნობ...
-რადგან ასეთი რთული გადაწყვეტილების წინაშე დგახარ და დედა მხარს არ გიჭერს ეს იმას არ ნიშნავს რომ დედაშენს არ უყვარხარ! რომ მას შენი კარგად ყოფნა არ უნდა!
-არასდროს, არასდროს ყოფილა ჩემს გვერდით როცა მჭირდებოდა... მისგან მხარდაჭერა არასდროს მიგვრძვნია...
-არ გიფიქრია იმაზე რომ მასაც ისევე ეშინია ცხოვრების თავიდან დაწყების როგორც შენ?
-მისი ერთი ჩახუტება, ღიმილი და რამდენიმე სიტყვა ,,ნუ გეშინია მე შენთა ვარ" ჩემთვის საკმარისი იქნება იმისთვის რომ ძალა მოვიკრიბო და ცხოვრება ნიცასთან, ბებოსთან მიასთან და მასთან ერთად თავიდან დავიწყო, მაგრამ არა!!! ის ყოველთვის მარწმუნებს რომ მე ამას ვერ შევძლებ... იცი? მე შემიძლია დღესვე ჩავალაგო ბარგი და ნიცასთან ერთად სოფელში წავიდე მაგრამ მეშინია... იცი რისი მეშინია... დედაჩემის... მისი გულგრილობის, მისი სიცივის...
-ნინი ეცადე გაუგო დედაშენს, თავი მის ადგილას წარმოიდგინე...
-არ შემიძლია
-თუ არ გინდა?
-არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ მას არ ვუყვარვარ და არც მე მიყვარს
-ნინი
-ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ, როგორც თქვენ მითხარით მასზე მართლა გაბრაზებული და ნაწყენი ვარ...არა! ამას იმიტომ ვამბობ რომ ეს ასეა!
-მოდი ბავშვობაში დავბრუნდეთ-კარგა ხნის სიჩუმის მერე დაძაბული ტონით მითხრა სანდრომ და ახალი ბლოკნოტი გადაშალა, რაღაც მოკლე ჩანაწერი წაიკითხა და მოულოდნელად მკითხა- რას გრძნობდი დედას მიმართ როდესაც მამაშენი ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად ან მორალურად ძალადობდა მასზე?
-სიბრალურს
-არ ბრაზობდი დედაზე?
-ძალიან! არაერთხელ მითქვამს მისთვის რომ წასულიყო სახლიდან, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნიდა... ერჩივნა ყველანაირი დამცირება და შეურაცხყოფა აეტანა ვიდრე სახლიდან წასულიყო.
-ადრე მითხარი რომ დედას წასასვლელი არ ჰქონდა. ისიც მითხარი რომ მისი გესმოდა
-დიახ მახსოვს ზუსტად ასე გითხარით
-მაგრამ შენ გინდოდა რომ დედა სახლიდან წასულიყო-მითხრა მკაცრი ტონით
-ასეა- დავეთანხმე გაუაზრებლად
-ესე იგი სიბრალურის ნაცვლად შენ, ყოველთვის ბრაზს განიცდიდი მის მიმართ რადგან მთელი 20 წელი შენ და მიას ზიზღში და სიძულვილში ცხოვრებას გაიძულებდათ!
-27 წლის ვარ და დედა ახლაც იმას მეუბნება რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემი და მიას გამო იტანდა...
-ცდილობს თავი დამნაშავედ გაგარძნობინოთ?!-სანდროს სახეზე აშკარა გაოცება გამოეხატა
-დედა ამბობს რომ არაფერში გვადანაშაულებს
-ეს რატომ გითხრათ?
-იმიტომ, რომ ერთხელ ბოდიში მოვუხადე არსებობისთვის...
-რა გიპასუხა?
-მითხრა რომ მე და მია ძალიან ვუყვარვართ და არ იმსახურებს ჩვენგან ასეთ დამოკიდებულებას, მან ხომ ჩვენს გამო მთელი ოცი წელი ჯოჯოხეთში იცხოვრა.
-რადგან ბოდიში მოუხადე ესე იგი თავს მართლა დამნაშავედ გრძნობ-უფრო თავისთვის ვიდრე ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა და ბლოკნოტში რაღაც მოინიშნა
-რა თქმა უნდა ვგრძნობ, მე რომ არა დედა მამას ცხოვრებოდან თავიდანვე წავიდოდა და ამდენი ტანჯვის-წამების გადატანა არ მოუწევდა
-არასწორად ფიქრობ და შენ ეს იცი!
-ჩემს გამო გახდა იძულებული რომ ცხოვრება მამაჩემისთვის შეეწირა
-ასე გეუბნება ხოლმე?- ინტერესით მკითხა სანდრომ და მის სახეზე ზიზღნარევი ღიმილი გაკრთა. მის კითხვას არ ვუპასუხე. მიხვდა რომ საუბრის გაგარძელება აღარ მსურდა, ამიტომ მეტი კითხვა აღარ დაისვამს. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ისევ სანდროს მშვიდმა ხმამ გაკვეთა -შემდეგ ხუთშაბათს არ მცალია, შეგიძლია რომ 17 სექტემბერს მოხვიდე?
-მგონი შევძლებ
-ზუსტი პასუხი მჭირდება!-ხმა გაიმკაცრა
-მოვალ-ცივად ვუთხრი და ფეხზე წამოვდექი
-შეხვედრამდე-მომღიმარი სახით მითხრა სანდრომ და ბლოკნოტში ისევ რაღაც მოინიშნა
-ნახვამდის-უკმაყოფილო ტონით ვუთხრი და ჩანთას ხელი წამოვავლე.
....
სახლში მისვლისთანავე ხასიათი გამიფუჭდა რადგან გეგა ნასვამი დამხვდა.
როგორც კი დამინახა მაშინვე მკაცრი ტონით მკითხა
-აქამდე სად იყავი?- და ლუდი გამოიღო მაცივრიდან. არაფერი ვუპასუხე რადგან მასთან ჩხუბის თავი არ მქონდა -ვერ გაიგე რა გკითხე?-ხმა გაიკაცრა და უეცრად თავზე წამომადგა
-აფთიაქში-ბრაზნარევი ტონით ვუპასუხე და ისე რომ წამით თვალი არ მომიშორებია მისი ამღვრეული თვალებისთვის მაგიდაზე უწესრიგოდ დაგვყარე წამლები, ჩეკები და ქვითრები. გეგას ჩემს ქცევაზე გაეცინა და ახლად გახსნილი ლუდის ბოთლი მოიყუდა. იმდენად გამაღიზიანა მისმა ქცევამ რომ თავი ვერ შევიკავე და ზიზღით ვუთხარი
-შეიძლება ერთი დღე მაინც იყო ფხიზელი?უკვე გული მერევა ამ ყველაფერზე- და მაშინვე ზურგი ვაქციე. თვალებაწყლიანებული ავედი ოთახში და მაშინვე ტანსაცმლის კარადასთან მივედი გამოსაცვლელად, მაგრამ იმდენად გაღიზიანებული და დაძაბული ვიყავი რომ
წამიერად გონება გამეთიშა, უეცრად ვერ მივხვდი რისთვის ვიდექი კარადასთან და რა უნდა გამეკეთებინა. უაზროდ შევყურებდი ტანსაცმელს და ვცდილობდი გამეხსენებინა რისთვის მივედი კარადასთან. თავი საშინლად ვიგრძენი მაგრამ ვერ მივხვდი ეს უბრალოდ ემოციური ფონი იყო თუ ფიზიკური გადაღლის ბრალი. შევკრთი როცა ზურგს უკნიდან გეგას სიახლოვე ვიგრძენი, უარესი დამემართა როცა მისი ცხელი მწველი ტუჩების შეხება ვიგრძენი შიშველ მხარზე. მინდოდა მისკენ მივტრიალებული და შემეჩერებინა მაგრამ უფლება არ მომცა. მაშინვე მუცელზე შემომაჭდო მძიმე ხელები და ტანზე მჭიდროდ მიიკრო ჩემი უსიცოცხლო სხეული. უსიამოდ გამაჟრჟოლა როცა მაისურის ქვეშ თავხედურად შემიცირა ცივი თითები და ნელ-ნელა მკერდისკენ ააცურა
-გეგა- აღმომხდა ხმა აკანკალებულს და მისი შეჩერება ვცადე
-მინდიხარ!- მითხრა ჩახლეჩილი ხმით და უეცრად თავისკენ შემატრიალა. დაბნეული ჩავაცქერდი ამღვრეულ თვლებში-მიყვარხარ-მითხრა უემოციოდ და ყელზე მომაწება ცხელი ტუჩები.
-გეგა
-ჩშშ!- დამიჩურჩულა და მოულოდნელად საწოლზე გადამაწვინა. მაშინვე სხეულის მთელი სიმძიმით დამაწვა და



№1 სტუმარი ელა1

ნიაკო დიდი ხანია არ შემოვსულვარ და ბოდიში,როგორც ყოველთვის კარგია.ეხლა დავიწყებ ამ თავის კომენტარს,ასე მგონია რომ ნინის ასე თქვათ სიყვარულის შიში აქვს და ეს ბავშვობასთან არის დამოკიდებული,ჯერ არ ვიცი რა მოხდა ბავშვობაში მაგრამ შიდი აქვს როგორ თქვა ვინმე უყვარდეს და პირიკით ვიღაცას უყვარდეს.გეგა კარგი ადამიანი ჩანს უბრალოდ დედამისის ძეგავლენის ქვეშ არის .ჩემი აზრით გეგას უყვარს ნინი უბრალოდ თავის თავშიაჩაკეტილი და უჭირს სიყვარულის გამოჟღავნება ან რაღაცის ეშინია და ამიტომა რო სულ მთრალი რო არის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent