შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

02:20


26-12-2023, 23:57
ავტორი JUSTURSTORYTELLER
ნანახია 1 084

წინასიტყვაობა: პირველ რიგში გამარჯობა, იმედი მაქვს ისიამოვნებთ ამ უჩვეულო ისტორიით, გამომყვებით ბოლომდე და გამიზიარებთ თქვენს გრძნობებს. ვეცდები არ გალოდინოთ და თქვენი იმედები გავამართლო. მადლობა წინასწარ რომ ჩემს ნაშრომს კითხულობთ:)




თავი 1

დამეთანხმებით, დამღლელი და მოსაბეზრებელია აბიტურიენტობა, მითუმეტეს მაშინ როცა ბოლოს კარგად, მეშვიდე კლასში ისწავლე.და აი ისევ მე, ვზივარ საკლასო ოთახში და არც მე არ ვიცი აქ რას ვაკეთებ.ფანჯარასთან ბიჭები კარტს თამაშობენ, დოდო მასწავლებელი კი ტელეფონზე სავარაუდოდ თავის მეზობელ ლამარას უყვება, თუ როგორ გაექცა კატა სახლიდან და ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. გოგოები ხმამაღლა ჭორაობენ და იცინიან, ისე ვამბობ თითქოს, რამე ახალი ხდება ამ
კლასში.ზარის ხმაც გაისმა,ბიჭები წამოხტნენ,გოგოებს კი გამომეტყველებაც არ შესცვლიათ,მათ ჭორაობას ატომური ბომბიც ვერ შეუშლიდა ხელს.მე ტელეფონს დავხედე და ვნახე რომ უკვე ორი საათი ხდებოდა.ჩანთა ჩავალაგე და დოდო მასწავლებელთან მივედი, საშვი რომ
დაეწერა.
-დოდო მას,შეგიძლიათ საშვი დამიწეროთ?
ვუთხარი და თბილი ღიმილით დავხედე, ვითომ ძალიან მიყვარდა.დოდომ მხრით დაიჭირა ტელეფონი,ჩანთიდან ფუცელი და პასტა ამოიღო და საშვი დამიწერა.მადლობა გადავუხადე და კლასიდან გავედი. დერეფანში როგორც ყოველთვის და ყველა სკოლაში,ბავშვები ერთმამეთში ირეოდნენ.ნელ-ნელა ჩავედი პირველ სართულზე, დარაჯს საშვი მივეცი და გარეთ გავედი, სადაც სკოლის “ძველი ბიჭები”სიგარეტს ეწეოდნენ.ტელეფონი გავხსენი და ავთოს დავურეკე.
-ალიო
მიპასუხა.
-მა,შეგიძლია სახლში წამიყვანო?სკოლაში ვარ.
ვუთხარი და სკოლის მარკეტისკენ გავემართე.
-კი მამი,ათი წუთი დამელოდე.
მითხრა და ტელეფონი გამითიშა,მე შევედი მარკეტში და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე.
-გამარჯობა
მომესალმა მოლარე საყვარელი ღიმილით.
-გამარჯობა
მეც ზრდილობის ნიშნად იმავე გავიმეორე.წავედი მაცივრისკენ და ცივი ყავა როგორცკი შევნიშნე, იმ წამსვე ხელი დავტაცე,რადგან ეს ცივი ყავა სულ გაყიდული იყო ხოლმე.შევათვალიერე მარკეტი კიდევ ხუთჯერ, რამე ხომ არ მინდოდა სანამ სალაროსთან მივედი.ცივი ყავა მოლარეს დავუდგი,მან გაატარა.
-საქართველო
ვუთხარი და საქართველოს ბანკის ბარათი ამოვიღე.
-დაადეთ
მითხრა და მოწყობილობაზე თვალებით მანიშნა.მეც დავადე ბარათი მოწყობილობას და ცივი ყავა ავიღე ხელში.
-დადასტურდა
მითხრა და კიდევ ერთხელ გამიღიმა,მე მადლობა მოვუხადე და მაღაზიიდან გამოვედი.როგორც კი გამოვედი მაღაზიიდან ავთოს მანქანა შევნიშნე და ეგრევე მისკენ წავედი.მანქანაში ჩაჯდომისთანავე მამაჩემი ღიმილით შემეგება.
-როგორი იყო დღე მამიკო?
მკითხა და მანქანა დაძრა.
-როგორც ყოველთვის
ვუთხარი და ფანჯარა ჩავწიე რადგან,ძალიან მსიამოვნებდა ცივი ჰაერი რომ მხვდებოდა სახეზე.
-გიგი ნახე სკოლაში?
-კი,ვნახე და თავისი ახალი შეყვარებული გამაცნო.
ვუთხარი და ავთოს რეაქციას დაველოდე.
-ისევ?
მკითხა,მე თავი დავუქნიე და ორივემ კარგად გავიცინეთ.სახლშიც მალევე მივედით.კერძო,ორ სართულიანი სახლი გვქონდა,თავისივე გარაჟით,გვქონდა არა ჩემს მშობლებს ჰქონდათ,შემეშალა.სახლში გემრიელი შოკოლადის ნამცხვრის სუნი ტრიალებდა და მართალიც ვიყავი,სამზარეულოში შევედი თუ არა დავინახე ლია,მაგიდასთან მის დაქალთან ერთად დამჯდარიყო. ყავას და შოკოლადის
ულამაზეს ნამცხვარს მიირთმევდნენ.
-ლეკა
წამოიყვირა თეამ,დედაჩემის დაქალმა.
-თი
ვთქვი მეც და გადავეხვიე.
-როგორ ხარ?
მკითხა და შემათვალიერა.
-რავიცი აბა ვსწავლობ და ვარ,შენ?
ვკითხე და კედელს მივეყუდე.
-ვარ რა
მითხრა და გამიღიმა.
-მე ავედი ეხლა,გამოვიცვლი და გივისთამ გავდივარ.
ვთქვი და სამზარეულოდან გავედი,როდესაც ლიას ხმა მომესმა.
-მომიკითხე გიგი
-კარგი
გავძახე და მეორე სართულზე ავედი. ჩემს ოთახში შევედი თუ არა ეგრევე კომფორტულად ვიგრძენი თავი.ოთახი ჩემი უბნის გზას გადაჰყურებდა. ღამით ვხედავდი ვინ ადიოდა ვინ ჩადიოდა,ვინ ვის რას უყვებოდა და მოკლედ ყველაფერი.ფანჯარასთან სასწავლო მაგიდან მქონდა, სადაც ყოველ ღამე ვსწავლოვდი,დიდი საწოლი მქონდა,რომელსაც დილას ტირილით ვემშვიდობებოდი ხოლმე და დიდი გარდერობი.დიდად სხვა არაფერი, კედელზე ჩამოკიდებული ნახატების და ლამაზი მცენარეების გარდა.სკოლის ფორმა გავიხადე და ლამაზი შავი, ტანზე მომდგარი,
მოკლე კაბა ჩავიცვი, ფეხზე თეთრი მერი ჯეინები და კაბის გარედან კი ლამაზი თეთრი პალტო.პატარა ჩანთაში ჩავალაგე ყველაფერი რაც მჭირდებოდა სუნამო შევისხი და ჩავედი პირველ სართულზე.
მისაღებში ავთო იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
-გავდივარ მამი
ვუთხარი და გლოსი წავისვი.ავთომ შემათვალიერა და ტელევიზორი დაასტოპა.
-ვისთან ერთად გადიხარ მა?
მკითხა და სერიოზული სახე მიიღო.
-გიგისთან მა,მითხრა 3ზე გამოგივლიო და გავიდეთო.
ავთომ თავი დამიქნია და ტელევიზორის ყურება გააგრძელა.გიგის ჩემები ძალიან ენდობოდნენ და იცოდნენ რომ
გიგი ჩემი დიდი ძმა იყო.გავედი სახლიდან და გიგის მანქანა არ ჩანდა. გავიხედ-გამოვიხედე და სწრაფად დაღმართიდან გიგის მანქანა ჩამოვიდა.მე გამეღიმა, რადგან არმომიწევდა ლოდინი.მანქანა გააჩერა და მეც ეგრევე ჩავჯექი.
-ესე ძაან გაგიხარდა ჩემინახვა ლეკა?
მკითა და ჩაეცინა.
-კი ძალიან, სად მივდივართ?
ვკითხე როცა მანქანა დაძრა
-იოანესთან ავდივართ ძმაკაცები და გოგოებიც იქნებიან, გაერთობი.
მითხრა და მანქანას გიჟივით ატარებდა.
-შენი ახალი შეყვარებული რას შვება?
ვკითხე და გამეცინა.
-რას უნდა შვებოდეს,ზის სახლში და ფიქრობს ჩემზე.
ამის თქმაზე ორივეს გაგვეცინა.ფანჯარა ჩავწიე გიგიმ კი მუსიკები ჩართო,უფრო სწორად ჩვენი მუსიკა ჩართო -RAY CHARLES-mother-
მუსიკა ჩაირთო თუ არა ეგრევე ავყევით და ბევრი ვიცინეთ.მალევე გიგიმ მანქანა გააჩერა და გამორთო.
-გადახტი ეხა მანქანიდან ჩემო ანგელოზო
მითხრა და გამიღიმა.მეც არ დავაყოვნე და გიგისთან ერთად გადმოვედი მანქანიდან.გიგი ჩემი გზა მკვლევი იყო რადგან მე გზა არ ვიცოდი.იტალიურ ეზოში შემიყვანა გიგიმ და მარცხნივ კარებში შევედით.სახლში სიგარეტის და არყის სუნი იდგა,რასაც ვერ ვიტანდი.მისაღებში მაგიდა იდგა გარშემო კი დივნები, დივნებზე კი ბიჭები და გოგოები იჯდნენ.ზოგი ეწეოდა ზოგი კი სვამდა.ჩვენი ფეხის ხმა როგორც კი გაიგეს ყველა ჩვენსკენ მოტრიალდა.
-გიგი ბებეროო
თქვა ერთმა ბიჭმა,რომელსაც კალთაში გოგო ეჯდა და ხელში სიგარეტი ეჭირა.
-გაუმარჯოს სასტავს
თქვა გიგიმ და გაიცინეს.მეც გიგის მივყევი,მან კი ხელი გადამხვია.
-ეს ჩემი ანგელოზი გოგოა, ლეკა.
უთხრა და ლოყაზე მაკოცა,მერე ხელი მომაშორა და ბიჭებს შეუერთდა.მე გოგოების მხარეს დავჯექი როცა გოგო გამომელაპარაკა.
-გამარჯობა,თიკა
მითხრა და ხელი გამომიწოდა მელირებიანმა გოგომ,რომელსაც სახლში რეი ბანები ეკეთა.ჩემთვის ეს დიდ არას ნიშნავდა, უბრალოდ გამარჯობა ვუთხარი ზრდილობიანად და სხვებს გავხედე.ბიჭებიდან ერთი მაღალი შავგრემანი,საშუალო სიგრძის თმით ადგა და სასმლის მაგიდასთან მივიდა.
-ლეკა მოდი დაგვილიე.
თქვა და არყის ჭიქაში ჩამომისხა არაყი.
-არა მადლობა.
მოკლედ მოვუჭერი და გიგის გავხედე.
გიგის გაბრაზებული სახე ჰქონდა და იმ ბიჭს მიშტერებოდა.
-გუგა ძმა დაჯექი.
უთხრა გიგიმ და კარტის თამაში გააგრძელა.იმ ბიჭმაც დაუჯერა და თავის ადგილს დაუბრუნდა.გიგი ძალიან მიყვარდა,ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო.იმ მომენტში ძალიან მესიმპატიურა,ცალ ხელში სიგარეტით მეორეში კი კარტით.ლაპარაკობდა და თან საყვარლად იცინოდა ხოლმე,ამ ყველაფერს მე კი შენელებულ კადრში ვხედავდი ოღონდ არ ვიცოდი რატომ.ასე გავიდა რამოდენიმე საათი და მოვიწყინე.მუსიკები ჩართეს და ცეკვა დაიწყეს.შუქები ჩააქრეს და ფერადი განათებები აანთეს,მოკლედ პატარა კლუბად აქციეს სახლი.მე მეცინებოდა თუ რა საყვარლად ეცეკვებოდნენ ბიჭები ერთმანეთს და თან იცინოდნენ. გოგოები, ნუ ტიპიური სვეცკი გოგოები იყვნენ.ცდილობდნენ ბიჭებთან ეცეკვათ მაგრამ ისინი დასცინოდნენ.ვერ ვხვდებოდი ამ გოგოების აქ ამოყვანის აზრს,თუ მათ ყურადღებას არც აქცევდნენ.ტელეფონი შევამოწმე და უკვე 8საათი იყო,გარეთ ღამდებოდა,გიგისთან მივედი და ყურში ხმამაღლა ჩავჩურჩულე.
-გიგი სახლში უნდა წავიდე,სასწავლი მაქვს და თან მოვიწყინე.
ვუთხარი ხმამაღლა.
-რაა?
იმხელა ხმაზე იყო მუსიკა ჩართული გიგის არაფერი ესმოდა.
-სახლში მინდა!
ჩავყვირე ყურში.გიგიმ გამიგო ხელი ჩამკიდა და გერეთ გამიყვანა.
-რატო გინდა სახლში ჩემო ანგელოზო?
მკითხა და ღიმილით თმა ყურს უკან გადამიწია.
-სასწავლი მაქვს და თან მოვიწყინე.
ვუთხარი და გავუღიმე.გიგიმ თავი დამიქნია,მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა.მეც მივყევი და ჩავჯექი მანქანაში.
-გუგას დაევასე ლეკ
მითხრა და მიღიმოდა.
-მე არ დამევასა
ვუთხარი და მკაცრი სახით გავხედე.
გიგის ხმა არ გაუცია,მანქანა დაძრა და სწრაფად დაიწყო ტარება.
-რამდენი შვილი გინდა?
მოულოდნელად მკითხა.მე დავიბენი,არ ვიცოდი ამ კითხვაზე პასუხი არც კი მიფიქრია.
-რატო მეკითხები?
ვკითხე და დავფიქრდი,მართლა რამდენი შვილი მინდოდა.
-მაინტერესებს
მითხრა და გზას უყურებდა.
-ერთი
ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე.
-ერთი რატო?
-იმიტორო ჩემი და მამამისის ყურადღება მხოლოდ მასზე იყოს.
-ჩემი სიყვარული ხარ ლეკა.
მითხრა ღიმილით შემომხედა და თვალები გაუბრწყინდა.მეც გავუღიმე პასუხი კი არ გამიცია. მალევე სახლთან ვიყავი.ჩემს ქუჩაზე შეუხვია თუ არა დავინახე ჩემი სახლის მოპირდაპირედ,შავი ლამაზი მანქანა ეყენა,რომელთანაც დაახლოებით ოთხი ბიჭი იდგა.დიდად არ დავკვირვებივარ გიგიმ მანქანა სახლთან მიმიჩერა და შემომხედა.
-მიდი შედი სახლში და მოგწერ.
მე თავი დავუქნიე და ის იყო მანქანიდა უნდა გადავსულიყავი,რომ გიგიმ მომატრიალა და შუბლზე ნაზად მაკოცა.მე გამეღიმა და იქამდე გადავედი მანქანიდან სანამ გავწითლდებოდი.გადავედი თუ არა იმ ოთხმა ბიჭმა ეგრევე ინტერესეით შემომხედეს.სახლში მალევე შევედი.შუქები ჩამქრალი იყო და მივხვდი,რომ ჩემები უკვე დასაძინებლად იყვნენ ასულები.მეც კარები ჩავკეტე და ავედი ჩემს ოთახში.შუქი ავანთე და ფარდა ჩამოვაფარე ფანჯარას,რადგან ის ბიჭები შუქის ანთებამ დააინტერესათ. ტანსაცმელი გავიხადე,პიჟამოები ჩავიცვი,სახე მოვიწესრიგე, კბილები გამოვიხეხე,თმა დავივარცხნე და ფანჯარასთან მივედი.ფარდა გადავწიე და დავჯექი სასწავლად.დროთაგანმავლობაში ფანჯარაში ვიხედებოდი როგორც ყოველთვის, მაგრამ ამჯერად ერთი ქერა,თმა გადაპარსული მაღალი ბიჭი მიყურებდა ტელეფონზე ლაპარაკობდა და მიღიმოდა.მე მეგონა რომ რაღაც მეჩვენებოდა რადგან მეძინებოდა, ამიტომ ვაიგნირებდი.ის ბიჭი
ტელეფონზე რომწლიც ლაპარაკობდა, უბრალოდ ზედმეტად სიმპატიური იყო.იმდენად გადავერთე ამ
ბიჭზე რომ წიგნს კი აღარ ვკითხულობდი უბრალოდ ვუყურებდი,რომ
წიგნის ნყურებიდან ხუთ წუთში იმ
ბიჭისთვის ჩამეხედა, რომელიც ყოველ
ჯერზე მიყურებდა.ძილი მომერია წიგნი დავხურე,ბოლოჯერ გავხედე ქერა ბიჭს და ერთხელ გავუღიმე.ამის შემდეგ ფარდა გადავწიე და საწოლში ჩავხტი,დაწოლიდან კი ორ წუთში გავითიშე.
მეორე დღეს არც ისე ადრე გამეღვიძა.ტელეფონს დავხედე და უკვე სამი საათი ხდებოდა,გიგისგან კი 5+ გამოტოვებული ზარი მქონდა.ალბათ რომ
დავიძინე ტელეფონს ბოლომდე გავუთუშე ხმა,ეგრევე გიგის დავურეკე.
-ლეკა რატო არ მპასუხობ რო გირეკავ?!
მითხრა გაბრაზებული ხმით.
-მეძინა გიგი და რანაირად მელაპარაკები?!
მეც არ დავიხიე უკან.
-რანაირად ლეკა?! ვიღაც მეთორმეტე კლასელი გოგო გააუპატიურეს შენ უბანში,მე გირეკავ და შენ არ მპასუხობ!
შემეშინდა ამის გაგონებაზე.
-მე რა ვიცოდი გიგი მეძინა,გოგოზე არის რამე ახალი?
ვკითხე და საწოლიდან ავდექი.
-კი ლეკა,ვიპოვეთ ეგ გოგო თორე რა გამაჩერებდა,ეგრევე შენთან მოვდიოდი.
მე გამეცინა და თან გავბრაზდი.
-აი რატო ფიქრობ,რო მე ვიღაც გამაუპატიურებდა.
ვუთხარი და ფარდა გადავწიე.
-პირველი შენზე გავიფიქრე ჩემო ანგელოზო,იცი როგორი მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის.
ვუსმენდი გიგის და ვუყურებდი იმავე მანქანას და ბიჭებს,რომლებიც გუშინ იყვნენ ჩემს დაძინებამდე.გიგის არაფერი ვუთხარი ამაზე.
-გიგი წავედი უნდა გავემზადო
და ქართულზე წავიდე.
ვუთხარი და ფარდა ჩამოვაფარე ფანჯარას.
-მიდი,გამოგივლი და წაგიყვან.
-კარგი
ვუთხარი და გავუთიშე.საპირფარეშოში შევედი,კბილები გამოვიხეხე და შხაპი მივიღე.გამოვედი და ალექსას ვუთხარი მუსიკები ჩაერთო.მუსიკებით გავიშრე თმები,ჩავიცვი შავი კლასიკური შარვალი რომელიც ძალიან კარგად მქონდა მომჯდარი,ზევით თეთრი ბოდე ჩავიცვი, რომელსაც მხოლოდ ერთი მკლავი ჰქონდა.ფეხზე სამბები ჩავიცვი,north face-ის კურტკა მოვიცვი,ჩანთა ავიღე რომელშიც ქართულის წინი, რვეული და პასტა მედო,მარტივი მაკიაჟი გავიკეთე,სუნამო შევისხი და პირველ სართულზე ჩავედი.სახლში მხოლოდ დედა იყო და ისიც თავის დაქალს
ელაპარაკებოდა ტელეფონზე.არაფერი არ მითქვამს ეგრევე გარეთ გავედი.გიგის არა მაგრამ იმ სიმპატიური ბიჭის მანქანა ჩემი სახლის მოპირდაპირედ ისევ იდგა,ის მანქანას მიყუდებოდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა და სიგარეტს ძალიან მიმზიდველად ეწეოდა.მას გავხედე თუ არა თვითინაც შემომხედა,შემათვალიერა და ტელეფონი გათიშა.სიგარეტი გადააგდო და ჩემსკენ დაიძრა.უცფად მუცელში ის პეპლები ვიგრძენი,რაც დიდი ხანია არ მიგრძვნია.მომიახლოვდა თუ არა ეგრევე შევამჩნიე მისი ლამაზი,მუქი ლურჯი თვალები. საშინლად იდეალური,არც დიდი და არც პატარა ცხვირ-პირი ჰქონდა,სახის ულამაზესი მოყვანილობა,აქა-იქ ლაითად ჭორფლებიც ეტყობოდა.ჩემზე გაცილებით მაღალი და ტანადი იყო,დიდი მხრებით.შავი,არც ძალიან დიდი და არც მოტკეცილი ჯინსი ეცვა,პოლოს შავი ზედა და გარედან დუტი.ფეხზე ლურჯი გაზელები ეცვა.ისე ვუყურებდი ამ ბიჭს თითქოს ჩემი საოცნებო ბიჭი ვიპოვეო.



№1  offline წევრი Xutu

Momewona zaan maagari iyo. Mal male tu dadeb tavebs davelodebi shenmdegs

 


№2  offline წევრი JUSTURSTORYTELLER

Xutu
Momewona zaan maagari iyo. Mal male tu dadeb tavebs davelodebi shenmdegs
მადლობა,ვეცდები მალე დავდო????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent