შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე(12)


24-12-2023, 01:56
ავტორი sati
ნანახია 1 604

-შენი უსაფრთხოებისთვის-მომიახლოვდა, ამით ცდილობდა ეიძულებინა მეც უკან დამეხია და შევსულიყავი. არ გავჯიუტებულვარ, რას მომცემდა მასთან კამათი? ის ხომ უბრალოდ მის მოვალეობას ასრულებდა. გავბრუნდი და მისაღებში დავჯექი სავარძელზე. მეჩვენებოდა, რომ ჩემს წინ სავარძელში იჯდა ერიკო. ზუსტად ჩემს პირდაპირ და მიყურებდა. მეგონა, რომ წუთი წუთზე რაღაცას მეტყოდა, ხმას ამოიღებდა, რადგან პირი ჰქონდა ღია... ასეთი ვნახე ბოლოს ასფალტზე, რომ იწვა. ჰალუცინაციები მქონდა. არ გამიკვირდებოდა, რომ ბიპოლარულ აშლილობასთან ერთად, შიზოფრენიაც დამმართნოდა უკვე. თვალები დავხუჭე რამოდენიმეჯერ და ჩემი თავის დამშვიდება ვცადე. ეს უბრალოდ გეჩვენება, ერიკო მკვდარია და აქ არ ზის. მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გავახილო თვალები, ერიკო ისევ იქ ზის და მიყურებს - წადი - ხმადაბლა დავიჩურჩულე - ერიკო წადი გთხოვ-ვემუდარები. შემაკანკალა, შემამცივნა. უცბად ერიკოს და ჩემს შორის დისტანცია შემცირდა. თითქოს უკნიდან ვიღაც მოაწვა სავარძელს და ჩემკენ წამოსწია. ადგილზევე გავშრი. ცოტახანი გაუნძრევლად ვიჯექი, ის ისევ მიახლოვდება. ოღონდ ისე, რომ მოძრაობის მომენტი არ ჩანს. წამის მეასედში ხდება ეს ყველაფერი. მაგიდა ჩვენს შორის საერთოდ ქრება. კიდევ ერთხელაც რომ წამოიწიოს სავარძელი, მე და ერიკოს შორის დისტანცია საერთოდ აღარ იქნება. წამოდგომა მინდა, მაგრამ სხეული არ მემორჩილება. მინდა ვიკივლო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. ის კი ისევ ისე მიყურებს, ვერ ვხვდები რა უნდა ჩემგან. მე ხომ არაფერი დამიშავებია, მისთვის არ მისროლია, იქ რომ ვყოფილიყავი საერთოდაც არ მივცემდი არავის უფლებას ეს გაეკეთებინა. მინდოდა, რომ ეს ცოდნოდა, იქნებ თავი დაენებებინა, რომ ცოდნოდა რომ მისთვის ცუდი არ მინდოდა. არ მინდოდა მომკვდარიყო. მაგრამ ვერ ვეუბნებოდი. იქნებ ესმის კიდეც? ის ხომ ჩემი ჰალუცინაციის ნაწილია. და სავარძელი კიდევ გაინძრა და ერიკოს სახე ჩემსას უახლოვდება, პირს კიდევ უფრო ფართოდ აღებს, თითქოს უნდა იყვიროს, სახე ემანჭება ტკივილისაგან და ... ამ დროს მხარზე შეხებას ვგრძნობ. ხმა მიბრუნდება და შიშისაგან კივილს ვიწყებ. ჩემს უკან ვაჩე დგას. ეგრევე სავარძელს გავხედე, მაგრამ იქ არავინ აღარ იჯდა. მერე ისევ ვაჩეს შევხედე მინდა დავრწმუნდე, რომ ის რეალურია და მორიგი ჰალუცინაცია არ მაქვს.
-ნენე- ჩურჩულებს- დაგემართა? 10-ჯერ მაინც დაგიძახე-მგონი მართლა ჭკუიდან ვიშლებოდი-წამოდი, დაწექი.
-დაინახე?-ეგრევე ვდგები და სავარძელთან მივდივარ- წამოწიე წინ? შენ იყავი?
-რა წამოვწიე?-ისიც ისე მიყურებდა, როგორც შეშლილს.
-კარგი... დაივიწყე-მივხვდი, რომ ჰალუცინაცია იყო, ალბათ სტრესის ბრალია.
-ნენე, წამოდი, ზევით ავიდეთ-ჩემთან მოვიდა, ხელი შემომხვია და ზევით ამიყვანა. ნერსეს საძინებელთან მივედით.
-არა, აქ არა-გვერდით საძინებელში შევდივართ, ვაჩეს საწოლამდე მივყავარ და მაწვენს.
-გეხვეწები არ წახვიდე სანამ არ დამეძინება-მუდარით სავსე თვალებით ვუყურებ, არ მინდა ოთახში მარტო დარჩენა. მგონია რომ ერიკო დაბრუნდება. ვიცი, რომ ჰალუცინაცია იყო, მაგრამ ის ისეთი რეალური იყო ჩემთვის, როგორც ახლა ჩემს წინ მდგომი ვაჩე. ვაჩემაც არ მაწყენინა და საწოლის მეორე მხარეს დაჯდა და კედელს მიეყუდა.
-ვწუხვარ, რომ ამ ყველაფრის ნახვა მოგიწია-ველოდებოდი ლეგენდარულ ფრაზას ,, მე ხომ გეუბნებოდი’’, მაგრამ ჯერჯერობით აგვიანებდა გამოჩენას-კარგი, დაიძინე ახლა დასვენება გჭირდება-რა თქმა უნდა ყველამ ჩემზე უკეთ იცოდა ამ ოჯახში რა მჭირდებოდა, ელენეს აზრით ჩემი საჭიროებები კონტრაცეპტივებით შემოიფარგლებოდა, ვაჩესი - დასვენებით, ნერსესი - სიმართლის არ ცოდნით და ვაჟას ალბათ საერთოდ ერთ ადგილას ეკიდა მე რა მჭირდებოდა. რაც ნერსეს გავყევი ცოლად სულ 3 სიტყვა მითხრა, ისიც დღეს. ერთი სული მქონდა, როდის ჩამეძინებოდა, მაგრამ ძილი არა და არ მეკარებოდა. ვაჩე კი მშვიდად იჯდა და ერთ ადგილას მიჩერებოდა.
-ვაჩე, ეს ყველაფერი არ გაწუხებს?
-არა, იმიტომ, რომ დღის ბოლოს ვიცი, რომ აქედან არაფერში არ ვარ გარეული. არ ვმუშაობ მათთან ერთად.
-ფულს ხო ართმევ.
-ნენე, არ გვინდა ძალიან გთხოვ. დაიძინე, ეს დღეები საკმარისად დაისტრესე უკვე.
-ვერ ვიძინებ. ერიკო მელანდება-ეს სიტყვები ხმამაღლა წარმოვთქვი, მაგრამ როგორც ჩანს გაიგო, რადგან ეგრევე გამომხედა. ოდნავ ახლოს მოიწია და მხარი გადამხვია, თმაზე მეფერებოდა.
-დაიძინებ-მართლაც მალევე დამეძინა.
**
დილით ოთახში ნერსე შევიდა და ვაჩე დაინახა, რომელსაც ნენეს გვერდით მჯდომარეს ეძინა. ვაჩეს ფეხის ხმაზე ეგრევე გაეღვიძა და უხერხულად წამოდგა.
-ნერსე... -თავი უხერხულად იგრძნო , არ უნდოდა მის ძმას რაიმე ეფიქრა.
-კარგი რა გჭირს, ვიცი მეგობრები ხართ. ნენეს გუშინ სჭირდებოდი, პირიქით მადლობა რომ მარტო არ დატოვე. წამოდი, ვისაუზმოთ.
ვაჩე და ნერსე ქვევით ჩავიდნენ, ნათიას ნინო ჰყავდა სამზარეულოში ჩაყვანილი და აჭმევდა.
-ვაიმე ბიძიკოს სიყვარული ვინ არის-ვაჩე ბავშვთან მივიდა და ლოყები დააგლიჯა, მერე აკოცა და ხელში აიყვანა-ნათია მე ვაჭმევ რა.
-ეგრე მითხარი წინაზეც და მშიერი დამიტოვე ბავშვი.
-ვაჭმევთ ჩვენ ნათი, მიდი შენ ყავა დალიე, ოღონდ შიგნით.
ნათიამ თავისი ყავა აიღო და მისაღებ ოთახში გავიდა.
-როგორ არის?
-ვერ ხედავ?-ვაჩეს ეგონა ნინოზე ეკითხებოდა. მერე ბავშვი ჩასვა ისევ სკამში და ჯამი აიღო რომ ეჭმია.
-ნენეზე გეკითხები.
-ჰო-ამოიოხრა ვაჩემ, კოვზი აიღო და ნინოს ჭმევა დაიწყო. მერე ნერსეს გახედა და დაფიქრდა ეთქვა თუ არა-იცი რას არ გაპატიებ? არასდროს. ნენეს რამე რო დაემართოს.
-რას გულისხმობ?
-გუშინ, რომ დაიძინე, ქვევით ჩავედი. მისაღებში იჯდა სავარძელში. მინიმუმ ათჯერ მაინც დავუძახე და არ გამომხედა. განა იმიტო რო გაბრაზებული იყო, ან ფიქრებში გართული. სავარძელს უყურებდა და არ ირყეოდა. მხარზე ხელი რო დავადე თითქოს გამოფხიზლდა და წამოხტა, მეორე სავარძელთან მივარდა და მეკითხებოდა დავინახე თუ არა როგორ წამოიწია მისკენ. ნერსე, ჰალუცინაცია ჰქნოდა და მითხრა რომ ერიკო ელანდება. ნენეს ისედაც სუსტი ფსიქიკა აქვს, გუშინ წინ რაც ნახა, კატასტროფულად იმოქმედებს მასზე. გეფიცები, ნინოს თავს, ნენეს რომ რამე დაემართოს, ან თვითონ რო დაუშავოს თავის თავს რაიმე, არ გაპატიებ. ანდრონიკაშვილი მონაგონი იქნება ჩემთან შედარებით.
-თამარი ჰო არის მაგის ფსიქიატრი?
-მერე თამარს როგორ მოუყვეს ეს ყველაფერი?
-კარგი, სხვა ფსიქიატრს მოვძებნი, მაგრამ ეგ პოსტ ტრავმულ აშლილობას ჰგავს, არამგონია გამწვავება ჰქონდეს. ვაჩე, ბავშვს გეფიცები, არ მინდოდა ნენე ამ ყველაფერს შესწრებოდა და მაგიტო მიმყავდა დასასვენებლად. მანამდე კიდე მოვიფიქრებდი, როგორ გამოვსულიყავი ამ ბიზნესიდან ნელა-ნელა, როგორ მომეშორებინა ანდრონიკაშვილი და გამერიდებინა ნენე ამ ყველაფრისგან. აი 10 წუთი.. 10 წუთითაც რომ დაეგვიანებინა იმ სირს..
-არ აქვს მნიშვნელობა. ნეტა ერიკო მაინც არ ყოფილიყო და პირდაპირ ბიძამისი მოსულიყო, ეგ რომ მომკვდარიყო ყველაფერი ეგრევე დამთავრდებოდა. ეხლა, ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს რა გააჩერებს. მისი ძმა, რძალი და უკვე ძმის შვილი ჩვენი ამოწყვეტილია.
-იმიტო რო ერიკო დებილი იყო ვაჩე, იმპულსური და წინდაუხედავი.
-ვანოს რომ არ ესროლა შენ ესროდი?-ვაჩე არ იცნობდა სინამდვილეში მის ძმას კარგად. მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, სადღაც 8 წელი მაინც. რაც 12 წელი შეუსრულდა ნერსეს, ვაჟა სულ ბიზნეს შეხვედრებზე ატარებდა, ვაჩეს კი ეს საქმე დიდად არ ანაღვლებდა, ყოველ შემთხვევაში საკუთარ თავს აჯერებდა ასე. რეალურად კი ძალიან უნდოდა მამას მისთვისაც მიექცია ყურადღება და ეტარებინა მასთან ერთად სამსახურში. ძმაც საშინლად ენატრებოდა, ხოდა ყურადღების მისაქცევად ხშირად აშავებდა ბევრ რამეს. ვაჩე ვერ ხვდებოდა რაზე იყო ნერსე წამსვლელი, რადგან არასდროს არ უსაუბრია მასთან მის შავ ბიზნესზე, სანამ ნენე არ გამოჩნდა მათ ცხოვრებაში. ნენე ერთგვარი გამყოფი და ამავდროულად დამაკავშირებელი ქედი გახდა მათ შორის. ნერსე საზურგეს მიეყუდა, ოდნავ გაეღიმა და ყავა მოსვა. ვაჩესთვის კი პასუხი არ გაუცემია. რთულია განვსაზღვროთ, რა იმალებოდა ამ ღიმილის უკან. ის ფაქტი, რომ ნერსეს უკვირდა რომ ვაჩემ საერთოდ დასვა ეს კითხვა? ან იქნებ ერთგვარი პასუხი იყო ვაჩეს კითხვაზე დასტურის სახით. ნერსეს ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, ნენემდე და ნენეს შემდეგ. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც ნენეს, მასაც აწუხებდა გაორება. ნერსეს დიდი ცვლილებების გაკეთება უწევდა ცხოვრებაში, რაც მთლიანად ცვლიდა მის მსოფლმხედველობას. ამიტომ არ გასცა პასუხი ვაჩეს, რადგან თვითონაც არ იცოდა რას გააკეთებდა, რომ არა ვანო და დაცვის ბიჭები. შესაძლოა ესროლა, ალბათ თავის თავთან მარტო რომ დარჩენილიყო, იფიქრებდა, რომ ისროდა. მაგრამ ნენესთან რომ ყოფილიყო, ალბათ ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემდა. მთავარი ის იყო, რომ ადრე არც ფიქრობდა სხვა ვარიანტებზე, ახლა კი საკუთარ თავთან სერიოზულ ჭიდილს განიცდიდა.
-შენ არაფერზე არ ინერვიულო-ნერსემ ახლა უფრო გაბედულად გაუღიმა-არაფერი გემუქრება, მაგრამ ცოტახანი აქ იცხოვრე. შემოთავაზებაც მაქვს, იცი, რომ უკვე ლეგალური ბიზნესი მინდა მქონდე სმხოლოდ. ხოდა დახმარება მჭირდება, იმუშავე ჩვენთან ერთად. ცოტახანში რომ ისწავლი ყველაფერს დირექტორადაც დაგნიშნავ, მანქანაბეში კარგად ერკვევი. მე მხოლოდ ფარმაცევტულში დავრჩები და ზედმეტად არ ჩავერევი შენ საქმეში. რას იტყვი?-ნერსე ძმასთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობდა. მუდმივად აწუხებდა, რომ მასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, სულ ცდილობდა რამენაირად საქმის კურსში ყოფილიყო და ყველაფერი გაეგო რაც მის თავს ხდებოდა, მაგრამ ეს ვაჩეს აღიზიანებდა. ვაჩეს სიხარულისგან თვალები გაუფართოვდა, მაგრამ ეცადა დაემალა.
-რათ მინდა-ისე მოიკატუნა თავი, თითქოს არ უნდოდა.
-აბა როდემდე უნდა იჯდე ასე? მოკლედ ხვალიდან იწყებ. მალე ოჯახს ქმნი და როდემდე უნდა იჯდე ასე უსაქმოდ-ნერსემ გადაჭრით უთხრა, რომ ხვალიდან იწყებდა მუშაობას. ნერსე ასე განა იმიტომ იქცეოდა, რომ მისი ოჯახის წევრების კონტროლი სიამოვნებდა, არა. ნერსე იმას აკეთებდა და ამბობდა, რისი გაკეთებაც და თქმაც მათ არ შეეძლოთ და ამით უადვილებდა მათ საქმეს და თავმოყვარეობასაც არ ულახავდა. ვაჩესთვის რთული იყო იმის აღიარება, რომ მამასთან ერთად მუშაობა უნდოდა ფირმაში, ახლა კი შეეძლო ეთქვა, რომ ნერსემ დააძალა. ნერსეს არ ადარდებდა, რომ ამის გამო სულ ლანძღავდნენ ნენეც და ვაჩეც, მისთვის მთავარი იყო მათი ახლობელი ადამიანები ბედნიერები ყოფილიყვნენ. ამასობაში ნენეც ჩამოვიდა, თეთრი ხალათი და პიჟამო ეცვა. თუმცა სახეზე მსუბუქი მაკიაჟი ესვა და თმებიც დავარცხნილი ჰქონდა. სამზარეულოში შევიდა, ნინოს თავზე აკოცა და ხელში აიყვანა. მერე მადუღარასთან მივიდა და ყავის მოდუღება დაიწყო.
-როგორა ხარ შენ-ბავშვი ჩაკოცნა-რა ადრე გაგიღვიძებია დღეს-თან ეფერებოდა-მე და შენ დღეს ბევრი უნდა ვითამაშოთ-ბავშვიც ეფერებოდა და ეხუტებოდა ნენეს.
-მამა!-მერე ნერსეს ძებნა დაიწყო ბავშვმა თვალებით, ნერსეც წამოდგა და გამოართვა ბავშვი ნენეს. მაგრამ არ დაბრუნებულა მაგიდასთან, მის გვერდით იდგა და ელოდებოდა, როდის მიაქცევდა ყურადღებას. ნენემ ყავა აიღო და გასვლა დააპირა, მაგრამ ნერსე არ ირყეოდა და არ ატარებდა.
-უნდა წავიდე, საქმე მაქვს. ვაჩე იქნება შენთან. ცოტახანში ალექსანრე და თამარაც მოვლენ. მოკლედ მარტო არ იქნები.
-უფროსწორად მეთვალყურეობის ქვეშ ვიქნები-ნენემ მკაცრად გახედა და უხეშად უპასუხა-უთხარი არ მოვიდნენ, არ მინდა არავის ნახვა-ნინოს ლოყაზე აკოცა და ყავით ხელში ზევით ავიდა.
-გადაუვლის-ვაჩე ძმის დამშვიდებას ეცადა-ხო იცი ნენეს ძალიან უყვარხარ.
-აქ სიყვარულში არ არის საქმე-ნერსემ ვაჩეს მიუყვანა ნინო და წავიდა.
***
აივანზე ვიჯექი და ეზოში ვიყურებოდი. ვანო დადიოდა და პერიმეტრს აკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ კამერების ოთახი გვქონდა, ასე ურჩევნოდა. შიგადაშიგ მე მაკვირდებოდა, მემგონი ეგონა, რომ გადახტომას ვაპირებდი. ერთი სული ჰქონდა მთელ დაცვის ბიჭებს ოთახში როდის შევბრუნდებოდი. მერე ვანოსთან მივიდა გიგა და კიდევ ერთი, მე მიყურებდნენ და ლაპარაკობდნენ. სავარაუდოდ განიხილავდნენ როგორ ჩაერაზათ აივანი რო ვეღარ გავსულიყავი. ხომ შეიძლება თვითმფრინავი მოფრენილიყო და იქიდან ესროლათ. არანორმალურები. მერე ცოტახანში ვაჩე ამოვიდა ნინოსთან ერთად.
-გოგო არ გაიყინე?-გვერდით დამიჯდა. ნინოს დანახვა ცოტათი მამშვიდებდა და ამ სტრესს მავიწყებდა-ნათია სახლში გავუშვი.
-რა ქენი?
-ხო, შვილი ჰყავს ავად და შემეცოდა. დღეს ჩვენ მოგვიწევს ნინოს მოვლა.
-ვაჩე გააფრინე? მეორე ძიძას დაურეკე, ვერ მოვუვლი მე ბავშვს-შეშინებულმა გავხედე.
-ნინოს დედად ეკუთვნი.
-არა, ნინოს ჰყავს დედა,რომელიც აკითხავს ხოლმე.
-რა მნიშნელობა აქვს, თუნდაც დედინაცვლად. წამოდი ბავშვი ვაბანაოთ, სუ დაითხვარა ჭამისას.
-არა, დამეხრჩობა ვაჩე თავი გამანებე-სიგარეტის კოლოფი ამოვიღე, წამოვდექი და ნინოსგან შორს დავადექი, მოვუკიდე.
-კარგი, გაიყინოს მაშინ და დათხვრილმა იაროს.
-რატო მიშლი ეხლა ნერვებს? დაურეკე დედამისს და მოვიდეს.
-ძალიან გინდა ნერსეს ყოფილი ცოლი მოვიდეს?-ამაზე არ მიფიქრია, ჩემთან მოვიდა და სიგარეტი გამომაცალა-რამდენჯერ გითხრა ნუ ეწევი თქო? ვსო შევედით-მკლავზე მომკიდა ხელი, მეორე ხელით ბავშვი ეკავა და შიგნით შევედით. აბაზანის კარი გამოაღო და ონკანი მოუშვა, რომ ცოტა ავსებულიყო ცხელი წყლით ვანა.
-მიდი ბავშვის რაღაცეები გამოიტანე ოთახიდან-ნინოს ოთახში შევედი და კარადაში მისი ნივთების ძებნა დავიწყე. უცბად რაღაც ხმა მომესმა, უკან გავიხედე და კუთხეში მდგარი ტორშერი გაირყა, თითქოს ოდნავ ხელი კრეს, მაგრამ მალევე გაჩერდა. არ მივაქციე ყურადღება, ნინოს ხალათი ავიღე და აბაზანაში შევედი. ვაჩეს უკვე ჩასმული ჰყავდა ნინო აბაზანაში, წყალიც პატარაზე ჰქონდა ავსებული, მაგრამ ჯერ კიდე მოშვებული იყო ონკანი.
-ოხ ნენე შენ რა გითხარი, პამპერსი არ უნდა გამოგეტანა? მოვალ ეხლავე.
-ვაჩე მოიცადე არ დამტოვო ბავშვთან მარტო-ვაჩეს გაეცინა.
-გოგო, ბავშვია მონსტრი ხო არა, მოიცადე ორი წუთი-ნინოსთან საძინებელში გავიდა. მე ნინოს მივაჩერდი შიშით, მეგონა რომ რამე დაემართებოდა სანამ მე მყავდა. თვალს არ ვაშორებდი, ისიც მიყურებდა ცოტა შეშინებული თვალებით. ვერ ხვდებოდა ასე რატომ ვაჩერდებოდი. წყალი დავკეტე, რადგან ძალიან გავსებული იყო, იმისიც მეშინოდა, ბავშვი არ დავახრჩო თქო. ვაჩე შემოვიდა და წყალში ჩაასხა რაღაც შამპუნი, რომელიც მერე ქაფად იქცევა. არ მახსოვს სახელი. წითელი შეფერილობა ჰქონდა, მოულოდნელად მთელი წყალი წითლად შეიღება, სისხლს ჰგავდა... ერიკოს სისხლს. უკნიდან ისევ იმ ტორშერის ყანყალის ხმა მომესმა, უკან გავიხედე და ერიკოს პირდაღებული, ტკივილისაგან დამანჭული სახე მომელანდა, სახეზე ხელები ავიფარე და წამოვიკივლე. ნინომ ტირილი დაიწყო, ვაჩემ ხელში აიყვანა ეგრევე, რომ არ გადაბრუნებულიყო და წყალში არ ჩავარდნილიყო.
-ნენე, ნორმალური ხარ? ბავშვს გაუსკდა გული-ხალათი შემოაცვა და საძინებელში გაიყვანა. თვალებზე ხელი მქონდა აფარებული და ასე ვიჯექი, სანამ ვაჩე არ შემობრუნდა-ნენე-ეცადა სახიდან ხელები ჩამოეხსნა, მაგრამ ვერაფერს გახდა-ნენე მაშინებ.
-მაცადე ცოტახანი-იატაკზე დავჯექი და კედელს მივეყრდენი. ვაჩე ოთახიდან გავიდა და ვიღაცას დაურეკა. ცოტახანში თამარა მოვიდა. პირველი სართულიდან რომ დაიწყო კაკუნის ხმა, ეგრევე მივხვდი, ვინც იყო. კიბეებზე ჩქარა ამოვიდა და აბაზანაში შემოვარდა.
-ნენე-მშვიდი ხმით მითხრა, ეგონა, რომ მანიური ეპიზოდი მქონდა, ან თავს რამე დავუშავე. ირგვლივ მიმოიხედა და საგანგაშო ვერაფერი რომ ვერ ნახა, მოვიდა და გვერდით დამიჯდა-რა ხდება? ვაჩემ დამირეკა ცუდად არისო.
-თავბრუ დამეხვა ალბათ-თვალებს არ ვახელდი არ მინდოდა, რომ კიდევ ერიკოს სახე დამენახა და მერე მართლა ფსიქიატრიულში ამომეყო თავი. მე ზუსტად ვიცოდი ახლა რაც მჭირდებოდა და ვინც.. მაგრამ საკუთარი თავი არ მიშვებდა.
-ალბათ?
-ხო, თავბრუ დამეხვა თამარა, არაფერი ისეთი. ვაჩე, ყოველ ცუდად გახდომაზე ფსიქიატრს არ იძახებენ.
-მე მარტო შენი ფსიქიატრი არ ვარ-საყვედურით გადმომხედა-ნენე ადექი ეხლა აქედან, წამომყევი საძინებელში და დამელაპარაკე. ან დაწექი თუ თავბრუ გეხვევა, ხო ხედავ ნერვიულობს ვაჩე.
თამარას აღარ ვუსმენდი, თავი მქონდა ჩარგული მუხლებში და თვალები დახუჭული. იმედი მქონდა, რომ ცოტახანში საერთოდ დამავიწყდებოდა რის გამო გავხდი ცუდად და წამოვდგებოდი. მაგრამ რამდენჯერაც თვალის გახელვას დავაპირებდი, წინ წითელი ფერი მედგა, შემდეგ ერიკოს სახე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე, მაგრამ ცოტახანში ვიგრძენი, რომ ვიღაცა მომიახლოვდა და ხელში ამიყვანა. უცბად საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი, უსაფრთხოდ ვიყავი. თვალები რომ გავახილე ნერსეს ვყავდი მიხუტებული გულმკერდზე და საძინებლისკენ მივყავდი. ხელები შემოვხვიე კისერზე და ჩავეხუტე. თვალები ამიცრემლიანდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, რომ არ მეტირა. ჩვენს საძინებელში შემიყვანა და კარი დაკეტა, უკან თამარა და ვაჩე მოგვყვებოდნენ, მაგრამ არც ერთი არ შემოუშვა. მერე საწოლზე დამაწვინა და თვითონაც მომიწვა, ხელი შემომხვია წელზე და მაგრად მიმიხუტა. თავზე მაკოცა და თმაზე დამიწყო მოფერება.
-ეხლა რაც არ უნდა იწიკვინო, არსად არ გაგიშვებ-შეწინააღმდეგება არც მიფიქრია, ამდენი დღის განმავლობაში პირველად ვიყავი ასე მშვიდად. გაორება მჭირდა, როცა ნერსე ჩემს გვერდით არ იყო, მთელი არსებით მეზიზღებოდა ჩემი თავი, რომ ასეთ ადამიანთან ვიყავი, მაგრამ როდესაც ერთად ვიყავით.. საერთოდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ტირილი დავიწყე. ხმამაღლა მოვთქვამდი და ნერსეს პერანგს ვებღაუჭებოდი-იტირე-მეგონა დამშვიდებას ეცდებოდა, მაგრამ არა. ნერსე კარგად ხვდებოდა, რაც მჭირდებოდა. შესაძლოა, აქამდე ვერ ვხვდებოდი ზუსტად იმ თვისებებს, რის გამოც ეს ადამიანი შემიყვარდა, მაგრამ ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად არაკაცად ვაგრძნობინებდი თავს და ბოლო სიტყვებით ვლანძღავდი, ნერსე სულ ზრუნავდა ჩემზე, მაშინაც კი როდესაც ნაჩხუბრები ვიყავით, ან გაბრაზებულები ერთმანეთზე. ნერსეს გულთან ახლოს არ მიჰქონდა ჩემი სიტყვები, რადგან ხვდებოდა, რომ რასაც ვამბობდი, იმავეს არ ვფიქრობდი. თავს საშინლად ვგრძნობდი, ერთის მხრივ, ჩემი გონება მკარნახობდა, რომ დროზე დამეღწია თავი ამ ოჯახისთვის, მეორეს მხრივ, კი გული და სხეული მეუბნებოდნენ, რომ ნერსესთან უნდა დავრჩენილიყავი. როდესაც ნერსე ჩემს გვერდით არ იყო, თავს მსოფლიოში ყველაზე მარტოსულ ადამიანად ვგრძნობდი. წარმოიდგინეთ, გლობუსი, რომელზეც ვერაფერს ხედავთ გარდა ქვეყნების საზღვრებისა. ნერსეს გარეშე, თავი ამ გლობუსზე წარმომედგინა, რომელზეც მარტო მე ვიდექი და ირგვლივ სიცარიელე იყო. ვიცი, სულელურია, მაგრამ ჩემს ფანტაზიებში სწორედ ეს სურათი ისახებოდა, როდესაც ნერსე გვერდით არ მყავდა. დავიღალე ამდენი ბრძოლით, დავიღალე მუდმივად იმაზე ფიქრით, რომ რასაც ვაკეთებ არასწორია.. ამ დროს რას ვაკეთებ? ან რას ვაშავებ? იმას, რომ ადამიანი მიყვარს? მე ნერსე მიყვარს.
-დამშვიდდი?-მივხვდი, რომ უკვე აღარ ვტიროდი, დამშვიდებული ვიყავი და თითქმის ჩაძინებულიც. მაგრამ მის ხმაზე გამოვფხიზლდი. წამოვჯექი და თვალებში შევხედე.
-ერიკოს ვხედავ-გაეღიმა. რაზე გაეღიმა? მთელი სხეული მიცახცახებდა ამაზე ფიქრში, ეს კიდე იღიმოდა.
-ნენე, ეს ბუნებრივია იმის მერე რაც მოხდა. გადაგივლის. პოსტ ტრავმული აშლილობაა-სახეზე მომკიდა ხელი-თამარას დაველაპარაკები, მე ვიცი რასაც ვეტყვი და წამალს შეგიცვლის რომ ცოტა უფრო მშვიდად იყო. თუმცა, თამარას ვერ დაელაპარაკები და სხვა თერაპევტთან მოგიწევს წასვლა.
-არ მინდა თერაპია.. ნერსე, არ შემიძლია ასე ცხოვრება. შენგან მეტს არაფერს ვითხოვ გარდა სიმართლისა. ხო ხედავ რომ ასე უფრო ცუდად ვარ? არაფერი არ ვიცი, გარდა იმისა, რომ გუშინ წინ ჩემს თვალწინ ადამიანი ჩაცხრილეს. არ ცოდნა უფრო დიდ ზიანს მაყენებს. ნერსე... ჰალუცინაციები მაქვს, ჭკუიდან გადავდივარ. გემუდარები, თუ გიყვარვარ და ვიცი რომ გიყვარვარ მომიყევი ყველაფერი ისე როგორც არის და გპირდები, მე ჩემს თავს გავაკონტროლებ, რომ .. ზედმეტად არ ვინერივულო, რომ ძლიერი ვიყო და გვერდით დაგიდგე მაქსიმალურად. თუ ვერ გავაკონტროლებ კიდე, პირობას გაძლევ, მეტ შეკითხვას აღარ დაგისვამ-ცოტახანი მიყურებდა, თითქოს მართლა ფიქრობდა, მოეყოლა თუ არა. მერე თავზე ხელი გადამისვა და ისევ მიმიხუტა.
-რამდენიმე პირობა მაქვს.
-გისმენ.
-პირველი, მე რასაც ჩავთვლი საჭიროდ, მხოლოდ იმას მოვყვები. მაგრამ იმდენს, რომ შენი ცნობისმოყვარე ტვინი დაკმაყოფილდეს. მეორე, არაფერს არ დამიმალავ, თუ თავს ცუდად იგრძნობ ეგრევე მოხვალ და მეტყვი, ან დამირეკავ. მესამე, შენით არაფრის გარკვევას არ ეცდები და რასაც გეტყვი იმას გააკეთებ. სახლიდან ჩემს გარეშე არ გახვალ ცოტახნით. თანახმა ხარ?
-კი.
-ჰო, ის ალბათ მიხვდი, რომ ისევ ერთ საძინებელში უნდა გვეძინოს-ნერსემ გამომწვევად შემომხედა-შენ ჩემი ცოლი ხარ და ჩემს წინაშე პასუხიმსგებლობები გაკისრია.
-გავიგე ნერსე-სახეზე გავწითლდი, არ მჯერა, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი ახერხებდა ამ თემაზე ღადაობას. გარეთ საშინელი ამინდი იყო, ფანჯარა ოდნავ ღია გვქონდა და ქარმა მაგიდიდან ჭიქა გადმოაგდო და გატეხა. უცბად შევხტი, შემეშინდა, თითქოს გასროლის ხმა გამახსენდა. ნერსე წამოდგა და ჭიქასთან მივიდა.
-ნენე, აბა შემომხედე ორი წუთი-მივხვდი, რომ თვალები მქონდა დახუჭული-გაახილე თვალები-ახლა კლასიკური მბრძანებლობითი სამხარულის ტონით მომმართავდა. მეც გავახილე თვალები და ნერსეს მივაჩერდი-ამ ოთახში ჩემს გარდა ვინმეს ხედავ?-თავი გავაქნიე-ვერა. იმიტომ რომ არავინ არ არის. ქარმა გადმოაგდო ჭიქა. ეხლა ადგები და ერთად მოვხვეტავთ ამას. თუ გინდა ერიკოს დავუძახოთ და თვითონ იზამს-ვიცი, რომ საშინელი ადამიანი ვარ მაგრამ წამიერად გამეცინა. ეგრევე მოვიღუშე. წამოვდექი და ნერსესთან მივედი.
-არ გეგონოს, რომ რაიმეს ვამართლებ, რადგან გირიგდები. ჩემთვის წარმოუდგენელია გავამართლო ადამიანის მკვლელობა რაც არ უნდა იყოს. ნერსე, მე ჩემს ღირებულებებს ვერ გადავაბიჯებ, ეს მინდა იცოდე.
-არც გთხოვ ამას, ზუსტად ამიტომ არ მინდა შენთვის არაფრის მოყოლა.
-არა, ყველაფრის მოყოლა არც მჭირდება. მინდა, რომ ანდრონიკაშვილებზე მომიყვე, რომ ოდნავ მაინც დავიმშვიდო სინდისი, რომ ის ადამიანი უდანაშაულო არ იყო და თქვენ სასტიკად უბრალოდ არ მოგი..-ამ სიტყვას ვერც წარმოვთქვამდი. არც კი ვიცი რა უნდა მოეყოლა ისეთი, რომ გაემართლებინა ეს სიტუაცია, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა.
-კარგი, ავალაგოთ აქაურობა, სანამ ფეხები დაგიჭრია და რაც საჭიროა იმას მოგიყვები-შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა. მოემზადეთ, წინ საოცრად ჩახლართული ამბები გველოდება.
***
მეგობრებო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, ამიტომ შეძლებისდაგვარად გთხოვთ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება, ემოციები და შეხედულებები ისტორიაზე, პერსონაჟებზე. ჯანსაღ კრიტიკასაც რა საკვირველია მივიღებ. მოკლედ, გთხოვთ დატოვეთ კომენტარი, დიდ მოტივაციას მაძლევს თქვენი კომენტარები და თქვენთან კომუნიკაცია. მადლობა <3



№1 სტუმარი სტუმარი Maia

Dian sai teresoa.orori tavi rom dadot sheidleba

 


№2  offline წევრი sati

სტუმარი Maia
Dian sai teresoa.orori tavi rom dadot sheidleba

საიტს ლიმიტი აქვს დაწესებული მწერლებისთვის, 24საათში ერთი თავი იდება მხოლოდ სამწუხაროდ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ელა

გამიტაცა,დამაინტერესა და იმედია თავები მალე დაიდება.მოუთმენლად ველი.

 


№4  offline წევრი sati

სტუმარი ელა
გამიტაცა,დამაინტერესა და იმედია თავები მალე დაიდება.მოუთმენლად ველი.

დღეს დავდებ ღამე ახალს <3 მადლობა რომ კითხულობ <3

 


№5 სტუმარი თი

ოპააა ახლა იწყება თავდავიწყებაა, დროზე დადეეეე heart_eyes

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰააა .ისეთივე რთულია კომენტარის დაწერა ,როგორც პერსონაჟების ცხოვრების გზა, ურთიერთობა, მათი ტკივილამდე დასული შეგრძნებები ემოციები და ამ ყველაფრის ფონზე,ყველაზე მთავარი ...გამოუვალი მდგომარეობაა..ინტერესით ველოდები ყოველ მომდევნო თავში ამ ქაოსის დალაგებას თუმცაა ჯერ კიდევ ისეთი ლაბირინთია.. ვნახოთ ამ ლაბირინთს როგორ დააღწევენ თავს ისტორიის გმირები უმტკივნეულოდ და მათ არჩევანი რამდენად მტკიცეა...

 


№7  offline წევრი sati

Daldoni Daldoni
უჰააა .ისეთივე რთულია კომენტარის დაწერა ,როგორც პერსონაჟების ცხოვრების გზა, ურთიერთობა, მათი ტკივილამდე დასული შეგრძნებები ემოციები და ამ ყველაფრის ფონზე,ყველაზე მთავარი ...გამოუვალი მდგომარეობაა..ინტერესით ველოდები ყოველ მომდევნო თავში ამ ქაოსის დალაგებას თუმცაა ჯერ კიდევ ისეთი ლაბირინთია.. ვნახოთ ამ ლაბირინთს როგორ დააღწევენ თავს ისტორიის გმირები უმტკივნეულოდ და მათ არჩევანი რამდენად მტკიცეა...

ჰმმ ეგ ქაოსი სამხარაულების ოჯახში კიდე კარგა ხანი არ დალაგდება :დ ყოველი მომდევნო თავი ქაოსით იქნება მოცული, მაგრამ ბევრ საიდუმლოს აეხდება ფარდა ამიტომ საინტერესო თავები არ მოგაკლდებათ <3 დიდი დიდი მადლობა რომ ასეთი ინტერესით კითხულობ heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი მირა

იმედია ბოლოს წყვილს არ დაშლი

 


№9  offline წევრი sati

სტუმარი მირა
იმედია ბოლოს წყვილს არ დაშლი

სიმართლე რომ ვთქვა ჯერ არ მაქვს ეგ გადაწყვეტილი laughing heart_eyes

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთი

რატო მგონია რო ნენე ნელა-ნელა გიჟდება? გეხვეწები ცუდად არ დაამთავრო დამანახე ამათი ბედნიერება confounded

 


№11  offline წევრი sati

სტუმარი ქეთი
რატო მგონია რო ნენე ნელა-ნელა გიჟდება? გეხვეწები ცუდად არ დაამთავრო დამანახე ამათი ბედნიერება confounded

ნენეს ადგილას მგონი ნებისმიერი გაგიჟდებოდა :დ შემდეგი თავი გავაგზავნე უკვე, წესით ხვალ დაიდება heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent