შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულოდ


23-12-2023, 03:34
ავტორი USER122112
ნანახია 1 615

-ნუციკო!
მესმის თუ როგორ მეძახის ვიღაც და ცდილობს გამაღვიძოს.
-ნუციკო!!
მკაცრად მაღვიძებ ვიღაც და ამასთან ერთად აქეთ-იქით მარხევს.თვალები ისე გავახილე თითქოს სასტუმროს ერთ-ერთ უკომფორტულეს საწოლში ვიწექი, და მხოლოდ იმიტომ მაღვიძებდნენ რომ უგემრიელესი საჭმელი უნდა მოეტანათ.
-გისმენ
როგორც კი თვალები გავახილე დავინახე ჩემი დამრიგებელი, რომელსაც ცოტა აკლდა სიცილამდე.
-ზარი დაირეკა ნუციკო
მითხრა და სიცილით გავიდა საკლასო
ოთახიდან. დამრიგებლის გასვლიდან ხუთ წუთში მეც თავი ავიღე მერხიდან და წამოვჯექი. თავი მტკიოდა და როდესაც აქეთ-იქით მიმოვიხედე არავინ კლასში არ იყო, მივხვდი რომ გაკვეთილები დამთავრდა და წიგნები სწრაფად ჩავყარე ჩანთაში, როდესაც კიდევ ერთმა ზარის ხმამ გადამიყვანა ჭკუიდან, იმდენად ხმამაღლა ჩამესმა ყურში. სკოლიდან სანამ გამოვიდოდი შარფი კარგად მოვიხვიე კისერზე და გავედი. გარეთ ციოდა და გემრიელი კრუასანის სუნი ტრიალებდა, ტელეფონი ამოვიღე და მძღოლს დავურეკე.
-დემეტრე შეგიძლია სკოლასთან მომაკითხო?
ვკითხე და სიცივისგან კანკალი დავიწყე.
-დიახ, აქვე ვარ სამ წუთში მანდ ვიქნები.
-კარგი მადლობა
ვუთხარი, ტელეფონი გავუთიშე და გადავწყვიტე რომ სკოლაში შევსულიყავი, რადგან ძალიან ციოდა.
-ნუციკო
მესმის ხმა უკნიდან, და დავინახე სანდრიკა როდესაც შევტრიალდი.
-სანდრიკა
შევხედე და ძალით გავუღიმე.როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა. მომიახლოვდა და გადამკოცნა.
-ამდროს აქ რა გინდა?
მკითხა საყვარელი ღიმილით და შემათვალიერა.
-მძღოლს ველოდები სანდრიკა, გარეთ ძალიან ციოდა და შემოვედი, თავს ხო არ გავიყინავდი?
ვუთხარი და ფანჯრიდან გარეთ გავიხედე, დემეტრეს მოსვლას ველოდებოდი.
-წამო მე წაგიყვან, დაადე მაგ მძღოლს.
მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-ვუღაცას ჰგონია, ყველა გოგოსავით მანქანის გაგონებაზე ჩავუხტები მანქანაში.
ვთქვი, გავიღიმე და აქეთ-იქით დავიწყე ყურება.
-იცი რომ ჩემთვის შენ სულ სხვა ხარ.
მითხრა და მომაშტერდა როდესაც შევამჩნიე დემეტრე მანქანით.
-როგორც ჩანს ჩემი მძღოლიც მოვიდა. მადლობა შემოთავაზებისთვის,უნდა გავიქცე.
ვუთხარი სწრაფად გადავკოცნე და გავედი სკოლიდან დემეტრემ კი ჩემს დანახვაზე ფანჯარა ჩაწია.
-ხოარ გაწუხებს?
მითხრა და ჩაეცინა. მეც გავუცინე და ხმა არ გავეცი, ეგრევე ჩავჯექი მანქანაში. დემეტრეს სწრაფად დაჰყავდა მანქანა ამიტომ ათ წუთში სახლის ჭიშკართან ვიყავი. გადმოვედი მანქანიდან, კოდი ჩავწერე და ჭიშკრის კარები გავაღე. ეზოში არავინ იყო ამიტომ ეგრევე სახლში შევედი, რადგან ძალიან მციოდა. მისაღებ ოთახში არავინ იყო, არც ველოდი რომ
ვინმე იქნებოდა, რადგან ვიცოდი მარიტა და ვახო სამსახურში იყვნენ. კარები ჩავკეტე და ეგრევე მეორე სართულზე ავედი. ჩემი ოთახის კარები შევღე და ეგრევე ვიგრძენი, რომ აქ ვიღაცა შემოვიდა. მარიტამ და ვახომ
კარგად იცოდნენ თუ როგორ ვერ ვიტანდი, როდესაც სხვა შედიოდა ჩემს ოთახში. ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და მარიტას დავურეკე.
-გისმენ ნუცი
-დედა ჩემს ოთახში ვინ იყო შესული?
ვუთხარი და ჩანთა სკამზე ლამაზად დავდე.
-მე ვიყავი, მაინტერესებდა სახლში იყავი თუ არა.
-კარგი
ვუთხარი და ტელეფინის გათიშვას ვაპირებდი როდესაც ისევ რაღაც მითხრა.
-დღეს შენი ბიძაშვილები შემოივლიან.
-კარგი
ვუთხარი და გავუთიშე.ოთახი მივალაგე, ვიბანავე და გავემზადე, რადგან საღამოს უნდა გავსულიყავი კაფეში მეგობრებთან ერთად. ისე მალე გავიდა დრო ვერც კი გავიგე როგორ მოვიდნენ მარიტა და ვახო სახლში. ჩავედი პირველ სართულზე, მარიტას ლამაზად გაეშალა პატარა სუფრა.
-სად მიდიხარ ?
მკითხა სუშის დაფით ხელში და შემათვალიერა.
-რავი სესილი უნდა ვნახო და ლოლიტაში უნდა გავიდეთ.
ვუთხარი და დივანზე დავჯექი.
-მოვლენ შენი ბიძაშვილები და მერე წადი. ორი წამით მაინც გნახონ.
მითხრა და სუშის დაფა მაგიდაზე დადო.
-მარიტა, ჩემ ბიძაშვილებს ისედაც სულ ვნახულობ ხოლმე, შენ ნუ ნერვიულობ.
უცნაურად გამომხედა და ხმა არ გამცა. დავუფიქრდი მარიტას ნათქვამს და მართლაც არ იქნებოდა სწორი, რომ არ მენახა ჩემი ბიძაშვილები და ისე გავსულიყავი სახლიდან.მარიტა ისევ შემობრუნდა მისაღებში და გასასვლელი კარებისკენ წავიდა.
-მოვიდნენ?
ვკითხე და ღვინო დავისხი ღვინის ჭიქაში.
-ხო, ჭიშკარი უნდა გავუღო.
თქვა და სახლიდან გავიდა. მე ტელეფონი ამოვიღე, სესილიას დავურეკე და ღვინო მოვსვი.
-ხო ნუციკო
-რას შვები სად ხარ?
-რავიცი ეხა გამოვედი სახლიდან, შენ?
-ლუკა და იოანე მოვიდნენ მშობლებიანად, ვნახავ და გამოვალ.
-კარგი, არ იჩქარო.
მითხრა და გამითიშა, როდესაც ჩემი ბიძაშვილები და მათი მშობლები შემოვიდნენ სახლში.
-ნუციკო, ჩემი ლამაზი გოგო.
მითხრა ბიცოლაჩემმა და ჩამეხუტა.როგორც ყოველთვის ულამაზესი იყო და ძვირიანი სუნამოც ესხა.მეც გადავეხვიე.
-მაკა მომენატრე
-მეც ძალიან ჩემო ანგელოზო.
მითხრა, ხელები გამიშვა და ღიმილით შემათვალიერა. შემდეგ ბიძაჩემი მომიახლოვდა და გადამკოცნა ღიმილით.
-რამხელა გოგო გაზრდილხარ.
მითხრა ბიძაჩემმა და შემოსაცმელი გაიხადა. მე გავუღიმე და იოანე და ლუკა გადავკოცნე.
-ნუცა სად მიდიხარ?
მკითხა ლუკამ და გაბრაზებული მზერა ჩემს ჩახსნილ, მოტკეცილ ზედას მიაპყრო. ლუკა ისეთი ტიპის ბიჭი იყო, რომელსაც ულამაზესი გოგოები მოსწონდა და როგორც კი მისი შეყვარებულები გახდებოდნენ, მაშინვე ის გოგოები მონაზონებად გადაიქცეოდნენ.
-სესილია უნდა ვნახო და ლოლიტაში გავიდეთ, რაიყო?
ვკითხე და ღიმილით მივაშტერდი ისე თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი.
-მე წაგიყვან.
მითხრა ლუკამ და კარებისკენ დაიძრა.
-არაა საჭირო ლუკა, მძღოლი წაიყვანს არ შეწუხდე.
უთხრა მარიტამ ღიმილით.
-მარიტა რა შეწუხებაა.
უთხრა, გაუღიმა და სახლიდან გავიდა. მეც გავყევი. მანქანა ჭიშკართან ეყენა, ჩაჯდა და დაქოქა. მეც ნელა ჩავჯექი მანქანაში.
-აიწიე ეგ ზმეიკა ეგრე რო გაქვს ჩახსნილი.
მითხრა და მანქანა დაძრა.
-ლუკა რაგინდა? ძალიან ლამაზად ვარ და ხასიათს ნუ გამიფუჭებ.
ცალი ხელით მანქანას ატარებდა და ცალით ზმეიკა ამიწია ისე რომ ხმაც არ გაუცია ჩემთვის. ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის.
-ათუკას ესე რო ენახე იცი რასაც გიზამდა.
მითხრა და მანქანას ისე ატარებდა, თითქოს ორივეს 9 სიცოცხლე გვქონოდა.
-ათუკა ვინაა?
გამოვიშტერე თავი, ვითომ არ ვიცოდი რომ ათუკა ლუკას ძმაკაცი იყო რომელსაც დიდი ხანი მოვწონდი.
-თავს ნუ იშტერებ ნუციკო
-ათუკა ვერაფერს ვერ მიზამდა და შემეშვან ეს შენი ძმაკაცები. არც ერთს არ ვიცნობ კარგად და არც მინდა გავიცნო.
ვუთხარი და სესილიას დავურეკე.
-სად ხარ სესილია?
ვკითხე და ფანჯარაში გავიხედე.
-აქ ვარ მე
-მეც ხუთ წუთში მანდ ვიქნები
ვუთხარი და გავუთიშე. ლუკას ჩუმად გავხედე და ვიღაცას წერდა ტელეფონში.
-ვიღაცის წერას ჯობია გზას გახედო.
ვუთხარი, ლუკა კი ისე იქცეოდა თითქოს ჩემი არც ესმოდა. ყურადღება აღარ მიმიქცევია, ფანჯარაში ყურებით გავერთე. ზუსტად ოთხ წუთში ლოლიტასთან ვიყავი. ლუკამ მანქანა დააპარკინგა და გადმოვიდა ჩემთან ერთად მანქანიდან.
-შენ საით?
ვკითხე და სესილია გადავკოცნე.
-მეც ლოლიტაში მაქვს საქმე.
მითხრა, სესილია დააიგნორა და შევიდა ლოლიტაში.
-ამას რა სჭირს?
-არვიცი და არც მაინტერესებს.
ვუთხარი და ლოლიტაში შევედით.
შესვლოსთანავე მიმტანი მოვიდა ჩვენთან.
-გამარჯობა.
-გამარჯობა, ადგილი გვინდა ორი ადამიანისთვის.
მიმტანმა გაგვიღიმა.
-გამომყევით.
ჩვენც არ დავაყოვნეთ და მიმტანს გავყევით.
-ეს ადგილი შეგვიძილია შემოგთავაზოთ.
გვითხრა და ლამაზ ორ კაციან მაგიდაზე გვანიშნა. მე გავუღიმე და თავი დავუქნი. მიმტანი წავიდა ჩვენ კი დავჯექით.
-ნუციკო, არ შეიმჩნიო მაგრამ ჩვენგან მარჯვნივ ლუკა ათუკა და ბიჭები ზიან.
მე ჩანთა დავდე სკამზე და შეუმჩნევლად მეგონა გავიხედე, მაგრამ ათუკა უკვე მიყურებდა. ის სიმპატიური, ოცდაორი წლის ბიჭი იყო, გადაპარსული თმით და ლამაზი, მუქი ლურჯი თვალებით, კარგი ჩაცმულობით და თან მაღალი. ის ბავშვობიდან მომწონდა მაგრამ ეს არავისთვის, არასდრის მითქვამს.
-ათუკა ძაან სიმპატიურია არა?
მითხრა სესილიამ და მიაშტერდა.
-არის რა, ზუსტად მაგაზე მელაპარაკა ლუკა მანქანაში.
ვუთხარი და მენიუს გადავხედე.
-რაზე?
-რაზე და ათუკა არიცი რასგიზამს ესე რო დაგინახოსო.
ვუთხარი და ჩავიცინე, სესილი კი ისევ მათ აშტერდებოდა.
-კარგი გადახედე მენიუს,რა გინდა.
სანამ სესილი მენიუს აკვირდებოდა მე მაიკის ზმეიკა ქვევით ჩავიწიე და თმა გავისწორე. ისევ გავხედე ათუკას, ტელეფონში ლაპარაკობდა და ისევ მიყურებდა გაბრაზებული სახით. ათუკა ბევრ გოგოს მოსწონდა, შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრსაც. რატომაც არ მოეწომებოდათ, ბიჭია რომელიც ცნობილია თბილისში, კარგად იცმევს, განათლებულია მანქანა ჰყავს და ფულიანია.
-მე ყავას დავლევ და შოკოლადის ნამცხვას მივაყოლებ.
თქვა სესილიმ, მენიუ გვერდზე გადადო და მიმტანს ხელით ანიშნა, რომ მზად ვიყავით შესაკვეთად. მიმტანიც იმ წამსვე მოვიდა.
-ერთი შოკოლადის ნამცხვარი და კაპუჩინო
უთხრა სესილიმ და ტელეფონში შეძვრა.
-ერთი ჩიზქეიქი და ჩაი
ვუთხარი და გავუღიმე, მიმტანმაც გამიღიმა და წავიდა.ტელდფონი ავიღე უნდა გადამემოწმებინა რაღაც როდესაც თმა ვიღაცამ შემისწორა. ავიხედე თუ არა ათუკა დავინახე, ტელეფონი დავდე და სესილიას გავხედე რომელიც ათუკას ისე მიშტერებოდა ლამის დორბლი ჩამოსვლოდა.
-ნუცკი ადექი, წავედით.
მითხრა, თვალებში მიყურებდა და ცალყბად მიღიმოდა. მეც არ დავიხიე უკან და თვალებში ვუყურებდი.
-ათუკა ჩიზქეიქს ველოდი და ჩვენ არ მახსოვს სალაპარაკო გვქონოდა.
ათუკას ჩაეღიმა და მაიკის ზმეიკა ბოლომდე ამიწია.
-სესილია ხოარ გეწყინება ნუცკი რო მოგტაცო?
გახედა სესილის, რომელიც ისეთი დატყვევებული იყო, რომ თავი დაუქნია ღიმილით. მე თვალები ავატრიალე ჩანთა ავიღე და ათუკას გავყევი. ლოლიტას წინ მანქანა ეყენა. კარები გამიღო მეც ჩავჯექი, და თვითონაც ჩემს მერე.



№1 სტუმარი Gvanca

Daßawyisi sainteresoa veli axal tavs

 


№2 სტუმარი hi

rogor veli axal tavs. zalian kargi dasawyisia da madlobeli viqnebi tu ar miatoveb❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ლლლლლ

კარგია!! მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent